1. საქართველოში - გარდა ახალციხე-ახალქალაქის, ბათომის და არტაანის მხარეებისა1


საქართველოში შემდეგი ორი .ბუნებრივი, გეოგრაფიული და სამეურნეო-ეკონომიური რაიონია:
1. აღმოსავლეთი საქართველო (ანუ ტფილისის გუბერნია),
2. დასავლეთი საქართველო (ანუ ქუთაისის გუბერნია).

დანარჩენი ადმინისტრატიული ერთეულები, პატარა სანაპირო მხარეები საქართველოსი, — წარმოადგენენ უშუალო გეოგრაფიულ გაგრძელებას ამ მთავარი პროვინციებისას და სამეურნეო პირობებით გამოუყოფელი არიან მათგან. ეს მხარეებია:

3. სამურზაყანო-აფხაზეთ-ჯიქეთის მხარე (=სოხუმის და სოჭის ოლქები), რომელიც დასავლეთ საქართველოსთან ერთად შეადგენს ერთ ეკონომიურ ოლქს; და

4. აღმოსავლეთ საქართველოს სანაპიროები: ქვემო-ყარაიას ველი, ბამბაკი, ყაზახ-.მამშადილი და ზაქათალა, — რაც ტფილისის პროვინციის განუყოფელ ჰინტერლანდს წარმოადგენს.

მოსახლეობა ამ პროვინციებისა შემდეგია:

1. -  2. ტფილისის და ქუთაისის გუბერნიები.
საქართველოს ამ ორ მთავარ პროვინციაში ქართველობა შეადგენს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. სულ ორსავე გუბერნიაში 1916 წლისათვის ითვლება (გარდა ჯარში გაწვეულებისა) 2.236.000 სული მკვიდრი მცხოვრები, მათ შორის ქართველი — 1.765.000
სული=78,9%; დანარჩენები სხვადასხვა მცირერიცხოვანი ჯგუფებია.

ასეთ ჯამს ვღებულობთ ქალაქების მითვლით, სადაც, როგორც ყოველგან, შედარებით მეტია უცხო ელემენტი; ქალაქების მიუთვლელად ამ ორს პროვინციაში ითვლება 1.862.000 სული მკვიდრი მცხოვრები2, მათ შორის ქართველები 1.600.000 სული, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა პატარა ჯგუფები — 262.000 სული; ქართველობა შეადგენს მრთელი მოსახლეობის 85,9 %-ს.

3. სამურზაყანო-აფხაზეთ-ჯიქეთის მხარე (სოხუმის და სოჭის ოლქები).
აქედან ჯ.იქეთი (=სოჭის ოლქი) თითქმის დაუსახლებელია3.

სამურზაყანო-აფხაზეთში (სოხუმის ოლქში) მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ქართველობა; შემდეგი ადგილი უჭირავს ქართველების ძმურად მონათესავე ტომს აფხაზებს, სხვები — მცირერიცხოვანი უმნიშვნელო ჯგუფებია. სულ სოხუმის ოლქში 1916 წლისათვის ითელება — ქ. სოხუმის გარდა — 126.000 სული მკვიღრი მცხოვრები, აქედან ქართველი 70.000 სული, აფხაზი — 42.000 სული. რაც შეეხება ქ. სოხუმს, იგი ეროვნული შემადგენლობით ქართულ ქალაქს წარმოადგენს (ქართველობა ითვლება აქ 25 000 სული, აფხაზები 400 სულამდე). ამნაირად, აფხაზეთ-სამურზაყანოში, რომ არ მივიღოთ მხედველობაში ქ. სოხუმი, რომელსაც სპეციფიური ქართული ხასიათი აქვს, და რომ ავიღოთ მარტოოდენ სოხუმის ოლქის სოფლების მკვიდრი მოსახლეობა, აქ ქართველობა არის — 55,6%; აფხაზები — 33,3%; სხვა და სხვა პატარა ეროვნული ერთეულები — 11,1%; ხოლო ერთად მრთელი ქართული ჯგუფი (ქართველები და აფხაზები) — 88,9%.

