დაბადების თარიღი: 1813 გარდაცვ. თარიღი: 22 სექტემბერი, 1864 (51 წლის ასაკში) დაკრძალვის ადგილი: იკორთის მონასტერი, გორი კატეგორია: დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი ბიოგრაფია დაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რაიონი, სოფ. ოძისი. ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824 – 1825 წწ.), შემდეგ მოსკოვში, კერძო პანსიონში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო სამსახურში. გ. ერისთავის პირველი ნაწარმოებია ”ოსური მოთხრობები”. მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ პატრიოტიზმს. მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესული თეატრი. მისი პირველი კომედიაა ”შეშლილი” (1839). ძველი თაობის წარმომადგენლების სახე მან კარგად აგვიწერა კომედიებში: ”გაყრა” (1840) და ”დავა” (1849). გიორგი ერისთავს თარგმნილი და გადმოკეთებული აქვს: ”უჩინმაჩინის ქუდი”, ”ყვარყვარე ათაბაგი”, აგრეთვე ა. გრიბოედოვის ”ვაი ჭკუისაგან”. მან დრამად გადააკეთა ”ვეფხისტყაოსანი”, ქართულ ენაზე თარგმნა სხვადასხვა ენებზე დაწერილი ლექსები. მისი თხზულებების სრული კრებული გამოქვეყნდა 1867, 1884 და 1936 წლებში. ბიბლიოგრაფია გაყრა : კომედია (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1961. - 36 გვ. პიესები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1950. - 395 გვ. რჩეული თხზულებანი : რჩეული ლექსები და დრამატიული ნაწარმოებნი (ავტორი). - თბილისი, დ. კილოსანიძის გამოცემა, 1910. - 200 გვ. ძუნწი გაყრა დავა |