მეთორმეტე საუკუნის გელათის ოთხთავის გვერდი ასახავს შობას. თბილისის ხელოვნების მუზეუმი.

  სახარებაჲ მა{თჱსი}


სახარებაჲ მარკოზისი


სახარებაჲ ლუკაჲსი


{სახარებაჲ იოვანე}სი





1

1.  რამეთუ მრავალთა ჴელ-ყვეს ზეგარდამო განწესებად თხრობისაჲ მის საქმეთა მათთჳს დამტკიცებულთა ჩუენდა მომართ,

2.  ვითარცა მოგუასწავეს ჩუენ, რომელნი დასაბამით თუალითმხილველ და მსახურ ექმნნეს სიტყუასა მას,

3.  ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი დასაბამითგან შედგომილ ვიყავ ყოვლითა ჭეშმარიტებითა, განწესებულად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთისმოყუარეო.

4.  რაჲთა გულისხმა-ჰყო სიტყუათაჲ მათ, რომელთა დაემოწაფე, ჭეშმარიტებით.

5.  ხ~ იყო დღეთა მათ ჰეროდე მეუფისა მის ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, სახელით ზაქარია, დასისა მისგან აბიასი, და ცოლი მისი ასულთაგანი აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

6. და იყვნეს ორნივე მართალ წინაშე უფლისა, ვიდოდეს ყოველთა შინა მცნებათა და სამართალთა ღმრთისათა, უბიწო იყვნეს,

7.  და არა ესუა მათ შვილ, რამეთუ ელისაბეთ ბერწ იყო, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა თჳსთა.

8.  და იყო მღდელობასა მას მისსა, განწესებულსა მას დღეთა მსახურებასა მისსა წინაშე ღმრთისა.

9.  მსგავსად მღდელობისა ხუედა მას კუმევად საკუმეველისა, შევიდა ტაძარსა მას უფლისასა.

10.  და ყოველი იგი სიმრავლე თაყუანის-სცემდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველთასა.

11. გამოეცხადა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯულ საკურთხეველისა მის საკუმეველთაჲსა.

12.  და შეძრწუნდა ზაქარია, ვითარცა იხილ{ა}, და შიში დაეცა მის ზედა.

13.  ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ სასმენელ იქმნეს ლოცვანი შენნი და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძჱ და უწოდი მას სახელი იოვანე.

14.  და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა უხაროდის შობაჲ იგი მისი.

15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და სათრობელი და იყი არა სუას და სულითა წმიდითა სავსე იყოს მიერვე მუცლით დედისა თჳსისაჲთ.

16.  და მრავალნი ძეთა მათგან ისრაჱლისათა მოაქცინეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა.

17.  და იგი თავადი წარმოუძღუეს წინაშე მისა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულთა მამათა შჳლთა მიმართ, ურჩნი გონიერებასა მართალთასა განმზადებად უფლისა ერი განგებული.

18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა უწყოდი ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა?

19. მიუგო ანგელოზმან და ჰრქუა: მე ვარ ანგელოზი გაბრიელ, რომელი ვდგა წინაშე ღმრთისა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად შენდა ესე.

20. და, აჰა, იყო დადუმებულ და ვერ იტყოდი მიდღემდის, რომელსა ესე იყოს, ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.

21. და ერი იგი ელოდა ზაქარიას, დაკჳრვებულ იყუნეს დაყოვნებასა მას მისსა ტაძარსა მას შინა.

22.  და ვითარცა გამოვიდა, ვერ ეტყოდა მათ, და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ხილვაჲ იხილა ტაძარსა მას. და იგი მოასწავებდა მათ, და იგი დგა დადუმებული.

23.  და იყო, ვითარცა აღივსნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.

24.  და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბეთ, ცოლი მისი, და იმალვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე და თქუა,

25.  რამეთუ: ესე ქმნა უფალმან ჩემდა მომართ დღეთა მათ, რომელთა მომხედა მე აჴოცად საყუედრელი ჩემი კაცთა შორის.

26.  და თთუესა მას მეექუსესა მიივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქსა გალილეველთასა, რომელსა სახელი ერქუა ნაზარეთ,

27.  ქალწულისა, განთხოვილისა კაცისა, რომელსა სახელი ერქუა იოსეფ, სახლისაგან დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მა{რი}ამ.

28. და მოვიდ{ა} მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მ{ხი}არულო! უფალი შენ თანა!

29.  და იგი {სი}ტყუასა მას აღიძრა და განიზრახვიდა, ვითარმედ: ვითარმე რაჲ არს მოკითხვაჲ ესე?

30.  და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინიან, მარიამ, რამეთუ ჰპოე მადლი წინაშე ღმრთისა.

31. და, აჰა, მიუდგე და შვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.

32.  ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ერქუას, და მოსცეს მას უფალმან ღმერთმან მადლი -- საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ,

33.  და მეუფებდენ ზედა სახლსა მას იაკობისსა უკუნისამდე, და მეუფებისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

34.  და ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ იყოს ესე, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?

35.  მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რამეთუ რომელ-იგი შობად არს, წმიდა არს და ძე ღმრთის იწოდის.

36.  და, აჰა, ელისაბეთცა მიდგომილ არს, ნათესავი შენი, სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თთუე არს მისი, რომელსა-იგი ბერწ ერქუა.

37. რამეთუ არა არს უძლურება ღმრთისა მიერ ყოველსა სიტყუასა.

38. და თქუა მარიამ: აჰა, ესერა, {ვდგა} მჴევალი უფლისაჲ; იყავნ ჩემდა მსგავსად სიტყჳსა შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

39.  აღდგა მარიამ დღეთა მათ და წარვიდა მწრაფლ მთითკერძოსა ქალაქსა მას ჲუდაჲსსა.

40.  და შევიდა სახლსა მას ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბეთი.

41. და იყო, ვითარცა ესმა მოკითხვაჲ იგი მარიამისი ელისაბეთს, აღიმღერნა ყრმამან მუცელსა მისსა. და აღივსო ელისაბეთ სულითა წმიდითა.

42.  და ჴმითა მაღლითა ღაღატყო და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!

43.  და ვინაჲ არს ესე ჩემდა, ვითარმცა მოვიდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?

44.  რამეთუ, აჰა, ესერა, ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, აღიმღერნა სიხარულით ყრმამან ამან მუცელსა ჩემსა.

45.  და ნეტარ იყოს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქუმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.

46.  და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,

47.  და იხარებდინ სული ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,

48.  რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისა; რამეთუ, აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველი თესლები ქუეყანისანი;

49.  რამეთუ ყო ჩემდამო დიდ-დიდნი ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი.

50.  და წყალობაჲ მისი თესლითი თესლად მოშიშთა მისთათჳს;

51.  ყო ძლიერებაჲ მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;

52.  გარდამოსთხინა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი;

53.  მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;

54. შეიწყნარა ისრაჱლი, მონაჲ თჳსი, მოჴსენებად წყალობისა თჳსისა.

55.  ვითარცა ეტყოდა მამასა ჩუენსა აბრაჰამს და ნათესავსა მისსა უკუნისამდე.

56.   და დადგა მარიამი მის თანა სამ თთუე ოდენ და მიიქცა სახიდ თჳსა.

57. და ელისაბეთისნი აღივსნეს დღენი შობისანი, და შვა ძჱ.

58.  და ესმა გარემო ნათესავ-ტომთა მისთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ მის თანა, და უხაროდა მის თანა.

59.  და იყო, მერვესა მას დღესა მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და ვითარმცა უწოდეს მას სახელი სახელად მამისა მისისა ზაქარიაჲსა.

60.  მიუგო დედამა{ნ} მისმან და თქუა: არა, არამედ {ერ}ქუნ მაგას იო{ჰა}ნე.

61. და ჰრქუეს მას, რამეთუ: არავინ არს ნათესავსა შნ{სა}, რომელსამცა ერქუა სახელი იოჰანე.

62.  თუალს-უყოფდეს მამასა მისსა, რაჲმე უნდეს სახელი რქუმად მას.

63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მაგისი. და უკჳრდა ყოველთა.

64. და აღეღო მეყსეულად პირი მისი და ენაჲ მისი, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.

65.  და დაეცა შიში დიდი ყოველთა მათ ზედა, რომელთა ესმა ესე და რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს გარემო მათსა, და ყოველსა მას მთითკერძოსა ჰურიასტანისასა მიეთხრა ყოველი ესე სიტყუაჲ.

66.  და დაიდვეს ყოველთა, რომელთა ესმოდა, გულთა მათთა და იტყოდეს: რაჲმე რაჲ იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყო მის თანა.

67.  და ზაქარია, მამაჲ მისი, აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:

68.  კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ.

69. და აღადგინა რქაჲ ცხორებისაჲ შორის სახლსა დავითის, მონისა თჳსისა;

70.  ვითარცა იტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნოდ წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა,

71.  ჴსნად მტერთა ჩუენთაგან და ჴელთაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;

72.  ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა, მოჴსენებად აღთქუმაჲ თჳსი წმიდაჲ;

73.  ფიცი, რომელ ეფუცა აბრაამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა

74.  უშიშად ჴელთაგან მტერთაჲსა ჴსნილთ{ა},

75.  მსახურებად მისა სიწმიდით და სიმართლით წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

76. {დ}ა შენ, ყრმაო, წინაჲსწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარჰძღუე წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა.

77. მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა, მიტევებად ცოდვათა მათთა,

78.  მოწლებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომლითა მოგუძინნეს ჩუენ მზემან აღმომავალმან მაღლით

79.  გამოცხადებად მათდა, რომელნი ბნელსა და აჩრდილსა სიკუდილისასა სხენან წარმართებად ჩუენდა გზასა მშჳდობისასა.

80.  და ყრმაჲ იგი ორძნდებოდა და განძლიერდებოდა სულითა და იყოფოდა უდაბნოთა ვიდრე დღედ გამოცხადებად მისა ისრაჱლსა.

 
2

1.  და იყო, დღეთა მათ გამოჴდა ბრძანებაჲ აგუსტოს კეისრისაგან -- აღწერაჲ ყოვლისა სოფლისაჲ.

2.  ესე პირველი სოფლის-აღწერაჲ იყო მსაჯულებასა მას ასურთა ზედა კჳრინჱსსა.

3.  და მივიდოდეს ყოველნი და აღიწერებოდეს თითოეულად თჳსსა ქალაქსა.

4.  აღვიდა იოსეფცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანდ, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ნათესავისა დავითისი,

5.  შთაწერად მარიამითურთ, რომელი-იგი თხოილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.

6.  და იყო, ვიდრე იგინი იყვნეს მუნ, აღივსნეს დღენი შობისა მისისანი.

7.  და შვა ძე იგი თჳსი პირმშოჲ და შეგრაგნა იგი და შთააწვინა ბაგასა, რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას.

8.  და მწყემსნი იყვნეს მასვე ადგილსა გარე მყოფნი, რომელნი ჴუმილვიდეს ჴუმილვათა ღამისათა სამწყსოთა თჳსთასა.

9.  და ანგელოზი უფლისაჲ დაადგა მათ, და დიდებაჲ უფლისაჲ გამობრწყინდა მათ ზედა, და შეეშინა შიშითა დიდითა.

10.  და ჰრქუა მათ ანგელოზმან: ნუ გეშინინ, რამეთუ, აჰა, გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელ იყოს ყოვლისა მის ერისა:

11.  რამეთუ იშვა თქუენდა დღეს მჴსნელი, რომელ არს ცხებულ უფალი, ქალაქსა მას დავითისსა.

12.  და ესე სასწაულ თქუენდა: ჰპოოთ ყრმაჲ იგი წარგრაგნილი სახუეველთა, მწოლარე ბაგასა.

13.  და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათაჲ, რომელნი აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:

14. დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, კაცთა შორის სათნოებაჲ!

15.  და იყო, ვითარ აღიმაღლეს მათგან ანგელოზთა მათ ცად, იტყოდეს ურთიერთას მწყემსნი იგი: მო და მივიდეთ ბეთლემდმდე და ვიხილოთ, რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ იყო, რომელ უფალმან გუაცნობა ჩუენ.

16.  და მოვიდეს მწრაფლ და პოეს მარიამი და იოსები და ყრმაჲ იგი, შთაწვენილი ბაგასა.

17.  და მოეგონა სიტყჳსაჲ მის, რომელ ითქუა მათდა მიმართ ყრმისა მისთჳს.

18.  და ყოველთა, რომელთა ესმოდა, დაუკჳრდებოდა სიტყუათაჲ მათ, რომელთა ეტყოდეს მათ მწყემსნი იგი.

19.  ხოლო მარიამი ყოველსა მას სიტყუასა დაჰმარხვიდა და გულისხმა-ჰყოფდა გულსა თჳსსა.

20.  და მიიქცეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ყოველსა ამას ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა მიეთხრა მათ.

21.  და ვითარცა აღივსნეს დღენი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, ჰრქუეს მას სახელი იესუ, რომელ წოდებულ იყო ანგელოზისა მისგან, ვიდრე არღა შთავრდომილ იყო იგი მუცელსა.

22.  და ვითარცა აღესრულნეს დღენი განწმედისა მათისანი მსგავსად შჯულისა მის მოსესისა, აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,

23.  ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა, ვითარმედ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს.

24.  და მიცემად მსხუერპლისა, მსგავსად ვითარცა ბრძანებულ არს შჯულსა უფლისასა, სწორნი გურიტთანი, ანუ მართუენი ტრედთანი.

25. და, აჰა, იყო კაც ერთ იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ, და იყო კაცი იგი მართალ და მოშიშ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისათჳს; და სული წმიდაჲ იყო მის თანა.

26.  და იყო მისა ბრძანებულ სულისა მიერ წმიდისა არახილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.

27.  და მოვიდა სულითა ტაძარსა მას, და ვითარცა მოიყვანეს მშობელთა მათ ყრმაჲ იგი იესუ ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა შჯულისაჲსა მის ზედა.

28.  და მან მიიქუა იგი მჴართა თჳსთა, აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:

29.  აწ განუტეო მონაჲ შენი, უფალო, მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით;

30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,

31.  რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა:

32.  ნათელი გამობრწყინებად წარმართთა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაჱლისაჲ.

33.  და იყვნეს მამაჲ მისი და დედაჲ მისი დაკჳრვებულ ზედა სიტყუათა მათ, რომელ ითქუნეს მის ზედა.

34.  და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს: აჰა, ესე დგას დაცემად და აღმართებად მრავალთა შორის ისრაჱლსა და სასწაულად ჴდომისა.

35.  და შენსა თავსა განვლოს მახჳლმან, რაჲთა გამოცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.

36.  და მუნ იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანუელისი, ნათესავისაგან ასჱრისი. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა. ცხორებულ იყო ქმრისა თჳსისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.

37.  და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოცდაოთხ წელ, რომელი არა განეშორებოდა ტაძარსა მას, მარხვითა და ლოცვითა ჰმსახურებდა დღე და ღამე.

38.  და ესეცა მასვე ჟამსა აღდგა და ჰმადლობდა უფალსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს ჴსნასა მას ისრაჱლისასა.

39.  და ვითარცა აღასრულეს ყოველივე მსგავსად შჯულისა მის უფლისაჲსა, მიიქცეს მუნვე გალილეად, ქალაქსა მათსა, ნაზარეთდ.

40.  და ყრმაჲ იგი იესუ აღორძნდებოდა და განძლიერდებოდა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.

41.  და აღვიდიან მშობელნი მისნი წლად-წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას ზატიკისასა.

42.  და ვითარ დაეყვნეს მისნი წელნი ათორმეტნი, აღსლვასა მათსა იერუსალჱმდ მსგავსად ჩუეულებისა დღესასწაულისა მის,

43.  და ვითარცა აღასრულნეს დღენი იგი, და მოიქცეს და აღვიდა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმდ, და არა უწყოდეს მშობელთა მისთა,

44.  ჰგონებდეს, ვითარმედ თანამოგზაურთა თანა იყოს. და ვითარ მივლეს დღის ერთის გზაჲ, ეძიებდეს მას ნათესავთა თანა და მეცნიერთა თანა;

45.  და ვითარ არა პოეს, მიიქცეს მუნვე იერუსალჱმდ მოძიებად მისა.

46.  და იყო, შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას, რამეთუ ჯდა მოძღუართა მათ თანა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ.

47 .  და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი და სიტყჳს-გებაჲ მისი.

48.  და ხედვედ მას და დასულბიან. და ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ საქმჱ მაქმენ ჩუენ? აჰა, ესერა, მამაჲ შენი და მე, გუელმოდა და გეძიებდით შენ.

49. და ჰრქუა მათ: რაჲსა მეძიებდით მე? არა უწყოდეთ, რამეთუ სახლსა მამისა ჩემისასა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?

50. და მათ არა ცნეს სიტყუაჲ მისი, რომელსა ეტყოდა მათ.

51. და გარდავიდა მათ თანა და მივიდა ნაზარეთა და იყო დამორჩილებულ მათა. და დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.

52.  და იესუ აღორძნდებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

 
3

1.  მეათხუთმეტესა წელსა უფლებასა ტიბერია კეისრისასა, მსაჯულებასა პონტიელისა პილატჱსსა ჰურიასტანსა ზედა და მიოთხისა მის ჴელმწიფებისა გალილეელთა ზედა ჰეროდესსა და ფილიპეს, ძმისა მისისა, მიოთხისა მის ჴელმწიფისა ტურელთა და ტრაქონელთა სოფელსა მას და მეოთხისა მის ჴელმწიფისა ლუსანიაჲსა აბიინელთა ზედა,

2.  და მღდელთმოძღურებასა მას ანაჲსსა და კაჲაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს ზედა, ძესა ზაქარიაჲსსა, უდაბნოსა მას.

3.  და მოვიდა გარემო ყოველსა მას სოფლებსა იორდანისასა, ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად,

4.  ვითარცა წერილ არს წიგნსა სიტყუათა ესაჲა წინაწარმეტყუელისათა: ჴმაჲ მღაღადებელისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი.

5.  ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ, და იყვნენ ძნელოვანნი ადვილად და ღჳრღლოვანნი გზად წრფელად.

6.  და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.

7.  ხ~ ეტყოდა ერსა მას, გამომავალსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გასწავა თქუენ სივლტოლაჲ რისხვისა მისგან მომავალისა?

8.  ყავთ ამიერითგან ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუღარა იტყჳთ, ვითარმედ: არს მამად ჩუენდა აბრაამი. ამას გეტყჳ თქუენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაამისა.

9.  რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

10.  და ჰკითხვიდა მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲმე ვყოთ?

11.  მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ ერთი მას, რომელსა არა აქუნდეს; და რომელსა აქუნდეს საზრდელი, ეგრევე მსგავსად ყავნ.

12.  მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ ვყოთ?

13.  ხოლო მან ჰრქუა: ნურას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ.

14.  ჰკითხვიდეს მას ერად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და რაჲმე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუ ვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი.

15.  და ვითარცა მოელოდა ერი იგი და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე,

16.  მიუგო ყოველთა და ეტყოდა: მე ნათელს-გცემ თქუენ წყლითა; მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელს-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა,

17.  რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ მისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.

18.  და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.

19.  ხოლო ჰეროდე ოთხთა საბრძანებელთა მთავარსა, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიასთჳს, ცოლისა ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე,

20.  შესძინა ესეცა მას ყოველსა თანა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა.

21.  და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა, და იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა, განეხუნეს ცანი,

22. და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა, და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.

23.  და თავადსა იესუს ეწყო ოდენ მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, იაკობისა, ელისა,

24.  მატთანისა, ლევისა, მელქისა, იანჱსა, იოსეფისა,

25.  მატათისა, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგჱსა,

26.  მაათისა, მატათისა, სემეისა, იოსეფისა, იუდაჲსა,

27. ოანნაჲსა, რჱსა{ჲსა}, ზორობაბელისა, {ს}ალათიელისა, {ნე}რისა,

28.  მელქისა, ადდისა, კო{სა}მისა, ელმო{და}დისა, ჱ{რისა},

29.  იესუჲსა, ე{ლი}აზარისა, იო{რა}მისა, მატათისა, ლევისა,

30.  სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსეფისა, იონანისა, ელიაკიმისა,

31.  მელეაჲსა, მენანისა, მატთანისა, ნათანისა, დავითისა,

32.  იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმონისა, ნაასონისა,

33. ამინადაბისა, არამისა, ადმეაჲსა, არნეაჲსა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა,

34. იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თარაჲსა, ნაქორისა,

35.  სირუქისა, რაგავისა, ფალექისა, ებერისა, სალაჲსა,

36.  კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოჱსა, ლამექისა,

37. მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალილელისა, კაინანისა,

38.  ენოსისა, სჱთისა, ადამისა და ღმრთისა.

 
4

1.  ხოლო იესუ, სავსჱ სულითა წმიდითა, მოიქცა იორდანით, და მოჰყვანღა სულსა უდაბნოდ.

2.  და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.

3.  ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.

4.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.

5.  და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნ{ი} სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამისაჲთა.

6.  და ჰრქუა მას: შენ მიქცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომელსა მინდეს, მივსცე ეგე;

7.  უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, {ი}ყოს შენდა ყოველი.

8.  {მი}უგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.

9. {დ}ა მოიყვანა იგი იერუსალჱმდ, დაადგინა იგი გოდოლსა ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: ძე თუ ხარ ღმრთისაჲ, გარდავარდი ამიერ!

10.  რამეთუ წერილ არს: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა;

11.  ჴელითა მათითა აღგიპყრან შენ, რაჲთა არასადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.

12.  მიუგო და ჰრქუა მას იესუ, რამეთუ: თქუმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

13.  და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამად რავდენადმდე.

14.  და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.

15.  და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.

16. და მოვიდა ნაზარეთა, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაფათსა შესაკრებელსა მათსა, და მისცეს მას წიგნი ესაჲა წინაწარმეტყუელისაჲ.

17.  აღდგა და განყო წიგნი იგი კითხვად და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:

18. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳსცა მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრალთა განტევებისა.

19.  და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.

20.  და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.

21.  და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი მისი ყურთა მიმართ თქუენთა.

22. {დ}ა ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა მათ მისთა ზედა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და ეტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძჱ იოსებისი?

23.  და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი! რავდენი გუესმა საქმე კაფარნაომს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა!

24.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა სოფელსა.

25.  ხოლო ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშნეს ცანი სამ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა.

26.  და არა ვის ერთისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაჲსა, დედაკაცისა ქურივისა.

27.  და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაჲსწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.

28.  და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.

29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.

30.  ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

31.  და შთავიდა კაფარნაომდ, ქალაქად გალილეაჲსა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.

32.  და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ მისი.

33.  და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომელსა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:

34.  ეჰა, რაჲ არს ჩემი და შენი, იესუ ნაზორეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა, გიცით შენ, ვინ ხარ წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.

35.  და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და გავედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არარაჲ ავნო მას.

36. და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?

37.  და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისი ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.

38.  და აღდგა მის კრებულისაგან და შევ{ი}და სახლსა სიმონი{სსა; ხოლო} სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხისაგან დიდისა. და უთხრეს მას მისთჳს.

39.  და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და დაუტევა იგი მეყსეულად, და აღდგა და ჰმსახურებდა მას.

40. {დ}ა დასლვასა ოდენ მზისასა რავდენთა აქუნდა უძლურები იგი თითოსახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა, ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნა იგინი.

41. და გამოვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ. და შეჰრისხნა მათ და არა უტევებდა სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ.

42.  და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და იყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.

43.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.

44.  და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.

 
5

1.  და იყო ვითარ ერი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისასა გენესარეთისასა.

2.  და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა მათთა.

3.  და შევიდა ერთსა ნავსა, რომელ იყო სიმონისი, და უბრძანა შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.

4.  და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირებად.

5.  მიუგო სიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არა რაჲ მოვიღეთ; ხოლო აწ სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადჱ.

6.  და ესე ყვეს და შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.