კერძოთ აფხაზების შესახებ, რომელთაც ჩვენ აქ ქართველებთან ერთად ვასახელებთ ერთ ჯგუფში, — უნდა ვიცოდეთ: აფხაზებს ქართველებთან აერთებს არა მარტო ახლო რასსიული ნათესაობა (ისინი ეკუთვნიან ქართულ-მთიულურ ენათა ოჯახს, და ლინგვისტურად აფხაზურ ენას უჭირავს საშუალო ადგილი ქართულ ენასა და მთიულურ ენებს შუა), მათ აერთებს ქართველებთან არა მარტო სარწმუნოება (მთელს ამ მხარეში აფხაზთა შორის ქრისტიანია 80 პროცენტამდე: 35.000 სული), არამედ აფხაზობა ქართველობასთან შეკავშირებულია მრავალ-საუკუნოვანი კულტურული ერთობით. აფხაზობა თაობითვე შედიოდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ერთეულში, და აფხაზთა ტომს, მიუხედავად მისი რიცხვობრივი სიმცირისა, დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის წინაშე; აფხაზეთში დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინება (ამის ანარეკლი შენახულა ქართველ მეფეთა ტიტულატურაშიაც, რომელიც ასე იწყებოდა: ,,მეფე აფხაზთა და ქართველთა“) ქართული დინასტიაც-კი ნახევრად აფხაზური იყო, აფხაზებმა მისცეს ამ ქვეყანას არა ერთი და ორი გამოჩენილი პირი (ცნობილია თვითონ ბიზანტიური წყაროებით ქართველი ფილოსოფოსი იოანე, ტომით აფხაზი), მოკლედ — საქართველოს ოც-საუკუნოვანი ისტორია ეს ამავე დროს აფხაზეთის ისტორია არის.

4. აღმოსავლეთ საქართველოს სანაპიროები: ქვემო ყარაია, ზაქათალა, ბამბაკი და ყაზახ-შამშადილი.

ა) ქვემო ყარაიას ველი — დაუსახლებელია.

ბ) ზაქათალის ოლქში — ვიდრე იმ ხაზამდე, სადაც გასდევს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (მდ. ყაშყაჩაის მიჯნამდე), 1909 წლისათვის ითვლება — ადმინისტრაციის ოფიციალური ცნობებით — 69.825 სული მკვიდრი მცხოვრები4. მოსახლეობს აქ ოთხი ხალხი5: ჭარელები (—ლეკის ცალკე ტომია, ენით შორეული ნათესაობა აქვთ ავარიელებთან) — 29.785 სული — 42,6%; წეხურელები (ესენიც ლეკის ტომთა ჯგუფს ეკუთვნიან, ცალკე ენა აქვთ) — 11.485 სული = 16,5%; მუდალები (— ტომით მონგოლები არიან; მონგოლური დავიწყებული აქვთ, ლაპარაკობენ თურქულს) — 11.121 სული = 15,9%; და ქართველები, რომლებიც ჭარელების შემდეგ ყველაზე დიდ ერთეულს შეადგენენ ზაქათალის ოლქში: ქართველობა ითვლება აქ 17.434 სული (=25%), მათ შორის ქრისტიანი ქართველი 4.263 სული, მუსულმანი ქართველი — 13.171 სული6. როგორც ქრისტიან, ისე მუსულმან ქართველებს წმიდად შეუნახავთ ქართული დედა-ენა.

ზაქათალის ოლქის ამ ოთხ პატარა ეროვნულ ჯგუფებს შორის ადგილობრივი მკვიდრი ელემენტი ქართველები არიან, ხოლო სხვები ბოლო დროს არის ჩამოსახლებული ამ ძირეულ ქართულ პროვინციაში. ასე, — ჭარელ-წეხურელები გადმოიყვანა დაღესტნიდან სპარსეთის მმართველობამ მეჩვიდმეტე საუკუნეში (როცა აღმოსავლეთი საქართველო ერთ ხანად დაიჭირეს შაჰ-აბაზის ურდოებმა) და დაასახლა ადგილობრივი მკვიდრი ქართველობის პარტახზე, რომლებიც აჰყარეს აქედან, რიცხვით 100.000-ზე მეტი და გადაიყვანეს სპარსეთში7, ჩასახლება არაქართული ელემენტისა ზაქათალაში მოხდენილ იქნა სტრატეგიული მიზნით, და მართლაც ზაქათალის ოლქი, შემოჭრილი საქართველოს ველების შუაგულში (ალაზნის ველის შუა წელში) ნამდვილი შემოსავალი კარებია ტფილისის პროვინციისა.

