1

1. {წ}იგნი შობისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.

2.  აბრაჰამ შვა ისაკი; ისაკმან შვა იაკობი; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;

3.  ხოლო იუდა შვა ფარჱზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; და ეზრომ შვა არამ;

4. არამ შვ{ა ამი}ნადაბ; ამინადაბ შვა ნასონ; ნასონ შვა სალმონ;

5.  სალმონ შვა ბოოზ რექაბისგან; ბოოზ შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;

6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონი ურიაჲს ცოლისაგან;

7. სოლომონ შვა რობოამ; {რობო}ამ შვა აბია; აბია შვა ასაფი;

8. ასაფ შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;

9. ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;

10.  ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონი; ამონ შვა იოსია;

11.  იოსია შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნისასა.

12.  შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელი; სალათიელმან შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;

13.  აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;

14.  აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;

15.  ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;

16. იაკობ შვა იოსეფ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ.

17.  ყოველი ნათესავი აბრაამითგან ვიდრე დავითისა{მდე} ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისითგან ვიდრე ტყუეობადმდე ბაბილონისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილონისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

18.  ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსეფისა. {და ვიდრე} შერთვადმდე მათა იპოვა მიდგომილ სულისაგან წმიდისა.

19. ხოლო იოსეფ, ქმარი მარიამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.

20.  და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მაგისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.

21.  შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგა{ნ}.

22.  ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული უფლისა მიერ წინაჲსწარმეტყუელისაგან, რომელი თქჳს:

23.  აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.

24.  განიღჳძა იოსეფ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმა{ნ უფლისა}მან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.

25.  და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძჱ, და უწოდეს სახელი მისი იესუ.

 
2

1. ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდეს მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:

2.  სადა არს, {რომელი იგი იშვ}ა მეუფჱ ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვასკულავი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.

3.  ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.

4.  და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე?

5.  ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრე წერილ არს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.

6.  და შენ ბეთლემ, ქუეყანაჲ იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენ{გან} გამოვიდეს დიდი იგი მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი

7.  მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვასკულავისაჲ.

8.  და წარავლინნა ბეთლემდ და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ყრმისა {მისთჳს} ჭეშმარიტად; რაჟამს ჰპოოთ, {მით}ხართ მე, რაჲთა მ{ე} მოვიდე და თ{ავყ}უანის-ვსცე.

9.  ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მ{ე}ფისა მისგან, წ{ა}რვიდეს. და, აჰა, ესერა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძ{ღო}და მათ, ვიდრემდე {მ}ოვიდა და და{ადგრა, სადა}ცა იყო ყრმაჲ იგი.

10. {ხოლო მათ} ვითარცა იხილეს ვარ{სკ}ულავი იგი, გა{ნიხ}არეს სიხარულითა დიდითა ფრიად.

11.  და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას. {დ}ა აღახუნეს საუნჯეთა მათთა {და} მოართუეს მას ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.

12.  და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა; არამედ სხჳთ გზით განეშორნეს და წარვიდეს სოფლად თჳსა.

13.  და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსეფს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.

14.  ხოლო იგი აღდგა და წარვიდა, წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულ{ებადმდე} ჰეროდჱსა.

15.  რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელ თქჳს: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა.

16.  მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს {ბეთლე}მს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლისაჲთგანნი და უდარესი, ჟამისა მისებრ, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.

17.  მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:

18.  ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისაჲ და ტირილისაჲ და ღაღადებისაჲ მრავალი; ჰრაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.

19.  ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსეფს ეგჳპტეს

20.  და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.

21.  ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.

22.  და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წ{ილ, მა}მისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა.

23. და მოვიდა, დაეშჱნა ქალაქსა მას, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარეტყუელი{სა მიერ}, ვითარმედ: ნაზორეველ ეწოდოს.

 
3

1   მათ დღეთა შინა მოვიდა იოჰანე ნათლისმცემელი, და ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა.

2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

3.  რამეთუ ესე არს, რომელი-იგი თქუმულ არს ესაჲა წინაწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

4.  ხოლო თავადსა იოჰანეს ემოსა სამოსელი თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.

5.  {მ}აშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.

6. და ნათელ-ი{ღ}ებდეს იორდა{ნ}ესა ზედა მისგან {დ}ა აუვარებდეს {ც}ოდვათა მათთა.

7.  {და} ვითარცა იხილნა ფა{რ}ისეველნი და ს{ად}უკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან მომავალისა რისხვისა?

8. ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,

9.  და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო გეტყჳ თქუენ: შემძლებელ არს ღმერთი ქვათა მათგან აღდგინებად და შვილებად აბრაჰამისა.

10.  რამეთუ აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

11.  მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო შემდგო{მ}ად ჩემსა მომ{ა}ვალი უძლიერ{ჱს} ჩემსა არს, {რომლი}სა არა შემძ{ლე}ბელ ვარ მე ჴ{ამ}ლთა მისთა {ტჳრ}თვად. მან ნა{თე}ლს-გცეს თქუენ {ს}ულითა წმიდითა {დ}ა ცეცხლითა.

12.  რომლისაჲ ნიჩაბ{ი ჴ}ელსა მისსა, {და გან}წმიდოს კა{ლოჲ} თჳსი, შეკრიბოს იფქლი თჳსი საუნჯესა, ხოლო ბზჱ იგი დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.

13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოჰანესა ნათლის-ღებად მისგან.

14.  ხოლო იოჰანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?

15.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრე შუენის ჩუენდა აღსრულე{ბად ყო}ვლისა სიმართლისა. მაშინღა მიუშუა მას.

16.  და ნათელ-იღო იესუ და მუნქუესვე აღმოჴდა მიერ წყლით. და მეყსეულად განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა.

17.  და, აჰა, ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი სა{ყუარ}ელი, რომელი მთნავს.

 
4

1.  {მ}აშინ იესუ აღიყვანა სულისა მისგან უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგან.

2.  და დაიმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და უკუანაჲსკნელ შეემშია.

3.  და მოვიდა მისა გამომცდელი იგი და ჰრქუა მას: ძჱ თუ ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.

4.  ხოლო მიუგო მან და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა.

5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა მას ქალაქსა და დაადგინა იგი გოდოლსა ზედა მის ტაძრისასა

6. ამიერ დაქუე, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა ზედა აღგიქუან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.

7.  ჰრქუა მას იესუ: მერმე წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

8.  მერმე აღიყვანა იგი ეშმაკმან მან მთასა მაღალსა ფრიად და უჩუენნა მას ყოველნი მეფო{ბანი და} დიდებაჲ მათ{ი}.

9.  და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, და-თუ-ჰ{ვ}არდე და თაყუანის-მცე მე.

10.  მაშინ ჰრქუა იესუ: ვიდოდე, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახ{უ}რებდე.

11.  მაშინ დაუტევ{ა} ეშმაკმან მა{ნ} მუნქუეს {და ანგელო}ზნი მოუჴდეს და ჰმსახურებდეს მას.

12.  {ხოლო} ესმა რაჲ უკუე იესუს, რამეთუ იოვანე საპყრობილედ მიეცა, წარვიდა გალილეად.

13.  და დაუტევა ნაზარეთი, მოვიდა, დაეშენა კაფარნაომდ ზღჳსკიდე{ს}ა საზღვართა {ზა}ბულონისთა {და} ნეფთალემის{თა},

14.  რაჲთა აღესრუ{ლო}ს სიტყუაჲ იგი ესაჲა წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული:

15.  ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.

16.  ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფლებსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ.

17.  მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: ინანდით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ზეცათაჲ.

18.  და ვიდოდა იგი ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ერქუა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, ისათხევლებდეს სათხევლითა, რამეთუ მთხევლარ იყვნეს.

19.  და ჰრქუა მათ: მოვედით, შემო{მიდეგით} მე და გყვნე თქუენ {მ}ონადირე კაცთ{ა}].

20.  მათ მუნქუესვ{ე} დაუტევნეს სათხეველნი იგი და მისდევდეს მას.

21.  და წარვიდა მიერ, იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი, იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, განჰკერვიდეს ბადეთა მათთა, {და უწო}და მათ.

22.  {ხოლო} მათ მუნქუეს{ვ}ე დაუტევეს {ნ}ავი იგი და მამაჲ მათი და შეუდგეს მას.

23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა, ასწავლიდა შესაკრებელთა შინა მათთა, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სნეულებათა და ყოველთა არაძლებათა ერისათა.

24.  და განჴდა ჰამბავი იგი მისი ყოველსა ასურეთსა. და მოართუმიდეს მას ყოველსა სნეულებსა პირად-პირადითა სენითა და გუემითა შეპყრობილთა, ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი:

25.  და მისდევდა მას ერი მრავალი. {გან}კურნა იგინი.

 
5

1. და ვითარ იხილა იესუ ერი მრავალი, აღჴდა მთად და ჯდა იგი მუნ. მოვიდეს მისა მოწაფენი მისნი.

2.  აღაღო პირი თჳსი. ასწავლიდა მათ და ეტყოდა:

3. ნეტარ გლახაკთა სულითა, რამეთუ მათი არს სასუფევე{ლი ...}

4.

5. {დაიმკჳდრ}ონ ქ{უეყანაჲ}.

6.  ნეტარ რ{ომელთა ჰშიო}დის და {სწყურო}დის ს{...}

7.

8.  ნეტ{... გუ}ლითა {...}

9.  ნეტარ {...}ლთა {...}

10.

11.  {...}დრი {...} და გ{...} და თქ{...}ნ ყო.

12.  {...თ}ქუენსა წინა .

13.  თქუენ ხართ მარილ ქუეყანისა. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარას შემძლებელ არნ იგი, გარნა განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთაგან.

14.  თქუენ ხართ ნათე{...} ზედა შე{...}.

15. არცა აღანთიან სანთელი და ქუე შედგიან იგი ჴჳმირსა. არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა.

16. ეგრე ნათობდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა ხედვიდენ საქმეთა თქუენთა კეთილთა {...}.

17.  {შჯული}სა ანუ {წინაწა}რმეტყუელთა; არ{ა} მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.

18.  ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ: ვიდრ{ე} წარსლვამდე ცის{ა} და ქუეყანისა,  იოტა  [ერთი, ანუ სა]სწაუ{ლი} არა წარჴდეს...

19.  [უკუეთუ ვინმე და]ჴსნეს ერთი {მცნებ}ათა ამათ{გან}ი მცირედთა{ჲ და} ასწავოს {ესრეთ} კაცთა, შე{ურ}აცხ ერქუას {მ}ას სასუფე{ვე}ლსა შინა ცათასა; [ხოლო რომელმან ყოს და] ასწა[ოს, მას დ]იდი [ერქუას სას]უფეველსა შინა ცათასა.

20.  [ხოლო გეტყჳ თქუენ]: არა თუ მატდეს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართასა და ფარისეველთასა, არასადა შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.

21. გასმიეს სამე, რამეთუ თქუმულ არს პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს საშჯელისა.

22.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ იყოს სასჯელისა; რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: შესულებულ, -- თანა-მდებ იყოს იგი კრებულისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.

23.  შე-თუ-სწი{რვიდე} შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე იყოს შენთჳს,

24.  დაუტევე მუნ შესაწირავი იგი შენი წინაშე საკურთხეველსა შენსა და მივედი პირველად და დაეგე ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და {შეწირე} მსხუერპლი იგი შენი.

25.  {ი}ყავ მართლ განმზრახველ მოსაჯულისა შენისათჳს ადრე, ვიდრე გზასაღა იყო მის თანა, ნუუკუე მიგცეს მოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მან მიგცეს შენ მტარვალსა, და საპყრობილედ შეგაგდონ შენ.

26.  მართლიად გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე შენ შეურაცხი იგი დანგიცა.

27.  გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: არა იმრუშო.

28.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მისა, მუნქუესვე იმრუშა მის თანა გულსა შიდა თჳსსა.

29.  უკუეთუ თუალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე იგი შენგან, რამეთუ უმჯობე არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენ{თაგანი}, და ნუ ყოველი გუამი შენი შთავარდებინ გეჰენიასა.

30.  და თუ მარჯუენჱ ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავარდების გეჰენიასა.

31.  თქუმულ არს: რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი, ეცინ მას განსატევებელი წიგნი.

32.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან დაუტევოს ცოლი თჳნიერად სიტყჳსა სიძვისაჲსა, ამრუშოს იგი; და რომელმან დატევებული {ცოლ-იყ}ოს, იმრუშებდეს.

33.  {მ}ერმე გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს პირველთა: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.

34.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ ჰფუცავთ ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ.

35.  ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბერკია ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს დიდისა მეუფისაჲ.

36.  ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერშემძლებელ ხარ ერთისა თმისა განთეთრებად ანუ დაშავებად.

37.  არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი: ჰჱ -- ჰე და: არაჲ -- არა. ხოლო უმეტესი ამათსა ეშმაკისაგანი არს.

38.  გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.

39.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ უჴდებით ბოროტსა, არამედ გცეს თუ ვინმე მარჯუენესა ღაწუსა შენსა, მიუპყარ შენი ერთიცა.

40.  და რომელსა უნდეს სასჯელად შენდა და კუართისა შენისა მიღებად, მიუტევე მას ფიჩჳცა შენი.

41.  და თუ ვინმე წარგიძღუანებდეს შენ მილიონ ერთ, მივედ შენ მის თანა ორცა.

42.  რომელი გთხოვდეს {შენ, მ}იეც; და რომელსა უნდეს ვასხებად შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა. .

43.  გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.

44.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ჰყუარობდით მტერთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით, რომელნი {მიგხ}უეჭდენ თქუენ.

45.  რაჲთა იყვნეთ შვილ მამისა თქუენისა, რომელ არს ცათა შინა, რამეთუ მზჱ მისი აღმოავლინის ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმნ მართალთა ზედა და ცოდვილთა.

46.  უკუეთუ ჰყუარობდეთ მოყუარეთა თქუენთა ხოლო, რაჲ სასყიდელ გაქუნდეს თქუენ? არა მეზუერეთაცა ეგრევე ყვიანა?

47.  და თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა თქუენთა ხოლო, რაჲ უმეტეს ჰყოთ? არა წარმართთაცა ეგრევე ყვიანა?

48.  იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ცათა შინა სრულ არს.

 
6

1.  ხ~ ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, ნუ იქმთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელ არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან, რომელ არს ცათა შინა.

2.  რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან, შოვრის შესაკრებელთა და შოვრის უბნებსა, რაჲთა იდიდნენ იგინი კაცთაგან, რამეთუ მათგან მიიღიან სასყიდელი მათი.

3.  ხოლო შენ რაჟამს ქველს-იქმოდი, ნუ აგრძნობნ მარცხენჱ შენი, რასა იქმოდის მარჯუენჱ შენი.

4. რაჲთა {იყოს ქ}ველისსაქმჱ იგი შენი ფარულად; დ{ა} მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.

5.  და რაჟამს თაყუანის-სცემდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი, რამეთუ უყუარნ მათ შოვრის შესაკრებელთა და ურაკპარაკთა თაყუანის-ცემაჲ, რაჲთამცა აუცნეს კაცთა. {მართლ}იად გეტყჳ თქუენ: იგი არს სასყიდელ მათდა.

6.  ხოლო შენ რაჟამს თაყუანის-სცემდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და თაყუანის-ეც მამასა შენსა დაფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს მან შენ ცხადად.

7.  და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავლისმეტყუელ ხართ, ვითარცა ორგულნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლისმეტყუელებითა მით მათითა სასმენელ იყოს.

8.  ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ უწყის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს თქუენ თხოვამდევე თქუენდა მისგან.

9.  ესრეთ ილოცევდით თქუენ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,

10.  მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.

11.  პური ჩუენი სამარადისოჲ მომეც ჩუენ დღეს

12. და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, რაჲთა ჩუენცა მიუტეოთ თანამდებთა ჩუენთა,

13.  და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან; რამეთუ შენი არ{ს ს}უფევაჲ, ძალი და დიდებაჲ უკუნისამდე. ამჱნ.

14.  უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა.

15.  უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მიგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

16.  და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთამცა უჩნდეს იგინი კაცთა მმარხველად. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ იგი არს სასყიდელი მათი.

17.  ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და პირი შენი დაიბანე,

18.  რაჲთა არა უჩნდე კაცთა მმარხველ, არამედ მამასა შენსა, რომელ არს დაფარულსა შინა, მან მოგაგოს შენ ცხადად.

19.  ნუ დაიდებთ საფასეთა თქუენთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.

20.  არამედ დაიდებდით თქუენ საფასეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა ვერ დათხარიან და ვერცა გამოიპარიან.

21. რამეთუ სადა არიან საფასენი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი.

22.  სანთელი ჴორცთაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი ნათელ იყოს, ყოველნი ჴორცნი შენნი ნათელ იყვნენ.

23.  უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველნი ჴორცნი შენნი დაბნელებულ იყვნენ. უკუეთუ ნათელი, რომელ არს შენ თანა, ბნელ არს, ხოლო ბნელი იგი რაოდენმე?

24.  ვერ ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთსა ერჩინ და ერთი შეურაცხ-ყვის. ვერ შემძლებელ ხართ მონებად ღმრთისა და მამონაჲსა.

25.  ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ზრუნავთ თავთა თქუენთათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ რაჲ სუათ; ნუცა ჴორცთა თქუენ\თათჳს*, რაჲ შეიმოსოთ. არა სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა?

26.  მიხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ იგი თქუენი, რომელ არს ცათა შინა, ზრდის მათ. არამე თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?

27.  ვინ თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

28.  და სამოსელისათჳს რაჲსა ზრუნავთ? მიხედეთ შროშანთა ველისათა, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.

29.  ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარ ერთი ამათგანი.

30.  უკუეთუ თივაჲ ველისაჲ, რომელ დღეს არს და ხვალისაგან თორნესა შთააგდიან, ღმერთმან ესრეთ შეამკვის, არამე უფროსღა თქუენ, მცირედმორწმუნენო?

31.  ნუ უკუე ზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?

32.  რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებედ, რამეთუ უწყის მამამან თქუენმან ზეცათამან, რამეთუ გიჴმს თქუენ ესე ყოველი.

33. არამედ ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.

34.  ნუ ზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალე იგი ზრუნვიდეს თავისა თჳსისათჳს. კმა არს დღესა ამას ჭირი თჳსი.

 
7

1.  ნუ დასჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ,

2.  და რომლითა სასჯელითა შჯიდეთ, მითცა ისაჯნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითცა მოგეწყოს თქუენ.

3.  რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შიდა ძმისა შენისასა და თუალსა შიდა შენსა დჳრესა არა იხედავ?

4.  ანუ ვითარ ეტყჳ ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი ეგე თუალით შენით, და, აჰა, ეგერა, დირე გიც თუალსა შენსა.

5.  ორგულო, აღმო-ღა-იღე პირველად დირჱ ეგე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.

6.  ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, რაჲთა არა დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოგექცენ და განგხეთქდენ თქუენ.

7.  ხ~ ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.

8.  რამეთუ ყოველი რომელი ითხოვნ, მიიღის, და რომელი ეძიებნ, პოვის, და რომელი ირეკნ, განეღის.

9.  ხ~ იყოსმე ვინ თქუენთაგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძჱ თჳსი პურსა, ქვაჲ ნუ მისცესა მას?

10.  ანუ თუ თევზსა სთხოვდეს, გუელი ნუ მისცესა მას?

11.  უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით ნიჭისა კეთილისა მიცემაჲ შვილთა თქუენთა, რაოდენ არა უფროჲს მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს მათ კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას.

12.  ყოველივე, რაჲცა გნებავს, რაჲმცა გიყვეს თქუენ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ეგრე არს შჯული და წინაწარმეტყუელნი.

13.  შევიდოდეთ იწროსა მას ბჭესა, რამეთუ ფართო არს ბჭჱ და ვრცელ არს გზაჲ, რომელმან მიიყვანის წარსაწყმედელად; მრავალ არიან, რომელნი ვლენან მიერ.

14.  რამეთუ იწრო არს ბჭჱ და წულილ გზაჲ, რომელმან მიიყვანის ცხორებად, და მცირედ არიან, რომელთა პოიან იგი.

15.  ხ~ ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთა მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან არიან მგელნი მტაცებელნი.

16.  ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ იგინი. მო-ნუ-ისთულიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?

17.  ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ჯერკუალმან ხემან ნაყოფი ჯერკუალი გამოიღის.

18.  ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ჯერკუალისა გამოღებად, არცა ხესა  ჯერკუალსა ნაყოფისა კეთილისა გამოღებად.

19.  ყოველი ხჱ, არაგამომღებელი ნაყოფისა კეთილისაჲ, მოიკუეთოს და ცეცხლთა დაედვას.

20.  აწ უკუე ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ იგინი.

21.  არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რომელ არს ცათა შინა.

22.  მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკთა განვასხემდით და სახელითა შენითა ძალსა მრავალსა ვიქმოდეთ?

23.  მაშინ ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არასადა გიცოდენ თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

24.  ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ბრძენსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.

25.  და გარდამოჴდა წჳმაჲ, და წარმოეცნეს მდინარენი და ანქრევდეს ქარნი და ეცნეს სახლსა მას, და ვერ დაეცა, რამეთუ დამყარებულ იყო იგი კლდესა მას ზედა.

26.  და ყოველსა რომელსა ესმნენ სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი მქჳშასა ზედა.

27.  და გარდამოჴდა წჳმაჲ, და აღდგეს მდინარენი, და ქრიოდეს ქარნი, და ეცნეს სახლსა მას და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.

28. და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, უკჳრდა ერსა მას სწავლაჲ იგი მისი.

29.  რამეთუ იყო სწავლად მათა ჴელმწიფე და არა ვითარ მწიგნობარნი მათნი.

 
8

1.  და რაჟამს დამოვიდოდა იგი მიერ მთით, მისდევდა მას ერი მრავალი.

2.  და, აჰა, წარდგა მის წინაშე განბოკლებული და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, გინდეს თუ, შემძლებელ ხარ განწმედად ჩემდა.

3.  და მიყო ჴელი, შეახო მას იესუ და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.

4. ჰრქუა მას იესუ: ეკრძალე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე მსხუერპლი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათდა.

5.  და რაჟამს შევიდა იგი კაფერნაომდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას

6.  და ეტყოდა: უფალო: ყრმაჲ ჩემი ძეს სახლსა შინა ჩემსა დაჴსნილი ძჳრ-ძჳრად ტანჯული.

7. და ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.

8.  მიუგო მან ასისთავმან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ თქუ, და განიკურნოს ყრმაჲ იგი ჩემი.

9.  რამეთუ მეცა კაცი ვარ და საბრძანებელად ჩემდა არიან ერისა კაცნი; და ამას ვჰრქჳ: წარვედ! -- და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა უბრძანი: ყავ ესე! -- და ყვის.

10.  ხოლო ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა, რომელნი-იგი შეუდგეს: მართლიად გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შოვრის ესოდენი სარწმუნოებაჲ მიპოვნიეს.

11.  ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი მოვიდენ მზისაღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგან აბრაჰამის თანა, ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა შინა ცათასა.

12.  ხოლო ნაშობნი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ* იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

13.  და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: ვიდოდე და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ! და განიკურნა ყრმაჲ იგი მისი მას დღესა შინა.

14.  და მოვიდა იესუ სახიდ პეტრესა და იხილა სიდედრი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა.

15.  და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი სიცხემან მან და აღდგა და ჰმსახურებდა მას.

16.  და ვითარ დამწუხრდა, მოართუეს მას ეშმაკეულებ მრავალ, და განასხნა სულები იგი სიტყჳთ და ყოველივე იგი სნეულები განკურნა.

17.  რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისა თქუმული: მან უძლურებანი ჩუენნი თავს-ისხნა და სნეულებანი იტჳრთნა.

18.  იხილა რაჲ იესუ მრავალი ერი გარემო მისა, უბრძანა მათ წიაღმოსლვაჲ წიაღ ზღუასა.

19.  და მოუჴდა ერთი მწიგნობარი და ჰრქუა მას: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.

20.  და ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩს და მფრინველთა ცისათა -- სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა.

21.  ერთმან ვინმე მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.

22. ჰრქუა მას იესუ: შენ შემომიდეგ მე და უტევე მკუდართა მათ დაფლვად მკუდართა თჳსთა.

23.  და რაჟამს აღჴდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.

24.  და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ ზღუასა შინა ვიდრე დაფარვადმდე ნავისა მის ღელვათაგან. ხოლო მას თავადსა ეძინა.

25.  და მიუჴდეს მას მოწაფენი თჳსნი, განაღჳძეს და ჰრქუეს მას: უფალო, განმარინენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.

26.  და ჰრქუა მათ: რად გულმედგარ ხართ, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა, შეჰრისხნა ქართა და ზღუასა, და იყო ყუდროება დიდ.

27.  ხოლო კაცებსა მას უკჳრდა და იტყოდეს: რაჲმე ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას!

28.  და ვითარ წიაღჴდა იგი მიერ წიაღ სოფელსა მას გადერელთასა, მოეგებვოდეს მას ორნი ეშმაკეულნი, სამარობნით გამომავალნი, საზარელნი ფრიად, ვიდრე ვერვინ შემძლებელ იყო წარსლვად მიერ გზით.

29.  და მუნქუესვე ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? მოსრულ ხარ აქა უჟამოდ გუემად ჩუენდა.

30.  და იყო შორს მათსა კოლტი ღორებისა მრავლისა მძოვარი.

31.  ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და იტყოდეს: გან-თუ-გუასხამ ჩუენ, გჳბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორებისასა.

32.  და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი მივიდეს კოლტსა მას ღორებისასა. და მუნქუესვე მიიმართა ყოველმან მან კოლტმან კლდით კერძო ზღუად და მოწყდეს წყალთა მათ შიდა.

33.  ხოლო მეღორენი იგი ივლტოდეს ქალაქად, მიუთხრეს ყოველივე და ეშმაკეულთაჲცა მათ.

34.  და მუნქუესვე ყოველი იგი ქალაქი გამოეგებვოდა იესუს. და ვითარ იხილეს იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთამცა წარვიდა საზღვრით მათით.

 
9

1.  და აღჴდა ნავსა მას და წიაღმოჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.

2. და, აჰა, მოართუეს მას დაჴსნილი ერთი, რომელ იდვა ცხედარსა ზედა. და ვითარ იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი, ჰრქუა დაჴსნილსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შეცოდებანი შენნი!

3.  და მუნქუეს ოდენ მწიგნობართაგანნი ვინმე იტყოდეს გულთა შიდა თჳსთა: ესე გმობს.

4.  და ვითარ გულისჴმა-ყო იესუ ზრახვაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რად ზრახავთ ძჳრსა გულთა შინა თქუენთა?

5.  რაჲ უადვილე არს თქუმად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, -- ანუ თქუმად: აღდეგ და ვიდოდე?

6.  რამეთუ ჴელმწიფე არს ძჱ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა მათთა. მაშინ ჰრქუა დაჴსნილსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!

7. და აღდგა იგი და წარვიდა სახიდ თჳსა.

8.  იხილა რაჲ უკუე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.

9.  და წარვიდოდა იესუ მიერ, იხილა კაცი მჯდომარე საზუერესა ზედა, მატთეოს ერქუა სახელი, და ჰრქუა მას: შემომიდეგ მე. და აღდგა და მისდევდა მას.

10. და იყო, რაჟამს ინაჴ-ედგა მას სახლსა მას შინა, მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი მოსრულ იყვნეს და ინაჴ-ედგა იესუს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.

11.  და ვითარ იხილეს ფარისეველთა მათ, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჭამს მოძღუარი თქუენი?

12.  ხოლო იესუს ვითარ ესმა, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.

13.  მივედით და იკითხეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს, და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოსრულ ვარ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

14.  მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იოჰანესნი და ჰრქუეს მას: რად ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?

15.  და ჰრქუა მათ იესუ: ნუთუ ეგების შვილთა საქორწინისათა გლოვაჲ ვიდრე სიძე მათ თანა არს? არამედ მოვიდენ დღენი, რაჟამს წარვიდეს მათგან სიძე, და მაშინ იმარხვიდენ.

16.  არავინ დაადგის სადგმელი ნახევისა უმურკველისაჲ სამოსელსა ზედა ძუელსა, რამეთუ გამოიღლიძის დგმულმან მან სამოსლისა მისგან, და უძჳრეს განხეთქილება იქმნის.

17. არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა; უკუეთუ არა, განსთქდიან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ იგი დაითხიის, და თხიერნი იგი წარწყმდიან. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.

18.  ამას რაჲ ეტყოდა მათ, აჰა, მთავარი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, რამეთუ: ასული ჩემი აწღა, ესერა, მოკუდა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მის ზედა და ცხონდეს.

19.  და აღდგა იესუ და შეუდგა მას და მოწაფენი მისნი მის თანა.

20.  და, აჰა, ესერა, დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ზედა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით კერძო, შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.

21.  რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე.

22. ხოლო იესუ მოიქცა, იხილა იგი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და ცხონდა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.

23. და იესუ ვითარ მივიდა სახლსა მის მთავრისასა, იხილა მუნ მგოსნები და ერი აღშფოთებული,

24.  და ჰრქუა მათ: განეყენენით, რამეთუ არა მოკუდა ქალი ესე, არამედ სძინავს. და ეკიცხევდეს მას.

25.  ხოლო ოდეს გარდაასხეს ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი, და აღდგა ქალი იგი.

26.  და განჴდა ჰამბავი ესე მისი ყოველსა მას ქუეყანასა.

27.  და ვითარ წარვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: მიწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო!

28. და რაჟამს შევიდა იგი სახიდ, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამს, ვითარმედ შემძლებელ ვარ ყოფად ესე? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

29.  მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: მსგავსად სარწუნოებისა თქუენისა გეყავნ თქუენ!

30.  და აღეხუნეს თუალნი მათ. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იგულეთ, ნუმცა ვინ აგრძნობს!

31.  ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა ქუეყანასა მას.

32.  და ვითარ იგინი გამოვიდეს, აჰა, მოართუეს მას კაცი ყრუჲ ეშმაკეული.

33.  და ვითარ განეყენა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი, და დაკჳრვებულ იყო ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ვინ ესრეთ ისრაჱლსა შორის გამოჩნდა.

34.  ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.

35.  და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და უძლურებათა ერსა შორის.

36.  და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.

37. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი -- მცირედ.

38.  ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.

 
10

1.  და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ; და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.

2.  ხოლო ათორმეტთაჲ მათ მოციქულთაჲ არს სახელები ესე: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოჰანე, ძმაჲ მისი,

3.  ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოზ.

4.  სიმონ კანანელი და იუდა სკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.

5.  ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ ხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ.

6.  მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.

7.  და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ

8.  უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ემშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდცა მისცემდით.

9.  ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა პილენძსა სარტყელთა თქუენთა,

10.  ნუცა გუდაჲ გზასა, ნუცა ორი კუართი, ნუცა ჴამლნი, ნუცა არგანი, რამეთუ ღირს არს მოქმედი საზრდელისა თჳსისა.

11.  რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ ანუ დაბასა, გამოიკითხეთ, რომელი მას შინა ღირს იყოს, და მუნ დაიყოვნეთ ვიდრე გამოსლვამდე.

12.  ხოლო რაჟამს შეხჳდოდით სახლსა, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

13.  და თუ ღირს იყოს სახლი იგი, მოვედინ მშჳდობაჲ იგი თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ იგი თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.

14.  ხოლო რომელმან არა შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუათა თქუენთაჲ, რაჟამს გამოხჳდოდით მიერ სახლით, ანუ ქალაქით, დაიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა.

15.  მართლიად გეტყჳ თქუენ: ულხინულეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა საშჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.

16.  აჰა, ესერა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით თქუენ მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17.  ხოლო ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცნენ თქუენ კრებულებსა, და შოვრის ურაკპარაკთა მათთა გგუემდენ თქუენ.

18. და წინაშე მსაჯულთა და მეუფეთა წარგადგინნენ თქუენ ჩემთჳს, საწამებელად მათა და წარმართთა.

19.  ხოლო რაჟამს მიგცემდენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარმე, ანუ რასამე იტყოდით, რამეთუ მიგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ სთქუათ.

20.  რამეთუ არა თქუენ ხართ, რომელნი იტყოდით, არამედ სული იგი მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ თანა.

21.  რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღდგენ შვილნი დედა-მამათა ზედა თჳსთა და მოკლნენ იგინი.

22.  და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოელთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

23.  ხოლო რაჟამს გდევნიდენ თქუენ ქალაქსა ამას შინა, მიივლტოდეთ სხუად. უკუეთუ მიერცა გდევნიდენ თქუენ, წარივლტოდეთ მიერ მერმესა. მართლიად გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ მოსლვადმდე ძისა კაცისაჲსა.

24.  არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცაღა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.

25.  კმა არს მოწაფისა, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. სადა მამასახლისსა ბერზებულით ხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მათ მისთა?

26.  ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოჩნდეს.

27.  რომელსა გეტყჳ თქუენ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა, და რომელ ყურთა გესმეს, ქადაგებდით მას ერდოებსა ზედა.

28.  და ნუ გეშინინ მათგან, რომელნი-იგი მოსწყუედდენ ჴორცთა თქუენთა, ხოლო სულთა თქუენთა ვერშემძლებელ იყვნენ მოწყუედად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელსა ჴელ-ეწიფების სულთა ჴორცითურთ წარწყმედად გეჰენიასა შიდა.

29.  არა ორი სირი ერთის დანგის განიყიდის? და ერთიცა მათგანი არა დავარდის ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.

30.  ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი აღრაცხილ არიან.

31.  ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.

32.  ყოველმან რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა.

33.  ხოლო რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა.

34. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.

35.  რამეთუ მოსრულ ვარ განყოფად კაცისა მამისა თჳსისაგან და ასულისა -- დედისა თჳსისაგან და ძისცოლისა -- დედამთილისაგან.

36.  და იყვნენ მტერ კაცისა სახლეულნი თჳსნი.

37.  რომელსა უყუარდეს მამაჲ თჳსი გინა თუ დედაჲ თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ თჳსი გინა თუ ასული თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს.

38.  და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.

39.  რომელმან პოოს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.

40.  რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

41.   რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მოიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს.

42.  და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელ ერთ წყალი გრილი სახელად მოწაფისა, მართლიად გეტყჳ თქუენ, არავე წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

 
11

1.  და იყო, რაჟამს დაასრულა იესუ ბრძანებაჲ ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა თჳსთა, წარიძრა მიერ სწავლად და ქადაგებად ქალაქებსა მათსა.

2.  ხოლო იოჰანეს ესმა საპყრობილეს შინა საქმენი იგი ქრისტჱსნი, მიავლინნა * მოწაფენი მისნი

3.  და ჰრქუა მას: შენ ხარა მომავალი იგი ანუ სხუასა მოველოდით?

4.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოჰანეს, რომელ გესმის და ხედავთ:

5.  ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, განბოკლებულნი განწმიდნებიან, და ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და ჭირვეულთა ეხარების.

6.  და ნეტარ არს, რომელი არა სცთეს ჩემდა მომართ.

7.  ხოლო ესენი რაჲ წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად იოჰანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა ქარისაგან რორინებულისა?

8.  არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემკულისა? აჰა, ესერა, რომელნი ჩჩჳლითა მოსილ არიან, სახლთა შინა მეუფეთასა არიან.

9.  არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყუ თქუენ, და უფროჲსღა წინაწარმეტყუელისა.

10.  რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა, წარვავლინებ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, და განმზადოს გზაჲ შენი წინაშე პირსა შენსა.

11.  მართლიად გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს შობილი დედათაგანი უფროჲს იოჰანესა ნათლისმცემელისა; ხოლო უმცირესი იგი სასუფეველსა მას შინა ცათასა უფროჲს მისა არს.

12.  და დღეთა მათგან იოჰანეს ნათლისმცემელისათა მოაქამდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და მძლავრნი მიიტაცებენ მას.

13.  რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და შჯული იოჰანჱსამდე წინაწარმეტყუელებდეს.

14.  და თუ გნებავს შეწყნარებად, ეგე თავადი არს ელია, რომელ-იგი მოსლვად არს.

15.  რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

16.  რასამე ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს იგი ყრმათა, მსხდომარეთა შორის უბნებსა, რომელთა მოხადიან მოყუასთა მათთა

17. და ჰრქჳან: გისტჳნევდით, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა ეტყებდით.

18.  რამეთუ მოვიდა იოჰანე, არცა ჭამდა და არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.

19.  მოვიდა ძჱ კაცისაჲ, ჭამდა და სუმიდა, და იტყჳან: აჰა, კაცი მჭამელი და ღჳნისა მსუმელი, მეზუერეთა მეგობარი და ცოდვილთაჲ! და განმართლდა სიბრძნე იგი ნაშობთაგან მისთა.

20.  მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:

21.  ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! ვითარმედ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

22.  ხოლო გეტყჳ თქუენ: ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.

23. ხოლო შენ, კაფარნაომ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღემდის.

24.  რამეთუ გეტყჳ თქუენ: ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.

25.  მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.

26.  ჰე, მამაო, რამეთუ ესრჱთ სათნო იყო შენ წინაშე.

27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არა ვინ იცის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა, გამოცხადების.

28. მოედით ჩემდა ყოველნი დამაშურალნი და რომელთა ტჳრთი მძიმე გეტჳრთა, და მე განგისუენო თქუენ.

29.  აიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა.

30.  რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი მცირე არს.

 
12

1.  მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაფათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, და იწყეს მუსრვად თავისა ჴუვილისა და ჭამად.

2.  ხოლო ფარისეველთა მათ რაჲ იხილეს, ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაფათსა შინა საქმედ.

3.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია, და მისთანათა მათ?

4.  ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?

5.  ანუ არა აღმოგიკითხავს შჯულსა, რამეთუ შაფათსა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაფათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო არიან?

6.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.

7.  უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არცამცა შჯიდით უბრალოთა.

8.  რამეთუ უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათისაცა.

9.  და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.

10.  და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაფათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი.

11.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი შაფათსა შინა ჴნარცუსა, არამე უპყრას და აღადგინოს იგი?

12.  აწ უკუე რაოდენმე უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? აწ ჯერ-არს შაფათსა შინა კეთილისა საქმე.

13.  მაშინ ჰრქუა კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და განცოცხლდა, ვითარცა ერთი იგი.

14.  ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი. და იესუ, ვითარ გულისჴმა-ყო, წარვიდა მიერ.

15. და მისდევდეს მას ერნი მრავალნი, და განკურნნა იგი ყოველნი.

16.  და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.

17.  რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, ესაია წინაწარმეტყუელისა თქუმული.

18.  აჰა, ესერა, ძჱ ჩემი, რომელი გამოვირჩიე, რომელ სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა და სამართალნი წარმართთა მიუთხრნენ.

19.  არა უჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბნებსა ჴმაჲ მისი.

20.  ლერწამი დასხერილი არა შემუსროს, და პატრუკი აღნთებული არა დაშრტეს, ვიდრემდის გამოიღოს მძლედ სასჯელი.

21.  და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.

22.  მაშინ მოართუეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ იგი და ბრმაჲ იტყოდესცა და ხედვიდესცა.

23.  და დაუკჳრდებოდა ყოველსა მას ერსა და იტყოდეს: ნუმცა ესე არს ქრისტე, ძჱ იგი დავითისი?

24.  ხოლო ფარისეველთა მათ ვითარ იხილეს, თქუეს: ესე არარაჲთ განჰჴდის ეშმაკთა მათ, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.

25.  ვითარ ცნა იესუ ზრახვაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: ყოველი სამეუფოჲ, გავთული თავსა ზედა მისსა, აღოჴრდის; და ყოველი ქალაქი ანუ სახლი, განყოფილი თავსა ზედა თჳსსა, ვერ დადგეს.

26.  და თუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა ზედა თჳსსა გავთულ არს; ვითარმე უკუე ეგოს მეუფებაჲ იგი მისი?

27.  უკუეთუ მე ბელზებულითა განვჰჴდი ეშმაკთა, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ? ამისთჳს იგინი მსაჯულ თქუენდა იყვნენ.

28.  უკუეთუ სულითა ღმრთისაჲთა განვჰჴდი მე ეშმაკთა, უკუე მოწევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი იგი ღმრთისაჲ.

29. ანუ ვითარმე ვინ უძლის შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭრისა მისისა იავარის-ყოფაჲ, ვიდრე არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი იგი მისი იავარ-ყოს?

30.  რომელი ჩემ თანა არა არს, იგი ჩემდა მტერ არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.

31.  ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველივე ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისათჳს გმობაჲ არა მიეტეოს.

32. და თუ ვინმე თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისაჲსათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას საუკუნესა, არცა მერმესა.

33.  ანუ ყავთ ხჱ იგი კეთილ და ნაყოფიცა იგი მისი კეთილ; ანუ ყავთ ხჱ იგი ჯერკუალ და ნაყოფი მისი ჯერკუალ; რამეთუ ნაყოფისაგან ხჱ საცნაურ იქმნის.

34.  ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ უძლოთ კეთილისა სიტყუად? რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ, რამეთუ ნამეტავისაგან გულისა პირი იტყჳს.

35.  კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.

36.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი სიტყუაჲ ცუდი, რომელი თქჳან კაცთა, მისცენ მისთჳს სიტყუაჲ დღესა მას სასჯელისასა.

37.  რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.

38.  მაშინ მიუგეს მას რომელთამე მწიგნობართაგანთა და ფარისეველთაგანთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვაჲ.

39.  ხოლო მან მიუგო მათ და ჰრქუა: ნათესავი უკეთური და მომრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონაჲს წინაწარმეტყუელისაჲ.

40.  რამეთუ ვითარცა იყო იონა მუცელსა მას ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრე იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა შიდა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.

41.  კაცნი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯონ იგი, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა იონაჲსსა; და, აჰა, ესერა, უფროჲს იონაჲსა არს აქა.

42.  დედოფალი იგი ბღუარისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა სოლომონისა; და, აჰა, უფროჲს სოლომონისა არს აქა.

43.  ხოლო რაჟამს არაწმიდაჲ იგი სული გამოვიდეს კაცისაგან, განვიდეს იგი ურწყულთა ადგილთა, ეძიებნ განსასუენებელსა ადგილსა და არა პოის.

44.  მაშინ თქჳს: მივიქცე სახიდ ჩემდა, ვინაჲთცა-იგი გამოვედ. და მოვიდის და პოვის იგი ცალიერი, მომართებული და განშუენებული და შემკული.

45.  მაშინ წარვიდის და მოიყვანის მის თანა სხუანი სულნი შჳდნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა მის. ესრეთ ეყოს ნათესავსაცა ამას უკეთურსა.

46.  და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა, ესერა, დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.

47.  მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.

48.  ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?

49.  და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა თჳსთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!

50.  რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ, დაჲ და დედაჲ.

 
13

1.  მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა ზღჳსკიდესა.

2.  და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრემდე შესლვად მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა.

3.  და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად.

4. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.

5.  და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.

6. მზჱ აღმოჰჴდა, დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.

7.  და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

8.  და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე -- ასსა, და რომელიმე-- სამეოცსა, და რომელიმე -- ოცდაათსა.

9.  რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

10.  და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?

11.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.

12.  რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.

13.  ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, და არცა გულისჴმა-ყვიან.

14.  და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: სმენით ესმოდის და არა გულისჴმა-ყონ, და ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ.

15.  რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე თუალითა იხილონ და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ, და მოიქცენ და განიკურნენ იგინი.

16.  ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.

17.  ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და ვერ ესმა.

18.  თქუენ აწ ისმინეთ იგავი იგი მთესვარისაჲ.

19 .  ყოველსა რომელსა ესმინ სიტყუაჲ იგი სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყვის, მოვიდის უკეთური იგი და მიიტაცის დათესული იგი გულსა მისსა. ესე იგი არს, რომელი-იგი გზასა თანა დაეთესა.

20.  ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელსა სიტყუაჲ იგი ესმინ, წუთ ერთ სიხარულით შეიწყნარის იგი.

21.  და რამეთუ ძირი არა აქუნ გულსა მისსა, არამედ საწუთრო არნ. რაჟამს უკუე არნ ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად ცთის.

22.  ხოლო რომელი-იგი ეკალთა შიდა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშდვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.

23.  ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე იგი არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და გულისჴმა-ყვის და გამოიღის ნაყოფი და ყვის: რომელმანმე -- ასი, რომელმანმე -- სამეოცი, რომელმანმე -- ოცდაათი.

24.  სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მთესვარსა კეთილისა თესლისა აგარაკსა თჳსსა.

25.  და რაჟამს დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მისი მტერი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა და წარვიდა.

26.  რაჟამს უკუე აღმოსცენდა ჯეჯლი და ნაყოფი გამოიღო, მაშინღა გამოჩნდა ღუარძლი იგი.

27.  და მოვიდეს მონანი იგი მამასახლისისანი და ჰრქუეს მას: უფალო, არა კეთილი თესლი დასთესე აგარაკსა ამას შენსა? აწ ვინაჲ ჰრთავს ღუარძლი ესე?

28.  ხოლო მან ჰრქუა მათ: მტერმან კაცმან ყო ესე. მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავს, თუ მივიდეთ და მოვჰმარგლოთ იგი?

29.  ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე მომარგლასა მას ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა.

30. აცადეთ თანად აღორძინებად ორთავე მიმკამდის; და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა: შეკრიბეთ ღუარძლი იგი პირველად და დაკართ იგი ძნეულად დასაწუველად; ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.

31.  სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელ მოიღო კაცმან და დასთესა აგარაკსა თჳსსა,

32. რომელ უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთასა არნ, და იქმნის ხჱ, ვიდრე მოსლვადცა მფრინველთა ცისათა და დადრგომად რტოთა მისთა.

33.  სხუასა იგავსა ეტყოდა მათ: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელ მოიღის დედაკაცმან და შეჰრია ფქვილსა სამსა გრივსა, ვიდრემდის განაფუვნა ყოველი.

34.  ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას, და უიგავოდ არას ეტყოდა მათ.

35. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისა თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა სოფლისდაბადებითგანთა.

36.  მაშინ დაუტევა ერი იგი და მოვიდა სახიდ თჳსა იესუ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.

37.  მან მიუგო მათ და ჰრქუა: მთესვარი იგი თესლისა მის კეთილისაჲ ძჱ კაცისაჲ არს.

38.  აგარაკი არს ესე სასუფეველი, ხოლო კეთილი იგი თესლი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლი იგი არიან ძენი უკეთურისანი.

39.  ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესნა იგინი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი ანგელოზნი არიან.

40. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრე იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.

41.  რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი.

42.  და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისა აგზებულისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

43.  მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

44.  კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა, დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით წარვიდა, და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.

45.  მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.

46.  და პოის რაჲ ერთი მრავალსასყიდლისა მარგალიტი, წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.

47.  მერმე კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა, რომელ სდვიან ზღუასა და ყოვლისაგან თესლად-თესლადისა შეკრიბიან.

48.  რაჟამს უკუე აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდედ და დადვიან და განარჩიიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განაბნიიან.

49.  ეგრე იყოს აღსასრულსა ამის სოფლისასა: განვიდენ ანგელოზნი და განარჩინენ უკეთურნი მართალთაგან.

50.  და შთასთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

51.  გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

52.  ხოლო მან ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს კაცსა მამასახლისსა, რომელმან-იგი გამოიღის საფასისა თჳსისაგან ახალი და ძუელი.

53.  და იყო, რაჟამს დაასრულა იესუ იგავები ესე, წარვიდა მიერ.

54.  და მოვიდა სოფლად თჳსა და ასწავებდა მათ შესაკრებელთა მათთა, და დაუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალნი?

55.  ანუ არა ესე არს ხუროჲსაჲ იგი ძჱ? არა დედასა მისსა მარიამ ჰრქჳან? და ძმათა მისთა -- იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?

56.  და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ თანა არიან? ვინაჲ არს ამისა ყოველი ესე?

57.  და სცთებოდეს მისა მიმართ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.

58. და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.

 
14

1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს ჩოროროდსა ჰამბავი იესუსი,

2.  და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე იოჰანე არს ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და ამისთჳს ძალნი იგი იქმნებიან მისგან.

3.  რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შეაყენა საპყრობილედ ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისაჲსა.

4.  რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს შენდა ცოლებაჲ მაგისი.

5.  და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ და შეეშინა ერისა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი შეერაცხა იგი.

6. ხოლო რაჟამს შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი,

7.  რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა სთხოოს.

8.  ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკლითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.

9.  და შე-ღათუ-წუხნა მეფჱ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.

10.  და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანეს საპყრობილეს შინა.

11.  და მოართუეს თავი მისი ლანკლითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.

12.  და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს, და მოვიდეს და უთხრეს იესუს.

13.  ხოლო ესმა რაჲ იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა მიერ უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკურცხილ ქალაქებისაგან.

14.  და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.

15.  და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფანი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.

16.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; ეცით მაგათ თქუენ ჭამადი.

17.  ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუნს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.

18. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მომართუთ მე იგი აქა!

19.  და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა პური იგი, და მოწაფეთა მისცეს ერსა მას.

20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევისაჲ ათორმეტი გოდორი სავსე.

21.  ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს მამანი ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვაჲ ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი.

23.  და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იპოვა მუნ.

24.  ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან, და იგუემებოდეს ღელვათაგან, რამეთუ ქარი იგი იყო პირით.

25.  და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათდა იესუ სლვით.

26.  ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საუცარ რაჲმე არს. და შიშისა მისგან ღაღატ-ყვეს.

27.  მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით! მე ვარ, ნუ გეშინინ!

28.  მიუგო პეტრე და რქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.

29.  ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდავიდა ნავით პეტრე, ვიდოდა წყალთა ზედა და მოვიდა იესუსა.

30.  და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, და ღაღატ-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე!

31.  მეყსეულად იესუ განყო ჴელი, უპყრა მას და თქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?

32.  და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დაუცხრა ქარი იგი.

33.  ხოლო რომელნი-იგი იყვნეს ნავსა მას შინა, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ ხარ შენ.

34.  და განვიდეს და მოვიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა.

35. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული.

36.  და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რომელთა შეახეს, ცხონდეს.

 
15

1.  მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ჰრქუეს:

2. რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდავლენ სწავლასა მას მღდელთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.

3.  მან მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა სწავლისა თქუენისათჳს?

4.  რამეთუ ღმერთმან თქუა: თავ-უყავ მამასა და დედასა; და რომელი ძჳრსა იტყოდის მამისათჳს ანუ დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.

5.  ხოლო თქუენ თქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა გინა თუ დედასა თჳსსა ნიჭითა, რომელ-რაჲცა ჩემგან სარგებელ გეყოს,

6.  და არა თავ-ჰუყოს მამასა თჳსსა, -- და შეურაცხ-ჰყავთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ სწავლისა თქუენისათჳს.

7.  ორგულნო, კეთილად წინაჲსწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:

8.  ერი ესე ბაგითა ხოლო მადიდებს მე, ხოლო გული მათი განშოვრებულ არს ჩემგან.

9.  ცუდად მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.

10.  და მოუწოღა ერსა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ!

11 .  არა თუ რომელი შევალს პირით, შეაგინებს იგი კაცსა, არამედ რომელი გამოვალს პირისაგან, იგი შეაგინებს კაცსა.

12.  მაშინ მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: უწყი, რამეთუ ფარისეველთა ვითარ ესმა სიტყუაჲ შენი, დაბრკოლდეს?

13.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ზეცათამან, აღმოიფხურეს.

14. ხ~ აცადეთ მათ: ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე შთაცჳვიან მთხრებლსა.

15.  მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ეგე.

16.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: აწ, თქუენცა უგულისჴმოვე ხართა?

17.  და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად მივალს და განსავალით განვალს?

18. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს, იგი შეაგინებს კაცსა.

19.  რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი.

20.  ესე არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.

21.  და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.

22.  და დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათთაგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

23. ხოლო თავადმან არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს მას და ჰრქუეს: განუტევე ესე, რამეთუ შეგჳდგს ჩუენ და ღაღადებს.

24. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.

25.  ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!

26.  ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დადებად ძაღლთა.

27.  ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, და რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭსა გარდამონაცჳვნებსა ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.

28.  მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

29.  და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.

30.  და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვანდა მათ თანა მკელობელები და ბრმები, ყრუნი და ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა იესუსთა, და განკურნნა იგინი.

31.  ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ჰხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი და უტყუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.

32.  ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ, ესერა, სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე და არაჲ აქუნს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.

33.  ხოლო მოწაფეთა მისთა ჰრქუეს მას: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ესოდენი პური, ვინაჲმცა განვაძღეთ ერი ესოდენი?

34.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი პური გაქუნს აქა? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი პური და მცირედ თევზი.

35.  და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა.

36.  და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი და ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, ხოლო მოწაფენი იგი მისცემდეს ერსა მას.

37.  და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და მეტი იგი ნამუსრევი აღიღეს შჳდი სფჳრიდი სავსე.

38. ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

39. და განუტევნა იგინი და აღვიდეს ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა.

 
16

1.  და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს და განიკითხვიდეს მას, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.

2.  ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქჳთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.

3.  და განთიად სთქჳთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, ცისა სამე პირი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გისხენ გულისჴმის-ყოფად.

4.  ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.

5.  და მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაავიწყდა პურისა მოღებაჲ.

6.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იგულეთ და ეკრძალებოდეთ ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

7. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუნს.

8.  ვითარ გულისჴმა-ყო იესუ, ჰრქუა მათ: რაჲსა ზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ: პური არა გუაქუნს?

9.  არღა გულისჴმა-გიყოფიეს, არცა გაჴსოს ხუთი იგი ჴუეზაჲ ხუთ ათასთა და რავდენი გოდორი აღიღეთ?

10.  და არცა შჳდი იგი ჴუეზაჲ ოთხ ათასთა?

11.  ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა?

12.  მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაჲ, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

13.  და მოვიდა იესუ კესარიად კერძო ფილიპჱსა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ მრქჳან მე კაცთა, ვითარმედ: ვინ ვარ მე, ძე კაცისაჲ?

14. ხოლო მათ თქუეს: რომელთამე თქჳან იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე -- ელია, და რომელთამე -- იერემია, ანუ ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

15.  მან ჰრქუა მათ: თქუენ რაჲ სთქჳთ, ვითარმედ ვინ ვარ მე?

16.  მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.

17.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ, არამედ მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა.

18.  და მეცა გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.

19.  და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა, და რომელი გაჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

20.  მაშინ ამცნო მოწაფეთა, რაჲთა არავის უთხრან, რამეთუ იგი არს იესუ ქრისტჱ.

21.  მიერითგან იწყო იესუ ჩუენებად მოწაფეთა თჳსთა, რამეთუ მისლვად იყო იერუსალჱმდ და ფრიად ვნებად იყო მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთაგან და მწიგნობართაგან, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

22.  და მოუჴდა მას პეტრე, იწყო მისა ლალვად და თქუა: ლხინებამცა არს შენდა, უფალო, და ნუმცა იყოფის.

23.  მიექცა პეტრეს და ჰრქუა: მართლუკუნიქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ დამაბრკოლებელ ხარ შენ ჩემდა, რამეთუ არა ზრახავ შენ ღმრთისასა, არამედ კაცთასა

24.  მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა მისთა: რომელსა ჰნებავს კუალსა ჩემსა შედგომად, უვარ-ყავნ თავი თჳსი, აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

25.  რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა ცხორებაჲ, მან წარწყმიდოს იგი; და რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.

26.  რაჲმე სარგებელ ეყოს კაცსა, სოფელი თუ შეიძინოს და სული თჳსი წარიწყმიდოს? ანუ რაჲმე მისცეს კაცმან საჴსარად სულისა თჳსისათჳს?

27.  რამეთუ ძჱ კაცისაჲ მოსლვად არს დიდებითა მამისაჲთა ანგელოზთა თანა მისთა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

28.  მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევასა თჳსსა.

 
17

1. და შემდგომად მეექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა მარტოდ.

2.  და იცვალა წინაშე მათსა, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, და სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.

3.  და მუნქუესვე ეჩუენნეს მათ მოსე და ელია; და ეტყოდეს მას.

4.  მიუგო პეტრე იესუს და ჰრქუა: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: შენდა -- ერთი და მოსჱსა -- ერთი და ელიაჲსა -- ერთი.

5.  და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა, ღრუბელმან ნათლისამან დააგრილა მათ, და მუნქუესვე ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო, და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მთნავს მე; ისმინეთ მაგისი!

6.  და ვითარ ესმა მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა მათსა და შეეშინა ფრიად.

7.  და მოუჴდა მათ იესუ, ჴელი შეახო და ჰრქუა: აღდეგით, ნუ გეშინინ!

8.  და ვითარ აღიხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.

9.  და ვითარ გარდამოვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა მას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10.  და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაჲმე უკუე მწიგნობართა თქჳან, ვითარმედ: ელიაღა პირველად მოსლვად არს?

11.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ელია მოსლვად არს და ადგიდ-აგოს ყოველი.

12.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენიცა უნდა. ეგრეცა ძე კაცისაჲ ვნებად არს მათგან.