7. და წამს-უყოფდეს, რომელნი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.

8.  ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეურდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარი მე, უფალო.

9. რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელნი შეაყენნა.

10.  ეგრევე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირჱ.

11.  და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.

12.  და იყო, ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და, აჰა, კაცი კეთროვნებითა სავსე, ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.

13.  და განყო ჴელი, შეახო და ჰრქუა: მნებავს, განწმიდნი. და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ მისგან.

14.  და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არა ვის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა ბრძანა მოსე საწამებელად.

15.  და უფროჲსად მიმოედებოდა სიტყუაჲ იგი მისი და შეჰკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან.

16.  ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.

17.  და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი, რჩულისმოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეას{ა} და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.

18.  და, აჰა, ესერა, კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისსა

19.  და ვერ პოვეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კაცი იგი და შთაუტევეს იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.

20.  და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნედ შენ ცოდვანი შენნი!

21.  და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად, გარნა მხოლოსა ღმერთსა?

22.  გულისხმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ზრახავთ გულთა შინა თქუენთა?

23. რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ და ვიდოდე?

24.  არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუნს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, -- და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!

25.  და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახედ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.

26.  და განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდესი დიდებაჲ დღეს.

27.  და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, საზუერესა ზედა და ჰრქუა მას: მომდევდი მე!

28.  და მან დაუტევა ყოველი და მისდევდა მას.

29. და უმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა მისსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა, ინაჴითმსხდომარეთაჲ.

30. და ტრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამთ და სუამთ?

31.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიედ.

32.  არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.

33.  ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲსზედა და ვედრებასა ჰყოფენ და ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?

34.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?

35.  მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს მათგან სიძჱ და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.

36.  და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახ{ა}ლი იგი განაპოს, ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსლისაჲ.

37.  და არა ვინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი იგი, და ღჳნოჲ იგი დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.

38.  არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.

39. და არავინ სუამნ ძუელსა ღჳნოსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უტკბილეს არს.

 
6

1.  და იყო შაფათსა მეორესა, და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოჰჭრიდეს თავსა ჴოილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.

2.  ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ზამთ, რომელი არა ჯერ-არს შაფათსა შინა?

3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,

4.  ვითარ-იგი შევიდა ტაძრად ღმრთისა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო?

5.  და ეტყოდა მათ: უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათისაცა.

6.  და იყო, სხუასა შაფათსა შევიდა იესუ შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მარჯუენაჲ განჴმელ ედგა.

7.  უმზირდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი, რაჲთამცა შაფათსა განკურნა, რაჲთა პოონ და შეასმინონ იგი.

8.  ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.

9.  და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაფათსა შინა: კეთილისა საქმე, ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ, ანუ მოკლვაჲ?

10.  და მიხედა ყოველთა მათ და ჰრქუა კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა იგი სხუაჲ.

11.  ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და ზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.

12.  და იყო მათ დღეთა და განვიდა თავადი ლოცვად მთად კერძო და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.

13.  და ოდეს განთენა, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულ უწოდა:

14.  სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე.

15.  მათეოზ და თომა, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე,

16. და იუდა {ი}აკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იყო გამომცემელი.

17.   და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ერთსა ველსა, და ერი მოწაფეთა მისთაჲ და სხუაჲ {ე}რისა სიმრავლე ფრიად ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲთ, ტჳროსით და სიდონით,

18.  რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.

19. და ყოველი იგი ერი ეძიებდეს შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდა ყოველთა.

20.  და თავადმან აღიხილნა თუალნი თჳსნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენია სასუფეველი ღმრთისაჲ.

21.  ნეტარ ხართ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;

22.  ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ თქუენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

23.  გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა, ესერა, სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ ესრევე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

24.  ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი;

25.  ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით;

26.  ვაჲ თქუენდა, რამეთუ რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ ყოველნი კაცნი, რამეთუ ესრევე კეთილსა უყოფდეს ცრუწინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

27.  არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა გესმეს: გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა

28.  და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.

29.  რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.

30.  ყოველსა, რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს, ნუ მოჰჴდი.

31.  და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრევე მსგავსად ჰყოფდით.

32.  და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.

33.  და უკუეთუ კეთილისმყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.

34.  და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლია თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.

35.  ხოლო თქუენ გიყუარდედ მ{ტ}ერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით და ავასხებდით, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლი{ს}, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთ{ა}თჳსცა და უკეთურთა.

36.  იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.

37.  ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, და ნუ დასჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ. მიუტევენით, და მოგეტევნენ,

38.  მიეცით, და მოგეცეს. საწყაული კეთილი და ზეგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა. მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.

39.  ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინაძღუანვად, არამეა ორნივე ჯურღუმულსა შთაცჳვენ?

40.  არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.

41. რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალისა [1]

49  [2] და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.

------------------------------------------------------------------------------

[1] – ხელნაწერს აკლი ერთი ფურცელი.

[2] – აქედან გრძელდება.

 
7

1. და ვითარცა აღასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაფარნაომდ.

2. და ასისთავისა ვისმე მონაჲ სნეულ იყო და მიახნდა აღსრულებად, რომელი იყო პატიოსან მისა.

3. და ესმა მას იესუსთჳს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.

4.  ხოლო რომელნი-იგი მივიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს, რომელ ესე ჰყო მისთჳს,

5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი ესე მან აღმიშენა ჩუენ.

6. და იესუ წარვიდა მათ თანა; ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მოავლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა მას: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.

7. რომლისაგან არცა თავი ჩემი ღირს-მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ თქუ სიტყჳთ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.

8.  რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულ და მქონან ჩემ ქუეშე ერისა კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! -- და წარვიდის; და სხუასა ვჰრქჳ: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! -- და ყვის.

9. ვითარცა ესმა ესე იესუს, უკჳრდა სარწმუნოებაჲ იგი მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცა ისრაჱლსა შორის ვპოე ესოდენი სარწმუნოებაჲ.

10. და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ თჳსა და პოეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.

11.  და იყო ამისა შემდგომად, და წარვიდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაიდ, და თანაუვიდოდეს მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.

12.  და მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და, აჰა, ესერა, გამოაქუნდა მკუდარი, ძჱ მხოლოდშობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.

13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ, შეეწყალა იგი და ჰრქუა: ნუ სტირ.

14.  და მოვიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ!

15. და ზეაღდგა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.

16.  შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: ვითარმედ წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედვა-ყო ღმერთმან ერსა თჳსსა.

17. და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემოსოფლებსა.

18. და უთხრეს მოწაფეთა მისთა იოვანეს ამის ყოვლისათჳს.

19. და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?

20. და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლისმცემელმან მომავლინნა შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?

21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლებდა ხედვასა.

22.  და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.

23.  და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.

24.  და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო იესუ სიტყუად ერისა მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით ხილვად უდაბნოდ? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?

25.  არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა, ესერა, რომელნი სამოსლითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.

26.  არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.

27.  რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.

28.  გეტყჳ თქუენ: უფროჲს შობილთაგანი დედათასა იოვანესა წინაწარმეტყუელთაგანი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროს მისა არს.

29.  და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა და განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.

30.  ხოლო ფარისეველთა და რჩულისაგანთა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან.

31. ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?

32. მსგავს არიან ყრმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწენედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა მოჰროკევდით; გიგოდებდით, და არა სტიროდეთ.

33.  რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, არცა ჭამდა და არცა სუმიდა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს.

34.  მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა [და ცო]დვილთაჲ.

35.  და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან მათთა.

36. ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მას ფარისეველისასა და დაჯდა.

37.  და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებლისაჲ

38. და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა თჳსისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.

39.  ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა ხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე თუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.

40.  მიუგო იესუ და ჰრქუა: სიმონ, მაქუს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო მან ჰრქუა: მოძღუარ, იტყოდე!

41.  და ჰრქუა: ორნი თანამდებნი იყვნეს მავასხებელისა ვისნიმე. ერთსა თანაედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას -- ერგასისი.

42.  და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, რაჲ მისცენ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?

43.  მიუგო სიმონ და ჰრქუა: მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: მართლიად საჯე.

44.  და მოექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარმჴოცნა;

45. ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე; ვინაჲთგან შემოვიდა, არა დააცადებს ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა;

46.  ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი მცხო მე.

47.  რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.

48.  და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ შეცოდებანი შენნი!

49.  და იწყეს მის თანა მეინაჴეთა სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?

50.  ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!

 
8

1. და იყო, ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.

2.  და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა, მარიამ, რომელსა ერქუა მაგდანელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს,

3.  და იოჰანა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲსმოძღურისა ეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

4.  ხოლო რომელი-იგი მის თანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდეს მისა, და ეტყოდა მათ იგავით:

5.  გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.

6.  და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა და აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისა{ჲ}.

7.  და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

8.  და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წილი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

9. ჰკითხეს მას მოწაფეთა: რაჲ არს იგავი ესე?

10.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობაჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა -- იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ, ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ.

11.  ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ.

12.  ხოლო გზასა ზედა იგი არიან, რომელთა ესმის, და მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხონდენ.

13.  ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, -- იგი, რომელთა ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწმენა და ჟამსა განსაცდელისასა განაგდიან.

14.  ხოლო რომელი-იგი ეკალთა შიდა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნის.

15.  ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა, -- რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.

16.  არა ვინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.

17.  რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.

18. იხილეთ უკუე, ვითარ ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და, რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუნს, მო-ვე-ეღოს მას.

19.  მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.

20. უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარეშე დგანან და გეძიებენ შენ და ხილვაჲ შენი ჰნებავს.

21.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.

22.  და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვედით წიაღკერძო ტბასა მას! -- და აღვიდეს.

23.  და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ზღუასა ზედა და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.

24. და მოუჴდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდება დიდ.

25.  და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?

26.  და განვიდეს სოფელსა მას გერგესეველთასა, რომელი არს წიაღ იორდანეა და გალილეასა.

27.  და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.

28.  და ვითარცა იხილა იესუ, ღაღატ-ყო და შეურდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.

29.  რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალგზის წარიტაცის, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქის საკრველი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.

30.  ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, -- რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.

31. და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.

32. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა გარე; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.

33.  და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ზღუად და დაიშთვნეს.

34.  ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.

35. და მოვიდეს ხილვად, რომელი-იგი ექმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, შემოსილი, გონიერი ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.

36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხონდა ეშმაკეული იგი.

37. და ევედრებოდა მას ყოველი იგი სიმრავლე სოფლებისაჲ მის გერგესეველთაჲ, რაჲთა წარვიდეს საზღვართაგან მათთა, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.

38. ხოლო ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:

39.  მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რავდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა და ყოველსა მას ქალაქებსა ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.

40. და მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ მოელოდეს მას.

41. და, აჰა, ესერა, მოვიდა კაცი და სახელი მისი იაროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახედ მისა.

42.  რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტ წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა ოდენ მისსა ერი შეკრბებოდა მისა.

43.  და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტ წლითგან, რომელი ვერვისგან განიკურნა.

44.  და მოუჴდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.

45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? ვითარ ყოველნი უვარებდეს, ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერნი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინ-მე-მახო, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.

47.  და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეურდა, რომლისა ბრალისათჳს შეახო მას და უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.

48.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!

49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელისმთავრისაჲ მის და ჰრქუა: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.

50.  ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხონდეს იგი.

51.  და ვითარცა მოვიდა სახლსა მას, არა ვინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე, იაკობ და იოვანე, და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.

52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

53.  ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.

54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-ყო: ყრმაო, აღდეგ!

55.  და მოიქცა სული ყრმისაჲ მის, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

56.  და განუკჳრდებოდა მამა-დედათა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.

 
9

1.  და მოუწოდა ათორმეტთა მათ და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებად.

2.  და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.

3.  და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.

4.  და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოედით.

5.  და რავდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, და გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთაგან თქუენთა განიყარეთ საწამებელად მათდა.

6.  და გამოვიდეს და მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

7.  ხ~ ესმა ეროდეს მეოთხედმთავარსა საქმჱ იგი, რომელ მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.

8.  ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა, და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ აღდგომილ არს.

9. ხოლო ეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინაჲ არს, რომლისათჳს ესევითარი {მ}ესმის, არა ვიცი, -- და უნდა ხილვაჲ მისი.

10.  და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რავდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განაშორა თჳსაგან ადგილსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდა.

11.  ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდა მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რავდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა.

12.  და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და დაადგრენ მუნ და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.

13. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთ ჴუეზა პური და ორი თევზი, გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი.

14.  რამეთუ იყვნეს კაცნი, ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ ერგასეული.

15.  და მათ ყვეს ეგრე და დასხეს იგი ყოველი.

16.  ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას.

17.  და ჭამეს და განძღეს ყოველნი, და აღიღეს, რომელი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.

18. და იყო ლოცვასა მისსა თჳსაგან, და მის თანა იყვნეს მოწაფენი მისნი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას, რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფაჲ?

19. ხოლო მათ მიუგეს და თქუეს: იოვანე ნათლისმცემელი; და სხუათა -- ელია; და რომელნიმე იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.

20.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და თქუა: ცხებული ღმრთისაჲ.

21.  ხოლო თავადი შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არა ვის უთხრან ესე.

22.  და ჰრქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

23.  და ეტყოდა ყოველთა: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი დღითი დღედ და მომდევდინ მე.

24. რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა განრინებად, წარწყმიდოს იგი; და რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.

25.  რაჲმე სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდა, გინა იზღვია?

26.  რომელსა სირცხჳლ-უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყუათა ჩემთა, ამას ძემან კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა.

27.  გეტყჳ თქუენ ჭეშმარიტად: არიან ვინმე მანდა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.

28.  და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ, ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად.

29.  და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუასახე, და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე.

30.  და, აჰა, ესერა, ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია,

31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს.

32.  ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი.

33.  და იყო, განშორებასა მას მისსა მათგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა, რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა.

34.  და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა, ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას.

35.   და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ!

36.  და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იესუ იპოვა მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არარაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რაჲ იხილეს.

37.  და იყო, მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი.

38.  და, აჰა, კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და თქუა: მოძღუარ, გევედრები შენ მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ეგე ხოლო მარტოჲ მივის.

39. და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი და მეყსეულად ღაღატ-ყვის და დაჰკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი.

40.  და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს.

41.  ხოლო იესუ ჰრქუა: ჵ, ნათესავი გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძჱ შენი!

42.  და ვიდრე იგი მოვიდოდა, დაჰკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა, და განიკურნა ყრმაჲ იგი, და მისცა იგი მამასა თჳსსა.

43. და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:

44.  დაისხენით სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძჱ კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა.

45.  ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა მას, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისხმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა ამის სიტყჳსათჳს.

46.  შევიდა მათდა გულისსიტყუაჲცა: ვინძი იყოს უდიდეს შორის მათსა?

47.  ხოლო იესუ იცნოდა გულისზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მისა

48.  და ჰრქუა: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარა მომავლინებელი ჩემი, რამეთუ უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.

49.  მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳთქს ჩუენ.

50.  ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ მას, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.

51. და იყო აღსრულებასა მას დღეთა აღმაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ.

52. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და მივიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას.

53.  და არა შეიწყნარნეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ.

54.  ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ იაკობ და იოვანე, ჰრქუეს: უფალო, გუნებავს, ვითარმცა ვთქუთ, რაჲთა გარდამოჴდეს ცეცხლი ზეცით და აჴოცნეს იგინი.

55.  მიექცა, შეჰრისხნა მათ და თქუა: არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?

56.  რამეთუ ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა სულთა კაცთასა წარწყმედად, არამედ ცხორებად. -- და წარვიდეს სხუასა დაბასა.

57.  და იყო, სლვასა მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ, ვიდრეცა მიხუალ.

58.  ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და ფრინველთა ცისათა საყუდელი, ხოლო ძესა კაცისასა არა უჩს, სადა თავი მიიდრიკოს.

59.  ხოლო სხუასა ჰრქუა: მომდევდი მე! და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.

60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა, ხოლო შენ წარვედ და მიმოდევ სასუფეველი ღმრთისაჲ.

61.  ხოლო ჰრქუა მას სხუამანცა: მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან.

62.  ჰრქუა მას იესუ: არა ვინ დასდვის ჴელი საჴნველსა და ხედავნ გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.

 
10

1.  ამისა შემდგომად გამოაჩინნა უფალმან სხუანი სამეოცდაათორმეტნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მათ შესლვაჲ.

2.  და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს და მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.

3.  წარვედით! აჰა, ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

4. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუ ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.

5. და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

6.  და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა, -- თქუენდავე მოიქეცინ.

7.  მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა. რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

8.  და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა.

9.  და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

10.  და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:

11. აჰა, ესერა, მტუერი, რომელ აღგუეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყარეთ თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

12.  გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

13.  ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა ექმნნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, პირველმცა ძაძითა და ნაცართა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

14.  რამეთუ ტჳროსსა და სიდონსა უმოლხინეს ეყოს, ვიდრე თქუენ.

15.  და შენ, კაფარნაუმ, ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე.

16. რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მან მე შეურაცხ-მყოს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ყოს მომავლინებელი ჩემი.

17.  და მოიქცეს სამეოცდაათორმეტნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.

18.  ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.

19.  აჰა, მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და არარაჲ თქუენ გავნოს.

20.  ხოლო ამას ზედა ნუ გიხარის, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან თქუენ, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა.

21.  მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა წმიდითა და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა ყრმათა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.

22.  ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს ძჱ, გარნა მამამან, და არა ვინ იცის, მამაჲ ვინ არს, გარნა ძემან; და ვისაცა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.

23.  და მიექცა მოწაფეთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, და ყურნი, რომელთა ესმის, რომელი თქუენ გესმის.

24.  ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვის და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა.

25.  და, აჰა, ესერა, რჩულისმეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

26.  ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რჩულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხი?

27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

28.  ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.

29.  ხოლო მას უნდა თავი თჳსი განმართლებად და ჰრქუა: და ვინ არს მოყუას ჩემდა?

30.  მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს იგი მწყუდარი.

31.  მღდელი ვინმე შთავიდოდა მას გზასა და მიემთხჳა და იხილა იგი და თანაწარჰჴდა.

32.  და ეგრევე ლევიტელი მასვე ადგილსა მოვიდა, იხილა იგი და თანაწარჰჴდა.

33.  მერმე სამარიტელი ვინმე წარმოვიდოდა და მოვიდა მასვე ადგილსა და იხილა იგი და შეეწყალა.

34. და მოუჴდა მას და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.

35.  და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მორაჲ-ვიდე, მიგცე შენ.

36.  ვინ ამათ სამთაგანი გგონიეს მოყუას მისა, რომელი-იგი შევარდა ჴელთა ავაზაკთასა?

37.  ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრეთვე და სცხონდე.

38.  და ვითარცა წარვიდეს ესენი და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე, იყო ვინმე დედაკაცი, რომლისა სახელი მართაჲ, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა.

39.  და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი ჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.

40.  ხოლო მართაჲ მიმოდაზრუნვიდა მრავლისათჳს მსახურებასა, ზედამიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.

41.  მიუგო იესუ და ჰრქუა: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა მცირედი არს საჴმარ.

42.  ხოლო მარიამ კეთილი ნაყოფი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.

 
11

1.  და იყო, ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ჩუენ ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.

2.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო ზეცათაო, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი.

3.  პური ჩუენი თანაარსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი დღედ.

4.  და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევნეთ ყოველთა თანამდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ გასაცდელსა.

5.  და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მივიდეს მისა შუვაღამეს და ჰრქუას: მეგობარო, მავასხენ მე სამნი პურნი,

6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არა მაქუს, რაჲ დაუგო მას.

7.  მან მიუგოს შინაგამომართ და ჰრქუას: ნუ შრომასა მახუედრებ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად შენდა.

8. გეტყჳ თქუენ: დაღათუ ვერ ძალ-უც აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარი მისი, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რავდენი უჴმდეს მას.

9.  ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ.

10.  რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.

11.  ვის უკუე თქუენგანსა მამასა ესუას ძჱ და სთხოვდეს პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ თევზისა წილ გუელი მისცეს მასა?

12.  გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუ ღრიაკალი მისცეს მასა?

13.  უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით საცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რავდენ უფროჲს მამამან მოსცეს ზეცით სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.

14.  და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუ. და იყო, განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა.

15.  ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა.

16.  და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან.

17.  ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის.

18.  და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა.

19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა გექმნენ.

20.  უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მოწევნულ არსა თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ?

21.  რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ ნაყოფი მისი.

22.  და ოდეს უძლიერესი მის ზედამოუჴდეს და სძლის მას, საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.

23.  რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეიკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.

24.  რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოის და თქჳს: მივიქცე ს{ახ}ლსა ჩემსა, ვინაჲც{ა} გამოვედო.

25.  და მო[ვი]დის და პოის იგი გა{ნ}შუენებული.

26.  წარვიდის და მოიყვან{ნ}ის სხუანი შჳდნი სულნი უბოროტესნი მისა და მივიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკ{ნ}ელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.

27.  და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და რქუა: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ!

28.   ხოლო თავადმან ჰრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ.

29.  და ვითარცა შეჰკრბებოდა მას ერი იგი, იწყო სიტყუად მათა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მათ, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.

30.  ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას.

31.  დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს სარჩელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა სოლომონისა; და, აჰა, ესერა, უფროჲს სოლომონისა არს აქა.

32.  კაცნი ნინეველნი აღდგენ სარჩელსა მას ნათესავისა მის თანა და დასჯიდეს მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა. და, აჰა, უფროჲს იონაჲსა არს აქა.

33.  არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფ{ა}რულად, არამედ სასა{ნ}თლესა ზედა, რაჲთა შემავ{ა}ლნი ხედვიდენ ნათელსა.

34.  სანთელი გუამისა{ჲ} არს თუალი შენი; უ{კ}უეთუ თუალი შე{ნი} განმარტებულ არ{ს}, ყოველი გუამი შენი ნა{თ}ელ იყოს.

35. იხილე, ნუუკუე ნათელი შენ შორის ბნელ იყოს.

36.  უკუეთ{უ} გუამი შენი ყოველი ნათ{ე}ლ არს და არარაჲ ა{ქ}უნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი ყოვლად სანთელი ელვითა, განგანათლოს შენ.

37.  და ვითარცა თავადი იტყოდა ამას, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა.

38.  ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა ვიდრე სადილობამდე.

39.  ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არს ნატაცებითა და უკეთურებითა.

40.  უგუნურნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანცა შინაგანი შექმნა?

41.  გარნა რომელი-ესე ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაჲ, და, აჰა, ყოველი თქუენი წმიდა არს.

42.  არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისასა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანაწარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.

43.  ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა.

44.  ვაჲ თქუენდა, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენ და არა იციან.

45. მი-ვინმე-უგო რჩულისმეცნიერმან და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა მაგინებ.

46.  ხოლო თავადმან ჰრქუა მას: და თქუენდაცა, რჩულისმეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აჰკიდით კაცსა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას.

47.  ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წინაწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოწყჳდნეს იგინი.

48. ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფით საქმეთა მამათა თქუენთასა; მათ მოწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავებსა მათსა აშენებთ.

49.  ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათდა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, მათგანნი მოწყჳდნენ და დევნენ,

50.  რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,

51.  სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.

52.  ვაჲ თქუენდა, რჩულისმოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.

53.  და ეტყოდა მათ თავადი ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა; იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისათჳს სიტყჳსა.

54. და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.

 
12

1.  რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდესცა ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.

2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.

3. ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს; რომელსა ყურსა ეტყოდი საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

4.  ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად არარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.

5.  ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.

6.  ანუ არა ხუთი სირი განიყიდების ორის დანგის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.