გ-დ) ბამბაკი და ყაზახ-შამშადილი. სულ ორსავე კუთხეში ითვლება 1916 წლისათვის 178.000 სული მკვიდრი მცხოვრები, უმთავრესად საქართველოს სომხები და თათრები8. ჩამოსახლებულნი საქართველოს ამ ოლქებში სხვადასხვა დროს9, ეს ხალხი ხანგრძლივი მეზობლური ურთიერთობისა გამო ქართველობასთან — კულტურულად დაუახლოვდა საქართველოს მკვიდრ მცხოვრებთ. ამიტომაც იყო ეს მხარე, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსახლეობის დიდ პროცენტს შეადგენდა მუსულმანობა, ყველაზე ლოიალური პროვინცია იყო საქართველოს სახელმწიფოსი და მისი ჩამოშორება ვერ შესძლეს დიდმა მეზობელმა — მუსულმანურ სახელმწიფოებმა მაშინაც-კი როდესაც ამ სახელმწიფოთა გავლენა საქართველოზე ვრცელდებოდა. — ჩვენ აქ არას ვამბობთ იმის შესახებ, რომ ეს მხარე მჭიდრო სამეურნეო ურთიერთობით არის გადაბმული საქართველოსთან, და რომ ჩამოშორება საქართველოდან ისტორიულად ამ მისი განუყოფელი ნაწილებისა დაარღვევდა საქართველოს როგორც ეკონომიურსა, ისე ტერიტორიულს მთლიანობას: ეს იქნებოდა მორღვევა საქართველოსა სამხრეთ.-კავკასიის ქედიდან, საქართველოს ამ ბუნებრივი მიჯნისაგან სამხრეთის მხრით.

საქართველოს პროვინციების ამ მოკლე მიმოხილვის შემდგომ დაგვრჩენია წარმოვადგინოთ საზოგადო სურათი საქართველოს მოსახლეობისა. ამას წარმოგვიდგენს შემდეგი ცხრილი10:

ცხრილი 1.

წარმოდგენილი ცხრილის განხილვით არ შეგვიძლია არ დავასკვნათ, რომ საქართველო მის ისტორიულ საზღვრებში (და ეს საზღვრები ამავე დროს საქართველოს ბუნებრივი გეოგრაფიული და სამეურნეო-ეკონომიური ფარგლებია) ეთნოგრაფიულადაც მთლიან ერთეულს წარმოადგენს. რასაკვირველია აქ შეუძლებელია სახეში ვიქონიოთ ცალკე სოფლები, ან ცალკე რაიონები, რომლის გამოთიშვა შეუძლებელია ორგანულად შენაწევრებული ტერიტორიული სხეულიდან; მთლიან საქართველოში ქართველობა შეადგენს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. ქართველობა ითვლება (— გარდა მესხეთის პროვინციისა, რომელიც დღესდღეობით დაჭერილია ოსმალთა ჯარების მიერ — 72,5%.
ეს რიცხვი დიდ პროცენტულ ერთეულად უნდა ჩაითვალოს არა მარტო კავკასიური მასშტაბით.

2. მესხეთის პროვინცია

მხარეები ახალციხე-ახალქალაქისა და ბათომ-არტაანისა

საქართველო-ოსმალეთს შორისი ამ სადაო მხარეების საერთაშორისო-უფლებრივი მდგომარეობა შემდეგია:
საქართველოს პროვინცია მესხეთი (ეს არის ძირეული ქართული ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ქართული კულტურის ავანგარდს წარმოადგენდა) მეჩვიდმეტე საუკუნეში ოსმალეთმა მოსწყვიტა საქართველოს. მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე ხელახლა შემოერთებული ოსმალეთისაგან (ახალციხე-ახალქალაქის მხარე — 1829 წელს, ბათომი და არტაანი — 1878 წელს), ეს მხარეები ამის შემდეგ ხელახლა შეადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს, თანახმად 1783 წლის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებისა, რომლითაც რუსეთის მმართველობა სდებდა პირობას —„на сохраненье целости настоящихъ владеншй" Грузинскаго Царства, „предполагая распространить таковое ручательство и на такья владеншя, кои въ теченш времени и по обстоятельствамъ приобретены и прочнымъ образомъ за нимъ утверждены будуть" იხ. მეორე არტიკლი; იხ. აგრეთვე მეოთხე-სეპარატი არტიკლი: „Е. И. В. обещаеть вь случай войны употребить всевозможное старание пособиемь оружия, а вь случай мира—настояниемь о возвращении земель и местъ издавна къ Царству Карталинскому и Кахетинскому щинадлежавишхъ, кси тскъ и останутся во владенш Царей тамошнихъ"— на техь-же основаняхь трактата.

