იოანე 1:5 "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."
გალაკტიონ ტაბიძე - არც ერთ ეპოქას არ აქვს უფლება
არც ერთ ეპოქას არ აქვს უფლება გაესაუბროს ჩემსას თამამად, მას მომავალი ეალუბლება მხოლოდ გრიგალად, წვიმად, სამუმად. გაუკვდავების ოცნებავ, მწირო, გამვლელ-გამომვლელ წამთა ფერება არ არის ეხლა შენთვის საჭირო - რომ მოიპოვო ბედნიერება!