13.  მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანესთჳს ნათლისმცემელისა ჰრქუა მათ.

14. და ვითარ მოვიდეს ერსა მას თანა, მო-ვინმე-უჴდა მას კაცი, მუჴლნი დაიდგნა და ეტყოდა:

15.  უფალო, შეიწყალე ძჱ ჩემი, რამეთუ ახლისპიროვან არს და ძჳრ-ძჳრად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა.

16.  და მოვართუ იგი მოწაფეთა შენთა. და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.

17.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჵ ნათესავო ურწმუნოო და გულარძნილო, ვიდრემდის თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

18.  და შეჰრისხნა მას იესუ. და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა წული იგი მიერ ჟამითგან.

19.  მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იესუს თჳსაგან და ჰრქუეს მას: ჩუენ რად ვერ უძლეთ განჴდად მისა?

20.  ხოლო მან ჰრქუა მათ: მცირედმორწმუნეობისა თქუენისათჳს. რამეთუ მართლიად გეტყჳ თქუენ: გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ მდოგჳსმარცუალ ოდენ, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე ამიერ! და მუნ იცვალოს. და არა იყოს უძლურება თქუენდა.

[[21.]]

22. და ვიდრე იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ: მიცემად არს ძე კაცისაჲ ჴელთა კაცთასა,

23.  და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგომად. და შეზრუნდეს იგინი ფრიად.

24.  და რაჟამს მოვიდეს იგინი კაფერნაომდ, მოუჴდეს პეტრეს, რომელნი-იგი დიდრაქმასა მოჰჴდიდეს და ჰრქუეს მას: მოძღუარმან თქუენმან არა გამოსცის ხარკი დრამისაჲ?

25.  და მან ჰრქუა მათ: ჰე. და ვითარ შევიდა იგი სახიდ, ასწრო მათ იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ, მეუფეთა ქუეყანისათა რომელთა გამოიღიან ხარკი ანუ თუ ზუერი: შვილთაგან ანუ უცხოთაგან?

26.  ჰრქუა მას: უცხოთაგან. ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე აზნაურ არიან შვილნი იგი.

27.  არამედ რაჲთა არა დააბრკოლნეთ იგინი, მივედ ზღუასა და შთააგდე სამჭედური და რომელ პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და აღაღე პირი მისი და ჰპოო მას შინა სასწორი, მოიღე იგი და მიეც მათ ჩემ წილ და შენ წილ.

 
18

1.  მას დღესა შინა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს: ვინმე უფროჲს არს სასუფეველსა ცათასა?

2.  და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა მათ შორის

3.  და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: არა თუ იქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.

4.  რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, ესე არს უდიდეს სასუფეველსა ცათასა.

5.  და რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ერთი ესევითარი სახელად ჩემდა, მე შემიწყნაროს.

6.  ხოლო რომელმან აცთუნოს ამათ მცირეთაგანი ერთი, რომელთა ვჰრწამ მე, უმჯობე არს მისა, დამო-თუმცა-ეკიდა მას ფქჳლი ვირით საფქველი ყელსა მისსა და შთა-მცა-ვარდა უფსკრულთა ზღუათა.

7.  ვაჲ ამის სოფლისა საცთურთაგან, რამეთუ მოსლვად არს საცთური; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური იგი.

8.  უკუეთუ ჴელი შენი, გინა თუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე და განაგდე იგი შენგან: უმჯობე არს შენდა შესლვად ცხოვრებასა მკელობელისაჲ ანუ უჴელოჲსაჲ, ვიდრე არა ორთა ჴელთა ანუ ორთა ფერჴთა დგმასა და შთავრდომაჲ ცეცხლსა საუკუნესა.

9.  {დ}ა თუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიჴადე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრეღა არა ორთა თუალთა სხმასა და შთავრდომად გეჰენიასა ცეცხლისასა.

10. ხ~ ეკრძალენით, ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსა კნინაკთა ამათგანსა. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა.

11. რამეთუ მოვიდა ძჱ კაცისაჲ ცხოვნებად წარწყმედულისა.

12. რასა ჰგონებთ თქუენ: იყოს თუ ვინმე კაცი და ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტეოს ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი მთასა ზედა და მივიდეს და ეძიებდეს შეცთომილსა მას?

13.  და იყოს, თუ პოოს იგი, მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ უხარინ მას ზედა უფროჲს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდააცხრამეტთა მათ, რომელნი-იგი არა შეცთომილ იყვნენ.

14.  ეგრე არა ნება არს მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, რაჲთამცა წარწყმიდა ერთი კნინაკთა მათგანი.

15.  უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო მარტონი იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.

16.  უკუეთუ არა ისმინოს შენი, მიიყვანე შენ თანა სხუაჲ ერთი ანუ ორი, რაჲთა პირითა მოწამეთა ორთაჲთა ანუ სამთაჲთა დამტკიცნეს ყოველი სიტყუაჲ.

17.  უკუეთუ არა ისმინოს მათიცა, უთხარ კრებულსა; უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ შენდა, ვითარცა წარმართთაგანი და მეზუერჱ.

18.  მართლიად გეტყჳ თქუენ: რავდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რავდენი განჰჴსნეთ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

19.  მერმე მართლიად გეტყჳ თქუენ: ორნი თუ თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა საქმისა ამის ყოვლისათჳს, რაჲცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან, რომელ არს ცათა შინა.

20.   რამეთუ სადა არიან ორნი ანუ სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მე მუნ ვარ შორის მათსა.

21.  მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს მე ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? შჳდგზისა?

22.  ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისადმდე, არამედ სამეოცდაათჯერ შჳდგზის.

23.  ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეფესა, რომელსა უნდა სიტყჳსა ადგინებაჲ მონათა თჳსთა თანა.

24.  და ვითარ იწყო სიტყუად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ქანქრისაჲ.

25 .  და ვითარ არარაჲ აქუნდა გარდაჴდად, ბრძანა მისი უფალმან მან მისმან განსყიდაჲ, ცოლისა მისისაჲ, შვილთაჲ და ყოველი, რაჲცა ედვა მას, და გარდაზღვად მისა.

26.  დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იყავ ჩემ ზედა, და ყოველი მიგცე შენ.

27.  შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი, და განუტევა იგი და თანანადები იგი მიუტევა მას.

28.  და ვითარ გამოვიდა მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასთა მისთაგანი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც მე, რაჲცა-იგი თანაგაც.

29.  დავარდა მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ მექმენ ჩუენ ზედა და მიგცე შენ.

30.  ხოლო მან არა ინება, არამედ მივიდა და შესუა იგი საპყრობილესა, ვიდრემდის მოსცეს თანანადები იგი.

31. იხილეს რაჲ უკუე მოყუასთა მათ მისთა საქმე იგი, შეზრუნდეს ფრიად; მოვიდეს და მიუთხრეს საქმე იგი ყოველივე უფალსა მათსა.

32.  მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო უკეთურო, ყოველივე იგი თანანადები მიგიტევე, რამეთუ მევედრებოდე მე;

33.  არამე ღირდა შენდაცა შეწყალებად მოყუსისა მის შენისა, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?

34.  და განრისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი მგუემელთა, ვიდრემდის მისცეს ყოველი, რაჲცა თანაედვა მას.

35. ეგრეცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, არა თუ მიუტეოთ კაცთა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა გულითა თქუენითა.

 
19

1.  და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, აღიძრა გალილეაჲთ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა.

2.  მოსდ{ევ}და მას ერი მრავალი, და განკურნა იგინი მუნ.

3.  და მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: ჯერ-თუ-არს ვისამე განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლითა მიზეზითა?

4.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავს, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამალად და დედალად შექმნა იგინი? და თქუა:

5.  ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ და დედაჲ და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე ჴორცად ერთად.

6.  ამიერითგან არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც, აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაყენებნ.

7 .  ჰრქუეს მას: ვითარმე უკუე მოსე ამცნო მიცემად წიგნი განსატევებელი და განტევებად?

8.  ჰრქუა მათ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა დატევებაჲ ცოლთა თქუნთაჲ, ხოლო დასაბამითგან არა ეგრე იყო.

9. ამენ გეტყჳ თქუენ: ყოველმან, რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი, თჳნიერად სიძვისა, და ცოლ-იყოს სხუაჲ, მან იმრუშოს; და რომელმან დატევებული ცოლ-იყოს, იგი იმრუშე{ბს}.

10.  ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესრეთ არს ბრალი კაცი{საჲ} დედაკაცისა თ{ანა}, უმჯობეს არს {არა} სუმაჲ ცოლისაჲ.

11.  ხოლო მან ჰრქუა მ{ათ}: არა ყოველთა და{ი}ტიიან სიტყუა{ჲ} ესე, არამედ რომელთა მ{ი}ცემულ არს.

12.  რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი დედისმუცლითგან იშვნეს ეგრეთ; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა საჭურის იქმნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტევდინ.

13.  მაშინ მოართუეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ და აკურთხნა იგინი. და მოწაფეთა მათ შეჰრისხნეს.

14.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმები ეგე და ნუ აყენებთ მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.

15.  და დასდვა მათ ჴელი და წარვიდა მიერ.

16.  და, აჰა, ერთი ვინმე მოუჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარ ქველისმოქმედ, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?

17.  ხოლო მან ჰრქუა მას: რასა მკითხავ მე ქველისმოქმედებისათჳს? ერთ არს ქველისმოქმედ. უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვად, დაიმარხენ მცნებანი.

18.  ჰრქუა მას: რომელნი? ჰრქუა მან, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არცა ცილი სწამო.

19.  თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა, და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

20.  ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ყოველი ესე დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან; მერმე რაჲღა მაკლს მე?

21.  ჰრქუა მას იესუ: გნებავს თუ, რაჲთამცა სრულ იყავ, მივედ და განყიდე მონაგები შენი, და მიეც გლახაკთა და მოიღო საფასე ცათა შინა, და მოედ და შემომიდეგ მე.

22.  ხოლო ესმა რაჲ უკუე ჭაბუკსა მას სიტყუაჲ ესე, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი ფასიერ ფრიად.

23.  ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.

24.  მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილესა ზომთსაბლისაჲ ჴურელსა ნემსისასა განსლვაჲ, ვიდრე მდიდრისაჲ შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

25. ვითარ ესმა ესე მოწაფეთა მისთა, დაუკჳრდა ფრიად და ეტყოდეს: ვინმე უკუე შეუძლოს ცხორებად?

26.  მიხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან ესე ვერშესაძლებელ არს, ხოლო ღმრთისაგან ყოველი შესაძლებელ არს.

27.  მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგითქთ შენ; რაჲმე უკუე ყოფად არს ჩუენდა?

28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა ზედა დიდებისა მისისათა, დასხდეთ თქუენცა, ათორმეტნი, საყდართა ზედა და გასჯიდეთ ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისათა.

29.  და ყოველსა, რომელსა დაეტეოს სახლი, ანუ ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკები ჩემისა სახელისათჳს, ასი წილი მოიღოს მან და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს.

30.  ხოლო მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა.

 
20

1.  რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მამასახლისსა, რომელ გამოვიდა განთიადითგან დადგინებად მოქმედთა საყურძენსა თჳსსა.

2.  და აღთქუმა-ყო მოქმედთა მათ მიმართ თითოჲ სტატირი დღისა და მიავლინნა იგინი საყურძენსა თჳსსა.

3.  და მოვიდა სამ ჟამს ოდენ და იხილნა სხუანი, მდგომარენი სავაჭროსა ზედა ცალიერად,

4.  და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა საყურძენსა მას ჩემსა, და რაჲ-იგი ღირდეს, მიგცე თქუენ.

5.  და იგინი მივიდეს. მერმე გამოვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა, და ყო ეგრევე.

6.  ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა ვითარ გამოვიდა, პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რასა აქა სდეგით დღე ყოელ ცუდად?

7.  ჰრქუეს მას, რამეთუ: არავინ დაგჳდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა საყურძენსა მას ჩემსა.

8.  რაჟამს დამწუხრდა, ჰრქუა უფალმან მან საყურძნისამან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მოქმედთა მათ და მიეც სასყიდელი მათი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე.

9. მო-რაჲ უკუე-ვიდეს მეათერთმეტისა მის ჟამისანი იგი, მიიღეს თითოჲ სატირი.

10.  და ვითარ მოვიდეს პირველნი იგი, ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ; და მიიღეს თითოჲვე სატირი მათცა.

11. და ვითარ მიიღეს, ტრტჳნვიდეს მის მამასახლისისათჳს,

12.  და ჰრქუეს, ვითარმედ: ამათ უკუანაჲსკნელთა ჟამ ერთ ხოლო ქმნეს და დამასწორენ ჩუენ იგი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხჱ.

13.  ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არა გეცრუვები შენ, არა სატირი აღგითქუა შენ?

14.  ხოლო თუ მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ,

15.  ანუ ვერ ჴელ-მეწიფების, რაჲ-იგი მინდეს ყოფად ჩემსა ზედა? თუალი შენი თუ უკეთურ არს, ხოლო მე უხუ ვარ.

16.  ესრჱთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა. რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ.

17.  და აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:

18.  ესერა, ახუალთ იერუსალჱმდ, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილითა.

19.  და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და გუემად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.

20.  მაშინ მოვიდა დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძითურთ თჳსით, თავყუანის-სცემდა და ითხოვდა რასმე მისგან.

21.  ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ხოლო მან ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ძენი ჩემნი, ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სუფევასა შენსა.

22.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა უწყით, რასა ითხოვთ. გიძლავს შესუმად სასუმელისა მის, რომელსა მე შევსუმიდე, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელს-ვიღებდე ნათლის-ღებად? ჰრქუეს მას: გჳძლავს.

23.  ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთათჳს განმზადებულ არს მამისა ჩემისაგან.

24.  და ვითარ ესმა ათთა მათ, გული განიწყეს ორთა მათ ძმათათჳს.

25.  ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყით, რამეთუ მთავარნი იგი წარმართთანი ეუფლნიან მათ, და მდიდარნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?

26.  ხოლო თქუენ შორის არა ეგრე არს, არამედ რომელსა ენებოს თქუენ შორის, რაჲთამცა დიდ იყო, იყავნ იგი თქუენდა მსახურ;

27. და რომელსა უნდეს თქუენ შორის, ვითარმცა წინა იყო, იყავნ იგი თქუენდა მონა.

28.  ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა ჰმსახურა ვინმე, არამედ მსახურებად და მიცემად თავისა თჳსისა საჴსრად მრავალთა წილ.

29.  და ვითარ გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, შეუდგა მას ერი მრავალი.

30.  და ორნი ბრმანი სხდეს გზასა თანა. ესმა, რამეთუ იესუ წარმოვალს, ღაღატ-ყვეს და თქუეს: მიწყალენ ჩუენ, იესუ, ძეო დავითისო.

31.  ხოლო ერმან მან შეჰრისხნა მათ, რაჲთა დადუმნენ. მათ უფროჲს ღაღატ-ყვეს და თქუეს: უფალო, გჳწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო!

32.  და დადგა იესუ, ჴმა-უყო მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?

33.  ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღმეხუნენ ჩუენ თუალნი ჩუენნი.

34.  შეეწყალნეს იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მუნქუესვე აღეხილნეს და მისდევდეს მას.

 
21

1.  და რაჟამს მიეახლნეს იგინი იერუსალჱმდ, და მოვიდა ბეთბაგედ, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ იესუ წარავლინნა ორნი მოწაფეთა თჳსთაგანნი

2.  და ჰრქუა მათ: მივედით დაბასა იმას, რომელ არს პირსპირ თქუენსა, და მუნქუეს ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ.

3.  და თუ გრქუას რაჲმე ვინმე. თქუენ არქუთ, ვითარმედ: უფალსა მაგისსა უჴმან ეგენი, -- და მუნქუესვე მოავლინნეს იგინი.

4.  ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა თქუმული:

5.  არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესერა, მეუფჱ შენი მოვალს შენდა, მშჳდ არს და ზე ზის ვირსა და კიცუსა ვირსა.

6. და წარვიდეს მოწაფენი იგი და ყვეს, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.

7.  და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ, და დაასხეს სამოსელი მას ზედა, და აღჯდა მას.

8.  და სიმრავლე იგი ერისაჲ დაჰფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაჰფენდეს გზასა ზედა.

9.  ხოლო ერი იგი, რომელი წინაუძღოდა და უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდებულ არს ძჱ დავითისი! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა და დიდებულ მაღალთა შინა!

10. და ვითარ შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ყოველი ქალაქი იგი და იტყოდა: ვინ არს ესე?

11. ხოლო ერმან მან ჰრქუა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაით.

12.  და შევიდა იესუ ტაძრად და გამოასხა ყოველი მოფარდული და მომსყიდელები ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი თესლისმოფარდულთაჲ დაამჴუა და საჯდომელები, რომელ იყიდდეს ტრედებსა.

13.  და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ თავყუანისაცემელ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

14.  და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა და განკურნნა იგინი.

15.  იხილნეს რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა საკჳრველებანი იგი, რომელ ქმნნა, და ყმები იგი, რომელ ჴმობდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: დიდებაჲ ძესა დავითისსა,

16.  გული განიწყეს და ჰრქუეს მას: გესმის, რასა ესენი იტყჳან? {ხოლო} იესუ ჰრქუა მათ: არამე აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?

17.  დაუტევნა იგინი და განვიდ{ა} გარეშე ქალაქ{ს}ა ბეთანია{დ} და იყო მუნ.

18.  განთიად, ვითარ აღმოვიდოდა ქალაქად, შ{ე}ემშია.

19.  და ი{ხ}ილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, და ჰრქუა მას: ნუღარამცა შენგან ნაყოფი გამოვალს უკუნისამდე! და განჴმა მუნქუესვე ლეღჳ იგი.

20.  იხილეს რაჲ მოწაფეთა, დაუკჳრდა და თქუეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ ესე?!

21.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ამის ლეღჳსა{ჲ} ჰქმნეთ, არამედ მთასაცა თუ ამას ჰრქუათ: აღდეგ და შთავარდი ზღუასა! -- იყოს.

22.  და ყოველი, რაჲცა ითხოოთ თაყუანის-ცემასა სარწმუნოებით, მოგეცეს თქუენ.

23.  და ვითარ მოვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას სწავლასა შინა მღდელთმოძღუარნი და მოხუცებულნი ერისანი და ჰრქუეს: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მიგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

24.  {მ}იუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუა ერთ, და მითხართ მე, და მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

25.  ნათლის-ცემაჲ იგი იოჰანესი ვინაჲ იყო: ზეცით იყო ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს: ვთქუათ თუ: ზეცით იყო, გურქუას: რად არა გრწმენა მისი?

26.  უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან იყო, გუეშინის ერისაგან, რამეთუ იოვანე ყოველთა წინაწარმეტყუელად აქუს.

27.  და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ჰჳქმ.

28.  რასა ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; და მიუჴდა პირველსა მას და ჰრქუა: შვილო, მივედ დღეს, და იქმოდე საყურძენსა ჩემსა.

29. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: მივიდე, უფალო; და არა მივიდა.

30.  და მივიდა ერთისა მის და ჰრქუა ეგრევე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მინებს. მერმეღა შეინანა და მივიდა.

31.  რომელმანმე ორთაგანმან ყო ნებაჲ მამისაჲ? ჰრქუეს მას: უკუანაჲსკნელმან. ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყუ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღჳან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.

32.  რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთღა, არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.

33.  სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო მამასახლისი, რომელმან დაასხა ვენაჴი და შეზღუდა იგი, და აღმოთხარა მას შინა ტაგარი, და ქმნა გოდოლი, და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.

34.  და რაჟამს მოეხო ჟამი ნაყოფისაჲ, მოუვლინნა მონანი თჳსნი მოქმედთა მათ მიღებად ნაყოფისა მისისა.

35.  და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელსამე სცეს, რომელნიმე მოკლნეს, რომელსამე ქვაჲ დაჰკრიბეს.

36.  მერმე მიუვლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი მათსა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

37.  უკუანაჲსკნელღა მიუვლინა ძე თჳსი და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.

38.  ხოლო მოქმედთა მათ ვითარ იხილეს ძჱ იგი მისი, ზრახვა-ყვეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი, მოედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი იგი მისი.

39.  და შეიპყრეს იგი და მოკლეს და განაგდეს გარეშე საყურძენსა მას.

40.  რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი იგი მის საყურძენისაჲ, რაჲმე უყოს მოქმედთა მათ?

41.  ჰრქუეს მას: უკეთურნი იგი უკეთურადცა წარწყმიდნეს და საყურძენი იგი მისცეს სხუათა მოქმედთა, რომელთა მისცოდიან მას ნაყოფი ჟამთა მათთა.

42.  ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავს წიგნსა: ესე ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

43.  ამისთჳს გეტყჳ თქუენ, რამეთუ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელი იქმოდის ნაყოფთა მისთა.

44.  და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაბნიოს იგი.

45.  და ვითარ ესმა მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავები იგი მისი, გულისჴმა-ყვეს, რაჲსათჳს იტყჳს.

46. და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისა მისგან, რამეთუ, ვითარცა წინაწარმეტყუელი, შეერაცხა იგი.

 
22

1.  და მიუგო იესუ მერმე და ჰრქუა მათ იგავით:

2.  მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.

3.  და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწიდ, და არა ინებეს მოსლვად.

4.  მერმე მიუვლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი დამიმზადებიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დამიკლავს, და ყოველი მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.

5. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელნიმე -- თჳსა აგარაკად, რომელნიმე -- ვაჭრობად,

6.  და სხუათა მათ შეიპყრნეს მონანი იგი და მოსრნეს.

7.  ხოლო მეუფჱ იგი განრისხნა და წარავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი მათი დაწუა.

8.  მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იქმნეს.

9.  აწ განვედით განსავალთა ზედა გზათასა და რავდენიცა ჰპოოთ, მოხადეთ ქორწილსა ამას.

10.  და განვიდეს მონანი იგი გზებსა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენიცა პოვეს: ბოროტნიცა და კეთილნიცა, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.

11.  რაჟამს შევიდა მეუფჱ იგი მოხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელი არა მოსილ იყო სამოსლითა საქორწინითა.

12.  და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარმე შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი ქორწილისაჲ? ხოლო მან პირი დაიკრა.

13.  მაშინ ჰრქუა მეფემან მან მსახურთა: შეუკრენით მაგისნი ფერჴნი და ჴელნი და განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

14.  რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედ არიან რჩეულნი.

15.  მაშინ წარვიდეს ფარისეველნი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთამცა დაუდგეს მას მახე სიტყჳთა.

16.  და მოუვლინნეს მას მოწაფენი იგი მათნი ჰეროდიანელთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტებით ასწავებ, და არაჲ გჭირს შენ არავისთჳს, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა.

17.  აწ მარქუ ჩუენ: ვითარ ჯერ-გიჩს: წეს არს ხარკისა მიცემაჲ კეისრისა ანუ არა?

18.  ვითარ გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ იგი მათი, ჰრქუა: რასა გამომცდით მე, მზაკუვარნო?

19.  მიჩუენეთღა მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.

20.  და ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ესე ხატი და გარემოჲსწერილი?

21.  ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ: მიეცით აწ კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.

22.  და ვითარ ესმა ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი, და წარვიდეს.

23.  მას დღესა შინა მოუჴდეს სადუკეველნი, რომელთა თქჳან, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხვიდეს მას

24.  და ჰრქუეს: მოძღუარ, მოსე თქუა: მო-თუ ვინმე-კუდეს უშვილოჲ, ესიძენ მას ძმაჲ მისი ცოლსა მას მისსა ზედა და აღუდგინენ თესლი ძმასა მას თჳსსა.

25.  აწ იყვნეს ჩუენ თანა შჳდ ძმა. და პირველი იგი ქმარი მოკუდა და არა ესუა მას შვილ, დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.

26. ეგრეცა მეორემან და მესამემან მიმეშჳდემდე.

27. უკუანაჲსკნელღა ყოველთა მოკუდა დედაკაცი იგი.

28.  აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა, რომლისა შჳდთა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ ყოველთა მათ ესუა იგი?

29.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთ{ე}ბით და არა იცით წიგნი და არცაღა ძალი ღ{მრთისაჲ},

30.  რამეთუ აღდგომასა მა{ს} არცა ცოლს ისხმიდენ, არცა ქმრის-ვიდ{ო}დიან, არამედ, ვ{ითარცა} {ა}ნგელოზნი, იყვნენ ცათა შინა.

31.  მკუდართა აღდგომისათჳს არა აღმოგიკითხავს თქუმული იგი თქუენდა მომართ ღმრთისა მიერ, რომელ თქუა:

32.  {მ}ე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? {ა}რა არს ღმერთი ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოელთაჲ.

33.  და ვითარ ესმა ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.

34.  ხოლო ფარისეველთა, ვითარ ესმა, რამეთუ პირი დაუყო სადუკეველთა, შეკრბეს ერთად.

35.  და ჰკითხა ერთმან მან მათგანმან შჯულისმდებელმან გამოცდით:

36.  მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უდიდე{ს} არს შჯულსა შინა?

37.  ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

38.  ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.

39.  ხოლო მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

40.  ამათ ორთა მცნებათა შინა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოაბენ.

41. კრებულ იყვნეს ყოველნი იგი ფარისეველნი. ჰკითხა მათ იესუ

42.  და ჰრქუა: რასა ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს? ვისი ძე არს? ჰრქუეს მას: დავითისი.

43.  ჰრქუა მათ: ვითარმე უკუე დავით სულითა უფლით ხადის და იტყჳს:

44.  ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?

45.  უკუეთუ დავით უფლით ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?

46.  და ვერვინ შემძლებელ იყო მიგებად მისა, არცა იკადრა ვინ მიერითგან კითხვად მისა არღარა.

 
23

1.  მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა

2.  და ჰრქუა: საყდართა ზედა მოსესთა დასხდომილ არიან მწიგნობარნი და ფარისეველნი.

3.  ყოველი, რაჲცა გრქუან თქუენ, ჰყოფდით და იმარხევდით, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.

4.  შეკრიან ტჳრთები მძიმე და ძნიად სატჳრთველი და დასდვიან ბეჭთა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა ჰნებავნ შეძრვად იგი.

5.  ყოველთა საქმეთა მათთა იქმედ სახილველად კაცთა: ფართო იყვნიან სამოსელნი მათნი და განიგრძვიან ფესუები მათი.

6.  უყუარნ მათ მჴნისთაობაჲ ტაძრობასა და ზეშთაჯდომაჲ შესაკრებელთა შინა

7.  და მოკითხვაჲ უბნებსა ზედა და რქუმად მათდა კაცთაგან: მოძღუარ!

8.  ხოლო თქუენ ნუ ჰირქუამთ თავთა თქუენთა მოძღუარს, რამეთუ ერთ არს თქუენი მოძღუარი, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.

9.  და მამად თქუენდა ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთ არს მამაჲ თქუენი ზეცათაჲ.

10.  და მოძღუარს ნუ ირქუამთ თავთა თქუენთა, რამეთუ ერთ არს მოძღუარი თქუენი ქრისტჱ.

11.  და რომელი დიდ იყოს თქუენ შორის, იყავნ იგი თქუენდა მსახურ.

12.  რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

13. ხოლო ვაჲ თქუენდა, მწიგნობართა და თარგმანთა ორგულთა, რამეთუ დაჰჴსავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ არა შეხუალთ და არცა შემავალთა უტევებთ შესლვად.

[[14.]]

15.  ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მოჰვლით ზღუასა და ჴმელსა, რაჲთამცა მოაქციეთ ვინმე ერთი; და რაჟამს მოიქცის, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიაჲს ორწილ თქუენსა.

16.  ვაჲ თქუენდა, მწიგნობართა ბრმათა, რამეთუ სთქჳთ: რომელმან ფუცოს ტაძარსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცო{ს} ოქროსა მას, რომელ არს ტაძარსა მას შინა, ჯე{რ}-არს.

17.  ცოფნო და ბრმანო, რაჲ უდიდეს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი იგი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?

18.  და რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესა{ი}რავსა მას, რომელ არს მას ზედა, ჯერ-არს.

19.  ცოფნო და ბრმანო, რაჲ უფრო არს: შესაწირავი იგი, ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?

20.  აწ, რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცის მას და ყოველსა, რომელ არნ მას ზედა.

21. და რომელმან ფუცის ტაძარსა, ფუცის მას და რომელი მყოფ არნ მას შინა.

22. და რომელმან ფუცის ცასა, ფუცის საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.

23.  ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მოიათევსით პიტნაკისაჲ, ცერეცოჲსაჲ და ძირაკისაჲ და დაგიტევებიეს უმჯობესი სჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე გიღირდა ყოფად, და იგი -- არადატევებად.

24.  წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ კურნაქსა და აქლემსა შთანსთქამთ!

25.  ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმლისასა და პარაფსიტისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.

26.  ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმლისაჲ მის, რაჲთა იყოს გარეშეცა მისი წმიდა.

27.  ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ სამარეთა განგლორწნილთა, რომელნი-იგი გარეშე შუენიერ ჩანან, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.

28.  ეგრეცა თქუენ გარეშე უჩთ კაცთა მმარხველ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ზაკუვითა და უშჯულოებითა.

29.  ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ თქუენ საფლავებსა მას წინაწარმეტყუელთასა, და განაშუენებთ სამარებსა მას მართალთასა.

30.  და სთქუთ: ვიყვენით თუმცა ჩუენ დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ზიარ ვიყვენით მათ თანა სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.

31.  აწ თქუენვე ეწამებით თავთა თქუენთა, რამეთუ ნაშობნი ხართ, რომელთა მოწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი.

32. და თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.

33.  გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ სასჯელსა გეჰენიაჲსასა?

34.  ამისთჳს, აჰა, ესერა, მივავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი და ბრძენნი მწიგნობარნი, მათგანნი მოწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი ჰგუემნეთ შესაკრებელთა შინა თქუენთა და სდევნეთ ქალაქითი ქალაქად,

35.  რაჲთა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა სისხლითგან აბელის მართლისაჲთ მისისხლამდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისი, რომელი-იგი მოჰკალთ შორის ტაძრისა მის და საკურთხევლისა.

36.  მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.

37. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოციქულთა შენთა, რაოდენგზის მინდა შეკრებაჲ ნაშობთა შენთაჲ, ვითარცა ქათამმან შეიკრიბნის მართუენი ქუეშე ფრთეთა, და თქუენ არა ინებეთ!

38. აჰა, ეგერა, დაგშდების თქუენ სახლი თქუენი ოჴერი.

39.  ხოლო გეტყჳ თქუენ: ვერღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდის არა სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

 
24

1.  და გამოვიდა იესუ ტაძრით და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსნი ჩუენებად მისა ნაქმნევისა მის ტაძრისაჲსა.

2.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთა ამას ყოელსა? მართლიად გეტყუ თქუენ: არა დაშდეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელ არა დაირღუეს.

3.  ჯდა რაჲ იგი მთასა მას ზედა ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მარქუ ჩუენ: ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ სასწაული იყოს შენისა მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?

4.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: იგულეთ, ნუვინ გაცთუნნეს თქუენ,

5.  რამეთუ მრავალნი მოვიდენ სახელითა ჩემითა და იტყოდიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალნი აცთუნნენ.

6.  ხოლო გესმოდიანღა ბრძოლანი და ჴმაჲ წყობათაჲ, ეკრძალენით, ნუ აღტყდებით, რამეთუ ყოფად არს ესე ყოველი, ხოლო აღსასრული არღა იყოს.

7.  რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და წყუედანი და ძრვანი ადგილ-ადგიდ.

8. ხოლო ესე ყოველი იყოს დასაბამი სალმობათაჲ.

9.  მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან ნათესავთა სახელისა ჩემისათჳს.

10.  და მაშინ ცთენ მრავალნი და ურთიერთას არდაბაგებდენ და იძულებდენ ურთიერთას.

11.  და მრავალნი ცრუწინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნნენ მრავალნი.

12.  და განმრავლებისათჳს უსჯულოებისაჲსა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.

13.  ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.

14.  და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა ნათესავთა, და მაშინღა იყოს აღსასრული.

15.  ხოლო რაჟამს იხილოთ ბილწი იგი ოჴრებისაჲ, რომელ თქუმულ არს დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაგან, მდგომარე ადგილსა მას წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ჰყოფდინ.

16.  მაშინ ჰურიასტანისანი ივლტოდედ მთად;

17.  და რომელნი ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენან აღღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა;

18.  და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუმოიქცევინ უკუმომართ აღებად სამოსლისა თჳსისა.

19.  ხოლო ვაჲ მუცელქმნულთა მათ და მაწოვნებელთა მათ დღეთა შინა!

20.  ხოლო ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა, ნუცა შაფათსა.

21.  რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელ არა ყოფილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ მოაქამდე, არცაღა იყოს.

22.  და არა თუმცა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი; ხოლო რჩეულთათჳს შემოკლდენ დღენი იგი.

23.  მაშინ თუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, ესერა, არს ქრისტე -- ანუ: ეგერა, -- ნუ გრწამნ.

24.  რამეთუ აღდგენ ცრუწინაწარმეტყუელნი და სცენ სასწაულებ დიდ და ნიშებ, რაჲთამცა აცთუნნეს, შე-თუმცა-უძლეს, რჩეულთაცა.

25.  აჰა, ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ.

26.  უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა, ესერა, საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.

27. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისაღმოსავალთა და ბრწყინავნ დასავალამდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.

28.  რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.

29. მუნქუესვე შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზჱ დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი გარდამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.

30.  და მაშინ გამოჩნდეს ნიში იგი ძისა კაცისაჲ ზეცას, და ეტყებდენ ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღ{რ}უბელთა ზედა ც{ი}სათა ძალითა დ{ა} დიდებითა დიდითა.

31.  და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი ნესტჳთა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნ[ი] თჳსნი ოთხთაგ{ან} ქართა კიდითგ{ან} ცათაჲთ კიდე{მ}დე მათა.

32.  ხოლო ლეღ{ჳ}საგან ცანთ იგ{ა}ვი ესე: რამეთუ რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳიან და ფურცელი გამობუტკოინ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არნ არჱ.

33.  ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.

34. მართლიად გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.

35.  ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.

36. ხოლო დღჱ იგი და ჟამი არავინ უწყის; არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან ხოლო მარტომან.

37.  ვითარცა-იგი დღენი ნოესნი, ეგრე იყოს მოსლვაჲ იგი ძისა კაცისაჲ.

38.  რამეთუ ვითარცა იყვნე{ს} დღეთა მათ რღუნისწინათა: ჭამდ{ეს} და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს მი-მუნ-დღედმდე, რომელსა შევიდა ნოვე კიდობნად.

39.  და არა უწყოდეს, ვიდრემდე მოიწია რღუნაჲ იგი და წარიხუნა ყოველნი. ეგრე იყოს მოსლვაჲ იგი ძისა კაცისაჲ.

40.  მაშინ ორნი იყვნენ აგარაკსა შინა: ერთი წარიყვანონ და ერთი დაუტეონ.

41. ორნი ფქვიდენ ფქვილთა: ერთი წარიყვანონ და ერთი დაუტეონ.

42.  მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით, რომელსა დღესა უფალი იგი თქუენი მოვიდეს.

43.  იგი უწყოდეთ, რამეთუ უწყოდა თუმცა მამასახლი{ს}მან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვიდოდა, არამცა უფლო დათხრად სახლისა თჳსისა.

44.  ამისთჳს თქუენცა მზა იყვენით, რამეთუ რომელსა არა ჰგონებდეთ ჟამსა, ძე კაცისაჲ მოვიდეს.

45.  {ვ}ინმე უკუე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და გონიერი, რომელ დაადგინა უფალმან ეზოსა თჳსსა ზედა მიცემად როჭიკისა მათა ჟამსა.

46. ნეტარ იყოს მონაჲ იგი, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.

47.  მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველსა ზედა დაადგინოს იგი.

48.  უკუეთუ თქუას უკეთურმან მან მონამან გულსა შიდა თჳსსა: ყოვნოს უფალმან ჩემმან მოსლვაჲ

49.  და იწყოს გუემად მონა-მოყუასთა მათ თჳსთა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,

50.  მოვიდეს უფალი იგი მის მონისაჲ დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის,

51.  და განკუეთოს იგი და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

 
25

1.  მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა მოიხუნეს სანთელნი მათნი და გამოვიდეს წინამიგებებად სიძისა.

2.  ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელ და ხუთნი -- ბრძენ.

3.  სულელთა მათ რა აღიხუნეს სანთელნი მათნი, არა აიღეს მათ თანა ზეთი.

4.  ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი საზეთითა მათითა სანთელთა მათთა თანა.

5.  და ვითარ ყოვნიდა სიძე იგი, მიერულა ყოველთა და დაიძინეს.

6.  შუვაღამეს ოდენ ჴმა იყო: აჰა, ესერა, სიძჱ, გამოედით და მიეგებვოდეთ მას!

7.  მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი იგი მათნი.

8.  ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენცა ზეთი ზეთისა მაგის თქუენისაჲ, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაგჳშრტებიან.

9.  მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ; მივედით მოფარდულთა და იყიდეთ თქუენდა.

10.  მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და მზანი იგი შევიდეს მის თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.

11.  უკუანაჲსკნელ მოვიდეს სხუანი იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ!

12.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.

13.  აწ მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით დღე იგი, არცა ჟამი.

14.  ვითარცა კაცსაღა ეგულებინ გზად სლვად, მოუწოდა თჳსთა მონათა და მისცა მათ ნაყოფი თჳსი;

15.  და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი, და რომელსამე -- ორი, და რომელსამე -- ერთი, თითოეულსა მსგავსად თჳსისა ძალისა, და წარვიდა.

16.  მუნქუესვე წარვიდა, რომელმან ხუთი ქანქარი მიიღო, იქმოდა მას და შესძინა სხუაჲ ხუთი.

17.  ეგრეცა, რომელმან ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.

18.  ხოლო რომელმან ერთი იგი მიიღო, წარვიდა და აღმოთხარა ქუეყანაჲ და დამალა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ.

19.  შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი მათ მონათაჲ და ყო სიტყუა მათ თანა.

20.  და მოვიდა, რომელსა ხუთი ქანქარი მიეღო, მოართუა მას სხუაჲ ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა, ესერა, სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე.

21.  ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

22.  წარდგა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც, აჰა, ორი სხუაჲ ქანქარი შევსძინე.

23.  ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ შენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

24.  წარმოდგა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და თქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელ კაც ხარ შენ: მოიმკი, სადა არა სთესი, და შეიკრიბი, რომელ არა განგიბნევიან.

25.  და შემეშინა, მივედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, შენ თანა არს შენი.

26.  მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო, უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიენ,

27.  გიღირდა ვეცხლი იგი ჩემი მიცემად ვაჭართა, და მო-მცა-ვედ მე და მო-მცა-ვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.

28.  აწ მოუღეთ მას ქანქარი იგი და მიეცით, რომელსა აქუს ათი ქანქარი!

29.  რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, ხოლო რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუნდეს, მი-ვე-ეღოს მისგან.

30.  და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

31.  რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა და ყოველნი ანგელოზნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა;

32.  და შეკრიბნეს წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა მწყემსმანღა განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან.

33.  და დაადგინნის ცხოვარნი იგი მარჯუენით მისსა, ხოლო თიკანნი -- მარცხენით.

34.  მაშინ ჰრქუას მეუფემან მან მარჯუენითკერძოთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ, რომელი-იგი განმზადებულ არს თქუენთჳს სასუფეველი დაბადებითგან სოფლისაჲთ.

35.  რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;

36.  შიშუელ ჰჳყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ჰჳყავ, და მოხუედით ჩემდა.

37.  მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი, და გასუთ შენ?

38.  ანუ ოდეს გიხილეთ შენ უცხოჲ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ?

39. ოდეს სადა გიხილეთ სნეული, ანუ საპყრობილეს შინა და მოვედით შენდა?

40.  მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: რაოდენი-რაჲ უყავთ ერთსა ამას ძმათა ჩემთა მცირედთაგანსა, მე მიყავთ.

41.  მაშინ ჰრქუას მარცხენითკერძოთაცა მათ: წარგუალეთ ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისა და მსახურთა მისთა,

42.  რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;

43.  უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და საპყრობილეს შინა ვიყავ, და არა მოხუედით.

44.  მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოჲ, ანუ შიშუელი, ანუ სნეული, ანუ საპყრობილესა შინა და არა გმსახურეთ შენ?

45. მიუგოს მათ და ჰრქუას: მართლიად გეტყჳ თქუენ: სადა არა უყავთ ერთსა ამათ მცირედთაგანსა, არცა მე მიყავთ.

46. და მივიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი -- ცხორებასა საუკუნესა.

 
26

1.  და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:

2.  უწყით, რამეთუ ორისა დღისა შემდგომად ზატიკი ყოფად არს, და ძჱ კაცისაჲ მიცემად არს ჯუარ-ცუმად.

3.  მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას მღდელთმოძღურისასა, რომელსა ერქუა კაჲაფა,

4.  და ზრახვა-ყვეს, რაჲთამცა იესუ ზაკუვით შეიპყრეს და მოკლეს.

5.  და იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა შინა, რაჲთა არა ამბოხება იყოს შორის ერსა.

6.  ხოლო იესუ, ვითარ იყო ბეთანიას სახლსა სიმონისსა, განბოკლებულისასა,

7.  მოუჴდა მას დედაკაცი, რომელსა აქუნდა შიშითა ნელსაცხებელი დიდისსასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა ზედა მისსა, ვითარ ინაჴ-ედგა მას.

8.  იხილეს რაჲ მოწაფეთა, გული განუწყრა და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ამის ნელსაცხებელისაჲ?

9.  რამეთუ ღირდა განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა.

10.  ხოლო ვითარ აგრძნა იესუ, ჰრქუა მათ: რაჲსათჳს დააშრობთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ:

11.  გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

12.  რამეთუ დამასხა მე ამან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა ზედა, სამკუდროჲს-შემოსისა ჩემისათჳს მიყო მე.

13.  ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოელსა სოფელსა, ითქუას, რომელ-ესე ყო ამანცა, საჴსენებელად მაგისა.

14.  მაშინ მივიდა ერთი ათორმეტთაგანი, რომელსა სახელი ერქუა იუდა სკარიოტელი, მღდელთმოძღუართა მათ

15.  და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი თქუენ? და მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი.

16.  და მიერითგან ეძიებდა განმარჯუებულსა ჟამსა, რაჲთამცა მისცა იგი მათ.

17.  ხოლო პირველსა მას ბალარჯობასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს: სადა გნებავს, დაგიმზადოთ შენ ჭამად ზატიკი ესე?

18.  და მან ჰრქუა მათ: მივედით ვისამე ქალაქად და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო ზატიკი ესე მოწფითურთ ჩემით.

19. და ყვეს ეგრე მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და დაუმზადეს მას ზატიკი იგი.

20.  და ვითარ დამწუხრდა, ინაჴ-იდგა ათორმეტთა მოწაფეთა თანა.

21.  და ვითარ ჭამდეს იგინი, ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.

22. და დაწუხნეს ფრიად და იწყეს სიტყუად თითოეულად: ნუმცა მე ვარ, უფალო?

23.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: რომელმან შთამოყოს ჴელი ჩემ თანა პინაკსა, ამან მიმცეს მე.

24.  ძჱ სამე კაცისაჲ მივიდეს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ მას კაცსა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის. კეთილმცა ყოფილ იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.

25.  მიუგო იუდა, რომელ მიცემად ვიდოდა მას, და ჰრქუა: ნუმცა მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას: შენ სთქუ.

26.  და იგინი ვითარ ჭამდეს, მოიღო იესუ პური და აკურთხა, განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მიიღეთ, ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი!

27.  და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა,

28.  რამეთუ ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, რომელ მრავალთათჳს დაითხევის მისატევებელად ცოდვათა.

29.  ხოლო გეტყუ თქუენ: არღარა ვსუა ამიერითგან ამის ნაყოფისაგანი ვენაჴისაჲ მი-მუნ--დღემდე, რაჟამს ვსუა ეგე თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.

30.  და გალობით გამოვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

31. მიუგო მაშინ იესუ და ჰრქუა მათ: ყოველნივე დაჰბრკოლდეთ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსანი.

32.  ხოლო რაჟამს აღვდგე, წარგიძღუე თქუენ გალილეად.

33.  მიუგო პეტრე და ჰრქუა: ყოველნი თუ დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ.

34.  ჰრქუა მას იესუ: მართლიად გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმის-ყივიდმდე, სამგზის უვარ-მყო მ{ე}.

35.  ჰრქუა მას პეტრე: სიკუდილიღა თუ შემხუედეს შენ თანა, არავე უვარ-გყო შენ. ეგრეცა ყოველთა მოწაფეთა თქუეს.

36.  მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა სახელი ერქუა გესემანი, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: დასხედით მანდა, ვიდრემდის მივიდე და თაყუანის-ვსცე.

37.  და წარიყვანა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი, იწყო ზრუნვად და ურვად.

38.  მაშინ ჰრქუა მათ: შეჭუვნებულ არს სული ჩემი მისიკუდიდმდე; მელოდეთ მე აქა და მღჳძარე იყვენით ჩემ თანა.

39.  და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, მარჯუე თუ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.

40.  და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ეგოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ ღჳძებად ჩემ თანა.

41.  იღჳძებდით და თაყუანის-სცემდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.

42.  მერმე მეორედ მივიდა, თაყუანის-სცა და თქუა: მამაო ჩემო, ვერ თუ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსუ, იყავნ ნებაჲ შენი.

43.  და მოვიდა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.

44.  და დაუტევნა იგინი და მივიდა, თაყუანის-სცა მესამედ, იგივე სიტყუაჲ თქუა მერმე.

45.  მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა, ესერა, მოიწია ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.

46.  აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა, ესერა, მოწევნულ არს მიმცემელი იგი ჩემი.

47.  და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა, იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლოსანნი და წათოსანნი მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.

48.  ხოლო მიმცემელმან მან მისმან მისცა მათ სასწაული და ჰრქუა: რომელსაცა ამბორს-უყო, იგი არს. შეიპყართ იგი!

49.  და მუნქუესვე მოუჴდა და ჰრქუა იესუს: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო.

50.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: მოყუასო, რომლისათჳს მოსრულ ხარ? მაშინ მიუჴდეს და შეასხნეს ჴელნი იესუს და შეიპყრეს იგი.

51.  და ერთმან ვინმე იესუსთანამან მიყო ჴელი, აღმოიჴადა მახჳლი თჳსი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური.

52.  მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ეგე ადგილადვე თჳსა, რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიღოს მახჳლი, მახჳლითაცა მოწყდეს.

53.  ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ შემძლებელ ვარ ვედრებად მამისა ჩემისა, და დამიდგინოს მე აწ აქა უფროჲს ათორმეტი დასი ანგელოზთაჲ?

54.  და ვითარმე აღესრულოს წიგნები იგი, რამეთუ ესრე ჯერ-არს ყოფად?

55.  მას ჟამსა შინა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათითა შეპყრობად ჩემდა; მარადღე ტაძარსა მას შინა ვჯედ თქუენ თანა და გასწავებდი, და არა შემიპყართ მე.

56. ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს წიგნები იგი წინაწარმეტყუელთაჲ. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.

57.  ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაჲაფაჲს მღდელთმოძღურისა, სადა მღდელთმოძღუარნი და მოხუცებულნი შეკრებულ იყვნეს.

58.  ხოლო პეტრე მისდევდა მას შორს ეზოდ მღდელთმოძღურისა და შევიდა შინა, დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.

59. და მღდელთმოძღუარნი იგი და ყოველი იგი კრებული ეძიებდეს ცრუჲს-წამებასა იესუსთჳს, რაჲთამცა მოაკუდინეს იგი,

60.  და არა პოეს. და მრავალნი მოვიდეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი

61.  და თქუეს: ამან თქუა: შემძლებელ ვარ დარღუევად ტაძრისა მის ღმრთისაჲსა და მესამესა დღესა აღშენებად.

62.  აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არას მიუგებ, რასა ესენი გასმენენ შენ?

63.  ხოლო იესუ დუმნა. და მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოელისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა?

64.  ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ თქუენ ძე კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

65.  მაშინ მღდელთმოძღუარმან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ბასრობს; რაჲსაღა გჳჴმს მოწამე? ეგერა, აწ გესმა ბასრობაჲ იგი მისი.

66. რაჲ ჯერ-გიჩს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და თქუეს: სიკუდილის თანამდებ არს.

67.  მაშინ ნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴჳრთითა ჰცემდეს, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს

68.  და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ.

69.  ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა მას. და მიუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა: შენცა იყავ იესუს თანა, გალილეველისა.

70.  მან უვარ-ყო წინაშე ყოვლისა და თქუა: არა უწყი, რასა იტყჳ.

71.  და ვითარ გამოვიდა იგი ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მათ, რომელნი მუნ დგეს: ესე იესუს თანა იყო, ნაზორეველისა.

72.  და კუალად უვარ-ყო ფიცით, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.

73. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს, რომელნი დგეს მუნ, და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი საცნაურ-გყოფს შენ.

74.  მაშინ იწყო წყევად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე. -- და მუნქუესვე ქათამი ყივა.

75.  და მოეჴსენა სიტყუაჲ იგი იესუსი, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: ვიდრე ქათმის-ყივილამდე სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

 
27

1.  და ვითარ განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთმოძღუართა და ხუცესთა ერისათა იესუსთჳს, რაჲთამცა მოაკუდინეს იგი.

2.  და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს პილატეს ბჭესა.

3.  მაშინ იხილა იუდა, მიმცემელმან მისმან, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და უკუნსცა ვეცხლი იგი მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა.

4.  და ჰრქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი.

5.  და დააგდო ვეცხლი იგი ტაძარსა მას და მივიდა და შიშუდილ-იბა.

6.  ხოლო მღდელთმოძღუართა მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ღირს ესე დადებად საფასეთა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.

7.  ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.

8.  ამისთჳს ერქუა აგარაკსა მას აგარაკ სისხლის მოდღენდელად დღემდის.

9.  მაშინ აღესრულა სიტყუაჲ იგი იერემია წინაწარმეტყუელისა თქუმული: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ, რომელ-იგი სასყიდლის-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.

10.  და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა{ჲ}სა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.

11.  ხოლო იესუ წ{ა}რდგა წინაშე მის ბჭისა. ჰკითხვიდა მას და ჰრქუა: შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ.

12.  და ვითარ ასმენდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი, არას მიუგებდა იგი.

13.  მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმის, რაოდენსა ესენი შეგწამებენ შენ?

14.  და არა მიუგო მას არცა ერთსა სიტყუასა, ვითარმედ დაუკჳრდებოდა ბჭესა მასცა ფრიად.

15.  ხოლო დღესასწაულად-დღესასწაულად ჩუეულ იყო ბჭე იგი მიტევებად ერთისა პყრობილისა ერსა მას, რომელცა ჰნებავნ.

16.  პყრობილ ვინმე იყო მაშინ წარჩინებული, რომელსა ერქუა ბარაბა.

17.  და ვითარცა შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: რომელი გნებავს, ორთაგანი მიგიტევო თქუენ: ბარაბაჲ, ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?

18.  უწყოდა, რამეთუ შურობით მიეცა იგი.

19.  და ვითარ ჯდა იგი საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან თჳსმან და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და მაგის მართლისაჲ? რამეთუ მრავალი ჭირი შემხუედა მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.

20.  ხოლო მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა მოითხოონ ბარაბა და იესუ წარწყმიდონ.

21.  მიუგო მსაჯულმან მან და ჰრქუა მათ: რომელი გნებავს ორთაგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ თქუეს: ბარაბა.

22. ხოლო ჰრქუა მათ პილატე: აწ უკუე რაჲ ვყო იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას: ჯუარს-ეცუნ.

23.  ხოლო მან ჰრქუა: რაჲ ძჳრი უქმნიეს? იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცუნ.

24.  იხილა რაჲ პილატე, რამეთუ არას არგებდა, არამედ უფროჲსი ამბოხი იქმნებოდა, მოიღო წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისაჲსა, თქუენ იგულეთ.

25. და მიუგო ყოველმან ერმან და თქუა: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და ჩუენთა შვილთა ზედა.

26.  მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუ გუემა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.

27.  მაშინ ერისა კაცთა მათ ბჭისათა წარიყვანეს იესუ ურაკპარაკად და შეკრიბეს მის ზედა ყოველი ნათესავი იგი.

28.  და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.

29.  და შექმნეს გჳრგჳნი ეკლისაჲ და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მარჯუენესა ჴელსა მისსა, და მუჴლნი დაიდგნიან წინაშე მისსა და ეკიცხევედ მას და ეტყჳედ: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!

30.  და ჰნერწყჳდეს მას და მოიღიან ლერწამი იგი და სცემედ თავსა მისსა.

31.  და რაჟამს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად.

32.  და ვითარ გამოვიდოდეს, პოეს კაცი კჳრინელი, რომელსა სახელი ერქუა სიმონ. ესე წარიქციეს, რაჲთა აღიკიდოს ჯუარი მისი.

33.  და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა სახელი ერქუა გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.

34.  და მისცეს მას სუმად ღჳნოჲ ნავღელრეული. და ვითარ გემოჲ იხილა, არა უნდა სუმად.

35.  ხოლო ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი წილით, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაწარმეტყუელისაჲ: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა წილ-იგდეს.

36. და სხდეს მუნ და სცვიდეს.

37.  და დადვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი, ვითარმედ: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ.

38. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი -- მარჯუენით მისა და ერთი -- მარცხენით.

39.  ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰბასრობდეს მას და ხრიდეს თავსა მათსა

40. და ეტყოდეს: ჵ, რომელი დაარღუევდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ მას, განარინე თავი შენი; ძე თუ ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ ჯუარით!

41.  ეგრეცა მღდელთმოძღუარნი იგი ეკიცხევდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და იტყოდეს:

42.  სხუანი აცხოვნნა, თავისა თჳსისაჲ ვერ უძლოს ცხოვნებად. უკუეთუ მეუფე ჰურიათაჲ არს, გარდამოჴედინ აწ ჯუარით, და გურწმენეს იგი.

43.  რამეთუ ესვიდა ღმერთსა, აწ იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარ.

44.  ეგრეცა ავაზაკნი იგი, რომელ ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა, აყუედრებდეს მას.

45.  და მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველსა ქუეყანასა ზედა მი-ცხრა ჟამამდე.

46.  და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ჱლი, ჱლი! ლამა საბაკთანი? ესე არს: ღმერთო, ღმერთო ჩემო! რად დამაგდებ მე?

47.  და რომელთა ესმა, იტყოდეს: აჰა, ელიას უჴმობს ესე.

48.  და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი, აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას.

49.  ხოლო სხუანი ეტყოდეს: აცადეთ, ვიხილოთ, მო-ძი-ვიდეს ელია განრინებად მაგისა.

50.  ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და აღმოუტევა სული.

51.  და, აჰა, კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან ზენაჲთგან მი-ქუენამდე, და ქუეყანაჲ შეიძრა, და ლოდნი განსთქდეს.

52.  და სამარენი აეხუნეს, და მრავალნი ჴორცნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს,

53. და გამოვიდეს სამარით და შემდგომად აღდგომისა მისისა შევიდეს წმიდასა ქალაქსა და ეჩუენნეს მრავალთა.

54.  ხოლო ასისთავმან მან, და რომელნი სცვიდეს მის თანა იესუს, ვითარ იხილეს ძრვაჲ იგი, და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და თქუეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.

55.  და იყვნეს მუნ დედანი მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი-იგი მოსდევდეს იესუს გალილეაჲთ მსახურებად მისა,

56.  რომელ იყო მარიამ მაგდანელელი და მარიამ იაკობისი და იოსეფის დედაჲ, და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.

57.  და ვითარ დამწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, რომელსა სახელი ერქუა იოსებ, რამეთუ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუსა.

58.  ესე მიუჴდა პილატეს და მოჰსთხოვნა ჴორცნი იგი იესუსნი. მაშინ უბრძანა პილატე მიცემად მას.

59.  და მოიხუნა ჴორცნი იგი იოსეფ და შეგრაგნა იგი არდაგსა წმიდასა.

60. და დადვა ახალსა შინა სამარესა თჳსსა, რომელი-იგი აღმოეკუეთა კლდესა შინა, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას მის საფლავისასა და წარვიდა.

61. და იყო მუნ მარიამ მაგდანელელი და მერმე მარიამი, სხდეს წინაშე სამარესა მას.

62.  ხვალისაგან, რომელ არს პარასკევისა შემდგომად, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი პილატესა

63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ ჩუენ, რამეთუ მან მაცთუნებელმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგე.

64. ბრძანე აწ დაკრძალვაჲ საფლავისაჲ მის მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი ღამე და წარიპარონ იგი და ჰრქუან ერსა მას, ვითარმედ: აღდგა იგი მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.

65.  ჰრქუა მათ პილატე: გაქუნს თქუენ დასი; მივედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.

66.  ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.

 
28

1.  მწუხრი შაფათსა, რომელი განთენებოდა ერთშაფათად, მოვიდა მარიამ მაგდანელელი და მერმე მარიამი ხილვად საფლავისა მის.