7.  არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი გარაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ: მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.

8.  ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

9.  და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

10.  და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისათჳს კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.

11.  და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა წინაშე და მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ზრუნავთ: ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ ვთქუათ?

12.  რამეთუ სული წმიდაჲ გასწავებდეს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.

13.  ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა.

14.  ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენ ზედა?

15.  და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტავისაგან ვისისამე არს ცხოვრებაჲ მისი ნაყოფთა მათგან.

16.  და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო აგარაკი.

17. და განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: რაჲმე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა დავკრიბო ნაყოფი ესე ჩემი?

18. დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი ჩემი და კეთილი ჩემი.

19.  და ვრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუნს ყოველი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთაჲ: განისუენე, ჭამე, სუ და იხარებდ.

20. ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; რომელი-ეგე მოიმზადე, ვისა იყოს?

21. ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა, და არა ღმრთისა მიმართ განმდიდრდებოდის.

22. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ: ნუ ზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ ჰჭამოთ, ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ,

23.  რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი -- სამოსლისა.

24. განიცადენით ყორანნი, რამეთუ არცა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუნს საუნჯჱ, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რავდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთასა?

25.  ვინმე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

26.  უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ?

27.  განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.

28.  უკუეთუ ველსა გარე თივაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შეამკო, რავდენ თქუენ უფროჲს, მცირედ მორწმუნენო?

29. და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ ჰჭამოთ და რაჲ სუათ, და ნუცა განსცხრებით,

30. რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლივნი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რომელი გიჴმს ამათ ყოველთაგანი.

31.  გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს.

32.  ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან მოცემად თქუენდა სასუფეველი.

33. განყიდეთ მონაგები თქუენი და მიეცით ქველისსაქმე; ყავთ თავისა თქუენისა საფასჱ, რომელი არა დაძუელდეს, მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან გარყუნის.

34.  სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყვნენ გულნი თქუენნი.

35. იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ.

36. და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიან უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას.

37.  ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი ესრეთ მღჳძარენი; ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი და წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.

38. და ღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.

39.  ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვიდეს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა თჳსისაჲ.

40.  და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძჱ კაცისაჲ მოვიდეს.

41.  ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ იგავსა ამას იტყჳა, ანუ ყოველთა მიმართ?

42. და ჰრქუა უფალმან: ვინმე იყოს მნე იგი სარწმუნოჲ, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად ჟამსა იფქლისა საწყაული?

43.  ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი იგი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.

44.  ამენ გეტყჳ თქუენ, მრავალთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.

45.  უკუეთუ თქუას მონამან მან: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად.

46.  მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი, და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დადვას.

47.  ხოლო მონამან მან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს ფრიად.

48.  ხოლო რომელმან არა იცოდის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცეს ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.

49.  ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნას!

50.  ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!

51.  ეგრე ჰგონებთა, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფა{დ}.

52.  რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი -- ორთაგან და ორნი -- სამთაგან;

53.  და განეშოროს მამაჲ ძისაგან და ძე -- მამისაგან, და დედაჲ -- ასულისაგან და ასული -- დედისაგან, და დედამთილი -- ძისცოლისაგან მისისა და სძალი -- დედამთილისაგან თჳსისა.

54. ეტყოდა ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი აღმომავალი, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, -- და არნ ეგრეთ.

55.  და რაჟამს სამხრით ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ ხორშაკი იყოს, და არნ ეგრე.

56. მზაკუვარნო, პირი ცისა და ქუეყანისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადით?

57. ანუ რაჲსა თავით თჳსით არა შჯით მართალსა?

58.  რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგითრიოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ სეფეკაცსა, და სეფეკაცმან მიგცეს შენ საპყრობილედ.

59.  გეტყჳ შენ, ვითარმედ: არა გამოხჳდე შენ მიერ, ვიდრემდის უკუანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე შენ მწულილი.

 
13

1.  მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა თანა.

2.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიესა, ვითარმედ გალილეველნი იგი უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?

3.  გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევესახედ ყოველნი წარსწყმდეთ.

4.  ანუ იგი, რომელ ათორმეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოწყჳდნა, ჰგონებთა, ვითარმედ იგინი ხოლო თანამდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთასა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს?

5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარსწყმდეთ.

6.  და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, და მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა.

7. და ჰრქუა ვენაჴისმოქმედსა მას: აჰა, ესერა, სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვპოვე. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲ დაუპყრია უქმად?

8.  ხოლო მან მიუგო და ჰქუა მას: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მაგას და სკორე დაუდვა,

9.  ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე ეგე.

10. და ასწავებდა მათ შესაკრებელსა ერთსა შაფათსა შინა.

11.  და, აჰა, ესერა, დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათორმეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო მას ყოვლითურთ ზეახილვად.

12.  იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.

13.  და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა, და ადიდებდა ღმერთსა.

14.  მიუგო შესაკრებელთმთავარმან რისხვით, რამეთუ შაფათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმე; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაფათსა.

15.  მიუგო მას უფალმან და ჰრქუა: ორგულნო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აჰჴსნისა ჴარი, ანუ ვირი ბაგათაგან თჳსთა და წარიბის და ასჳს მას წყალი?

16.  ხოლო ესე ასული აბრაამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა, ათურამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴდად საკრველთაგან მისთა დღესა შაფათსა?

17.  და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.

18.  და ეტყოდა უფალი: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ და ვისა მსგავს არს იგი?

19.  მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა მტილსა თჳსსა; და აღორძნდა და იქმნა იგი ხე, და მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრეს რტოთა მისთა.

20.  მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ?

21.  მსგავს არს სასუფეველი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნოს ყოველი.

22.  და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ.

23.  და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:

24.  იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ შეუძლონ.

25.  ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! და მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.

26.  მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.

27.  და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი სიცრუისანი!

28.  მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა, და თქუენ -- განსხმულნი გარე.

29.  და მოვიდოდიან მზისაღმოსავალით და მზისდასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა.

30.  და, აჰა, ესერა, არიან უკუანაჲსკნელნი, რომელ იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკუანაჲსკნელ.

31.  მას დღესა შინა მო-ვინმე-უჴდეს იესუს ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ეროდე გეძიებს შენ მოკლვად.

32.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა, ესერა, განვასხამ ეშმაკთა და კურნებასა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები.

33.  ხოლო ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარნა იერუსალჱმს წარწყმედად.

34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რავდენგზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცასახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე მისთა, და არა ინებეთ!

35.  აჰა, ესერა, დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდის სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!

 
14

1.  და იყო, მო-რაჲ-ვიდოდა იგი სახლსა ვისამე მთავრისა ფარისეველისასა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას.

2.  და, აჰა, ესერა, იყო ვინმე წყლითა მანკიერითა წინაშე მისა.

3.  მიუგო იესუ და ჰრქუა რჩულისმოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაფათსა შინა კურნებაჲ?

4. ხოლო იგინი დუმნეს. მოიყვანა იგი და განკურნა და განუტევა იგი.

5.  და ჰრქუა მათ: ვის თქუენგანისა ძჱ, ანუ ჴარი ჯურღუმულსა შთავარდეს, არამე მეყსეულად აღმოიქუასა იგი დღესა შაფათსა?

6.  და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

7.  და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეისწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:

8.  რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი ვინმე შენსა იყოს ჩინებულ;

9. და მოვიდეს შენდა, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკუანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად.

10.  არამედ გხადოს თუ ვინმე, მივედ და დაჯედ უკუანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ და გრქუას: მეგობარო, აღ-რე-გუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინაჴეთა.

11.  რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს, იგი ამაღლდეს.

12.  ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სადილსა, გინა სერსა, ნუ ხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა შენთა მდიდართა, ნუუკუე მათცა გხადონ შენ კუალად, და გექმნეს შენ იგი მოსაგებელ.

13.  არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სადილსა, ხადე შენ გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა, ბრმათა,

14.  და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუნს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.

15.  ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა.

16.  ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე ყო პური დიდი და უწოდა მრავალთა.

17. და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა და ჰრქუა ჩინებულთა მათ მოსლვაჲ, რამეთუ, ესერა, მზა არს ყოველი.

18. და იწყო ყოველმან თითოეულმან ჯმნად. პირველმან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედამაც მისლვად და ხილვად. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ მე შენგან.

19.  და სხუამან თქუა: უღელი ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათდა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ.

20. და მერმე სხუამან თქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მისლვად.

21. და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა უფალსა თჳსსა ყოველი ესე. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, და გლახაკნი უცხონი და ბრმანი და მკელობელნი შემოიყვანენ აქა.

22. და ჰრქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებული შენი, და ადგილი არსღა.

23.  და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვაჲ, რაჲთა აღივსოს სახლი ესე ჩემი.

24.  ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათგანმან კაცმან გემოჲ იხილოს სერობისა მისგან ჩემისა.

25. და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი. და მიექცა და ჰრქუა მათ:

26. რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად თავიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა.

27. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფ{ების} მოწაფე-ყო{ფად} ჩემდა.

28. ვისმე უკუე {თქუენ}განსა უნდ{ეს გო}დლისა შენება{ჲ, ა}რამე პირვე{ლად} დაჯდესა და {აღი}რაცხოს, რავ{დე}ნი წარჴდეს, {უკ}უეთუ აქუნს, რაჲთა კმა-ეყოს მ{ას}, ვიდრე აღსრულებ{ად}მდე.

29.  ნუუკუ{ე} დადვას სა{ფუ}ძველი და ვერ {შეუძლო}ს აღსრულებად {და} ყოველნი რომელნი ხედვი{დე}ნ მას, იწყონ კიც{ხე}ვად მისა

30.  და თქუან, {ვითარმედ}: კაცმან ამან {იწყ}ო შჱნებად დ{ა ვერ შე}უძლო აღს{რ}ულებად.

31. და ანუ მეუფჱ, რომელი მი{უ}ვალნ სხუას{ა მე}უფესა ბრძ{ოლ}ად, არამე პი{რვე}ლად დაჯდეს და განირაცხოს, {თუ} შესაძლებელ ა{რს} ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალისა მის ზედა?

32 .უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა იყოს, მოციქულნი მიუვლინნეს და მოიკითხოს იგი მშჳდობით.

33. ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან, რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა.

34. კეთილ არს მარილი იგი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?

35. არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარეგანდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

 
15

1.  და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა.

2.  და ტრტჳნვიდეს ფარისეველნი და იტყოდეს, ვითარმედ ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.

3.  და ეტყოდა მათ იგავსა ამას:

4.  ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმეოცდააცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდის პოოს იგი.

5. და პოოს რაჲ იგი, დაისუას მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით.

6.  და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.

7.  გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს, ვიდრე ოთხმეოცდააცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.

8.   გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდეს დრაქმჱ ათი, რომელ არს სატირი, რომელმან წარწყმიდოს დრაქმჱ ერთი, არამე აღანთოსა სანთელი და მოაგოს სახლი და ეძიებდეს გულსმოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი?

9.  და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმჱ იგი, რომელ წარწყმდა.

10.  გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.

11.  მერმე ეტყოდა და ჰრქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

12. და ჰრქუა მამასა თჳსსა უმრწემესმან მან: მომეც მე ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი.

13.  და შემდგომად არამრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი მისი, რამეთუ ცხონდებოდა არაწმიდებით.

14.  და ვითარცა წარწყმიდა მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა. და იწყო მოკლებად.

15. და სოფელსა ერთსა მივიდა და შეეყო ერთსა მოქალაქეთაგანსა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.

16.  და სწადინ აღვსებად მუცლისა თჳსისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.

17.  მოდგა გონებასა თჳსსა და თქუა: რავდენთა მორეწეთა მამისა ჩემისათა გარდაერევის პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.

18.  აღვდგე, წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცათა შინა და წინაშე შენსა.

19.  და არა ღირს ვარ წოდებად შვილად შენდა. შემრაცხე მე, ვითარცა ერთი მორეწეთა შენთაგანი.

20.  და აღდგა და მოვიდა მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან და შეეწყალა, და აღდგა და სრბით მიეგებვოდა და შეეხჳა ყელსა მისსა, ამბორს-უყო.

21. და ჰრქუა მას ძემან: მამაო, ვცოდე ცათა შინა და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა.

22.  ჰრქუა მამამან მონათა თჳსთა: გამოართუთ მაგას კუართი იგი წინაჲ და შთააცუთ მაგას, მიეცით ბეჭედი ჴელსა მაგისსა და ჴამლი -- ფერჴთა მაგისთა.

23.  და მოიბთ ჴარი იგი უსხი და დაკალთ და ვჭამოთ და ვიშუებდეთ.

24.  რამეთუ ესე ძჱ ჩემი მომკუდარ იყო და ცხომდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს შუებად.

25. და იყო უხუცესი ძჱ მისი აგარაკსა. ვითარ მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სახიობისაჲ და პარით მემღერთაჲ.

26.  მოუწოდა ერთსა მონათა მისთაგანსა და ჰრქუა: რაჲ არს ესე?

27.  და მან ჰრქუა მას: რამეთუ ძმაჲ შენი მოსლულ არს, და დაკლა ჴარი იგი უსხი მამამან შენმან, რამეთუ ცოცხალ იყო და იპოვა.

28. განრისხნა და არა უნდა შესლვის. და მამაჲ იგი გამოვიდა, ევედრებოდა მას.

29.  მიუგო და ჰრქუა მამასა მას მისსა: ესე რავდენნი წელნი არიან, ვინაჲთგან გმონე შენ და არასადა გარდაგიჴედ მცნებათა შენთა; თიკანი ერთი არასადა მომეც მე, რაჲთამცა ვიხარე მეგობართა ჩემთა თანა.

30.  რაჟამს მოვიდა ძჱ იგი შენი, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ჴარი იგი უსხი.

31.  ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ და ყოველი, რაჲ ჩემი არს, შენი არს.

32.  არამედ შუებად და სიხარულად ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედილ იყო და იპოვა.

 
16

1. და ეტყოდა მოწაფეთა მათ: კაც ერთ იყო მდიდარ და ესუა მას ეზოჲსმოძღუარ. და შეასმინეს იგი, ვითარცა განმბნეველი ნაყოფთა მისთაჲ.

2.  მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც რიცხჳ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ყოფად ხარ ჩემდა ეზოჲსმოძღუარ.

3.  თქუა ეზოჲსმოძღუარმან მან გულსა თჳსსა: რაჲმე ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა მიძლავს, თხოვად მრცხუენის.

4.  უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა რაჟამს გარდავდგე სამნოსა ამას, შემიწყნარონ მე სახლებსა მათსა.

5.  და მოუწოდა თითოეულად, ვის რაჲ თანაედვა უფლისა მისისაჲ: ჰრქუა პირველსა მას: რავდენ-რაჲ თანაგაც უფლისა ჩემისაჲ?

6.  და მან ჰრქუა: ასი მარი ზეთი. და ჰრქუა მას: მიიღე წიგნი შენი და დაჯედ, დაწერე ადრე-ადრე ერგასისი.

7.  მერმე ჰრქუა სხუასა: შენ რავდენი-რაჲ თანაგაც? და მან ჰრქუა: ასი სათუელი იფქლი. და ჰრქუა მას: მიიღე წიგნი შენი და დაჯედ და დაწერე ოთხმეოცი.

8.  და აქო უფალმან მნე იგი სიცრუისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ შვილნი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს შვილთა ნათლისათა ნათესავთა თჳსთა შორის.

9. და მე თქუენ გეტყჳ: იყვენით თავებისა თქუენისა მეგობრებ ფასისაგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეს იგი, შეგიწყნარნენ თქუენ საყოფელთა მათ საუკუნეთა.

10.  რომელი მცირესა ზედა სარწმუნო არს, მრავალსა ზედა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ იყოს, მრავალსა ზედაცა ცრუ იყოს.

11.  უკუეთუ აწ სიცრუესა მას მამონაჲსსა არა სარწმუნო იპოვენით, ჭეშმარიტი იგი თქუენდა ვის ჰრწმენეს?

12.  და თუ უცხოსა მას არა სარწმუნო იქმნეთ, თქუენი იგი ვინ მოქცეს თქუენ?

13.  არავინ მონამან შეუძლის ორთა უფალთა მონებად, რამეთუ ერთი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, ანუ ერთსა ადიდებდეს და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ შეუძლოთ ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.

14 . ვითარცა ესმა ესე ყოველთა მათ ფარისეველთა, რამეთუ ვეცხლისმოყუარე იყვნეს, განკიცხეს იგი.

15.  და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თქუენთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან უწყნის გულნი თქუენნი, რამეთუ რომელი წინაშე კაცთა მაღლოვ არს, პილწ არს წინაშე ღმრთისა.

16.  შჯული იგი და წინაწარმეტყუელნი იოვანესითგანი: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების და ყოველივე მას ჰმძლავრობს.

17. ხოლო უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ, ვიდრე არა შჯულისაგან ერთი სასწავული დავრდომად.

18.  ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, იმრუშოს; და რომელმან განტევებული შეირთოს, მან იმრუშოს.

19.  კაც ერთ ვინმე იყო მდიდარ და იმოსებოდა ძოწეულითა და ზეეზითა და იხარებდა მარადის ბრწყინვალედ.

20. და გლახაკიცა ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი იდვა ბჭეთა თანა მისთა დამღიერებული.

21.  და სწადინ განძღომად ნაბიჭევისა მისგან, რომელი გარდამოვარდის ტაბლისაგან მის მდიდრისაჲსა, არამედ ძაღლნიცა ჰლოშნიდეს ზუზღასა მისსა.

22.  და იყო ვითარ მოკუდა გლახაკი იგი, და მიიქუეს იგი ანგელოზთა წიაღთა აბრაამისთა, მოკუდა მდიდარი იგიცა და დაეფლა.

23. და ჯოჯოხეთით აღიხილნა თუალნი თჳსნი, ვიდრე იგი იყო ტანჯვასა შინა, იხილა აბრაამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.

24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს წუერი თითისა მისისაჲ წყალსა და განაგრილოს ენასა ჩემსა, რამეთუ ვიარები ალსა მას შინა.

25.  და ჰრქუა მას აბრაამ: შჳლო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე ძჳრნი იგი. აწ ესერა, ესე აქა ნუგეშინისცემულ არს, და შენ მანდა იარები.

26. და ზედა ამას ყოველსა მთხრებლ დიდ არს შორის ჩუენსა და თქუენსა. და თუ ვისმე უნდეს ამიერ წიაღსლვად თქუენდა, ვერ წიაღჴდენ, და არცა მაგიერნი წიაღ-ჩუენდამო-სლვად.

27.  და ჰრქუა: აწ გევედრები შენ, მამაო ჵ აბრაამ, რაჲთა მიავლინო ეგე სახედ მამისა ჩემისა.

28.  არიან მუნ ჩემნი ძმანი ხუთნი, არწმუნოს მათ, რაჲთა არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.

29. და თქუა აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი, მათი ისმინენ.

30.  და მან ჰრქუა: არა, მამაო აბრაამ, გარნა მკუდრეთით თუ ვინმე მივიდეს მათა, და შეინანონ.

31.  და ჰრქუა მას: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, დაღათუ მკუდრეთით ვინმე აღდგეს, არავე ჰრწმენეს.

 
17

1. ჰრქუა მოწაფეთა მათ თჳსთა: არა ეგების არამოსლვაჲ საცთურისაჲ, ხოლო ვაჲ მისა, რომლისა ძლით მოვიდეს.

2.  უადვილესმცა იყო, ქვაჲ ფქვისაჲ დამოეკიდა ყელსა მისსა და შთა-მცა-ვარდა ზღუასა, ვიდრე არა ერთისა მათ მცირეთაგანისა დაბრკოლებასა.

3.  ხ~ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ ცოდოს ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და თუ შეინანოს, მიუტევე მას.

4.  და თუ შჳდგზის დღესა შინა შეგცოდოს შენ და შჳდგზისვე მოიქცეს შენდა და თქუას: ვინანი, მიუტევე მას.

5.  და რქუეს მოციქულთა მათ: შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ!

6.  და ჰრქუა უფალმან: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ მდოგჳსმარცუალ ოდენ და ჰრქუათ ლეღუსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა, და ისმინოს თქუენი.

7.  ვისმე თქუენგანსა ესუას მონაჲ, ჴნვიდეს, ანუ მწყსიდეს, რომელი ვითარცა შემოვიდეს ველით, ჰრქუასმე მას: ადრე-ადრე წარმოჴედ, ინაჴ-იდგ!

8.  არამედ ესრე სამე ჰრქუას მას: მზა-მიყავ, რაჲ ვჭამო, და წარმოჴედ, სარტყელი შეირატყ და მსახურე, ვიდრემდის ვჭამო და ვსუა, და ჭამე და სუ შენცა.

9.  ნუთუ მადლ რაჲ იპყრას მონისაჲ მის, რამეთუ ყო ყოველი იგი ბრძანებული?

10.  ეგრეცა თქუენ, რაჟამს ჰყოთ ყოველი იგი ბრძანებული თქუენდა მიმართ, თქუთ, ვითარმედ: მონანი უჴმარნი ვართ; რაჲ თანაგუედვა ყოფად, ვყავთ.

11. და იყო მისლვასა მისსა იერუსალჱმდ, და თჳთ განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა.

12.  ვითარ შევიდოდა დაბასა რომელსამე, შეემთხჳნეს მას ათნი კაცნი განბოკლებულნი, რომელნი დადგეს შორით,

13. აღიმაღლეს ჴმაჲ და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შეგჳწყალენ ჩუენ!

14.  და ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: მივედით, უჩუენენით თავნი მღდელთა მათ. და იყო, ვითარცა წარვიდეს, მუნქუესვე განწმიდნეს.

15. და ერთმან მათგანმან ვითარცა იხილა, რამეთუ განიკურნა, მიიქცა მუნვე და ადიდებდა ღმერთსა.

16.  დავარდა ზედა პირსა თჳსსა ფერჴთა თანა მისთა და ჰმადლობდა მას. და თჳთ იგი იყო სამარიტელ.

17.  მიუგო იესუ და ჰრქუა: არა ესენი ათნი განწმიდნეს? აწ ცხრანი იგი სადა არიან?

18.  რამეთუ არა იპოვნეს მოქცევად და დიდებისა მიცემად ღმრთისა, გარნა უცხოთესლი ესე ხოლო.

19.  და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.

20.  ვითარცა ჰკითხეს ფარისეველთა მათ, ვითარმედ: ოდეს მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ, -- მიუგო მან და ჰრქუა: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით;

21.  და არა თქუან, ვითარმედ: აჰა, ესერა, აქა არს, გინა თუ: მუნ, -- რამეთუ, აჰა, ესერა, სასუფეველი ღმრთისაჲ თქუენ თანა არს.

22 .  ჰრქუა მოწაფეთა მათცა: მოვიდენ დღენი, და გწადოდის თქუენ ხილვად დღე ერთი დღეთაგან ძისა კაცისათა და ვერ იხილოთ.

23.  და თუ გრქუან თქუენ, ვითარმედ: აჰა, ესერა, აქა არს, გინა თუ: მუნ, -- ნუ გრწამნ.

24. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინებულ ცათა შინა ქუეშე ცასა გამობრწყინდის, ეგრეცა ძე კაცისაჲ დღესა მას თჳსსა.

25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებაჲ და შეურაცხებაჲ ნათესავისა ამის.

26.  და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრე იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა:

27.  ჭამდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობანსა მას. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი.

28. და ეგრეთვე ვითარცა იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს.

29.  და რომელსა დღესა გამოვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ზეცით ცეცხლი და წუმწუბი და წარწყმიდნა ყოველნი.

30. ეგრე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოცხადნეს.

31.  მას დღესა შინა, რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე; და რომელი ველსა გარე, ნუ უკმოიქცევინ კუალად.

32.  მოიჴსენეთ ცოლისა ლოთისი.

33.  რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.

