26

    1.     დიდსა ორშაბათსა. თქუმული იოვანე ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ
    2.     ვითარცა გუაუწყა ჩუენ მათე მახარებელმან, რამეთუ თქუა: განთიად ვითარ აღვიდოდა იესუ ქალაქად, შეემშია და იხილა ლეღუი მდგომარჱ და მივიდა, რაჲთამცა პოვა ნაყოფი მას შინა, და, ვითარ არა პოვა, რქუა ლეღუსა მას: ნუღარამცა გაქუს ნაყოფი უკუნისამდე!
    3.     და მუნქუესვე განჴმა. ამასღა მოგაჴსენებ, საყუარელნო: მნებავს, რაჲთამცა გულის......................................................


27

     1.     [თქუმული წ~ისა მელეტი ეპისკოპოსისაჲ. მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    2.     ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ]...............................................................................................
    3.     <მივავლინ>ენით დაცვად კრძალულებით სამარისა, ვითარცა სარწმუნონი მიავლინენით;
    4.     არა ეგების, ვითარმცა განვაცრუვენით იგინი.
    5.     და აწ რაჲთა არა მივიდენ და მიუთხრან ყოველი ესე პილატეს, და რაჲთა არა მიეს(მ)ეს ესე ყოველსა მას ერსა, მოვედით და დავშურეთ, რაჲთა დავადუმნეთ კაცნი ესე;
    6.     მივსცეთ ქრთამი დიდძალი, რაჲთა არა მივიდენ და უთხრან პილატეს.
    7.     ვითარღა თუალნი შევადგნეთ პილატეს?
    8.     და მიუთხრან ერსაცა, რაჲ მიუგოთ ერსა მას?
    9.     მოვედით და დავფაროთ სირცხჳლი იგი ჩუენი ჭურჭლითა და განვერნეთ ზრუნვისაგან დიდძალითა ქრთამითა.
    10.     და თუ უწყით, თუ განითქუას დღეს აღდგომაჲ იგი მისი მოწაფეთა მათგან, არამედ ჯერ-არს, რაჲთა მცველნი იგი მოვიქცინეთ ჩუენდა ოქროჲთა, ნუუკუე მოვიდენ მოწამენი იგი ჩუენნი და მოსაჯულ მექმნენ ჩუენ და განმამართლებელნი იგი ჩუენნი დამშჯელ ჩუენდა იპოვნენ.
    11.     მაშინ მღდელთ-მოძღუართა მათ შეუწოდეს მცველთა მათ და ჰრქუეს: თქუენ ქადაგ მაგის საქმისა ნუ იქმნებით და მახარებელად აღდგომისა მისისა ნუ აღსდგებით.
    12.     რაჲ სარგებელ იყოს თქუენდა, უკუეთუ შეაწუხოთ ყოველი ნათესავი?
    13.     ანუ რაჲ საჴმარ იყოს თქუენდა, თუ აღსძრათ ყოველი ერი?
    14.     სახარებელ თქუენ მაგისთჳს არავინ გცეს, რამეთუ მწუხარებითა აღავსნეთ ყურნი მსმენელთანი, ხოლო ჩუენ, ვითარცა მეცნიერთა ვაგოთ პატივისყოფად თქუენდა: მარჯუენითა დიდითა კურთხევითა აღგავსნეთ თქუენ, გარნა მას ხოლო, რომელ რაჲ-იგი იხილეთ და გესმა, ნუ უთხრობთ.
    15.     მიუგეს მცველთა მათ და ჰრქუეს: და ღათუ თქუენ წინაშე ვერ მაცილობელ ვიქმნეთ სიტყუათა მაგათ რომელ იტყჳთ, ხოლო და-ვერ-ვმალოთ, რაჲ-იგი გუესმა, და არცა დავფაროთ ძრვაჲ იგი, რომელ იყო ღამე ყოველ: რამეთუ საქმჱ იგი რომელ იქმნა, არა ნაცილ არს.
    16.     აწ თქუენისა განსუენებისათჳს ვითარ ნაცილი ვთქუათ, ვითარმედ ძილსა დავეპყრენით, და ძილი საუკუნოჲ დაგუაძინოს ჩუენ?
    17.     და თუ გულისხმა-ყოს, თუ წარუპარავს მკუდარი იგი, მის მკუდრისა წილ ჩუენნი თავნი მისცნეს სამარესა პილატე. ვერ ვთქუათ ეგრე.
    18.     მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: თქუენ ჭურჭელი ესე, რომელსა მიგცემთ, მიიღეთ კურთხეულად და ჩუენ კეთილითა სიტყჳთა განგჳსუენეთ, ვითარმედ არავის გამოუცხადოთ.
    19.     ხოლო მი-თუ-ესმეს პილატეს, ნუ ზრუნაავთ, ჩუენ ვარწმუნოთ და დავამშჳდოთ გულის-წყრომაჲ მისი.
    20.     უკუეთუ შემოგჳდგეთ და ნაცილ-ჰყოთ, რაჲ-იგი იხილეთ თუალითა თქუენითა, და ჩუენითა წამებითა ნაცილ იყოს, უკუეთუ ვინმე იტყოდის აღდგომასა ქრისტჱსსა.
    21.     ხოლო ძილსა შინა დაპყრობისათჳს ჩუენ ვარწმუნოთ მსაჯულსა მას და ვჰრქუათ: ერთიერთისასა ჰგონებდეს მღჳძარებასა და მიეძინა ყოველთავე, რამეთუ ღამე ყოველ უძილ იყვნეს;
    22.     მსთუად განთიადსა მას ცისკარს ოდენ უზრუნველ იყვნეს, ვითარმედ: აწ დაგჳცავს მკუდარი ესე, და უდებ იქმნნეს მპარავთა მათთჳს.
    23.     ხოლო ერისაგანნი იგი ანგაჰრნი და ნაყროვანნი, ძჳრის მკრებელნი და მომხუეჭელნი, წყეულნი და მოსისხლენი, ანგაჰრებითა და ნაყროვანებითა დაემორჩილნეს განცრუვებად ჭეშმარიტისა მის საქმისა,
    24.     რომელი იხილეს, და წარწყმიდეს არარაჲთა დიდი იგი მადლი, რომელ შეემთხჳა მათ, და წარსავალითა ჭურჭლითა განჴდეს ცხოვრებისაგან, რომელ არა წარსავალ იყო.
    25.     უკუეთუმცა ჰრწმენა ხილვაჲ ანგელოზისაჲ მის და აღდგომაჲ იგი უფლისაჲ, საღუაწი ჴორცთა მათთაჲმცა არა აკლდა და სასყიდელი მახარებელთაჲმცა მიეღო.
    26.     ხოლო მათ ჭურჭლისა მისთჳს ნაცილ-ყვეს ძრვაჲ იგი, რომელ იხილეს, და ხილვაჲ ანგელოზისაჲ მის, რომელ ეჩუენა.
    27.     და ღათუ მცველთა მათ ჭურჭლისა მისთჳს განთქუეს ჰამბავი შორის ჰურიათა მათ, ვითარმედ მოწაფეთა მისთა წარიპარეს, ხოლო მ~რმ,
    28.     რამეთუ მასვე ჟამსა მუნვე მეორედ მივიდა მოწაფეთა მათ თანა და ჰრქუა: არა ხოლო თუ აღდგა, რომელი-იგი მცველთა მათცა მიუთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ, არამედ აღ-ცა-დგა და აღ-ცა-მაღლებად არს.
    29.     და ვიდრე-იგი იტყოდაღა, მოვიდეს და მოიწინეს მოყუასნი მისნი, რომელთა შემთხუეულ იყო უფალი.
    30.     და უთხრობდეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ჩუენ ვიხილეთ.
    31.     და ვიდრე იგინი იტყოდესღა ამას, მოიწინეს კლეოპაეთნი და ახარეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ვიხილეთ უფალი და გამოგჳთარგმანა ჩუენ ყოველთა წიგნთაგან აღდგომისა მისისათჳს, ვიდრე-იგი მივიდოდეთ ევმაუზდ ქალაქად.
    32.     და ვიდრე-იგი იხარებდეს, მიიღეს სახარებაჲ ათერთმეტთაგანცა, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა პეტრეს, და ვითარ-იგი უთხრობდეს კლეოპაეთნი ყოველსა მას, რასაცა ეტყოდა მგზავრ, და აჰა უფალი თჳთ გამოეცხადა მოციქულთა და ჰრქუა: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
    33.     და რამეთუ კართა ჴშულთა შევიდა და მოწაფენი იგი შესულებულ იყვნეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა, ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარ რაჲმე ეჩუენა.
    34.     ხოლო მან გულისხმა-ყვნა ზრახვანი მათნი და ჰრქუა: რაჲსა ეგოდენ შეძრწუნებულ ხართ ჰურიათა მათგან?
    35.     ანუ ჩემთჳს რაჲსა პირად-პირადნი ზრახვანი მოვლენან გულთა თქუენთა და ორგულებთ?
    36.     და უჩუენნა მათ ჴორცნი იგი და წყლული იგი სამშჭუალთაჲ მათ და გუერდთაჲ. ხოლო იგინი ორგულებდესღა.
    37.     მაშინღა გამოეცხადა და ყოვლადვე მათ და მოითხოვა პური და ჭამა წინაშე მათსა და იწყო მერმე სწავლად მათა და ჰრქუა, ვითარმედ: სულნი საძიებელ არიან.
    38.     ვითარ-ეგე მე თქუენ გამომცადეთ და მიხილეთ და არცა ჴორციელებისა შედგეს, ვითარცა ჴორცთა მათ თანა დამორჩილებულ არს მსგავსად თქუენთა მაგათ ჴორცთა.
    39.     და ვითარცა გულისხმა-უყო ყოველივე საქმითურთ, იწყო მიერითგან სწავლად სიტყჳთა ყოველივე, რაჲ წერილ არს მისთჳს წიგნთა შინა წმიდათა.
    40.     ვითარცა იხილნეს წყლულნი იგი ჴორცთა მისთანი და გულისხმა-ყვნეს ძლიერებანი იგი სიტყუათანი მით ყოვლითა, რომელი იხილეს თუალითა, განეხუნეს გონებანი მათნი და გულისხმა-ყვნეს იგავნი წიგნთანი.
    41.     ამას დღესა, რომელსა აღდგა მხოლოდ შობილი ძჱ ღმრთისაჲ, მოჰფინა სული წმიდაჲ მოწაფეთა თჳსთა ზედა, და ჰრწმენა მისი მოციქულთა მათ.
    42.     რამეთუ აღდგომაჲ იგი რომელ იქადაგა ანგელოზთაგან და უნდა, რაჲთამცა ნაცილ-ყვეს მცველთა მათ, გარდამოჴდა სული წმიდაჲ და დაემკჳდრა მოწაფეთა თანა,
    43.     რაჲთა მიმოდადვან ძლიერებითა და სასწაულებითა შორის წარმართთა აღდგომისათჳს, რომელ აცილობდეს ჰურიანი იგი, და მისა, რომელი-იგი მოვიდა ჯუარ ცუმად და აჩუენა სიყუარული ჩუენ ზედა.
    44.     და შთაჴდა ჯოჯოხეთა მრავლისა მის წყალობისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ.
    45.     და განცხოველდა და აღდგა და გამოწერა სახჱ აღდგომისა ჩუენისაჲ მის თანა მღჳძარეთაგან უკუდავთა და ყოველთაგან, რომელნი წარჴდეს და წარსლვად არიან, და მათგან,
    46.     რომელნი დაშთომად არიან ცხოველნი მოსლვასა მას მისა და მამისასა, რომელმან მოავლინა იგი, და წმიდასა სულსა დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


28

     1.     თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილე მთავარეპისკოპოსისაჲ ი˜ჱრუსალემელისაჲ. აღდგომისათჳს მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    2.     იხარებდ, იერუსალემ, და შემოკერბით ყოველნი მოყუარენი იესუჲსნი, რამეთუ აღდგომილ არს მკუდრეთით.
    3.     გიხაროდენ ყოველთა, რომელნი-ეგე პირველ იგლოვდით, რ~ლთა-იგი ჰურიათა კადრებაჲ გესმოდა და უშჯულოებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელი-იგი იგინა მათგან, კუალად აღდგა აქა და ვითარცა-იგი ჯ˜რცმისა მისისათჳს სმენაჲ მწუხარებით იყო, ეგრეცა აღდგომისა ხარებაჲ.
    4.     ახარებდინ კრებულსა ამას: გარდაიქეცინ გლოვაჲ თქუენი სიხარულად და მწუხარებანი იგი – მხიარულებად.
    5.     და აღივსნენ სიხარულითა და გალობითა პირნი ჩუენნი მისთჳს, რომელმან-იგი თქუა შემდგომად აღდგომისა: გიხაროდენ, რამეთუ ვიცი ქრისტჱს მოყუარეთაჲ მათ პირველ დღეთა ამათ მწუხარებაჲ,
    6.     რამეთუ სიტყუაჲ იგი შესხმისაჲ სიკუდილისათჳს იყო და საფლავისაჲ, ხოლო აღდგომაჲ არღა ხარებულ იყო და მოელოდა გონებაჲ მათი სმენად სასურველსა მას.
    7.     ხოლო აწ აღდგომილ არს მკუდარი იგი და მკუდართა თანა თავისუფალი და მკუდართა განმათავისუფლებელი.
    8.     რომელმან-იგი შეურაცხებით და მოთმინებით გჳრგჳნი ეკლისაჲ თავს-იდვა, ესე აღდგა და სიკუდილისა ძლევისა შარავანდნი შეიბნა.
    9.     და ვითარცა-იგი ჯ~რცმისა მისისათჳს წამებასა მას შოვრით მოვიღებდით, ეგრეცა აწ ისმინე აღდგომისათჳს, და წამებანი იგი სარწმუნო ვყვნეთ.
    10.     რამეთუ ამან საკითხავმან მოციქულთამან თქუა, რამეთუ: აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს;
    11.     და რამეთუ აწ მოციქულმან ამან მოწამებისამან გზასა მოგუასწავა, უმჯობჱს არს ჩუენდა გულისხმის-ყოფად ჩუენისა მის ცხოვრებისა სასოებისათჳს და პირველად რაჲთა ვისწაოთ,
    12.     უკუეთუ საღმრთონი წიგნნი გჳთხრობენ ჩუენ ჟამსა მას აღდგომისასა: ზაფხულის-მეა, ანუ ხილისა მოკლებასა იყოს, ანუ ზამთრისა შემდგომად?
    13.     ანუ რომლით ადგილით მაცხოვარი აღდგეს?
    14.     ანუ რომელი სახელი განკჳრვებულთა მათ მიერ წინაწარმეტყუელთა სახელ-დებულ არს?
    15.     დედანი იგი, რომელ ეძიებდეს და არა პოვეს, და მერმე პოვეს და უხაროდა, რაჲთა, რაჟამს სახარებანი აღმოიკითხვებოდიან, არა ნაცილ და ზღაპარ საგონებელ იყვნენ წმიდათა სახარებათა თხრობანი.
    16.     და რამეთუ დაეფლა მაცხოვარი, გასმიეს განცხადებულად პირველსა მას თქუმულსა, რამეთუ ესაია იტყჳს: იყოს მშჳდობით საფლავი მისი, რამეთუ მშჳდობა-ყო ცასა და ქუეყანასა და ცოდვილნი წარუდგინნა და დააგნა ღმერთსა.
    17.     რამეთუ იტყჳს: პირისაგან სიცრუვისა აღებულ არს სამართალი.
    18.     და იყოს მშჳდობით საფლავი მისი, და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ.
    19.     და მერმე წინაწარმეტყუელებს იაკობ და იტყჳს წიგნსა შინა: მიწოლით დაიძინა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, და ვინ-მე განაღჳძოს იგი?
    20.     და მეფსალმუნჱ იტყჳს, ვითარცა გასმიეს მრავალ გზის: და მიწად სიკუდილისად დამჴადეს მე.
    21.     და ადგილიცა იგი გჳსწავიეს, რომელ-იგი თქჳს: მიხჳდეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოიკუეთენით.
    22.     აწ უკუეთუ აღდგომისა მისისათჳს შემდგომითი შემდგომად შოვა წარმომიდგინებს ჩუენ წამებათა და იტყჳს მეათრვამეტესა ფსალმუნსა: ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულ-თქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი.
    23.     არამედ ესე სიტყუაჲ ვიეთთამე მიმართ ვერ სარწმუნო არს, რამეთუ, ვინ უწყის, აღ-ვინმე-დგის რისხვისათჳს, რაჲთა მიიღოს ძლევაჲ შურის-გებისაჲ მტერთა თჳსთაგან.
    24.     მოვედ მერმე მეათხუთმეტესა სალმუნსა, რომელი იტყჳს: მიცევ მე, ღმერთო, რამეთუ შენ გესავ, და უგანცხადებულჱსად და შემდგომითი შემდგომად გულისხმა-ჰყოფდ: არა შევკრიბო კრებულები მათი მოსისხლეთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
    25.     ამისთჳს „არა შევკრიბო კრებულები მათი“, რამეთუ მე დამიტევეს და მეუფედ თავისა მათისა ირჩიეს კეისარი.
    26.     და შემდგომად იტყჳს: წინაჲსწარ ვხედევთ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა.
    27.     და კუალად თქუა: ღამემდე უმეტჱს განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა, და მერმე განცხადებულად: რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსაჴრწნელი.
    28.     არა თუ ეგრე თქუა, ვითარმედ: „არა სცე სიკუდილი“, – რამეთუ მოსიკუდიდ იყო, – არამედ „განსაჴრწნელი არა იხილო“, რამეთუ სიკუდილსა შინა არა დაჰშთე.
    29.     მაუწყენ მე, უფალო, გზანი შენნი ცხოვრებისანი და აღმავსე მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა.
    30.     და აჰა, ესერა, განცხადებულად სიკუდილისა შემდგომად ცხოვრებაჲ იქადაგების.
    31.     უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი.
    32.     მუნ იტყჳს: „არა დაუტეო“, წინაწარმეტყუელებს, და აქა იტყჳს რომელი-იგი ყოფილ არს ვითარცა ყოფადსა, რამეთუ თქჳს: აღმომიყვანე მე, მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
    33.     აწ რომელსამე ჟამსა ყოფად არს საქმჱ ესე?
    34.     – მწუხრი განისუენოს ტირილმან და ცისკარს იყოს სიხარული.
    35.     მწუხრი იყო მოწაფეთა გლოვაჲ და ცისკარს – სიხარული იგი აღდგომისაჲ.
    36.     და უკუეთუ გნებავს ადგილისა მისცა უწყებად, იტყჳს ქებათასა: მტილად ნიგუზოვანთასა შევედ, რამეთუ მტილი იყო, სადა-იგი ჯუარს-აცუეს.
    37.     და ღათუ აწ უმეტჱს სამეუფოჲთა ნიჭითა აღშჱნებულ არს, არამედ პირველ მტილი იყო და სახჱ მისი ჰგიესღა და ნეშტი მისი ჩას.
    38.     იტყჳს: მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.
    39.     ჰურიათაგან დაჴშვასა მას იტყჳს, ვითარმედ: მოვიჴსენეთ, რამეთუ მაცთურმან მან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგეო, აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი.
    40.     და იტყჳს: და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასითურთ, რომელთა მიმართ იტყჳჳს.
    41.     და განსუენებად იკითხავ: ხოლო ვინ არს „წყაროჲ დაბეჭდული“ ანუ ვინ ითარგმანების „წყაროდ ჯურღმულისა წყლისა ცხოველისა“?
    42.     – არამედ მაცხოვარი არს, რომლისათჳს წერილ არს, რამეთუ: შენგან არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ, და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.
    43.     არამედ ისმინე, რასა ეტყჳს სოფონია მწ~ფეთა პირისაგან ქრისტჱსისა: განემზადე, აღიმსთუე, რამეთუ განირყუნა ყოველი საყურძენი მათი – ჩას, რამეთუ ჰურიათაჲ, რომელთა თანა არა დაშთა ტევანიცა ერთი ცხოვრებისაჲ, არამედ არცაღა რქაჲ, რამეთუ მოიკაფოს ვენაჴი მათი.
    44.     აწ ისმინე, ვითარ-იგი ეტყჳს მ~წფეთა: „განემზადე, აღიმსთუვე“, მსთუად მოელოდე აღდგომასა და მერმე იტყჳს: განირყუნა ყოველი საყურძენი მათი.
    45.     და შემდგომად მისავე მსგავსად წერილისა ქუემორე იტყჳს: ამისთჳს დამითმე მე, იტყჳს უფალი, დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად.
    46.     გხედავა, რამეთუ ადგილიცა იგი აღდგომისაჲ წინაჲსწარ იხილა წინაწარმეტყუელმან, რომელსა საწამებელ ჰრქჳან.
    47.     რომლისათჳს-მე სიტყჳსა არა მსგავსად სხუათა ეკლესიათა სახელი წოდებულ არს გოლგოთისა მას ადგილსა და აღდგომისასა?
    48.     – არამედ საწამებელად წინაწარმეტყუელისა მისგან, რომელ-იგი თქუა: „დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად“, ესე იგი არს მარტჳრიონი ეკლესიაჲ.
    49.     და ვინ არს ესე, ანუ რაჲ არს ესე სასწაული აღდგომისაჲ მკუდრეთით?
    50.     – არამედ განცხადებულად მუნვე შემდგომად საწინაწარმეტყუელოჲ წიგნი იტყჳს, ვითარმედ: მაშინ მოვაქცინე ერთა მიმართ ენანი.
    51.     რამეთუ შემდგომად აღდგომისა წარავლინებდა მოციქულთა სული წმიდაჲ;
    52.     მოეცა მადლი ენათაჲ, რაჲთა ჰმონებდენ უფალსა უღელსა ქუეშე ერთსა.
    53.     და სხუაჲცა შეტყუებაჲ მასვე წინაწარმეტყუელსა წერილ არს: მონებად უფლისა უღელსა ქუეშე ერთსა: წიაღ მდინარეთა გამომართუან მე ძღუენი.
    54.     იცი სამე წერილი იგი საქმესა შინა მოციქულთასა, რომელ მოვიდა ჰინდოჲ ერთი საჭურისი წიაღ მდინარეთა მათგან.
    55.     რაჟამს უკუე აწ ჟამსა ამას და ადგილსა განჩინებასა იტყჳან და შემდგომად აღდგომისა სასწაულსა ამას გჳთხრობენ წიგნნი, ამიერითგან მორწმუნე იქმენ აღდგომისათჳს და ნუვინ შეგძრავნ შენ აღსარებისაგან ქრისტჱსისა, რომელი-იგი მკუდრეთით აღდგომილ არს.
    56.     მიიღე სხუაჲცა წამებაჲ, ვითარ-იგი სოფონიასა შინა სულითა წმიდითა ქრისტე იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ თავადი რომელი-იგი იტყოდა, უკუანაჲსკნელ თჳთ იგი მოვიდა: უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამჱ წინაშე შენსა.
    57.     და მცირედრე შემდგომად იტყჳს: ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი, მკუდართა თანა თავისუფალ.
    58.     არა ესრე თქუა, ვითარმედ „ვიყავ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი“.
    59.     და რამეთუ არა ჯუარს-ეცუა უნებლიაჲთ, არამედ ნეფსით, არცაღა უძლურებით, რამეთუ ნეფსით იყო სიკუდილი.
    60.     შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა.
    61.     და რომელი არს სასწაული ამისი?
    62.     – განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, რამეთუ ივლტოდეს მოწაფენი, მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი?
    63.     და ამისა შემდგომად იტყჳს: მე შენდამი, უფალო, ღაღატ-ვყავ და ცისკარსა ლოცვანი ჩემნი მიგეწიფნეს შენ.
    64.     აწ ხედავა, ვითარ-იგი წინაწარმეტყუელნი აუწყებენ ჟამსა მას დღისა ვნებისასა და აღდგომისასა!
    65.     და ვინაჲ-იგი აღდგა მაცხოვარი, იტყჳს ქებათასა შინა: აღდეგ და მოვედ, მოყუასო ჩემო.
    66.     და ამისა შემდგომად იტყჳს: საფლავისაგან კლდისა.
    67.     „საფარველი კლდისაჲ“ თქუა, რომელ-იგი ცხოვრებისა მის საფლავისაჲ იყო საფარველ მისვე კლდისაგან, ვითარცა-იგი არს ჩუეულებად ყოფად აქა წინაშე საფლავთა გამოთლილთა.
    68.     ხოლო აწ არღარა ჩას, რამეთუ მოიკოდა წინა-საფარველი იგი საფლავისაჲ მის აწინდელისა მის შემკულებისა, რამეთუ პირველ სამეუფოჲსა მის პატივის-ცემითა და განშუენებითა ამის საფლავისა საფარველი იყო წინაშე კლდესა მას.
    69.     არამედ სად-მე იყო კლდჱ იგი, რომელსა აქუნდა წინაშე საფარველი?
    70.     შოვა-მე ქალაქსა იყოა, ანუ ზღუდედ გარე და ზღუდით კერძო?
    71.     და ვითარ-იგი პირველსა მას ზღუდესა არს, ანუ უკუანაჲსკნელ შჱნებულსა წინაშე ზღუდესა, აწ იტყჳს ქებათასა შინა: საფარველსა კლდისასა მახლობელად ზღუდის ზღუდესა.
    72.     ანუ რომელსა ჟამსა აღდგეს ქრისტე მაცხოვარი: ზაფხულისა ჟამსა ანუ სხუასა ჟამსა?
    73.     მასვე ქებათასა ზემო კერძო წერილ არს და მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: ზამთარი წარჴდა და წარვიდა თჳსაგან, ყუავილი გამოჩნდა და ჟამი სხლვად ვენაჴთა მოიწია.
    74.     აწ რაჲ-მე ყუავილითა სავსე არს ქუეყანაჲ და სხლვენ ვენაჴთა.
    75.     აწ იხილე, ვითარ-იგი განცხადებულად ზამთრისა წარსლვაჲ, თქუეს წინაწარმეტყუელთა: მიჰრაკნისა მას თუესა მოწევნითგან ზაფხული არნ;
    76.     მერმე რამეთუ ამას თუესა ებრაელებრ ნისან სახელ-ედების, რომელსა-იგი დღესასწაული ვნებისაჲ მის აღესრულების, სახჱ იყო, არამედ ჭეშმარიტ არს.
    77.     ესევე ჟამი არს სოფლის შესაქმისაჲ, რამეთუ მაშინ თქუა ღმერთმან: გამოიღენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ თესლად-თესლადისაჲ მის თესლისაჲ, ვითარცა-ესე ხედავ, რამეთუ ყოველი თესლი გამოჯეჯლოვის.
    78.     და ვითარცა-იგი მაშინ შექმნა ღმერთმან მზჱ და მთოვარჱ და დღჱ განზოგებულად და მიჰმადლა მათ სრბაჲ, ეგრეცა უწინარჱ მცირედთა დღეთა ამათ დღჱ განზოგებისაჲ იყო ჟამი.
    79.     მაშინ თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად.
    80.     და „ხატებაჲ“ იგი მოიღო, ხოლო „მსგავსებაჲ“ იგი დააბნელა ურჩებითა მით;
    81.     და რომელსა-იგი ჟამსა წარწყმიდა, მასვე ჟამსა აღმართებაჲ იგი იქმნა და გამოვარდა სამოთხით;
    82.     მასვე ჟამსა ჰრწმენა ავაზაკსა, მორჩილ იქმნა და შევიდა სამოთხედ.
    83.     მაშინ შეიქმნა ცხოვრებაჲ, ოდესცა „ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ზედა და სხლვაჲ მოიწია“.
    84.     რამეთუ მტილი იყო ადგილი იგი საფლავისაჲ და ვენაჴი იგი, რომელ დაენერგა, ამისათჳს რამეთუ თქუა: მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი.
    85.     ესე ქუეყანასა ზედა დაენერგა, რაჲთა აღიფხურეს წყევაჲ იგი, რომელ ადამისათჳს იყო, ეკლითა და კუროჲსთავითა დარჩილ იყო ქუყანაჲ.
    86.     აღმოსცჱნდა ქუეყანით ვენაჴი, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: არამედ ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცჱნდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა.
    87.     და აწ რაჲსა-მე იტყოდეს, რომელი-იგი დაფარვად იყო მტილსა მას შინა?
    88.     მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელითურთ ჩემით.
    89.     და მერმე თქჳს: მური და ალოეჱ ყოველთა თანა სულნელთა.
    90.     ხოლო ესე – დაფლვისათჳს იტყჳს შებმულად, ვითარცა-იგი სახარებასა იტყჳს: მოვიდეს საფლავსა მას და მოიღეს, რაჲ-იგი დაემზადა საცხებელი.
    91.     და მოიღო ნიკოდემოს მური და ალოჱ.
    92.     და მერმე წერილ არს: ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა.
    93.     მწარჱ იგი პირველ ვნებისა ჭამა და ტკბილი იგი – შემდგომად აღდგომისა.
    94.     და აღ-რაჲ-დგა, შევიდა კართა ჴშულთა, არამედ მოწაფეთა არა ჰრწმენა: ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარსა რასმე ხედვენ.
    95.     ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ჴელი შემახეთ მე და მიხილეთ, დაასხენით თითნი სახესა მას სამსჭუალთასა, ვითარცა-იგი ეძიებდა თომა.
    96.     და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ, სიხარულისა მისგან დაკჳრვებულ იყვნეს, ჰრქუა მათ: გაქუს რაჲა ჭამადი?
    97.     ხოლო მათ მიუპყრეს თაფლისაგან გოლი.
    98.     აწ იხილე, ვითარ აღესრულა წერილი იგი, ვითარმედ: ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა.
    99.     არამედ შესლვადმდე კართა ჴშულთა ეძიებდეს მჴნენი იგი დედანი სიძესა მას;
    100.     და მოვიდეს ნეტარნი იგი საფლავსა მას და ეძიებდეს აღდგომილსა მკუდრეთით.
    101.     და ცრემლნი მათნი სწთოდეს თუალთა მათთაგან.
    102.     ჯერ-იყო უფროჲსად სიხარული და მხიარულებაჲ აღდგომისათჳს მკუდრეთით.
    103.     მოვიდა მარიამ ძიებად, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ, და არა პოვა.
    104.     და ამისა შემდგომად ესმა ანგელოზთაგან, ვითარმედ: აღდგა უფალი.
    105.     და მერმე იხილა უფალი.
    106.     წერილ სამე არს ესეცა, რამეთუ იტყჳს ქებასა ქებათასა: საწოლით გამოვეძიებდ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.
    107.     და იტყჳს: მოვიდა მარიამ, ვიდრე რიჟუ-რაჟუღა იყო;
    108.     საწოლით ვეძიებდ ღამჱ, ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი.
    109.     და სახარებასა იტყჳს მარიამ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
    110.     ხოლო ანგელოზნი მუნ იყვნეს, რომელნი მას კულად გინებდეს უმეცართა და ეტყოდეს: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
    111.     არა ხოლო თუ იგი აღდგა, არამედ მკუდარნიცა აღმოიყვანნა და აღდგა. ხოლო მარიამს ვერ ეცნობა.
    112.     იტყჳს ვითარცა პირისაგან მარიამისა ქებაჲ ქებათაჲ ანგელოზთა მათ მიმართ: ნუუკუე სადამე იხილეთ, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?
    113.     და ვითარცა წარვიდა მათგან, – ესე იგი არს ანგელოზთაგან ორთა, – ვიდრემდე ვპოვო იგი, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, შევიპყრა იგი და არა განუტეო იგი.
    114.     რამეთუ შემდგომად ხილვისა მის ანგლზთ˜ჲ უფალი იესუ მოვიდა, იტყჳს სახარებაჲ: აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ!
    115.     ხოლო იგინი მირბიოდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა...
    116.     შევიპყარ იგი და არა განუტეო იგი.
    117.     და ღათუ უძლურ იყვნეს დედანი იგი ჴორცითა, არამედ მჴნე იყვნეს გონებითა, წყალმან ვერ დაშრიტის სიყუარული, და არცა მდინარეთა წარრღუნიან იგი.
    118.     მკუდარსა ეძიებდეს და სასოებაჲ იგი აღდგომისაჲ ვერვე დაშრტა.
    119.     და მერმე ანგელოზი იგი ეტყჳს მათ: ნუ გეშინინ თქუენ!
    120.     არა თუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერისგანთა მათგან გეშინოდის, არამედ მათ თქუენთჳს ეშინოდენ, რაჲთა გამოცდილებითა მით ისწაონ, წამონ და თქუან: ჭეშმარიტად ესე ძჱ ღმრთისაჲ იყო!
    121.     ხოლო თქუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ სრულმან სიყუარულმან გარე-წარჰჴადის შიში.
    122.     წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა და შემდგომითი შემდგომად, ვითარცა-იგი წერილ არს.
    123.     ხოლო დედანი იგი წარვიდეს სიხარულითა და შიშითა.
    124.     აწ ვიხილოთ ესეცა, თუ წერილ ვიდრემე არს.
    125.     იტყჳს სალმუნი, რომელი ქრისტჱს ვნებათა მათ მიუთხრობს: ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძწოლით.
    126.     იხარებდით აღდგომილისა უფლისათჳს მკუდრეთით;
    127.     „ძწოლაჲ“ იგი ძრვისა მის წილ, რომელი-იგი ელვის სახედ გამოჩნდა.
    128.     დაჰბეჭდეს საფლავსა მას მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა პილატჱთურთ, ხოლო დედა მათ იხილეს, რომელი-იგი აღდგა.
    129.     და ესე იცოდა ესაია მღდელთ-მოძღუართაჲ მათ უბადრუკებაჲ და დედათაჲ მათ სიმტკიცჱ სარწმუნოებით და იტყოდა: დედანი ეგე, რომელნი ხილვით მოხუალთ, მოვედით, რამეთუ არა არს ერი ეგე, რომელსა აქუნ გულისხმის-ყოფაჲ.
    130.     მღდელთ-მოძღუარნი იგი უგულისხმო იქმნნეს, დედანი თჳთმხილველ იქმნნეს.
    131.     რაჟამს მოვიდეს ერისაგანნი იგი მათა ქალაქად და უთხრეს მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა, ჰრქუეს მღდელთ-მოძღუართა მათ: ესრჱთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამჱ მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
    132.     კეთილად ვიდრემე იტყჳს ესაია ვითარცა პირისაგან მათისა, ვითარმედ: მარქუ ჩუენ და მითხარ ჩუენ სხუაჲ ცთუნებაჲ.
    133.     ხოლო აღდგა, რომელი-იგი აღდგომად იყო.
    134.     და მათ მისცეს ვეცხლი იგი და არწმუნეს ერისაგანთა მათ, ხოლო აწინდელთა მეფეთა ვერ არწმუნონ.
    135.     მაშინ ერისაგანთა შინა-განსცეს ჭეშმარიტებაჲ ვეცხლისათჳს, ხოლო აწინდელთა მეფეთა ღმრთის მსახურებითა ვეცხლ-მოძერწულად და ოქრო-კოდილად აღაშჱნნეს ეკლესიანი ესე ქრისტჱს აღდგომისათჳს და ოქროჲსა და ვეცხლისა ჭურჭლითა განაშუენეს.
    136.     და ღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
    137.     მათ სამე არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვერ არწმუნოთ.
    138.     რაჲსათჳს, რაჟამს პეტრე გამოვიდა საპყრობილით, საშჯელსა მიეცნეს მცველნი იგი?
    139.     და ეგრევე სახედ მცველნი იგი იესუჲსნი რად არა მიეცნეს საშჯელსა?
    140.     – არამედ იგი იტანჯნეს ჰეროდჱსგან, რამეთუ სიტყჳს გებაჲ ვერ პოვეს უმეცრებით, ხოლო ამათ ჭეშმარიტი, რომელი იხილეს თქუეს და ესე დამალეს მის ვეცხლისათჳს და მღდელთ-მოძღუართა მათგან განერნეს საშჯელსა.
    141.     არამედ ჰურიათა ნათესავსა შორის მაშინ სიტყუანი იგი ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ყოველსა სოფელსა ჰრწმენა;
    142.     და რომელთა დამალეს ჭეშმარიტებაჲ იგი, დაეფარნეს;
    143.     და რომელთა გამოაცხადნეს იგი, გამოჩნდეს ძალითა მაცხოვრისაჲთა.
    144.     რამეთუ არა ხოლო თუ იგი აღდგა, არამედ მის თანა მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ოსე იტყჳს: განმაცხოველნეს ჩუენ ორისა დღისა შემდგომად, მესამესა დღესა აღვდგეთ და ვცხონდეთ წინაშე მისსა.
    145.     ხოლო არავე არწმუნებენ წიგნნი ურჩთა ჰურიათა და რამეთუ დაივიწყნეს ყოველნი წერილნი და აცილობენ აღდგომასა მაცხოვრისასა, კეთილ არს მათა ესრჱთ სიტყჳს-გებად:
    146.     რომლისათჳს ბრალისა ელიაჲსსა და ელისჱსსა მკუდრისა აღდგინებასა იტყჳთ და მაცხოვრისა ჩუენისასა აცილობთ აღდგომასა?
    147.     რამეთუ აწ არავინ არს მაშინდელთა მათგანი მოწამჱ ცოცხალ, რომელსა ეგე იტყჳთ თქუენცა, უკუეთუ წარმოადგინნეთ მოწამენი მაშინდელთა მათთჳს საქმეთა, უკუეთუ იგი წერილ არს, ესეცა წერილ არს.
    148.     რაჲსათჳს რომელსამე შეიწყნარებთ და რომელსამე განაგდებთ?
    149.     ებრაელთაჲ დაწერილი იგი და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნივე იყვნეს.
    150.     აწ რაჲსათჳს ებრაელთაჲ მათ არა გრწამს?
    151.     მათე, რომელმან დაწერა სახარებაჲ, ებრაელითა ენითა დაწერა;
    152.     და პავლე ქადაგი ებრაელი იყო, ეფრაელთაგანი;
    153.     და მე[რმე] კუალად აქა იერუსალემს ათხუთმეტნი ეპისკოპოსნი შემდგომითი შემდგომად ებრაელნი დადგეს.
    154.     აწ რომლისა ბრალისათჳს თქუენსა მას შეიწყნარებთ და ჩუენსა განაგდებთ?
    155.     და ესე თქუენთა ებრაელთაგან დაწერილი არს!
    156.     არამედ თქუას ვინმე ესე: შესაძლებელ არს რწმუნებად მკუდართა?
    157.     და რამეთუ აღადგინა მკუდარი ელისე ორგზის: ცოცხალმან და მკუდარმან.
    158.     გურწამს ჩუენცა, რამეთუ ელისეს მკუდარსა ზედა მკუდარი სხუაჲ შეაგდეს, და შეეხო მას და აღდგა, და იგი აღმადგინებელი ეგრევე მკუდარი ეგო.
    159.     ხოლო აქა იესუ მკუდრეთით აღდგა და სხუანი მრავალნი მკუდარნი, რომელნი არა შეეხნეს მას, აღადგინნა,
    160.     რამეთუ მრავალნი გუამნი შესუენებულთანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავთაგან შემდგომად აღდგომისა მისისა და შევიდეს წმიდასა ქალაქსა – ჩას, რამეთუ იერუსალემსა – და ეჩუენნეს მრავალთა.
    161.     აღადგინა ელისე მკუდარი, არამედ სოფელი ვერ დაიპყრა;
    162.     აღადგინა ელიაცა მკუდარი, არამედ არა სახელითა ელიაჲსათა ეშმაკნი იდევნებოდეს.
    163.     არა თუ ძჳრსა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთათჳს, არამედ უფალსა მათსა უმეტჱსად ვადიდებთ.
    164.     არცაღა მათსა ვსძაგებთ და ჩუენსა მას განვაკეთებთ, რამეთუ იგინიცა ჩ~ნვე არიან, არამედ მათითა მით ჩუენისა მას სარწმუნო ვჰყოფთ.
    165.     მერმე კუალად იტყჳან, ვ~დ: ახლოდ მომკუდარი იგი მაშინ ცხოველისა მისგან აღდგა;
    166.     აწ მიჩუენეთ ჩუენ, ვითარ შესაძლებელ არს მკუდრისა მის მესამესა დღესა აღდგომაჲ?
    167.     ხოლო ვეძიებთ ესევითარისათჳს წამებასა.
    168.     და მეწამების ჩუენ ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე სახარებასა შინა და იტყჳს: და იყოს, ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამჱ, ეგრჱთ იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
    169.     გამო-რაჲ-ვიწულილოთ ჩუენ იონაჲსთჳს მითხრობაჲ საქმეთა მათთაგან: იესუ მოივლინა მამისაგან სინანულისა ქადაგებად, და იონაცა მიივლინა სინანულისა ქადაგებად ნინევედ;
    170.     ხოლო იონა ივლტოდა და არა უწყოდა, რაჲ ყოფად იყო, ხოლო იესუ ნეფსით მოვიდა და მოსცა სინანული იგი ცხოვრებისაჲ;
    171.     იონას ეძინა ნავსა შინა და ხურინვიდა, და ზღუაჲ იგი განრისხნებოდა...
    172.     რაჲთა საცნაურ იყოს მისა შემდგომად ძალი იგი მისი მძინარისაჲ.
    173.     მას ეტყჳს: რაჲსა სძე და ხურინავ?
    174.     აღდეგი და ევედრებოდე ღმერთსა შენსა, გინც ხოლო თუ განმარინნეს ჩუენ.
    175.     ხოლო აქა ეტყჳან იესუს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ!
    176.     ხოლო იონა ეტყჳს: აღმიღეთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ეგე თქუენ ზედა, ხოლო თავადი თჳთ შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა და იქმნა დაყუდება დიდ;
    177.     იგი შევიდა მუცელსა ვეშაპისასა, ხოლო ესე ნეფსით შევიდა საცნაურსა მას ვეშაპსა – სიკუდილისა მუცელსა;
    178.     ნეფსით შევიდა, რაჲთა წარმოსთხინნეს, რომელნი შთაენთქნეს, ვითარცა წერილ არს: ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა და სიკუდილისათა ვიჴსნენით.
    179.     და აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ და ვიხილოთ, თუ რომელი არს უძნელჱს: კაცისა დაფლულისაჲ ქუეყანით აღდგომაჲ, ანუ კაცისაჲ მუცელსა ვეშაპისასა და ეგოდენსა მჴურვალებასა მჴეცისასა შესლვაჲ და არა დალპოლვაჲ?
    180.     ვინ-მე არა იცის კაცთაგანმან, რამეთუ ესოდენ არს მჴურვალებაჲ მუცლისაჲ, ვითარმედ ძუალიცა შთანთქმული და-ვე-დნის.
    181.     ვითარ უკუე იონა სამ დღე იყო მუცელსა ვეშაპისასა და არა დალპა?
    182.     ანუ ვითარ რომელი-იგი ბუნებისა მის ყოველთა კაცთაგანისაჲ იყო, რომელნი თჳნიერად ამის აერისა ვერ შემძლებელ ვართ ცხოვრებად, და იგი თჳნიერ აერისა ამის სულ-უკმოუღებელად ცხონდა?
    183.     არამედ სიტყუას-გჳგებენ ჰურიანი და იტყჳან, ვითარმედ: თანა-შთაჰყვა იონას ძალი ღმრთისაჲ.
    184.     და აწ მონასა თჳსსა შთააყვანებს ძალსა და მოსცემს ცხოვრებასა უფალი, და იგი თჳთ თავადი თავსა თჳსსა ვერ შემძლებელ არსა მასვე მოცემად?
    185.     უკუე იგი სარწმუნო არს, ესეცა სარწმუნო არს;
    186.     და თუ ესე არა სარწმუნო არს, იგიცა არავე სარწმუნო არს.
    187.     ხოლო ჩემდა ორივე ესე სარწმუნო არს: მრწამს, რამეთუ იონაცა დაიცვა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
    188.     და ესეცა მრწამს, რამეთუ ქრისტჱ მკუდრეთით აღდგა.
    189.     და მრავალი წამებაჲ მაქუს მისთჳს საღმრთოთაგან წიგნთა ვიდრე დღენდელად დღედმდე საქმეთა მათგან მის მკუდრეთით აღდგომილისათა: რომელი-იგი მარტოდ შთაჴდა ჯოჯოხეთა და მრავალთა თანა აღმოვიდა:
    190.     რამეთუ შთავიდა სიკუდილდ და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი თანა-აღადგინნა;
    191.     განჰკრთა სიკუდილი, რაჟამს იხილა ახალი ვინმე და უცხოჲ შთასლვად ჯოჯოხეთა და საკრველითა თჳსითა ვერ დააყენა.
    192.     რაჲსათჳს, ჵ მეკარენო ჯოჯოხეთისანო, ესე იხილეთ და შესძრწუნდით?
    193.     ვინ არს ეგე, რამეთუ შეგიპყრნა უჩუეველმან შიშმან?
    194.     შეძრწუნდა სიკუდილი და სივლტოლასა შიში იგი ამხილებდა.
    195.     მორბიოდეს მისა წმიდანი წინაწარმეტყუელნი: მოსე შჯულის მდებელი, აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, დავით და სამოველ და ესაია და იოვანე ნათლის-მცემელი, რომელი იტყოდა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა ვის მოველოდით?
    196.     იჴსენებოდეს ყოველნივე მართალნი, რომელნი შთაენთქნეს სიკუდილსა, რამეთუ შეჰგვანდა ქადაგებულსა მას მეუფესა ჴსნაჲ, კეთილთაჲ მათ ქადაგთაჲ.
    197.     და მაშინ თითოეულად წმიდანი იგი იტყოდეს: სადა არს, სიკუდილო, ძლევაჲ შენი?
    198.     ანუ, ჯოჯოხეთო, საწერტელი შენი?
    199.     რამეთუ მიჴსნნა ჩუენ ძლევის მყოფელმან.
    200.     ამასვე სახესა მჴსნელისა ჩუენისასა აღასრულებდა იონა წინაწარმეტყუელი მუცელსა შინა ჯოჯოხეთისასა.
    201.     გესმა ჴმაჲ ჩემი: „და იყო იგი მუცელსა ვეშაპისასა“.
    202.     და ღათუ მუცელსა ვეშაპისასა, ჯოჯოხეთსვე შიდა იტყჳს თავსა თჳსსა, რამეთუ სახჱ იყო ქრისტჱსი, რომელსა-იგი ეგულებოდა შთასლვად ჯოჯოხეთა.
    203.     და მცირედრე შემდგომად იტყჳს და უბრწყინვალჱ სად წინაწარმეტყუელებს, რამეთუ: შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა.
    204.     და აწ მუცელსა რაჲმე ვეშაპისასა ხარ;
    205.     რომელნი მთანი არიან გარემოჲს შენსა?
    206.     და იტყჳს: რამეთუ სახჱ მაქუს მე, რომელი-იგი გამოკოდილსა კლდისასა დადებად არს.
    207.     ზღუასა შინა იყო იონა და იტყჳს: შთავჴედი მე ქუეყანად, რამეთუ სახჱ აქუნდა ქრისტჱსი, რომელი-იგი შთაჴდა გულსა ქუეყანისასა.
    208.     და წინაწარმეტყუელი ჰხედვიდა ჰურიათასა მას, რომელთა-იგი დააჯერეს ერისაგანთა მათ ტყუვილით და იტყოდეს: ესრჱთ თქუთ, ვითარმედ: წარიპარეს იგი.
    209.     მცველთა მათ, ამაოთა და ცრუთა, მწყალობელი მათი დაუტევეს: რამეთუ მოვიდა მწყალობელი იგი, ჯუარს-ეცუა და აღდგა და მისცნა სისხლნი თჳსნი პატიოსანნი ჰურიათათჳს და წარმართთა;
    210.     და იგინი იტყოდეს: „ესრჱთ თქუთ: წარიპარეს იგი“.
    211.     მცველნი იგი იტყოდეს ამაოსა და ცრუსა.
    212.     და აღდგომისათჳს ესაია ესრე იტყჳს: რომელმან აღმოიყვანა ქუეყანით მწყემსი იგი ცხოვართაჲ.
    213.     და ამას თანა შესძინა, ვითარმედ „მწყემსი დიდი“, და არა წინაჲსწარ ყოფილთაჲ მათ მწყემსთაჲ საგონებელ იყო.
    214.     და აწ რამეთუ გუქონან ჩუენ წინაწარმეტყუელნი, სარწმუნოებაჲ ჩუენ შორის იყავნ, და დაეცნედ, რომელნი დაეცემიან უმეცრებით, რამეთუ ჰნებავს.
    215.     ხოლო შენ ზედა-სდგა კლდესა სარწმუნოებისასა აღდგომისათჳს.
    216.     ნუუკუე მწვალებელმან ვინმე გაცთუნოს გმობად აღდგომისა.
    217.     რამეთუ დღენდელად დღედმდე მანიქეოზნი იტყჳან, ვითარმედ საუცრად და არა ჭეშმარიტად იყო აღდგომაჲ მაცხოვრისა ჩუენისააო.
    218.     არა ისმინეს პავლჱსი, რომელი-იგი მისწერს: რომელი-იგი იყო თესლისაგან დავითისა ჴორციელად.
    219.     და ამისა შემდგომად იტყჳს: აღდგომითა მით მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.
    220.     და მერმე კუალად განცხადებულად იტყჳს: უკუეთუ ქრისტჱ არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ თქუენი, და ვიპოვენით ცრუ მოწამე ღმრთისა,
    221.     რამეთუ ვწამეთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტჱ, რომელი არა აღადგინაო, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ.
    222.     არამედ შემდგომად მისა იტყჳს, ვითარმედ: აწ ქრისტჱ აღდგომილ არს, პირველი იგი ნაყოფი შესუენებულთაჲ, და ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ.
    223.     უკუეთუ ერთისა მოწმისაჲ არა გრწამს, ხუთთაჲ მათ გრწმენინ!
    224.     მერმე კუალად იაკობს, ძმასა მას თჳსსა, ხოლო ეპისკოპოსსა პირველ ამის ქალაქისასა ესოდენთა ეპისკოპოსთა პირველ-სახჱმან იხილა ქრისტჱ აღდგომილი და შენცა, მოწაფჱ იგი მისი, ნუ ურწმუნო იქმნები.
    225.     არამედ ვინ უწყის, თქუას ვინმე: თჳსიბოთ ეწამების იაკობიო?
    226.     – არამედ მეჩუენა მე, პავლეს მტერსა.
    227.     აწ ვითარ აცილობთ მტერისა მიერ წამებისა ქადაგებასა?
    228.     რომელი პირველ მდევარ ვიყავ, აწ ვახარებ აღდგომასა.
    229.     აწ მოწამე არიან აღდგომისათჳს მაცხოვრისა იგი ღამჱ და ყოველი იგი ნათელი მთოვარისაჲ.
    230.     რამეთუ მეათთოთხმეტჱ იყო მთოვარჱსა მის რიცხჳ;
    231.     და ლოდი იგი წინაშე პირსპირ დაუდგეს ჰურიათა მათ, რამეთუ მან იხილა პირველად უფალი, რამეთუ იგი ლოდი, რომელი პირველად გარდაეგორვა საფლავისა მისგან, იგი წამებს, დღენდელად დღედმდე მდებარჱ;
    232.     და კუალად ანგელოზნი იგი რომელნი მუნ დგეს, წამეს აღდგომაჲ მხოლოდ-შობილისაჲ.
    233.     პეტრე და იოვანე, თომა და ყოველნი მოციქულნი: რომელნიმე საფლავად მირბიოდეს;
    234.     და ტილონი იგი საფლავისანი შეკეცილნი ისხნეს მუნ შემდგომად აღდგომისა;
    235.     და რომელნიმე ჴელთა და ფერჴთა მისთა შეახებდეს და სახენი სამშჭუალთანი იხილნეს;
    236.     და ყოველთავე ერთბამად ცხოვრებისა სულისა იგი შთაბერვაჲ მოიღეს, მოტევებასა ცოდვათასა ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა ღირს იქმნნეს.
    237.     დედანი იგი, რომელ ფერჴთა შეურდეს და რომელთა ძრვისაჲ მის სიმდიდრჱ და ანგელოზისაჲ მის გარდამოსლვაჲ ზეცით ბრწყინვალებაჲ იხილეს;
    238.     და ტილონი იგი, რომელ შეემოსნეს, აღ-რაჲ-დგა, დაუტევნა;
    239.     და ერისაგანნი იგი და ვეცხლი იგი, რომელ მისცეს მათ.
    240.     ადგილი ესე ჩას; და წმიდისა ამის ეკლესიისა ესე ტაძარი, რომელ ქრისტჱს მოყუარებისა გულს-მოდგინებასა ჴსენებად ნეტარმან კოსტანტინე მეფემან აღაშჱნა.
    241.     წამებს აღდგომასა ქრისტჱსსა, რომელ-იგი სახელითა მისითა მკუდრეთით აღდგა ტაბითა.
    242.     ვითარ არა სარწმუნო იყოს ქრისტჱცა მკუდრეთით აღდგომილი, და ღათუ სახელიცა მისი მკუდართა აღადგინებს?!
    243.     მოწამე არს აღდგომასა ქრისტჱსსა ზღუაჲცა, ვითარცა-იგი პირველად გასმიეს;
    244.     მოწამე არს თევზთაჲცა იგი ნადირობაჲ, ნაკუერცხალი იგი და მას ზედა თევზი იგი მდებარჱ.
    245.     მოწამე არს პეტრეცა, რომელმან-იგი პირველ უვარ-ყო ორ გზის და მესამესა აღიარა და მეტყუელთა მათ ცხოვართა მწყემსად ბრძანებაჲ მოიღო.
    246.     რომელ-იგი ელეონით ღრუბლითა აღმაღლდა და აჩუენებს დღენდელად დღედმდე ზეცად აღსლვისა ბჭეთა, ბეთლემს ზეცით გარდამოჴდა, ხოლო ელეონით მთით აღმაღლდა მიერ ზეცად;
    247.     ღუაწლსა მას იწყო და მიერ ღუაწლთა მათთჳს გჳრგჳნოსან იქმნა.
    248.     აწ უკუე მრავალნი გუქონან მოწამენი აღდგომისანი: გუაქუს ადგილიცა ესე, რომელსა შინა ვდგათ, და აღმოსავალით კერძო ადგილი იგი აღმაღლებისაჲ;
    249.     გუქონან მ~წმედ, რომელთა-იგი მუნ წამეს მაშინ ანგელოზთა;
    250.     და ღრუბელი იგი, რომელსა შევიდა;
    251.     და მოწაფენი იგი, რომელ გარდამოვიდოდეს მიერ და წესი იგი მოძღურებისაჲ მის სარწმუნოებისაჲ ბრძანებად სცეს და სიტყუად აღმაღლებისა მისისათჳს.
    252.     მადლმან ღმრთისამან ჯერ-იჩინა, რაჲთა სრულიად გესმეს შენ ჩუენგან მსგავსად ჩუენისა მის უძლურებისა.
    253.     გუშინდელსა მას დღესა კჳრიაკესა მოღუაწებითა ღმრთისა მადლითა კრებასა ამას საკითხავთაგან შემდგომითი შემდგომად ზეცად აღმაღლებისათჳს მაცხოვრისა ჩუენისა, რომელ წერილ არიან, ითქუმოდეს საკითხავნი იგი ყოველთათჳს მორწმუნეთა სიმრავლისა და უმეტჱს ხოლო შენთჳს.
    254.     და საძიებელ არს უკუე ხოლო, თუ ერჩდე თქუმულთა ამათ.
    255.     ესე უწყით, რამეთუ წესი იგი სარწმუნოებისაჲ გასწავებს შენ, რაჲთა გრწმენეს „აღდგომილი მკუდრეთით მესამესა დღესა და რომელი-იგი აღმაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა“.
    256.     ვითარ ჰხედავ შენ, გეჴსენოს თქუმულთაჲ მათ.
    257.     ხოლო აწცა მო-ვე-გაჴსენო შენ სიტყუაჲ ესე;
    258.     და გეჴსენენ განცხადებულად თქუმული იგი სალმუნთა შინა: აღმაღლდა ღმერთი ღაღადებითა.
    259.     მოიჴსენე, ვითარ-იგი ერნი ანგელოზთანი ურთიერთას იტყოდეს: აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ;
    260.     და სხუასაცა სიმაღლესა იტყჳს: აღჰჴედ სიმაღლესა, წარმოსტყუენე ტყუჱ.
    261.     მოიჴსენეთ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: რომელი აღაშჱნებს ზეცად აღსლვასა თჳსსა და სხუანი, რომელნი გუშინ ითქუნეს ჰურიათა სიტყჳს-გებისათჳს.
    262.     რაჟამს ვერ შესაძლებელად სიტყუას-გიგებდენ მაცხოვრისა აღმაღლებასა, მოიჴსენე ამბაკუმისთჳს მიცვალებისა იგი თქუმული:
    263.     უკუეთუ ამბაკუმ ანგელოზისაგან აღიტაცა და მიიცვალა, რავდენ უფროჲს წინაწარმეტყუელთაჲ და ანგელოზთაჲ უფალი, რომელი მთით ელეონით ღრუბლითა შევიდა და თჳსითა ძალითა გზა-უყო აღსლვად ზეცად!
    264.     რამეთუ უძლურ არს მსგავსებაჲ იგი, მოიჴსენე საკჳრველებათაჲ მათ, ხოლო უმეტჱსობაჲ იგი უჩემე უფალსა საკჳრველთ-მოქმედსა, რამეთუ იგი აღიტაცნეს, ხოლო ამას უტჳრთავს ყოველი;
    265.     მოიჴსენე, რამეთუ ენოქი მიიცვალა, ხოლო იგი აღმაღლდა, მოიჴსენე გუშინდელი იგი საკითხავი, რამეთუ ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღიტაცა, ხოლო ეტლნი ქრისტჱსნი ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას;
    266.     ელია აღმაღლდა აღმოსავალით იორდანესა, ხოლო იესუ – აღმოსავალით ჴევსა მას ნაძუთასა;
    267.     და რამეთუ ელია თქუა მრჩობლი იგი სული მიცემად მოწაფესა თჳსსა, ხოლო ქრისტემან ესოდენი მიჰმადლა სული მოწაფეთა, არა ხოლო თუ რაჲთა მათ აქუნდეს თავისა თჳსისა, არამედ დადებითა ჴელთა მათთაჲთა ზიარებასა მისცემდეს მორწმუნეთა მათ.
    268.     და რაჟამს ესრე ჰურიათა მათ ბრძოლა-სცე და მსგავსებითა ესევითარითა სძლო, მერმე მოვედ გარდამატებულსა მას მაცხოვრისა დიდებასა: რამეთუ იგინი მონანი იყვნეს, ხოლო ესე ძჱ არს ღმრთისაჲ.
    269.     და რაჟამს გარდამატებული იგი მოიჴსენო, გულისხმა-ყავ, რამეთუ პავლე, მონაჲ ქრისტჱსი, აღიტაცა მესამედ ცადმდე, რამეთუ უპატიოსნჱსსა მიიწია პატივსა.
    270.     ნუუკუე სირცხჳლ გიჩნდენ მოციქულნი იგი: არა უმცირჱს არიან მოსჱსა, არა უნაკლულევანჱს წინაწარმეტყუელთა, არამედ კეთილთა თანა კეთილ და კეთილთა უკეთჱს.
    271.     ელია სამე ზეცად აღიტაცა, ხოლო პეტრეს კლიტენი ჰქონან ცათა სასუფეველისანი და ბრძანებაჲ აქუს, ვითარმედ: რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
    272.     ელია ცად ხოლო აღიტაცა, ხოლო პავლე – ცადცა და სამოთხედცა, – შეჰგავს მოწაფეთა იესუჲსთა, რაჲთა ფრიად უმეტჱსი მოიღონ მადლი, – და ესმა უთქუმელი სიტყუაჲ, რომელი არა ჯერ-არს კაცთა თანა სიტყუად, და კუალად გარდამოჴდა.
    273.     პავლე არა თუ არა ღირს იყო ზეცისა მყოფებასა, არამედ რაჲთა იხილოს უმეტჱს კაცთა და პატიოსნად გარდამოჴდეს და ქრისტჱ ქადაგოს და მისთჳს მოკუდეს, მოიღოს მარტჳრობისაცა იგი გჳრგჳნი.
    274.     დაუტეო სხუაჲ იგი აწ შესაქმისა მის, რომელი-იგი კჳირიაკისა კრებანი ითქჳნენ: გონიერთა მათ მსმენელთა კმა-არს მოჴსენებაჲ იგი.
    275.     ხოლო გეჴსენნედ თქუმულნიცა იგი მრავალ გზის ჩემ მიერ მარჯუენით მამისა ჯდომისა მისისათჳს ძისა, სარწმუნოებისა მისთჳს წესითა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „აღმაღლდა ცად და დაჯდა მარჯუენით მამისა“.
    276.     ხოლო საყდრისასა მას სახესა არა ჩუენი არს გამოძიებაჲ, რამეთუ ვერ მისაწდომელ არს.
    277.     ნუცა თავს-იდებთ მათსა, რომელნი-იგი იტყჳან ბოროტად, ვითარმედ: შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა და აღმაღლებისა – მიერითგანღა იწყო მარჯუენით მამისა ძემან ჯდომად.
    278.     არა თუ მერმე წარმოჩინებულად უპყრიან მას საყდარნი, არამედ ვინაჲგანცა არს, – ხოლო არს იგი მარადის, – იშვა მამისაგან და მის თანა ზის იგი.
    279.     და საყდარი ესე ჴორციელად მოსლვადმდე მაცხოვარი იხილა ესაია წინაწარმეტყუელმან დ იტყჳს: ვიხილე უფალი, მჯდომარჱ საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა და შემდგომი ამისი.
    280.     მამაჲ არავინ იხილა, ხოლო რომელი-იგი წინაწარმეტყუელმან იხილა მაშინ, ძჱ იყო.
    281.     და მერმე ფსალმუნი იტყჳს: განმზადებულ არს საყდარი შენი, ღმერთო, საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.
    282.     რამეთუ მრავალნი არიან წამებანი შენნი, სარწმუნო იყვნეს ფრიად.
    283.     სახლსა შენსა შუენის სიწმიდჱ, უფალო, სიგრძესა დღეთასა.
    284.     ხოლო ჟამისა მისთჳს ფრიად წამებულ არს. კმა-არს ესე ჩუენდა.
    285.     და აწ მცირედ მოვიჴსენოთ მრავალისა მისთჳს მარჯუენით მამისა ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ ას და მეცხრჱ ფსალმუნი განცხადებულად იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
    286.     დაამტკიცებს სიტყუასა მას მაცხოვრისასა სახარებასა შინა, რამეთუ დავით არა თუ თავით თჳსით ამას იტყოდა,
    287.     არამედ გულისხმის-ყოფითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდა: ვითარ უკუე დავით უფლით უწესს მას და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ და შემდგომი ამისი?
    288.     და საქმესა მოციქულთასა დღეთა მარტჳრიისათა აღდგა პეტრე ათერთმეტითურთ და ისრაელსა ეტყოდა მისვე ას და მეცხრისა ფსალმუნისა მოჴსენებასა.
    289.     მოვიჴსენოთ სხუაჲცა წამებაჲ მცირედ მარჯუენით ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ მათჱს თავსა სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძჱ კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა.
    290.     და ვითარცა-იგი იტყჳს შემდგომად ამისავე მოციქული პეტრე: მსგავსად აღდომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტჱსითა, რომელი-იგი ზის მარჯუენით ღმრთისა, ამაღლებული ცად.
    291.     რამეთუ მოციქული პავლე ჰრომდ მისწერს და იტყჳს: ქრისტჱ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა, რომელი-იგი არს მარჯუენით მამისა.
    292.     ეფესელთასა მისწერს და იტყჳს: შეწევნითა მით სიმტკიცისა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელი-იგი ქმნა ქრისტჱს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა იგი მარჯუენით თავისა თჳსისა.
    293.     ხოლო კოლასელთა მიმართ ასწავებს: უკუეთუ ქრისტჱს თანა ასდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადა-იგი ქრისტჱ არს მარჯუენით მამისა მჯდომარჱ.
    294.     და ებრაელთა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: ყო განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და დაჯდა იგი სიმდიდრესა მაღალთა შინა.
    295.     და მერმე იტყჳს: თავადმან ცოდვათა ჩუენთათჳს ერთ გზის შეწირა მსხუერპლი სამარადისოჲ და დაჯდა მარჯუენით მამისა.
    296.     ამიერითგან მოველით, ვიდრემდის დასხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.
    297.     და მერმე იტყჳს: ჰხედევდით სარწმუნოებისა წინამძღუარსა და აღმასრულებელსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მისთჳს დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო.
    298.     და მარჯუენით დაჯდა საყდართა ღმრთისათა.
    299.     და სხჳანიცა არიან წამებანი მარჯუენით მამისა ჯდომისათჳს მხოლოდ-შობილისა, ხოლო ჩუენდა კმა-არს ესოდენიცა ესრე აწ.
    300.     და კუალად მერმე იგივე მოჴსენებაჲ ვყოთ, ვითარმედ არა ხოლო შემდგომად ჴორციელად მოსლვისა მარჯუენით მამისა ჯდომისა აქუნდა პატივი,
    301.     არამედ უწინარეჱს ყოველთა საუკუნეთა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი გარდამოჴდა და აჴდა, მარჯუენით მამისა სამარადისოდ უპყრიენ საყდარნი და მამისა თანა ზის.
    302.     მან დაიცვენინ სულნი თქუენნი შეურყეველად და უქცეველად, სასოებაჲ თქუენი აღდგომილისა მიმართ მკუდრეთით, დაგმარხენინ და აღგადგინენინ მკუდრობისა მისგან ცოდვათაჲსა,
    303.     ზეცისათა მათ ნიჭთა მისთა ღირსგყვენინ თქუენ აღტაცებად უფლისა ღრუბლითა აერთა ზედა ჟამსა მას შეწყნარებისა და მოსლვადმდე ჟამისა მის მეორედ დიდებით მოსლვისა მისისასა დაწერენ სახელი ჩუენ ყოველთაჲ წიგნსა მას ცხოველთასა,
    304.     დაწერენ და ნუღარა აღჴოცნ, – რამეთუ მრავალთაჲ აღიჴოცოს შეცოდებულთაჲ, – და მოგეცინ ყოველთა სარწმუნოებაჲ ადგომილისა მის მიმართ და მოლოდებაჲ – აღმაღლებულისაჲ მის და მერმე მომავალისაჲ არა ქუეყანით.
    305.     ეკრძალე თავსა შენსა, კაცო, მათგან, რომელ-იგი მრავალ არიან მაცთურნი, – არამედ მას მოელოდეთ, რომელი-იგი ზეცათა შინა მამისა თანა ზის და ჩუენ შორის არს და თითოეულისა წესსა ჰხედავს და სიმტკიცესა სარწმუნოებისასა.
    306.     ნუუკუე ჴორცითა აწ არა აქა არს, მის გამო ჰგონებდე სულითაცა არა აქა ყოფასა, არამედ ჩუენ შორის დგას აქა და ესმის მისთჳს თქუმული ესე
    307.     და ჰხედავს შ~ნ შ~ს ცნობილსა მას და განიკითხავს გულსა და თირკჳმელთა და აწ განმზადებულ არს თქუენ ყოველთა წარდგინებად მამისა და რქუმად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
    308.     რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


29

     1.     საკითხავნი ახალკჳრიაკისანი. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ აღსაარებისათჳს თომა მოციქულისა
    2.     მოვიდი აღთქუმისა მის აღსარებად თქუენდა, რომელი მომცა მე მომანიჭებელმან აღორძინებისა თქუენისათჳს.
    3.     მოგეახლები კუალად ჩუენებად თქუენდა თომაჲსსა, რომელი-იგი ოდესმე ურწმუნო ადგომისა ქრისტჱსისა, ხოლო შემდგომად ხილვისა მის და შეხებისა მორწმუნე მისა და უფლად და ღმრთად აღმსაარებელ. მოვედით!
    4.     ამიერითგან გლოცავ თქუენ და მშჳდობისა სიმდაბლითა მორჩილ იქმნენით წმიდათა ამათ სიტყუათა, რომელსა მცირედითა მის მიერ მოცემითა განგიმზადებ თქუენ დღეს.
    5.     მაცხოვარი ყოველთაჲ, რომელმან წარმოტყუენა ჯოჯოხეთი და იქმნა პირმშო მკუდართა, შევიდა ბჭეთა ჴშულთა მოწაფეთა მისთა თანა, ხოლო თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა.
    6.     სასურველი იგი მოვიდა სურვიელთა თანა და მათ თანა მოსურნედ იგი აკლდა.
    7.     მწყემსი იგი კეთილი მოვიდა სამწყსოსა, და ცხოვარი იგი გარეშე სამწყსოსა შეცთომილ იყო.
    8.     მეუფჱ იგი ზეცისაჲ მოვიდა და მჴედარი იგი თჳსაგან იყო საღმრთოთა მათ მაყართა.
    9.     მოვიდა ესე ღმრთის ჴორციელებისა საიდუმლოჲ არა თანა-ყოფითა მით მოწაფეთაჲთა.
    10.     ხოლო უკუეთუმცა მათ თანა ყოფილ იყო, არამცა შეორგულებულ იყო;
    11.     და თუმცა არა შეორგულებულ იყო, არამცა ჴელი შეეხო მას და ეგრჱთ ერწმუნა;
    12.     და თუმცა არა შეხებითა მით ესრჱთ რწმუნებულ იყო მისა, არაჲმცა ესრჱთ ესწავა ჩუენდა სარწმუნოებაჲ, ვინაჲ მოწაფისა მის ურწმუნოებაჲ ჩუენისა სარწმუნოებისა დედა იქმნა.
    13.     ამისთჳს ჩუენცა არა ხილვითა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა თაყუანის-სცა, და შეუხებელსა მას უზეჟთაეჱსად ვადიდებთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა ადიდა.
    14.     აწ მო-რაჲ-ვიდა თომა მათ თანა, ეტყოდეს მას მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი;
    15.     ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო;
    16.     ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა: მე ვა(რ) აღდგომაჲ, და აღდგომაჲ ცხორებისა მისისაგან მოვიღეთ;
    17.     ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა: ჴელმწიფებაჲ მაქუს თავისა ჩემისა დადებად მისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს მერმე აღებად მისა;
    18.     საქმეთაგან ვისწავეთ და ჴელმწიფებაჲ მისი, რამეთუ მოვიდა ჩუენდა და კარნი იგი დაჴშულნი არაჲ დათრგუნნა;
    19.     დამიკჳრდა ჩუენ თანა-დგომაჲ იგი მისი ესრჱთ მყის შემოსლვითა მისითა ჩუენდა;
    20.     ვიხილენით ჩუენ ჴელნი მისნი, რ~ლითა თავს-იდვა ვნებაჲ იგი სამსჭუალთაჲ განქარვებისათჳს ცოდვათა კაცთაჲსა;
    21.     ვიხილენით ჩუენ ფერჴნი მისნი, რ~ითა დაითრგუნა სიკუდილი და ადგომაჲ ყოველთა მოგუანიჭა, რამეთუ ვიხილეთ ჩუენ წმიდაჲ იგი გუერდი მისი განღებული ჩუენთჳს, რომლისაგან გამოვიდა სისხლი და წყალი – ორნი ესე მდინარენი ცხორებისა ჩუენისანი.
    22.     მიუგო თომა და ჰრქუა მათ: თქუენ იხილეთ უფალი და მე მარტოჲ ხოლო არა ღირს ვიქმენა ხილვად მისა?
    23.     არა ვითარცა-იგი იწოდენით თქუენ, ვიწოდეა მე მის მიერ?
    24.     არცა ვითარცა იდიდენით, ვადიდეა მისგან?
    25.     და არცა ვითარცა იხილეთ თქუენ ჯრ~ცმლი იგი, ვიხილეა მე ეგრჱთ მწუხარემან თქუენ თანა?
    26.     მნებავს სწავლად ბრწყინვალებისა მისისა: ვითარცა ვიხილე სიკუდილი მისი, მნბავს ხილვად ადგომაჲცა მისი.
    27.     და თუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახჱ სამსჭუალთაჲ და დავასხნე თითნი ჩემნი სახესა მას სამრჭუალთა ფერჴთა მისთასა და შევახო ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.
    28.     მიყუარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაჲ საჲდუმლოჲსაჲ ამის.
    29.     ჵ თომა, საფუძველი სარწმუნოებისაჲ შენი ეგე ურწმუნოებაჲ!
    30.     ვაქებ შენსა მაგას სიტყჳს-გებასა და ქრისტჱს მოყუარესა გონებასა, ურწმუნო იქმენ მცირედ ოდენ, რაჲთა მრწმენეს მე მდიდრად;
    31.     ითხოვე უფლისაგან, რაჲთა შენითა თხოვითა მისგან ზიარ ვიქმნე მეცა მაცხოვრისა.
    32.     მერმე იტყჳს: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა და ფერჴთა მისთა სახჱ სამრსჭუალთაჲ და გუერდსა მისსა ადგილი ლახურისაჲ, არასადა მრწმენნენ;
    33.     ვიხილო თუალითა ჩემითა ქადაგებული ჩემგან, რამეთუ ვიდრე სასმენელთა თუალნი უფრო ღირს არიან მოწამედ, და მაშინ მრწმენენ სიტყუანი ეგე თქუენნი;
    34.     შევახო ჴელი ჩემი წყლულებასა მისსა და მაშინ მრწმენეს ხილული იგი;
    35.     დავსდვა თითი ჩემი ვნებულსა მას ჩემთჳს და მაშინ თაყუანის-ვსცე მკუდრეთით ადგომილსა მას.
    36.     შევიდა მათა კუალად იესუ ბჭეთა ჴშულთა, შევიდა კარი იგი ცხორებისაჲ, შევიდა, ვითარცა-იგი მან მხოლომან იცის;
    37.     რამეთუ ვითარცა-იგი შობასა მისსა ბჭეჱ ქალწულებისაჲ არა განჴრწნა, ეგრეცა შესულასა მისსა არა განახუნა კარნი იგი;
    38.     და ვითარცა-იგი აღდგა საფლავისაგან დაკრძალულისა, ეგრეცა შევიდა ჴორცითა მით, რომელთა შინა იყო ღმრთეებაჲ, და ზღურბლნი იგი არა დათრგჳნნა, რამეთუ ენება ყოვლით კერძოვე დაუყენებელად.
    39.     რამეთუ ვნებასა მისსა ფსალმუნებს ყოველი დაბადებული, ვითარცა-იგი შობაჲ მისი უფროჲს ბუნებისა და ჟესთა სიტყჳსა.
    40.     და რამეთუ შევიდა მოწაფეთა თანა, ვისწავეთ;
    41.     ხოლო ვითარ შევიდა, არა უწყით, რამეთუ რომელი-იგი მოვიღე, ჴელ-მეწიფების სიტყუად.
    42.     ვადიდებ შესრულსა მას, არამედ არა გამოვეძიებ შესლვასა მას;
    43.     ვქადაგებ საიდუმლოსა, არამედ არა ვთარგმანებ გამოუთარგმანებელსა მას საკჳრველებასა;
    44.     ვეძიებ ყოფილსა მას სასწაულსა, ხოლო მორჩილ ვარ უფლებასა მისსა, არამედ არა ჴდომით გამოვიწულელ ღმრთეებისა სიტყუათა მათ.
    45.     უკუეთუ მრქუას მე ჰურიამან, ვითარმედ: უცხოსა სიტყ~ჳსა ჰქადაგებ და ყოვლადვე არა სარწმუნოსა, რამეთუ ვერ შესაძლებელ;
    46.     არს კართა ჴშულთა ჴორცითა შესლვაჲ, მიუგო მე მას: ვითარ შემძლებელ იყო ანგელოზი იგი ამბაკუმისა შთაყვანებად მღჳმესა მას ლომთასა და კუალად გამოყვანებად უჴრწნელად და ბეჭედი არა განტეხად?
    47.     მონასა ვითარ ენება, ყო, და უფალსა ვითარ სათნო-უჩნდეს, ვერ შეუძლოსა?
    48.     რამეთუ ყოველივე ნებისაებრ ღმრთისა იქმნების.
    49.     რამეთუ ინება და განკაცნა ღმრთისა სიტყუაჲ და შევიდა მოწაფეთა თანა და ჰრქუა მათ: მშუჲდობაჲ თქუენ თანა! მშჳდობასა მიგცემ თქუენ.
    50.     ამან მშჳდობამან დაგამორჩილნეს თქუენ ბრძოლანი ქუეშე ფერჴთა თქუენთა;
    51.     ამან მშჳდობამან ყოველნი ჴელმწიფენი და მთავარნი ყვნეს თქუენდა მონა.
    52.     განიხარეს მოწაფეთა ჴმასა მას უფლისასა და ეტყოდეს თომას: გაუწყეთ შენ პირველად, ვითარმედ „ვიხილეთ ჩუენ უფალი“, და არა გრწმენა სიტყჳთა ჩუენითა.
    53.     აჰა ეგერა შენ თანა უფალი, იხილე, ვითარცა გნებავს.
    54.     მოვედ წინაშე მისსა, რომელი ცხორებისა შენისათჳს შემოვიდა ჩუენდა, და მიიღე ჴსნაჲ.
    55.     ხოლო თომა განიზრახვიდა გონებასა თჳსსა და იტყოდა: იგი არს ჭეშმარიტად, რომელი მოკუდა და აღდგა და მოვიდა, რომელი მხოლოჲ სახიერ არს და კაცთ მოყუარეჱ, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
    56.     ეტყჳს უფალი თომას: მოყავ ჴელი შენი და იხილენ ჴელნი ჩემნი, ვითარ შენთჳს მოვედ ქუეყანად;
    57.     შენთჳს ჴელნი დავიმსჭუალენ, რაჲთა შენდა ვიყო მაცხოარ;
    58.     შენთჳს გ~ვიგჳმირე, რაჲთა გიჴსნე შენ.
    59.     მომეახლე სულითა და ჴორცითა, ისწავე სარწმუნოებაჲ განცხადებულად, ვითარცა გნებავს, ვიდრე-ესე სახილველღა არს წყლულებაჲ ესე ჴელთა ჩემთაჲ.
    60.     წინა-დაგისხამ ასოთა ჩემთა აღრაცხად;
    61.     არა სირცხჳლ მიჩს ნაბრძოლი ესე ჴორცთა ჩემთაჲ;
    62.     არა დავჰფარავ წყლულებასა ჴორცთა ჩემთასა, რომელ დავითმინე წყალობისა თქუენისათჳს;
    63.     არა დავჰმალავ სასწაულსა ამას დიდებასა ჩემისასა, არამედ უქადაგო ესე ყოველთა.
    64.     იცის ესე მზისთუალმან, რომლისათჳს ნათელი ბნელად გარდაიქცა;
    65.     იცის ესე ქუეყანამანცა, რომლისათჳსცა განიპო;
    66.     იციან ესე კლდეთაცა, რომლისათჳსცა განსთქდეს;
    67.     იციან ესე მკუდართა, რომელ საფლავით გამოვიდეს;
    68.     იცის ესე ეზომანცა ტაძრისამან, რომლისათჳსცა განიპო – ჰურიათა წარწყმედისათჳს.
    69.     აჰა იხილენ ჴელნი ჩემნი, ვითარცა გინდა. გნებავსა გუერდისაცა ხილვაჲ?
    70.     აჰა ესერა განვიშიშულებ შენთჳს;
    71.     მოყავ ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, რომელ უთესლოდ მოვიღე ქალწულისა მარიამისგან და დავიცევ ქალწულადვე;
    72.     მოეახლე გუამსა ჩემსა ვნებულსა ნეფსით;
    73.     მოეახლე გუამსა ჩემსა, რომლისაგან ძწიან უჴორცონი ძალნი, და ისწავე ჴელითა გამოცდილებაჲ მისი და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ გრწმენინ!
    74.     ვიცი მე გული შენი განზრქომილი;
    75.     ვიცოდე მე, რამეთუ ესრჱთ თხოვად გნებავს;
    76.     ვიცი და მისთჳსცა გუერდი ჩემი განგიცხადე, რამეთუ ეძიებდი და ჰპოვე;
    77.     ჴელი შემახე და გრწმენინ, რამეთუ რაჟამს მოვიდეს მსაჯული ცხოველთაჲ და მკუდართაჲ, უჩუენოს მტერთა მათ წყლულებაჲ იგი და დასაჯნეს ღმრთის მბრძოლნი იგი და იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს და თაყ~ჳან~-სცენ.
    78.     მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
    79.     მრწამს ადგომაჲ შენი, უფალო; მრწამს და არღარა გამოვიკითხავ; მრწამს და არღარა გამოვეძიებ;
    80.     ვპოვე, რომელსა ვეძიებდი, და არღარა გამოვიწულილავ;
    81.     ვიცი, რომლისა ჯერ-არს პატივი.
    82.     ამიერითგან შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი;
    83.     შენ ხარ უწინარჱსი საუკუნეთაჲ;
    84.     შენ ხარ ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ;
    85.     შენ ხარ გამოუჩინებელი და გამოჩინებული; შენ ხარ უხილავი და ჰხილული;
    86.     შენ ხარ გამოუსახველი და გამოსახული;
    87.     შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და კაცთ-მოყუარეჱ;
    88.     შენ ცათა შინა მამისა თანა და ქუეყანასა ზედა კაცთა შორის;
    89.     შენ საყდართა ზედა სუფევისა შენისათა და ჯუარსა ზედა დამსჭუალული ჩუენთჳს;
    90.     შენ უვნებელი ღმრთეებითა და ვნებული ჴორცითა;
    91.     შენ უკუდავი მამისა თანა და მომკუდარ ავაზაკთა შორის;
    92.     შენ ქერობინთა მაღალთა ზედა და დაფარული სამარესა ჩუენთჳს;
    93.     შენ სიკუდილისა შინა ცხორებასა განმყოფელი;
    94.     შენ მოკუდავებასა შინა მკუდართა თანა თავისო~ი;
    95.     შენ სამ დღისა მკუდარი და უკუნისამდე ცხოველი;
    96.     შენ ჩუენ თანა ჴორცითა და მამისა თანა ღმრთეებითა;
    97.     შენ შეხებული ჩემგან, რომელსა გიპყრიან დაბადებულნი.
    98.     შენ აღადგინე გუამი შენი ტაძარი ჴელითა ძლიერებისა შენისაჲთა, შენ გიხილე ჴორციელითა თუალითა;
    99.     შენ გიხილე სულიერითა სარწმუნოებითა;
    100.     შენ გიცან კაცობრივებითა ჩემებრ;
    101.     შენ გიცან გამოუთქუმელი ღმრთეებითა;
    102.     შენ მხოლოსა უფლად და ღმრთად აღიარებ.
    103.     არა განვჰყოფ შენგან უფლებასა;
    104.     არა განგიშორებ შენ განუშორებელსა;
    105.     არა განგწვალებ შენ განუწვალებელსა, რომელი ვიხილე და რომელი გულისხმა ვყავ და რომელი მაქუს, ვღაღადებ და ვიტყჳ უფლისა ჩემისა და ღმრთისა ჩემისა.
    106.     შენ მოსლვითა შენითა აღმომიყვანე მე უფსკრულთაგან ურწმუნოებისათა;
    107.     შენ კაცნი ტყუეობისაგან განათავისუფლენ;
    108.     შენ მჴდომი ჩუენი დასთრგუნე; შენ ცოდვაჲ ჴორცითა დასაჯე;
    109.     შენ უჴრწნელებითა ჴრწნილებაჲ განაქარვე;
    110.     შენ სამისა დღისა დაფლვითა დაუტევე ქუეყანასა შოვა-მდგომელი – მკუდართა აღდგომაჲ;
    111.     შენ აღდგომითა განაახლე აღდგომაჲ;
    112.     შენ კაცნი ზეცისა ჰყვენ და ქუეყანაჲ ზეცისა უბრწყინვალჱსად გამოაჩინე;
    113.     შენ ყოველივე უმჯობჱსად გარდასცვალე, რამეთუ შენ ღმერთი იქმენ კაც, რაჲთა კაცნი ჰყვნე ღმრთად. ჵ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!
    114.     ჰრქუა მას იესუ: რომელი-ეგე იხილე და გრწმენა, განიცადე ვიდრე აღსლვადმდე ჩემდა სრულითა ამით გუამითა ზეცად, ვინაჲცა გარდამოვჴედ უჴორცოჲ, შენ ურწმუნოებისა სიტყჳთა სთქუ: უკუეთუ არა ვიხილო მის თანა სახჱ წყლულებისაჲ, არასადა მრწმენეს.
    115.     ერთბამად ურწმუნო იქმენ, ერთბამად შემახე, ერთბამად გრწმენინ ქადაგებად ამიერითგან, რომელი მიიღე.
    116.     რამეთუ ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.
    117.     აწ, საყუარელნო, ნეტარებაჲ ესე ჩუენ ზედა მოვიდა, რომელთა არა გჳხილავს და გჳრწამს, რამეთუ ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი მარადის სიხარულითა იხილავთ თუალითა და მიახლებითა გონებითა და სჭამთ მისგან ულეველად.
    118.     ჵ საიდუმლოჲ საკჳრველი! ჵ საიდუმლოჲ საშინელი! ჵ საიდუმლოჲ დიდებული! რომელი მჯდობარე არს მარჯუენით მამისა, მარჯუენეთა ზედა უღირსთასა იპოვების!
    119.     და რომელი ანგელოზთაგან იმსახურების, ჴელთა ზედა უსახურთასა იტჳრთების და მოიღების უღირსთაგან მომღებელთა ჴელთა ჩუენთა!
    120.     არა დასთრგუნავს მიწისაგანთა მათ შემოქმედი იგი, არცა შეურაცხჰყოფს დიდებული იგი, არამედ თჳთ მოუწესს და ეტყჳს: მიიღეთ, ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი;
    121.     მიიღეთ, სუთ, ესე არს სისხლი ჩემი;
    122.     მოყავთ ჴელი ჩემდა და შემახეთ ჴორცთა ჩემთა და იშუებდით ასოთა ჩემთაგან;
    123.     რამეთუ რომელმან მოიღოს ასოთა ჩემთაგან, ვიპოო მე მის თანა.
    124.     მოუჴდეთ მას ამიერითგან ყოვლითა სიწმიდითა ყოვლად წმიდასა შეწყნარებად ო~ა და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, არამედ განვაშორნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან იჭჳსა და ვადიდებდეთ უფალსა და ვთქუათ: უფალო, არა ღირს ვართ,
    125.     რაჲთამცა სართულსა სახლისა ჩუენისასა ქუეშე შემოხუედ, არამედ შენ თჳთ გინებს შემოსლვად ჩუენდა, რამეთუ ვითარცა კაცთ-მოყუარჱ ხარ, სათნო-გიჩნდა ყოფაჲ ჩუენ თანა.
    126.     შენითავე სასოვებითა მოვალთ წინაშე შენსა.
    127.     ჰბრძანებ, უფალო, რაჲთა აღვაღოთ პირი ჩუენი, რომელი შენ დაამტკიცე;
    128.     შენ მოხჳედ კაცთ-მოყუარე, რაჲთა განჰჴსნე უძლურებათა ჩუენთა კრულებაჲ;
    129.     შენ მოხჳდე და განანათლნე დაბნელებულნი განზრახვანი ჩუენნი.
    130.     გჳრწამს, რამეთუ ამას ყოველსა თავს-იდებ.
    131.     არცაღა მომავალი იგი მო-რაჲ-ვიდა შენდა და განაძე;
    132.     და არცა მეზუერჱ იგი განიშოვრე, არცა ავაზაკი განაგდე ცნობითა სასუფეველისა შენისაჲთა, არამედ ყოველნივე სინანულითა შეიწყნარენ და ადგილსა მას მოყუარეთა შენთასა დააწესენ.
    133.     და ლოცვითა და ვედრებითა მათითა ღირს მყვენ ჩუენ ზეცისა საიდუმლოსა.
    134.     და ნუ გამოვალნ ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით ჩუენით.
    135.     ვინაჲ – იგი მივალს ქრისტჱ, ესეთითა მოქალაქობითა შეუდგეთ ყოველნი.
    136.     ჵ ახალ ნათელ-ღებულნო, გეშინოდენ თქუენცა პირისა მისგან შეუწუხებელისა წმიდისა ემბაზისა, რომლისაგან იშვენით მეორედ და ნუ შეურაცხ-ჰყოფოფთ ღმრთისა მიერ განწმედასა, რაჲთა არა ღაღად-ყოს თქუენთჳს: შვილ-ვისხენ და აღვიზარდენ, და მათ მე შეურაცხ-მყვეს.
    137.     ცათა შინა აღწერილ არიან სახელნი თქუენნი, და პავლეცა ასწავებს: რბიოდეთ კეთილად.
    138.     ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად?
    139.     განიძარცუეთ ძუელი იგი კაცებაჲ, გლოცავ თქუენ;
    140.     ნუ თანა-განიძარცუავთ ბრწყინვალებასა, სიწმიდესა გუამისაგან თქუენისა;
    141.     უკუეთუ თავით თჳსით არა განიძარცოთ სიწმიდჱ, სხუასა არა ჴელ-ეწიფების განძარცუვად.
    142.     ჰგებდეთ თქუენ, ახალ ნათელ-ღებულნო, ვიდრემდე ღირს იქმნნეთ სანატრელისა მის ჴმისა, ვითარმედ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი წინა სოფლის დაბადებისა.
    143.     რომელსა ჩუენცა ღირს მყვენინ მადლითა თჳსითა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რომლისაჲ არს დიდებაჲ, პატივი და ძლიერებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


30

     1.     თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ. ახალკჳრიაკისათჳს
    2.     დღჱ კჳრიაკჱ დღჱ ნათლისაჲ არს.
    3.     დღესა ნათლისასა ვიტყოდით ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე ბუნე[ბანი] მსგავსებასა ნათლისასა ჭეშმარიტად ქადაგებენ;
    4.     იგი რომელ გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი და განათლნა იგინი და ჯოჯოხეთი დააცუდა.
    5.     ვითარცა მოსლვაჲ ნათლისაჲ განმაძებელ არს ბნელისა და დამაბრკოლებელ არს ჴელმწიფებისა მისისა, ეგრეცა მოსლვაჲ უფლისა ჩუენისაჲ განმაძებელ იქმნა საცთურისა და დამაბრკოლებელ ჴელმწიფებისა მისისა.
    6.     რამეთუ ნათელი რომელ გამობრწყინდა დასაბამსა, განაძო ბნელი იგი, რომელი დგა ზედა უფსკრულთა და უფალი ჩუენი გამობრწყინდა აღსასრულსა სოფლისასა და აჴოცა ბნელი იგი უფსკრულისაჲ, – ესე თჳთ არს ჴელმწიფებაჲ იგი ეშმაკისაჲ.
    7.     და ვითარცა მივიდა ნათლის-ღებად და აღესრულნეს მას ზედა ზრახვანი იგი, და რაჟამს ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა, ნათელი დიდძალი გამობრწყინდა მის ზედა და ეწამებოდა სულიცა იგი გარდამოსლვითა თჳსითა, ვითარმედ: ეგე არს ძჱ ღმრთისაჲ.
    8.     ვითარცა წერილ არს: დასაბამსავე ნათლითა დაებადნეს საუკუნენი და განცხოველდეს ყოველნივე დაბადებულნი.
    9.     ჴელითა უფლისა ჩუენისაჲთა განცხოველდა სოფელი და აღემართნეს ყოველნი დაცემულნი.
    10.     და ამას დღესა ნათლისასა, რომელ არს დასაბამი დღეთაჲ, გამობრწყინდა შუენიერი იგი ნათელი ღმრთისაჲ, ჴელმწიფჱ და წინამძღუარი ყოველთაჲ.
    11.     ამას დღესა, რომელ არს პირმშოჲ დღეთაჲ, აღდგა მხოლოდშობილი იგი ძჱ ღმრთისაჲ მკუდრეთით, ვითარცა სახედ დასაბამსა გამობრწყინდა ბნელსა შინა ნათელი.
    12.     და დასასრულსა გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა ნათელი იგი დიდებული, ვითარცა წერილ არს: ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათლისა გამობრწყინებაჲ, მან განანათლენინ თუალნი გულთა ჩუენთანი.
    13.     და მერმე თქუა ევანგელემან: და თჳთ ნათელი იგი ბნელსა მას განათლებდა და ბნელსა მას ვერ მიეწიფა.
    14.     მეორედ წარვთქუათ ყოველივე წამებაჲ თქუენ წინაშე ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე, ვითარცა ყუავილნი გჳრგჳნსა, შეჰგვანან ძლევასა მას მისსა.
    15.     მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან: განათლდი, განათლდი, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს.
    16.     ამით სიტყუითა ახარებდა ეკლესიასა თჳსსა.
    17.     და მერმე პირველი იგი შესძინა სიტყუითა თჳსითა, ვითარმედ: არღარა განგანათლებდეს შენ მზისთუალი ესე დღისაჲ და ნუცამცა ნათელი მთოვარისაჲ გნათობს ღამე.
    18.     და ჭეშმარიტისა მის ნათლისათჳს დააქცია მეორედ და თქუა, ვითარმედ: მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა დაგადგინე შენ.
    19.     და დავით იტყჳს: შენ მიერ არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.
    20.     და დანიელ თქუა, ვითარმედ: უწყინ, რაჲ ძენ ბნელსა და ნათელი არსვე მისი.
    21.     მერმე თქუა დავით: გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი წრფელთაჲ.
    22.     და მერმე თქჳს: ნათელი მართალთაჲ მხიარულებით იყავნ.
    23.     და ამის ყოვლისა წამებისა შემდგომად დაჰბეჭდა თჳთ და იტყჳს: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ.
    24.     მწუხრი დაეფლა, ვითარცა კრავი, მსგავსად, რაჲთა არა უფლებდეს ბნელი სიკუდილსა მისსა, ვითარცა კრავი, რომელი-იგი დაიკლა ეგჳპტეს შინა.
    25.     ერეოდა ერი იგი და გამოვიდა ნათლად სიფიცხლისა მისთჳს დამორჩილებისა ფარაოჲსისა, რომელ-იგი ეგჳპტეს შინა იყო, რომელნი ვითარცა ღამესა ბნელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას შინა.
    26.     ეგრეცა ჴელითა ამის ჭეშმარიტისა კრავისაჲთა განცალიერდა ქედი ჩუენი ფიცხლისა მისგან უღლისა ეშმაკისაჲსა, რომელმან-იგი დასთესა ჩუენ შორის თესლი ეკლისაჲ.
    27.     განკუეთნა ჩუენ უფალმან საკრველნი ჩუენნი ჯუარითა თჳსითა და გაჴსნა ჩუენგან უღელი მძიმჱ, რომელი მძლავრებით დაგჳმონებდა ჩუენ, რამეთუ დაუმდაბლეთ მას ქედი ჩუენი ნებითა ჩუენითა, რომელი-იგი არა დაშურებოდა, რომელი ჰმონებდა მას.
    28.     ხოლო ამიერითგან მადლი იგი, რომელ იქმნა ჩუენ თანა, ვერ შემძლებელ ვართ, რაჲთამცა გარდავიჴადეთ იგი, გარნა თჳთ ვითარცა ყოველთა წარმართთათჳს და გარდაჴდად ვერ შემძლებელ ვართ,
    29.     არამედ აღვიმსთოთ დღესა დღესასწაულისა მისისასა და მივსცეთ მას ქებაჲ, რაჲთა შემწე მეყოს ჩუენ ყოველსა ჟამსა, და ყავნ ჩუენ თანა თჳსითა მით კეთილის-ყოფითა,
    30.     რაჲთა არა მომაკლდეს ჩუენგან წყალობაჲ მისი, და ვიხარებდეთ პირველითა და შემდგომითა და ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


31

     1.     საკითხავნი ამაღლებისანი. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ
    2.     უფალი ჩუენი და ძჱ ღმრთისაჲ რაჟამს მოვიდოდა, ვერ იხილეს იგი ანგელოზთა;
    3.     ხოლო ვითარცა აღმაღლდა დღეს, ჰხედვიდეს და იხილვიდეს მას მოწაფენიცა მისნი.
    4.     არა იხილეს ანგელოზთა მოსლვაჲ იგი მისი ჩუენდა, რამეთუ ძალი თჳნიერ ჴორცთა დაფარულად გარდამოჴდა მაღლით და განისუენა ქალწულსა მას ზედა.
    5.     იხილეს კაცთა აღმაღლებაჲ იგი მაღლად, რამეთუ ჴორცნი ქუეყანისანი აღჴდეს ზეცად, განეფინა ღრუბელი და შეიწყნარა უფალი, ახარა ქალწულსა და შეიწყნარა.
    6.     რაჟამს ღმრთეებაჲ იგი მისი კაცებასა ჩუენსა შეეზიარებოდა და ქალწულსა მას, რომელი ქუეყანისაჲ იყო, დაადგრა მას შინა;
    7.     ხოლო რაჟამს კაცებასა ამას ჩუენსა ღმრთეებითა თჳსითა განამდიდრებდა, ღრუბლითა აღამაღლებდა ჴორცთა ჩუენთა და წესცა იყო, რამეთუ ვიდრე ჩუენ თანა იყო, ძლიერებასა თჳსსა დაიმდაბლებდა, რაჲთა უძლურებასა ზედა დაემკჳდროს.
    8.     ეგრეცა რაჟამს აღჰქონდეს ჴორცნი ჩუენნი მის თანა, დიდებითა სიმდიდრისა მისისაჲთა აღმაღლდეს.
    9.     ვითარცა შეიმოსეს ძალი მაღალთა შინა ჴორცთა მათ, რომელნი ქალწულისაგან იყვნეს, მოვიდა და ეჩუენა კაცთა, ეგრეცა შეიმოსს ჴორცთა ქუეყანისათა.
    10.     დიდებულებაჲ შორის ღრუბელსა მას აღჴდა და მოიღო თაყუანის-ცემაჲ ანგელოზთაგან მაღალთა შინა, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ეზიარა კაცებაჲ ჩუენი ღმრთეებასა მისსა და განმდიდრდა ცათა შინა;
    11.     ღაღატ-ყო და თქუა, ვითარმედ: აღმომიყვანნა ჩუენ მარჯუენითა ცათა შინა.
    12.     და წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: აღამაღლენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო.
    13.     და აღმაღლდედ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ.
    14.     და კულად, ვითარმედ: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა.
    15.     ხოლო მოციქული გამოუთარგმანებს: რომელსა-იგი წინაწარმეტყუელი უფლით ჰხადის, რაჟამს დაჯდების მარჯუენით მშობლისა თჳსისა, იგი არს, რომელსა ჰრქუა გაბრიელ უფალ,
    16.     რაჟამს შთავიდოდა იგი ყურსა მას ქალწულისასა, ამისთჳს ვიდოდა უფალი მოწაფეთა თანა ამას ორმეოცსა დღესა და მერმეღა აღმაღლდა ცად, რაჲთა დაამტკიცნეს მოწაფენი აღდგომისათჳს.
    17.     უკუეთუმცა შემდგომად აღდგომისა აღ-ხოლო-სრულ იყო ცად და არა ყოფილ იყო მოწაფეთა თანა, ეგონამცა, ვითარმედ საუცარ რაჲმე იყოო და არა ვითარცა ჭეშმარიტად განცხოველებული.
    18.     რამეთუ ვითარცა უჩუენნა მათ ჴორცნი და გუერდი თჳსი და ბრძჳლნი ლახურისანი, და ჰრქუა მათ: მიხილეთ მე და განმიცადეთ, რამეთუ მე ვარ, და ნუ განიწვალებით გონებითა.
    19.     და ჯეკმა ღათუ მრავალ იყვნეს მოწამენი აღდგომისანი, ხოლო იგი გონებითა მათითა, ვითარცა ნავნი ღელვათაგან, შეძრწუნებულ იყვნეს;
    20.     რავდენმეღა უფროჲს, არა თუ-მცა ყოფილ იყო მათ თანა, მრავალიმცა თესლი ორგულებისაჲ დათესულ იყო მათ თანა!
    21.     არამედ დადგა მათ თანა და ჭამა მათ თანა, არა ვითარცა მშიერი, და ნუგეშინისცა მათ მოკითხვითა თჳსითა და ახარა მათ ზიარებითა თჳსითა და უბრძანა მათ ქადაგებად სახარებაჲ მისი ყოველთა დაბადებულთა.
    22.     წარვიდა მათგან კაცებრ და იყო მათ თანა ღმრთეებითა;
    23.     და აღმაღლდა მეუფჱ იგი ჩუენი ძლევითა და დაჯდა მარჯუენით მამისა თჳსისა, ვითარცა თქუა მოციქულმან: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
    24.     და დავით თქუა: უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა.
    25.     ხოლო აწ ამას ორმეოცსა დღესა აღჳრნი მარხვისანი განგუაშორნა ჩუენგან, რამეთუ თავადმან თჳთ თქუა, ვითარმედ: არა ჯერ-არს მარხვაჲ ყრმათა მექორწილეთაჲ და არცა გლოვაჲ, ვიდრე სიძჱ იგი მათ თანა არს.
    26.     ხოლო მოვიდენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
    27.     აღვიხუნეთ ამიერითგან მარხვანი მოციქულთანი, რამეთუ ნაშობნი ვართ ქადაგებისა მათისანი, და წეს-არს ჩუენდა ნუგეშინის-ცემად მარხვითა, რაჲთა გამოვიზარდნეთ სულნი ჩუენნი ტაბლისაგან ქრისტჱსისა.
    28.     ხოლო ყავნ ჩუენ თანა ამიერითგან უფალმან ჩუენმან მძლემან, რომელი აღმაღლდა დღეს ძლევით და აღმიყვანა ჩუენ მის თანა მაღლად ჴორცითა მით, რომელ შეისხნა ჩუენგან,
    29.     რაჲთა ღირს ვიყვნეთ აღსრულებად ამის დღესასწაულისა და აღმოვთქუათ მადლი და დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


32

     1.     საკითხავნი მარტჳლიისანი. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოევლინა სული წმიდაჲ
    2.     ოდესმე ენანი ღმრთისაგან რისხვითა განიწვალნეს უკეთურებისათჳს კაცთაჲსა, ხოლო ამას დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოეცნეს შეწევნისათჳს სოფლისა;
    3.     მაშინ განიბნინეს, რაჲთა მოყუასმან მოყუსისა თჳსისაჲ ნუ ისმინოს, აწ მოეცნეს, რაჲთა ისმინონ, ისწაონ და გულისხმა ყონ.
    4.     მას ჟამსა განყოფამან მან ენათამან საქმენი ცუდნი განაქარვნა;
    5.     ხოლო აწ ენანი რომელნი მომეცნეს, საქმენი ჭეშმარიტებისანი დაამტკიცნეს და აღავსნეს;
    6.     მუნ მოეცნეს, რაჲთა ზრახვანი უკეთურნი განაქარვნეს, და აქა მოეცნეს, რაჲთა კეთილი ღმრთისა ნებაჲ ქადაგონ.
    7.     მას ჟამსა მისთჳს, რაჲთამცა არა ისმინეს ენაჲ იგი ურთიერთასი, და აწ მისთჳს, რაჲთა ყური მიუყონ სიტყუათა შეწევნისათა.
    8.     მას ჟამსა განიბნინეს ენანი გოდლისა მისთჳს, რომელი აღიშჱნებოდა ბოროტად, და აქა მომეცნეს ენანი, რაჲთა დაემჴუნენ ცოდვანი, რომელნი აღეშჱნებიან საცთურად.
    9.     და გამოვიდეს ენანი შემდგომად ენათა, რაჲთა შემოიყვანნეს იგინი სახლსა ცხოვრებისასა.
    10.     და მოვიდა სული შემდგომად ძისა, დაებეჭდა ჴსნაჲ ჩუენი ბეჭდითა თჳსითა, აღმაღლდა მხოლოდ-შობილი იგი, რომელი დამდაბლდა ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა, გარდამოჴდა ნუგეშინის-მცემელი, რაჲთა აღასრულოს ძლევაჲ ჩუენი მოწყალებით.
    11.     მოივლინა ჩუენდა აზნაურებაჲ ჴელითა ძისა თჳსისაჲთა და შემეძინნეს ჩუენ ნიჭნი ჴელითა სულისაჲთა, რომელი მისგან არს.
    12.     რამეთუ უნდა მამასა ცხორებაჲ ჩუენი, გულს-იდგინა ძემანცა მოძიებაჲ ჩუენი.
    13.     რამეთუ დამდაბლდა მხოლოდ-შობილი იგი ჩუენთჳს და დამდაბლდა სულიცა იგი და ჰფუფუნებდა ყოველთა.
    14.     განმდიდრდეს მოციქულნიცა ნიჭითა სამებისაჲთა ჩუენისა სარგებელისათჳს, განვიდეს და განეფინნეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, და შეკრებისა ჩუენისათჳს ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და დაჰბეჭდეს მოციქულთა ძლევაჲ ჩუენი.
    15.     მიეფინა სული იგი ყოველსა ჴორციელსა, ვითარცა თქუა იოველ წინაწარმეტყუელმან: წინაწარმეტყუელებდენ ძენი და ასულნი თქუენნი.
    16.     ვითარცა აღუთქუა, მისცა ღმერთმან მადლი მონათა და მჴევალთა თჳსთა ზედა – სული იგი თჳსი.
    17.     და იცნეს იგი, ვითარცა თქუა: კნინნი დიდთა თანა, და აღივსო ქუეყანაჲ მეცნიერებითა მისითა, რომელი სავსე იყო საცთურითა, და დამტკიცნა ჭეშმარიტებაჲ.
    18.     გამოაბრწყინვა ნათელი თჳსი და მის გამო წარემართა მისლვად მისა.
    19.     ისწრაფეს შეწევნათა მისთა და გულს იდგინეს და აღჴოცნეს სავნებელნი ჩუენნი.
    20.     გამობრწყინდა ჴორცთა ჩუენთა ზედა და განანათლნა სულნი ჩუენნი;
    21.     მოვიდა ცხადად და შეეწია გონებათა ფარულად;
    22.     იჴსნნა ათასნი ბრალისაგან და განარინნა ბევრნი სიკუდილისაგან;
    23.     შეისხნა ჴორცნი, თანა-მდებნი მიწისაგანნი, და მისგან აღიღო ძლევაჲ სრულითა სიმჴნითა;
    24.     შთავიდა სიღრმესა და წარმოტყუენა ტყუჱ;
    25.     აღჴდა მაღლად და განუყო ნიჭი თჳსი და იქმნნეს ჴორცნი მისნი მიზეზ კეთილის;
    26.     და განარინნა სულნი ბოროტისა შეპყრობისაგან;
    27.     გამოუჩნდა თუალთა, რაჲთა გამოუჩნდეს გულთაცა;
    28.     შეეხნეს ჴელნი, რაჲთა დაემტკიცნენ გონებანიცა;
    29.     შესახებელ ყვნა მადლნი თჳსნი და უჩუენა კაცთა სიმდიდრჱ თჳსი;
    30.     და არა მით ხოლო კმა-ყო, რაჲთამცა კაც ხოლო იქმნა, არამედ მოკლულცა;
    31.     და არა ხოლო თუ მოკლულ, არამედ დაფლულცა.
    32.     მოვიდა მადლითა თჳსითა და მოწყჳდნა ცოდვანი ჩუენნი, და თუმცა მოწყალებასა მას მისა არა დაემშჳდა იგი, აღ-მცა-ჴოცა ბუნებაჲ ესე ჩუენი.
    33.     ბუნებანი ბუნებათა ჩუენთა ზედა განრისხნეს ჯრც~მსა მას მისსა და შთანთქმაჲ ჩუენი ეგულებოდა ყოველთაჲ.
    34.     რაჟამს ჯუარს-აცუეს, კლდენი განიპნეს და სამარენი აღეხუნეს და მკუდარნი განცხოველდეს, ხოლო ცხოველნი იგი განცოფნეს.
    35.     განაგდო ჯუარი იგი და აღმაღლდა ცად.
    36.     არა დაიმარხა მან მანკიერებაჲ ნათესავისა ჩუენისათჳს, მოავლინა ნიჭი თჳსი და აღავსნა ეკლესიანი.
    37.     უწოდა მკლველთაცა მისთა, უნდეს თუ, სუფევდენ იგინიცა მეგობართა თჳსთა თანა.
    38.     და თუ ჰრწმენეს სიმდაბლჱ იგი მისი, ჴორცნი თჳსნი მისცნენ მათ სიყუარულითა თჳსითა.
    39.     დასაბამად ნიჭთა თჳსთა ჴორცნი თჳსნი განუყვნის და სისხლნი თჳსნი უსასყიდლოდ მისცნის.
    40.     უსასყიდლოდ ეკლესიათა თჳსთა განუყვნა ენანი, რაჲთა ქადაგონ ჭეშმარიტებაჲ მისი.
    41.     მოავლინა ნიჭი თჳსი, რაჲთა წამონ სარწმუნოებაჲ მისი.
    42.     იქმნა თავს-მდებ სოფლისა სასწაულებითა მით, ვითარმედ ღმერთი არს, და დააბა წიგნ-წერილებაჲ იგი სასწაულებითა ძალისა მისისაჲთა, ვითარმედ დამბადებელი იგი არს.
    43.     იგი არს დამბადებელი და იგი არს მჴსნელი ჩუენი.
    44.     მის გამო აღესრულნეს საქმენი, ამან იჴსნა კაცი, ამისგან გამოჩნდა მამაჲ, ამისგან იცნობა სუფევაჲ და იგი არს ნიჭი ჩუენი.
    45.     და სულისა გამო დაებეჭდა ჭეშმარიტებასა და განიყვნეს ნიჭნი მადლთა მისთანი.
    46.     ეწამების დამდაბლებაჲ იგი მისი და უფლებისა მისისათჳს დაჰბეჭდა ძალმან მისმან.
    47.     ღაღატ-ყვეს სასწაულთა მისთა ძალითა თჳსითა, ვითარმედ: ღმერთი არს ჭეშმარიტად, რამეთუ აღასრულნა სიტყუანი მისნი, ვითარმედ: შემოქმედი არს ჴელოვანთ-მოძღუარი ყოვლითურთ და არწმუნა სოფელსა და იმიერ და ამიერ მისცა არგანი ყოველთა, რამეთუ დასნეულდა კაცებაჲ ესე ჩუენი.
    48.     და განამრავლნა შეწყნარებანი თჳსნი, რამეთუ დასნეულდა თავისუფლებითა თჳსითა.
    49.     იღუაწა მისთჳს ნებითა თჳსისითა, რამეთუ დაავიწყდა იგი და დაითმინა მისი და შეაჯერა მას.
    50.     და ვითარცა შეეშინა მას სიმდიდრისაგან მისისა, შეეწია მარჯუენითა თჳსითა.
    51.     შემდგომად ნათლისა მის მისისა, ვითარმედ განიძარცუეს დიდებაჲ იგი, რომელ შთაეცუა მას, განბანა და განწმიდა ლხინებითა თჳსითა.
    52.     ადამსა შეემოსა და შეემკო ესე დიდებითა თჳსითა და წყალობ(ით)ა თჳს(ითა ძი)ება-ყო სრულიად.
    53.     არა თუ ხარკით დაჰბადა და არცა ხარკით იჴსნა და არცა ხარკით ყვის კეთილი, დაბადებულნი მისნი ეწამებიან, ვითარმედ იგი არს, და საქმენი მისნი ღაღადებენ, ვითარმედ ქველის-მოქმედ არს.
    54.     მოწამე არს ჴელი მხოლოდ-შობილისაჲ, რომელმან დაჰბეჭდა სულითა თჳსითა.
    55.     მამაჲ მოწამე არს ძისა სრულითა სიყუარულითა თჳსითა, და ძჱ ქადაგებს მამისათჳს ჭეშმარიტებითა მოწამებითა თჳსითა, და სული ფუფუნებითა თჳსითა აუწყებს მადლისა მისისათჳს, წინაწარმეტყუელნი ქადაგებენ, მოციქულნი ღაღადებენ, გონებანი ეწამებიან.
    56.     დღეს აღესრულა სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა წინაწარმეტყუელთაგან, ვითარმედ: მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ყრმანი თქუენნი.
    57.     იხილეთღა, არაძი აღესრულაა მოციქულთაცა მიმართ ჟამსა მას, რომელსა შეკრებულ იყვნეს ერთად ქორსა მას ზედა და გამოუჩნდეს მათ ნაწილნი ვითარცა ცეცხლისაგან!
    58.     იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა ენად-ენად, რაჲთა დააკჳრვონ ნათესავსა ზედა, რომელნი შეკრიბნა და მოიყვანნა სულმან მან, რაჲთა იხილნეს დიდ-დიდნი იგი ძალნი ღმრთისანი.
    59.     და ჩუენცა, ძმანო, ნუმცა თანა-წარვსცოდავთ სულთა ჩუენთა ზიარებისა მისგან სულისა წმიდისაჲსა და ნუ მოვალნ გულთა ჩუენთა, ვითარმედ იგინი ხოლო ღირს იქმნნეს.
    60.     არამედ ჩუენ თუ გჳნდეს, მოფენილ არიან მადლნი მისნი ჩუენ ზედაცა უხუად.
    61.     და რაჲთა მივიღოთ გჳრგჳნი და ენითა, რომელი არს თარგმანებითა, დავიმოწაფნეთ და ვასწაოთ უცებთა და ვჰმოძღურიდეთ უსწავლელთა და განვანათლოთ გონებაჲ მათი.
    62.     და დავანელნეთ ულამონი და დავამტკიცნეთ უძლურნი და ვიღუაწნეთ სნეულნი და გამოვზარდნეთ ჴუებულნი.
    63.     და ღმერთი რომელი მოვიდა ცხორებად ჩუენდა, ვემსგავსნეთ და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და აღმოვთქუათ მადლი და ძლიერებაჲ, სიმდიდრჱ სამებისაჲ, ერთობით პატივსცემდეთ აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