2.  და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან და დაჯდა მას ზედა.

3.  იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ და სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი.

4.  და საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკუდარნი.

5.  მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; უწყი, რამეთუ იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ.

6.  არა აქა არს, არამედ აღდგა იგი, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი იგი, სადა იდვა უფალი.

7.  და ადრე წარვედით და არქუთ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და, აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი. აჰა, ესერა, გარქუ თქუენ.

8.  და წარვიდეს ადრე-ადრე მიერ სამარით შიშითა და სიხარულითა დიდითა; მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.

9.  და, აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მიუჴდეს და შეუპყრნეს ფერჴნი მისნი და თაყუანის-სცეს მას.

10. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, მივედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა მივიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე.

11. და ვითარ იგინი წარვიდეს, მუნქუეს ოდენ დასისა მისგანნი ვინმე მოვიდეს ქალაქად და მიუთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველივე, რაჲცა-იგი იქმნა.

12.  და შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი მოხუცებულებითურთ, ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ

13.  და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.

14.  და ღათუ ესმეს ესე ბჭესა მას, ჩუენ ვარწმუნოთ მას და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.

15.  ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღენდელად დღემდის.

16.  ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ.

17.  და ვითარცა იხილეს იგი, თაყუანის-სცეს მას; და რომელნიმე შეორგულდეს.

18.  და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მოცემულ არს ჩემდა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.

19.  წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,

20.  და ასწავებდით მათ დამარხვად ყოვლისა, რაოდენი გამცენ თქუენ. და, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.


----------------------------------------------------------------------------------
 

პირობითი ნიშნები
 

[ ] – ხელნაწერის დაზიანების გამო აღდგენილი ტექსტი

{ } – ნაწილობრივ დაზიანებული ტექსტი

[[ ]] – ბერძნული დედანიდან მომდინარე მუხლის კლება

ქვეყნისა და ადამიანის გაჩენა

იყო დრო, როცა არაფერი არ არსებობდა: არც ცა, არც ქვეყანა; იყო მხოლოდ ღმერთი და მან პირველად გააჩინა მასალა, რომლისაგანაც ექვსი დღის განმავლობაში შექმნა მთელი ხილული ქვეყნიერება. პირველ დღეს ღმერთმა გააჩინა ნათელი; მეორე დღეს - ცა ანუ სამყარო; მესამე დღეს განყო წყალი მიწისაგან, ესე იგი  გააჩინა ხმელეთი და ხმელეთზე - წყალი: მდინარეები, ზღვები, ტბები, ნაკადულები და სხვ. აგრეთვე ყოველგვარი მცენარე; მეოთხე დღეს - ცის მნათობნი: მზე, მთვარე და ვარსკვლავები; მეხუთე დღეს - თევზები და ფრინველები (წყლისა და ჰაერის ცხოველები); მეექვსე დღეს - ყველა ოთხფეხი ცხოველი და ქვეწარმავალი. ამავე დღეს ღმერთმა ბრძანა: შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. და შექმნა ღმერთმა სხეული პირველი კაცისა მიწისაგან და შთაბერა მას სული მინიჭებული ჭკუითა და გონებით. და უწოდა ღმერთმა პირველ კაცს სახელად ადამი. რამდენიმე ხნის შემდეგ ღმერთმა გააჩინა ქალიც ადამის ნეკნისაგან, რომელიც გამოუღო ძილის დროს, და მისცა ქალსაც ისეთივე სული. და უწოდა ადამმა ქალს ცოლი და თქვა: ეს ჩემი ძვალი და ხორცია, რადგან ჩემგან გამოვიდაო. ღმერთმა აკურთხა პირველი ცოლ-ქმარი და უთხრა: აღორძინდით და განმრავლდით, აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას. ექვს დღეში დაასრულა ღმერთმა ქვეყნის შექმნა. მეშვიდე დღე კი აკურთხა და დაგვიდგინა თვისდა სადიდებლად და უწოდა ამ დღეს შაბათი (მოსვენება).

 
ანგელოზები და ეშმაკები

ქვეყნიერების გაჩენამდე, ღმერთმა გააჩინა ურიცხვი ანგელოზები. ანგელოზი არის სული უსხეულო, გონიერი და თავისუფალი. ანგელოზის მოვალეობაა აუწყოს ადამიანს ღვთის ნება და დაიცვას იგი ცუდი საქმისაგან. ყველა ანგელოზი თავისუფალ, კეთილ სულად გააჩინა ღმერთმა, მაგრამ ერთმა მთავარანგელოზმა ბოროტად მოიხმარა ეს თავისუფლება. იგი წინ აღუდგა ღმერთს და თვით ღმერთობაც კი მოინდომა. მის მაგალითს წაბაძეს სხვა ანგელოზებმაც და ამით განარისხეს ღმერთი. ამიტომ ღმერთმა მოაკლო მათ თავისი მადლი და მფარველობა და ამიტომაც შემცდარი ანგელოზები შეიქნენ ღვთისაგან შერისხულ ბოროტ სულებად. შემცდარ მთავარანგელოზს დაერქვა ეშმაკი (მაცდური) ანუ სატანა, ხოლო სხვებს ბოროტი სულები, ან ეშმაკის ანგელოზები. რადგან თვით შერისხული არიან ღვთისაგან, ბოროტი სულები ცდილობენ ადამიანიც აცდუნონ და მოაკლონ ღვთის მადლსა და მოწყალებას. ეშმაკმა მალე პირველი მშობლებიც შეაცდინა და დააშორა ისინი ღვთის მადლს.

ყოველი ბოროტი, ცუდი და მავნებელი სურვილი და მოთხოვნილება, რომელიც გაუჩნდება ადამიანს, ეშმაკისაგან არის, მის შესაცდენად აღძრული; ამიტომ ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ ასეთ სურვილებს გავლენა არ მიცვეთ ჩვენზე. ყოველი კეთილი აზრი და სურვილი ანგელოზისგან არის და უნდა ვეცადოთ კიდეც დავემორჩილოთ ასეთ აზრებს და სურვილებს. ყოველი ქრისტიან კაცს მიჩენილი ჰყავს ღვთისაგან საკუთარი ანგელოზები, რომელიც იცავს მას ბოროტი სულისაგან, თუ კი თვით კაცი დაემორჩილება. ასეთ ანგელოზს ჰქვია მფარველი ანგელოზი.

 
პირველი ადამიანების ცხოვრება

ადამი და მისი ცოლი ღმერთმა დაასახლა აღმოსავლეთით საგანგებოდ მოწყობილ ბაღში, რომელსაც ერქვა ედემი ან სამოთხე. ედემში განსაკუთრებით საუცხოო ხეხილი და მცენარეულობა ხარობდა. ღმერთმა დაუმორჩილა ადამს ყოველი ცხოველი და უბრძანა შესაფერი სახელი ეწოდებინა მისთვის; ამასთანავე დაავალა ბაღის მოვლაც; ღმერთმა ადამიანს საჭმელად მიუჩინა ხილეულობა და თესლეულობა, ხოლო ცხოველებს - ბალახი.

სანეტარო იყო პირველი ადამიანების ცხოვრება სამოთხეში: მათ არ იცოდნენ, რა იყო შიში, მწუხარება, სიცხე, სიცივე, შიმშილი, სირცხვილი, ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი; მათი სინდისი დამშვიდებული იყო, რადგან ცოდვა და ბოროტება ფიქრადაც არ მოსდიოდათ. გარდა ამისა, იყვნენ სრულიად თავისუფალი ყოველგვარ საქმეში, მაგრამ მათი უდიდესი ბედნიერება იმაში უფრო მდგომარეობდა, რომ ღმერთი ხშირად ეცხადებოდა მათ და საუბრობდა მათთან, როგორც კეთილი მამა თავის შვილებთან.

 
ცოდვით დაცემა

დიდხანს ვერ შეინარჩუნეს პირველმა მშობლებმა ნეტარი ცხოვრება, მალე შესცოდეს ღმერთს, დაჰკარგეს სამოთხე და დაიმსახურეს სიკვდილი. ეს ასე მოხდა: ედემში ღვთის განგებით ხარობდა ორი ხე: ერთს ერქვა ხე ცხოვრებისა, მეორეს - ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფის ჭამა ნებადართული იყო ღვთისაგან და იცავდა ადამიანს სიკვდილისაგან, ხოლო მეორე ხის ნაყოფის თაობაზე ღმერთმა უთხრა ადამს: არ სჭამო, თორემ მოკვდებიო.

თვით ხის ნაყოფი კი არ ყოფილა საწამლავი, მომაკვდინებელი ის იყო, რომ იმის ჭამით ირღვეოდა ღვთის ბრძანება.

ადამი და მისი ცოლი პირველ ხანებში მტკიცედ ასრულებდნენ ღვთის ბრძანებას და აკრძალული ხის შეხებასაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ მალე ეშმაკმა შეაცდინა ისინი. ეშმაკმა დაისადგურა გველში, მისი საშუალებით გამოელაპარაკა ქალს და დაარწმუნა, რომ ღმერთმა მოატყუა ისინი, როცა აუკრძალა ამ ხის ნაყოფის გემოს ხილვა, დაარწმუნა, რომ აკრძალულ ხის ნაყოფს და შეჭამენ, კი არ მოკვდებიან, ღმერთები შეიქნებიან და ყველაფერსაც შეიტყობენ. ქალმა დაუჯერა ეშმაკს, ხილის სილამაზემაც მიიზიდა, დაკრიფა, ჭამა და ადამსაც შესთავაზა; მანაც ჭამა და ამნაირად დაარღვიეს ღვთის ბრძანება.

 
დასჯა ცოდვის გამო

იგემეს თუ არა აკრძალული ხილი, პირველმა მშობლებმა მაშინვე იგრძნეს, რომ შესცოდეს; დაინახეს, რომ შიშველი იყვნენ, შერცხვათ და ლეღვის ფოთლებით იფარავდნენ სიშიშვლეს. საღამო ჟამს მოესმათ ხმა უფლისა ედემში, შეეშინდათ და დაიმალნენ. ღმერთმა მოუწოდა ადამს. ადამმა უპასუხა: „მესმა, უფალო, ხმა შენი, შემეშინა, მიტომ, რომ შიშველი ვარ და დავიმალე“. „ვინ შეგატყობინა, რომ შიშველი ხარ, ხომ არ გიჭამია ხის ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე?“ - ჰკითხა ღმერთმა ადამს. ადამმა უთხრა: „შენმა მოცემულმა ცოლმა მომცა და მეც ვჭამეო“. ქალმა კი უთხრა: „გველმა შემაცდინაო“. ამიტომ ღმერთმა დასაჯა ისინი; გამოყარა სამოთხიდან და უთხრა: ადამს: ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა, სანამ მიწად არ იქცევი, რომლისაგან მოღებული ხარ. ქალს უთხრა: ავადმყოფობით შობდე შვილსა და ქმარი უფლებდეს შენზედაო. ღმერთმა გველიც დაწყევლა და აღუთქვა შეცოდებულ ადამიანებს, რომ თესლი დედაკაცისა შემუსრავს თავსა გველისასა, ესე იგი, დედაკაცისაგან უმამოდ დაიბადება კაცი, რომელიც სძლევს ეშმაკს, და გაათავისუფლებს ადამიანს მისი მონობისაგან. ეს იყო პირველი აღთქმა მაცხოვრის შესახებ და ამის სახსოვრად უფალმა ასწავლა ადამს მსხვერპლის შეწირვა და სამსხვერპლო ცხოველის ტყავისაგან ტანისამოსის კეთება. ამის შემდეგ ადამმა უწოდა ცოლს სახელად ევა (სიცოცხლე), რადგან იგი შეიქმნა დედა ყოველთა.

მრავალმოწყალე ღმერთს, შეიძლება კიდეც ეპატიებინა მათთვის შეცოდება, რომ ცოლ-ქმარს შეენანიებიათ, მაგრამ ამის მაგიერ, თავის მართლება დაიწყეს და თვით ღმერთსაც კი დასდვეს ბრალი; ადამმა პირდაპირ უთხრა ღმერთს: შენმა მოცემულმა ცოლმა შემაცდინაო, ევამ კი გველს დააბრალა. ამიტომ ღმერთმაც არ აპატია შეცოდება.

ყოველმა კაცმა თავისი ცოდვა თავის თავს უნდა დააბრალოს. ეშმაკს შეუძლია მხოლოდ შეაგონოს ადამიანი, ძალას კი ვერ დაატანს, ამის უფლება მას არ აქვს კაცზე. ევას მხოლოდ ურჩია ეშმაკმა ნაყოფის ჭამა, ძალა კი არ დაუტანებია, გინდა თუ არა ჭამეო. როცა ცუდი სურვილი დაგვებადება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეშმაკისაგან არის. ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული დავემორჩილებით თუ არა.

ამნაირად, უკვდავებისა და ნეტარებისათვის გაჩენილი ადამიანი, თავისი შეცოდების გამო, შეიქნა მოკვდავი და უბედური. ხშირად გავიგონებთ ხოლმე, თითქოს საყვედურივით: რატომ მარტო პირველი ადამიანები არ დაიხოცნენ თავისი ცოდვებისათვის, ჩვენ რაღა დავაშავეთ, რომ ყველანი ვიხოცებითო? როგორც ვიცით, მსგავსი მსგავსსა შობს, წამხდარი თესლისაგან ნაყოფიც წამხდარი გამოვა, წამხდარი წყაროსაგან ნაკადულიც წამხდარი გამოდის. ასევე უნდა ვიფიქროთ ადამიანზეც. ცოდვილი მშობლებიდან, შვილებიც ცოდვილი უნდა დაბადებულიყვნენ. ამიტომ პირველი მშობლების ცოდვა ჩვენზედაც გადმოვიდა ყველა თავისი შედეგებით. ადამის მიერ ჩადენილი ცოდვით მთელი კაცობრიობა მოიწამლა და ამიტომ ყველა მოკვდავი შევიქენით, რადგან ჩვენც ყველანი ვცოდავთ, როგორც ამას დავინახავთ კაენის და შემდეგი თაობის მოქმედებიდან.

 
კაენი და აბელი

ედემიდან გამოძევებული ადამ და ევა იქვე, ედემის მახლობლად დაესახლენ. მალე მათ გაუჩნდათ შვილები. უფროს ვაჟს დაარქვეს კაენი, უმცროსს - აბელი. პირველი მიწის მუშა იყო, მეორე - მწყემსი. ერთხელ ამათ, როგორც მამისაგან ესწავლათ, ღმერთს მსხვერპლი შესწირეს, აბელს ახსოვდა აღთქმული მაცხოვარი, რომლისთვისაც სწირავდა მსხვერპლს, კაენს კი არ ახსოვდა. ამიტომ ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, კაენის კი უარყო. კაენი შურით აივსო. ღმერთმა გააფრთხილა კაენი, რომ ცოდვა არ ჩაედინა, მაგრამ მან ყური არ უგდო ამ გაფრთხილებას, გაიტყუა მინდვრად აბელი და მოკლა. ღმერთმა ამხილა კაენი ძმის მკვლელობაში, მაგრამ კაენმა არ შეინანა. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი და გააძევა მამის სახლიდან. ამის შემდეგ ძმისმკვლელი კაენი დაძრწოდა ქვეყანაზე და ვერსად პოულობდა მოსვენებას, სანამ თვით არ იქნა მოკლული. აბელის მაგიერ ღმერთმა მისცა ადამს ვაჟი სეითი.

ეს იყო პირველი მკვლელობა, რომელიც მოხდა ქვეყნის გაჩენის შემდეგ. ძლივს ორი ძმა დაიბადა ქვეყანაზე და ერთმა მეორე მოკლა. რატომ? იმიტომ, რომ ერთს შეშურდა, შეეხარბა მეორის კარგი კაცობა, მისი სათნო-ყოფა ღვთის წინაშე.

ასეთი ბოლო მოსდევს უგნურ შურს. გავუფრთხილდეთ, რომ არაფერი შეგვშურდეს სხვისი. თუ რამე სიკეთე შევამჩნიეთ ვისმე, ნუკი შეგვეხარბება, არამედ ვეცადოთ, რომ ჩვენც კარგები ვიყვნეთ. თუ შენი ამხანაგი კარგად სწავლობს, კეთილი ბავშვია და მასწავლებელს უყვარს, ამიტომ ნუკი შეგძულდება იგი, ნუკი შეგეხარბება მისი სიკეთე, არამედ წაბაძე მას, შენც კარგად ისწავლე, პატიოსნად მოიქეცი და მასწავლებელს თავი შეაყვარე. მოკვლის მაგიერ რომ კაენს აბელის სიკეთისთვის წაებაძა, თვითონაც მალე გახდებოდა ღვთის სათნო კაცი და მის მსხვერპლსაც მოწყალებით მიიღებდა ღმერთი. ახლა კი დაისაჯა იგი. ასე დაისჯება ყოველი ხარბი კაცი, რომელიც მოძმის ცუდს იფიქრებს.

კაენი ღმერთმა წინდაწინვე გააფრთხილა, რომ ძმა არ მოეკლა. ასე გვაფრთხილებს ჩვენც ღმერთი, როცა რომელიმე ცუდ საქმეს ვეპირებით, გული გვიშლის. ეს ღმერთი გვაფრთხილებს, ნუ იქმნ ცოდვასო და ჩვენც უნდა დავუჯეროთ. კაენი ღმერთმა ამხილა ძმის მკვლელობაში, ჩვენც ასე გვამხელს ხოლმე ღმერთი, როცა ღმერთის გაფრთხილებას არ მივიღებთ და ცუდ საქმეს მაინც ჩავიდენთ, გული გვიწუხს, ვერ ვისვენებთ. ეს ღმერთი გვამხილებს ცოდვაში. რა უნდა ვქნათ მაშინ? უნდა გამოვტყდეთ, რომ ცუდი საქმე ჩავიდინეთ და თან აღთქმა დავდოთ, რომ აღარ გავიმეორებთ და ვეცდებით სხვა ცუდი საქმეც არ ჩავიდინოთ. თუ ისე არ მოვიქეცით, მუდამ მწუხარებაში ვიქნებით და ვერ მოვისვენებთ, როგორც კაენმა ვერ მოისვენა მთელ თავის სიცოცხლეში.


წარღვნა

გავიდა დიდი ხანი ქვეყნის გაჩენის შემდეგ, ხალხი გამრავლდა, მაგრამ მალე დაივიწყა ღმერთი. ამიტომ ქვეყანა გაირყვნა და აივსო უსამართლობით. არავინ დარჩა მართალი და მორწმუნე, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც სახელად ნოე ერქვა, და მისი ოჯახისა. ღმერთმა უბრძანა ნოეს ექადაგა, რომ ხალხი მოქცეულიყო. ნოემ იქადაგა ასოცი წელიწადი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მაშინ ღმერთმა განიზრახა წარღვნით მოესპო შეუნანებელი კაცობრიობა და უბრძანა ნოეს გაეკეთებინა კიდობანი, ე.ი. დიდი ხომალდი, და შესულიყო შიგ თავისი ოჯახით და თან შეიყვანა შვიდ-შვიდი წყვილი წმინდა ცხოველები და ფრინველები, ხოლო ორ-ორი წყვილი - უწმინდური. დაიხურა თუ არა კიდობნის კარები, დაუშვა კოკისპირული წვიმა და იწვიმა 40 დღე და ღამე. წყალი მიწიდან ამოსკდა, ზღვები და მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან, წყალმა დაფარა უმაღლესი მთის მწვერვალები. ყველა დაიღუპა, ვინც კი კიდობანს გარეთ დარჩა - ადამიანები და ცხოველები. ეს წარღვნა მთელი დედამიწის ზურგზე იყო და ამიტომ მსოფლიო წარღვნა ჰქვია.

 
კიდობნიდან გამოსვლა

ორმოცი დღის შემდეგ წვიმამ გადაიღო და წყალმაც კლება იწყო. კიდობანი, რომელიც აქამდის წყალზე უგზო-უკვლოდ ტივტივებდა, ბოლოს არარატის მთაზე გაჩერდა. ნოე დარჩა კიდობანში, სანამ დედამიწა არ გაშრა, შემდეგ გამოვიდა კიდობნიდან, ცხოველებიც გამოუშვა და გამოსვლისთანავე ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. ღმერთმა მიიღო ნოეს მსხვერპლი, გაუმეორა აღთქმა მაცხოვარზე და შეატყობინა, რომ ამის შემდეგ წარღვნა აღარ იქნება, და ნიშნად ამისა გამოუსახა ცისარტყელა.

ნოე თავისი ოჯახით ღმერთმა წარღვნას გადაარჩინა, იმიტომ, რომ იგი კეთილი კაცი იყო და ღმერთი უყვარდა. ასევე ჩვენც ყოველი გაჭირვებისაგან დაგვიხსნის ღმერთი, უკეთუ კეთილი ადამიანები ვიქნებით და მას არ დავივიწყებთ.

 
ქამის უმართებულო საქციელი

ნოე რომ კიდობნიდან გამოვიდა, მიწის დამუშავება დაიწყო და ვენახი გააშენა. როცა ვენახმა ნაყოფი გამოიტანა, ღვინო დააყენა, მეტი დალია, დაითრო და ქოხში შიშველს მიეძინა. მამის ასეთი მდგომარეობა პირველად შუათანა შვილმა - ქამმა შენიშნა და ძმებს დაცინვით შეატყობინა. როცა ნოემ გაიღვიძა და ქამის უმართებულო საქციელი შეიტყო, მოიხმო სამივე შვილი: სემი, ქამი და იაფეთი. სემი და იაფეთი აკურთხა, ქამი კი შეაჩვენა. სემს უთხრა: შენი თესლისაგან მაცხოვარი განხორციელდებაო. ქამს უთხრა: შენი შთამომავლობა შენი ძმების შთამომავლობის მონობაში დარჩებაო.

ნოეს ლოცვა-კურთხევა გადავიდა სემზე და იაფეთზე, ქამის ჩამომავლობასაც სავსებით შეუსრულდა მისი შეჩვენება.

ასეთ გავლენას აძლევს ღმერთი მშობლების ლოცვა-კურთხევას და მათ შეჩვენებას შვილებზე: ამიტომ უნდა ვეცადოთ კეთილი შვილები ვიყვნეთ, რომ მშობლების ლოცვა-კურთხევა დავიმსახუროთ.

 
გოდოლის შენება

წარღვნის შემდეგ კაცობრიობა ნოეს შვილებისაგან გამრავლდა. ჯერ ყველანი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და უფროსებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მალე დაივიწყეს ღმერთი, გაირყვნენ და გაამპარტავდნენ. მათ მოინდომეს ცამდის გოდოლის (კოშკის) აგება, რომ სახელი გაეთქვათ ქვეყანაზე და წარღვნის დროსაც თავი შეეფარებინათ. ღმერთს არ მოეწონა მათი ასეთი საქციელი და შეურია მაშენებლებს ენა. ხალხმა ვეღარაფერი გაიგო ერთი მეორისა და გაიფანტა სხვადასხვა ქვეყნებში. აქედან წარმოსდგა სხვადასხვა ხალხი და სხვადასხვა ენა. გოდოლს, რომელიც ვერ დაამთავრეს, დაერქვა ბაბილონი (შერევნა).

ამპარტავნება დიდად მავნებელია ადამიანისათვის. ამპარტავნებამ დაღუპა პირველად ანგელოზები, ამპარტავნებამ დააკარგვინა ადამს და ევას სამოთხე, ამპარტავნებამ გააბნია და გააშორა ერთი მეორეს ხალხი და წარმოშვა სხვადასხვა ენა. აქედან ჩანს, რომ ამპარტავანი არ უყვარს ღმერთს, და სჯის მას, ამიტომ უნდა ვეცადოთ გულში ამპარტავნება არ შეგვეპაროს, რომ ღმერთმა ჩვენც არ დაგვსაჯოს.

 
აბრაამის მოწოდება

გოდლის შენების შემდეგ გაფანტულმა ხალხმა მალე დაივიწყა თავისი მოდგმა და ჭეშმარიტი ღმერთი. შემოქმედის ნაცვლად ქმნილებებს დაუწყეს თაყვანისცემა. ღმერთად აღიარეს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ზოგიერთი ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები. აკეთებდნენ ამ საგნების გამოსახულებას, ასვენებდნენ სახლში ან საგანგებოდ გაკეთებულ ტაძრებში და თაყვანს სცემდნენ მათ. ასე წარმოსდგა კერპები და მათი თაყვანისცემა.

როცა მთელი კაცობრიობა კერპების თაყვანისმცემელი შეიქნა, ამ დროს ქალდეველთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე კაცი, სახელად აბრაამი. ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოება რომ შენახულიყო აბრაამის შთამომავლობაში მაინც, ღმერთმა უბრძანა მას დაეტოვებინა თავისი სამშობლო და ქანაანის ქვეყანაში გადასახლებულიყო. აბრაამი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, წაიყვანა თავისი ცოლი სარა და მივიდა ქანაანის ქვეყანაში. აქ ღმერთი ხელმეორედ გამოეცხადა მას და აღუთქვა: ამ ქვეყანას შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებო, და თესლისაგან შენისა იკურთხევიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანიო. ესე იგი, შენი შთამომავლობისაგან დაიბადება მხსნელი ქვეყნისაო. ამ დროს აბრაამს და სარას ჯერ კიდევ შვილი არ ჰყავდათ. აბრაამი დაესახლა ქანაანის ქვეყანაში მამბრეს ტყიან მიდამოში და იქ დაიდვა კარავი ერთი დიდი მუხის ძირას. ამ მუხას მამბრეს მუხა დაერქვა და დღესაც ხარობს პალესტინაში მისი ჯიში.

 
აბრაამი და სამი მგზავრი

აბრაამი სტუმართმოყვარე კაცი იყო. მგზავრი ისე ვერ გაივლიდა მის კარავთან, რომ არ მიეწვია და პატივი არ ეცა. ერთხელ აბრაამმა სამი მგზავრი დაინახა მომავალი, მიეგება მათ, მორიდებით მიიწვია კარავში. ჩვეულებისამებრ მგზავრებს ფეხი დაბანეს და საჭმელი მიართვეს; ჭამის დროს ერთმა მგზავრმა სარა მოიკითხა და აუწყა აბრაამს: ერთი წლის შემდეგ ვაჟი გაგიჩნდებაო. აბრაამი და სარა ამ დროს შვილიერების ასაკს გადასული იყვნენ; ამიტომ სარას ეუცხოვა მგზავრის სიტყვები. მგზავრმა დაარწმუნა აბრაამი, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ამის შემდეგ მგზავრები წასასვლელად ადგნენ. აბრაამმა გააცილა ისინი და მათი მუსაიფიდან დარწმუნდა, რომ ისინი უბრალო მგზავრები არ იყვნენ, არამედ ღმერთი და ორი ანგელოზი.

 
ისაკის მსხვერპლად შეწირვა

მგზავრის წინასწარმეტყველება ასრულდა, აბრაამს გაუჩნდა სარასაგან შვილი, რომელსაც ისაკი უწოდა. როცა ისაკი 17 წლის შეიქნა, ღმერთმა გამოსცადა აბრაამის სარწმუნოების სიმტკიცე და მოსთხოვა, რომ ისაკი მსხვერპლად შეეწირა იმ ადგილას,სადაც უჩვენებდა. შეწუხდა აბრაამი, მაგრამ, ღვთის კეთილ განზრახვაში სრული დარწმუნებული დაუყოვნებლივ შეუდგა ბრძანების შესრულებას. მან მოამზადა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზას. სამი დღე იარა და მხოლოდ მესამე დღეს საღამოს მიიღო ღვთისაგან ბრძანება, სად უნდა შეესრულებინა მსხვერპლის შეწირვა (როგორც ამბობენ, ეს ადგილი სწორედ ის გოლგოთას მაღლობი იყო, სადაც შემდეგ ჯვარს ეცვა აღთქმული მაცხოვარი). ისაკმა არ იცოდა მამის განზრახვა და გზაში ეკითხებოდა: ყველაფრით მზად მივდივართ და სამსხვერპლო ცხოველი კი რად არ მიგვყავსო? ღმერთი მოგვცემსო, - ანუგეშებდა მამა. ავიდნენ მაღლობზე. აბრაამმა გააკეთა სამსხვერპლო და განუცხადა ისაკს თავისი განზრახვა. ისაკი იმდენად იყო მამის მორჩილი, რომ უარი არ უთქვამს. მხოლოდ სთხოვა შეეკრა, რომ დაკვლის დროს უნებლიედ არაფერი ევნო მამისთვის. როცა აბრაამმა დანა მოუღერა შვილს დასაკლავად, უეცრად ანგელოზმა ხელი დაუჭირა და აუწყა მას ღვთის ნება, რომ ისაკის ნაცვლად იქვე ბუჩქზე მიბმული ვერძი შეეწირა. აბრაამმა შესწირა ღმერთს მსხვერპლი და დიდი სიხარულით დაბრუნდა შინ. ასეთი მორჩილებისათვის ღმერთმა კიდევ ერთხელ აკურთხა აბრაამი და ისაკი და გაუმეორა მათ აღთქმა მაცხოვარზე. მამის მორჩილებისათვის ღმერთმა დღეგრძელობით და კეთილი ცხოვრებით დააჯილდოვა ისაკი.

 
ისაკის შვილები. საიდუმლო კიბე

ისაკს ტყუპი ვაჟი შეეძინა: ესავი და იაკობი. ესავი უფროსი იყო, იაკობი უმცროსი. მაშინდელი ჩვეულებით მამის კურთხევა და ორი წილი ქონება უფროსს, ესავს, უნდა რგებოდა, მაგრამ, ღვთის განაგებით, ისაკმა იაკობი აკურთხა და ამით უფროსობაც მას მიაკუთვნა. ამიტომ ესავმა ძმის შური ჩაიდვა გულში და მოსაკლავად სდევნიდა. შეშინებული იაკობი, დედის რჩევით, თავის ბიძა ლაბანთან გაიქცა ქალდეაში დასამალავად. როცა მიდიოდა, გზაში შემოაღამდა და ტრიალ მინდორზე დაიძინა. ძილში ნახა კიბე, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა. კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ანგელოზები. ზემოთ იდგა ღმერთი და იაკობს მოესმა ხმა უფლისა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ისაკისი, ნუ გეშინია, რადგან მე ვიქნები შენი მფარველი. იმ ქვეყანას, სადაც ახლა შენ გძინავს, შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებ. ამ ჩვენებამ გაამხნევა იაკობი. როცა გაიღვიძა, ღმერთს მადლობა შესწირა და დამშვიდებული, რომ ძმა ვერაფერს დააკლებდა, გაუდგა გზას ბიძისაკენ. ბიძასთან იაკობი ოცი წელი დარჩა, ცოლი შეირთო, დიდძალი სიმდიდრე შეიძინა და მამის სიცოცხლეშივე დაბრუნდა სამშობლოში, შეურიგდა ძმას და იწყო ბედნიერი ცხოვრება.


იაკობის შვილები

იაკობს თორმეტი ვაჟიშვილი ჰაყვდა, რომელთაგან ყველაზე მეტად იოსები უყვარდა, რადგან იგი მართალი, მშვიდი და მორჩილი ყმაწვილი იყო. იაკობი არ ფარავდა თავის სიყვარულს იოსებისადმი: როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა. ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში. ეს შური მალე სიძულვილად ექცათ, როცა იოსებმა ძმებს სიზმრები უამბო.

„მე სიზმრად ვნახე, - უთხრა იოსებმა ძმებს, - რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს სცემდენო; და კიდევ: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა ცხვარი შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას შეუთვალეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.

 
იოსები ეგვიპტეში

ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაცს პეტეფრეს მიჰყიდეს. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში, სხვათა შორის, იყო ორი პყრობილი - მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ იოსებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ ვაზი ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო. მეპურეთუხუცესმა უთხრა: სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა, ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა.

 
იოსები სიზმრებს უხსნის ფარაონს.

ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც იოსებმა მეღვინეთუხუცესს სიზმარი აუხსნა და ეგვიპტის ფარაონმა ნახა სიზმრები, რომლებიც ვერავინ აუხსნა. მაშინ მეღვინეთუხუცესს მოაგონდა საპატიმროში მყოფი იოსები და მეფეს მოახსენა. მეფემ დაიბარა იოსები და შემდეგი უამბო: „მდინარიდან ამოვიდა ჯერ შვიდი მსუქანი ძროხა და შემდეგ შვიდი მჭლე. მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს  და თვით არაფერი დაეტყოთ. ერთ ღეროზე ჯერ შვიდი ხორბლით სავსე თაველი ამოვიდა, და მერე შვიდი ცარიელი და ცარიელებმა დაჭამეს სავსენი“. იოსებმა ასე აუხსნა მეფეს ეს სიზმრები: „შვიდი სავსე თაველი და შვიდი მსუქანი ძროხა შვიდ მოსავლიან წელიწადს მოასწავებს; შვიდი ცარიელი თაველი და შვიდი მჭლე ძროხა - შვიდი წლის მოუსავლობას. ღმერთმა ჩვენებით გაუწყა ეს ამბავი, რომ მოსავლიან წლებში პური შეაგროვო და შიმშილობის დროს ხალხი გამოჰკვებო“. ფარაონმა დაუჯერა იოსებს, დააყენა იგი ეგვიპტის მთავრად და მიანდო მოსავლიან წლებში პურის დაუნჯება.

 
იოსებისა და მისი ძმების შეხვედრა

გავიდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და დადგა შიმშილობა. მოსავლიან წლებში იოსებმა იმოდენა პური შეაგროვა, რომ შესაძლებელი შეიქნა სხვა ქვეყნებშიაც გაეყიდა. შიმშილობა ქანაანის ქვეყანაშიაც ჩამოვარდა. იაკობმა გაიგო ეგვიპტეში პური იყიდებაო და გაგზავნა შვილები. მისვლისთანავე ისინი იოსებს წარუდგინეს, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულები. იოსებმა მაშინვე იცნო თავისი ძმები, ძმებმა კი ვერ იცნეს იგი. იოსებს უნდოდა გაეგო, რამდენად შეიცვალნენ მისი ძმები და მკაცრად დაუწყო მათ ლაპარაკი. „თქვენ მზვერავები უნდა იყოთ, როგორც გეტყობათ, თქვენ პურის საყიდლად კი არ მოსულხართ, გინდათ დაზვეროთ ჩვენი ქვეყანა, მერე მოხვიდეთ, აიკლოთ და თვითონ დაესახლოთ“. „ჩვენ მზვერავები არა ვართ, - მოახსენეს ძმებმა, - ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ, თორმეტი ვიყავით, ერთი აღარა გვყავს, ერთიც შინ დარჩა მამასთან და ათნი აქ მოვედით პურის საყიდლად, და თერთმეტმა კაცმა რანაირად უნდა შევძლოთ ამოდენა ქვეყნის დაპყრობა?“ „თქვენ თუ მართალს ამბობთ, ერთი ძმა მძევლად დამიტოვეთ და მეორედ რომ მოხვალთ, უმცროსი ძმაც მომიყვანეთ“, - უთხრა მრისხანედ იოსებმა. ძმებმა ერთი მეორეში დაიწყეს ლაპარაკი თავის ენაზე, ღმერთი გვსჯის იოსების გაყიდვისთვისო. იოსები მიხვდა, რასაც ლაპარაკობდნენ, მიხვდა, რომ ძმებს შეუნანებიათ ცოდვა, ვეღარ მოითმინა, გავიდა მეორე ოთახში და დიდხანს ტიროდა. შემდეგ გამოვიდა და ძმების სურვილის წინააღმდეგ, ერთი ძმა, სვიმონი, მძევლად დაიტოვა, მოსამსახურეებს კი უბრძანა პურის საყიდლად მოტანილი ფული შეუმჩნევლად ტომრებში ჩაეყარათ და უკან გაეტანებინათ.

ძმებმა მიიტანეს პური შინ და ყველაფერი უამბეს მამას. იაკობი შეწუხდა, მეტადრე მაშინ, როცა პურის საყიდლად წაღებული ფული ისევ უკან მოტანილი ნახა; ეგონა სვიმონი გაყიდესო, ამიტომაც უმცროსი შვილის, ბენიამენის, გაგზავნაზე უარს ამბობდა. მაგრამ, როცა პური შემოელიათ, იაკობი იძულებული შეიქმნა ბენიამენიც გაეტანებინა. იოსებმა სიხარულით მიიღო ძმები და დიდი ნადიმი გაუმართა მათ. კიდევ რამოდენიმე გამოცდის შემდეგ, რამაც ძმები ძალიან შეაწუხა, იოსებმა განუცხადა თავის თავი ძმებს და უთხრა თქვენი ძმა იოსები ვარო, ძმებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ თანაც შეეშინდათ, - ვაი თუ იოსებმა შური იძიოს და დაგვხოცოსო. იოსებმა ანუგეშა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი გაყიდვა უთუოდ ღვთის განგებით მოხდა, რომ თქვენ შიმშილით არ დახოცილიყავით, წადით, უთხარით მამაჩემს ეგვიპტეში გადმოსახლდეს, რადგან მოუსავლიანობა კიდევ დიდხანს გასტანსო“. ძმები სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მამას სასიხარულო ამბავი მოუტანეს. იაკობმაც დიდად გაიხარა, ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და ეგვიპტეში გადასახლდა. ღმერთმა მიიღო იაკობის მსხვერპლი და აღუთქვა: შენი შთამომავლობა ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდება და მისგან წარმოსდგება მაცხოვარიო. იაკობი ეგვიპტეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან აკურთხა თავისი შვილები და ერთ მათგანს, იუდას, უთხრა: „შენი ტომისაგან არ შეწყდება წარმოშობა მეფეებისა და წინამძღვრებისა, სანამ არ მოვა აღთქმული, რომელიც არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მაცხოვარი, რომელსაც წარმართნიც მოელიანო.

 
მოსე წინასწარმეტყველი

იაკობის შვილები ძლიერ გამრავლდნენ ეგვიპტეში; ასე რომ მალე მთელი ხალხი შეიქნა, რომელსაც ისრაელნი დაერქვათ. ისრაელთა უზომო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო ეგვიპტელები. მათ ეშინოდათ, ვაი თუ ისრაელნი შემთხვევის დროს ჩვენს მტრებს შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება სხვადსხვა მძიმე სამუშაოებით, ამასთანავე, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია, მოეკლა კიდეც ისრაელი, ისრაელთ კი უფლება არ ჰქონდათ სამაგიერო გადაეხადათ. როცა ვერაფერმა უშველა და ისრაელნი უფრო მრავლდებოდნენ, ერთმა ფარაონმა ბრძანება გამოსცა, რაც ისრაელთა შორის ვაჟი დაიბადოს, ყველა დაახრჩვეთ ან მდინარეში გადაყარეთო.

ამ საშიშარ დროს ერთ ისრაელის ოჯახში ფრიად შესანიშნავი სილამაზის ვაჟი დაიბადა. დედამ სამი თვე მალა იგი და, რადგან მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა, გაფისულ კალათში ჩააწვინა და მდინარის პირას დადგა, თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა ფარულად ყური ეგდო. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე საბანაოდ მეფის ასული ჩამობრძანდა; კალათი რომ გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ისრაელის ბავშვი იყო, მას შეებრალა საცოდავად დაგდებული ბავშვი და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა თავისი საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა. ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ თავის დედის ხელში აღიზარდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ქალიშვილმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ამის შემდეგ მოსე სასახლეში იზრდებოდა საუკეთესო მასწავლებლების ხელში და მაშინდელი ეგვიპტის მთელი მეცნიერება შეისწავლა.

 
ლტოლვა ეგვიპტიდან

მოსემ კარგად იცოდა თავისი შთამომავლობა და წუხდა ისრაელთა უნუგეშო მდგომარეობის გამო. უნდოდა რამენაირად დახმარებოდა ტანჯულ ხალხს, მაგრამ რას გააწყობდა ეგვიპტის სასტიკი მეფეების ხელში? ამასთანავე, თვითონაც მალე უნდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან.

ერთხელ გზაში მოსემ შენიშნა, რომ ეგვიპტელი სასტიკად სცემდა ისრაელს, მოსე გამოესარჩლა ისრაელს და მოკლა ეგვიპტელი. მეფეს რომ არ გაეგო, ეგვიპტელი იქვე მიწას მიაბარა, მაგრამ გაუგებარი მაინც არ დარჩა ეს ამბავი და მოსე იძულებული გახდა დამალოდა მეფის რისხვას. იგი გაექცა მადიამის ქვეყანაში და თავი შეაფარა მღვდლის იოთორის ოჯახს; ცოტა ხნის შემდეგ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და ცხვრის მწყემსი გახდა.

 
მოსეს მოწოდება

ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს ეგონა, რომ ისინი სრულიად მოისპობოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და იმავე მოსეს ხელით მალე გამოიხსნა იგი ეგვიპტის მონობისაგან.

ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორენ მთაზე; უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა მოსეს, მივიდა ახლოს და ბუჩქიდან ასეთი სიტყვები გაიგონა: „მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისაკისი და იაკობისი, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან“. მოსე მიხვდა, რომ ღმერთი აგზავნიდა მას ისრაელთა გამოსახსნელად; ჯერ უარზე დადგა სხვადსხვა მიზეზების გამო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რადგან ღმერთმა სასწაულთმოქმედების ძალა მისცა და მისივე ძმა, აარონი, თანაშემწედ დაუნიშნა.

 
პასექი და ისრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან

ქორებ მთაზე ღმერთის მოწოდების შემდეგ მოსე დაუყოვნებლივ წავიდა ეგვიპტეში, წაიყვანა თავისი ძმა აარონი და განუცხადა ფარაონს ღვთის ბრძანება, რომ ებრაელები გაეთავისუფლებინა. ფარაონი ჯერ უარზე დადგა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან ღმერთმა ურჩობისათვის დასაჯა იგი და მთელი ეგვიპტე. მეფის ჯიუტობამ ათი სხვადასხვა სასჯელი მიაყენა ეგვიპტელებს. უკანასკნელი და უმძიმესი სასჯელი მათი უფროსი შვილების უეცარი დახოცვა იყო. ეს ამბავი ასე მოხდა: მოსემ მოიხმო ისრაელთა თავკაცები და გამოუცხადა მათ ღვთის ბრძანება, რომ 14 მარტს თითოეულ ოჯახს დაეკლა თითო წლის უმანკო ტარიგი (კრავი), სისხლი კარებზე მოეცხო, ხორცი მთლად შეეწვა და შეეჭამა ხმიადი პურით და მწარე ბალახით, ძვლები კი არ დაემტვრია, თანაც მზად ყოფილიყვნენ სამგზავროდ. ღამით, - უთხრა მოსემ, - ჩამოივლის ანგელოზი და პიმშოებს დახოცავს იმ ოჯახებში, სადაც კარებზე სისხლი არ ეცხება. ისრაელთ შეასრულეს მოსეს ბრძანება. დანიშნულ დროს, შუაღამისას, საზარელი ტირილი გაისმა მთელ ეგვიპტეში. აღმოჩნდა, რომ ყველა ეგვიპტელს, მეფიდან დაწყებული, პირმშო მოკვდომოდა. მაშინ ფარაონმა საჩქაროდ დაიბარა მოსე და აარონი და უბრძანა: დაუყოვნებლივ გაეყვანათ ისრაელნი ეგვიპტიდან. ისრაელთ არ ეძინათ და მზად იყვნენ სამგზავროდ. ექვსასი ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად, და ღვთის ბრძანებით წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოესახლა ეგვიპტეში. ეს ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება.

14 მარტი ებრაელებმა დღესასწაულად დაიდვეს და პასექი უწოდეს (ე.ი. ჩაიარა ან გაიარა, რადგან ანგელოზმა ვნებამიუყენებლად ჩაუარა იმ სახლებს, რომლებსაც სისხლი ეცხო.)

 
ისრაელთა მოგზაურობა

როცა ეგვიპტელებმა პირმშოები გამოიტირეს, ფარაონს დაენანა ისრაელთა გაშვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და დაედევნა უკან დასაბრუნებლად. ისრაელნი მეწამული ზღვის პირას იყვნენ, როცა ეგვიპტელები დაიწიენ; მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის. მაშინ მოსეს ლოცვით სასწაულებრივ ზღვა შუა გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ისრაელნი მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე. ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ ძლივს შუამდის მიაღწიეს, რომ წყალი შეერთდა და ფარაონი თავისი ამალით ზღვის უფსკრულში ჩაინთქა.

მეწამული ზღვიდან ისრაელნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ, ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა; როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომელიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელნი, სანამ აღთქმის ქვეყანაში არ შევიდნენ) და მწყერები მოუვლინა; როცა წყალი შემოალდებოდათ ხოლმე, მოსე სასწაულებრივ უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა. გზაში ისრაელთ თავს ესხმოდნენ უცხო ტომები, მაგრამ ისინი ღვთის შეწევნით სძლევდნენ მათ.

 
სჯულის დება სინის მთაზე

გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ისრაელნი მიადგნენ სინის მთას, სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი. ეს მცნებები დაწერილი იყო ორ ქვის ფიცარზე. მოსემ ეს ქვის ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა, რომელსაც შემდეგ აღთქმის კიდობანი დაერქვა. აღთქმის კიდობანში გარდა ამისა შენახული იყო მანანით სავსე ჭურჭელი და აარონის კვერთხი.

შემდეგ მოსემ ღვთის ჩვენებით მოაწყო მოძრავი ტაძარი. რადგან ისრაელნი მოგზაურობაში იყვნენ და კარავიც თან უნდა ეტარებინათ, ამიტომ მოსემ გააკეთა იგი ძვირფასი ქსოვილებისაგან, რომლებიც გაფენილი იყო ხის სვეტებზე. კარავი განიყოფებოდა სამ ნაწილად: - ეზო, საწმიდარი და წმიდათა-წმიდა. ეზოში ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ, საწმიდარში შედიოდნენ მღვდლები ღვთისმსახურებისათვის, წმიდათა-წმიდაში მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ შესვლა და ისიც წელიწადში ერთხელ.

საღვთო მსახურების შესასრულებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ აირჩია მღვდელმთავრად აარონი, მღვდლებად აარონის შვილები და უბრალო მსახურებად - ლევიტელები, იაკობის შვილის, ლევის შთამომავლები.

 
აღთქმის ქვეყანაში შესვლა

დიდხანს დააგვიანდათ ისრაელთ აღთქმის ქვეყანაში შესვლა. ღმერთმა დასაჯა ისინი და ორმოცი დღის მაგიერ ორმოც წელიწადს იმოგზაურეს არაბეთის უდაბნოში. ასეთი სასჯელი დაიმსახურეს მათ წარამარა ყვედრებითა და თავიანთი ურწმუნოებით. ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობის დროს, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ოცი წლისა ან მეტის იყო. მოსემაც აღთქმის ქვეყნის საზღვარზე განუტევა სული, აარონი კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა. ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი კაცი - ქალებ და ისუ ნავე. მოსეს მაგიერ ისრაელთა წინამძღვარი აღთქმის ქვეყანაში ისუ ნავე გახდა. ღმერთი ეხმარებოდა ისუ ნავეს ისე, როგორც მოსეს: მიუახლოვდნენ თუ არა აღთქმის ქვეყანას, ისრაელნი უნდა გასულიყვნენ მდინარე იორდანეში, რომელიც ამ დროს ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით მღვდლებმა აიღეს აღთქმის კიდობანი და შევიდნენ მდინარეში, მაშინვე წყალი გაიყო და ისრაელნი მშრალად გავიდნენ მეორე ნაპირზე. შემდეგ იერიშით უნდა აეღოთ ქალაქი იერიქონი, რომელიც მაღალი კედლებით იყო გამაგრებული. ღვთის ბრძანებით, მღვდლებმა, აღთქმის კიდობნით, და მასთან ერთად ხალხმა რამდენჯერმე შემოუარა ქალაქს და მათ ყვირილზე კედლები თავისთავად დაიქცა. ისრაელებმა იოლად აიღეს ქალაქი. მის შემდეგ ღვთის შეწევნით, ექვსი წლის განმავლობაში მთელი ქანაანის ქვეყანა დაიპყრეს და გაიყვეს თორმეტ ნაწილად იაკობის თორმეტი შვილის სახელზე. ამნაირად აღესრულა ღვთის აღთქმა, რომელიც აბრაამს მისცა ქანაანის ქვეყნის შესახებ.


მსაჯულები

ისრაელთ დაისაკუთრეს აღთქმის ქვეყანა. სიკვდილის წინ ისუ ნავემ მოიხმო მათი თავკაცები. დაარიგა და უთხრა: „უკეთუ თქვენ (ე.ი. ისრაელნი) არ დაივიწყებთ ღმერთს და მტკიცედ დაიცავთ მის სჯულს, ღმერთი თქვენთა იქნება და მტრები ვერას დაგაკლებენ; და თუ არა, ღმერთი განეშორება თქვენგან და მტრები ადვილად დაგიმორჩილებენო“. პირველ ხანებში ისრაელნი მართლაც მტკიცედ იცავდნენ ღვთის სჯულს და მტრის შიშიც არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ხშირად კერპთაყვანისცემას ეძლეოდნენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში ისინი მტრებს უცვიოდნენ ხელში, სანამ არ შეინანებდნენ და ღვთის სჯულს არ დაადგებოდნენ, მაშინ ღმერთი უგზავნიდა მათ რჩეულ ადამიანებს, რომლებიც ათავისუფლებდნენ მტრებისგან და სიკვდილამდე მართავდნენ ხალხს. ასეთ პირებს დაერქვათ მსაჯულები, რომელთაგან შესანიშნავი იყვნენ გედეონი, სამსონი და სამოელი. გედეონმა და სამსონმა რამდენჯერმე გაათავისუფლეს ისრაელნი ფილისტიმელთაგან. სამოელის შემდეგ ისრაელთ მეზობელ ხალხებს წაბაძეს და მეფეების არჩევა დაიწყეს.

 
პირველი მეფე - საული

ისრაელთა პირველი მეფე იყო საული. საული პირველად ვირის უბრალო მწყემსი იყო და ღმერთმა კი უბრძანა სამოელს მეფედ ეკურთხებინა. სანამ საული მტკიცედ იდგა სჯულზე და სამოელს უჯერიდა, ღმერთი ეხმარებოდა მას და მტრები ვერაფერს აკლებდნენ, ხოლო როცა სჯულს გაუდგა და სამოელს ურჩობა დაწყო, მტრებმა მძლავრობა დაუწყეს. ღმერთმაც მალე სრულიად შერისხა იგი, წაართვა მეფობა და მისცა მის ახლო ნათესავს, უფრო ჭკვიანს და ღვთის მოშიშ დავითს.

საულის მაგალითიდან ჩანს, რომ ღმერთი რომელიმე სიკეთისათვის აამაღლებს ადამიანს, მისცემს მას სიმდიდრეს და გავლენას; მაგრამ თუ ადამიანი ამით გამედიდურდა, ღმერთი უარყო და მისი სჯული დაგმო, იგი წაართმევს მას თავის მოწყალებას და სხვას მისცემს. რომ საულის სენი არ დაგვემართოს, უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ყოველი სიკეთე ღვთისგან გვაქვს ნაბოძები და მანამ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ სიკეთით, სანამ ღვთის მორჩილნი ვართ და მისი ნების აღმსრულებელნი.

 
დავითის მეფედ ცხება და გოლიათზე გამარჯვება

შერისხა თუ არა საული, ღმერთმა უბრძანა წინასწარმეტყველ სამოელს წასულიყო ქალაქ ბეთლემში და იუდას ტომიდან, იესეს უმცროსი შვილი მეფედ ეკურთხებინა. დავითი ამ დროს ახალგაზრდა იყო და ცხვრის ფარას მწყემსავდა. სამოელი წავიდა ბეთლემს და დავითს სამეფო ზეთი სცხო.

ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ საულ მეფეს ომი მოუხდა ფილისტიმელებთან. მტრის ბანაკიდან გამოვიდა ერთი დევ-გმირი, სახელად გოლიათი, რომელიც გმობდა ღმერთს და იწვევდა ისრაელთაგან მებრძოლს. იგი ამბობდა: „თუ მე მოვკლავ თქვენს გმირს, ისრაელები ფილისტიმელების მონები შეიქნებიან, თუ მე მომკლავს - ფილისტიმელები გახდებიან ისრაელთა მონებიო“. ვერავინ გაბედა გოლიათთან შებრძოლება, ის კი ყოველდღე გამოდიოდა და უშვერი სიტყვებით გმობდა ღმერთს და ლანძღავდა მეფეს. ამ დროს ისრაელების ბანაკში ძმების სანახავად მოვიდა მეფედცხებული ჭაბუკი დავითი. საულის თანხმობით დავითი გავიდა გოლიათის წინააღმდეგ, მაგრამ არა იარაღით, არამედ შურდულით და რამდენიმე ქვით. გამოვიდა გოლიათიც; იგი დასცინოდა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ქვებით რომ მოდიხარო?“ „შენ მოდიხარ ჩემზე იარაღით, მე კი შენზე ღვთის ძალით მოვდივარო“, - უპასუხა დავითმა, თან შურდულით ქვა სტყორცნა და შიგ შუბლში მოარტყა. გოლიათს რეტი დაესხა და ძირს დაეცა. მიიჭრა დავითი და მისივე ხმლით მოჰკვეთა თავი. მტერმა პირი იბრუნა და გაიქცა. ისრაელები დაედევნენ და მრავალი დახოცეს. ამის შემდეგ დავითი ხშირად გადიოდა ომში და საქმე ყოველთვის ისრაელების გამარჯვებით თავდებოდა.

 
დავითის მეფობა

საულის სიკვდილის შემდეგ ისრაელთ მეფედ დავითი აირჩიეს. რადგან დავითი ღვთისმოყვარე კაცი იყო და მტკიცედ იდგა სჯულზე, ამიტომ ღმერთი ეხმარებოდა მას. ღვთის შეწევნით მან გაათავისუფლა ისრაელნი მტრებისაგან და ისეთი ძლიერი სამეფო შექმნა, რომ მეზობელი ხალხები ომს ვერ უბედავდნენ. დავითმა დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი და თავის სატახტო ქალაქად აქცია. აქ მან ააშენა კრებულის კარავი და დაასვენა შიგ აღქმის კიდობანი, მისი სურვილი იყო დიდებული ტაძარი აეგო ღვთისათვის, დიდძალი და ძვირფასი მასალაც შეაგროვა ამისთვის, მაგრამ ტაძარი კი არ აუშენებია. ღმერთმა განუცხადა დავითს, რომ მისი თესლისაგან განხორციელდება მაცხოვარი ქვეყნისა. დავითი შესანიშნავი მუსიკოსი და მგალობელი იყო. მან ბევრი საგალოგელი შეთხზა, რომლებსაც ფსალმუნები ჰქვია. ამ ფსალმუნებში დავითი მხოლოდ ღმერთს უგალობს; იგი აქ ხან სთხოვს ღმერთს მოწყალებას, ხან მადლობას უძღვნის, ხან ადიდებს. ამ საგალობლებისგან შედგა მთელი წიგნი, რომელსაც „დავითნი“ ეწოდება და რომელიც ყოველ წირვა-ლოცვაზე იკითხება.

დავითი წინასწარმეტყველიც იყო და ბევრი რამ თქვა თავის ფსალმუნებში მომავალი მხსნელის შესახებ.

 
სოლომონ მეფე

დავითს შემდეგ გამეფდა მისი შვილი სოლომონი. ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონმა ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რომ გონივრულად ეწარმოებინა რჩეული ხალხის მართვა-გამგეობა. ასეთი კეთილი თხოვნისათვის ღმერთმა ისეთი სიბრძნით დააჯილდოვა სოლომონი, როგორიც არავის ჰქონია, არც წინათ და არც შემდეგ. ამის შემდეგ სოლომონი გახდა ფრიად ბრძენი და სამართლიანი მეფე. ყველა მეზობელ მეფეებს აკვირვებდა მისი სიბრძნე და მოდიოდნენ მასთან სამუსაიფოდ.

თავისი სიბრძნე სოლომონმა პირველად სამართალში გამოიჩინა. ერთხელ მასთან მოვიდა ორი მეძავი დედაკაცი ძუძუმწოვარი ჩვილით. ერთმა მათგანმა მოახსენა მეფეს: „ჩვენ ორივე ერთ სახლში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს მეტი არავინაა. მე ვაჟი შემეძინა, მესამე დღეს კი მაგ ქალსაც შეეძინა ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ მაგან ძილში თავისი შვილი უცაბედად მოახრჩო და მე შემომიწვინა, ხოლო ჩემი ცოცხალი მან მიითვისაო“. „არა, - ამბობდა მეორე დედაკაცი, - ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი მაგისიო“. „გასჭერით ბავშვი შუაზე, ნახევარი ერთს მიეცით და ნახევარი მეორესო“, - ბრძანა მეფემ. „არა მეფევ, - უთხრა პირველმა, - ნუ გასჭრით, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და მაგას ჰყავდეს“. „გასჭერით, - იძახოდა მეორე, - ნურც ჩემთვის იქნება და ნურც მაგისთვისო“. სოლომონმა იცოდა, რომ ნამდვილ დედას შვილი შეებრალებოდა და ნებას არ მისცემდა გაეჭრათ. ამიტომ ბავშვიც პირველ დედაკაცს მიაკუთვნა. სოლომონმა წიგნებიც ბევრი დაწერა; ამ წიგნებში კიდევ უფრო მომეტებული სიბრძნე გამოიჩინა და ბევრი რამეც თქვა მომავალ მაცხოვარზე. სოლომონმა გაამშვენა და გააძლიერა ისრაელთა სამეფო. ეხლა მეზობელი მეფეები იმის ფიქრშიღა იყვნენ, თუ როგორ დამეგობრებოდნენ სოლომონს. მანვე ააშენა ის დიდებული ტაძარი, რომელზედაც ფიქრობდა დავითი და დიდი ზეიმით გადმოასვენა დავითის ტაძრიდან აღქმის კიდობანი.

