[ჯერ არს] ჴსენებაჲ წმიდისა მღ[დელთ-მო]ძღურისაჲ და უბიწ[ოჲსა] და ახოვანისა მოწამი[საჲ], რომელსა იგი სამართლად [მინ]იჭებულ იყო საყდარი დიდებისაჲ [უფლისაჲ] დიდისა მისთჳს სარწმუნოებისა მისისა და ყოველთა მიერ წამებისა ჭეშმარიტებისათჳს, რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად მისთჳს, რომელი შეიწირა მამისა, და სისხლითა თჳსითა მომიყიდნა. ჩუენ, რომელმან ნაყოფნი გამოიხუნა თავით თჳსით შეწევნითა მაღლისაჲთა, სიწმიდისა იგი სამოცეული და მოღუაწებისა ასეული, თავისა თჳსისა თანა შეერთებითა შჳდეულისა განმასრულებელი, მღდელთმოძ[ღუარი] მაღლისაჲ შუამდგო[მელი ღმრთ]ისა და კაცთაჲ ნეტარი აბიბოს ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოსი. რამეთუ შორის ორთა წმიდათა განწყობილთა წარმოდგა მღდელობისა საყდარი მოდგამთა თანა უბიწოდ მღდელობითა და მართლ-მკუეთელობითა და კუალად მოწამეთა თანა მჴნედ მოღუაწებითა ორითა გჳრგჳნი[თა] პატივცემული შორის განწყობილსა მართალთასა. ჩემი არს მოწამე ესე და მღდელთ-მოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი, სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზაპნისაჲთა.
ხოლო მიზეზი წამებისა მისისაჲ ესრეთ იყო. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს სამეუფოჲ ესე ჩუენი ქართლი სპარსთა მეფესა დაეპყრა და ბილწსა მას მსახურებასა აღასრულებდეს, ვითარცა ესწავა ბოროტად მასწავლელისა მათისა ე[შმა]კისაგან, ამის გამო მრავალნი ადგილნი განჰმზადნეს მათისა მის სამსახურებელისათჳს ქუეყანასა ამას ჩუენსა და მრავალთა დაუმტკიცებელთა სარწმუნოებასა და ნაკლულევანთა გონებითა შეაცთუნებდეს.
ხოლო ნეტარი აბიბოს ნეკრესელ ქალაქისა ებისკოპოსი, სამ[თავ]როჲსა კახეთისაჲ, აღ[იძრა] საღმრთოჲთა შურითა გულს-მოდგინედ და მივიდა მახლობელად უცხოჲსა მის სამსახურებელისა მათისა, დაასხა წყალი და ხენეში იგი, ცეცხლი მათი დაშრიტა. ესე რაჲ ცნეს უსჯულოთა მათ სპარსთა, შეიპყრეს, და ესოდენ გუემეს, ვიდრეღა სიკუდიდ საგონებელ იყო ნეტარი იგი. და მერმე შეაყენეს საპყრობილესა იწროებითა დიდითა, და შემდგომად მრავლისა ტანჯვისა მიწერეს ზენა-სოფლად მეფისა მათისა მარზაპნისა თანა. ხოლო მან მიუმცნო, რაჲთა შეკრული მსწრაფლ მიიყვანონ მის წინაშე. და მოვიდეს მოვლინებულნი იგი და წარიყვანეს წმიდაჲ აბიბოს მრავალ-ფერითა ჭირითა მგზავრ.
ხოლო ნეტარი ესე ებისკოპოსი მეგობარ იყო ბრწყინვალისა მის მნათობისა სჳმიონ მესუეტისა ანტიოქელისაჲ და არათუ თუალითა ეხილვა ურთიერთარს, არამედ სულიერითა მით სიყუარულითა, რომელ გონებითა იხილვების შორიელი, ვითარცა მახლობელი. და კუალად წიგნითა და მოციქულითა იყო მათ შორის შესწავებაჲ. და მას ოდენ ჟამსა, ოდეს მიჰყვანდა წმიდაჲ აბ[იბოს], [ემთხჳა მას მოციქული] ნეტარისა [სჳმიონ მესუეტისაჲ] სოფელსა, რომელსა [ჰრქჳან იალ]დოს, და მისცა [წიგნი, ე]ვლოგიაჲ და კ[უერთხი] წმიდისა მამისა ჩუენისა სჳ[მიონ საკჳ]რველთ-მოქმედისაჲ. და [ვითარცა მიი]ღო ებისკოპოსმან ევლოგიაჲ იგი და კუერთხი, და [წი]გნი იგი წმიდისაჲ აღმოიკითხა, განიხარა სიხარულითა დიდითა და განმტკიცნა ფრიად.