33

     1.     მეორეჱ თქუმული კირილე მთავარეპისკოპოსისა ი~ჱლმლისაჲ. რაჟამს-იგი მოვიდა წმიდათა მოციქულთა ზედა სული წმიდაჲ
    2.     ქრისტჱს შეყუარებულნო და გამორჩეულნო მამისა მიერ ღმრთისა, რომელნი ჩინებულ ხართ სანატრელსა ემბაზსა მეორედ შობისასა და მიგიღებიეს მადლი სულისა წმიდისაჲ, რომელი მოსცა სანატრელთა მისთა მოწაფეთა, რომელთა ეტყოდა,
    3.     ვითარმედ: მე ვჰლოცვიდე მამასა და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგცეს თქუენ, რომელი იყოს თქუენ თანა უკუნისამდე – სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად,
    4.     რამეთუ არა ჰხედავს მას და არცა იცის იგი, რამეთუ თქუენ თანა დადგრომილ არს და თქუენ თანა იყოს იგი.
    5.     და კუალად იტყჳს: ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
    6.     ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოგივლინოს მამამან სახელითა ჩემითა, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რავდენი გარქუ თქუენ.
    7.     და მერმე იტყჳს, ვითარმედ: რაჲჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელ მე მოგივლინო თქუენ მამისა ჩემისა მიერ, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, იგი წამებს ჩემთჳს.
    8.     და კუალად იტყჳს უფალი: უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა;
    9.     უკუეთუ წარვიდე, მოვავლინო იგი.
    10.     მოვიდეს და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს.
    11.     და კუალად თქუა, ვითარმედ: მრავალი მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ ვერ ძალ-გიც დატევნად აწვე.
    12.     ხოლო ოდეს ნუგეშინის-მცემელი იგი სული ჭეშმარიტებისაჲ მოვიდეს, გითხრას თქუენ ყოველი ჭეშმარიტი.
    13.     არა თავის ნეფსით რას იტყოდის, არამედ რავდენი ესმეს, იტყოდის.
    14.     აწ თჳთ მის მხოლოდ-შობილისა სიტყუანი მოგუმადლნა ჩუენ, რაჲთა არა ვერჩდეთ ჩუენ კაცობრივსა სიტყუასა.
    15.     ამის სულისა წმიდისა ზიარებასა მიანიჭებდა მოციქულთა.
    16.     რამეთუ წერილ არს: შთაჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
    17.     უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ, მიეტევნენ ცოდვანი, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
    18.     ესე მეორჱ შთაბერვაჲ არს, რამეთუ პირველი იგი განქარდა ნეფსით ცოდვითა მით, რაჲთა აღესრულოს: აღმოვიდა შთამბერველი პირსა შენსა, განმარინებელი ჭირისაგან.
    19.     ხოლო მო-იგი-ვინაჲ-ვიდა? – არამედ ჯოჯოხეთით, რამეთუ გჳთხრობს ჩუენ სახარებაჲ, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა შთაჰბერა მოციქულთა სული.
    20.     არამედ მოსცემს აწცა მადლსა, ხოლო უმეტჱსადრე და უფროჲს მათა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღა დაიტიოთ.
    21.     აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲს მოელოდეთ.
    22.     თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო.
    23.     აწ მიიღეთ ზოგს რაჲმე, რომელი-იგი მიიღეს მათ, ხოლო რომელმან შეიმოსის სამოსელი, ყოვლით კერძოვე მოიცვის და თქჳს: ნუ გეშინინ ჭურისა და ისრისა ეშმაკისაგან და რამეთუ შეგემოსოს თქუენ ძალი სულისა წმიდისაჲ,
    24.     ხოლო შენ გეჴსენედ აწინდელთაჲ მათ თქუმულთაჲ, რამეთუ სული არა განიყოფვის, არამედ მის მიერი იგი მადლი.
    25.     აწ უკუე აღმაღლდა იესუ ზეცად და მის მიერი იგი აღთქუმაჲ აღასრულა, რამეთუ ჰრქუა მათ: მე ვჰლოცვიდე მამასა ჩემსა და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოქცეს თქუენ.
    26.     მოციქულნი სხდეს და ელოდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა და აღსრულებასა მას დღეთა მათ ერგასისთასა, რამეთუ ჩუენი არს ესეცა პატივი, რომელსა ვიტყჳთ, არა თუ სხუათა ადგილთა კეთილთა, არამედ ჩუენ შორის მომადლებულთა.
    27.     და მეერგასისესა მას დღესა სხდეს მოციქულნი და გარდამოჴდა ზეცით ნუგეშინის-მცემელი იგი, ზღუდჱ სიმტკიცისაჲ და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაჲ, მოღუაწი სულთაჲ და შემწჱ ჭირვეულთაჲ, გჳრგჳნის მომცემელი იგი მძლეთაჲ და ძალის მომცემელი იგი მოღუაწეთაჲ.
    28.     და გარდამოჴდა, რაჲთა შეჰმოსოს ძალი და ნათელ-სცეს მოციქულთა, რამეთუ ეტყჳს უფალი: თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა დღეთა შემდგომად.
    29.     არა ზოგს-რაჲ არს მადლი ესე, არამედ სრულ არს ძლიერებაჲ.
    30.     ვითარცა-იგი რომელი შთაჴდის წყალსა და ყოვლით-კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებინ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ ს~დ, არამედ წყალმან გარეშჱ ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლულოდ. და რაჲსა გიკჳრს?
    31.     ისმინეთ ახალი იგავი ესე ჴორციელი: მცირე არს სიტყუაჲ იგი და შეურაცხ, ხოლო სარგებელ არს წრფელთა მათთჳს.
    32.     უკუეთუ ცეცხლი იგი სიზრქესა მას უფერულისა რკინისასა შეჴდის შინაგან და ყოვლადვე ქმნის იგი ცეცხლ, და ცეცხლი იგი იქმნის მჴურვალე და შავი იგი იქმნის მბრწყინვალე.
    33.     უკუეთუ ცეცხლი ჴორციელი ჴორციელსა მას რკინასა შეჴდის და ესრჱთ სრულიად ბრწყინვალე იქმნის, შენ რაჲსა გიკჳრს, ვითარმედ სული წმიდაჲ შევიდეს შინაგანსა სულსა?
    34.     ხოლო რაჲთა ესოდენისა მის მადლისა მომავალისა არა უცნაურ იყოს სიმდიდრჱ, საყჳრი ზეცისაჲ ოხრიდა, რამეთუ იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოსლვაჲ ქარისა ძლიერისაჲ, და აუწყებდა მოსლვასა მას მადლისასა, რაჲთა თუალითაცა იხილონ ენები იგი ცეცხლისაჲ.
    35.     და ყურთა ესმა ოხრაჲ. და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა სხდეს.
    36.     ემბაზ იქმნა ცნობადისა მის წყლისა სახლი იგი.
    37.     მოწაფენი იგი შინა სხდეს და სახლი იგი ყოველი აღივსო აწ უკუე ნათელ-იღეს უნაკლულოდ მსგავსად აღთქუმისა მის.
    38.     შეიმოსნეს მოციქულნი სულით და ჴორცით სამოსლითა მით საღმრთოჲთა.
    39.     და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლი და დაადგრა თითოეულსა მათსა ზედა, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა.
    40.     ცეცხლისა ენათა მიიღებდეს, არა შემწუველისასა, არამედ მაცხოვარებისა მის ცეცხლისასა, რომელმან ეკალი ცოდვისაჲ შეწჳს და სული ბრწყინვალე ქნის,
    41.     რომელი-იგი აწცა ესრევე მოსლვად არს თქუენ ზედა და ეკლოვანი იგი ცოდვაჲ მოგისპოს და განლიოს, ხოლო სულისა თქუენისა მონაგები პატიოსანი განანათლოს და მოგცეს თქუენ ნიჭი,
    42.     რამეთუ მისცა მაშინცა მოციქულთა სახედ ენათა ცეცხლისათა და დაადგრებოდა მათ ზედა, რაჲთა ახალნი შარავანდნი დაედგნენ მათ სულიერნი – ცეცხლისა ენანი იგი თავთა მათთა.
    43.     პირველ მოტყინარჱ იგი მახჳლი აყენებდა სამოთხედ შესლვასა, და ცხოვრებისა მის ცეცხლისა ენისა კუალად უკმოაგო მადლი იგი.
    44.     და იწყეს მათ უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ, სიტყუად: გალილეველ იყვნეს პეტრე და ანდრეა, სპარსელებრ და არშებრ იტყოდეს, იოვანე და სხუანი მოციქულნი ყოველსა ენასა ეტყოდეს წარმართთა მათ.
    45.     არა ხოლო აწყა იწყო უცხოთა სიმრავლემან მოსლვად აქა, არამედ პირველითგანვე.
    46.     ვინ იპოოს ესევითარი მოძღუარი, რომელმან ესრჱთ მეყსეულად ასწავა, რომელ არასადა იცოდეს!
    47.     ესოდენთა წელთა მწიგნობრობითა და მანქანობითა ისწავიან ენაჲ ბერძლ სიტყუაჲ კაცთა და არცაღა ესრჱთ ყ~ლთავე კეთილად.
    48.     და ღათუ ჯდა გულ-კლებულად, იტყოდა, არამედ ლიტონად;
    49.     მწიგნობარნი, ვინ უწყის, არა ეგოდენ.
    50.     და რომელმან მწიგნობრობაჲ იცის, სიბრძნის მოყუარებისაჲ იგი არა იცის.
    51.     ხოლო სულმან წმიდამან ყოველივე ერთბამად ასწავის, მრავალი ენაჲ, რავდენცა-იგი ყოველსა ჟამსა ისწავეს.
    52.     ესე არს ჭეშმარიტად სიბრძნჱ მრავალი; ესე არს საღმრთოჲ იგი ძალი.
    53.     რომელი შეტყუებაჲ შეატყუა მას, რომელნი მრავალთა ჟამთა უსწავლელ იყვნეს, და მეყსეულად თითოეულთა მათდა მრავალ-ფერთა ენათა სიტყუასა მისცემდა!
    54.     და (იყ)ო შეკრებაჲ სიმრავლ(ი)საჲ მის, რომელთა-იგი ესმოდა, მის წილ, რომელ-იგი ბაბილოვნს გოდოლისა მის საქმისა იყო პირველ ბოროტი.
    55.     რამეთუ შერევასა მას ენათასა მაშინ განყოფანი იყვნეს გონებათანი, ღმრთისა წინააღმდგომ იყო ზრახვაჲ იგი, ხოლო აქა კუალად-გებაჲ, რამეთუ ღმრთის მსახურებისათჳს არს მოსწრაფებაჲ ესე.
    56.     რომლისა მიერცა განვრდომაჲ იქმნა, მის მიერცა – კუალად შემოსლვაჲ.
    57.     ხოლო უკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მესმის ჩუენ სიტყუაჲ ესე მათი?
    58.     – არა საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენ არა იცით, რამეთუ ნიკოდემოზცა ვერ ცნა სულისა მის წმიდისა მოსლვაჲ, და მას ჰრქუა უფალმან: სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმინ და არაჲ უწყინ, ვინაჲ მოვალნ და ვიდრე ვალნ.
    59.     აწ უკუე რაჟამსღა ჴმაჲ ესმინ და არა უწყინ, ვინაჲ მოვალნ, ხოლო მისი იგი სიმტკიცჱ ვითარ-მე უძლო მითხრობად!
    60.     ხოლო იგინი ეკიცხევდეს მათ და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან ესე.
    61.     ჭეშმარიტსა ღათუ იტყოდეს, არამედ სიკიცხევად დგეს.
    62.     რამეთუ ახალ იყო ნანდჳლვე ღჳნოჲ იგი და ახალ – შჯულისა მადლი.
    63.     არამედ ახალი ღჳნოჲ ცნობადისაჲ მის იყო ვენაჴისაჲ, რომელმან-იგი მრავალი ნაყოფი გამოიღო წინაწარმეტყუელთა თანა და ახალსა შჯულსა აღმოსცენდა.
    64.     ვითარცა ვენაჴი ესე საჭმელი მარადის იგი ვენაჴი არნ, არამედ ჟამად-ჟამად უახლჱსი ნაყოფი გამოიღის, ეგრეცა სულმან წმიდამან: ჰგიეს თავადი იგი, ვითარცა არს, და მრავალ გზის წინაწარმეტყუელთა ექმოდა, ხოლო აწ ახალი საკჳრველი აჩუენა.
    65.     მიიწია მათაცა მადლი ესე, ხოლო აქა გარდამრედ მიიღეს სულისაგან წმიდისა, არამედ აქა ყოვლად სრულიად ნათელ-იღეს.
    66.     და პეტრეს რომელსა აქუნდა სული წმიდაჲ და უწყოდა, რომელი აქუს, იტყოდა: კაცნო ისრაიტელნო, რომელნი-ეგე წინაწარმეტყუელებასა იოველისსა მიუთხრობთ, ხოლო არა იცით წერილი იგი!
    67.     არა ვითარ-იგი თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს და რამეთუ გუთრავს ჩუენ, არა ვითარ-ეგე თქუენ გულსა მოგიჴდა, არამედ ვითარცა წერილ არს: დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა და მდინარჱ საშუებლისა შენისაჲ ასუა მათ.
    68.     სთროდა მთრვალობითა მით სიფრთხილისაჲთა, რომელმან-იგი მოაკუდინნის ცოდვილნი და გულნი განაცხოველნის;
    69.     მთრვალობაჲ, რომელი მტერ არს ჴორციელისა მის: მთრვალობამან ჴორციელებრმან მეცნიერებაჲ დაავიწყის, ხოლო ამან მთრვალობამან, რომელღა-იგი არა იცინ, მისი ცნობაჲ მოანიჭის;
    70.     სთრავს, რამეთუ სუეს ცნობადისაჲ მის ვენაჴისაჲ, რომელმან-იგი თქუა: მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი.
    71.     უკუეთუ არა გრწამს ჩემისაგანცა თქუმული ესე, რამეთუ ჟამი მესამჱ არს დღისაჲ ამის, რომელი-იგი სამ ჟამს ჯუარს-ეცუა, – ვითარცა მარკოზ იტყჳს, – აწცა მანვე სამ ჟამს გარდამოავლინა მადლი ესე.
    72.     არა თუ სხუაჲ მადლი არს მისი და სხუაჲ ამისი, არამედ რომელი-იგი მაშინ ჯუარს-ეცუა და აღუთქუა, აღასრულა, რომელი-იგი თქუა.
    73.     უკუეთუ გინებს შეწყნარების, ისმინე, ვითარმედ: ესე არს თქუმული იგი იოველის მიერ წინაწარმეტყუელისა: და იყოს ამისა შემდგომად, იტყჳს უფალი, მივჰფინო სულისაგან ჩემისა.
    74.     ხოლო „მიფენაჲ“ ესე მდიდრად აჩუენა, ეგრევე მიფენაჲ იგი მადლისაჲ მის, ვითარცა-იგი იტყჳს: არა თუ ზოგს რაჲმე მისცის ღმერთმან სული, რამეთუ მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა;
    75.     მოსცა მას ჴელმწიფებაჲ მადლისაჲ მის სულისა წმიდისაჲ მინიჭებად, ვისცა უნდეს.
    76.     მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი.
    77.     და ვითარცა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისა ჩემისაგან და წინაწარმეტყუელებდენ.
    78.     რამეთუ სული წმიდაჲ თუალ-უხუავ არს: არა ეძიებს აზნაურებასა, არამედ სულისა მოშიშებასა;
    79.     ნუცა მდიდარნი განლაღნებიან, ნუცა გლახაკნი დამდაბლდებიან, გარნა თავი თჳსი განმზადენ კაცად-კაცადმან შეწყნარებად ზეცისა მის მადლისა.
    80.     მრავალი სიტყუაჲ თქუეს დღეს და დაშურეს მსმენელნი.
    81.     არამედ უმრავლჱს არიან, რომელნი დაუტევენით.
    82.     ჴამს ნანდჳლვე სხუაჲ ჭეშმარიტად სამი ჟამი და უფროჲსი სწავლაჲ სულისა მოძღურებისათჳს.
    83.     ხოლო შენდობა იყავნ ჩუენდა ორკერძოვე.
    84.     რამეთუ წმიდაჲ იგი დღესასწაული აღვსებისაჲ მოიწევის, და განვაგრძვეთ ჩუენ სიტყუაჲ ესე, რავდენნი ჴმდეს წამებანი ახლისაგან შჯულისა შოვა-წარმოღებად,
    85.     ვერ მივსწუედით და და-ღა-გჳშთა ჩუენ ფრიად საქმისაგან მოციქულთაჲსა, რომელსა შინა სულისა წმიდისა მადლნი შეეწეოდეს პეტრეს და ყოველთა ერთბამად მოციქულთა.
    86.     დადგა პეტრე ათერთმეტთა მათ თანა და აღიმაღლა ჴმაჲ თჳისი, – მსგავსად მოციქულისა მის, ვითარმედ: აღიმაღლე ძლიერად მახარებელმან მაგან იერუსალემისამან, – და ცნობადითა მით სათრომელითა სიტყჳსაჲთა სამ ათასნი სულნი მონადირნა ცხორებად.
    87.     ესოდენ შეეწეოდა ყოველთა ერთბამად მოციქულთა მადლი იგი სულისაჲ.
    88.     ამიერითგან, ძმანო საყუარელნო, გლოცავ თქუენ მოძღურებისა სიტყჳთა, რაჲთა განჰმზადნე(თ) გულნი თქუენნი ზეცისა(თა) მათ მადლთა წმიდ(ი)სა მისთჳს სამოცი(ქუ)ლოჲსა სარწმუნო(ე)ბისა
    89.     და ჩუენცა მათ ნ(ეტ)ართა მოციქულთა თანა მოველოდით მადლსა მას ზეცისასა და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
    90.     საკითხავნი იოვანჱს შობისანი
    91.     ჰპოო ქრისტის შობასა, თავი ესე: ნაშობი დედათაჲ, ესე ჰპოო მუნ.


34

     1.     საკითხავნი ფერის-ცვალებისანი, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. დღისა მისთვის, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარემან მან წმიდასა მთასა თაბორსა
    2.     ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაჲ ესე დღისაჲ ამის, საყუარელნო;
    3.     ბრწყინვალე არს დღესასწაული ჭეშმარიტისაჲ ამის ტალავრობისაჲ უფროჲს ძუელისაჲ მის;
    4.     ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროჲს პირველისა მის;
    5.     არა ფურცელთაგან ხეთაჲსა შექმნულ არს, რომელთა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი აქუს;
    6.     არა საწუთროჲ ტალავარი არს, არამედ საუკუნოჲ კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკჳდრთაგან;
    7.     არა თუ ცეცხლითა განილევის, არამედ მადლითა განმტკიცნების, რომლისათჳს იტყჳს წინაწარმეტყუელი: უფალო, ვინ დაეშჱნოს კარავსა შენსა?
    8.     ტაძარი არს სამეუფოჲ და ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა და მიუთხრობთ საკჳრველებათა უფლისათა.
    9.     დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ჰხედავს დიდებასა შემოქმედისა თჳსისასა, შეიმკვების ღრბლითა ნალისაჲთა და იხარებს ჴმითა მამისაჲთა.
    10.     დღეს მოსე შჯულის მდებელი გჳრგჳნოსან იქმნების წამებითა მამისაჲთა, რამეთუ რომლისათჳს წინა აუწყა ისრაელსა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი აღგი/იდგინოს თქუენ ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ.
    11.     ამას დაამტკიცებს მამაჲ და იტყჳს: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ.
    12.     იგი იტყოდა, ვითარცა მომავალისასა, ვითარმედ: „მისი ისმინეთ“, ესე იგი არს, ოდეს მოვიდესო.
    13.     ხოლო ესე უწამებს, ვითარცა თანამდგომარესა, ვითარმედ: „მაგისი ისმინეთ“ ესე იგი არს, რომელი მოვიდა და თქუენ შორის დგას.
    14.     დღეს ელიაცა, ეტლი იგი ისრაელისაჲ და მჴედარი მისი ფრიად იხარებს, რამეთუ რომელმან-იგი ჴორცითა საკჳრველთა საყოფელთა შინა დაჰმარხა, იხილა იგი ჴორც-შესხმული ჭეშმარიტად, და რომელმან-იგი უკუდავე(ბი)სა ხჱ უჩუენა, იხი(ლა) იგი ვნებად ნებსით მოსრული.
    15.     დღეს თავნი იგი მოწაფეთანი უფროჲს აღმაღლდებიან, რამეთუ იხილეს მიუწუდომელი კაცთ მოყუარება.
    16.     უკუეთუ ქუეყანისა მეუფემან უშინაგანჱსთა მსახურთა თჳსთა აუწყის საიდუმლოჲ თჳსი და უხარინ,
    17.     რამეთუ ღირს იქმნნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თჳსისასა, რავდენ უფროჲს პეტრე და მის თანანი იგი, რომელთა ზეცისა მეუფემან უჩუენა გამოუთქუმელი იგი ხილვაჲ, რომლისა ქერაბინთაცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმად!
    18.     რამეთუ უფროჲსცა მათსა ღირს იქმნეს ესენი: იგი საყდართა ქუეშე ეტლის-თუალედთა იფარვიან და არავის უთხრობენ დიდებასა მისსა, ხოლო ესენი არა ხოლო თუ თუალით ხილვად,
    19.     არამედ ჴელითაცა მსახურებად და უფროჲსღა ყოველთა კიდეთა აუწყებენ დიდებასა მისსა და მიუთხრობენ ყოველთა საკჳრველებათა მისთა;
    20.     იგინი თჳთ ხოლო ურთიერთას იტყჳან ქებასა, ხოლო ამათ ყოველი სოფელი აღავსეს ღმრთის მეცნიერებითა, გალობასა აქებენ.
    21.     რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიდოდი ღმრთივ შუენიერისა ამისთჳს საკჳრველებისა?
    22.     რამეთუ გონებაჲ გულსმოდგინე არს, ხოლო ენაჲ უძლურ.
    23.     არამედ შემინდვეთ მე სიტყუად, რამეთუ არა მნებავს მე დუმილი.
    24.     ხოლო შემეწიენით, რაჲთა არა მოვმედგრდე;
    25.     ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა ვიტყოდი თქუენ თანა, რომელი-ესე გუესმა წმიდისა სახარებისაჲ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე.
    26.     რაჲ-მე არს „შემდგომად ექუსისა დღისა“ რომელ თქჳს?
    27.     – არამედ პირველთა მათ სიტყუათა შემდგომად ექუსთა დღეთა, ვითარცა-იგი მათე და მარკოზ აუწყებენ.
    28.     ხოლო კუალად ლუკა იტყჳს, ვითარმედ, შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე.
    29.     ნუ ვინმე რიცხჳსა ამის განყოფილად თხრობითა უმეცარ იყოს დღისა მისთჳს, რამეთუ ჭეშმარიტად მართლ მოგჳთხრეს მახარებელთა, რამეთუ მათე და მარკოზ არა თანა-შეჰრთვენ პირველსა ამას დღესა,
    30.     რომელსა სიტყუანი იგი ითქუნეს, და არცა უკუანაჲსკნელსა, რომელსა შინა იცვალა ხატი დიდებისაჲ, არამედ შაშოვალ პირველისა და მერვისა, ექუსთა ხოლო დღეთა გჳთხრობენ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა.
    31.     არამედ ლუკა პირველსა მასცა და უკუანაჲსკნელსა თანა-შეჰრთავს და ერთბამა(დ) აჰრაცხს, ვითარმედ: შემდ(გო)მად სიტყუათა მა(თ) ვითარ რვა ოდენ, ანუ (მე)რვესა დღესა.
    32.     აწ (უკ)უე დღეთა მათთჳს ე(გ)ოდენ იყავნ სიტყუა(ჲ).
    33.     არამედ მასვე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე.
    34.     ჵ სამ გზის ნეტართაჲ ამათ მოწაფეთაჲ!
    35.     სამ გზის პატივი უფროჲს სხუათასა: რამეთუ პირველ, იგი ოდეს ასული შესაკრებელთ მთავრისაჲ მის აღადგინა, ოდეს-იგი მივიდოდა მათ თანა ვითარცა კაცი, ხოლო აღადგინა მკუდარი იგი მხოლოჲთა სიტყჳთა, ვითარცა ღმერთ არს;
    36.     და მერმე ამას დიდებულსა ხილვასა, ოდეს-იგი აღვიდოდა მათ თანა ლოცვად მთასა მას ვითარცა კაცი, ხოლო გამობრწყინდა დიდებითა ღმრთეებით;
    37.     და მერმე კუალად, ოდეს-იგი მივიდოდა ცხორებისა ვნებასა ნეფსით განზრახვით მას ღამესა, რომელსა მისცემდა თავსა თჳსსა, და მივიდა გესმანიად მათ თანა ვითარცა კაცი და იტყოდა:
    38.     მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე, და ილოცვიდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო განუმზადებდა ყოველთა ცხორებასა და უკუდავებასა,
    39.     ვითარცა ღმერთ არს, რაჲთა სამთა ამათ სამ გზის პატივითა სამებისაჲ იგი სარწმუნო ყოს ყოველთაჲ საიდუმლოჲ, რამეთუ იგი არს, რომელი შორის სამებასა იდიდების, რომელი მათ შორის მონისა ხატითა იქცეოდა.
    40.     ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ სხუათა მათ მოწაფეთა პატივსა დავამცირებ, არამედ რომელთა იგი იხილეს მიუწუდომელი საკჳრველი, ვაქებ,
    41.     ვითარცა იგი ნეტარი იოვანე ღმრთის-მეტყუელ ითქუმის საყუარელად უფროჲს სხუათასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მოწაფჱ იგი, რომელი უყუარდა ი~ჱს.
    42.     არა თუ სხუანი იგი არა უყუარდეს, რამეთუ მათცა იგივე ზომი მადლი აქუნდა და ჰრქუა: უფროჲს ამისა სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული ვინმე თჳსი დადვა მეგობართა თჳსთა ზედა.
    43.     თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ. და კუალად: მამასა ჩემსა უყუართ თქუენ.
    44.     აწ არა თუ შეასმენს სიტყუაჲ იგი სხუათა მათ, არამედ მისსა სიტყუასა უფროჲსად ბრწყინვალე ჰყოფს.
    45.     და კუალად ავიდოდა იესუ მთასა მას ლოცვად, რომელ-იგი სხუასაცა ჟამსა და ოდესვე ილოცვიდა და უფროჲსღა იორდანეს ნათლის-ღებასა მას მისსა.
    46.     ჟამსა მას ოდენ განეხუნეს ცანი ღა გარდამოჴდა სული წმიდაჲ და მამისა მიერ იწამა ძედ საყუარელად.
    47.     ესევე დღესცა ილოცვიდა მას ჟამსა დიდები(სა) თჳსისასა, ოდეს-იგი გამობრწყინდა მამულისა მის დიდებისა ბრწყინვალებისა;
    48.     და კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ჴმითა ძედ;
    49.     არა თუ ლოცვითა მოიღებდა იგი ღმრთისაგან და მამა/მისა პატივსა და დიდებასა და არცაღა თუ ვედრებისთა იწოდებოდა ძედ,
    50.     რამეთუ იგი თჳთ არს, რომელი შეიწირავს ყოველთაგან ვედრებასა და რომლისა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათაჲ და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე არს.
    51.     არამედ რაჲთა აჩუენოს სრული მსგავსებაჲ ჩუენისა მის ბუნებისაჲ თჳნიერ ცოდვისა და რაჲთა ლოცვათა ჩუენთა წინამძღუარ იქმნეს მამისა თანა, ვითარცა-იგი შოვა-მდგომელ არს და მღდელთ-მოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს ლოცვათა ჩუენთა და გჳლხინებდეს ცოდვათა.
    52.     და ვითარცა-იგი ნათლის-ღებითა მით არა თუ განწმედასა მოიღებდა წყალთა მათგან, არამედ უფროჲსღა მისცემდა სიწმიდესა, ეგრეცა ლოცვითა ამით არა თუ წყალობასა და შეწყნარებასა მოიღებდა, არამედ უფროჲსღა შეწყნარებულ ჰყოფდა, მლოცველთა მიჰმადლებდა წყალობასა.
    53.     რამეთუ მუნ ნათლის-ღებასა მას ახალი ელია იყო თჳთმხილველ და მსახურ და ქადაგ, ხოლო აქა ძუელი იგი ელია განახლებული წინაშე-მდგომელ და თანა-მზრახვალ და თანა-ზიარ საიდუმლოჲსა მის.
    54.     ჵ საკჳრველი და მიუწდომელი ხილვაჲ, რომელი იხილეს წინაწარმეტყუელთა ამათ და მოციქულთა მთასა თაბორსა უფროჲს მთისა სინაჲსა!
    55.     რამეთუ მუნ ალი იგი ცეცხლისაჲ, ხოლო აქა ნათელი ღმრთეებისაჲ;
    56.     მუნ მაყუალი, ხოლო აქა ღრუბელი;
    57.     მუნ მოსე შეშინებული, ხოლო აქა თანამდგომარჱ და ზრახვის ზიარი;
    58.     მუნ მონაჲ დიდებული, ხოლო აქა უფალი დიდებისაჲ;
    59.     მუნ სახჱ, ხოლო აქა ჭეშმარიტი;
    60.     არღარა შჯული მოსჱსგან, არამედ მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ დაემტკიცების.
    61.     და რაჲღა უმეტჱსი ვთქუა? არღარა მოსე იტყჳს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ ღმერთმან, მისი ისმინეთ.
    62.     არამედ თჳთ თავადი მამაჲ წამებს, ვითარმედ: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
    63.     რამეთუ უფროჲს მოსჱსსა არს, რომელი აქა გამოჩნდა დიდებითა, რომელმანცა-იგი დიდებულ ყო პირი მოსჱსი, ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს თუალთა შედგმად ძენი ი~(ჱლი)სანი პირსა მოსჱსსა დიდებითა მით (პი)რისა მისისაჲთა, რომელი გ(ან)ქარვებადღა იყო.
    64.     უკუეთუ განქარვე(ბა)დი იგი დიდებით იყო, რ(ა)ვდენ უფროჲს, რომელი ჰგიეს დიდებით!
    65.     ჵ დიდისა ამის ჴელმწიფებისა საკჳრველებაჲ!
    66.     რამეთუ დღეს იწოდნეს ცხოველნი და მკუდარნი მსაჯულისა მის მიერ ცხოველთა და მკუდართაჲსა, რამეთუ იგი არს, რომელსა ცხორებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ აქუნდა.
    67.     ნეფსით მოვიდა მოსიკუდიდ ჯუარითა და ესენი თანა-ეტყჳან მას, რომელცა-იგი ეგულების ყოფად;
    68.     ღმრთეებისასა მას ხედვენ საკჳრველებასა და კაცობრივსა იტყჳან ვნებასა.
    69.     ჵ მიუწდომელისა მის სიმაღლისაჲ გამოუთქუმელი სიმდაბლჱ!
    70.     რამეთუ რომელი-იგი პირველითგან იყო სიტყუაჲ და ღმერთი და ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა.
    71.     და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი, დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითაღა ჯუარისაჲთა.
    72.     პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ და კლდჱ სიმტკიცჱ, იტყჳს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    73.     ნანდჳლვე კეთილ არს ყოფაჲ, სადა ღმრთის მეცნიერებაჲ ისწავების, და ნათელი ღმრთეებისაჲ იხილვების, და სასუფეველი ცათაჲ ეუწყების.
    74.     მერმე იტყჳს: ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა.
    75.     რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა, არამედ არა უმეცარ იყო, რომელსა ზრახვიდა, რამეთუ იტყჳს: „ერთი შენდა“, ვითარცა ღმრთისა და მამისაჲ, რომელი-იგი ხატი და ბრწყინვალებაჲ მამისა ხარ, ვითარცა სთქუ: რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი;
    76.     „და ერთი მოსჱსა“, ვითარცა შენ მხოლოჲსა ძისათჳს, რომელმან მსგავსებაჲ მისი შეიმოსე განკაცებითა და შჯულის-დებითა და სიკუდილითა;
    77.     „და ერთი ელიაჲსა“, ვითარცა სულისა წმიდისათჳს, რომელი-იგი ცეცხლისა ეტლითა და ზე-აღფრენითა და უკდავებისა სახითა ცხორებისა საუნჯეთა შინა მსგავსად გამოისახის.
    78.     რამეთუ სამითა მით სახელითა საცნაურსა მას ტალავარსა აღაშჱნებდა, რომელ არს სამოციქულოჲ კათოლიკე ეკლესიაჲ, რომელსა შინა სამებაჲ იქადაგების.
    79.     და ღაცათუ მან სამი თქუა, არამედ ღრუბელი იგი ერთობასავე აჩუენებს – ეკლესიასა ჭეშმარიტებისასა, რამეთუ არა უმეცარ იყო საიდუმლოჲსა მის, ვითარცა-იგი არა კაცობრივმან სიბრძნემან ასწავა მას თქუმად,
    80.     ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, არამედ მამამან ცათამან, ვითარცა თავადი უფალი ეწამების, რომლისათჳსცა კლიტენი სასუფეველისანი მიიხუნა.
    81.     და რამეთუ ხატ არს და ბჭე ეკლესიაჲ სასუფეველისა ცათაჲსა, ვითარცა მამად-მთავარი იაკობ იტყჳს: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე!
    82.     არა არს ესე სხუა, არამედ სახლი ღმრთისაჲ და ბჭჱ ცათაჲ.
    83.     რამეთუ იგი ლოდისა მის სთუნითა დაფუძნებასა აუწყებდა ეკლესიაჲსასა, ხოლო აღმართებითა მით და ცხებითა აღშეჱნებასა დიდებასა აჩუენებდა.
    84.     ამისთჳსცა უწოდა ბეთელ, რამეთუ ბეთელ ითარგმანების: სახლი ღმრთისაჲ.
    85.     ხოლო კიბისა აღმართებაჲ და ანგელოზთა გარდამოსლვაჲ და აღსლვაჲ მოასწავებს, ვითარმედ ესე არიან ბჭენი უფლისანი, და მართალნი შევლენან ამას, რომელნი სარწმუნოებითა განმართლებულნი ზიარ იქმნეს ანგელოზთა თანა ფლობისა ქონებითა შესლვად ცათა.
    86.     რომლისათჳსცა ეტყჳს უფალი მოციქულსა, ვითარმედ: შენ ხარ კლდჱ, და ამას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას,
    87.     და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი კრულ ცათა, და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ჴსნილ ცათა შინა.
    88.     აწ უკუე ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა, რომელსამე კლდესა, არამედ ამას, რომელსა პეტრე იტყჳს, ვითარმედ: შენ ხარ ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
    89.     და რომელსა პავლე იტყჳს, ვითარმედ: კლდჱ იგი იყო ქრისტჱ.
    90.     აწ უკუე რომელმან აღაშჱნოს სახლი თჳსი ამას კლდესა ზედა, რავდენმეღა თუ იყვნენ წჳმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდიან ქარნი და ეკ~ჳეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს,
    91.     რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშჱნებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტჱ იესუ;
    92.     ხოლო რომელი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშჱნა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა, და ვითარცა იწყო წჳმად, და აღდგეს ნაღუარევნი, და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემაჲ იგი დიდ.
    93.     რამეთუ იტყჳს: აჰა დავსდებ სიონს შინა ლოდსა დაბრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, არასადა ჰრცხუენეს;
    94.     ყოველსა რომელსა დაეცეს, განინქრიოს იგი და რომელი ეკუეთოს, შეიმუსროს იგი.
    95.     ამისთჳს უკუე მოციქული საღმრთოჲსა მ(ის) ხილვასა ქადაგებს და იტყჳს: რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ ვხედევდით მისსა მას სიმდიდრესა.
    96.     რამეთუ მოიღო ღმრთისაგან და მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერისა დიდებისა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი.
    97.     და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით გამოსრული, მას თანა რაჲ ვიყვენით მთასა წმიდასა.
    98.     იტყჳს, ვითარმედ: „მის თანა რაჲ ვიყვენით“;
    99.     არა თუ მარტოჲ დაამტკიცებს, არამედ იცნის მის თანა ჭეშმარიტნი იგი მოწაფენი, რამეთუ იაკობ არს ნეტარი იგი მოციქული და მარტჳრი, რომელი ჰხედვიდა და ესმოდა, რომელმანცა ამის ჭეშმარიტისათჳს წარუპყრა ქედი თჳსი მახჳლსა ჰეროდჱსსა.
    100.     რამეთუ ეჴსენა ჭეშმარიტი იგი აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა უფალსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა: მიძლავს სასუმელი, რომელი შენდა შესუმად არს.
    101.     რამეთუ იოვანე არს საყუარელი იგი მოწაფჱ ღა ღმრთის-მეტყუელი, რომელი მიეყრდნა მკერდსა მისსა და აღმოივსო სიღრმისაგან სარწმუნოებისა გული მისი და წამა ჭეშმარიტი,
    102.     ვ~ა: ვიხილე დიდებაჲ მის, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.
    103.     სარწმუნო არიან მოწამენი ესე, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მათი, რამეთუ პირისაგან ორისა და სამისა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
    104.     ამისთჳს მამაჲ ზეგარდამო სამ გზის წამებს დიდებასა ძისასა: პირველად იორდანესა ზედა, ვითარცა პირველად ვთქუ;
    105.     და მეორედ მთასა ზედა თაბორსა, რომელსა ესე აწ ვდღესასწაულობთ;
    106.     და მესამედ ი~ჱლმს, ოდეს-იგი ჴმაჲ იყო და თქუა: გადიდე და მერმე გად/დიდო.
    107.     რომლისათჳსცა ეტყოდა უფალი ერსა მას: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე.
    108.     არამედ თქუენთჳს, რაჲთამცა არწმუნა ერსა მას ჴმისა მისგან და უწამა მათ, ვითარმედ: აწ საშჯელი არს სოფლისაჲ.
    109.     რაჲ-მე არს საშჯელი იგი? – არამედ ესე, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი.
    110.     რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვითარცა-იგი პირველ თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს, იგი არა ისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯი(ლ) არს.
    111.     სარწმუნო არს იოვანჱსიცა წამებაჲ, ღმრთისა წინამორბედისა, რამეთუ იტყჳს: რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, (არა) იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ (იტ)ყჳს: რომელმან შეურაცხ-ყო(ს) შჯული მოსჱსი, მოკუედინ.
    112.     რავდენ უფროჲს, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და წამებაჲ მ(ა)მისაჲ არა შეიწყნაროს და მოციქულთა ქადაგებაჲ არა სარწმუნოდ შეჰრაცხოს!
    113.     რამეთუ ვიცი, რომელმან-იგი თქუა: ჩემია შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი;
    114.     არამედ საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.
    115.     აწ მოვიდეთ დასასრულსა ამის სიტყჳსასა, რამეთუ: გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნებდა მათ იესუ, ვითარმედ: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისა მკუდრეთით აღდგეს.
    116.     რაჲსათჳს-მე არს მცნებაჲ ესე, ვითარმედ „ნუვის უთხრობთ ჰხილვასა ამას“, რომელი ყოვლისა უფროჲს ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს?
    117.     – არამედ მისითა მით განაჩინა დროჲ იგი ჟამისაჲ მის და წესი თხრობისაჲ, რამეთუ თქუა: „ოდეს ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგესო“.
    118.     და რაჲჟამს მოიწია ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყო მისლვაჲ, ეტყჳს მათ, ვითარმედ: აწ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
    119.     რამეთუ თჳნიერ ჟამისა თხრობად სიტყუაჲ უწესო არს, და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲ-მე საქმედ უჟამო არს, და თჳნიერ კეთილისა სათნოებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოებისა სრულებასა ვერვინ მისწუდეს.
    120.     აწ უკუე ვისწაოთ მოციქულისაგან, რომელი ჩუენ ვითარცა კეთილი თანა-მზრახვალი გუასწავებს: რაჲთა გამოიცადოთ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი, სა[თ]ნოჲ და სრუ[ლი].
    121.     ამიერითგან, საყუარელნო შვილნო აღთქუმისანო და მკჳდრნო სარწმუნოებისანო, ვერჩდეთ წამებასა მამისასა და გამოჩინებასა დისასა და მადლსა სულისა წმიდისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


35

     1.     თ̃ა აგჳისტოსა ი~ე. მარიამობაჲ
    2.     თქუმული წმიდისა და ნეტარისაჲ მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა. გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღ~თისმშობელისათჳს
    3.     საყუარელნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათჳს ქალწულისა ქებაჲ, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თჳსი, ძემან ღმრთისამან და თჳთ (ღ~ნ?) დედაჲ თჳსი!
    4.     რაჲ-მე ვთქუათ, ძმანო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ (რ~ი)თა პირითა შეუძ(ლო)თ თქუმად მჰგა ან მზგა??? ქებად მისა?
    5.     რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა(ა) უმაღლეს ცათა და საყდართა დ(ა) ა(მის)თჳს ვერ შეუძლებს მ(ი)წისაგანი ესე ენაჲ (ჩე)მი გამოთქუმად, ვითარმედ ვიტყოდი და ა(რა) ვდუმნე,
    6.     რამეთუ ამის (ქ̃წლი?)სათჳს მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა წმიდითა, რამეთუ: მე მოვიდე და დავემკჳდრო კაცთა შორის და შემდგომი ამისი.
    7.     ოსე წინაწარმეტყუელმან თქუა: ვიხილე ყრმაჲ წიაღთა ქალწულისათა.
    8.     და ეზეკიელ დაჴსული ბჭჱ იხილა, რომელი არავინ გავლო, გარნა ღმერთმან, და დაჴშულივე ჰგიეს.
    9.     დანიელ თქუა: მთისაგან ლოდი თჳნიერ ჴელისაგან კაცისა გამოკუეთილი, ესე იგი არს, თჳნიერ მამაკაცისა შობაჲ.
    10.     ხოლო ესაჲ ცნა ურჩთაჲ მათ და ქედ-ფიცხელთაჲ სიტყუაჲ იგი მოსჱსი, რომელ თქუა, რამეთუ: ნათესავი ესე განდრეკილი არს, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.
    11.     ამისთჳს განცხადებულად ღაღად-ყო: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს: ჩუენ თანა ღმერთი.
    12.     რაჟამს იხილა ღმერთმან ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და მსხდომარჱ ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, წარმოავლინა მთავარი ანგელოზთაჲ გაბრიელ ქალწულისა მარიამისა ხარებად მისა, და თქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    13.     უფალი შენ თანა!
    14.     რამეთუ იქმენ შენ ტაძარ სულისა წმიდისა, და ქრისტე ჴორციელად იშვეს შენგან.
    15.     აწ მე აღძრულ ვარ ხარებისა მი(ს)თჳს, უმეტჱს ხოლო მთავარანგელოზი სახარებისა მიერ და ამას ქებასა შევსწირავ წმიდისა ქალწულისა, ვეტყჳ უჴრწნელსა მას:
    16.     გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!
    17.     გიხაროდენ, წმიდაო ღმრთის-მშობელო მარიამ!
    18.     გიხაროდენ, დედოფალო ბრწყინვალეო!
    19.     გიხაროდენ, ქალწულო, დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსო!
    20.     გიხაროდენ, კიდობანო შჯულისაო! გიხაროდენ, კარაო საწამებელო!
    21.     გიხაროდენ, ტაძარო უფლისაო! გიხაროდენ, საყდარო ქრისტჱსო!
    22.     გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო! გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანჲთა, ცუარითა მით ზეცისაჲთა!
    23.     გხ~რდ, ღრუბელო ნათლისაო! გიხაროდენ, ზღუდეო სიმტკიცისაო!
    24.     გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო! გიხაროდენ, წყაროო სიწმიდისაო!
    25.     გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო!
    26.     გიხაროდენ, საზღვარო სარწმუნოებისაო!
    27.     გიხაროდენ, მარგალიტო ჭეშმარიტებისაო!
    28.     გიხაროდენ, ანთრაკო პატიოსანო! გიხაროდენ, ცაო ქერობინო და საყდარო უფლისაო!
    29.     გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო და სამკჳდრებელო ქრისტჱს ძისა ღმრთისაო, რამეთუ შენთჳს თქუა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: ამაღლდა მზჱ და მთოვარჱ დადგა
    30.     წესსა ზედა თჳსსა, ესე იგი არს: „ამაღლდა მზჱ“ – იშვეს ღმერთი ქალწულისაგან, „და მთოვარჱ დადგეს წესსა“ – ქალწული ქალწულადვე ეგოს.
    31.     და~თ თქუა: გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაჲ ცურინ ქუეყანას ზედა.
    32.     პირველად მოსე მთასა ზედა სინასა მაყულოვანად გიხილა შენ შეუწუველად, და გედეონ საწმისად გიცნა,
    33.     და დავით ვითარცა ცუარი იხილა გარდამომავალი, ოსე ქალწულად უჴრწნელად გქადაგა შენ, ეზეკიელ – ბჭედ სიწმიდისად, დანიელ – მთად შეურყეველად, ესაია ძირად იესჱსად გქადაგა, ნათან თქუა,
    34.     ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან, ვითარცა მთავარანგელოზმან გახარა: გიხაროდენ, ტაძარო სულისა წმიდისაო, საყდარო უფლისაო!
    35.     აწ ჩუენ ყოველნი მორწმუნენი, ღმრთივ განბრძნობილნი და წიგნთაგან სწავლულნი საღმრთოთა მეცნიერად, ღმრთის-მშობელად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ვღაღადებთ და კუალად ვიტყჳთ: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!
    36.     გიხაროდენ, მაყუალო შეუწველო! გიხაროდენ, ცაო საცნაურო, საყდარო უფლისაო, რომლისაგან გამობრწყინდა მზჱ იგი სიმართლისაჲ!
    37.     გიხაროდენ, სამოთხეო სიწმიდისაო, რომელმან აღმოგჳცჱნე უკდავებაჲ და ცხორებაჲ!
    38.     გიხაროდენ, ჰხეო ცხორებისაო, რომელმან გამოიღე ნაყოფი ცხორებისაჲ, რომლისაგან ვცხონდით ყოველნი!
    39.     რამეთუ დასაბამსა დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებული იგი მამაჲ ჩუენი ადამ ჰხისა მისგან ნაყოფისა, რომელი გამოეღო ჰხესა მას ცხორებისა კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექუსორია იქმნა იგი ორნივე და ჩუენ ყოველნი;
    40.     ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველ შექმნული იგი მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღმართა: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, რამეთუ ჩუენ დაცემეულნი შენ მიერ აღვემართენი.
    41.     გიხაროდენ, ნათელო, განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო!
    42.     გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო უჴრწნელო, რამეთუ შენ მიერ ცხონდა ყოველი დაბადებული!
    43.     გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო მარიამ, საუნჯეო დაბეჭდუ(ლო)!
    44.     გიხაროდენ, საფასეო დიდისა მეუფისაო, რომელი განამდიდრებ ყოველსა სოფელსა!
    45.     გიხაროდენ, ნათელო მწუხრისაო დაუშრეტელო, რომლისათჳს იტყჳს სჳმეონ წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: ვიხილეთ ნათელი სამწუხროჲ, რომელი იშვა შენგან;
    46.     რომლისათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
    47.     მინდა დუმილი და კმა-ყოფად ქებაჲ ესე წმიდისათჳს ქალწულისა მარიამისა, არამედ რაჟამს მოვიჴსენი მე ნაყოფი მუცლისა მისისაჲ, არა მიტევეს მე კმა-ყოფად;
    48.     და რაჟამს მოვიჴსენი მე ცთომაჲ იგი დედისა ჩუენისაჲ, აღვივსი მე ცრემლითა;
    49.     და მოვიჴსენი კუალად ნაყოფი წმიდისა ქალწულისაჲ, აღვივსი მე კუად სიხარულითა და ვითარცა ჯურღუმული წყლისა ცხოველისაჲ აღმოვდუღდი და კუალად ვიტყოდი: აწ მოვედით, მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ წმიდისა ქალწულისა საჴსენებელსა!
    50.     რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დღეს ქუეყანასა ტაძარი ღმრთისა სიტყჳსაჲ მიიცვალების, ზეცისა ი~ჱლმსა დაემკჳდრების;
    51.     დღეს ქალწული ზეცად მიიცვალების ქუეყანისაგან;
    52.     დღეს კარავი ქუეყანისაჲ ზეცისა კარავ იქმნების;
    53.     დღეს ტაძარი ქუეყანისაჲ ზეცად ამაღლდების;
    54.     დღეს საყდარი ქუეყანისაჲ ზეცისა საყდარ იქმნების;
    55.     დღეს ეზოჲ იგი კარვისაჲ, რომელსა ჰრქუან წმიდაჲ წმიდათაჲ, ზეცისასა მას კარავსა ბრწყინვალესა მიიცვალების;
    56.     დღეს მაყუალი იგი შეუწუველი ზეცისა სძალ იქმნების;
    57.     დღეს გამუთქუმელი ქორწინებითა ცათა დაემკჳდრა და მის თანა იხარებს პირველი დედაჲ ჩუენი;
    58.     დღეს უხრწნელი დედოფალი მარიამ ზეცისა ქერობინ იქმნების;
    59.     დღეს პირველი იგი მამაჲ ჩუენი სიკუდილისაგან განთავისუფლდების;
    60.     დღეს ხილული იგი უხილავ იქმნების კაცთაგან, არამედ იხილვების ანგელოზთაგან.
    61.     ნუუკუე ვინმე ძნიად მსმენელთაგანმან იკადროს და თქუას: ძმანო საყუარელნო, თუ ვითარ შესაძლებელ არს ესოდენსა დიდებასა მიწევნად წმიდაჲ ქალწულიო, დაიყავნ იგი პირი, რომელი იტყოდის სიცრუვესა,
    62.     არამედ აღმო-ღა-ვიკითხნეთ მცნებანი ღმრთისანი, რომელსა გუასწავებს უფალი: პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
    63.     არა-მე-მცა თჳთ უფალმან უფროჲს ყოველთასა პატივ-სცაა თჳსსა მშობელსა?
    64.     და ესე რავდენი ვთქჳთ დიდებაჲ წმიდისა ქალწულისაჲ, მრავლისაგან მცირედი გჳთქუამს, ხოლო იგი უბიწოჲ უფროჲსსა დიდებასა მიიწია, რომელსა ვერ შეუძლებს ენაჲ ესე ჩემი თქუმად, ვითარცა პირველ ვთქუ.
    65.     არამედ, საყუარელნო, მოვედით, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ჴსენებასა ყოვლად-წმიდისა ქალწულისასა,
    66.     რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ, ძენი კაცთანი, ჴსნილნი საცთურისაგან, ვდღესასწაულობდეთ ქუეყანასა ზედა და შევსწირვიდეთ დიდებასა და ქებასა მამისა, ძის დ~ წდისა სულისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი, ძალი და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


36

     1.     თქუმული მისივე. გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა
    2.     საიდუმლოსა ვხედავ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, საკჳრველსა, მიუწუდომელსა და გამოუკულეველსა ფრიად,
    3.     რამეთუ დღეს წმიდაჲ ქალწული ქუეყანისაგან ზეცად მიიცვალების დიდებასა, და ძალნი ცათანი განკჳრდებიან და განკრთომით იტყჳან, ვითარმედ: მიწისაგანისა მის ადამის ასული უჟეშთაჱს ჩუენსა იქმნების.
    4.     მთავარანგელოზნი და ბანაკი ანგელოზთაჲ ჰხედვენ წმიდასა ქალწულსა უჟეშთაეს ყოველთა მთავრობათა და განკჳრდებიან და ქერობინი იგი, რომელი დგას და სცავს ხესა მას ცხორებისასა, მან იხილა წმიდაჲ ქალწული ზეცად აღმავალი და იტყოდა: მე ესერა ვდგა და ვსცავ.
    5.     ნუუკუე სადაჲთ-მე ჭამა ადამ ხისა მისგან ცხორებისაჲსა და ცხონდა?
    6.     სერაბინნი იტყოდეს: ვითარ-მე ასულმან ადამისმან მუცლად-იღო დამბადებელი მათი, და ამისთჳს რომელნი სამოთხით გამოცჳვენ, ცხონდენ?
    7.     ქალწული ქერობინ იქმნების და არღარა გზასა მას სამოთხისასა, არამედ გზასა ზეცისასა აღმაღლდების და ადამ დაცემისაგან აღემართების.
    8.     დღეს ჭუვილი იგი და გლოვაჲ და მწუხარებაჲ ევაჲსი დღეს სიხარულად გარდაიქცევის.
    9.     დღეს მთავარანგელოზი წმიდასა ქალწულსა კუალად ახარებს და ეტყჳს: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    10.     რამეთუ მუცელად-იღე ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ და განჰკურნე წყლულებაჲ სოფლისაჲ და განანათლე ნათესავი კაცთაჲ დაბნელებული.
    11.     ხოლო მე აწ, საყუარელნო, ვითარცა ჴმა-წულილი და ენა-მძიმჱ, ვჰნატრი წმიდასა ქალწულსა, ვაკურთხევ, ვადიდებ და ვაქებ ლამპარსა მას აღნთებულსა დაუშრეტელსა და ვეტყჳ: გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, დედაო ნათლისაო და ჭურო უბიწოო!
    12.     გიხაროდენ, მარიამ, დედაო და ქალწულო, მჴევალო ენმანუელისო, ამისთჳს რამეთუ ღმერთი შევ უხრწნელად მჴევლად;
    13.     ამისთჳს რამეთუ ხა(ტი) მონებისაჲ შენგან შეემოსა, რამეთუ შევიდა მეუფ(ჱ) ქალაქსა შენსა და კ(უა)ლად გამოვიდა, ვითრაცა უნდა, და ბჭჱ იგი ეგო დაჴშული, – მუცლად-იღე უჴრწნელად და შევ იგი ღმრთეებით.
    14.     გიხაროდენ, მარიამ, ტაძარო დაურღუეველო და წმიდაო, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი დავით: წმიდა არს ტაძარი შენი, საკჳრველ არს სიმართლითა.
    15.     გიხაროდენ, მარიამ, ტრედო უმანკო და უბიწოო!
    16.     გიხაროდენ, მარიამ, სანთელო დაუშრეტელო, რამეთუ შენ მიერ ვიხილეთ მზჱ იგი სიმართლისაჲ.
    17.     გიხაროდენ, მარიამ, დამტევნელო დაუტევნელისაო, რომელმან დაიტიე მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ თჳნიერ თესლისა და გამოიღე ნაყოფი დაუჭნომელი.
    18.     გიხაროდენ, მარიამ, რომელსა წინაწარმეტყუელნი გიგალობენ და მწყემსნი გადიდებენ და იტყჳან ანგელოზთა გალობასა საშინელსა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქყნ~სა ზ~ა მშჳდობაჲ, კაცთა შორის სათნოებაჲ!
    19.     გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რომლისა მიერ ანგელოზნი იშუებენ, მთავარანგელოზნი იხარებენ და წმიდაჲ გაბრიელ მთავარანგელოზი გახარებს და გეტყჳს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!
    20.     გიხაროდენ, რომელი პირველად შენ შობ ყრმასა განმათავისუფლებელსა წყევისაგან;
    21.     გიხაროდენ სიხარულისათჳს ყოვლისა ნათესავისა!
    22.     გიხაროდენ სოფლისა ყოვლისა ცხორებისა მშობელსა!
    23.     გიხაროდენ უჴრწნელსა ქალწულსა და უბიწოსა სანატრელსა!
    24.     გიხაროდენ, რომელმან მამისა შენისა ადამისი შემოქმედი მჴსნელი შევ!
    25.     გიხაროდენ, რომელი უშრომელად შოვა-მდგომელ ხარ კაცთა მოკუდავთა ღმრთეებისა!
    26.     გიხაროდენ, რომელმან შევ ღმერთი სრული და კაცი სრული, რომელსა მოგუთა თაყუანის-სცეს ვარსკულავთა წინა-ძღ(ო)მითა!
    27.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რამეთუ ოდესღა იყო იოვანე მუცელსა დედისასა თჳსისასა, ჰკრთებოდა და თაყუანის-სცა სანთელმან მან ნათელსა დაუძინებელსა.
    28.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ მოგუემადლა მადლი იგი გამოუთქუმელი, რომლისათჳს თქუა მოციქულმან პავლე, რამეთუ: გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა.
    29.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, რომლისაგან გამოვიდა ნათელი იგი ჭეშმარიტი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი იტყოდა და ახარებდა, ვითარმედ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ.
    30.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ გამობრწყინდა ნათელი და ჴსნაჲ, რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ვითარცა იტყჳს ესაია: რომელნი სხდეს ბნელსა შინა, ნათელი დიდი იხილეს.
    31.     რომელიმე ნათელი?
    32.     – უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი გა(ნ)ანათლებს ყოველსა კაცსა.
    33.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ წმიდასა სახარებასა შინა (ი)ქადაგების: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
    34.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისაგან გამოვიდა მძლჱ სიკუდილისაჲ და შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ;
    35.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, რომლისაგან გამოვიდა პირველ შექმნულისაჲ მის დამბადებელი და ცთომისა განმაქარვებელი და სასუფეველისა ცათაჲსა მომატყუებელი.
    36.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომელმან გამოიღე ყუავილი იგი აღდგომისაჲ მკუდრეთით!
    37.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, რომლისა მიერ ნათელ-იღეთ, და გამოგჳდინე ჩუენ კურთხევაჲ იგი იორდანისაჲ, რომლისაგან განათლდებიან იოვანე და იორდანე.
    38.     გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო მარიამ, რომლისა მიერ ყოველი სული მორწმუნეთაჲ ქრისტჱსთაჲ ცხონდების, სიმრავლჱ ეშმაკთაჲ იდევნების, წინაწარმეტყუელნი უსწრობენ ურთიერთას ქებასა შენდამი.
    39.     ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი მოსე: მაყუალი აგზებული და არა შემწუარი ეგზებოდა და არა შეიწუებოდა.
    40.     ესე იგი არს: შვა ღმერთი და საშოჲ არა განჴრწნა;
    41.     მუცლად-იღო და ქალწული ქალწულადვე ეგო;
    42.     გამოვიდა, მუცელი დაკრძალული დაუტევა;
    43.     იტჳრთა მკლავთა ზედა ძჱ და ყმისა მის მამაჲ არავინ იცოდა;
    44.     იქმნა დედა ჩჩილის და სძალ არასადა ყოფილ იყო;
    45.     ყმაჲ იზარდებოდა, და მამასა არა ჰპოვებდეს;
    46.     აგარაკი ნაყოფიერ იქმნა, რომელსა მუშაკი არა დაშურა;
    47.     მკაჲ მოიწია და მოიმკო, რომელსა თესლი არა დათესულ იყო;
    48.     მდინარჱ დიოდა და თავი მდინარისაჲ მის დაჴშულ იყო;
    49.     იქმნა დედა მხოლოდ-შობილისა, და დედობრივი ვნებაჲ მას არაჲ ევნო.
    50.     ამან ქალწულმან მეუფჱ ყოველთაჲ შეწყნარა ბჭეთა მისთა და კუალად გამოვიდა მიერ და არცა მუცლად-ღებასა მისსა და არცა შობასა მის დიდისა მის მეუფისასა განეღო ბჭჱ იგი.
    51.     შენ, წმიდაო ქალწულო, მტილად გიწოდა დაჴშულად და წყაროდ დაბეჭდულად: მტილად დაჴშულად მისთჳს, რამეთუ მანგალი იგი მუშაკისაჲ ყოვლადვე არა მიგეხო შენ, აღმოსცენდი ყუავილად იესჱსსა, ცხორებად ნათესავისა კაცთაჲსა;
    52.     წყაროდ დაბეჭდულად ამისთჳს გიწოდა შენ, რამეთუ მდინარჱ იგი ცხორებისაჲ შენგან გამოვიდა და განავსო ყოველი სოფელი და თუალსა მას წყაროჲსასა არა დააკლდა ყოვლადვე.
    53.     რამეთუ შენთჳს ღაღადებდა (მი)ქეა წინაწარმეტყუელი და იტყოდა: და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე იუდაჲსი, არაჲთ უმრწემჱს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი,
    54.     რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, ესე იგი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი შვა ბეთლემს ზეცისა სძალმან მან მარიამ და თჳთცა ტაძარმან და სამკჳდრებელმან სულისა წმიდისამან, საყდარმან ღმრთეებისამან, გამოუთქუმელმან საფასემან სამოთხისამან.
    55.     რამეთუ პირველ ანგელოზნი აბრალებდეს ევას, ხოლო აწ მარიამს ადიდებენ,
    56.     რამეთუ უძლურებაჲ იგი დედათაჲ განკურნა და დაცემული დიდებაჲ თჳსი აღადგინა და განძებული ადამ სამოთხით წარმოგზავნა გზასა მას ზეცისასა, რომელმან დაჴშული სამოთხჱ განაღო და ავაზაკი დაამკჳდრა მას შინა.
    57.     რამეთუ შენ მიერ შოვა-კედელი იგი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, კუალად შენ მიერ, წმიდაო ქალწულო, მშჳდობაჲ იგი ზეცისაჲ კიდეთა ქუეყანისათა მოემადლა.
    58.     შენ მიერ იქმნეს ანგელოზ ძენი კაცთანი, და შენ მიერ გამოუბრწინდა ძელი ჯუარისაჲ ყ~ლ ს˜ფლსა ზედა;
    59.     შობილი იგი შენი დაემსჭულა – უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, და შენ მიერვე სიკუდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, და შენ მიერ კერპნი დაეცნეს სოფელსა შინა, და ჭეშმარიტებაჲ იგიცაჲ ქუეყანით აღმოსცენდა, და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა.
    60.     და შენ მიერ მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ გულისხმა-ვყავთ, რომელსა ანგელოზნი და კაცნი თაყუანის-ვსცემთ და ვიტყჳთ:
    61.     დაუსაბამოო მამაო, დაუსაბამოო ძეო, დაუსაბამოო სულო წმიდაო ერთ-არსებაო, ერ–ღ~თეებაჲ გადიდებთ, გაქებთ და თაყუანის-გცემთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


37

    1.     თ̃ა აგჳსტოსა კ~თ
    2.     იოვანჱს თავის კუეთისა საკითხავნი
    3.     თქუმული წმიდისა და ნეტარისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ
    4.     აწ მოვედით, საყუარელნო ჩემნო, და ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ სასუმური იგი და გამზადებაჲ, რომელი ყო ეროდე მეფემან, ვითარცა წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა,
    5.     ვითარმედ: პური ყო ჰეროდე მეფემან შობისა სიხარულსა მას ჰეროდჱსსა, წყეულისა მის მელისასა, კაცის-მკლველისა მის მჴეცისა მზაკუვარისა.
    6.     რამეთუ ესე საქმჱ უწყოდა უფალმან.
    7.     ამისთჳს არა დასდვა მას ლომ, რამეთუ ესერე საგონებელ იყო იგი.
    8.     ამისთჳსცა ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას.
    9.     – და ღაცათუ ჴელმწიფებაჲ იგი ლომისაჲ აქუნდა, არამედ სახჱ იგი მელისაჲ იყო.
    10.     – ხოლო რაჟამს შეკრბა მოსუმური იგი შესაძრწუნებელი მორწმუნეთაჲ და განსაცხრომელი ურწმუნოთაჲ, დასხდეს სუმად, და წარმჴდეს მროკვალნი როკვად და მახიობელნი იგი სუმასა ზედა საქიქელსა ჰხილვად;
    11.     და საძაგელსა უსაწყალობელჱს თრიატონისა შეიქმნა სახლი იგი სამეუფოჲ და სასუმურიცა.
    12.     გნებავს გულისხმის-ყოფად სახილველისა მის უშუერისა.
    13.     მეფეთაგანი იყო, რომელი იგი როკვიდა, ასული ეროდიაჲსი, მეფეთა შვილი იყო ესე.
    14.     ხოლო ესე ეროდია იყო, რომელი წესსაცა თჳსსა არა დაადგრა: რომელი-იგი ფილიპჱს ცოლი იყო და ჰეროდეს ეცოლა.
    15.     ესე იგავად თქუმულ არს და იგავისა მის გამოძიებაჲ დასაშჯელ არს აღსასრულსა, რომელ ჰეროდე აღუდგინა საჴსენებელი ძმასა თჳსსა და მიორითგან უწესოებაჲცა იგი და-ხოლო-იჯერა.
    16.     რამეთუ იყო იგი მეფჱ ჰურიათაჲ და ჰმონა გულის-თქუმათა.
    17.     და ვითარ სახედცა იყო მეფჱ, ეგრევე სახედ იყო დედოფალი ჰეროდია, და ესენი ურთიერთას განყენებასა გულისთქუმით განიზრახვიდეს.
    18.     ხოლო იოვანე, დიდი იგი და უმეტჱსი წინაწარმეტყუელთაჲ, ცხადად უწესოებასა მას მათსა ამხილებდა, ნანდჳლვე უმჯობჱსი იგი წინაწარმეტყუელთაჲ:
    19.     რამეთუ ყოველივე წინაწარმეტყუელი რაჟამს ჰასაკსა თჳსსა მოიწიის, მაშინღა მადლსა მას წინაწარმეტყუელობნ, და რომელსამე უკუანაჲსკნელ ჟამთა მოეცის,
    20.     ხოლო ესე იოვანე ექუსისა თჳსა რაჟამს იდვაღა მუცელსა შინა, წესსა მას შჯულისასა იზარდებოდა იგი, მოკითხვასა მას უფლისასა სარწმუნოებით ჰკრთოდა ყრმაჲ იგი, ჰკრთოდა უსრული ასოჲთა, ხოლო სრული სიხარულითა.
    21.     ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, გამო-მცა-უსწრო დღედ დროდმდე წესისა თჳსისა და იხილამცა დედაჲ უფლისა თჳსისაჲ მოსრული, არამედ იურვოდა იგი საპყრობილესა მას შინა მუცელსა და სიხარულით ჰკრთებოდა.
    22.     ხოლო, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო სიტყუად, არცაღა თუ ენაჲ აქუნდა მეტყუელად, არცაღა პირი ედგა, რაჲთამცა ჰმსახურა წადიერად, დედისა თჳსისაგან ენაჲ იჴმია და წინაწარმეტყუელებს და იტყჳს ელისაბედ, და იოვანე მუცლით გამო ასწავებს სიტყუასა.
    23.     ვითარ-იგი უმჯობჱს არს წინაწარმეტყუელთა!
    24.     წინაწარმეტყუელნი წინაჲსწარ იტყოდეს და ჰსწადოდაცა ხილვად, რომელსა იგი ხედვიდეს სულითა.
    25.     ამისთჳს ღაღადებენ: მიჩუენენ ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვრებაჲ შენი მომეც ჩუენ.
    26.     ამისგანადცა თავი(სა) თჳსისათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა ჰსწადოდა ხილვად და ვერ იხილეს, და სმენად და ვერ ესმა, არცა იხილეს, არცა ვ~ა წინაწარმეტყელნი ყოფადსა მას იტყოდიან.
    27.     ხოლო იოვანე წინაწარმეტყუელებასაცა განაჩინებს და იტყჳს: აჰა ესერა კრავი ღმრთისაჲ, რომელი მოსპოლავს ცოდვათა სოფლისათა.
    28.     ესე წინაწარმეტყუელი, უფროჲსი წინაწარმეტყუელთაჲ, არა თავს-იდებდა უწესოებასა მას – სახლეულებასა, არამედ გონიერებითა განცხადნების, კეთილითა მით სიტყჳთა კაცად-კაცადსა ასწავლებს, რამეთუ არა კეთილა დევნაჲ იგი უჟამოდ მოწმისაჲ.
    29.     ბომონი ნუ რაჲ აღდგა იოვანე? ანუ გუდრუკი აკურთხაა?
    30.     ანუ საკლველ-მე რაჲ და შესაწირავ?
    31.     ანუ ეგრე ნუ ჰრქუაა: უვარ ყავ ღმერთი?
    32.     ანუ ეგრე ნუ ჰრქუა: უზორე კერპთა?
    33.     – არამედ გონიერებისა მის აზნაურებასა, ასწავებდ პირითა და მოწამე გონიერების იპოვების, რაჲთა გულისხმა-ჰყო, რავდენ შემძლებლლ არს კადნიერებასა მას წინაწარმეტყუელებისასა, რომელმან იგი ჰრქუა მეფესა მას: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ძმის ცოლი შენი ცოლად გესუა.
    34.     ჰხედავა, ვითარ-იგი წესსა მას ზედა სძლევს ღირსებით უკეთურებასა მას ეროდე მეფისასა!
    35.     სპასიანნი ესხნეს, სიმდიდრითა შემკულ იყო და ძლიერ იყო სამეუფოჲთა მით ძალითა;
    36.     იოვანე გლახაკ და უპოვარ, უქალაქო, უქუეყანო, უზმა და არა მჭამელ, ვითარ-იგი წესი აიძულებს, რომელსა-იგი შეუმოსიეს სტევისა აქლემისაჲ,
    37.     და ძოწეულითა შემოსილსა შჯულსა დაუდებს უდაბნოჲსა მავალი იგი და მძლავრთა მათ და კაცთა და ქალაქის უფალსა მას მკალის მჭამელი იგი და თაფლისა ველურისაჲ;
    38.     და ტაბასტაკ-დაგებულთა მათ და სამეუფოჲსა ტაბლისა ზედა მსხდომარეთა დაადგრა ზე და მბრძანებლლსა ეგრე ეტყჳს: „არა ჯერ-არს“, და აწუევს მეფესა მას, რაჲთამცა განუტევა.
    39.     თქუმულ არს, ვითარმედ: ყოველი ჯერ-არს და არა ყოველი სარგებელ.
    40.     ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა მადლი მისცა, ჯერ-იყო, რაჲთამცა შეჰრაცხა იგი გონებითა მოძღურად.
    41.     განრისხნა ეროდე და უმეტჱსადღა ჰეროდიადა, – სეხნა იყვნეს სახელითა და სახითაცა, უმეტჱს ხოლო მეუღლე, და იყვნეს ორნივე იგი არა თუ ერთ-ჴორც,
    42.     არამედ სწორ საძაგელებითა, – და ამისგანადცა შეაგდებენ წინაწარმეტყუელსა მას საპყრობილედ, რაჲთამცა განიცადეს ქორწინებაჲ იგი უგუნურებისა მათისაჲ.
    43.     ასწავე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ;
    44.     ნუ ასწავებ უგუნურსა, რაჲთა არა მოგიძულოს შენ.
    45.     და ვითარცა შეაგდეს იოვანე საპყრობილესა, ხოლო იგი არავე დააცადებდა კადნიერებასა, არამედ ეტყოდა: განიშორე მეუღლჱ ეგე შენი უკეთურებისაჲ.
    46.     რამეთუ უმტკიცე იქმნებოდა იგი საპყრობილეს მას შინა.
    47.     ხოლო მწარისა მისთჳს სასუმურისა მძლავრისა მის და ფიცხლისა, რომელსა-იგი საშუებელი სიმწარისაჲ არს და ოხჭანი მისი არს მკლველი წინაწარმეტყუელისაჲ.
    48.     მას ჟამსა შევიდა ეროდია, ეროდიადაჲსი ასული, წარმწყმედელი ჴორცაჲ და სულისაჲ, შევიდა იგი შეღჳნებულთა მათ თანა მოსუმურთა, როკვადა მახიობრებლ სეფე-ქალი იგი, რომელი-იგი ჭჳრობადცა არა ჯერ-იყო დედათაჲ, რომლისაჲ-იგი არა ჯერ-იყო ჰხილვად პირი მამათაჲ.
    49.     არამედ ესრე ვჰგონებ: ვითარ-იგი იოვანე წინამძღურად პირი დედისაჲ იჴმია, ეგრეცა ქალმან მან პირი დედისა მის ურცხჳნოჲსაჲ წინამძღუარ ყო და მაშინღა იკადრა მოსუმურთა მათ შესლვად.
    50.     არა-მე კმა-იყოა ესოდენი ესე სირცხჳლისა გარდარევნაჲ? და ვითარღა იკადრა შესლვად?
    51.     ანუ-მე არა სეფე-ქალი იყოა, რომელსა საჭურისნი და შიმონვარნი ესხნეს, გინა თუ სხუაჲ შუენიერებაჲ სამკაული, რომელი ედვა მას?
    52.     ბოროტ იყო შესლვაჲ იგი მისი და უძჳრჱს იყო აღთქუმაჲ იგი.
    53.     და როკვიდა იგი შორის მეინაჴეთა მათ, განლიგებული თუალითა სიმთრვალითა მით ღჳნისაჲთა.
    54.     ხოლო იგინი უფროჲს აღსცხარდებოდეს და გულს-ედვა ზრახვაჲ იგი ძჳრისაჲ და იტყოდეს: არა თუ როკავს, არამედ უმტჱს როკავს!
    55.     და არა ჰრიდებდეს იგინი სირცხჳლსა ხოლო ქებაჲ იგი იქმოდა ძჳრსა: არა უჯეროჲ საქმედ ეგონა სირცხჳლისაჲ მის განშორებაჲ.
    56.     სთნდა ჰეროდეს და მეინაჴეთაცა. და მელი იგი არღარა იფარვიდა.
    57.     ჰხედვიდა იგი ასულსა მას ძმისა თჳსისასა და უკეთურსა მას სახლეულსა წინაშე მათსა მროკვალსა და არა ჰრცხუენოდა და სათნო-უჩნდა მას და მისთანათცა მათ, ვითარცა იტყჳს: წმიდისა თანა წმიდა ვიყო, ხოლო დრკუნი იგი შე დაამჴენ!
    58.     მინდა მისთჳს მცირედ პავლჱსგანცა სწავლაჲ: ყოვლადვე რაჲსათჳს ისმის თქუენ შორის სიძვაჲ და ესევითარი სიძვაჲ, რომელი წარმართთაცა შორის არა არს, ვითარმცა ვისმე ძმის ცოლი თჳსი ცოლად ესუა?
    59.     ანუ როკვაჲ და ესევითარი როკვაჲ, ვითარმცა მეფეთა ასული როკვიდა?
    60.     და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსღა იგლოვთ, არამედ აქებთ და სასყიდელსაცა სიცხარისასა მიიღებს უძჳრჱსსა.
    61.     და ჰეროდეცა ეფიცებ(ის), ვითარმედ: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიქცე შენ ზოგი მეფობისა ჩემისაჲ.
    62.     ჰხედავთა გულის-თქუმისა მოყუარესა მას?
    63.     წინაჲსწარ ფუცავს, ვითარმედ: „რაჲცა მთხოო, მიგცე შენ“.
    64.     და დაიმცირებ როკვისათჳს უფლებასა შენსა და წინაჲსწარ სირცხჳლსა უთხრობ ფიცით აღნათქუემისასა.
    65.     ჰხედავა, ვითარ მეფეთა იგი პატივი გულის-თქუმისა სიყუარულსა მიჰყავს სირცხჳლად?
    66.     ჰხედავა, ვითარ-იგი მეფობაჲ განაგდო?
    67.     „რაჲცა მთხოო, მიქცე შენ ზოგიცა სამეუფოჲსა ჩემისა“.
    68.     ესოდენ შეგირაცხიესა სამეუფოჲ იგი პატივი?
    69.     ესრჱთ წინაჲსწარ განგიცდესა თუალნი?
    70.     პირველისა მის ქალისა როკვითა განიძარცუე ზოგი;
    71.     მეორედ ღათუ როკვიდეს, მკოდოვ ხოლო იქმნეს მეფჱ.
    72.     სადა არიან, გულის-თქუმის მოყუარეო, შარავანდნი?
    73.     ანუ სადა არიან უტანჯველნი სიმდიდრენი, რამეთუ ზოგი იგი სამეუფოჲსაჲ დასდევ ფერჴთა მროკვალისათა?
    74.     ილოცე, ნუ კუალად როკვიდეს; და მეორედ თუ როკვიდეს, და დაგაგდოს შენ პურის მთხოვლად.
    75.     არამედ ესე – სასყიდელისა მის უჯეროჲსაჲ აღთქუმაჲ.
    76.     ანუ რაჲ არს მროკვალისაჲ მის სათხოველი?
    77.     არა ისწრაფა ნიჭისაჲ მის, არცაღა მსწრაფლ სთხოვდა, არამედ მი-ღა-ვიდა იგი დედისა განზრახვად, რაჲმცა სთხოვა მას ნიჭი.
    78.     ეჰა ბოროტისა მის მოძღურისა! მომეც აქა აწვე თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ, და არა სტირ სირცხჳლისა მის გარდარეულებასა, საქმესა მას ჯერკუალსა და სასყიდელისა მას აღთქუმასა და მიჴდასა.
    79.     და არა ძწის მროკვალისა მის გონებაჲ, და არა სძაგებს ტყუვილსა ქებაჲ, და არა სანერწყუველ იქმნების საზოგადისა მის ცოლისა ზრახვაჲ, იკადრებს მროკვალისა მისთჳს სიყუარულსა.
    80.     იკადრებ თავით თჳსით ბრძანებად.
    81.     ეტრფიალე მროკვალსა მას და არა გძაგს ეგემლევანი საქმჱ, რომელი-იგი შეურაცხ არნ და საკიცხელ და მხედველთა მათგან თანა-მდებ და აღსარულსა მას წინაწარმეტყუელთასა მოჰკლავს.
    82.     მოიძულოთ მოკლვაჲ, რამეთუ შემთხუევაჲ არს ეშმაკისაჲ და პოვნება არს ეშმაკისა მის უკეთურისა.
    83.     ამას ზედა შეწუხნა ეროდე ფრიად, ვითარმცა ვინ თქუა: ჰბაძავს პილატეს, უფროჲს ხოლო სახესა პილატჱსსა, წინანდელ ყოფილისა მოთხრობა(სა) დაიბანს ჴელთა და წესსა მას ზედა საშჯელისასა მისცემს: ეგრეცა ესე შეჭუვნა, ხოლო ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მათთჳს აიძულა.
    84.     კეთილად რაჲმე თქუა უფალმან დღეს: ნუ ჰფუცავ ყოვლადვე.
    85.     იხილე უფლისა მოძუღურებაჲ: „ნუ ჰფუცავ ყოვლადვე“.
    86.     რაჲსა ჰფუცავ? რაჲთა არა ფიცსა ზედა შეჰპალავანდო თავი თჳსი და ფიცისა მისთჳს რწმუნებისა წინაწარმეტყუელი მოჰკლა.
    87.     ბოროტად ფუცა და უძჳრჱსად ერწმუნა.
    88.     მაშინღა ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მისთათჳს არა შეიშინა მსაჯულისათჳს.
    89.     მეყსა შინა უბრძანა შემოღებაჲ თავისა მის ნათლის-მცემელისაჲ ლანკლითა და მიცემად მის ქალისა.
    90.     აჰა მწარისა მის საინაჴისა უმწარჱს ოხჭნისა: მოეკუთების თავი წინაწარმეტყუელსა მას და მიეცემის ქალსა, და ქალი მიიღებს.
    91.     არა ზარი აჰვალს სახილველად, არა შეძრწუნდების თავით, არცაღა გარე-მიიქცევის სისხლისა მის დაბღალვითა!
    92.     ჭეშმარიტად ლომისა ძუვისა ლეკუსა უფიცხლჱს არს!
    93.     ლანკლასა ზედა დაიდების თავი წინაწარმეტყუელისაჲ მის, რომელსა ზედაცა საჭმელი დაეგების!
    94.     და იგივე ჭურჭელი საჭმლისათჳსცა და მოკლვისათჳსცა!
    95.     მასვე ჟამსა დასწუთებოდა თავისა მისგან სისხლი, და მეინაჴეთა თანა შეიღეს წინაშე თავი იგი.
    96.     ხოლო ენაჲ იგი იტყოდაღა და ღაღადებდა, ვითარმედ: „არა-ჯერ არს შენდა ცოლებად“.
    97.     და მან მიიღო და მიართუა დედასა თჳსსა.
    98.     მიიღო მროკვალისამან მოძღუარმან უკეთურებისა მის მოძღურებისათჳს სამოძღურებელად!
    99.     ესე კეთილად გამოვიკულიეთ თხრობად, რაჲთა თუალნი იგი ხილვის მოყუარენი ხოლო განვწმიდნე და გარწმუნო თქუენ გარე-მიქცევად ეგრემლევანისა მის სახილველისა, არა დავჰჴსნათ სიტყუაჲ მწუხარითა მით თხრობითა, ნუცაღა სიტყუაჲ იგი ეკლესიათაჲ დაეყენებინ მროკვალთაგან.
    100.     აწ გარდავცვალოთ უწესოჲსა მის საინაჴისაჲ მძლავრისაჲ მის და მწარისა მის სასუმურისაჲ და კუალად მოვიჴსენოთ უფლისა იგი კაცთ-მოყუარებაჲ, რაჲთა სცნათ, რავდენ დიდ არს სინანულისა იგი ნაყოფი.
    101.     ევედრებოდა ვინმე ფარისეველი უფალსა, რაჲთამცა შევიდა სახლსა მისსა და ჭამა პური.
    102.     და ვითარცა შევიდა უფალი, ინაჴ-იდგა.
    103.     არა ნუ უწყოდაა გონებაჲ იგი მხდალისაჲ მის?
    104.     არამედ სულ-გრძელებით თავს-იდებდა რომელმან-იგი შეხადა, რომლისაგან-იგი გამო-(ად)რე-აჩინებდა, ინაჴ-ედგა უფალსა და შეეღო სა[ხიდ].
    105.     დედაკაცი ვინმე იყო ცოდვილი ქალაქსა მას შინა.
    106.     ვითარცა ესმა იესუჲსი მუნ ინაჴით-ჯდომაჲ, მოვიდა იგი სახლსა მას და აქუნდა მანითა ნელსაცხებელი და დაასხა ფერჴთა უფლისათა და წარჰჴოცდა თმითა თჳსითა, რაჲთამცა გულისხმა-ყო ორგულმან მან, რომელმან მოხადა მას.
    107.     არა ხოლო თუ ორგულ არიან ფარისეველნი.
    108.     შენსა შინა ქრისტესა ინაჴ-უდგამს.
    109.     და ესრეჱ უწყის ყოველმან სახჱ შენი და არავინ გეშურობს.
    110.     მოვიდა დედაკაცი ესე ცოდვილი, რაჲთამცა ცხონდა. შენ, ფარისეველო, ეშურობა?
    111.     რაჲთა გულისჰხმა-ჰყო, არა ხოლო თუ წინაწარმეტყუელსა, არამედ წინაწარმეტყუელთა ზედა აქუს მას წესთა განგებაჲ.
    112.     რაჲმცა დიდ იყო, თუმცა ცნა, ვითარმედ ცოდვილი არს ესე დედაკაცი, და მეყსეულადმცა ჴმითა იცნა იგი?
    113.     და შენ ფარისეველი იყავ და არა წინაწარმეტყუელი და გულისხმა-ჰყავ უფროჲსისა მის ცნობაჲ.
    114.     ხოლო მისი იგი ცხორებაჲ და ჰამბავი იგი რომელი იყო, მიუთხრობდა უმეტჱსად ხოლო მით, რამეთუ უდიდჱსად ხოლო ცოდვილი იყო.
    115.     ხოლო უფალმან რაჲთამცა გამოაჩინა საღმრთოჲ იგი ძალი, ზრახვაჲ იგი გულისხმა-ჰყო, ფარისევლისაჲ მის.
    116.     არცაღათუ მივის-ეყო ფარისეველი იგი და უთხრა მეინაჴეთაგანსა, არამედ გულსა შიდა თჳსსა იტყოდა, რაჲთა გულისჰხმა-ჰყო, არა თუ წინაწარმეტყუელ, არამედ წინაწარმეტყუელ და ღმერთ!
    117.     შენ შე-ოდენ-სძრავ ზრახვასა მას გულსა შიდა, და უფალი აღმოიკითხავს: შენ აქცევ გონებასა, და უფალი ჰპოვებს და განჰკურნებს.
    118.     და ესრჱთ ორთაჲ მათ მოსესხეთაჲ სიტყუაჲ წარმოიღო.
    119.     ერთსა მას მიუტევა ერგასისი და ერთსა ხუთასი.
    120.     რომელმან უფროჲს შეიყუაროს? მიუგო: რომელმანცა უფროჲსი. უფროჲსსა გამოარჩევს.
    121.     მაშინღა დედაკაცსა მას, რომელსა ექმნა დიდძალი ცოდვაჲ, მიუტევა.
    122.     არა თუ ვაქებ პირველსა მას ცხორებასა, არამედ ვჰნატრი მეორედსა მას აღსასრულსა.
    123.     ნუვინ აყუედრებ მას ფარისეველისა თანა, ნუცა ვინ ეტყჳნ მეძავით და შეუხებელით.
    124.     და პავლე თარგმანენ და პავლე ნუგეშინის-ეცინ დედაკაცსა მას, რამეთუ ღმერთმან განამართლოს, ვინ არს განმაცროვებელ.
    125.     მოიღეთ სიტყუაჲ იგი და წულილად გამოვიკულიოთ, რაჲთა არა ხოლო თუ მას ვჰნატრიდეთ, არამედ ვჰბაძვიდეთცა.
    126.     მოვიდა იესუჲსა აღჭურვილად, მიაქუნდა ნელსაცხებელი მანითა და ცრემლი თუალითა, უსულოჲთა მით ჭურჭლითა ნელსაცხებელი სუნნელითა მით წყაროჲთა სინანულისა ა(სო?)თაგან ჴორცთა თჳსთა.
    127.     მოიღო ნელსაცხებელი იგი, რაჲთამცა დაშრიტა სულ-მყრალობაჲ იგი ბილწებისაჲ.
    128.     სულ-მყრალ არს ცოდვაჲ, ვითარცა დავით წამებს: შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი.
    129.     ყოველი რომელი ცოდავს, სულ-მყრალობასა იქმს;
    130.     ყოველმან რომელმან შეინანის, სულნელებასა იქმს;
    131.     ვითარცა ნელსაცხებელსა მრავალნი წამალნი შეეზავებიან, ეგრეცა სინანულსა – მრავალ იგი გონებაჲ.
    132.     ჯერ-არს მრავლისა საქმისაჲ და მრავლისა მის ნაყოფისა შეკრებაჲ, რაჲთა შეეზაოს სინანულისა იგი ნელსაცხებელი.
    133.     და გნებავს თუ გულისხმის-ყოფად დედაკაცისა მის სიმდაბლჱ?
    134.     ოდეს-იგი მოიღო დედაკაცმან მან ნელსაცხებელი იგი ქრისტჱსთჳს, და-მცა-ასხა თავსა, თუმცა კადნიერებაჲ აქუნდა საქმეთაგან.
    135.     ხოლო მან იჭჳსათჳს ვერ იკადრა თავსა დასხმად, არამედ ფერჴისა წუერთა შეეხო.
    136.     და არა მცირედ სარგებელ არიან ფერჴნი იგი.
    137.     ხოლო ვითარცა მიიღო დედაკაცმან მან ჴელთა თჳსთა ზედა თავი იგი წმიდისა წინამორბედისაჲ და ნათლის-მცემელისაჲ, განიხარა სიხარულითა დიდითა ფრიად.
    138.     ხოლო არავე დასცხრა იგი სიბოროტისაგან თჳსისა.
    139.     ესევითარი განზრახვაჲ განიზრახა და თქუა: უკუეთუ თავი და ტანი მისი ერთსა ადგილსა დაეფლნენ, მკუდრეთითცა აღდგომაჲ მისი ადვილ იყოს, რამეთუ წინაწარმეტყუელი არს და კუალად მოვიდეს იგი მამხილებელად უწესოებისა ჩემისა.
    140.     მაშინ უბრძანა დამალვაჲ და დაფარვაჲ სხუასა ადგილსა.
    141.     ხოლო მოწაფენი იგი იოვანჱსნი მოვიდეს და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს, და მოვიდეს და უთხრეს იესუს, ვითარ-იგი აღასრულა იოვანე სრბაჲ თჳსი.
    142.     რამეთუ ქადაგა ჭეშმარიტი და იწამა სარწმუნოებით სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


38

    1.     მეორჱ. თქუმული მისივე
    2.     არა თუ ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სიტუაჲ ესე, არამედ ყოველთა, რომელთა ესმა ჴმაჲ სახარებისაჲ მის, დაკჳრვება ჩემ თანა: იოვანჱსი განცხადებაჲ და ჰეროდჱსი დამცირებაჲ და უღმრთოთა დედათა მჴეცებრ სიბორგილი.
    3.     ხოლო რომელ-იგი მესმა, ვითარმედ ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შესუა იგი საპყრობილესა ჰეროდიადაჲსთჳს, ძმის ცოლისა, რომელი-იგი შეირთო ცოლი ფილიპჱსი.
    4.     ხოლო ერთი ესე საკჳრველ არს: სიმცირჱ იგი ჰეროდჱსი.
    5.     უსახურთაჲ მათ დედათაჲ მჴეცებრ ბორგნეულთაჲ ვითარ ვინ თქუა(ს), ანუ ვითარ ვინ თარგმანოს დედათაჲ მათ სიბოროტჱ?
    6.     ხოლო მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ არა არს მჴეცი ამას სოფელსა სწორ დედაკაცისა ბოროტისა.
    7.     ხოლო მე აწ ბოროტთა მათთჳს ვიტყჳ და არა კეთილთათჳს და სახიერთა, რამეთუ (ვი)ცნი მრავალნი კეთილნი და შუენიერნი, რომელთაჲ ჯერ-არს ჩემდა მოჴსენებად ცხორებაჲ მათი საშჱნებელად შუენიერად საქმეთა კეთილთათჳს.
    8.     ხოლო აწ არა არს სოფელსა ამას მჴეცი, მსგავსი დედაკაცისა ბოროტისა.
    9.     რაჲ არს ლომისა უბოროტჱსი ოთხფერჴთა შორის?
    10.     – სხუა არარაჲ, გარნა დედაკაცი ბოროტი.
    11.     ლომიცა და ვეშაპიცა სიბოროტესა ზედა მწემვე არიან.
    12.     მოწამე არს ჩემდა ბრძენი სოლომონ, რამეთუ ესრე თქუა, ვითარმედ: უმჯობჱს არს ლომისა და ვეშაპისა თანა ყოფაჲ, ვიდრეღარა დედაკაცისა თანა ბოროტისა.
    13.     ხოლო თქუენ ნუ ესრე ჰგონებთ, ვითარმედ ცუდად რასმე იტყოდა წინაწარმეტყუელი ამას სიტყუასა;
    14.     არამედ მათთა საქმეთაგანღა განვიცადნეთ ჭეშმარიტად.
    15.     დანიელს მღჳმესა შიში და ლომთა დაჰრიდეს, ხოლო მართალი ნაბუთე იეზაბელ მოკლა;
    16.     ვეშაპმან იონა მუცელსა შიდა ცოცხალი დაჰმარხა, ხოლო დალილმან სამსონს თავი დაჰყჳნა და უცხო-თესლთა ჴელთა მისცა;
    17.     ვეშაპნი და ასპიტნი და ღრიაკალნი უდაბნოსა ზედა იოვანჱსთჳს ძწოდეს, ხოლო ეროდიადა ურიდად პურსა ზედა თავი მოჰკუეთა მას.
    18.     ყორანთა მთათა შინა ელია გამოზარდეს, ხოლო იეზაბელ მონიჭების წჳმისა უკუანა კლვად სდევნიდა მას და რასა ეტყოდა, ვითარმედ: შენ თუ ელია ხარ და მე იეზაბელ, ძჳრი შემამთხჳედ მე და ღმერთთა და უძჳრჱსი შემძინედ;
    19.     უკუეთუ არა, მე ხვალე დავსთხინნე ჴორცნი შენნი, ვითარცა ერთი მათ მძორთაგანი.
    20.     და შეეშინა ელიას და წარვიდა უდაბნოდ და ითხოვდა ღმრთისაგან სიკუდილსა და თქუა: უფალო ღმერთო ჩემო, კმა-არს ჩემდა, ჯერ-გიჩნდინ მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მე არა უმჯობჱს ვარ მამამათა ჩემთასა.
    21.     სადაღა ელიას წინაწარმეტყუელსა შეეშინა დედაკაცისაგან, რომელსა ყოვლისა სოფლისა წჳმაჲ ენითა ეტჳრთა;
    22.     რომელმან ცეცხლი ზეცით სიტყჳთა მოიღო;
    23.     რომელმან ლოცვითა მკუდარნი აღადგინნა, – მას შეეშინა დედაკაცისაგან!
    24.     ჰე, შეეშინა, რამეთუ არცა ერთი სიბოროტჱ ესწორების დედაკაცსა ბოროტსა!
    25.     ეწამების სიტყუასა ამას ჩემსა სიბრძნჱ და იტყჳს: არა არს სხუა თავ უფროჲს თავისა მის გუელისაჲსა, და არა არს სხუა სიბოროტე უფროჲს სიბოროტისა მის დედაკაცისაჲსა.
    26.     ჵ სიბოროტჱ ეშმაკისაჲ, რამეთუ ლესული არს მახჳლი!
    27.     დედაკაცისა გამო დასაბამსა ადამ სამოთხით გამოვარდა და დედაკაცისა მიერ მშჳდმან დავით ჰურიას ზაკუვით მკლველნი აღუდგინნა;
    28.     დედაკაცისა გამო ბრძენი იგი სოლომონ შესცთა და დაეცა;
    29.     დედაკაცმან მჴნესა მას სამსონს თავი დაჰყჳნა და დააბრმო;
    30.     დედათაგან ძენი ელი მღდელისანი დაეცნეს;
    31.     დედაკაცისა გამო მჴნჱ იგი იოსებ საპყრობილედ შეაგდეს და დაჰკრძალეს;
    32.     დედაკაცისა გამო ყოვლისა სოფლისა იგი ნათელი იოვანე მოაკუდინეს.
    33.     და რასაღა უფროჲს ვიტყოდით? – დედათა გამო რომელნი-იგი ნაშობ ღმრთის წოდებულ იყვნეს, დაეცნეს;
    34.     დედათა გამო ყოველნი მოწყდებიან, ყოველნი იგინებიან, ყოველნი მოიკლვიან, ყოველნი შეურაცხ იქმნებიან, რამეთუ დედაკაცი ბოროტი რომელსავე არა ერიდების, არცა მღდელსა, არცა მოძღუართაგან ჰრცხუენინ, არცა წინაწარმეტყუელთაგან შეიკდიმის.
    35.     ჵ ბოროტი სიბოროტისაჲ, ბოროტი დედაკაცი უკეთური!
    36.     გინა თუ ოჴერთაგან იყოს, გინა თჳთ იგი ოჴერ იყოს;
    37.     უკუეთუ სიმდიდრჱ აქუნდეს, უკეთურებასა მისსა შემწჱ არს, მრჩობლი სიბოროტჱ არს მის თანა, აღუღებელი მჴეცი არს.
    38.     მე უწყი, რამეთუ ასპიტნიცა ნელითა სიტყჳთა დაიმწყსებიან და ვეფხნიცა ფუფუნებით დამშჳდდიან, ლომნიცა და ვიგრნიცა, ხოლო დედაკაცსა ბოროტსა აგინებდე თუ, აღგიბორგდეს; უკუთუ ექენებოდი, აღზუავნეს;
    39.     ქმარი თუ ესუას, ღამით და დღით სიტყჳთა დაჰგუმერნ და ზაკუვით კლვად აღმახჳს, ვითარცა ჰეროდიადა ჰეროდეს უყო;
    40.     უკუეთუ უპოვარ იყოს ქმარი იგი, გულის-წყრომითა და ლალვითა განკაფოს იგი;
    41.     გინა თუ ქურივი ვინმე იყოს, იგი თჳთ თავით თჳსით აგინებნ და ჰკდემნ,
    42.     რამეთუ შიშსა ღმრთისასა არა შეუდგს ენითა თჳსითა, არცა მერმისა საშჯელისაჲ გულისხმა-უყოფიეს, არცა ღმრთისაგან ეკრძალების, არცა სიყუარულისა დამარხვაჲ იცის, არცა მზახობისა შეზავებაჲ, არცა შეურაცხიეს დედაკაცსა ბოროტსა ქმრისა თჳსისაჲ სიკუდიდ მიცემაჲ.
    43.     აწ უკუე გულისხმა-ყავთ მართლისა მის იობისი, ვითარ-იგი თჳსი ცოლი სიკუდიდ მისცემდა მას, რამეთუ ესრე ეტყოდა: თქუ ნურაჲ გმობაჲ ღმრთისა მიმართ და მოჰკუდე.
    44.     ვაჲ სახჱ საშრომელი! ვაჲ გონებაჲ უღირსი! ვითარ არა შეიწყალა თჳსი ქმარი საყუარელი!
    45.     აღდუღებულთა მათ ბრძუნთთა მისთა, ვითარცა დამწუარი ნაკუერცხლითა, და ყოველთა ჴორცთა მისთა, იგი ვითარცა მატლი არა შედრკა შეწყალებად მისა!
    46.     ჰხედვიდა იგი ყოველთა ყოვლითურთ დაცემულსა, მა(შ)ურალსა, ჭირვეულსა და დადუმებულად მგალობელსა, აღმტკმობილითა პირითა გამოიღებდა სიტყუათა და იგი არა შელბა შეწყალებად!
    47.     უწყოდა, რამეთუ მაშინ სუფევდა ძოწეულითა შარავანდებისაჲთა და აწ ხედვიდა სკორეთა ზედა დაცემულსა და შიშუველსა გუამითა, არა მოიჴსენა, ვითარ-იგი მის თანა პატივსა ზედა ყუაოდა, არამედ აწუევდა, ვითარმედ: „თქუ ნურაჲ სიტყუაჲ გმობისაჲ და მოჰკუდე“.
    48.     აჰა ესე ნიჭი დედაკაცისაჲ! ეჰა ესე კეთილი სალბუნი, განმაქარვებელი სალმობათაჲ! ეჰა სიყუარული მეუღლისაჲ, ერთობაჲ!
    49.     აწ ოდეს-იგი შენ სნეულ იყავ, ესემლევანი სიტყუაჲ მოგიგოა?
    50.     არა ლოცვითა და ქველისსაქმითა შენი სენი განკაფაა?
    51.     ვერ-მემცა კმა-ეყოა მას წუთადი ესე სწავლაჲ აქაჲ და შენ საუკუნესა მას სატანჯველსა მოატყუებდი გმობითა?
    52.     ანუ არა უწყი, ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა არცა ამას სოფელსა, არცა მას სოფელსა?
    53.     გნებავს სხუაჲცა ხილვად უკეთურისა მის სწორად, იხილო ეგერა დალილაჲ, რამეთუ მანცა მჴნესა მას სამსონს თავი დაჰყვნა.
    54.     შეკრა და მისცა იგი ჴელთა უცხო-თესლთასა – თჳსი ქმარი, თჳსი მეუღლჱ, რომლისა მოქენე იყო, რომლისა გამო შუენიერ იყო, რომელსა ჰლიქნიდა, რომელი-იგი თავისა თჳსისა უფროჲს უყუარდა, – ამას ეცრუვა;
    55.     რომელი გუშინ ჰყუარობდა, დღეს აცთუნებდა;
    56.     რომლისაგან გუშინ ყუაოდა, სიყუარულით უყუარდა, დღეს ცთუნებით დაჰფლვიდა.
    57.     ანუ არა-მე შუენიერ იყო? და ვინ-მე უშუენიერჱს იყო მისთა მათ ჟამთა, რომელსა შჳდნი კოწოლნი შუენიერნი შუბლსა დამოეკიდნეს და შჳდისა ნათლისა ხატი მადლითა ეტჳრთა?
    58.     და არა-მე მჴნე იყოა? ანუ ვინ-მე იყო უმჴნჱს მისა, რომელმან ლომი საშინელი გზასა ზედა მარტომან დააშთო და ერთითა ღაწჳთა ათასი უცხო-თესლი დარეცა!
    59.     არამედ წმიდა და ეგოდენ წმიდა იყო, რაჟამს-იგი სწყუროდა ნაკლულევანებითა წყლისაჲთა, ილოცა და რომელ-იგი ჴელთა ღაწჳ ეპყრა გამჴმარი, წყრა და მისგან ლხინებით წყურილი იგი დაუდგა.
    60.     ესევითარი შუენიერი და ესემლევანი მჴნჱ და ესემლევანი წმიდაჲ თჳსმან ცოლმან ვითარცა მბრძოლი შეკრა და უცხო-თესლთა მისცა!
    61.     და ვითარ-მე ერეოდა დედაკაცი იგი ესევითარსა მას მჴნესა და ვინაჲ?
    62.     – არამედ სახე-კეთილობითა ქმრისაჲთა, რამეთუ ზრახვაჲ სიმჴნისა მისისაჲ ღამჱ გამოსტყუვა ზაკუვით, შიშუელი საბლითა შეკრა და ძალისაგან დასცა.
    63.     ამისთჳს გამცნებს შენ წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: ცოლისა შენისაგან ეკრძალე და საიდუმლოსა შენსა ნუ უთხრობ მას.
    64.     მითხარღა, რომელმან მჴეცმან თჳსისა მეუღლისათჳს ესევითარი ზრახვაჲ იზ(რა)ხის?
    65.     ანუ რომელსა ვეშაპსა დედალსა თჳსისა ქმრისა წარწყმედაჲ უნდა?
    66.     ანუ რომელმანმე ძუმან ლომმან თჳსი მამალი კლვად მისცა?
    67.     გულისხმა-ყავ, რამეთუ განგებულად თქუა სიბრძნემან, ვითარმედ: არა არს სხუა თავ უფროჲს თავისა გულისა, და არა არს სხუა სიბოროტე უფროჲს სიბოროტისა დედაკაცისაჲსა.
    68.     არამედ ბოროტისაჲ მის სიტყუაჲ აქამომდე იყავნ აღსასრული.
    69.     თ̃ა სეკდენბერსა ჱ~
    70.     შობაჲ წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ
    71.     შობაჲ. მისისა შობისაჲ წიგნი წაიკითხონ და შესხმაჲ ღმრთის–მშობელისაჲ, რომელიცა გინდეს.


39

     1.     თ̃ა სეკდენბერსა ი~გ. ენკენიაჲ
    2.     საკითხავნი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ. სატფურებისათჳს
    3.     ცანი დღეს ქუეყანა იქმნნეს. არა თუ ვარსკულავნი ზეცით ქუეყნად გარდამოჴდეს, არამედ მოციქულნი ზესკნელ ცათა აღმაღლდეს.
    4.     რამეთუ მიმოდაეფინნეს ნიჭნი იგი სულისა წმიდისანი, რამეთუ ცანი კიდე ქუეყანისა შეიქმნნეს.
    5.     არა თუ ბუნებაჲ იგი რაჲმე იცვალა, არამედ საქმჱ იგი განაგო.
    6.     პოვა მეზუერჱ და დაადგინა იგი მახარებელად;
    7.     პოვა მგმობარი და დაადგინა იგი მოციქულად;
    8.     პოვა მეძავი და წმიდა-ყო უფროჲს ქალწულისა;
    9.     პოვა ავაზაკი და შეიყვანა იგი სასუფეველად;
    10.     პოვა მოგჳ და უმჯობჱს ყო იგი მოციქულთა;
    11.     მოსპო უკეთურებაჲ და განაგო წესი ღმრთეებისაჲ და შეამკვნა ნიჭნი იგი სულისა წმიდისანი ამის გამო, რამეთუ ცანი დღეს ჩუენთჳს ქუეყანა იქმნნეს.
    12.     არა დავდუმნე ამით სიტყჳთა.
    13.     რავდენღა-მე უმჯობჱს არიან მოციქულნი ვარსკულავთასა!
    14.     ვარსკულავნი ცათა შინა დამტკიცებულ არიან, ხოლო მოციქულნი ზესკნელ ცათა არიან.
    15.     ზესკნელსა მას ზრახევდით, სადაცა ქრისტჱ მარჯუენით ღმრთისა ზის.
    16.     რამეთუ ვარსკულავთა ხატი ცეცხლისაჲ აქუს, ხოლო მოციქულთა სიცეცხლჱ სულისა წმიდისაჲ აქუს;
    17.     ვარსკულავნი ღამჱ გამობრწყინდიან და დღისი დაეფარნიან, ხოლო მოციქულნი დღჱ და ღამჱ მითვე ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა ბრწყინვენ;
    18.     ვარსკულავნი აღმოსლვასა მზისასა დაეფარნიან, ხოლო მოციქულთა გამობრწყინებასა მზისა მის სიმართლისასა მიმოდაჰფინნენ ბრწყინვალებანი იგი ნათლისა მის მათისანი;
    19.     ვარსკულავნი აღდგომასა მას მკუდართასა დამოცჳვენ ვითარცა ფურცელნი, ხოლო მოციქულნი აღდგომასა მას ღრუბელთა თანა აღიტაცნენ;
    20.     ვარსკულავთაჲ რომელიმე ღამით მხერვალ არს, რომელიმე მთიები, ხოლო მოციქულთაგანი არავინ ღამის მხერვალ არს, არამედ ყოველნივე ვითარცა მთიებნი ბრწყინვალე არიან და არღარა უჴმს,
    21.     ვითარმცა ვინ მბრწყინვალე ჰრქუა მათ სოფელსა შინა არა ხოლო თუ ცხორებასა მათსა, არამედ აწცა სიკუდილისა მათისა შემდგომად, ვითარმცა ნიჭნი იგი წმიდათანი სიკუდილისა მათისათჳს და-რაჲმე-ეყენნეს ანუ დაჰბრკოლდეს.
    22.     არამედ საქმენი მათნიცა მოწამე არიან, ვითარმედ მესათხევლე იყვნეს.
    23.     მესათხევლენი იგი მოწყდეს და საქმენი იგი მათნი იქმან მოაქამომდე.
    24.     და მოწამეცა არიან მრავალნი ცხოველთაგანნი, ვითარმედ ვენაჴის-მოქმედ იყვნეს.
    25.     იგინი წარჴდეს და ვენაჴნი იგი ფურცლითა სავსე და ნაყოფიერ არიან.
    26.     ვენაჴის-მოქმედ იყვნეს და მეთევზურნი; სუეტნი იყვნეს და მკურნალნი; ერისთავნი იყვნეს და მასწავლელნი.
    27.     სუეტ ამისთჳს, რამეთუ კარავი იგი საწამებელისაჲ ზე ეპყრა;
    28.     განსასუენებელ ამისთჳს, რამეთუ ღელვანი იგი აღტეხილნი უშჯულოებისანი დააყუდნეს;
    29.     მენავე ამისთჳს, რამეთუ სოფელი ესე ქუეყანით აღამაღლეს ცად;
    30.     მწყემს ამისთჳს, რამეთუ მგელნი იგი განაოტნეს და საცხოვარნი იგი მათნი განარინნეს;
    31.     ქუეყანის-მოქმედ ამისთჳს, რამეთუ ეკალი იგი გამოჰფხურეს და თესლი იგი ღმრთის მსახურებისაჲ დასთესეს;
    32.     მკურნალ ამის გამო, რამეთუ წყლულებანი ჩუეენი განკურნნეს და ნაგუემნი ჩუენნი განაცოცხლნეს.
    33.     რაჲთა ისწაოთ, ვითარმედ არა ცუდად რას დავღუარავთ სიტყუათა ამათ, არამედ მიხედეთ პავლეს, რომელმან ესე ყოველი აღასრულა.
    34.     გნებავს თუ, ვითარმცა იხილე იგი ვენაჴის-მოქმედად, ისმინეთ, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: მე დავასხ, აპოლონ მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა;
    35.     გნებავს თუ, ვითარმცა იხილე იგი მაშჱნებელად, ესრე თქუა: მე, ვითარცა ბრძენმან ხუროთ-მოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ არს, რომელმან აღაშჱნოს;
    36.     გნებავს თუ მისი კაცად ხილვაჲ, ესრე თქუა: ეგრე ვშურები, არა თუ ვითარცა ქართა ვჰგუემ;
    37.     გნებავს თუ მისი ვითარ მორბედად ხილვაჲ, იჱრუსალემითგან და გარემოჲს ვიდრე იჳლირიკედმდე ვიქცეოდე აღსრულებად სახარებასა მის;
    38.     გნებავს თუ ჩუენი ღუაწლი ესე ბრძოლისაჲ სისხლთაჲ და ჴორცთაჲ, გნებავს თუ, ვითარმცა იხილე იგი ერისკაცად, ესრე თქუა: შეიჭურეთ სპარაზენებაჲ იგი ღმრთის(აჲ) და შთაიცუთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ;
    39.     გნებავს თუ, ვითარმცა ახოვნად იხილეთ იგი, ესრე თქუა: ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს;
    40.     გნებავს თუ, ვითარმცა იხილეთ იგი გჳრგჳნოსნად, ესრე თქუა: მელის მე ამიერითგან გჳრგჳნი იგი სიმართლისაჲ.
    41.     ყოველთა თანა ყოვლითავე იყო, რაჲთა უფალსა თჳსსა ემსგავსოს.
    42.     და უფალმანცა ჩუენმან კეთილი იგი ქმნულებაჲ ყოველთავე სწორად განუყო.
    43.     და ვითარ-მე ყოველთა? – არამედ ჩუენისათჳს გამოჴსნისა.
    44.     იქმნე თუ რქა, გექმნეს შენ ძირ, რამეთუ ესრე თქუა: მე ვარ საყურძენი და თქუენ რქანი;
    45.     გნებავს თუ სლვად, გექმნეს შენ გზა, რამეთუ ესრე თქუა: რომელი ჩემ თანა შევიდეს, მან საძოვარი პოოს;
    46.     იქმნე თუ ცხოვარ, გექმნეს შენ მწყემს, რამეთუ ესრე თქუა: მწყემსმან კეთილმან დადვის თავი თჳსი ცხოვართა თჳსთა ზედა;
    47.     უკუეთუ ცოდვილ იყო, გექმნეს შენ კრავ, რამეთუ ესრე თქუა: აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი;
    48.     უკუეთუ ჭამის გინდეს, გექმნეს შენ იგი ტაბლა, და თუ სუმის გინდეს, გექმნეს შენ იგი სასუმელ, რამეთუ ესრე თქუა: რომელმან ჭამოს ჴორცთა ჩემთაგანი და სუას სისხლთა ჩემთაგანი, იგი ჩემ თანა დაადგრეს და მე მის თანა;
    49.     შეიმოსის თუ გინდეს, გექმნეს შენ იგი სამოსელ, რამეთუ თქუა: რომელთა ქრისტჱს მიერ ნათელ-გიღებიეს, ქრისტჱ შეგიმოსიეს;
    50.     უკუეთუ სძალ იქმნე, გექმნეს შენ იგი სიძე, რამეთუ ესრე თქუა: ვისი სძალი არს, იგი არს სიძჱ: უკუეთუ ქორწინების გინდეს, გექმნეს შენ ქმარ,
    51.     რამეთუ ესრე თქუა: განგათხოვენ თქუენ, ვითარცა ქალწული ერთი წმიდაჲ წარდგინებად წინაშე ქრისტჱსა, რამეთუ მეძავ იყავ და ქალწულ იქმენ.
    52.     ჵ ახალი და დიდებული საქმჱ! რამეთუ გარეშემან ქორწილმან ქალწულებაჲ განჴრწნის წინაჲსწარ სულიერისაჲ მის, ეგრეცა სულიერმან მან ქორწილმან ქალწულებაჲ იგი და სიწმიდჱ დაამტკიცის;
    53.     მოიყვანა მეძავი და განწმიდა უფროჲს ქალწულისა მის.
    54.     განმიმარტე მე სიტყუაჲ ესე, რომელი-ეგე მწვალებელ ხარ: ვითარ ანუ რაბამად უწმიდჱს იქმნა მეძავი ქალწულისა მის? ვერ შემძლებელ ვარ მე თქუმად.
    55.     ხოლო ვთქუათ, სარწმუნოებით თუ შეიწყნაროთ, რამეთუ ესე ყოველნი ნიჭთა მათ სულისა წმიდისათა მოგუმადლნეს, რამეთუ გარდაეცნეს და გარდაეფინნეს მადლნი იგი და ეჩუენა მათ განყოფაჲ ენათაჲ, ვითარცა ცეცხლისაჲ.
    56.     უკუეთუმცა ცეცხლ იყვნეს, ვითარმცა არა შეიწუნეს?
    57.     ჰურიაჲ იგი ჰკითხავს, ვითარმედ: ცეცხლისანი თუ იყვნეს ენანი იგი, ვითარ არა შეიწუნეს ვითარცა ცეცხლითა?
    58.     აწ მეცა გკითხავ, ჵ ჰურიაო: უკუეთუ ცეცხლი იყო მაყულოვანსა მას, ვითარ არა შესწუვიდა უნდოსა მას შეშასა მაყულისასა?
    59.     რაჲ-მე უძლიერჱს არს ცეცხლისა, ანუ რაჲ-მე უუსუსურჱს არს მაყულისა?
    60.     რამეთუ არცა მაყუალი იგი შეიწუებოდა, და არცა ცეცხლი იგი დაშრტებოდა.
    61.     ანუ ვითარ მერმე სამთა ყრმათა ცეცხლი იგი ვერ შემძლებელ ექმნა შეწუვად ჴორცთა მათთა, არამედ საჴუმილი იგი ცუარად გარდაიქცა და ნაკუერცხალსა მას ვითარცა ვარდსა სტკებნიდეს?
    62.     ღუაწლი ბრძოლისაჲ ჴორცთა მათთაჲ შორის ცეცხლსა შეიქმნებოდა;
    63.     ჩჩჳლ ღათუ იყვნეს ჴორცნი მათნი ვითარცა ცჳლნი, არამედ უფროჲს რკინისა განმტკიცნეს.
    64.     გამო-ღა-მითარგმანე მე ძუელისაგან.
    65.     ესე ყოველი წარჴდა, რაჲთა სარწმუნო იყოს ჭეშმარიტებაჲ იგი.
    66.     და რად-მე ცეცხლისაგან იყო სული იგი?
    67.     წრფელ ჯერის-ჩინებისათჳს გონებათა მათ შეწყნარებისათა;
    68.     და არა ესოდენ ხოლო, არამედ ვითარცა ცეცხლმან ეკალი შეწჳს, ეგრეცა სულმან წმიდამან ცოდვანი განკაფნის: შთაასხა ცეცხლი იგი მღჳმესა მას და პირი დაუყო ლომთა მათ;
    69.     იქცეოდეს მეთევზურნი სოფელსა შინა, მიიღეს სნეულებაჲ იგი სოფლისაჲ და მოაქცინნეს სიცოცხლედ;
    70.     შეეხნეს განრღუეულთა, და იქმნნეს გუამ ცოცხალ;
    71.     არა ჰოროლნი განყარნეს, არცა მშჳლდსა გარდაუცუეს, არცა ისარნი მოირთხნეს, არცა ფასსა და სიმდიდრესა შეიკრებდეს, არამედ იყვნეს იგინი შიშუველ და მოსილ: შიშუველ – სამოსლითა და მოსილ – ქრისტჱს მიერ;
    72.     უპოვარ იყვნეს და მდიდარ: ფასითა – ნაკლულევან, ხოლო სასუფეველი ღმრთისაჲ დაეპყრა;
    73.     მარტო იყვნეს და არა მარტო: მარტო – კაცთაგან, ხოლო შეეყო მათ ღმერთი იგი მათი, რამეთუ ესრე თქუა: თქუენ თანა ვიყო, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.
    74.     აღრეულად იქცეოდეს მგელნი იგი და ცხოვარნი სოფელსა შინა.
    75.     რომელმან-მე მწყემსმან ცხოვარნი შორის მგელთა განუტევნეს?
    76.     არამედ რაჟამს იხილის მგელი, ცხოვარნი შეკრიბნის;
    77.     ხოლო ქრისტემან პირისპირ შორის მგელთა განუტევნა საცხოვარნი იგი.
    78.     და არა თუ საჭმლად შეიქმნნეს ცხოვარნი იგი მგელთა მათ, არამედ მგელნი იგი მოიქცეს მორჩილებად და დაესახლეულნეს ცხოვართა მათ.
    79.     და არა თქუეს მათ, ვითარმედ: ცხოვარნი თუ ვართ, ვითარ მიგუავლინებს ჩუენ საჭმლად და აღსაჭრელად მგელთა?
    80.     ერთითა სიტყჳთა განაგო ნებაჲ გონებისა მათისაჲ.
    81.     არა ესრე ჰრქუა, ვითარმედ: „მივედით“, არცა მათითა ძალითა მიავლინებდა რას მათ, არამედ ესრე თქუა: მიგავლინებ თქუენ.
    82.     თქუენ ღათუ უძლურ ხართ, არამედ რომელი მიგავლინებს თქუენ, იგი ძლიერ არს.
    83.     ვინ-მე უკუე ხარ შენ? – მე იგი ვარ, რომელმან ცანი გარდავართხენ და სიკუდილი დავარღჳვე;
    84.     რომელმან ბეჭდის საყოფელი იგი საშჯელისა თქუენისაჲ ჯუარსა შევმშჭუალე;
    85.     რომელმან ძუელი იგი შჯული ვცვალე და პირველსავე მას სამკჳდრებელსა შეგიყვანენ თქუენ;
    86.     რომელმან ძლიერნი იგი უძლურ ვყვენ.
    87.     აწ რაჲ-მე უსასტიკეჲს არს ზღუასა, და მცირემან მქჳშამან სიმყჳრტჱ იგი ძლიერებისაჲ შეუძლის დაყენებად.
    88.     აწ ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა, შორის მგელთა.
    89.     ზღუდე ექმნნეს მგელნი იგი კრავთა მათ, რაჲთა არა ივლტოდიან, არამედ შეიწყნარონ მაცხოვარებაჲ.
    90.     ჵ ძლიერებაჲ, რომელი მიავლინა ადგილსა მას, სადა კრავნი შორის მგელთა დამკჳდრებულ იყვნეს!
    91.     არამედ გარდაიქცეს მგელნი იგი და იქმნეს კრავ, რამეთუ არა ბუნებითვე მგელ იყვნეს, არამედ სახჱ მგელთაჲ ედვა.
    92.     „აჰა ესერა მიგავლინებ“. რასამე გიბრძანებ ყოფად?
    93.     ღრმიად მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი, და ერთგულ, ვითარცა ტრედნი.
    94.     რაჲმე უკუე არს, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი, და ერთგულ, ვითარცა ტრედნი“?
    95.     ბევრგან ღათუ იწყლის გუელმან გუამი თჳსი და თავი თჳსი განირინის, ყოვლითურთ განიკურნის იგი.
    96.     ეგრეცა შენ, თუ ენებოს მტერსა მიღებად ფიჩჳსა შენისა, მიეც მას;
    97.     და თუ მონაგებსა შენსა მოგიღებდეს შენ, მიეც მას;
    98.     და თუ ცხოვრებასა შენსა მიგიღებდეს, მი-ვე-ეც მას, გარნა სარწმუნოებაჲ შენი მტკიცედ დაიმარხე შენ თანა.
    99.     დ რაჟამს ეგე ყოველი ჰყო, მიერითგან მწრაფლ და ადვილ იყოს შენდა, რამეთუ შიშუველიცა გამოხუედ დედის მუცლით, შიშუველიცა წარსლვად ხარ.
    100.     უცხოდ სოფლად თუ ვინმე მიგიყვანოს შენ, მუნცა უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და ყოველი სავსებაჲ მისი;
    101.     და მო- ღათუ ვინმე- გაკუდინოს შენ, გზჲვე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა.
    102.     რამეთუ მარტჳლნი იგი რომელ იმარტჳლნეს, სარწმუნოებაჲ თჳსი არა წარწყმიდეს და სიკუდილისა მათისა შემდგომად უძლიერჱსღა არიან ცხოველთასა, რამეთუ ესრე თქუა: ამისთჳს კაც ვიქმენ, ამისთჳს ჴორცნი შთავიცუენ, რაჲთა ყოველივე სოფელი ეკლესია ვყო.
    103.     რამეთუ დიდი გულსმოდგინებაჲ არს ღმრთისაჲ ეკლესიათათჳს.
    104.     არა თუ რომელნი-ესე ზღუდითა შემკულ არიან, არამედ რომელნი სარწმუნოებით განძლიერებულ არიან.
    105.     ეკლესიათათჳს ცანი გარდაერთხნეს, ეკლესიათათჳს ზღუაჲ ერთ-კერძო განკრბა, ქარნი განეფინნეს, შჯული დაიდვა, წინაწარმეტყუელნი მოივლინნეს, საკჳრველებანი დიდ-დიდნი იქმნეს, რამეთუ ზღუანი განსთქდიან და მუნვე ურთიერთას შეიძერწნიან;
    106.     კლდენი განსთქდიან და მუნვე ურთიერთას შეიბრძჳნნიან;
    107.     მანანაჲ წჳმდებოდა, და მუნთქუესვე ტაბლაჲ განემზადებოდა;
    108.     ეკლესიათათჳს წინაწარმეტყუელნი მოივლინნეს და მოციქულნი.
    109.     და რასაღა-მე უფროჲს ვიტყოდი?
    110.     ეკლესიათათჳს მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ კაც იქმნა, ვითარცა პავლე თქუა, ვითარმედ: ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, რაჲთა ეკლესიაჲ იგი დაემტკიცოს, რამეთუ სისხლი იგი წმიდაჲ დასთხია ეკლესიათათჳს.
    111.     ამის გამო არცაღა ნერგი იგი მისი დაჭნეს და არცა ფურცელი მისი დასცჳვეს სისხლისა მის მჴურვალებითა ურვისაჲთა ჭირისა ჟამსა, რამეთუ არა ჟამთა მონაჲ არს იგი, ვითარცა იგი ხემან ჟამი იპყრის ფურცლისა გამოსხმაჲ და ჟამსა ზამთრისასა დაეყარის.
    112.     ხოლო მისა ძალი სულისაჲ მუშაკ არს. ამის გამო ვერ მოეკუეთოს.
    113.     რამეთუ მრავალნი ჰბრძვანედ მას, არა ერევიედ, ვითარცა დასაბამსა ჰბრძოდეს;
    114.     ვიდრე ეკლესიანი ახალ-ნერგღა (იყვნ)ეს, მრავალ აღძრ(ვაჲ) იქმნა, და ვერ ერეო(დეს) მას.
    115.     ხოლო აწ ნიჭთა მათ გამო ქრისტჱსთა და ძალითა სულისა წმიდისათა შარავანდედნი ღმრთის მსახურ არიან, ჴრმლოსანნი და ყოველი სოფელი ერთბამად სავსე არს სარწმუნოებითა.
    116.     ხოლო პირველსა მას ჯერსა, დასაბამსა მას შინა, მეფენი უშჯულო იყვნეს და მთავარნი – უწესო, ერი – ბორგნეულ, მბრძანებელნი და მფლობელნი ბაგინსა შინა აკუმევდეს და კუამლი იგი ცმელისაჲ მის,
    117.     რომელსა-იგი აკუმევდეს, ყოველსა ადგილსა შეაბილწებდა, და ქარნი შეიგინებოდეს, და ქუეყანაჲ განირყუნებოდა, დევნი იხარებდეს და ეშმაკნი როკვიდეს, მამაჲ შვილსა უვარ-ჰყოფდა და შვილი მამასა აგინებდა, ბუნებანი განსთქდებოდეს და ღმრთის მსახურებაჲ არა განიყოფოდა.
    118.     აწ სადა არიან იგინი, რომელნი ეკლესიათა უჴდებოდეს?
    119.     რამეთუ ვიდრე-იგი ახალ-ნერგღა იყვნეს, ვერვინ სძლო მათ;
    120.     აწ რამეთუ ცათა სწორ იქმნა, ესრე-მე ჰგონებთა, ვითარმედ ვერეოდით მას?
    121.     ვიდრე ათერთმეტნი იგიღა მოციქულნი იყვნეს, ვერვინ შემძლებელ იქმნა შეპყრობად მათა.
    122.     აწ ათერთმეტთაღა უმეტჱს ბევრნი ბევრთანი შეაწყუდინეს ბადეთა მათთა, ვითარ-მე ვინ შემძლებელ არს ძლევად მისა?
    123.     რამეთუ აჰა ესერა ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ცაჲ და ყოველი სოფელი, დაბაჲ და უდაბნოჲ, ქალაქნი და ყოველნი ცის-კიდენი სავსე არიან ღმრთის მსახურებითა.
    124.     ჰგონებ, ვითარმცა დააყდუმენ იგინი და ვერ ჴელ-გეწიფების, რამეთუ ქრისტემანცა სიტყუაჲ განკუეთილი თქუა მისთჳს, ვითარმედ: ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ერეოდიან.
    125.     რამეთუ უადვილჱს არს ცათა წარსლვაჲ და ქუეყანისა წარწყმედაჲ, ვიდრეღარა ეკლესიათა შერყევასა.
    126.     აწ ვინ-მე იტყვჳს ამას? – არამედ ქრისტჱ, ვითარმედ: ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ.
    127.     კეთილად სამე თქუა, რამეთუ სიტყუანი ღმრთისანი ძლიერ არიან უფროჲს ცათა, რამეთუ ცანი და ქუეყანაჲ სიტყჳთა უფლისაჲთა დაებადნეს, რამეთუ თქუა ღმერთმან: იყვნედ ცანი!
    128.     სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ ნივთ საქმისა მის იქმნა.
    129.     მწრაფლ რბიოდეს ბუნებანი იგი და ვერარაჲ დააყენებდა მათ, რამეთუ უფალი იყო ბუნებათაჲ მათ და ჴელმწიფე იყო შესაქმედ და მერმე ცვალებად.
    130.     რამეთუ ესრჱთ თქუა: მე აღვაშჱნი იგი – ესე თჳთ ეკლესიაჲ – და ცანი მე დავამტკიცენ.
    131.     რამეთუ ცათათჳს ჴორცნი არა შევისხენ, რაჲთა ისწაო, რამეთუ ცისაჲ და ქუეყანისაჲ და ანგელოზთაცა და ყოვლისა დაბადებულისა უფროჲს ეკლესიაჲ არს: „ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ“.
    132.     მოვედ, ჰურიაჲ ეგე, და მოვედ, წარმართი ეგე!
    133.     ცუდად თუ რას სიტყუათა ამათ შევატყუებთ, ანუ თუ ჭეშმარიტებით არს, რომელსა-ესე უფლისა მიმართ ვიტყჳ.
    134.     უკუეთუ ძალი ვიდრემე სიტყუათაჲ თქუა ქრისტემან, ვითარმედ „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“, აწ უკუე რაჲ-მე არიან სიტყუანი იგი?
    135.     ისმინე, ჴელი მივყოთ და შოვა შემოვიღოთ და ვიხილოთ, შეურაცხ თუ რაჲმე იყვნენ სიტყუანი იგი.
    136.     არა თუ ქცეულად რასმე ვიტყჳ, არამედ მწვალებელთა მათ პირსა დაუყოფ.
    137.     აწ რაჲ-მე არიან სიტყუანი მისნი?
    138.     რამეთუ ესრე თქუა, რამეთუ: შენ ხარ კლდჱ, და მაგას კლდეს ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას;
    139.     და „ამას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი“ – არა თუ პეტრეს კლდესა ზედა თქუა, არცაღა ვის კაცსა ზედა, არამედ სარწმუნოებასა ზედა აღაშჱნა ეკლესიაჲ.
    140.     აწ რაჲ-მე არს სარწმუნოებაჲ იგი, არა თუ ესე, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ?
    141.     კლდედ უწოდა ეკლესიათა, რომელმან დაუთმის კუეთებათა მათ ღელვისათა და არა შეირყიის.
    142.     რამეთუ ეკლესიათაცა შეემთხჳნიან მრავალნი განსაცდელნი და ვერ ერევიედ მას.
    143.     და რაჲ-მე არს იგი, რომელ კლდესა ზედა თქუა?
    144.     არა თუ წამებაჲ სიტყჳსაჲ მის; არა თუ ლოდები რაჲ საშჱნებელად ჴამს; არცა ძელი ანუ რკინაჲ;
    145.     არცა ეგევითარითა რაჲთ გულისხმის-ყოფითა შჱნებად მისა, რომელ იგი ჟამ ერთ არნ და მერმე დაირღჳს.
    146.     ხოლო სამებასა მას წმიდასა ეშმაკთაცა ვერ სძლიან.
    147.     და მოწამე არიან ამას წმიდანი მარტჳლნი, რომელნი იწამნეს, რამეთუ გუერდთა მათთა ხუეტდეს და მათ სარწმუნოებაჲ იგი არა წარწყმიდეს.
    148.     ჵ ახალი ესე საქმჱ და საკჳრველი!
    149.     რამეთუ კედელი დაითხარებოდა და საფასჱ არა გამოიპარვოდა;
    150.     ჴორცნი მათნი მოჰკფთებოდეს და სარწმუნოებაჲ იგი არ შემცირდებოდა!
    151.     ესევითარი ძალი აქუნდა მარტჳლთა მათ!
    152.     „და ესევითარსა კლდესა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“.
    153.     მორჩილ ვიყვნეთ სიტყუათა ამათ ჭეშმარიტებისათა, რამეთუ ბჭედ ჯოჯოხეთისად ჭირნი ამის სოფლისანი თქუნა, რომლისაგან იშვების სიკუდილი.
    154.     ვინ-მე უკუე არს, რომელი ჭი(რი)თა მით თჳსითა შთაჴდეს ჯოჯოხეთა?
    155.     ვითარცა ბჭჱ იგი ქალაქისაჲ გზა ექმნის შემავალთა მისთა, ეგრეცა ჭირნი ამის სოფლისანი ჯოჯოხეთ არიან და გზა სიკუდილის.
    156.     და რად-მე უკუე არა დააყენნე ჭირნი იგი?
    157.     – ამის გამო, რაჲთა ვაჩუენო ძალი იგი ჩემი, ვითარმედ ვერვინ შემძლებელ არს ძლევად მისა.
    158.     ესრე მეგულებოდა სიტყუად: ჰბრძოდისღა თუ ვინ, სძლონ ამისთჳს მიუშუა მათ, რაჲთა ნიში იგი ძლევისაჲ მის მისისაჲ გამოიწერონ სახედ.
    159.     და ბჭეთა ჯოჯოხეთისათაჲ არა ესრე თქუა, ვითარმედ: „არა დაეყენონ“, არამედ ესრე თქუა, ვითარმედ: „ვერ ერეოდიან მას“.
    160.     რომელიმე ღუაწლი ბრძოლისაჲ შეიქმნებინ და ვერ იძლევინ, ვითარმედ: ღელვანი, ნიავ-ქარითა აღძრულნი, ეკუეთნიან, და იგი არა დაითქის;
    161.     გუემითა ღათუ გუემონ, ღელვითა მათითა, და ვერ შთაჴადონ იგი სიღრმესა მას უფსკრულთასა;
    162.     ისარნი ეცნეს, ხოლო არავე იწყლა იგი;
    163.     პირად-პირადითაღა მით მანქანითა ჰბრძოდიან მას, ხოლო გოდოლი იგი მისი მტკიცეს დამყარებულივე დგეს.
    164.     და რაჲღა-მე ვთქუა? რამეთუ ეკლესიამან ერთ პირად ღაღატ-ყო და თქუა, და მესათხევლჱ იგი ვითარცა გოდოლი შეურყეველად მტკიცედვე დგას.
    165.     რავდენვე მდინარენი შურებოდეს განრყუნად სიტყჳსა მის და ვერ შეუძლეს, რამეთუ კლდესა ზედა დამტკიცებულ იყო საფუძველი იგი მისი.
    166.     გულისხმა-ყავთ, რავდენნი ძლიერნი და მეფენი, რომელთა ედგნეს შარავანდნი თავთა მათა და აღელესნეს მახჳლნი მათნი და აღემახუნეს, ვითარცა შუანი მძჳნვარეთანი, გულის-წყრომანი იგი მათნი და უთქუმიდეს სიკუდილდ და უმზირდეს შეწუვად ცეცხლითა!
    167.     და დაყარნა კაპარჭნი თჳსნი ეშმაკმან, ხოლო ვერაჲ შეუძლო ყოფად ეკლესიათათჳს, რამეთუ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, და საქმენიცა იგი მოწამე არიან, რომელნი იქმნეს მის ზედა.
    168.     მრავალ გზის ჰბრძვეს და ვერ ერეოდეს მას, არამედ მბრძოლნიცა იგი წარჴდეს და დასავიწყებელად შეიქმნეს, ხოლო ეკლესიაჲ ოდესვე და მარადის ყუავის.
    169.     სადა არს კლავდიოს? სადა არს აგჳსტოს? სადა არს ნერონ? სადა არს ტიბერიოს?
    170.     სახელნი იგი ხოლო ცუდად არიან, ხოლო იგინი არასადა იჴსენებიან.
    171.     რამეთუ ეკლესიათა ჰბრძოდეს;
    172.     მბრძოლნი იგი წარჴდეს, ხოლო ეკლესიანი მარადის ყუავიან.
    173.     რომელსაცა ადგილსა მიხჳდე, ანუ თუ სოფელსა იქცეოდი, ანუ თუ დაბასა, ანუ თუ უდაბნოსა, ესე სიტყუაჲ ხოლო ისმინო, რამეთუ: საუკუნითგანვე იყო სიტყუაჲ და უჴრწნელებაჲ იგი და ცხოვრებაჲ.
    174.     რამეთუ მაშინ, ამისა წინა, ქალაქნი სავსე იყვნეს უშჯულოებითა, ხოლო აწ უდაბნოჲცა სავსე არს ღმრთის მსახურებითა;
    175.     მაშინ, უწინარჱს ამისა, შარავანდედნი ადიდებდეს დღესა შობისა მათისასა და როკვად წარმოჴდიან, რამეთუ შობასა მას ჰეროდჱსსა როკვად წარმოჴდა ასული იგი ეროდიაჲსი, ხოლო აწ მჴევალთაცა არა ჯერ-იჩინიან ეგევითარი საქმჱ ყოფად;
    176.     ამისა წინა სპარსთა დედანი თჳსნი შეირთნიან ცოლად, ხოლო აწ ქალწულებასა იმარხვენ;
    177.     მაშინ გუთთა მამანი თჳსნი მოწყჳდნიან, ხოლო აწ თჳსსა სისხლსა იწრაფიან დათხევად ღმრთის მსახურებისათჳს.
    178.     აწ ესერა შარავანდედსა ამას ჩუენსა შარავანდნი თჳსნი აღუმაღლებიან და მიუღებიეს ჯუარი იგი თჳსი სიყრმითგან თჳსით და მიერითგან, ვითარცა მოხუცებული, სიბრძნესა გჳჩვენებს ეკლესიასა შინა, რამეთუ მეფობაჲ შეურაცხ-უყოფიეს.
    179.     გარეშე – ჰორლოსანნი და შინაგან – ზრახვანი ღმრთის მსახურებისანი;
    180.     გარეშე – ლახუროსანნი და სამწყელნი სიმდაბლისანი: ძჱ თევდოსისი და მამაჲ თევდოსისი.
    181.     ამას ყოველსა ზედა ვჰმადლობდეთ ნიჭთა მათ ზედა ღმრთისათა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და პატივი და თაყუანის-ცემაჲ უკუნისამდე. ამენ.


40

     1.     მეორჱ. თქუმული მისივე ოქროპირისაჲ. გურიტისათჳს და წმიდისა ეკლესიისათჳს
    2.     გურიტი – უდაბნოჲს მოყუარჱ. რაჟამს ყვის შორის მაღნარსა სამკჳდრებელი თჳსი, ჴმა-ყვის და მოუწესნ მამალსა თჳსსა და ჴმითა ტკბილითა მოწლებისა მისისაჲთა ოხრიედ მაღნარნი.
    3.     მიერითგან მამალი წარსავალსა მას თუ წყალთასა არნ, რაჟამს ესმის ჴმაჲ იგი, სურვილითა მით მოწლებისაჲთა მოისწრაფის მიწევნად მუნ.
    4.     მაშინღა ერთითა მით ერთობითა ერთად ანუ კბოდის პირსა, ანუ ნაპრალსა კლდისასა, ანუ ოლეთა ზედა უშიშად დაიდგნიან და იქმნიან ბუდჱ თჳსი და გამოიზარდნიან მართუენი თჳსნი.
    5.     და თქჳანცა რომელთამე გურიტისათჳს, ვითარმედ: მამლის მოყუარე არს და სიწმიდესა იმარხავნ: ჟამ თუ სადამე არნ და მოიკლის მამალი იგი ანუ მფრინველისაგან ანუ თუ მახითა, მიერითგან დედალი იგი სხუასა მამალსა არღარა შეეყვის, არამედ მისსა მას სიყუარულსა დაადგრის.
    6.     ისმინეთ ესე თქუენცა, დედანო, რავდენი სიწმიდჱ მფრინველთა თანაცა იპოვების!
    7.     აწ რომელთა მსგავსება გურიტისაჲ გაქუს თავთა თქუენთა, მისსა მას სიწმიდესა და სიყუარულსა ემსგავსენით.
    8.     ეგრეცა ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ: რაჟამს უკუე ქმარი იგი მისი ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და აღმაღლდა ცად, იგი სხუასა ქმარსა არღარა შეეყო, არამედ მისსა მას სიყუარულსა და ერთობასა დადგრომილ არს და ელის.
    9.     ხოლო თქუენ, საყუარელნო, ნუ ესრე ჰგონებთ, ვითარმედ: წიგნთა გარეშე რასმე ვიტყჳ ამის გურიტისათჳს, რომელ-ესე ვთქუ: შემოვიღოთ წიგნთაგან და მოვიჴსენოთ წერილისაჲ,
    10.     ვითარცა-იგი ნეტარი დავით იტყჳს სახიობასა მას შინა თჳსსა, ვითარმედ: სირმან პოვა სახლი და გურიტმან ბუდესა დაისხნა მართუენი თჳსნი.
    11.     აწ რომელსამე სირსა იტყჳს? – არა თუ მას, რომელი-იგი განერა მახესა მას მონადირეთასა, არამედ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა;
    12.     ესრე ჯერ-უჩნდა მოწაფეთა მათ თჳსთაჲ, რომელნი უმჯობჱსისა მის დიდებისა ღირს არიან, რამეთუ ესრე ჰრქუა მათ, ვითარმედ: მრავალთა სირთა უმჯობჱს ხართ თქუენ.
    13.     ამისთჳს სოლომონიცა გიღაღადებს და გეტყჳს, რაჲთა განერე ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა სირი ირეჭსა.
    14.     ამის გამო თქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირჱს არს ყოველთა თესლთა;
    15.     ხოლო რაჟამს აღორძნდის, უმაღლჱს არნ ყოველთა მხალთა და შეიქმნის ხედ, რამეთუ მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა ზედა.
    16.     ეგრეცა აქა სიმრავლჱ იგი ძეთა კაცთაჲ მფრინველთა ამსგავსა, რამეთუ „სირმან პოვა სახლი და გურიტმან ბუდესა დაისხნა მართუენი თჳსნი“.
    17.     რამეთუ გურიტსა ამსგავსა სული წმიდაჲ და ეკლესიაჲ, რომელი-იგი პირად-პირადითა მით მეცნიერებითა და პირად-პირადითა სამკაულითა შემკულ არს.
    18.     ჯერ-არს ჩუენდა ცნობად ღმრთისაგან, ვითარ-იგი თქუა, ვითარმედ: ყოველი იგი დიდებაჲ ასულისა მეუფისა შინაგან ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ, რამეთუ „სირმან პოვა სახლი და გურიტმან ბუდჱ“,
    19.     ხოლო რომელ-იგი თქუა „რტოთა ხისათა დადგრომაჲ“, ესე იგი არს საფარველი ჯუარისაჲ, რომელმან განზარდნის ახალ ნათელ-ღებულნი იგი ყრმანი თჳსნი.
    20.     ესე გურიტი იგი აჴსენა იერემია სიტყუსა მას შინა თჳსსა, ვითარმედ: გურიტმან და მერცხალმან და მჭურინავმან – მფრინველთა ცისათა ცნეს ჟამი წარსლვისა მათისაჲ.
    21.     რამეთუ გურიტი ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ თქუა, და მერცხალი – კაცის-მოყუარჱ იოვანე ნათლის-მცემელი, და მჭურინავი – ჴმა-ჰამოჲ პავლე, რომელი იყო ნესტჳ ეკლესიათაჲ.
    22.     ამის გამო ამცნო გურიტისაჲ უფალმან აბრაჰამსა, ვითარმედ: მოიყვანო შენ ჩემდა დიაკეული ერთი სმნიერი და ვერძი ერთი სმნიერი და ვაცი სმ(ნი)ერი და გურიტი და ტრედი.
    23.     ესე გურიტი აჴსენა ქებასა მას ქებათასა და თქუა, ვითარმედ: ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩუენსა, ჴმაჲ გურიტისაჲ მის, რომელი-იგი ცით გამო იყო, რამეთუ ქრისტჱ მოსულად იყო ზეცით და ამას გუაუწყებდა ჩუენ.
    24.     ესე ნიში არს ჴმისა მის გურიტისაჲ, რომელი-იგი ისმა.
    25.     მო-ღა-ვისმინოთ ჴმაჲ იგი გურიტისაჲ მის, რომელსა-იგი ჰნებავს სასმენელ ყოფად ჴმაჲ თჳსი.
    26.     ამისთჳს თქუა, ვითარმედ: შავ ვარი მე და შუენიერ;
    27.     შავ – სულთა მათთჳს მგლოვარეთა, შუენიერ – ნათლის-ღებისა მის გამო ნათელ-ღებულთაჲსა.
    28.     შავ ვარი მე და შუენიერ, ასულნო იჱ~სლმისანო, რამეთუ წმიდანი იგი სულნი ნახპეტთანი თქუნა ასულად იჱ~სალემისად.
    29.     დაშავებულ ვარი მე და დაღებულ, რამეთუ მრუმედ მომხედა მე მზემან პირველისათჳს საცთურისა.
    30.     და რომელმან-მე მზემან მრუმედ მოხედა მას?
    31.     – არა თუ მან, რომელ-იგი თქუა ეკლესიასტემან, ვითარმედ: მათ დღეთა გამობრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ.
    32.     ესე – თჳთ ქრისტჱ, რომელი შობად იყო მარიამისაგან ჴორციელად და აღმოსავალ სახელი ერქუა მას და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „დაჰჴდეს მზჱ“, ესე არს, რომელ-იგი ჯუარს-ეცუა და დაეფლა გულსა ქუეყანისასა.
    33.     აღმოჰბრწყინდის მზჱ და დაჰჴდის და ადგილსავე თჳსსა მიეგის, რამეთუ ესრე თქუა: რაჟამს აღვმაღლდე, ყოველნივე მოვიზიდნე ჩემდა.
    34.     რამეთუ მალაქიაცა თქუა, ვითარმედ: მათ დღეთა შინა გამობრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუნდეს კურებაჲ ფრთეთა ქუეშე მისთა.
    35.     ხოლო რაჟამს მოვიდა მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელ არს თავადი ქრისტჱ, შეეხო მას დედაკაცი იგი წიდოვანი ფესუსა სამოსლისა მისისასა და დასცხრა მდინარჱ იგი წყაროჲ სისხლისაჲ მის.
    36.     „შავ ვარი მე და შუენიერ, ასულნო ი~ჱლემისანო“, დაშავებულ ვარ და დაღებულ ცოდვითა.
    37.     აწ იყოს თუ ვინმე აქა მორწმუნჱ ცთომილი, ნუ შეშინდებინ, არამედ შეინანენ და თქუნ: შავღა თუ ვარ, შუენიერვე ვარ, და მი- ღათუ ვინმე- წევნულ იყოს აღსასრულისა თჳსისა ჟამთა და სულთა აღმოსლვად მიიწეოდის, – და რაჲღა-მე უფროჲსი ვთქუა, –
    38.     სულნი ღათუ აღმოჰკრთებოდიან და კნინ ღათუ გონებაჲ იყოს მის თანა, ნუვე წარჰკუეთნ სასოებასა,
    39.     არამედ შე-ვე-ინანენ და გარდამოაწთვენ ცრემლი და განიბანენინ ჴორცნი თჳსნი და ქველის-საქმითა სულნი თჳსნი განიწმიდენინ, ვითარცა იგი იტყჳს: მწუხრი ტირილი და ცისკარს სიხარული.
    40.     ძიღა მიემსგავსე ეზეკია მეფესა, რომელი მიახნდა სიკუდილსა და ეუწყა ესაიაჲსგან და ცრემლოოდა იგი და შეუმატა მას ღმერთმან ათხუთმეტი წელი ცხოვრებისაჲ.
    41.     და იყოს ღათუ ვინმე დაშავებული ცოდვითა, შეინანენ და შეეახლენ ღმერთსა და ნათელ-იღენ წყლითა მით ცხოვრებისაჲთა.
    42.     და იყოს თუ ვინმე აქა მორწმუნჱ ცთომილი, შე-ვე-ინანენ და ჭეშმარიტითა მით საბანელითა ცრემლთაჲთა ჴორცნი თჳსნი განიბანენინ და სულნი თჳსნი განიწმიდენინ, და ესრჱთ შემოგეახლოს სული წმიდაჲ.
    43.     და თჳთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაემკჳდროს შენ თანა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა სთქუა გულსა შენსა: ვაჲ ჩემდა, რამეთუ დამშრშალ და დაწერტილ ვარ მე სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ისრითა.
    44.     აწ ისმინე სიტყუაჲ იგი ისრისაჲ მის, ვითარ-იგი წერილ არს ესაიასა, ვითარმედ: დამდვა მე ვითარცა ისარი ერთი რჩეული და დამმალა მე კაპარჭსა შინა.
    45.     აწ რაჲ-მე არს ძალი ისრისაჲ მის?
    46.     ღმერთ სიტყუაჲ იგი თქუა და კაპარჭ – ჴორცნი იგი, რომელთა შინა დაფარულ იყო ღმრთეებაჲ.
    47.     ამის ისრისა სიყუარულითა დაშრშებოდა იერემია და თქუა: არა შევიწყინო მე შემდგომად კუალსა მისსა და დღენი კაცთანი მე არა მწადოდიან;
    48.     ამის ისრისა სიყუარულითა დამშრშალ იყო დავით და თქუა: მიგდევდა შენ სული ჩემი, და მე შემიწყნარა მარჯუენემან შენმან;
    49.     ამის ისრისა სიყუარულითა დაშრშებოდა პეტრე და თქუა: შენ უწყი, უფალო, რამეთუ მიყუარ შენ.
    50.     ამის ისრისა სიყუარულითა დაშრშებოდა პავლე, რომელი-იგი კრულ იყო ქრისტჱს მიმართ, და თქუა: ვინ განმაშოროს მე სიყუარულსა ქრისტჱსსა?
    51.     ამის ისრისა სიყუარულითა დამშრშალ იყო წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ და თქუა: ვაჲ ჩემდა, რამეთუ დამშრშალ და დაწერტილ ვარი მე სიყუარულითა მისითა, რომელ-ესე ვარ ეკლესიაჲ წარმართთაჲ.
    52.     ჵ სიყუარული და სიტკბოებაჲ, რომელ აქუნდა მისა მიმართ!
    53.     რამეთუ სულ-თქუმითა მით მისითა ქრისტესა – ზესკნელსა მას სიძესა მოიხადოდა.
    54.     ამის გამო თქუა, ვითარმედ: ამბორ-მიყავ მე ამბორის-ყოფითა პირისაჲთა, რამეთუ თხოვილ ვარ მე ზესკნელისა მის სიძისა შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა, რომელ-ესე ვარ ეკლესიაჲ წარმართთაჲ;
    55.     არა დავემორჩილო მე მოსეს, არცა ესაიას, არცა იერემიას, არცა სხუათა წინაწარმეტყუელთა, არამედ თჳთ მოვედინ თავადი უფალი და მეტყოდენ მე და ამბორ-მიყავნ მე ამბორებითა პირითა თჳსისაჲთა.
    56.     მესმა სიტყუაჲ იგი იერემიაჲსი, რომელ თქუა, ვითარმედ: მძინარე არს გული მისი უფროჲს ყოვლისა და იგი თავადი კაცი არს, და ვინ-მე იცნას იგი?
    57.     მისა წადიერ ვარ. იგი თჳთ მოვედინ და მეტყოდენ მე.
    58.     მესმა, რაჲ-იგი თქუა ამოს, ვითარმედ: ვიხილე მე კა(ცი), რომელი დგა ადამანტინესა ზედა ზღუდესა და ჴელთა მისთა ეპყრა ადამანტი.
    59.     მას ვეძიებ, იგი თჳთ მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე.
    60.     რამეთუ ვითარცა დედაკაცსა რომელსა უყუარნ ქმარი თჳსი და ქმარი იგი წარსრულ არნ შორსა გზასა და იგი გარდაიხედავნ სარკუმლით თჳსით და მოელინ მას და თქჳს: ოდეს-მე მოვიდესო;
    61.     აიხილნის თუალნი თჳსნი და იხედავნ ზღუად კერძო და ჴმელად;
    62.     და თუ იხილნის სადამე ნავნი მომავალნი, მუნ შინა ჰგონებნ მას;
    63.     ანუ თუ იხილნის მოგზაურნი, ესრე თქჳს: ვინ უწყის, მათ თანა ხოლო თუ მოვიდოდის იგი.
    64.     და მეყსეულად შეემთხჳის და ჰკითხავნ მისსა: მითხართ მე ქმრისა ჩემისაჲ, სადა დაუტევეთ იგი, რომელსა დაბასა, ანუ რომელსა ქალაქსა;
    65.     ანუ რასა იქმოდა, ანუ რასა იტყოდა, ანუ ოდეს თქუა მოსლვაჲ?
    66.     ეგრეცა ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ სიყუარულითა მით სიწმიდისაჲთა მოიმძევლებდა ყოველთა წინაწარმეტყუელთა და ჰკითხვიდა მათ: იხილეთ თუ სადამე იგი, მო-მე-სადა-ვალსაა იგი, ანუ მუნვე ცათა შინა არს, ოთხმეოცდა აცხრამეტთა მათ ცხოვართა აძოვებსა?
    67.     არა-მე მოვალსა მოძიებად ცხოვართა მათ წარწყმედულთათჳს?
    68.     მითხართ მე, სადა-მე დაადგრების, ანუ სადა-მე იყოფვის, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?
    69.     მიუგეს წინაწარმეტყუელთა და ჰრქუეს, ვითარმედ: ესაიაჲს თანა ვიხილეთ იგი და არა იყო ხატი იგი მისი, და ხილვაჲ იგი მისი შეურაცხ, უდარჱს ყოველთა კაცთა.
    70.     მიუგო სძალმან მან, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, და ჰრქუა: ვეძიებ მას და მისაცა მსურის.
    71.     იგი თჳთ მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე.
    72.     მიუგო მას ესაია და ჰრქუა, ვითარმედ: ესე იგი არს და და მოვალს.
    73.     აჰა სასყიდელი მისი მის თანა არს და საქმენი ჴელთა მისთანი არიან წინაშე მისა.
    74.     ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სამწყსოსა მას თჳსსა და ჴელითა თჳსითა შეკრიბნეს კრავნი და ნუგეშინის-მცემელ ექმნეს მაკეთა მათ დამძიმებულთა.
    75.     ესმა რაჲ სძალსა მას ეკლესიასა, რამეთუ ჭეშმარიტად უთხრობდა მას ესაია, ჰრქუა: სადა-მე იყოფვის, ანუ სადა-მე დაადგრების, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?
    76.     შემდგომად მისა მიავლინა იოვანჱსა, რომელი-იგი ჴმაჲ ღაღადებისაჲ იყო უდაბნოსა და თქუა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
    77.     და ვითარ მივიდა იოვანჱსა, შებმა-უყო და ჰკითხვიდა: მითხარ მე მწრაფლ, უკუეთუ შენ (ხ)არ ქრისტჱ?
    78.     მიუგო იოვანე და ჰრქუა: მე არა ვარ ქრისტჱ.
    79.     ხოლო მან ჰრქუა მას: და რად ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტჱ?
    80.     მიუგო იოვანე: არა თუ მე ქრისტე ვარ, არამედ შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი-იგი უძლიერჱს არს ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განვჰჴსენ საბელი ჴამლთა მისთაჲ.
    81.     რაჟამს უკუე ყოვნა მოსულაჲ, თქუა ეკლესიამან გულსა თჳსსა: წადიერ ვარ მე სურვილითა მისითა ხილვად მისა.
    82.     მიუგო იოვანე და ჰრქუა: ნუ შეორგულდები, ნუცაღა სულთ-ითქუამ, რამეთუ მახლობელად მოსლვად არს.
    83.     ვითარცა იხილა იოვანე, რამეთუ მოვიდოდა უფალი, თქუა: აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან მოსპნეს ცოდვანი სოფლისანი.
    84.     რაჟამს უკუე ესმა სძალსა მას იოვანჱსგან, რამეთუ კრავად თქუა და ესაია მწყემსად თქუა, ხოლო სძალი იგი იტყოდა: ვისი-მე მრწმენეს: იოვანჱსი-მე, ანუ ესაჲსი?
    85.     ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ შეორგულდა, ღაღატ-ყო და თქუა: მე ვარ მწყემსი კეთილი.
    86.     მაშინღა მივიდა, შეეხჳა და შეიტყბვო და ამბორს-უყო მას.
    87.     და აღესრულსა სიტყუაჲ იგი დავითისი, ვითარმედ: წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან პირს იკოცნნეს.
    88.     და რაჲღა მე უფროჲსი ვთქუა? – რამეთუ სძალი შეეყო სიძესა და ქორწილი იქმნა სულიერი.
    89.     სახიობაჲ იგი ქორწილისაჲ აღეღო იოვანეს და იტყოდა, ვითარმედ: ვისი არნ სძალი, იგი არნ სიძჱ.
    90.     არამედ მახლობელთა ყოველთა უხაროდა და იხარებდეს.
    91.     იოვანე ესრე თქუა: მისა ჯერ-არს აღორძინებაჲ და ჩემდა დაკლებაჲო.
    92.     ჯერ-იყო მიერითგან წიგნიცა ერთობისაჲ დაწერად, და საჴმარ იყო მუნ ქარტაჲ და მწიგნობარნი და საწერელნი.
    93.     ხოლო ქარტაჲ ესაიას თანა იპოვა, რომელი-იგი სულმან წმიდამან ამცნო მას და ჰრქუა: მოიღე ჩემდა ტომარი ერთი ქარტაჲ გრაგნილი და დაწერე მას ზედა საწერელითა სულისაჲთა.
    94.     სადა საწერელი საჴმარ იყო, დავითის თანა იპოვა, რამეთუ თქუა დავით: ენაჲ ჩემი, ვითარცა საწერელი მწიგნობრისა ჴელოვნისაჲ შუენიერად, რამეთუ მისცემს სძალსა მას სამკაულსა, ასწავებს და იგიცა გულისხმა-ჰყოფს.
    95.     მერმე კუალად ძმადი იგი სძალსა ეტყჳს, ვითარმედ: ეკრძალე, ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე მამული.
    96.     ნუუკუე ესრე ჰგონებდე, ვითარმედ შენი სწორი არს.
    97.     რამეთუ გეტყჳს შენ და შენ თაყუანისცე მას.
    98.     ისმინო თუ, ასულო, ძღჳნით პირსა მისა ჰმსახურებდენ მდიდარნი ერისანი.
    99.     აწ უკუე ჯერ-ვიდრემე-არს მათა განკრძალვაჲ და შეწყნარებაჲ.
    100.     ამიერითგან ქრისტჱს მიმართ მონად დასწერს პავლე თავსა თჳსსა: პავლე და სილოვანე და ტიმოთე, მონანი ქრისტჱსნი.
    101.     მიჰჴადნენ ამიერითგან სძალსა მას შიმონვარნი იგი.
    102.     დავით ესრე დაწერა ერთობაჲ იგი მათი, ვითარმედ: მიართუენ მეუფესა ქალწულნი მისნი და შემდგომად მოყუასნი მისნი მიართუენ მას.
    103.     და იყო ქორწილი იგი კანას გალილეაჲსასა და მოვიდა უფალი იგავად კანად გალილეაჲსა.
    104.     კანა ითარგმანების მონაგებად, რამეთუ მონაგები ქრისტჱსი იყო ყოველი ესე სოფელი.
    105.     აწ მოვიდენ ყოველნი თჳსნი მისნი წმიდანი თითოეულად სიძისა მის საწევნელად და მიართუმიდეს ყოველნი: აბრაჰამი – ჴბოსა, სარა – ყურბეულსა, ისაკ – შეშასა, იაკობ – თიკანთა, იოსებ – იფქლსა, მოსე – სანთელსა, ესაია – სიღოდასა, დავით – როკვასა.
    106.     აწ მოვედინ ესრჱთ ივდიდ შუენიერებითა მით სამკაულისაჲთა და მარიამ, დამან მოსჱსმან, ქნარითა თქუას: უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
    107.     თანა-აც ეგევითარისა ქორწილისა ქებაჲცა სულიერად აღწერად;
    108.     პავლე აქებდა ქორწილსა მას და თქუა, ვითარმედ: წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელ.
    109.     ხოლო ესე ქრისტჱსთჳს თქუა და ეკლესიათათჳს.
    110.     აწ რომელი-იგი თარგმანებდეს, გულისხმა-ყავნ, რაჲ–ესე თქუა, ვითარმედ: დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და მისდევდეს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
    111.     რამეთუ ზრახვაჲ ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტჱს მიმართ და ეკლესიათა.
    112.     რამეთუ რომელი-იგი მან გამოთქუა, ჩუენ ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ, რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


41

     1.     თ̃ა სეკდენბერსა ი~დ. ჯუართა აპყრობაჲ
    2.     საკითხავნი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ
    3.     ყოველივე მწუხარებაჲ, რომელი უკეთჱსად მოიქცევინ კაცთათჳს, ძმანო, უპატიოსნჱს და უმეტჱს სიხარულ არნ, რამეთუ კაცთა ნათესავი დღითი-დღედ უმეტჱსსა და უმჯობჱსსა ეძიებნ კეთილსა.
    4.     ეგრევე მენავეთა ოდეს-იგი სცის აერი და ნიავი კეთილი, დიდი შუნიერებაჲ აქუნ და ჰნებავნ, რაჲთამცა ღელვათა მათგან კეთილთა ადრე მიიწინეს, ვიდრეცა-იგი უნებნ მისულის;
    5.     ეგრეცა კუალად მოგზაურთა რაჟამს სცის აერი კეთილი გზასა ზედა, უხარინ და ჰნებავნ, რაჲთამცა ადრე მიიწინნეს ადგილსა.
    6.     ტკბილ არს და სიხარულ მათაცა, რომელნი მწუხარებისაგან მოიქციან ნუგეშინის-ცემად;
    7.     უფროჲს ხოლო შუება არნ მათა, რომელნი სულებისაგან განმრთელდიან;
    8.     ჰამო არს მათა, რომელნი ბრძოლისაგან დასცხრიან და ყვიან მშჳდობაჲ;
    9.     უტკბილჱს ხოლო არს მათა, რომელნი ბნელისაგან ნათლად გამოვიდიან და ყოველივე საქმჱ, რომელსა ზედა კაცი ნებასა მიიწიის, ვითარ იშუებნ.
    10.     აწ ამასცა ესრჱთ ვხედავთ, რომელ-იგი ღმრთისა მოცემული არს ჩუენდა სამსახურებელად მარადის.
    11.     იფქლი ესე შუენიერ არს ხედვად; ქუეყანასაღა იგი დავსთესით და ნაყოფი გამოიღის და შევკრიბით საუნჯესა, უმეტჱსი სიხარული გუაქუნ.
    12.     ეგრევე ვენაჴმან: და კუალად არიან რომელნიმე ხენი, რომელთა აქუნ ნაყოფი და პირსაცა შეახლებად ვერ შესაძლებელ არნ.
    13.     და ყურძენი ხისაგანვე არს და ეგოდენი სიტკბოებაჲ აქუს.
    14.     ეგრევე ზეთისხილი: ფურცელი ასხს მარადის, ხოლო ნაყოფი თჳსავე ჟამსა მოიღის.
    15.     და არავე სხუათა ხეთა მსგავს არს იგი, არამედ სხუად სახედ ყუავილი გამოაქუნ წულილად – ვითარცა მტუერი და შემდგომად – ვითარცა ფეტჳ.
    16.     და კუალად გამოირკჳის იგი ტევნეულად და აჩუენებნ ჴშირად და მრავლად და, ოდეს იზარდებინ სიჴშოჲ იგი და იყარის, და არნ იგი მწარე;
    17.     ხოლო რაჟამს მოისთულის, იქმნის იგი ტკბილ და მერმე ყოველნი საშუებელნი და საჭმელნი მან შეზავნის და საკურნებელთა იმსახურების და სანთლად, და ყოვლადვე მისგან არს საშუებელი კაცთაჲ.
    18.     ესრევე ყოველი სარგებელი ნაყოფი, ოდეს იგი შეიკრიბის კაცმან საუნჯესა, იხარებნ ამას ყოველსა ზედა.
    19.     უკუეთუ ამან სამსახურებელმან ჴორცთამან ესრჱთ მხიარულ ყვის კაცი, აწ, საყუარელნო, მოვიდეთ უშუენიერჱსსა მას და ვიხილოთ, რავდენსა კეთილსა მომატყუებელ გუექმნა ჩუენ ჯუარი ქრისტჱსი, რამეთუ მისითა ძალითა ესოდენი ესე კეთილი აღასრულა.
    20.     დაღაცათუ მწუხარება რაჲმე ჩას სმენაჲ იგი ჯუარისა უფლისაჲ, არამედ სიხარულითა სავსე არს და შუენიერებითა გარდმატებულ.
    21.     უკუეთუ თქუმულ არს ჰურიათა საცთურ და წარმართთა სისულელე, ხოლო ჩუენ მორწმუნეთა საცხ~რებელ და უკუდავება.
    22.     და ოდეს ჯუარი ეკლესიასა იკითხვების, და მორწმუნეთა ესმინ, და მწუხარება უჩნ არა თუ ჯუარ-ცუმისათჳს, არამედ ჯუარის-მცუმელთა მათთჳს ურწმუნოთა, შე-მცა-წუხნეს.
    23.     რამეთუ ჯუარი ცხოვრება არს ეკლესიისა;
    24.     ჯუარი სიქადული არს ყოველთა მოსავთა მისთაჲ;
    25.     ჯუარი, რომელმან ჩუენ განგუარინნა პირველთა მათ ბოროტთა;
    26.     ჯუარი, რომელსა ყოველი კეთილი მოუცემიეს, პირველი მადლი;
    27.     ჯუარი, რომელმან ჩუენ დაგუაგნა ღმერთსა მტერობისაგან და გუარწმუნნა ქრისტესა და შეცთომილნი მოგუაქცინა მისა;
    28.     ჯუარისაგან განვერენით საცთურსა ეშმაკისასა;
    29.     ჯუარისაგან სიკუდილსა და წარწყმედასა განვერენით.
    30.     ამისთჳს ოდეს კრებულსაღა ესმა ჯუარ-ცუმაჲ იესუჲსი, წუხდა და დრტჳნვიდა;
    31.     ხოლო ოდეს ესმა აღდგომაჲ, დრტჳნვაჲ იგი და მწუხარებაჲ სიხარულად გარდაექცა, და წმიდითა ჴმითა დიდებასა მისცემდეს.
    32.     ჯუარმან კაცთა ბუნებაჲ ანგელოზთა წესსა მიაქცია და ყოვლისაგან ბოროტისა განაშოვრა და უჴრწნელსა ცხოვრებასა ღირს ყო.
    33.     არა ხოლო თუ კაცად, არამედ ღ~თდ უწოდის, ვითარცა წერილ არს: მე ვთქუ, ღმერთნი სამე ხარ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი.
    34.     და არაღარა ხადის მონად, არამედ ძმად და მეგობრად: და უთხრობდე სახელსა შენსა ძმათა ჩემთა.
    35.     და არღარა გიწოდო თქუენ მონად, არამედ მეგობრად.
    36.     აწ ხედავა, რავდენი კეთილი და გარდაცვალებაჲ ქმნა ჯუარმან მორწმუნეთა მიმართ მისთა და მოშიშთა!
    37.     და კუალად, რაჲთა უფროჲსრე სცნა ჯუარისა ძალი, მო-ღა-იგონე, ვითარ იყო უწინარჱს ჯუარ-ცუმისა და ვითარ შემდგომად და ჰპოვნე შენ საკჳრველებანი ჯუარისანი:
    38.     უწინარჱს ჯუარისა ძჱ არავინ იცოდა, ხოლო დღეს ჯუარისა ქადაგებითა ქრისტჱ სახელ-იდების, და მამაჲ ძისაგან იცნობების;
    39.     პირველ ჯუარისა ეშმაკი თაყუანის-იცემებოდა, დღეს ჯუარისა ქადაგებითა ეშმაკი დაეცა და ყოველნი მსახურნი მისნი განიბნინეს და ივლტიან;
    40.     პირველ ჯუარისა კაცნი ცოდვასა ქუეშე იყვნეს და სიძვასა, ხოლო დღეს ჴორცთა სიწმიდჱ შეემოსა;
    41.     ჯუარისა ქადაგებითა არა ხოლო თუ სიძვასა განვეშორენით, არამედ თითოეული ქალწულებასა ზედა დაადგრების;
    42.     ჯუარი არა იქადაგებოდა, და ეშმაკმან ჰურიანი შეკრიბნა ქრისტესა ზედა, ხოლო დღეს ჯუარი იქადაგების, და მოციქულთა მიერ ჰურიანი აიარებენ ქრისტესა;
    43.     ჯუარი არა იქადაგებოდა პირველ და ყოველი სოფელი სიკუდილსა დაეპყრა, ხოლო აწ ჯუარისა ქადაგებითა სიკუდილი უკუდავებად და ცხოვრებად საუკუნოდ მოგუეტყუა;
    44.     პირველ ჯუარისა სამოთხისაგან უცხო ვიყვენით, ხოლო ვითარ ჯუარი დაენერგა, მუნთქუესვე ავაზაკსა ჰრწმენა და სამოთხჱ დაიმკჳდრა.
    45.     ეჰა დიდი ძალი ჯუარისაჲ! რავდენი შეცვალებაჲ ყო კაცთა ნათესავსა შორის!
    46.     ბნელისაგან ნათელსა ესოდენსა მოგჳყვანნა;
    47.     აწ არღარა დაბნელდეს გონებაჲ კაცთაჲ, ამისთჳს რამეთუ ნათლითა მით ჯუარისაჲთა ცნობაჲ იგი გამოობრწყინდების;
    48.     არღარა დაყოფილ არიან ყურნი ურწმუნოებითა, არამედ ესმა სიტყუაჲ უფლისაჲ;
    49.     ბრმათა აღიხილნეს და იხილეს დიდებაჲ უფლისაჲ.
    50.     ესე ყოველი ძალითა ჯუარისაჲთა.
    51.     და რაჲ-მე რაჲ არს ჩუენი ყოველი კეთილი, რომელიმცა არა ჯუარისაგან გუაქუნდა?
    52.     ჯუარისაგან კეთილი სარწმუნოებაჲ გუესწავა და ყოველივე მსახურებაჲ ღმრთისა მიმართი;
    53.     ჯუარისაგან სიმართლჱ ღმრთისაჲ გუესწავა და სიყუარული და მშჳდობაჲ;
    54.     ჯუარისაგან შორიელნი მოვეახლენით ქრისტესა და ერთიერთსა ვიცნობთ და ვჰყუარობთ, და მის მიერ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოგუეცა;
    55.     ჯუარისაგან სიყუარულისა იგი ძალი ვცანთ და მოყუსისა მიმართ სულთა დავსდებთ;
    56.     ჯუარისაგან ყოველსა სოფელსა შეურაცხ-ვჰყოფთ მერმისათჳს საუკუნოჲსა;
    57.     ჯუარი იქადაგების, და სარწმუნოებაჲ განმრავლდების, და ჭეშმარიტებაჲ ყოველსა სოფელსა მიეფინების;
    58.     ჯუარი იქადაგების, და მარტჳლნი გამოჩნდებიან და ქრისტჱს სარწმუნოებითა განძლიერდებიან;
    59.     ჯუარი იქადაგების, და ადგომაჲ იჩინების, და ცხოვრებაჲ გამობრწყნდა.
    60.     ჯუარი იქადაგების, და ურწმუნონი მოიქცევიან და ცხოვრებასა მიემთხუევიან;
    61.     ჯუარი ამის ყოვლისათჳს ჩუენდა მომატყუებელად აღემართა, და ჩუენ ესე სიტყუანი გუესწავნეს.
    62.     და რაჲ არს ჯუარისა უპატიოსნჱს სხუაჲ ანუ საჴმარ სულთა ჩუენთათჳს?
    63.     აწ, საყუარელნო, ნუმცა გურცხუენის სახელის-დებად ჯუარისა, არამედ ყოვლითა კადნიერებითა აღვიაროთ ჯუარი, რომლითა ცხოვრებად ვიწოდენით.
    64.     ჰხედავა, რავდენი განგებულებაჲ სოფლისაჲ ჯუარსა ზედა დადვა და უშჯულონი საქმენი გარდააქცინა და შეცვალნა ყოველნი იგი შუენიერად!
    65.     აწ არღარა შჯული იგი ეშმაკისაჲ იმსახურების, რამეთუ ღმერთი მოვიდა და ყოველი ბნელი ივლტოდა, და მის მიერ წყალობაჲ იგი მოეფინა;
    66.     ყოველი იგი გონებაჲ ჴორციელობისაჲ და შუებაჲ მოისპო და წესნი სიწმიდისანი დასხნა, უკეთურებაჲ სიძვისაჲ წარდევნა და სიწმიდით ქორწინებაჲ განგჳგო.
    67.     რამეთუ პირველ რაჲმე ეშმაკმან შეუგდო სახჱ იგი სიძვისაჲ და კერპთმსახურებისაჲ, აწ ძირი იგი უშჯულოებისაჲ აღმოჰფხურა ჯუარითა და ყოველი უშჯულოებაჲ კაცთაგან განაშორა და განწმიდნა სულნი, რაჲთამცა მან გამოიღო ნაყოფი სარწმუნოებისაჲ და სიმართლისაჲ;
    68.     განახუნა საუნჯენი ღმრთეებისანი და განამდიდრნა იგინი ნაყოფითა ღმრთეებისაჲთა;
    69.     განაძღნა ყოველნი სულითა სიწმიდისაჲთა და ეპოვა მათ წყაროდ უკუდავებისად.
    70.     ესე ყოველი ჯუარისაგან მოსცა ქრისტემან დაბადებულთა თჳსთა, და ყოველსავე კეთილსა ჯუარისაგან ვხედავთ და ესეცა ცნობაჲ ჯუარისაგან გუესწავა და გულისხმა-ვყავთ ძ~ჱ.
    71.     აწ რაჲთა იხილო ჯუარისა ძალი, განიცადე და გულისხმა ყავ, რაჲ იქმნებისა ჯუარისაგან, და ჰპოვო შენ საქმჱ ღმრთისაჲ: ჯუარი ცხოვრებისათჳს აღემართა, და ცხოვრებაჲ მოეცა სოფელსა;
    72.     ჯუარი კუალად სიკუდილისათჳს აღემართა, რაჲთა სიკუდილი დათრგუნოს;
    73.     ჯუარი ჭეშმარიტებისათჳს აღემართა, რაჲთა ყოველი სოფელი ჭეშმარიტებითა აღავსოს;
    74.     ჯუარი აღემართა უფლისათჳს, გარნა უფალმან ჯუარსა ზედა ჴელნი განიპყრნა და ყოველნი მისა მოიზიდნა;
    75.     ქრისტემან ჯუარსა ჴელნი განიპყრნა, და ეშმაკი დაეცა და სოფელსა სასწაული ცხოვრებისაჲ მოანიჭა;
    76.     ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და ყოველი სოფელი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა განარინა;
    77.     ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და ყოველი ნათესავი კაცთაჲ მონებისაგან განათავისუფლა;
    78.     ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და სასწაული ახალი სოფელსა უჩუენა, რამეთუ მზისა იგი სინათლჱ დაბნელდა და აჩუენა ურწმუნოთა მათ დღისა მისთჳს საშჯელისა მათა საცნობელად, ხოლო მორწმუნეთა უხარის ნათლისა მისთჳს ბნელისაგან მოქცეულისა.
    79.     ესრჱთცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: და იყოს მას დღესა, თქუა უფალმან, დაჰჴდეს მზჱ შოვა სამხრის, და დაბნელდეს ქუეყანასა.
    80.     და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი გალობანი ურვად.
    81.     ვითარ ესოდენი საიდუმლოჲ აქუს წინაწარმეტყუელისა სიტყუასა, რამეთუ აქა ორთათჳსვე აჩუენებს: ჰურიათა მათ გალობათათჳს და წარმართთა, რომელნი უშჯულობენ.
    82.     ხოლო რომელნი შჯულსა ქუეშე იყვნეს, ეგლოვდენ, რამეთუ დასცხრა დღესასწაული მათი და არღარა იყოს იერუსალემს მათი იგი მსახურებაჲ;
    83.     რამეთუ დაესრულნეს ყოველნივე წესნი მათნი მოსლვითგან ქრისტჱსით და ვნებით და ჯ~რცმით;
    84.     რამეთუ მოეღო მათ შჯული, და მიეცნეს მონებად ყოველთა ნათესავთა ურწმუნოებისათჳს ღმრთისაჲსა და დიდებისათჳს ჯუარისა.
    85.     გარნა წარმართნიცა იგლოვდეს ცოდვათათჳს და აღიარებდეს: გლოვაჲ, რომელი მოსცემს ნეტარებასა, რამეთუ იტყჳს: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.
    86.     აწ იხილე სინანული: რომელი-იგი პირველ კერპთმსახურ იყო, დღესასწაული იგი მისი გარდააქციოს გლოვად, ვითარ იგი გჳთხრობს გლოვასა მას წარმართთასა,
    87.     ვითარმედ: შევსცეთით სირცხჳლითა ჩუენითა და დაგუფარნა ჩუენ ცოდვამან ჩუენმან, რამეთუ აღვივსენით ჩუენ უშჯულოებითა ჩუენითა.
    88.     და მოვიჴსენენთ ჩუენ სიმედგრენი მამათა ჩუენთანი.
    89.     ეგრეცა ჩუენ, ოდეს ვიურვოდით, გინა თუ შევწუხნეთ ცოდვათათჳს, გინა ეშმაკისა მიერ ყოვლისავე საცთურისათჳს მოვივლტოდით წინაშე სასწაულისა მის ჯუარისა,
    90.     რომელი მოგუცა ქრისტემან განსარინებელად პირისა მისგან მშჳლდისაჲსა, და გჳჴსნნეს საყუარელნი თჳსნი და გუაცხოვნნეს მარჯუენითა თჳსითა და ისმინოს ჩუენი, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი;
    91.     და ყოვლადვე ვესვიდეთ ჯუარსა და გუაქუნდეს წმიდაჲ იგი ჯუარი ქრისტჱსი სიქადულად, სიხარულად, საჭურველად, ფარად და მცველად სულთა და ჴორცთა ჩუენთა.
    92.     და ჩუენი სიქადული იყავნ ჯუარითა ქრისტჱსითა, რაჲთა ჯუარითა ჩუენ ყოველი გუესწაოს, და გონებაჲ ჩუენი ვყოთ ზეცას და ჯუარისაგან შევეახლნეთ ღმერთსა
    93.     და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ღმრთისასა ქრისტჱს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


42

    1.     იანვარსა კ~თ
    2.     გამოჩინებაჲ ჯუარისაჲ, რომელი გამოუჩნდა კოტანტინე მეფესა მდინარესა ზედა დანუბსა, რომლისა მიერცა მოიძია პატიოსანი ძელი ჯუარისაჲ წმიდასა ქალაქსა იერუსალემს
    3.     მეშჳდესა სუფევასა კოსტანტინე დიდისა მეფისასა, თთუესა აპნისასა შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ მდინარესა ზედა, რომელსა ჰრქჳან დანუბ;
    4.     ეძიებდეს, რაჲთამცა წიაღმოჴდეს და დატყუენეს ყოველი სოფელი ვიდრე აღმოსავალადმდე.
    5.     და აგრძნა მეფემან კოსტანტინე შეკრებაჲ იგი მათი ერთბამად.
    6.     შეკრიბა მანცა ყოველი იგი ერი თჳსი და მივიდეს ერთკერძო მდინარესა მას ზედა დანუბსა და დაადგინა ბანაკი წიაღმოსავალსა მას წყლისასა და აყენებდა მათ.
    7.     ხოლო მრავალ დღე იყო დგომაჲ იგი მათი.
    8.     და შეკრბა დიდძალი ერი წარმართთაჲ ურიცხჳ და ზედა–მოუვიდოდეს კოსტანტინეს.
    9.     ხოლო მან ვითარცა იხილა ერი იგი დიდძალი, ზრუნვასა დიდსა და ურვასა შინა იყო და ეგულებოდა ხვალისა დღესა შემთხუევად ბრძოლისა.
    10.     მას ღამესა იხილა მან თუალითა გამოჩინებული ჯუარი, საყდართა შუენიერთა ზედა ბრწყინვიდა და წერილ ესრე იყო განჩინებულად: „მაგით სძლო“.
    11.     გულს-მოდგინედ ეძიებდა კოსტანტინე, რომლისაჲ-მე ღმრთისაჲ არს ესე ნიში?
    12.     და ვითარცა აღდგა, შეძრწუნებულ იყო და შეეპყრა შიშსა დიდსა.
    13.     მოუწოდა მთავართა ტაძრისა მისისათა და მეყსეულად გამოუქმნა ხატი იგი ჯუარისაჲ, ნიში, რომელი-იგი იხილა და უბრძანა წინა-ძღუანვაჲ ბრძოლასა მას.
    14.     და იყო ძლევაჲ დიდი: და უფროჲსი ერისაჲ მის დაეცა, და ნეშტი იგი დაიმორჩილა.
    15.     და მოიქცა ადგილად თჳსა დიდებითა და ძლიერებითა და ძლევითა დიდითა.
    16.     და შემდგომად მცირეთა დღეთა უბრძანა მოწოდებაჲ ქურუმთა მათ კერპთაჲსა და უჩუენა მათ ნიში იგი და ჰრქუა მათ, ვითარმედ: რომლისა–მე ღმრთისაჲ არს ნიში ესე?
    17.     ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: ესე ნიში არა ქუეყანისა ღმერთთაჲ არს, რომელსა ჩუენ ვჰმსახურებთ, არამედ ესე ძალი ზეცისა ღმრთისაჲ არს.
    18.     რაჟამს ესე ნიში წარჰვალნ ზედა ბაგინთა, ყოველნი კერპნი დაეცნიან და შეიმუსრნიან და ბაგინნი დაჰჴსნის.
    19.     ხოლო ქრისტიანენი რომელ ერთნეს მათ დღეთა შინა, ნაზარეველით ერქუმოდა, რომელნი-იგი მოუჴდეს მეფესა და ჰრქუეს მას: ვევედრებით მეუფებასა შენსა, ნიში ესე, რომელ იხილე, ზეცისაჲ არს იესუ ქრისტჱს ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ,
    20.     რომელმან იხილა ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და არა უგულებელს–ყო, არამედ გარდამოჴდა სახიერებითა თჳსითა და აცხოვნნა ქმნულნი თჳსნი, რომელმან თჳსითა მით ვნებითა ჯუარისაჲთა შეგუწირნა ჩუენ ღმრთისა.
    21.     და ვითარცა გულისხმა ყო ესე კოსტანტინე მეფემან, მოუწოდა მან ევსები ეპისკოპოსსა ჰრომისასა და ისწავა მისგან და ჰრწმენა ჭეშმარიტად და ნათელი მოიღო მან და დედამან მისმან და მრავალთა წინაშეთა მისთა.
    22.     მაშინღა დიდითა სიხარულითა და წადილითა წარავლინა დედაჲ თჳსი აღმოსავალად კერძო გამოძიებად ჯუარისა ქრისტჱსისა და აღშჱნებად ადგილთა მათ.
    23.     და იყო მათ დღეთა, სუფევასა კოსტანტინე დიდისა მეფისასა, ღმრთის მოყუარჱ ელენე დედოფალი, დედაჲ კოსტანტინჱსი, რომელმან კეთილად მოიძია სასოჲ ძელი,
    24.     რომელსა ზედა მაცხოვარმან ჴელნი განიპყრნა, გამოიწულილვიდა შრომით კაცობისა შთაცუმასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და ჯუარსა ზედა აღმაღლებასა და მკუდრეთით აღდგომასა.
    25.     და განმტკიცნა ღმრთის მოყუარჱ ჰელენე დედოფალი ფრიად, წურთილ იქმნა გონებითა და ისწრაფა უჴრწნელისაჲ მის ნიჭისა გამოჩინებად.
    26.     რამეთუ ესრე სახედ იპოვა პატიოსანი ჯუარი.
    27.     მათ ჟამთა შევიდა იერუსალემდ ელენე დედოფალი თთუესა მეორესა, ოც და რვასა თთჳსასა, ერთბამად ერითა დიდითა და კრება-ყო და ბრძანა ყოველთა ჰურიათაჲ ქალაქებსა და დაბნებსა და ყოველსავე ჰურიასტანსა წარმოდგომად წინაშე მისა.
    28.     რამეთუ იყო იერუსალემი მოოჴრებულ, და იპოვნეს ჰურიანი ვითარ სამ ათას ოდენ კაც, რომელთა მოუწოდა ნეტარმან ელენე დედოფალმან და ჰრქუა: უწყი მე ღმრთისა წიგნთაგან, რამეთუ ნათესავნი მართალნი იყვენით და გყუარობდა თქუენ ღმერთი.
    29.     არამედ თქუენ ვერ გულისხმა-ჰყავთ და აგონეთ ნათელი ბნელ ყოფად და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილად;
    30.     და რომელსა ღმერთსა უნდა ჴსნაჲ ჩუენი წყევისაგან, მას სწყევდით;
    31.     და ნერწყჳსაგან განთავისუფლებაჲ თქუენდა, ნერწყჳთა ბილწებისაჲთა ჰნერწყუევდით მას;
    32.     და რომელმან მკუდარნი აღადგინნა, გინდა მკუდრად შერაცხაჲ მისი.
    33.     აწ გეტყჳ თქუენ: გამოირჩიენით თქუენ თავით თჳსით, რომელთა კეთილად იცოდიან შჯული.
    34.     ხოლო იგინი გამოვიდეს დედოფლისაგან შიშითა დიდითა და ყვეს ზრახვაჲ და პოვეს ათას კაც, რომელთა ჰგონებდეს მეცნიერად შჯულისა.
    35.     და ერთბამად მოვიდეს დედოფლისა, წამებდეს ათასისა მის კაცისათჳს, რამეთუ: ესე არიან სწავლულ შჯულსა.
    36.     ხოლო დედოფალმან მეორედ ჰკითხა სიტყუაჲ და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი და გულისხმა-ყავთ თქუმული ჩემი.
    37.     არა გასმიესა წმიდათა მათგან წინაწარმეტყუელთა, ვითარ ამცნეს მაცხოვრისაჲ, რომლისაჲ მეგულების კითხვად თქუენდა, რამეთუ ესაია ესრე თქუა, ვითარმედ: ყრმაჲ იშვეს თქუენდა, რომლისა დედამან მამაკაცი არა იცის.
    38.     მერმე მგალობელი დავით იტყჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა.
    39.     და მერმე ესაია ღაღადებს და იტყჳს: შვილ ვისხენ და აღვიზარდენ, ხოლო იგინი მეცრუვნეს მე.
    40.     და მერმე იტყჳს: იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაელმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო.
    41.     უკუეთუ თქუენ იკითხავთ შჩულსა და ესე არა გულისხმა-გიყოფიეს, აწ ამის გამო ვბრძანო თქუენი პყრობილებაჲ სტრატიოტთაგან.
    42.     ხოლო აწ მი-ღა-გიტევნე თქუენ ორ ჟამ ოდენ, რაჲთა გამოირჩინეთ, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულის მეცნიერად.
    43.     ხოლო იგინი გამოვიდეს მიერ შიშითა დიდითა, გამოცადნეს და პოვნეს ორას ოდენ კაც, რომელ საგონებელ იყვნეს მეცნიერ შჯულისა, და მოვიდეს წინაშე დედოფლისა.
    44.     მიუგო დედოფალმან და ჰრქუა მათ: ვინ არიან ესე?
    45.     მიუგეს და ჰრქუეს: ესენი არიან, რომელთა კეთილად იციან შჯული.
    46.     ხოლო ნეტარმან ჰელენე დედოფალმან მიუგო ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ, ასწავებდა და ჰრქუა: თქუენ, ცოფნო ჰურიანო იჱ~ლსლმელნო, არღა კმა-გეყოა ძუელი იგი სიბრმჱ მამათა თქუენთაჲ,
    47.     რომელნი იტყოდეს იესუჲსსა, ვითარმედ არა ძჱ ღმრთისაჲ არსო, რამეთუ აქუნდა მათ წიგნები წინაწარმეტყუელთაჲ და იკითხვიდეს?
    48.     ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: ვევედრებით დედოფლებასა შენსა, ჩუენ მაქუსცა და ვიკითხავთცა, ხოლო ესე ვისთჳს არიან ესრჱთმლევანნი საქმენი, გამოგჳცხადენ;
    49.     გევედრებით შენ, რაჲთა ჩუენცა გულისხმა-ვყოთ და შევატყუათ სიტყუაჲ თქუმულთა მაგათ შენთა.
    50.     ხოლო მერმე ჰრქუა მათ: წარგუალეთ მარტოდ და გამოარჩიენით თქუენ, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულსა მეცნიერნი.
    51.     და გამოვიდეს იგინი მიერ და თქუეს: რომლისა ჯერისათჳს-მე გუაშრომებს ჩუენ დედოფალი ესე?
    52.     ერთმან ვინმე მათგანმან ჰრქუა მათ, რომლისა სახელი იუდა: უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისაჲ მის, რომელსა იესუ ჯუარს-აცუეს მამათა ჩუენთა.
    53.     ეკრძალენით, ნუუკუ აღ-ვინმე-იაროთ;
    54.     უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსენეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა,
    55.     და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მშია ჯუარს-ეცუა, გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე,
    56.     რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანისცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე – ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
    57.     ხოლო მე ვარქუ მას: და რად უკუე ჴელნი თქუენნი მიჰყვენით?
    58.     ხოლო მან მრქუა მე: შვილო, უწყის უჴრწნელმან მან, რამეთუ არასადა ვერთე შეკრებასა მას მათსა მისთჳს, არამედ ვაყენებდიცა მათ.
    59.     და მღდელთ-მოძღუართა ერისათა საჯეს ჯუარ-ცუმაჲ მისი და ეგრე ჰგონებდეს, რაჲთამცა მოაკუდინეს და გარდამოიღეს იგი ძელისა მისგან და დაჰფლეს.
    60.     ხოლო იგი მესამესა დღესა აღდგა და გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა, რომლისა გამო ჰრწმენა ძმასა შენსა სტეფანეს, იწყო სწავლად ქრისტჱს მიმართ ერსა შორის, და შეკრბეს ფარისეველნი სადუკეველითურთ და საჯეს მისი ქვითა განტჳნვაჲ.
    61.     ხოლო მე ვხედევდი სიკუდილსა შვილისა ჩემისასა და ვერ შეუძლე შუელად მისა.
    62.     არცაღა თუ შეჭუვნებულ რას ვიყავ, რამეთუ ვხედევდი ღმრთისათჳს ვნებასა.
    63.     ხოლო ვითარ აღმო-ოდენ-უტევებდა სულსა, ჴელნი მისნი აღიპყრნა ზეცად და თქუა: უფალო, ნუ შეურაცხებ ამას ბრალად.
    64.     აწ უკუე ისმინე, შვილო ჩემო, და გასწაო შენ ქრისტჱსი და მოწყალებისა მისისაჲ, რამეთუ სავლეცა, რომელი-იგი ტაძარსა წინაშე ჯდა და ტყავის მხეველ იყო, იგიცა სდევნიდა მორწმუნეთა მისთა, ვითარ-იგი აღადგინა ერი მრავალი ძმისა შენისა სტეფანჱსთჳს,
    65.     ხოლო ქველ-ქმნა მის ზედაცა ქრისტემან და ყო იგი ვითარცა ერთი დიდებულთაგანი და, შვილო ჩემო, ნუსადა გმობასა იტყჳ მისთჳს, ნუცაღა მორწმუნეთა მისთა, რაჲთა გაქუნდეს ცხ~რბაჲ სო~კნჲ.
    66.     ესე მამცნო მამამან ჩემმან სიმონ და ესე ყოველი გესმა თქუენ.
    67.     აწ უკუეთუ გკითხოს თქუენ ჯუარისათჳს, რაჲ გნებავს?
    68.     – ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ ესე არასადა გუესმინა, გარნა შენგან ხოლო.
    69.     უკუეთუ ძიებაჲ იყოს, ნანდჳლ თუ ესრჱთ არს, ადგილიცა იცოდი.
    70.     ამას იტყოდეს ოდენ და მოიწინეს მწოდებელნი და ჰრქუეს: გიწეს თქუენ დედოფალი.
    71.     ხოლო იგინი წარდგეს, და ჰკითხვიდა მათ დედოფალი და არასადა უთხრეს მართლ.
    72.     და უბრძანა მათი ყოველთაჲ ცეცხლითა დაწუვაჲ.
    73.     ხოლო მათ შეეშინა და მისცეს მას იუდა და ჰრქუეს: ესე კაცი მართლისა წინაწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტად იცის.
    74.     გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს.
    75.     და ყოველთავე შჯული ყოველი შეაწამეს.
    76.     მაშინღა უბრძანა მათ ყოველთა განტევებაჲ, გარნა მარტოჲ იუდა ხოლო დაიყენა.
    77.     მოუწოდა დედოფალმან იუდას და ჰრქუა მას: ცხორებაჲ და სიკუდილი წინაშე გიც.
    78.     აწ რაჲ გნებავს: ცხორებაჲ ანუ სიკუდილი?
    79.     იუდა ჰრქუა: და ვინ არს, რომელსამცა უდაბნოსა ზედა პური დაგებული ედგა და იგი ქვასა ჭამდა?
    80.     ჰრქუა მას დედოფალმან: უკუეთუ გნებავს ცხრ~ბჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი.
    81.     ხოლო იუდა ჰრქუა, ვითარმედ: წერილ არს საჴსენებელთა: აწ ორას წელ არს;
    82.     და ჩუენ ჭაბუკნი ვართ, ვითარ შეუძლოთ ცნობად მაგისა?
    83.     ჰრქუა მას დედოფალმან: და ვითარ, შენსა წინა რომელ ნათესავი იყო, და ბრძოლისა კუეთებაჲ იყო ველსა ზედა, იგი ყოველნი იჴსენებიან, ადგილი მათი და საფლავიცა მათი ჩას.
    84.     იუდა ჰრქუა: წიგნითა სამე, ხ~ ჩ~ნ არა გუაქუს წერილი.
    85.     დედოფალმან ჰრქუა: პირველად აღიარე მცირედ ოდენ თავით თჳსით, ვითარმედ არიან საჴსენებელ.
    86.     იუდა ჰრქუა: გევედრები, დედოფალო, შეგუებით ვთქუ.
    87.     ჰრქუა მას დედოფალმან: მე მაქუს მაგისთჳს სიტყუაჲ თქუმული – ჴმაჲ იგი სახარებისაჲ, რომელსა-იგი ადგილსა ჯუარს-ეცუა;
    88.     გარნა მაჩუენე ხოლო ადგილი იგი, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ.
    89.     ჩემითა ჴელმწიფებითა ვბრძანო და დავთხარო ქუეყანაჲ იგი მის ადგილისაჲ და, ვინ უწყის, ვპოო, რაჲ-იგი მნებავს.
    90.     ჰრქუა მას იუდა: არცა ადგილი ვიცი, არცა მაშინ ყოფილ ვიყავ.
    91.     ჰრქუა მას დედოფალმან: მოგაყმო შენ, უკუეთუ არა აღმიარო.
    92.     და ვითარცა ესე სიტყუაჲ თქუა, უბრძანა მისი შთაგდებაჲ ჯურღმულსა ჴმელსა და უბრძანა მისი შჳდ დღე უზმით ჯდომაჲ.
    93.     და მეშჳდესა დღესა ღაღატ-ყო და თქუა: აღმომიყვანეთ და გიჩუენო ადგილი ჯუარისაჲ მის ქრისტჱსისაჲ.
    94.     და რაჟამს აღმოჴდა ჯურღმულისა მისგან, მოვიდა ადგილსა მას, – და არცაღა იუდა იცოდა ჭეშმარიტად ადგილი იგი, – აღიღო ჴმაჲ თჳსი ებრაელებრითა სიტყჳთა და თქუა: მიაკრა აკაბი მელაქფისონ ადონა აბირიდო ელაბეთ დოთა ქუზეაფე ეფათიუ ბარულე, ხოლო თარგმანებით ესრე არს:
    95.     ღმერთმან რომელმან შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ, რომელი ჰზი ეტლთა ზედა ქერობინთასა, და იგინი ფრინვენ ჰაერთა შინა სრბით ნათელსა მას განუზომელსა, სადა ნათესავსა კაცთასა თანა-წარსლვად ვერ ჴელ-ეწიფების, რამეთუ შენ შეჰქმნენ იგინი შენდა სამსახურებელად.
    96.     ექუსნი მჴეცნი ექუსექუს- ფრთენი, რომელი ოთხთა მათ უტჳრთავს, ფრინვენ და გმსახურებენ ჴმითა მით დაუდუმებელითა და იტყჳან: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ უფალო, წოდებულ არიან იგინი სერაბინად;
    97.     ხოლო ორნი იგი, რომელ დაადგინენ სამოთხესა დაცვად ხისა მის ცხორებისაჲსა, წოდებულ არიან იგინი ქერობინად.
    98.     შენ უფლებ ყოველსა, რამეთუ ქმნულნი შენნი ვართ, რომელმან ურჩნი იგი ანგელოზნი სიღრმესა მას სატანჯველისასა მისცენ, და იგინი ქუესკნელთა მათ უფსკრულთაგან ვეშაპთა იგუემებიან და შენსა ბრძანებასა სიტყჳსა მიგებად ვერ შემძლებელ არიან.
    99.     აწ უფალო, შენითა ნებითა თუ არს სუფევაჲ ძისა მარიამისი, და თუმცა არა შენგან იყო, არამცა აღადგინე იგი მკუდრეთით, აწ ყავ სასწაული ესე დიდებულ და შუენიერ.
    100.     ვითარცა ისმინე ბარაკიელის ამის შენისა მოსჱსი და უჩუენენ ძუალნი იოსებისნი, ეგრეცა აწ, თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამენ.
    101.     და ვითარცა ესე ლოცვაჲ ილოცა იუდა, შეიძრა ადგილი იგი და დიდძალი კუამლი სულნელებისაჲ აღმოვიდოდა ადგილსა მას.
    102.     ხოლო იუდას დაუკჳრდა ფრიად, ჴელნი შეიტყუელნა და თქუა: ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ.
    103.     გმადლობ შენ, ქრისტე, რამეთუ არა ღირსი ესე მეცა არავე ჴუებულ მყავ შენისაგან მადლისა.
    104.     გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტე, ნუ მოიჴსენებ უკეთურებათა მონისა შენისათა, არამედ უგულებელს-ყვენ შეცოდებანი ჩემნი და თანა-შემრაცხე ძმასა ჩემსა სტეფანეს, რომელი-იგი ჴსენებულ არს საქმესა მას ათორმეტთა მათ მოციქულთასა.
    105.     და თქუა ესე ხოლო და მოიღო სათხროლი და სარტყელი შეირტყა, ვითარცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან, იწყო თხრად, და ვითარცა ეთხარა ორ-ჯერ ოდენ მოსათხრელ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი, აღმოიხუნა და შეიხუნა იგინი ქალაქად.
    106.     მაშინ ჰკითხვიდა ღმრთის მოყუარჱ იგი ელენე დედოფალი: რომელი არს ჯუარი ქრისტჱსი?
    107.     უწყი, რამეთუ ესე ორნი ავაზაკთანი არიან.
    108.     მაშინ მოიხუნეს და დასხნეს საშოვალ ქალაქსა და მოელოდეს დიდებასა ღმრთისასა.
    109.     მეცხრესა ოდენ ჟამსა მოაქუნდა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა ჭაბუკი მკუდარი.
    110.     ვითარცა იხილა იუდა, განმხიარულდა და ჰრქუა დედოფალსა: აწ სცნა, დედოფალო, ძალი იგი საწადელი და ჯუარი იგი მისი.
    111.     მაშინ დადგმად სცა იუდა ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა, და დასდებდა თითოეულსა მას ჯუარსა მკუდარსა მას ზედა.
    112.     და ვითარცა მიიწია მესამესა ჯუარსა, აღიღო და დასდვა მკუდარსა მას ზედა.
    113.     მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი ყრმაჲ.
    114.     მაშინ განრისხნა ეშმაკი, ღაღადებდა და იტყოდა: ვინ არს ესე, რომელი არა მიფლობს მოღებად სულთა მათ ჩემთა?
    115.     ჵ იესუ ნაზორეველო, ყოველივე შენდა მიიზიდე და რაჲსა კუალად ჯუარი იგი შენი ჩემთჳს გამოაჩინე?
    116.     ჵ იუდა რაჲ ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაჲსგან ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲსგან ვიდევნები.
    117.     აწ ვპოვო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: აღვადგინო სხუაჲ მეფჱ, რომელმან უვარ-ყოფად გცეს ჯუარ-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი.
    118.     ხოლო იუდა შეჰრისხნა ეშმაკსა მას და ჰრქუა: რომელმან მკუდარნი აღადგინნის, ქრისტემან შეჩუენებულ გყავნ შენ სიღრმესა მას ცეცხლისასა.
    119.     და ვითარცა ესმა ესე ელენე დედოფალსა, დაუკჳრდა ფრიად ძალი იგი ღმრთისაჲ და სარწმუნოებაჲ იუდაჲსი და დიდითა პატივითა და კრძალულებითა პატიოსანი ჯუარი ოქროჲთა და ანთრაკითა შელესა იგი და შექმნა ლუსკუმაჲ ვეცხლისაჲ და დაჰკრძალა იგი მას შინა.
    120.     და ეკლესიაჲ აღაშჱნა ზედა გოლგოთას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ, და უბრძანა ეპისკოპოსსა ჰრომისასა მოსლვად და მისცა იუდას ბეჭედი ქრისტჱსი და უწოდა მას სახელი კჳრიაკოს და დაადგინა იგი ეპისკოპოსად.
    121.     მაშინ უბრძანა განსხმაჲ ჰურიათაჲ, რავდენნი-იგი ურწმუნო იქმნნეს და გამოიდევნნეს ჰურიასტანით ბრძანებითა დედოფლისაჲთა.
    122.     და ჰელენე დედოფალმან მისცა ფასი დიდძალი ღმრთის მოყუარესა მას ეპისკოპოსსა კჳრიაკოსს სამსახურებელად გლახაკთა.


43

     1.     პოვნაჲ წმიდათა სამშჭუალთაჲ
    2.     ხოლო ნეტარი ელენე დედოფალი სავსე იყო ღმრთისა მიმართ სარწმუნოებითა და იყო წადიერ საღმრთოთა წიგნთა კითხვად, ძუელთა და ახალთა აღთქუმათა გამოეძიებდა,
    3.     უფროჲსად შესძინა გულს-მოდგინედ ძიებაჲ სამშჭუალთა მათ ჯუარისათაჲ, რომლითა უკეთურთა ჰურიათა მაცხოვარი შემშჭუალეს.
    4.     მოუწოდა იუდას, რომელსა ეწოდა კჳრიაკოს, და ჰრქუა მას: ძელისა მისთჳს ჯუარისა აღესრულა ჩემი წადილი,
    5.     ხოლო რომელ-იგი ჯუარსა მას ზედა დაემშჭუალნეს სამშჭუალნი მათი, გულსა შიდა მიც იჭჳ და აწ არა დავსცხრე, ვიდრე არა მაგისიცა ნებაჲ აღმისრულოს ღმერთმან, და შე-ვე-ღა-სძინე და ევედრე უფალსა მათთჳს.
    6.     ხოლო წმიდაჲ კჳრიაკოს ეპოსკოპოსი მივიდა თხემისა ადგილსა და ერთბამად მის თანა ძმანი მრავალნი, რომელნი-იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ესვიდეს ჯუარისა პოვნისათჳს,
    7.     და მკუდარსა მას ზედა რომელ სასწაული იქმნა, აღიხილნა თუალნი ზეცად და ჴელნი, ერთბამად იცემდა მკერდსა, ღაღადებდა გულს-მოდგინედ უფლისა მიმართ და აღიარებდა პირველთა მათ უმეცრებათა თჳსთა და ჰნატრიდა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტჱსთა.
    8.     ხოლო ვითარ მყოვარ ჟამ გულს-მოდგინედ ილოცვიდა, რაჲთამცა გამოჩნდა ეგევითარი რაჲ ნიში, ვითარცა ჯუარსა მას ზედა, ეგრეცა სამშჭუალთა.
    9.     და აღსრულებასა ოდენ ლოცვისასა, ვითარმცა თქუა ამენ და იყო ესევითარი ნიში, რომელ-იგი ყოველთა მათ თანა-მდგომთა იხილეს: ნათელი ელვარჱ ადგილსა მას გამობრწყინდა,
    10.     სადაცა პატიოსანი ჯუარი იპოვა, რომელი ყოველთა შეუორგულებელად გურწმენა და ვთქუთ: აწ გჳცნობიეს, რომლისა მიმართცა გურწმენა.
    11.     და მეყსეულად გამოჩნდეს სამშჭუალნი იგი, რომელ-იგი უფლისა იესუჲს ჴელთა დაემშჭუალნეს, უბრწყინვალჱსნი ოქროჲსა, ქუეყანასა ზედა.
    12.     მოიხუნა იგინი იუდა და მიუთუალნა ელენე დედოფალსა.
    13.     მაშინ მუჴლთ-მოდრეკით თაყუანისცა მათ დედოფალმან.
    14.     აღივსო სიბრძნითა ღმრთისაჲთა დედოფალი იგი და გულს-მოდგინედ სამშჭუალთა მათთჳს განიზრახვიდა, რაჲთამცა რაჲ ყვნა სამშჭუალნი იგი.
    15.     ხოლო შე-ვე ღა-სძინა სიმართლისა გზაჲ გამოკულევად, და მადლმან სულისა წმიდისამან გულისხმა-უყო გონებასა მისა წინაჲწარცა მრავლით ჟამით უწყებული იგი.
    16.     მოუწოდა კაცსა ერთსა სარწმუნოსა და გონიერსა, რომელი წინაჲთვე მრავალთაგან მართლად წოდებულ იყო, და ჰრქუა მას: დაჯედ აქა წინაშე თუალთა ჩემთა და შექმნენ სამშჭუალნი ესე შუად აღჳრისა ჰუნისათჳს მეფისა,
    17.     რაჲთა იყოს ისრის ჭურ ყოველთათჳს, მტერთა ძლევად მის მიერ მეფჱ, დასამშჳდებელად ბრძოლისა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ: და იყოს მას დღესა შინა რომელი აღჳრთა მათ ცხენისათა იყოს, წმიდა უფლისა წოდებულ იყოს.
    18.     ხოლო ღმრთის მოყუარჱ ელენე დედოფალი სარწმუნოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა განმტკიცებულ იყო იერუსალემს შინა.
    19.     ყოველივე აღასრულა, დევნულებით ჰურიანი განასხნა;
    20.     რომელ-იგი ურწმუნო იქმნნეს, განიდევნეს ჰურიასტანით და ღმრთის მოყუარემან დედოფალმან ამცნო მამათა და დედათა აღსრულებად დღესასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ თუესა ვარდობისასა, მეათესა დღესა,
    21.     რომელნი ვაჴსენებთ დღესასწაულსა ჯუარისასა და ღირს ვიქმნენით ზიარ ყოფად ნაწილსა მას მარიამისსა.
    22.     და მადლი დიდი მოეცა წმიდასა მას ეპისკოპოსსა და ლოცვითა გუნდები ეშმაკთაჲ განასხა და სნეულთა ჰკურნებდა.
    23.     ხოლო აღესრულების საჴსენებელი პატიოსნისა ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა ორას და სამ წლისა შემდგომად ამაღლებისა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


44
    1.     წამებაჲ წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა უწინარჱს რვისა დღისა ვარდობისა
    2.     ხოლო ნეტარი პეტრე ჰრომეს შინა იხარებდა ძმათა თანა და ჰმადლობდა ღმერთსა დღჱ ღა ღამჱ ერისა მისთჳს მორწმუნისა, რომელნი მოსრულ იყვნეს სახელითა ქრისტჱსითა.
    3.     მოვიდოდა ხარჭებიცა მეფისა აგრიპაჲსი პეტრჱსა, რამეთუ სახელები მათი ესე არს: აგრიპინა და იკარია და ევფემია და დორის.
    4.     ამათ ვითარცა ესმა სიწმიდისა იგი სიტყუაჲ და ყოველნი სიტყუანი ქრისტჱსნი, მოიქცეს ყოველნი ღმრთის მსახურებად და შეითქუნეს ურთიერთას, რაჲთა შეუგინებელად დაადგრენ საწოლისაგან აგრიპაჲსისა, რამეთუ იძულებოდეს იგინი ფრიად მისგან. ხოლო იგინი არა ერჩდეს მას.
    5.     და იურვოდა მათთჳს აგრიპა და წუხდა ფრიად, უფროჲსღა, რამეთუ უყუარდეს იგინი ფრიად;
    6.     მზირნი განაჩინნა და მოავლინნა, რაჲთა უწყოდის, ვიდრე იგინი მივიდიან.
    7.     და უთხრეს, ვითარმედ: პეტრჱსა მივიდიან.
    8.     მოუწოდა მათ აგრიპა და ჰრქუა: ქრისტიანემან მან გასწავაა თქუენ არა ზიარებად ჩემდა?
    9.     ესე უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა წარგწყმიდნე და იგი ცეცხლითა დავწუა.
    10.     ხოლო იგინი იტყოდეს ყოველთა სატანჯველთა აგრიპაჲსთა თავს-დებად, გარნა ნუ-ხოლო-მცა შეიგინებიან მისგან.
    11.     და განძლიერდეს ძალითა ქრისტჱსითა.
    12.     იყო ვინმე ერთი ფრიად ქმნულ-კეთილი ალფიანჱსი ვისიმე, მეგობრისა კეისრისა, ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქსანთიპე.
    13.     ვითარცა იხილნა სხუანიცა დედანი აზნაურნი, მიმავალნი პეტრჱსა, და იგიცა აფიანეს განეყენა.
    14.     ხოლო იგი ფრიად ტრფიალებისა მისისათჳს ქსანდიპჱსისა უკჳრდა, რამეთუ არცაღა ცხედარსა ზედა უნდა მის თანა დაწოლაჲ.
    15.     ხოლო აფინა ვითარცა მჴეცი განძჳნდებოდა და უნდა პეტრჱსი ჴელითა თჳსითა განხეთქაჲ: გულისხმა-ყო, რამეთუ მისგან იქმნა განყენებაჲ ცოლისა მისისაჲ.
    16.     და სხუანიცა მრავალნი დიდ-დიდნი დედანი აღიძრნეს სიტყჳსა მისთჳს სიწმიდისა, რომელ ესმოდა პეტრჱსგან, და ქმართა განეყენებოდეს საწოლთაგან და უნდა სიწმიდით დადგრომაჲ და ღმრთის მსახურებით ცხ~რბჲ.
    17.     და შფოთი დიდი იყო ჰრომეს შინა.
    18.     და ალფიანეცა აუწყა თავისა თჳსისაჲ აგრიპას და ჰრქუა: ანუ შენ, აგრიპა, შური მომაგე მის კაცისაჲ, რომელმან-იგი განმაყენა ცოლი ჩემი.
    19.     უკუეთუ არა, მე თავით ჩემით შური ვიძიო.
    20.     და აგრიპა ჰრქუა მას, ვითარმედ: მე ეგრევე ვნებაჲ შემემთხჳა მისგან.
    21.     და ალფინოზ ჰრქუა მას: რად უდებ-გიყოფია, აგრიპა?
    22.     არამედ შევიპყრათ იგი, ვითარცა ძჳრის მოქმედი კაცი, რაჲთა ცოლნი ჩუენნი ჩუენ თანა იყვნენ;
    23.     რაჲთა მათცა შური მოვაგოთ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით შურის გებად, რომელთა-იგი მან განაშორნა ცოლნი.
    24.     და ვითარცა-იგი ამას განიზრახვიდეს, აგრძნა ქსანთიპე ქმრისა თჳსისა იგი ზრახვაჲ აგრიპაჲს თანა.
    25.     მიუვლინა და აუწყა პეტრეს, რაჲთა განვიდეს ჰრომით.
    26.     ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: აწ უკუე ვივლტოდითა, ძმანო?
    27.     ხოლო იგინი ეტყოდეს: არა ეგრე, არამედ ძალ-ღა-გიც მსახურებად უფლისა.
    28.     ხოლო პეტრე ერჩდა ძმათა მათ და განვიდა მარტოჲ.
    29.     და ჰრქუა მათ: ნუვინ თქუენგანი გამოვალნ ჩემ თანა, არამედ მე ხოლო განვიდე მარტოჲ და შევიცვალო ხატი სამოსლისა ჩემისაჲ.
    30.     და ვითარცა განვიდოდა პეტრე ბჭეთა ქალაქისა ჰრომჱსათა, იხილა უფალი შემომავალი ჰრომედ.
    31.     და პეტრე ვითარცა იხილა უფალი, ჰრქუა მას: აქა ვიდრე ხუალ, უფალო?
    32.     ხოლო უფალმან ჰრქუა მას: შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად.
    33.     პეტრე მიუგო უფალსა და ჰრქუა: კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?
    34.     და გონებასა თჳსსა მოეგო პეტრე და იხილა უფალი ზეცად აღმავალი.
    35.     მოიქცა ჰრომედვე, იხარებდა და ადიდებდა უფალსა, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: მეორედ ჯუარს-ეცუმია?
    36.     აღმოვიდა ძმათა მათ თანა და უთხრა, რაჲ-იგი იხილა და ესმა.
    37.     ხოლო იგინი ეგლოვდეს და ზრუნვიდეს გულითა მათითა, ტიროდეს და იტყოდეს: გევედრებით შენ, უფალო პეტრე: ჩუენ ახალნერგთათჳს იზრუნე.
    38.     ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: უკუეთუ იყოს ნებაჲ უფლისაჲ, და ღათუ ჩუენ არა ვიზრუნოთ თქუენთჳს, შემძლებელ არს უფალი დამტკიცებად.
    39.     რომელნი-იგი მან თავადმან დაჰნერგნა, თქუენ ურთიერთას დაჰნერგევდით, ხოლო მე ნებითა უფლისაჲთა აქამომდე ვიყავ თქუენ თანა ჴორცითა და არა უდებ-ვყავ და აწ ნებითა მისითა მივალ უფლისა სიხარულით და მხიარულებით.
    40.     და ვითარცა ამას იტყოდა პეტრე, ძმანი იგი ტიროდეს, მოიწინეს ოთხნი მტარვალნი და წარიყვანნ ეს პეტრე და მიიყვანეს აგრიპა მეფისა გულის კლებისათჳს მისისა.
    41.     ხოლო აგრიპა დიდსა ბრალსა დაჰკრებდა პეტრეს და ბრძანა ჯუარ-ცუმაჲ მისი.
    42.     და შეკრბა სიმრავლჱ ძმათაჲ მდიდართაჲ და გლახაკთაჲ, ქურივთაჲ და ობოლთაჲ, მამანი და დედანი: უნდა ხილვაჲ და გამოტატებაჲ პეტრჱსი.
    43.     ხოლო ერი იგი ღაღადებდა და იტყოდა: რაჲ ცოდა პეტრე, აგრიპა, ანუ რაჲ ბოროტი შეგამთხჳა შენ?
    44.     წყლულ ხარ შენ სხჳსა სიტყჳთა.
    45.     უკუეთუ ესე მოკუდეს, გუეშინის ჩუენ, ქრისტემან ყოველნი წარგუწყმიდნეს ჩუენ.
    46.     ხოლო პეტრე შევიდა შორის მათსა და დაამშჳდა ერი იგი და ჰრქუა: კაცნო, რომელნი-ეგე უფლისა იესუ ქრისტჱს ერად განჩინებულ ხართ, რომელ-ეგე იესუ ქრისტჱს მოსავნი ხართ, გეჴსენენ თქუენ,
    47.     რომელნი სასწაულნი იხილენით თქუენ ჩემ მიერ, გეჴსენედ ყოველნი ძლიერებანი ღმრთისანი, რავდენნი იგი კურნებანი ქმნნა ჩემ მიერ ქრისტემან;
    48.     დაუთმეთ მას, რამეთუ მოვალს და მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა თჳსთაებრ.
    49.     და აწ აგრიპაჲსთჳს ნუ განჰრისხნებით, რამეთუ მსახური არს მამისა თჳსისა შემწეობისაჲ.
    50.     ხოლო ესე იქმნეს ჩემ ზედა, რამეთუ უფალი გამომეცხადა მე და რაჲ-ესე შემთხუევად იყო, მითხრა მე.
    51.     არამედ რაჲ გეგულების შენ, აგრიპა, იქმოდე, ანუ რაჲსა არა მიგყავ შენ ჯრ~დ?
    52.     და ვითარცა მიიყვანეს წმიდაჲ პეტრე ჯუარსა მას, იწყო ლოცვად და სიტყუად: ჵ სახელი ჯუარისაჲ, საიდუმლოჲ დაფარული!
    53.     ჵ ბუნებაჲ კაცისაჲ, რომელი განშორებად ვერ შემძლებელ არს ღმრთისა, გაიძულებს შენ აწ აღსასრულისა განსუენებისასა, რომელი მიწევნულ ხარ, რომელ-იგი გამოცხადებად არა დავიდუმო.
    54.     სული იგი მაწუევს საშუმინველისა ჩემისაჲ დაფარულსა მას საიდუმლოსა ჯუარისასა, ხოლო ჯუარი ნუ ესე გგონიენ, რომელ-ესე ჩას, ვითარცა შეურაცხი;
    55.     და უფროჲსღა რაჟამს ძალ-გიც სმენად, რომელნი-ეგე შემძლებელ ხართ, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა დასასრულთა ვარ მე.
    56.     მნებავს თქუენდა მიმართ თქუმად სიტყუათა მათ ცხოვრებისათა.
    57.     ისმინეთ, ძმანო, და ყოველთა საცნობელთა თქუენთა და იხილენთ თქუენ ყოველთა სულნი თქუენნი, განიწმიდენით გუამისაგან, რომელი ჰგიეს ჭეშმარიტად.
    58.     განაშორენთ სიბრმისაგან პირნი ეგე თქუენნი და სასმენელნი თქუენნი საჩინოდ მომიპყრენით და საჩინონი ეგე განჰმარტენით და სცნათ თქუენ ქრისტჱს მიერნი იგი ყოფილნი და ცხორებისა თქუენისა იგი საიდუმლოჲ,
    59.     ჟამი არს შენდა, პეტრე, მიცემად ჴორცთა შენთა ერისაგანთა ამათ, ვითარცა არს ჩუეულებაჲ მათი.
    60.     შევიდოდა წმიდაჲ პეტრე ჯუარ-ცუმად და იტყოდა: ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრჱთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა.
    61.     და ვითარცა დამოჰკიდეს იგი ძელსა მას, იწყო სიტყუად და თქუა: კაცნო, რომელთა-ეგე ჯერ-არს სმენად, ყურად-იღეთ, უფროჲსღა აწ, რომელ–ესე გითხრა თქუენ, ყოვლისავე ბუნებისა საიდუმლოჲ იგი და ყოვლისავე დაბადებულისა დასაბამი პირველი, რომელ იქმნა.
    62.     რამეთუ პირველი იგი კაცი, რომელი იქმნა ხატად, თავ-დამოქცევით დამოვეკიდე მე.
    63.     ამან აჩუენა არა არსი იგი შობაჲ მაშინდელი, რამეთუ მკუდარ იყო ესე, არცაღა ძრვაჲ აქუნდა, გარდამოვარდა იგი და დასაბამი იგი მისი ქუეყანად მიაქცია და ყოველივე ესე სამკაულებისა ხილვაჲ გამოაჩინა და დამოჰკიდა,
    64.     რომლითა მარცხენჱ იგი აჩუენა ვითარცა მარჯუენჱ და მარჯუენჱ – ვითარცა მარცხენჱ;
    65.     და ყოველივე ცვალა ბუნებისა მისისა სასწაული, და ვითარცა კეთილი არა კეთილი იგი ეგოს, და სახიერი იგი – ვითარცა ბოროტი, და ნანდჳლვე ბოროტი იგი – ვითარცა სახიერი.
    66.     რომლისათჳს უფალი საიდუმლოდ იტყჳს: უკუეთუ არა ჰყოთ მარჯუენჱ ვითარცა მარცხენჱ და მარცხენჱ ვითარცა მარჯუენჱ და ზედაჲ ვითარცა ქუჱ, ვერ სცნათ თქუენ სასუფეველი ღმრთისაჲ.
    67.     ესე გონებაჲ ჩემდამო ქმნა და ხატი ესე, რომელსა მხედავთ მე დამოკიდებულსა, მისი გამოხატული არს, პირველისაჲ მის, რომელმან პირველად შემოიღო შობაჲ კაცისაჲ.
    68.     ხოლო თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რომელთა-ესე აწ გესმის და რომელთა მერმე სმენად არს, არამედ რომელთა-იგი თავს-გედვა პირველი საცთური, მერმე გიღირს ზემო აღსლვაჲ თქუენ,
    69.     რამეთუ ჯერ-არს, რომელნი მოველით ჯუარსა იესუჲსსა, რომელი-იგი არს განწესებული სიტყუაჲ ერთი და მხოლოჲ, რომლისათჳს სული წმიდაჲ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ არს ქრისტჱ? – არამედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
    70.     ანუ ესე ჩემსა ზე ძელი, რომელსა-ესე მე ჯუარ-ცუმულ ვარ, რამეთუ ოხრაჲ არს ქცეული ბუნებაჲ კაცისაჲ, ხოლო სამშჭუალი, რომლითა შეპყრობილ არს მართალსა ძელსა გძილი იგი საშუვალ, მოქცევაჲ არს და სინანული კაცისაჲ.
    71.     ესე შენ მაუწყე და გამომიცხადე, სიტყუაო, ცხორებისაჲ ესე ძელი, რომელ აწ ჩემ მიერ ითქუმის:
    72.     გმადლობ, შენ მხოლოო, არა ბაგითა ამით საწუთროჲთა, არცა ენითა ამით, რომლისაგან ჭეშმარიტებაჲ და სიცრუვჱ გამოვალს, არცა სიტყჳთა ამით, რომელი ჴელოვნებისაგან ამის სოფლისაჲსა ითქუმის, არამედ მით ჴმითა: გმადლობ შენ, მეუფეო საუკუნეო, რომელ-იგი დუმილით საცნაურ არს;
    73.     რომელი-იგი არა ჭურითა ამით ჴორცთაჲთა ჴრწნილებისა მოქმედისაჲთა არს;
    74.     რომელი არა ჴორციელთა სასმენელთა მიიწევის;
    75.     რომელი არა ბუნებასა ამას განრყუნადსა ესმის;
    76.     რომელი არა ამას სოფელსა არს და ქუეყანასა ამას დატევებად არს;
    77.     არა წიგნთა დაწერითა, არცაღა რომლითამე არსითა და რომლითამე არა-არსითა,
    78.     არამედ ამით ჴმითა: გმადლობ შენ, იესუ ქრისტე მხოლოო, რომელ არს შენი, რომელ-ესე ჩემ თანა სული არს შენი მოყუარჱ, შენი მეტყუელი და შენი მხედველი, შეგივრდების შენ რომელი-ეგე მარტოდ სულითა ხოლო საცნაურ ხარ.
    79.     შენ ხარ მამაჲ ჩემი, შენ ხარ დედაჲ ჩემი, შენ ხარ ძმაჲ ჩემი, შენ ხარ მოღუაწჱ ჩემი, შენ ხარ ყოვლად და ყოველი შენ თანა.
    80.     შენ ხარ ყ~ლდ და არსი იგი შენ შორის, და არაარსი, სხუა არსება, რომელ ესე არს, გარნა შენ ხოლო.
    81.     ამისა, ძმანო ჩემნო, მიივლტოდეთ და მისა მიმართ მხოლოჲსა არსებაჲ იგი ისწავეთ;
    82.     მათ ითხოვდით, რომელთა-იგი გეტყჳს მოცემად თქუენდა და აღგითქუამს თქუენ;
    83.     რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ასმიეს და გულსა კაცისასა არა მოსრულ არს;
    84.     რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
    85.     გევედრებით შენ, ქრისტე მხოლოო, რომელთათჳს-იგი აღმითქუ ჩუენ მოცემად, და გმადლობთ შენ და აღგიარებთ და შენ გადიდებთ, რამეთუ შენ ხარ მხოლოჲ უფალი და არა არს სხუა შენსა გარეშე და შენი არს დიდებაჲ უკუნისამდე. ამენ.
    86.     და ვითარცა წინაშე მდგომარემან მან სიმრავლემან ერისამან დიდითა ოხრითა ამენი თქუეს, მის თანა მისცა სული თჳსი უფალსა სამ-გზის სანატრელმან პეტრე, დამშჭუალულმან ჯუარსა ზედა.
    87.     ხოლო მარკელოზ არცაღა უკუნჰკითხა აგრიპას გინა თუ სხუასა ვის, რომელ არა ჯერ-იყო.
    88.     ვითარცა იხილა, რამეთუ წმიდამან პეტრე განისუენა, თჳსითა ჴელითა გარდამოჴსნა ჯუარისაგან და განბანა იგი სძითა და ღჳნითა და მოგალა ერგასისის ლიტრაჲ მური და ალოვჱ და ფურცელი სხუაჲ სულნელი ერგასისი ლიტრაჲ
    89.     და შემურნა ჴორცნი იგი წმიდისა პეტრჱსნი და აღავსო ლუსკუმაჲ მარმარილოჲსაჲ თაფლითა რჩეულითა და თჳსსა საფლავსა შთადვა იგი.
    90.     ხოლო ნეტარი პეტრე დაადგა მას ღამე ჩუენებით და ჰრქუა მას: მარკელე, არა გესმაა უფლისა იგი სიტყუაჲ: აცადენით მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა?
    91.     ხოლო მარკელოზ მიუგო და ჰრქუა: ჰე, უფალო, მასმიეს.
    92.     და პეტრე ჰრქუა მას: იგი, რომელ-რაჲ გაქუნდა, მკუდარსა თანა წარსწყმიდე, რამეთუ შენ ცხოველმან ვითარცა მკუდარმან მკუდარი დაიღუაწე.
    93.     ხოლო მარკელოზ რაჲ განიღჳძა, უთხრა მათ გამოცხადებაჲ ესე ყოველი, რომელი გამოუცხადა მას წმიდამან პეტრე, ყოველთა მათ ძმათა,
    94.     რომელნი მტკიცე იყვნეს სარწმუნოებასა ზედა პეტრჱს მიერ, უფლისა მიერ ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და მტკიცედ დგეს ყოველნი, და პავლჱს მოსლვასა მას ჰრომდ უფროჲს ხოლო განძლიერდებოდეს მორწმუნენი იგი.
    95.     ხოლო ნერონ კეისარმან, ვითარცა აგრძნა პეტრჱსი განსლვაჲ ცხოვრებისაგან, ფრიად აბრალებდა აგრიპას, ვითარმედ რაჲსა უკითხავად მისა მოიკლა, რამეთუ ეგულებოდა მას უმეტჱსსა ტანჯვასა შეგდებად იგი და უმეტჱს გუემად.
    96.     რამეთუ წინაშენი ვინმე მისნი წმიდამან პეტრე დაიმოწაფნა და განადგინნა მისგან, ამისთჳს გულ-წყებულ იყო ნერონ ფრიად და მრავალ ჟამ აგრიპას არა ზრახვიდა.
    97.     და ეძიებდა იგი ყოველთა მათ დამოწაფებულთა წმიდისა პეტრჱსთა წარწყმედად.
    98.     და ეჩუენა ვინმე ღამე ძილსა, რომელი სტანჯვიდა მას და ეტყოდა: ნერონ, ვერ შემძლებელ ხარ აწ მონათა ქრისტჱსთა დევნად და წარწყმედად, არამედ განაშორენ ჴელნი შენნი მათგან.
    99.     და მაშინ ნერონ შეშინდა და განეშოვრა დევნისაგან მოწაფეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა.
    100.     მას ჟამსა ოდენ, რომელსა წმიდაჲ პეტრე ამის სოფლისაგან განეშოვრა, შეკრებულ იყვნეს ყოველნი იგი მორწმუნენი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსნი ერთბამად
    101.     და ადიდებდეს და უგალობდეს ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სუფევაჲ და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