მოხუცობაში სოლომონი დიდ ცოდვაში ჩავარდა. მან ააშენა საკერპო ტაძარი და ბოლო დროს თითონაც მონაწილეობდა კერპთმსახურებაში. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი იმით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელების სამეფო ორად გაიყო და უმცირესი მის შვილს ერგო. ეს სიცოცხლეშივე შეატყობინა ღმერთმა სოლომონს წინასწარმეტყველის პირით.

 
ისრაელთა სამეფოს გაყოფა

სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი შვილი - რობუამი. ავიდა თუ არა რობუამი ტახტზე, ისრაელებმა შეუთვალეს: „მამაშენმა მძიმე უღელი დაგვადგა (ბევრი ხარჯი დაგვიწესა გადასახდელად), შეგვიმსუბუქე, რომ შენი მორჩილი ვიყოთო“. რობუამმა უარი განუცხადა და უფრო მეტი ხარჯისა და სასჯელის დადებას დაჰპირდა. მაშინ ისრაელთა ათი ტომი გამოეყო მას ცალკე მეფე დაისვა, დარჩა რობუამის ერთგული ორი ტომი, რომელიც იერუსალიმში და მის მახლობლად ცხოვრობდა. რობუამს უნდოდა ძალით შემოეერთებინა განდგომილი ტომები, მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით აუკრძალა ასეთი საქციელი. ამნაირად ისრაელნი ორ სამეფოდ გაიყვნენ. რობუამის სამეფოს დაერქვა იუდეველთა სამეფო, რადგან უმთავრესად იუდას ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეს - ისრაელისა.

ისრაელნი ისევ იერუსალიმში დადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლის შესაწირავად. მეფეს შეეშინდა, ვაი თუ ისრაელნი ისევ რობუამს შეუერთდნენო. ამიტომ მან გააკეთებინა ორი ოქროს ხბო და დაადგმევინა ორ ქალაქში, შემდეგ შეკრიბა ისრაელნი დაიარებით, აი ესენია თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ამას ეცით თაყვანიო“. მეფემ თვითონ სცა კერპებს თაყვანი და აუარებელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ ისრაელთ შეწყვიტეს იერუსალიმში სიარული და დაიწყეს კერპების თაყვანისცემა. მალე ამ ორ განაყოფ სამეფოთა შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, შური და მტრობა; ხშირად კიდეც ომობდნენ ურთიერთშორის, რამაც ორივე ძალზე დაასუსტა. მათ მტრებსაც ეს უნდოდათ. მალე ასურეთის მეფემ დაიპყრო ისრაელთა სამეფო და გადაასახლა ისინი, მათ ადგილზე კი ასურელები გადმოასახლა. დარჩენილმა ისრაელებმა მალე შეითვისეს ასურელების ზნე-ჩვეულება და წარმოიქმნენ ხალხი, რომელსაც სამარიტელები დაერქვა.

ასი წლის შემდეგ იუდეველების სამეფოც დაემხო. იგი დაიპყრო ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც დაანგრია იერუსალიმი, დაწვა სოლომონის ტაძარი და გადაასახლა იუდეველები ბაბილონში. ასე მოისპო ისრაელთა ორი სამეფო მათი ცოდვებისა და უსჯულოებისათვის.

 
წინასწარმეტყველები: ელია, ელისე და იონა

თუმცა ისრაელნი ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ ივიწყებდა მათ; დროგამოშვებით უგზავნიდა ისეთ კაცებს, რომლებიც ასწავლიდნენ ღვთის სჯულს, აუწყებდნენ ღვთის ნებას, ამხილებდნენ ცოდვისათვის და წინასწარმეტყველებდნენ მომავალზე, განსაკუთრებით მაცხოვარზე - ესენი იყვნენ წინასწარმეტყველები. ისრაელის სამეფოში შესანიშნავი წინასწარმეტყველენი იყვნენ ელია, ელისე და იონა.

ელია ამხილებდა ხალხს კერპთაყვანისცემისათვის და ეუბნებოდა: თუ არ მოიქცევით, სამ წელიწადს და ექვს თვეს არც წვიმა იქნება, არც ნამიო, ხალხმა არ შეინანა და განაგრძო კერპების თაყვანისცემა. დადგა სამწლიანი გვალვა, დაშრა წყლები და ხალხი შიმშილ-წყურვილით იხოცებოდა. ბოლოს შეინანეს, მოსპეს კერპები და დახოცეს ქურუმები. მაშინ ელიას ლოცვით წვიმაც მოვიდა და მოსავალიც. ელია წმინდა კაცი იყო და ამიტომ ღმერთმა ცოცხლად აიტაცა იგი ზეცაში, ამ შემთხვევას დაესწრო მისი მოწაფე, წინასწარმეტყველი ელისე.

ელისეც წმიდა კაცი იყო და დიდი სასწაულმოქმედი. ერთხელ მან მწარე წყალი ერთი მუჭა მარილით დაატკბო და სასმელად ვარგისი გახადა; განკურნა კეთროვანებისაგან ნეემან ასური; მკვდრეთით აღადგინა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივის ვაჟიშვილი; სიკვდილის შემდეგ ელისეს ძვლებმა აღადგინეს მიცვალებული, რომელიც შემთხვევით მის საფლავში დაასვენეს.

იონა ღმერთმა ქალაქ ნინევში გაგზავნა საუწყებლად, რომ ქალაქი დაინგრევა, თუკი მოქალაქენი არ მოიქცევიანო. ნინეველები ისრაელების მტრები იყვნენ და იოანას არ უნდოდა ქალაქი დაღუპვისგან გადაერჩინა. ამიტომ იგი ჩაჯდა ხომალდში და სხვა მხარეს წავიდა. უეცრად ზღვა აღელდა. მეზღვაურებს შეეშინდათ და წილი იონას ხვდა, რომელიც ყველაფერში გამოტყდა და სთხოვა ზღვაში გადაეგდოთ, რომ ზღვა დაწყნარებულიყო. ზღვაში გადაგდებული იონა ვეშაპმა გადაყლაპა, სამი დღე და ღამე მუცლით ატარა და მეოთხე დღეს ნაპირზე  გამოაგდო. მაშინ  იონა წავიდა ნინევში და ქადაგება დაიწყო: ქალაქი დაიქცევა, თუ არ შეინანეთო. მოქალაქენი მოიქცენენ და ქალაქიც დაქცევას გადარჩა.

წინასწარმეტყველენი იუდეველების სამეფოშიც იყვნენ. მათ შორის შესანიშნავი არიან: ესაია, იერემია და დანიელი.

 
დანიელი და სამნი ყრმანი

როცა ბაბილონის მეფემ იერუსალიმი დააქცია, მაშინ, სხვათა შორის, ტყვედ წაიყვანა ერთი შესანიშნავი ყმაწვილი დანიელი და სამი მისი ამხანაგი - ანანია, აზარია და მისაილი. როგორც დიდი გვარისშვილები, ყმაწვილები სასწავლებელში მისცეს და საჭმელ-სასმელს სასახლიდან აძლევდნენ. ყმაწვილებმა დიდი ნიჭი გამოიჩინეს სწავლაში და მალე სახელოვნად დაასრულეს სასწავლებელი, თან ღვთის სჯულსაც მტკიცედ იცავდენ, რომ ნაკერპალი საჭმლით არ შერყვნილიყვნენ, მხოლოდ პურით და მწვანილით იკვებებოდნენ. სწავლის დამთავრების შემდეგ დიდი სახელმწიფო სამსახური უბოძეს ნიჭიერ ყმაწვილებს. გარდა ამისა დანიელმა სახელი გამოითქვა იმით, რომ მეფეს სიზმარი აუხსნა.

კარისკაცებს შეშურდათ ყმაწვილების ასეთი დაწინაურება და მოინდომეს მათი დაღუპვა. ერთხელ მეფემ მათი რჩევით მინდორში კერპი დაადგმევინა და ბრძანება გასცა, ყველას თაყვანი ეცა მისთვის. დანიელი ამ დროს შინ არ იყო და მისმა ამხანაგებმა კი არ შეასრულეს მეფის ბრძანება. მაშინ იდროვეს მტრებმა და დანიელის ამხანაგები მეფესთან დააბეზღეს. განრისხდა მეფე და ბრძანა, ურჩები გახურებულ სახმილში ჩაეყარათ. თვით მეფე დაესწრო მათ დასჯას და მაღლობიდან უყურებდა. სახმილ ისეთი გახურებული იყო, რომ ჯალათებიც კი ახლოს მისვლისას დაინთქენ. მაგრამ ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა და სახმილი გაუგრილა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ თვითონ ჩაიხედა სახმილში და გაოცებული დარჩა, როცა იქ სამი კაცის მაგიერ ოთხი დაინახა და ისიც სრულიად უვნებელი. მეფემ ბრძანა მათი გამოყვანა. ყრმები სრულიად უვნებელი გამოვიდენ, ისე, რომ თმაც კი არ შერუჯოდათ. ასეთი სასწაულის შემდეგ მეფემ ბრძანება გასცა არავის შეეგინებინა იუდეველთა ღმერთი, თორემ სიკვდილით დაისჯებოდა.

 
დანიელი ლომების ორმოში

გავიდა ხანი, მოკვდა ბაბილონის მეფე და ბაბილონი სპრასეთის მეფე დარიოსმა დაიპყრო. დარიოსს გამორჩეულად უყვარდა დანიელი, რაც ძალიან აწუხებდა მის კარისკაცებს. ამიტომ მათ მოინდომეს დანიელის დაღუპვა, შეაგონეს მეფე: ხალხს გამოუცხადე სამი დღის განმავლობაში არავის თაყვანი არა სცენ შენს გარდაო, და ვინც წინააღმდეგი იქნება, ლომებს ჩაუგდეთ შესაჭმელადო. დარიოსმა დაუჯერა ცბიერ კარისკაცებს და ბრძანება გასცა. დანიელმა, რა თქმა უნდა, არ შეასრულა მეფის ბრძანება და მტრებსაც ეს უნდოდათ. დანიელი მეფესთან დააბეზღეს. დარიოსი მიხვდა კარისკაცების ვერაგობას, მაგრამ სიტყვა ვეღარ გატეხა და დანიელი მშიერი ლომების ორმოში ჩააგდებინა. მეორე დღეს მეფე თავისი ფეხით მივიდა და ჩაიხედა ორმოში. დანიელი ცოცხალი იყო, ლომებს არაფერი ევნოთ მისთვის. გაკვირდა მეფე. კარისკაცებმა მოახსენეს, ლომები უთუოდ მაძღრები არიანო, მაშინ დარიოსმა ამოაყვანინა დანიელი და კარისკაცები ჩააყრევინა. რასაკვირველია, ლომებმა მყისვე დაგლიჯეს ისინი.

 
წინასწარმეტყველი ესაია

წინასწარმეტყველი ესაია სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა. როგორც თვითონ მოგვითხრობს, მისი მოწოდება ღმერთის მიერ მოხდა იმ წელიწადს, როცა ოზია მეფე გარდაიცვალა. ესაიამ იხილა ტაძარში ღმერთი, მჯდომარე დიდებულსა და ზესთა ამაღლებულ ტახტზე; მას გარს ეხვივნენ სერაფიმნი; თითოეულ მათგანს ექვს-ექვსი ფრთა ესხა, - ორით პირს იფარავდნენ, ორით - ფეხებს, ხოლო ორით ფრინავდნენ და ყველანი ღაღადებდნენ: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა! ამ დიდებული სანახაობით ზარ-განხდილმა ესაიამ წამოიძახა: „ვაიმე რომ ბაგენი ჩემნი უწმინდურნი არიან და ვცხოვრობ ისეთ ხალხში, რომელთა ბაგენიც უწმინდურნი არიან, დავიღუპე, რადგან ვიხილე უფალი ღმერთი საბაოთი“ (იუდეველთა რწმენით ცოდვილი კაცი ღვთის ხილვას ვერ აიტანს და მოკვდება. ეს იყო მიზეზი ესაიას გოდებისა). ამ დროს მოფრინდა ერთი ანგელოზი, მარწუხით ნაკვერცხალი შეახო ბაგეზე და უთხრა: „აი, ესერა შევახო ბაგეთა შენთა, მოგეტევნეს შენ უსჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განგეშორენ“. ცოდვებისაგან განწმენდილი ესაია უფალმა გაგზავნა მისი რჩეული ხალხის სამხილებლად. ამის შემდეგ ესაია განუწყვეტლივ ქადაგებდა იერუსალიმში და ურჩევდა იუდეველთ, ხელი აეღოთ კერპებზე, შესდგომოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და მტკიცედ დაეცვათ მოსეს სჯული; წინააღმდეგ შემთხვევაში უქადდა ღვთის რისხვას, იერუსალიმის განადგურებას, ტაძრის დაქცევას და ტყვეობას. მაგრამ თანაც ანუგეშებდა, რომ ღმერთი არ დაივიწყებს რჩეულ ხალხს, დასჯიდა მის მტრებს, გაათავისუფლებდა ტყვეობიდან, დააბრუნებდა იერუსალიმში და მოუვლენდა მშვიდობის მეფეს - მესიას (მაცხოვარს).

ესაიამ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა მომავალ მაცხოვარზე. თითქმის მთელი მისი ცხოვრება აგვიწერა დაბადებიდან დაწყებული სიკვდილამდე.

როგორც ამბობენ, ესაია წამებით გარდაიცვალა: არაწმინდა მეფე მანასემ იგი ხის ხერხით გაახერხინა.

 
იუდეველთა ტყვეობიდან დაბრუნება

იუდეველნი ბაბილონის ტყვეობაში 70 წელიწადს დარჩენ. ბევრი ტანჯვა და წვალება გამოიარეს ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს ტყვეობა მათთვის სასარგებლო გამოდგა. ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და ხელი აიღეს კერპებზე. იუდეველთა ტყვეობა არც იმ ხალხებისთვის დარჩა უმნიშვნელო, რომლების ხელშიაც ისინი რიგრიგობით გადადიოდნენ. იუდეველებისგან ამ ხალხებმა გაიგეს ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა და შეითვისეს აზრი და მოლოდინი მომავალ მხსნელზე.

სამოცდაათი წლის დასასრულს ბაბილონის სამეფო სპარსეთმა დაიპყრო და იუდეველნიც მის ხელში გადავიდნენ. სპარსეთის მეფემ კიროსმა თავისი მეფობის პირველ წელიწადსვე მისცა იუდეველებს ნება სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმში ტაძარი აეგოთ. ამასთანავე დაუბრუნა ის ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთებიც, რომლებიც ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, გამოეტანა სოლომონის ტაძრიდან. იუდეველთა წინამძღვრობა ბაბილონიდან იერუსალიმში თავს იდვა ვინმე ზორობაბელმა. ამანვე ააგებინა იერუსალიმში ტაძარი იმ ადგილზე, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა. სოლომონის ტაძრის მომსწრენი წუხდნენ, რომ ახლადაგებული ტაძარი ბევრად ნაკლები იყო პირველზე, მაგრამ ზაქარია წინასწარმეტყველი ანუგეშებდა ხალხს და ეუბნებოდა: ახალი ტაძარი ძველზე უდიდებულესი იქნება, რადგან იგი ღირსი იქნება თავის ჭერქვეშ მაცხოვრის მიღებისაო.

ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ იერუსალიმი რომაელებმა დაიპყრეს, რომაელებმა მოუსპეს იუდეველთ საკუთარი მთავრები და დაუყენეს თავისი არჩეული უცხო ტომის მმართველები. აქ ასრულდა წინასწარმეტყველება იაკობისა: - ისრაელთ მოესპო იუდას ტომის მთავრები და მოაწია მისმა დაბადებამ, „რომელი-იგი არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მოაწია მაცხოვრის დაბადების დრომ.

თავი 1

1. დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა.

2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.

3. და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.

4. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი.

5. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი.

6. და თქვა ღმერთმა: იქმნას სამყარო წყლის შუაში და იყოს გამყოფი წყალსა და წყალს შორის. და იქმნა ასე.

7. და შექმნა ღმერთმა სამყარო, და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც იყო სამყაროს ქვემოთ, და წყალი სამყაროს ზემოთ.

8. და უწოდა ღმერთმა სამყაროს ცა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეორე.

9. და თქვა ღმერთმა: შეიკრიბოს წყალი ცის ქვეშ ერთ შესაკრებელში, და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. და შეიკრიბა წყალი ცის ქვეშ თავის შესაკრებლებში, და გამოჩნდა ხმელეთი.

10. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა ნაკრებს უწოდა ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

11. და თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იქმნა ასე.

12. და გამოიღო მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მესამე.

14. და თქვა ღმერთმა: იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა, გასაყოფად ერთმანეთისაგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად,

15. და იყვნენ გასანათებლად ცის სამყაროში, რათა ანათებდნენ ქვეყანაზე. და იქმნა ასე.

16. და შექმნა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: დიდი მნათობი - დღის განმგებლად და მცირე მნათობი - ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.

17. და დაადგინა ისინი ღმერთმა ცის სამყაროში, რათა ანათებდნენ ქვეყანაზე.

18. და განაგებდნენ დღეს და ღამეს და ყოფდნენ ერთმანეთისაგან ნათელსა და ბნელს. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეოთხე.

20. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს წყლებმა ქვეწარმავლები ცოცხალი სულით და ფრინველები, რომლებიც იფრენენ ქვეყანაზე, ცის სამყაროს შესაბამისად. და იქმნა ასე.

21. და შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და ყოველი სული ცოცხალ ქვეწარმავალთა, რომლებიც გამოიღებს წყლებმა მათი გვარისაებრ, და ყოველი ფრთოსანი ფრინველი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

22. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ წყლები ზღვებში, და ფრინველები გამრავლდნენ ქვეყანაზე.

23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეხუთე.

24. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სული გვარისაებრ, ოთხფეხნი და ქვეწარმავალნი და მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ. და იქმნა ასე.

25. და შექმნა ღმერთმა მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ და პირუტყვი გვარისაებრ და ყოველი ქვეწარმავალი ქვეყნისა მათი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

26. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ, და მთავრობდეს ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.

27. და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.

29. და თქვა ღმერთმა: აჰა, მოგეცით თქვენ ყველა დასათესი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც არის მთელი მიწის ზედაპირზე, და ყველა ზე, რომელსაც აქვს თავის თავში ნაყოფი დასათესი თესლისა, - თქვენთვის იქნება საჭმელად

30. და ქვეყნის ყველა მხეცისთვის და ცის ყველა ფრინველისთვის და ყველა ქვეწარმავლისთვის, რომელიც დახოხავს მიწაზე, რომელსაც აქვს თავის თავში სიცოცხლი სული, ყველა მწვანე მცენარე იქნება საჭმელად. და იქმნა ასე.

31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე.

 
თავი 2

1. და დასრულდა ცა და ქვეყანა და მთელი მათი მორთულობა.

2. და დაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმეები, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისაგან, რაც გააკეთა.

3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა.

4. ეს არის წიგნი ცისა და ქვეყნის შექმნისა, როდესაც შეიქმნა, რომელ დღესაც შექმნა უფალმა ღმერთმა ცა და ქვეყანა,

5. და ველის მთელი სიმწვანე, ვიდრე შეიქმნებოდა ქვეყანაზე, და ველის ყველა მცენარე, ვიდრე აღმოცენდებოდა; რადგან არ უწვიმებია ღმერთს ქვეყანაზე, და კაცი არ იყო, რომ დაემუშავებინა მიწა.

6. ხოლო წყარო ამოდიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელს ზედაპირს.

7. და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული, და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად.

8. და გააშენა უფალმა ღმერთმა სამოთხე ედემში, აღმოსავლეთით, და დადო იქ კაცი, რომელიც გამოსახა.

9. და კვლავ აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყველა ხე, მშვენიერი სახილველად და კარგი საჭმელად, და ხე ცხოვრებისა - სამოთხის შუაში, და ხე ცნობადი - კეთილისა და ბოროტის გასაგებად.

10. და მდინარე გამოდის ედემიდან სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ოთხ სათავედ.

11. სახელი ერთისა - ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მთელს ქვეყანას, იქ, სადაც არის ოქრო;

12. ხოლო იმ ქვეყნის ოქრო კარგია; და იქ არის ანთრაკი და მწვანე ქვა.

13. და სახელი მეორე მდინარისა - გეონი; ეს გარს უვლის ეთიოპიის მთელს ქვეყანას.

14. და მესამე მდინარე - ტიგროსი. ეს მიედინება ასურეთის პირდაპირ. ხოლო მეოთხე მდინარე - ეს არის ევფრატი.

15. და აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელიც გამოსახა, და დაადგინა იგი განცხრომის სამოთხეში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

16. და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: სამოთხის ყველა ხიდან ჭამით ჭამე,

17. ხოლო ხიდან კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა არ ჭამოთ, რადგან რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით.

18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი.

19. და გამოსახა კიდევ ღმერთმა მიწისგან ველის ყველა მხეცი და ცის ყველა ფრინველი, და მიუყვანა ისინი ადამს, რათა ენახა, რას უწოდებდა მათ; და ყოველივე, რაც უწოდა ადამმა ცოცხალ სულს, ეს არის მისი სახელი.

20. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს და ცის ყველა ფრინველს და ველის ყველა მხეცს, ხოლო ადამს არ მოეძებნა შემწე, თავისი მსგავსი.

21. და მოჰგვარა ღმერთმა გაოგნება ადამს და დააძინა; და აიღო ერთი მის გვერდთაგან და ამოავსო ხორცით მის ნაცვლად.

22. და აუშენა ღმერთმა გვერდი, რომელიც აიღო ადამისგან, ცოლად, და მიუყვანა იგი ადამს.

23. და თქვა ადამმა: ეს არის ახლა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი; ამას ეწოდება ცოლი, რადგან თავისი ქმრისგან იქნა აღებული იგი.

24. ამის გამო დატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, და იქნებიან ორნი ერთხორცი.

25. და იყო ორივე შიშველი, ადამიც და მისი ცოლიც, და არა რცხვენოდათ.

 
თავი 3

1. ხოლო გველი იყო უგონიერესი ყველა მხეცს შორის ქვეყანაზე, რომლებიც შექმნა უფალმა ღმერთმა; და უთხრა გველმა დედაკაცს: რატომ თქვა ღმერთმა: არ ჭამოთ სამოთხის ყველა ხიდან?

2. და უთხრა დედაკაცმა გველს: სამოთხის ყველა ხის ნაყოფიდან ვჭამთ,

3. ხოლო ხის ნაყოფიდან, რომელიც არის სამოთხის შუაში, - თქვა ღმერთმა, - არ ჭამოთ მისგან, არც შეეხოთ მას, რომ არ მოკვდეთ.

4. და უთხრა გველმა დედაკაცს: სიკვდილით არ მოკვდებით;

5. რადგან იცოდა ღმერთმა, რომ რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით, როგორც ღმერთები, შემცნობელნი კეთილისა და ბოროტისა.

6. და იხილა დედაკაცმა, რომ კარგია ხე საჭმელად და რომ საამოა თვალთათვის სახილველად და მშვენიერია შესაცნობად, და აიღო მისი ნაყოფი და შეჭამა; და მისცა თან თავის ქმარსაც, და შეჭამეს.

7. და აეხილა თვალები ორივეს, და შეიცნეს, რომ შიშვლები იყვნენ, და შეკერეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს თავისთვის შემოსარტყმელები.

8. და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც დადიოდა სამოთხეში საღამოს, და დაიმალნენ ადამიც და მისი ცოლიც უფალი ღმერთის პირისგან სამოთხის ხის შუაში.

9. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: ადამ, სადა ხარ?

10. და უთხრა მას: შენი ხმა გავიგონე, როცა დადიოდი სამოთხეში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.

11. და უთხრა მას: ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ, თუ არ ჭამე იმ ხიდან, რომელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა?

12. და თქვა ადამმა: დედაკაცმა, რომელიც მომეცი მე, მან მომცა მე ხიდან, და ვჭამე.

13. და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ქენი? და თქვა დედაკაცმა: გველმა მაცდუნა მე, და ვჭამე.

14. და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რადგან გააკეთე ეს, წყეული იყავ შენ ქვეყნის ყველა პირუტყვს შორის და ყველა მხეცს შორის; შენს მკერდზე და მუცელზე ივლი და მიწას შეჭამ შენი ცხოვრების ყოველ დღეს.

15. და მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენ თესლსა და მის თესლს შორის; იგი ჩაუსაფრდება შენს თავს, და შენ ჩაუსაფრდები მის ტერფს.

16. და დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს მწუხარებას და შენს ოხვრას, მწუხარებით შობ შვილებს; და შენი ქმრისკენ მიბრუნდები შენ, და იგი შენზე იბატონებს.

17. ხოლო ადამს უთხრა: რადგან ისმინე შენი ცოლის ხმისა და შეჭამე ხიდან, რემელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა, წყეული იყოს მიწა შენი საქმეებით; მწუხარებით შეჭამ მას შენი ცხოვრების ყოველ დღეს;

18. ეკალსა და ნარს აღმოგიცენებს შენ, და შეჭამ მინდვრის ბალახს.

19. შენი პირის ოფლით შეჭამ შენს პურს, ვიდრე მიუბრუნდები შენ მიწას, რომლისგანაც ხარ აღებული; რადგან მიწა ხარ და მიწას დაუბრუნდები.

20. და უწოდა ადამმა სახელი თავის ცოლს - ცხოვრება, რადგან იგია დედა ყოველი მცხოვრებისა.

21. და გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსი და შემოსა ისინი.

22. და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა, და ახლა აღარასოდეს გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ცხოვრების ხიდან და არ შეჭამოს, და არ იცოცხლოს საუკუნოდ.

23. და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა განცხრომის სამოთხიდან მიწის დასამუშავებლად, რომლიდანაც იყო აღებული.

24. და განდევნა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, და დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების ხის გზის დასაცავად.

 
თავი 4

1. ხოლო ადამმა შეიცნო ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა კაინი, და თქვა: შევიძინეთ კაცი ღვთის მიერ.

2. და შემატა და შვა მისი ძმა აბელი. და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაინი იყო მიწათმოქმედი.

3. და იყო, გავიდა დღეები და მიართვა კაინმა მიწის ნაყოფთაგან მსხვერპლი უფალს,

4. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს,

5. ხოლო კაინს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაინი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე.

6. და უთხრა უფალმა ღმერთმა კაინს: რად შეწუხდი და რად შეგეჭმუხნა სახე?

7. არც სწორედ შემოსწირე, არც სწორად გაყავი, შესცოდე? გაჩუმდი; შენკენ მობრუნდება იგი და შენ იბატონებ მასზე.

8. და უთხრა კაინმა აბელს, თავის ძმას: გავიდეთ ველზე. და იყო, მათი ველზე ყოფნისას აღდგა კაინი აბელის, თავისი ძმის, წინააღმდეგ და მოკლა იგი.

9. და უთხრა ღმერთმა კაინს: სად არის აბელი, შენი ძმა? ხოლო მან თქვა: არ ვიცი. განა ჩემი ძმის მცველი ვარ მე?

10. და თქვა ღმერთმა: რა ქენი? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მე მიწიდან.

11. და ახლა წყეული იყავ მიწისგან, რომელმაც გახსნა თავისი პირი, რომ მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან;

12. რადგან დაამუშავენ მიწას, და არ შეგმატებს თავის ძალას, და არ მოგცემს შენ; შევიწროებული და შეძრწუნებული იქნები ქვეყანაზე.

13. და უთხრა კაინმა უფალს: უფრო დიდია ჩემი დანაშაული, ვიდრე მომეტევება მე.

14. თუ განმდევნი მე დღეს მიწის პირიდან და შენს პირს მივეფარები, ვიქნები შევიწროებული და შეძრწუნებული ქვეყანაზე; და იქნება, ყოველი ჩემი მპოვნელი მომკლავს მე.

15. და უთხრა მას უფალმა ღმერთმა: არ იქნება ასე; ყველა, კაინის ყოველი მკვლელი, შვიდგზის შურისგებული იქნება. და დაადო უფალმა ღმერთმა ნიშანი კაინს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.

16. და გამოვიდა კაინი ღვთის პირისაგან და დასახლდა ნაიდის ქვეყანაში, ედემის პირდაპირ.

17. და შეიცნო კაინმა თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ენოქი, და ააშენა ქალაქი და დაარქვა ქალაქს თავისი ძის სახელის მიხედვით - ენოქი.

18. და შეეძინა ენოქს გაიდადი, გაიდადმა შვა მაიელი, და მაიელმა შვა მათუსალა, და მათუსალამ შვა ლამექი.

19. და მოიყვანა თავისთვის ლამექმა ორი ცოლი, ერთის სახელი - ადა, და მეორის სახელი - სელა.

20. და შვა ადამ იობელი; ეს იყო კარვებში მცხოვრებ მესაქონლეთა მამა.

21. და მისი ძმის სახელი - იუბალი; ეს იყო წარმომჩენი ქნარისა და ებნისა.

22. ხოლო სელამ კი შვა თობელი, და იყო ჭედვის ოსტატი, სპილენძისა და რკინის მჭედელი. ხოლო თობელის და იყო ნოემა.

23. და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: ადა და სელა, ისმინეთ ჩემი ხმისა, ლამექის ცოლებო, ყურადიღეთ ჩემი სიტყვები, რადგან კაცი მოვკალი ჩემს წყლულად და ჭაბუკი - ჩემს საგვემად,

24. რადგან შვიდგზის შურისგებულია კაინისგან, ხოლო ლამექისგან - სამოცდაჩვიდმეტგზის.

25. ხოლო შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ძე და დაარქვა მისი სახელი სეითი და თქვა: რადგან აღმიდგინა მე ღმერთმა სხსვა თესლი აბელის ნაცვლად, რომელიც მოკლა კაინმა.

26. და სეითს შეეძინა ძე, და დაარქვა მისი სახელი ენოსი;  ეს სასოებდა და უხმობდა უფალი ღმერთის სახელს.

 
თავი 5

1. ეს არის წიგნი ადამიანთა შექმნისა; რომელ დღესაც შექმნა ღმერთმა ადამი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი;

2. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი და აკურთხა ისინი. და დაარქვა მისი სახელი ადამი, რომელ დღესაც შექმნა ისინი.

3. და იცოცხლა ადამმა ორას ოცდაათი წელი და შვა თავისი სახისაებრ და თავისი ხატისაებრ და დაარქვა მისი სახელი სეითი.

4. ხოლო იყო ადამის დღეების სეითის შობის შემდეგ შვიდასი წელი, და შვა ძეები და ასულები.

5. და იყო ადამის ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელი, და მოკვდა.

6. ხოლო იცოცხლა სეითმა ორას ხუთი წელი და შვა ენოსი.

7. და იცოცხლა სეითმა ენოსის შობის შემდეგ შვიდას შვიდი წელი, და შვა ძეები და ასულები.

8. და იყო სეითის ყველა დღე ცხრაას თორმეტი წელი და მოკვდა.

9. და იცოცხლა ენოსმა ას ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.

10. და იცოცხლა ენოსმა კაინანის შობის შემდეგ შვიდას თხუთმეტი წელი, და შვა ძეები და ასულები.

11. და იყო ენოსის ყველა დღე ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.

12. და ოცოცხლა კაინანმა ას სამოცდაათი წელი და შვა მალელეილი.

13. და იცოცხლა კაინანმა მალელეილის შობის შემდეგ შვიდას ორმოცი წელი, და შვა ძეები და ასულები.

14. და იყო კაინანის ყველა დღე ცხრაას ათი წლი, და მოკვდა.

15. და იცოცხლა მალელეილმა ას სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.

16. და იცოცხლა მალელეილმა იარედის შობის შემდეგ შვიდას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები.

17. და იყო მალელეილის ყველა დღე რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.

18. და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.

19. და იცოცხლა იარედმა ენოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და შვა ძეები და ასულები.

20. და იყო იარედის ყველა დღე ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.

21. და იცოცხლა ენოქმა ას სამოცდახუთი წელი და შვა მათუსალა.

22. და სათნო იყო ენოქი ღვთისათვის. და იცოცხლა ენოქმა მათუსალას შობის შემდეგ ორასი წელი, და შვა ძეები და ასულები.

23. და იყო ენოქის ყველა დღე სამას სამოცდახუთი წელი.

24. და სათნო იყო ენოქი ღვთისათვის და ვერ პოულობდნენ, რადგან გარდაცვალა იგი ღმერთმა.

25. და იცხოცხლა მათუსალამ ას სამოცდაშვიდი წელი და შვა ლამექი.

26. და იცოცხლა მათუსალამ ლამექის შობის შემდეგ რვაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.

27. და იყო მათუსალას ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.

28. და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდარვა წელი და შვა ძე,

29. და დაარქვა მას სახელი ნოე და თქვა: ეს დაგვასვენებს ჩვენ ჩვენი საქმეებისაგან და ჩვენი ხელების წუხილისგან და მიწისგან, რომელიც დაწყევლა უფალმა ღმერთმა.

30. და იცოცხლა ლამექმა ნოეს შობის შემდეგ ხუთას სამოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები.

31. და იყო ლამექის ყველა დღე შვიდას ორმოცდაცამეტი წელი, და მოკვდა.

32. და იყო ნოე ხუთასი წლისა და შვა ნოემ სამი ძე: სემი, ქამი, იაფეთი.

 
თავი 6

1. და იყო, როცა დაიწყეს ადამიანებმა გამრავლება ქვეყანაზე, და ასულები შეეძინათ მათ,

2. და ნახეს რა ღვთის ძეებმა ადამიანთა ასულები, რომ მშვენიერნი არიან, მოიყვანეს თავისთვის ცოლებად ყველა, ვინც ამოირჩიეს.

3. და თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება სული ჩემი ამ ადამიანებში უკუნისამდე, რადგან არიან ისინი ხორციელნი, და იქნება მათი დღეები ას ოცი წელი.

4. და გმირები იყვნენ ქვეყანაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, რაც შედიოდნენ ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან, და შობდნენ თავისთვის; ისინი იყვნენ გმირები ოდითგანვე, სახელოვანი ადამიანები.

5. და იხილა უფალმა ღმერთმა, რომ გამრავლდა ადამიანთა უკეთურება ქვეყანაზე და თითოეული გულმოდგინედ განიზრახავს თავის გულში ბოროტებას ყოველდღე,

6. და დაფიქრდა ღმერთი, რომ შექმნა კაცი ქვეყანაზე, და განსაჯა.

7. და თქვა ღმერთმა: აღვგვი კაცს, რომელიც შევქმენი, მიწის პირიდან, კაციდან პირუტყვამდე და ქვეწარმავლიდან ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი ისინი.

8. ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფალი ღმერთის წინაშე.

9. ეს არის ნოეს წარმომავლობა; ნოე კაცი მართალი, სრულყოფილი იყო თავის მოდგმაში; ღვთისათვის სათნო იყო ნოე.

10. და შვა ნოემ სამი ძე: სემი, ქამი, იაფეთი.

11. და გაიხრწნა ქვეყანა ღვთის წინაშე, და აივსო ქვეყანა უსამართლობით.

12. და იხილა უფალმა ღმერთმა ქვეყანა, და იყო გახრწნილი, რადგან გახრწნა ყოველმა ხორციელმა თავისი გზა ქვეყანაზე,

13. და უთხრა ღმერთმა ნოეს: დრო ყოველი კაცისა მოვიდა ჩემ წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათგან უსამართლობით, და აჰა, მე გავანადგურებ მათ და ქვეყანას.

14. ამიტომ გააკეთე შენთვის კიდობანი ოთხკუთხა ძელებისგან; ბუდეებად გააკეთებ კიდობანს, და მოგოზავ მას შიგნიდან და გარედან ფისით.

15. და ასე გააკეთებ კიდობანს: სამი წყრთა - კიდობნის სიგრძე, და ორმოცდაათი წყრთა - სიგანე, და ოცდაათი წყრთა - მისი სიმაღლე;

16. შეკრავ და გააკეთებ კიდობანს, და წყრთით ზემოთ დაასრულებ მას; ხოლო კიდობნის კარს გააკეთებ გვერდიდან; ქვედა, მეორე სართულს და მესამ სართულს გაუკეთებ მას.

17. ხოლო მე, აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე ყოველი ხორციელის გასანადგურებლად, რომელშიც არის სიცოცხლის სული ცის ქვეშ; და რაც არის ქვეყანაზე, აღესრულება.

18. და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან; და შეხვალ კიდობანში, შენ და შენი ძეები და შენი ცოლი და შენი ძეების ცოლები შენთან ერთად.

19. და ყოველი პირუტყვისგან და ყოველი ქვეწარმავლისგან და ყოვეილ მხეცისგან და ყოველი ხორციელისგან, ორ-ორს ყველასაგან შეიყვან კიდობანში, რათა გამოკვებო შენთან ერთად; მამალი და დედალი იქნება.

20. ყოველი ფრთოსანი ფრინველისგან გვარის მიხედვით და ყოველი პირუტყვისგან გვარის მიხედვით და ყოველი ქვეწარმავლისგან, რომელიც დახოხავს მიწაზე, თავისი გვარის მიხედვით, ორ-ორი ყველასაგან შევა შენთან, რათა გამოიკვებოს შენთან ერთად, მამალი და დედალი.

21. ხოლო შენ აიღებ შენთვის ყოველგვარი საჭმლიდან, რასაც შეჭამთ, და შეაგროვებ შენთან; და იქნება შენთვის და მათთვის საჭმელად.

22. და გააკეთა ნოემ ყველაფერი, რაც უბრძანა მას უფალმა ღმერთმა; ისე გააკეთა.

 
თავი 7

1. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს: შედი შენ და მთელი შენი სახლი კიდობანში, რადგან შენ გნახე მართალი ჩემ წინაშე ამ მოდგმაში.

2. და წმინდა პირუტყვთაგან შეიყვანე შენთან შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, ხოლო არაწმინდა პირუტყვთაგან - ორ-ორი, მამალი და დედალი,

3. და ცის წმინდა ფრინველთაგან - შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, და არაწმინდა ფრინველთაგან - ორ-ორი, მამალი და დედალი, თესლის შესანახად მთელს ქვეყანაზე;

4. რადგან კიდევ შვიდი დღე და მე მოვავლენ წვიმას ქვეყანაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, და აღვგვი ყველა აღმდგომს, რაც შევქმენი, მიწის პირიდან.

5. და გააკეთა ნოემ ყველაფერი, რაც უბრძანა მას უფალმა ღმერთმა.

6. ხოლო ნოე იყო ექვსასი წლისა, და წარღვნა მოხდა ქვეყანაზე.

7. და შევიდა ნოე, და მისი ძეები და მისი ცოლი და მისი ძეების ცოლები მასთან ერთად კიდობანში წარღვნის გამო;

8. და წმინდა ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და არაწმინდა პირუტყვთაგან და ყოველი ქვეწარმავლისგან, რაც ქვეყანაზეა,

9. ორ-ორი შევიდა ნოესთან კიდობანში, მამალი და დედალი, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.

10. და იყო, შვიდი დღის შემდეგ წარღვნა იყო ქვეყანაზე.

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს; ამ დღეს გამოხეთქა უფსკრულის ყველა წყარომ, და ცის სარკმელები გაიხსნა,

12. და იყო წვიმა ქვეყანაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.

13. ამ დღეს შევიდა ნოე, სემი, ქამი, იაფეთი - ნოეს ძეები, და ნოეს ცოლი და მისი ძეების სამი ცოლი მასთან ერთად კიდობანში.

14. და ყველა მხეცი გვარის მიხედვით და ყველა პირუტყვი გვარის მიხედვით და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, გვარის მიხედვით და ყველა ფრინველი თავისი გვარის მიხედვით

15. შევიდნენ ნოესთან კიდობანში, ორ-ორი ყოველი ხორციელისგან, რომელშიც არის სიცოცხლის სული.

16. და რომლებიც შედიოდნენ, მამალი და დედალი ყოველი ხორციელისგან, შევიდნენ, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. და დაუკეტა უფალმა ღმერთმა გარედან მას კიდობანი.

17. და იყო წარღვნა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ქვეყანაზე, და იმატა წყალმა და ასწია კიდობანი, და ამაღლდა მიწიდან.

18. და ძლიერდებოდა წყალი და მატულობდა ძლიერ ქვეყანაზე, და დაცურავდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.

19. ხოლო წყალი ძლიერდებოდა მეტისმეტად ქვეყანაზე, და დაფარა ყველა მაღალი მთა, რომელიც იყო ცის ქვეშ;

20. თხუთმეტ წყრთაზე ამაღლდა წყალი, და დაფარა ყველა მაღალი მთა.

21. და მოკვდა ყველა ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მხეცთაგან, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, და ყველა ადამიანი.

22. და ყველაფერი, რასაც აქვს სიცოცხლის სული, და ყველაფერი, რაც იყო ხმელეთზე, მოკვდა.

23. და აღგავა ყველა აღმდგომი, რაც იყო მთელი მიწის პირზე, კაციდან პირუტყვამდე, და ქვეწარმავალთაგან და ცის ფრინველთაგან; და აღიხოცნენ ქვეყნიდან; და დარჩა მხოლოდ ნოე და მასთან მყოფნი კიდობანში.

24. და მაღლდებოდა წყალი ქვეყანაზე ას ორმოცდაათი დღე.

 
თავი 8

1. და გაახსენდა ღმერთს ნოე და ყველა მხეცი და ყველა პირუტყვი და ყველა ფრინველი და ყველა ქვეწარმავალი, რაც იყო მასთან ერთად კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა სული ქვეყანაზე, და დაიკლო წყალმა,

2. და ჩაიკეტა უფსკრულის წყაროები და ცის სარკმლები, და შეწყდა წვიმა ციდან.

3. და უკუიქცეოდა წყალი, რომელიც მოედინებოდა მიწიდან, უკუიქცეოდა და მცირდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღის შემდეგ.

4. და დადგა კიდობანი მეშვიდე დღეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, არარატის მთაზე.

5. და წყალი, რომელიც მოდიოდა, მცირდებოდა მეათე თვემდე. ხოლო მეთერთმეტე თვეს, თვის პირველ დღეს, გამოჩნდა მთების მწვერვალები.

6. და იყო, ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ კარი კიდობნისა, რომელის გააკეთა,

7. და გაგზავნა ყორანი, რათა ენახა, დაიკლო თუ არა წყალმა; და გავიდა და არ დაბრუნდა, ვიდრე არ დაშრა წყალი მიწიდან.

8. და გაგზავნე მტრედი მას შემდეგ, რათა ენახა, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის ზედაპირიდან;

9. და ვერ იპოვა მტრედმა დასასვენებელი თავისი ფეხებისათვის და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი იყო მთელი ქვეყნის მთელს ზედაპირზე; და გაიწოდა თავისი ხელი და აიყვანა იგი და შეიყვანა იგი თავისთან კიდობანში.

10. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაგზავნა მტრედი კიდობნიდან;

11. და დაბრუნდა მასთან მტრედი მწუხრისას, და ჰქონდა მას პირში ზეთისხილის რტო ფოთლით, და მიხვდა ნოე, რომ დაიკლო წყალმა მიწიდან.

12. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაგზავნა მტრედი, და მეტად აღარ დაბრუნებულა მასთან.

13. და იყო, ნოეს ცხოვრების ექვსასმეერთე წელს, პირველ თვეს, შეწყდა წყალი მიწიდან; და აჰხადა ნოემ სახურავი კიდობანს, რომელიც გააკეთა, და ნახა, რომ შეწყდა წყალი მიწის ზედაპირიდან.

14. ხოლო მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, გაშრა მიწა.

15. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს და თქვა:

16. გამოდი კიდობნიდან შენ, და შენი ცოლი და შენი ძეები და შენი ძეების ცოლები შენთან ერთად,

17. და ყველა მხეცი, რომელიც არის შენთან ერთად, და ყველა ხორციელი ფრინველიდან პირუტყვამდე, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, გამოიყვანე შენთან ერთად; და აღორძინდით და გამრავლდით ქვეყანაზე.

18. და გამოვიდა ნოე, და მისი ცოლი და მისი ძეები და მისი ძეების ცოლები მასთან ერთად,

19. და ყველა მხეცი და ყველა პირუტყვი და ყველა ფრინველი და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, თავისი გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან.

20. და აუგო ნოემ სამსხვერპლო ღმერთს და აიღო ყოველი წმინდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდან ფრინველისგან და შესწირა ყოვლადნაყოფებად სამსხვერპლოზე.

21. და იყნოსა უფალმა ღმერთმა სუნი კეთილსურნელებისა, და თქვა უფალმა ღმერთმა და განსაჯა: მეტად აღარ დავწყევლი ქვეყანას ადამიანთა საქმეების გამო, რადგან სიჭაბუკიდან გულმოდგინედ მიდრეკილია ადამიანის აზრი ბოროტებისაკენ; ამიტომ მეტად აღარ მოვსპობ არცერთ ცოცხალ ხორციელს, როგორც გავაკეთე.

22. დღენიადაგ ქვეყანაზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და გაზაფხული დღე და ღამე არ შეწყდება.

 
თავი 9

1. და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები და უთხრა მათ: აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას.

2. და თქვენი შიში და ძრწოლა ექნება მიწის ყველა მხეცს და ცის ყველა ფრინველს და ყველაფერს, რაც მოძრაობს და ზღვის ყველა თევზს; თქვენ ხელქვეშ მოგეცით.

3. და ყველაფერი მოძრავი, რაც ცოცხალია, თქვენთვის იქნება საჭმელად; როგორც ბალახეული მწვანილი, მოგეცით თქვენ ყველაფერი.

4. მხოლოდ ხორცი სულიერისა სისხლით არ ჭამოთ;

5. და რადგან თქვენს სისხლს თქვენი სულებისას მოვიკითხავ, ყველა მხეცის ხელს მოვკითხავ მას, და კაცის ძმის ხელს მოვკითხავ კაცის სულს.

6. ვინც დაღვრის კაცის სისხლს, სანაცვლოდ მისი სისხლი დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შევქმენი კაცი.

7. ხოლო თქვენ აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და გამრავლდით მასზე.

8. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად და თქვა:

9. აჰა, მე აღვადგენ ჩემს აღთქმას თქვენთვის და თქვენი თესლისთვის თქვენ შემდეგ

10. და ყოველი ცოცხალი სულისთვის თქვენთან ერთად, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან, და მიწის ყველა მხეცისთვის, რაც არის თქვენთან ერთად; ყველასთან, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან.

11. და დავდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, და აღარ მოკვდება არცერთი ხორციელი წარღვნისგან, და აღარ იქნება წარღვნა მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.

12. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს: ეს არის აღთქმის ნიშანი, რასაც მე ვდებ ჩემსა და თქვენ შორის და ყოველ ცოცხალ სულს შორის, რომელიც არის თქვენთან საუკუნო მოდგმაში.

13. ჩემს ცისარტყელას ვდებ ღრუბელში, და იქნება აღთქმის ნიშნად ჩემსა და ქვეყანას შორის.

14. და იქნება, როცა მოვავლენ მე ღრუბლებს ქვეყანაზე, გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში,

15. და გავიხსენებ ჩემს აღთქმას, როემლიც არის ჩემსა და თქვენ შორის და ყოველ ცოცხალ სულს შორის, ყოველ ხორციელში, და აღარ იქნება წყალი წარმღვნელი არცერთი ხორციელის აღსახოცად.

16. და იქნება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ საუკუნო აღთქმის გასახსენებლად ჩემსა და ყოველ ცოცხალ სულს შორის, ყოველ ხორციელში, რომელიც არის ქვეყანაზე.

17. და უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც არის ქვეყანაზე.

18. და იყვნენ ნოეს ძეები, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან: სემი, ქამი, იაფეთი; ქამი იყო ქანაანის მამა.

19. ეს სამნი არიან ნოეს ძეები; მათგან გავრცელდნენ მთელს ქვეყანაზე.

20. და დაიწყო ნოემ, კაცმა მიწათმოქმედმა, და გააშენა ვენახი.

21. და დალია ღვინო და დათვრა, და გაშიშვლდა თავის სახლში.

22. და დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და გამოვიდა და გააგებინა თავის ორ ძმას გარეთ.

23. და აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსი და დაიდეს თავის ორ მხარზე, და წავიდნენ ზურგშექცევით და დაფარეს თავისი მამის სიშიშვლე, და მათ პირი მიბრუნებული ჰქონდათ, და თავისი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

24. და გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და გაიგო, რაც გაუკეთა მას თავისმა ჭაბუკმა ძემ,

25. და თქვა: წყეულია ქანაანი; ყრმა მონა იქნება თავისი ძმებისა.

26. და თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთი სემისა, და იქნება ქანაანი მისი მონა.

27. განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დამკვიდრდეს სემის სამყოფლებში, და გახდეს ქანაანის მისი მონა.

28. და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.

29. და იყო ნოეს ყველა დღე ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.

 
თავი 10

1. ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს მათ ძეები წარღვნის შემდეგ.

2. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და მოსოქი და თირასი.

3. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა.

4. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი.

5. ამათგან გამოიყო წარმართთა კუნძულები თავიანთ ქვეყანაში, თითოეული - ენის მიხედვით თავის ტომებში და თავის ერებში.

6. ხოლო ქამის ძეები: ხუსი და მესრაიმი, ფუდი და ქანაანი.

7. ხოლო ხუსის ძეები: სავა და ევილა და სავათა და რეღმა და სავაკათა. ხოლო რეღმას ძეები: სავა და დადანი.

8. ხოლო ხუსმა შვა ნებროთი. მან დაიწყო გმირობა ქვეყანაზე;

9. ეს იყო გმირი მონადირე უფალი ღმერთის წინაშე; ამის გამო ამბობენ: ნებროთივით გმირი მონადირე უფლის წინაშე.

10. და იყო მისი მეფობის დასაბამი ბაბილონი და ორექი და არქადი და ხალანი სენაარის ქვეყანაში.

11. იმ ქვეყნიდან გამოვიდა ასური, და ააშენა ნინევი და ქალაქი როობოთი და ხალახი,

12. და დასემი ნინევისა და ხალახს შორის; ეს არის დიდი ქალაქი.

13. და მესრაიმმა შვა ლუდიმელნი და ენემიტიმელნი და ლაბიმელნი და ნეფთალიმელნი

14. და პატროსონიმელნი და ხალსონიმელნი, საიდანაც გამოვიდა ფილისტიმი, და კაფთორიმელნი.

15. ხოლო ქანაანმა შვა სიდონი, პირმშო, და ქეტელი

16. და იებუსელი და ამორელი და გერგესელი

17. და ეველი და არუკეელი და ასენელი

18. და არადიელი და სამარიელი და ამაათი. და ამის შემდეგ განითესნენ ქანანელთა ტომები.

19. და იყო ქანანელთა საზღვრები სიდონიდან გერარისა და ღაზის მისასვლელამდე, სოდომისა და გომორის, ადამისა და სევოიმის მისასვლელამდე, ლასამდე.

20. ესენი არიან ქამის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ხალხებში.

21. და სემსაც შეეძინა, ებერის ყველა ძის მამას და იაფეთის უფროს ძმას.

22. სემის ძეები: აილამი და ასური და არფაქსადი და ლუდი და არამი და კაინანი.

23. და არამის ძეები: ოსი და ული და ღათერი და მოსოხი.

24. და არფაქსადმა შვა კაინანი, და კაინანმა შვა სალა, ხოლო სალამ შვა ებერი.

25. და ებერს შეეძინა ორი ძე: ერთის სახელი - ფალეკი, რადგან მის დროს განაწილდა ქვეყანა, და მისი ძმის სახელი - იეკტანი.

26. ხოლო იეკტანმა შვა ელმოდადი და სალეფი და ასარმოთი და იარახი

27. და ოდორა და აიზელი და დეკლა

28. და აბიმეელი და საბევი

29. და უფირი და ევილა და იობაბი. ყველა ესენი არიან იეკტანის ძენი.

30. და იყო მათი სამკვიდრებელი მასიდან სოფირას, აღმოსავლეთის მთის, მისასვლელამდე.

31. ესენი არიან სემის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ერებში.

32. ეს არის ნოეს ძეთა ტომები თავისი წარმომავლობის მიხედვით, თავისი ერების მიხედვით: ამათგან განითესნენ წარმართთა კუნძულები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.

 
თავი 11

1. და იყო მთელი ქვეყანა ერთი ბაგე და ერთი ხმა ყველასათვის.

2. და იყო, როცა დაიძრნენ ისინი აღმოსავლეთიდან, იპოვეს ველი სენაარის ქვეყანაში და დამკვიდრდნენ იქ.

3. და უთხრა კაცმა მოყვასს: მოდით, მოვზილოთ ალიზი და გამოვწვათ იგი ცეცხლით. და იყო მათთვის ალიზი ქვად და ფისი იყო მათთვის თიხა.

4. და თქვეს: მოდით, ავაშენოთ ჩვენთვის ქალაქი და გოდოლი, რომლის თავი იქნება ცამდე, და შევიქმნათ ჩვენ სახელი, ვიდრე განვითესებით მთელი ქვეყნის ზედაპირზე.

5. და გარდამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელიც ააშენეს ადამიანის ძეებმა.

6. და თქვა უფალმა: აჰა, ერთი მოდგმაა და ერთი ბაგე აქვს ყველას, და ამის კეთება დაიწყეს, და ახლა თავს არ დაანებებენ ისინი არაფერს, რის კეთებასაც განიზრახავენ.

7. მოდით, გარდამოვიდეთ და ავრიოთ იქ მათი ენა, რომ არ ესმოდეს თითოეულს მოყვასის ხმა.

8. და განხეთქა ისინი უფალმა იქიდან მთელი ქვეყნის ზედაპირზე, და გაჩერდნენ ქალაქისა და გოდლის მშენებლები.

9. ამის გამო ეწოდა მისი სახელი „აღრევა“ (ებრ. ბაბილონი), რადგან იქ არია უფალმა მთელი ქვეყნის ბაგეები, და იქიდან განთესა ისინი უფალმა ღმერთმა მთელი ქვეყნის ზედაპირზე.

10. და ესენი არიან სემის შთამომავლები: სემი, ძე, იყო ასი წლისა, როცა შვა არფაქსადი, მეორე წელს წარღვნის შემდეგ.

11. და იცოცხლა სემმა არფაქსადის შობის შემდეგ ხუთასი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

12. და იცოცხლა არფაქსადმა ას ოცდათხუთმეტი წელი და შვა კაინანი.

13. და იცოცხლა არფაქსადმა კაინანის შობის შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა. და იცოცხლა კაინანმა ას ოცდაათი წელი და შვა სალა, და იცოცხლა კაინანმა სალას შობის შემდეგ სამას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

14. და იცოცხლა სალამ ას ოცდაათი წელი და შვა ებერი.

15. და იცოცხლა სალამ ებერის შობის შემდეგ სამას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

16. და იცოცხლა ებერმა ას ოცდათოთხმეტი წელი და შვა ფალეკი.

17. და იცოცხლა ებერმა ფალეკის შობის შემდეგ სამას სამოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

18. და იცოცხლა ფალეკმა ას ოცდაათი წელი და შვა რაგავი.

19. და იცოცხლა ფალეკმა რაგავის შობის შემდეგ ორას ცხრა წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

20. და იცოცხლა რაგავმა ას ოცდათორმეტი წელი და შვა სერუქი.

21. და იცოცხლა რაგავმა სერუქის შობის შემდეგ ორას შვიდი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

22. და იცოცხლა სერუქმა ას ოცდაათი წელი და შვა ნაქორი.

23. და იცოცხლა სერუქმა ნაქორის შობის შემდეგ ორასი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

24. და იცოცხლა ნაქორმა სამოცდაცხრამეტი წელი და შვა თარა.

25. და იცოცხლა ნაქორმა თარას შობის შემდეგ ას ოცდაცხრა წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

26. და იცოცხლა თარამ სამოცდაათი წელი და შვა აბრამი და ნაქორი და არანი.

27. ხოლო ესენი არიან თარას შთამომავლები: თარამ შვა აბრამი და ნაქორი და არანი, და არანმა შვა ლოთი.

28. და მოკვდა არანი თარას, თავისი მამის, წინაშე ქვეყანაში, სადაც იშვა, ქალდეველთა მხარეში.

29. და მოიყვანეს აბრამმა და ნაქორმა თავისთვის ცოლები: აბრამის ცოლის სახელი - სარა, და ნაქორის ცოლის სახელი - მელქა,  ასული არანისა; ეს არის მამა მელქასი და მამა იესხასი.

30. და იყო სარა ბერწი და უშვილო.

31. და წაიყვანა თარამ აბრამი, თავისი ძე, და ლოთი, არანის ძე, ძე თავისი ძისა, და სარა, თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის, ცოლი, და გაიყვანა ისინი ქალდეველთა მხარიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად და მივიდა ხარანამდე, და დამკვიდრდა იქ.

32. და იყო თარას დღეები ხარანში ორას ხუთი წელი, და მოკვდა თარა ხარანში.

 
თავი 12

1. და უთხრა უფალმა აბრამს გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან და წადი ქვეყანაში, რომელსაც შენ გიჩვენებ.

2. და გაქცევ შენ დიდ ხალხად და გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული;

3. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებლებს და შენს მაწყევრებს დავწყევლი, და იკურთხება შენით ქვეყნის ყველა ტომი.