ახალციხე-ახალქალაქის მხარის შესახებ ეს საერთაშორსო-უფლებრივი მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა; პირიქით 1856 წლის პარიზის ტრაქტატი განმეორებით ადასტურებს, რომ ოსმალეთს ამ მხარეზე არავითარი უფლება არა აქვს.

რაც შეეხება ბათომსა და არტაანს, მათთვის 1918 წლის ბრესტის საზავო ხელშეკრულება ახალ უფლებრივ მდგომარეობას ჰქმნის, მაგრამ — ჯერ ერთი:

— ტრაქტატის ეს მუხლი, რომელიც ეხება ბათომსა და არტაანს, არ შეიძლება ჩაითვალოს სავალდებულოდ, რადგან რუსეთი არ იყო უფლებამოსილი დაეთმო საქართველოს მიწა-წყალი. შეერთებული მასთან განსაზღვრული პირობებით, მით უფრო, რომ ვიდრე ბრესტის ხელშეკრულება დაიდებოდა — რუსეთმა ფაქტიურად დასტოვა საქართველო, გაიყვანა რა თავისი ჯარები საქართველოს საზღვრებიდან, — და ამით დაჰკარგა ყოველგვარი უფლება საქართველოზე, თანახმად იმავე საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებისა, რომელიც ერთადერთი ლოიალური ფუძე იყო საქართველო-რუსეთის საერთაშორისო-უ.ფლებრივი ურთიერთობისა.

და დამოუკიდებლად ამისგან, — თითონ ბრესტის ტრაქტატის მოხსენებული პუნქტი სრულიადაც არა სცნობს ბათომსა და არტაანს ოსმალეთის კუთვნილებად, არამედ ამ მხარეს ეროვნულ--პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებს; ოსმალეთის მიერ ჯარების შემოყვანას ამ მხარეში არ შეიძლება სხვანაირი განმარტება მიეცეს, თუ არა დარღვევა ბრესტის ხელშეკრულებისა.

აქვე ვადგენთ ცნობას ამ მხარეების მოსახლეობის შესახებ.

სამივე მხარეში (ახალციხე-ახალქალაქსა, ბათომსა და არტაანში), მოსახლეობის მთავარ ელემენტს შეადგენს ქართველობა, რომელთა შორის დიდი უმრავლესობა მუსულმანია სარწმუნოებით, ნაწილი ქრისტიანი.

1. მუსულმანი ქართველები. მუსულმანობა გავრცელდა აქაურ ქართველთა შორის მეჩვიდმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ეს მხარეები ოსმალეთმა მოსწყვიტა საქართველოს. ქართველ მუსულმანებში წმიდად არის დაცული ქართული რასსა, დიდ ნაწილს შეუნახავს ქართული დედა-ენა, და მთელი ხალხი დღემდე თავისთავს გურჯს (ე. ი. ქართველს) ეძახის.

კერძოთ ქართული ენის გავრცელების შესახებ — უნდა შევნიშნოთ:

მთელი ქართველი მუსულმანობისათვის ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე, და მეცხრამეტე საუკუნეშიც, დედა-ენა ქართული იყო. ბოლო დროებში — წარსული საუკუნის მანძილზე — ქართული ენის ცოდნა ზოგ ადგილას შემცირდა. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსულ რეჟიმს. რუსეთის მმართველობა, რომლის პოლიტიკა მიმართული იყო ქართველობის დასუსტებისაკენ, ყოველნაირად ხელს უშლიდა მუსულმანი ქართველების დაახლოვებას მათ ქრისტიან მოძმეებთან. ყველაფერი ქართული აქ დიდ დევნას განიცდიდა. თუ სადამდე მიდიოდა კერძოთ ქართული ენის შევიწროება ამ მხარეში — ადვილად წარმოსადგენია მარტო იმ ფაქტიდან, რომ აქ თურქების მფლობელობის დროს სოფლის სამმართველოსა და სამსაჯულოში ქართული ენა იხმარებოდა, რუსეთის მმართველობამ კი რუსული და თურქული ენები შემოიღო. რუსულ-თურქული ენა შემოღებულ იქმნა აგრეთვე სკოლებში. ქართულ ენის ასეთ დევნას შედეგად ის მოჰყვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მხარეში — მაგალითად, სადაც მთელი მუსულმანი ქართველობა მეცხრამეტე საუკუნის ნახევრამდე ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობდა, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენა აქ ზოგ კუთხეში დავიწყებას მიეცა. ასეთ რაიონებში ძველ თაობას დღემდე ახსოვს ქართული, ახალგაზრდობა კი ვეღარ ლაპარაკობს დედა-ენას. ასევეა აგრეთვე არტაანის კუთხეებში — ფოცხოვის და ტაოსკარის რაიონებში.

