ოფიციალური სახელი:    არუთიუნ საიათიანი
დაბადების თარიღი:    14 ივნისი, 1712
გარდაცვ. თარიღი:    22 სექტემბერი, 1795  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    სურფგევორქის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:        პოეტი

ბიოგრაფია

სომეხი პოეტი, აშუღი, ცხოვრობდა საქართველოში; მამა ალეპოელი მნათე იყო, დედა თბილისელი, ავლაბრელი სომეხი; ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო; ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა; 1742 წლიდან საკუთარ სახოტბო-სატრფიალო ლექსებსაც თხზავდა; ლექსებს თხზავდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე; სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა; ჯერ თბილისში მოღვაწეობდა, შემდეგ - თელავში; 1762-1765 წწ. იყო სამეფო კარის საზანდარი; 1765 წელს ერეკლე II სასახლიდან დაითხოვა (გაძევების მიზეზი უცნობია); საიათნოვა მწვავედ განიცდიდა გაძევებას, სამართალს ითხოვდა; 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა; ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს; მისი შემოქმედების ძირითადი მოტივია მიჯნურობა ("საყვარლის ბაღში", "რა იქნება", "ხარ ტურფა საკრავი" და სხვ.). მის ავტობიოგრაფიულ ლექსში მძლავრად იჩენს თავს სოციალური მოტივიც ("შე საწყალო ჩემო თავო", "სამართალი მიყავ" და სხვ.). საიათნოვას ლექსები თარგმნა ი. გრიშაშვილმა (1918 ); მისი ლექსები თარგმნილია აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.


სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ


რა ზარბაბი

შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ

სამართალი მიყავ

შუაღამის ვარსკვლავივით

დამეხსენი

მოდი საყვარელო

ბაღი ბულბულით ავსილა

გიხდება ზარი

სოფელსა და სოფელს შუა

ხარ ტურფა

ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი

დამიჯერე

საყვარლის ბაღშია

ზოგ-ზოგი კაცი

მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს

მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო