1

     1.     თუალთაჲ: ეპიფანე კჳპრელისაჲ თქუმული ეპიფანე ეპისკოპოსი კოსტანტია ქალაქისაჲ, რომელ არს დედაჲ კჳპროს ჭალაკისაჲ, რომელ თქუა ათორმეტთა მათ თუალთათჳს
    2.     უფალსა ჩემსა, პატიოსანსა ძმასა და საქმის თანაზიარსა თევდორჱს კეთილად მსახურსა ეპისკოპოსსა ეპიფანჱ ეპისკოპოსი უფლისა მიერ გიკითხავ.
    3.     დიდსა ნიჭსა მადლისასა მისცემდა და არა თუ მოიღებდა, რაჟამს სთხოვდა უფალი იგი ცხორებისაჲ სუმად დედაკაცისა მისგან სამარიტელისა.
    4.     რამეთუ იგი თჳთ თავადი იყო წყაროჲ ცხორებისაჲ და მისრულ და დაჯდომილ იყო ჯურღუმულსა მას თანა დამაშურალი გზისაგან.
    5.     და ღირს-ჰყოფდა მიგებად სიტყჳსა, მოიყვანებდა გზასა მას ჭეშმარიტებისასა, რომლისათჳსცა იქმნა მოსლვაჲ იგი მისი ჴორციელად
    6.     და თითოვეულადთა მათ ერთობითა და ნიჭსა მას უხუებით განუყოფდა, რომელ მისგან შექმნულ იყო კაცობრივი ესე ბუნებაჲ.
    7.     აწ ერთობით ჴორცთ-შესხმითა მით ერთითა სიტყჳთა, ერთითა ნებითა აღიარებს ყოველივე უკუნისამდე და საუკუნოდ:
    8.     ესე არს ჭეშმარიტი ძჱ ღმრთისაჲ, რომელმან მოიძია თჳსი იგი შექმნული.
    9.     იქმოდეს მსგავსად ამის სახისა მოწაფენი იგი და მონანი მისნი: განუყოფდეს ნიჭთა მათ და არავისგან რას მიიღებდეს.
    10.     ნანდჳლვე ემსგავსა უფალსა თჳსსა ელია წინაჲსწარმეტყუელი: ითხოვდა მისგან, რომელსა არა აქუნდა არცა საზომ ერთ საჴნავი, რჱცა თუ მისა რაჲ საჴმარ იყო,
    11.     ითხოვდა ქურივისა მისგან, რამეთუ უნდა კურთხევითა თჳსითა აღვსებად დედაკაცისა მის ქურივისა და გამოზრდად.
    12.     ეგრჱცა შენი ეგე პატიოსნებაჲ სიმჴნისაჲ ჩემისა ამის ნაკლულევანებისაგან ითხოვს უფროჲსღა, რამეთუ მოცემად გნებავს ჩემდა ნიჭი მადლისაჲ მაგის, რომელ არს შენ თანა.
    13.     უფროჲს მიღებისა მიმსგავსებულ ხარ შენცა საქმის თანაზიართა მათ შენთა, განამრავლებ ლოცვის-ყოფითა ღმრთისა მიმართ შესაძლებელთა მათ ჩემთა, საჴმართა მათ შენთა.
    14.     უკუეთუ არა მოკლებასა მას ზეთისასა რქისა მისგან, ვინაჲ-მე ვინმცა მოსცა, და მოკლებასა მას ფქვილისასა ლაგჳნისა მისგან სიგლახაკისა ვინმემცა შეუძლო უხუებად?
    15.     არამედ მიითხოვა პატიოსნებამან მაგან შენმან, ვითარცა წერილ არს წიგნსა ამას სიტყჳერისა მის ფიცრისა სარჩელისაჲსა,
    16.     რომელი-იგი შემკულ იყო თუალებითა შემდგომითი შემდგომად, იყო მკერდსა მას მღდელთმოძღურისა მის აჰრონისსა.
    17.     აწ ინებჱ, რაჲთა-მცა უწყოდა სიმჴნემან მაგან შენმან, ვითარმედ რაჲ სახელ-აც თუალთა მათ ათორმეტთა ანუ თუ რომელთა ადგილთა იპოვებიან, ანუ რაჲ ძალ არს მათ შინა,
    18.     ანუ ვითარ თითოვეულად ათორმეტთა მათ ნათესავთაჲ სახელები მათ ზედა წერილ არს, ანუ ვითარ გამოჩნდებოდა შემსგავსებულად ღმრთის-მსახურებისა ზრახვაჲ,
    19.     რამეთუ სახელებითა მით თუალთაჲთა საჴმარსა მას ერისასა გარდაიჴდიდა მღდელთ-მოძღუარი იგი.
    20.     ხოლო ვითარცა წინაჲწარ ვთქუ, ჩემდა ყოვლადვე ვერ შესაძლებელ იყო ესე ყოველი სიძნელჱ გონებითა და მიუწდომელ იყო პოვნად ესოდენისა თხოვისა დიდისა,
    21.     ვითარცა დედაკაცისა მის ქურივისაჲ სიგლახაკისა მისთჳს უპოვრებისა მისისა.
    22.     არამედ ვითარცა ქურივისაჲ მის კურთხევათა მათ მიერ ელიაჲსთა აღორძინებაჲ და განმრავლებაჲ იქმნა და გარდაემატა უფროჲსღა
    23.     და სამარიტელისა მისგან დედაკაცისა გამოჩინებულსა მას წყალსა ითხოვდა უფალი, ზრახვასა დიდთა მათ ნიჭთა განცხადებულად მიჰმადლებდა,
    24.     ეგრეცა მე, რომელ-ესე მცირე ვარ გულისხმის-ყოფითა და უდარჱს სიბრძნითა და მეცნიერებითა და უწურთელ სიტყუათა მიმართ,
    25.     ჴელ-ყოფით მომეძალე და ლოცვის-ყოფითა ყოვლით კერძო აღმავსჱ მეცა.
    26.     ვითარცა ყოვლითა განმდიდრებულმან ვაჭარმან და ვითარცა ელია შორის განჴმელსა მას გუალვითა გარდამოსაქანელნი წყლისანი ლოცვის-ყოფითა გარდამოუტევნა
    27.     და ვითარცა სხუათა მრავალთა მართალთა და წინაჲსწარმეტყუელთა, რომელთა მათ შენცა შვილ და მოწაფჱ ხარ.
    28.     ღირს-იქმნა პატიოსნებაჲ ეგე შენი თანასწორ-ყოფად.
    29.     მოგიღებიეს მათგან გარდარეულებაჲ სიმდიდრისაჲ, ვითარცა მოგმადლა შენ უფალმან.
    30.     და ჩუენ უმეტჱსღა ლოცვითა შენითა მგმდლე.
    31.     აწ ვიწყო მეცა ბრძანებულთა მათ შენთაჲ გამოთქუმად, ხოლო ვევედრები პატიოსნებასა მაგას შენსა,
    32.     რაჲთა არა მაბრალებდე ჴელის შეყოფისათჳს, რომელი უფროჲს ჩემსა საქმჱ იყოს, არამედ დამორჩილებით წრაფისათჳს.
    33.     და უფროჲს ძალისა ჩემისა ვიწყო გამოთქუმად.
    34.     და არს პირველსა მას ოთხსა განწესებულ, რამეთუ ოთხგანსა მას განდგმულ იყვნეს თუალნი იგი, რომელ დადებულ იყო ზედა სიტყჳერსა სარჩელისასა მას ფიცარსა.
    35.     და თავადი ფიცარი იგი სარჩელისაჲ იყო ოთხ-კედელ, მტკაველ სიგრძოჲ და მტკაველ სივრცოჲ.
    36.     და პირველსა მას იყო პირველი იგი თუალი სარდიონი და შემდგომად მისა ტბაზიონი და მერმჱ ზმური.
    37.     და მეორესა მას – კარქედონი და საფირონი და იასპინი.
    38.     და მესამე მას ლუგჳრიონი, აკატჱ, ამეთჳსტონი.
    39.     და მეოთხესა მას, რომელ არს შემდგომად ყოვლისა, – იაკინთჱ, და ბჳვრილი და ფრცხილი.
    40.     ესე თუალნი არიან ათორმეტნი სიტყჳერსა მას და სარჩელისა ფიცარსა თითოვეულად განწესებულნი ადგილისაგან, განწესებულ და გამოქმნულ და განდგმულ.


2

     1.     თუალი სარდიონი
    2.     სარდიონ ამის გამო ერქუმის, რომელ ბაბილოვ[ნ]ს იპოვების, რომლისაჲ არს ხილვაჲ მისი მეწამულ, რამეთუ ფერსა და სახელსა თევზისასა სახელ-ედვა,
    3.     რომლისაჲ არს ფერი მისი სარდიონ-თევზისაჲ, ფერი სისხლისაჲ.
    4.     რაჟამს განაჴმიან თევზი იგი, იქმნის ფერი მისი, ვითარცა სისხლი.
    5.     და ხილვითა მით მიმსგავსებითა დაედვა სახელი თევზსა მას სარდიონ.
    6.     ასურასტანს იპოვების.
    7.     და არს თავადი იგი თუალი მბრწყინვალების გამომცემელ და ძალი კურნებისაჲ აქუს,
    8.     რომელი მკურნალთა მიიღიან და დასდვიან საკურნებელად და განაცოცხლიან მით მსივანებანი და გამოსხმული.
    9.     და სხუაჲცა წყლულებაჲ კუეთილი მახჳლითა.
    10.     დაასხიან მისგანი და მოსცხიან.
    11.     და ცხებითა მით წყლულებანი განიკურნნიან.
    12.     არს სხუა თუალ, რომელსა ჰრქჳან სარდიონ-ფრცხილ.
    13.     და რომელთამე ჰრქვან მას მოლოქას ფერისა მისთჳს და ძალისა, რომელ აქუს მსგავსება ჭაკუნტლისა.
    14.     რამეთუ რომელთა სჳან მისგან, მოაჩჩჳს მუცელი და ჴსნილად უპყრიედ.
    15.     და თჳთ ფერი მისი არს ვითარცა მწუანვილისაჲ მის.
    16.     და რაოდენ ნოტიაებაჲ მისწუდის, უმეტჱს განაბრწყინის სიმწუანჱ თჳსი, უფროჲსღა ჟამთა ზაფხულისათა და დღეთა აღვსებისათა.
    17.     არს სხუაცა თუალ მსგავსი ამათსა, რომელსა ჰრქჳან სარდაკად, რომელსა ყოვლადვე აქუს სისპეტაკისა ფერი რაჲმე, ვითარცა თუალსა მას აკადსა, და იქცევის.
    18.     რაჲმე არს თავადი, ვითარ თქჳან, ბოროტ, და ერქუა მას დამამშჳდებელ.


3

     1.     თუალი ტბაზიონი
    2.     ტბაზიონისა თუალისაჲ მეწამულ არს ხილვაჲ მისი.
    3.     და მსგავს არს თუალი იგი, რომელ ჰრქჳან კარქიდონ.
    4.     და იპოვა თუალი იგი ტბაზიონი ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ტობაზჱ, ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა.
    5.     და იპოვა ესრე-სახედ: გალატოზნი ქვასა თლიდეს და იპოვა ქვასა ერთსა შინა, რომელსა-იგი თლიდეს.
    6.     ვითარცა იხილეს ფერი იგი თუალისაჲ მის შუენიერი და ხილვაჲ საკჳრველი, აღიღეს და მიჰყიდეს იგი ვაჭართა ვიეთმე ალაბასტრელთა,
    7.     რომელ მახლობელ არს სოფელი იგი ალაბასტრელთაჲ ჰინდოეთსა და მიიღეს ალაბასტრელთა მათგან მცირედი რაჲმე სასყიდელი და მისცეს თუალი იგი ტბაზიონი.
    8.     ალაბასტრელნი იგი მიიწინეს თებაის ქალაქად, რომელ არს ეგჳპტისაჲ, მიჰყიდეს უფროჲსის სასყიდლის უმეტჱს მისა, რომელ მიეცა.
    9.     თებაელთა მათ მიართუეს ძღუნად მეფესა, რომელ მას ჟამსა იყო ქალაქსა მას, და მან მიიღო თუალი იგი ტბაზიონი და განადგა გჳრგჳნსა თჳსსა საშუვალ შუბლსა ოდენ.
    10.     და აქუს თუალსა ამას ძალი გამოცდით ესრჱთ: გლესის ზედა საგლესელსა მკურნალისასა, არა თუ მეწამულად გამოსცის წყალი ლესვასა მას მსგავსად ფერის ამის თჳსისა,
    11.     არამედ სძის ფერ არნ, სპეტაკ ნალესავი მისი.
    12.     და აღავსი[ს] მრავალი ჭურჭერი, რაოდენცა ჰნებავნ მკურნალსა მას, რომელი უსუამნ თუალსა მას,
    13.     და რაჟამს შეკრიბის ნალესავი იგი, აღწონის თუალი იგი და არა თუ დამცირდის, არამედ იგივე სწორებაჲ აქუნ.
    14.     და ხატი გარემო, რაოდენცა იგი არნ, იგივე აქუნ და არა დამცირდის და სარგებელ-ექმნის თუალთა სალმობიერთა.
    15.     და თუ ვინმე სუას იგი, სარგებელ-ექმნის ბრუ-ქცეულთა და მწყუდნართა.
    16.     და თუ ვინმე ტბის ყურძენი ჭამოს და ცბის სიმწარითა მისითა, ასჳან მკურნალთა ნალესავი მისგან და განკურნიან.


4

     1.     თუალი ზმური
    2.     ზმური თუალი და აკატჱ მწუანჱ არიან ხილვითა.
    3.     არამედ არს ფერსა მათსა განყოფანი რჩეულებისანი: რამეთუ ზმური იგი მბრწყინვალების გამომცემელ არს, ხოლო აკატჱ იგი მწუანჱ ხოლო არს.
    4.     და რომელთამე ჰრქჳან თუალთა ამათ ნერონიანოს, და სხუათა – დუმენტიანოს.
    5.     და ნერონიანოსსა მას ძლიერად აქუს სიმწუანჱ თჳსი და შუენიერ არს ხილვაჲ მისი.
    6.     და ჰრქჳან ნერონიანოს ამის მიზეზისა გამო: იტყჳან, ნერონ მეფემან მოიღო ზეთი მწუანის ფერი, რომელ არს ლიბერტიას.
    7.     და სხუათა თქჳან, ვითარმედ სძჱ ნუშისაჲ შეკრიბის და მრავალთა სხუათაჲცა მწუანის ფერთაჲ და მოჰრწყვიდა მთათა,
    8.     სადა-იგი იყო სიმრავლჱ ლოდთაჲ და ქვათა შეღუერფულთაჲ.
    9.     და სხუათა თქუეს: მოიღო მან ზეთი დუმენტიანონი და შთაასხა იგი ჭურჭერთა პილენძისათა.
    10.     და რაჟამს მრავალ ჟამ დგან ზეთი იგი ჭურჭერთა მათ პილენძისათა წიდითა მით სპილენძისაჲთა, ზეთი იგი განმწუანდის და მორწყიან მით მთაჲ იგი,
    11.     რომლისა ქვანი მისნი არიან მწუანის ფერ.
    12.     და ვითარ მიიწიის ზეთი იგი, ფრიად უმეტჱს განმწუანდის და განბრწყინდის.
    13.     ხოლო დუმენტიანონ ამისთჳს ერქუმის, რამეთუ დუმენტიანოზ იყო მეფჱ მათ ჟამთა, ძჱ ვესპასიანოსისი.
    14.     ესენი იყვნენ, რომელთა იერუსალჱმი წარტყუენეს და მოაოჴრეს.
    15.     თავისმოთნენი, მომკაულნი, მზუავნი იყვნეს მეფენი ესე ნერონ და დუმენტიანოზ, დღეთა მათთა ესრჱ შურებოდეს პოვნად თუალთა მათთჳს პატიოსანთა.
    16.     და სხუათა თქჳან: იპოვების იგი ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა და მიერ მოაქუს.
    17.     და რომელთამე თქჳან: ეთიოპიას იპოვების, ფისონ მდინარესა.
    18.     ვითარცა წიგნნი ეწამებიან სიტყუათა ამათ ჩუენთა, ვითარმედ ფისონ მდინარესა იპოვების ზმური.
    19.     და იტყჳს, ვითარმედ: „ფისონ მდინარჱ მოეხუევის ქუეყანასა მას ევილათსა.
    20.     მუნ არს თუალი პატიოსანი აკატჱ, ძოწეული და კაპოეტი“.
    21.     და ფისონ მდინარჱსა ინდოს ჰრქჳან ფრომინთა ენითა, ხოლო ბარიმინელთა და ბოგიელთა ფისონსა განგჱ ჰრქჳან.
    22.     ხოლო წინანდელთა მათ მთხრობელთა ფრომინთა განგე მდინარჱ თქუეს, რომელი მოეხუევის ქუეყანასა მას ევილათსა.
    23.     და ევილათი ჰინდოეთსა გარეშჱ თქჳან და თანა-წარჰვალს ეთიოპესა,
    24.     რომელ არს მახლობელად მზის დასავალსა, რამეთუ ესე არს დიდი იგი ეთიოპიაჲ და თანა-წარჰვალს ეთიოპესა და შეერთვის უკიანოსსა.
    25.     რამეთუ თუალიცა ძოწეულის ფერი იპოვების მას შინა, რაჟამს აღძრვანი სლვათა თჳსთანი იქმნიან ადგილთა ღჳრღუაროვანთა.
    26.     ესევითართა ადგილთა დაშენებულ არიან ეთიოპელნი.
    27.     ხოლო აკჳლა თარგმანმან თუალი იგი მწუანჱ, რომელსა-იგი „შობათასა“ აკატ ერქუმის, არცა აკატ ჰრქუა მას, არცა მწუანჱ, არცა ზმურ,
    28.     ხოლო რამეთუ მეცნიერ იყო მრავალსა მას ენასა ებრაელთასა და განმარტებასა მათსა, პოვა ადგილსა ერთსა, რომელსა წერილ იყო სახელი თუალისაჲ მის ბდელიონ,
    29.     რომლისათჳს სამეოც და ათთა მათ თარგმანთა თქუეს: „მიერ გამოვალს თუალი აკატი“, რომელ არს მწუანის ფერი,
    30.     რომელსა-იგი ბერძენთა ჰრქჳან პრასინოს, რომელსა ერქუმის ქართველთა ენითა მწუანის ფერ.
    31.     და აკჳლა იტყჳს: მუნ არს თუალი იგი ბდელიონი და გამოითარგმანების ბდელიონი – „საკუმეველ სულნელების“, რომელი მოაქუს მდინარესა მას ქუეყანისაგან ჰინდოეთისა,
    32.     რამეთუ სხუაცა თუალებ მრავალ არს ზმურისაებრ, რომელი თითოვეულად ვინმე პოვა, და არს რომელიმე ბუნებით მბრწყინვალჱ და მწუანჱ არს.
    33.     და არს რომელიმე ფიცხელ და არს რომელიმე ლბილ.
    34.     არს რომელიმე ეთიოპიას იპოვების და არს რომელიმე ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა.
    35.     თანა-გუაც გამოთქუმად ესეცა, ვითარმედ რომელიმე მთაჲ არს, რომელსა-იგი ნერონ მოჰრწყავს, ანუ რომელიმე არს, რომელსა-იგი დუმენტიანოს, ანუ რომელსა სოფელსა არს.
    36.     არს მთაჲ იგი სოფელსა მას მახლობელად ზღუასა მეწამულსა, რაჟამს ჰნებავნ ვისმე ნავითა მისლვაჲ ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა.
    37.     რამეთუ სხუა და სხუა სოფლებ არს ჰინდოეთისაჲ და მრავალსა მას სოფლებსა ცხრანი მეფენი არიან და ესე სახელები არს სოფლებისაჲ მის და ნათესავსაჲ მათ:
    38.     ალაბასტრელნი, ჰომერიელნი, აქსიმინელნი, და მახლობელ მათსა – დულატელნი, ბოგიტავანელნი, ასაბელნი, დიბენელნი, ლელედიბენელნი.
    39.     ხოლო აწ სხუაჲცა სახელები იცვალა მწირად მოსრულთა მათთჳს მრავალთა ადგილთაგან.
    40.     პირველსა მას – ჰინდობენონ, ესენი თევზის მჭამელთა მათგან სოფლისა მივიდეს, სირინდიბენელნი – ესენი ქუეყანისა მისგან ევილათით მოვიდეს.
    41.     ხოლო სხუათაჲცა ადგილთაჲ ვთქუათ, ვინაჲცა ღირს იყოს.
    42.     ხოლო აწ ვთქუათ მთისა მისთჳს, სადა-იგი ზმური თუალი იპოვების: არს საბრძანებელად ჰრომელთა მეფისა მის.
    43.     ზმურიან ერქუმის სახელი მთასა მას და არს ვითარცა ჭალაკი თჳსაგან და არს პირისპირ ბერონიკესა, წარსავალსა მას ჰინდოეთისასა.
    44.     რაჟამს მი-ვინმე-ვიდოდის თებაიდდ და შორავს-რჱ ზღუასა ვითარ წარსაქანელ ოდენ ერთ ნავის, რომელ არს ესე ვითარ ოთხმეოც ოდენ მილიონ
    45.     და არს თანაშჱ ბერონიკესა, მახლობელად პილოჲს ძუალედთა მათ სახელ-დებულთა მათ ადგილთა.
    46.     და უპყრიეს იგი ნათესავსა მას ბლჱნიელთასა, რომელთა სხუაცა ადგილნი მრავალნი უპყრიან.
    47.     და აწ უცხო ნათესავნი წარმართთანი გამოჰკუეთენ თუალსა მას ზმურსა და მიიღიან სავაჭროდ.
    48.     და არს ძალი ფერისა მისისაჲ: ვითარცა სარკემან უჩუენის შინაგამო და წინაჲსწარ ცნობაჲ გამოჩინებითა მით ქმნის.