33.  გეტყჳ თქუენ: ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი დაეტევოს;

35.  ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.

[[36.]]

37. და მიუგეს და ჰრქუეს: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს.

 
18

1.  ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მარადის მათდა ლოცვაჲ და არა მოწყინებაჲ ლოცვასა შინა.

2.  და ეტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.

3.  და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.

4. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა თჳსსა: და ღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის.

5.  ამისთჳს, რამეთუ შურომასა მახუედრებს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.

6.  და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყჳს.

7.  ხოლო ღმერთმან არამე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა.

8.  გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოოსმე რაჲ სარწმუნოვებაჲ ქუეყანასა ზედა?

9. თქუა ვიეთდამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,

10.  ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.

11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარ სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ, მემრუშე, გინა ვითარ ესე მეზუერე,

12.  ვიმარხავ ორგზის შაფათსა შინა, ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.

13.  ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზეახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: უფალო, მილხინე მე ცოდვილსა ამას.

14.  გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა იგი განმართლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

15.  მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.

16.  ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმათა მაგათ მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

17.  ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.

18.  და ჰკითხა ვინმე მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

19.  ჰრქუა მას იესუ: რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.

20.  მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.

21.  ხოლო მან ჰრქუა: ეგე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან.

22.  ესმა რაჲ ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა ესე გაკლს შენ: ყოველი, რაჲ გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოედ და შემომიდეგ მე.

23. ხ~ ესმა რაჲ ესე მას, შეწუხნა. რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. 24. ვითარცა იხილა იგი იესუ, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდეს სასუფეველსა ღმრთსასა, რომელსა აქუნდეს საფასჱ.

25.  უადვილეს არს მანქანისსაბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად.

26.  ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს: და ვისმე ჴელ-ეწიფების ცხორების?

27.  მიუგო იესუ და ჰრქუა: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

28.  ჰრქუა პეტრე: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველივე თჳსი და შეგითქთ შენ.

29.  ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა მამა-დედანი, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილნი სასუფეველისათჳს ღმრთისაჲსა.

30.  რომელმან არა მოიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მას -- მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

31.  და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, აღვალ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი წინაწარმეტყუელთა დაწერილნი ძესა ზედა კაცისასა:

32. რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ მას

33.  და სტანჯვიდენ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

34.  და მათ არა გულისხმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან. და არა იცოდეს თქუმული იგი.

35.  და იყო, ვითარცა მიეახლნეს იგინი იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.

36.  ვითარცა ესმა, რამეთუ ერი წარმოვალს, ჰკითხვიდა: რაჲმე არს ესე?

37.  და უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.

38.  ხოლო მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

39.  და რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

40.  დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მიეახლა, ჰკითხა მას:

41.  რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღმიხილნე თუალნი.

42.  ხოლო იესუ ჰრქუა: აღიხილენ; სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.

43.  და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილა და აქებდეს ღმერთსა.

 
19

1.  და შევიდა და განვიდა იერიქოჲთ.

2.  და, აჰა, ესერა, კაცი ვინმე, და სახელი -- ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და იყო იგი მდიდარ ფრიად.

3. და უნდა ხილვაჲ იესუსი, ვითარ ვინძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.

4.  და წარბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა.

5. და ვითარცა მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.

6.  ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.

7. ვითარცა იხილეს ყოველთა, დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა თანა შევიდა დადრგომად.

8.  აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.

9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა ნაშობი აბრაჰამის არს.

10.  {რამეთუ მ}ოვიდა ძჱ კაცის{ა}ჲ მოძიებად წა{რ}წყმედულისა.

11.  {და} ვითარცა ესმოდა ერსა {მ}ას, შესძინა და თქუა იგავი ამისთ{ჳ}ს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად {გ}ამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.

12.  {და} ჰრქუა მათ: კაცი ვი{ნმ}ე აზნაური წა{რვ}იდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.

13.  და მოუწოდა ათთა მონათა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამა{ს}, ვიდრემდე მოვიდე.

14.  ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდ{ა} იგი და მიავლინნ{ეს} მოციქულნი შედგომად მისა დ{ა} ჰრქუეს მას: არ{ა} გუნებავს მაგ{ისი} მეუფებაჲ ჩუენ ზედა.

15. და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მონათაჲ მათ, რომელთა მისცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.

16.  და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან მან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.

17.  ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.

18. და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო.

19.  ჰრქუა მასცა: და იყავ შენცა ხუთთა ზედა ქალაქთა.

20. და მოვიდა მესამე იგი და ჰრქუა: უფალო, აჰა, ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,

21.  რამეთუ მეშინოდა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, რომელი არა დასდვი, და მოიმკი, რომელი არა დასთესი.

22. ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო, მონაო ურწმუნოო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, რომელი არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა განვსთესი.

23.  და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მოვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი?

24.  და წინაშემდგომელთა მათ ჰრქუა: მიუღეთ იგი და მიეცით, რომელსა-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.

25.  და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.

26.  ხოლო გეტყჳ თქუენ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.

27.  ხოლო მტერნი, რომელთა არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.

28.  და ესე ვითარცა წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.

29.  და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი

30. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა არავინ დაჯდომილ არს; აჰჴსენით და მომგუარეთ მე.

31. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

32. და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.

33.  და აჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას. ჰრქუეს მათ უფალთა მათთა: რაჲსათჳს აჰჴსნით კიცუსა მაგას?

34.  ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

35.  და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას და დასუეს მას ზედა.

36.  და ვითარ შევიდოდეს იგინი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.

37. და ვითარცა მიიწინეს იგინი შთასავალსა მას მთისა მის ზეთისხილთასა, იწყო ყოველმან [სიმრავლე]მან მოწაფეთამან სიხარულით ქებად მისა ჴმითა დიდითა ყოველთათჳს, რომელნი იხილვნეს ძალნი.

38.  და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშჳდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

39.  და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა, რაჲთა დადუმნენ.

40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ, დაღათუ ესენი დადუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.

41.  და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა

42. და იტყოდა: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობაჲ იგი შენი! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.

43.  რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარემოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.

44. და განგაძონ შენ, და შვილნი გარემოჲს შენსა დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისხმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.

45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად, რომელნი ჰყიდდეს ტრედებსა.

46.  და ჰრქუა მათ: წერილ არს: იყოს სახლი ჩემი სახლ სალოცველ, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.

47.  და იყო მუნ და ასწავებდა დღითი დღე ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს წარწყმედად.

48. და ვერას ჰპოვებდეს, რაჲ უყონ, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

 
20

1. და იყო, მათ დღეთა ოდენ ასწავებდა ერსა მას და ახარებდა ტაძარსა მას შინა. ზედამოუჴდეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,

2.  ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მითხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

3.  მიუგო იესუ და ჰრქუა: გკითხო თქუენ სიტყუაჲ, და მითხართ მე:

4.  ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო, ანუ კაცთაგან?

5.  ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით არს, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?

6.  უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაჲსწარმეტყუელად.

7.  და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო.

8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა მე ამას ვიქმ.

9.  და იწყო იგავით სიტყუად მათდა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა მოქმედთა და წარვიდა იგი მრავალთა ჟამთა.

10.  და ჟამსა თჳსსა მიავლინა მოქმედთა მათ მონაჲ თჳსი, რაჲთა ნაყოფისა მისგანი მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს, ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი.

11.  და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი.

12.  მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს წყლულებაჲ და გამოაძეს იგი.

13. და თქუა უფალმან ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძჱ ჩემი საყუარელი, ვინ იცის, ამისა შეიკდიმონ.

14.  ხოლო ვითარცა იხილეს ქუეყანისმოქმედთა მათ, ზრახვიდეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი, მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.

15.  და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?

16.  მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, თქუეს: ნუ იყოფინ!

17. ხოლო თავადმან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?

18.  ყოველი რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს.

19.  და უნდა მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისხმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.

20.  და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართალ იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა.

21. და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ სამართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალთ-აღებ, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.

22.  ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად, ანუ არა?

23. და გულისხმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს გამომცდით მე?

24.  მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ.

25. და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.

26.  და ვერარაჲ უპოვეს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-გებაჲ იგი მისი და დადუმნეს.

27.  მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არსო. ჰკითხეს მას და ეტყოდეს:

28.  მოძღუარ, მოსე ესრე დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისამე მოკუდეს ძმაჲ და ესუას ცოლი და იგი უშვილო იყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.

29.  შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.

30. და მეორემან და მესამემან.

31.  და მოწყდეს უშვილონი. ეგრევე შჳდთა მათ, და არა დაშთა შვილი.

32.  და მათსა შემდგომად მოკუდა დედაკაციცა იგი.

33.  აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ შჳდთავე ესუა იგი ცოლად?

34.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ;

35.  ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნეს საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ.

36. არცა სიკუდიდ მერმე ჴელეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.

37. ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარ-იგი ეტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაამისსა, ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა,

38. რამეთუ ღმერთი არა არს მკუდართაჲ, არამედ ცხოველათაჲ, რამეთუ ყოელნი ცხოელ არიან მის წინაშე.

39. მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ, კეთილად სთქუ.

40. და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან, და ჰრქუა მათ უფალმან:

41. ვითარ უკუე იტყჳან თქუენგანნი ვინმე ქრისტესა ძედ დავითისად.

42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა.

43.  ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუე ფერჴთა შენთა.

44. თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს?

45.  და ვითარ ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:

46. ეკრძალენით მწიგნობართა, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა ჰნებავს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველ-ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემოჯდომაჲ პურსა ზედა,

47.  რომელნი შეჰჭამენ სახლსა ქურივთასა და მიზეზით შორად ილოცვენ. ამათ მიიღონ უმეტესი სარჩელი.

 
21

1. მიხედა და იხილა, რომელნი დასდებდეს შესაწირავსა ფასისსაცავსა მას მდიდარნი.

2.  და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი.

3.  და თქუა იესუ: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა.

4.  რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტავისაგან მათისა შეწირეს დასადებელსა ამას, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

5.  და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისა მისთჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა:

6. ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

7.  ჰკითხეს მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს იყოს, და რაჲ არს სასწაული, ოდეს ესე ყოფად არს?

8.  ხოლო თავადმან ჰრქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, ნუ მიხუალთ შედგომად მათდა.

9. ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.

10.  მაშინ ეტყოდა მათ: აღდგენ ნათესავნი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;

11. და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილდ-ადგილდ, სიყმილნი და სრვანი, საშინელებანი ზეცით, სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.

12.  ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილესა, მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანებდენ თქუენ სახელისა ჩემისათჳს.

13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

14.  დაისხენით ესენი გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ,

15.  რამეთუ მოგცეს თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა.

16.  რამეთუ მიგცნენ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა;

17.  და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

18.  და თმაჲ თავისა თქუენისაჲ ცუდად არა წარწყმდეს.

19. მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.

20.  რაჟამს იხილოთ იერუსალჱმი გარემოდგომილი ერისაგან, მაშინ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.

21.  მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად კერძო; და რომელნი იყვნენ შუვა მისა, განივლტოდედ; რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.

22.  რამეთუ დღენი შურის-გებისანი არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.

23.  ხოლო ვაჲ მუცელქმნულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს ჭირი დიდი მაშინ ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა მას.

24.  და დაეცნენ პირითა მახჳლისაჲთა, და წარიტყუენნენ ყოველთა მიმართ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.

25.  {დ}ა იყოს სასწაული მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა, ვითარცა ზღჳსაგან და ძრვისა;

26. სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.

27. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.

28. და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით ჴელნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი. *

-----------------------------------------------------------------------------

 

* აქედან ხელნაწერს აკლია ფურცლები

 
22

15.  [მით] * ქუმიდა პასქასა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.

16. ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამისგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა ღმრთისასა.

17.  და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ ესე და განიყავთ თავისა თქუენისა.

18.  ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.

19.  და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა, მისცა მათ და ჰრქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳ{ს} მიცემული; ამას ჰყოფდით ჩემდა მოსაჴსენებელად.

20.  ეგრევე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი -- ახ{ა}ლი რჩული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.

21. ხოლო, აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.

22. ძჱ სამე კაცისაჲ მსგავსად განჩინებულისა მისისა წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისაჲ მის, ვის მიერ მიეცემის იგი!

23. {დ}ა მათ იწყეს ძიებად ურთიერთას: ვინმე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?

24. და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ ვინმე იყოს დიდ მათგანი?

25.  ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებდენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუს მათ ზედა, ქველისმოქმედ ჰრქჳან.

26.  ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი -- ვითარცა მსახური.

27.  ვინ არს უფალი: რომელი ინაჴით ზის, ანუ რომელი მსახურებს? ანუ არა რომელი ინაჴით ზის? ხოლო მე ვარ თქუენ შორის, ვითარცა მსახური.

28. თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.

29.  და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან სასუფეველი,

30. რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ჩემსა ზედა სასუფეველსა შინა ჩემსა და დასხდეთ ათორმეტნი საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.

31. სიმონ, სიმონ, აჰა, ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.

32.  ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიექცე და განამტკიცნე ძმანი შენნი.

33.  ხოლო მან ჰრქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და მოსიკუდილდ.

34.   ხოლო თავადმან ჰრქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამგზის უვარ-მყო მე, ვითარმედ არა მიცი მე.

35.  და ჰრქუა მათ: ოდეს წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთშესასხმელისა, ნუ გაკლდა რაჲ თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არაჲ გუაკდა.

36.  და მერმე თქუა: არამედ აწ რომელსა აქუნდეს ბალანტი, აღიღენ; ეგრევე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.

37.  გეტყჳ თქუენ: ესე ხოლო წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ ურჩულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.

38.  ხოლო მათ რქუეს: უფალო, აჰა, ესერა, არიან ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს.

39. და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.

40.  და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, და ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

41.  და თავადი განეშორა მათგან, ვითარ ქვისსატყორცებელ ოდენ, დაიდგნა მუჴლნი, ილოცვიდა

42.  და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანაწარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!

[[43.]]

[[44.]]

45. და აღდგა მიერ ლოცვით და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან

46.  და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

47.  და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა, ერი და რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინაუძღოდა მათ და მიეახლა იესუს, ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათ და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.

48.  ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იუდა ამბორის-ყოფითა მისცემს ძესა კაცისასა?

49.  იხილეს რაჲ მისთანათა საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?

50.  და სცა ვინმე ერთმან მათგანმან მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.

51.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე! და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.

52.  ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთმოძღუართა და ერისთავთა მის ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა მოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.

53.  დღითი დღედ თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, და არა გაჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.

54.  და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს იგი სახლსა მღდელთმოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.

55.  და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა და გარემოასხდეს იგინი, და დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.

56.  და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას და თქუა: ესეცა მის თანავე იყო.

57.  ხოლო მან უარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.

58.  და მცირედრე იხილა იგი სხუამან და ჰრქუა: შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცნო, არა ვარ მათთანაჲ.

59. და ვითარ წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მათთანაჲვე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.

60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამი ყივა.

61.  და მოექცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე უვარ-მყო მე სამგზის, ვითარმედ: არა ვიცი მე.

62.  და გავიდა გარე, ტიროდა მწარედ.

63.  ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს

64.  და ეტყოდეს: წინაჲსწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?

65.  და სხუასა მრავალსა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.

66.  და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი და მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი შესაკრებელსა მათსა

67.  და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ხ~ ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა, არა გრწმენეს;

68.  და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲ მომიგოთ, გინა განმიტეოთ.

69.  ამიერითგან იყოს ძჱ კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.

70.  და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ: თქუენ იტყჳთ, რამეთუ მე ვარ.

71.  და მათ თქუეს: რაჲღა გჳჴმს წამებაჲ? ჩუენ თჳთ გუესმა პირისაგან მისისა.

 

---------------------------------------------------------------------------------------

* აქედან გრძელდება ხელნაწერი

 
23

1.  და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.

2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რომელი გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკისა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ ქრისტე იგი არს მეუფჱ.

3. ხოლო პილატე ჰკითხვიდა მას და ჰრქუა: შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ? მან მიუგო და ჰრქუა: შენ სთქუ.

4.  ჰრქუა პილატე მღდელთმოძღუართა მათ და სიმრავლესა მას: არას ვპოებ ბრალსა კაცისა ამის თანა.

5.  და იგინი განკრძალულ იყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღძრავს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა; იწყო გალილეაჲთ და მოაქამდე.

6.  ხოლო პილატეს ვითარცა ესმა გალილეაჲსაჲ, ჰკითხა, ვითარმედ: გალილეველ არს კაცი ესე?

7. და ვითარცა აგრძნა, ვითარმედ საბრძანებელისაგან ჰეროდესი არს, მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იგიცა იერუსალჱმს იყო მათ დღეთა შინა.

8. და ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა დიდად, რამეთუ სწადოდა მრავლით ჟამითგან ხილვაჲ მისი, რამეთუ მრავლით ჟამითგან სწადოდა მისთჳს სასწაულის-ხილვად მისგან.

9. ჰკითხვიდა მას სიტყუათა მრავალთა, და მან არარაჲ მიუგო მას.

10.  დგეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, განკრძალულად ძჳრსა იტყოდეს მისთჳს.

11.  შეურაცხ-ყო იგი ჰეროდეცა ერითურთ თჳსით, განბასრა იგი და შეჰმოსა სამოსელი სპეტაკი და მიუძღუანა მუნვე პილატეს.

12. და იმოყურნეს ჰეროდე და პილატე მას დღესა შინა, რამეთუ წინა მტერ იყვნეს ურთიერთას.

13.  მოუწოდა პილატე მღდელთმოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას

14.  და ჰრქუა მათ: მოიყვანეთ, წარმოადგინეთ ჩემ წინაშე კაცი ესე, ვითარცა განმდრეკელი ერისაჲ მაგის, და, აჰა, ესერა, თქუენ წინაშე ვიკითხე და ბრალი არაჲ ვპოე კაცისა მაგის თანა, რომელსა თქუენ ძჳრსა იტყჳთ მაგისთჳს,

15.  არამედ არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე ეგე მას, და აწ არაჲ სიკუდილისსაქმჱ უქმნიეს მაგას.

16.  განვსწავლო ეგე და განუტეო.

17.  რამეთუ თანაედვა დღესასწაულად-დღესასწაულად ერთი მიტევებად მათდა.

18.  და ღაღადებდა ყოველი იგი სიმრავლე და იტყოდეს: აღიღე ეგე და განუტევე ჩუენდა ბარაბაჲ,

19.  რომელ-იგი აღძრვისათჳს რაჲს მე ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეყენებულ იყო საპყრობილესა შინა.

20.  მერმე პილატე იწყო სიტყუად, რამეთუ უნდა განტევებაჲ მისი.

21 .  და იგინი უფროჲს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე!

22.  და მან სამგზის ჰრქუა მათ: რაჲ ძჳრ-უქმნიეს ამას? არაჲ ბრალი ვპოვე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტეო.

23.  და იგინი აწუევდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს ჯუარ-ცუმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთმოძღუართანი მათ.

24.  და პილატე განაჩინა აღსრულებად თხოვაჲ იგი მათი.

25.  განუტევა მათდა ბარაბაჲ იგი, რომელი აღძრვისათჳს და კაცის-კლვისათჳს შეეყენა საპყრობილესა, რომელსაცა-იგი ითხოვდეს, და იესუ მიუტევა ნებასა მათსა.

26. ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს ვინმე სიმონ კჳრინელი, რომელი მოვიდოდა აგარაკით, და დასდვეს ჯუარი იგი მას ზედა მიღებად კუალსა იესუსსა.

27.  და მისდევდა მას სიმრავლე ერისაჲ მის და დედებისაჲ, რომელნი ტიროდეს და ეტყებდეს მას.

28 .  მიექცა იესუ და ჰრქუა მათ: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემდა, არამედ სტიროდეთ თავთა თქუენთა და ზედა ნაშობთა თქუენთა,

29.  რამეთუ მოვიდენ დღენი, რომელთა შინა იტყოდიან, ვითარმედ: ნეტარ ბერწთა და მუცელთა, რომელთა არა შვეს, და ძუძუთა, რომელთა არა აწოეს!

30.  მას ჟამსა იწყონ სიტყუად მთათა მიმართ: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა, ვითარმედ: დამფარენით ჩუენ.

31.  უკუეთუ ძელსა ნედლსა ამას უყოფენ, ჴმელსა მას რაჲმეღა უყონ?

32.  მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრისმოქმედნი მის თანა.

33.  ვითარცა მიეახლნეს ადგილსა მას, რომელსა ერქუმის თხემ, და მუნ ჯუარს-აცუნეს იგი და ძჳრისმოქმედნი იგი, რომელიმე -- მარჯუენით და რომელიმე -- მარცხენით ჯუარს-აცუნეს.

34.  და იესუ თქუა: მამაო, მიუტევე მაგათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. განიყვეს სამოსელი მისი და წილ-იგდეს.

35.  და დგა ერი და ხედვიდა. ხ~ ეკიცხევდეს მთავარნი იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი განარინნა, განირინენ თავიცა თჳსი, უკუეთუ არს ძჱ ღმრთისაჲ რჩეული.

36.  ხ~ ეკიცხევდეს მას ერისა კაცნიცა იგი, წარდგიან წინაშე, მიუპყრიან მას ძმარი

37.  და ეტყჳედ: უკუეთუ შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.

38.  და იყო წიგნი წერილი მას ზედა ბერძლითა და ფრომინებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს მეუფე ჰურიათაჲ.

39.  ხოლო ერთი დამოკიდებულთა მათგანი ძჳრისმოქმედთაჲ ჰგმობდა მას და ეტყოდა: არა შენ ხარ ქრისტჱ იგი? იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.

40.  მიუგო მოყუასმან მან რისხვით და ჰრქუა: არა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე ტანჯვასა შინა ხარ?

41 .რამეთუ ჩუენდა მართლ ღირსად საქმეთა ჩუენთაებრ მომეგების ჩუენ, ხოლო ამას უწესოჲ არაჲ უქმნიეს.

42.  და ჰრქუა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, რაჟამს მოხჳდოდი სუფევითა მით შენითა.

43.  და ჰრქუა მას იესუ: მართლიად გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა მას.

44. და იყო ვითარ ექუს ჟამ ოდენ, და ბნელ იქმნა ყოველსა ქუეყანასა ვიდრე ცხრა ჟამადმდე.

45.  დაბნელდა მზჱ, და განიპო ეზოჲ ტაძრისაჲ მის ორგან.

46.  და ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. ესე ვითარცა თქუა, აღმოუტევა სული.

47. ვითარცა იხილა ასისთავმან, რაჲ-იგი იქმნა, ადიდებდა ღმერთსა და თქუა: ნანდჳლვე კაცი ესე მართალ იყო.

48. და ყოველნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ხილვასა მას და რაჲ-იგი იქმნა, იცემდეს მკერდსა და გარეუკუნიქცეოდეს.

49. დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორსგანრე, და დედანი იგი, რომელნი მოსდევდეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.

50. და, აჰა, კაცი ერთი, რომელსა ერქუა იოსეფ, რომელი-იგი იყო მთავარმზრახვალთაგანი, კაცი კეთილ და მართალ,

51. ესე არა შერთულ იყო ზრახვასა და საქმესა მათსა, რომელი-იგი იყო არიმათიაჲთ, ქალაქით ჰურიასტანით, რომელ-იგიცა მოელოდა {სასუ}ფეველსა ღმრთისასა.

52.  {ე}სე წარდგა წინაშე პილატესა და მოითხოვნა ჴორცნი იესუჲსნი,

53. და გარდამოიხუნა და წარგრაგნა არდაგსა და დადვა იგი გამოკუეთილსა მას სამარესა, რომელსა არა ვინ დადებულ იყო.

54.  და დღე იგი იყო პარასკევ და განთენებოდა შაფათა{დ}.