4. და წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა, და გაემართა მასთან ერთად ლოთი; ხოლო აბრამი იყო სამოცდათხუთმეტი წლისა, როცა გამოვიდა ხარანიდან.

5. და წაიყვანა აბრამმა სარა, თავისი ცოლი, და ლოთი, თავისი ძმის ძე, და მთელი თავიანთი ქონება, რაც შეიძინეს, და ყველა სულიერი, რაც შეიძინეს ხარანში, და გამოვიდნენ, რათა წასულიყვნენ ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.

6. და გაიარა აბრამმა ქვეყანა მის სიგრძეზე სვიქემის ადგილამდე, მაღალ მუხასთან; ხოლო ქანანელები მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

7. და ეჩვენა უფალი აბრამს და უთხრა მას: შენს თესლს მივცემ ამ ქვეყანას. და აუგო იქ აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც ეჩვენა მას.

8. და დაიძრა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და დადგა იქ თავისი კარავი, ბეთელი იყო ზღვისკენ და ანგე - აღმოსავლეთით; და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს და მოუხმო უფლის სახელს.

9. და გაემართა აბრამი და წავიდა და დაბანკდა უდაბნოში.

10. და იყო შიმშილობა ქვეყანაზე, და ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, იქ მწირობისთვის, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.

11. და იყო, როცა მიუახლოვდა აბრამი შესასვლელად ეგვიპტეს, უთხრა აბრამმა სარას, თავის ცოლს: ვიცი მე, რომ პიმშვენიერი დედაკაცი ხარ.

12. და იქნება, როგორც კი დაგინახავენ შენ ეგვიპტელები, იტყვიან, რომ: მისი ცოლია ეს, და მომკლავენ მე, ხოლო შენ დაგტოვებენ.

13. ამიტომ თქვი, რომ: მისი და ვარ, რათა სიკეთეს ვეწიო მე შენ გამო, და იცოცხლებს ჩემი სული შენი მეშვეობით.

14. და იყო, როცა შევიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა დედაკაცი, რომ მშვენიერი იყო ძლიერ,

15. და დაინახეს იგი ფარაონის მთავრებმა და აქეს იგი ფარაონთან და შეიყვანეს იგი ფარაონის სახლში;

16. და აბრამს სიკეთე მიაგეს მის გამო, და მისი იყო ცხვრები და ხბოები და სახედრები, მონები და მხევლები, ჯორები და აქლემები.

17. და გამოსცადა ღმერთმა დიდი და მძიმე განსაცდელებით ფარაონი და მისი სახლი სარას, აბრამის ცოლის, გამო.

18. და მოუხმო ფარაონმა აბრამს და უთხრა: ეს რა მიყავი მე, რატომ არ მითხარი მე, რომ შენი ცოლია?

19. რატომ თქვი, რომ: ჩემი და არის? და მოვიყვანე იგი ჩემთვის ცოლად. და ახლა, აჰა, შენი ცოლი შენ წინაშეა; წაიყვანე და წადი.

20. და უბრძანა ფარაონმა თავის კაცებს აბრამის შესახებ, რომ გაეცილებინათ იგი და მისი ცოლი და ყველაფერი, რაც იყო მისი, და ლოთი მასთან ერთად.

 
თავი 13

1. და გამოვიდა აბრამი ეგვიპტიდან, ის და მისი ცოლი და ყოველივე, რაც იყო მისი, და ლოთი მასთან ერთად, უდაბნოში.

2. ხოლო აბრამი იყო ძლიერ მდიდარი პირუტყვით და ვერცხლით და ოქროთი.

3. და წავიდა, საიდანაც მოვიდა, უდაბნოში ბეთელამდე, იმ ადგილამდე, სადაც იყო მისი კარავი პირველად, ბეთელსა და ანგეს შორის.

4. სამსხვერპლოს ადგილზე, რომელიც გააკეთა იქ პირველად; და მოუხმო აბრამმა უფლის სახელს.

5. და ლოთს, აბრამის თანამგზავრს, ჰყავდა ცხვრები და ძროხები და ჰქონდა კარვები.

6. და ვერ იტევდა მათ ქვეყანა, რომ დასახლებულიყვნენ ერთად, რადგან იყო მათი ქონება ბევრი, და არ შეეძლოთ, რომ დასახლებულიყვნენ ერთად.

7. და იყო დავა აბრამის პირუტყვის მწყემსებსა და ლოთის პირუტყვის მწყემსებს შორის; და ქანანელები და ფერეზელები მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

8. და უთხრა აბრამმა ლოთს: ნუ იქნება დავა ჩემსა და შენ შორის და ჩემს მწყემსებსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან კაცები ძმები ვართ ჩვენ.

9. აჰა, მთელი ქვეყანა შენ წინაშე არ არის? გამომეყავი მე. თუ შენ მარცხნივ, მე - მარჯვნივ; ხოლო თუ შენ მარჯვნივ, მე - მარცხნივ.

10. და აახილა ლოთმა თვალები და დაინახა იორდანის მთელი შემოგარენი, რომ მთლიანად ირწყვებოდა  - ვიდრე გაანადგურებდა ღმერთს სოდომს და გომორს - როგორც ღვთის სამოთხე და როგორც ეგვიპტის ქვეყანა ზოგორის მისასვლელამდე.

11. და ამოირჩია თავისთვის ლოთმა იორდანის მთელი შემოგარენი, და წამოვიდა ლოთი აღმოსავლეთიდან, და გამოეყო თითოეული თავის ძმას.

12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოთი დამკვიდრდა შემოგარენთა ქალაქში და კარვები გაშალა სოდომში.

13. ხოლო ადამიანები სოდომში ძლიერ ბოროტნი და ცოდვილნი იყვნენ ღვთის წინაშე.

14. და ღმერთმა უთხრა აბრამს მისგან ლოთის გამოყოფის შემდეგ: აახილე შენი თვალები და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ახლა შენ ხარ, ჩრდილოეთით და სამხრეთით და აღმოსავლეთით და ზღვისკენ;

15. რადგან მთელ ქვეყანას, რასაც შენ ხედავ, შენ მოგცემ მას, და შენს თესლს უკუნისამდე.

16. და ვაქცევ შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას, თუ შეძლებს ვინმე, დათვალოს მიწის ქვიშა, შენი თესლიც დაითვლება.

17. ადექი და მოიარე ქვეყანა მისი სიგრძით და სიგანით, რადგან შენ მოგცემ მას.

18. და აიღო კარვები აბრამმა და წავიდა და დამკვიდრდა მამბრეს მუხასთან, რომელიც იყო ქებრონში, და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს.

 
თავი 14

1. და იყო, ამარფალის, სენაარის მეფის, მეფობისას არიოქმა, ელასარის მეფემ და ქოდოლოგომორმა, აილამის მეფემ და თარგალმა, წარმართთა მეფემ

2. გამართეს ბრძოლა ბალასთან, სოდომის მეფესთან და ბარსასთან, გომორის მეფესთან და სენაართან, ადამას მეფესთან და სიმობორთან, სებოიმის მეფესთან და ბალაკის (ეს არის სეგორი) მეფესთან.

3. ესენი ყველანი შეითქვნენ მარილოვან ხეობაში (ეს არის მარილის ზღვა).

4. თორმეტი წელი ემონებოდნენ ქოდოლოგომორს, ხოლო მეცამეტე წელს განუდგნენ.

5. ხოლო მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქოდოლოგომორი და მეფეები, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად და ამოხოცეს გმირები ასტაროთ-კარნაინში და ძლიერი ხალხი მათთან ერთად და ომეელები ქალაქ სავეში

6. და ქორელები, რომლებიც იყვნენ სეირის მთებში, ფარანის ბელეკონამდე, რომელიც არის უდაბნოში.

7. და დაბრუნდნენ და მივიდნენ მსჯავრის წყაროსთან (ეს არის კადესი) და ამოხოცეს ამალეკის ყველა მთავარი და ამორელები, რომლებიც მკვიდრობდნენ ასასან-თამარში.

8. და გამოვიდა სოდომის მეფე და გომორის მეფე და ადამის მეფე და სებოიმის მეფე და ბალაკის (ეს არის სეგორი) მეფე და დაეწყვნენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მარილოვან ხეობაში,

9. ქოდოლოგომორის, აილამის მეფის და თარგალის, წარმართთა მედის და ამარფალის, სენაარის მეფის და არიოქის, ელასარის მეფის წინააღმდეგ, ოთხი მეფე - ხუთის წინააღმდეგ.

10. ხოლო მაროლოვანი ხეობა არის ფისის ორმოები; გაიქცა სოდომის მეფე და გომორის მეფე და ჩაცვივდნენ იქ, ხოლო დანარჩენები მთაში გაიქცნენ.

11. და წაიყვანეს სოდომის და გომორის ყველა ცხენი და მთელი მათი საკვები და წავიდნენ.

12. და წაიყვანეს ლოთიც, ძე აბრამის ძმისა და მისი მონაგარი და წავიდნენ, რადგან იყო დამკვიდრებული სოდომში.

13. და მოვიდა ერთი გადარჩენილთაგანი და აუწყა აბრამს, მწირს; ხოლო იგი მკვიდრობდა მუხასთან ამორელი მამბრესი, ესქოლის ძმისა და ავნანის ძმისა, რომლებიც იყვნენ აბრამის თანამზრახველები.

14. და გაიგო აბრამმა, რომ დაატყვევეს ლოთი, მისი ძმა, და გადათვალა თავისი საკუთარი სახლისწულნი, სამას თვრამეტნი, და დაედევნა მათ უკან დანამდე.

15. და დაეცა მათ ღამე, ის და მისი მსახურები, და დასცა ისინი და სდია მათ ქობალამდე, რომელიც არის დამასკოს მარცხნივ.

16. და დააბრუნდა სოდომის ყველა ცხენი; და ლოთი, თავისი ძმა დააბრუნა და მისი ქონება და დედაკაცები და ხალხი.

17. და გამოვიდა სოდომის მეფე მის შესახვედრად მისი დაბრუნების შემდეგ - როცა ამოწყვიტა ქოდოლოგომორი და მასთან მყოფი მეფეები - სავეს ხეობაში (ეს იყო მეფის ველი)

18. და მელქისედეკმა, სალემის მეფემ, გამოუტანა პურები და ღვინო; და იყო მღველი მაღალი ღმერთისა.

19. და აკურთხა აბრამი და თქვა: კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის მიერ, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.

20. და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელიც მოგცა შენი მტრები შენ ხელქვეშ. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყველაფრიდან.

21. და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი მე კაცები, ხოლო ცხენები წაიყვანე შენთვის.

22. და უთხრა აბრამმსა სოდომის მეფეს: აღვაპყრობ ჩემს ხელს მაღალი ღმერთის მიმართ, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა,

23. თუ ძაფიდან ფეხსაცმლის თასმამდე ავიღო ყველაფრიდან, რაც შენია, რათა არ თქვა, რომ: მე გავამდიდრე აბრამი;

24. გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და ჩემი თანმხლები კაცების წილისა - ესქოლის, ავნანის, მამბრესი - ესენი აიღებენ წილს.

 
თავი 15

1. ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იყო უფლის სიტყვა აბრამის მიმართ ღამის ხილვისას და თქვა: ნუ გეშინია, აბრამ; მე გიფარავ შენ; შენი საზღაური ძლიერ ბევრი იქნება.

2. და თქვა აბრამმსა: მეუფეო, რას მომცემ მე? მე მივდივარ უშვილო; ხოლო ძე არის მასეკი - ჩემი სახლისნაშობისა - ეს არის დამასკელი ელიეზერი.

3. და თქვა აბრამმა: რადგანმე არ მომეცი თესლი, ჩემი სახლისწული იქნება ჩემი მემკვიდრე.

4. და მაშინვე ხმა ღვთისა იყო მის მიმართ, მეტყველი: არ იქნება შენი მემკვიდრე ეს, არამედ ვინც გამოვა შენგან, ის იქნება შენი მემკვიდრე.

5. და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა მას: აიხედე ცაში და დათვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას. და უთხრა: ასე იქნება შენი თესლი.

6. და ირწმუნა აბრამმა ღვთისა, და შეერაცხა მას სიმართლედ.

7. და უთხრა მას: მე ვარ ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ქალდეველთა მხარიდან, რათა მოგცე შენ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.

8. და თქვა: მეუფეო უფალო, რის მიხედვით გავიგო, რომ დავიმკვიდრებ მას?

9. და უთხრა მას: მომიყვანე მე დეკეული სამი წლისა და თხა სამი წლისა და ვერძი სამი წლისა და გვრიტი და მტრედი.

10. და მიუყვანა მას ეს ყველაფერი და გაყო ისინი შუაზე, და დააწყო ისინი ერთმანეთის პირდაპირ, ხოლო ფრინველები არ გაყო.

11. და დაეშვნენ ფრინველები მათს ორადგაჭრილ სხეულებზე, და იჯდა მათთან აბრამი.

12. ხოლო მზის ჩასვლისას გაოგნება დაეცა აბრამს, და აჰა, ბნელი და დიდი შიში დაეცა მას.

13. და ითქვა აბრამის მიმართ: ცოდნით იცოდე, რომ მწირი იქნება შენი თესლი ქვეყანაში, რომელიც არ არის მისი, და დაიმონებენ მათ და ბოროტს გაუკეთებენ მათ და დაამდაბლებენ მათ ოთხასი წელი.

14. და ხალხს, რომელსაც დაემონებიან, განვსჯი მე; და ამის შემდეგ გამოვლენ აქ დიდი მონაგრით;

15. ხოლო შენ წახვალ შენს მამებთან მშვიდობით, მიღწეული კეთილ სიბერეს.

16. და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან ჯერ არ ავსებული ამორელთა ცოდვები აქამდე.

17. და როცა იყო მზე დასავლეთით, ალი გაჩნდა, და აჰა, მბოლავი ღუმელი და ცეცხლის ლამპრები, რომლებმაც გაიარეს იმ ორადგაჭრილთა შორის.

18. იმ დღეს აღუთქვა უფალმა აბრამს აღთქმა და უთხრა: შენს თესლს მივცემ ამ ქვეყანას ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.

19. კენელებს და კენეზელებს და კედმონელებს

20. და ქეტელებს და ფერეზელებს და რაფაინელებს

21. და ამორელებს და ქანანელებს და ეველებს და გერგესელებს და იებუსელებს.

 
თავი 16

1. ხოლო სარა, აბრამის ცოლი, არ უშობდა მას. და ჰყავდა მას მხევალი ეგვიპტელი, რომლის სახელი იყო აგარი.

2. და უთხრა სარამ აბრამს ქანაანის ქვეყანაში: აჰა, დამხშა მე უფალმა, რომ არ ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, რათა შვილიერი გახდე მისგან. და შეისმინა აბრამმა სარას ხმისა.

3. და მოიყვანა სარამ, აბრამის ცოლმა, ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ათი წლის შემდეგ აბრამის დასახლებიდან ქანაანის ქვეყანაში, და მისცა იგი აბრამს, თავის ქმარს, ცოლად.

4. და შევიდა აგართან, და მუცლადიღო. და ნახა, რომ მუცლადღებულია, და უპატიო გახდა ქალბატონი მის წინაშე.

5. და უთხრა სარამ აბრამს: ვიჩაგრები შენგან; მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; ხოლო როცა ნახა, რომ მუცლადღებულია, უპატიო გავხდი მის წინაშე. განსაჯოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის.

6. და უთხრა აბრამმა სარას: აჰა, შენი მხევალი შენ ხელთ არის. მოექეცი მას, როგორც შენ გინდა. და ცუდად ექცეოდა მას სარა, და გაიქცა მისგან.

7. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, წყაროსთან სურის გზაზე.

8. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აგარ, სარას მხევალო, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ? და თქვა: სარასგან, ჩემი ქალბატონისგან, გავრბივარ მე.

9. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: მიბრუნდი შენს ქალბატონთან და დამდაბლდი მის ხელქვეშ.

10. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გამრავლებით გავამრავლებ შენს თესლს და არ აღირაცხება სიმრავლის გამო.

11. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, შენ მუცლადღებული ხარ და შობ ძეს და უწოდებ მას სახელს, ისმაელს (ებრ. შეისმინა ღმერთმა), რადგან შეისმინა უფალმა შენი სიმდაბლისა.

12. იქ იქნება ველური კაცი; მისი ხელები ყველაზე და ყველას ხელები მასზე, და თავისი ყველა ძმის პირისპირ დამკვიდრდება.

13. და უწოდა აგარმა სახელი უფალს, რომელიც ელარაპაკებოდა მას: შენ ხარ ღმერთი, რომელმაც მომხედე მე; - რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე, რომელიც მეჩვენა მე.

14. ამის გამო უწოდა ჭას: „ჭა, სადაც პირისპირ ვიხილე“; აჰა, კიდესსა და ბარადს შორის.

15. და უშვა აგარმა აბრამს ძე, და უწოდა აბრამმა სახელი თავისი ძისა, რომელიც უშვა მას აგარმა, ისმაელი.

16. ხოლო აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როცა უშვა აგარმა ისმაელი აბრამს.

 
თავი 17

1. და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, და ეჩვენა უფალი აბრამს და უთხრა მას: მე ვარ ღმერთი შენი; სათნო იყავი ჩემ წინაშე და იყავი უბიწო,

2. და დავდებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენ შორის და გაგამრავლებ შენ ძლიერ.

3. და დავარდა აბრამი პირქვე და ელაპრაკა მას ღმერთი და უთხრა:

4. და აჰა, მე, აღთქმა ჩემი შენთან, და იქნები მამა მრავალი ხალხისა.

5. და აღარ გეწოდება სახელი შენ აბრამი, არამედ იქნება სახელი შენი აბრაამი, რადგან მრავალი ხალხის მამას დაგადგინე შენ.

6. და აგაღორძინებ შენ ძლიერ, ძლიერ, და დაგადგენ შენ ხალხად, და მეფეები შენგან გამოვლენ.

7. და დავდებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს თესლს შორის შენ შემდეგ მათს მოდგმაში საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენთვის ღმერთი და შენი თესლისთვის შენ შემდეგ.

8. და მოგცემ შენ და შენს თესლს შენ შემდეგ ქვეყანას, სადაც მწირობ, ქანაანის მთელ ქვეყანას, საუკუნო სამფლობელოდ და ვიქნები მათთვის ღმერთი.

9. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: ხოლო შენ ჩემს აღთქმას დაიცავ, შენ და შენი თესლი შენ შემდეგ თავის მოდგმაში.

10. და ეს არის აღთქმა, რომელსაც დაიცავ, ჩემსა და თქვენ შორის და შენს თესლს შორის შენ შემდეგ მათს მოდგმაში: წინადაიცვეთს თქვენგან ყოველი წული,

11. და დაიცვეთთ ხორცს თქვენი წინადაცვეთილობისას, და იქნება აღთქმის ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის.

12. და ყრმამ რვა დღისამ დაიცვითოს თქვენმა ყოველმა წულმა თქვენს მოდგმაში, სახლისწულმა შენი სახლისამ და ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა უცხო ძეთაგანმა, რომელიც არ არის შენი თესლიდან.

13. დაცვეთით დაიცვეთს სახლისწული შენი სახლისა და ვერცხლით ნაყიდი, და იქნება ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.

14. და დაუცვეთელი მამაკაცი, რომელიც არ დაიცვეთს ხორცს თავისი დაცვეთილობისას მერვე დღეს, მოიკვეთება ის სული თავისი მოდგმიდან, რადგან ჩემი აღთქმა დაარღვია.

15. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარას, შენს ცოლს, აღარ ეწოდება თავისი სახელი სარა, არამედ სარრა იქნება მისი სახელი.

16. და ვაკურთხებ მას და მოგცემ შენ მისგან შვილს, და ვაკურთხებ მას, და იქცევა ხალხად, და ხალხთა მეფეები მისგან გამოვლენ.

17. და დავარდა აბრაამი პირქვე და გაეცინა და თქვა თავის გონებაში: ნუთუ ასი წლისას ეყოლება ძე, და ნუთუ სარრა ოთხმოცდაათი წლისა შობს?

18. და უთხრა აბრამმა ღმერთს: ისმაელმა, ამან იცოცხლოს შენ წინაშე.

19. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: ჰო; აჰა, სარრა, შენი ცოლი, გიშობს შენ ძეს, და უწოდებ მას სახელს, ისააკს; და დავდებ ჩემს აღთქმას მასთან საუკუნო აღთქმად და მის თესლთან მის შემდეგ.

20. ხოლო ისმაელის შესახებ, აჰა, მე ვისმინე შენი; აჰა, ვაკურთხე იგი და ავაღორძინებ მას და გავამრავლებ მას ძლიერ; თორმეტ ხალხს წარმოშობს, და ვაქცევ მას დიდ ხალხად.

21. ხოლო ჩემს აღთქმას დავდებ ისააკთან, რომელსაც გიშობს შენ სარრა ამ დროისთვის, მეორე წელიწადს.

22. და დაასრულა ლაპარაკი მასთან და ამაღლდა ღმერთი აბრაამისგან.

23. და მოიყვანა აბრაამმსა ისმაელი, თავისი ძე, და ყველა თავისი სახლისწული და ყველა ვერცხლით ნაყიდი და ყოველი წული კაცთაგან, აბრაამის სახლში მყოფი, და დასცვითა მათი წინადაცვეთილობა იმ დღის იმ ჟამს, როგორც უთხრა მას ღმერთმა.

24. და აბრაამი იყო ოთმოცდაცხრამეტი წლისა, როცა დაიცვითა ხორცი თავისი წინადაცვეთილობისა,

25. ხოლო ისმაელი, მისი ძე, ცამეთი წლისა იყო, როცა დასცვითა ხორცი მისი დაცვეთილობისა.

26. იმ დღის იმ ჟამს დაიცვითეს აბრაამმა და ისმაელმა, მისმა ძემ,

27. და მისი სახლის ყველა მამაკაცმა და სახლისწულმა და ვერცხლით ნაყიდმა სხვა მოდგმის ხალხთაგან; დასცვითა მათ.

 
თავი 18

1. და ეჩვენა მას ღმერთი მამბრეს მუხასთან, როდესაც იჯდა იგი თავისი კარვის კართან შუადღისას.

2. და აახილა თავისი თვალები და დაინახა: აჰა, სამი კაცი თავზე დაადგა მას; და დაინახა და გაიქცა მათ შესაგებებლად თავისი კარვის კარიდან და თაყვანი სცა მიწამდე,

3. და თქვა: უფალო, თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ნუ ჩაუვლი შენს მონას;

4. მოიტანენ წყალს და დაგბანენ თქვენ ფეხებს და გაგრილდით ხის ქვეშ.

5. და მოვიტან პურს და ჭამეთ, და ამის შემდეგ წადით თქვენს გზაზე, რომლის გამოც გადმოუხვიეთ თქვენს მონასთან. და უთხრეს: ისე გააკეთე, როგორც თქვი.

6. და იჩქარა აბრაამმა კარავში სარრასთან და უთხრა მას: იჩქარე და მოზილე სამი საწყაო სამინდო და გააკეთე კვერები.

7. და ძროხებისკენ გაიქცა აბრაამი, და აიყვანა ხბო, ჩვილი და კარგი, და მისცა მსახურს და ჩქარობდა მის მომზადებას.

8. და აიღო ერბო და რძე და ხბო, რომელიც მომზადდა, და წინ დაუწყო მათ, და ჭამეს; ხოლო თვითონ წინ ედგა მათ, ხის ქვეშ.

9. და უთხრა მას: სად არის სარრა, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო და უთხრა: აჰა, კარავშია.

10. და თქვა: მოვბრუნდები და მოვალ შენთან ამ დროის ამ ჟამისთვის და ეყოლება ძე სარრას, შენს ცოლს. ხოლო სარრამ გაიგონა კარვის კართან, იყო რა მის უკან.

11. ხოლო აბრაამი და სარრა მოხუცებულები და ხანგადასულები იყვნენ, და შეწყვეტილი ჰქონდა სარრას დედათა წესი.

12. და გაიცინა სარრამ თავისთვის და თქვა: ჯერ არ მყოლია მე აქამდე, ჩემი ბატონი კი მოხუცებულია.

13. და უთხრა უფალმა ღმერთმა აბრაამს: რატომ გაიცინა სარრამ თავისთვის და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ? მე ხომ დავბერდი.

14. განა უძლურია ღვთის სიტყვა? ამ დროისთვის დავბრუნდები შენთან, ამ ჟამისთვის, და ეყოლება სარრას ძე.

15. და უარყო სარრამ და თქვა: არ გამიცინია, - რადგან შეეშინდა. და უთხრა: არა, გაიცინე.

16. და ადგნენ იქიდან კაცები და გადახედეს სოდომისა და გომორის სახეს, ხოლო აბრაამი მიჰყვებოდა და აცილებდა მათ.

17. და უფალმა თქვა: განა დავფარავ მე აბრაამისგან, ჩემი მსახურისგან, რასაც მე ვაკეთებ?

18. და აბრაამი იქცევა დიდ და მრავალ ხალხად, და იკურთხება მისით ქვეყნის ყველა ხალხი.

19. რადგან ვიცი, რომ უბრძანებს თავის ძეებს და თავის სახლს თავის შემდეგ, და დაიცავენ უფლის გზებს, რომ აღასრულონ სამართალი და მსჯავრი; რათა მოავლინოს უფალმა აბრაამზე ყველაფერი, რაც უთხრა მას.

20. და თქვა უფალმა: ღაღადება სოდომისა და გომორისა გამრავლდა, და მათი ცოდვები დიდია ძლიერ;

21. ამიტომ ჩავალ და ვნახავ, ჩემამდე მოღწეული მათი ღაღადებისაებრ თუ იქცევიან, ხოლო თუ არა - მეცოდინება.

22. და გაბრუნდნენ იქიდან კაცები და მივიდნენ სოდომში, ხოლო აბრაამი ისევ იდგა უფლის წინაშე.

23. და მიუახლოვდა აბრაამი და უთხრა: ნუთუ დაღუპავ მართალს უღვთოსთან ერთად და იქნება მართალი, როგორც უღვთო?

24. თუ იქნება ორმოცდაათი მართალი ქალაქში, დაღუპავ მათ? არ დაინდობ მთელ იმ ადგილს ორმოცდაათი მართლის გამო, თუ იქნებიან მასში?

25. არაფრით არ გააკეთებ შენ ამ სიტყვისაებრ, რომ მოკლა მართალი უღვთოსთან ერთად; და იქნება მართალი, როგორც უღვთო? არაფრით; მსაჯული მთელი ქვეყნისა არ აღასრულებ მსჯავრს?

26. და თქვა უფალმა ღმერთმა: თუ ვიპოვი სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, დავტოვებ მთელ იმ ადგილს მათ გამო.

27. და მიუგო აბრაამმა და თქვა: ახლა დავიწყე ლაპარაკი უფალთან, ხოლო მე მიწა ვარ და ნაცარი;

28. და თუ დააკლდება ორმოცდაათ მართალს ხუთი, დაღუპავ ხუთის გამო მთელ ქალაქს? და თქვა: არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ორმოცდახუთს.

29. და დაუმატა კვლავ მის მიმართ ნათქვამს და თქვა: და თუ აღმოჩნდება იქ ორმოცი? და თქვა: არ დავღუპავ ორმოცის გამო.

30. და თქვა: რა იქნება, უფალო, თუ ვიტყვი: და თუ აღმოჩნდება იქ ოცდაათი? და თქვა: არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ოცდაათს.

31. და თქვა: რადგან მაქვს სათქმელი უფალთან, და თუ აღმოჩნდება იქ ოცი? და თქვა: არ დავღუპავ ოცის გამო.

32. და თქვა: რა იქნება, უფალო, თუ ვიტყვი კიდევ ერთხელ: და თუ აღმოჩნდება იქ ათი? და თქვა: არ დავღუპავ ათის გამო.

33. და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან, და აბრაამი დაბრუნდა თავის ადგილას.

 
თავი 19

1. და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამოს; ხოლო ლოთი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. და დაინახა ლოთმა და წამოდგა მათ შესაგებებლად და თაყვანი სცა პირით მიწამდე,

2. და უთხრა: აჰა, ბატონებო, გადმოუხვიეთ თქვენი მონის სახლისკენ და დაისვენეთ და დაიბანეთ თქვენი ფეხები, და ადრე ადექით და წადით თქვენს გზაზე. და თქვეს: არა, მოედანზე დავისვენებთ.

3. და აიძულა ისინი, და გადაუხვიეს მასთან და შევიდნენ მის სახლში. და მოუმზადა მათ სასმელი და ხმიადები გამოუცხო მათ, და ჭამეს,

4. და ვიდრე დაიძინებდნენ, ქალაქის კაცები, სოდომელები, გარშემოერტყნენ სახლს ჭაბუკიდან მოხუცამდე, მთელი ერი ერთად,

5. და გამოუხმეს ლოთს და ეუბნებიან მას: სად არიან კაცები, რომლებიც მოვიდნენ შენთან ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რათა თანავეყოთ მათ.

6. და გამოვიდა ლოთი მათთან წინკარში და კარი მოიხურა თავის უკან.

7. და უთხრა მათ: არა, ძმებო, არ ჩაიდინოთ ბოროტება.

8. მყავს მე ორი ასული, რომლებსაც არ შეუცვნიათ მამაკაცი; გამოვიყვან მათ თქვენთან და მოექეცით მათ, როგორც გესიამოვნებათ თქვენ. მხოლოდ ამ კაცებს ნუ მოექცევით უსამართლოდ, რადგან შემოვიდნენ ჩემი სახლის ჭერქვეშ.

9. და უთხრეს: გადი იქით. მოხვედი მწირობისთვის თუ სამართლის განსასჯელად? ამიტომ ახლა შენ უფრო ცუდს გაგიკეთებთ, ვიდრე მათ. და მძლავრობდნენ კაცზე, ლოთზე, ძლიერ, და მიუახლოვდნენ კარს შესამტვრევად.

10. ხოლო გაიწოდეს კაცებმა ხელები და შეიტაცეს ლოთი თავისთან სახლში და სახლის კარი ჩაკეტეს;

11. ხოლო კაცებს, რომლებიც იყვნენ სახლის კართან, დამართეს სიბრმავე დიდიდან პატარამდე, და დაიღალნენ კარის ძებნით.

12. და უთხრეს კაცებმა ლოთს: გყავს შენ ვინმე აქ: სიძეები ან ძეები, ან ასულები? ან თუ სხვა ვინმე გყავს შენ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან;

13. რადგან დავაქცევთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათი ღაღადება უფლის წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის მოსასპობად.

14. და გამოვიდა ლოთი და ელაპარაკა თავის სიძეებს, რომლებმაც ითხოვეს მისი ასულები, და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან მოსპობს უფალი ქალაქს. და სასაცილო გამოჩნდა თავისი სიძეების წინაშე.

15. ხოლო როცა ცისკარი დადგა, აჩქარებდნენ ანგელოზები ლოთს და ეუბნებოდნენ: ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, რომლებიც გყავს, და გადი, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის უსჯულოებასთან ერთად.

16. და შეძრწუნდნენ; და მოჰკიდეს ანგელოზებმა მის ხელს და მისი ცოლის ხელს და მისი ორი ასულის ხელებს, რადგან შეიბრალა უფალმა იგი.

17. და იყო, როცა გაიყვანეს ისინი გარეთ, უთხრეს: გადარჩენით გადაარჩინე შენი სული; ნუ მოიხედავ უკან, ნურც გაჩერდები მთელ შემოგარენში; მთაში გადარჩი, რათა არ იყო მათი თანაზიარი.

18. და უთხრა ლოთმა მათ: გევედრები, უფალო, რადგან პოვა შენმა მსახურმა წყალობა შენ წინაშე და განადიდე შენი სიმართლე, რომელსაც აღასრულებ ჩემზე, რათა იცოცხლოს ჩემმა სულმა; ხოლო მე ვერ შევძლებ გადარჩენას მთაში, ვაითუ მეწიოს მე ბოროტება და მოვკვდე,

19. აჰა, ეს ქალაქი ახლოს არის ჩემთვის, რომ გავიქცე იქ, ის პატარაა, იქ გადავრჩები; განა პატარა არ არის? და იცოცხლებს ჩემი სული.

20. და უთხრა მას: აჰა, გამაკვირვა შენმა სახემ და ამ სიტყვამ, რომ არ გავანადგურო ქალაქი, რომლის შესახებაც თქვი;

21. ამიტომ იჩქარე, რათა გადარჩე იქ; რადგან ვერ შევძლებ საქმის აღსრულებას, ვიდრე არ შეხვალ შენ იქ. ამის გამო უწოდა იმ ქალაქს სახელი სეგორი (ებრ. პატარა).

22. მზე ამოვიდა ქვეყანაზე, და ლოთი შევიდა სეგორში.

23. და უფალმა აწვიმა სოდომზე და გომორზე გოგირდი და ცეცხლი უფლის მიერ ზეციდან,

24. და გაანადგურა ეს ქალაქები და მთელი შემოგარენი და ყველა მცხოვრები ქალაქებში და ყველაფერი, აღმოცენებული მიწიდან.

25. და მიიხედა მისმა ცოლმა უკან და იქცა მარილის სვეტად.

26. და ადრე ადგა აბრაამი, განთიადისას, მივიდა ადგილას, სადაც იდგა უფლის წინაშე,

27. და გადახედა სოდომისა და გომორის სახეს და შემოგარენის მიწის პირს და დაინახა: და აჰა, ადიოდა ალი მიწიდან, როგორც ალმური ღუმლისა.

28. და იყო, როცა მოსრა უფალმა შემოგარენის ყველა ქალაქი, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაიყვანა ლოთი ნგრევის შუაგულიდან, როცა გაანადგურა უფალმა ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობდა ლოთი.

29. და ავიდა ლოთი სეგორიდან და დაჯდა მთაზე, და მისი ორი ასული მასთან ერთად, რადგან შეეშინდა დამკვიდრება სეგორში. და დასახლდა გამოქვაბულში, ის და მისი ორი ასული მასთან ერთად.

30. და უთხრა უფროსმა უმცროსს: ჩვენი მამა მოხუცია, და არავინ არის ქვეყანაზე, ვინც შემოვა ჩვენთან, როგორც წესია მთელ ქვეყანაზე;

31. მოდი და დავალევინოთ ჩვენს მამას ღვინო და დავწვეთ მასთან და აღვადგინოთ ჩვემი მამისაგან თესლი.

32. და დაალევინეს თავის მამას ღვინო იმ ღამეს, და შევიდა უფროსი და დაწვა თავის მამასთან იმ ღამეს, და ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა.

33. და იყო, მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: აჰა დავწექი გუშინ ჩვენს მამასთან; დავალევინოთ მას ღვინო ამ ღამესაც, და შედი და დაწექი მასთან, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან თესლი.

34. და დაალევინეს იმ ღამეს თავის მამას ღვინო, და შევიდა უმცროსი და დაწვა თავის მამასთან, და ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა.

35. და მუცლადიღო ლოთის ორივე ასულმა თავისი მამისაგან.

36. და შვა უფროსმა ძე და უწოდა მისი სახელი მოაბი (ებრ. მამაჩემისაგან); და თქვა: მამაჩემისაგან არის; - ეს არის მოაბელთა მამა დღევანდელ დღემდე.

37. და შვა უმცროსმაც ძე და უწოდა მისი სახელი ამანი (ებრ. ძე ჩემი ერისა); და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. - ეს არის ამანელთა მამა დღევანდელ დღემდე.

 
თავი 20

1. და დაიძრა აბრაამი სამხრეთის ქვეყნისკენ, და დამკვიდრდა კადესსა და სურს შორის, და მწირობდა გერარში.

2. და თქვა აბრაამმა სარრაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის; რადგან შეეშინდა, ეთქვა: ჩემი ცოლია, - რომ არ მოეკლათ იგი ქალაქის კაცებს მის გამო. და გააგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ და წაიყვანა სარრა.

3. და მივიდა ღმერთი აბიმელექთან ძილში ღამით და უთხრა: აჰა, შენ მოკვდები დედაკაცის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან იგი ცხოვრობს ქმართან.

4. ხოლო აბიმელექი არ შეეხო მას და თქვა: უფალო, უმეცარ და მართალ ხალხს დაღუპავ?

5. მან არ მითხრა მე: ჩემი და არის? - და ამან მითხრა მე: ჩემი ძმა არის. - წრფელი გულით და მართალი ხელებით გავაკეთე ეს.

6. და უთხრა მას ღმერთმა ძილში: მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს, და დაგინდე მე შენ, რათა არ შეგეცოდა შენ ჩემ მომართ; ამის გამო არ გაგიშვი შენ, რომ შეხებოდი მას.

7. ხოლო ახლა დაუბრუნე ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია და ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ მოკვდები შენ და ყველა შენიანი.

8. და ადრე ადგა აბიმელექი, განთიადისას, და მოუხმო თავის ყველა მსახურს, და თქვა ყველა ეს სიტყვა მათ ყურადსაღებად, და შეეშინდა ყველა კაცს ძლიერ.

9. და დაუძახა აბიმელექმა აბრაამს და უთხრა მას: ეს რა გვიყავი ჩვენ? განა რა შეგცოდეთ შენ, რომ მოაწიე ჩემზე და ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არავის გაუკეთებია, გამიკეთე მე.

10. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა გედო გულში, ეს რომ გააკეთე?

11. და თქვა აბრაამმა: რადგან ვთქვი: იქნებ არ არის ღვთისმოშიშება ამ ადგილას, და მე მომკლავენ ჩემი ცოლის გამო.

12. რადგან მართლაც ჩემი და არის მამის მხრიდან, და არა დედის მხრიდან; და გახდა ჩემი ცოლი.

13. და იყო, როცა გამომიყვანა მე ღმერთმა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: ეს სამართალი ჰყავ ჩემთვის: ყველა ადგილას, სადაც შევალთ, იქ თქვი ჩემზე: ჩემი ძმა არის.

14. და აიღო აბიმელექმა ათასი დიდრაქმა, ცხვრები და ხბოები და მონები და მხევლები, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა მას სარრა, მისი ცოლი.

15. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: აჰა, ჩემი ქვეყანა შენ წინაშეა; სადაც შენ მოგწონს, დასახლდი.

16. ხოლო სარრას უთხრა: აჰა, მივეცი ათასი დიდრაქმა შენს ძმას; ეს იქნება შენი პირის საფასურად შენთვის და ყველასთვის, ვინც შენთან არის; და ყველასთან გამართლდი.

17. და ილოცა აბრაამმა ღვთის მიმართ, და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი და მისი მხევლები, და შვეს;

18. რადგან დახშვით დახშა უფალმა გარედან ყველა საშო აბიმელექის სახლში სარრას, აბრაამის ცოლის, გამო.

 
თავი 21

1. და უფალმა გადმოხედა სარრას, როგორც თქვა,  და გაუკეთა უფალმა სარრას, როგორც ეუბნებოდა,

2. და მუცლადიღო და უშვა სარრამ აბრაამს ძე სიბერისას, იმ დროს, როგორც ელაპარაკა მას უფალი.

3. და უწოდა აბრაამმა სახელი თავის ძეს, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარრამ, ისააკი.

4. და დასცვითა აბრაამმა ისააკს მერვე დღეს, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.

5. ხოლო აბრაამი იყო ასი წლისა, როცა ეყოლა მას ისააკი, თავისი ძე.

6. და თქვა სარრამ: გასაცინი რამ გამიკეთა მე უფალმა, რადგან ვინც გაიგებს, გაიხარებს ჩვენთან ერთად.

7. და თქვა: ვინ შეატყობინებს აბრაამს, რომ აწოვებს ყრმას სარრა? რადგან ვშობე ძე ჩემს სიბერეში.

8. და გაიზარდა ყრმა და მოაშორეს ძუძუს, და გამართა აბრაამმა დიდი ლხინი, რომელ დღესაც მოაშორეს ძუძუს ისააკი, მისი ძე.

9. და დაინახა სარრამ ეგვიპტელი აგარის ძე, რომელიც ეყოლა აბრაამს, რომ ლაღობდა ისააკთან, მის ძესთან,

10. და უთხრა აბრაამს: გააგდე ეგ მხევალი და მისი ძე, რათა არ დამკვიდრდეს მაგ მხევლის ძე ჩემს ძესთან, ისააკთან.

11. და სასტიკი ეჩვენა ეს სიტყვა ძლიერ აბრაამს მისი ძის შესახებ.

12. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სასტიკი ნუ იქნება ეს სიტყვა შენთვის ყრმისა და მხევლის შესახებ; ყველაფერი, რასაც გეტყვის შენ სარრა, ისმინე მისი ხმისა, რადგან ისააკისგან გეწოდება შენ მოდგმა.

13. ხოლო მაგ მხევლის ძეს, დიდ ხალხად ვაქცევ მას, რადგან შენი თესლია.

14. და ადგა აბრაამი განთიადისას და აიღო პურები და წყლის თხიერი და მისცა აგარს, და შეუსვა მხარზე ყრმაც, და გაუშვა იგი. და წავიდა, და დაიბნა უდაბნოში ფიცის ჭასთან.

15. და იკლო წყალმა თხიერში, და მიაგდო ყრმა ერთი ფიჭვის ქვეშ.

16. და წავიდა და დაჯდა მის პირდაპირ მოშორებით, დაახლოებით მშვილდის სასროლზე, რადგან თქვა: არ ვნახო სიკვდილი ჩემი ყრმისა. და დაჯდა მის წინ. და შეყვირა ყრმამ და ატირდა.

17. და შეისმინა ღმერთმა ყრმის ხმისა ადგილიდან, სადაც იყო, და მოუხმო ღვთის ანგელოზმა აგარს ზეციდან და უთხრა მას: რა არის, აგარ? ნუ გეშინია, რადგან შეისმინა ღმერთმა შენი ყრმის ხმისა ადგილიდან, სადაც არის.

18. ადექი, აიყვანე ყრმა და მოჰკიდე შენი ხელი მას, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.

19. და აუხილა ღმერთმა თვალები მას, და დაინახა ცოცხალი წყლის ჭა; და წავიდა და აავსო წყლის თხიერი და დაალევინა ყრმას.

20. და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა, და დასახლდა უდაბნოში და გახდა მშვილდოსანი.

21. და დამკვიდრდა ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამ ცოლი ეგვიპტის ქვეყნიდან.

22. და იყო იმ დროს, და უთხრა აბიმელექმა, და ოქოზათმა, მისმა მძახალმა, და ფიქოლმა, მისი ძალების მხედართმთავარმა, აბრაამს და თქვა: ღმერთი შენთან არის ყველაფერში, რასაც აკეთებ;

23. ამიტომ ახლა შემომფიცე მე ღმერთი, რომ არ მომექცევი უსამართლოდ არც მე, არც ჩემს თესლს, არც ჩემს სახელს; არამედ სამართლისაებრ, როგორც მოგექეცი შენ, მომექეცი მე და ქვეყანას, სადაც შენ მწირობდი.

24. და თქვა აბრაამმა: მე დავიფიცებ.

25. და ამხილა აბრაამმა აბიმელექი წყლის ჭების გამო, რომლებიც წაართვეს აბიმელექის მსახურებმა.

26. და უთხრა მას აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ გააკეთა ეგ საქმე, არც შენ მაუწყე მე, არც მე მსმენია დღემდე.

27. და მიიყვანა აბრაამა ცხვრები და ხბოები და მისცა აბიმელექს, და დადო ორივემ აღთქმა.

28. და დააყენა აბრაამმა ცხვრის შვიდი კარავი ცალკე.

29. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ცხვრის ეგ შვიდი კრავი, რომლებიც დააყენე ცალკე?

30. და თქვა აბრაამმა: ეს შვიდი კრავი მიიღე ჩემგან, რათა იყოს ჩემთვის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.

31. ამის გამო დაარქვა სახელი იმ ადგილს „ფიცის ჭა“, რადგან იქ დაიფიცა ორივემ.

32. და დადეს აღთქმა ფიცის ჭაზე. და ადგა აბიმელექი, და ოქოზათი, მისი მძახალი, და ფიქოლი, მისი ძალების მხედართმთავარი, და გაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.

33. და დათესა აბრაამმა ყანა ფიცის ჭასთან და მოუხმო იქ უფლის სახელს, საუკუნო ღმერთს.

34. და მწირობდა აბრაამი ფილისტიმელტა ქვეყანაში მრავალ დღეს.

 
თავი 22

1. და იყო, ამ ამბების შემდეგ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და უთხრა მას: აბრაამ, აბრაამ; ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

2. და უთხრა: წაიყვანე შენი საყვარელი ძე, რომელიც შეიყვარე, ისააკი, და წადი მაღალ ქვეყანაში, და შესწირე იგი იქ ყოვლადდასაწველად ერთ-ერთ მთაზე, რომელზეც შენ იტყვი.

3. და ადგა აბრაამი განთიადისას და შეკაზმა თავისი სახედარი; და თან წაიყვანა ორი მსახური და ისააკი, თავისი ძე, და დააპო შეშა ყოვლადდასაწველისათვის, და ადგა და წავიდა და მივიდა ადგილზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა, მესამე დღეს.

4. და აახილა აბრაამმა თვალები და დაინახა ადგილი შორიდან.

5. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: დასხედით აქ სახედართან, ხოლო მე და ყრმა მივალთ იქამდე და თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით თქვენთან.

6. და აიღო აბრაამმა ყოვლადდასაწველის შეშა და აჰკიდა ისააკს, თავის ძეს; და აიღო ცეცხლიც ხელით და დანაც, და წავიდა ორივე ერთად.

7. და უთხრა ისააკმა აბრაამს, თავის მამას, და თქვა: მამა. ხოლო მან თქვა: რა არის შვილო? და უთხრა: აჰა, ცეცხლი და შეშა; სად არის ცხვარი ყოვლადდასაწველად?

8. და თქვა აბრაამმა: ღმერთი ნახავს თავისთვის ცხვარს ყოვლადდასაწველად, შვილო. და წავიდა ორივე ერთად.

9. და მივიდნენ ადგილზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. და ააგო იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დადო იგი სამსხვერპლოზე, შეშაზე.

10. და გაიწოდა აბრაამმა თავისი ხელი დანის ასაღებად, თავისი ძის დასაკლავად.

11. და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ზეციდან და უთხრა მას: აბრაამ, აბრაამ. ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

12. და უთხრა: ნუ აღმართავ შენს ხელს ყრმაზე, ნურც უზამ მას ნურაფერს, რადგან ახლა ვიცი, რომ გეშინია ღვთისა შენ და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის.

13. და აახილა აბრაამმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ერთი ვერძი გახლართული იყო საბეკის ნერგში რქებით; და მივიდა აბრაამი და მოიყვანა ვერძი და შესწირა იგი ყოვლადდასაწველად ისააკის, თავისი ძის, ნაცვლად.

14. და უწოდა აბრაამმა იმ ადგილის სახელი „უფალმა იხილა“, რომელზეც ამბობენ დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.

15. და უხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს მეორედ ზეციდან და უთხრა:

16. ჩემი თავი დავიფიცე, - ამბობს უფალი, - რადგან შეასრულე ეს სიტყვა და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის,

17. კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარსკვლავებს და როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და დაიკვიდრებს შენი თესლი მოწინააღმდეგეთა ქალაქებს;

18. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი იმის სანაცვლოდ, რომ შეისმინე ჩემი ხმისა.

19. და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და მივიდნენ ერთად ფიცის ჭასთან. და დამკვიდრდა აბრაამი ფიცის ჭასთან.

20. და იყო, ამ ამბის შემდეგ შეატყობინეს აბრაამს და უთხრეს: აჰა, უშვა მელექმაც ძეები ნაქორს, შენს ძმას,

21. ოქსი, პირმშო, და ბავქსი, მისი ძმა, და კამუელი, ასურელთა მამა.

22. და ქასადი და აზავი და ფალდასი და იედლაფი და ბათუელი;

23. და ბათუელმა შვა რებეკა. ეს არის რვა ძე, რომლებიც უშვა მელქამ ნაქორს, აბრაამის ძმას.

24. და მისმა ხარჭამ, რომლის სახელია რეიმა, შვა მანაც გაამი და ტაბექი და ტოქოსი და მოქა.

 
თავი 23

1. და იყო სარრას ცხოვრება ას ოცდაშვიდი წელი.

2. და მოკვდა სარრა ქალაქ არბოკში, (ეს არის ქებრონი), ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარრას საგლოვად და დასატირებლად.

3. და წამოდგა აბრაამი თავისი მკვიდრისგან და უთხრა ქეტის ძეებს და თქვა:

4. მწირი და მოსული ვარ მე თქვენთან; ამიტომ მომეცით მე საფლავი საკუთრებად თქვენთან, და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს მე.

5. და მიუგეს ქეტის ძეებმა აბრაამს და უთხრეს:

6. არა, ბატონო, ისმინე ჩვენიც. მეფე ხარ ღვთისგან შენ ჩვენ შორის; ჩვენს რჩეულ სამარხებში დაასაფლავე შენი მკვდარი; რადგან ჩვენგან არავინ დაგიჭერთ თავის სამარხს შენ, რომ დაასაფლავო შენი მკვდარი იქ.

7. და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ერს, ქეტის ძეებს.

8. და ელაპარაკა მათ აბრაამი და უთხრა: თუ უნდა თქვენს სულს, რომ დავასაფლავო ჩემი მკვდარი მე, ისმინეთ ჩემი და დაელაპარაკეთ ჩემ შესახებ ეფრონს, საარის ძეს,

9. და მომცეს მე ორმაგი გამოქვაბული, რომელიც არის მისი და მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთში; ვერცხლად, რაც ღირს, მომცეს მე იგი თქვენ შორის საკუთრებად სამარხისთვის.

10. ხოლო ეფრონი იჯდა ქეტის ძეებს შორის; და მიუგო ეფრომ ქეტელმა აბრაამს და უთხრა, ქეტის ძეთა და ქალაქში ყველა შემომსვლელის გასაგონად თქვა:

11. ჩემთან იყავი, ბატონო, და ისმინე ჩემი. მიწას და გამოქვაბულს, რომელიც არის მასში, შენ გაძლევ; ყველას ჩემი მოქალაქის წინაშე მოგეცი შენ; დაასაფლავე შენი მკვდარი.

12. და თაყვანი სცა აბრაამმა იმ ქვეყნის ერის წინაშე,

13. და უთხრა ეფრონს იმ ქვეყნის ერის ყურადსაღებად: რადგან ჩემკენ ხარ, ისმინე ჩემი: ვერცხლი მიწისა აიღე ჩემგან, და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს იქ.

14. ხოლო მიუგო ეფრონმა აბრაამს და უთხრა:

15. არა, ბატონო, რადგან გამიგონია: მიწა ოთხასი დიდრაქმა ვერცხლიაა; ჩემსა და შენ შორის რა არის ეს? შენ შენი მკვდარი დაასაფლავე.

16. და ისმინა აბრაამმა ეფრონისა, და მისცა აბრაამმა ეფრონს ვერცხლი, რაც თქვა ქეტის ძეთა ყურადსაღებად - ოთხასი დიდრაქმა ვერცხლი, მიღებული ვაჭრებში.

17. და გახდა ეფრონის მიწა, რომელიც იყო ორმაგ გამოქვაბულში და რომელიც არის მამბრეს პირდაპირ - მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მასში, და ყოველი ხე, რომელიც იყო ამ მიწაზე და რომელიც არის მისი საზღვრების გარშემო -

18. აბრაამის საკუთრება ქეტის ძეთა და ქალაქში ყველა შემომსვლელის წინაშე.

19. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარრა, თავისი ცოლი, იმ მიწის ორმაგ გამოქვაბულში, რომელიც არის მამბრეს წინ (ეს არის ქებრონი), ქანაანის ქვეყანაში.

20. და დაუმტკიცა ის მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მასში, აბრაამს საკუთრებად საფლავისთვის ქეტის ძეთაგან.

 
თავი 24

1. და აბრაამი იყო მოხუცებული და ხანგადასული, და უფალმა აკურთხა აბრაამი ყოველმხრივ.

2. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, თავის სახლთუხუცესს, რომელიც განაგებდა ყოველივეს, რაც იყო მისი: დადე შენი ხელი ჩემი საზარდულის ქვეშ,

3. და გაფიცებ შენ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს ქვეყნისას, რომ არ მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისააკს, ასულთაგან ქანანელთა, რომელთა შორისაც მე ვმკვიდრობ.

4. არამედ ჩემს ქვეყანაში, სადაც დავიბადე, და ჩემს ტომში, წადი და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს, ისააკს, იქიდან.

5. და უთხრა მას მსახურმა: რომ არ მოინდომოს დედაკაცმა წამოსვლა ჩემთან ერთად არ ქვეყანაში, დავაბრუნო შენი ძემ ქვეყანაში, საიდანაც მოხვედი?

6. და უთხრა მას აბრაამმა: გაფრთხილდი შენ, არ დააბრუნო ჩემი ძე იქ.

7. უფალი, ღმერთი ცისა და ქვეყნისა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ქვეყნიდან, სადაც დავიბადე, რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა მე და მითხრა: შენ მოგცემ ამ ქვეყანას, და შენს თესლს, - იგი გაგზავნის თავის ანგელოზს შენ წინ, და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს, ისააკს, იქიდან.

8. ხოლო თუ არ მოინდომებს დედაკაცი წამოსვლას შენთან ერთად ამ ქვეყანაში, თავისუფალი იქნები ამ ფიცისგან; მხოლოდ ჩემს ძეს ნუ დააბრუნებ იქ.

9. და დადო მსახურმა თავისი ხელი აბრაამის, თავისი ბატონის, საზარდულის ქვეშ და შეჰფიცა მას ამ სიტყვაზე.

10. და თან წაიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემებიდან და წაიღო თავისი ბატონის მთელი სიმდიდრიდან და ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნაქორის ქალაქში.

11. და დააწვინა აქლემები ქალაქის გარეთ, წყლის ჭასთან შეღამებისას, როცა გამოდიან მერწყულები.

12. და თქვა: უფალო ღმერთო ჩემი ბატონის, აბრაამისა, წარმართე გზა ჩემ წინაშე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.

13. აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, ხოლო ქალაქის მკვიდრთა ასულები გამოდიან წყლის ამოსაღებად.

14. და იქნება ქალწული, რომელსაც მე გეტყვი: დახარე შენი ჭურჭელი, რომ დავლიო; - და მეტყვის მე: დალიე, და შენს აქლემებსაც დავალევინებ, ვიდრე არ დაწყულდებიან; ეს გაუმზადე შენს მონას, ისააკს, და ამით გავიგებ, რომ უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.

15. და იყო, ვიდრე იგი დაამთავრებდა ლაპარაკს გონებაში, აჰა, რებეკა გამოდიოდა - აბრაამის ძმის, ნაქორის, ცოლის, მელქას, ძის, ბათუელის, შობილი, რომელსაც ედგა ჭურჭელი მხრებზე.

16. ხოლო ქალწული იყო ძლიერ მშვენიერი შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცმა არ იცოდა იგი. და ჩავიდა წყაროზე, აავსო ჭურჭელი და ამოვიდა.

17. და გაიქცა მსახური მის შესაგებებლად და უთხრა: დამალევინე მე ცოტა წყალი შენი ჭურჭლიდან.

18. ხოლო მან უთხრა: დალიე, ბატონო. და იჩქარა და გადმოიღო ჭურჭელი თავის მკლავზე და დაალევინა მას, ვიდრე არ მოიკლა წყურვილი.

19. და უთხრა: შენს აქლემებსაც დავარწყულებ, ვიდრე ყველა არ დალევს.

20. და აჩქარდა და დაცალა ჭურჭელი სარწყულებელში და გაიქცა ისევ ჭისკენ წყლის ამოსაღებად და ამოიღო დაარწყულა ყველა აქლემი.

21. ხოლო კაცი აკვირდებოდა მას, და გაჩუმდა, რათა გამოეცნო, წარმართა უფალმა მისი გზა თუ არა.

22. და იყო, როცა დარწყულდა ყველა აქლემი, აიღო კაცმა ოქროს საყურეები, თითო დრაქმის წონისა და ორი სამაჯური მისი ხელებისათვის, ათი ოქრო იყო მათი წონა.

23. და ჰკითხა მას და უთხრა: ვისი ასული ხარ? მითხარი მე, თუ არის მამაშენთან ადგილი ჩვენთვის დასასვენებლად?

24. და უთხრა მას: ბათუელის ასული ვარ მე, მელქას ძისა, რომელიც უშვა ნაქორს.

25. და უთხრა მას: ბზეც და საკვებიც ბევრია ჩვენთან და ადგილიც - დასასვენებლად.

26. და მოეწონა კაცს და თაყვანის სცა უფალს.

27. და თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთი ჩემი ბატონის, აბრაამისა, რომელმაც არ მოაკლო თავისი სიმართლე და ჭეშმარიტება ჩემს ბატონს; მე წარმიმართა გზა უფალმა ჩემი ბატონის ძმის სახლისკენ.

28. და გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა თავისი დედის სახლს ეს სიტყვები.

29. ხოლო რებეკას ძმა ჰყავდა, რომლის სახელი იყო ლაბანი; და გაიქცა ლაბანი იმ კაცთან გარეთ, წყაროზე.

30. და იყო, როცა დაინახა საყურეები და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა გაიგონა სიტყვები რებეკასი, თავისი დისა, რომელმაც თქვა: ასე მელაპარაკა მე ის კაცი. - წავიდა იმ კაცთან, რომელიც იდგა აქლემებთან წყაროზე.

31. და უთხრა მას: მოდი, შემოდი; კურთხეულია უფალი; რისთვის დგახარ გარეთ? მე გამზადებული მაქვს სახლი და ადგილი - აქლემებისთვის.