ამისსა [შემდგომად შე]ემთხჳნეს ვიეთნიმე და ჰრქუეს: „უკუეთუ არა გნებავს წარსლვის ჩუენ უკუნ გაქციოთ საყოფელადვე შენდა». და არა ინება, რამეთუ სუროდა მარტჳლობად ქრისტესთჳს. და ვითარ მიიწივნეს სამეუფოსა ქალაქსა მცხეთას, ვედრებით ხადოდა იგი წმიდასა კათოლიკე სამოციქ[ულო] ეკლესიასა და იტყოდა, ვ[ითარმედ: „აჰა] შვილი შენი იოსებ წარვალს ეგჳპტედ კრული, ვითარცა ტყუე. და ვითარმცა ვინ ჰრქუა მას, ვითარმედ არა ეგრეთ, არამედ სუფევად განემზადები და ზეცისა სავანეთა მიერ არს გზავნაჲ შენი და ვიდოდე მას ზედა მშჳდობით”.
მაშინ ევედრა ნეტარი იგი მტარვალთა მათ, რაჲთა მივიდეს იგი ნეტარისა შიოჲსა მღჳმედ, რამეთუ იცოდა იგი წინაჲთვე და სურვიელ იყო იგი ხილვად მისა. ხოლო მათ განუტევეს იგი, და შთავიდა უდაბნოდ და იხილა ნეტარი იგი ბერი, და ყვეს ლოცვაჲ და მოიკითხეს ურთიერთას. და ვითარცა ზრახვიდეს, ჰრქუა წმიდამან ებისკოპოსმან ბერსა: „ლოცვა-ყავ, მამაო, რამეთუ უსჯულონი ესე სპარსნი განძჳნდეს ჩემ ზედა ამპარტავანებითა თჳსითა, რამეთუ დაიპყრეს სოფელი ესე ჩუენი. შენ უწყი, რამეთუ ბაბილოვანი მარადის კერპთ მაწუეველ არს და ღონის მეძიებელ არიან, რაჲთამცა ყოველნი-კაცნი თაყუანის-აცემინნეს კერპთა. მაშინ სადამე სამთა ყრმათა, ძისა ღმრთისაჲსა თანამდგომარეთა, მის მიერითავე ძალითა კერპი იგი დაადნვეს და განაქარვნეს, და მძლავრნი იგი ყოვლით ძალით მისითურთ კდემასა ქუეშე შეაყენეს; და აწცა მათ უსჯულოთა მისთა სახედ ეგულების, რაჲთამცა კუალად განაგდეს ბადე და შეაყენნეს კაცნი და თაყუანის-აცემინნეს ცეცხლსა“.
მიუგო ბერმან და ჰრქუა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რათა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაჰშრიტო ადვილად. არა უმეცარ არს სიწმიდჱ შენი, რამეთუ მრავლითა ჭირითა გჳღირს შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. ხოლო ნუ შესძრწუნდები მათისა მისგან მძლავრებისა, ვინაჲთგან იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ,,მაჭირვებელთა თქუენთა - ჭირი, და თქუენ ჭირვეულთა - ლხინი”. უწყოდი, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალ და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა“.
და შემდგომად მრავლისა სიტყჳსა განმტკიცნა ნეტარი აბიბოს ბერისაგან, და ყვეს ლოცვაჲ და წარემართა ღუაწლსა მას სიხარულით. და ვითარცა მიიყვანეს იგი მარზაპნისა მის ზენა-სოფლად, სოფელსა, რომელსა ჰქჳან რეჴი, და შეკრბა მუნ სიმრავლე ებისკოპოსთა და მღდელთა და ერის-მთავართაჲ და თეატრონი დიდი იქმნა წინაშე მარზაპნისა.
მაშინ წარმოადგინეს წმიდაჲ აბიბოს ებისკოპოსი და ჰრქუა მას მარზაპანმან მან: „რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“
მიუგო აბიბოს და ჰრქუა: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავაშრიტე იგი, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და ღმერთი მხოლოჲ იცანთ, რომლისა მიერ დაებადა ყოველი, და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ, რამეთუ წერილ არს: ,,უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანისსცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე”».
ჰრქუა მას მარზაპანმან მან: „მე გკითხავ, რაჲსთათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?“ ხოლო ნეტარმან მან აბიბოს ჰრქუა: „უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ სხუათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგანი მცირედ ნაწილი, რომელთაგან აღჰმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიაჲ, ცივი, ჴმელი და ცეცხლი, რომელ ერთიერთისა მპყრობელობაჲ აქუს სიმრგულესა მას შინა. ესრეთ განსწორებითა ნაწილთაჲთა დგანან ესენი. და, უკუეთუმცა ერთი-ერთისა აღემატა, გან-მცა-ქარდა მეორე იგი. ხოლო თქუენი იგი ცეცხლი მისვე ცეცხლისა ბუნებისა ნაწილ[არს] ჴმელითა და წვითა, ვითა აღდგომილი შეშისა ჭამითა, მყოვარ-ჟამიერ. ერთი მცირე წყალი დავასხ, მძლე ექმნა და მოკლა იგი, რამეთუ უფროჲს მისა იპოვა წყალი იგი. აწ მიკჳრს თქუენი ესე, ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს, რამეთუ თქუენი ესე ცეცხლი თქუენდავე მონა არს და კერპთა შეურაცხის მყოფელთა ვერვის ჰხედავს. უკუეთუ ღმერთ არს ეგე? თქუენ იტყჳთ, რამეთუ ოდესმე თქუენსავე სოფელსა განჰმზადეთ მსახურებაჲ მის კერპისაჲ, რომელ იგი ჰქმენით. ოქროჲსა, სატანჯველად განმზადებულსა მას თქუენ მიერ მაშინდელსა აწ ღმერთ ეწოდებისა“!?