5

     1.     თუალი იაკინთჱ
    2.     იაკინთისა ფერი – მბრწყინვალჱ ცეცხლის მსგავს, ფანაკის მსგავს სიმეწამულითა.
    3.     იპოვების ადგილთა მათ კარქედონელთასა, რომელ არიან ლიბიელნი, რომელსა ერქუმის აფრიკჱ.
    4.     ხოლო სხუათა თქუეს: ესრჱთ იპოვების თუალი ესე: არა თუ დღისი ჩანნ მბრწყინვალებაჲ მისი, არამედ ღამჱ შორით ვითარცა სანთელი ჰნთიედ
    5.     და ვითარცა ნაკუერცხალმან მბრწყინვალებაჲ გამოსცის
    6.     და ვითარცა საჴუმილი აღგზებული და მუნქუესვე დაცემული ალისა მის ზედა დებითა და ვითარცა ნაკუერცხალი თეთრ-განრეულად ჩანნ.
    7.     და გამობრწყინებითა მით იხილიან თუალი იგი შორით.
    8.     სადამე ნაკუერცხლის ფერ არნ და სადამე არმურის სახედ.
    9.     და ხილვითა მით ესრჱ-ფერად ცნიან თუალი იგი და მივიდიან, მბრწყინვალების გამოცემითა მით პოვიან იგი.
    10.     და რომელსა-იგი მიაქუნ და არა უწყინ, რომელი თუალი არნ,
    11.     გარეშჱ მიაქუნ და არა სამოსელსა შიგან, ნათლისა მის მბრწყინვალებითა განშოვრებულთა ადგილთა მიიწიის მბრწყინვალებაჲ თჳსი,
    12.     რომლისა გამოცა ნაკუარცხალ ჰრქჳან ესევითარისა ნათლისა და მბრწყინვალებათა გამო.
    13.     ხოლო ძალი მისი არს ესე: თუალსა მას იაკინთესა რაჟამს უსუამნ თუ ვინმე საგლესელსა და თუ ვინმე სჳს ნალესავი იგი, განაღჳძის სული სამართალთა სიტყუათა მიმართ;
    14.     და თუ ვინმე იპყრის პირსა შინა წრფელი და სამართალი საშჯელი აღწონის, მსგავს არს ესე მცირჱდ ოდენ ნაკუარცხალსა მას, ცეცხლის-სახედ გარდამოვარდის.
    15.     არს სხუაცა თუალ მსგავსი ამისსა, რომელსა ერქუმის კარქედონ.
    16.     და ესე მსგავს ფერითა თუალთა მათ, რამეთუ მათვე ადგილთა იპოვებიან.
    17.     ხოლო თუ ეგრჱთ დასაკჳრვებელ რაჲ არს ხილვითა, რომელსაცა საღმრთოჲ წიგნი დაჰნაგს იტყჳს, რომელი ფისონ მდინარისაგან გამოვალს, იპოვების თუალი ესე აფრიკიასცა.
    18.     და იპოვების ესრე.
    19.     რამეთუ შეერთვის ფისონ მდინარჱ ზღუად ადგილთა მათ ბღუარიათ კერძო, მზის დასავალით შეერთვის უკიანოზსა, რამეთუ გარემო-აც უკიანოსი ყოველთა ცის კიდეთა.
    20.     და მზის-დასავალით კერძო შეერთვის ფისონ მდინარჱ უკიანოზსა, მახლობელად სოფელსა მას ლჳბიელთასა,
    21.     რამეთუ იტყჳს ესრჱთ საღმრთოჲ წიგნი: „მდინარჱ გამოვიდოდა ედემით და განიყოფვოდა ოთხად თავად.
    22.     სახელი ერთისაჲ მის – ფისონ.
    23.     ესე არს, რომელი მოეხუევის ყოველსა მას ქუეყანასა ევილათსა.
    24.     მუნ არს ოქროჲ, და ოქროჲ ქუეყანისაჲ მის კეთილ არს.
    25.     და მუნ არს ანთრაკი, ძოწეული და კაპოეტი“.


6

     1.     თუალი საფირონი
    2.     რომელსა ჰრქჳან თუალ საფირონ, ძოწეულის ფერ არს.
    3.     ვითარცა ძოწეული, ბნობის ფერ შავად ჰხილავნ თუალი იგი საფირონი.
    4.     ხოლო სხუაცა მრავალი თუალები არს მსგავსი საფირონისაჲ.
    5.     ჰრქჳან სახელი ერთსა ბასილიკჱ და სხუათა ქრიისჱ და ტიგჱ, რომელნი არა ეგოდენ რაჲ სახილველ არიან: მცირედ რაჲმე არიან ფერნი მათნი.
    6.     და ვითარ ვჰგონებ თქჳან, ვითარმედ არიან ჰინდოეთს და ეთიოპიას
    7.     და დგანან მწყობრ საკერპოსა მას დჳონჱსესა, დაღათუ არა სარწმუნო არს, რომელსა-იგი იტყჳან, ვითარმედ სამას სამეოც და ხუთ ბათმონ არს.
    8.     და ყოველივე თუალისა საფირონისაჲ და თითო-თითოჲ თუალისაგან საფირონისა არს ბათმონი თავადი და შედგმულ ურთიერთას ჯაჭუებითა,
    9.     რამეთუ ესე არს მეფეთაჲ საკჳრველი თუალი და შუენიერი და საწადელი ხილვითა.
    10.     ამისთჳს რომელთამე თქჳან სახელი ალექსიპონონ.
    11.     და ძალი თუალისაჲ მის: რაჟამს ნალესავი მისი აღ-ვინ-ადგინის და შეჰრიის სძესა, ფაქლი და მხივანებაჲ და გამოსხმული და მსივანებაჲ განკურნის.
    12.     წერილ არს შჯულსა მოსჱსსა, რაჟამს იხილა მთასა მას, რამეთუ „დგა ფერჴთა ქუეშჱ ცის სხეული თუალთა მათგან საფირონისათა“.


7

     1.     თუალი იასპინი
    2.     იასპინი თუალი არს და ხილვაჲ მისი მსგავს არს ზმურისა.
    3.     და იპოვების პირს-პირ მახლობელად თერმოგონდოს მდინარისა და მახლობელად იამანთესა, არა რომელი-იგი კჳპროს არს.
    4.     რამეთუ ბუნებით მრავალ არს, რომელსა-იგი ჰრქჳან ამათჳსიონ, რომლისა ხილვაჲ მისი მწუანის ფერ არს, ვითარცა ზმურისაჲ,
    5.     ხოლო მცირედ ოდენ ბნობის-სახჱ არს და შინაგამო ფერსა მწუანისასა გამოუტევებნ პილენძის სახედ.
    6.     და განშუენდიან მით, რომელთა ჰნებავნ შემკობაჲ თავთა თჳსთაჲ, ვითარცა ზღაპართა მათ შინა ითქუმის.
    7.     არს სხუაცა თუალ უწითლეს წყალთა მათ ზღჳსათა, მომრუმჱ უფროჲს ყუავილთა.
    8.     არს სხუაცა თუალ, რომელ იპოვების ქუაბთა შინა მთათა მათ სიდესიაჲსათა, რომელ არს ფრჳგიას.
    9.     არს ფერი მისი სისხლისაჲ და ვითარცა მა[რ]გალიტისა ძირისა ფერი უნათლჱს არს და ვითარცა ღჳნის ფერ, ჰგავს ამეთჳსტონსა თუალსა,
    10.     და უმწითურეს არს და არა ერთ ფერ და არცა ერთ ძალ.
    11.     და სხუა არს, რომელი უნათლეს არს და მსგავს ალისა და კუამლისა, უსპეტაკჱს და უბრწყინვალჱსღა.
    12.     და რომელნი-მე ზღაპართაგან იტყჳან, ვითარმედ თუალთ[ა] საცნაურ რაჲმე ყვიან.
    13.     და იპოვების ესე საზღვართა ქართლისათა და გორგანეთს, და ქუეყანასა მას კასპთასა, სადა არიან ნათესავნი.
    14.     სხუა არს მერმჱ იასპინი, არა დიდად მბრწყინვალჱ და მწუანის ფერ.
    15.     და ნაწევარნი არიედ შიდა თუალსა მას.
    16.     და მერმჱ სხუაცა არნ იასპინი, რომელსა ჰრქჳან უპავლიოს; მსგავს არს თუალისა და პერულსა ზღჳსასა და ვითარმცა ვინ შეჰრთო სისხლი სძესა,
    17.     და ვითარცა სუმენ მასქათნი და ვითარ სახედ გჳთხრობენ, რომელთა პოვიან ესე დაბათა გინა თუ აგარაკთა, შიშ რაჲმე დაედვის.