32. და შევიდა კაცი სახლში და გადმოტვირთა აქლემები. და მისცა ბზე და საკვები აქლემებს და წყალი - მისი ფეხებისა და მასთან მყოფი კაცების ფეხების დასაბანად.

33. და დაუდო მათ პური საჭმელად. და თქვა: არ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი მე ჩემს სათქმელს. და უთხრეს: თქვი.

34. და თქვა: აბრაამის მსახური ვარ მე.

35. და უფალმა აკურთხა ჩემი ბატონი ფრიად, და ამაღლდა; და მისცა მას ცხვრები და ხბოები, ვერცხლი და ოქრო, მონების და მხევლები, აქლემები და სახედრები.

36. და უშვა სარრამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ერთი ძე ჩემს ბატონს მას შემდეგ, რაც მოხუცდა იგი, და მისცა მას ყოველივე, რაც იყო მისი.

37. და დამაფიცა მე ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ასულთაგან ქანანელთა, რომელთა შორისაც მე ვმკვიდრობ მათ ქვეყანაში,

38. არამედ მამაჩემის სახლში, და ჩემს ტომში წადი და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს იქიდან.

39. და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამოვიდეს დედკაცი ჩემთან ერთად?

40. და მითხრა მე: უფალი, რომლის წინაშე სათნო ვიყავი, იგი გამოგზავნის თავის ანგელოზს შენთან ერთად და წარმართავს შენს გზას, და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს ჩემი ტომიდან და მამაჩემის სახლიდან.

41. მაშინ თავისუდალი იქნები ჩემი წყევლისგან; ხოლო როცა წახვალ ჩემს ტომში და არ მოგცემენ შენ, იქნები თავისუფალი ჩემი ფიცისგან.

42. და მოვედი დღეს წყაროზე და ვთქვი: უფალო ღმერთო ჩემი ბატონის, აბრაამისა, თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ახლა მე ვადგავარ,

43. აჰა, მე ვდგევარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის კაცთა ასულები გამოვლენ წყლის ამოსაღებად, და იქნება ქალწული, რომელსაც მე ვეტყვი: დამალევინე მე ცოტა წყალი შენი ჭურჭლიდან,

44. და მეტყვის მე: შენც დალიე და შენს აქლემებსაც დავარწყულებ, - ეს იქნება დედაკაცი, რომელიც გაუმზადა უფალმა თავის მსახურს, ისააკს, და ამით გავიგებ, რომ უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.

45. და იყო, ვიდრე დავამთავრებდი მე ლაპარაკს ჩემს გონებაში, უკვე მოვიდა რებეკა, რომელსაც ედგა ჭურჭელი მხრებზე, და ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. და ვუთხარი მას: დამალევინე მე.

46. და აჩქარდა და ჩამოიღო ჭურჭელი, და თქვა: დალიე შენ, და შენს აქლემებსაც დავალევინებ. და დავლიე, და ჩემს აქლემებსაც დაალევინა.

47. და ვკითხე მას და ვუთხარი: ვისი ასული ხარ? ხოლო მან თქვა: ბათუელის ასული ვარ, ნაქორის ძისა, რომელიც უშვა მას მელქამ. და გავუკეთე მას საყურეების და სამაჯურები - ხელებზე;

48. და კეთილად მივიჩნიე და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი ღმერთი ჩემი ბატონისა, აბრაამისა, რომელმაც წარმმართა მე ჭეშმარიტების გზაზე, რომ მივუყვანო ჩემი ბატონის ძმის ასული მის ძეს.

49. ამიტომ თუ მოიღებთ თქვენს წყალობას და სამართალს ჩემი ბატონის მიმართ, მაუწყეთ მე, ხოლო თუ არა, მაუწყეთ მე, რათა გავბრუნდე მარჯვნივ ან მარცხნივ.

50. მიუგეს ლაბანმა და ბათუელმა და უთხრეს: უფლისაგან გამოვიდა ეს ბრძანება; ამიტომ არ შეგვიძლია გითხრათ შენ ავი კარგის წილ.

51. აჰა, რებეკა შენ წინაშეა; წაიყვანე და იჩქარე, და იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა, როგორც თქვა უფალმა.

52. და იყო, როცა გაიგონა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა მიწამდე უფალს.

53. და გამოიტანა მსახურმა ჭურჭელი ვერცხლისა და ოქროსი და სამოსი და მისცა რებეკას და ძღვენი მისცა მის ძმას და მის დედას.

54. და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა და დაიძინეს. და ადგა დილით და თქვა: გამიშვით მე, რომ წავიდე ჩემს ბატონთან.

55. და უთხრეს მისმა ძმებმა და დედამ: დარჩეს ქალწული ჩვენთან ათიოდე დღე, და ამის შემდეგ წამოვიდეს.

56. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ მაყოვნებთ მე, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა; გამიშვით მე, რომ წავიდე ჩემს ბატონთან.

57. ხოლო მათ უთხრეს: მოვუხმოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ მას.

58. და მოუხმეს რებეკას და უთხრეს მას: წახვალ შენ ამ კაცთან ერთად? ხოლო მან თქვა: წავალ.

59. და გაუშვეს რებეკა, თავისი და, მისი მზითვით, და აბრაამის მსახური და მასთან მყოფნი.

60. და აკურთხეს რებეკა, თავისი და, და უთხრეს მას: ჩვენი და ხარ; გახდი ათიათასჯერ ათასი, და დაიმკვიდროს შენმა თესლმა მოწინააღმდეგეთა ქალაქები.

61. და ადგა რებეკა, და მისი შიმუნავრები და შესხდნენ აქლემებზე, და წავიდნენ იმ კაცთან ერთად, და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.

62. ხოლო ისააკი დადიოდა უდაბნოში ხილვის ჭასთან, რადგან იგი მკვიდრობდა ქვეყნის სამხრეთით.

63. და გავიდა ისააკი თავის შესაქცევად ველზე საღამოხანს, და აახილა თვალები და დაინახა მომავალი აქლემები.

64. და აახილა რებეკამ თვალები და დაინახა ისააკი და გადმოვიდა აქლემიდან,

65. და უთხრა მსახურს: ვინ არის ის კაცი, რომელიც მოდის ველზე ჩემს შესაგებებლად? და უთხრა მსახურმა: ეგ არის ჩემი ბატონი. ხოლო მან აიღო მოსასხამი და შემოიხვია.

66. და უამბო მსახურმა ყველაფერი, რაც გააკეთა. და შევიდა ისააკი თავისი დედის სახლში და მიიყვანა რებეკა, და გახდა მისი ცოლი, და შეიყვარა იგი; და ნუგეში ეცა ისააკს სარრას, თავისი დედის, გამო.

 
თავი 25

1. და შეირთო აბრაამმა და მოიყვანა ცოლი, რომლის სახელი იყო ქეტურა.

2. და უშვა მას ზემბრანი და იექსანი და მადანი და მადიამი და იესბოკი და სოვე.

3. და იექსანმა შვა საბანი და თემანი და დედანი, ხოლო დადნის ძეები იყვნენ: რაგული და ნაბდეელი და ასურიიმი და ლატუსიიმი და ლოომიიმი.

4. ხოლო მადამის ძეები: გეფარი და აფერი და ენოქი და აბირა და ელრაგა. ესენი ყველანი იყვნენ ქეტურას ძეები.

5. და მისცა აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისააკს, თავის ძეს,

6. და თავისი ხარჭების ძეებს მისცა აბრაამმა მისაცემი და გაიყვანა ისინი ისააკისგან, თავისი ძისგან, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში აღმოსავლეთით, აღმოსავლეთის ქვეყანაში.

7. და ეს არის წლები აბრაამის სიცოცხლის დღეებისა, რაც იცოცხლა: ას სამოცდათხუთმეტი წელი.

8. და აღესრულა და მოკვდა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღესრული და შეუერთდა თავის ერს.

9. და დაასაფლავეს იგი ისააკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, ორმაგ გამოქვაბულში, ეფრონის, საარ ქეტელის ძის, მიწაზე, რომელიც არის მამბრეს პიდაპირ,

10. მიწაზე და გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა ქეტის ძეთაგან, იქ დაასაფლავეს აბრაამი და სარრა, მისი ცოლი.

11. და იყო, აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი, მისი ძე; და დამკვიდრდა ისააკი ხილვის ჭასთან.

12. ხოლო ესენი არიან შთამომავლები ისმაელის, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა აგარმა, სარრას მხევალმა, აბრაამს;

13. და ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, მის მოდგმათა სახელების მიხედვით: ისმაელის პიმშო ნაბეოთი და კედარი და ნაბდეელი და მასამი

14. და მასმა და იდუმა და მასე

15. და ქოდადი და თემანი და იეტური და ნაფესი და კედმა.

16. ესენი არიან ისმაელის ძეები; და ეს არის მათი სახელები მათ კარვებში და მათ ეზოებში: თორმეტი მთავარი მათი ხალხის მიხედვით.

17. და ეს არის ისმაელის სიცოცხლის წლები: ას ოცდაჩვიდმეტი წელი; და აღესრულა და მოკვდა და შეუერთდა თავის მოდგმას.

18. და დამკვიდრდა ევილატიდან სურამდე, რომელიც არის ეგვიპტის პირდაპირ, ასურელთა მისასვლელამდე; თავისი ყველა ძმის პირდაპირ დამკვიდრდა.

19. და ესენი არიან შთამომავლები ისააკის, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისააკი.

20. და იყო ისააკი ორმოცი წლისა, როცა მოიყვანა რებეკა, ასული ბათუელ ასურელისა, შუამდინარეთიდან, და ლაბან ასურელისა, თავისთვის ცოლად.

21. და ევედრებოდა ისააკი უფალს რებეკას, თავისი ცოლის გამო, რადგან ბერწი იყო; და შეისმინა მისი ღმერთმა, და მუცლადიღო რებეკამ, მისმა ცოლმა.

22. და კრთებოდნენ ბავშვები მასში, და თქვა: თუ ასე უნდა ვიყო, რატომ ხდება ეს ჩემთვის? და წავიდა საკითხავად უფალთან,

23. და უთხრა უფალმა მას: ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი შენი მუცლიდან გაიყოფა, და ერი ერს აღემატება, და უფროსი დაემონება უმცროსს.

24. და შეუსრულდა დღეები, რომ ეშვა მას; და უყვნენ ტყუპები მის მუცელში.

25. და გამოვიდა ძე, პირმშო, წითურია მთლიანად, როგორც ტყავი ბეწვიანი; და დაარქვა მისი სახელი ესავი.

26. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, და ხელი მისი მოჭიდებული იყო ესავის ქუსლზე; და უწოდა მას სახელი იაკობი. ხოლო ისააკი იყო სამოცი წლისა, როცა შვა ისინი რებეკამ.

27. და გაიზარდნენ ჭაბუკები და იყო ესავი ველის კაცი, მცოდნე ნადირობისა, ველური, ხოლო იაკობი - კაცი უბრალო, მკვიდრი სახლისა.

28. და შეიყვარა ისააკმა ესავი, რადგან მისი ნანადირევი იყო მისთვის საჭმელად, ხოლო რებეკას უყვარდა იაკობი.

29. და მოხარშა იაკობმა ნახარში; და მოვიდა ესავი ველიდან დაღლილი,

30. და უთხრა ესავმა იაკობს: გამასინჯე მე ეს წითელი ნახარში, რადგან დაღლილი ვარ. ამის გამო ეწოდა თავისი სახელი ედომი.

31. და უთხრა იაკობმა ესავს: მომეცი მე დღეს შენი პირმშოობა. ხოლო უთხრა ესავმა: აჰა, მე ვუახლოვდები აღსასრულს, და რაღად მინდა მე ეს პირმშოობა?

32. და უთხრა მას იაკობმა: შემომფიცე მე დღეს. და შეჰფიცა მას; და მისცა ესავმა პირმშოობა იაკობს.

33. და უთხრა ესავმა: აჰა, მე ვუახლოვდები აღსასრულს და რაღად მინდა მე ეს პირმშოობა.

34. ხოლო იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის ნახარში, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა; და არად ჩააგდო ესავმა პირმშოობა.
თავი 26

1. და იყო შიმშილობა ქვეყანაზე, გარდა იმ პირველი შიმშილობისა, რომელიც იყო აბრაამის დროს; და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.

2. და ეჩვენა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, არამედ დამაკვირდი ქვეყანაში, რომელზეც შენ გეტყვი.

3. და მწირობდე ამ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ შენ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და დავდებ ჩემს ფიცს, რომელიც შევფიცე აბრაამს, შენს მამას.

4. და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარსკვლავებს, და მივცემ შენს თესლს მთელ ამ ქვეყანას, და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი

5. იმის სანაცვლოდ, რომ შეისმინა აბრაამმა, შენმა მამამ, ჩემი ხმისა, და დაიცვა ჩემი მცნებები და ჩემი ბრძანებები და ჩემი სამართალი და ჩემი სჯული.

6. და დამკვიდრდა ისააკი გერარში.

7. და ჰკითხეს იმ ადგილის კაცებმა მისი ცოლის, რებეკას, შესახებ, და თქვა: ჩემი და არის; - რადგან შეეშინდა ეთქვა: ჩემი ცოლია. - რომ არ მოეკლათ იგი იმ ადგილის კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი იყო შესახედად.

8. და იყო დიდხანს იქ; და გადაიხედა აბიმელექ, გერარელთა მეფემ, სარკმლიდან და დაინახა, რომ ისააკი ლაღობდა რებეკასთან, თავის ცოლთან.

9. და მოუხმო აბიმელექმა ისააკს და უთხრა მას: თურმე შენი ცოლია; რატომ თქვი: ჩემი და არის? და უთხრა მას ისააკმა: რადგან ვთქვი: არ მოვკვდე მის გამო.

10. და უთხრა მას აბიმელექმა: ეს რა გაგვიკეთე ჩვენ? ცოტაც და დაწვებოდა ვინმე ჩემი მოდგმიდან შენს ცოლთან და ჩაგვაგდებდი ჩვენ უმეცრებაში.

11. და უბრძანა აბიმელექმა მთელ თავის ერს და უთხრა: ყველა, ვინც შეეხება ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილის ღირსი იქნება.

12. და დათესა ისააკმა იმ მიწაზე და მოიწია იმ წელიწადს ასწილად ქერი; და აკურთხა იგი უფალმა.

13. და ამაღლდა კაცი, და წარმატებული და უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე არ გახდა ძლიერ დიდი;

14. და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და საქონლის ნახირი და ჰქონდა ბევრი სახნავ-სათესი. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.

15. და ყველა ჭა, რომლებიც ამოთხარეს მისი მამის მსახურებმა მისი მამის დროს, ჩახერგეს ისინი ფილისტიმელებმა და ამოავსეს ისინი მიწით.

16. და უთხრა აბიმელექმა ისააკს: წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი გახდა მეტად.

17. და წავიდა იქიდან ისააკი და შეისვენა გერარის ხეობაში, და დამკვიდრდა იქ.

18. და კვლავ ამოთხარა ისააკმა წყლის ჭები, რომლებიც ამოთხარეს აბრაამის, მისი მამის, მსახურებმა და ჩახერგეს ისინი ფილისტიმელებმა აბრაამის, მისი მამის, სიკვდილის შემდეგ, და დაარქვა მათ სახელები იმ სახელების მიხედვით, რომლებიც დაარქვა აბრაამმა, მისმა მამამ.

19. და ამოთხარეს ისააკის მსახურებმა გერარის ხეობაში და იპოვეს იქ ცოცხალი წყლის ჭა.

20. და ედავებოდნენ გერარელთა მწყემსები ისააკის მწყემსებს და ამტკიცებდნენ, რომ მათია წყალი; და უწოდა ჭის სახელი „უსამართლობა“, რადგან უსამართლოდ მოექცნენ მას.

21. და დაიძრა იქიდან და ამოთხარა სხვა ჭა, და განიკითხავდნენ მის გამოც; და დაარქვა მისი სახელი „მტრობა“.

22. და დაიძრა იქიდან და ამოთხარა სხვა ჭა, და აღარ ედავებოდნენ მის გამო; და დაარქვა სახელი „სიფართოვე“ და თქვა: რადგან ახლა გაგვავრცო უფალმა ჩვენ და აგვაღორძინა ჩვენ ქვეყანაზე.

23. და ავიდა იქიდან ფიცის ჭასთან.

24. და ეჩვენა მას უფალი იმ ღამეს და უთხრა: მე ვარ ღმერთი აბრაამის, შენი მამისა; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ და გაკურთხე შენ და გავამრავლებ შენს თესლს აბრაამის, შენი მამის, გამო.

25. და ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს და აღმართა იქ თავისი კარავი; და ამოთხარეს იქ ისააკის მსახურებმა ჭა - გერარის ხეობაში.

26. და აბიმელექი მივიდა მასთან გერარიდან, და ოქოზათი - მისი მძახალი, და ფიქოლი - მისი ძელბის მხედართმთავარი.

27. და უთხრა მათ ისააკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? თქვენ მომიძულეთ მე და გამომაძევეთ მე თქვენგან.

28. და უთხრეს: ვიხილეთ და ვნახეთ, რომ იყო უფალი შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენსა და შენ შორის და დავდებთ შენთან აღთქმას,

29. რომ არ გაგვიკეთებ ჩვენ ბოროტებას, როგორც ჩვენ შენ არ მოგიძულეთ, და როგორც გაგიკეთეთ შენ სიკეთე და გაგიშვით შენ მშვიდობით; და ახლა შენ კურთხეული ხარ უფლისაგან.

30. და გაუმართა მათ ლხინი და ჭამეს და სვეს;

31. და ადგნენ განთიადისას და შეჰფიცა კაცმა თავის მოყვასს, და გაუშვა ისინი ისააკმა, და დაშორდნენ მას მშვიდობით.

32. და იყო, იმ დღეს მივიდნენ ისააკის მსახურები და აუწყეს მას ჭის შესახებ, რომელიც ამოთხარეს, და უთხრეს: ვერ ვიპოვეთ წყალი.

33. და უწოდა მას „ფიცი“; ამის გამო უწოდა ქალაქს სახელი „ფიცის ჭა“ დღევანდელ დღემდე.

34. და იყო ესავი ორმოცი წლისა და მოიყვანა ცოლად იუდინი, ასული ბეერ ქეტელისა, და ბასემათი, ასული ელონ ეველისა.

35. და იყვნენ მოქიშპენი ისააკისა და რებეკასი.

 
თავი 27

1. და იყო, როცა მოხუცდა ისააკი, მოაკლდა მას თვალისჩინი და მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: ძეო ჩემო; და თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

2. და უთხრა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი დღე ჩემი აღსასრულისა;

3. ამიტომ ახლა აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი

4. და გამიკეთე მე შეჭამანდი, როგორც მიყვარს მე, და მომიტანე მე, რომ ვჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, ვიდრე მოვკვდები მე.

5. ხოლო რებეკამ გაიგონა, რომ ელაპარაკებოდა ისააკი ესავს, თავის ძეს; და წავიდა ესავი ველად, რომ მოენადირებინა ნადირი თავისი მამისთვის;

6. და რებეკამ უთხრა იაკობს, თავის უმცროს ძეს: აჰა, მე გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას, და ეუბნებოდა:

7. მომიტანე მე ნანადირევი და გამიკეთე მე შეჭამანდი, რათა ვჭამო და გაკურთხო შენ უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.

8. ამიტომ ახლა, შვილო, ისმინე ჩემი, როგორც მე შენ გიბრძანებ,

9. და წადი ცხვარში და მომიყვანე მე იქიდან ორი თიკანი, ჩვილი და კარგი, და გავუკეთებ მათგან შეჭამანდს მამაშენს, როგორც უყვარს,

10. და შეუტანე მამაშენს და შეჭამს, რათა გაკურთხოს შენ მამაშენმა თავისი სიკვდილის წინ.

11. და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ესავი, ჩემი ძმა, ბალნიანი კაცია, ხოლო მე - კაცი უბალნო.

12. ვაითუ შემეხოს მე მამაჩემი, და ვიქნები მის წინაშე, როგორც საძულველი და მოვიწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.

13. და უთხრა მას დედამ: ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო; მხოლოდ შეისმინე ჩემი ხმისა და წადი და მომიტანე მე.

14. და წავიდა და მოიყვანა და მიუტანა დედას, და გააკეთა მისმა დედამ შეჭამანდი, როგორც უყვარდა მის მამას.

15. და აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, კარგი სამოსი, რომელიც იყო მასთან სახლში, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს ძეს,

16. და თიკნების ტყავები მოახვია მის მკლავებს და მის შიშველ კისერს;

17. და მისცა შეჭამანდი და პურები, რომლებიც გაამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს.

18. და შეუტანა თავის მამას და უთხრა: მამა. ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე. ვინ ხარ შენ, შვილო?

19. და უთხრა იაკობმა თავის მამას: მე ვარ ესავი, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი მე; წამოდექი და დაჯექი და ჭამე ჩემი ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.

20. და უთხრა ესააკმა თავის ძეს: რა არის ეს, რა სწრაფად იპოვე, ო, შვილო? ხოლო მან უთხრა: ეს მომცა უფალმა, შენმა ღმერთმა მე.

21. და უთხრა ისააკმა იაკობს: მომიახლოვდი მე და შეგეხები შენ, შვილო, შენ ხარ ჩემი ძე, ესავი, თუ არა.

22. და მიუახლოვდა იაკობი ისააკს, თავის მამას, და შეეხო მას და თქვა: ხმა - იაკობის ხმაა, ხოლო ხელები - ესავის ხელებია.

23. და ვერ იცნო იგი, რადგან იყო მისი ხელები, როგორც ხელები ესავისა, მისი ძმისა, ბალნიანი; და აკურთხა იგი.

24. და უთხრა: შენ ხარ ჩემი ძე ესავი? ხოლო მან თქვა: მე ვარ.

25. და უთხრა: მომიტანე მე და შევჭამ შენი ნანადირევიდან, შვილო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა. და მიუტანა მას და შეჭამა და შეუტანა მას ღვინო და დალია.

26. და უთხრა მას ისააკმა, მისმა მამამ: მომიახლოვდი მე და მეამბორე მე, შვილო.

27. და მიუახლოვდა და ეამბორა მას და იყნოსა სუნი მისი სამოსისა და აკურთხა იგი და თქვა: აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სურნელი სავსე მინდვრისა, რომელიც აკურთხა უფალმა.

28. და მოგცეს შენ ღმერთმა ცვარი ცისა და პოხიერება მიწისა, და სიმრავლე ხორბლისა და ღვინისა.

29. და დაგემონონ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ შენ მთავრები; და გახდი ბატონი შენი ძმისა და თაყვანს გცემდნენ შენ ძეები შენი მამისა. მაწყევარი შენი წყეული იყოს, და მაკურთხებელი შენი კურთხეულ იყოს.

30. და იყო, როცა დაამთავრა ისააკმა კურთხევა იაკობისა, თავისი ძისა, და იყო, როგორც კი გამოვიდა იაკობი ისააკისგან, თავისი მამისგან, ესავი, მისი ძმა, მოვიდა ნადირობიდან.

31. და გააკეთა მანაც შეჭამანდი და მიუტანა თავის მამას, და უთხრა მამას; ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე ჩენმა სულმა.

32. და უთხრა მას ისააკმა, მისმა მამამ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან თქვა: მე ვარ შენი ძე, პირმშო, ესავი.

33. და განცვიფრდა ისააკი ძლიერ დიდი განცვიფრებით და თქვა: ვინ იყო, რომ მოინადირა ჩემთვის ნადირი და შემომიტანა მე? და შევჭამე ყველაფერი შენს მოსვლამდე და ვაკურთხე იგი, და კურთხეული იქნება.

34. და იყო, როცა გაიგონა ესავმა ისააკის, თავისი მამის სიტყვები, შეყვირა ძლიერ დიდი და მწარე ხმით და თქვა: მაკურთხე მეც, მამა.

35. და უთხრა მას: მოვიდა შენი ძმა მზაკვრებით და მიიღო შენი კურთხევა.

36. და თქვა: სამართლიანად ეწოდა თავისი სახელი იაკობი, რადგან დამწიხლა მე ეს უკვე მეორედ - ჩემი პირმშოობაც მიიღო და ახლა მიიღო ჩემი კურთხევაც. და უთხრა ესავმა თავის მამას: არ დაგრჩა ჩემთვის კურთხევა, მამა?

37. და მიუგო ისააკმა და უთხრა ესავს: თუ შენს ბატონად ვაქციე იგი, და ყველა მისი ძმა ვაქციე მის მონად, ხორბლით და ღვინით განვამტკიცე იგი, შენ რაღა გიყო, შვილო?

38. და უთხრა ესავმა თავის მამას: ერთი კურთხევაც აღარ გაქვს, მამა? მაკურთხე მეც, მამა. და როცა შეწუხდა ისააკი, შეყვირა ხმით ესავმა და ატირდა.

39. და მიუგო ისააკმა, მისმა მამამ, და უთხრა მას: აჰა, მიწის პოხიერებისგან იქნება შენი სამკვიდრებელი და ცის ცვარისაგან - ზემოდან;

40. და შენი მახვილით იცხოვრებ,
და შენს ძმას დაემონები;
და იქნება, როცა გათავისუფლდები
და მოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.

41. და ემტერებოდა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მისმა მამამ. და თქვა ესავმა თავის გონებაში: მოახლოვდეს მამაჩემის გლოვის დღეები, და მოვკლა იაკობი, ჩემი ძმა.

42. და აუწყეს რებეკას ესავის, მისი უფროსი ძის, სიტყვები და გაგზავნა და მოუხმო იაკობს, თავის უმცროს ძეს, და უთხრა მას: აჰა, ესავი, შენი ძმა, გემუქრება შენ, რომ მოგკლას;

43. ამიტომ ახლა, შვილო, ისმინე ჩემი ხმისა და ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში;

44. და დასახლდი მასთან რამდენიმე დღე, ვიდრე გაუვლის გულისწყრომა და რისხვა შენს ძმას შენზე,

45. და დაივიწყებს, რაც გაუკეთე მას, და გამოვგზავნი და გამოგიხმობ შენ იქიდან, რათა არ დავრჩე უშვილო ორივე თქვენგანისგან ერთ დღეს.

46. და უთხრა რებეკამ ისააკს: მობეზრებული მაქვს სიცოცხლე ქეტის ძეთა ასულების გამო; თუ მოიყვანს იაკობი ცოლს ამ ქვეყნის ასულთაგან, რა იქნება ჩემთვის სიცოცხლე?

 
თავი 28

1. და მოუხმო ისააკმა იაკობს და აკურთხა იგი და უბრძანა მას და უთხრა: არ მოიყვანო ცოლი ქანაანის ასულთაგან;

2. ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში ბათუელის, დედაშენის მამის, სახლში და მოიყვანე იქიდან შენთვის ცოლი ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან.

3. ხოლო ჩემი ღმერთი გაკურთხებს შენ და აგაღორძინებს შენ და გაგამრავლებს შენ, და იქნები ხალხთა კრებული;

4. და მოგეცეს შენ აბრაამის, მამაჩემის, კურთხევა, შენ და შენს თესლს შენ შემდეგ, რათა დაიმკვიდროთ შენი მწირობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.

5. და გაგზავნა ისააკმა იაკობი, და წავიდა შუამდინარეთში ლაბანთან, ბათუელ ასურელის ძესთან, იაკობის და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.

6. და დაინახა ქალმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და რომ წავიდა ასურეთის შუამდინარეთში, რათა მოეყვანა თავისთვის იქიდან ცოლი; და როცა აკურთხა იგი, უბრძანა მას და უთხრა: არ მოიყვანო ცოლი ქანაანის ასულთაგან,

7. და გაუგონა იაკობმა თავის მამას და დედას და წავიდა ასურეთის შუამდინარეთში;

8. და დაინახა ესავმა, რომ უკეთურები არიან ქანაანის ასულები ისააკის, მისი მამის, წინაშე,

9. და წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა მაელეთი, ისმაელის, აბრაამის ძის, ასული, ნაბეოთის და, თავის ცოლებთან ცოლად.

10. და გამოვიდა იაკობი ფიცის ჭიდან და წავიდა ხარანში.

11. და მიაღწია ადგილს და დაიძინა იქ, რადგან ჩადიოდა მზე; და აიღო ქვა იმ ადგილიდან ქვებიდან და დაიდო სასთუმლად თავისთვის და დაიძინა იმ ადგილზე.

12. და დაესიზმრა, და აჰა, კიბე დამყარებული იყო მიწაზე, რომლის თავიც სწვდებოდა ცას, და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ მასზე.

13. ხოლო უფალი დამყარებული იყო მასზე და თქვა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა; ნუ გეშინია; მიწას, რომელზეც შენ გძინავს, შენ მოგცემ მას, და შენს თესლს.

14. და იქნება შენი თესლი, როგორც მიწის ქვიშა, და განივრცობა ზღვისკენ და სამხრეთით და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი შენით და შენი თესლით.

15. და აჰა, მე შენთან ვარ და შენს მცველად ყველა გზაზე, რომელზეც ივლი, და დაგაბრუნებ შენ ამ ქვეყანაში, რადგან არ დაგტოვებ შენ, ვიდრე არ გავაკეთებ მე ყველაფერს, რასაც გეუბნებოდი შენ.

16. და გამოიღვიძა იაკობმა ძილისგან და თქვა: არის უფალი ამ ადგილას, ხოლო მე არ ვიცოდი.

17. და შეეშინდა და თქვა: როგორი საშიშია ეს ადგილი; არაფერია ეს, თუ არა სახლი ღვთისა, და ეს არის ბჭე ზეცისა.

18. და ადგა იაკობი განთიადისას და აიღო ქვა, რომელიც ედო იქ სასთუმლად მას, და აღმართა სვეტად და დაასხა ზეთი მის კიდეს.

19. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს „სახლი ღვთისა“; და ულამლუზი იყო ქალაქის სახელი პირველად.

20. და აღუთქვა იაკობმა აღთქმა და თქვა: თუ უფალი ღმერთი იქნება ჩემთან და დამიცავს მე ამ გზაზე, რომელზეც მე მივდივარ, და მომცემს მე პურს საჭმელად და სამოსს შესამოსად,

21. და დამაბრუნებს მე ცოცხალს მამაჩემის სახლში, იქნება უფალი ჩემთვის ღმერთი,

22. და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, იქნება ჩემთვის ღვთის სახლი, ყველაფრიდან, რასაც მე მომცემ, მეათედს მოგცემ შენ.

 
თავი 29

1. და წამოდგა იაკობი ფეხზე და წავიდა აღმოსავლეთის ქვეყანაში ლაბანთან, ბათუელ ასურელის ძესთან, იაკობის და ესავის დედის, რებეკას, ძმასთან.

2. და დაინახა, და აჰა, ჭა არის ველზე და იყო იქ ცხვრის სამი ფარა, რომელიც ისვენებდა მასთან, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარას. და იყო ერთი დიდი ქვა ჭის პირზე;

3. და გროვდებოდა იქ ყველა ფარა და გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და ასმევნდნე ცხვარს და აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე, თავის ადგილას

4. და უთხრა მათ იაკობმა: ძმებო, საიდან ხართ თქვენ? ხოლო მათ უთხრეს: ხარანიდან ვართ.

5. და უთხრა მათ: იცნობთ ლაბანს, ნაქორის ძეს? ხოლო მათ უთხრეს: ვიცნობთ.

6. და უთხრა მათ: ჯანმრთელად არის? ხოლო მათ უთხრეს: ჯანმრთელად არის. და აჰა, რაქელი, მისი ასული, მოდიოდა ცხვრებთან ერთად.

7. და თქვა იაკობმა: ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დღე, არ არის დრო საქონლის შეგროვების. ვინც დაალევინა ცხვარს, წადით და აძოვეთ.

8. ხოლო მათ უთხრეს: ვერ შევძლებთ, ვიდრე არ შეგროვდება ყველა მწყემსი და არ გადააგორებენ ქვას ჭის პირიდან და არ დავალევინებთ ცხვარს.

9. როცა იგი ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ, რაქელიც, ლაბანის ასული, მოვიდა თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი აძოვებდა თავისი მამის ცხვარს.

10. და იყო, როგორც კი დაინახა იაკობმა რაქელი, ასული ლაბანისა, თავისი დედის ძმისა, და ცხვარი ლაბანისა, თავისი დედის ძმისა, მივიდა იაკობი და გადააგორა ქვა ჭის პირიდა და დაალევინა ლაბანის, თავისი დედის ძმის, ცხვარს.

11. და ეამბორა იაკობი რაქელს და შეყვირა ხმით და ატირდა.

12. და უთხრა რაქელს, რომ ძმა არის მისი მამისა და, რომ ძე არის რებეკასი. და გაიქცა და აუწყა თავის მამას ეს სიტყვები.

13. და იყო, როგორც კი გაიგონა ლაბანმა იაკობის, თავისი დისწულის, სახელი, გაიქცა მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და შეიყვანა იგი თავის სახლში. და უამბო ლაბანეს ეს ყველაფერი.

14. და უთხრა მას ლაბანმა: ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ. და იყო მასთან ერთი თვის განმავლობაში.

15. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რადგან ძმა ხარ ჩემი, ნუ მემსახურები მე უსასყიდლოდ; მითხარი მე, რა არის შენი საზღაური.

16. ხოლო ლაბანს ჰყავდა ორი ასული. სახელი უფროსისა - ლია და სახელი უმცროსისა - რაქელი;

17. და თვალები ლიას სუსტი ჰქონდა, ხოლო რაქელი იყო ლამაზი სახით და მშვენიერი შესახედად.

18. და შეუყვარდა იაკობს რაქელი და თქვა: გემსახურები შენ შვიდ წელიწადს რაქელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.

19. და უთხრა მას ლაბანმა: უმჯობესია ჩემთვის, მოგცე იგი შენ, ვიდრე მივცე იგი სხვა კაცს; დასახლდი ჩემთან.

20. და იმსახურა იაკობმა რაქელისთვის შვიდ წელიწადს და იყო ეს მისთვის, როგორც რამდენიმე დღე მისი მისდამი სიყვარულის გამო.

21. და უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შესრულდა ჩემი დღეები, რომ შევიდე მასთან.

22. და შეკრიბა ლაბანმა იმ ადგილის ყველა კაცი და გამართა ქორწილი.

23. და დადგა საღამო, და მოიყვანა ლაბანმა ლია, თავისი ასული, და შეიყვანა იგი იაკობთან, და შევიდა მასთან იაკობი.

24. და მისცა ლაბანმა ლიას, თავის ასულს, ზელფა, თავისი მხევალი, მხევლად.

25. და დადგა განთიადი, და აჰა, იყო ლია. და უთხრა იაკობმა ლაბანს: ეს რა მიყავი მე? რაქელისთვის არ გემსახურე შენ? და რატომ მომატყუე მე?

26. და უთხრა ლაბანმა: არ არის ასე ჩვენს მხარეში, რომ მისცენ უმცროსი უფროსზე ადრე;

27. შეასრულე მისი შვიდეულიც და მოგცემ შენ მასაც იმ სამუშაოს სანაცვლოდ, რასაც იმუშავებ ჩემთან კიდევ სხვა შვიდ წელიწადს.

28. და მოიქცა იაკობი ასე და შეასრულა მისი შვიდეულიც, და მისცა მას ლაბანმა რაქელი, თავისი ასული, ცოლად.

29. და მისცა ლაბანმა რაქელს, თავის ასულს, ბალა, თავისი მხევალი, მხევლად.

30. და შევიდა რაქელთან; და შეუყვარდა რაქელი უფრო, ვიდრე ლია; და ემსახურა მას სხვა შვიდ წელიწადს.

31. და იხილა უფალმა, რომ მოძულებულია ლია, და გაუხსნა მას საშო; ხოლო რაქელი იყო ბერწი.

32. და მუცლადიღო ლიამ და უშვა ძე იაკობს; და უწოდა მისი სახელი რუბენი და თქვა: რადგან იხილა უფალმა ჩემი დამდაბლება; ახლა მე შემიყვარებს ჩემი ქმარი.

33. და მუცლადიღო ისევ ლიამ და უშვა მეორე ძე იაკობს და თქვა: რადგან ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა მე ესეც; და უწოდა მისი სახელი სიმეონი.

34. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ამჯერად ჩემკენ იქნება ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას სამი ძე; ამის გამო უწოდა მას სახელი ლევი.

35. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ახლა კიდევ ასე ვაღიარებ უფალს; ამის გამო უწოდა მას სახელი იუდა. და შეუჩერდა შობა.

 
თავი 30

1. ხოლო ნახა რაქილმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა რაქელს თავისი დისა და უთხრა იაკობს: მომეცი მე შვილები; თუ არა, მოვკვდები მე.

2. და განურისხდა იაკობი რაქელს და უთხრა მას: განა მე ღვთის ნაცვალი ვარ, რომელმაც მოგაკლო შენ მუცლის ნაყოფი?

3. და უთხრა რაქელმა იაკობს: აჰა, ჩემი მხევალი ბალა; შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან.

4. და მისცა მას ბალა, თავისი მხევალი, ცოლად; და შევიდა მასთან იაკობი.

5. და მუცლადიღო ბალამ, რაქელის მხევალმა, და უშვა იაკობს ძე.

6. და თქვა რაქელმა: განმსაჯა მე ღმერთმა და შეისმინა ჩემი ხმისა და მომცა მე ძე; ამის გამო უწოდა მას სახელი დანი.

7. და მუცლადიღო კვლავ ბალამ, რაქელის მხევალმა, და უშვა მეორე ძე იაკობს.

8. და თქვა რაქელმა: შემეწია მე ღმერთი, და გავუთანასწორდი ჩემს დას და შევძელი; და უწოდა მისი სახელი ნეფთალი.

9. ხოლო ნახა ლიამ, რომ შეუჩერდა შობა, და მიიყვანა ზელფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.

10. და შევიდა მასთან იაკობი და მუცლადიღო ზელფამ, ლიას მხევალმა, და უშვა იაკობს ძე.

11. და თქვა ლიამ: გავბედნიერდი; და დაარქვა მისი სახელი გადი.

12. და მუცლადიღო ზელფამ, ლიას მხევალმა, და უშვა კვლავ იაკობს მეორე ძე.

13. და თქვა ლიამ: ნეტარი ვარ მე, რადგან შემნატრიან მე დედაკაცები; და უწოდა მისი სახელი ასერი.

14. და წავიდა რუბენი ხორბლის მკის დღეებში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები მინდორში და მიუტანა ისინი ლიას, თავის დედას. და უთხრა რაქელმა ლიას: მომეცი მე შენი ძის მანდრაგორები.

15. და უთხრა ლიან: არ არის საკმარისი შენთვის, რომ წამართვი ჩემი ქმარი? ნუთუ ჩემი ძის მანდრაგორებსაც წამართმევ? და უთხრა რაქელმა: ეგრე არა; დაწვეს შენთან ამ ღამეს შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.

16. და მოვიდა იაკობი მინდვრიდან საღამოს, და გავიდა ლია მის შესაგებებლად და უთხრა: ჩემთან შემოდი დღეს, რადგან ნაყიდი მყავხარ შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ. და დაწვა მასთან იმ ღამეს.

17. და შეისმინა უფალმა ლიასი, და მუცლადიღო და უშვა იაკობს მეხუთე ძე.

18. და თქვა ლიამ: მომცა ღმერთმა ჩემი საზღაური იმის სანაცვლოდ, რომ მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს; და უწოდა მას სახელი ისაქარი, რაც არის საზღაური.

19. და მუცლადიღო კვლავ ლიამ და უშვა მეექვსე ძე იაკობს.

20. და თქვა ლიამ: მაჩუქა მე ღმერთმა კარგი საჩუქარი; ამჯერად ამომარჩევს მე ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას ექვსი ძე; და უწოდა მისი სახელი ზაბულონი.

21. და ამის შემდეგ შვა ასული და უწოდა მისი სახელი დინა.

22. და გაიხსენა ღმერთმა რაქელი და შეისმინა მისი ღმერთმა და გაუხსნა მას საშო,

23. და მუცლადიღო და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქელმა: ამარიდა ჩემმა ღმერთმა ყვედრება.

24. და უწოდა მისი სახელი იოსები და თქვა: შემმატოს ღმერთმა მე სხვა ძე.

25. და იყო, როგორც კი შვა რაქელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: გამიშვი მე, რომ წავიდე ჩემს მხარეში და ჩემს ქვეყანაში.

26. მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გამოც გემსახურე შენ, რომ წავიდე; რადგან შენ იცი სამსახური, რაც გემსახურე შენ.

27. და უთხრა მას ლაბანმა: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, მივხვდები, რადგან მაკურთხა მე ღმერთმა შენი შემოსვლით,

28. გამოაცალკევე შენი საზღაური ჩემგან და მოგცემ.

29. და უთხრა მას იაკობმა: შენ იცი, რაც გემსახურე შენ, და რამდენიც იყო შენი საქონელი ჩემთან;

30. რადგან ცოტა იყო, რაც შენ გყავდა ჩემთან, და გაიზარდა სიმრავლით, და გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ავიშენო მეც ჩემთვის სახლი?

31. და უთხრა მას ლაბანმა: რა მოგცე შენ? და უთხრა მას იაკობმა: ნუ მომცემ მე ნურაფერს; და შემისრულებ მე ამ სიტყვას, ისევ დავმწყემსავ შენს ცხვარს და დავიცავ.

32. მოიარე მთელი შენი ცხვარი დღეს და გამოარჩიე იქიდან ყველა რუხი ცხვარი კრავებიდან და ყველა მოთეთრო და წინწკლებიანი - თხებიდან; და ეს იქნება ჩემთვის საზღაური.

33. და შეისმენს ჩემსას ჩემი სიმართლე ხვალინდელ დღეს, რომ ეს არის ჩემი საზღაური შენ წინაშე; ყოველი, რომელიც არ იქნება წინწკლებიანი და მოთეთრო თხებში და რუხი - ცხვრებში, ჩემი მოპარული იქნება.

34. და უთხრა მას ლაბანმა: იყოს შენი სიტყვისამებრ.

35. და გამოაცალკევა იმ დღეს ვაცები, წინწკლებიანი და მოთეთრო, და ყველა თხა, წინწკლებიანი და მოთეთრო, და ყოველი, რომელიც იყო თეთრი მათ შორის, და ყოველი, რომელიც იყო რუხი კრავებში, და მისცა ხელში თავის ძეებს.

36. და დაადგინა სამი დღის გზა მათსა და იაკობს შორის; ხოლო იაკობი მწყემსავდა ლაბანის დარჩენილ ცხვარს.

37. და აიღო იაკობმა ნედლი ჯოხი ამბრისა და კაკლისა და ჭადრისა და მოაცლა მათ იაკობმა ქერქი სითეთრემდე, შემოაცალა რა სიმწვანე; და გამოჩნდა გაქერქილ ჯოხებზე თეთრი ჭრელად.

38. და ჩააწყო ჯოხები, რომლებიც გაქერქა, წყლის სასმელ გეჯებში, რათა, როცა მივიდოდა ცხვარი დასალევად ჯოხებთან, დასალევად მოსული ცხვარი დამაკებულიყო ჯოხების შესაბამისად;

39. და იგებდა ცხვარი მოთეთროს და ჭრელს და ნაცრისფერწინწკლებიანს.

40. ხოლო კრავები გამოყო იაკობმა და დააყენა ცხვრების წინ ვერძი მოთეთრო, და ყოველი ჭრელი - კრავებში. და გამოარჩია თავისთვის ფარა ცალკე და არ შეურია ისინი ლაბანის ცხვარს.

41. და იყო იმ დროს, როცა მაკდებოდა ცხვარი და მუცლად იღებდა, დააწყო იაკობმა ჯოხები ცხვრების წინ გეჯებში, რომ დამაკებულიყვნენ ისინი ჯოხებისამებრ;

42. ხოლო როცა იგებდა ცხვარი, არ აწყობდა; და იყვნენ უნიშნოები ლაბანისა, ხოლო ნიშნიანები - იაკობისა.

43. და გამდიდრდა ეს კაცი მეტად ძლიერ, და ჰყავდა მას ბევრი საქონელი და ძროხები და მონები და მხევლები და აქლემები და სახედრები.

 
თავი 31

1. და გაიგონა იაკობმა სიტყვები ლაბანის ძეებისა, რომლებიც ამბობდნენ: წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც ჩვენი მამისაა, და იმისგან, რაც იყო ჩვენი მამისა, შექმნა მთელი ეს დიდება.

2. და დაინახა იაკობმა ლაბანის სახე, და აჰა, არ იყო მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.

3. და უთხრა უფალმა იაკობს: დაბრუნდი მამაშენის ქვეყანაში და შენს ნათესაობაში და ვიქნები შენთან.

4. და გაგზავნა იაკობმა და მოუხმო ლიას და რაქელს ველზე, სადაც იყო ფარა,

5. და უთხრა მათ: ვხედავ მე თქვენი მამის სახეს, რომ არ არის ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ; ხოლო ღმერთი ჩემი მამისა იყო ჩემთან.

6. და თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურე თქვენს მამას.

7. ხოლო თქვენმა მამამ მომატყუა მე, და შეცვალა ჩემი საზღაური ათი კრავისა, და არ დაანება მას ღმერთმა, რომ ბოროტება გაეკეთებინა ჩემთვის.

8. თუ ასე იტყვის: ჭრელები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი ჭრელს, ხოლო თუ იტყვის: თეთრები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი თეთრს.

9. და წაართვა ღმერთმა მთელი ფარა თქვენს მამას და მომცა მე იგი.

10. და იყო, როცა მაკდებოდა ცხვარი, ვნახე ჩემი თვალით ისინი ძილში, და აჰა, ვაცები და ვერძები ასულები იყვნენ ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები.

11. და მითხრა მე ღვთის ანგელოზმა ძილში: იაკობ; ხოლო მე ვთქვი: რა არის?

12. და თქვა: აახილე შენი თვალები და ნახე ვაცები და ვერძები, ასულები ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები, რადგან ვნახე, რასაც შენ ლაბანი გიკეთებს.

13. მე ვარ ღმერთი, რომელიც გეჩვენა შენ ღვთის ადგილზე, იქ, სადაც სცხე ჩემთვის სვეტს და აღმითქვი მე იქ აღთქმა; ახლა ადექი და გადი ამ ქვეყნიდან და წადი ქვეყანაში, სადაც დაიბადე შენ, და ვიქნები შენთან.

14. და მიუგეს რაქელმა და ლიამ და უთხრეს მას: აღარ არის ჩვენი წილი ან მემკვიდრეობა ჩვენი მამის სახლში?

15. განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და ჭამით შეჭამა ჩვენი ვერცხლი.

16. მთელი სიმდიდრე და დიდება, რაც წაართვა ღმერთმა ჩვენს მამას, ჩვენი იქნება და ჩვენი შვილებისა. ახლა, რაც გითხრა შენ ღმერთმა, გააკეთე.

17. და ადგა იაკობი და შესხა თავისი ცოლები და თავისი შვილები აქლემებზე,

18. და წაიღო მთელი თავისი ქონება და მთელი თავისი მონაგარი, რაც შეიძინა შუამდინარეთში და ყველაფერი, რაც მისი იყო, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.

19. ხოლო ლაბანი მიდიოდა თავისი ცხვრის გასაპარსად, და მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.

20. და დაუმალა იაკობმა ლაბან ასურელს და არ შეატყობინა მას, რომ გარბოდა,

21. და გაიქცა იგი და ყოველივე, რაც მისი იყო, და გადალახა მდინარე და გაემართა გალაადის მთისკენ.

22. და შეატყობინეს ლაბან ასურელს მესამე დღეს, რომ გაიქცა იაკობი;

23. და თან წაიყვანა ყველა თავისი ძმა და დაედევნა უკან მას შვიდი დღის გზაზე და დაეწია მას გალაადის მთაზე.

24. და მივიდა ღმერთი ლაბან ასურელთან ძილში ღამით და უთხრა მას: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.

25. და დაეწია ლაბანი იაკობს; და იაკობმა აღმართა თავისი კარავი მთაზე; ხოლო ლაბანმა დააყენა თავისი ძმები გალაადის მთაზე.

26. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რა ჩაიდინე? რატომ გაიქეცი ფარულად და გამქურდე მე და წაიყვანე ჩემი ასულები, როგორც ტყვეები, მახვილით?

27. და რომ შეგეტყობინება ჩემთვის, გამოგიშვებდი შენ მხიარულებით და სიმღერით, დაფითა და ქნარით.

28. არ მეღირსა ჩემი შვილებისა და ჩემი ასულების ამბორი. და ახლა უგუნურად მოიქეცი.

29. და ახლა შეუძლია ჩემს ხელს, რომ გიბოროტოს შენ; მაგრამ შენი მამის ღმერთმა გუშინ მითხრა მე და თქვა: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.

30. ახლა იმიტომ წამოსულხარ, რადგან წადილით გეწადა წასვლა შენი მამის სახლში; რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?

31. ხოლო მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რადგან შემეშინდა და ვთქვი, ვაითუ წაგერთმია შენი ასულები ჩემთვის და ყველაფერი - რაც ჩემია;

32. და თქვა იაკობმა: ვისთანაც იპოვეი შენს ღმერთებს, არ იცოცხლებს ჩვენი ძმების წინაშე. ამოიცანი, რა არის შენი ჩემთან, და აიღე. - და ვერ ამოიცნო მასთან ვერაფერი. და არ იცოდა იაკობმა, რომ რაქელმა, მისმა ცოლმა, მოიპარა ისინი.

33. და შევიდა ლაბანი და ეძება ლიას სახლში და ვერ იპოვა; და გამოვიდა ლიას სახლიდან და ეძება იაკობის სახლში და ორი მხევლის სახლში და ვერ იპოვა, და შევიდა რაქელის სახლშიც.

34. ხოლო რაქელმა აიღო კერპები და შეაწყო აქლემის უნაგირში და დაჯდა მათზე.

35. და უთხრა თავის მამას: მძიმედ ნუ მიიღებ, ბატონო; არ შემიძლია წამოდგომა შენ წინაშე, რადგან დედათა წესი მაქვს. და ეძება ლაბანმა მთელ სახლში და ვერ იპოვა კერპები.

36, და განრისხდა იაკობი და წაეჩხუბა ლაბანს; და მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რაშია ჩემი უსამართლობა და რა არის ჩემი ცოდვა, რომ დამედევნე მე უკან,

37. და რომ ეძებე მთელ ჩემს ჭურჭელში, რა იპოვე შენი სახლის მთელი ჭურჭლიდან? დადე აქ შენი ძმებისა და ჩემი ძმების წინაშე და გვამხილონ ჩვენ ორივენი.

38. ეს ოცი წელია, მე ვარ შენთან; შენი ცხვრები და შენი თხები უშვილოები არ ყოფილან; შენი ცხვრების ვერძები არ შემიჭამია;

39. ნამხეცავი არ მომიტანია შენთვის, მე თვითონ ვზღავდი დღისით მოპარულს და ღამით მოპარულს;

40. ვიყავი დღისით დამწვარი სიცხით და ღამით - ყინვით და არ მიჰკარებია ძილი ჩემს თვალებს.

41. ეს ოცი წელია, მე ვარ შენს სახლში; ვიმსახურე შენთვის თოთხმეტი წელი შენი ორი ასულის სანაცვლოდ და ექვსი წელი - შენს ცხვარში, და დააკელი ჩემს საზღაურს ათი კრავი.

42. რომ არ ყოფილიყო ღმერთი ჩემი მამის, აბრაამისა, ჩემთან და შიში ისააკისა, ახლა ცარიელს გამიშვებდი მე; ჩემი დამდაბლება და ჩემი ხელების ნაშრომი იხილა ღმერთმა და გამხილა შენ გუშინ.

43. და მიუგო ლაბანმა და უთხრა იაკობს: ეს ასულები ჩემი ასულები არიან და ეს ძეები ჩემი ძეები არიან, და ეს საქონელი ჩემი საქონელია, და ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, ჩემია და ჩემი ასულებისა. რა ვუყო მათ დღეს ან მათს შვილებს, რომლებიც შვეს?

44. და ახლა, მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ, და იქნება მოწმობად ჩემსა და შენ შორის. და უთხრა მას იაკობმა: აჰა, არავინ არის ჩვენთან; აჰა, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.

45. და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი სვეტად.

46. და უთხრა იაკობმა თავის ძმებს: შეაგროვეთ ქვები. და შეაგროვეს ქვები და გააკეთეს ბორცვი, და ჭამეს და სვეს იქ, ბორცვზე. და უთხრა მას ლაბანმა: ეს ბორცვი მოწმობს ჩემსა და შენ შორის დღეს.

47. და უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის; მოწმობს ეს ბორცვი და მოწმობს ეს სვეტი; ამის გამო ეწოდა მისი სახელი „ბორცვი მოწმობს“

49. და სვეტს - „ხილვა“, რაზეც თქვა: იხილოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის, რომ დავშორდებით ერთმანეთს.

50. თუ დაამდაბლებ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან ცოლებს ჩემს ასულებთან, იხილე, არავინ არის ჩვენთან; ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.

51. და უთხრა ლიბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის.

52. და თუ მე არ გადმოვლახავ შენკენ, ნურც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ სვეტს ბოროტებით,

53. აბრაამის ღმერთმა და ნაქორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის.

54. და დაიფიცა იაკობმა ისააკის, თავისი მამისა, შიში. და შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე, და მოუხმო თავის ძმებს და ჭამეს და სვეს და დაიძინეს მთაზე.
თავი 31

1. და გაიგონა იაკობმა სიტყვები ლაბანის ძეებისა, რომლებიც ამბობდნენ: წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც ჩვენი მამისაა, და იმისგან, რაც იყო ჩვენი მამისა, შექმნა მთელი ეს დიდება.

2. და დაინახა იაკობმა ლაბანის სახე, და აჰა, არ იყო მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.

3. და უთხრა უფალმა იაკობს: დაბრუნდი მამაშენის ქვეყანაში და შენს ნათესაობაში და ვიქნები შენთან.

4. და გაგზავნა იაკობმა და მოუხმო ლიას და რაქელს ველზე, სადაც იყო ფარა,

5. და უთხრა მათ: ვხედავ მე თქვენი მამის სახეს, რომ არ არის ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ; ხოლო ღმერთი ჩემი მამისა იყო ჩემთან.

6. და თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურე თქვენს მამას.

7. ხოლო თქვენმა მამამ მომატყუა მე, და შეცვალა ჩემი საზღაური ათი კრავისა, და არ დაანება მას ღმერთმა, რომ ბოროტება გაეკეთებინა ჩემთვის.

8. თუ ასე იტყვის: ჭრელები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი ჭრელს, ხოლო თუ იტყვის: თეთრები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი თეთრს.

9. და წაართვა ღმერთმა მთელი ფარა თქვენს მამას და მომცა მე იგი.

10. და იყო, როცა მაკდებოდა ცხვარი, ვნახე ჩემი თვალით ისინი ძილში, და აჰა, ვაცები და ვერძები ასულები იყვნენ ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები.

11. და მითხრა მე ღვთის ანგელოზმა ძილში: იაკობ; ხოლო მე ვთქვი: რა არის?

12. და თქვა: აახილე შენი თვალები და ნახე ვაცები და ვერძები, ასულები ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები, რადგან ვნახე, რასაც შენ ლაბანი გიკეთებს.

13. მე ვარ ღმერთი, რომელიც გეჩვენა შენ ღვთის ადგილზე, იქ, სადაც სცხე ჩემთვის სვეტს და აღმითქვი მე იქ აღთქმა; ახლა ადექი და გადი ამ ქვეყნიდან და წადი ქვეყანაში, სადაც დაიბადე შენ, და ვიქნები შენთან.

14. და მიუგეს რაქელმა და ლიამ და უთხრეს მას: აღარ არის ჩვენი წილი ან მემკვიდრეობა ჩვენი მამის სახლში?

15. განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და ჭამით შეჭამა ჩვენი ვერცხლი.

16. მთელი სიმდიდრე და დიდება, რაც წაართვა ღმერთმა ჩვენს მამას, ჩვენი იქნება და ჩვენი შვილებისა. ახლა, რაც გითხრა შენ ღმერთმა, გააკეთე.

17. და ადგა იაკობი და შესხა თავისი ცოლები და თავისი შვილები აქლემებზე,

18. და წაიღო მთელი თავისი ქონება და მთელი თავისი მონაგარი, რაც შეიძინა შუამდინარეთში და ყველაფერი, რაც მისი იყო, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.

19. ხოლო ლაბანი მიდიოდა თავისი ცხვრის გასაპარსად, და მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.

20. და დაუმალა იაკობმა ლაბან ასურელს და არ შეატყობინა მას, რომ გარბოდა,

21. და გაიქცა იგი და ყოველივე, რაც მისი იყო, და გადალახა მდინარე და გაემართა გალაადის მთისკენ.

22. და შეატყობინეს ლაბან ასურელს მესამე დღეს, რომ გაიქცა იაკობი;

23. და თან წაიყვანა ყველა თავისი ძმა და დაედევნა უკან მას შვიდი დღის გზაზე და დაეწია მას გალაადის მთაზე.

24. და მივიდა ღმერთი ლაბან ასურელთან ძილში ღამით და უთხრა მას: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.

25. და დაეწია ლაბანი იაკობს; და იაკობმა აღმართა თავისი კარავი მთაზე; ხოლო ლაბანმა დააყენა თავისი ძმები გალაადის მთაზე.

26. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რა ჩაიდინე? რატომ გაიქეცი ფარულად და გამქურდე მე და წაიყვანე ჩემი ასულები, როგორც ტყვეები, მახვილით?

