ბრძოლაში ვეძებ თავდავიწყებას,
ბრძოლის ქუხილში მიილტვის სული,
ვერ ვუღალატებ საფლავთა მცნებას,
არ ცხრება გრძნობა აღშფოთებული.
სამშობლო მხარევ, შენი შვენება
სისხლით ირწყვება და იღებება;
მოქანცულ გულით მეთაურები
წმინდა დროშის წინ ძირს ეცემიან,
მძიმე ჭრილობით დაღდასმულები,
ისე, ვით უწინ, მშვიდად კვდებიან.
ახალ გმირს ეძებს უკანასკნელი
მათი წუხილი და გული წრფელი.
ო, ვისაც მწარედ აკვნესებული
გული გედაგვით საშინელ სევდით,
ვისაც მრისხანედ გიტოკავთ სული -
შევერთდეთ ერთად, დიდი იმედით!
თავისუფლების დროშა იხრწნება...
მაშ, ცეცხლში ვპოვოთ თავდავიწყება!..