8

     1.     თუალი ლჳგჳრიონი
    2.     ლჳგჳრიონი ვითარ პოვნილ არს, ვერსადა გამოვიძიეთ: არცა მათ თანა რომელთა ბუნებისაჲ ამის გამოთქუმად იწყეს
    3.     და არცა სხუათა მათ თანა წინანდელთა, რომელთა-იგი მისთჳს გულს-იდგინეს.
    4.     არამედ გუესმა სახელი მისი, რომელსა ჰრქჳან ლჳგჳრიონ.
    5.     რომელნი-იგი ჭეშმარიტსა და დამტკიცებულსა ენასა იტყოდეს, ლჳგჳრიონ ჰრქჳან
    6.     და ვითარ მე ვჰგონებ – ლჳგჳრიონი იგი, ვითარცა წიგნთა საღმრთოთა შინა ვპოვეთ სახელები იგი ცვალებულ რამეთუ ზმური იგი თუალი მწუანის ფერ თქჳან
    7.     და სხუა სახელებსა სხუა სახელ-სდვეს, და ლჳგჳრიონსა მას ლაგჳრიონ უწოდეს.
    8.     დაღათუ ადგილნი იგი, და სადა იპოვნეს, ჩუენგან და ფარულ არიან, გულსა მოვიჴადეთ, ვითარმედ იპოვების იგი თებაისს,
    9.     რომლისათჳს თქუეს, ვითარმედ კლდენი არიან მუნ და მათ კლდეთა შინა გამოიკუეთების თუალი.და ჰრქჳან თუალსა მას ასკლეპიონ მეფისა მეგჳპტელთაჲსა.
    10.     და არს თუალსა მას შინა, ვითარცა ძარღუები გამოხატული, მსგავს თუალისა მის, რომელსა ჰრქჳან კერინონ და არიან ძარღუნი იგი მწუანის ფერ.
    11.     და არს ჩუენდა გულისხმის-საყოფელ, ვითარმედ ძარღუნი იგი კლდესა შინა არიან, ვინაჲ თუალი იგი გამოიკუეთების.
    12.     და ვითარცა გამოიკუეთის თუალი იგი კლდისა მისგან, უმეტჱს შუენიერად, ძარღუ-განრეულად ჩანნ.
    13.     და რაჟამს ჭეშმარიტად ვინმე გამოეძიებდეს სახელსა მას, ლჳგჳროს სახელი არს საცხოვრისაჲ, რომელსა ლჳგჳრონ ჰრქჳან,
    14.     რომელ არს ფერი ველურისა მის ზროხისაჲ, მსგავს წითლისა დეაკეულისა.
    15.     და წუერსა სამწერებელისა თჳსისასა ახს თმაჲ იგი დაკონვილად
    16.     და მწუანის ფერად აღტყდებინ, რომლისა გამოცა ლჳგჳროზ ერქუმის, რომელი გამოითარგმანების ლჳგჳრიონი კუალად.
    17.     ხოლო მე მიკჳრს, ვითარ შრომით გამოვიძიე საღმრთოთა წიგნთაგან, ვითარ პირად-პირადსა სამკაულსა შუენიერებისასა, ვითარცა მეუფესა, უქმოდეს გჳრგჳნსა
    18.     და კუართსა მას მღდელისასა და ვითარცა იპოვნეს თუალნი ესე პატიოსანნი და მბრწყინვალედ განდგმიდეს იასპინსა ამას განსაშუენებელად,
    19.     უფროჲს-ღა რომელსა შინა იყო ძალი წინაჲსწარ გამოჩინებითა სასწაულებისა, რომელცა წინაჲსწარ მოვიჴსენეთ.
    20.     იაკინთესა მას ვიტყჳ და ზმურსა, ამეთჳსტონსა და აკატსა და ბივრილსა და კარქედონსა.
    21.     და ვითარცა სახელსა მას თუალთასა თუალი იგი იაკინთჱ ვერვინაჲ მოიჴსენა, რამეთუ არს იგი უსაკჳრველჱს და პატიოსან,
    22.     და ვითარ ვჰგონებ, რომელსა ესე ლჳგჳრონ ჰრქჳან, საღმრთოთა წიგნთა მას იაკინთჱ ჰრქჳან.
    23.     და თუალი იაკინთჱ არს ფერმრავალ და ეგრჱ უპატიოსნეს არს მრავალთა თუალთა, რამეთუ საღმრთოთაცა წიგნთა შინა ითქუმის.
    24.     ვითარმედ „სამკაულისა მის იაკინთისაჲ და ძოწეულისაგან უქმნეს“.
    25.     ვჰპოვებთ ფერსა მას იაგუნდსა თუალსა შინა სიმეწამულესა და თაფლის ფერსა და მჴიის ფერსა.
    26.     და სხუაჲ თუალი არს, მსგავსი ამისა, ზღჳსფერ, და სხუაჲ არს, რომელსა ჰრქჳან როდჳოს და სხუაჲ არს, რომელსა – ნატიბოს,
    27.     და სხუაჲ არს, ვითარცა წყლის ფერი, რომელსა ჰრქჳან ქავნიჱოს.
    28.     და სხუანიცა არიან მრავალნი თუალნი, რომელნი მსგავს არიან ამის თუალისა სისპეტაკითა და სხუანიცა ფერად-ფერადნი.
    29.     და იპოვებიან თუალნი ესე შინაგან ადგილთა მათ წარმართთასა, რომელ არიან სკჳთელნი.
    30.     და ვითარ თქუეს წინანდელთა მათ, ვითარმედ არს სკჳთიაჲ ადგილთა მათ ჩრდილოჲთ კერძო,
    31.     რომელთა ადგილთა არიან დასნი ეტელნი და ჳნელნი, ლარიელნი, არანელნი ვიდრე გერმანონ და ამაზონდმდჱ
    32.     და მათსა გარეშჱ არს უდაბნოჲ ერთი, რომელსა დიდ სკჳთია ჰრქჳან.
    33.     არს მუნ ჴევი ერთი სიღ[რ]მითა დიდ და ბნელ, რომელსა ვერვინაჲ ეგების კაცისა შთასლვაჲ.
    34.     და მთანი გარე-მოცვულ არიან, რომლისაჲ არიან თავნი მათნი კლდჱ მყარ, და იმიერ მოჴსულ ქუჱთგან ვიდრე ზე თავადმდე მთათა მათ.
    35.     უკუეთუმცა ვის უნდა მიდგომად და შთახედვად, ვერ შესაძლებელ არს ხილვად იაკინთისა მის,
    36.     რამეთუ დიდად სიღრმითა მით ბნელი დახუეულ არს იატაკსა მისსა და არიან დიდნი საშინელებანი.
    37.     და სიღრმესა მას უფსკრულსა ბნელსა შინა თქჳან, ვითარმედ არს თუალი იგი იაკინთჱ.
    38.     და კაცნი, რომელ მივიდიან ბრძანებითა შარავანდედთაჲთა პოვნად და მორთუმად თუალი იგი იაკინთჱ და რამეთუ ვერ შთაჴდიან სიღრმითა მით ჴევსა მას
    39.     და შიშისათჳს ბრძანებისა მის მეფეთაჲსა დაშურებიედ პოვნად თუალისა მის,
    40.     მაშინ-ღა მიიქუნიან კრავნი და დაწყჳდნიან და განჰჴადიან თავი და შთააგდიან სიღრმესა მას, და ექჳს თუალი ჴორცსა მას.
    41.     ვითარ თქჳან, ორბნი რომელ კლდესა მას შინა დაბუდებულ არიან, მართუეთათჳს სიმშილისათჳს ურვითა, სული ეცის მძორისაჲ მის.
    42.     შთაჴდიან უფსკრულთა მათ, უჩინოსა მას ბნელსა და აღიხუნიან მძორნი კრავთანი მათ თავთა მათ მთათასა.
    43.     და ვითარცა შეჭამიან ორბთა მათ მძორი იგი კრავთაჲ მათ, თუალი იგი იაკინთჱ დაშთის მუნვე ადგილუბანს მთათა მათ ზედა.
    44.     და კაცნი იგი, რომელ მისრულ არიედ პოვნად იაკინთისა მის თუალისა, ჴუმილვედ და ხედვედ ადგილსა მას და სხენედ თავთა ზედა მათ მთათასა,
    45.     ხედვედ ადგილსა მას, რომელსა შეჭამიან მძორი იგი ორბთა მათ.
    46.     და სხენჱდ და ხედვედ, ვიდრემდე შეჭამიან.
    47.     და ვითარცა აღფრინდიან და განეშოვრნიან, მაშინ მივიდიან, აღკრიბიან თუალი იგი და განწმიდიან მძორისა მისგან, რომელ აღმოიღიან ორბთა მათ,
    48.     და წარმოიღიან და მიუპყრიან შარავანდედთა, რომელთა მიუვლინებიედ იგინი.
    49.     და ამით სახითა პოვიან იაკინთჱ იგი, რომელ არს თჳთ მრავალფერ და პატიოსან.
    50.     და ძალი არს მის თანა ესე: რაჟამს აღ-ვინმე-იღის თუალი იგი და დასდვის ზედა ნაკუერცხალსა, ნაკუერცხალი იგი დაშრტის და თჳთ მას არაჲ ევნის, არცაღათუ განტფის.
    51.     და არა ხოლო თუ ესე, არამედ წარ-თუ-ვინმე-ჰგრაგნოს ოლარსა, გინა რასა, და სდვას ზედა ნაკუერცხალსა, მას თავადსა ცეცხლისა მისგან აღგზებულისა არაჲ ევნის.
    52.     ხოლო მჩუარი იგი, რომელსა თუალი იგი წარგრაგნილ არნ და ზედა ნაკუერცხალთა დადებულ,
    53.     არცა კნინ მჩუარსა მას ცეცხლისა მისგან ევნის, დაღათუ ძლიერად ნაკუერცხალი იგი აღბურქუებულ არნ.
    54.     და ესეცა თქჳან, ვითარმედ დედანი რაჟამს შობდიან, და მიაახლიან თუალი ესე, თმენა-სციან და ადვილ-შობაჲ იგი; და შესულებანი ჩუეულებათანი განაქარვნის.


9

     1.     თუალი აკატი
    2.     აკატი თუალი.
    3.     ვითარ უსპეტაკჱს არს ფერი მისი, დაღათუ უდარჱს არს იაკინთისა, ხოლო არს საკჳრველ ხილვითა და ყოვლად გარჱმო სპეტაკ, ვითარცა პილოჲს ძუალი და ვითარცა მარმარინოჲ.
    4.     და იპოვების თუალი ესე აკატი სკჳთიაჲთ კერძო.
    5.     და ძალი შეძლებისაჲ, რომელ არს მის თანა, აკატისაჲ მის თუალისაჲ, ესე სახჱ არს ფერისა მისისაჲ: სახითა მსგავს არს ლომისა.
    6.     და ნათესავი მისი შესუარიან წყლითა და მოსცხიან წყლულთა და ნაცემსა მჴეცთასა და განკურნის წყლული, ნაცემი ასპიტისაჲ, ღრიაკალისაჲ.
    7.     და ჩუეულება არს თქუმად ესრჱ, ვითარმედ ლომის ფერ არს თუალი აკატი.


10

     1.     თუალი ამეთჳსტონი
    2.     ამეთჳსტონი თუალი ყოვლადვე გარემო ვითარცა ცეცხლი აღგზებული აღატყდებინ, რომელსა შინა არს გამობრწყინებაჲ სპეტაკის ფერ.
    3.     და არს ფერიცა მის თანა ღჳნისაჲ და საშუვალ თუალსა მას უმეტჱს მბრწყინვალებასა გამოსცემნ.
    4.     და იპოვების იგი საზღვართა ლჳბიაჲსათა.
    5.     და არს რომელიმე უწმიდეს არს იაკინთისა, და არს რომელიმე მსგავს არს ძირსა მარგალიტისასა.
    6.     და არს ადგილთა მათ იოსიტჱსთა, რომელ არს ლჳბიაჲ, რომლისაჲ არიან ადგილნი მისნი ზღუადმდჱ.
    7.     და სახელი დაედვა მას შემსგავსებულად ძალისა და შეძლებისა მისისა, რამეთუ მთრვალ-იქმნ[ნ]იან, რომელნი ჰხედვენ მას.
    8.     და წინაჲსწარ საცნაურ არნ მისგან ზამთარი და წჳმაჲ ნოტიებისაგან ქართაჲსა.


11

     1.     თუალი ძოწეული
    2.     ძოწეული თუალი, რომლისათჳს რომელთამე თქჳან ძოწეული, იგი ბჳრჳლად ითქუმის, რამეთუ ოქროჲს ფერად მოაც გარჱმო, ვითარცა სარტყელი ძარღუად.
    3.     და იპოვების ჯურღუმულსა მას, რომელ არს კლდესა მას თანა ეზრამენიდოსს ბაბილოვნისასა.
    4.     და ერქუმის ბაბილონსა და ჯურღუმულსა მას კლდისასა აქემენიდა, რამეთუ თქჳან: მამასა კჳროზ მეფისასა აქემენიოს ერქუა, ვითარცა რომელნიმე დაწერილთაგან გჳთხრობენ.
    5.     არს სხუაცა თუალ ძოწეულის და მწუანის ფერ.
    6.     და არს ძალი შეძლებისა მისისაჲ ესრჱ: რაჟამს მკურნალთა ნალესავი მისი ასჳან, სარგებელ-ექმნის, რომელთა ელმიედ სტომაქნი და რომელთა აღუსივნის მუცელი თჳსი.


12

     1.     თუალი ბჳვრი[ლი]ონი
    2.     ბჳვრილი თუალი არს თჳთ სპეტაკ, ვითარცა ღრუბელი, ვითარცა წყალი წმიდაჲ იქცევისად ჩანნ მას შინა და მომრუმჱ არს უფროჲს ამეთჳსტონისა თუალისა და უწმიდჱს იაკინთისა.
    3.     და იპოვების ესე ძირსა ტავროს მთისასა.
    4.     და ვითარცა ვინ მიუპყრის მზის-თუალსა, მანის ფერად, ვითარცა ფეტჳს მარცუალი, გამოსტყდებინ.
    5.     არს სხუაცა ბჳვრილი, რომელი მსგავს არს გუგასა თუალისა ვეშაპისასა.
    6.     და სხუაცა ბჳვრილი არს, ცჳლისა მსგავსი არს.
    7.     და სხუა ბჳვრილი არს, რომელი გამოჭედილად ჩანნ და იპოვების ესე წიაღსავალ ევფრატ მდინარისა.


13

     1.     თუალი ფრცხილი
    2.     თუალი ფრცხილი წითელ და მომრუმედ-განრეულად არნ ფერი მისი.
    3.     და განმხიარულებულნი განშუენდიან მით სძალნი შარავანდედთანი და ჴელმწიფეთა და მდიდართა იქმნიან სასუმელი თუალისა მისგან ფრცხილისა.
    4.     არიან სხუანიცა თუალნი ფრცხილნი მსგავს ამისსა, რომელთაჲ არს ფერი მათი მსგავს გოლსა თაფლისასა.
    5.     და რომელთამე თქჳან, ვითარმედ წყალთა შინა დაყინებითა შეიქმნის თუალი ესე.
    6.     და ფრცხილ ქვასა სახელ-ედვა, ვითარ იტყჳან გამომეტყუელნი, ვითარმედ ფრცხილი კაცისაჲ მსგავს არს მარმარინოჲსა და სისხლითა მით გამოუტევებნ ფერსა მწითურად.
    7.     და რომელთამე პოვეს ქვაჲ მარმარინოჲ წმიდათა ადგილთა, ნაცილად ფრცხილ-თუალ სახელ-სდვეს მას სიწმიდისა და მგლინვარებისა მისთჳს მარმარინოჲსა.
    8.     ესე არიან ათორმეტნი იგი თუალნი, რომელნი დაწერილ არიან საშჯელისა მის ფიცარსა, რომელ ბრძანებულ იყო მკერდსა ზედა მღდელისა მის დადებად.
    9.     მე ჩემითა ამით უძლურებითა, რომელი ვპოვჱ ბუნებითისათა მათგან გამოთქუმული, გამორჩევანი და ძალნი, რომელ მათ შინა არიან და ადგილნიცა,
    10.     ვინაჲ გამოვლენ ანუ ვითარ ვინ შემძლებელ არიან პოვნად, შემსგავსებულად ძალისა ჩუენისა შრომაჲ შევიმთხჳე გონებასა,
    11.     ბრძანებისა შენისა გამო კადნიერებით თითოვეულად სახელები თუალთაჲ ამათ განვაწესჱ და დავწერჱ.
    12.     ვიწყო აწ გამოთქუმად, შემსგავსებულად ძალისა ჩემისა, თითოვეულად ძალი და სახჱ თუალთაჲ მათ, ვითარმედ რომელსა თუალსა რომლისა ნათესავისა სახელი დაიწერა,
    13.     ანუ რომლისა სახესა ნათესავისა მის და ტომისა გჳჩუენებს, ანუ რაჲ გონება და განმარტება არს მათ შინა.


14

     1.     თუალი სარდიონი
    2.     თუალი სარდიონი – პირველი ოთხ-კედელსა და სიტყჳერსა და საშჯელისასა მას ფიცარსა.
    3.     მას ზედა დაიწერა სახელი რუბენისი, პირმშოჲსა მის ძისა იაკობისი.
    4.     და ესე არს გონებაჲ და განმარტებაჲ თუალისა მის, რამეთუ თუალი სარდიონი იპოვების ბაბილოვნს და ბაბილოვნი გამოითარგმანების განყოფა და განბნევა.
    5.     ნანდჳლვე მართლად და ჭეშმარიტად დაიწერა სახელი და რუბენისი ზედა თუალსა მას სარდიონსა, რომელი იპოვების ბაბილოვნს,
    6.     რამეთუ ვითარცა ბაბილოვნს გოდლის საქმესა მას შეემთხჳა ნათესავსა მას პირველსა განბნევაჲ და განყოფაჲ, ეგრე-ცა რუბენს შეცოდებათა მისთათჳს შეემთხჳა განბნევაჲ
    7.     და განყოფაჲ გოდებათა მისთაჲ შეცთომითა მით გულის-თქუმისაჲთა და დაიწყევა იაკობისგან მამისა თჳსისა.
    8.     არს მერმჱ განმართლებაცა დიდ თუალსა მას შინა სარდიონსა, რამეთუ ნალესავითა მისითა კურნება იქმნის წყლულებათა,
    9.     ვითარცა რუბენ წყლულებასა მას შეცოდებათა თჳსთასა განაცოცხლებდა, რამეთუ იოსების მიმართ, ძმისა თჳსისა, კეთილ იქმნა და განარინა იგი ძმათა მათგან მოკლვისა.
    10.     და მოწევნულ მოსჱ კურთხევათა მათ შინა ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა ესრჱთ: „ცხოვნდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ“.
    11.     რამეთუ მამათმთავარმან იაკობ დაწყევა რუბენი და თქუა: „შეაგინე სარეცელი ჩემი; ვითარცა წყალი ნუმცა ასდუღნები“.
    12.     ხოლო რომელი-იგი თქუა, „ნუმცა აღდუღნები“, ებრაელებრ იტყჳს „ნუმცა აღსდუღნები, ნუმცა აღორძნდები“.
    13.     ხოლო მოსე კურთხევათა მათ შინა რუბენის ზედა თქუა, ვითარ ღმრთისაგან მოეღო ჴელმწიფებაჲ იგი, ვითარცა მღდელთმოძღუარმან და წინაჲსწარმეტყუელმან
    14.     და სულითა უწყებულმან იგი, რომელ ქმნა იოსებისთჳს ქველის-საქმჱ იგი, ეუწყა შეცოდებაჲ იგი-ცა რუბენისი და შემდგომად შეცოდებისა მის, – სამართალიცა იგი მისი,
    15.     მიუტევა შეცოდებაჲ იგი რუბენისი, ვითარცა მღდელთმოძღუარმან აკურთხევდა და თქუა: „ცხოვნდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ“.
    16.     ესე არიან სახენი და განმარტებანი გონებისანი თუალისაჲ მის სარდიონისაჲ და დაწერისათჳს მას ზედა სახელი რუბენისი.
    17.     კმა-იყავნ ჩუენდა თქუმად: ვიდრე აქა ოდენ მოვიდეთ, გამოვთქუათ გონებაჲ მეორისაჲცა.


15

     1.     თუალი ტბაზიონი
    2.     ამისა შემდგომად არს ტბაზიონი, რომელ არს მეორჱ თუალი, რომელსა ზედა დაწერილ არს სახელი სჳმეონისა.
    3.     არს თუალი ესე, ვითარცა ზეშთა ვთქუ, ტბაზიონი, თუალი არს ტბაზეს ქალაქსა.
    4.     და არს ქალაქი იგი ჰინდოეთს.
    5.     და არს თუალი იგი ტბაზიაონი შუენიერ და საკჳრველ ხილვითა და გარდამოატყდების მისგან მბრწყინვალებაჲ ნაკუერცხლის სახედ.
    6.     და არს მოწითანჱ თუალი იგი, რომელ პოვეს ქვისმთლელთა და მიჰყიდეს ალაბასტრელთა ვაჭართა.
    7.     მიიღეს თებაის ქალაქად და უმეტჱსი სასყიდელი მიიღეს უფროჲს თჳსისა მის, რომელ მისცეს.
    8.     თებაელთა მათ მიიღეს თუალი იგი ტბაზიონი და მიუპყრეს მეფესა მას, რომელ მათ ჟამთა იყო თებაის ქალაქსა.
    9.     და მეფემან მან მიიღო თუალი იგი ტბაზიონი და განადგა გჳრგჳნსა მას თჳსსა საშუვალ შუბლსა ოდენ.
    10.     და არს განმარტებაჲ თუალისაჲ მის ესრჱ, რამეთუ იუდა ისკარიოტელმან, რომელი-იგი ექმნა მიმცემელ, ესვიდა თუალსა მას პატიოსანსა
    11.     და მრავალჟამ უფლისა თჳსისა თანა იყო ცხორებისა ზიარ და უკეთურად, გულის-თქუმითა მით ვეცხლის-მოყუარებისაჲთა და ანგაჰრებითა ვერ აგო გამოძიებად.
    12.     არამედ უკეთურებითა მით და ანგაჰრებითა უგუნურ და გამოუცდელ იქმნა, ვითარცა ქვისმთლელნი იგი.
    13.     და არა გულისხმა-ყო ცნობაჲ თუალისა მის პატიოსნისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, არამედ მიჰყიდა უფალი მწიგნობართა მათ
    14.     და ფარისეველთა, რომელ იყვნეს ნათესავისა მისგან სჳმეონისა და რომლისაჲ-იგი ვერ შესაძლებელ იყო სასყიდელი ძისა მის ღმრთისაჲ განსყიდად.
    15.     მიაწია მიმცემელმან იუდა მღდელთმოძღუართა მათ და მოიღებდა მცირედსა რასმე სასყიდელსა, რომელ არს ესევითარი იგი, მისცა ოცდაათ ვეცხლად.
    16.     ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და მღდელთმოძღუართა მათ დიდად მოშურნებითა მით და ამპარტავანებითა და შესულებითა თუალი იგი პატიოსანი
    17.     და უფალი ყოველთა დაბადებულთაჲ მისცეს ჴელთა ერისკაცთასა, ჴელთა პონტიელისა პილატესთა, ვითარცა-იგი თებაელთა მათ.
    18.     და მათ ჯუარს-აცუეს უფალი იგი ცხორებისაჲ.
    19.     ესე არს, რომელი ძღუნად შეწირჱს ეკლესიასა და თებაელთა მათ შარავანდედსა მას.
    20.     და მიიღო მეფემან მან თუალი იგი ტბაზიონი და განადგა გჳრგჳნსა მას საშუვალ ოდენ შუბლსა,
    21.     ეგრეცა ეკლესიამან, ცოლმან დიდისა მის მეუფისა ძისა ღმრთისამან მიიღო იგი, რომელ შეურაცხ-იქმნა მაშენებელთაგან,
    22.     ვითარცა მეუფჱ დაიდგამს თავსა თჳსსა გჳრგჳნსა და შარავანდთა და სიქადულით აღიბეჭდვის ნიშითა მით ცხორებისაჲთა საცოდ შორის შუბლსა თჳსსა.
    23.     რამეთუ ქ˜ჱ არს თავ, და ეკლესიაჲ – ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისაჲ, რომელი იქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაჲთა.
    24.     და აღუღებიეს და აქუს დიდითა სიხარულითა, გამოხატვით აღიბეჭდვის შორის შუბლსა თჳსსა,
    25.     ვითარცა თუალი იგი ტბაზიონი მიიღო და განადგა გჳრგჳნსა მას საშუვალ შუბლსა ოდენ შარავანდედმან.
    26.     და ვითარ-იგი ვთქუთ, ვითარმედ რაჟამს აღიღის მკურნალმან და წყლითა უსუამნ თუალსა მას საქმარსა თჳსსა ზედა
    27.     და არა მსგავსად სიმეწამულისა მის თჳსისა გამოსცის ფერი ნალესავისა მის თჳსისა, რომლითა განაცოცხლნიან სნეულებანი, არამედ არნ სპეტაკ, ვითარცა სძჱ,
    28.     ნალესავი მისი და რაოდენი ვის უნებნ, ჭურჭერნი აღავსნის ნალესავითა თუალისა მისგან ტბაზიონისა და ქმნის მრავალი სნეულებათა კურნებაჲ და თუალთა სალმობიერთა.
    29.     და გარემო საზომი მისი რაოდენცა არნ, იგივე სწორი აქუნ.
    30.     და ვითარ აღიწონის, არა დამცირებულ იპოვის, არამედ ეგრევე ჰგიენ, ვითარცა-იგი არნ და მრავალნი ჭურჭერნი ნალესავითა მისითა აღავ[ს]ნიან,
    31.     რომლითა სალმობანი მრავალნი განიკურნნიან.
    32.     მასვე სახესა ვხედავთ აწცა სისხლთა მათგან ქრისტჱსთა.
    33.     და იქმნების კურნება სულთა და ჴორცთა ყოველთა, რომელთა მიიღიან იგი, რამეთუ რომელი ჴორცთა მათგან ქრისტესთა სისხლი არს,
    34.     ჩუენ რომელ-ესე ვიკურნებით მისგან, არა თუ მეწამულის ფერად სისხლ ვიქმნებით, არამედ სიწმიდედ და სისპეტაკედ ჴორცნი და სულნი ჩუენნი გარდააქცინის,
    35.     რაჟამს განწმიდის ჩუენგან წიდაჲ ცოდვისაჲ და ვიქმნენით ჩუენ ვითარცა თოვლი და მატყლი.
    36.     ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ვინ არიან ესენი, რომელნი გამოვლენ უდაბნოჲთ, რომელნი სპეტაკ არიან, ვითარცა თოვლი და ვითარცა სამწყსოჲ განბანილი“.
    37.     და ვითარცა თუალი ტბაზიონი, რომელი გამოსცემნ გამოდინებასა თჳსსა და იგი ჰგიენ თჳსსავე მას ბუნებასა,
    38.     ეგრეცა უფალმან ჩუენმან არა თუ ჴორციელად გამოჩინებითა მით დამცირდა რაჲმე და არცა და-რაჲ-აკლდა,
    39.     არამედ გამოცდილ ყოვლითავე, სავსჱ ყოვლადვე ბუნებითა ამით ჩუენითა განვლო ყოველსავე ურვასა,
    40.     გარნა ცოდვასა არა და განწმიდა და განაცოცხლა ყოვლადვე კაცებაჲ ესე.
    41.     და ჩუენ ყოველნი მისგან მოვიღებთ სულსა წმიდასა და ძლიერებასა და სიბრძნესა და მეცნიერებასა.
    42.     ყოველნივე, რომელთა გურწამს იგი, მოვიღებთ ნიშთა დიდ-დიდთა მისგან და მას არაჲ დააკლდების,
    43.     ვითარცა იტყჳს საღმრთოჲ იგი სიტყუაჲ პირითა იოვანე მახარებელისაჲთა, ვითარმედ: „ჩუენ ყოველთა სავსებისაგან მისისა მოვიღეთ“.
    44.     ესე არს თუალი პატიოსანი და ლოდი საკიდური შჳდთუალიერი, რომელი ყოველთავე აღავსებს განათლებითა მეცნიერებისა თჳსისაჲთა
    45.     და თავადი არარაჲთ დაკლებულ ნათლითა მით მბრწყინვალებისა თჳსისაჲთა, არამედ დგას და ჰგიეს არსებასა მას თჳსსა.
    46.     ვითარცა ერთისა სანთლისა ნათელი ათასთა და ბევრთა და უმეტჱსთა სანთელთა აღანთებს
    47.     და ნათლისა მიფენითა მათ ზედა და ყოველთა განათლებითა თჳთ თჳსისა მის სინათლისაგან არა დამცირდების, არცა და-რაჲ-აკლდების,
    48.     ეგრეცა ქრისტემან თჳსისა მის სავსებისაგან განანათლნა,
    49.     რომლითა სავსებაჲ იგი არავისგან დამცირდების და არცა და-რაჲ-აკლდების, არამედ ჰგიეს თჳსსავე მას სავსებასა და სხუათა აღავსებს და განანათლებს.


16

     1.     თუალი ზმური
    2.     მესამჱ თუალი – ზმური, რომელსა-იგი წერილი იყო სახელი ლევისი.
    3.     რამეთუ ნათესავსა ლევისსა აქუნდა მღდელობაჲ იგი, რლ˜ცა-იგი ლევიტელ ერქუმოდა, რომელნი-იგი იყვნეს მერარჱსგან და კაათჱსგან და გეთსონჱსგან.
    4.     საკჳრველი ესე ნათესავი დაწერილ იყო ზმურსა მას თუალსა, რამეთუ არს ზმური თუალი მწუანჱ, მბრწყინვალჱ.
    5.     მრავალთა ნათესავისა მისგანთა აქუნდა მღდელობაჲ იგი, დიდითა შრომითა და სიმჴნითა უძლურ და უსუსურ, განთეთრებულ, მწუანის-ფერ განწონილ,
    6.     რომელთა შრომის-მოყუარებითა მით განათლებულ ბრწყინვიდა სული მადლთა მათ ღმრთეებისათაჲ.
    7.     რამეთუ იოვანეცა იყო ნათესავისა მისგან ლევისი, მოთმინჱ შრომითა მსგავსად ნათესავისა მის სიმჴნისა
    8.     და წმიდითა მით ქალწულებითა თჳსითა თჳსთა მათ გულის-თქუმათა განიშორებდა.
    9.     სიმჭლითა მწუანისფერ-ყო ფერი მისი მრავლითა სიმჴნითა შრომისა მისისაჲთა, რამეთუ სხუა და სხუა ფერ იყო თუალთა მათ ზმურთაჲ:
    10.     რომელ-იგი მზის აღმოსავალით კერძო იპოვებიან, დიდ მრუმჱ არს სიმწუანჱ იგი მათი, და რომელ-იგი დასავალით იპოვებიან მისსა, უფროჲსღა მომრუმჱ.
    11.     და რომელი-იგი ფისონ მდინარისაგან გამოვალს, იგი ნათლითა მით აღრეულად უჩუენებნ სიმწუანესა თჳსსა.
    12.     ვითარცა ჭეშმარიტი ზმური, ეგრეცა მღდელთმოძღურებაჲ იგი თითოვეულად მიხედვითა მით პირსა მათსა უჩუენებდეს საქმეთა და შრომათა სიმჴნითა მათისათა.
    13.     და წესიერებითა აქუნდა სიტყუაჲ მოძღურებისაჲ სწავლითა ერისა მის მიმართ.
    14.     და თუ დაშავებულ ფერითა მით ჩანედ, მოასწავებედ ფერსა ცოდვათა თჳსთასა და უკეთურებითა მოძღურებისასა.
    15.     და თუ სპეტაკის ფერად ჩანედ, მოასწავებედ კეთილთა საქმეთა და უმჯობჱსსა და წრფელსა მოძღურებასა.
    16.     რამეთუ იტყჳს ესრე წინაჲსწარმეტყუელი: „ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალჱმისასა“.
    17.     და მერმჱ იტყჳს: „აჴედ მაღალსა მახარებელი ეგე სიონისაჲ და აღიმაღლე ჴმაჲ შენი“ და უთხარ ერსა ჩემსა ცოდვაჲ მათი“.
    18.     და სხუაჲ იგი შემდგომითი შემდგომად არა სხჳთ რაჲ ვინ შემძლებელ არს და არცა თჳსითა ძალითა უწყებად ესევითარისა მოძღურებისა,
    19.     არა თუ ვისმე ენებოს თუალი იგი პატიოსანი, რომელ არს ესე თავადი უფალი ცხორებისაჲ და მბრწყინვალებითა, ვითარცა სარკისა ნათლითა, განათლებულ პირი თჳსი,
    20.     და მეცნიერებითა – გონებაჲ თჳსი, ჭეშმარიტებითა და წრფელითა სარწმუნოვებითა და ვითარცა იოვანე პირისპირ ხილვითა იტყჳს:
    21.     ესე არს კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი,
    22.     ესე არს ნანდჳლვე თუალი პატიოსანი, რომელ არს შარავანდ და გჳრგჳნ საუფლო სძლისა მის თჳსისა ეკლესიისა.
    23.     ესე თუალი არს ზმური, რომელი ზედა ბეჭთა მათ მღდელთმოძღურისათა განდგმულ იყო.
    24.     და ზედა ზმურსა მას თუალსა დაიწერნეს თუალნი იგი ათორმეტთა მათ ნათესავთა იჱლისათაჲ .
    25.     რამეთუ ნანდჳლვე მღდელთმოძღუართა მიერ საცნაურ არს თუალი იგი პატიოსანი ქ˜ჱ და მღდელთა აღუღებიეს
    26.     და აქუს იგი და მიმოდადებითა ყოველთა მიერ ღმრთეებისა მეცნიერებასა.
    27.     და ამას თუალსა პატიოსანსა ყოველნი ნათესავნი დაიწერებიან და განმართლდებიან წმიდითა მით განათლებითა
    28.     და შევლენ წმიდასა ეკლესიასა და განუფენენ და მისცემენ თითოვეულად მადლსა, რომელსა მიმადლებულ არს წმიდისა ქალწულებისა მარხვაჲ.
    29.     რომელიმე არნ მღჳძარჱ და მხიარულ, და რომელი-მე – მოთმინჱ სიმჴნითა, და რომელნიმე – განძლიერებულ და გულისხმის-მყოფელ და რომელნიმე – წმიდითა საქალობითა.
    30.     ამას ყოველსა დასწერს მღდელობაჲ იგი ზედა წმიდასა მას თუალსა პატიოსანსა, რომელ არს განახლებაჲ ზეგარდამო შობითა მით ბანისაჲთა
    31.     და წმიდითა მით განათლებითა წარადგინებს სასოვებასა კეთილსა ზიარებითა დიდსა მას ზრახვასა ღმრთისასა და ჴორცითა და სისხლითა მით ქრისტჱსითა თანა-მყოფ
    32.     და შვილ ღმრთის და თანა-მკჳდრ ქრისტჱსა, რომელსა მას იყავნ მიწევნაჲ და მხიარულ-ყოფაჲ სასუფეველსა მას ძისა ღმრთისასა.


17

     1.     თუალი იაკინთჱ
    2.     მეოთხჱ თუალი – იაკინთჱ.
    3.     და მეორესა განწესებულსა პირველი არს ესე, რ˜ლთა ზედა წერილ არს ესრე სახელი იუდაჲსი.
    4.     ნანდჳლვე განწესებასა სახისასა მას განცხადებულად გჳჩუენებს მეოთხებასა და მთავრობასა.
    5.     და ყოვლითა მეცნიერებითა განდგმით განაგებს ოთხ-კედელსა მას და სიტყჳერსა ფიცარსა.
    6.     და გამოლესვით განადგა იგი შემდგომად განწესებისა მის, რამეთუ მთავარ იყო იუდა ერსა მას ზედა.
    7.     რაჟამს ოთხად ნაწილად ერსა მას განჰყოფდეს, იყო იუდა ერისთავ და დაბანაკებულ იყო მზის აღმოსავალით კერძო,
    8.     ხოლო შემდგომებით მეოთხჱ იყო ძმათა თჳსთა და მთავარ და წარმართებულ მეფობითა და წინამძღურებითა თჳსითა.
    9.     და ფერი თუალისაჲ მის ბრწყინავნ, ვითარცა ნაკუერცხალი, რამეთუ ნათესავისა მისგან გამობრწყინდა იგი, რომელსა ესაია სულითა წმიდითა გჳჩუენებს და იტყჳს ესრჱთ:
    10.     „გარდავაქცინე ნაკუერცხალად ქვანი შენნი და საფუძველ[ნ]ი შენ[ნ]ი თუალისაგან საფიროვნისა აღვჰმართნე“ – რომელი მოგუასწავებს ორსა სახესა მეფობისასა,
    11.     რომელი უფალმან ჴორცი[ე]ლად გამოჩინებითა მით გჳჩუენა ორთა თუალთაჲ ფერისა მიმსგავსებითა.
    12.     რამეთუ საფირონი თუალი ფერსა ძოწეულისასა ამსგავსებს.
    13.     განცხადებულ არს, რამეთუ საძარკუელ და დასაბამ და დამტკიცება, ყოველთა საფუძველ ქ˜ჱ არს და მერმჱ სარწმუნოვება შეურყეველ და გარდაუქცეველ.
    14.     რამეთუ თუალი იაკინთჱ – ყოვლადვე სისხლის ფერ და ნაკუერცხლის ფერ.
    15.     სისხლის ფერ ამით, რამეთუ სისხლითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა იჴსნნეს ყოველნი ნათესავნი, და ცეცხლის და ნაკუერცხლის ფერ ამით,
    16.     რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი დიდებულებით მოსლვასა მას თჳსსა.
    17.     და არს მერმეცა დიდისა და საშინელისა ზრახვისა სახელი, რომელ არს ცეცხლის და ნაკუერცხლის ფერ, რომელი სერაბინსა მას მოეღო საშინელისა მისგან საკურთხეველისა,
    18.     სადა-იგი უფალი იყო და სერაბინნი ექუს-ექუს-ფრთენი დიდითა და საშინელითა მით კრძალულებითა და მსახურებითა დგეს წინაშე:
    19.     „აქუნდა სერაბინსა მას მარწუხითა ნაკუერცხალი“, რომელ არს ზრახვაჲ იგი საშინელისა მისგან საკურთხეველისაჲ და შეახო პირსა მას წინაჲსწარმეტყუელისასა.
    20.     მოგუასწავებდა ჩუენ ყოველთა დიდსა და საშინელსა ზრახვასა საჴსრად მოღებითა თავთა ჩუენთათჳს.
    21.     ესე არს სიწმიდჱ ბაგეთა წინაჲსწარმეტყუელისათა[ჲ], რამეთუ ზრახვაჲ იგი დიდი და საშინელი ესე თავადი არს ჴორცი და სისხლი საუფლოჲ;
    22.     განიყოფვის და მოგუემადლების ჩუენ ყოველთა სარწმუნოვებითა და საქმითა მართლად მოქმედთა და ჭეშმარიტთა მორწმუნეთა საჴმარ და სიწმიდე მიეცემის და მიემადლების.
    23.     ხოლო ბილწთა და შეგინებულთა, რომელნი საქმითა უკეთურითა მიეახლნიან, რომელ არიან ურწმუნონი,
    24.     რისხვად და საშჯელად მიიღებენ ზრახვასა მას სამეუფოსა თავთა თჳსთა, რამეთუ წარმდებ იქმნნეს და უღირსებით მიიღეს ჴორცი და სისხლი საუფლოჲ,
    25.     ვითარცა იტყჳს პავლჱ მოციქული: „რომელი ჭამდეს და სუმიდეს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა უღირსებით, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს“.
    26.     ამას ყოველსა მოგუასწავებს თუალი იგი იაკინთჱ: ჴსნასა და რისხვასა, ჴსნასა და სიწმიდესა, ღირსთა რისხვასა და ტანჯვასა უღირსთა და შეურაცხის-მყოფელთა.
    27.     ესე არს თუალი პატიოსანი, რომელ არს იაკინთჱ, რომელსა ზედა დაიწერა სახელი იუდაჲსი, რომლისა ნათესავისაგან უფალი გამოგჳბრწყინდა
    28.     და დაისხნეს საფუძველნი სიონისანი, დასაბამ და საძირკუელ და „თავ კიდეთა – ლოდი იგი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა“,
    29.     რომელ არიან მღდელთმოძღუარნი იგი, რომელნი შჯულსა მას შინა წურთილ და სწავლულ იყვნეს.
    30.     უფალი იგი შჯულისაჲ შეურაცხ-ყვეს და განიშორჱს.
    31.     რომელ იყვნეს ბოროტის-მოქმედნი, შეურაცხ-იქმნეს მღდელობისა მისგან და განეშოვრნეს.
    32.     ხოლო უფალმან ცხორებისამან, რომელ არს თუალი პატიოსანი, ესე იქმნა თავ კიდეთა, რომელ არს თავადი დასაბამ და აღსასრულ.
    33.     და ორთავე მათ აქუს დამტკიცებაჲ, რომელ არს ესე ძუელთაჲ მათ და ახალთაჲ, ვითარცა იტყჳს გამოცხადებასა მას თჳსსა იოვანჱ,
    34.     ვითარმედ: „მე ვარ დასაბამი და მე ვარ აღსასრული“.
    35.     და დამდაბლებისა მისისათჳს გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად და აღსასრულსა, რამეთუ აღჴდა ზესკნელს ცათა და დაჯდა მარჯულ ღმრთისა მაღალთა შინა.
    36.     და არს ნანდჳლვე დასაბამ და დამტკიცება, რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს აღშენებად და დაჴსნად თჳნიერ მის საძირკუველისა,
    37.     ვითარცა-იგი იტყჳს პავლე მოციქული: „საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად, არამედ ესე თავადი, რომელ არს იესუ ქ˜ჱ“
    38.     და თავ კიდეთა არს, რომელსა აქუს ორკერძოჲვე, რომელ არიან მორწმუნენი წინადაცუეთილებისაგანნი და წინადაუცუეთილებისაგანნი.
    39.     და მოვიდეს ერთსა ერთობასა ცხორებისასა და იქმნნეს ყოველნივე ტაძარ ღმრთის.
    40.     ესე არს თუალი პატიოსანი იაკინთჱ.
    41.     ესე იპოვა მდინარესა მას ფისონს, რამეთუ ფისონ ითარგმანების „პირ ცეცხლის“.
    42.     ნანდჳლვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მოჰფინა ცეცხლი სიტფოვებისაჲ სოფელსა და ატყინებულნი შეწუნა ცოდვანი ყოველთანი და განწმიდნა ყოველნი წმიდანი თჳსნი.
    43.     რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მიჰბერა სული მოწაფეთა მათ თჳსთა მიმართ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ.
    44.     ამას იტყოდა ნაომცა წინაჲსწარმეტყუელი: „გამოჴდა ფისონი და მიჰფინა პირსა შენსა“, რამეთუ აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქ˜ჱ მკუდრეთით, ესე აღავსო და გამოსახა.
    45.     და არს ხილვაჲ თუალისაჲ მის საკჳრველისაჲ და პატიოსნისაჲ და ნათლისა გამომცემელი და ნაკუერცხალ მბრწყინვალჱ სისხლის ფერ და მბრწყინვალებათა გამოუტევებნ,
    46.     ვითარცა ლამპართა აღნთებულთა, რომლისა ვერვინ შემძლებელ არს ნათელთა მბრწყინვალებისა მისისათა მისგან განშოვრებად და დაფარვად.
    47.     ნანდჳლვე ესრჱთ განათლებულ და დიდებულ არიან ყოველნი წმიდანი, რომელნი ღირს-იქმნნეს სულისა წმიდისა მოღებად ქრისტჱსგან.
    48.     და აწ რომელთა ჰრწამს ჭეშმარიტებით უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, განათლებულნი იდიდებიან მისგან სულნი ყოველთანი.
    49.     და სიმდაბლითა თჳსითა განცხადებულად მიფენილ არს სახჱ ანგელოზთ-ხატად სლვისაჲ და ზრახვათა თჳსთაჲ, ვითარცა აეროვან იქმნა პირი მშჳდისა მის მოსჱსი
    50.     და, ვითარცა მზისთუალისაგან, გამოჰკრთებიედ მისგან მბრწყინვალებანი, რომელსა დიდებითა მით განათლებისაჲთა ვერვინ მიხედის პირსა მას მოსჱსსა.
    51.     ესრევე მერმეცა წმიდაჲ იგი სული ელიაჲსი დაადგრა ელისჱს ზედა „და იხილეს იგი ძეთა მათ წწყ˜ლთასა“ დაღათუ არავის აუწყებდა,
    52.     ყოველნი ღაღადებდეს და იტყოდეს: „აჰა ესერა სული ელიაჲსი ელისეს ზედა განსუენებულ“.
    53.     არამედ ნანდჳლვე უმეტჱს მბრწყინვალებისა განათლებული ჩნდა პირი იგი სტეფანჱსი
    54.     და ანგელოზისა მსგავს განათლებულ ხილვითა მით უმეტჱს ჩნდა დადგრომილ მის ზედა სული მადლისაჲ.
    55.     დაღათუ ქვითა განტჳნვაჲ ეგულებოდა მისი უღმრთოთა მათ მღდელთმოძღუართა ჰურიათა, არა შეშინდა, არამედ აღვსებულ სულითა მით მადლისაჲთა
    56.     და განძლიერებულ წინაშე ყოველთასა იტყოდა ცათა განხუმასა და ძისა მის ღმრთისა მარჯულ ღმრთისა ჯდომასა.
    57.     და ესრჱთ აღსაარებითა წამებისაჲთა და დიდითა სიხარულითა დაგჳრგჳნებული იმარტჳრა.
    58.     ესრჱთ იყვნეს ყოველნი წმიდანი, დაღათუ თავთა თჳსთა დაიმდაბლებდეს და ჭირვეულნი და ურვეულნი სოფელსა ამას ცხოვნდებოდეს,
    59.     განცხადებულად გამობრწყინდებოდა მათგან ნათელი მადლთა მათ სულისა წმიდისათაჲ და ჩნდეს დიდებულნი წინაშე ღმრთისა და კაცთა.
    60.     და იპოვების თუალი იგი იაკინთჱ ადგილთა მათ, რომელთა ერქუმის სევერტიდა, რომელ არს მახლობელად ლჳბიელთა და მავროსიას, ბიზაკნიას და ნუმიდიას, აფრიდიაჲთ კერძო.
    61.     ღირდავე ამისა დიდსაგულისხმიერისა, რომელსა ემსგავსა ქვაჲ იგი იაკინთჱ, პოვნად ადგილთა მათ ლჳბიელთასა მახლობელად მზის აღმოსავალსა,
    62.     ადგილთა მათ ეთიოპიაჲსათა, რომელი მივალს სამხრად მიმართ.
    63.     ესე ეთიოპელნი არიან დაშავებულნი, რომელნი მიეწიფნეს მადლთა მათ სულისა წმიდისათა და დიდითა გულისხმითა ზეცისაჲსა მის ზრახვისა იქმნნეს მიახლებულ,
    64.     რამეთუ ნათელი ძლიერებისა მის ქრისტჱსი გამოუბრწყინდა მათ და ნისლი ძალისა მის ბნელისაჲ განაოტა
    65.     და დაბნელებულნი იგი კაცობრივითა მით საქმითა უკეთურებისაჲთა განანათლ[ნ]ა ...ბნელისა მის ზრახვისაჲ.
    66.     და გონებაჲ იგი განწმიდა და განაბრწყინა და ყო თჳსა მეგობარ.
    67.     და გამოუცხადა ყოველთა ზრახვაჲ იგი ღმრთეებისა თჳსისაჲ მოსლვასა მას თჳსსა.
    68.     და კაცთმოყუარებითა მით თჳსითა განაქარვა ნისლი იგი ზრახვისა მის მტერისაჲ.
    69.     და დაჰნერგ[ნ]ა ზრახვასა შინა გონებანი ქრისტჱსმიერნი, რომელსა პავლჱ იქადის და იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ გონებაჲ ქრისტჱსი გუაქუს“.
    70.     და ნუ გიკჳრნ იგი, რამეთუ ღამესა პოვნილ არს თუალი იგი იაკინთჱ, რამეთუ იტყჳს წიგნთა შინა ესრჱთ, ვითარმედ: „ბნელსა შინა ნათელი გამობრწყინდა“.
    71.     გამოუბრწყინდა ნანდჳლვე გულთა ჩუენთა დაბნელებულთა ნათელი იგი ღმრთისმსახურებისაჲ
    72.     და ბნელი დაშავებულთა მათ საქმეთა უკეთურთაჲ ჩუენგან განაქარვა.
    73.     და დაფარულითა ზრახვითა ვითარცა სახჱ თუალისა იაკინთისაჲ გამოეცხადებინ წმიდათა თჳსთა.
    74.     რამეთუ პირველ რომელ იყვნეს შჯულსა მას და წინაჲსწარმეტყუელთა ვიდრე არღა განცხადებულ
    75.     და მიმოფენილ იყვნეს მადლნი იგი სახარებისანი, მრავალნი მართალთაგანნი ეძიებდეს ქრისტესა მაცხოვარსა.
    76.     და გამოეცხადებოდა მათ დაფარულითა ზრახვითა და თჳთ თავადთა მათ ცნობითა სხუათაცა მიმართ წინაჲსწარმეტყუელებდეს.
    77.     რამეთუ იქმნებოდეს განცხადებულნი წინაჲსწარმეტყუელებანი ლოდისა მის და თუალისა პატიოსნისა ქრისტჱსთჳს, ვითარცა იტყჳს დავით,
    78.     ვითარმედ: „საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა“, რომელ არს ესე, რამეთუ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ სიტყუაჲ მისი იყო
    79.     და იგინი წამებდეს და ქადაგებდეს დამტკიცებასა მას საფუძველისასა, რომელი მეუფემან ზეცისამან მოვიდა, დაამტკიცა
    80.     და მოეღო პატივი იგი სამეუფოჲ დადგმითა ერსა მას თჳსსა და ღირს-ჰყოფდა მრავალთა დიდსა მას პატივსა მღდელობისასა.
    81.     და დაადგა გჳრგჳნი ეკლესიასა თჳსსა და ყო დედოფალ და დასუა იგი მარჯუენით თჳსა.
    82.     და გამოსახა საშუ[ვა]ლ შუბლსა ჩუენსა ნიში იგი პატიოსანი და შეამკო.
    83.     რამეთუ ნანდჳლვე ნიშითა მით, ჯუარითა ქრისტჱსითა და სიკუდილითა მისითა მოგუმადლა ცხორებაჲ
    84.     და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და ღირს-გუყვნა ჩუენ დიდებასა მას და სამკჳდრებელსა სასუფეველისასა.


18

     1.     თუალი საფირონი
    2.     მეხუთჱ თუალი – საფირონი.
    3.     ამას ზედა დაიწერა სახელი დანისი, რომელი იყო შემდგომად შობითა გამოწერილ სიტყჳერსა მას ფიცარსა მახლობელად იუდაჲსა.
    4.     რამეთუ ნათესავისა მის დანისი მრავალნი იქმნებოდეს მსაჯულნი ისრაჱლისანი და შემდგომ იქმნებოდეს ძოწეულით მოსილთა მათ შარავანდედთა,
    5.     რამეთუ ამის ნათესავისაგან იყო ელიაბი, რამეთუ განაგებდა კარავსა მას წამებისასა,
    6.     რამეთუ იქმოდა ძოწეულსა მას და განაგებდა ყოველსა მას სამსახურებელსა კარვისა მის საწამებელისისა.
    7.     და ჰხუედა წილი მკჳდრობისაჲ ნათესავსა მას დანისსა გამოსადინელთა მათ იორდანისათა.
    8.     წყალნი იგი იორდანისანი მეუფემან მან ზეცისამან განწმიდნა და ქმნა სამკაული და შესამოსელი ეკლესიისაჲ და შეღებულ სისხლითა მით თჳსითა
    9.     და განწმედილ ღმრთეებითა თჳსითა და შექმნა ძოწეულად შესამოსელად და სამკაულად სამეუფოდ.
    10.     და იქმნნეს ქ˜ა შთაცუმულ ერნი ყოველნი წმიდასა მას კათოლიკჱ ეკლესიასა და იქმნნეს შარავანდ გარდატევებულ საღმრთოჲთა მით პატივითა
    11.     და აღიარეს მეცნიერებითა სარწმუნოვებაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.
    12.     ესე ყოველი მოგუასწავა თუალმან საფირონმან.
    13.     და სახელებითა მით ნათესავთაჲთა ზრახვით გჳჩუენებს ჴელმწიფებასა მას თჳსსა და სამსახურებელსა სამეუფოსა,
    14.     რომელი კარვისა მის საწამებელი[სა] სამსახურებელსა განჰმზადებდა და განაგებდა.
    15.     რამეთუ ნათესავისა ამისგან აღდგებოდეს მსაჯულნი, რომელთა საქმენი და აღრაცხანი მეფეთანი აქუნდეს ერსა მას ზედა.
    16.     და გარდალესულსა მას თუალისა მის საფირონისასა იქცევის ფერი სხუად ფერად.
    17.     მოგუასწავებს ზრახვით, ვითარმედ ნათესავისა მისგან ყოფად არიან რომელნიმე კეთილნი და რომელნიმე ბოროტნი, ვითარცა რომელნიმე გჳთხრობენ
    18.     და წარმოიღებენ წამებასა წიგნთაგან, ვითარმედ ამის ნათესავისაგან აღდგეს ანტჱქ˜ჱ, რომელ არს მჴდომ ქრისტესა.
    19.     რამეთუ იტყჳს ესრჱ, ვითარმედ: „დან – ვითარცა გუელი დარანებული გზათა ზედა ცემად ტერფთა ჰუნეთასა და უკუნ-დგომად მჴედრისა მისისა“.
    20.     და იტყჳან, ვითარმედ რომელმან ესრჱ თქუა, წინაჲსწარმეტყუელი იყო და ხილულ-საშინელი იგი სახჱ იგავად თქუა და იტყჳს ესრე:
    21.     ჴსნასა უფლისასა სახელისა მას მოგუასწავებს: უკუეთუმცა არა ღმერთი შეეწია ჟამსა მას, არამცა ვინ განერა ჴელთა მისთაგან.
    22.     და მერმჱ მოსჱ იტყჳს მისთჳს კურთხევათა შინა თჳსთა: „ვლდომით იწყოს, ვითარცა ლომმან, ბასაანით“.
    23.     და მერმჱ გულისხმის-საყოფელ არს ყოველთა, ვითარმედ ვითარცა-იგი იოვანჱ აღრაცხასა მას თჳსსა ათასეულთა მათ ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა,
    24.     წმიდათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა, რომელ დგეს მახლობელად სძლისა მის სასუფეველსა ცათასა, ნათესავისა მისგან დანისი არა აღრაცხა.
    25.     არა თუ იყვნეს ქალწულნი გინა თუ წმიდანი ნათესავსა მას ზჱ? იყვნეს მრავალნი.
    26.     ხოლო მე ესრჱ მგონიეს, ვითარმედ მოგუასწავებს ზრახვით სახესა ამას, რამეთუ ნათესავისა მისგან გამოჩინებად არს მჴდომი იგი.
    27.     განჴადა ნაწილისა მისგან დანი და ნაცვალად მისა მანასჱ შეადგინა რიცხუსა.
    28.     და ნუმცა რაჲ დაკჳრვებულ არს პატიოსნებაჲ ეგე შენი მათვე იგავთა წიგნთაჲსა თქუმად კეთილისა გინა ბოროტთა მიმართ,
    29.     რამეთუ მათვე იგავთა და სახეთა ვხედავთ წიგნთა შინა მრავლად სახედ წარმოღებად.
    30.     რამეთუ ქრისტჱ ითქუმის ლომ, არამედ არა თუ ხატებისათჳს, რომელ არს გონებასა ლომისასა და სისხლისა ჭამითა და პირუტყუ-მჴეცობისაჲთა მით,
    31.     არამედ ითქუმის ლომ ქრისტე მეუფებისა მისთჳს და სიხარულისა ყოველთა მიმართ განყოფითა და მრავალთა თჳსსა მას საგრილსა ქუეშჱ შეკრებითა.
    32.     ითქუმის ლომ ეშმაკიცა, არა თუ მეფობისათჳს გინა თუ სიხარულისა განყოფითა ყოველთა მიმართ, არამედ მტაცებლობისა მისისათჳს და ძჳრ-ძჳრად მძლავრებისა.
    33.     ითქუმის მერმჱ ქრისტე ლეკუ ლომისა, რამეთუ რაჟამს შვის ლომმან ლეკჳ იგი, სამ დღჱ მკუდრად ძენ და მესამესა დღესა აღდგის,
    34.     ვითარცა ქრისტემან სამ დღჱ დაყო გულსა ქუეყანისასა, დამუსრნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და აღდგა მესამესა დღესა.
    35.     ითქუმის ეშმაკიცა ლომ და ლეკუ ლომის მტაცებელისა და მჴეცობისა.
    36.     და საცხოვრის სახისა მისისათჳს ითქუმის მერმე ქრისტე ცხოვრად.
    37.     ითქუმიან მოწაფენიცა მისნი ცხოვრად ყუდროვებისა და სიმშჳდისათჳს და სიმჴნისა საქმეთა მათთათჳს, რომელნი ნაყოფის გამომღებელ იქმნნეს, ვითარცა ცხოვარნი.
    38.     ითქუმიან ცოდვილნიცა ცხოვრად.
    39.     იტყჳს წიგნსა შინა, ვითარმედ: „საცხოვარნი ჯოჯოხეთს მიეცნენ და სიკუდილი მწყსიდეს მათ“.
    40.     გარდამოვიდა სული წმიდაჲ მსგავსად ტრედისა წარსადინელთა იორდანისათა.
    41.     უბიწოვებისათჳს და ყუდროვებისა და უმანკოვებისათჳს ტრედისა ითქუმის ეფრემცა ტრედ უგუნურ, რამეთუ პირუტყუ არს და უთმინო
    42.     და ესახლეულის მავნებელთა თჳსთა.
    43.     და ესრჱთ ყოველთა მიმართ ვჰპოვებთ მასვე იგავსა სადამე ბოროტთა და სადამე კეთილთა წარმოღებულ; ვისამე ბუნებაჲ მიმსგავსებულ და ვისამჱ – სახჱ იგი.
    44.     ესრჱთ დანის თანაცა ვხედავთ თუალსა მას საფირონსა, სადა კეთილი მიუწყებულ ნათესავსა მას და სადამე ბოროტი,
    45.     რამეთუ ოქროჲცა, რომლისათჳს საკჳრველ არს ყოველთა მიმართ, რომელი ქუეყანისაგან გამოვალს მთასა მას, გამომცდელმან მან უჩუენა საფასჱ ყოველი გამოცდად.
    46.     და შეტყუვებად ეგულებოდა უფლისა მის ყოვლისა დაბადებულისა და იტყჳს: „ყოველივე სუფევაჲ და დიდებაჲ ქუეყანისაჲ ჩემდა მოცემულ არს
    47.     და მე შენ მიგცე“ და სხუაჲ იგი შემდგომითი შემდგომად.
    48.     ხოლო თუალი საფირონი თჳნიერ გარდაცვალებისა არს და სახჱ არს კეთილისა დაჴსნისაჲ, რომელ მრავალნი მსაჯულნი აღდგეს ნათესავისა მისგან დანისა
    49.     და იჴსნეს ისრაჱლი ვითარცა ნალესავი თუალისაჲ მის შერთულ არს სძესა, განკურნ[ნ]ის მსივანებანი და სიმღიერენი.
    50.     ხოლო რომელნი საუკუნისა მისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაგან გამოარჩევენ სწავლასა და მეცნიერებასა და შეჰრევენ, ვითარცა სძესა,
    51.     მადლთა მათ პავლჱს ქადაგებისათა და სახარებისა მის სასწაულებისა საქმეთა, და წმიდა და განკურნებულ გონებანი და სანატრელ-ყოფილ.
    52.     წმიდითა გულითა ღმერთსა ჰხედვიდეს და იქმნნეს ღმრთის მხილველ.
    53.     ისრაიტელნი მთასა მას ჰხედვიდეს ღმერთსა და ქუეშჱ ფერჴთა მისთა – საფირონსა.
    54.     რამეთუ საფუძველ სიონისა ესე არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, ყოფილ დედოფალ დადგმულ გჳრგჳნად და შემკულ სამკაულითა.
    55.     რამეთუ წერილ ესრჱ არს: „დავსხნე ქვანი შენნი, ვითარცა იაკინთისაჲ და საფუძველნი შენნი, ვითარცა საფირონისაჲ აღვჰმართნე“.
    56.     რამეთუ აქაცა ერთი ერთისა შემდგომ არიან იაკინთჱ და საფირონი, რამეთუ იუდა მეუფებისასა მას მოგუასწავებს, და დან – მსაჯულებისასა.


19

     1.     თუალი იასპინი
    2.     მეექუსჱ თუალი არს იასპინი, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ნეფთალემისი, რომელ არს შემდგომ შობითა, რამეთუ ნეფთალემ სახელი ითარგმანების „ფართოვება“.
    3.     რამეთუ მრავალ სახჱ არს თუალისაჲ მის და არა თუ ერთსა ადგილსა იპოვების, არამედ მრავალთა ადგილთა, ვითარცა ზეშთა გიჩუენეთ, ვითარ ვთქუთ თუალთა მათთჳს.
    4.     ხოლო ნეფთალემ არს, რომელმან დაიმკჳდროს სივრცოჲ ქუეყანისაჲ და განუყო ყოველსა ისრაჱლსა სავსებაჲ,
    5.     რამეთუ მოქმედ იყო და იქმოდა ნაყოფსა სავსებისასა ყოველთათჳს გამოსაზრდელად.
    6.     და მოსჱ იტყჳს ნეფთალემისთჳს: „ზღუაჲ და ჴმელი დაიმკჳდრო შენ“ და მერმჱ ესაია წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს:
    7.     „ქუეყანაჲ ზაბილოვნისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი – წიაღ ზღუასა“.
    8.     ერი, რომელი დამკჳდრებულ იყო ბნელსა, იხილა ნათელი დიდი.
    9.     და რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ ზედა და რომელსა იტყჳს შემდგომად.
    10.     რამეთუ ადგილსა ამას ორთავე ნათესავთასა აკურთხა უფალმან პური და ხუთითა მით ჴუეზითა ხუთ ათასი განზარდა
    11.     და ნეშტითა მით ნამუსრევითა აღავსეს ათორმეტი გოდორი და მერმე შჳდითა მით ჴუეზითა ოთხათასი განაძღო და ნეშტითა მით აღავსეს შჳდი სფჳრიდი.
    12.     ნანდჳლვე შორის ნათესავთა ამათ ზაბილოვნისთა და ნეფთალემისთა იტყოდა უფალი ნეტარებათა მათ.
    13.     და დაჯდომილ მთასა მას განაგრძო მოძღურებაჲ იგი კურთხევითა და ზედა წყალთა ზღჳსათა ვიდოდა და კაფარნაომდ შესრულ სიდედრი იგი პეტრესი განკურნა
    14.     და ზღუასა ზედა გენესარეთს ქმნნა საღმრთოჲთ კერძონი სასწაულნი და მათ ადგილთაგან და დაბნებთა გამოაჩინნა ნათელნი იგი სოფლისანი,
    15.     რომელ არიან ესე წმიდანი მოციქულნი, რაჲთა გამოუჩნდენ მბრწყინვალებანი ყოველთა ცის კიდეთა.
    16.     თუალი იასპინი, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ნეფთალემისი, და მსგავს არს ხილვაჲ მისი ფერსა ზმურსა.
    17.     და მერმჱ მსგავს არს ფერი მისი ზღჳსა: ვითარცა ზღუამან, გამოუტევის სიმწუანჱ ფერისაჲ გამობრწყინებათა თჳსთაჲ.
    18.     და მსგავს არს სიმწუანითა პილენძისა გესლსა, რამეთუ მახლობელად ზღუასა მას ტიბერიაჲსასა ჰხუედა სამკჳდრებელი ნეფთალემს.
    19.     და არს მახლობელ ზაბილოვნისა და ვიდრე ზღუად დიდადმდჱ.
    20.     და იასპინი თუალი სხუა და სხუა არიან (!) და სხუა-სახედ ფერი მისი, ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ ყოველივე
    21.     და იპოვებიან რომელნიმე წყალტფილსა მას მახლობელად, და რომელნიმე იპოვებიან ამასჳას.
    22.     ეგრეცა სასწაულნი ღმრთისანი, რამეთუ მოციქულნი იგი მრავალითა ადგილთაგან გამოერჩინეს: რომელნიმე ადგილთა მათგან ნეფთალემისთა,
    23.     ქორაზინით და ბეთსაჲდაჲთ და კაფარნაომით და მაგდალაჲთ იქმნნეს სასწაულნი საღმრთოჲთ საკჳრველებათანი.
    24.     და ყოველთა ადგილთაგან შეკრბებოდეს და მისდევდეს უფალსა და ღირს-იქმნებოდეს კურთხევისა და კურნებისა და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
    25.     და შემდგომად მრავალთა ჟამთა, რომელნიმე გარდაიქცეს უღმრთოვებად, ვითარცა სიმონ გრძნეულმან მოიღო ნათელი პეტრესგან და იქმნა ქადაგ სიცრუვისა და არა ჭეშმარიტებისა.
    26.     და ნიკოლაოზ ერთი მათ შჳდთაგანი დიაკონთაჲ, რომელი-იგი სტეფანჱს თანა იყო, იქმნა მწვალებელ უკეთურების და შეაცთუნნა მრავალნი.
    27.     და მერმე კერინთჱ და სხუანი მრავალნი, რომელნი იქცევოდეს პეტრჱს თანა, შემდგომად გარდაიქცეს და იქმნნეს მოძღუარ უკეთურების და არა კეთილის.
    28.     ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ თუალისა მისთჳს, რეცა თუ გამოცხადება რაჲმე, ვითარცა სიზმართ ხილვისა, იქმნებინ.
    29.     და იპოვების ესე ადგილთა მათ ფრჳგიაჲსათა, რეცა თუ ბუდესა რასმე კეცის მსგავსსა და არს მსგავსებაჲ და განმარტებაჲ სახისაჲ მის,
    30.     რამეთუ განგრძობასა მოძღურებისასა რომელთამე აღიარიან სამეუფოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ უფლისაჲ და შევარდიან სხუას და სხუას მოძღურებასა სიცრუვისასა,
    31.     რამეთუ განგრძობასა და სიღრმესა და სიმაღლესა ამის მოძღურებისასა შესცთიან
    32.     რომელნიმე უდებებითა და რომელნიმე ბოროტის-საქმითა და რომელნიმე ამპარტავანებითა.
    33.     წარიტაცნეს გონებანი მათნი უმეცრებითა და მრავალთა ადგილთა სხუას[ა] იტყოდეს და შთანსთქმიდეს უფროჲსღა; რომელ მახლობელ იყვნეს წარმართნი და უმეცნიერებისაგან,
    34.     რომელნი სახესა მგელთა მტაცებელთასა ჩუეულ იყვნეს სისხლისა ჭამითურთ და მიმსგავსებულ ბოროტთა მჴეცთა ჩუეულებითა.
    35.     ვითარცა თუალსა მას არს ხილვაჲ სისხლის ფერ შერეულ, ვითარცა სძესა, ეგრეცა ბოროტნი წარმარ[თ]ნი მხიარულ ქველის-საქმესა ღმრთისასა
    36.     და არა უცნობიეს ღმერთი ჭეშმარიტი, არამედ მარადის სიბოროტესა თავთა თჳსთასა ცხოვნდებიან და მოკუდებიან.
    37.     ხოლო წმიდანი ქადაგნი, ჭეშმარიტნი მოციქულნი, რომელნი ღირს-იქმნნეს მოღებად ძლიერებათა მათ ქრისტჱსთა,
    38.     ვითარცა სძითა, ზრდიან სამოციქულოჲთა მით საღმრთოჲთა ყოველსა სოფელსა.
    39.     სისხლითა ქრისტჱსითა აჴოცნეს ცოდვანი მორწმუნეთანი და სახარებითა მით, სიტყჳთა უფლისაჲთა განდევნნეს მჴეცობისა სახენი მრავალთაგან ზრახვათა.
    40.     ესე მოციქულნი იყვნეს გამორჩეულნი ნათესავისა მისგან ნეფთალემისა და ზაბილოვნისა, რომელ აღივსნეს სულითა მით ძლიერებისაჲთა.
    41.     და იტყჳს: ამისგან, ღმრთისა ქრისტჱსგან მოიღეს ნიჭი დიდ-დიდი და უსასყიდლოდ მიჰფინეს ყოველთა ცისკიდეთა, ეშმაკნი განდევნნეს და განჭრნეს საკრველნი ცოდვათანი.
    42.     და ურწმუნოვებაჲ განაშუენეს და ასწავეს ყოველთა წარმართთა სარწმუნოვებაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
    43.     და აღვსებულ ყოველნივე საქმითა კეთილითა ადიდებდეს ღმერთსა მხოლოსა.