45

     1.     წამებაჲ წმიდისა პავლე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა
    2.     მოელოდეს ჰრომესა შინა პავლეს.
    3.     ლუკა გალატიაჲთ მოსრულ იყო, ტიტე – დალმატიაჲთ, რომელნი იხილნა პავლე და განიხარა.
    4.     და გარეშე ჰრომსა საუნჯჱ ვისიმე სასყიდლით დაეპყრა, რომელსა შინა ძმათა თანა იყოფოდა იგი და ასწავებდა ყოველთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, შეიწყნარებდა ყოველთა მათ, რომელნი მივიდოდეს მისა, და განთქუმულ იყო იგი ყოველთა მიმართ ჰრომს შინა.
    5.     და მრავალნი სულნი შეეძინებოდეს უფალსა ჩუენსა.
    6.     და მრავალთა ჰრწმენა ტაძრისაგანთაცა კეისრისათა.
    7.     და იყო სიხარული დიდი ყოველთა მიმართ.
    8.     იყო ვინმე პირის მწდჱ კეისრისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პატროკლოს.
    9.     მწუხრად მივიდა სავანესა მას პავლჱსსა და ერისა მისგან ვერ შეუძლო შესლვად შინა პავლჱსა, არამედ დაჯდა იგი სარკუმელსა ზედა მაღალსა და ისმენდა იგი, ასწავებდა რაჲ პავლე ერსა მას სიტყუასა მას ღმრთისასა.
    10.     ხოლო ეშმაკი, დასაბამითგან უკეთური, რომელი ეშურობს მარადის უფლისა მიერ მადლსა და სიყუარულსა და ცხოვრებასა მორწმუნეთასა, და დასდვა ძილი პატროკლეს, და გარდამოვარდა იგი სამ-ქორედისა მისგან და მოკუდა.
    11.     და მეყსეულად უთხრეს კეისარსა მისი.
    12.     ხოლო წმიდამან პავლე გულისხმა-ყო სულითა და თქუა: კაცნო ძმანო, პოვა ადგილი უკეთურმან მან, რაჲთა განგუცადნეს ჩუენ.
    13.     განვედით გარე და ჰპოოთ ჭაბუკი ერთი გარდამოვრდომილი სარკუმლით და მომკუდარი და ადრე მოიღეთ იგი აქა.
    14.     ხოლო იგინი განვიდეს და მოიღეს იგი პავლჱსა.
    15.     რაჟამს უკუე იხილეს იგი ერმან მან, შეშფოთნეს ფრიად.
    16.     ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მათ: აწ სარწმუნოებაჲ თქუენი გამოჩნდინ.
    17.     მოვედით თქუენ ყოველნი და ვევედრნეთ ტირილით უფალსა, რაჲთა ცხოვნდეს ყრმაჲ ესე და ჩუენ უბრალო ვიყვნეთ.
    18.     და ვითარცა მოვიდეს და სულთ-ითქუნეს ყოველთა ღმრთისა მიმართ, ყრმამან მან მადლითა ქრისტჱსითა მოიდგნა სულნი და აღდგა.
    19.     და აღსუეს იგი კაჰრაულსა და წარგზავნეს იგი მშჳდობით კეისრისა სხუათა თანა, რომელნი იყვნეს კეისრისა მის ტაძრისანი.
    20.     ხოლო კეისარსა ვითარცა ესმა სიკუდილი პატროკლჱსი, მოვიდა რაჲ იგი აბანოჲთ, და შეწუხნა იგი მისთჳს ფრიად და ბრძანა სხჳსაჲ დადგინებაჲ ადგილსა მისა ღჳნოსა მას ზედა.
    21.     უთხრეს მონათა მისთა და ჰრქუეს: უფალო კეისარ, პატროკლე ცოცხალ არს და დგას იგი ბჭეთა გარე.
    22.     ხოლო პატროკლეს ეშინოდა შესლვად წინაშე კეისრისა.
    23.     და ვითარ შევიდა, ჰრქუა მას კეისარმან: პატროკლე, ცოცხალ ხარა?
    24.     ხოლო მან ჰრქუა: ცოცხალ ვარ, უფალო კეისარ.
    25.     კეისარმან ჰრქუა მას: ვინ არს, რომელმან განგაცოცხლა შენ?
    26.     გონიერებითა სარწმუნოებისაჲთა აღივსო ყრმაჲ იგი, მიუგო და ჰრქუა მას: იესუ ქრისტემან, მეუფემან საუკუნემან.
    27.     განრისხნა კეისარი და ჰრქუა: აწ უკუე იგი მეუფჱ ყოფად არსა საუკუნეთაჲ და დაპყრობად ყოველთა მეფეთა?
    28.     პატროკლოს ჰრქუა: ჰე, კეისარ, მან დაარღჳნეს ყოველნი მეფობანი, რავდენნი არიან ცასა ქუეშე.
    29.     იყოს იგი მხოლოჲ მეუფჱ მეუფეთაჲ და არა იყოს მეუფებაჲ, რომელი განერეს მას.
    30.     ხოლო კეისარმან სცა პირსა მისა და ჰრქუა მას: პატროკლე, შენცა ვიდრემე განჩემებულ ხარ მას მეუფესა?
    31.     ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ მან აღმადგინა მე მკუდრეთით.
    32.     ამისა შემდგომად ბარსაბა, ძემან იუსტჱსმან, და ჰორიონ კაბადუკმან და ფესტოს გალატელმან, რომელნი წინაშე მდგომელნი იყვნეს ნერონ კეისრისანი, და ამათცა მიუგეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ჩუენცა იგივე მეუფჱ გურწამს, კეისარ.
    33.     მაშინ კეისარმან შეიპყრნა იგინი და შეაყენნა საპყრობილესა და გუემნა იგინი ბოროტად, რომელნი-იგი პირველ უყუარდეს ფრიად,
    34.     და ბრძანა გამოძიებაჲ დიდისა მის მეუფისა მონათაჲ და განსცა წიგნები ესევითარი ბრძანებისაჲ, ვითარმედ ყოველნი რომელნი იპოვნენ ქრისტიანენი და ქრისტჱს ერისაგანნი, მოწყდებოდედ.
    35.     და მრავალთა თანა სხუათა მოიყვანეს წმიდაჲ პავლე კრული, რომელსა ყოველნივე ხედვიდეს მას, ვითარცა მის თანა შეკრულნი.
    36.     გულისხმაყო ამისგან კეისარმან, ვითარმედ ესე არს მთავარი ერისაჲ ამის.
    37.     ჰრქუა კეისარმან პავლეს: კაცო დიდისა მის მეუფისაო, რაჲ გულსა მოგიჴდა ჰრომთა სამთავროსა და ერსა ჰკრებ ჩემისაგან ერის მთ~ვრბისაჲსა?
    38.     ხოლო წმიდაჲ პავლე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა: კეისარ, ჩუენ არა ხოლო თუ შენისა ამისგან ყურისა ერთისა ერსა ვკრებთ, არამედ ყოვლისა სოფლისაგან,
    39.     რამეთუ ეგრე გუამცნო ჩვენ უფალმან ჩუენმან, ვითარმედ: ნუვის აყენებთ, რომელსა უნდეს ერისკაც-ყოფის საუკუუნისა მის მეუფისა.
    40.     არა სიმდიდრემან, არცა ამის სოფლისა ბრწყინვალებამან გიჴსნეს შენ, რამეთუ იგი თავადი არს მეუფჱ საუკუნეთაჲ და მსაჯული სოფლისაჲ.
    41.     ესე ვითარცა ესმა კეისარსა, განრისხნა ფრიად და ბრძანა ყოველთა მათ კრულთაჲ ცეცხლითა დაწუვაჲ, ხოლო პავლჱსი – თავისა მოკუეთაჲ შჯულითა ჰრომთაჲთა.
    42.     ხოლო წმიდაჲ პავლე არავე დადუმნა, არამედ ეტყოდა მას სიტყუასა მას ღმრთისასა და მთავარ სპაიპეტსა მას ლონგეონს და ასისთავსა კესტონს.
    43.     ხოლო იყო ნერონ კეისარი ჰრომეს შინა და მრავალსა შინა საქმესა ეშმაკისასა იქცეოდა.
    44.     და მრავალნი ქრისტიანენი მოისრვოდეს მისგან, ვიდრემდე ჰრომნი ყოველნი შეკრბეს წინაშე ტაძარსა მას სამეუფოსა, ღაღადებდეს და იტყოდეს: კმა არს, კეისარ, რამეთუ კაცნი ესე ჩუენნი არიან. აჰჴოცა ჰრომთა ერსა?
    45.     მაშინღა ნერონ კეისარი დასცხრა სიბორგილისაგან თჳსისა და ბრძანებაჲ დადვა: ნუმცა ვინ ქრისტიანჱ განეტევების, ვიდრემდე ვეკითხო პავლჱსთჳს ჭეშმარიტად.
    46.     მაშინ ჩუეულად მეორედ მოჰგუარეს მას წმიდაჲ პავლე შემდგომად ბრძანებისა მის.
    47.     და განეჩინა კეისარსა პავლჱსი თავისა მოკუეთაჲ.
    48.     ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მას: კეისარ, არა მცირედ ჟამ ცხოველ ვარ მე ჩემისა მეუფისა და, ოდეს თავი მომკუეთო, მე აღვდგე და გამოგეცხადო შენ, რაჲთა სცნა, რამეთუ არა მოვკუედ, არამედ ცხოველ ვარ მე უფლისა ჩემისა მიმართ იესუ ქრისტჱსა, რომელი მოვალს განსჯად სოფლისა.
    49.     ხოლო ლონგონ და კესტოს ჰრქუეს პავლეს: ვინაჲ არს ესრჱთ თქუენდა ესევითარი მეუფჱ, რომელი ესრჱთ გრწამს იგი და არა გნებავს გარდაქცევად ვიდრე სიკუდილდმდე?
    50.     ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მათ: კაცნო, რომელნი-ეგე ხართ უმეცრებასა შინა და საცთურსა ამის სოფლისასა, მოიქეცით და განერენით ცეცხლისაგან მის მომავალისა.
    51.     არა ეგრე არს, ვითარ-ეგე თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ მეუფესა ქუეყანისასა ერად განწესებულ ვართ ჩუენ, არამედ ზეცით მომავალისა ღმრთისა ცხოველისა, რომელი-იგი უშჯულოებისათჳს, რომელ იქმნების ამას სოფელსა, მოვალს.
    52.     და ნეტარ არს იგი კაცი, რომელსა ჰრწმენეს იგი, რამეთუ ცხონდეს უკუნისამდე.
    53.     ხოლო იგინი ევედრებოდეს წმიდასა პავლეს და ჰრქუეს: გლოცავთ შენ, შემეწიე ჩუენ და მყვენ ჩუენ ეგრე, ვითარცა-ეგე შენ ხარ, და განგიტეოთ შენ.
    54.     ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მათ: არა ვარ მეოტი ქრისტჱსი, არამედ შჯულიერი მოსაგრჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
    55.     უკუთუ მოსიკუდიდ ვიყავ ჩემისა მეუფისა, ვყავმცა ეგე, რომელსა-ეგე თქუენ მეტყჳთ, ლონგე და კესტოს.
    56.     არამედ რამეთუ ცხოველ ვარ მე ღმრთისა ჩემისა და იგი მიყუარს მე და მივალ უფლისა, რაჲთა მოვიდე მის თანა, ოდეს მოვიდეს იგი დიდებითა მამისა მისისაჲთა.
    57.     ხოლო მათ ჰრქუეს მას: ვითარ უკუე შენღა თავი მოგეკუეთოს, ჩუენ ვცხონდეთ?
    58.     და ვითარ იგინი იტყოდეს ამას, მოავლინა ნერონ კეისარმან კაცნი: ფერეტან ვინმე და ფართენიოს ხილვად პავლჱსა, უკუეთუ თავი მოკუეთილა პავლჱსა ანუ არა, და პოვეს იგი ცოცხალიღა.
    59.     და ჰრქუა მათ პავლე: გრწმენინ თქუენ ცხოველი ღმერთი, რომელ-იგი ჩემიცა და ყოველთა მორწმუნეთა მისთაჲ არს აღმადგინებელი მკუდრეთით.
    60.     ხოლო მათ ჰრქუეს პავლეს: წარვიდეთ ჩუენ აწ ნერონ კეისრისა და რაჟამს მოჰკუდე და აღსდგე შენ, მაშინ გურწმენეს ჩუენ ღმერთი იგი შენი.
    61.     ხოლო ლონგოს და კესტოს ევედრებოდეს წმიდასა პავლეს ცხოვრებისა მათისათჳს.
    62.     ჰრქუა მათ პავლე: ხვალისა დღე მო-რაჲ-ხჳდეთ საფლავსა ჩემსა და ჰპოვნეთ მუნ ორნი კაცნი, რომელნი ილოცვიდენ, ტიტე და ლუკა, და მათ მოგცენ თქუენ უფლისა მიერი იგი ბეჭედი.
    63.     და ვითარცა ჰრქუა მათ ესე პავლე, დადგა აღმოსავალით კერძო და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და ილოცვიდა მყოვარ ჟამ უფლისა მიმართ.
    64.     დასცხრა იგი ლოცვისა მისგან და ზოგად ზრახვიდა იგი ერთბამად და ყოველთა მათ ასწავებდა სიტყუასა მას ცხოვრებისასა ებრაელებრითა ჴმითა ყოველთა მიმართ, ძმათა და მამათა.
    65.     და ამისა შემდგომად წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა და არღარა იტყოდა მიერითგან.
    66.     და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა და ესხურა სამოსელსა მას მეჴრმლისასა.
    67.     ხოლო მეჴრმლესა მას და ყოველსა მას სიმრავლესა, რომელნი დგეს მუნ, უკჳრდა სასწაული იგი და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი დიდებაჲ პავლეს.
    68.     და მოვიდეს და უთხრეს ნერონ კეისარსა, რაჲ-იგი იქმნა სასწაული წმიდისა პავლჱს ზედა.
    69.     ვითარცა ესმა ესე ნერონ კეისარსა, ფრიად დაუკჳრდა, განიზრახვიდა მყოვარ ჟამ სასწაულისა მისთჳს.
    70.     მოვიდა მისა წმიდაჲ პავლე ცხრა ჟამს ოდენ, ვითარ-იგი მრავალი ერი დგა წინაშე მის კეისრისა, სიბრძნის მოყუარენი იგი და მეგობრები იგი ასისთავისაჲ მის.
    71.     და ჰრქუა ნერონ კეისარსა დიდითა ჴმითა წმიდამან პავლე: კეისარ, აქა ვარ პავლე, ერისა კაცი იგი ღმრთისა ცხოველისაჲ.
    72.     აწ გრწმენინ შენ, რამეთუ არა მოვკუედ, არამედ ცხოველ ვარ მე ღმრთისა ჩემისა მიერ.
    73.     ხოლო შენდა არს მრავალი ძჳრი და დიდი ტანჯვაჲ, უბადრუკო, ამისთჳს რამეთუ დასთხიე შენ სისხლი მართალი უბრალოდ.
    74.     და ესე გეყოს შენ არა მრავალთა დღეთა შემდგომად.
    75.     და ესე ვითარცა თქუა წმიდამან პავლე, აღმაღლდა მათგან.
    76.     ხოლო ნერონს ვითარ ესმა სიტყუაჲ ესე პავლჱსგან, შეძრწუნდა იგი ამას ზედა ფრიად და უბრძანა ყოველთაჲ მათ პყრობილთაჲ განჴსნაჲ და განტევებაჲ: პატროკლჱსი და ბარსაბაეთი მოყუსებითურთ მათით.
    77.     და ვითარცა-იგი უბრძანა წმიდამან პავლე, განთიად მოვიდოდეს საფლავსა მას ლონგონ და კესტოს.
    78.     და შიშით მოვიდოდეს იგინი მისა.
    79.     და ვითარცა მიიწინეს იგინი მუნ, პოვნეს ორნი კაცნი, რომელნი ილოცვიდეს საფლავსა მას ზედა, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ პავლე და შორის მათსა დგა წმიდაჲ პავლე.
    80.     მათ რაჲ იხილეს დიდებული ესე საქმჱ, დაუკჳრდა გულსა მათსა.
    81.     ხოლო ტიტეს და ლუკას შიში დიდი დაეცა და სივლტოლად იქცეს. და იგინი სდევდეს მათ.
    82.     და ეწინეს და ჰრქუეს ტიტეს და ლუკას კესტოს და ლონგონ: არა კლვად გდევნით თქუენ, ვითარ-ეგე თქუენ ჰგონებთ, ნეტარნო კაცნო ღმრთისა ცხოველისანო,
    83.     არამედ რაჲთა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მომცეთ ჩუენ, ვითარცა-იგი აღმითქუა ჩუენ ნეტარმან პავლე, რომელი ვიხილეთ მცირედრე წინა შორის თქუენსა მდგომარჱ ლოცვასა ზედა.
    84.     და ესე ვითარცა ესმა სიტყუაჲ მათ კაცთაგან ტიტეს და ლუკას, მრავლითა სიხარულითა და მხიარულებითა მოაქციეს.
    85.     და მოსცეს მათ კაცთა ქრისტჱს მიერი იგი ბეჭედი.
    86.     და ადიდებდეს ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


46

     1.     ჴსენებასა წმიდათასა მოწამეთასა, რომლისათჳსცა გინდეს
    2.     თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
    3.     ჰხედავთა, ძმანო, რამეთუ ორითავე ჯერითა განადიდა ღმერთმან საჴსენებელი მარტჳლთა, თაყუანის-მცემელთა მისთაჲ: მისთჳს უდებ-ყვნა და მიუტევნა იგინი ჴელთა სიკუდილისათა, ვითარცა წეს-იყო სახელისა მისისაგან, არამედ დიდად პატივ-სცა სიკუდილსა მათსა.
    4.     უკუემცა არა უდებ-ეყო მცირედ ჟამსა ჭირისა მათისასა, და-მცა-ეფარნეს შინაგანნი შუენიერებანი მარტჳლთანი.
    5.     არამედ ვითარცა უდებ-ყო იოსები, რაჟამს განჰყიდდეს მას, არამედ რაჲთა იქადაგოს სიმჴნჱ იგი მისი ქუეყანასა უცხოსა უფრო მერმეცა ძჳრის მეტყუელსა მას იოსების ზედა თაყუანის-მცემელისა თჳსისა, რაჲთა უფროჲს განდიდნეს გჳრგჳნი მჴნისაჲ მის.
    6.     რამეთუ შემძლებელ იყო განრინებად მარტჳლთა თჳსთა მახჳლისაგან მტერთა მათთაჲსა, მისცნა იგინი ბრძმედთა მათ მტერთაჲსა, ვითარცა ოქროჲ კეთილი, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა შინა გამობრწყინდეს შუენიერებაჲ მათი.
    7.     რამეთუ კმა არს მოწფისაჲ მის, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ, ვითარცა უფალი თჳსი.
    8.     რამეთუ ვიდრე-იგი იყო დიდებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა დაფარულ და არა მეცნიერ იყვნეს ქუესკნელნი ჭეშმარიტებასა მისსა, ვითარ თაყუანისცემდეს ზესკნელნი სიმდიდრესა მისსა?
    9.     და რაჟამს ჰგონებდეს ჯუარის-მცუმელნი იგი, ვითარმედ დავაკნინეთ იგი ჯუარითა მით, მას ჟამსა ყოველი კაცი დაემორჩილა მას.
    10.     ეგრეცა მოწამენი, ვიდრე ჴორცთა ცხოვრებასაღა შინა იყვნეს, არა განცხადებულ იყო ჭეშმარიტებაჲ ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა;
    11.     ხოლო რაჟამს ჰგონებდეს მკლველნი იგი მათნი, ვითარმედ დავამცირენით იგინი მათ, რამეთუ უვარ-ყვნეს იგინი მახლობელთა მათა, მას ჟამსა განადიდნა იგინი ღმერთმან ყოველთა ადგილთა და ყვნა ძუალნი მათნი სახლ შესავედრებელ მრავალთა.
    12.     უკუეთუმცა არა სიმდიდრჱ იყო უფლისა მათისაჲ, აღ-მცა-მაღლებულ იყო იგი ჯუარის წინა.
    13.     არამედ ესე უფროჲს არს, ვიდრემცა ჰგონებდეს, ვითარმედ იძლია, მაშინ აღიღო მან ძლევაჲ სიკუდილსა ზედა.
    14.     ეგრეცა არა სიმდიდრჱ დიდ იყო: არა თუმცა მომკუდარ იყვნეს მარტჳლნი მდევართა მათთაგან, ვითარმცა განმდიდრდეს?
    15.     რამეთუ სიკუდილითა მით მათითა ყოველნი მოუძლურდეს მდევარნი მათნი;
    16.     მოწამენი ნეტარნი აღმაღლებით აღმაღლდეს.
    17.     და იხილეთ, ვითარ ჰგვანან მარტჳლნი უფალსა ჩუენსა!
    18.     ესწორებიან მკლველნი იგი მოწამეთანი ჯუარის-მცუმელთა მათ, მათ ქრისტჱსთა.
    19.     უფალი ჩუენი დიდი კნინად წინაშე მსაჯულთასა განიკითხვოდა, და მოწამენი ნეტარნი ვითარცა შეცოდებულნი წინაშე ბჭეთა განიკითხვოდეს;
    20.     და ჯუარისმცუმელნი იგი დიდებითა და პატივითა შეკრებულ იყვნეს ქალაქსა შინა მათსა, რაჟამს უფალი ჩუენი გინებული დგა შორის მათსა;
    21.     და მკლველნი იგი მოწამეთანი დიდებასა და პატივსა შინა იყვნეს, რაჟამს სანატრელნი იგი ვნებულ არიედ ბრძანებითა მათითა.
    22.     ხოლო აწ იხილეთ, ვითარ განდიდნა სიმცირჱ იგი უფლისა ჩუენისაჲ და თაყუანის–მცემელთა მისთაჲ, და ვითარ დამდაბლდეს დიდ-დიდნი საქმენი მდევართანი და ჯუარის-მცუმელთანი!
    23.     ხოლო უფალი ჩუენი ოდესმე ვითარცა კაცი დაისაჯებოდა;
    24.     აჰა ესერა დღეს ყოველთა კაცთა ეშინის საშჯელისაგან მისისა და თაყუანის-სცემენ სიმდიდრესა მისსა.
    25.     მოწამენი სანატრელნი, რომელნი ვითარცა შეცოდებულნი შჯულისა თანა-მდებ იყვნეს, აჰა ესერა დღეს ევედრებიან მათ მსაჯულნი და მეფენი მეოხ ყოფად მათა წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა;
    26.     და ჯუარის-მცუმელნი იგი, რომელნი ოდესმე შეკრებულ იყვნეს ქალაქსა თჳსა, ესრჱთ განბნეულ არიან იგინი ყოველსა ქუეყანასა და დათრგუნვილ არიან იგინი, ვითარცა მიწაჲ ქუეყანისაჲ ოთხთა კიდეთა სოფლისათა.
    27.     და მდევარნი მარტჳლთანი ოდეს სადამე დიდებულ იყვნეს, აჰა ესერა აწვე ამას სოფელსა შინა აჴოცილ არს საჴსენებელი მათი და მას სოფელსა განმზადებულ არს მათთჳს მწარჱ მისაგებელი.
    28.     აწ ვინ-მე არა იქმნეს ხატად ქრისტჱსა, რომელმან არასადა მოხუეჭის შრომაჲ მსახურთა თჳსთაჲ?
    29.     უკუეთუ შორის კაცთა არა უვარ-ყვეს სიმჴნჱ მოწამეთა მისთა, რავდენ უფროჲს შორის ანგელოზთა სოფელსა მას ნათლისასა აღიარნეს თაყუანის-მცემელნი თჳსნი, ვითარცა აღუთქუა, რამეთუ ძემანცა აღიარნეს მოწამენი მონანი თჳსნი, რამეთუ მან აღიარნა იგინი.
    30.     ეგრეცა მოწამეთა აღიარონ იგი შორის ერსა ჩუენსა წინაშე ღმრთისა თჳსისა.
    31.     და ყავნ ამიერითგან უფალმან წყალობითა თჳსითა, და ვითარცა ღირს მყვნა ჩუენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა გჳრგჳნნი გარემო საფლავთა მათთა, ეგრევე ღირს მყვენინ ჩუენ ზიარებად მათსა სამკჳდრებელსა მას ზეცისასა.
    32.     და აღმოვთქუათ ქებაჲ მისა, რომელმან გჳრგჳნოსან ყვნა მონანი თჳსნი ორთავე სოფელთა შინა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


47

     1.     მეორე. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ მოწამეთათჳს
    2.     სიყუარული მოწამეთა სანატრელთაჲ მაწუვს მე, რაჲთა გიჩუენო თქუენ მცირედ ოდენ გემოჲ საჴსენებელისა სიმჴნისა მათისაჲ და შვილთა მათთა დღჱ საჴსენებელისა მათისაჲ ვაუწყოთ.
    3.     და თქუენ, რომელთა-ეგე გესმის, განწმიდენით ალაგნი ყურთა თქუენთანი და ვაკე ყავთ და განჰმზადეთ გზაჲ გონებათა თქუენთაჲ, რაჲთა დაუბრკოლებელად შთავიდოდიან სიტყუანი მათნი გულთა თქუენთა.
    4.     რამეთუ სარგებელ არს მონისა თავის-ყოფაჲ უფლისა თჳსისაჲ;
    5.     და შვილთა – თავის-ყოფაჲ მამათა მათთაჲ, და ჴუებულთა – შევედრებაჲ მდიდართაჲ.
    6.     და ჩუენდა წეს-არს, ჴუებულთა და შეცოდებულთაჲ, თავის-ყოფაჲ მარტჳლთაჲ, რაჲთა ჴელითა მათითა და ლოცვითა მათითა მომეცნენ ჩუენ თხოვანი ჩუენნი უფლისაგან მათისა.
    7.     ვითარცა სახედ მეუფეთა ქუეყანისათა ჴელითა წინაშე მდგომელთაჲთა შევლენან იგინი, რომელნი შორიელ არიედ, ეგრეცა ჴელითა მოწამეთაჲთა, მონათა ქრისტჱსთა განეყოფიან სიმდიდრენი იგი მისნი სულიერნი კურთხეულსა მაგას ზედა კრებულსა თქუენსა,
    8.     რამეთუ არა ზომით ოდენ შეაწონის მათსა მას და მისცის მათ, რამეთუ არა შეორგულდეს იგინი მისგან, რაჟამს აღიარეს იგი.
    9.     პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი მათი, რამეთუ პატიოსან იქმნეს წინაშე თუალთა მათა მცნებანი მათნი.
    10.     საცნაურ იქმნა ჭირსა შინა მათსა სიყუარული მათი, რომელ აქუნდა მისა მიმართ, ვ~ა სახჱ საცნაურ იქმნა ჯუარითა მისითა სიყუარული მისი ჭეშმარიტი, რომელ აქუნდა დაბადებულთა მიმართ თჳსთა.
    11.     რამეთუ სიყუარულსა მისა უფროჲს სხუა არღარა არს.
    12.     ვითარმცა და-ვინმე-დვა თავი თჳსი მეგობრისა თჳსისა წილ.
    13.     ესე განიზრახეს მოწამეთა კურთხეულთა: ღმერთი თუ ჯუარს-ეცუა კაცთათჳს, ჩუენ რად არა მოვწყდეთ ღმრთისათჳს?
    14.     რამეთუ ამით განგულებითა მიხედეს ჯუარსა მას სულისა თჳსისასა და თავსა თჳსსა.
    15.     ამისთჳსცა ყოველი ჭირი მათი ეგრე შეერაცხა, ვითარცა სიხარული მათი.
    16.     სახარულევან იყვნეს იგინი, რაჟამს გარე-მოდგომილ იყვნეს მათსა მდევარნი მათნი, რამეთუ მოიჴსენიან მათ მეუფჱ იგი მეუფეთაჲ, რომელი-იგი დამდაბლდა მათთჳს.
    17.     წინაშე მსაჯულისა მის მოიჴსენიან სიტყუაჲ იგიცა დავითისი, რომელ–იგი თქუა სულითა წმიდითა, ვითარმედ: ვიტყოდი სიმართლით წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდის.
    18.     დიდად პატიოსნად შერაცხილ იყო წინაშე თუალთა მათთა, რაჟამს განეძარცუვოდა მათგან სამოსელი მათი, რამეთუ მოიჴსენიან, ვითარმედ სამოსელი კიცხევისაჲ შეიმოსა მძლემან მან და განმაკრძალებელმან უსახურთამან.
    19.     ფრიად სახარულევან იყვნეს იგინი, რაჟამს გუერდნი მათნი განსხირპვულ იყვნეს და იხუეტებოდეს, რამეთუ თუალითა გონებისა მათისაჲთა ლახუარსა, რომელ ცემულ იყო გუერდთა ძისა მეუფისათა, იგინი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
    20.     რაჟამს ხედვიდეს ჭალაკსა მას სისხლისასა, რომელ გარდამოვიდოდეს გუერდთა მათა, მოიჴსენიან სისხლი იგი წმიდაჲ, რომელ გარდამოჴდა გუერდსა პირმშოჲსა მისგან და გარდაიჴადა თანა-ნადები იგი ადამისი პირველისაჲ.
    21.     ვითარცა ხენი, რომელ დგანედ თანა-წარსადინელსა წყალთასა, ეგრე მხიარულ იყვნეს გუერდნი მათნი, რაჟამს ენანი მათნი განჴმებიედ წყურილითა: მოიჴსენიან მათ, ვითარმედ ძმარი ასუეს მას... წყმედულმან მან ვენაჴმან.
    22.     და ვიდრე შე-ღა-კრულ იყვნეს ჴელნი მათნი და ვიდრე შე-ღა-ურვებულ იყვნეს გონებანი მათნი, ჴსნილ იყვნეს სიტყუანი მათნი, რამეთუ სამსჭუალთა მათ ჯუარ-ცუმულისათა ხედვიდეს, ვითარმედ რომელმან განაწყვნა ვარსკულავნი სამყაროსა შინა, დაემშჭუალა სამშჭულითა ძელსა ზედა.
    23.     რამეთუ ერნი იგი ძლიერად ღაღადებდეს მათთჳს და იტყოდეს: ევნებისმცა, ევნების მაგათ!
    24.     ხოლო მარტჳლნი დიდად სახარულევან იყვნეს, რამეთუ ჴმაჲ იგი კაიაფაჲსი და მოყუასთა მისთაჲ მოიჴსენიან., რომელნი იტყოდეს: მიიღეთ ჩუენგან, მიიღეთ ჩუენგან!
    25.     ხოლო რაჟამს აღესრულებოდეს, რაჲთამცა მოიღეს გჳრგჳნი მათი სიკუდილითა მათითა, თუალნი თჳსნი ზეცად აღიხილნიან, რამეთუ ხედვიდეს იგინი ძლიერსა მას საუკუნესა, რომელსა ჯუარი თჳსი საგმობელ ექმნა გოლგოთას ზედა.
    26.     ნუგეშინის-იცემდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: ვივნოთ ვნებაჲ იგი მისი და შეუდგეთ ტჳრთსა მას სიკუდილისა მისისასა;
    27.     უკუეთუ გუევნებოდის მის თანა, მის თანაცა ვიდიდნეთ.
    28.     და რამეთუ მიავასხეს მათ სისხლი ვითარცა კაცთა, და მიაგო მან მათ ვითარცა ღმერთმან;
    29.     და რამეთუ დაამცირეს მათ ცხორებაჲ მათი, აწ ესერა განადიდა სიკუდილი მათი;
    30.     რამეთუ დაიმდაბლნეს მათ ჴორცნი მათნი, ესერა აღამაღლნა მან დღესასწაულნი მათნი;
    31.     რამეთუ მიიღეს მათ ნერწყუაჲ პირითა მათითა, ესერა დაასხმენ ნელსაცხებლსა ძუალთა მათა ზედა;
    32.     და რამეთუ შეუკრნეს მაჭირებელთა მათა მკლავნი მათნი, ესერა შეიკრვიან ეშმაკნი უსაბლოდ წინაშე მათსა;
    33.     და რამეთუ შეყენებულ იყვნეს საპყრობილესა ჴორცნი მათნი, ესერა აღიმსთობენ მსაჯულნი კართა მათთა ზედა;
    34.     და რამეთუ შესძინეს უვარის-მყოფელთა მათ გინებასა მათსა ზედა, ესერა შესძინებენ თაყუანის-მცემელნი შუენიერებასა მათსა.
    35.     და უვარს-ჰყოფდეს მათ მას ჟამსა ნათესავნი მათნი, აწ ესერა აღიარებენ მას დღეს შორიელნი, რომელნი შემოეახლნეს;
    36.     და რამეთუ ესმოდა ყურთა მათთა გინებაჲ და საკიცხელებაჲ, აწ ესერა ყოველივე ენაჲ აქებს შუენიერებასა მათსა;
    37.     და რამეთუ რბიოდეს ბილწნი დედანი ხილვად ჭირისა მის მათისა, ესერა იწრაფიან ნანარნი დედანი სმენად საჴსენებელისა მათისა;
    38.     და რამეთუ უწესოდ და შეურაცხად ჰყოფდეს სიკუდილსა მათსა, ესერა აღამაღლებენ და განაშუენებენ ტაძართა მათთა;
    39.     და რამეთუ ჰბასრობდეს მათ როსპიკნი კიცხევით და უსახურ იქმნნეს, ესერა დედანი წმიდანი შიშით ტირან მათ წინაშე.
    40.     და რამეთუ დაწერეს მწერალთა უკეთურთა გინებაჲ მათი, ესერა მწერალნი მშჳდნი მეტყუელ ქმნულ არიან მათთჳს;
    41.     და რამეთუ შთასთხინეს იგინი ზღუასა უვარის-ყოფელთა მათ, ესერა მეორედ ითქუმის დიდებულებაჲ მათი პირითა;
    42.     და რამეთუ შეწუნეს იგინი ცეცხლითა უღმრთოთა მათ, ესერა გჳრგჳნი ნათლისაჲ დგას მათ წინაშე;
    43.     და რამეთუ მოაკლეს მათგან წყალი და პური საპყრობილესა შინა, ესერა ღჳნოჲ და ტაბლაჲ აღგებულ არს დღესასწაულსა მათსა.
    44.     ხოლო ესე ყოველი, რომელი ჩას, სახარება არს მათთჳს, რომელ-იგი განმზადებულ არს.
    45.     და არიან თუ ვინმე, რომელთა-იგი არა ჰრწამს დაფარული, იხილენ აწ ესერა, რომელ ცხად არს;
    46.     და არიან თუ ვინმე, რომელთა არა ჰრწამს, შორიელთაჲ თავს-იდევინ მახლობელითა ამით, რომელმან აღიაროს ძჱ, რამეთუ ჰურიათა რომელთა ჯუარს-აცუეს იგი, განიბნინეს.
    47.     და რომელთა არა თავ-უყონ მოწამეთა, რამეთუ წარმართთა რომელთა აგინნეს იგინი, შეურაცხ-იქმნნეს.
    48.     და რომელმან აღიაროს ძჱ, ვითარმედ უფალ არს იგი ცისა, ჰრწმენინ მას აწ, რამეთუ თაყუანისცემს მას ყოველი ქუეყანაჲ.
    49.     და რომელმან არა თავს-იდვას, ვითარმედ არა მაღალთა შინა არიან მოწამენი, იხილენ პატივი მათი, რომელ აქუს სოფელსა შინა.
    50.     აღიარედ ჰურიათა ჯუარ-ცუმული იგი, რამეთუ სიკუდილითა მისითა განქარდეს მსხუერპლნი იგი მათნი, და პატივ სცედ წარმართთა მოწამეთა მისთა,
    51.     რამეთუ სიკუდილითა მისითა აღიფხურნეს ბაგინნი მათნი, და შეჰრისხნედ, მცირედ ოდენღათა თუ არს მათ თანა უსახურებაჲ მათი, და თავს-იდვედ ჭეშმარიტებაჲ ესე, რომელ განჩინებულ არს.
    52.     უკუეთუ სირცხჳლეულთა მათ არავეღა ჰრცხუენის და კდემაჲ არა იციან, განვბრძნდეთ ჩუენ გუემითა მათითა,
    53.     რაჲთა სიკუდილი მათი იყოს ჩუენდა მოძღუარ, და თაყუანის-ვსცეთ ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან ჯუარითა თჳსითა განაბნინა და შეკრიბნა: განაბნინა ჭეშმარიტად ჯუარისმცუმელნი იგი თჳსნი და შეკრიბნა წყალობითა თჳსითა თაყუანის-მცემელნი მისნი.
    54.     ვაქებდეთ მოწამეთა სანატრელთა, რომელთა სისხლითა ჴელთა მათთაჲთა დაჰბეჭდეს ჭეშმარიტებასა უფლისა თჳსისასა, და ვითხოოთ მოწყალისა მისგან.
    55.     და ვითარცა ექმნა მათ შემწე და ვითარცა შევიდეს იგინი ბრძოლასა და ძლევითა გჳრგჳნოსან იქმნნეს, და ჩუენ ლოცვაჲ მათი შემეწიენ ბრძოლასა შინა უკეთურთასა,
    56.     რაჲთა მრავალთა წელთა აღვასრულოთ დღესასწაული ძლევისა მათისაჲ და აღმოვთქუათ ქებაჲ და დიდებაჲ მის უფლისა, რომლისათჳს არს ესე ბრძოლაჲ, რომელმან-იგი მოსცა ძლევაჲ ახოვანთა თჳსთა.
    57.     რამეთუ მისა და ცხებულისა თჳსისა და სულისა თჳსისა წმიდისა აღმოვთქუათ დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


48

     1.     მესამჱ. თქუმული მისივე წმიდათა მოწამეთათჳსვე
    2.     ტაბლასა სიხარულისასა მოწამეთასა თქუენ წინაშე დაგებად ვიწრაფი და განზავებად თქუენდა ღჳნისა, სულისა საჴსენებელისა მარტჳლთაჲსა.
    3.     გულს-მადგს, რამეთუ მათ გიჩინნეს თქუენ, და ჩუენ ვამსახურებდეთ მათ, და თქუენ გიხაროდენ, და უფალი ჩუენი იდიდებოდის.
    4.     ჭამეთ ამიერითგან მუცლისა წილ გონებითა თქუენითა და სუთ ყურითა თქუენითა პირისა წილ, რამეთუ არა საჭმელი არს, რომელმან ასწავის ნაყროვანებაჲ, არამედ ტაბლაჲ არს, რომელმან ახარის მმარხველთა;
    5.     და არა თუ ღჳნოჲ არს, რომელმან აღამცირნის მძიმენი, არამედ სასუმელი არს, რომელმან განსწავლნის უგუნურნი.
    6.     და რამეთუ ქორწილსა მოწამეთასა ჩინებულ ხართ, სასუმელი, რომელ ღირს არს ქორწილისა, წეს-არს ჩუენდა შესუმად.
    7.     და ნუვინ იპოვებინ ჩუენ შორის სამოსლითა შეგინებულითა მოსილი.
    8.     ესე თჳთ არს, შეგინებულ თუ ვინმე იყოს საქმითა თჳსითა, რამეთუ დიდად შუენიერ არს, იყოს თუ ვინმე მსგავს – ჩინებული იგი მჩინებელთა თჳსთა და ძმადნი იგი თუ ემსგავსნენ სიძესა მას.
    9.     საჴსენებელსა მარტჳლთასა მოსრულ ვართ;
    10.     ღირს ჩუენდა, რაჲთა მარტჳლ ვიქმნეთ, ვითარცა იგინი, რაჲთა მეწამნენ ჩუენ მოწამენი წინაშე უფლისა ყოვლისა მოწამეთაჲსა;
    11.     ვეზიარნეთ თუ ფარულად აღსარებასა მათსა, ვითარცა შემოკრებულ ვართ ცხადად საჴსენებელსა მათსა, რამეთუ არა არს ჟამი დევნისაჲ ცხადად, ვითარმცა გჳრგჳნოსან ვიქმნენით მას შინა.
    12.     აჰა ესერა ჟამი არს ფარულად წყობისაჲ, მოვედით და ვჰბრძოდით ამას შინა ყოველნივე.
    13.     არა თუ ცუდად რას ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი და იტყოდეს, ვითარმედ: შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე.
    14.     არა თუ უმეცრად რას ღაღადებდა მოციქული, ვითარმედ: მე რაჲ დღე მოვკუდები.
    15.     უკუეთუმცა არა იყო ბრძოლაჲ მარადღე, არამცა მოიჴსენა სახელი სიკუდილისაჲ;
    16.     და თუმცა არა იყო წყობა სამარადისო, არამცა საჭურველისა შთაცუმაჲ უბრძანა პავლემან ნეტარმან.
    17.     რამეთუ იხილა ეშმაკმან, რამეთუ იძლია მარტჳლთაგან ცხადითა ბრძოლითა, გარდააქცია ბრძოლაჲ წყობისაჲ ფარულად, და რამეთუ დაუშრტა ცეცხლი თჳსი, რომელ-იგი აღაგზნეს მთავართა ერისათა, რომელი დასწუვიდა ჴორცთა ცხადად, აჰა ესერა აღატყდების დღეს გულის-წყრომაჲ ფარულად.
    18.     და დავშრიტოთ თითოეულად ჩუენგან ცეცხლი იგი დაფარული – გულის-წყებაჲ გულისაჲ და მიერითგან ვეზიარნეთ ჩუენ მოწამეთა, რომელთა დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ მოთმინებითა თჳსითა, რამეთუ არა არს მახჳლი დღეს მაჭირებელთაჲ, რომელმან წარჰკუეთნა ქედნი მჴნეთანი.
    19.     აჰა ესერა გუაქუს ჩუენ ყოველთა ენაჲ ლბილი, რომელმან განკუეთნის მახჳლითა თჳსითა ქედთა წილ გონებანი, დავაბრყჳლოთ მახჳლი ენისა ჩუენისაჲ ლოცვითა და მღჳძარებითა, რაჲთა ვეზიარნეთ ჩუენ მარტჳლთა, რომელთა სძლეს სიფიცხლესა მახჳლისასა სიჩჩჳლითა ქედთა თჳსთაჲთა.
    20.     და რამეთუ არა არიან დღეს მჴეცნი მძჳნვარენი, რომელთამცა მძორებრ დაშალილნეს ჴორცნი ჩუენნი უფლისა ჩუენისათჳს, რაჲთამცა უძლეთ მათ და გჳრგჳნოსან ვიქმნენით.
    21.     აჰა ესერა არს გულის-თქუმაჲ, შური და ჴდომაჲ და გულის-წყრომაჲ;
    22.     მოვედით და დავიმორჩილნეთ იგინი, რაჲთა მჴნე ვიქმნეთ, რამეთუ არა ლომი უმრისხანჱს არს გულის-წყრომასა და არცა ვეფხი უფროჲს ჴდომისა, და არცა ცეცხლმან შეწჳს უფროჲს შურისა და არცა ალმან უფროჲს გულისთქუმისა.
    23.     რამეთუ გულის-თქუმამან სოლომონი და ამონი შეწუნა, ხოლო ალი იგი ცეცხლისაჲ სამთა მათ ყრმათა არა შეეხო;
    24.     და ლომთა მათცა პატივსცეს დანიელს, ხოლო გულისწყრომან ჯუარს-აცუა უფალი იგი დანიელისი.
    25.     ნუვინ ჰგონებნ ამიერითგან, ვითარმედ კნინ არს ბრძოლაჲ, ჩუენ თუ ვერეოდით მტერთა ჩუენთა, რომელნი გუბრძვანან ფარულად აწ, რამეთუ არა არიან დღეს მდევარნი, რომელნიმცა მაჭირებდეს ჩუენ მისთჳს,
    26.     რამეთუ მოიქცეს უვარის-მყოფელნი იგი და იქმნნეს თაყუანის–მცემელ და დაილინეს იგინი, რომელნი მოჰკაფდეს მათ, რამეთუ განძლიერდა სერტყები მათი, რომელთა აღიარეს, და დაშურეს მომკაფელნი იგი, რამეთუ განმრავლდეს ყანანი ქრისტჱსნი.
    27.     მოაკლდა ჴმასა მას მწნეხართა რისხვისათა, რამეთუ განმრავლდა კუფხალი უფროჲს ტევნისა, რამეთუ არა იერუსალემი არს ვენაჴი უნაყოფოჲ, რომელი დატკებნეს ბაბილოვნელთა ღორთა მაღნარისათა,
    28.     არამედ ეკლესიაჲ არს მხოლოდ-შობილისაჲ მის ვენაჴი აღმაღლებული, რომლისა საგრილსა ქუეშე დასხდეს მეფენი ლომნი.
    29.     აწ რამეთუ არა არიან ჴელმწიფებანი უსახურნი, რომელთამცა მაჭირეს ჩუენ, მოვედით და ვსძლოთ ჩუენ ეშმაკსა შრომითა ჩუენითა.
    30.     და ვითარცა ცვალა მან წყობაჲ იგი თჳსი, ეგრეცა ვცვალოთ ჩუენცა ბრძოლაჲ ჩუენი.
    31.     და ვითარცა მოწამენი იგი მსგავსად ჟამისა მის მათისა ჰბრძოდეს და ერეოდეს მას, ეგრეცა ჩუენ მსგავსად ღუაწლსა მას მისა განვემზადნეთ, რაჲთა განვქველდეთ.
    32.     და იობიცა, მჴნჱ მოწამჱ, მსგავსად ძმაცულებისა მის უკეთურებისაგან განუმზადებდა ლოცვათა თჳსთა და შეცოდებათა თჳსთაებრ განუმზადებდა მას მახჳლსა სარწმუნოებათა თჳსთაგან,
    33.     რამეთუ სძლო გმობასა მისსა კურთხევითა თჳსითა და ერეოდა მწუხარებასა ნუგეშინის-ცემითა და სძლო მოწლებასა მუცლისასა აღსარებითა და ერეოდა ცოლსა თჳსა მოთმინებითა.
    34.     და ჩუენ ვერეოდით მიზეზსა, რომელი შეგუემთხჳოს ჩუენ, რამეთუ ძლიერ არს საჭურველი ქრისტჱსი, რომელ-იგი შეგჳმოსიეს.
    35.     და ყავნ ქველისმოქმედმან მან წყალობითა თჳსითა;
    36.     და ვითარცა იქმნა შემწე მარტჳლთა ჭირსა შინა მათსა, და ჩუენცა განმაძლიერენინ განსაცდელსა შინა ეშმაკისასა, რაჲთა სირცხჳლეულ იყოს ახოვნებაჲ იგი მათი ბრძოლითა ჩუენითა.
    37.     და ვითარცა ღირმყვნა ჩუენ საჴსენებელსა მოწამეთასა სოფელსა ამას წარმავალსა, ღირს მყვენინ ჩუენ ზიარებად ჭეშმარიტსა მას სამკჳდრებელსა მათსა სოფელსა მას, რომელ არა წარსავალ არს, და ცხოვრებასა მას უკუდავსა.
    38.     და აღმოვთქუათ დიდებაჲ მისა და ცხებულისა მისისა და წმიდისა სულისა მისისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


49

     1.     თქუმული წმიდისა ეფრემისი შესუენებულთათჳს
    2.     კაცნი მორწმუნენი რომელნი განმზადებულ არიან მარადის წიგნთაგან სმენად ნუგეშინის-ცემისათჳს, არა ჯერ-არს, ვითარმცა მწუხარებაჲ ეუფლა მათ ზედა, გინა თუ მგლოვარებამან დააბრკოლნეს გონებანი და სულნი მათნი.
    3.     რამეთუ აჰა ესერა სავსე არიან წინაწარმეტყუელნი ნუგეშინის-ცემითა და მოციქულნი სასოებითა მათთჳს, რომელნი სარწმუნოებით ისმენენ და შეუორგულებად ჰრწამს, ხოლო უღმრთონი ამისთჳს ჰყოფენ გლოვასა, რამეთუ არა მოელიან აღდგომასა;
    4.     და მწვალებელნი ამისთჳს მეტად ჰყოფენ მწუხარებასა, რამეთუ არა აქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ;
    5.     ხოლო რომელნი ესვენ აღდგომასა, არა მეტად იგლოვენ;
    6.     და რომელნი მოელიან მერმესა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ;
    7.     და რომელთა ჰრწამნ წმიდათა წიგნთაჲ, მუნვე სმენითა მათ წიგნთაჲთა ნუგეშინის-ცემულ არიედ, რამეთუ წინაწარმეტყუელთა თქუეს განცხოველებისათჳს, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომისათჳს.
    8.     და ერთი წინაწარმეტყუელთაგანი იტყოდა ამას, – იგი, რომელ იქმნა შარავანდედ და წ~ნწლ, დავით მართალი, – და თქუა ესრჱთ: მოუღის სული მათი მათგან და მოაკლდიან და მიწადვე თჳსა მიიქციან.
    9.     გამოავლინი სული შენი და დაამტკიცნი.
    10.     და ესაია იტყჳს: ცხონდენ მკუდარნი იგი მათნი, და შესუენებულთა განისუენონ, და აღდგენ და აკურთხევდენ ღმერთსა, რომელნი დაძინებულ არიან მიწასა.
    11.     და ეზეკიელ წინაწარმეტყუელებდა განჴმელთა მაგათ ზედა ძუალთა, და შეემოსა მათ ყოველთა ჴორცი, და აღდგომითა ძუალთაჲთა განმრავლდა სასოებაჲ კაცთაჲ და დანიელ თქუა: მივედ და განისუენე სიკუდილსა შინა და ასდგე ჟამსა დასასრულსა დღეთასა.
    12.     და ყოველსავე ადგილსა გჳჩუენა ჩუენ, ვითარმედ რომელნი-იგი მოკუდეს, იგინივე აღდგენ;
    13.     და რომელნი განირყუნეს, იგინივე განცხოველდენ;
    14.     და რომელნი-იგი იქმნეს ვითარცა არარაჲ, იგინივე განდიდნეს და აღმაღლდენ.
    15.     და რაჲთა არა ეგონოს მწვალებელთა, ვითარმედ წინაწარმეტყუელთა ხოლო ქადაგეს აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა, ისმინე მოციქულისაჲ მის, რომელ არს სუეტი და სიმტკიცჱ, მოძღუარი კეთილი და წინამძღუარი ეკლესიათაჲ, რასა-იგი იტყჳს,
    16.     რამეთუ: არიან ვინმე თქუენგანი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არსო.
    17.     უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, ქრისტჱცა არა აღდგომილ არს.
    18.     აწ დაჰბრკოლდა სარწმუნოებაჲ იგი თქუენი და ქადაგებაჲ ჩუენი და ვიპოვენით ჩუენ ცრუ მოწამე, რომელთა ვწამეთ ღმრთისათჳს, ვითარმედ: აღადგინა ქრისტჱ, რომელ-იგი არა აღადგინა მკუდრეთით.
    19.     აწ აღადგინა ქრისტჱ და მოსცა სასოებაჲ მოკუდავთა, რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ მის მიერ.
    20.     და მერმე იტყჳს მოციქულივე იგი, ვითარმედ: შესუენებულთა მათთჳს ნუ მწუხარე იქმნებით ვითარცა სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ.
    21.     უკუეთუ გრწამს, ვითარმედ აღდგა ქრისტჱ მკუდრეთით, ეგრეცა, რომელთა შეისუენეს ქრისტჱს მიერ, იგინი ცხონდენ.
    22.     აწ იგი საფასჱ, მცენარჱ კეთილი და აღდგომაჲ ცხოველთაჲ, რომელმან დაჰბადა ადამი არარაჲსაგან, და რამეთუ გარდაჰჴდა იგი მცნებათა მისთა და დასდვა მას ზედა სიკუდილი.
    23.     და თავადი იგი განმზადებულ არს განცხოველებად შესუენებულისა მის, რომელმან იჯმნა ჩუენგან.
    24.     უკუეთუ ოდეს იგი არა იყო, და შექმნა იგი, უფროჲს აწ განჴრწნილისაჲ მის უადვილჱს არს განცხოველებაჲ და აღდგინებაჲ, და ჩუენ მეცნიერებით მოგუცა მადლი მისა მიმართ მამისა მიერ,
    25.     რომელ არა არს განცხადებულ და დაფარულ არს შორის ქუეყანასა და მსგავსად ჴორცთა განბნეულ და დათესულ არიან, და ჩუენ განვკუეთით ქუეყანაჲ და აღმოვიღით იგი მიერ, რავდენ უფროჲს ყოვლისა მპყრობელი იგი მეცნიერებით ყოველსავე,
    26.     რომელმან არა თუ სიტყჳსა ვისგან მოიღო მეცნიერებაჲ, უადვილე არს მისა აღდგინებად ადამისა და მიგებად მართალთა მისაგებელი კეთილი და რჩეულთა მისთა ნიჭი, ხოლო უძღებთა და უღმრთოთა – პატიჟი სასიკუდინჱ.
    27.     და ღათუ ძირი ესე მწარე არს და სალმობაჲ ძლიერ და ძალითა თჳსითა შეარწყუნა ყოველი გუამი ჩუენი, ხოლო ჩუენდა ეგრე წეს-არს,
    28.     რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი საცნობელნი და ზრახვითა ფრთხილითა ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ და აღსარებითა ღმრთისაჲთა ნუგეშინის-ვსცეთ თავთა ჩუენთა,
    29.     ვითარცა წერილ არს: და მოველოდიდ მეცნიერებით, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი არა სიცრუვით არიან და სასოებაჲ იგი ჩუენი დამარხულად გუელის.
    30.     და ღათუ ჟამ ერთ ნაკლულევან ვიქმნნეთ არა ხილვითა მეგობართა ჩუენთაჲთა მიზეზითა განშორებისა მათისაჲთა, ნუმც განვამრავლებთ მწუხარებასა და გლოვასა, არამედ ნუგეშინის-ვიცეთ სასოებითა ღმრთისაჲთა და შევიკრძალნეთ თავნი თჳსნი.
    31.     აწ ვინ წარგჳქცინა ჩუენ ძლით, ანუ ვინ წარგუტყუენნა ჩუენ სოფლით?
    32.     – არამედ მანვე, რომელმანცა მომიყვანნა სოფლად.
    33.     რომელი-ესე არა ვიცოდეთ სოფლად, მანვე წარგჳყვანნეს ჩუენ ამიერ სოფლით ჟამსა თჳსა მსგავსად ნებისა თჳსისა.
    34.     და ვითარცა ჴელითა შობისაჲთა იქმნა შემოსლვაჲ ჩუენი სოფლად, ეგრეცა ჴელითა სიკუდილისაჲთა იქმნეს წარსლვაჲ ჩუენი სოფლისა ამისგან და მივიცვალნეთ სოფელსა მას წარუვალსა.
    35.     რამეთუ გარდაჰჴდა ადამი მცნებასა უფლისასა, და მოიწია მის ზედა ბრძანებაჲ სიკუდილისაჲ და მის გამო ყოველნი ნაშობნი მისნი მიიცვალებიან მუნვე მიწად, ვინაჲცა დაებადნეს.
    36.     და დაიჴრწნეს ყოველი ხატი მათი, და ბრძანებითა ღმრთისაჲთა და ჴმითა ნესტჳსაჲთა აღემართნენ მიერ მიწით, რამეთუ მიეახლა ჴელი დამბადებელისა მათისაჲ მიწასა მას ადამისსა.
    37.     იხილა და ესმა, იყნოსა და გამოცადა, განიშოვრა და გულისხმა-ყო და ცნა, რამეთუ გარდაჰჴდა მცნებათა ღმრთისათა;
    38.     დაეცა და განიჴრწნა და იქმნა ვითარცა არარაჲ.
    39.     წყალობითა ღმრთისაჲთა მერმე განცხოველდაეს, გამოიცადოს, განდიდნეს და სუფევდეს.
    40.     და ღმერთმან ჩუენმან ძლიერმან და დიდებულმან, რომელმან მოაწია სიკუდილი ყოველთა ზედა ჴორციელთა და განაწესა ყოველივე, ვითარცა მას უნდა, და ყოველთაჲვე იგი ჟამი მან უწყის და მანვე რომელმან სათნო-იყო ესე და მიაქცია ესე ჩუენგან,
    41.     თავადმან განაცხოველოს და დაადგინოს იგი მარჯუენით მისა და ახაროს მას სასუფეველსა მისსა და დაწეროს სახელი მისი წიგნსა მას ცხოველთასა ყოველთა თანა ნების-მყოფელთა მისთა.
    42.     და სახელი მისი ნუმცა დაივიწყების თქუენ შორის, და საჴსენებელი მისი განეწესენ შვილითი შვილად.
    43.     და თქუენ რომელთა-ეგე შეგიმოსიეს გლოვაჲ და ჭირი, მოავლინენ ღმერთმან წყალობაჲ მისი და ნუგეშინის-გეცინ თქუენ მადლითა თჳსითა და აღასრულენ ნებაჲ თქუენი და მონასა მას თჳსსა მიეცინ ნაწილი და მკჳდრობაჲ სასუფეველსა მისსა ცხებულისა მისისა მიერ.
    44.     და თქუენ, მამანო და ძმანო, რომელნი მოშუერით და აღასრულეთ წესი იგი მეგობრისა მის თქუენისაჲ, მოგეცინ თქუენ უფალმან მოსაგებელი კეთილი, რამეთუ აღასრულეთ წესი იგი, რომელსა იტყჳს: გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა.
    45.     და თქუენ მოგეცინ უფალმან მეგობართა თქუენთა მიერ პოვნად კეთილისა, და თავადი უფალი რომელი-იგი ნუგეშინის-მცემელი არს ყოველთა მონათა თჳსთაჲ,
    46.     ნუგეშინის-გეცინ თქუენ და მოგაგენ მოსაგებელი კეთილი სასუფეველსა მას ცხოველთასა წმიდისა ცხებულისა მისისა მიერ საუკუნეთა მიერ საუკუნეთასა. ამენ.


