სად გაფრენილა ოცნებების ჩუმი ლაშქარი?
სადღა ვეძებო ტკბილი ფიქრი, უძირო გრძნობა?
თუკი დარჩება გულში რწმენის ერთი მარცვალიც,
ოცნება, ფიქრი, სიყვარული უთუოდ მოვა.
თუკი იმედსაც შემორჩენილს ერთადერთს ყუთში
ქარს არ გაატნევ და არ მისცემ სიცივეს, თოვას,
მაშინ იცოდე, იცოდე, რომ შენს სათუთ სულში
სიყვარული და აღმაფრენა უთუოდ მოვა.
მწამს, ღმერთო, მაგრამ... მწამს მაგრამ როდის?
ჩვენ ვერ ვაჩერებთ ცხოვრების ქროლვას,
რომ ვერ გავუძლო მე დიდხანს ლოდინს?
ნუ გეშინია, დრო მალე მოვა...

 

26.04.2007