ფესუთა მათგან ოქროანთა შემკული ხარ შენ, ქალწულო,

იაკინთე ძოწეული სამოსლად გაქუს, ღმრთისმშობელო,

ლამპრითა მით ბრწყინვ[ა]ლითა მიგეგებ[ვ]ით, დედოფალო,

ითხოვე შენ მოტევებაჲ ბრალთა ჩუენთაჲ, დიდებულო.

პატიოსან და წმიდა არს სახელი შინი, სანატრელო,

ეკლესიაჲ ბეთლემისაჲ ცათა მსგავს არს, უბიწო[ო].

ბუნებათა შემოქმედი ვიცანთ შენგან, ჵ ბეთლემო,

ემსგავსე შენ სამყაროთა [ზე]ცისათა,ჵ წმიდაო,

თაყუანის ვსცემთ ქუაბსა მაგას დიდებულსა,ჵ უხრწნელო,

ლოცვაჲ ჩუენი შეიწირე, ბაგასა მას მწოლარეო.

ეც მოსავთა შენთა პოვნაჲ წყობისაჲ, სახიერო,

მადლი შენი მფარველ მეყავნ მე უღირსსა, მოწყალეო,

ისინე დღეს თხოვაჲ ჩემი ცოდვილისაჲ, მწყალობელო.