(სიმღერა)

ეს გაზაფხულიც მოვიდა,
აგერ ჩამოშრნენ მთანია,
საპირიქითოდ გაიხსნენ
თოვლით შაკრულნი გზანია.

აღელვებულა არაგვი,
ფშავ-ხევსურეთის წყალია,
მოხუის, მთა-კლდეთ შასტირის,
როგორც ძმის კუბოს ქალია.

იაც რომ ამოჩენილა,
ბრიყვის ჩადუნას რძალია,
ეკლებში თავსა მიმალავს,
ბუნების ეშხით მთვრალია.

სუყველა დამშვენებულა,
მაღა ცა, დაბლა ბარია.
მარტო ეს გული საწყალი
წინანდებულად მკვდარია.