20

     1.     თუალი ლჳგჳრიონი
    2.     მეშჳდჱ თუალი ლჳგჳრიონი – განწესებულ და განდგმულ სიტყჳერსა მას ფიცარსა.
    3.     და არს ესე პირველი მესამჱსა მას განწესებულსა, განწესებულ და განდგმულ შემდგომითი შემდგომად შობისა თჳსისა და არს ზედა დაწერილ თუალსა მას სახელი გაადისი.
    4.     და ჰხუედა წილი გაადს მკჳდრობისაჲ მახლობელად რუბენისა, წიაღ იორდანესა მდინარესა და შორის გაადისა და რუბენისა, კერძოსა ნათესავსა მას მანასჱსსა.
    5.     და მიიწევის ნაწილი იგი გაადისი ჩრდილოჲთ კერძო და მივალს და მიიწევის ვიდრე საზღვრადმდჱ დანისა და რუბენისა სამკჳდრებელისაჲ მის,
    6.     ნაღუარევით არონით ვიდრე ქალაქადმდჱ არუირედ და მიიწევის სამკჳდრებელი მისი ვიდრე ასურადმდე და მადაბენად და ბრეად.
    7.     და ვიდრე საზღვრადმდჱ მთისა მის ნაბავისა.
    8.     და მიიწევის ვიდრე ესებონდმდე და ელელიად და ვიდრე იაზერდმდჱ.
    9.     და საშუვალ ამათსა არს და შორის მათსა არს კერძოჲსა მის ნათესავისა მანასჱსი.
    10.     და მისწუდების ვიდრე ბეთრონდმდე, ვიდრე იორდანედმდჱ და მიაც ვიდრე თავად მთისა მის ვიდრე ბასაანდ.
    11.     და მიერ მიაც ვიდრე გაზად და არს მოსაზღვრჱ ჰრუბენისა და გადისა.
    12.     ხოლო თუალი ლჳგჳრიონი, ვითარცა ვთქუთ წინაჲსწარ, – გამოუჩინებელ და ძნიად საპოვნებელ.
    13.     ხოლო მოიწია ჩუენდა თხრობაჲ წინანდელთაგან და განგრძობითა სიტყუათაჲთა ვთქუთ წინაჲსწარ.
    14.     ეგრე მგონიეს, ვითარმედ ესე არს იაკინთჱ, რომელ თქუმულ არს საღმრთოთა წიგ[ნ]თა შინა.
    15.     და არს ხილვაჲ ლჳგჳრიონისაჲ მის თაფლის ფერ და ძოწეულის ფერ.
    16.     სახელი ერთ არს თუალისაჲ მის, ხოლო ფერი მრავალ, ვითარცა იაკინთისაჲ.
    17.     და დაიწერა მას ზედა სახელი საკჳრველი გაადისი, რომელ არს მახლობელად კერძოსა მას ნათესავსა მანასჱსსა.
    18.     მე ესრჱ მგონიეს, ვითარმედ ბუნებით თესბაელი იგი არს გულისხმის-ყოფა, რომელ არს გალაადს, რომელ შორის კერძოსა მას ნათესავსა მანასჱსსა და გადისსა არს სამკჳდრებელი.
    19.     მიერ მოსრულ მოიწია ელია წინაჲსწარმეტყუელი, ძჱ აქიმაჲსი, რომელ იყო ნათესავისაგან აჰრონისი და იყოფვოდა ადგილთა
    20.     და სამკჳდრებელთა ამათ მღდელობისათჳს ნათესავისა მის, რომელ ყოველთა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა იყვნეს განბნეულ,
    21.     ვითარცა იტყჳს იაკობ: „განგაბნინე თქუენ შორის იაკობსა და განგყვნე თქუენ შორის ისრაჱლსა“,
    22.     რამეთუ მღდელობისა მისთჳს და ლევიტელ-ყოფისა ყოველთა მათ ადგილთა მიმოდაემკჳდრნეს.
    23.     ხოლო ნათესავი იგი სჳმეონისი წიგნთაგან სწავლულებითა და სიბრძნითა მეცნიერ-ყოფისა და ყოველთა მიმართ სწავლისა და სხუათა მათ ნათესავთა თანა დაემკჳდრნეს.
    24.     აწ შენ ნურაჲ გიკჳრნ, რამეთუ მოვიჴსენეთ გადის თანა ელია წინაჲსწარმეტყუელი და მის ზედა სახჱ თუალისაჲ მის წარმოვიღეთ,
    25.     რამეთუ იყო ბუნებით თესლებ გალაადისაჲთ, მახლობელად ნათესავსა იოსეფისსა და კერძოსა მას ნათესა[ვსა] მანასჱსსა.
    26.     ხოლო მრავალთა ადგილთა ვჰპოებთ მღდელთა და მღდელთმოძღუართა მოსრულად თითოვეულად ნათესავთაგან თჳსთა.
    27.     ვჰპოვებთ მღდელთმოძღუარსა აბიათარს ქალაქსა მას ნომბასა, რომელი იყო ქალაქი განკუთნებულ მღდელთა მათ სამკჳდრებელით ნათესავისა მის იუდაჲსი.
    28.     და სამოელ დამკჳდრებულ იყო ნათესავსა მას ეფრემისსა, რომელი იყო ეფრათელ.
    29.     და ელი დაემკჳდრა სელომს, რომელი იყო სამკჳდრებელი ბენიამენისი.
    30.     და ესრჱთ მითესულ და განბნეულ ყოველსა მას ნათესავსა დაემკჳდრნეს ნათესავნი იგი მღდელთანი.
    31.     მე ვჰგონებ, თუ ლჳგჳრიონი თუალი არს იაკინთჱ, რომლისათჳს ძალისა ვინებეთ ჩუენებად.
    32.     ხოლო თუალი ლჳგჳრიონი, ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ, არა გამოჩნდა, ვინაჲ იპოვების.
    33.     მერმე ვიწყო გამოძიებად მისთჳსვე და ჭეშმარიტებისა მოყუარებითა ვთქუა: უკუეთუ მიეახლის ცეცხლსა, დაშრიტის ძალი მისი,
    34.     ვითარცა ელია ეტლითა მით ცეცხლისაჲთა აღმაღლდა და არაჲ ევნო.
    35.     და უწოდდა ცეცხლსა ზეგარდამო და მოვიდოდა ზედა ერგასეულთა მათ და ერგასისთავთა
    36.     და მერმე შესაწირავთა მათ მიერ ჴდომითა ქურუმთა მათ მიმართ ბაალისთა.
    37.     და თჳთ თავადსა მას ძლიერსა ცეცხლსა შინა არაჲ ევნო, არამედ განურყუნელად ეგო.
    38.     მე ესრე მგონიეს, რამეთუ ამის სოფლისაგანნი იყვნეს სამნი იგი ყრმანი, რომელ იყვნეს ბაბილოვნს და არაჲ ევნო ცეცხლისა მისგან.
    39.     ნანდჳლვე საკჳრველ არს ძალი თუალისაჲ მის, რამეთუ ყოველნი წმიდანი გამოიწერნეს მის ზედა.
    40.     რამეთუ სამნი იგი ყრმანი ცეცხლსა შეთხეულ და არარაჲ ევნო.
    41.     არამედ მეუფესა მას არწმუნეს და ყოველნი ურწმუნონი მეცნიერებად ღმრთისა წარადგინეს.
    42.     და შეურაცხ-იქმნნეს მათ მიერ კერპთმსახურებანი და დამუსრჱს კერპები იგი, რომელი-იგიმცა აცთუნებდა მათ, ვითარცა სხუათა ადგილთა ჰყოფდეს ნათესავითი ნათესავად.
    43.     და კაცნი მოაქცინეს ურწმუნოვებისაგან სარწმუნოვებად ჭეშმარიტებისა.
    44.     ვითარცა თუალი ესე იაკინთჱ, რომელ არს სიღრმესა უფსკრულთასა და ვერვის ჴელ-ეწიფების აღმოღებაჲ მისი,
    45.     გარნა ჴორცითა კრავისაჲთა და მოშრიალებითა მით ორბისაჲთა, ესრჱთ არს წმიდაჲცა კადნიერებაჲ.
    46.     ელიაჲ[ს]თჳს ვიტყჳ და სამთა მათ ყრმათათჳს, რომელ იყვნეს ბაბილოვნს და სანატრელისა მის თეკლაჲსთჳს.
    47.     რომელი-იგი მჴნჱ-იქმნა ჟამთა მათ განცდისა თჳსისათა.
    48.     და არა თუ მათი იგი ძალი, რაჲ ექმნა მათ ჴსნა?
    49.     არამედ მოსლვაჲ კრავისაჲ მის, რომელმან აჴოცნა ცოდვანი სოფლისანი, და მსგავსად ორბისა ძლიერებითა მით ღმრთეებისაჲთა ზესკნელ ცათა აღმაღლებითა და აღსლვითა.
    50.     რამეთუ ამას გჳჩუენებს ზრახვაჲ თუალისაჲ მის პატიოსნი[საჲ].
    51.     ვიტყჳ სედრაქ, მისაგ და აბედნაგოჲსთჳს ქუეშე ჴელმწიფებასა სიკუდილისასა.
    52.     მოსჱ იტყჳს, ვითარმედ ვიდრე მოსლვადმდჱ ქრისტჱსა ვითარცა ვჰპოვებთ ყოველთა სულთა ჴელმწიფებასა ქუეშჱ სიკუდილისასა ყოფითა:
    53.     ვითარცა იტყჳს პავლჱ მოციქული, რამეთუ: „რაოდენ ჟამ აღმოიკითხვების მოსჱ, იგივე საბურველი განებმის ძუელსა მას შჯულსა“.
    54.     და რაჟამს მადლი ახლისა მის შჯულისაჲ – ქ˜ჱ მოიწია, განშოვრებულ საბურველი იგი, განცხადნა მიერითგან უკუდავებაჲ.
    55.     უკუეთუ შჯული იგი მაკუდინებელი იყო დიდებით, რაოდენ არა უფროჲს შჯული ესე ცხორებისაჲ იყოს დიდებით?
    56.     ხოლო ესე ყოველი ვთქუთ, ვითარმედ ვიდრე მოსლვადმდე ქრისტჱსა ითქუმის ჴელმწიფებაჲ იგი სიკუდილისაჲ.
    57.     დაღათუ ითქუმის: ადამითგან ვიდრე მოსლვადმდე ქრისტჱსა მრავალ არიან.
    58.     ამისთჳს სხუაცა – გამო[სა]თქუმელ და გამოსათარგმანებელ.
    59.     არამედ შჯული იგი იყო, რომელი დაშჯიდა.
    60.     ნუ იყოფინ! და არცა მომკლველ იყო წერილი იგი, არამედ მოსაკუდინებელ იყო მათა, რომელნი გარდასლვასა და ცოდვასა იქმოდეს.
    61.     და არა თუ დასაშჯელად იყო შჯული იგი.
    62.     ნუ იყოფინ! არამედ რომელნი არა იმარხვიდეს სიმართლესა და სიწრფოვებასა, მიიღებდეს თავთა თჳსთა საშჯელსა სიკუდილისასა უდებებითა ბოროტთა მათ საქმეთაჲთა.
    63.     და არა დიდება იყო შჯულისა მისთჳს, რამეთუ ღმრთისა მიერ დაიდვა,
    64.     არამედ რამეთუ იდიდა პირი დიდებულისა მის მოსესი და მისთაჲ მათ დიდებულთა ჴორცთაჲ იყო სიკუდილისა შეყენება, დაფლვაჲ და გარყუნაჲ.
    65.     ესე არს დიდებათა მათ დაჴსნაჲ, სთქუა შენ, ვითარმედ ჴორცნი მჴსნელისა მის ჩუენისანი დაეფლნეს, არამედ ჴორცთა მისთა არა იხილეს განსახრწნელი
    66.     და არცა სული მისი დაეყენა ჯოჯოხეთს, რამეთუ მესამესა დღესა აღდგა.
    67.     რამეთუ იტყჳს ესრჱთ: „აღვდგე დიდებითა ჩემითა“, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „განიღჳძე, დიდებაო ჩემო, ფსალმუნითა და ქნარითა“,
    68.     ვითარცა მოწაფენი იგი ახალსა ამას იტყოდეს: „განიღჳძე, უფალო, რამეთუ წარვწყმდებით აღრღუევასა ამას ზღჳსასა.
    69.     და განიღჳძა უფალმან ძილისაგან.
    70.     ძილსა ვიტყჳ ჴორცთა მათ მისთასა და შერისხვასა დიდებითა თჳსითა ზღუასა მას და აღრღუევათა მისთა შიშითა და სიტყჳთა მით საუფლოჲთა.
    71.     და დადუმებულ და დაყუდნა ზღუაჲ იგი და წინაჲსწარმეტყუელნი წინაჲსწარ-იტყოდეს ვნებათა მათთჳს და მკუდრეთით აღდგომისა.
    72.     და განღჳძებასა მას იტყჳს ესრჱთ: და მე განჳღჳძო განთიად და განვიღჳძო დიდებითურთ ჩემით
    73.     და განღჳძებაჲ იგი არს ჴორცთა მათ ბუნებისაჲ და რომელსა იტყჳს „დიდებითურთ ჩემით“, რომელ არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ.
    74.     აწ ჩუენ სიმძიმისათჳს ამის სიტყჳსა განვაგრძვეთ სიტყუაჲ ესე და წარმოვიღეთ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ ვიდრე მოსჱსამდჱ არა ეგრჱ,
    75.     არამედ ვიდრე მოსლვადმდჱ ქრისტჱსა იტყჳან წიგნნი ჴელმწიფებასა მას სიკუდილისასა.
    76.     და მერმჱ წერილ არს შჯულსა უფლისასა, ვითარმედ მოხუცებულთა მათგან გამოჴდეს უკეთურებანი ბაბილოვნს, რომელნი შჯიდეს ერსა მას.
    77.     და წარკითხულ ხუთნი იგი თავნი დაბადებისანი და ისუ ნავესი და მსაჯულთაჲ და რუთისი და წიგნნი იგი მეფეთანი და ნეშტთაჲ
    78.     და რჩეულად დაწერილნი, რომელ არიან სტიქერონით, და წიგნნი წინაჲსწარმეტყუელთანი.
    79.     და არა ვჰპოვებთ თქუმულსა სიტყუათა ამათ შჯულისა უფლისა, რომელი წამა დანიელმან და თქუა.
    80.     და გამოძიებულ წიგნთა იერემიაჲსთა, რომელსა შინა იტყჳს ესრჱთ, ვითარმედ: სამეოც და ათ წელ მიუგო ერსა მას ყოფაჲ ტყუევობასა მას შინა.
    81.     და ჰრქუა ძეთა მათ ისრაჱლისათა: „ქუეყანასა მას ბაბილოვნელთასა მიიყვანნეთ თქუენ ცოლნი და გესხნენ შვილ, და დაასხთ ვენაჴი და ჭამეთ ნაყოფისაგან მისისა“.
    82.     და შემდგომად ამისა იტყჳს: აღიღონ იგავი ესე ქუეყანასა მას ბაბილოვნელთასა და თქუან ესე: რაჲ-მე გიყავნ შენ უფალმან?
    83.     და ესე დაგძინენ, ვითარცა-იგი აქია და სედეკია, რომელნი შეწუნა ტაბაკითა მეფემან ბაბილოვნელთამან უშჯულოვებისათჳს და მრუშებისა,
    84.     რომელნი ისიძვიდეს დედათა მათ თანა მოქალაქეთა თჳსთასა და სიტყუასა სიცრუვისასა იტყოდეს სახელითა ჩემითა, რომელი მე არა მებრძანა.
    85.     და მოწამჱ ვარ ამის ყოვლისათჳს – იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.
    86.     ნანდჳლვე ამას წინამძღუართა მიმართ იტყჳს, რამეთუ იყო ერთი წინამძღუართაგანი სედეკია და ერთი იგი – აქია.
    87.     რამეთუ სახელთა მათ არა იტყჳს დანიელ, არამედ გჳჩუენებს სხუათა წიგნთა შინა, რომელთა შინა არიან განცხადებანი დანიელისნი,
    88.     რამეთუ მუნ დაწერილად იტყჳს სახელთა მათ: ერთისაჲ მის – აბა, და ერთისაჲ – ადა.
    89.     ხოლო იერემია ტანჯვასა უწესოთა მათ მსაჯულთა და მოხუცებულთასა სხუად-სახჱდ იტყჳს, ვითარმედ ნაბუქონდონოსორ მეფემან ბაბილოვნელთამან ტაბაკითა შეწუნა იგინი.
    90.     ხოლო დანიელ იტყჳს ესრჱ, ვითარმედ: „აღდგა ყოველი იგი ერი სუსანაჲს ზედა ქვითა განტჳნვად მისა“.
    91.     ვჰპოვებთ მერმე სხუასაცა განცხადებასა დანიელისსა, ვითარმედ კუერთხი ცეცხლისაჲ გარდამოვარდა ზეცით შორის ორთა მათ მოხუცებულთა
    92.     და არა თუ მეყსეულად შეწუნა, არამედ მრავალ-ჟამ ტანჯვითა მიაგებდა მათ.
    93.     და აწ რლ˜თაჲ მიიწინეს ტანჯვანი უკეთურთა მათ მსაჯულთა მოხუცებულთა ზედა, გიჩუენო,
    94.     რამეთუ არა არიან მჴდომ ურთიერთას იერემიაჲსი და დანიელისი იგი თქუმული.
    95.     ესე ყოველი მივიდა და მიიწია ტანჯვაჲ ზედა უღმრთოთა მათ და შჯულის გარდამავალთა მოხუცებულთა, რამეთუ შჯული ბრძანებდა არა მოღებად ქრთამისა
    96.     და არცა სამართალისა ქცევად, არამედ არცაღათუ შეწყალებად გლახაკისა საშჯელსა შინა და არცა მდიდრისა თუალ-ხუმად, არამედ სწორსა სამართალსა შემდგომად.
    97.     ხოლო იგინი სამართალსა მას განჰყიდდეს ქრთამად.
    98.     და უწყებასა მას წესიერებისათჳს დაბუდებულ ზრახვათა მათთა შობდა უკეთურსა მას გულის-თქუმასა.
    99.     და წარმდებ იქმნებოდეს ზედა წმიდასა მას სუსანას.
    100.     და ღმრთისა მიერ შურის-გებამან გამოუცხადა ყრმასა მას დანიელს და სამართლისა საშჯელითა უწესოთა მათ მსაჯულთაჲ წინაშე ყოველთა განჰგლიდა.
    101.     და საშჯელითა მით დანიელ მსგავსად შჯულისა ქვითა განტჳნვად უბრძანებდა უწესოთა მათ მსაჯულთა.
    102.     და გამოვიდა ერთი იგი დაქოლვად უწესოთა მათ მოხუცებულთა.
    103.     ღმრთისა მიერ ყოველთა გამოცხადებულ სამართალი იგი საშჯელი დანიელისგან.
    104.     თჳსსა მისცა საშჯელსა ზეცით გარდამოავლინებდა წამებით ჭეშმარიტისა მის საშჯელისა, რაჲთა ყოველნი შეძწუნებულ:
    105.     ნუმცა ვინ წარმდებ იქმნებინ ქრთამითა სამართლისა ქცევითა გინა თუ თუალთ-ხუმად საშჯელისა.
    106.     და იყო შიშ დიდ საშჯელისა მისთჳს ესრჱ.
    107.     რაჟამს იწყო ერმან ქვითა განტჳნვად უკეთურთა მათ მოხუცებულთა, არღა აღმოსრულ იყვნეს სულნი უკეთურთა ჴორცთა მათთაგან, საშინელებისა ხილვითა:
    108.     „ცეცხლისა კუერთხი გარდამოვარდა მათ შორის და შესწუვიდა უკეთურთა მათ მოხუცებულთა.
    109.     და ვიდრე არღა აღმოსრულ იყვნეს სულნი იგი განმწარებულნი უჯეროთა მათ მოხუცებულთანი,
    110.     შეძრწუნებულნი ყოველნივე და მიმო და ბაბილოვნს ამბავსა მას მიჰფენდეს.
    111.     და მიესმა საშინელებაჲ საშჯელისაჲ მის ნაბუქონდონოსორს მეფესა.
    112.     დაკჳრვებულ და დასულებულ იქმნა სამართლისა.., და უკუეთუ არა თავს-იდვათ, დაგსაჯეს თქუენ ღმერთმან ურვისათჳს ამის ერისაჲსა.
    113.     და ესრეთ შეიტყუოდეს დედათა მათ.
    114.     მისცემდეს დედანი და იგი თავთა თჳსთა ბილწებასა მას სიძვისასა მოხუცებულთა მათ მიმართ.
    115.     და ამას თხრობასა წამებს დანიელ, რამეთუ იტყჳს: „ესრჱთ იქმოდეთ ასულთა მიმართ ისრაჱლისათა.
    116.     და იგინი ძწოლით და შიშით მიგცემდეს თავთა თჳსთა სიბილწედ.
    117.     და არა თუ ასული ესე იუდაჲსი ეზიარა უშჯულოვებათა თქუენთა“.
    118.     წამებს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელებაჲცა იგი იერემიაჲსი და იტყჳს: „იქმნნეს გუემანი ზედა წინამძღუართა მათ უშჯულოვებისა მათისათჳს.
    119.     და ისიძვიდეს დედათა მათ თანა, მოქალაქეთა თჳსთა.
    120.     და სიტყუასა სიცრუვისასა წინაჲსწარმეტყუელებდეს მათა მიმართ სახელითა უფლისაჲთა და მე უფალსა არა მებრძანა მათა მიმართ“.
    121.     და იგინი მოწამედ თჳსა სიტყუათა ჩემთა წამებდეს, რამეთუ ესე არს თხრობაჲ მათთჳს.
    122.     სახელითა უფლისაჲთა აცთუნებდეს დედათა მათ და ეტყოდეს: ნათესავისა თქუენისაგან გამოსლვად არს ქ˜ჱ.
    123.     და ეტყოდეს მას სიტყჳთა უფლისაჲთა და უფალსა არა ეთქუა მათა მიმართ.
    124.     ამისთჳს მოავლინა უფალმან ზედა მოხუცებულთა მათ უშჯულოვებისათა გუემაჲ ცეცხლისაჲ მის კუერთხითა
    125.     და შეწუვაჲ ტაბაკითა მით განრისხებითა მით ნაბუქონდონოსორისითა და შეტყუებითა მით წინაჲსწარმეტყუელისა მის დანიელისითა.
    126.     ხოლო ჩემდა იქმნა ამის ყოვლისა თხრობაჲ შეტყუებისათჳს თუალისა მის პატიოსნისა და სიტყჳსა მისთჳს მოციქულისა, რომელსა იტყჳს,
    127.     ვითარმედ: „სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსჱსადმდჱ და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა“.
    128.     ამისთჳს იტყჳს დანიელ, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისა[სა], ვითარმედ: „მოხუცებულთა მათგან გამოჴდეს უშჯულოვებანი“.
    129.     ხედავა, რამეთუ დანიელცა შჯულსა იტყჳს იერემიაჲსსა? და უფალი სახარებასა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე“.
    130.     ხედავა, რამეთუ ქრისტჱსამდე იყო ჴელმწიფებაჲ იგი სიკუდილისაჲ? და ყოველნი სულნი წმიდათანი და რომელთა-იგი არა შეეცოდა, მონებასა
    131.     და ჴელმწიფებასა ქუეშჱ სიკუდილისასა შეყენებულნი დგეს, ვიდრემდე დაიკლა კრავი იგი ღმრთისაჲ, რომელმან აჴოცნა ცოდვანი სოფლისანი.
    132.     სულითურთ შთავიდა ჯოჯოხეთა ღმრთისაჲ იგი სიტყუაჲ, ვიდრე ჴორცნი იგი საუფლონი ძელსა ზედა, ვითარცა კრავისანი, იწუებოდეს.
    133.     და აღძრულთა მათ ნაღუარევთა შთააგდეს იგი და დადვეს იგი კლდესა მას შინა გამოკუეთილსა სამარესა.
    134.     დაღათუ სული და ჴორცნი ურთიერთას განეშოვრნეს, ხოლო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ სულსა მას და ჴორცთა მათ თჳსთა არა განეშორა.
    135.     ვითარცა მუნ ჴორცი იგი კრავისაჲ შეყოფილ პატიოსანსა მას თუალსა შთაშრიალებასა მას ორბთა მათ აღმოაქუნდა, ეგრეცა დაკლვასა მას და ვნებასა ქრისტჱსსა იქმნებოდა.
    136.     შთასლვასა მას ჴორცთა მათ საუფლოთა სამარესა მას და სულთა მათ შთასლვასა ჯოჯოხეთა.
    137.     თუალნი იგი პატიოსანნი, მართალნი, დათქუმულ კრავსა მას, რომელი-იგი შთავიდა მათა, „აღმაღლდეს და აღმოვიდეს მიერ“.
    138.     ნანდჳლვე დიდითა მსგავსებითა პოვნითა ამის თუალისაჲთა შესაძინელი და სარგებელი გჳჩუენა ჩუენ განმარტებამან ამან.
    139.     რამეთუ აღმოიყვანნა უფალმან ჯოჯოხეთით სულნი მართალნი შთასლვითა მით ჯოჯოხეთა, დამუსრნა ბჭენი სიკუდილისანი და გამოუხუნა ყოველნივე შუვათაგან მისთა;
    140.     მოიზიდნა და აღმოიყვანნა მონანი თჳსნი მშჳდნი და ყუდრონი უფალმან.
    141.     და ამას თჳთ თავადი წამებს და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, მოვიზიდო ჩემდა“.
    142.     არა ხოლო თუ ჯუარსა მას ზედა აღესრულა ესე, არამედ წმიდასა მას აღდგომასაცა, რომელ იყო მესამესა დღესა.
    143.     წამებენ ამისთჳს სხუანიცა დაწერილნი, რამეთუ არა დაეტევა სული მისი ჯოჯოხეთს ესე თავადი სული იგი ღმრთეებითურთ შთასრულ ჯოჯოხეთა.
    144.     შემუსრნა მოქლონნი და განჭრნა საკრველნი ჯოჯოხეთისანი და განარინნა ყოველნი წმიდანი მისნი ჴელმწიფებითა მით თჳსითა.
    145.     და რაჟამს აღდგა მკუდრეთით მწყემსი იგი მჴნე, „მიჰბერა მოწაფეთა მათ მიმართ თჳსთა და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ“.
    146.     და მერმჱ აღმაღლებულ ზეცად უფალი იგი ყოველთაჲ ჴორცითურთ სავსებით, ვითარცა იგი განკაცნა ჴორცითა და სულითა, და აღასრულა ყოველი,
    147.     აღდგა ჭეშმარიტად და ყვნა ჴორცნი იგი განურყუნელ და უკუდავ და სული – შეყოფილ ჴორცითურთ ერთობასა მას ღმრთეებისა ბუნებასა.
    148.     დიდითა დიდებულებითა აღმაღლებულ ზეცად და დაჯდა მარჯულ მამისა.
    149.     და აღმაღლდა ზესკნელს ცათა ჴორცითა მით მხოლოდშობილითა.
    150.     მიეხარა ყოველთა წმიდათა სასოვებაჲ აღდგომისაჲ და სასუფეველისაჲ.
    151.     საკჳრველ არს ნანდჳლვე იგავი და განმარტებაჲ თუალისაჲ მის პატიოსნისაჲ.
    152.     დაღათუ ლჳგჳრიონ არს იაკინთჱ იგი თუალი, ესე ყოველი გჳჩუენა ჩუენ ძალი.
    153.     ხოლო ვითარ სახელ-ედვა ლჳგჳრიონ, რომელ არს „კუდ ზროხის“, რომელსა აქუს ფერი ამისი.
    154.     და ერქუმის საცხოვარსა მას სახელი ლჳგჳრიონ.
    155.     რამეთუ არიან ქუეყანასა მას მეგჳპტელთასა ველურნი ზროხანი, რომელთა ჰრქჳან ბაბალონ.
    156.     და წუერსა კუდისა მის ბაბალონისასა მბრწყინვალებაჲ გამოეცემინ მწუანის ფერად, მსგავსად თუალისა მის.
    157.     და ფერისა მისთჳს მსგავსებისა დასდვეს თუალსა მას სახელი ესე.
    158.     და თუ ვინმე უსუმიდეს თუალსა მას და გამონადინები იგი თუ ვინმე ასუას დედათა, იქმნის მიდგომაჲ და ადვილად შობაჲ.
    159.     კეთილად დაიწერა ამას ზედა სახელი გადისი, რამეთუ ნაცვალად თჳსა ლია მისცა ზელფა და გამოსრულთა მათ მისგან იაკობის მიერ ზრდიდა თჳსა შვილად ლია.
    160.     შერაცხილ-იქმნა ზელფა ნაცვალად იაკობისა და იქმნნეს ყოველნივე თუალ პატიოსან, ღირს-იქმნნეს წოდებად ნათესავ წმიდა
    161.     და ვითარცა თუალისა მის ლჳგჳრიონისაჲ ასჳან ადვილად შობისათჳს, ეგრეცა წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი და მართალნი ყოველნი იქმნნეს სისხლ პატიოსან.
    162.     და მოიღეს მადლი ღმრთისაგან.
    163.     მიჰმადლეს კაცთა ყოველივე კეთილი, ვითარცა ელია მისცა ქურივსა მას აღდგინებული იგი მკუდრეთით და ელისჱ ლოცვის-ყოფითა მიჰმადლებდა შობასა სომანიტელსა მას.
    164.     და წყალნი იგი იერიქოჲსანი, რომელ იყვნეს უშვილო, ლოცვითა მით ელისჱსითა იქმნნეს კურთხეულ და შვილიერ,
    165.     ეგრეცა წმიდანი იგი დასნი მოციქულთანი, ეკლესიანი და ერნი წარმართთანი, რომელნი იყვნეს ძნიად მშობელ.
    166.     მოიღეს ქრისტესგან ძლიერებაჲ მოწაფეთა მათ, განვიდეს და ქადაგებდეს სახარებასა მას ყოველთა ადგილთა.
    167.     და მიმადლებულ ქადაგებითა მით სახარებისაჲთა მოიქცეს შობად სარწმუნოვებითა და ნათესავობად ღმრთისაგან შობილისა მის
    168.     და ქადაგებითა მით სახარებასა მას ყოველთა ეტყოდეს.
    169.     გიხაროდენ ეკლესიასა მაგას, რომელი არა შობდ! განიფრთხვე და ღაღადებდ, რომელსა-ეგე არა გელმოდა,
    170.     რამეთუ მრავალ არიან ნაშობნი უდაბნოდ შექმნულისაჲ მაგის, ვიდრე შვილიერისაჲ მის.
    171.     ქმნნეს მოციქულთა მათ მრავალნი სასწაულნი ყოველთა მიმართ წარმართთა და განაქარვნეს იგინი, რომელნი თუალთა წინაშე შეტყუვილსა მას ჰყოფდეს,
    172.     ეშმაკნი განდევნნეს მათგან და სოფლებისაგან მათისა, და ყოველნი კერპნი დამუსრნეს და განაბნინეს და აჴოცეს მათგან კერპთმსახურებაჲ.
    173.     შეიწყნარენით თქუმულნი ესე კაცთმოყუარებით და სარგებელი, რომელ მოვიღოთ ძალისაგან თუალისა მის ლჳგჳრიონისა.
    174.     და ნუვინ იტყჳნ, ვითარმედ შენ იტყოდე: არასადა ვჰპოვებთ თუალსა მას ლჳგჳრიონსა და არცა ვინაჲ გამოვალს და არცა პოვნად ვინაჲ.
    175.     ამას ყოველსა მიმსგავსებულად იტყოდე.
    176.     მრავალსახჱ თუალთაჲ მათ არს გამოთქუმულ და თუალნი იგი არავინ იცნის.
    177.     ხოლო თხრობისაგან ძუელთა წიგნთაჲსა გულისხმის-ყოფით საცნაურ არს ფერი მათი და გულისხმის-საყოფელ არს სარგებელი მათგან.
    178.     და მრავალნი თუალნი არიან, რომელთა პირველ სხუა სახელ-ედვა და მერმჱ სხუად იცვალა.
    179.     ხოლო აწ თუალსა ლჳგჳრიონსა ძუელთა მათგანვე აქუნდა სახელი თჳსი და შემდგომად სხუა სახელ-ედვა, რომლისასა ვჰგონებ, ვითარმედ წიგნთა შინა იაკინთჱ ამას ერქუმის.
    180.     ესე ყოველი მეცნიერებაჲ თუალისაჲ ამის პატიოსნისაჲ და რომელ ვთქუთ, არიან ძალნი განმარტებისა მისისანი.


