აი, ატენი და გარდატენი,

ცისფერ ტანაზე საღამოვდება,

თრთოლა, ლივლივი და ჟრუანტელი

სიმში გროვდება.

ტანაა როგორც საბეჭდე თვალი,

და ნუთუ შენგან დამევალება,

ფარული ღელვა -

ხოხბის თვალებავ?