მაშინ განრისხნა ფრიად მარზაპანი იგი მეფისაჲ და შემდგომად მრავლისა გუემისა და საკჳრველთა სატანჯველთაჲთა ქვითა განტჳნეს იგი, ნეტარი აბიბოს, და მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა, და მცველნი განეწესნეს მის ზედა, რაჲთა მჴეცთა და მფრინველთა შეჭამნენ ჴორცნი მისნი, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე ქრისტეანეთა დიდე[ბითა დაჰკრძა]ლნენ იგინი.[ხოლო სამგზის] სანატრელისა წმიდისა მ[ის მოწამისა] ჴორცთა არარაჲ [შეეხო] მჴეცთა და მფრინველთაგანი. და ვითარ მყუარ სც[ვი]დეს, დაუტევეს იგი და წა[რვ]იდეს.
მაშინ მოვიდეს რომელნი იგი მყოფ იყვნეს ქუაბსა მას, რომელი იგი მათვე წმიდათაგან სავანესა აღეშენა მონასტერი, და აღიხუნეს ნაწილნი წმიდისა [აბი]ბოჲსნი, დიდითა პატივით[ა და]ჰკრძალნეს ადგილსა [მას. და ეს]რეთ შეიწირა ღმრთისა [მიერ აბიბ]ოს, ვითარცა ძღუენი სა[მსხუერპლოჲ],შესაწირავი სულნელი, [ვითარცა მამაჲ დი]დისა ზაქარიაჲსა, [რომელსა იგი წილი ხუედრე]ბულ იყო [მღდელთ-მოძღურებისა, და] მისებრ [სისხლიცა წმიდაჲ] მისი დაით[ხია უფლისა ჩუენი]სათჳს.
[არა თუ ყოველთა მისისა ღუა]წლისაგან გაუ[წყებ თქუენ წმიდისა და] ნეტარისა აბი[ბოს ებისკოპოზისა] წამებისათჳს, [არა თუ ყოველთა] საქმეთა და [შრომათა და ღუაწლთა მისთა გაუწყებ თქუენ, ანუ ვითარ იგი დაჰლეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელ]-სცა სახე[ლითა სამე]ბისაჲთა, ანუ ვ[ითარ]დედაკაცსა უწინაჲსწარმეტყუელა შემდგომად მისა მოსლვაჲ ბერძენთაჲ და დაპყრობაჲ ქუეყანისა ამის ჩუენისაჲ, რომელცა იგი იქმნა მსწრაფლ მისვე დედაკაცისა ზე. მოვიდეს ბერძენნი და განასხნეს უსჯულონი იგი სპარსნი და დაიპყრეს ქუეყანაჲ ესე ჩუენი. მიერითგან ერისთავნი იქმნნეს მპყრობელად ქართლისა.
და სხუანი მრავალნი საქმენი და საკჳრველებანი არიან ამის წმიდისანი, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას წამებისა მისისასა. არამედ იხილეთ და ცანთ გონიერად, საყუარელნო ქრისტჱსნო, თუ ვითარნი და რაბამნი კაცნი წმიდანი და ყოვლითურთ ღმრთისა სათნონი, ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელ-საცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონი უცთომელნი მონაზონებისანი ნათესავ[ისა ამი]სგან ქუეყანასა ამას შინა [ჩუენსა ერ]თსა შინა ჟამსა გამო[სჩნდეს წმიდაჲ აბიბოს ნეკრესელი, და ნეტარი იოანე ზედაძნელი, და ღირსებით მოსაჴსენებელი ისე წილკნელი ებისკოპოსი, და მადლითა სავსე ბერი შიო, ანუ სხუანი იგი მოწაფენი მისნივე ნეტარისა იოანე ზედაძნელისანი, რომლითა] სასწაულითა და ძალითა [იღუწოდეს] და წმიდანი მცნებანი მისნი სათნოჲთა მოქალაქობითაჲ. წარმართებულთა ეტჳრთნეს და ესევე ქუეყანაჲ ჩუენი წმიდათა ნაწილთა მათთა დაუნჯებითა სანატრელ იქმნა.
ხოლო აწ, ძმანო საყუარელნო, ვედრებით ვითხოვდეთ ქრისტეს ღმრთისაგან, რაჲთა წმიდითა ლოცვითა და მეოხებითა მათითა ღირს მყვნეს მიბაძვად სათნოებათა მათთა და მარადის დიდების მეტყუელებად სამებისა წმიდისა, რომელსა შუენის პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და [უკუნითი უკუნისამდე, ამენ].