50

     1.     ცხორებაჲ წმიდათა და ნეტართა მამათაჲ. რომელნი მოისრნეს მთასა სინასა და რაითს ბარბაროსთაგან. აღწერა წმიდამან ამონიოს
    2.     მომიჴდა ოდესმე გულსა, ძმანო ჩემნო, დღესა ერთსა, ვჯედ რაჲ სენაკსა ჩემსა, მახლობელად ალექსანდრიასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან კანოპე, რაჲთა წარვიდე პალესტინედ,
    3.     რამეთუ ვერ დაუთმობდი ხილვად ჭირთა და განსაცდელთა, რომელნი შეემთხუეოდეს მარადღ ძმათა ჩემთა ქრისტიანეთა ალექსანდრიას შინა უღმრთოთაგან კერპთ-მსახურთა.
    4.     და ნეტარი მამაჲ ჩუენი პეტრე, მამათ-მთავარი ალექსანდრიისაჲ, ივლტოდა და იმალვოდა ადგილითი-ადგილად და ვერ შემძლებელ იყო მწყსად სამწყსოსა მისსა განსუენებით, ვითარ-იგი მას უნდა.
    5.     და კუალად გულმან მითქუა ლოცვად ადგილთა წმიდათა, რაჲთა თაყუანის-ვსცე საფლავსა და აღსადგომელსა ცხორების მომცემელსა და რაჲთა მოვიხილნე ადგილნი,
    6.     რომელთა შინა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იქმოდა საკჳრველთა დიდ-დიდთა, და ვითხოვდ ღმრთისაგან შეწევნასა ამისთჳს, და მომადლა მე ესე უფალმან ჩუენმან, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნისამდე.
    7.     და ვითარცა მივედ ელიად და მოვილოცენ წმიდანი ადგილნი და აღვისრულე ნებაჲ ჩემი, ვითარცა გული მითქუმიდა, მადლი მივეც ქრისტესა, უფალსა ჩემსა, რომელმან განმიმარჯუა ესე ყოფად წყალობითა მისითა.
    8.     და მერმე კუალად გულმან მითქუა ლოცვად მთასა სინასა და მომცნა მე ღმერთმან კეთილნი მოყუასნი კაცნი ქრისტიანენი.
    9.     და ვითარ გამოვედით ელიაჲთ, წარვედით გზასა უდაბნოჲსასა და მივიწიენით მთასა სინასა მეათრვამეტესა დღესა და მოვილოცეთ წმიდაჲ იგი ადგილი.
    10.     და დავყვენ მუნ მცირედნი დღენი, რაჲთამცა ვიკურთხე წმიდათა მამათაგან და სულიერთა და მოვიღე ლოცვისაგან მათისა.
    11.     რამეთუ მივიდი მე სენაკებსა მათსა ყოველთა დღეთა და სარგებელ მეყვის კეთილისაგან სწავლისა მათისა.
    12.     ხოლო თავადსა კჳრიაკესა სხენედ იგინი სენაკებსა მათსა, გარემო მთასა მას წმიდასა.
    13.     და რაჟამს მოიწიის შაბათი მწუხრი, შეკრბიან ეკლესიად და ერთბამად აღასრულიან ლოცვაჲ კჳრიაკისა ღამისაჲ და განთიადისაჲ, და რაჟამს ეზიარნიან, მიიქცის თითოეული მათი სენაკადვე თჳსა მთად.
    14.     და იყვნეს იგინი ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა, რეცა ვითარცა უჴორცონი,
    15.     და არარას ზრუნვიდეს განსასუენებელსა ამის სოფლისასა – არცა ღჳნოსა და არცა ზეთსა, არცა პურსა, არამედ მცირედ დანაკისკუდსა და ხილსა განჴმელსა საჴმრად ჴორცთა.
    16.     ხოლო მამასახლისსა უცნ მცირედ პური უცხოთათჳს, ლოცვად მოსავალთა.
    17.     და ვითარ გარდაჴდეს მცირედნი დღენი, მოკუდა მთავარი სარკინოზთაჲ, და დაგუესხნეს ჩუენ ზედა ერი მრავალი უგრძნულად სარკინოზთაჲ.
    18.     და რომელნი პოვნეს მთასა გარე მონაზონნი სენაკებსა შინა, მოწყჳდნეს;
    19.     და რომელნი კოშკსა მას შინა იყვნეს მახლობელად ეკლესიასა, და ვითარ აგრძნეს, ივლტოდეს და შევიდეს კოშკსა მამასახლისსა თანა წმიდასა ამბა თევდოლოსს.
    20.     ჭეშმარიტად მონაჲ იყო იგი ღმრთისაჲ, რამეთუ უმშჳდჱს იყო იგი ყოველთა კაცთა და უსულგრძელჱს, ამისთჳს უწოდეს მეორჱ მოსე.
    21.     ხოლო რომელნი იყვნეს მონაზონთაგანნი სერგის წმიდას, ანუ ჯეთრეს, გინა თუ ქორებს, გინა სხუათა ადგილთა და ჴევთა, მოწყჳდნეს და მოაწიეს ვიდრე კოშკადმდე.
    22.     და მცირედღა და მო-მცა-ვიდრემე-ვეკლენით ჩუენცა თჳნიერ ყოვლადვე წინა-აღდგომისა, გინა სიტყჳსაცა ერთისა მიგებისა.
    23.     არამედ მოწყალემან ღმერთმან რომელმან არა უგულებელს-ყვის თხოვაჲ, რომელნი ითხოვედ მისგან ყოვლითა გულითა, აჩუენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუმოდა, და ცეცხლი იგი აღიწეოდა ვიდრე ცადმდე.
    24.     ბოლო ვითარ ესე ვიხილეთ, შიშმან და ძწოლამან დიდმან შემიპყრნა ჩუენ, და დავცჳვენით პირთა თჳსთა ზედა თაყუანის-ცემად უფლისა და ვევედრებოდეთ, რაჲთა გჳჴსნეს ჭირისა მისგან, რომელსა შინა ვიყვენით.
    25.     და ვითარცა იხილეს სარკინოზთა მათ ცეცხლი იგი, შეეშინა შიშითა დიდითა და ივლტოდეს და ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან.
    26.     და ჩუენ მადლი შევწირეთ უფლისა და გარდამოვედით მიერ კოშკით და ვიწყეთ სლვად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა და ვეძიებდით, ვინ-ძი მათგანი მოუკლავს.
    27.     და ვპოვეთ ოც და ათრვამეტი კაცი მოკლული.
    28.     და იყო ჴორცთა მათთა მრავალი წყლულებაჲ.
    29.     და არავინ ვპოვეთ, რომელმანმცა გჳთხრა, თუ ვითარ სახით მოწყჳდნეს იგინი, რამეთუ არავინ დახუდა მათ.
    30.     და ამათ ოც და ათრვამეტთაგან ვპოვენით ჯეთრეს ათორმეტნი.
    31.     და კუალად ვპოვენით ორნი სხუანი ცოცხალნი, არამედ იგინიცა წყლულ იყვნეს.
    32.     სახელი ერთისაჲ მის ამბა ესაია და მეორისაჲ მის ამბა საბა.
    33.     და დავჰფლენით წმიდანი იგი და ვიწყეთ კურნებად წყლულთა მათ წუხილითა დიდით და ტირილითა მწარითა.
    34.     ვინმცა იყო გულ-ფიცხელი, გინა უწყალოჲ და არამცა ტიროდა და წუხდა, ხედვიდა რაჲ კაცთა მათ მოხუცებულთა და ღმრთის მსახურებასა შინა დაბერებულთა მარხვითა და ლოცვითა და მრავლითა მღჳძარებითა და ვედრებითა დღჱ და ღამჱ, ხედვიდა რაჲ მდებარეთა მოკლულთა!
    35.     რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოვლადვე ორად განკუეთილი იდვა.
    36.     და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი.
    37.     და რაჲსაღა განვაგრძობდე სიტყუასა, ძმანო ჩემნო საყუარელნო?
    38.     ვერვინ შემძლებელ არს მითხრობად, რომელი იხილეს თუალთა ჩემთა, რაჟამს განვიხილევდით ჴორცთა წმიდათა მათ მოწამეთასა.
    39.     ხოლო ამა საბა საგონელ იყო, რამეთუ წყლული მისი არა ეგოდენ ფიცხელ იყო, და ჰმადლობდა ღმერთსა შემთხუევასა მას ზედა და მწუხარე იყო არა სიკუდილისათჳს მოყუასთა მისთა თანა
    40.     და ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე ცოდვილსა ამას, რომელი არა ღირს ვიქმენ შერაცხად მამათა ჩემთა თანა, რომელნი მოწყდეს სიყუარულისათჳს უფლისა ჩ~ნი იესუ ქრისტჱსა, არამედ ვიპოვე მე მეათერთმეტისა ჟამისათა თანა;
    41.     ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა.
    42.     და ესრჱთ ილოცვიდა და იტყოდა: უფალო ყოვლისა მპყრობელო, შენ რომელმან ვითარცა ინებე, მოავლინე ძჱ შენი მხოლოდ-შობილი ჴსნისათჳს შვილთა ადამისთა, შენ მხოლოო მოწყალეო და მაცხოვარო, ნუ განმაშორებ მამათა ჩემთაგან წმიდათა, რომელნი მოწყდეს სახელისა შენისათჳს,
    43.     არამედ აღასრულე რიცხჳ წმიდათა შენთა ორმეოცთაჲ ჩემ ცოდვილისაგან წყალობითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ შეგიდეგ და შეგიყუარე სიყრმით ჩემითგან.
    44.     ესრჱთ იტყოდა ყოვლითა გულითა თჳსითა.
    45.     და შეისმინა მისი ღმერთმან და შეიწყნარა კეთილი გულს-მოდგინებაჲ მისი და შეივედრა სული მისი დღესა მეოთხესა შემდგომად მოწყუედისა მათ წმიდათაჲსა.
    46.     და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდა ორმეოცთაჲსა.
    47.     და იყო მოწყუდაჲ მათი ოც და რვასა დეკენბერისასა, შემდგომად ქრისტიშობისა სამითა დღითა.
    48.     და ვიდრე ჩუენ ამასღა შინა ვიყვენით და მწუხარებაჲ სულთა ჩუენთაჲ და ცრემლი თუალთა ჩუენთა წმიდათა მათთჳს, და აჰა ესერა მოიწია ჩუენდა კაცი ისმაელის შვილთაგანი და გჳთხრა ჩუენ,
    49.     ვითარმედ: ჰაბაშნი გამოვიდეს ზღუასა მეწამულსა და მოკლეს ყოველი, ვინცა იყო მონაზონთაგანი რაჲთს.
    50.     და შორის რაითსა და შორის მთასა სინასა არს ორის დღის სავანე პირსა ზღჳსა მეწამულისასა, სადა-იგი არს ათორმეტი წყაროჲ და სამეოც და ათი დანაკისკუდი, ვითარცა წიგნი იტყჳს – ხოლო დღეს დანაკისკუდი მრავალ არს, – და ვჰკითხეთ კაცსა მას: ვითარ სახით მოწყჳდნეს?
    51.     ანუ რავდენი მოკლეს? და რაჟამს მოიკლნეს?
    52.     და მან თქუა: არა ვიცი, არამედ მესმა, ვითარმედ მონაზონნი რომელნი იყვნეს რაითს, მოისრნეს.
    53.     და სხუანი მოვიდეს ორნი და კუალად ესრევე გჳთხრეს.
    54.     და შემდგომად მცირეთა დღეთა მოგჳჴდა მონაზონი, რაითისა მონაზონთაგანი, რაჲთამცა იყოფოდა მთასა სინასა, რამეთუ რაითი მოოჴრდა და მონაზონნი მოისრნეს.
    55.     და ვითარ ესმა მისთჳს ამბა თევდოლის, მამასახლისა სინისასა, და შეიწყნარა იგი სიხარულით.
    56.     და ჩუენ ვევედრენით მონაზონსა მას რაითით მოსრულსა, რაჲთამცა გჳთხრა, ვითარ მოისრნეს მამანი, ანუ ოდეს მოისრნეს, გინა თუ რავდენი მოისრა მათგანი, გინა იგი ვითარ განერა მტერთა მათგან.
    57.     ხოლო მან იწყო სიტყუად ჩუენდამო და იტყოდა, რამეთუ: ჩემი არა მრავალი ჟამი არს, ვინაჲთგან დავემკჳდრე რაითს, გარნა ოცი ოდენ წელიწადი.
    58.     არამედ სხუანი არიან მუნ მრავლით ჟამითგან, რომელთაჲმე ორმეოცი წელი არს და რომელთაჲმე მცირედ უმცრო.
    59.     და ადგილი იგი უდაბნოჲ არს, ჰამოჲ და ვაკჱ;
    60.     მარცხენით კერძო გრძელი არს, ხოლო სივრცჱ მისი არს ვითარ ათორმეტი მილიონი;
    61.     და აღმოსავალით მისა მთაჲ მოსდგამს, ვითარცა კედელი და, რომელმან არა იცინ, ჰგონიედ, ვითარმედ უდაბნოჲ არს ყოვლად მიუვალი;
    62.     და დასავალით მისა არს ზღუაჲ მეწამული ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.
    63.     ვითარ იტყჳან, ამის ზღჳსა მეწამულისაგან გამოვალს ათორმეტი წყაროჲ და მოჰწყავს იგი ფრიადსა ფინიკოვანსა.
    64.     და მახლობელად მისა არს ჯურღმული, რომელი მოჰრწყავს სხუასა ფინიკოვანსა და ზღუადვე შთავალს იგი.
    65.     და მას ფინიკოვანსა შინა იყოფოდეს უმრავლჱსნი მონაზონნი, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა.
    66.     და ეკლესიაჲ მათი, რომელსა შინა შეკრბიან დღესა კჳრიაკესა, იყო მთისა მის ძირსა.
    67.     და იყვნეს იგინი ჭეშმარიტ, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი;
    68.     შეურაცხ-ყვნეს ჴორცნი მათნი, ვითარცა არა მათნი;
    69.     და არა ერთი სახჱ იყო ღმრთის მსახურებაჲ იგი მათი, არამედ მრავალ-სახე.
    70.     იმარხვიდეს იგინი მცნებათა ღმრთისათა, რომელი ამცნო მათ, რომელი ყურსა არა ესმის და ენაჲ ვერ შემძლებელ არს მითხრობად მას, რომელსა-იგი შინა იყვნეს ღმრთის მსახურებასა.
    71.     ხოლო მე გაუწყო მცირედი ერთისა გინა ორისა მათგანისაჲ, რაჲთა ესრჱთ უწყოდით უაღრჱსი იგი, რომელსა ზედა იყვნეს.
    72.     იყო მუნ მონაზონი, რომელსა ერქუა ამბა მოსე ფარანელი, მისვე ქუეყანისაჲ.
    73.     და მონაზონ ქმნულ იყო იგი სიყრმით მისითგან და დაეყო სამეოც და ათცამეტი წელი ქუაბსა შინა მთასა მას, მახლობელად ეკლესიასა.
    74.     და ჭეშმარიტად იყო იგი მეორჱ ელია.
    75.     ყოველსა რასაცა ითხოვდა, მოსცემდა მას ღმერთი.
    76.     და მრავალნი კურნებანი ეყვნეს ღმერთსა ჴელითა მისითა.
    77.     და მიეცა ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა.
    78.     და ჴელითა მისითა ქრისტიანე იქმნეს მრავალნი ფარანელნი, რომელნი მას ქუეყანასა დამკჳდრებულ იყვნეს.
    79.     რამეთუ ხედვიდეს საკჳრველთა, რომელთა ღმერთი იქმოდა ჴელითა მისითა, და განუკჳრდებინ და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და მოვიდოდეს კათოლიკე ეკლესიად და ნათელ-იღებდეს.
    80.     და მრავალნი მათგანნი განკურნა ღმერთმან ჴელითა ამბა მოსჱსითა ეშმაკეულნი.
    81.     და ვინაჲთგან მარტო ქმნულ იყო იგი ქუაბსა მას შინა, არა ეჭამა პური.
    82.     და საჭმლად მისა იყო მცირედ დანაკისკუდი და სასუმლად მისა წყალი საწყაულით და სამოსლად მისა იყო ზებენისაჲ, რომელ არს ფინიკისა რტოთა ძირსა ბადის სახჱ.
    83.     ხოლო უფროჲს ყოველთასა უყუარდა დაყუდებაჲ.
    84.     და ძილი მისი იყო შემდგომად ცისკრისა გალობისა.
    85.     ხოლო მარხვათა ყოვლადვე არავის ზრახავნ, არცა განაღის კარი ქუაბისაჲ ვიდრე დიდად ხუთშაბათადმდე.
    86.     და დღეთა მარხვისათა შეიტანის მის თანა დანაკისკუდი რიცხჳთ ოცი და ქსესტი ერთი წყალი.
    87.     და მრავალ გზის ყოვლადვე არა იხილის გემოჲცა მისგან ვიდრე კარისა განღებადმდე, ვითარ-ესე გჳთხრა მოწაფემან მისმან.
    88.     და დღეთა მარხვისათა მოჰგუარეს მას კაცი ეშმაკეული ფარანით, – და სახელი მისი ობდიანოზ, მთავარი იყო იგი ყოვლისა ერისა მისისაჲ, – რაჲთამცა ულოცა მას და განიკურნა.
    89.     და ვითარ მიიწინნეს მახლობელად ქუაბისა მისისა, შეიპყრა იგი ეშმაკმან და შეაშთობდა მას.
    90.     და იწყო ღაღადებად ჴმითა მაღლითა და იტყოდა: ვაჲ ჩემდა ბერისა ამისგან მედგრისა, რამეთუ ვერ შეუძლე ჟამსაცა ერთსა მოცთუნებად მისა ლოცვისაგან.
    91.     და ვითარ ესე თქუა, განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და მყის განიკურნა ობედიანოზ და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ.
    92.     და ყოველნი რომელნი იყვნეს მის თანა პირველ ნათლის-ღებისა, და წარვიდეს სახიდ თჳსა და ჰმადლობდეს ღმერთსა და მონასა მისსა ამბა მოსეს.
    93.     ხოლო ესე იქმნა თჳნიერ ხილვისა მისისა, გინა სიტყჳსაცა მიგებისა, რამეთუ არავინ იხილის მან დღეთა მათ მარხვისათა.
    94.     და სხუათაცა მრავალთა სასწაულთა იტყჳედ მისთჳს, რომელთა აწ ვერ შემძლებელ ვარ მითხრობად სიმრავლითა მათითა.
    95.     და ესუა მას მოწაფჱ, რომელი იყოფოდა მის თანა ორმეოც და ექუს წელ, და ზინ იგი მახლობელად სენაკსა ბერისასა და სახელი მისი იყო ევსებიოს მერისელი.
    96.     და იგიცა შეუდგა გზათა მოძღურისა თჳსითა.
    97.     და იგი იყო ერთი მოკლულთა მათგანი.
    98.     და კუალად მონაზონი იყო. სახელი ერქუა ამბა იოსებ ჰაჲლელი.
    99.     და მასვე მთასა იყოფოდა იგი, შორს წყლისაგან ორსა მილიონსა.
    100.     და ბრძენ იყო იგი და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა.
    101.     და დაყო უდაბნოსა მას ოც და ათი წელი.
    102.     და აქუნდა მას მოწაფჱ მახლობელად მისა.
    103.     და მოუჴდა მას ერთი მონაზონთაგანი კითხვად რაჲსმე მისგან და სწავლად.
    104.     და ვითარ დაჰრეკა კარსა მისა, არაჲ მიუგო მას ბერმან.
    105.     ხოლო მან შეხედნა მას განპებულისაგან კარისა და იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერჴადმდე ვითარცა ცეცხლი მოტყინარჱ, დგა რაჲ იგი ლოცვასა შინა თჳსსა.
    106.     და შეეშინა მას და დაეცა ვითარცა მკუდარი და იდვა მას ადგილსა მრავალ ჟამ.
    107.     ხოლო წმიდაჲ იგი უცალო იყო ლოცვასა თჳსსა და ზრახვასა უფლისა თჳსისასა და ვერაჲ აგრძნა.
    108.     და შემდგომად მრავლისა ჟამისა მოიქცა წმიდაჲ იგი პირველისაებრვე სახისა, და კუალად ჰრეკა მონაზონმან მან.
    109.     და განუღო მას ამბა იოსებ ჰაილელმან და ჰკითხა მას: ოდეს მოხუედ აქა?
    110.     ჰრქუა მას ძმამან მან: უწინარჱს ხუთ ჟამისა, არამედ რაჲთა არა შეგაწყინო, არა ვჰრეკე კარსა შენსა, გარნა აწღა ოდენ.
    111.     მაშინ გულისხმა-ყო ბერმან, ვითარმედ ღმერთმან გამოუცხადა ძმასა მას საქმჱ მისი, და არარაჲ უთხრა მისგანი,
    112.     არამედ ყოველი რაჲცა ჰკითხა მას, გინა ითხოვა მისგან, არარაჲ დააყენა წმიდამან მან და განკურნა სული მისი გულის სიტყუათა მათგან, რომელნი უთხრნა მას, და წარავლინა იგი მშჳდობით.
    113.     და ამისა შემდგომად შეეშინა წმიდასა მას, ნუუკუე აწყინებდენ მას კაცნი, და ილოცა ღმრთისა მიმართ, რაჲთა დაფაროს საქმჱ მისი.
    114.     და არღარავის ეჩუენებოდა იგი მიერ დღითგან.
    115.     და მივიდა ძიებად მისა ამბა გელასი, მოწაფჱ მისი, ყოველთა ადგილთა და არა მოვა იგი.
    116.     და დაჯდა იგი სენაკსა მისსა და მწუხარე იყო იგი განშორებისათჳს მოძღურისა თჳსისა, და შემდგომად ექუსისა წლისა მეცხრესა ოდენ ჟამსა დღისასა ჰრეკა კაცმან ვინმე კარსა სენაკისა მისისასა.
    117.     და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღუარი იგი თჳსი მდგომარჱ კარსა ზედა.
    118.     და დაუკჳრდა ფრიად და ჰგონებდა, ნუუკუე ეშმაკი ეჩუენა მას ხატითა მოძღურისა თჳსისაჲთა. და ჰრქუა: ვყოთ ლოცვაჲ.
    119.     მაშინ ყო ლოცვაჲ ბერმან, და შეიწყნარა იგი მოწაფემან თჳსმან სიხარულით, და შეიტყბნეს იგინი და ამბორს-უყვეს ურთიერთას მშჳდობით და სიწმიდით.
    120.     მაშინ ჰრქუა ბერმან მოწაფესა თჳსსა: კეთილად ჰყავ, შვილო ჩემო, რამეთუ ყოვლისა პირველად ლოცვაჲ ითხოვე, რამეთუ საფრჴენი ეშმაკისანი მრავალ არიან.
    121.     ჰრქუა მას მოწაფემან მისმან: რაჲსათჳს, მამაო, განეშორე ძმათაგან შენთა და დაუტევე შვილი შენი ობლად მწუხარებასა შინა შენთჳს?
    122.     მიუგო მას ბერმან: მე თქუენგანი არავინ მხედვიდა, ვითარცა-იგი ღმერთმან იცის, ხოლო მე არავიდრე მისრულ ვარ ადგილისა ამისგან და არცა კიდე-ქმნულ ვარ ზიარებისაგან მამათა თანა ეკლესიას ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა.
    123.     მაშინ დაუკჳრდა მოწაფესა მისსა, ვითარ-იგი შევიდოდა და გამოვიდოდა, და არავინ მამათაგანი ხედვიდა მას.
    124.     კუალად ჰრქუა მოწაფემან: და აწ რაჲსათჳს მოხუედ მონისა შენისა?
    125.     მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: დღეს მივიცვალები ჴორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაჲთამცა შენ დაჰმარხენ იგინი, ვითარცა გინდეს, და მისცნე ქუეყანასა მისნივე იგი.
    126.     და ფრიად ამცნებდა მოწაფესა თჳსსა და ეტყოდა სარგებელისათჳს სულისა და მოლოდებისათჳს კეთილისა მერმისა საუკუნოჲსა.
    127.     და განირთხა თავით თჳსით აღმოსავალით კერძო და დაიწყვნა ჴელნი და ფერჴნი თჳსნი და შეისუენა და სული თჳსი შეჰვედრა ჴელთა დამბადებელისა თჳსისათა.
    128.     მაშინ სრბით გამოვიდა მოწაფჱ მისი და უთხრა მამათა.
    129.     ხოლო იგინი მწრაფლ მოვიდეს ერთბამად ჟამობითა.
    130.     და ჴელთა მათთა აქუნდა რტოები ბაჲაჲსაჲ, და წარიღეს გუამი მისი ეკლესიად.
    131.     და პირი მისი ბრწყინვიდა ვითარცა მზჱ.
    132.     და ვითარცა ყოველნი ერთბამად იკურთხნეს მისგან, დაჰფლეს იგი მამათა თანა.
    133.     და სხუაჲცა ეგევითარი არს ჩემ თანა, რომლისაჲ მინდა უწყებად თქუენდა მუნ მყოფთა მათთჳს მონაზონთა და რომელთა-იგი საკჳრველთა იქმოდა ღმერთი ჴელითა მათითა, არამედ გხედავ თქუენ, რამეთუ გნებავს სმენად, ვითარ-იგი მოისრნეს მამანი და ვითარ მოიწინეს მტერნი მათ ზედა.
    134.     და მე წარმოგითხრა თქუენ ყოველივე.
    135.     რამეთუ ესრჱთ სრულ იყვნეს წმიდანი იგი ყოველსა შინა საქმესა მათსა და გლახაკ ღმრთისათჳს, არარას მოიგებდეს ამის საწუთროჲსა საქმეთაგანსა.
    136.     და იყვნეს კაცნი მის ქუეყანისანი, რომელნი მოართუმიდეს მათ იფქლსა ეგჳპტით და წარიღებდეს ჴელთ-საქმარსა მათსა ნაცვალად მისა.
    137.     არამედ უფროჲსღა საქმარ მათა იყო ლოცვაჲ და მარხვაჲ, და ყოველი სასოებაჲ მათი იყო ქრისტჱსა.
    138.     და იყვნეს იგინი რიცხჳთ ორმეოც და სამ.
    139.     თითოეული მათი მარტოჲ სენაკსა იყოფვინ, და არავინ უწყინ, რასა-იგი იქმნ, გარნა უფალმან დამბადებელმან მისმან, რომელმან უწყნის დაფარულნი.
    140.     და ვითარ-იგი ჩუენ ესრჱთ ვიყოფოდეთ, მოგჳჴდეს ჩუენ ორნი კაცნი ჭალაკისა ერთისაგან, რომელი არს ზღუასა შინა, აბაშთა კერძო, მცირეთა ძელთა ზედა და გჳთხრეს,
    141.     ვითარმედ: კრებული დიდი ჰაბაშთაჲ მოიწია პირსა ზღჳსასა და პოვეს ნავი ნავებისაგან ჰაჲლელთაჲსაჲ და შეიპყრეს იგი და ეგულებოდა აღსლვაჲ მას შინა და წარსლვაჲ კულიზმად.
    142.     და გურქუეს ჩუენ: მიგჳყვანენით კულიზმად და არავინ თქუენგანი მოვკლათ.
    143.     ხოლო ჩუენ უქადეთ მათ, რაჲთამცა განვერენით მათგან.
    144.     და ვჰგონებდით ჩუენ მოსლვასა ქარისასა და წარვიდოდეთ მათ თანა.
    145.     არამედ ინება ღმერთმან ჴსნაჲ ჩუენი, ვივლტოდეთ ღამით ამით ძელითა და მოვედით თქუენდა და დაუტევენით იგინი ნავისა მის უფალთა თანა ზღუასა შინა.
    146.     ხოლო ჩუენ გეტყჳთ თქუენ: ეკრძალენით მცირედთა დღეთა, ნუუკუე მოვიდენ და მოგსრნენ თქუენ, რამეთუ კაცნი მედგარნი არიან იგინი.
    147.     ხოლო არს რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც.
    148.     და ჩუენ ვყავთ ეგრჱთ და მსტუარი დავადგინეთ კიდესა ზღჳსასა, რაჲთა ოდეს იხილოს ნავი მომავალი, გჳთხრას ჩუენ.
    149.     და ვილოცევდით ღმრთისა მიმართ, რაჲთა უმჯობჱსი გამოგჳრჩიოს და ნებაჲ მისი იყოს ჩუენ ზედა.
    150.     და ვითარ იყო ხვალისაგან მიმწუხრი, ვიხილეთ ნავი მომავალი ჩუენ კერძო.
    151.     და რომელნი იყვნეს ჩუენ თანა ერისა კაცნი ფარანელნი, განემზადნეს ბრძოლად დედა-წულისა მათისათჳს და ხუასთაგისა მათისათჳს, ხოლო ჩუენ, მონაზონნი, მივივლტოდეთ ეკლესიად.
    152.     და იყვნეს ფარანელნი იგი ორას ოდენ კაც და შეკრებულ იყვნეს იგინი მთასა მას ზედა ბრძოლად.
    153.     ხოლო ეკლესიაჲ შეზღუდვილ იყო.
    154.     და იყო სიმაღლჱ ზღუდისაჲ მის ვითარ ორ კაც ოდენ.
    155.     და დავჰჴშენით ჩუენ კარნი წინაშე ჩუენსა.
    156.     და ვითარ მოიწინნეს იგინი ჴმელად, დადგეს;
    157.     და მენავენი იგი წინაუძღოდეს.
    158.     და დაყვეს ღამჱ იგი ძირსა მის მთისასა, მახლობელად წყაროებისა.
    159.     და ვითარ განთენა, შეკრნეს მენავენი იგი და დაუტევნეს იგი მას ადგილსა.
    160.     და ერთი მენავეთა მათგანი დაუტევეს მცველად ნავისა მის, რამეთუ მარტოჲ ვერ ავლინებდა ნავსა.
    161.     ხოლო ერთი ჰაბაშთა მათგანი დაუტევეს მის თანა და მერმე მოიმართეს წყაროებად.
    162.     და ემთხჳნეს მათ ფარანელნი იგი ბრძოლად.
    163.     და იყო ბრძოლაჲ მახლობელად წყაროებისა, გუერდით კერძო გორსა.
    164.     და ესროდეს იგინი ურთიერთას ისრითა.
    165.     და ისარი იგი კლვიდა ორკერძოჲთვე კაცებსა.
    166.     ხოლო უღმრთონი იგი რამეთუ უმრავლჱს იყვნეს და ჩუეულ ბრძოლასა, სძლეს ფარანელთა მათ და მოწყჳდეს მისთგანი ას ორმეოც და შჳდი კაცი.
    167.     და სხუანი ივლტოდეს მთით კერძო, ვითარცა ვინ შემძლებელ იყო განრინებად თავისა თჳსისა, ხოლო უღმრთოთა მათ წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა.
    168.     და ამისა შემდგომად მოგჳჴდეს ჩუენ შეზღუდვილსა მას, ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა და ჰგონებდეს, ვითარმედ პოონ ჩუენ თანა საფასჱ დამალული.
    169.     და ვითარ მოიცვეს კარი იგი, იწყეს ქადებად ჩუენდა მომართ.
    170.     ხოლო ჩუენ ვითარ გუესმა ჴმაჲ მათი, დამეცა ჩუენ ზედა შიში დიდი.
    171.     არა უწყოდეთ, რაჲმცა-იგი ვყავთ, გარნა ღმრთისა მივივლტოდეთ ლოცვითა და ცრემლითა და გულითა მწუხარითა.
    172.     და რომელნიმე ჩუენგანნი კადნიერ იყვნეს სიკუდილსა ზედა მხიარულითა გულითა, და ზოგნი – მწუხარე და შემუსრვილ გულითა, და ზოგნი ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, და ზოგნი ერთიერთსა ნუგეშინის-სცემდეს.
    173.     მაშინ აღდგა მამაჲ და წინამძღუარი ჩუენი წმიდაჲ პავლე შორის ეკლესიასა და თქუა: ისმინეთ, ძმანო ჩემნო და მამანო, ჩემ შეურაცხისაგან და ცოდვილისა.
    174.     თქუენ უწყით ყოველთა, რამეთუ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს შეკრებულ ვიყვენით ყოველნი ამას ადგილსა და მოგუეცალა საწუთროჲსა ამისგან საცთურისა და მოსრულ ვიყვენით უქმსა ამას უდაბნოსა და საშინელსა,
    175.     რაჲთამცა აღვიღეთ უღელი ქრისტჱსი ქედთა ჩუენთა ცოდვილთა ამათ შიმშილითა და წყურილითა და სიგლახაკითა ფიცხლითა და მწუხარებითა სოფელსა ამას და შეურაცხ-ვყავთ ყოველი, რაჲ არს მას შინა,
    176.     რაჲთა სასუფეველი ცათაჲ შევიძინოთ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, და აწ არარაჲ იყოფის თჳნიერ ბრძანებისა მისისა და არარაჲ მოიწევის ჩუენ ზედა საქმჱ სოფელსა და არცა ჟამსა ამას,
    177.     გარნა რომელი მას უნდეს, შეგუეწიოს ჩუენ მცირესა ჟამსა ცხორებისა ამის ამაოჲსასა და მის თანა მიგჳყვანნეს ჩუენ.
    178.     და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა გჳხაროდის და მხიარულ ვიყვნეთ მისა მიმართ და ვჰმადლობდეთ და არა სულ-მოკლე ვიქმნეთ.
    179.     რაჲ უტკბილჱს არს ხილვასა პირისა მისისასა და თაყუანის-ცემად დიდებასა მისსა!
    180.     არა გაჴსოსა, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჟამს-იგი ვსხდით ერთობით და ვიკითხვიდით წამებასა წმიდათასა და გჳკჳრნ მოთმინებაჲ იგი მათი და ვიტყოდით ურთიერთას: ნეტარ არიან, რომელნი-იგი ქრისტჱსთჳს იწამნეს და დასთხინნეს სისხლნი მათნი!
    181.     და გული გითქუამნ, თუმცა ვიყვენით ვითარცა-იგინი.
    182.     და აწ ესერა ჟამი მოწევნულ არს, შვილნო, და გულის-თქუმაჲ იგი მოახლებულ არს, რაჲთა ვიყვნეთ ვითარცა იგინი და თანა-ზიარ მათა, რომელსა-იგი შინა არიან კეთილსა წარუვალსა და შეუცვალებელსა.
    183.     და აწ ნუ ჰყივით და ნუცა გეშინის და ნუცა რას იქმთ შეუმსგავსებელსა თქუენსა, არამედ ყოვლითა ძალითა ჩუენითა შევიმოსოთ ძალი ქრისტჱსი და დაუთმოთ სიკუდილსა შეწევნითა მისითა, რაჲთა შეგჳწყნარნეს სასუფეველსა მისსა.
    184.     და მათ ყოველთა მიუგეს ერთბამად და თქუეს: ვითარცა სთქუ, ეგრეცა ვყოთ.
    185.     რაჲსა ვივლტოდით ყოვლისავეთჳს?
    186.     რომელი მომცა უფალმან სასუმელი ცხორებისაჲ, მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ, ვითარცა სალმუნი დავითისი იტყჳს.
    187.     და ვითარ ესმა ესე მათგან, მოიქცა საკურთხევლად აღმოსავალით კერძო და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და თქუა: ღმერთო და უფალო ჩუენო იესუ ქრისტე, მეუფეო ყოველთაო და ღმერთო ყოველთაო, შენ ხარ სასოჲ ჩუენი და შემწჱ ჩუენი და ნუ დაივიწყებ მონათა შენთა,
    188.     არამედ მოიჴსენე შრომაჲ ჩუენი და მოგუეც ძალი ჟამსა ამას ჭირისასა და შეიწირენ სულნი ჩუენნი, ვითარცა მსხუერპლნი, წინაშე შენსა, რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ და პატივი თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე.
    189.     მიუგეს ყოველთა ერთობით და თქუეს: ამენ.
    190.     და ვითარცა მათ თქუეს ამენი, მოიწია ჴმაჲ ზეცით საკურთხეველით გამო, რომელი იტყოდა: მოვედით ჩემდა ყოველნი, გამორჩეულნო და შეწირულნო, და მე განგისუენო თქუენ შრომათაგან ამის სოფლისათა სასუფეველსა ჩემსა.
    191.     და ვითარ ესე ჴმაჲ გუესმა, ყოველთა შეგუეშინა და ძწოლამან დიდმან შეგჳპყრნა, რამეთუ სული, ვითარცა თქუა ქრისტემან სახარებასა შინა, გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი – უძლურ.
    192.     და მერმე ერთობით აღვიმაღლეთ ჴმაჲ ჩუენი ღმრთისა მიმართ და წარვიწირენით თავნი ჩუენნი ცხოვრებისაგან.
    193.     ხოლო უღმრთოთა მათ მოიღეს ძელი გრძელოვანი და შემოაყრდნეს კედელსა და მიერ აღმოჴდეს და განუღეს კარი მოყუასთა თჳსთა.
    194.     და არავინ ჩუენგანი წინა-აღუდგა.
    195.     ხოლო იგინი ვითარცა შემოვიდეს ვითარცა მჴეცნი ბოროტნი და აღმოეჴადა მახჳლები მათი.
    196.     და შეიპყრეს პირველად რომელი მოხუდა, სახელით იერემია, მჯდომარჱ კარსა ზედა ეკლესიისასა, და ჰრქუეს: გჳჩუენე ჩუენ მამასახლისი!
    197.     და თანა ჰყვანდა მათ ერთი მენავეთა მათგანი, რომელი უთარგმნებდა სიტყუასა მათსა.
    198.     და ჰრქუა მათ იერემია; არა გიჩუენო იგი თქუენ და არცა მეშინის თქუენგან, მტერნო ღმრთისანო ურჩულონო.
    199.     და კადნიერ იყო მათ ზედა და არა შეეშინა, რაჟამს იხილა პირები იგი მათი და რჴმლები ჴდილები, არამედ სიტყუა-უგებდა მათ გულითა მწუხარითა და ჰრქუა: არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი.
    200.     ხოლო მამასახლისი უდგა გუერდით მისა.
    201.     და უკჳრდა უღმრთოთა მათ სიმჴნჱ იგი მისი და სიმაგრჱ გულისა მისისაჲ, ვითარ-იგი არა შეეშინა მათგან.
    202.     და შეიპყრეს იგი და შეუკრნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი და დაადგინეს იგი შიშუველი და ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი;
    203.     და არა შეიძრა იგი ადგილისა მისგან, არამედ შეიწყნარა იგი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისა მიმართ და შუენიერითა მოთმინებითა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი თჳსსავე დამბადებელსა.
    204.     და იგი არს პირველი მოწამეთაჲ მათ, რომელი გჳრგჳნოსან იქმნა და სძლო ეშმაკსა, ვიდრემდის მოკუდა იგი მოწამჱ და კეთილის დაწყება ექმნა მოყუასთა თჳსთა.
    205.     და ვითარცა იხილა ესე წმიდამან მამამან ჩუენმან პავლე, განდგა შორის მოყუასთა თჳსთაგან და ჰრქუა მათ: აჰა ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ.
    206.     და უჩუენებდა ჴელითა თავსა თჳსსა.
    207.     და მისცა თავი თჳსი ჴელთა მტერთასა და არად შეჰრაცხა სატანჯველი მათი, რომელი უყვეს პირველ სიკუდილისა.
    208.     და ვითარ შეიპყრეს, ჰრქუეს მას: გჳჩუენე ჩუენ საფასჱ, რომელი არს შენ თანა დამალული.
    209.     ხოლო მან ჰრქუა მათ მდაბლითა სახითა და სიტყჳთა ლბილითა ჩუეულებისაებრ თჳსისა: გრწმენინ ჩემი, რამეთუ არარაჲ არს ჴელმწიფებასა ჩემსა ქუეშე ამის სოფლისაჲ, გარნა ესე სამოსელი ძუელი, რომელ არს ჩემ ზედა ძაძისაჲ.
    210.     ხოლო მათ აღიღეს ქვაჲ და სცემდეს ქვითა მით გუერდთა მისთა და ესროდეს ჴორცთა მისთა ისრითა და პირსა მისსა და ეტყოდეს: მოიღე, რაჲ-იგი არს შენ თანა.
    211.     და ვითარ ტანჯეს იგი მრავალ ჟამ და არარაჲ პოვეს მის თანა, რომელსა-იგი ეძიებდეს, სცა ერთმან მათგანმან მახჳლითა შოვა ოდენ თავსა მისსა და განაპო წმიდაჲ იგი თავი მისი ორად.
    212.     და დაჭრნეს ჴორცნი მისნი მახჳლითა.
    213.     და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდისა ტანჯვისა.
    214.     ამან მეორედ სძლო ეშმაკსა და არა შეშინდა სიკუდილისაგან, და არცა მოუძლურდა გულს-მოდგინებაჲ მისი.
    215.     და რაჟამს ვიხილე მე, ჩუკენმან ამან, ფიცხლად სიკუდილი იგი და ვიხილე სისხლი იგი წმიდათაჲ მდინარჱ და ჴორცნი მათნი მდებარენი, ვეძიებდ ადგილსა, სადამცა დავიმალე, რაჲთამცა განვერი ჴელთაგან მათთა.
    216.     და ვიხილე ყურესა ერთსა სენაკისასა ბაჲაჲ ფრიადი, შეყრდნობილი კედელსა, და მას შინა დავიმალე, ვიდრე-იგი უღმრთონი უცალოღა იყვნეს წმიდათა მათ მოსრვასა,
    217.     და ვიტყოდე გულსა ჩემსა: უკუეთუ მპოონ, მომკლან მეცა და უკუეთუ განვერე მათგან, მე დავჰმარხნე ჴორცნი ესე წმიდათანი.
    218.     და რაჟამს მოიცალეს მოწყუედისაგან მათ წმიდათაჲსა, ერთობით შევიდეს ეკლესიად, ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და იწყეს ცემად მათა მახჳლითა,
    219.     ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო ვიდრე მკრდადმდე, ვიდრემდის ესრჱთ მოწყჳდნეს წმიდანი იგი მამანი.
    220.     ხოლო რაჟამს მონაზონი იგი ამას გჳთხრობდა, ვერ შემძლებელ იყო დაჭირვად თავისა თჳსისა მწარისაგან ტირილისა, ვიდრემდის ჩუენ ყოველნი ვტიროდეთ მის თანავე და ვერღარა შემძლებელ ვიყვენით სიტყუად.
    221.     და გუეტყჳნ იგი: რაჲ გითხრა თქუენ, ძმანო ჩემნო., რომელი-იგი იხილეს თუალთა ჩემთა?
    222.     და იყო მუნ სხუაჲ მონაზონი. სახელი ერქუა ამბა სოლომონ.
    223.     და ჰქონდა მის თანა ყრმაჲ თჳსი, მისი ნაშობი იყო იგი ათხუთმეტისა წლისაჲ და მონაზონად ეკურთხა იგი წმიდასა მას და მას განეზარდა იგი სიყრმით მისითგან და ესწავა მისდა პატიოსანი მონაზონებაჲ და ბრძოლაჲ ეშმაკთა მიმართ.
    224.     და ვითარ იხილეს იგი ჭაბუკად შუენიერად მტერთა მათ ღმრთისათა, შეუყუარდა იგი და უნდა დამარხვაჲ მისი და თანა-წარყვანებაჲ მისი.
    225.     ხოლო ვითარ-ესე იხილა ყრმამან მან, რამეთუ არა მოჰკლვენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა, შეზრუნდა ამისთჳს ფრიად და იწყო ტირილდ და ღაღადებად.
    226.     და ვითარ იხილა, რამეთუ არარას სარგებელ ეყოფვის ტირილი იგი, აღიძრა სულითა თჳსითა და განაგდო მისგან შიში და კადნიერ იქმნა და აღიღო მახჳლი ერთისა მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა, რაჲთა გული განაწყოს და მოკლეს იგი.
    227.     ვითარცა იქმნა, ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა.
    228.     და იგი ღაღადებდა და იტყოდა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან არა მიმცა ჴელთა ცოდვილთასა!
    229.     ესრჱთ იტყოდა ვიდრე სიკუდილდმდე და ესრჱთ მჴნე იქმნა და შეემთხჳა ქრისტესა კაცი იგი ღმრთისაჲ ამბა სერჯი.
    230.     და რაჟამს ვიხილე ესე ყოველი, ვიწყე ვედრებად უფლისა ჩემისა და ღმრთისა მოწყალისა, რაჲთა მიჴსნეს მე მათგან და დაუბრმეს თუალნი მათნი ჩემგან, რაჲთა ნუუკუე მე ხოლო განვერე და დავჰმარხნე გუამნი იგი წმიდათანი.
    231.     და ესრჱთ მოისრნეს იგინი სიხარულით და ჰმადლობდეს ღმერთსა ყოვლისავეთჳს შემთხუევისა.
    232.     და რამეთუ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა შრომით და იყვნეს იგინი სადგურ სულისა წმიდისა და დაუტევეს ყოველივე სოფლისაჲ ამის და მას შეუდგეს და მასცა ეძიებდეს და მისა შემდგომად პირითა მახჳლისაჲთა მოისრნეს, რომლისათჳს ღმერთსა მივსცეთ დიდებაჲ მას ზედა.
    233.     და ვითარ მოიცალეს მოკლვისა მათისაგან უღმრთოთა მათ, იწყეს ჭკუერვად ეკლესიასა და სენაკებსა შინა და ეძიებდეს, ნუუკუე პოონ საფასჱ დამალული.
    234.     და არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდა მათ ქუეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასჱ და სიხარული წარუვალი ქრისტჱს მიერ უფლისა ჩუენისა.
    235.     და ვითარცა ვიხილენ, ჭკუერვიდეს რაჲ იგინი, წარვიდა სისხლი ჩემი, და მოკუდეს ჴორცნი ჩემნი შიშისაგან და ვთქუ, ვითარმედ: გამონახვად უც ადგილიცა იგი, სადა მე დამალულ ვიყავ, და მპოონ და მომკლან.
    236.     და ვხედევდ დანაკისკუდისა მის რტოჲსა გამომართ, ოდეს-ძი მოვიდენ, და ვხედევდ სიკუდილსა წინაშე თუალთა ჩემთა.
    237.     და მას ყოველსა თანა ვილოცევდ უფლისა მიმართ.
    238.     რაჲთა, უკუეთუ იყოს ნებაჲ მისი, განმარინოს მე ჴელთაგან მათთა.
    239.     და ვითარ იხილეს რტოები იგი, შეურაცხ-ყვეს და წარვიდეს მიერ, რამეთუ ღმერთმან დამიცვა მათგან და დაუბრმნა თუალნი მათნი ჩემდამო.
    240.     ხოლო დაუტევნეს წმიდანი იგი მწყუდარნი, მდებარენი ერთიერთსა ზედა, და არარაჲ პოვეს, რაჲმცა წარიღეს მათ თანა.
    241.     და მიიქცეს წყაროებადვე, რაჲთამცა წარვიდეს კულიზმად ნავითა მით.
    242.     და პოვეს ნავი იგი, რამეთუ განტეხილ იყო, რამეთუ კაცი იგი მენავჱ, რომელი დაეტევა მხედვარად ნავისა მის, შემძლებელ იქმნა მოკლვად ჰაბაშთაჲ მის, რომელი დაეტევა მათ თანა.
    243.     და რამეთუ მოკლა იგი და შეჰკუეთნა საბელნი კავთა ნავისათანი, და განვიდა იგი ცურვით ჴმელად და ივლტოდა იგი მთით კერძო, და ღმერთმან განარინა იგი.
    244.     მაშინ წარეკუეთა სასოებაჲ ჰაბაშთა მათ.
    245.     და განლიგნეს და არა უწყოდეს, რაჲმცა-იგი ყვეს, გინა ვითარ მიიქცენ ქუეყანად თჳსა.
    246.     და მძჳნვარებისა მისგან და გულის წყრომისა მოკლეს ყოველი დედაკაცი და ყრმაჲ, რომელი წარეტყუენა ფარანელთაგანი.
    247.     და აღაგზნეს ცეცხლი დიდძალი და მოწუეს სიმრავლჱ იგი ფინიკისაჲ.
    248.     და ვიდრე-იგი უცალოღა იყვნეს ამას შინა და შეურვებულ, რამეთუ ვერ ეძლო წარსლვაჲ ქუეყანად თჳსა, და აჰა მოიწია მათ ზედა ფარანით ექუსასი მბრძოლი ძეთაგან ისმაელისთაჲ, რამეთუ სმენილ იყო მათა ჰამბავი იგი.
    249.     და ვითარ აგრძნეს შავთა მათ, განიმზადნეს თავნი მათნი ბრძოლად და ზღჳთ კერძო მიიყარნეს.
    250.     და იქმნა მათ შორის ბრძოლაჲ ფიცხელი.
    251.     და იყო ბრძოლაჲ იგი მზის აღმოსლვასა ოდენ ადგილსა ვაკესა. და იბრძოდეს იგინი ისრითა.
    252.     და რამეთუ ფარანელნი იგი უმრავლჱს იყვნეს ჰაბაშთასა და აჯობეს, ხოლო შავთა მათ წარეკუეთა სასოებაჲ მიქცევისაჲ ქუეყანად თჳსა და სასოებაჲ ცხოვრებისაჲცა, და ამისთჳს მჴნედ დაუდგეს ძლიერსა მას ბრძოლასა კიდესა ზღჳსასა.
    253.     და იყო ესე მზის აღმოსლვითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე დღისა.
    254.     და მოისრნეს ფარანელთაგანნი მას დღესა შინა ოთხმეოც და ოთხი კაცი და მოიწყლნეს მრავალნი, ხოლო მტერნი იგი ღმრთისანი ჰაბაშნი – პირველითგან ვიდრე დასასრულადმდე, ვიდრემდის არა დაშთა მათგანი არცა ერთი ერთსა ადგილსა.
    255.     და რაჟამს ვიხილენ იგინი უცალო ბრძოლისა მისგან, გამოვედ მე დანაკისკუდისა მის ფურცლისაგან, რომელსა შინა ვიყავ, და ვიწყე გარდახილვად წმიდათა მათ გუამებისა და ვპოვენ იგინი ყოველნი, რამეთუ აღსრულებულ იყვნეს, გარნა სამთა ხოლო: დომნოს და ანდრეა არიონოსსა;
    256.     ხოლო დომნოს წყლულ იყო გუერდსა მისსა ფიცხლითა წყლულებითა და ჭირსა დიდსა შინა იყო;
    257.     ხოლო ანდრეა წყლულ იყო მრავალგან, არამედ არა ეგოდენ და ცხონდა;
    258.     და არიონ, ყოვლადვე არა იყო მის თანა წყლულებაჲ, არამედ სამოსელი ოდენ განეკუეთა მახჳლსა, რამეთუ ჰგონებდა რომელმან-იგი უხეთქნა, ვითარმედ მოუკლავს, რაჟამს-იგი იხილა მოკლულთა მათ შორის დაცემული. ხოლო იყო იგიცა ჩემ თანა.
    259.     და ორთავე გარდავიხილენით გუამები იგი მოწამეთაჲ.
    260.     და რაჟამს მოიცალეს ფარანელთა მათ მოწყუდისა მისგან მტერთაჲსა, დაყარნეს ჴორცნი მათნი კიდესა ზღჳსასა შესაჭმელად მფრინველთა და მჴეცთა და იწყეს დაფლვად მოყუასთა თჳსთა და დაჰმარხნეს იგინი მთისა მის ძირსა ქუაბებსა, მახლობელად წყაროებსა მას.
    261.     და მერმე წარმოემართნეს ჩუენ კერძო და თანა ჰყვანდა მთავარი იგი თჳსი ობედიანოს.
    262.     და რაჟამს იხილნეს ჴორცნი იგი წმიდათანი მდებარენი და სამწყსონი ქრისტჱსნი მომწყუდარნი, შეწუხნეს წუხილითა დიდითა და იწყეს ტირილდ და იცემდეს მკერდთა მათა, რამეთუ სამწყსოთა მათ ქრისტჱსთა ჴორცნი ესრჱთ განერყუნნეს მგელთა მათ უწყლოთა.
    263.     და მონათა მათ ქრისტჱსთა და მოწამეთა მისთა შეიწყნარეს იგი სიხარულით, რამეთუ იცოდეს, რომელ-იგი წინა-წარეძღუანა მათ კეთილი და რომელსაიგი მოელოდეს მოსაგებელსა მიუთხრობელ, რამეთუ იყვნეს იგინი სოფელსა ამას შინა, ხოლო საქმენი მათნი – საუკუნისათჳს.
    264.     და ამისთჳს სრულ ყვნა ღმერთმან საქმენი მათნი და ღირს ყვნა იგინი წამებასა მას.
    265.     და ვითარ შევკრიბენით გუამნი იგი მათნი ერთსა ადგილსა, მოვიდა ობედიანოს.
    266.     ქრისტჱს მოყუარჱ, და მის თანა სხუანიცა წარჩინებულნი ფარანისანი, და მოიღეს სამოსელი წმიდაჲ და წარჰგრაგნნეს ჴორცნი იგი წმიდათანი.
    267.     და რიცხჳ მოწამეთაჲ მათ ოც და აცხრამეტ.
    268.     და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყვნეს მას ქუ[ეყანასა].
    269.     და აქუნდა რტოები ბაიაჲსაჲ ჴელთა მათთა.
    270.     და აღვიხუენით ჴორცნი იგი წმიდათა მოწამეთანი ჟამობითა და ლოცვითა სიხარულით და ვჰმადლობდით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა და დავჰმარხენით აღმოსავალით კერძოსა მის კარისასა.
    271.     და ვითარ იყო მიმწუხრი, შეისუენა დომნოსცა.
    272.     ხოლო დავჰმარხეთ იგი თჳსაგან სხუასა ადგილსა, გუერდით წმიდათა მათ, რამეთუ არა ვინებეთ განღებად საფლავი მათი.
    273.     და იყო მოწყუდაჲ წმიდათაჲ მათ მოწამეთაჲ ოც და რვასა დეკენბერისასასა, შემდგომად ქრისტჱს შობასა მესამესა დღესა, მეცხრესა ოდენ ჟამსა დღისასა.
    274.     ხოლო ანდრეა და არიონ დაუტევენ ორგულებასა შინა, რამეთუ არა იცოდეს, თუ ყოფად არიან მუნ, თუ არა.
    275.     და მე წარმოვედ თხრობად თქუენდა, რამეთუ ვერ შეუძლე ხედვად მოოჴრებასა მის ადგილისასა.
    276.     დაღაცათუ ობედიანოს გუევედრებოდა ჩუენ, რაჲთამცა დავადგერით ჩუენ მუნ, და აღგჳთქუმიდა ყოველსა კეთილსა მოცემად ჩუენდა საჴმარი ჩუენი და რაჲთა იგი იყოს მზრუნველ ყოველსა საქმესა ამის სოფლისასა, და არა ვისმინეთ მისი.
    277.     და სხუაჲცა მრავალი მაქუს თხრობად თქუენდა, რაჟამს მოიწიოს ჟამი მისი, არამედ მე გევედრები თქუენ, რაჲთა მითხრათ, რაჲ იყო, ანუ ვითარ მოისრნეს მამანი მთისა ამისნი და არარაჲ დამიფაროთ, ვითარცა მე ყოველი წარმოგითხარ.
    278.     ხოლო ჩუენ წარმოუთხართ ყოველი, ვითარ იყო, და ერთობით დაგჳკჳრდა განგებაჲ ღმრთისაჲ და ბრძანებაჲ და განჩინებაჲ, ვითარ-იგი ერთსა შინა დღესა იყო სიკუდილი მათი, რომელნი იყვნეს რაითს და მთასა სინასა, და ერთსა შინა ჟამსა. და რიცხჳ მათი სწორ იყო.
    279.     და იყო სიტყუაჲ იგი დაწყება ტირილისა და განახლება მწუხარებისა და სადიდებელ ღმრთისა.
    280.     მაშინ აღდგა მამაჲ ჩუენი ამბა თევდოლოს შოვრის ჩუენსა და თქუა: ამისთჳს, საყუარელნო ჩემნო,
    281.     რამეთუ მონანი იყვნეს იგი ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულსა სასუფეველისა მისისასა და მიაგო საქმეთა მათაებრ და გჳრგჳნოსან ყვნა იგინი წმიდათა თანა.
    282.     და არიან იგინი პატივსა შინა და დიდებასა მიუწდომელსა.
    283.     და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვზრუნვიდეთ სულთა ჩუენთათჳს და ვჰმონებდეთ ღმერთსა ჩუენსა კეთილითა მონებითა და ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ საქმედ ნებაჲ მისი ნეშტთა ამათ დღეთა ჩუენთა.
    284.     და ვითარ ესე თქუა წმიდამან მან, განაფრთხვნა სულნი ჩუენნი ნუგეშინის-ცემითა და სიტყჳთა სულიერითა, და ერთობით მადლი შევწიროთ ღმრთისა, რომლისა ჴელთა მისთა არს ცხორებაჲ და სიკუდილი.
    285.     ხოლო მე, ცოდვილმან ამონიოს, დავიწერე ცხოვრებაჲ ესე მათი ქარტასა და უკუნვიქეც ეგჳპტედვე, რაჲთა ყოველთა დღეთა ვიკითხვიდე და მიკჳრდეს და ვჰმადლობდე ღმერთსა სიხარულით, რომელმან გამოირჩინა მონანი თჳსნი და შეიწყნარნა სასუფეველსა თჳსსა.
    286.     და მათ მიერ ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ერთსა ღმერთსა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და პატივი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


51

     1.     [ანდერძი]
    2.     წყალობითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ამის თაყუანის-საცემელისა სამებისა წმიდისა, ღმრთისა ჩუენისა მომადლებითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისა მარადის ქალწულისა მარიამისითა,
    3.     ძალითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელის საუფლოჲსა ჯუარისაჲთა და მადლითა წმიდისა ადგომისა საფლავისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისაჲთა
    4.     და მეოხებითა ყოველთა წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა, მახარებელთა, მარტჳლთა მართალთა და მოწამეთაჲთა და ყოველთა წმიდათა მისთაჲთა და მადლითა წმიდისა წინაწარმეტყუელისა და დიდებულისა მოსჱსითა
    5.     მე, მაკარი ლეთეთელი, ძჱ გ~ი გრძელისაჲ, ცოდვილი ფრიად, ღირს მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა თანა-შეწევნითა ძმისა ჩუენისა სულიერად პიმენ კახისაჲთა და ჴელთ-წერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახთანგ მოძარღულისა ძისაჲთა,
    6.     საჴსენებელად სულთა ჩუენთათჳს და სულთა მშობელთა ჩუენთათჳს და ყოველთა გარდაცვალებულთა თჳსთა ჩუენთათჳს.
    7.     აწ, ღმერთმან დაგაჯეროს, მამანო და ძმანო, რომელნი აღმოიკითხვიდეთ წმიდათა ამათ სიტყუათა ამათ მიერ, ჩუენ პირველ მოჴსენებულნი ესე ცოცხალნი და მიცვალებულნი მოგჳჴსენენით ღმრთისათჳს წმიდათა ლ~ცვა თქ~ნთა შინა,
    8.     რაჲთა თქუენ მიერ განვერნეთ ჩუენ დღესა მას საშინელსა განკითხვისა ჩუენისასა ტირილისაგან თუალთაჲსა და ღრჭენისაგან კბილთაჲსა.
    9.     და თქუენცა უფალმან მოგიჴსენენინ სასუფეველსა მისსა. ამ~ნ.
    10.     და მოიჴსენ~ინ უფალმან ყოველნი, რომელთა ყვეს შეწევნაჲ წიგნისაჲ ამის სულთა მათთათჳს.
    11.     დაიწერა ესე წიგნი იჱ~ლმს, ლავრა დიდისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსა დღეთა ღმრთის მოყუარისა თევდოსი პატრეაქისათა და საბა-წმიდას პატიოსნისა და სანატრელისა სოლომონ მამასახლისისათა.
    12.     და დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი დასაბამითგან წელთა :ხ~ჳჲჱ: ქრონიკონი იყო :პ~დ:
    13.     და მე, გლახაკმან მაკარი, შევწირე წმიდაჲ ესე მრავალთავი წმიდათ-წმიდასა მთასა სინას საჴსენებელად და სარგებელად თავთა ჩუენთა და სულთა ჩუენთათჳს.
    14.     და ამას შინა არს შემკობაჲ წელიწდისა დღესასწაულთა ყოველთაჲ, თქუმული წმიდათა მოძღუართაჲ.
    15.     მოეც, უფალო, პოვნად წყალობაჲ შენი მას დღესა შინა სულთა ჩუენთა ცოდვილთა და უწყალოდ გუემულთა ბოროტის მოძღურისა მიერ ეშმაკისა.
    16.     უფალო, იჴსენ სული ჩუენი სიკუდილისაგან, თუალნი ჩუენნი – ცრემლთაგან და ფერჴნი ჩუენნი – ბრკომისაგან. ამენ.
    17.     დიდებაჲ შენდა, უფალო, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე, აღსრულებად საქმისა ამის.


52

    1.     [მესამედ შემოსაჲ წიგნისაჲ]
    2.     კ̃სნ. სახელითა ღმრთისაჲთა
    3.     შეიმოსა მესამედ წმიდაჲ ესე წიგნი მრავალთავი ტყავითა ზროხისაჲთა სინა-წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმესითა დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებულობისა ჩემისათა,
    4.     ბრძანებითა და ფრიად მოსწრაფედ მოღუაწებითა მიქაელ და მიქაელ პატიოსანთა მღდელთაჲთა, დასაბამითგანთა წელთა ქართულად :ხ~ფპე:-სა და ქრონიკონსა :ს~ა:-სა.
    5.     აწ გევედრებით თქუენ, ყოველთა ღმრთის მოყუარეთა მამათა და ძმათა ჩუენთა, გვედიეთ წმიდასა ლოცვასა თქუენსა მე ფრიად ცოდვილი ი~ოანე და მიქ~ლ და მიქ~ლ და მშობელნი და ძმანი ჩუენნი და ყოველნივე ჩუენეულნი, ცოცხალნი და მიცვალებულნი, სულიერნი და ჴორციელნი,
    6.     რამეთუ ჩუენ ფრიად გურწამს თქუენი ლოცვაჲ და ყოველი დაკლებული ჩუენი შეგჳნდვეთ ღმრთისათჳს, და თქუენცა ქრისტემან შეგინდვენ და შეგიწყალენინ ყოველნი. ა~ნ.
    7.     ქრისტე, შეიწყალე მიქ~ლ და მიქ~ლ, გბ~ლ, კ~ე, გ~ი, ი~ნე-ზ~სმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტეანენი და უფროჲს ყოველთასა ყოველნი ქართველნი.
    8.     ლოცვა-ყავთ ჩუენთჳს, წმიდანო (მამანო), ლოცვა-ყავთ! ა~ნ.


53

     1.     სახელითა ღმრთისაჲთა
    2.     ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
    3.     დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მესიისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
    4.     და ესე ენაჲ მძინარჱ არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.
    5.     და ახალმან ნინო მოაქცია და ჰჱლენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ.
    6.     და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდჳმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს, და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაწარმეტყუელმან, რამეთუ: წელი ათასი ვითარცა ერთი დღჱ.
    7.     და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.
    8.     და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკ~დარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მისისაჲთა.
    9.     და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.
    10.     და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქ~ჱდ მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.
    11.     და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.
    12.     ლოცვა-ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, ლოცვა-ყავთ!
    13.     ქრისტე, შეიწყალე მჩ~კლი ამისი ი~ნე. ა~ნ.