ცრემლი რა არის?
ეს ხომ გულიდან წამოსული სიმწრის წვეთია,
წვეთი, რომელიც შვებასაც გვგვრის, თუმც სულერთია,
რისთვის ან ვისთვის იღვრება იგი.
გული რა არის?
ჩვენი სხეულის თითქმის ღმერთია,
გული გრძნობაა, სიყვარულით აღსავსე გრძნობა,
მაგრამ ვაი, რომ ის ერთია, მხოლოდ ერთია.
სული რა არის?
სული გულია, სული ცრემლია,
სული ზეცაში აღმამფრენი წმინდა მტრედია,
თვით ჰაერია, სითბოა და თეთრი გედია.