მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.
ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან
მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?
ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.

ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს;
სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.
ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,
მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!