და აქ არ არის დასაყრდენი, ხელმოსაჭიდი.
რომ მოეჭიდო, ერთადერთი, აქაა ხავსი.
მას მოუჭედავს ვარსკვლავებით ცა მოსაჭედი
აქ, ვის გარეშეც, მარტოობა მხოლოდ თუ გავსებს.

პირდაღებული გიცქერიან აქ მღვიმეები,
სიცარიელე პირდაბჩენით შენს წინ იშლება.
თანმიმდევრობით, დღეებს ცვლიან ისევ დღეები
ისევ მისმა ხმამ, აქ დარჩენილს თუ კი გიშველა.

აქ ამოსუნთქვა ოდნავია, შვება ოდნავი.
ჩამოსაჯდომად, აქ გარშემო, მხოლოდ კუნძია.
რაზეც არ უნდა, ბედთან იყო რამის მოდავე,
უკანვე მიაქვს, განსაკარგად რაც მოუცია.


2014