როცა ჯვარიდან  მცხეთას დავყურებ -

მთელ საქართველოს გულში ჩავიკრავ.

ვიმოწმებ სინდისს, მაღლა ავდივარ,

ავბრიალდები მე ყივჩაღურებ.

თითქოს ახალი ცა წინ გადირღვა -

მთელ საქართველოს დიდებას ვხედავ.

მე ახლა მესმის - ერთხელ ღირს მოვკვდე,

რათა გავიგო ვცხოვრობდი ვისთვის.

თუ მე არწივის  ჩრდილი თან მომდევს,

იგი ალმასის ფრთებს შიგნით მიზრდის.

როცა ჯვარიდან მცხეთას დავყურებ -

წარსულის ხილვა შემაზრიალებს.

აყუდებულ ხმლებს, სისხლის გალავნებს,

გმირთ ნამუხლარებს ვხედავ და ვმღერი,

ვარსკვლავთა ცრემლი გულზე გადამდის

და მამა-პაპის მარილის მტვერი.

გამოფშვნეტილი ქვიშაში ძვლები

გადიქცევიან უცბად კალმებად

და სწერენ ქართლზე ათასწელობით.

როცა ჯვარიდან  მცხეთას დავყურებ -

მსურს მოვეხვიო მთლად საქართველოს,

ორივე მკლავით  გულში მივიკრა,

მინდა გავეკრა, მიწას ვემთხვიო,

მზეს ვემადლები, რომ ვარ ქართველი!