სიდგან მოფრინდი, სად, ვისთან,
ვის მაცოცხლებლად, ვის მკვლელად?
ოცნების საგნად ვისა სთვლი,
ან რას უწოდებ სახელად?
გვირგვინო, ნათელ-მომფენო,
და სიხარულო გულისა,
ცით მოვლენილო ნუგეშო,
ჭახრაკო სიყვარულისა…...
ჩემს სულს, გულს, გრძნობას, გონებას
გუნდრუკათ გიკმევ, ყვავილო,
ცის შნოვ და მიწის დიდებავ
ეშხ-მფრქვევათ გადაფურჩქვნილო.
არას გთხოვ ნაცვლად… მხოლოდ-კი
ხანდახან მომიგონებდე
და წყლულის გულის მალამოდ
ტკბილ ღიღინს გამაგონებდე...


1896 წ.