ლამაზად მიჰხატვია ღრუბელი ცას,
ეძებს სიხალისეს სხივები მთვარის,
ველი დაემგვანა ბობოქარ ყღვას,
ალბათ ასე იშვა ოდეს ღმერთქალი.
ნუ გაანათებთ სანთლებსაც, ნუ,
იკმარეთ ღვთიური სინათლე ამ დღეს,
ბუნება მძვინვარებს და თანაც დუმს,
ამგვარი მშვენება გინახავთ სადმე?
ტკბობა ეუფლება გადაღლილ სულს,
იძვრება ფიქრის და ოცნების ჯარი,
ამაღამ სამყაროს სიგიჟე სურს,
შელშლა და კივილი სწყურია ქარის.
ვედრებად მოისმის გუგუნი მიწის,
იბრძვის და ილაშქრებს ბუნება კვლავ,
ლანდები გაქრება, თანახმად ფიცის
ინათებს... სინათლე სიბნელეს კლავს.


26.04.2007