ქართული ენის გავრცელების დღევანდელი სურათი — შემდეგია:
კერძოთ ქართული ენის გავრცელების შესახებ — უნდა შევნიშნოთ:
მთელი ქართველი მუსულმანობისათვის ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე, და მეცხრამეტე საუკუნეშიც, დედა-ენა ქართული იყო. ბოლო დროებში — წარსული საუკუნის მანძილზე — ქართული ენის ცოდნა ზოგ ადგილას შემცირდა. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსულ რეჟიმს. რუსეთის მმართველობა, რომლის პოლიტიკა მიმართული იყო ქართველობის დასუსტებისაკენ, ყოველნაირად ხელს უშლიდა მუსულმანი ქართველების დაახლოვებას მათ ქრისტიან მოძმეებთან. ყველაფერი ქართული აქ დიდ დევნას განიცდიდა. თუ სადამდე მიდიოდა კერძოთ ქართული ენის შევიწროება ამ მხარეში -— ადვილად წარმოსადგენია მარტო იმ ფაქტიდან, რომ აქ თურქების მფლობელობის დროს სოფლის სამმართველოსა და სამსაჯულოში ქართული ენა იხმარებოდა, რუსეთის მმართველობამ კი რუსული და თურქული ენები შემოიღო. რუსულ-თურქული ენა შემოღებულ იქმნა აგრეთვე სკოლებში. ქართულ ენის ასეთ დევნას შედეგად ის მოჰყვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მხარეში — მაგალითად, სადაც მთელი მუსულმანი ქართველობა მეცხრამეტე საუკუნის ნახევრამდე ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობდა, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენა აქ ზოგ კუთხეში დავიწყებას მიეცა. ასეთ რაიონებში ძველ თაობას დღემდე ახსოვს ქართული, ახალგაზრდობა კი ვეღარ ლაპარაკობს დედა-ენას. ასევეა აგრეთვე არტაანის კუთხეებში — ფოცხოვის და ტაოსკარის რაიონებში.
ქართული ენის გავრცელების დღევანდელი სურათი — შემდეგია:

ა) ახალციხე-ახალქალაქის მხარე. აქაურ მუსულმან ქართველებიდან ქართულს დედა-ენაზე ლაპარაკობს 50%-დან 60%-მდე11. ქართული განსაკუთრებით შენახულა აწყურის უბანში, აგრეთვე ზემო-ქობლიანში და ურაველის უბნის ქვემო სექტორში.

ბ) ბათომის მხარე. აქ ყველაზე კარგად არის დაცული ქართული ენა. ბათომის მხარე განიყოფება ორ ოლქად: ბათომისა და ართვინისა; აქედან ბათომის ოლქის მრთელი მუსულმანი ქართველობა ლაპარაკობს უწმინდეს ქართულ ენას. ართვინის ოლქის მუსულმან ქართველების უმრავლესობა (დაახლოებით 60%-მდე) აგრეთვე ლაპარაკობს ქართულს დედა-ენაზე, სახელდობრ — მურდულის, ლივანის, იმერხევის და ზემო-შავშეთის მოსახლეობა.

გ) არტაანის მხარე: ქართული ენა აქ ძალზე შესუსტებულია. ქართული შემონახულა ადგილ-ადგილ ფოცხოვის უბანში არტაანის ოლქისა, ტაოსკარის უბანში ოლთისის ოლქისა, და არტაანის ოლქის ცალკე სოფლებში, მაგ., სოფ. ველში.
სამივე მხარეში ახალციხე-ახალქალაქში, ბათომში და არტაანში ითვლება ქართველი მუსულმანობა: სოფლის მოსახლეობა 238.000 სული, ქალაქებში 5.000 სულამდე; მათ შორის ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობს არა ნაკლები 140.000-ისა.

