დაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი რგანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს, შემდეგ ორი წლით აგრძელებს სწავლას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილებაზე.

1944-1951წწ. მუშაობს ჟურნალ "ნიანგის"რედაქტორად; 1951-1960წწ. "დროშის" და 1960-1967წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად. 1982-1994წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, ხოლო პოემამ "შავ ქალაქის გაზაფხული" ოცი წლის პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული - 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა კრებული "დროშები", ხოლო 1948 წელს კრებული "ჯაჭვგაუხდელი". მისი ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963), ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას XIII საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებები. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ.19; ენციკლოპედია "საქართველო", ტ.1. -თბ., 1997. -გვ. 20.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)
    საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი და თავმჯდომარე (1967-1981)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    1994 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    1994 - ღირსების ორდენი
    1985 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ფრანგი პოეტის პიერ რონსარის თარგმანისათვის
    1984 - თბილისის საპატიო მოქალაქე
    1951 - სტალინური პრემია
    ლექსების ციკლისათვის "სამხრეთის საზღვარზე" და პოემისათვის "სამგორის ველზე"
    ლენინის ორდენი
    საპატიო ნიშნის ორდენი
    არყოფნისაკენ : ლექსები / გრიგოლ აბაშიძე .-თბილისი : მერანი, 1994.-გვ.64
    შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია

    არყოფნისაკენ : ლექსები / გრიგოლ აბაშიძე .-თბილისი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-99928-0-159-8
    სამძიმარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 243გვ.
    რჩეული ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერანი, 1983. - 82გვ.
    ყორნალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 435გვ.
    ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 445გვ.
    დიდი ღამე : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968. - 455გვ.
    ლაშარელა : მეცამეტე საუკუნის ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 329გვ.