27. და რომ შეგეტყობინება ჩემთვის, გამოგიშვებდი შენ მხიარულებით და სიმღერით, დაფითა და ქნარით.

28. არ მეღირსა ჩემი შვილებისა და ჩემი ასულების ამბორი. და ახლა უგუნურად მოიქეცი.

29. და ახლა შეუძლია ჩემს ხელს, რომ გიბოროტოს შენ; მაგრამ შენი მამის ღმერთმა გუშინ მითხრა მე და თქვა: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.

30. ახლა იმიტომ წამოსულხარ, რადგან წადილით გეწადა წასვლა შენი მამის სახლში; რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?

31. ხოლო მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რადგან შემეშინდა და ვთქვი, ვაითუ წაგერთმია შენი ასულები ჩემთვის და ყველაფერი - რაც ჩემია;

32. და თქვა იაკობმა: ვისთანაც იპოვეი შენს ღმერთებს, არ იცოცხლებს ჩვენი ძმების წინაშე. ამოიცანი, რა არის შენი ჩემთან, და აიღე. - და ვერ ამოიცნო მასთან ვერაფერი. და არ იცოდა იაკობმა, რომ რაქელმა, მისმა ცოლმა, მოიპარა ისინი.

33. და შევიდა ლაბანი და ეძება ლიას სახლში და ვერ იპოვა; და გამოვიდა ლიას სახლიდან და ეძება იაკობის სახლში და ორი მხევლის სახლში და ვერ იპოვა, და შევიდა რაქელის სახლშიც.

34. ხოლო რაქელმა აიღო კერპები და შეაწყო აქლემის უნაგირში და დაჯდა მათზე.

35. და უთხრა თავის მამას: მძიმედ ნუ მიიღებ, ბატონო; არ შემიძლია წამოდგომა შენ წინაშე, რადგან დედათა წესი მაქვს. და ეძება ლაბანმა მთელ სახლში და ვერ იპოვა კერპები.

36, და განრისხდა იაკობი და წაეჩხუბა ლაბანს; და მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რაშია ჩემი უსამართლობა და რა არის ჩემი ცოდვა, რომ დამედევნე მე უკან,

37. და რომ ეძებე მთელ ჩემს ჭურჭელში, რა იპოვე შენი სახლის მთელი ჭურჭლიდან? დადე აქ შენი ძმებისა და ჩემი ძმების წინაშე და გვამხილონ ჩვენ ორივენი.

38. ეს ოცი წელია, მე ვარ შენთან; შენი ცხვრები და შენი თხები უშვილოები არ ყოფილან; შენი ცხვრების ვერძები არ შემიჭამია;

39. ნამხეცავი არ მომიტანია შენთვის, მე თვითონ ვზღავდი დღისით მოპარულს და ღამით მოპარულს;

40. ვიყავი დღისით დამწვარი სიცხით და ღამით - ყინვით და არ მიჰკარებია ძილი ჩემს თვალებს.

41. ეს ოცი წელია, მე ვარ შენს სახლში; ვიმსახურე შენთვის თოთხმეტი წელი შენი ორი ასულის სანაცვლოდ და ექვსი წელი - შენს ცხვარში, და დააკელი ჩემს საზღაურს ათი კრავი.

42. რომ არ ყოფილიყო ღმერთი ჩემი მამის, აბრაამისა, ჩემთან და შიში ისააკისა, ახლა ცარიელს გამიშვებდი მე; ჩემი დამდაბლება და ჩემი ხელების ნაშრომი იხილა ღმერთმა და გამხილა შენ გუშინ.

43. და მიუგო ლაბანმა და უთხრა იაკობს: ეს ასულები ჩემი ასულები არიან და ეს ძეები ჩემი ძეები არიან, და ეს საქონელი ჩემი საქონელია, და ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, ჩემია და ჩემი ასულებისა. რა ვუყო მათ დღეს ან მათს შვილებს, რომლებიც შვეს?

44. და ახლა, მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ, და იქნება მოწმობად ჩემსა და შენ შორის. და უთხრა მას იაკობმა: აჰა, არავინ არის ჩვენთან; აჰა, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.

45. და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი სვეტად.

46. და უთხრა იაკობმა თავის ძმებს: შეაგროვეთ ქვები. და შეაგროვეს ქვები და გააკეთეს ბორცვი, და ჭამეს და სვეს იქ, ბორცვზე. და უთხრა მას ლაბანმა: ეს ბორცვი მოწმობს ჩემსა და შენ შორის დღეს.

47. და უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის; მოწმობს ეს ბორცვი და მოწმობს ეს სვეტი; ამის გამო ეწოდა მისი სახელი „ბორცვი მოწმობს“

49. და სვეტს - „ხილვა“, რაზეც თქვა: იხილოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის, რომ დავშორდებით ერთმანეთს.

50. თუ დაამდაბლებ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან ცოლებს ჩემს ასულებთან, იხილე, არავინ არის ჩვენთან; ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.

51. და უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის.

52. და თუ მე არ გადმოვლახავ შენკენ, ნურც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ სვეტს ბოროტებით,

53. აბრაამის ღმერთმა და ნაქორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის.

54. და დაიფიცა იაკობმა ისააკის, თავისი მამისა, შიში. და შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე, და მოუხმო თავის ძმებს და ჭამეს და სვეს და დაიძინეს მთაზე.

 
თავი 32

1. და ადგა ლაბანი განთიადისას და ეამბორა თავის ძეებს და თავის ასულებს და აკურთხა ისინი და დაბრუნდა ლაბანი და წავიდა თავის მხარეში.

2. და იაკობი წავიდა თავის გზაზე. და აიხედა და დაინახა ღვთის ბანაკი, დაბანაკებული, და შეხვდნენ მას ღვთის ანგელოზები;

3. და თქვა იაკობმა, როცა დაინახა ისინი: ღვთის ბანაკია ეს; და უწოდა იმ ადგილს სახელად ბანაკები.

4. და გაგზავნა იაკობმა მაცნეები თავისზე წინ ესავთან, თავის ძმასთან, სეირის ქვეყანაში, ედომის მხარეში,

5. და უბრძანა მათ და თქვა: ასე უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს შენი მონა იაკობი: ლაბანთან ვმწირობდი და დავყოვნდი აქამდე.

6. და მყავს მე ძროხები და სახედრები და ცხვრები და მონები და მხევლები და გამოვგზავნე, რომ შევატყობინო ჩემს ბატონს, ესავს, რათა პოვოს შენმა მონამ მადლი შენ წინაშე.

7. და დაბრუნდნენ მაცნეები იაკობთან და უთხრეს: მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და აჰა, მოდის შენს შესახვედრად და ოთხასი კაცი მასთან ერთად.

8. და შეეშინდა იაკობს ძლიერ და შეშფოთდა. და გაყო თავისთან მყოფი ხალხი და ძროხები და ცხვრები ორ ბანაკად

9. და თქვა იაკობმა: თუ მოვა ესავი ერთ ბანაკში და გაანადგურებს მას, მეორე ბანაკი გადარჩება.

10. და თქვა იაკობმა: ღმერთო ჩემი მამის, აბრაამისაო, და ღმერთო ჩემი მამის, ისააკისაო, უფალო, რომელმაც მითხარი მე: იჩქარე ქვეყანაში, სადაც დაიბადე შენ, და სიკეთეს გაგიკეთებ შენ,

11. საკმარისია ჩემთვის მთელი სიმართლე და მთელი ჭეშმარიტება, რაც გაუკეთე შენს მონას, რადგან ჩემი კვერთხით გადავლახე ეს იორდანე, ხოლო ახლა ვიქეცი ორ ბანაკად.

12. მიხსენი მე ჩემი ძმის, ესავის, ხელისგან, რადგან მეშინია მე მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე დედაწულიანად.

13. ხოლო შენ თქვი: სიკეთეს კეთილად გაგიკეთებ შენ და ვაქცევ შენს თესლს, როგორც ზღვის ქვიშას, რომელიც არ დაითვლება სიმრავლის გამო.

14. და დაიძინა იქ იმ ღამეს. და აიღო, რაც ძღვენი მოჰქონდა, და გაუგზავნა ესავს, თავის ძმას;

15. თხა - ორასი, ვაცი - ოცი, ცხვარი - ორასი, ვერძი - ოცი,

16. მეწველი აქლემები და მათი კოზაკები - ოცდაათი, ძროხა - ორმოცდაათი, კურო - ათი, სახედარი - ოცი და ჩოჩორი - ათი.

17. და მისცა თავის მსახურებს ხელში სამწყსო სათითაოდ. და უთხრა თავის მსახურებს: წადით ჩემ წინ და დააშორეთ სამწყსო სამწყსოს.

18. და უბრძანა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდება შენ ესავი, ჩემი ძმა, და გკითხავს შენ და გეტყვის: ვისი ხარ და სად მიდიხარ და ვისია ეს, რაც შენ წინ მიდის,

19. უთხარი: შენი მონის, იაკობისა; ძღვენი გამოუგზავნა ჩემს ბატონს, ესავს, და აჰა, იგი ჩვენ უკან არის.

20. და უბრძანა პირველს და მეორეს და მესამეს და ყველა წინ მავალს, ვინც ამ სამწყსოს უკან მიდიოდა, და უთხრა: ამ სიტყვისამებრ უთხარით ესავს, როცა გნახავთ თქვენ იგი.

21. და უთხარით: აჰა, შენი მონა, იაკობი, მოდის ჩვენ უკან. რადგან თქვა: შემოვირიგებ მას ჩემ წინ მავალი ძღვნით და ამის შემდეგ ვნახავ მის პირს, იქნებ მიმიღოს მე.

22. და მიდიოდა ძღვენი მის წინ, ხოლო მან დაიძინა იმ ღამეს ბანაკში.

23. და ადგა იმ ღამეს და წაიყვანა თავისი ორი ცოლი და ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადალახა იაბოკის გადასასვლელი;

24. და წაიყვანა ისინი და გადალახა ნაღვარევი და გადაიყვანა ყოველივე, რაც მისი იყო.

25. და დარჩა იაკობი მარტო და ერკინებოდა კაცი მას განთიადამდე.

26. და ნახა, რომ უძლურია მასთან, და შეეხო მისი ბარძაყის არეს და გაუშეშა ბარძაყის არე იაკობს მან მასთან შერკინებისას

27. და უთხრა მას: გამიშვი მე, რადგან დადგა ცისკარი. ხოლო მან უთხრა: არ გაგიშვებ შენ, თუ არ მაკურთხებ მე.

28. და უთხრა მას: რა არის შენი სახელი? ხოლო მან უთხრა: იაკობი.

29. და უთხრა მას: აღარ გეწოდება შენ სახელი იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი, რადგან გაძლიერდი ღმერთთან და ადამიანებთანაც ძლიერი იქნები.

30. და ჰკითხა იაკობმა და თქვა: მითხარი მე შენი სახელი. და თქვა: რისთვის მეკითხები ჩემს სახელს? საკვირველია იგი. და აკურთხა იგი იქ.

31. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელი სახე ღვთისა, - რადგან ვიხილე ღმერთი პირისპირ და გადარჩა ჩემი სული.

32. და ამოვიდა მისთვის მზე, როცა წავიდა სახე ღვთისა; ხოლო იგი კოჭლობდა იმ ბარძაყით.

33. ამის გამო არ ჭამენ ისრაელის ძეები ძარღვს, რომელიც გაუშეშა და რომელიც არის ბარძაყის არეში, ამ დღემდე, რადგან შეეხო იაკობის ბარძაყის არის ძარღვს და გაუშეშა.

 
თავი 33

1. და აახილა იაკობმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ესავი, მისი ძმა, მოდის და ოთხასი კაცი მასთან ერთად. და გაუნაწილა იაკობმა ბავშვები ლიას და რაქელს და ორ მხევალს.

2. და დააყენა ორი მხევალი და მათი ძეები პირველებად და ლია და მისი ბავშვები - უკან და რაქელი და იოსები - ბოლოს;

3. ხოლო თვითონ წაუძღვა მათ წინ და თაყვანი სცა მიწამდე შვიდგზის, ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას.

4. და გაიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და დაემხო მის ქედზე და ატირდა ორივე.

5. და აიხედა და დაინახა დედაკაცები და ბავშვები და თქვა: ვინ არიან ესენი შენი?

6. და მიუახლოვდნენ მხევლები და მათი შვილები და თაყვანი სცეს;

7. და მიუახლოვდა ლია, და მისი შვილები და თაყვანი სცეს; და ამის შემდეგ მიუახლოვდა რაქელი, და იოსები და თაყვანი სცეს.

8. და თქვა: ვინ არიან ესენი შენი - მთელი ეს ბანაკები, რომლებსაც შევხვდი? ხოლო მან უთხრა: რათა პოვოს შენმა მონამ მადლი შენ წინაშე, ბატონო.

9. და უთხრა ესავმა: მე ბევრი მაქვს, ძმაო, გქონდეს შენი შენ.

10. და უთხრა იაკობმა: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, მიიღე ძღვენი ჩემი ხელიდან, რადგან ვიხილე შენი პირი, თითქოს ვინმეს ეხილოს ღვთის პირი, და კეთილად განეწყე ჩემდამი;

11. მიიღე ჩემი სამადლობელი, რომელიც მოგართვი შენ, რადგან შემიწყალა მე ღმერთმა და მაქვს მე ყველაფერი. და აიძულა იგი, და მიიღო.

12. და უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ პირდაპირ.

13. და უთხრა მას: ჩემმა ბატონმა იცის, რომ ბავშვები სათუთნი არიან, და ჩემი ცხვარი და ძროხა იგებს; თუ გავრეკავ მათ ერთ დღეში, დაიხოცება მთელი საქონელი.

14. წავიდეს ჩემი ბატონი თავისი მონის წინ, ხოლო მე მოვძლიერდები გზაში ჩემ წინ მავალთა ნელი სვლით და ბავშვების ნაბიჯით, ვიდრე არ მივალ მე ჩემს ბატონთან სეირში.

15. და უთხრა მას ესავმა: დავტოვებ შენთან იმ ხალხს, რომლებიც ჩემთან არიან. ხოლო მან უთხრა: ეს რისთვის? საკმარისია, რომ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ბატონო.

16. და დაბრუნდა ესავი იმ დღეს თავისი გზით სეირში.

17. და იაკობი გაემართა კარვებისკენ; და აიშენა თავისთვის იქ სახლები. და თავის საქონელს გაუკეთა კარვები; ამის გამო უწოდა იმ ადგილს სახელი კარვები.

18. და მივიდა იაკობი სალემში, სიკიმელთა ქალაქში, რომელიც არის ქანაანის ქვეყანაში, როცა მივიდა ასურეთის შუამდინარეთიდან, და დაბანაკდა ქალაქის პირდაპირ.

19. და შეიძინა მიწის ნაკვეთი იქ, სადაც დადგა თავისი კარავი, ემორისგან, სიქემის მამისგან, ას კრავად

20. და აღმართა იქ საკურთხეველი და მოუხმო ისრაელის ღმერთს.

 
თავი 34

1. და გავიდა დინა, ლიას ასული, რომელიც უშვა იაკობს, იქაური ასულების გასაცნობად.

2. და დაინახა იგი სიქემმა, ემორის ძემ, ქორელმა, იმ ქვეყნის მთავარმა, და წაიყვანა და დაწვა მასთან და დაამდაბლა იგი.

3. და შეეთვისა დინას, იაკობის ასულის, სულს და შეუყვარდა ქალწული და ელაპარაკა მას ქალწულის ფიქრისამებრ.

4. და უთხრა სიქემმა ემორს, თავის მამას, და თქვა: მომიყვანე მე ის ყმაწვილი ქალი ცოლად.

5. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ შებღალა ემორის ძემ დინა, მისი ასული; ხოლო მისი ძეები იყვნენ საქონელთან ველზე და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.

6. და გავიდა ემორი, სიქემის მამა, იაკობთან, რათა დალაპარაკებოდა მას.

7. ხოლო იაკობის ძეები მოვიდნენ ველიდან და როგორც კი გაიგეს, შეწუხდნენ კაცები და გამწარდნენ ისინი ძლიერ, რადგან შეურაცხყო ისრაელი, რომ დაწვა იაკობის ასულთან; და ასე არ უნდა მომხდარიყო.

8. და ელაპარაკა მათ ემორი და უთხრა: სიქემმა, ჩემმა ძემ, აირჩია თქვენი ასულის სული; მიეცით იგი მას ცოლად.

9. დაგვიმოყვრდით ჩვენ; თქვენი ასულები მოგვეცით ჩვენ და ჩვენი ასულები წაიყვანეთ თქვენი ძეებისთვის.

10. და ჩვენ შორის დამკვიდრდით, და ქვეყანა, აჰა, ვრცელია თქვენ წინაშე; დამკვიდრდით მასზე და ივაჭრეთ და მოიგეთ მასში.

11. და უთხრა სიქემმა მის მამას და მის ძმებს: ნეტავი, ვპოვო მადლი თქვენ წინაშე და რასაც იტყვით, მოგცემთ.

12. გაზარდეთ ურვადი ძლიერ და მოგცემთ, რასაც მეტყვით მე; და მომეცით მე ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.

13. ხოლო მიუგეს იაკობის ძეებმა სიქემს და ემორს, მის მამას, მზაკვრობით და უთხრეს მათ, რომ შებღალეს დინა, მათი და,

14. და უთხრეს მათ სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ლიას ძეებმა: არ შეგვიძლია ამ სიტყვის შესრულება - მიცემა ჩვენი დისა კაცისათვის, რომელიც წინადაუცვეთელია, რადგან დასაძრახია ჩვენთვის.

15. ამით დაგემსგავსებით თქვენ და დავმკვიდრდებით თქვენ შორის, თუ გახდებით თქვენც ჩვენსავით, თქვენი ყველა მამაკაცის დაცვეთით;

16. და მოგცემთ ჩვენს ასულებს თქვენ და თქვენი ასულებიდან მოვიყვანთ ჩვენ ცოლებს და დავსახლდებით თქვენთან და ვიქნებით, როგორც ერთი მოდგმა.

17. ხოლო თუ არ შეისმენთ ჩვენსას, რომ დაიცვითოთ, წავიყვანთ ჩვენს ასულებს და წავალთ.

18. და მოეწონათ ეს სიტყვები ემორს და სიქემს, ემორის ძეს.

19. და არ დააყოვნა ჭაბუკმა ამ სიტყვის შესრულება, რადგან ეტრფოდა იაკობის ასულს; ხოლო თვითონ იყო ყველაზე დიდებული თავისი მამის სახლში.

20. და მივიდნენ ემორი და სიქემი, მისი ძე, თავისი ქალაქის კარიბჭესთან და დაელაპარაკნენ თავისი ქალაქის კაცებს და უთხრეს:

21. ეს კაცები მშვიდობიანები არიან; ჩვენთან დასახლდნენ ქვეყანაში და ივაჭრონ მასში, ხოლო ქვეყანა, აჰა, ვრცელია მათ წინაშე. მათს ასულებს მოვიყვანთ ჩვენ ცოლებად და ჩვენს ასულებს მივცემთ მათ.

22. მხოლოდ ამით დაგვემსგავსებიან ჩვენ ეს კაცები, როცა დასახლდებიან ჩვენთან, რომ ვიყოთ ერთი ერი ყველა ჩვენი მამაკაცის დაცვეთით, როგორც თვითონ არიან დაცვეთილები.

23. და მათი საქონელი და მათი ქონება და ოთხფეხი ჩვენი არ იქნება? მხოლოდ ამით დავემსგავსებით მათ და დასახლდებიან ჩვენთან.

24. და შეისმინა ემორისა და სიქემისა, მისი ძისა, ყველამ, ვინც გამოდიოდა მათი ქალაქის კარიბჭით, და დაიცვითა თავისი წინადაუცვეთელობის ხორცი ყოველმა მამაკაცმა.

25. და იყო მესამე დღეს, როცა ტკივილი ჰქონდათ, აიღო იაკობის ორმა ძემ, სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, თითოეულმა თავისი მახვილი, და შევიდნენ ქალაქში ფრთხილად და დახოცეს ყოველი მამაკაცი;

26. და ემორი და სიქემი, მისი ძე, დახოცეს მახვილის პირით და წამოიყვანეს დინა სიქემის სახლიდან და გამოვიდნენ.

27. ხოლო იაკობის ძეები შევიდნენ დაჭრილებთან და გაძარცვეს ქალაქი, რომელშიც შებღალეს დინა, მათი და;

28. და მათი ცხვრები და მათი ძროხები და მათი სახედრები, რაც იყო ქალაქში და რაც იყო ველზე, წაასხეს.

29. და მათი ყველა სულდგმული და მთელი მათი ჭურჭელი და მათი ცოლები დაატყვევეს და გაძარცვეს ყველაფერი, რაც იყო ქალაქში და რაც იყო სახლებში.

30. და უთხრა იაკობმა სიმეონს და ლევის: საძულველი გამხადეთ მე, რადგან ბოროტი ვიქნები მე ქვეყნის ყველა მკვიდრისთვის, ქანაანელებსა და ფერეზელებს შორის; ხოლო მე მცირე ვარა რიცხობრივად და შეკრებილნი ჩემ წინააღმდეგ გამანადგურებენ მე და მოვისპობი მე, და ჩემი სახლი.

31. ხოლო მათ უთხრეს: აბა, როგორც მეძავს უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას?

 
თავი 35

1. და უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და ადი ბეთელში და დასახლდი იქ და გაუკეთე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გეჩვენა შენ, როცა გარბოდი ესავის, შენი ძმისგან.

2. და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველა მასთან მყოფს: მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც არიან თქვენთან, და განიწმინდეთ და გამოიცვალეთ თქვენი სამოსი,

3. და ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში და გავუკეთოთ იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელმაც შეისმინა ჩემი გაჭირვების დღეს და რომელიც იყო ჩემთან და მიხსნა მე გზაზე, რომელზეც დავდიოდი.

4. და მისცეს იაკობს უცხო ღმერთები, რომლებიც იყო მათ ხელში, და საყურეები, რომლებიც ჰქონდათ ყურებზე, და დამალა ისინი იაკობმა ბელეკონის ქვეშ სიკიმში და გაანადგურა ისინი დღევანდელ დღემდე.

5. და დაიძრა ისრაელი სიკიმიდან და იყო ღვთის შიში ქალაქებზე, რომლებიც იყო მათ გარშემო, და არ დაედევნენ უკან ისრაელის ძეებს.

6. და მივიდა იაკობი ლუზაში, რომელიც არის ქანაანის ქვეყანაში და რომელიც არის ბეთელი, ის და მთელი ხალხი, რომელიც იყო მასთან.

7. და ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელი ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა გარბოდა იგი ესავისგან, თავისი ძმისგან.

8. და მოკვდა დებორა, რებეკას გამზრდელი, და დაიმარხა ბეთელის დაბლა, მუხის ქვეშ, და უწოდა იაკობმა მას სახელი გლოვის მუხა.

9. და ეჩვენა ღმერთი იაკობს კვლავ ლუზაში, როცა მივიდა ასურეთის შუამდინარეთიდან, და აკურთხა იგი ღმერთმა.

10. და უთხრა მას ღმერთმა: შენი სახელია იაკობი; აღარ გეწოდება იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი.

11. და უთხრა მას ღმერთმა: მე ვარ ღმერთი შენი; აღორძინდი და გამრავლდი; ხალხები და ხალხთა კრებულები იქნებიან შენგან და მეფენი შენი წელიდან გამოვლენ.

12. და ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისააკს შენ მოგეცი იგი; შენი იქნება და შენს თესლს შენ შემდეგ მივცემ ამ ქვეყანას.

13. და ამაღლდა ღმერთი მისგან იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკა მას.

14. და აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ელაპარაკა მას ღმერთი, ქვის სვეტი, და შესწირა მასზე შესაწირავი და დაასხა მასზე ზეთი.

15. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელი, იქ, სადაც ელაპარაკა მას ღმერთი, ბეთელი.

16. და დაიძრა იაკობი ბეთელიდან და აღმართა თავისი კარავი გადერის გოდლის გადაღმა. და იყო, როცა მიუახლოვდა ქაბრათაზე ეფრათას ქვეყანას, ვიდრე მივიდოდა, შვა რაქელმა და ძნელად შვა შობისას.

17. და იყო, როცა იგი მძიმეს შობდა, უთხრა მას ყრმის ამქმელმა: გამხნევდი, რადგან ესეც ძე გყავს შენ.

18. და იყო, როცა განუტევებდა იგი სულს, რადგან კვდებოდა, უწოდა მისი სახელი ძე ჩემი ტკივილისა; ხოლო მამამ უწოდა მას ბენიამინი.

19. და მოკვდა რაქილი და დაიმარხა ეფრათას ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი.

20. და აღმართა იაკობმა სვეტი მის სამარხზე; ეს არის რაქელის სამარხის სვეტი დღევანდელ დღემდე.

21. და დაიძრა ისრაელი და აღმართა თავისი კარავი გადერის გოდლის გადაღმა.

22. და იყო, როცა დამკვიდრდა ისრაელი იმ ქვეყანაში, წავიდა რუბენი და დაწვა ბალასთან, თავისი მამის ხარჭასთან; და გაიგო ისრაელმა და ბოროტად გამოჩნდა მის წინაშე. და იყვნენ ისრაელის ძეები თორმეტნი.

23. ლიას ძეები: იაკობის პირმშო რუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისახარი, ზაბულონი.

24. რაქელის ძეები: იოსები და ბენიამინი.

25. ბალას, რაქელის მხევლის, ძეები: დანი და ნეფთალი.

26. ზელფას, ლიას მხევლის, ძეები: გადი და ასერი. ესენი არიან იაკობის ძეები, რომლებიც ეყოლა მას ასურეთის შუამდინარეთში.

27. და მივიდა იაკობი ისააკთან, თავის მამასთან, მამბრეში, ველის ქალაქში - ეს არის ქებრონი - ქანაანის ქვეყანაში, სადაც მწირობდნენ აბრაამი და ისააკი.

28. და იყო ისააკის დღეები, რაც იცოცხლა, ას ოთხმოცი წელი;

29. და დაილია და მოკვდა და შეუერთდა თავის მოდგმას მოხუცებული და დღესრული და დაასაფლავეს იგი ესავმა და იკობმა, მისმა ძეებმა.
თავი 36

1. ხოლო ესენი არიან შთამომავლები ესავისა; ეს არის ედომი:

2. და ესავმა მოიყვანა ცოლები თავისთვის ქანაანელთა ასულთაგან: ადა - ელონ ქეტელის ასული და ოლიბემა - ეველი სებეგონის ძის, ანანის, ასული.

3. და ბასემათი - ისმაელის ასული, ნაბეოთის და.

4. და უშვა ადამ ესავს ელიფაზი და ბასემათმა უშვა რაგუელი,

5. და ოლიბემამ უშვა იეუსი და იეგლომი და კორე; ესენი არიან ესავის ძეები, რომლებიც ეყოლა მას ქანაანის ქვეყანაში.

6. და წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები და ძეები და ასულები და თავისი სახლის ყველა სულდგმული და მთელი ქონება და მთელი საქონელი და ყველაფერი, რაც შეიძინა და მოიპოვა ქანაანის ქვეყანაში, და წავიდა ქანაანის ქვეყნიდან იაკობისგან, თავისი ძმისგან,

7. რადგან იყო მათი ქონება ბევრი ერთად სახლობისთვის და არ შეეძლო მათ მწირობის ქვეყანას მათი ტვირთვა მათი ქონების სიმრავლის გამო.

8. და დასახლდა ესავი სეირის მთაზე. ესავი - ეს არის ედომი.

9. ესენი არიან ესავის, ედომის მამის, შთამომავლები სეირის მთაზე;

10. და ეს არის ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ადასი, ესავის ცოლისა, და რაგუელი, ძე ბასემათისა, ესავის ცოლისა.

11. და იყვნენ ელიფაზის ძეები: თემანი, ომარი, სოფარი, გოთომი და კენეზი.

12. ხოლო თამნა იყო ელიფაზის, ესავის ძის, ხარჭა, და უშვა ელიფაზს ამალეკი; ესენი არიან ძეები ადასი, ესავის ცოლისა.

13. ხოლო ესენი არიან ძეები რაგუელისა: ნაქოთი, ზარე, სომე და მოზე; ესენი იყვნენ ძეები ბასემათისა, ესავის ცოლისა.

14. ხოლო ესენი იყვნენ ძეები ოლიბემასი, სებეგონის ძის, ანანის ასულის, ესავის ცოლისა. და უშვა ესავს იეუსი და იეგლომი და კორე.

15. ესენი არიან მთავრები, ძეები ესავისა: ელიფაზის, ესავის პირმშოს, ძეები: მთავარი თემანი, მთვარი ომარი, მთავარი სოფარი, მთავარი კენეზი,

16. მთავარი კორე, მთავარი გოთომი, მთავარი ამალეკი; ესენი არიან ელიფაზის მთავრები იდუმეის ქვეყანაში; ესენი არიან ადას ძეები.

17. და ესენი არიან ძეები რაგუელისა, ესავის ძისა: მთავარი ნაქოთი, მთავარი ზარე, მთავარი სომე, მთავარი მოზე; ესენი არიან რაგუელის მთავრები ედომის ქვეყანაში; ესენი არიან ძეები ბასემათისა, ესავის ცოლისა.

18. ხოლო ესენი არიან ძეები ოლიბემასი, ესავის ცოლისა: მთავარი იეუსი, მთავარი იეგლომი, მთავარი კორე; ესენი არიან ოლიბემას მთავრები.

19. ესენი არიან ესავის ძეები და ესენი - მათი მთავრები. ესენი არიან ედომის ძეები.

20. ხოლო ესენი არიან ძეები სეირ ქორელისა, რომელიც დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში: ლოტანი, სობალი, სებეგონი, ანა

21. და დესონი და ასარი და რისონი; ესენი არიან მთავრები ქორელის, სეირის ძისა, ედომის ქვეყანაში.

22. და იყვნენ ლოტანის ძეები: ქორი და ემანი; ხოლო ლოტანის და - თამნა.

23. ხოლო ესენი არიან სობალის ძეები: გოლონი და მანაქათი და გებელი, სოფი და ონამი.

24. ხოლო ესენი არიან სებეგონის ძეები: აიე და ანა; ეს არის ანა, რომელმაც იპოვა იამინი უდაბნოში, როცა აძოვებდა თავისი მამის, სებეგონის, სახედრებს.

25. ხოლო ესენი არიან ანას ძეები: დესონი; და ოლიბემა - ანას ასული.

26. ხოლო ესენი არიან დესონის ძეები: ამადა და ასბანი და იეთრანი და ქარანი.

27. ხოლო ესენი არიან ასარის ძეები: ბალაანი და ზუკამი და იოვიკამი და უკანი.

28. ხოლო ესენი არიან რისონის ძეები: ოსი და არანი.

29. ესენი არიან ქორის მთავრები: მთავარი ლოთანი, მთავარი სობალი, მთავარი სებეგონი, მთავარი ანა,

30. მთავარი დესონი, მთავარი ასარი, მთავარი რისონი. ესენი არიან ქორის მთავრები თავის სამთავროებში, ედომის ქვეყანაში.

31. და ესენი არიან მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომში, ვიდრე გამეფდებოდა მეფე ისრაელში.

32. და გამეფდა ედომში ბალა, ბეორის ძე, და მისი ქალაქის სახელი - დენაბა.

33. ხოლო მოკვდა ბალა და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზარას ძე, ბოსორადან.

34. ხოლო მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ასომი, თემანელთა ქვეყნიდან.

35. ხოლო მოკვდა ასომი და გამეფდა მის ნაცვლად ადადი, ბარადის ძე, რომელმაც გაანადგურა მადიამი მოაბის ველზე, და მისი ქალაქის სახელი - გეთემი.

36. ხოლო მოკვდა ადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამალა მასეკადან.

37. ხოლო მოკვდა სამალა და გამეფდა მის ნაცვლად საული როობოთიდან, რომელიც არის მდინარის პირას.

38. ხოლო მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბალაენონი, აქობორის ძე.

39. ხოლო მოკვდა ბალაენონი, აქობორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ადადი, ბარადის ძე, და მისი ქალაქის სახელი - ფოგორი, ხოლო მისი ცოლის სახელი - მეტებეელი, ასული მატრეთესი, მეზოობის ძისა.

40. ეს არის ესავის მთავრების სახელები თავის ტომებში, მათი ადგილის მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ხალხებში: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერი,

41. მთავარი ოლიბემასი, მთავარი ელასი, მთავარი ფინონი,

42. მთავარი კენეზი, მთავარი თემანი, მთავარი მაზარი,

43. მთავარი მეგედიელი, მთავარი ზაფოინი. ესენი არიან ედომის მთავრები მათ მიერ დაუფლებულ ქვეყანაში დასახლებულთა შორის. ეს არის ესავი, ედომის მამა.

 
თავი 37

1. და დამკვიდრდა იაკობი ქვეყანაში, სადაც მწირობდა მისი მამა, ქანაანის ქვეყანაში.

2. ხოლო ესენი არიან იაკობის შთამომავლები; იოსები ჩვიდმეტი წლის ჭაბუკი იყო და მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად ცხვარს, თავისი მამის ცოლების: ბალას, ძეებთან და ზელფას, ძეებთან ერთად; და მიუტანეს იოსებზე ცუდი ამბები ისრაელს, თავის მამას.

3. ხოლო იაკობს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან სიბერის ძე იყოს მისთვის; და დაუმზადა მას ჭრელი სამოსი.

4. და როცა ნახეს ძმებმა, რომ ის უყვარს მამას თავის ყველა ძეზე მტად, შეიძულეს იგი და არ შეეძლოთ მისთვის რაიმეს თქმა მშვიდობიანად.

5. და ესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო იგი თავის ძმებს

6. და უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:

7. თითქოს ჩვენ ვკრავდით ძნებს შუაგულ მინდორში და ადგა ჩემი ძნა და წამოიმართა და გარშემოერტყნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს ჩემს ძნას.

8. და უთხრეს მას ძმებმა: განა მეფობით იმეფებ ჩვენზე ან ბატონობით გვიბატონებ ჩვენ? და კიდევ მოემატათ მისი სიძულვილი მისი სიზმრების გამო და მისი სიტყვების გამო.

9. და ნახა სხვა სიზმარი და უამბო იგი თავის მამას და თავის ძმებს და უთხრა: აჰა, მესიზმრა სხვა სიზმარი, თითქოს მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი თაყვანს მცემდნენ მე.

10. და გაკიცხა იგი მისმა მამამ და უთხრა მას: რა არის ეგ სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოსვლით მოვალთ მე და დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ შენ მიწამდე?

11. და შეშურდათ მისი მის ძმებს, ხოლო მისმა მამამ დაიმარხა ეს სიტყვა.

12. და წავიდნენ მისი ძმები, რომ ეძოვებინათ თავისი მამის ცხვარი, სიქემში.

13. და უთხრა ისრაელმა იოსებს: შენი ძმები არ მწყემსავენ სიქემში? მოდი, გაგგზავნი შენ მათთან. და უთხრა მას: აჰა, მე.

14. და უთხრა მას ისრაელმა: წადი და ნახე, ჯანმრთელად თუ არიან შენი ძმები და ცხვარი და შემატყობინე მე. და გაგზავნა იგი ქებრონის ხევიდან, და მივიდა სიქემში.

15. და ნახა იგი კაცმა გზააბნეული ველზე; და ჰკითხა მას კაცმა და უთხრა: რას ეძებ?

16. ხოლო მან უთხრა: ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი მე, სად აძოვებენ.

17. და უთხრა მას კაცმა: წავიდნენ აქედან, რადგან გავიგონე, რომ ისინი ამბობდნენ: წავიდეთ დოთაიმში. და გაჰყვა იოსები კვალდაკვალ თავის ძმებს და იპოვა ისინი დოთაიმში.

18. და დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა იგი მათ და ბოროტად განიზრახეს მისი მოკვლა.

19. და უთხრა თითოეულმა თავის ძმას: აჰა, ის მესიზმრე მოდის;

20. ახლა მოდი, მოვკლათ იგი და ჩავაგდოთ იგი ერთ-ერთ ჭაში და ვთქვათ: ბოროტმა მხეცმა შეჭამა იგი; და ვნახავთ, რა იქნება მისი სიზმრებიდან.

21. და გაიგონა რუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან და თქვა: არ მოვკლათ მისი სული.

22. და უთხრა მათ რუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს; ჩააგდეთ იგი ამ ჭაში, რომელიც უდაბნოშია, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე. - რათა დაეხსნა იგი მათი ხელიდან და გადაეცა იგი თავისი მამისთვის.

23. და იყო, როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს ჭრელი სამოსი, რომელიც ემოსა,

24. და წაიყვანეს იგი და ჩააგდეს ჭაში; ხოლო ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა.

25. და დასხდნენ პურის საჭმელად და აახილეს თვალები და დაინახეს: აჰა, მოგზაური ისმაელელები მოდიოდნენ გალაადიდან და მათი აქლემები დატვირთულები იყვნენ საკმევლით და მკვრისკევით და შტახსით; და მიდიოდნენ, რომ ჩაეტანათ ეგვიპტეში.

26. და უთხრა იუდამ თავის ძმებს: რა სარგებელია, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს?

27. მოდი მივყიდოთ იგი ამ ისმაელელებს და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმა და ჩვენი ხორცია. და ისმინეს ძმებმა მისი.

28. და გამოიარეს კაცებმა, მადიამელმა ვაჭრებმა, და გამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელელებს ოც ოქროდ; და ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.

29. და დაბრუნდა რუბენი ჭასთან და ვერ ნახა იოსები ჭაში და შემოიხია თავისი სამოსი.

30. და დაბრუნდა თავის ძმებთან და უთხრა: ყრმა არ არის; და მე სადღა წავიდე?

31. და აიღეს იოსების სამოსი და დაკლეს თხის თიკანი და ამოსვარეს სამოსი სისხლში.

32. და გაგზავნეს ჭრელი სამოსი და შეუტანეს თავის მამას და უთხრეს: ეს ვიპოვეთ; ამოიცანი, შენი ძის სამოსია თუ არა.

33. და ამოიცნო იგი და თქვა: სამოსი ჩემი ძისაა; ბოროტმა მხეცმა შეჭამა იგი, მხეცმა მოიტაცა იოსები.

34. და შემოიხია იაკობმა თავისი სამოსი და შეიმოსა ძაძა თავის წელზე და გლოვობდა თავის ძეს მრავალ დღეს.

35. და შეიკრიბა მისი ყველა ძე და ასული და მივიდნენ მის სანუგეშებლად, და არ ისურვა ნუგეშისცემა და თქვა: ჩავალ ჩემს ძესთან მგლოვიარე ჯოჯოხეთში. და დასტიროდა მას მისი მამა.

36. ხოლო მადიამელებმა მიჰყიდეს იოსები ეგვიპტეში პეტეფრას, ფარაონის საჭურისს, მცველთმთავარს.

 
თავი 38

1. და იყო, იმ დროს წამოვიდა იუდა თავისი ძმებისგან და მივიდა ვიღაც ოდოლამელ კაცთან, რომლის სახელია ირასი.

2. და დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის ასული, რომლის სახელია სავა, და მოიყვანა იგი და შევიდა მასთან.

3. და მუცლადიღო და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი ერი.

4. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი ავნანი.

5. და შემატა კვლავ და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი სელომი. და იგი იყო ქაზბიში, როცა შვა ისინი.

6. და მოუყვანა იუდამ ერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომლის სახელია თამარი.

7. და იყო ერი, იუდას პირმშო, ბოროტი უფლის წინაშე და მოკლა იგი ღმერთმა.

8. და უთხრა იუდამ ავნანს: შენი შენი ძმის ცოლთან და შეირთე იგი და აღუდგინე თესლი შენს ძმას.

9. და იცოდა ავნანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი; და იყო, როცა შედიოდა თავისი ძმის ცოლთან, ღვრიდა მიწაზე, რომ არ მიეცა თესლი თავის ძმისთვის.

10. და ბოროტად გამოჩნდა ღვთის წინაშე, რადგან გააკეთა ეს; და მოკლა ისიც.

11. და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: დაჯექი ქვრივად შენი მამის სახლში, ვიდრე დიდი გახდება სელომი, ჩემი ძე; რადგან თქვა: ვაითუ მოკვდეს ისიც, როგორც მისი ძმები. და წავიდა თამარი და დაჯდა თავისი მამის სახლში.

12. და გავიდა მრავალი დღე და მოკვდა სავა, იუდას ცოლი; და ინუგეშა იუდამ და ავიდა თავისი ცხვრის მპარსავებთან, ის და ირასი, მისი ოდოლამელი მწყემსი, თამნაში.

13. და შეატყობინეს თამარს, მის რძალს, და უთხრეს: აჰა, შენი მამამთილი ადის თამნაში თავისი ცხვრის გასაპარსად.

14. და გაიხადა ქვრივობის სამოსი და შემოისხა მოსასხამი და მოირთო და დაჯდა კარიბჭესთან ენანისა, რომელიც არის თამნას გზაზე, რადგან ნახა, რომ დიდი გახდა სელომი, ხოლო მან არ მისცა იგი მას ცოლად.

15. და დაინახა იგი იუდამ და ეგონა, რომ იგი მეძავია, რადგან დაეფარა თავისი პირი, და ვერ იცნო იგი.

16. და გადაუხვია მისკენ გზაზე და უთხრა მას: ნება მომეცი მე, რომ შემოვიდე შენთან; - რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. ხოლო მან უთხრა: რას მომცემ მე, თუ შემოხვალ ჩემთან?

17. და მან უთხრა: მე შენ გამოგიგზავნი თხის თიკანს ფარიდან. ხოლო მან უთხრა: მომეცი წინდი, ვიდრე გამომიგზავნი შენ.

18. და მან უთხრა: რა წინდი მოგცე შენ? ხოლო მან უთხრა: შენი ბეჭედი და მძივი და კვერთხი, რომელიც შენს ხელშია. და მისცა მას და შევიდა მასთან, და მუცლადიღო მისგან.

19. და ადგა და წავიდა და მოიხსნა მოსასხამი და ჩაიცვა თავისი ქვრივობის სამოსი.

20. და გაუგზავნა იუდამ თიკანი თხებიდან თავისი ოდოლამელი მწყემსის ხელით, რათა მიეღო წინდი დედაკაცისგან, და ვერ იპოვა იგი.

21. და ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის მეძავი, რომელიც იყო ენანში, გზაზე? და უთხრეს: არ ყოფილა აქ მეძავი.

22. და დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე; და იმ ადგილის კაცები ამბობენ: არ არის აქ მეძავი.

23. და თქვა იუდამ: ჰქონდეს ისინი, მაგრამ ნუღარ დაგვცინებენ; მე გავუგზავნე ეს თიკანი, ხოლო შენ ვერ იპოვე.

24. და იყო, სამი თვის შემდეგ შეატყობინეს იუდას და უთხრეს: ისიძვა თამარმა, შენმა რძალმა, და აჰა, მუცლადიღო სიძვით. და თქვა იუდამ: გამოიყვანეთ იგი და დაიწვას.

25. ხოლო როცა იგი გამოიყვანეს, გაუგზავნა თავის მამამთილს და თქვა: იმ კაცისთან, ვისიც არის ესენი, ვარ მე მუცლადღებული, და უთხრა: ამოიცანი, ვისია ბეჭედი და მძივი და ეს კვერთხი.

26. და ამოიცნო იუდამ და თქვა: გამართლდა თამარი ჩემზე მეტად, რადგან არ მივეცი იგი სელომს, ჩემს ძეს. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.

27. და იყო, როცა შობდა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.

28. და იყო, როცა შობდა იგი, ერთმა წინ გამოყო ხელი; და აიღო ყრმის ამქმელმა და შეაბა მის ხელს მეწამული და თქვა: ეს გამოვა პირველი.

29. და როგორც კი შეყო ხელი, მაშინვე გამოვიდა მისი ძმა. და მან თქვა: რად გაირღვა შენთვის ზღუდე? და უწოდა მისი სახელი ფარეზი.

30. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომლის ხელზეც იყო მეწამული; და უწოდა მისი სახელი ზარა.

 
თავი 39

1. ხოლო იოსები ჩავიდა ეგვიპტეში და იყიდა იგი პეტეფრამ, ფარაონის საჭურისმა, მცველთმთავარმა, ეგვიპტელმა კაცმა, ისმაელელთა ხელიდან, რომლებმაც ჩაიყვანეს იგი იქ.

2. და იყო უფალი იოსებთან და იყო კაცი წარმატებული და იყო სახლში ეგვიპტელ ბატონთან.

3. და იცოდა მისმა ბატონმა, რომ უფალი არის მასთან და რასაც გააკეთებს, უფალი წარუმართავს გზას.

4. და პოვა იოსებმა მადლი თავისი ბატონის წინაშე და სათნო იყო მისთვის და დაადგინა იგი თავის სახლზე და ყოველივე, რაც ჰქონდა მას, მისცა ხელში იოსებს.

5. და იყო მისი დადგენის შემდეგ მის სახლზე და ყოველივეზე, რაც ჰქონდა მას, აკურთხა უფალმა ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა მთელ მის ქონებაზე სახლში და მინდორში.

6. და გადასცა ყოველივე, რაც ჰქონდა მას, ხელში იოსებს და არ იცოდა იმის შესახებ, რაც ჰქონდა მას, არაფერი, გარდა პურისა, რასაც ჭამდა იგი. და იყო იოსები ლამაზი სახით და ძლიერ შვენიერი შესახედად.

7. და იყო, ამ ამბების შემდეგ დაადგა მისი ბატონის ცოლმა თვალი იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან.

8. ხოლო მან არ ისურვა და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: თუ ჩემმა ბატონმა არ იცის ჩემი წყალობით არაფერი თავის სახლში და ყველაფერი, რაც აქვს მას, მომცა მე ხელთ

9. და არ აღმემატება ამ სახლში არავინ, არც დაუჭერია ჩემთვის არაფერი შენ გარდა, რადგან შენ მისი ცოლი ხარ, როგორღა ჩავიდინო ეს ბოროტი საქმე და შევცოდო ღვთის წინაშე?

10. და როცა ელაპარაკებოდა იოსებს დღიდან დღემდე, აღარ უსმენდა მას, რომ დაწოლილიყო მასთან და ყოფილიყო მასთან.

11. და იყო ერთი ასეთი დღე და შევიდა იოსები სახლში თავის საქმეების გასაკეთებლად და არავინ იყო სახლეულთაგან შინ.

12. და ჩაეჭიდა მას სამოსზე და უთხრა: დაწექი ჩემთან. და შეატოვა სამოსი მას ხელებში და გაიქცა და გავიდა გარეთ.

13. და იყო, როგორც კი დაინახა, რომ შეატოვა თავისი სამოსი მას ხელებში და გაიქცა და გავიდა გარეთ,

14. მოუხმო სახლში მყოფებს და უთხრა მათ და თქვა: შეხედეთ, შემოიყვანა ჩვენთან ებრაელი მონა ჩვენს დასაცინად; შემოვიდა ჩემთან და მითხრა: დაწექი ჩემთან. და ვიყვირე დიდი ხმით;

15. ხოლო როცა გაიგონა მან, რომ ავიმაღლე ხმა და ვიყვირე, შემატოვა თავისი სამოსი მე და გაიქცა და გავიდა გარეთ.

16. და დაიტოვა სამოსი თავისთან, ვიდრე არ მოვიდა ბატონი თავის სახლში.

17. და ელაპარაკა მას ამ სიტყვებით და უთხრა: შემოვიდა ჩემთან ებრაელი მონა, რომელიც შემოიყვანე ჩვენთან, ჩემს დასაცინად და მითხრა მე: დავწვები შენთან.

18. ხოლო როგორც კი გაიგონა, რომ ავიმაღლე ხმა და ვიყვირე, შემატოვა სამოსი მე და გაიქცა და გავიდა გარეთ.

19. და იყო, როგორც კი გაიგონა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, რაც ელაპარაკა მას და უთხრა: ასე მომექცა მე შენი მონა, - განრისხდა გულისწყრომით.

20. და წაიყვანა ბატონმა იოსები და შეაგდო იგი დილეგში, იმ ადგილას, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დაჭერილები, იქ, იმ დილეგში.

21. და იყო უფალი იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა და მისცა მას მადლი საპყრობილის მცველთა მთავრის წინაშე.

22. და მისცა საპყრობილის მცველთა მთავარმა საპყრობილე ხელში იოსებს და ყველა პყრობილი, და ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ იქ.

23. არ იცოდა საპყრობილის მცველთა მთავარმა მისი წყალობით არაფერი, რადგან ყველაფერი იყო იოსების ხელში, იმიტომ რომ უფალი იყო მასთან, და რასაც იგი აკეთებდა, უფალი წარმართავდა მისი ხელით.

 
თავი 40

1. და იყო, ამ ამბების შემდეგ შესცოდეს ეგვიპტის მეფის მეღვინეთმთავარმა და მეპურეთმთავარმა თავის ბატონს, ეგვიპტის მეფეს.

2. და განურისხდა ფარაონი თავის ორივე საჭურისს, მეღვინეთმთავარს და მეპურეთმთავარს,

3. და ჩასხა ისინი ციხეში მცველთმთავართან საპყრობილეში, იმ ადგილას, იქ, სადაც იოსები იყო შეპყრობილი.

4. და ჩააბარა საპყრობილის მთავარმა იოსებს ისინი, და ემსახურებოდა მათ; და იყვნენ მრავალი დღე ციხეში.

5. და ნახა ორივემ სიზმარი, თითოეულმა - სიზმარი; ერთ ღამეს ჰქონდათ ხილვა თავისი სიზმრისა - ეგვიპტის მეფის მეღვინეთმთავარს და მეპურეთმთავარს, რომლებიც იყვნენ საპყრობილეში.

6. და შევიდა მათთან იოსები განთიადისას და ნახა ისინი, და იყვნენ შეძრწუნებულნი.

7. და ჰკითხა ფარაონის საჭურისებს, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად ციხეში მის ბატონთან, და უთხრა: რატომ არის თქვენი სახეები დამწუხრებული დღეს?

8. ხოლო მათ უთხრეს მას: სიზმარი ვნახეთ და მისი ამხსნელი არ არის. და უთხრა მათ იოსებმა: განა ღვთისაგან არ არის მათი განმარტება? მიამბეთ მე.

9. და უამბო მეღვინეთმთავარმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: ჩემს სიზმარში იყო ვაზი ჩემ წინაშე;

10. ხოლო ვაზზე იყო სამი რტო, და იგი ყვაოდა და გამოეღო ყლორტები; მწიფე იყო ყურძნის მტევნები.

11. და ფარაონის სასმისი ჩემს ხელში იყო; და ავიღე ყურძენი და ჩავწურე იგი სასმისში და მივეცი სასმისი ხელში ფარაონს.

12. და უთხრა მას იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა;

13. კიდევ სამი დღე და გაახსენდება ფარაონს შენი გამგებლობა და ისევ დაგადგენს შენ შენს მეღვინეთმთავრობაზე და მისცემ სასმისს ფარაონს ხელში შენი პირველი გამგებლობისამებრ, როგორც იყავი მწდე.

14. მაშინ გამიხსენე მე შენ თვითონ, როცა სიკეთე მოგეგება შენ, და მოიღე ჩემზე წყალობა და გაახსენე ჩემ შესახებ ფარაონს და გამომიყვანე მე ამ დილეგიდან;

15. რადგან პარვით მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია, მაგრამ ჩამაგდეს მე ამ ორმოში.

16. და ნახა მეპურეთმთავარმა, რომ სწორად ახსნა, და უთხრა იოსებს: მეც ვნახე სიზმარი: და თითქოს მარცვლეულის სამი კალათი მედგა თავზე;

17. ხოლო ზედა კალათში იყო მეპურის ნახელავის ყველა სახეობა, რასაც მეფე ფარაონი ჭამს, და ცის ფრინველები ჭამდნენ მათ კალათიდან, რომელიც იყო ჩემს თავზე.

18. და მიუგო იოსებმა და უთხრა მას: ეს არის მაგისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;

19. კიდევ სამი დღე და მოგკვეთს ფარაონი შენ თავს და ჩამოგკიდებს შენ ხეზე, და შეჭამენ ცის ფრინველები შენს ხორცს.

20. და იყო, მესამე დღეს ფარაონის შობის დღე იყო და გამართა სმა ყველა თავისი მსახურისთვის. და გაახსენდა მეღვინეთმთავრის გამგებლობა და მეპურეთმთავრის გამგებლობა თავის მსახურთა შორის.

21. და ისევ დაადგინა მეღვინეთმთავარი მის გამგებლობაზე, და მისცა სასმისი ხელში ფარაონს,

22. ხოლო მეპურეთმთავარი ჩამოახრჩო, როგორც აუხსნა მათ იოსებმა.

23. და აღარ გაახსენდა მეღვინეთმთავარს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.
თავი 41

1. და იყო, ორი წლის შემდეგ ფარაონმა ნახა სიზმარი: თითქოს იდგა მდინარეზე,

2. და აჰა, თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე;

3. და სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ შემდეგ მდინარიდან, საძაგელი შესახედად და მჭლე ხორცით, და ძოვდნენ იმ ძროხებთან ერთად მდინარის პირას.

4. და შეჭამა შვიდმა საძაგელმა და ხორცით მჭლე ძროხამ შვიდი შესახედად კარგი და რჩეული ძროხა. და გამოეღვიძა ფარაონს.

5. და ესიზმრა მეორედ: და აჰა, შვიდი თავთავი ამოდიოდა ერთ ღეროზე, რჩეული და კარგი;

6. და აჰა, შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იზრდებოდა მათ შემდეგ;

7. და შთანთქა შვიდმა თავთავმა, წვრილმა და ქარცემულმა, შვიდი თავთავი, რჩეული და სავსე. და გამოეღვიძა ფარაონს, და იყო სიზმარი.

8. და იყო განთიადი და შეძრწუნდა მისი სული და გაგზავნა და მოუხმო ეგვიპტის ყველა განმმარტებელს და მის ყველა ბრძენს; და უამბო მათ ფარაონმა სიზმარი და არავინ იყო, ვინც აუხსნიდა მას ფარაონს.

9. და ელაპარაკა მეღვინეთმთავარი ფარაონს და უთხრა: ჩემს ცოდვას ვიხსენებ დღეს:

10. ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს და ჩაგვსხა ჩვენ ციხეში მცველთმთავრის სახლში, მე და მეპურეთმთავარი.

11. და ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მე და მან; თითოეულმა ჩვენ-ჩვენი სიზმარი ვნახეთ.

12. და იყო იქ ჩვენთან ერთად ჭაბუკი, მცველთმთავრის ებრაელი მონა, და ვუამბეთ მას და აგვიხსნა ჩვენ.

13. და იყო, როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე მოხდა: მე ისევ დამადგინეს ჩემს გამგებლობაზე, ხოლო იგი ჩამოახრჩეს.

14. და გაგზავნა ფარაონმა და მოუხმო იოსებს და გამოიყვანეს იგი დილეგიდან და გაკრიჭეს იგი და გამოუცვალეს მას სამოსი და მივიდა ფარაონთან.

15. და უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი ვნახე და მისი ამხსნელი არ არის; ხოლო მე მსმენია, შენ შესახებ რომ ამბობენ: ისმენ შენ სიზმრებს და ხსნი მათ.

16. და მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: ღვთის გარეშე არ მიეგება ხსნა ფარაონს.

17. და ელაპარაკა ფარაონი იოსებს და უთხრა: ჩემს სიზმარში თითქოს ვიდექი მდინარის პირას

18. და თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე;

19. და აჰა, სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ უკან მდინარიდან, ცუდი და საძაგელი შესახედად და მჭლე ხორცით, როგორებიც არ მინახავს მთელ ეგვიპტის ქვეყანაში, ისეთი საძაგელნი;

20. და შეჭამა შვიდმა ძროხამ, მჭლემ და საძაგელმა, პირველი შვიდი ძროხა, კარგი და რჩეული,

21. და შევიდნენ მათ მუცლებში; და უჩინარნი გახდნენ, რადგან შევიდნენ მათ მუცლებში; და მათი შესახედაობა იყო საძაგელი, როგორც თავდაპირველად. გამომეღვიძა და ისევ დამეძინა.

22. და ვნახე ისევ ჩემს სიზმარში, თითქოსდა შვიდი თავთავი ამოდიოდა ერთ ღეროზე, სავსე და კარგი;

23. ხოლო სხვა შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იზრდებოდა მათ შემდეგ;

24. და შთანთქა შვიდმა თავთავმა, წვრილმა და ქარცემულმა, შვიდი თავთავი, კარგი და სავსე. ვუთხარი განმმარტებლებს და არავინ იყო, ვინც ამიხსნიდა მე.

25. და უთხრა იოსებმა ფარაონს: ფარაონის სიზმარი ასეთია: რასაც ღმერთი აკეთებს, უჩვენა ფარაონს.

26. შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელიწადია და შვიდი კარგი თავთავი შვიდი წელიწადია; ფარაონის სიზმარი ერთია.

27. და შვიდი მჭლე ძროხა, მათ უკან ამომავალი, შვიდი წელიწადია და შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იქნება შიმშილობის შვიდი წელიწადი.

28. და ეს არის სიტყვა, რომელიც ვუთხარი ფარაონს: რასაც ღმერთი აკეთებს, უჩვენა ფარაონს;

29. აჰა, შვიდ წელიწადს მოდის დიდი სიუხვე მთელ ეგვიპტის ქვეყანაში;

30. ხოლო მოვა შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და დაავიწყდებათ სიმაძღრე მთელ ეგვიპტის ქვეყანაში და მოსპობს შიმშილი ქვეყანას,

31. და არ ეცოდინებათ სიუხვე ქვეყანაზე შიმშილის გამო, რომელიც იქნება მათ შემდეგ, რადგან მეტად ძლიერი იქნება.