55.  {და} მისდევდეს მას დედანი იგი, რომელნი მოსრულ იყვნეს მის თანა გალილეაჲთ; ხედვიდეს სამარესა მას, და ვითარ დასხნეს ჴორცნი მისნი,

56.  წარვიდეს და დამზადეს საკუმეველი და ნელსაცლებელი და შაფათსა მას დადუმნეს მცნებისა მისთჳს.

 
24

1.  ხოლო ერთშაფათსა მას, მსთუად განთიად მოვიდეს სამარესა მას, მოიღეს საკუმეველი იგი, რომელ დამზადეს, და სხუანიცა დედანი მათ თანა.

2.  და პოეს ლოდი იგი გარდაგორვებული სამარისა მისგან.

3.  და შევიდეს შინა, არა პოვნეს ჴორცნი იგი უფლისა იესუჲსნი.

4.  და იყო დაკჳრვებასა მათსა მისთჳს, და, აჰა, ორ კაც გამოჩნდეს სამოსლითა ბრწყინვალითა.

5.  და ვითარ შეშინებულ იყვნეს, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად; ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა?

6. არა აქა არს, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იგი იყო გალილეას.

7.  და თქუა, ვითარმედ: თანააც ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.

8.  და მოიჴსენნეს სიტყუანი მისნი.

9.  და მიექცეს და მიუთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.

10.  და იყვნეს მარიამ მაგდანელი და იოჵანა და მარიამ იაკობისი და სხუანი იგი მათ თანა, რომელთა უთხრეს ესე მოციქულთა მათ.

11.  და უჩნდეს მათ წინაშე ვითარცა სიჩქურე სიტყუანი მათნი და არა ჰრწმენა მათი.

12.  ხოლო პეტრე აღდგა, მირბიოდა სამარესა მას და შთახედნა და იხილნა მჩუარნი იგი ხოლო, რომელ ისხნეს, და წარვიდა გონებასა თჳსსა დაკჳრვებული საქმისა მისთჳს.

13. და, აჰა, ორნი მათგანნი მივიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა ერთსა, რომელი შორავს იერუსალჱმსა ასსამეოც ასპარეზ, და იყო სახელი მისი ემმაუს.

14.  და იგინი იტყოდეს ურთიერთას ყოველთა მათთჳს ყოფილთა.

15. და იყო, იტყოდეს რაჲ ურთიერთას და გამოეძიებდეს, თავადი იესუ მიეახლა და მივიდოდა მათ თანა.

16.  და თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა არა იცნან იგი.

17.  და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ეგე, რომელთა ჰჴდებით ურთიერთას გზასა მაგას და მწუხარე ხართ?

18. მიუგო ერთმან მათგანმან, რომელსა სახელი ერქუა კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა აგრძენ, რაჲ იქმნა მას შინა დღეთა ამათ შინა?

19. და ჰრქუა მათ: რომელი? და მათ ჰრქუეს: იესუჲსთჳს ნაზორეველისა, რომელი-იგი იქმნა კაც წინაწარმეტყუელ, ძლიერ საქმითა და სიტ(ყ)ჳთა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა მის ერისა.

20. ვითარ მისცეს იგი მღდელთმოძღუართა მათ და მთავართა ჩუენთა სასჯელსა მას სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს.

21.  და ჩუენ ვესევდით, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაჱლი; და ამას ყოველსა ზედა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან იქმნა.

22.  არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენგანთა დამაკჳრვეს ჩუენ, რომელნი მსთუად განთიადსა მას მივიდეს სამარესა მას

23.  და არა პოვნეს ჴორცნი მისნი. მოვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ხილვაჲ ანგელოზთაჲ ვიხილეთ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: ცხოველ არს.

24.  და წარვიდეს რომელნიმე ჩუენგანნიცა სამარესა მას და პოეს ეგრევე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი ვერ იხილეს.

25. და მან ჰრქუა მათ: ჵ, უგუნურნო და დაშთომილნო სარწმუნოებასა ყოველთა, რომელთა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი იგი!

26.  არა მითვე ყოვლითა ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?

27.  და იწყო მოსჱსითგან და ყოველთა წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთა წიგნთაგან, რომელთა წერილ არს მისთჳს.

28.  ვითარცა მიეახლნეს დაბასა მას, რომელსა მივიდოდეს, და მან მიზეზ-ყო შორადრე წარსლვად.

29.  და აჲძულეს მას და ჰრქუ{ეს}: ჩუენ თანა იყავ, რამეთუ მწუხრ და მიდრეკილ არს მზე. და შევიდა დაყოფად მათ თანა.

30. და იყო, ვითარცა ინაჴ-იდგა მათ თანა, მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ.

31. და თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და იგი მიეფარა მათგან.

32. და იტყოდეს ურთიერთას: არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს, ვიდრე-იგი გუეტყოდა ჩუენ და ვითარ განგჳმარტებდა ჩუენ წიგნებსა?

33.  და აღდგეს მასვე ჟამსა და მიიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს შეკრებულ ათერთმეტნი იგი და რომელნი მათ თანა იყვნეს,

34. რომელთა ჰკითხეს მათ, ვითარმედ: ნანდჳლ აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს.

35.  და იგინი უთხრობდეს მათ, რაჲ-იგი მგზავრ იყო და ვითარ გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.

36.  ვიდრე იგინი ამას იტყოდეს ოდენ, თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ ჩემი თქუენ თანა! მე ვარ, ნუ გეშინინ!

37.  შეძრწუნდეს და შეშინდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარ რაჲმე ეჩუენა.

38.  და ჰრქუა: რაჲსა შესძრწუნდებით, და რაჲსა ზრახვანი შევლენან გულთა თქუენთა?

39.   იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ მე იგივე ვარ. ჴელი შემახეთ და მიხილეთ, რამეთუ სულსა ხოლო ჴორც და ძუალ არა არნ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ ჩემ თანა არს.

40.  და ესე ვითარცა თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი.

41.  და ვიდრე ორგულებდესღა სიხარულითა მით და უკჳრდა, ჰრქუა მათ: გაქუს რაჲ აქა ჭამად?

42.  და მათ მიუპყრეს თევზისა მწუარისაჲ და გოლი თაფლი.

43. და მოიღო, ჭამა მათ წინაშე და ნეშტი იგი მისცა მათ

44.  და ჰრქუა მათ: სიტყუანი ესე არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე თქუენ თანა ვიყავ, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველთა მათ წერილთაჲშჯულსა მას მოსესსა და წინაწარმტყუელთასა და ფსალმუნთასა ჩემთჳს.

45.  მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისხმის-ყოფად წიგნებისა

46.  {დ}ა ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრე ჯერ-იყო ვნებად ქრისტჱსა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა

47.  და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მიტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ ნათესავთა, იწყო იერუსალჱმით,

48.  და თქუენ მოწამე ხართ ამას ყოველსა.

49. და, აჰა, მე მივავლინებ აღთქუმასა მამისა ჩემისასა თქუენ ზედა. და თქუენ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალჱმსა, ვიდრემდე შთაიცუათ ძალი მაღლით.

50.   გამოიყვანნა იგინი ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.

51.  და იყო, კურთხევასა მას ოდენ განეყენა მათგან.

52.  და მათ თაყუანის-სცეს მას, მიიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.

53. და იყვნეს მარადის ტაძარსა მას შინა {და აკუ}რთხე{ვდეს} ღმერთსა.


---------------------------------------------------------------------------------------------------


პირობითი ნიშნები
 

[ ] – ხელნაწერის დაზიანების გამო აღდგენილი ტექსტი

{ } – ნაწილობრივ დაზიანებული ტექსტი

[[ ]] – ბერძნული დედანიდან მომდინარე მუხლის კლება

1

1  დასაბამი სახარებისა იესუ ქრისტესი.

2.  ვითარცა წერილ არს ესაჲა წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, წარვავლინებ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადოს გზაჲ შენი წინაშე პირსა შენსა.

3.  ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელს-ჰყოფდით ალაგთა მისთა,

4.  ხ~ იყო იოვანე ნათლისმცემელი უდაბნოსა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მოსატევებელად ცოდვათა.

5.   და განვიდოდა მისა ყოველი ჰურიასტანი სოფელი და იერუსალჱმელნი, და ყოველნი ნათელს-იღებდეს {მისგან} იორდანესა მდ{ი}ნარესა და აღ{ი}არებდეს ცოდვათა მათთა.

6. ხოლო იოვანე მოსილ იყ{ო} სტევითა აქლემისაჲთა, და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მი{ს}თა, და ჭამდა მკალსა და თაფლსა ველურსა.

7.  და ქადაგებდა და იტყოდა, ვითარმედ: მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ მე დადრეკად და განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა.

8.  მე ნათელს-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელს-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

9.  და იყო, მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იორდანესა იოვანესგან.

10.  და მუნქუეს ოდენ, ვითარ აღმოვიდოდა იგი მიერ წყლით, იხილნა ცანი განხუმულნი და სული გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.

11.  და ჴმაჲ ცით გარდამო ესმა: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ მთნავ.

12. და მუნქუესვე სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.

13. და იყო ი{გი} მუნ ორმეოც დღე გამოცდად ეშმაკისაგან. და იყო იგი მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.

14. ხოლო შემდგომად იოვანეს საპყრობილედ მიცემისა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა მას ღმრთისასა

15.  და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.

16.  და ვითარ წარვიდოდა ზღჳსკიდესა გალილეასასა, იხილა სიმონ და ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ისათხევლიდეს სათხეველითა ზღუასა, რამეთუ მთხევარ იყვნეს.

17.  და ჰრქუა მათ იესუ: მოედით და შემომიდეგით მე, და გქმნე თქუენ, რაჲთა იყვნეთ თქუენ მონადირე კაცთა.

18.  და მუნქუესვე დაუტევნეს ბადენი იგი და მისდევდეს მას.

19.და წარ-რე-ვიდა მცირედ და იხილა მან იაკობ ზებედესი და იოჰანე, ძმაჲ მისი, და იგინიცა ნავსა შინა გან-ოდენ-იგებდეს სათრომელთა.

20.  და მუნქუესვე უწოდა მათ. ხოლო მათ მუნქუესვე დაუტევეს მამაჲ მათი ზებედე ნავსა შინა მორეწეთა თანა და მივიდეს შემდგომად მისა.

21.  და შევიდეს კაფარნაომდ, და მუნქუესვე შაფათთა შინა ასწავებდა შესაკრებელთა შინა.

22. და დაკჳრვებულ იყვნეს მოძღურებასა მას მისსა ზედა, რამეთუ იყო მოძღურებად მათა ვითარ ჴელმწიფე და არა ვითარ მწიგნობარნი იგი მათნი.

23.  და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი სულითა არაწმიდითა შეპყრობილი, და ღაღატ-ყო

24.  და თქუა: გუაცადე, რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ ნაზორეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაო ღმრთისაო!

25.  და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და გამოვედ მაგისგან!

26.  და დაჰკუეთა იგი სულმან არაწმიდამან და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.

27.  და დაუკჳრდა ყოველთა, გამოეძიებდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲმე არს ესე სწავლაჲ ახალი? რამეთუ ჴელმწიფებით არაწმიდათა მათ სულთა უბრძანის, და დაემორჩილებიან მას.

28.  და განჴდა ჰამბავი ესე მისი ყოველსა მას გარემოჲს სოფლებსა გალილეაჲსასა.

29.  და მუნქუესვე გამოვიდეს მიერ შესაკრებელით და მოვიდეს სახედ სიმონისა და ანდრიაჲსა იაკობითურთ და იოჰანეთურთ.

30.  ხოლო სიდედრი სიმონისი იდვა სიცხითა. და მუნქუესვე ჰრქუეს მას მისთჳს.

31. და მოვიდა, უპყრა ჴელი და აღადგინა და დაუტევა იგი სიცხემან მან, და ჰმსახურებდა მათ.

32.  და ვითარ დამწუხრდა, რაჟამს დაჰჴდა მზე, მოართუმიდეს მას ყოველსა სნეულებსა და ეშმაკეულებსა.

33.  და ქალაქი იგი ყოველი შეკრებულ იყო წინაშე კართა.

34. და განკურნა მრავალნი სნეულნი პირად-პირადთაგან სენთა და ეშმაკნი მრავალნი განჴადნა; და არა უფლეს სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.

35.  და მსთუად განთიად აღდგა, გამოვიდა და მივიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ თაყუანის-სცემდა.

36.  და მისდევდა მას სიმონ და მისთანანი იგი.

37.  და რაჟამს პოეს იგი, ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.

38.  და ჰრქუა მათ: მოვედით და მივიდეთ გარემო მახლობელთა მათცა დაბა-ქალაქთა, რაჲთა მუნცა ვქადაგებდე, რამეთუ ამისთჳს მოსრულ ვარ.

39. და ქადაგებდა შესაკრებელთა შინა მათთა ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განჰჴდიდა.

40.  და მოვიდა მისა განბოკლებული, ევედრებოდა მას და მუჴლ-დადგმით ეტყოდა, ვითარმედ: გინდეს თუ, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.

41.  ხოლო იესუს შეეწყალა იგი, მიყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდნი!

42.  და ვითარცა ჰრქუა მას ესე, მუნქუესვე განეშორა მას განბოკლებაჲ იგი და განწმიდნა.

43.  და შეჰრისხნა მას, და მუნქუესვე გამოაძო იგი

44. და ჰრქუა მას: ნუვის უთხრობ, არამედ მიგუალე და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელ ბრძანა მოსე საწამებელად მათდა.

45. ხოლო იგი ვითარ გამოვიდა, იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის და ვერღარა ჴელ-იწიფის მან ქალაქად ცხადად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყო. და მოვიდოდეს მისა ვინაჲვე.

 
2

1.  და მოვიდა მერმე კაფარნაომდ მცირეთა დღეთაგან; ხოლო ისმა, ვითარმედ სახლსა შინა არს.

2. და შეკრბეს მრავალნი, ვითარ ვერღარა დატევნად ვერცა კართა გარეშე, და ეტყოდა მათ სიტყუასა მას.

3.  და მოვიდოდეს მისა და მოაქუნდა მისა განრღუეული, რომელ ზეაქუნდა ოთხთა.

4. და ვერ უძლეს მიახლებად ერისა მის გამო, გარდაარღჳეს სართული სახლისაჲ მის, რომელსა შინა იყო, და განთხარეს და შთაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა განრღუეული იგი იდვა.

5.  იხილა რაჲ იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი, ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

6 . და იყვნეს ვინმე მწიგნობარნი მუნ მსხდომარეთაგანნი, განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა:

7. რად ესე ესრეთ გმობასა იტყჳს? ვინ შემძლებელ არს მიტევებად ცოდვათა, გარნა მარტოჲ ღმერთი?

8. და მუნქუესვე ცნა იესუ სულითა თჳსითა, რამეთუ ესრე ზრახვენ იგინი გულთა შინა მათთა; ჰრქუა მათ: რად ესრეთ ზრახავთ გულთა შინა თქუენთა?

9. რაჲ უადვილეს არს თქუმად განრღუეულსა: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?

10. არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფე არს ძჱ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას:

11.  შენ გეტყჳ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!

12.  და აღდგა მუნქუესვე, აღიღო ცხედარი იგი და განვიდა წინაშე ყოველთა. დაკჳრვებულ იყვნეს, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.

13.  და განვიდა მერმე ზღჳსკიდედ, და ყოველი იგი ერი მოვიდოდა მისა; და ასწავებდა მათ.

14.  და წარვიდოდა იგი მიერ, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდ მე! -- და აღდგა და შეუდგა მას.

15.  და იყო ინაჴის-დგმასა მისსა შინა სახლსა მისსა, და მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ინაჴ-ედგა იესუს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალ და მისდევდეს მას.

16. მწიგნობარნი იგი ფარისეველთანი, იხილეს რაჲ იგი, რამეთუ ჭამდა მეზუერეთა თანა და ცოდვილთა, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჰჭამთ და ჰსუამთ?

17.  და ვითარ ესმა იესუს, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოსრულ ვარ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

18.  და იმარხვიდეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?

19.  ჰრქუა მათ იესუ: შემძლებელ არიანმე ნაშობნი ქორწილისანი, ვიდრე სიძე იგი მათ თანაღა არს, მარხვად? რაოდენ ჟამ სიძჱ იგი მათ თანაღა იყოს, ვერშემძლებელ არიან მარხვად.

20. არამედ მოვიდენ დღენი, რაჟამს აღიღოს მათგან სიძჱ იგი, მაშინღა იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.

21. არავინ სადგმელი ნახევისა უმურკველისაჲ დაადგის სამოსელსა ზედა ძუელსა; უკუეთუ არა, გამოიღლიძის სწორად თჳსა ახალმან მან ძუელისაჲ მის და უძჳრეს განხეთქილ იქმნის.

22. და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა; უკუეთუ არა, განხეთქის ღჳნომან თხიერნი იგი და ღჳნოჲ იგი დაითხიის, და თხიერნი იგი წარწყმიდიან; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.

23.  და იყო, ვითარ თანაწარჰვიდოდა იგი ყანობირსა შაფათსა შინა, და მოწაფეთა მისთა იწყეს სლვასა შინა მათსა სხუერტად თავისა.

24. ხოლო ფარისეველნი ეტყოდეს მას: იხილე, რასა იქმან შაფათსა შინა, რომელ არა ჯერ-არს!

25.  და მან ჰრქუა მათ: არამე სადა აღმოგიკითხავს თქუენ, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი უჴმდა და შეემშია და მისთანათა მათ?

26.  ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო, და სცა მისთანათაცა, რომელნი იყვნეს.

27.  და ეტყოდა მათ: შაფათი კაცისათჳს დაებადა და არა კაცი შაფათისათჳს.

28.  ხოლო უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათსაცა.

 
3

1.  და შევიდა მერმე შესაკრებელსა შინა და იყო მუნ კაცი, რომელსა განჴმელ ედგა ჴელი.

2.  და უმზირდეს მას, უკუეთუმცა შაფათსა შინა განკურნა იგი, რაჲთამცა შეასმინეს იგი.

3. და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა-იგი ჴელი განჴმელ ედგა: წარმოდეგ შუვა!

4.  და ჰრქუა მათ: რაჲ წეს არს შაფათსა შინა: ქველისსაქმჱ ანუ ძჳრისსაქმჱ? სულისა ცხორებაჲ, ანუ წარწყმედაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.

5. და მიხედა მათ მრისხანედ შეჭუვნებულად სიბრმესა მას ზედა გულისა მათისასა და ჰრქუა კაცსა მას: წარმოირათხ ჴელი შენი! და წარმოირთხა, და განცოცხლდა ჴელი იგი მისი.

6.   და გამოვიდეს ფარისეველნი მუნქუესვე ჰეროდეანთა თანა და ზრახვიდეს მისთჳს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი.

7.  ხოლო იესუ მოწაფითურთ თჳსით წარვიდა ზღუად კერძო; და მრავალი ერი გალილეაჲთ და ჰურიასტანით

8.  და იერუსალჱმით და იდუმიაჲთ და წიაღ იორდანისაჲთ და ტჳროსით და სიდონით კერძო ერი მრავალი. ესმოდა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოსრულ იყვნეს მისა.

9. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი მცირე დაალოდონ მას ერისა მის გამო, რაჲთა არა შეაიწრებდენ მას.

10. რამეთუ მრავალნი განკურნნა, არამედ ზედაცა დაესხმიედ მას, რაჲთამცა შე-ხოლო ვითარ-ახეს მას, რომელნი-იგი გუემულ იყვნეს.

11.  და სულთა მათ არაწმიდათა ოდეს იხილიან იგი, შეურდიან მას, ღაღადებედ და იტყჳედ, ვითარმედ: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.

12.  და ფრიად შეჰრისხნის მათ, რაჲთამცა არა გამოაცხადეს იგი.

13.  და აღვიდა იგი მთათ და მოუწოდა, რომელნი სთნდეს მას; და იგინი მოვიდეს მისა.

14.  და ყუნა იგინი ათორმეტ, რაჲთა იყვნენ იგინი მის თანა, და მოციქულ სახელი დასდვა მათ და რაჲთა წარავლინნოდის იგინი ქადაგებად,

15.  და აქუნდეს ფლობაჲ განსხმად ეშმაკთა.

16.  და დასდვა სახელი სიმონს პეტრე,

17. და იაკობს ზებედესსა და იოვანეს, ძმასა იაკობისსა, და დასდვა მათ სახელი ბანერეგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;

18.  და ანდრიას და ფილიპეს, ბართლომეოსს და მათეს მეზუერესა და თომას და იაკობს ალფესსა და თადეოსს და სიმონს კანანელსა,

19.  და იუდას სკარიოტელსა, რომელმანცა მისცა იგი.

20.  და მოვიდეს სახედ იგინი, და შეკრბა მერმე ერი იგი, ვითარმედ ვერ სცალნ პურის-ჭამადცა.

21.  და ვითარ ესმა თჳსთა მათ, გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განცთა.

22. და მწიგნობარნი იგი იერუსალჱმით მოსრულნი იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული არს მის თანა, და მთავრითა მით ეშმაკთაჲთა განჰჴდის იგი ეშმაკთა.

23.  და მოუწოდა მათ და იგავით ეტყოდა მათ: ვითარმე შემძლებელ არს ეშმაკი ეშმაკისა განჴდად?

24.  და თუ მეუფებაჲ თჳსა თავსა ზედა განიყოს, ვერ უძლოს დადგომად მეუფებამან მან.

25.  და თუ სახლი თავსა თჳსსა ზედა განიყოს, ვერ უძლოს სახლმან მან დადგომად.

26.  და თუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის და გავთულ არს თავსა ზედა თჳსსა, ვერღარა შეუძლოს დადგომად, არამედ აღსრულებულ არს.

27.  არცა უძლის ვინ შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი იავარ-ყვის, ვიდრე არა პირველ შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი იგი მისი იავარყოს.

28.  მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა შეცოდებანი და გმობანი, რავდენცა გმობდენ;

29. ხოლო რომელი ჰგმობდეს სულსა წმიდასა, არა მიეტეოს უკუნისამდე, არამედ თანამდებ იყოს ცოდვასა საუკუნესა.

30. რამეთუ თქუეს: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

31.  და მოვიდეს ძმანი მისნი და დედაჲ მისი და დადგეს გარე და შეავლინეს ხადად მისა.

32.  და სხდა ერი გარემო მისსა და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი გეძიებენ შენ.

33.  მიუგო მათ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?

34.  და მიხედა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!

35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

 
4

1.  მერმე იწყო სწავლად ზღჳსკიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, და იგი აჴდა ნავსა და დაჯდა ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი მის თანა ზღუასა თანა ქუეყანასა ზედა იყო.

2.  და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:

3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესვარი თესვად.

4.  და იყო, თესვასა მას რომელიმე დავარდა გზასა თანა, და მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.

5.  და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო სისქე მიწისაჲ ფრიად, და მუნქუესვე აღმოსცენდა, არა ედვა მას სიზრქჱ.

6.  ხოლო აღმობრწყინებასა მზისასა დასცხა მას, რამეთუ ძირ არა დაებნეს, და განჴმა.

7.  და სხუაჲ დავარდა ეკალთა შინა; აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშდვეს იგი, და ნაყოფი არა გამოჰცა.

8.  და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და გამოსცის ნაყოფი აღმოცენებული და აღორძინებული, და გამოიღის ერთმან ოცდაათი და სამმეოცი და ასი.

9. და იტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

10. რაჟამს უკუე იყო მარტოდ, ჰკითხეს მას, რომელ იყვნეს გარემოჲს მისსა ათორმეტითურთ, იგავები იგი.

11.  და ჰრქუა მათ: თქუენდა მიცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფეველისა მის ღმრთისაჲ, ხოლო მათ გარეწართა -- იგავით სიტყუად.

12.  რაჲთა ხედვით ხედვიდენ და ვერ იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტევოს მათ.

13. და ჰრქუა მათ: არავე იცით იგავი ესე და უკუე ყოველნი იგავნი ვითარმე გულისხმა-ჰყვნეთ?

