არ მეძინება...
სარკმელში ზღვა ჩანს...
ირმის ნახტომი
თუ ტალღა ღვივის...
ვით ვარსკლავებით აღსავსე თასი...
ტალღაა, ტალღა,
ფერი აქვს ღვინის...
არ მეძინება...
სარკმელში ზღვა ჩანს...
ვინ გაიღვიძა?
- ტალღაა,
ჰყივის!..
აქ ყველაფერი და ყოველივე
თითქოს თავიდან იწყება ისევ,
როგორც ეს დილა შუქმოლივლივე -
სხივნი რომ ვარდებს შემომისევენ.
მიწა ისეთი მშვენიერია,
თითქოს არ იცის, რაა სამარე!
მწამს ეს სიტურფე შენ მიერია,
ფეთქდება დილა ნუშის ყვავილით,
ვაშლის ნამქერში დღე ინაბება...