32. ხოლო გამეორდა ფარაონის სიზმარი ორჯერ იმის გამო, რომ ჭეშმარიტი იქნება სიტყვა, რომელიც ღვთისაგან არის, და დააჩქარებს ღმერთი მის აღსრულებას.

33. ამიტომ ახლა მოძებნე კაცი გონიერი და გულისხმიერი და დაადგინე იგი ეგვიპტის ქვეყანაზე;

34. და ასე გააკეთოს ფარაონმა და დაადგინოს ადგილის მთავრები ქვეყანაზე და აიღონ ეგვიპტის ქვეყნის სიუხვის შვიდი წლის მთელი მოსავლის მეხუთედი

35. და დააგროვონ იმ მომავალი შვიდი კარგი წლის მთელი საზრდო და დაგროვდეს ხორბალი ფარაონის ხელქვეშ, საზრდო ქალაქებში შეინახონ.

36. და იქნება საზრდო შენახული ქვეყნისათვის შიმშილობის შვიდ წელიწადს, რომელიც იქნება ეგვიპტის ქვეყანაში, და არ განადგურდება ქვეყანა შიმშილით.

37. მოსაწონი იყო ეს სიტყვები ფარაონისთვის და მისი ყველა მსახურისთვის;

38. და უთხრა ფარაონმა თავის ყველა მსახურს: განა ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც არის ღვთის სული?

39. და უთხრა ფარაონმა იოსებს: რადგან გიჩვენა ღმერთმა შენ ეს ყველაფერი, არ არის კაცი შენზე გონიერი და გულისხმიერი;

40. შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს სიტყვას შეისმენს მთელი ჩემი ერი; მხოლოდ ტახტით აღგემატები მე შენ.

41. და უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, გადგენ შენ დღეს ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.

42. და წაიძრო ფარაონმა ბეჭედი თავისი ხელიდან და გაუკეთა იგი ხელზე იოსებს და შემოსა იგი ბისონის სამოსით და გაუკეთა ოქროს ყელსაბამი ყელზე;

43. და აიყვანა იგი თავის მეორე ეტლზე და აცხადებდა მის წინ მაცნე; და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.

44. და უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ვარ ფარაონი; შენ გარეშე ვერავინ გაანძრევს ხელს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.

45. და უწოდა ფარაონმა სახელი იოსებს, ფსინთომფანექი; და მისცა მას ასენეთი, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასული, ცოლად.

46. ხოლო იოსები იყო ოცდაათი წლისა, როცა წარდგა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.

47. და მისცა მიწამ სიუხვის შვიდ წელიწადს მოსავალი;

48. და დააგროვა შვიდი წლის მთელი საზრდო, როცა იყო სიუხვე ეგვიპტის ქვეყანაში, და დადო საზრდო ქალაქებში, ქალაქის შემოგარენის მინდვრების საკვები დადო იქ.

49. და დააგროვა იოსებმა ხორბალი, როგორც ზღვის ქვიშა, ძალიან ბევრი, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა აღრიცხვა, რადგან იყო ურიცხვი.

50. ხოლო იოსებს ჰყავდა ორი ძე შიმშილობის შვიდი წლის მოსვლამდე, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასულმა.

51. და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელი მანასე, რადგან თქვა: დამავიწყა მე ღმერთმა ჩემი ყველა ტკივილი და ყველაფერი მამაჩემისა.

52. ხოლო მეორეს უწოდა სახელი ეფრემი, რადგან თქვა: ამაღორძინა მე ღმერთმა ჩემი დამდაბლების ქვეყანაში.

53. და გავიდა სიუხვის შვიდი წელიწადი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში,

54. და დაიწყო შიმშილობის შვიდმა წელიწადმა მოსვლა, როგორც თქვა იოსებმა. და იყო შიმშილი მთელ ქვეყანაზე, ხოლო ეგვიპტის მთელ ქვეყანაში იყო პური.

55. და დაიმშა ეგვიპტის მთელი ქვეყანა და შეჰღაღადა ერმა ფარაონს პურის გამო; და უთხრა ფარაონმა ყველა ეგვიპტელს: წადით იოსებთან და რასაც გეტყვით თქვენ, გააკეთეთ.

56. და შიმშილი იყო მთელი ქვეყნის პირზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და ჰყიდდა ყველა ეგვიპტელზე.

57. და მთელი ქვეყანა მიდიოდა ეგვიპტეში საყიდლად იოსებთან, რადგან გაძლიერდა შიმშილი მთელ ქვეყანაზე.

 
თავი 42

1. და ნახა იაკობმა, რომ არის გასაყიდი ხორბალი ეგვიპტეში და უთხრა თავის ძეებს: რატომ ხართ უქმად?

2. აჰა, გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში; ჩადით იქ და იყიდეთ ჩვენთვის ცოტაოდენი საზრდო, რათა ვიცოცხლოთ და არ მოვკვდეთ.

3. და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში;

4. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუშვა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა: ვაითუ შეუძლოდ შეიქნას იგი.

5. და მივიდნენ ისრაელის ძეები საყიდლად მიმსვლელებთან ერთად, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.

6. ხოლო იოსები იყო ქვეყნის მთავარი, იგი ყიდდა ქვეყნის ყველა ხალხზე; და მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

7. და როცა დაინახა იოსებმა თავისი ძმები, იცნო და არ გამოეცნაურა მათ და დაელაპარაკა მათ მკაცრად და უთხრა მათ: საიდან მოხვედით? ხოლო მათ უთხრეს: ქანაანის ქვეყნიდან საზრდოს საყიდლად.

8. და იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

9. და გაახსენდა იოსებს სიზმრები, რომლებიც ნახა მან, და უთხრა მათ: მსტოვრები ხართ; ქვეყნის გზა-კვალის გასაგებად მოხვედით.

10. ხოლო მათ უთხრეს: არა, ბატონო, შენი მონები მოვედით საზრდოს საყიდლად;

11. ყველანი ვართ ერთი კაცის ძეები; მშვიდობიანები ვართ; არ არიან შენი მონები მსტოვრები.

12. და უთხრა მათ: არა, ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.

13. ხოლო მათ უთხრეს: თორმეტი ძმა ვართ შენი მონები ქანაანის ქვეყანაში, და აჰა, უმცროსი ჩვენს მამასთან არის დღეს, ხოლო ერთი აღარ არის.

14. და უთხრა მათ იოსებმა: ეს არის, რაც გითხარით თქვენ და ვთქვი, რომ მსტოვრები ხართ;

15. ამით გამოჩნდებით: ვფიცავ ფარაონის ჯანმრთელობას, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.

16. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანეთ თქვენი ძმა, ხოლო თქვენ დაკავებული იქნებით, ვიდრე ცხადი გახდება თქვენი სიტყვები, მართალს ამბობთ თუ არა; ხოლო თუ არა, ვფიცავ ფარაონის ჯანმრთელობას, ნამდვილად მსტოვრები ხართ.

17. და ჩასხა ისინი ციხეში სამი დღე.

18. და უთხრა მათ მესამე დღეს: ასე გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან მე ღვთისა მეშინია.

19.  თუ მშვიდობიანები ხართ, ერთი თქვენი ძმა დარჩეს ციხეში, ხოლო თქვენ წადით და წაიღეთ თქვენი ნაყიდი ხორბალი,

20. და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი სიტყვები; ხოლო თუ არა, დაიხოცებით. და გააკეთეს ასე.

21. და უთხრა თითოეულმა თავის ძმას: ჰო, რადგან ცოდვაში ვართ ჩვენი ძმის გამო, რადგან უგულებელვყავით მისი სულის გასაჭირი, როცა გვევედრებოდა ჩვენ და არ შევისმინეთ მისი; ამის გამო მოიწია ჩვენზე ეს გასაჭირი.

22. და მიუგო რუბენმა და უთხრა მათ: არ გითხარით თქვენ და ვთქვი: ნუ მოექცევით უსამართლოდ ყრმას? და არ შეისმინეთ ჩემი; და აჰა, მისი სისხლი შურს იძიებს.

23. ხოლო მათ არ იცოდნენ, რომ ესმის იოსებს, რადგან მთარგმნელი იყო მათ შორის.

24. და მიბრუნდა მათგან და ატირდა იოსები. და ისევ მივიდა მათთან და უთხრა მათ; და გამოიყვანა სიმეონი მათგან და შეკრა იგი მათ წინაშე.

25. და ბრძანა იოსებმა, რომ აევსოთ მათი ჭურჭელი ხორბლით და ჩაედოთ ვერცხლი თითოეულისთვის მის ტომარაში და მიეცათ მათთვის საგზალი. და გაუკეთეს მათ ასე.

26. და აჰკიდეს ხორბალი თავის სახედრებს და წავიდნენ იქიდან.

27. და გახსნა ერთმა თავისი აბგა, რომ მიეცა საკვები თავისი სახედრებისთვის, სადაც შეისვენეს, და დაინახა თავისი ვერცხლის შეკვრა, და იყო აბგის პირზე;

28. და უთხრა თავის ძმებს: დამიბრუნდა მე ვერცხლი, და აჰა, იგი ჩემს აბგაშია. და შეკრთა მათი გული და შეშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს რა გვიყო ჩვენ ღმერთმა?

29. და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს მას ყველაფერი, რაც შეემთხვათ მათ და უთხრეს:

30. გველაპარაკა კაცი, ქვეყნის ბატონი, ჩვენ მკაცრად და ჩაგვსხა ჩვენ ციხეში, როგორც ქვეყნის მსტოვრები.

31. და ვუთხარით მას: მშვიდობიანები ვართ, არა ვართ მსტოვრები;

32. თორმეტი ძმა ვართ, ჩვენი მამის ძეები; ერთი აღარ არის, ხოლო უმცროსი ჩვენს მამასთან არის დღეს ქანაანის ქვეყანაში.

33. და გვითხრა ჩვენ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ამით გავიგებ, რომ მშვიდობიანები ხართ; ერთი ძმა დატოვეთ აქ ჩემთან, ხოლო თქვენი სახლისთვის ნაყიდი ხორბალი წაიღეთ და წადით,

34. და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან და გავიგებ, რომ არა ხართ მსტოვრები, არამედ მშვიდობიანები ხართ, და თქვენს ძმას დაგიბრუნებთ თქვენ, და ქვეყანაში ივაჭრეთ.

35. და იყო, როცა დაცალეს მათ თავისი ტომრები, იყო ვერცხლის შეკვრა თითოეული მათგანის ტომარაში; და დაინახეს თავისი ვერცხლის შეკვრები მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.

36. და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: მე უშვილოდ დამტოვეთ; იოები აღარ არის, სიმეონი აღარ არის, ბენიამინიც მიგყავთ; ჩემზე მოიწია ეს ყველაფერი.

37. და უთხრა რუბენმა თავის მამას და თქვა: ჩემი ორი ძე მოკალი, თუ არ მოვიყვანო იგი შენთან; მომეცი იგი მე ხელში და მე ამოვიყვან მას შენთან.

38. ხოლო მან უთხრა: არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან ერთად, რადგან მისი ძმა მოკვდა და იგი მარტო დამრჩა; და დაუძლურდება იგი გზაზე, რომელზეც მიდიხართ, და ჩაიყვანთ ჩემს სიბერეს მწუხარებით ჯოჯოხეთში.

 
თავი 43

1. და შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე.

2. და იყო, როცა დაამთავრეს ჭამა ხორბლისა, რომელიც წამოიღეს ეგვიპტიდან, უთხრა მათ მათმა მამამ: ისევ წადით და გვიყიდეთ ჩვენ ცოტაოდენი საზრდო.

3. და უთხრა მას იუდამ და თქვა: მოწმობით დაგვიმოწმა ჩვენ კაცმა და თქვა: ვერ იხილავთ ჩემს პირს, თუ არ იქნება თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად.

4. თუ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, ჩავალთ და გიყიდით შენ საზრდოს;

5. ხოლო თუ არ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, არ წავალთ, რადგან კაცმა გვითხრა ჩვენ და თქვა: ვერ იხილავთ ჩემს პირს, თუ არ იქნება თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად.

6. და თქვა ისრაელმა: რად გამიკეთეთ მე ბოროტება და უთხარით იმ კაცს, რომ გყავთ თქვენ ძმა?

7. ხოლო მათ უთხრეს: კითხვით გამოგვკითხა ჩვენ კაცმა ჩვენს ნათესაობაზეც და თქვა: ისევ ცოცხალია მამათქვენი? თუ გყავთ თქვენ ძმა? და ვუთხარით ამ კითხვის შესაბამისად. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა ჩვენ: მოიყვანეთ თქვენი ძმა?

8. და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გამოუშვი ყრმა ჩემთან ერთად და ავდგებით და წავალთ, რათა ვიცოცხლოთ და არ მოვკვდეთ ჩვენც და შენც და ჩვენი მონაგარიც.

9. და მე ჩავიბარებ მას, ჩემი ხელიდან მოიძიე იგი; თუ არ მოვიყვან მას შენთან და არ დავაყენებ მას შენ წინაშე, ცოდვილი ვიქნები შენ წინაშე დღენიადაგ.

10. რომ არ დავყოვნებულიყავით, უკვე მობრუნებულები ვიქნებოდით ორგზის.

11. და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ეგრეა, ასე გააკეთეთ: წაიღეთ მიწის ნაყოფთაგან თქვენი ჭურჭლებით და ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვენი - მკვრისკევი და თაფლი, საკმეველი და შტახსი და ბელეკონი და კაკალი.

12. და ვერცხლი ორმაგად აიღეთ თქვენს ხელში; ვერცხლი, რომელიც დაგიბრუნდათ თქვენს აბგებში, დაუბრუნეთ თქვენ; იქნებ შეცდომაა;

13. და თქვენი ძმა წაიყვანეთ და ადექით და ჩადით იმ კაცთან.

14. და ჩემმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ მადლი იმ კაცის წინაშე. და გამოუშვებს თქვენს ერთ ძმას და ბენიამინს, რადგან მე, როგორც უშვილო, უშვილოდ დავრჩები.

15. და აიღეს კაცებმა ის ძღვენი და ვერცხლი ორმაგად თავის ხელში და წაიყვანეს ბენიამინი და ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარდგნენ იოსების წინაშე.

16. და დაინახა იოსებმა ისინი და ბენიამინი, თავისი ძმა, დედით ერთი, და უთხრა თავის სახლთუხუცესს: შეიყვანე ეს კაცები სახლში და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად შეჭამენ ეს კაცები პურს შუადღისას.

17. და გააკეთა კაცმა, როგორც უთხრა იოსებმა, და შეიყვანა კაცები იოსების სახლში.

18. და როცა დაინახეს კაცებმა, რომ შეიყვანეს იოსების სახლში, თქვეს: დაბრუნებული ვერცხლისათვის, რომელიც იყო ჩვენს აბგებში თავდაპირველად, შევყავართ ჩვენ, რათა ცილი დაგვწამონ და ბრალი დაგვდონ და წაგვიყვანონ ჩვენ მონებად და ჩვენი სახედრებიც.

19. და მივიდნენ კაცთან, იოსების სახლთუხუცესთან, და ელაპარაკნენ მას სახლის კარიბჭესთან

20. და უთხრეს: გევედრებით, ბატონო, ჩამოვედით თავდაპირველად საზრდოს საყიდლად;

21. და იყო, როცა მივედით დასასვენებლად და გავხსენით ჩვენი აბგები, და აჰა, თითოეულის ვერცხლი იყო მის აბგაში. ჩვენი ვერცხლი წონით დავაბრუნეთ ახლა ჩვენი ხელით;

22. და სხვა ვერცხლი წამოვიღეთ საზრდოს საყიდლად; არ ვიცით, ვინ ჩადო ვერცხლი ჩვენს აბგებში.

23. და უთხრა მათ: წყალობა იყოს თქვენზე, ნუ გეშინიათ; თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს აბგებში, ხოლო თქვენს ვერცხლს, გამორჩეულს, ვიღებ. და გამოიყვანა მათთან სიმეონი.

24. და მიუტანა წყალი მათ ფეხების დასაბანად და მისცა საკვები მათს სახედრებს.

25. და მოამზადეს ძღვენი იოსების მოსვლამდე შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ იქ აპირებს სადილობას.

26. და შევიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, რომელიც ხელთ ჰქონდათ მათ, სახლში და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

27. და ჰკითხა მათ: როგორ ხართ? და უთხრა მათ: ჯანმრთელად არის თქვენი მოხუცი მამა, ვის შესახებაც მითხარით? ისევ ცოცხალია?

28. ხოლო მათ უთხრეს: ჯანმრთელად არის შენი მონა, ჩვენი მამა, ისევ ცოცხალია. და თქვა: კურთხეულია ის კაცი ღვთისაგან. და მოდრეკით თაყვანი სცეს მას.

29. და აახილა თვალები და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, დედით ერთი, და თქვა: ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც თქვით, რომ მოიყვანდით ჩემთან? და უთხრა: ღმერთმა შეგიწყლოს შენ, შვილო.

30. და აღელდა იოსები, რადგან გულ-მუცელი დაეწვა მას თავისი ძმის გამო და მოუნდა ტირილი; და შევიდა საგანძურში და ატირდა იქ.

31. და დაიბანა პირი და როცა გამოვიდა, თავი შეიკავა და თქვა: დააწყეთ პურები.

32. და დაუწყეს მას ცალკე და მათ ცალკე და ეგვიპტელებს, რომლებიც სადილობდნენ მასთან, ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად პურის ჭამა, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის.

33. და დასხდნენ მის წინ, პირმშო - თავისი უპირატესობის მიხედვით და უმცროსი - თავისი უმცროსობის მიხედვით; განცვიფრებას გამოხატავდნენ კაცები, თითოეული თავის ძმასთან.

34. და იღებდნენ ისინი მისგან წილს; და გაიზარდა ბენიამინის წილი ყველას წილზე ხუთჯერ. და სვეს და დათვრნენ მასთან ერთად.

 
თავი 44

1. და უბრძანა იოსებმა თავის სახლთუხუცესს და უთხრა: გაავსეთ ამ კაცების აბგები საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ და დადეთ თითოეულის ვერცხლი აბგის პირზე

2. და ჩემი ვერცხლის სასმისი ჩადეთ უმცროსის აბგაში და მისი ხორბლის საფასურიც. და გააკეთეს იოსების სიტყვისამებრ, როგორც თქვა.

3. დილა გათენდა და კაცები გაუშვეს, ისინი და მათი სახედრები.

4. და გავიდნენ ისინი ქალაქიდან და არ იყვნენ შორს წასულები და იოსებმა უთხრა თავის სახლთუხუცესს: ადექი და დაედევნე უკან იმ კაცებს და დაეწიე მათ და უთხარი მათ: რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის სანაცვლოდ? რად მომპარეთ მე ვერცხლის სასმისი?

5. განა ეს არ არის, რომლითაც სვამს ჩემი ბატონი? და იგი მისნობით მისნობს მაგით. ბოროტება აღასრულეთ იმით, რაც ჩაიდინეთ.

6. და როცა იპოვა ისინი, უთხრა მათ ამ სიტყვებისამებრ.

7. ხოლო მათ უთხრეს მას: რად ამბობს ბატონი მაგნაირ სიტყვებს? ნუ იქნება, რომ შენმა მონებმა გააკეთონ ამ სიტყვისამებრ.

8. თუ ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ჩვენს აბგებში, დაგიბრუნეთ შენ ქანაანის ქვეყნიდან, როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს არ ოქროს?

9. რომელთანაც მოინახება სასმისი შენ მონათაგან, მოკვდეს; ხოლო ჩვენ ვიქნებით ჩვენი ბატონის მონები.

10. და მან თქვა: და ახლა როგორც ამბობთ, ისე იქნება: კაცი, რომელთანაც მოინახება სასმისი, ის იქნება ჩემი მონა, ხოლო თქვენ იქნებით უბრალო.

11. და აჩქარდნენ და გადმოიღო თითოეულმა თავისი აბგა მიწაზე და გახსნა თითოეულმა თავისი აბგა.

12. და ჩხრეკდა, უფროსით დაწყებული, ვიდრე არ მივიდა უმცროსამდე, და იპოვა სასმისი ბენიამინის აბგაში.

13. და შემოიხიეს თავისი სამოსი და აჰკიდა თითოეულმა თავისი აბგა თავის სახედარს და დაბრუნდნენ ქალაქში.

14. და შევიდა იუდა, და მისი ძმები იოსებთან, რომელიც ისევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე.

15. და უთხრა მათ იოსებმა: რა არის ეს საქმე, რაც ჩაიდინეთ? არ იცით, რომ მისნობით მისნობს ჩემნაირი კაცი?

16. და უთხრა იუდამ: რა მივუგოთ ბატონს ან რა ვთქვათ, ან რით გავმართლდეთ? რადგან ღმერთმა ნახა შენი მონების უსამართლობა. აჰა, ვართ ჩვენი ბატონის მონები ჩვენც და ვისთანაც მოინახა სასმისი.

17. და თქვა იოსებმა: ნუ იქნება, რომ მე შევასრულო ეს სიტყვა: კაცი, რომელთანაც მოინახა სასმისი, ის იქნება ჩემი მონა, ხოლო თქვენ ადით მშვიდობით თქვენს მამასთან.

18. და მიუახლოვდა მას იუდა და უთხრა: გევედრები, ბატონო, თქვას შენმა მონამ სიტყვა შენ წინაშე და ნუ განურისხდები შენს მონას, რადგან შენ ხარ ფარაონის შემდეგ.

19. ბატონო, შენ ჰკითხე შენს მონებს და უთხარი: თუ გყავთ მამა ან ძმა?

20. და ვუთხარით ბატონს: გვყავს ჩვენ მოხუცი მამა და სიბერის შვილი, უმცროსი, ჰყავს მას, და მისი ძმა მოკვდა, ხოლო ის მარტო დარჩა თავის დედას და მამამ იგი შეიყვარა.

21. და უთხარი შენს მონებს: ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან და ვიზრუნებ მასზე.

22. და ვუთხარით ბატონს: ვერ შეძლებს ყრმა მამის დატოვებას, ხოლო თუ დატოვებს მამას, მოკვდება.

23. ხოლო შენ უთხარი შენს მონებს: თუ არ ჩამოიყვანთ თქვენს უმცროს ძმას თქვენთან ერთად, ვეღარ იხილავთ ჩემს პირს.

24. და იყო, როცა ავედით შენს მონასთან და ჩვენს მამასთან, ვუთხარით მას ბატონის სიტყვები.

25. და გვითხრა ჩვენ ჩვენმა მამამ: წადით ისევ, იყიდეთ ჩვენთვის ცოტაოდენი საზრდო.

26. ხოლო ჩვენ ვუთხარით: ვერ შევძლებთ ჩასვლას; მაგრამ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა წამოვა ჩვენთან ერთად, ჩავალთ; რადგან ვერ შევძლებთ იმ კაცის პირის ხილვას, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან ერთად.

27. და გვითხრა შენმა მონამ, ჩვენმა მამამ, ჩვენ: თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე ცოლმა;

28. და გავიდა ერთი ჩემგან და თქვით, რომ მხეცის ლუკმა გახდა, და აღარ მინახავს იგი აქამდე.

29. ამიტომ, თუ წაიყვანთ ამასაც ჩემგან და დაუძლურდება იგი გზაში, ჩაიყვანთ მწუხარებით ჩემს სიბერეს ჯოჯოხეთში.

30. ამიტომ, ახლა თუ წავალ შენს მონასთან და ჩვენს მამასთან და ყრმა არ იქნება ჩვენთან ერთად - მისი სული კი დაკავშირებულია ამის სულთან -

31. და იქნება, როცა ნახავს იგი, რომ არ არის ყრმა ჩვენთან ერთად, აღესრულება; და ჩაიყვანენ ტკვილით შენი მონები შენი მონის და ჩვენი მამის სიბერეს ჯოჯოხეთში.

32. რადგან შენს მონას ჩაბარებული ჰყავს ყრმა მამისგან, და ვუთხარი: თუ არ მოვიყვან მას შენთან და არ დავაყენებ მას შენ წინაშე, ცოდვილი ვიქნები მამის წინაშე დღენიადაგ, -

33. ამიტომ ახლა დავრჩები შენთან მონად ყრმის ნაცვლად, ბატონის მონად, ხოლო ყრმა ავიდეს ძმებთან ერთად,

34. რადგან, როგორ ავალ მამასთან, თუ ყრმა არ იქნება ჩვენთან ერთად? რათა არ ვიხილო ძვირი, რაც ეწევა მამაჩემს.

 
თავი 45

1. და ვეღარ შეძლო იოსებმა მოთმენა თავისი ყველა თანმხლების წინაშე, ამიტომ თქვა: გაიყვანეთ ყველა ჩემგან. და აღარავინ იდგა იოსების წინაშე, როცა გამოეცნაურა თავის ძმებს.

2. და ამოუშვა ხმა ტირილით; და გაიგო ყველა ეგვიპტელმა, და გაიგეს ფარაონის სახლში.

3. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: მე ვარ იოსები; ისევ ცოცხალია მამაჩემი? და ვერ შეძლებს ძმებმა პასუხი გაეცათ მისთვის, რადგან შეძრწუნდნენ.

4. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: მომიახლოვდით მე. და მიუახლოვდნენ. და თქვა: მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, რომელიც გაყიდეთ ეგვიპტეში.

5. ამიტომ ახლა ნუ დამწუხრდებით, ნურც სასტიკად მოგეჩვენებათ თქვენ, რომ გამყიდეთ მე აქ, რადგან სიცოცხლისთვის გამომგზავნა მე ღმერთმა თქვენ წინაშე;

6. რადგან ეს მეორე წელია, შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ დარჩა ხუთი წელი, როცა არ იქნება ხვნა, არც მკა;

7. რადგან გამომგზავნა მე ღმერთმა თქვენ წინაშე, რომ დარჩეს თქვენი დანატოვარი ქვეყანაზე, და გამოიკვებოს თქვენი დიდი დანატოვარი.

8. ამიტომ არა თქვენ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და გამხადა მე ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად და ეგვიპტის მთელი ქვეყნის მთავრად.

9. ამიტომ იჩქარეთ და ადით მამაჩემთან და უთხარით მას: ამას ამბობს შენი ძე, იოსები: გამხადა მე ღმერთმა ეგვპტის მთელი ქვეყნის ბატონად; ამიტომ ჩამოდი ჩემთან და ნუ დაყოვნდები;

10. და დამკვიდრდები არაბეთის გესემის მიწაზე და იქნები ჩემთან ახლოს შენ და შენი ძეები და შენი ძეთა ძეები და შენი ცხვარი და შენი ძროხა და რაც შენია,

11. და გამოგკვებავ შენ იქ, რადგან კიდევ ხუთი წელიწადი იქნება შიმშილობა, რათა არ მოისპო შენ, და შენი ძეები და მთელი შენი ქონება.

12. აჰა, თქვენი თვალები ხედავენ და ბენიამინის, ჩემი ძმის, თვალებიც, რომ ჩემი პირი გელაპარაკებათ თქვენ.

13. აუწყეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების შესახებ ეგიპტეში და რასაც ხედავთ; და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.

14. და მოეხვია ბენიამინს, თავის ძმას, ქედზე და ტიროდა და ბენიამინი ტიროდა მის ქედზე.

15. და ეამბორა თავის ყველა ძმას და ტიროდა მათთან ერთად; და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მისი ძმები მას.

16. და გავარდა ხმა ფარაონის სახლში და თქვეს: მოვიდნენ იოსების ძმები. და გაუხარდა ფარაონს, და მის ყველა მსახურს.

17. და უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ; აავსეთ თქვენი საზიდრები და წადით ქანაანის ქვეყანაში

18. და წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოიღეთ თქვენი ქონება და მოდით ჩემთან და მოგცემთ თქვენ ეგვიპტის ყველა სიკეთეს და შეჭამთ მიწის ღალას.

19. ხოლო შენ აცნობე ეს, რომ წაიღონ თავისთვის ეტლები ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი ბავშვებისა და ცოლებისათვის, და ამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით;

20. და ნუ დაგრჩებათ თვალი თქვენს ჭურჭელზე, რადგან ეგვიპტის ყველა სიკეთე თქვენთვის იქნება.

21. და გააკეთეს ასე ისრაელის ძეებმა; და მისცა იოსებმა მათ ეტლები ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ნათქვამისაებრ, და მისცა მათ საგზალი,

22. და ყველას მისცა წყვილი სამოსი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ოქრო და ხუთი სხვადასხვა სამოსი

23. და თავის მამას გაუგზავნა ამგვარადვე: და ათი სახედარი, დატვირთული ეგვიპტის ყველა სიკეთით, და ათი ჯორი, დატვირთული პურით, - თავის მამას გზისთვის.

24. და გაუშვა თავისი ძმები და წავიდნენ; და უთხრა მათ: ნუ განრისხდებით გზაში.

25. და ავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან,

26. და აუწყეს მას და უთხრეს: შენი ძე, იოსები, ცოცხალია და იგი მართავს ეგვიპტის მთელ ქვეყანას. და განცვიფრდა იაკობის გონება, რადგან არ ირწმუნა მათი.

27. და უთხრეს მას იოსების ნათქვამი, ყველაფერი, რაც უთხრა მათ. და როცა დაინახა ეტლები, რომლებიც გამოგზავნა იოსებმა მის წასაყვანად, გამოცოცხლა იაკობის, მათი მამის, სული.

28. და თქვა ისრაელმა: დიდი რამ არის ჩემთვის, თუ ისევ ცოცხალია ჩემი ძე, იოსები; წავალ და ვნახავ მას, ვიდრე მოვკვდები მე.
თავი 46

1. და დაიძრა ისრაელი, ის და ყოველივე, რაც იყო მისი, და მივიდა ფიცის ჭასთან და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის ისააკის, ღმერთს.

2. და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ჩვენებისას და თქვა: იაკობ, იაკობ. ხოლო მან თქვა: რა არის?

3. და უთხრა: მე ვარ ღმერთი შენი მამებისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლისა, რადგან დიდ ხალხად გაქცევ შენ იქ,

4. და მე ჩამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მე ამოგიყვან შენ ბოლოს და იოსები დაგიხუჭავს თავისი ხელით შენ თვალებს.

5. და ადგა იაკობი ფიცის ჭასთან და აიყვანეს იაკობის ძეებმა ისრაელი, თავისი მამა, და ჭურჭელი და თავისი ცოლები ეტლებზე, რომლებიც გამოგზავნა იოსებმა მის წასაყვანად,

6. და წაიღეს თავისი ქონება და მთელი მონაგები, რომელიც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში, და შევიდა ეგვიპტეში იაკობი, და მთელი მისი მოდგმა მასთან ერთად:

7. ძეები და მისი ძეების ძეები მასთან ერთად, ასულები და მისი ასულების ასულები; და მთელი მისი მოდგმა შეიყვანა ეგვიპტეში.

8. ეს არის სახელები ისრაელის ძეებისა, რომლებიც შევიდნენ ეგვიპტეში - იაკობი და მისი ძეები: იაკობის პირმშო, რუბენი.

9. და რუბენის ძეები: ენოქი და ფალუ, ასრონი და ქარმი.

10. და სიმეონის ძეები: იემუელი და იამინი და აოდი და იაქინი და საარი და საული, ქანაანელი დედაკაცის ძე.

11. და ლევის ძეები: გერსონი, კაათი და მერარი.

12. და იუდას ძეები: ერი და ავნანი და სელომი და ფარეზი და ზარა; და დაიხოცნენ ერი და ავნანი ქანაანის ქვეყანაში; და იყვნენ ფარეზის ძეები ასრონი და იემუელი.

13. და ისაქარის ძეები: თოლა და ფუა და იასუბი და ზამბრამი.

14. და ზაბულონის ძეები: სერედი და ალონი და ალოელი.

15. ესენი არიან ლიას ძეები, რომლებიც უშვა იაკობს ასურეთის შუამდინარეთში, და დინა, მისი ასული; ყველა სული, ძეები და ასულები - ოცდაცამეტი.

16. და გადის ძეები: საფონი და ანგისი და სავნისი და თასობანი და აედისი და აროედისი და არიელისი.

17. და ასერის ძეები: იემნა და იესუა და იეული და ბარია და სარა, მათი და. და ბარიას ძეები: ქობორი და მელქიელი.

18. ესენი არიან ძეები ზელფასი, რომელიც მისცა ლაბანმა ლიას, თავის ასულს, რომელმაც უშვა ესენი იაკობს - თექვსმეტი სული.

19. და რაქელის, იაკობის ცოლის, ძეები: იოსები და ბენიამინი.

20. და იყვნენ იოსების ძეები ეგვიპტის ქვეყანაში, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასულმა, მანასე და ეფრემი. და იყვნენ მანასეს ძეები, რომლებიც უშვა მას ასურელმა ხარჭამ, მაქირი. ხოლო მაქირმა შვა გალაადი. და ეფრემის, მანასეს ძმის, ძეები: სუტალაამი და ტაამი, და სუტალაამის ძეები: ედემი.

21. და ბენიამინის ძეები: ბალა და ქობორი და ასბელი. და იყვნენ ბალას ძეები: გერა და ნოემანი და ანქისი და როსი და მამფინი და ოფიმი; ხოლო გერამ შვა არადი.

22. ესენი არიან რაქელის ძეები, რომლებიც უშვა იაკობს: ყველა სული - თვრამეტი.

23. და დანის ძეები: ასომი.

24. და ნეფთალის ძეები: ასიელი და გოვინი და ისაარი და სილემი.

25. ესენი არიან ძეები ბალასი, რომელიც მისცა ლაბანმა რაქელს, თავის ასულს, რომელმაც უშვა ესენი იაკობს: ყველა სული - შვიდი.

26. და ყველა სული, რომელიც შევიდა იაკობთან ერთად ეგვიპტეში, გამოსულები მისი საზარდულიდან, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, ყველა სული - სამოცდაექვსი.

27. და იოსების ძეები, რომლებიც ჰყავდა მას ეგვიპტის ქვეყანაში - ცხრა სული. იაკობის სახლის ყველა სული, რომელიც შევიდა ეგვიპტეში - სამოცდათხუთმეტი.

28. და იუდა გაგზავნა თავისზე წინ იოსებთან, რათა შეხვედროდა მას ქალაქ ეროონთან, რამესეს ქვეყანაში.

29. და შეაბა იოსებმა თავისი ეტლები და ავიდა ისრაელთან, თავის მამასთან, შესაგებებლად ქალაქ ეროონთან; და როცა დაინახა იგი, მოეხვია მას ქედზე და ბევრი იტირა ტირილით.

30. და უთხრა ისრაელმა იოსებს: მოვკვდე ამიერიდან, რადგან ვიხილე შენი სახე, რადგან შენ ისევ ცოცხალი ხარ.

31. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: ავალ და ვაუწყებ ფარაონს და ვეტყვი მას: ჩემი ძმები და მამაჩემის სახლი, რომლებიც იყვნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან;

32. და ეს კაცები არიან მწყემსები, რადგან მესაქონლე კაცები იყვნენ; და საქონელი და ძროხა და ყოველივე, რაც იყო მათი, წამოიყვანეს.

33. ამიტომ, თუ გიხმობთ თქვენ ფარაონი და გეტყვით თქვენ: რა არის თქვენი საქმიანობა?

34. თქვით: მესაქონლე კაცები ვართ შენი მონები სიყრმიდან აქამდე, ჩვენც და ჩვენი მამებიც; - რათა დამკვიდრდეთ არაბეთის გესემის მიწაზე, რადგან საძაგელია ეგვიპტელთათვის ცხვრის ყოველი მწყემსი.

 
თავი 47

1. და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები და საქონელი და მათი ძროხა და ყოველივე, რაც არის მათი, მოვიდნენ ქანაანის ქვეყანიდან, და აჰა, არიან გესემის მიწაზე.

2. და თავისი ძმებიდან წაიყვანა ხუთი კაცი და წარადგინა ისინი ფარაონის წინაშე.

3. და უთხრა ფარაონმა იოსების ძმებს: რა არის თქვენი საქმიანობა? ხოლო მათ უთხრეს ფარაონს: ცხვრის მწყემსები ვართ შენი მონები, ჩვენც და ჩვენი მამებიც.

4. და უთხრეს ფარაონს: მწირობისათვის მოვედით ქვეყანაში, რადგან არ არის საძოვარი შენი მონების საქონლისათვის, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქანაანის ქვეყანაში; ამიტომ ახლა დავსახლდებით შენი მონები გესემის მიწაზე.

5. და უთხრა ფარაონმა იოსებს: დასახლდნენ გესემის მიწაზე, ხოლო თუ იცი, რომ არიან მათ შორის ძლიერი კაცები, დაადგინე ისინი ჩემი საქონლის მთავრებად.

და მივიდნენ ეგვპტეში იოსებთან იაკობი და მისი ძეები და გაიგო ფარაონმა, ეგვიპტის მეფემ. და უთხრა ფარაონმა იოსებს და თქვა: მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან,

6. აჰა, ეგვიპტის ქვეყანა შენ წინაშეა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები.

7. და შეიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე და აკურთხა იაკობმა ფარაონი.

8. და უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წელია შენი სიცოცხლის დღეები?

9. და უთხრა იაკობმა ფარაონს: დღეები ჩემი სიცოცხლის წლებისა, რასაც ვმწირობ, ას ოცდაათი წელია. მცირე და ცუდი იყო დღეები ჩემი სიცოცხლის წლებისა, ვერ მიაღწიეს დღეებამდე ჩემი მამების სიცოცხლის წლებისა, რა დღეებსაც მწირობდნენ.

10. და აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა მისგან.

11. და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და ძმები და მისცა მათ სამკვიდრებელი ეგვიპტის ქვეყანაში, საუკეთესო მიწაზე, რამესეს მიწაზე, როგორც უბრძანა ფარაონმა.

12. და უნაწილებდა იოსები თავის მამას და ძმებს და თავისი მამის მთელ სახლს ხორბალს სულადობის მიხედვით.

13. ხოლო ხორბალი არ იყო მთელ ქვეყანაში, რადგან გაძლიერდა შიმშილი ძლიერ; და დაილია ეგვიპტის ქვეყანა და ქანააქნის ქვეყანა შიმშილისაგან.

14. და შეაგროვა იოსებმა მთელი ვერცხლი, რაც მოიპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში და ქანაანის ქვეყანაში, ხობლით, რომელსაც ყიდულობდნენ, და უნაწილებდა მათ; და შეიტანა იოსებმა მთელი ვერცხლი ფარაონის სახლში.

15. და გამოილია ვერცხლი ეგვიპტის ქვეყანაში და ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა ყველა ეგვიპტელი იოსებთან და ეუბნებოდა: მოგვეცი ჩვენ პური; და რატომ დავიხოცოთ შენ წინაშე, რადგან გამოილია ჩვენი ვერცხლი?

16. და უთხრა მათ იოსებმა: მორეკეთ თქვენი საქონელი და მოგცემთ თქვენ პურს თქვენი საქონლის სანაცვლოდ, თუ გამოილია თქვენი ვერცხლი.

17. და მოიყვანეს საქონელი იოსებთან და მისცა მათ იოსებმა პური ცხენების სანაცვლოდ და ცხვრების სანაცვლოდ და ძროხების სანაცვლოდ და სახედრების სანაცვლოდ და გამოკვება ისინი პურის მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ იმ წელიწადს.

18. და გავიდა ის წელიწადი და მივიდნენ მასთან მეორე წელიწადს და უთხრეს მას: ნუ გავწყდებით ჩვენი ბატონისგან; რადგან, თუ გამოილია ვერცხლი და ქონება, და პირუტყვი შენთან არის, ბატონთან, არაფერი გვრჩება ჩვენ ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა საკუთარი სხეულისა და ჩვენი მიწისა.

19. ამიტომ, რომ არ დავიხოცოთ შენ წინაშე და ქვეყანა არ გაუდაბურდეს, გვიყიდე ჩვენ და ჩვენი მიწა პურის სანაცვლოდ და ვიქნებით ჩვენ და ჩვენი მიწა ფარაონის მონები; მოგვეცი თესლი, რათა ვთესოთ და ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ და ქვეყანა არ გაუდაბურდეს.

20. და შეიძინა იოსებმა ეგვიპტელთა მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან აძლევდნენ ეგვიპტელები თავის მიწას ფარაონს, რადგან მოიცვა ისინი შიმშილმა; და გახდა მიწა ფარაონისა;

21. და ერი დაუმონა მას მონად ეგვიპტის საზღვრების კიდიდან კიდემდე,

22. გარდა მღვდლების მიწისა; არ შეიძინა იგი იოსებმა, რადგან მიცემით მისცა ძღვენი მღვდლებს ფარაონმა და ჭამდნენ მიცემულს, რაც მისცა მათ ფარაონმა; ამის გამო არ აძლევდნენ თავის მიწას.

23. და უთხრა იოსებმა ყველა ეგვიპტელს: აჰა, გიყიდეთ თქვენ და თქვენი მიწა დღეს ფარაონისთვის; აიღეთ თქვენთვის თესლი და დათესეთ მიწაზე;

24. და იქნება, მისი მოსავლის მეხუთედი მიეცით ფარაონს, ხოლო ოთხი წილი იქნება თქვენთვის მიწის თესლად და საჭმელად თქვენთვის და მთელი თქვენი სახლეულისთვის.

25. და უთხრეს: გადაგვარჩინე ჩვენ, ვპოვეთ მადლი ჩვენი ბატონის წინაშე და ვიქნებით ფარაონის მონები.

26. და დაუდგინა მათ იოსებმა წესად ამ დღემდე ეგვიპტის ქვეყანაში მეხუთედის მიცემა ფარაონისთვის, გარდა მღვდლების მიწისა; იგი არ იყო ფარაონისა.

27. და დასახლდა ისრაელი ეგვიპტის ქვეყანაში, გესემის მიწაზე, და დაიმკვიდრეს იგი და აღორძინდნენ და გარმავლდნენ ძლიერ.

28. და იცოცხლა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო დღეები იაკობს სიცოცხლის წლებისა ას ორმოცდაშვიდი წელი.

29. და მოახლოვდა ისრალის სიკვდილის დღეები და მოუხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა მას: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, დამადე შენი ხელი ჩემი საზარდულის ქვეშ და მოიღე ჩემზე წყალობა და ჭეშმარიტება - არ დამასაფლავო მე ეგვიპტეში,

30. არამედ დავიძინებ ჩემს მამებთან; და წამიღე მე ეგვიპტიდან და დამასაფლავე მე მათს საფლავში. ხოლო მან უთხრა: მე გავააკეთებ შენი სიტყვისამებრ.

31. და უთხრა: შემომფიცე მე. და შეჰფიცა მას. და თაყვანი სცა ისრაელმა მისი კვერთხის წვერს.

 
თავი 48

1. და იყო, ამ სიტყვების შემდეგ აუწყეს იოსებს: მამაშენი შეუძლოდ არის. და წაიყვანა თავისი ორი ძე, მანასე და ეფრემი, და მივიდა იაკობთან.

2. და აუწყეს იაკობს და უთხრეს: აჰა, შენი ძე, იოსები, მოდის შენთან. ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.

3. და უთხრა იაკობმა იოსებს: ჩემი ღმერთი მეჩვენა მე ლუზაში, ქანაანის ქვეყანაში, და მაკურთხა მე

4. და მითხრა მე: აჰა, მე აგაღორძინებ შენ და გაგამრავლებ შენ და გაქცევ შენ ხალხთა კრებულად და მოგცემ შენ, და შენს თესლს შენ შემდეგ ამ ქვეყანას საუკუნო სამფლობელოდ.

5. ამიტომ ახლა შენი ორი ძე, რომლებიც გყავდა ეგვიპტეში, ვიდრე მე მოვიდოდი შენთან ეგვიპტეში, ჩემია; ეფრემი და მანასე, როგორც რუბენი და სიმეონი, იქნებიან ჩემი;

6. ხოლო შთამომავლობა, რომელიც გეყოლება ამის შემდეგ, შენი იქნება; თავისი ძმების სახელით იწოდებიან თავ-თავის წილხვედრში.

7. ხოლო მე როცა მოვდიოდი ასურეთის შუამდინარეთიდან, მოკვდა რაქელი, დედაშენი, ქანაანის ქვეყანაში, როცა მივუახლოვდი მე ცხენთსარბიელის მიწას ქაბრათაზე, ვიდრე მივიდოდი ეფრათაში; და დავმარხე იგი ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი.

8. და როცა დაინახა ისრაელმა იოსების ძეები, თქვა: ვინ არისნ შენთვის ესენი?

9. და უთხრა იოსებმა თავის მამას: ჩემი ძეები არიან, რომლებიც მომცა მე ღმერთმა აქ. და უთხრა იაკობმა: მომიყვანე მე ისინი, რათა ვაკურთხო ისინი.

10. ხოლო მისი თვალები დამძიმებული იყო სიბერისგან და არ შეეძლო დანახვა; და მიუახლოვა ისინი მას და ეამბორა მათ და მოეხვია მათ.

11. და უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, შენი სახის ხილვა არ მომაკლდა და, აჰა, მაჩვენა მე ღმერთმა შენი თესლიც.

12. და გამოიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

13. და მიიყვანა იოსებმა თავისი ორი ძე, ეფრემი მარჯვენით ისრაელის მარცხნივ, ხოლო მანასე მარცხენით ისრაელის მარჯვნივ და მიუახლოვა ისინი მას.

14. და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა ხელი და დაადო თავზე ეფრემს და ეს იყო უმცროსი, და მარცხენა - თავზე მანასეს, შეცვალა რა ხელები.

15. და აკურთხა ისინი და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშეც სათნო იყვნენ ჩემი მამები: აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელმაც გამომზარდა მე სიჭაბუკიდან ამ დღემდე,

16. ანგელოზმა, რომელმაც დამიცვა მე ყოველგვარი ბოროტებისგან, აკურთხოს ეს ყრმები და იწოდებოდეს მათზე ჩემი სახელი და სახელი ჩემი მამებისა, აბრაამისა და ისააკისა, და გამრავლდნენ დიდ სიმრავლედ ქვეყანაზე.

17. და როცა დაინახა იოსებმა, რომ დაადო მამამ თავისი მარჯვენა თავზე ეფრემს, მძიმე აღმოჩნდა მისთვის და მოჰკიდა იოსებმა თავის მამას ხელი, რათა გადაეტანა იგი ეფრემის თავიდან მანასეს თავზე.

18. და უთხრა იოსებმა თავის მამას: ასე არა, მამა, რადგან ეს არის პირმშო; დაადე შენი მარჯვენა მას თავზე.

19. და არ ისურვა, არამედ უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი; ესეც იქნება ერი და ესეც ამაღლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე დიდი იქნება და მისი თესლი იქცევა ხალხთა სიმრავლედ.

20. და აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით იკუთხება ისრაელი და იტყვიან: გაქციოს შენ ღმერთმა, როგორც ეფრემი და როგორც მანასე; და დააყენა ეფრემი მანასეს წინ.

21. და უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები და იქნება ღმერთი თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენ ღმერთი ამ ქვეყნიდან თქვენი მამების ქვეყანაში;

22. ხოლო მე გაძლევ შენ სიკიმას, გამორჩეულს, შენს ძმებზე მეტს, რომელიც მივიღე ამორელთა ხელიდან ჩემი მახვილით და მშვილდით.

 
თავი 49

1. და მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა:

შემოიკრიბეთ, რათა გამცნოთ თქვენ, რა შეგემთხვევათ თქვენ უკანასკნელ დღეებში;

2. შეგროვდით და ისმინეთ იაკობის ძეებმა, ისმინეთ ისრაელისა, თქვენი მამისა.

3. რუბენი, პირმშო ჩემი, შენ ხარ ძალა ჩემი და დასაბამი ჩემი შვილებისა, სასტიკი გამოჩნდი, სასტიკი და თავხედი.

4. აზვირთდი, როგორც წყალი, ნუ ადუღდები; რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე; მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელზეც ახვედი.

5. სიმეონმა და ლევიმ, ძმებმა, აღასრულეს უსამართლობა თავისი თავდასხმით.

6. მათ ზრახვაში ნუ შევა სული ჩემი, და მათ კრებას ნუ აჰყვება ღვიძლი ჩემი, რადგან თავისი გულისწყრომით დახოცეს კაცები და თავისი გულისთქმით ძარღვები გადაუჭრეს კუროს.

7. წყეული იყოს მათი გულისწყრომა, რადგან თავხედობაა, და მათი მრისხანება, რადგან გასასტიკდა. დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ მათ ისრაელში.

8. იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები; შენი ხელები შენი მტრების ზურგზე იქნება; თაყვანს გცემენ შენ მამაშენის ძეები.

9. ლომის ბოკვერია იუდა; ყლორტისგან, ძემო ჩემო, ამოხვედი, დაწოლილმა მიიძინე, როგორც ლომმა და როგორც ბოკვერმა; ვინ აღადგენს მას?

10. არ მოაკლდება მთავარი იუდასგან და წინამძღვარი მისი საზარდულიდან, ვიდრე არ მოვა, ვისთვისაც გამზადებულია, და იგი არის მოლოდინი წარმართთა.

11. გამოაბამს ვაზს თავის კვიცს და რქას - თავისი სახედრის კვიცს; გარეცხავს ღვინით თავის სამოსს და ყურძნის სისხლით - თავის შემოსახვევს;

12. მხიარულია მისი თვალები ღვინისაგან, და თეთრია მისი კბილები რძეზე მეტად.

13. ზაბულონი ზღვის პირას დამკვიდრდება, და იგი იქნება ნავსაყუდელთან და მიაღწევს სიდონამდე.

14. ისაქარმა კეთილი ისურვა, დაისვენა წილხვედრთა შორის;

15. და იხილა დასვენება, რომ კარგია, და მიწა, რომ ნოყიერია, იტვირთა თავის მხრებზე შრომა, და გახდა კაცი მიწათმოქმედი.

16. დანი განსჯის თავის ერს, როგორც ერთი ტომი ისრაელში.

17. და იყოს დანი გველი გზაზე, მჯდომარე ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა, და გადავარდება მხედარი უკან,

18. მომლოდინე უფლის ხსნისა.

19. გადი, გამოცდა გამოსცდის მას, ხოლო იგი გამოსცდის მათ ფეხდაფეხ.

20. ასერი, ნოყიერია მისი პური, და იგი მისცემს საზრდოს მთავრებს.

21. ნეფთალი გაშლილი ხეა, გამოიღებს ნაყოფით სიკეთეს.

22. ძე აღორძინებული, იოსები, ძე აღორძინებული, შესაშური, ძე ჩემი, უმცროსი; ჩემთან დაბრუნდი.

23. ვის შესახებაც ბჭობდნენ და კიცხავდნენ, და შეიპყრეს იგი მშვილდოსნებმა;

24. და შეიმუსრა ძლიერებით მათი მშვილდები, და მოდუნდა ძარღვები მათ ხელთა მკლავებისა ძლიერი იაკობის ხელით, იქიდან გაძლიერდა ისრაელი, ღვთისაგან მამაშენისა,

25. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი, და გაკურთხა შენ ზემოდან კურთხევით ზეცისა და კურთხევით ყველაფრის მქონე ქვეყნისა, კურთხევის გამო ძუძუთა და საშოსი,

26. კურთხევით მამაშენისა და დედაშენისა; გაძლიერდა მყარი მთების კურთხევაზე მეტად, და საუკუნო ბორცვთა კურთხევაზე მეტად, და იქნება იოსების თავზე და თხემზე, რომლითაც უძღოდა ძმებს.

27. ბენიამინი მტაცებელი მგელია, ცისკარზე შეჭამს კიდევ, და მწუხრზე გაანაწილებს საზრდოს.

28. ყველა ეს ძე იაკობისა თორმეტია. და ეს უთხრა მათ მათმა მამამ და აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევისამებრ, აკურთხა ისინი.

29. და უთხრა მათ: მე შევუერთდები ჩემს ერს; დამასაფლავეთ მე ჩემს მამებთან გამოქვაბულში, რომელიც არის ეფრონ ქეტელის მიწაზე,

30. ორმაგ გამოქვაბულში, მამბრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა საკუთრებად ეფრონ ქეტელისგან სამარხისათვის.

31. იქ დაასაფლავეს აბრაამი და სარრა, მისი ცოლი, და იქ დაასაფლავეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი, და იქ დაასაფლავეს ლია,

32. ქეტის ძეებისგან შეძენილ მიწაზე და გამოქვაბულში, რომელიც მასზეა.

33. და დაისვენა იაკობმა, როცა უბრძანა თავის ძეებს, და დააწყო ფეხები საწოლზე და დაილია და შეუერთდა თავის ერს.

 
თავი 50

1. და დაემხო იოსები თავის მამას სახეზე და დასტიროდა მას და ეამბორებოდა მას.

2. და უბრძანა იოსებმა თავის მსახურებს, შემმურველებს, თავისი მამის შემურვა და შემურეს შემმურველემა ისრაელი.

3. და შეუსრულეს მას ორმოცი დღე, რადგან ასე აღირაცხება დასაფლავების დღეები. და იგლოვა იგი ეგვიპტემ სამოცდაათი დღე.

4. და როგორც კი გავიდა გლოვის დღეები, დაელაპარაკა იოსეი ფარაონის დიდებულებს და უთხრა: თუ ვპოვე მადლი თქვენ წინაშე, თქვით ფარაონის ყურადსაღებად და უთხარით:

5. მამაჩემმა დამაფიცა მე და მითხრა: სამარახში, რომელიც გავთხარე ჩემთვის ქანაანის ქვეყანაში, იქ დამასაფლავე მე; ამიტომ ახლა ავალ და დავასაფლავებ მამაჩემს და დაბრუნდები.

6. და უთხრა ფარაონმა: ადი, დაასაფლავე მამაშენი, როგორც დაგაფიცა შენ.

7. და ავიდა იოსები, რათა დაესაფლავებინა თავისი მამა, და ავიდნენ მასთან ერთად ფარაონის ყველა მსახური და მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი

8. და იოსების მთელი სახლეული და მისი ძმები და მთელი მისი მამისეული სახლი; და ნათესაობა და ცხვარი და ძროხა დატოვეს გესემის მიწაზე.

9. და ავიდნენ მასთან ერთად ეტლებიც და მხედრებიც და გახდა ბანაკი ძლიერ დიდი.

10. და მივიდა ატადის კალოებზე, რომელიც არის იორდანის გაღმა, და გოდებდნენ მასზე დიდი გოდებით და მეტად ძლიერ; და მოუწყო გლოვა თავის მამას შვიდი დღე.

11. და დაინახეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა გლოვა ატადის კალოებზე და თქვეს: დიდი გლოვაა ეს ეგვიპტელთათვის; ამის გამო ეწოდა იმ ადგილს სახელი ეგვიპტის გლოვა, რომელიც არის იორდანის გაღმა.

12. და გაუკეთეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ.

13. და წაიღეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაასაფლავეს იგი ორმაგ გამოქვაბულში, გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა საკუთრებად სამარხისათვის ეფრონ ქეტელისგან მამბრეს პირდაპირ.

14. და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, ის და მისი ძმები და ვინც მასთან ერთად ავიდა, რათა დაესაფლავებინათ მისი მამა.

15. და როცა დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, თქვეს: ვაითუ გაგვიხსენოს ჩვენ უკეთურება იოსებმა და მოსააგებელი მოგვაგოს ჩვენ ყველა უკეთურებისათვის, რაც ვაჩვენეთ მას.

16. და მივიდნენ იოსებთან და უთხრეს: მამაშენმა დაიფიცა, ვიდრე აღესრულებოდა იგი და თქვა:

17. ასე უთხარით იოსებს: მიუტევე მათ მათი უსამართლობა და ცოდვა, რადგან ბოროტება გაჩვენეს შენ; და ახლა შეიწყალე მამაშენის ღვთის მსახურთა უსამართლობა. და ატირდა იოსები, როცა ელაპარაკებოდნენ ისინი მას.

18. და მივიდნენ მასთან და უთხრეს: აჰა, ჩვენ შენი მონები ვართ.

19. და უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ, რადგან ღვთისა ვარ მე.

20. თქვენ განიზრახეთ ჩემთვის ბოროტი, ხოლო ღმერთმა განიზრახა ჩემთვის კეთილი, რომ ყოფილიყო, როგორც დღეს, რათა გამოკვებილიყო მრავალი ერი.

21. და უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, მე გამოგკვებავთ თქვენ და თქვენს სახლებს. და ანუგეშა ისინი და ელაპარაკა, როგორც მათ გულებს უნდოდათ.

22. და დამკვიდრდა იოსები ეგვიპტეში, ის და მისი ძმები და მისი მამის მთელი სახლეული. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.

23. და ნახა იოსებმა ეფრემის შვილები მესამე თაობამდე და მანასეს ძის, მაქირის, ძეები იშვნენ იოსების მუხლებზე.

24. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თქვა: მე ვკვდები; მოხედვით მოგხედავთ თქვენ ღმერთი და გაგიყვანთ თქვენ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა ღმერთმა ჩვენს მამებს: აბრაამს და ისააკს და იაკობს.

25. და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძეები და უთხრა: მოხედვისას, რომლითაც მოგხედავთ თქვენ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები თქვენ აქედან.

26. და აღესრულა იოსები ას ათი წლისა; და დაასაფლავეს იგი და ჩადეს იგი ლუსკუმაში, ეგვიპტეში.