14.  მთესვარმან მან სიტყუაჲ დასთესის.

15.  ხოლო ესენი არიან გზისათანანი, სადა-იგი დაეთესნეს სიტყუანი, და რაჟამს ისმინიან მისი, მოვიდის ეშმაკი და მიუღის სიტყუაჲ იგი დათესული მათდამიმართი.

16. და ესენი არიან კლდოვანსა ზედა დათესულნი: რომელთა რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ იგი, და მუნქუესვე სიხარულით შეიწყნარიან;

17. და არა უბნ მათ ძირ, არამედ საწუთრო არიედ; მერმე, რაჟამს შეემთხჳის ჭირი, ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მუნქუესვე ცთიან.

18. და რომელნი-იგი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესე არიან: რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან.

19.  და ზრუნვათა ამის სოფლისათა და საცთურმან სიმდიდრისამან, რომელ შეერინიან, შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.

20.  და ესე არიან, რომელნი ქუეყანასა მას კეთილსა დაეთესნეს: რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან: ერთმან -- ოცდაათი, ერთმან -- სამმეოცი და ერთმან -- ასი.

21. და ჰრქუა მათ: მო-ნუ ვინ-იღის სანთელი და ქუე შედგის ჴჳმირსა, ანუ ცხედარსა ქუეშე? არამედ რაჲთა სასანთლესა ზედა დაიდგას.

22. რამეთუ არა არს საიდუმლოჲ, რომელიმცა არა განცხადნა, და არცა დაფარული რაჲ არს, რომელი არა გამოჩნდეს.

23.  რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

24.  და ეტყოდა მათ: იგულეთ, რაჲ-ეგე გესმის, რამეთუ რომლითა საწყაულითა ჰწყვიდეთ, მითვე მოგეწყოს თქუენ და შეგემატოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.

25.  რომელსა-იგი აქუნდეს, მოეცეს მას; და რომელსა არა აქუნდეს, რომელი-იგი აქუნდეს, მიეღოს მისგან.

26. და იტყოდა: ესრე არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა კაცმანღა დასთესის თესლი ქუეყანასა ზედა

27. და მან დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღორძნდებინ, ვითარ არა უწყინ მან,

28. რამეთუ თავით თჳსით ქუეყანამან მან გამოიღის ნაყოფი: პირველად თივაჲ, მერმე თავი, მაშინღა სრული იფქლი თავსა მას შინა.

29.  ხოლო რაჟამს დამწიფდის ნაყოფი იგი, მუნქუესვე მიავლინის მღული, რამეთუ მოწევნულ არნ მკაჲ მისი.

30. და ეტყოდა: ვითარ ვამსგავსოთ სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომლისა თანა იგავისა დაუდვათ იგი?

31. ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, რომელი-იგი დაეთესის ქუეყანასა ზედა, უმცირეს არს ყოველთა თესლთა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

32.  და რაჟამს დაეთესის, აღმოსცენდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და აღუტევნის რტონი დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნ აჩრდილსა მისსა ქუეშე მფრინველთაცა ცისათა დადგრომად.

33.  და ესევითარითა მით იგავებითა ეტყოდა მათ სიტყუასა, რაოდენ შემძლებელ იყვნეს სმენად.

34.  და იგავისა გარეშე არას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა თჳსთა განუმარტებნ ყოველსა.

35.  და ჰრქუა მათ მას დღესა შინა, რაჟამს შემწუხრდა: მოედით და წიაღვჴდეთ მიერ.

36.  და დაუტევეს ერი იგი და წარიყუანეს იგი, ვითარ იყო ნავსა მას შინა,

37.  და იყო ნიავქარი ქარისა დიდისაჲ და გარდაასხმიდა ღელვათა ნავსა მას, და აღ-ოდენმცა-ივსო იგი.

38.  ხოლო იგი თავადი წვა თავით კერძო სასთაულსა ზედა. და განაღჳძეს და ჰრქუეს მას: მოძღუარ, არა გჭირს შენ, რამეთუ წარვწყმდებით?

39.  და განიღჳძა და შეჰრისხნა ქარსა და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იყო დაყუდება დიდ.

40. და ჰრქუა მათ: რად ეგდენ გულმედგარ ხართ და არღარა გაქუნს სარწმუნოებაჲ?

41. და შეეშინა შიშითა დიდითა და იტყოდეს: ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნი და ზღუაჲცა ერჩიან მას?

 
5

1.  და წიაღჴდა მიერ წიაღ ზღუასა, სოფელსა მას გერგესეველთასა.

2.  და ვითარ გამოჴდა იგი მიერ ნავით, მუნქუესვე გამოეგებვოდა მას სამარობნით კაცი სულითა არაწმიდითა,

3.  რომელი მყოფ იყო სამარობანსა და ვერცა ჯაჭჳთა ვერღარავინ უძლის შეკრვად მისა.

4.  რამეთუ მრავალი ბორკილი და ჯაჭჳ, რომლითა შეკრიან იგი, განეხეთქა და დაემუსრა, და არა ვინ უძლო დამორჩილებად მისა.

5.  და მარადის დღე და ღამე სამარობანსა შინა და მთათა შინა იყო, ღაღადებნ და ქვითა დაიტჳნვინ.

6.  და ვითარცა იხილა იესუ შორით, მირბიოდა და თაყუანის-სცა მას,

7.  და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმრთისა, ნუ მგუემ მე!

8.  რამეთუ ეტყოდა მას: განჴედ, სულო არაწმიდაო, მაგის კაცისაგან!

9.  და ჰკითხვიდა: მას რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მან: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ ჩუენ.

10. და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა მიავლინნეს იგინი გარეშე სოფელსა.

11.  და იყო მუნ კოლტი ღორებისაჲ დიდი, მძოვარი მთასა თანა.

12.  და ევედრებოდეს მას და ჰრქუეს: მიგუავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა შევიდეთ მათა.

13.  და იესუ უბრძანა მათ. და გამოჴდა სულები იგი არაწმიდები და შეჴდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან კლდით კერძო ზღუასა; ხოლო იყო ვითარ ორ ათას ოდენ და დაიშთვებოდეს ზღუასა შინა.

14.  ხოლო მეღორენი იგი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და აგარაკებსა. და გამოვიდეს იგინი ხილვად, რაჲ-იგი ქმნულ იყო.

15.  და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარჱ და მოსილი გონებულად, რომლისა თანა-იგი იყო ლეგეონ, და შეეშინა მათ.

16.  და მიუთხრეს მათ, რომელნი-იგი ხედვიდეს, ვითარ-იგი იყო ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისათჳს.

17.  და იწყეს ვედრებად მისა წარსლვად საზღვრით მათით.

18.  და ვითარ-იგი აღვიდოდა იგი ნავსა, ევედრებოდა მას რომელი-იგი ეშმაკეულ ყოფილ იყო.

19.  და არა უფლო მას, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა შენთა მიმართ და მიუთხარ მათ, რაოდენი შენ უფალმან გიყო, და შეგიწყალა შენ.

20. და წარვიდა, იწყო ქადაგებად ათქალაქს შინა, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.

21. და ვითარ წიაღმოჴდა იესუ მერმე წიაღმოკერძო, შეკრბა ერი მრავალი მის თანა. და იყო იგი ზღჳსკიდესა.

22. და, აჰა, მო-ვინმე-ვიდა ერთი შესაკრებელთმთავარი, რომელსა სახელი ერქუა იაჲროს; და ვითარ იხილა იგი, შეურდა ფერჴთა მისთა.

23. და ევედრებოდა მას ფრიად და ეტყოდა, რამეთუ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და ჴელი დასდვა მას, რაჲთა განერეს და ცხონდეს.

24. და წარვიდა მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაიწრებდეს მას.

25.  და დედაკაცი ვინმე იყო დაშტნობასა ზედა ათორმეტ წელ.

26.  და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და მოელია მას ყოველი ნაყოფი მისი და არარაჲ რგებულ იყო, არამედ უფროჲსღა უძჳრეს იყო.

27.  ესმა რაჲ უკუე იესუსი, მოვიდა იგი შორის ერსა მას უკუანაკერძო და შეახო სამოსელსა მისსა.

28.  რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: სამოსელსა ხოლო თუ მისსა შევახო, ვცხონდე.

29. და მუნქუესვე განჴმა წყაროჲ იგი სისხლისა მის მისისაჲ, და ეგონა ჴორცთა მისთა, რამეთუ განკურნებულ არს გუემისა მისგან.

30.  და მუნქუესვე ცნა იესუ გულსა თჳსსა მისგან ძალი გამოსრული და მიექცა ერსა მას და ეტყოდა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

31. და ეტყოდეს მოწაფენი მისნი: ხედავა ერსა ამას, რამეთუ შეგაიწრებენ შენ, და იტყჳ: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

32. და მიმოდაისტუანვიდა იესუ, რაჲთამცა იხილა, რომელმან ესე ყო.

33.  ხოლო დედაკაცი იგი შეშინდა და ძრწოდა მისთჳს, რომელი-იგი ყო მან იდუმალ. გულისხმა-ეყო მას, რომელი-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეურდა მას და უთხრა მას ყოველი ჭეშმარიტი.

34 . ხოლო იესუ ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით და იყავ შენ ცოცხლებით გუემისა მისგან შენისა.

35. და ვიდრე იგი ამას ეტყოდაღა, მო-ვინმე-ვიდეს შესაკრებელთმთავრისა მისგან და თქუეს: ასული იგი შენი მოკუდა, რაჲსა მოაშრომებ მოძღუარსა?

36.  ხოლო იესუს ვითარ ესმა სიტყუაჲ იგი თქუმული, ჰრქუა მთავარსა მას შესაკრებელისასა: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო!

37. და არავის უფლო მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრეს და იაკობს და იოვანეს, ძმასა იაკობისსა.

38.  და მოვიდეს სახლსა მას შესაკრებელთმთავრისასა და იხილა ჟღავილი და მტირალნი და მჴჳობარნი ფრიად.

39.  და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა შეშფოთვილ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

40.  და იგინი ეკიცხევდეს მას. ხოლო მან გამოასხა ყოველი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმისაჲ და დედაჲ მისი და თჳსთანანი და შევიდა, სადა იდვა ყრმაჲ იგი,

41.  და უპყრა ჴელი მის ყრმისაჲ და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს გამოთარგმანებით: ქალა, შენ გეტყჳ: აღდეგ!

42. და მუნქუესვე აღდგა ქალი იგი და ვიდოდა, რამეთუ იყო იგი ვითარ ათორმეტის წლის. და დაუკჳრდა მათ  საკჳრველითა დიდითა.

43.  და ამცნო მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნეს, და უბრძანა მათ ცემად მისა პური.

 
6

1.  და გამოვიდა იგი მიერ და მოვიდა სოფლად თჳსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.

2.  და ვითარ იყო შაფათი, იწყო სწავლად შესაკრებელსა შინა მათსა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, ჰმადლა მოძღურებაჲ იგი მისი და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე, და რაჲ არს სიბრძნჱ მისი, რომელ მოცემულ არს მას, და ძალნი ესე, რომელნი ჴელთა მისთაგან იქმნებიან?

3.  არა იგი არს ხუროჲ, ძჱ მარიამისი, და ძმაჲ იაკობისი და იოსჱსი და იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი არა აქა ჩუენ თანა არიან? და ცთებოდეს მისა მიმართ.

4.  ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი უპატიო, გარნა სოფელსა თჳსსა და ნათესავთა შორის თჳსთა.

5.  და ვერ ჴელ-ეწიფა მას ვერცა ერთისა ძალისა ყოფად, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნა იგინი.

6.  და უკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მოჰვლიდა დაბნებსა მას გარემოჲს და ასწავებდა.

7. და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად ორ-ორისაჲ და მისცა მათ ფლობაჲ სულთა ზედა არაწმიდათა.

8.   და ამცნო მათ, რაჲთა არაჲ მიიღონ მათ თანა გზად, გარნა კუერთხი ხოლო: ნუ გუდაჲ, ნუ პური, ნუცა სარტყელსა შინა პილენძი.

9. არამედ სანდალნიმცა გასხენ, და ნუ შეიმოსთ მრჩობლსა კუართსა.

10.  და ეტყოდა მათ: რომელსა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვამდე მიერ.

11.და რომელმან ადგილმან არა შეგიწყარნეს თქუენ და არცა ისმინოს თქუენი, რაჟამს გამოხჳდოდით მიერ, დაიყარეთ მტუერი, რომელი იყოს ქუეშე ფერჴთა თქუენთა საწამებელად მათა.

12.  და გამოვიდეს იგინი და ქადაგებდეს, რაჲთამცა შეინანეს.

13.  და ეშმაკებსა მრავალსა განჰჴდიდეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა, და განიკურნებოდეს.

14.  და ესმა მეფესა ჰეროდეს, რამეთუ განცხადნა სახელი იესუსი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი მკუდრეთით აღდგა, და ამისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის გამო.

15.  ხოლო სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: ელია არს; რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი არს, ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

16.  ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, რამეთუ: რომელსა-იგი მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს.

17.  რამეთუ თავადმან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე და კრულ-ყო იგი საპყრობილესა შინა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისაჲსა, რამეთუ იგი ცოლ-იყო.

18. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად შენდა გესუა ძმისცოლი.

19.  ხოლო ჰეროდია ჰემტერა მას და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელს-იწიფებდა.

20.  რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა, რამეთუ გულითად უწყოდა კაცი იგი მართლად და წმიდად და ეკრძალებოდა მას და ისმინის მისი და ფრიადცა ყვის და წადნიერად ერჩინ მას.

21.  და იყო დღე მარჯუეჲ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა თჳსისასა ტაძრობას-ჰყოფდა მდიდართა თანა და ათასისთავთა თანა და მთავართა თანა გალილეაჲსათა.

22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და თანამეინაჴეთა მათ მისთა. ჰრქუა ქალსა მას: მთხოვე მე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.

23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა მთხოო, მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეუფოჲსა ჩემისა.

24.  და გამოვიდა და ჰრქუა დედასა თჳსსა: რაჲ ვსთხოო მას? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.

25. და შევიდა მუნქუესვე მწრაფლ მეფისა და ჰრქუა მას: აწვე მნებავს, რაჲთა მომცე მე ლანკლასა ზედა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ.

26.  და დაწუხნა მეფჱ იგი, ხოლო ფიცისათჳს და მეოხნეთა მათთჳს არა ეცრუა მას.

27.  და მუნქუესვე მიავლინა მეფემან მეხარბჱ და უბრძანა მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ.

28.  და წარვიდა და მოჰკუეთა მან თავი საპყრობილეს შინა და მოართუა თავი მისი ლანკლასა ზედა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მისცა დედასა თჳსსა.

29.  და ვითარ ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი იგი მისი და დადვეს სამარესა შინა.

30. და შეკრბეს მოციქულნი იგი იესუსა და უთხრეს ყოველი, რავდენი ქმნეს და ასწავეს.

31.  და ჰრქუა მათ: მოედით თქუენ თჳსაგან ადგიდ უდაბნოდ და განისუენეთ მცირედ! -- რამეთუ მრავალ იყვნეს, რომელნი-იგი მოვიდოდეს და წარვიდოდეს, და ვერცა პურის-ჭამად ჰცალნ.

32.  და წარვიდეს უდაბნოდ ადგიდ ნავითა თჳსაგან.

33.  და იხილნეს იგინი მიმავალნი და იცნნეს იგინი მრავალთა; და მკურცხილნი ყოველთაგან ქალაქთა მირბიოდეს მუნ, და შეკრბეს და მიუჴდეს მათ მუნ.

34.  და გამოვიდა, იხილა ერი მრავალი და წყალობა-ყო მათ ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემს. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.

35.  და ვითარ ჟამი მრავალი დაიყო, მოუჴდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს, ვითარმედ: უდაბნოჲ არს ადგილი, და ჟამი მრავალი დაყოფილ არს.

36.  განუტევენ იგინი, რაჲთა მივიდენ გარემოსა აგარაკებსა და დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისათჳს, რაჲ ჭამონ.

37. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მათ ჭამადი. და ჰრქუეს მას: წარ-თუ-ვიდეთ და ვიყიდოთ ორასის დრაჰკნის პური და ვსცეთ მათ ჭამად?

38. მან ჰრქუა მათ: რავდენი ჴუეზაჲ გაქუს? მივედით და იხილეთ! -- და ვითარ იხილეს, უთხრეს: ხუთ ჴუეზა და ორ თევზ.

39.  და უბრძანა მათ ინაჴით დასხდომაჲ ყოველთაჲ მეოხნედ-მეოხნედ მწუანვილსა ზედა თივასა.

40.  და ინაჴ-იდგეს პურისმტეებმან ას-ასმან და ერგასის-ერგასისმან.

41. და მოიღო ხუთი იგი ჴუეზაჲ პური და ორნი თევზნი, და აღიხილა ცად, აკურთხა და განტეხნა პურნი იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთამცა დაუგეს მათ; და ორი იგი თევზი განუყო ყოველთა.

42. და ჭამეს ყოველთა და განძღეს.

43.  და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი; და თევზთაჲ მათცა.

44. ხოლო იყვნეს მჭამელნი იგი მის პურისანი ხუთ ათას კაც.

45. და მუნქუესვე აჲძულა მოწაფეთა თჳსთა აღსლვად ნავსა და წარძღუანვად ბეთსაიდად, ვიდრე განტევებადმდე ერისა მის.

46.  და ვითარ იჯმნა თავადმან ერისა მისგან, აღჴდა მთად თავყანის-ცემად.

47.  და ვითარ შემწუხრდა, იყო ნავი საშოვალ ზღუასა, და იგი ხოლო მარტოჲ იყო ქუეყანასა ზედა.

48.  და იხილნა იგინი საარებულნი ღელვისა მისგან ნავისა, რამეთუ ქარი წინაუკუმო იყო. და მეოთხესა ოდენ საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა, ვიდოდა ზღუასა ზედა და უნდა თანაწარსლვად მათდა.

49.   ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი მავალი ზღუასა ზედა, საუცარს რასმე ჰგონებდეს და ღაღატ-ყვეს.

50. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მუნქუესვე სიტყუად იწყო მათდა მიმართ და ჰრქუა მათ: მტკიცე იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!

51.  და აღჴდა მათ თანა ნავსა მას და დასცხრა ქარი იგი. და უმეტეს გულთა შინა მათთა დაუკჳრდებოდა.

52.  რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ გულნი მათნი შესულებულ იყვნეს.

53. და წიაღჴდეს იგინი ქუეყანად და მოვიდეს გენესარედ.

54.  და ვითარ გამოჴდეს იგინი მიერ ნავით, მუნქუესვე იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.

55.  და მირბიოდეს ყოველსა გარემოჲს დაბნებსა მას და იწყეს ცხედრებითა სნეულებისა მიმოდაღებად, სადაცა ესმინ, ვითარმედ: მუნ არს.

56.  და რომელსა შევიდის დაბნებსა, ანუ ქალაქებსა, ანუ აგარაკებსა, უბნებსა ზედა დასდგმიდეს სნეულებსა და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა ფესუსა ხოლო სამოსლისა მისისასა შეახეს. და რავდენთაცა შეახეს მას, ცხონდებოდეს.

 
7

1.  და შეკრბეს მისა მწიგნობარნი და ფარისეველნი, რომელნიმე მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.

2.  იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი, რამეთუ ურიდად, ჴელითა უბანელითა ჭამდეს პურსა, და იგინი ჰგმობდეს მათ,

3.  რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა წუსწუთ თუ არა დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან პური, რამეთუ უპყრიეს მათ მღდელთმოძღურებაჲ მღდელთა მათთაჲ.

4.  და სავაჭროჲთღა შევლენედ, ვიდრე არა განიბანნიან, არა ჭამიან. და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი უსწავიეს მარხვად: განბანაჲ სასუმელთაჲ და სტამანთაჲ და ქუაბთაჲ და ცხედართაჲ.

5.  მაშინღა ჰკითხვიდეს მას ფარისეველნი იგი და მწიგნობარნი: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მსგავსად მოძღურებისა მის მღდელთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

6. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: კეთილად სამე წინაწარმეტყუელებდა ესაია თქუენთჳს, ორგულთა, ვითარცა წერილ არს: ერი ესე ბაგითა ხოლო მადიდებს მე, ხოლო გული მათი შორად განყენებულ არს ჩემგან.

7.  ცუდად მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.

8. რამეთუ დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს სწავლაჲ კაცთაჲ.

9. და ეტყოდა მათ: კეთილად ეცრუებით მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მცნებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.

10.  რამეთუ მოსე გრქუა: თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, და რომელი ძჳრს-იტყოდის მამისათჳს, ანუ დედისა, სიკუდილით მოკუედინ.

11.  ხოლო თქუენ ჰთქჳთ: უკუეთუ ვინმე ჰრქუას კაცმან მამასა თჳსსა. ანუ დედასა თჳსსა: კორბან, რომელ არს ნიჭ, რომელიცა-რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს,

12.  და არღარა უფლით მას არარაჲს-ყოფად მამისა, გინა დედისა.

13.  და შეურაცხ-გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა, რომელ ასწავეთ, და სხუასაცა მსგავსსა ესემლევანსა მრავალსა იქმთ.

14.  და მოუწოდა ყოველსა ერსა და ეტყოდა მათ: გესმოდენ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ.

15.  არაჲ არს გარეშე კაცისა შემავალი, რომელმანმცა შეუძლო მას შებილწებად, არამედ რომელ გამოვალს მისგან, იგი არს შემაბილწებელი კაცისაჲ.

[[16.]]

17.  და რაჟამს შევიდა იგი სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.

18. და ჰრქუა მათ: ესრევე თქუენცა უგულისხმოღა ხართ და არღა გულისხმა-გიყოფიეს, რამეთუ ყოველი, რომელი გარეშე შევალსკაცისა, ვერშემძლებელ არს მისა შებილწებად?

19.  რამეთუ არა შევალს გულსა მისსა, არამედ მუცელსა, და განსავალსა განვალს და განსწმედს ყოველთა ჭამულთა.

20.  და ეტყოდა მათ, რამეთუ: რომელ კაცისაგან გამოვალს, მან შეაბილწის კაცი,

21. რამეთუ შინაგან გულისაგან ზრახვანი კაცთანი უკეთურნი გამოვლენ, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,

22. ანგაჰრებანი, უკეთურებანი, ზაკუვანი, ბილწებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.

23.  ყოველი ესე ძჳრი შინაგან გამოვალს და შეაბილწებს კაცსა.

24.  და აღდგა მიერ და წარვიდა საზღვართა ტჳროსისათა და სიდონისათა. და შევიდა სახიდ და არავისა უნდა გამოცხადების, და ვერ დაეფარა იგი.

25.  ესმა დედაკაცსა ერთსა, რომლისაჲ ასული გუემულ იყო ეშმაკისაგან, შეურდა ფერჴთა მისთა.

26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ასური ფჳნიკელი ნათესავით, და ევედრებოდა მას, რაჲთამცა ეშმაკი იგი განჴადა ასულისა მისისაგან.

27.  და იესუ ჰრქუა მას: აცადე პირველად განძღომად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დადებად ძაღლთა.

28.  მან მიუგო და ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნაბიჭსა ყრმათასა.

29.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: და ამის სიტყჳსათჳს გუალე! გამოჴდა ეშმაკი იგი ასულისაგან შენისა.

30.  და მივიდა სახიდ თჳსა, პოვა ეშმაკი იგი განსრული და ასული იგი დაგდებული ცხედარსა ზედა.

31.  და მერმე გამოვიდა საზღვრით ტჳროსისაჲთ და სიდონისაჲთ, მოვიდა იგი ზღუასა მას გალილეაჲსასა, საშოვალ საზღვართა ათქალაქისათა.

32.  და ევედრებოდეს, რომელთა მოეღო ყრმაჲ ერთი უტყჳ, რაჲთამცა ჴელი დასდვა მას.