2. ქართველი ქრისტიანები. (მართლმადიდებელი და კათოლიკე). ესენი ითვლებიან აქ 50.000 სულამდე: სოფლებში (უმთავრესად ახალციხე-ახალქალაქის მხარეში) —30.000 სული, ქალაქებში — 20.000 სულამდე. ქრისტიანი ქართველების დედა-ენა — ქართულია12.
რაც შეეხება დანარჩენ ეთნოგრაფიულ ჯგუფებს — ესენია:

თურქები. მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია (ისინი აღწევენ აქ 20.000 სულამდე). თურქები მოსახლეობენ (თანახმად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სპეციალური გამოკვლევისა) არტაანის მხარის ცალკე კუთხეებში: ჩილდირში, ტამალის საზოგადოებაში, და პენიაკჩაის სათავეებში. რაც შეეხება ახალციხე-ახალქალაქისა და ბათომის მხარეებს, აქ თურქების მხოლოდ თითო-ოროლა სოფლებია, როგორაც — სოფ. გონია (ბათომის მხარეში) და სოფ. ყულალისი (ახალქ.ალაქის მაზრაში).

სომხები (კოლონისტები). მოსახლეობენ უმთავრესად ახალქალაქის მაზრის შუა სექტორში, აგრეთვე ქალაქებში. სომხობა გადმოსახლებულია ამ მხარეში რუსეთის მმართველობის მიერ 1829 წელს.

დანარჩენი პატარა ჯგუფებია: ქურთები, ბერძნები და რუსები.

საზოგადო სურათს მესხეთის სამთავე მხარის მოსახლეობისას წარმოგვიდგენს შემდეგი ცხრილი13:

ცხრილი 2.

ამნაირად მესხეთის პროვინციაში მოსახლეობის მთავარ ელემენტს შეადგენს ქართველობა.

ამავე დროს, — და ეს ყოვლის უწინარეს მისაღებია მხედველობაში — ქართველ ერს ამ მხარეზე წმიდა ისტორიული უფლება აქვს. ეს პროვინცია — ძირეული ქართული ქვეყანა არის, აკვანი ქართული კულტურისა, რასაც მისი ქვანიც კი ღაღადებენ, — მრავალფეროვან ქართულ კულტურის მონუმენტები...


                    პ.ი.
კონსტანტინეპოლი, 4-6 ივლისი, 1918



შენიშვნები

1 საქართველოს ამ სამი მხარის (ახალციხე-ახალქალაქის, ბათომის და არტაანის) შესახებ, რომლები დღეს ოსმალთა ჯარების მიერ არის დაჭერილი, — სტატისტიკრი ცნობები წარმოდგნილია ქვემოდ ცალკე.

2 აქ მითვლილია აგრეთვე საქართველოს მკვიდრი მცხოვრებნი, დროებით გასულნი სამუშაოდ ერთი პროვინციიდან მეორეში, სულ — 27.00,0 სული (ტფილისის გუბერნიაში — 14.000; ქუთაისისაში — 13.000).

3 ჯიქეთი დაცარიელდა ადგილობრივი მკვიდრი ელემენტის აფხაზ-უბიხების გადასახლებისა გამო თავისი მიწა-წყლიდან წარსული საუკუნის სამოციან წლებში, — რაც რუსეთის მმართველობის ბარბაროსული პოლიტიკის წყალობით მოხდა. ამის შემდეგ ეს ოლქი განზრახული იყო რუსული კოლონიების მოსაწყობად, მაგრამ რადგან მასსიური ჩამოსახლება რუსებისა ვერ მოხერხდა ადგილობრივი კლიმატიური პირობების გამო, ხოლო აფხაზ-ქართველებს დიდ დაბრკოლებას უჩენდნენ აქ მამულის შესაძენად, ამიტომ ეს მხარე დღემდის თითქმის დაუსახლებელი დარჩა. დღეს სოჭის ოლქში ითვლება მკვიდრი მოსახლეობა (გარდა დროებით მცხოვრებთა): სოფლებში — 15.000 სული, ქ. სოჭში — 2.000 სული, ე. ი. მთელი 4.000 კვადრატის კილომეტრის მანძილზე 17.000 სული. ეროვნებათა მიხედვით, ამათ შორის ქართველი არის 1.700, აფხაზი — 1.400, სხვებიც ასეთი პატარა ჯგუფებია: რუსები, ბერძნები, სომხები, მოლდაველები, ესტონელები და გერმანელები. (რაც შეეხება დროებით მცხოვრებთა — ამათ შორის ქართველია: სოფლებში 3.600, ქ. სოჭში 1.300 სული).

4 გარდა პატარა ქალაქის ზაქათალისა, სადაც ითვლება (იმავე წელს) 1.498 სული მკვიდრი მცხოვრები.
5 ეთნოგრაფიული შემადგენლობა ზაქათალის ოლქის მოსახლეობისა წარმოდგენილია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოკვლევის თანახმად; ამ საზოგადოების მიერ გაგზავნილ მკვლევართ საგანგებოდ შეადარეს თვითეულ სოფელზე ეთნოგრაფიული ცნობები ზემოდ-ნახსენები 1909 წლის ოფიციალური სტატისტიკისა.

6 ქრისტიანი ქართველების სოფლებია: კაკი, მეშაბაში, დიდი ალათემური, პატარა ალათემური, ბაზარ-თალა, ბახთალა, საკანი, ყარამეშა, ქეშ-გუთანი, ხარაბ-თალა, ალი-ბეგლო, ქოთუქლო, და ყორაღანი (ამ უკანასკნელში ნახევარი მოსახლეობისა ქრისტიანი ქართველებია; დანარჩენებში მარტო ქრისტიანი ქართველები მოსახლეობენ); მუსულმანი ქართველების სოფლებია: ალიაბათი (ანუ ელისენი), სოსკანი, მარსანი, ლალაფაშა, ჩუდულო, ძაგამი, თასმალო (რამდენიმე კომლი ქრისტიანი ქართველებიც ურევია), შოთავარი, ბაბალო, ვერხვიანი, ენგიანი, მოსული, ფადარი, ყანდახი, ყაფანახჩი, ითი-თალა.

7 ქართველობის იმ ერთ ნაწილს, რომლებიც გადასახლებული არიან ფერეიდანის მიდამოებში, (ისპაანის ახლოს), დღემდე წმიდათ დაუცავთ ქართული დედა-ენა და ქართული შეგნება. ამ ქართველების რიცხვი იქ აღწევს 50.000-მდე.

8 სახელდობრ ბამბაკში: სომეხი 40.000, თათარი 5.000, სხვები: 2.000; ხოლო ყაზახ-შამშადილში: სომეხი — 60.000, თათარი — 65.000, სხვები 6.000.

9 კერძოდ, სომხების ერთი ნაწილი ოსმალეთიდან არის გადმოხვეწილი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე; ნაწილი გადმოსახლებულია მათისავე თხოვნით საქართველოს მეფის ერეკლე 11-ის მიერ მეთვრამეტე საუკუნის გასულს ყარაბაღიდან, საცა სომხობა დიდ დევნას განიცდიდა;


10 მთავარი წყარო საქართველოს მოსახლეობის ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილისა არის უკანასკნელი სტატისტიკა. სასოფლო-სამეურნეო აღწერა 1916-ის წლისა, მოხდენილი რუსეთის მმართველობის მიერ. ამ სტატისტიკის ცნობების სინამდვილეს ადასტურებს მეორე წყარო, რუსეთის სახელმწიფოს საყოველთაო აღწერა 1897 წლისა, რომლის მიხედვითაც ვღებულობთ თითქმის იმავე პროცენტებს საქართველოში მოსახლე ცალკე ეროვნებათა ჯგუფებისას.
ამ მთავარი წყაროდან (1916 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერიდან) — ჩვენს სტატისტიკურ ცხრილში ნაჩვენებია პირველი სამი უმთავრესი რუბრიკა: მოსახლეობა ტფილისის გუბერნიისა, ქუთაისის გუბერნიისა და სამურზაყანო—აფხაზეთ-ჯიქეთის მხარისა (უქალაქებოდ).
რაც შეეხება ჩვენი ცხრილის დანარჩენს პატარა რუბრიკებს (მოსახლეობას ქალაქებისას, აღმოსავლეთ საქართველოს სანაპირო მხარისას, აგრეთვე საქართველოს მოძრავ მოსახლეობას) — ესენი ნაჩვენებია მეორე ოფიციალური წყაროდან (სამაზრო ადმინისტრაციის ოფიციალური ცნობებიდან) — იმავე 1916 წლისა, რადგან მთავარი წყარო ჩვენი ცხრილისა — სამეურნეო აღწერის სტატისტიკა — შეიცავს ცნობებს მარტოოდენ სოფლების მკვიდრი მოსახლეობის შესახებ და ამასთან აქ არ არის ჯერჯერობით დეტალურად დამუშავებული ცალკე რაიონებზე აღმოსავლეთ საქართველოს სანაპირო მხარე.
კერძოთ ქ. ტფილისის მოსახლეობა ნაჩვენებია თანახმად აღწერისა, რომელიც მოხდა წარსულ წელს საქალაქო არჩევნებისა და დამფუძნებელ კრების არჩევნებისათვის.
დასასრულ, საქართველოდან გაწვეული ჯარის რიცხვი, — ზედმიწევნითი სტატისტიკის უქონლობისა გამო, ნაჩვენებია სამხედრო საკრებულოს დაახლოებითი ცნობების თანახმად, რომლის მიხედვით 1916 წლის დამლევისათვის, რა დროსაც ეკუთვნის ჩვენი სტატისტიკა, კავკასიიდან და კერძოთ საქართველოდან — ჯარში გაწვეული იყო ცხრა პროცენტიდან ათ პროცენტამდე მთელი ქრისტიანი მოსახლეობისა (აფხაზებისა და ზაქათალის ოლქის ქრისტიან ქართველების გარდა).