33.  და გა-რე-იყვანა იგი ერისა მისგან მარტოდ და დაასხნა თითნი მისნი მის ზედა და ჰნერწყუა ყურთა შინა მისთა და შეახო ენასა მისსა

34.  და აღიხილნა ცად, სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განგეხუნედ.

35.  და მუნქუესვე განეხუნეს მას სასმენელნი მისნი, და განეჴსნა კრულებაჲ იგი ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლ.

36.  და ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან. ხოლო იგი რაოდენ ამცნებდა მათ, უფროჲს უმეტესად ქადაგებდეს.

37.  და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: კეთილად ყო ყოველი, რამეთუ ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.

 
8

1.  ხოლო მათ დღეთა შინა მერმე მრავალი ერი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:

2.  მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან ესენი ჩემ თანა დადგომილ არიან და არაჲ აქუნს, რაჲმცა ჭამეს.

3.  და წარ-თუ-უტევნე იგინი უზმით სახიდ თჳსა, შეჰგუსნეს მათ გზას, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.

4. ჰრქუეს მას მოწაფეთა თჳსთა: ვინაჲ შეუძლო შენ მათ აქა განძღებად პურითა უდაბნოსა ზედა?

5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუნს თქუენ პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდ.

6.  და უბრძანა ერსა მას ინაჴით-დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა და მოიხუნა შჳდნი იგი პურნი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ; და დაუგეს ერსა მას.

7. და თევზნიცა ჰქონდეს მცირედ და იგინიცა აკურთხნა და ბრძანა დაგებაჲ.

8.  და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი შჳდი გოდორი სავსე.

9.  რამეთუ იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ, და განუტევნა იგინი.

10.  და მუნქუესვე აღჴდა ნავსა მოწაფითურთ თჳსით და მოვიდა დალმანუთად კერძო.

11.  და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს სიტყჳს-გამოძიებად მისგან, ეძიებდეს სასწაულს ზეცით, რამეთუ გამოსცდიდეს მას.

12.  და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲსათჳს ნათესავი ესე სასწაულს ეძიებს? მართლიად გეტყჳ თქუენ: არასადა ეცეს ნათესავსა ამას სასწაულ.

13.  და დაუტევნა იგინი და მერმე აღჴდა ნავსა მას და წიაღჴდა მიერ.

14.  და დაავიწყდა თანამიღებად პური, გარნა ერთ ხოლო ჴუეზა აქუნდა მათ თანა ნავსა მას შინა.

15.  და ამცნებდა მათ და ეტყოდა: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და თბისა მისგან ჰეროდიანთაჲსა.

16.  და იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და ურთიერთას იტყოდეს, რამეთუ: პური არა გუაქუს.

17.  და გულისხმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს განჰიზრახავთ, რამეთუ პური არა გუაქუს, მცირედმორწმუნენო? არღა გიცნობიეს, არცა გულისხმა-გიყოფიეს? შესულებულვეღა არიან გულნი თქუენნი.

18.  თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გადგან და არა გესმის, და არა გაჴსოს,

19. ოდეს-იგი ხუთი ჴუეზაჲ განუტეხე ხუთ ათასსა, რავდენი კუელი სავსჱ ნატეხისაჲ აღიღეთ? ჰრქუეს მას: ათორმეტი.

20.  მერმე: ოდეს-იგი შჳდი ჴუეზაჲ -- ოთხ ათასსა მას, რაოდენი გოდორი სავსჱ ნეშტი აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი.

21. და ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისხმა-გიყოფიეს?

22. და მოვიდეს იგინი ბეთსაიდად და მოართუეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა ჴელი შეახო მას.

23. და უპყრა ჴელი ბრმასა მას და განიყვანა გარეშე დაბასა, ჰნერწყუა თუალთა მისთა და დაასხნა ჴელნი მისნი და ჰკითხვიდა მას: ხედავ რას?

24.  აღიხილნა და თქუა: ვხედავ კაცებსა, ვითარცა ხეებსა მავალსა.

25.  მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა ზედა მისთა, და აღიხილნა დაწყნარებულად და იხედვიდა სრულიად ყოველსა.

26. და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა მას: ნუცა დაბასა მას შეხუალ.

27.  და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი სოფლებსა მას კესარიაჲსა ფილიპჱსასა და ჰკითხვიდა მგზავრ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა, ვითარმედ: ვინ ვარ მე?

28.  ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლისმცემელი; და სხუათა: ელია, და რომელთამე: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

29.  მან ჰრქუა მათ: თქუენ რაჲ თქჳთ, ვინ ვარ? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტჱ.

30. მან შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრობდენ მისთჳს.

31.  და იწყო სწავლად მათდა, რამეთუ ჯერ-არს ძესა კაცისასა ფრიად ვნებად და შეურაცხებად, და მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართაგან მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

32. და განცხადებულად სიტყუასა ამას იტყოდა. და გა-რე-იდგინა იგი პეტრე და იწყო მისა ლალვად.

33.  ხოლო იგი მოიქცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა: უკუნიქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ შენ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

34.  და მოუწოდა ერსა მას მოწაფითურთ თჳსით და ჰრქუა მათ: რომელსა ჰნებავს კუალსა ჩემსა სლვად, უვარ-ყავნ თავი თჳსი, აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

35.  რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა ცხორებაჲ, მან წარწყმიდოს იგი; ხოლო რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, მან განარინოს იგი.

36.  რაჲმე სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და განიჴუას სული თჳსი.

37.  ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისათჳს?

38.  რამეთუ რომელსა სარცხჳნელ-უჩნდე მე და სიტყუანი ჩემნი, ნათესავსა ამას შორის, მომრუშესა და ცოდვილსა, ძესა კაცისასა სარცხჳნელ-უჩნდეს იგი, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა და ანგელოზთა თანა წმიდათა.

 
9

1.  და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე მდგომარენი აქა, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მოსლული ძალითა.

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან და სხუაფერ იქმნა წინაშე მათსა.

3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე სპეტაკ ფრიად, რომელ მურკვალმან ქუეყანასა ზედა ვერ უძლოს ესრე განსპეტაკებად.

4.  და ეჩუენა მას ელია მოსჱთურთ, დგეს და ეტყოდეს იესუს.

5.  და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: ჰრაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; და ვქმნეთ სამი ტალავარი: ერთი -- შენდად, ერთი -- მოსჱსად, ერთი -- ელიაჲსად.

6.  რამეთუ არა უწყოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს.

7. და იყო ღრუბელი მაგრილობელად მათა, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ისმინეთ მისი!

8. და მეყსეულად მიმოდაიხილეს და არღარავინ იხილეს, არამედ იესუ ხოლო მათ თანა.

9.  და გარდამოსლვასა მას მათსა მიერ მთით ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა რაჟამს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10.  და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს და ურთიერთას გამოეძიებდეს, ვითარმედ: რაჲ არს ესე: რაჟამს მკუდრეთით აღდგეს?

11.ჰკითხვიდეს მას და ჰრქუეს: ვითარმე თქჳან მწიგნობართა: ელიაღა მოსულად არს პირველად?

12.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ელიაღა მოვიდეს პირველად და ადგიდ-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძესა ზედა კაცისასა, რაჲთა ფრიად ივნოს და შეურაცხ იქმნეს.

13.  ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და ჰუყვეს მას, რაოდენიცა უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

14.  და ვითარ მოვიდეს მოწაფეთა თანა, იხილეს ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი იგი სიტყჳსგამომეძიებელად შედგომილ იყვნეს მათა.

15.  და მეყსეულად ყოველმან მან ერმან იხილა, შეცბუნდეს და მირბიოდეს და მოიკითხვიდეს მას.

16.  და ჰკითხა მათ: რასა ჰჴდებით ურთიერთას?

17.  და მიუგო ერისა მისგანმან ერთმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყჳ.

18.  და სადაცა დააპყრის იგი, დაჰკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და ვარქუ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაყენეს იგი, და ვერ შეუძლეს.

19.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ჵ, ნათესავო ურწმუნოო! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? მო-ღა-მართუთ იგი მე!

20. და მოართუეს იგი მას. და ვითარ იხილა იგი, მეყსეულად სულმან მან დაჰკუეთა იგი; და ვითარ დაეცა ქუეყანასა ზედა, გორვიდა და პეროოდა.

21.  და ჰკითხა მამასა მას მისსა: რაოდენ ჟამ არს, ვინაჲთგან ყოფილ არს ესე მაგისა? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.

22.  და მრავალგზის ცეცხლსა შთააგდის და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა იგი, არამედ გიძლავს თუ რაჲმე, შეგუეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენ ზედა.

23.  ხოლო იესუ ჰრქუა მას: გიძლავს თუ, ყოველი შესაძლებელ არს, რომელსა ჰრწამს.

24. და მუნქუესვე ღაღატ-ყო მამამან მის ყრმისამა და თქუა: მრწამს, მეწიე ურწმუნოებასა.

25.  იხილა რაჲ იესუ, რამეთუ შეჰკრბებოდა მას ერი იგი, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა: შენ გეტყჳ, უტყუსა და ყრუსა სულსა, მე გიბრძანებ შენ: განჴედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!

26.  და ღაღატ-ყო ფრიად, ატრბანა და განვიდა; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, რამეთუ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ მოკუდაო.

27.  ხოლო იესუ უპყრა ჴელი, აღადგინა იგი, და აღდგა.

28.  და რაჟამს შევიდა იგი სახედ, მოწაფენი მისნი მარტოდ კითხვიდეს მას: რად ჩუენ ვერ უძლეთ მას განჴდად?

29.  და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა.

30.  და ვითარ მიერ გამოვიდოდეს, თანაწარვიდოდეს გალილეასა, და არა უნდა, რაჲთამცა იცნა ვინ,

31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა და ეტყოდა მათ: ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და ვითარცა მოკლან იგი, მესამესა დღესა აღდგეს.

32.  და იგინი არა მეცნიერ იყვნეს სიტყუასა მას და ეშინოდა კითხვად მისა.

33. და მოვიდა კაფარნაომდ, ვითარცა შევიდა სახედ, ჰკითხვიდა მათ: რასა-იგი მგზავრ იტყოდეთ ურთიერთას.

34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას მგზავრ იტყოდეს; ვითარმედ: ვინ უფროჲს არს?

35.  და დაჯდა და {მ}ოუწოდა ათორმეტთა და ჰრქუა მათ: რომელსა ჰნებავს, ვითარმცა პირველ იყო, იყავნ იგი ყოველთა უკუანა და ყოველთა მსახურ.

36. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და შეიტყბო იგი და ჰრქუა მათ:

37. რომელმან ესევითართ{ა} ყრმათაგანი შეიწყნაროს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

38.  მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განჰჴდიდა, რომელ ჩუენ თანა არა ვალს, და ვაყენებდით მას.

39. ხოლო იესუ ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელ მან ყოს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-იწიფოს ძჳრის-სიტყუად.

40. რამეთუ რომელ-იგი არა არს მტერ ჩუენდა, ჩუენ კერძო არს.

41.  ხოლო რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელისათჳს, რამეთუ ქრისტჱსნი ხართ, მართლიად გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

42.  და რომელმან აცთუნოს ერთი მცირეთაგანი, რომელთა ვჰრწამ მე, უმჯობეს არს უფროჲს მისა, დამო-თუმცა-ება საფქჳლე ლოდი ყელსა და შთა-მცა-ვარდა იგი ზღუასა.

43.  და თუ გაცთუნებდეს შენ ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთჴელისა ცხორებასა შესლვაჲ, ვიდრეღა ორთა ჴელთა დგმასა და მისლვად ცეცხლსა მას დაუშრეტელსა.

[[44.]]

45.  და თუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უკეთეს არს შენდა ცხორებასა შესლვაჲ მკელობელისაჲ, ვიდრეღა არა ორთა ფერჴთა დგმასა და მისლვად გეჰენიასა.

[[46.]]

47. და თუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიჴადე იგი: უმჯობეს არს ერთთუალისა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრეღა არა ორთა თუალთა სხმასა და მისლვად გეჰენიასა.

48. სადა მატლი იგი მათი არა აღესრულების, და ცეცხლი მათი არა დაშრტების.

49. რამეთუ ყოველი ცეცხლითა დაიმარილოს.

50. კეთილ არს მარილი: უკუეთუ მარილი განწბილდეს, რაჲთამე შეიმარილოს? გაქუს თქუენ მარილი და მშჳდობასა ჰყოფდით ურთიერთას.

 
10

1.  და აღდგა მიერ და მოვიდა სა{ზ}ღვართა ჰურიასტანისათა წიაღ იორდანესა, და თანაუვიდოდა მას ერი მრავალი, და, ვითარ ჩუეულ იყო, ასწავებდა მათ.

2.   და მოუჴდეს მას ფარისეველნი და ჰკითხვიდეს მას: {ჯ}ერ-თუ-არს ქმრისა ცოლისა დატევებაჲ? -- რამეთუ გამოსცდიდეს მას.

3.  მან მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲ გამცნო თქუენ მოსე?

4.  ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განსატევებელი დაწერად და განტევებად.

5.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მცნებაჲ ესე.

6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამლად და დედლად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:

7.  ამისთჳს დაუტეოს კაცად-კაცადმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,

8.  და იყვნენ ორნი ერთ ჴორც. ამიერითგან არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.

9. აწ რომელ ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაყენებნ.

10.  და სახლსა შინა მერმე ამისთჳს მოწაფენი მისნი ჰკითხვიდეს მას.

11.  და ჰრქუა მათ: და-თუ-უტეოს დედაკაცმან ქმარი თჳსი და ცოლ-ეყოს სხუასა, იმრუშოს.

12. და მამაკაცმან თუ დაუტეოს ცოლი თჳსი და ცოლ-იყოს სხუაჲ, იმრუშოს.

13.  და მოართუმიდეს მას ყრმებსა, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ; ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მომრთუმელთა მათ.

14.  იხილა რაჲ იესუ, შეჰრისხნა და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

15.  მართლიად გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.

16.  და შეიტყბნა იგინი და დასდვა ჴელი მათ ზედა და აკურთხნა იგინი.

17. და ვითარ გამოვიდოდა იგი გზად, მირბიოდა ვინმე ერთი, იმუჴლნა, ევედრებოდა მას და ჰკითხვიდა: მოძღუარ ქველისმოქმედ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

18. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე ქველისმოქმედით? არა ვინ არს ქველისმოქმედი, გარნა მარტოჲ ღმერთი.

19.  მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა.

20.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: მოძღუარ, ესე ყოველი მიყოფიეს სიჭაბუკით ჩემითგან.

21.  და იესუ მიხედა მას და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: ერთღა გაკლს შენ: გუალე, რაჲცა გიც, განყიდე და მიეც გლახაკთა და მოიღო შენ საფასე ცათა შინა და აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

22.  ხოლო იგი დაწუხნა სიტყუასა მას ზედა და წარვიდა მწუხარედ, რამეთუ იყო იგი ნაყოფიერ ფრიად.

23.  და მიხედა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ვითარ ძნელ არს ფასიერთაჲ შესულაჲ სასუფეველსა ღმრთისასა!

24. და მოწაფენი იგი მისნი დასულებულ იყუნეს სიტყუასა მას მისსა ზედა, ხოლო იესუ მერმე მიუგო და ჰრქუა მათ: შვილნო, რავდენ ძნელ არს ფასისმოსავთაჲ სასუფეველსა ღმრთისასა შესლვაჲ!

25.  უადვილეს არს ზომსაბელისა განსლვაჲ ჴურელსა ნემსისა, ვიდრეღა არა მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესულად.

26.  და მათ უფროჲს დაუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვინმე უძლოს ცხორებად?

27.  მიხედა რაჲ იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან ვერშესაძლებელ არს, ხოლო ღმრთისაგან არა ეგრე, არამედ ყოველი შესაძლებელ არს ღმრთისაგან.

28.  იწყო მისა სიტყუად პეტრე: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდგთ შენ.

29.  მიუგო მას იესუ და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი ჩემთჳს, გინა თუ სახარებისა ამისთჳს.

30.  ვითარმცა არა მოიღო ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლები და ძმანი და დანი და დედაჲ და შვილნი და აგარაკები დევნულებითურთ და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნჱ.

31.  რამეთუ მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი -- წინა.

32. და იყვნეს იგინი გზასა, აღვიდოდეს იერუსალჱმდ და წარუძღუა მათ იესუ, და დაკჳრვებულ იყვნეს და იგინი შეუდგეს მას და ეშინოდა. და წარიყვანნა მერმე ათორმეტნი იგი და იწყო მათა სიტყუად, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მერმე მისა,

33.  ვითარმედ: ესერა, აღხუალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიცემად არს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილითა და მისცენ იგი წარმართთა.

34.  და ეკიცხევდენ მას და სტანჯვიდენ მას და ჰნერწყჳდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

35. და მოუჴდეს მას იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა, რაჲცა გთხოოთ, მიყო ჩუენ.

36.  ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან ყოფად თქუენდა?

37.  მათ ჰრქუეს მას: მოგუეც ჩუენ, რაჲთა დავსხდეთ მარჯულ შენსა და მარცხლ დიდებასა შენსა.

38.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უწყით, რასა ითხოვთ. გიძლავს სასუმელისა შესუმად, რომელ ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელსა მე ნათლის-ღებად ვალ?

39.  მათ ჰრქუეს: გჳძლავს. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი იგი, რომელ ჩემდა შესუმად არს, შესუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელსა მე ნათლის-ღებად ვალ, ნათელს-იღოთ,

40.  ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთათჳს განმზადებულ არს.

41.  და ვითარ ესმა ათთა მათ, იწყეს გულის-წყრომად იაკობისთჳს და იოვანესთჳს.

42.  ხოლო მან მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყით, რამეთუ რომელნი ჰგონებენ მთავრობად წარმართთა ზედა, ეუფლნენ მათ, და მდიდარნი ჴელმწიფებდენ მათ ზედა?

43. ხოლო თქუენ შორის არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნდეს, რაჲთამცა იყო დიდ თქუენ შორის, იყავნ თქუენდა მსახურ;

44.  და რომელსა უნდეს თქუენგანსა, რაჲთამცა იყო წინა, იყავნ ყოველთა მონა.

45. რამეთუ ძე კაცისაჲცა არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა ვისგანმე, არამედ მსახურებად და მიცემად თავისა თჳსისა საჴსრად მრავალთა წილ.

46.  და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარ გამოვიდოდა იერიქოჲთ მოწაფითურთ თჳსით და ერი მრავალი, ძჱ ტიმჱსი, ბარტიმე, ბრმაჲ, ჯდა იგი გზასა თანა მთხოველად.

47.  და ვითარ ესმა, რამეთუ იესუ ნაზ{ო}რეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: ძეო დავითისო, მიწყალე მე!

48.  ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთამცა დადუმნა; ხოლო იგი ჯეკმა უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: ძეო დავითისო, მიწყალე მე!

49. და ფერჴი დაიპყრა იესუ და ჰრქუა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ჰრქუეს: აღდეგ, ნუ გეშინინ, გიწესს.

50. მან დააგდო ფიჩჳ თჳსი, აღდგა და მივიდა იესუჲსა.

51. და მიუგო მას იესუ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: ჰრაბბონი, რაჲთა აღვიხილნე.

52. და ჰრქუა: გუალე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მუნქუესვე აღიხილნა და მისდევდა მას.

 
11

1.  და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა ოდენ ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი

2.  და ჰრქუა მათ: მივედით დაბასა მას, რომელ არს პირსპირ თქუენსა; და მუნქუეს, ვითარცა შეხჳდეთ მუნ, ხ~პოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცთაგანი არა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ მე.

3.  და გრქუას თუ რაჲ ვინმე თქუენ, არქუთ თქუენ, ვითარმედ: უფალსა მაგისსა უჴმს, და ადრე მომიძღუანოს იგი აქა.

4.  მი-რაჲ-ვიდეს, და პოეს კიცჳ დაბმული კართა თანა უბანსა ზედა და აღჴსნიდეს მას.

5. და რომელნიმე მუნ მდგომარენი ეტყოდეს მათ: რასა იქმთ? რად აჰჴსნით კიცუსა მაგას?

6.  ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

7.  და მოჰგუარეს კიცჳ იგი იესუს. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი და დაჯდა მას ზედა.

8.   და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა და სხუანი რტოებსა მოჰკაფდეს ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

9.  და რომელნი-იგი წინაუძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!

10.  კურთხეულ არს, რომელ მოსლვად არს -- სუფევაჲ მამისა ჩუენისაჲ დავითისი! მშჳდობაჲ ცათა შინა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

11.  და შევიდა იერუსალჱმდ სამღდელოსა მას {... გ}ამოვიდა ბეთანიად ათორმეტითურთ.

12.  და {...} და შეემშია.

13.  და იხი{ლა ...} ფურცლოვანი, მოვიდა, რაჲთამცა პოვა ... და ვითარცა მოვიდა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ.

14.  მიუგო და ... შენგან ნუმცა ვინ ... .

15.  ... შევიდა სამღდელოსა ... სა შინა ტაბლები იგი მე{კერმეთაჲ და} სავრძლები იგი ტრედისმოფარდულთაჲ დაამჴუა.

16. და არა ვის უფლობდა, ვითარმცა ვის შინაგანაქუნდა ჭურჭელი სამღდელოჲთ.

17.  და ასწავებდა მათ და ეტყოდა: წერილ არს, ვითარმედ: სახლსა ჩემსა სახლ თავყუანი{ს}საცემელ ეწოდო{ს} ყოველთა ნათესავთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს ქუაბ ავაზაკთა.

18.  და ესმა მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველსა მას ერსა დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.

19.  და ვითარ შემწუხრდის, გამოვიდიან გარე ქალაქსა.

20.  და ვითარ თანაწარჰვიდოდეს დილითი, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითურთ.

21.  და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: მოძღუარ, აჰა, ლეღჳ იგი, რომელსა ჰწყევე, განჴმა.

22.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას:

23.  გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ, მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმანცა ჰრქუას მთასა ამას აღფხურად და შთაგდებად ზღუასა და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელსა იტყჳს, ვითარმედ იყოს იგი.

24.  ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, ვითარმედ მოიღეთ, და გეყოს თქუენ.

25.  და რაჟამს დასდგეთ თაყუანის-ცემად, მიუტევეთ, რაჲცა თანა-ვის-ედვას, რაჲთა მამამანცა თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.

[[26.]]

27.  და მოვიდეს მერმე იერუსალჱმდ. და სამღდელოსა შინა ვითარ ვიდოდა, მოუჴდეს მას მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი

28.  და ეტყოდეს: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მიგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

29. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავს, თუ მეცა გკითხო თქუენ ერთი სიტყუაჲ, მომიგეთ მე, და გითხრა თქუენ მეცა, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ;

30.  ნათლის-ცემაჲ იოვანესი ცით გარდამო იყო, ანუ კაცთაგან? მითხართ მე.

31.  და განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: ვთქუათ, თუ: ცით გარდამო იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?

32.  უკუეთუ ვთქუათ, თუ: კაცთაგან, -- ეშინოდა ერისაგან, რამეთუ ყოველსა წინაწარმეტყუელად აქუნდა იოვანე, რამეთუ ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი იყო.

33.  და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.

 
12

1. და იწყო იგავით სიტყუად მათა: ვენაჴი დაასხა კაცმან და გარემოჲს მოზღუდა და აღმოთხარა ტაგარი და ქმნა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.

2.  და მიუვლინა მოქმედთა მათ ჟამსა მონაჲ, რაჲთა მოქმედთა მათგან მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.

3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, გუემეს და წარავლინეს იგი ცუდი.

4. და მერმე მიუვლინა მათ სხუაჲ მონაჲ, და იგიცა წარავლინეს გინებული.

5.  და მერმე სხუაჲ მიავლინა, და მოკლეს; და მრავალნი სხუანიცა -- რომელნიმე გუემნეს, რომელნიმე -- მოწყჳდნეს.

6. მერმე ერთღა ძჱ ესუა საყუარელი, მიუვლინა უკუანაჲსკნელს და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.