11 ოფიციალური რუსული სტატისტიკით 1916 წლისა, რომელიც ამ შემთხვევაში ენის პრინციპით ხელმძღვანელობს, ამ მხარის 59.000 მუსულმანი ქართველებიდან ქართულად მოლაპარაკე ჯგუფში ნაჩვენებია 38.000 სული.

12 მარტო ერთი ნაწილი ქართველ კათოლიკეთა, ეგრეთ წოდებული "ველელი" კათოლიკე ქართველები, გადმოსახლებულნი არტაანის მხარიდან, — ლაპარაკობენ თურქულს. მათი რიცხვი აღწევს 5.000-მდე; მოსახლეობენ ისინი სოფლებში: ხულგუმოს, კარტიკამს, ბავრას, ტურცხს და ნაწილად ვარევანს. (რაც შეეხება ქართულ დედა-ენაზე მოლაპარაკე ქართველ კათოლიკეებს — ესენი მოსახლეობენ: ქ. ახალციხეს, სოფლებში — უდეს, ვალეს, არალს, ბოლაჯურს, ბნელას, ხიზაბავრას და ვარგავს
13 მესხეთის მოსახლეობის ქვემოდ წარმოდგენილი ცხრილი შედგენილია თანახმად ადმინისტრაციის ოფიციალური ცნობებისა. — ადმინისტრაციის სტატისტიკაში მოსახლეობის დანაწილება ცალკე ჯგუფებად ნაჩვენებია უმთავრესად სარწმუნოების მიხედვით, ჩვენს ცხრილში ბოლომდე გატარებულია ეროვნული პრინციპი. ამ კორეკტივის შეტანის დროს ვხელმძღვანელობდით სპეციალური გამოკვლევით საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა ამ საგანზე, რომლიდანაც არის ნაჩვენები ზემოდ ტექსტში ცნობები მესხეთის ეთნოგრაფიაზე.
ახალციხე-ახალქალაქის მხარისათვის აღებულია 1916 წლის უკანასკნელი ოფიციალური ცნობები; ბათომის მხარისათვის — რადგან იგი ომის ასპარეზად გადაიქცა 1915-1916 წლებში — აღებულია ომის წინადროინდელი — 1914 წლის სტატისტიკა. ხოლო არტაანის მხარისათვის — უცვლელად განმეორებულია ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკა 1909 წლისა, ადგილობრივ შედარებული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კომისიის მიერ.
ჩვენი ცხრილი უჩვენებს სოფლების მოსახლეობას. ქალაქებს ამ მხარეში ეთნოგრაფიული კუნძულების ხასიათი აქვს და ისინი მხარის ზოგადი ეთნოგრაფიული სურათის წარმოდგენის დროს მხედველობაში ვერ მიიღება. სულ აქ არის ორი დიდი ქალაქი: ბათომი და ახალციხე, და ოთხი პატარა დაბა-ქალაქები: ართვინი, ახალქალაქი, არტაანი და ოლთისი. მთავარი ქალაქებიდან — 1) ბათომში ითვლება 39.000 სული მცხოვრები: მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ქართველები (ქრისტიანები), შემდეგი ადგილი უჭირავს სომხებს და რუსებს. 2) ახალციხეში ითვლება 24.000 სული: უმრავლესობა არის სომხები, შემდეგ მოსდევს ქართველები (ქრისტიანები) და ქართველი-ებრაელები. — რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პატარა დაბა-ქალაქებს აქ ოთხთავეში ითვლება ერთად — 22.000 სული, მათ შორის — სომხები უმთავრესად, აგრეთვე ქართველები, რუსები და სხვ..