7.  ხოლო მათ მოქმედთა იხილეს რაჲ იგი მიმავალი მათა, თქუეს, ვითარმედ: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი იგი.

8.  და შეიპყრეს და მოკლეს და განაგდეს იგი გარეშე საყურძენსა მას.

9.  რაჲმე უკუე უყოს უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და წარწყმიდნეს მოქმედნი იგი მის ვენაჴისანი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა.

10.  წერილიცა ესე არავე აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა.

11. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

12.  და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისაგან, გულისხმა-ყვეს, რამეთუ მათთჳს თქუა იგავი ესე. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

13.  და მოავლინეს მისა ფარისეველთაგანი ვინმე და ჰეროდიანთაგანი, რაჲთამცა მონადირეს იგი სიტყჳთა.

14.  ხოლო იგინი ვითარ მოვიდეს, იწყეს კითხვად მისა ზაკვით და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ გჭირს შენ რომლისათჳსვე, რამეთუ არა თუალთ-აღებ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. აწ მარქუ ჩუენ: ჯერ-არს თუ ხარკისა კეისარსა მიცემაჲ, ანუ არა მივსცეთ?

15.  ხოლო მან უწყოდა ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე, მზაკუვარნო? მომართუთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.

16.  ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე, ანუ ზედადაწერილი? მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.

17.  და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა მათ მას ზედა.

18.  და მოვიდეს სადუკეველნი მისა, რომელთა თქჳან, აღდგომაჲ არა არსო, და ჰკითხეს მას და ჰრქუეს:

19.  მოძღუარ, მოსე დაგჳწერა ჩუენ: ძმაჲ თუ ვისიმე მოკუდეს და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშდეს, რაჲთა შეირთოს ძმამან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა მას თჳსსა.

20. შჳდ ძმა იყვნეს. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა და არა დაუტევა მკჳდრი;

21. და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა იგიც{ა} და არა დაუტევა მანცა მკჳდრი; და მესამემან -- ეგრევე;

22.  და შჳდთავე არა დაუტევეს მკჳდრი. უკუანაჲსკნელ ყოველთა დედაკაცი იგი მოკუდა.

23.  აღდგომასა მას, რაჟამს აღდგენ, რომლისა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

24.   {მ}იუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი და არცა ძალი ღმრთისაჲ?

25.  {რამეთუ} ოდეს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.

26.  ხოლო მკუდარნი რამეთუ აღდგენ, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მას მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ ეტყოდა მას ღმერთი და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?

27.  არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. აწ თქუენ ფრიად სცთებით.

28.  და მოუჴდა მას ერთი მწიგნობართაგანი, რომელსა ესმოდა მათი ჴმაჲ, იხილა რაჲ მან, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას: რომელი არს პირველი მცნებაჲ?

29.  ჰრქუა მას იესუ: პირველად ყოვლისა: გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი ჩუენი ერთი არს.

30.  და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.

31.  და მეორე, მსგავსი მისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი შენი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.

32. და ჰრქუა მას მწიგნობარმან მა{ნ}: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს, და არა არს სხუაჲ მისა გარეშე;

33.  და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმითა, და შეყუარებად მოყუასი ვითარცა თავი თჳსი, და უფროჲს არს ყოელთა მრგულიად დასაწუველთა და მსხუერპლთა.

34.  და იესუ ვითარ იხილა, რამეთუ გონებულად მოუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისაჲსა. და არა ვინ არღარა იკადრა კითხვად მისა.

35.  და მიუგო იესუ და ეტყოდა სწავლასა მას სამღდელოსა შინა: ვითარ თქჳან მწიგნობართა, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?

36.  რამეთუ თავადმან დავით თქუა სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

37.  თავადი დავით ეტყჳს მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? -- და მრავალი ერი ისმენდა მისა წადიერად.

38.  და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა შუენიერითა სლვაჲ და მოკითხვას ეძიებენ უბნებსა ზედა.

39.  და პირველად საჯდომელსა შესაკრებელთა შინა და მჴნისთაობასა ტაძრობასა;

40. რომელნი შეშჭამენ სახლთა ქურივთასა და მიზეზით განგრძელებულად თაყუანის-სცემედ, რომელთა მოიღონ უმეტესი საშჯელი.

41.  დადგა იესუ წინაშე ფასისშესაწირავსა და ხედვიდა, ვითარ ერი იგი დასდებდა კერმასა ფასისშესაწირავსა მას ზედა. და მრავალთა მდიდართა დადვეს დიდადი.

42.  და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი ფშიტნი, რომელ არს დანგ ერთ.

43.  და მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა შეწირა შესაწირავსა ამას ზედა.

44.  რამეთუ ყოველთა მათ ნეშტისაგან მათისა შემოწირეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველივე, რაჲცა ედვა, შეწირა ყოველივე საცხორებელი თჳსი.

 
13

1.  და ვითარ გამოვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან: მოძღუარ, იხილე, რაბამნი ქვანი არიან ესე და რაბამი შენებული!

2.  და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ხედავთ ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშდეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელ არა დაირღუეს.

3.  და ვითარ ჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:

4.  მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ სასწაული იყოს, ოდეს ესე ყოველი აღესრულებოდის?

6.  რამეთუ მრავალნი მოვიდენ სახელითა ჩემითა და თქუან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალნი აცთუნნენ.

7.  ხოლო რაჟამს გესმოდის თქუენ ბრძოლაჲ და ჴმაჲ წყობისაჲ, ნუ აღტყდებით, რამეთუ ყოფად არს, ხოლო აღსასრული არღა იყოს.

8.  აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; და იყოს ძრვა ადგიდ-ადგიდ და სიყმილი და წყუედაჲ. ხოლო ესე იყოს დასაბამ სალმობათა.

9.  და მიგცნენ თქუენ კრებულებსა და შესაკრებელთა შინა მათთა გგუემდენ თქუენ და წინაშე მსაჯულთა და მეფეთა წარგადგინნენ თქუენ საწამებელად მათა და ყოველთა ნათესავთა.

10.  ხოლო პირველად იქადაგოს სახარებაჲ ესე.

11.  და რაჟამს მოჰყვანდეთ თქუენ და მიგცემდენ თქუენ, ნუ წინაჲსწარ ზრუნავთ, რასა იტყოდით; არამედ რაჲცა მოგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მასცა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი იგი, არამედ სული წმიდაჲ.

12.  ხოლო მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა თჳსთა ზედა და მოწყჳდნენ იგინი.

13.  და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; და რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.

14.  ხოლო რაჟამს იხილოთ ბილწი იგი მოოჴრებისაჲ მდგომარე, სადა არა ჯერ-იყოს, -- რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ჰყოფდინ, -- მაშინ ჰურიასტანისანი წარივლტოდეთ მთასა.

15.  და რომელ ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენედ სახიდ, ნუცა შევლენედ აღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა.

16.  რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუმოიქცევინ კუალსა აღღებად სამოსლისა თჳსისა.

17.  ხოლო ვაჲ მუცელქმნულთა მათ და მაწოვნებელთა მათ დღეთა შინა.

18.  ხოლო ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთრის.

19.  რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელ არა ყოფილ არს ეგევითარი დასაბამითგან, ვინაჲთგან დაჰბადა ღმერთმან, მოაქამდე და მერმეცა არა იყოს.

20.  და თუმცა არა შეამოკლნა დღენი იგი, ვერმცა განერა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთათჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი.

21.  და მაშინ გრქუას თუ ვინმე თქუენ: აჰა, ესერა, აქა არს ქრისტჱ, -- გინა თუ: ეგერა, -- ნუ გრწამნ.

22.  რამეთუ აღდგენ ცრუქრისტენი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰცენ სასწაულებ და ნიშებ საცთუნებელად, შე-თუმცა-უძლეს, რჩეულთაცა.

23.  ხოლო თქუენ ეკრძალენით, რამეთუ, ესერა, წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.

24.  არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი;

25.  და მასკულავნი ზეცით დამოცჳვნებულ იყვნენ, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.

26.  და მაშინ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ღრუბლითა ძალითა დიდითა და დიდებითა.

27.  და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს რჩეულნი იგი ოთხთა ქართაგან კიდითგან ქუეყანისაჲთ კიდემდე ცისად.

28.  ხოლო ლეღჳსაგან გულისხმა-ყავთ იგავი ესე: რაჟამს რტონი მისნი მოლბიან, და გამოაქუნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არნ არჱ.

29.  ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ახლოს არს კართა ზედა.

30. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდის არა ყოველი ესე იყოს.

31.  ცაჲ და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.

32.  ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არა ვინ უწყის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან ხოლო მარტომან.

33.  ხოლო ხედევდით და იღჳძებდით და თაყუანის-სცემდით, რამეთუ არა უწყით, ოდეს იყოს ჟამი იგი.

34.  ვითარცა კაცი რაჲ გზად ვალნ, დაუტევის სახლი თჳსი და მისცის ჴელმწიფებაჲ მონათა თჳსთა და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთამცა მღჳძარე იყო.

35. აწ მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით, ოდეს უფალი იგი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი, ანუ შუვაღამეს, ანუ ქათმის-ყივილს, ანუ განთიად;

36.  ნუუკუე მოვიდეს მყის და გპოვნეს თქუენ მძინარენი.

37.  რომელსა-ესე თქუენ გეტყჳ, ყოველთა ვეტყჳ: მღჳძარე იყვენით.

 
14

1.  და იყო დღესასწაული იგი ვნებათაჲ შემდგომად ორისა დღისა. ეძიებდეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.

2.  იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე ამბოხებაჲ იყოს ერისაჲ.

3.  და ვითარ იყო იგი ბეთანიას, სახლსა სიმონის განბოკლებულისასა, და ინაჴ-ედგა, მოვიდა დედაკაცი ერთი, რომელსა აქუნდა შიშითა ნელსაცხებელი ნარდიონი პატიოსანი, დიდძალისსასყიდლისაჲ, მოიღო და დაასხა თავსა მისსა.

4.  ხოლო იყვნეს ვინმე მუნ, რომელთა გული უწყრებოდა და იტყოდეს ურთიერთას: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ესე?

5.  რამეთუ ჯერ-იყო განსყიდად ნელსა[ც]ხებელი ესე სამასის დრაჰკნის და მიცემად გლახაკთა. და ჰრისხვიდეს მას.

6. {ხოლო} იესუ ჰრქუა: აცადეთ მაგას და ნუ დააშრობთ, რამეთუ კეთილი საქმე ქმნა მაგან ჩემთჳს.

7.  რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. და რაჟამს გენებოს, ჴელმწიფე ხართ მათა კეთილის-ყოფად, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

8.  რომელი-იგი აქუნდა მაგას, ყო, წარმოიძღუანა ნელსაცხებელისა ცხებაჲ ჴორცთა ჩემთა სამკუდროჲსა მის შესამოსელად.

9.  ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელი-ესე ყო ამან, მიმოგანითქუას საჴსენებელად მაგისა.

10.  და იუდა სკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, მივიდა მღდელთმოძღუართა, რაჲთამცა მისცა იგი.

11.  ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. და ეძიებდა, ვითარმცა განმარჯუებულად მისცა იგი.

12.  და პირველსა მას დღესა ბალარჯობისასა, რაჟამს ვნებათასა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, მივიდეთ და დაგიმზადოთ, რაჲთა ჰჭამო ზატიკი იგი?

13. და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენ ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, შეუდეგით, და ვიდრეცა შევიდეს,

14.  არქუთ მამასახლისსა მის სახლისასა, ვითარმედ: მოძღუარმან ეგრე თქუა: სადა არს ვანი იგი ჩემი, სადა ვნებათაჲ იგი მოწაფეთა ჩემთა თანა შევჭამო?

15.  და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი, დაგებული და განმზადებული; მუნ დაგჳმზადეთ ჩუენ.

16.  და წარვიდეს დამზადებად მისა მოწაფენი იგი და შევიდეს ქალაქად და პოეს, ვითარცა ჰრქუა მათ, და დამზადეს ვნებათაჲ იგი.

17. და რაჟამს დამწუხრდა, მოვიდა ათორმეტითურთ.

18.  და ვითარ ინაჴ-ედგა მათ და ჭამდეს, ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელ ჭამს ჩემ თანა.

19. ხოლო მათ იწყეს ზრუნვად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუმცა მე ვარ, უფალო? და სხუამან: ნუმცა მე ვარ?

20.  ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს ჩემ თანა პინაკსა, მან მიმცეს მე.

21. რამეთუ ძე კაცისაჲ მისლვად არს, ვითარცა წერილ არს მისთჳს; ხოლო ვაჲ მის კაცისაჲ, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უმჯობეს იყო მისა, არათუმცა შობილ იყო კაცი იგი.

22. და ვიდრე ჭამდესღა, მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ, ესე არს ჴორცი ჩემი!

23. და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგანი ყოველთა.

24. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, რომელ მრავალთათჳს დაითხევის.

25. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისაგანი ვენაჴისაჲ ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა შინა ღმრთისასა.

26.  და ჰმადლობდეს და გამოვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

27. და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი, თქუენ, დაჰბრკოლდეთ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და ცხოვარნი განიბნინენ.

28.  არამედ რაჟამს აღვდგე, წინაჲსწარ თქუენსა მივიდე გალილეად.

29.  ხოლო პეტრე მიუგო და ჰრქუა მას: ყოველნი ღათუ დაბრკოლდენ, ხოლო მე არა.

30.  და ჰრქუა მას იესუ: მართლიად გეტყჳ შენ, რამეთუ დღეს ღამესა ამას ვიდრე ქათმისა ორგზის ყივიდმდე სამგზის უვარ-მყო მე.

31.  ხოლო პეტრე ფრიად უმეტესად ხ~ იტყოდა, ვითარმედ: შე-ღათუ-მხუედეს შენ თანა სიკუდილი, არავე უვარ-გყო შენ. ეგრეცა ყოველნი იტყოდეს.

32.  და მოვიდეს დაბასა, რომელსა სახელი ერქუა გესემანი, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდის თაყუანის-ვსცე.

33. და მიიყვანნა მის თანა პეტრე და იაკობ და იოვანე და იწყო გულისსიტყუად და ურვად.

34.  და ჰრქუა მათ: შეჭუვნებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე; ელოდეთ აქა და იღჳძებდით!

35. და წარვიდა კნინ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ ჯერ-არს, რაჲთამცა გარეწარჰჴდა მას ჟამი იგი.

36.  და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველი შესაძლებელ არს შენდა; გარეწარმცოდე მე სასუმელი ესე. ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲ -- შენ.

37. და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ ღჳძებად?

38. მღჳძარე იყვენით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.

39.  და მერმე წარვიდა, თაყუანის-სცა და იგივე სიტყუაჲ თქუა.

40. და მოიქცა და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არა უწყოდეს, რაჲმცა მიუგეს მას.

41.  და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აღესრულა და მოიწია ჟამი. აჰა, ესერა, მიეცემის ძჱ კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა.

42.  აღდეგით, წარვიდეთ. აჰა, ესერა, მიმცემელი იგი ჩემი მოახლებულ არს.

43.  და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, მოიწია იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მახჳლოსნები და წათოსნები მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.

44. და მიეცა მიმცემელსა მას მისსა სასწაული და ჰრქუა მათ: რომელ მე მოვიკითხო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.

45.  და მუნქუესვე მოუჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარ! და მოიკითხა იგი.

46.  ხოლო მათ შეასხნეს ჴელნი მათნი და შეიპყრეს იგი.

47.  და ერთმან ვინმე მის თანა მდგომარემან აღმოიჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური.

48.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათითა შეპყრობად ჩემდა.

49. მარადღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა მას შინა, გასწავებდ თქუენ და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულოს წიგნები იგი წინაწარმეტყუელთაჲ.

50. და დაუტევეს იგი ყოველთა და ივლტოდეს.

51. და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და ემოსა არდაგი შიშულივ. და ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.

52.  ხოლო მან მიუტევა არდაგი იგი და შიშუელი ივლტოდა მათგან.

53.  და მიიყვანეს იგი მღდელთმოძღურისა კაიაფაჲსა. და მივიდეს მის თანა მღდელთმოძღუარნი, მოხუცებულნი და მწიგნობარნი.

54. და პეტრე შორს მისდევდა მას ვიდრე შინა ეზომდე მღდელთმოძღურისა, დაჯდა იგი მსახურთა თანა და იკუსვოდა მგზებელსა მას.

55.  ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუსთჳს წამებას, რაჲთამცა მოკლეს იგი, და ვერ ჰპოვებდეს.

56.  რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და არა ერთ იყო წამებაჲ იგი მათი.

57.  და რომელნიმე აღდგეს, ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,

58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელითქმნული და მესამესა დღესა სხუაჲ, ჴელითუქმნელი, აღვაშენო.

59. და ეგრეცა არავე ერთ იყო წამებაჲ იგი მათი.

60. და აღდგა მღდელთმოძღუარი იგი მათი შორის, ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არას მოუგებ, რასა ესენი შეგწამებენ შენ?

61. ხოლო იგი დუმნა და არას მიუგებდა მათ. მერმე მღდელთმოძღუარი იგი ჰკითხვიდა მას სიტყუასა მეორედ და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ კურთხეულისაჲ?

62. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ სთქუ, ვითარმედ მე ვარ. და იხილოთ ძჱ კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

63.  ხოლო მღდელთმოძღუარმან დამოიპო კუართი თჳსი და თქუა: რასაღა გჳჴმან მოწამეებ?

64.  გესმა ყოველთა ბასრობაჲ იგი მისი. ვითარ გიჩს თქუენ? და ყოველთა დასაჯეს იგი -- ყვეს თანამდებ სიკუდილისა.

65.  და იწყეს რომელთამე ნერწყუვად პირსა მისსა და ფიჩჳ დაჰბურიან პირსა მისსა, ჰრეკედ მას და ეტყჳედ: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურნი იგი სცემდეს ღაწუსა მისსა.

66.  და იყო პეტრე ეზოსა მას შინა; მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთმოძღურისათაჲ.

67. და იხილა იგი მკუსოლარე, მიხედა მას და ჰრქუა: შენცა ნაზორეველისა იესუს თანა იყავ.

68. ხოლო მან უვარ-ყო და ჰრქუა მას: არცა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე შენ იტყჳ. და გამოვიდა იგი გარეშე ეზოსა.

69. და მჴევალმან მან იხილა იგი, იწყო სიტყუად, რომელ დგეს მუნ, ვითარმედ: ესე მათგანივეა.

70.  ხოლო მან უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა რომელნი-იგი გარემოჲს დგეს მისა, ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ, რამეთუ ხარვე გალილეველ.

71.  ხოლო მან იწყო წყევად და ფიცად, ვითარმედ: არა [1]

 
15

19.  [2]და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას.

20.  და რასჟამს დაასრულეს ბასრობაჲ იგი მის ზედა, განჰძარცუეს ძოწეული იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი თჳსი და გამოიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად.

21. და წარიქციეს პაჰრაკად თანაწარმავალი ვინმე სჳმონ კჳრენელი, მომავალი აგარაკით, მამაჲ ალექსანდრესი და ჰრუფჱსი, რაჲთამცა აღიკიდა ჯუარი იგი მისი.

22.  და მოიღეს იგი გოლგოთასა, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.

23.  და მისცეს სუმად მუროვანი ღჳნოჲ, და მან არა მიიღო.

24.  და ჯუარს-აცუეს და განიყვეს სამოსელი მისი და წილ-იგდეს მას ზედა, ვისმცა რაჲ ხუედა.

25. და იყო ჟამი მესამე და ჯუარს-აცუეს იგი.

26.  და ზედა დაწერა ბრალად მისა: ესე მეუფჱ ჰურიათაჲ.

27. და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი -- მარჯუენით მისა და ერთი -- მარცხენით მისა.

28.  და აღესრულა წერილი იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.

29.  და რომელნი თანაწარჰვიდოდეს, ეკიცხევდეს მას, ხრიდეს თავსა და იტყოდეს: ვაჲ, რომელ-იგი დაარღუევდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,

30.  განირინე თავი შენი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.

31. ეგრეცა მღდელთმოძღუარნი იგი ეკიცხევდეს ურთიერთას მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ იცხოვნოს.

32. ქრისტჱ, მეუფჱ ისრაჱლისაჲ, გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს იგი. და რომელნი-იგი მის თანა ჯუარცუმულ იყვნეს, იგინიცა აყუედრებდეს.

33.  და იყო ვითარ მეექუსე ჟამი, დაბნელდა ყოველსა ქუეყანასა ზედა მეცხრე ჟამადმდე.

34.  და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: ელოი, ელოი, ელმანა საბაქთანი? რომელ არს გამოთარგმანებით: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსა დამაგდებ მე?

35. და რომელთამე თანამდგომარეთა ვითარ ესმა, იტყოდეს: აჰა, ელიას უჴმობს.

36.  და მირბიოდეს და აღავსეს ღრუბელი ძმრითა და დაადგეს ლერწამი და ასუმიდეს მას და თქუეს: აცადეთ, ვიხილოთ, მო-ძი-ვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.

37.  ხოლო იესუ აღუტევა ჴმაჲ და აღმობერა სული.

38.  და კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან: ზეთგან ქუენამდე.

39.  იხილა რაჲ ასისთავმან მან, რომელი-იგი თანაუდგა მას, რამეთუ ღაღატ-ყო და აღმოუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო.

40.  და იყვნეს მუნ დედანიცა, რომელ შორით ხედვიდეს და რომელ იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობის მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე,

41.  რომელნი-იგი გალილეასღა იყო, მაშინვე შეუდგეს მას, და სხუებიცა მრავალნი დედანი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.

42. და ვითარ დამწუხრდა, -- რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს შაფათისა წინა, --

43.  მოვიდა იოსეფ არიმათიელი, პატიოსანი მზრახვალი, რამეთუ იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა შესლვად პილატესა და გამოითხოვნა ჴორცნი იგი იესუსნი.

44.  ხოლო პილატეს უკჳრდა, ვითარმედ ვითარ ადრე მოკუდა, და მოუწოდა მტარვალსა მას და ჰკითხა, თუ: ადრე მოკუდა?

45. და ვითარ აგრძნა მტარვალისა მისგან, მიჰმადლნა ჴორცნი იგი იოსეფს.

46.   და იყიდა მუნქუესვე არდაგი და დადვა იგი სამარესა შინა, რომელ იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა მას სამარისასა.

47. ხოლო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსჱსი ხედვიდეს, სადა დასდებდეს.

 
16

1.  და ვითარ წარჴდა შაფათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმა და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთამცა მოვ{ი} დეს და სცხეს მა{ს}.

2.  და მსთუად გა{ნ}თიად ერთშაფათსა მას მოვიდეს სამარესა მას ზედა აღმოსლვასა ოდენ მზისასა

3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან სამარისაჲსა?

4.  და მიხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რამეთუ დიდ იყო ფრიად.

5.  და შევიდეს სამარესა მას, იხილეს ჭაბუკი ერთი, მჯდომარე მარჯუენით კერძო, რომელ მოსილ იყო სამოსლითა სპეტაკითა, და დაუკჳრდა.

6. და მან ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ! იესუს ეძიებთ ნაზორეველსა, რომელ ჯუარცუმულ არს; აღდგა, არა აქა არს. იხილეთ, ეგერა, ადგილი მისი, სადა დადვეს იგი.

7. და მივედით და არქუთ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: წარგიძღჳს თქუენ გალილეად, და მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.

8.  და ვითარ ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ სამარით. რამეთუ შეშინებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არავის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

[[9-20.]]


-----------------------------------------------------------------------------------------------


პირობითი ნიშნები
 

[ ] – ხელნაწერის დაზიანების გამო აღდგენილი ტექსტი

{ } – ნაწილობრივ დაზიანებული ტექსტი

[[ ]] – ბერძნული დედანიდან მომდინარე მუხლის კლება
 

----------------------------------------------------------------------------------------

[1] – ხელნაწერს აკლია ფურცლები.

[2] – აქედან გრძელდება.