21

     1.     თუალი აკატი
    2.     მერვე თუალი – აკატი, რომელ არს მეორესა მას რიცხუსა თჳსსა, მესამესა მას განწესებულსა ფიცრისასა.
    3.     და კეთილად დაიწერა ამას ზედა სახელი ასერისი.
    4.     და არს ესე შემდგომ შობითა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
    5.     და ითარგმანების სახელი ასერისი – სიმდიდრჱ.
    6.     და კურთხევათა მათ შვილთა თჳსთასა განწესებულად იტყჳს: ასჱრ, შენ იყო სავსებასა შინა და სიპოხესა იფქლისასა და შენგან იზარდენ ყოველნი ჴელმწიფებანი ისრაჱლისანი.
    7.     რამეთუ იყვნეს ადგილნი სამკჳდრებელისა მისისანი ნაყოფიერ და სავსება.
    8.     და იქმოდა თჳსსა მას სავსებასა და მისცემდა არჱსა ნაყოფიერებისა სიმრავლისასა.
    9.     და შემძლებელ იყო მეუფეთა და ჴელმწიფეთა მის სოფლისათა გამოზრდად.
    10.     ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ თითოვეულად მათისა მის სახისა ათორმეტთა მათ ნათესავთა ძეთა ისრაჱლისათა,
    11.     ნათესავი იგი ასერისი იყო მეცნიერ საქმისა და ქუეყანისა შრომისა და განაძღებდეს საჴმარსა ყოველთასა.
    12.     და არს ფერი თუალისაჲ მის ესე თავადი, რომელ არს აკატი, ლომის ფერ.
    13.     არა მეწამულ არს თუალი იგი, არცა მწუანის ფერ, არამედ მიწის ფერ მომწითურჱ.
    14.     პოხილ არს და არა მქჳშროვან.
    15.     ესე მიწაჲ არს, რომელი ძარღოვან და ძლიერ და მრავალსა ნაყოფიერებასა გამოიღებს.
    16.     და არა არს თესლის დამღუარველ და მოიქმნ ადგილთა მრავალთა.
    17.     და აღავსებნ ნუყიერებით მეუფეთა და ერთა მათთა.
    18.     ნანდჳლვე კეთილად გამოქანდაკებულ გარემოწერილი თუალისაჲ მის, რომელსა აღეღო და აქუნდა სახელი ასჱრისი,
    19.     რომელ არს ლომის ფერ ხილვაჲ თუალისა მის ფერისაჲ, რამეთუ საუფლო ითქუმის.
    20.     და სცნა, სადამე ამსგავსებს მას გუელსა დადარანებულსა და სადამე იტყჳს, ვითარმედ ვლდომად იწყოს, ვითარცა ლომმან.
    21.     რამეთუ ესრჱთ იტყჳს მოსჱ მისთჳს, ვითარმედ: დან ვლდომად იწყოს, ვითარცა ლომმან ბასაანით.
    22.     ნანდჳლვე დასაკჳრვებელ ფერი თუალისაჲ მის მსგავსებულ არს ფერსა ლომისასა, რამეთუ შემსგავსებულად ძალისა თჳსისა ერქუმის ლომ
    23.     და სიძლიერისა მძლავრებისა მისისა და გულისა მისისა მრისხანებისა ყოველთა ზედა.
    24.     ეგრეცა ყოველი ძალი სიმდიდრისაჲ მის ასჱრისი, რომლისა გამო იყვნეს საზრდელნი და საჭმელნი, სიმდიდრენი და ძლიერებანი მეუფეთანი
    25.     და ყოველთა პეტთა მღდელთმოძღუართაჲ და მღდელთაჲ და საზრდელ და სიმდიდრე ტაძრისა მის უფლისაჲსა,
    26.     შრომითა და ნაყოფიერებითა ასჱრისითა გამოიზარდებოდეს ყოველნი.
    27.     და ფერი თუალისაჲ მის მსგავს არს ფერსა ლომისასა.
    28.     მოასწავებდა ცვალებასა მას შჯულისასა, რომელ გამოჩნდა ქადაგებასა მას სახარებისასა მომადლებითა ჴელითა მოციქულთაჲთა,
    29.     რომლისათჳს საფსალმუნეთა შინა დავითი მოციქულთა მათ შვილ ღმრთისა იტყჳს.
    30.     რამეთუ თქუა ესრეთ: „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი“ და მერმჱ იტყჳს: „შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“ ტომნი და ნათესავნი
    31.     და მერმჱ იტყჳს: „ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროჲსა მისგან არაბიაჲსა“, რომელ გამოჩნდა აღდგომასა მას უფლისასა, რაჟამს თავს-იდვა ვნებაჲ იგი და აღდგა.
    32.     და მოეცა მას ოქროჲ იგი გამოცდილი, რომელნი განცადნა და განწმიდნა და ყვნა სამკაულ თჳსისა მეუფებისა.
    33.     რომელ იქმნა პირველ განმანათლებელ არაბიაჲთ კერძო და მიიწია დამორჩილებით მეუფებისა ღმრთისა[ჲ]სა
    34.     და რომელსა-იგი იტყჳს „მეუფეთა არაბიაჲსათა ძღუენი მოართუან მას“.
    35.     იყო რომელიმე აღესრულა მოგუთა მათ მიერ, რომელნი-იგი მოვიდეს და მოართუეს ძღუენი, თავყუანის-სცეს უფალსა,
    36.     და რომელიმე აღესრულა ჴელითა საჭურისისა მის კანდაკჱს დედოფლისაჲთა, და მერმჱ უმეტჱს ჴელითა პავლჱს მოციქულისაჲთა „რომელი-იგი წარვიდა დამასკედ
    37.     და მივიდა პირველ არაბიაჲთ კერძო“ და ქადაგებდა მუნ სამ წელ ოდენ და განანათლნა სიტყჳთა მით სახარებისაჲთა.
    38.     შემდგომად სამისა წლისა აღვიდა იერუსალჱმდ, რაჲთა სიძესა თანა მავალმან მან მოციქულმან სარწმუნოვებაჲ არაბიაჲსათაჲ და საბაჲსათაჲ მიართუან ძღუნად,
    39.     რამეთუ მსგავსად შჯულისა მის ითქუმოდა სიძედ, რომლისა სახელი დაწერილ იყო თუალსა მას ზედა, რომელ იყო სამკაულ მღდელისა მის, რამეთუ ესე არს ასჱრ.
    40.     სიმდიდრჱ მეუფისა მის ხილვაჲ შუენიერი, რომელ არს თუალი აკატი.
    41.     გამოვთქუათ ამისთჳს ახლისა შჯულისაგანცა, რამეთუ წერილ არს მუნვე ქებათა მათ შინა ასჱრისთა.
    42.     და იტყჳს: მიიცვალოს შენდა სიმდიდრჱ წარმართთაჲ.
    43.     ნანდჳლვე გარდამოიცვალნეს ესევითარსა წმიდასა სასოვებასა ღმრთისასა წარმართნი და მოუღებიეს ძალი ლომთაჲ და სიმდიდრჱ ასჱრისი,
    44.     რომელნი ოდესმე მჴდომ იყვნეს და განდგომილებით განძლიერებულ.
    45.     და ურჩებითა შიში უფლისაჲ განიშოვრჱს და წარმდებ უგუნურებითა იყვნეს ჴელმწიფებასა ქუეშჱ ეშმაკისასა.
    46.     ხოლო ვინაჲთგან მოიქცეს, დაემორჩილნეს ბრძანებასა მას ღმრთისასა და შევიდეს სახლსა უფლისასა, რომელ არს ესე განდგომილებისა.
    47.     და ძალისაგან წარმართობისაჲსა წარმოაჩინეს ძალი, რომელ აქუნდა, უგუნურებისაგან გამოჴდეს და განმრავლდეს სიბრძნით ძლიერებასა სარწმუნოვებისასა
    48.     და მადლითა ზეცისა მის მეუფისაჲთა და ბუნებითა ქალწულისა მის ღირსებისაჲთა, რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა დიდებულად განძლიერდა.
    49.     ჰხედავა, რაოდენნი ძლიერებანი არიან და გამოგუეცხადნეს ჩუენ ძუელთა და ახალთა შჯულთაგან მოსწავებითა თუალისა ამის პატიოსნისაჲ გამო,
    50.     რომელსა ზედა დასაბამ დაწერილ იქმნა სახელები ნათესავთაჲ მათ და სრულ და სავსჱ იქმნა იგავად სულიერთა?
    51.     იტყჳს მერმე საკურნებელად თუალისასა მას, ვითარმედ ნათესავმან მისმან განკურნის გესლი ასპიტთაჲ და იქედნეთაჲ და ღრიაკალთაჲ.
    52.     ეგრეცა ღმერთმან მოხედის მსხუერპლთა და ლოცვასა და ვედრებასა წინანდელთა მათ მართალთა წინამძღუართა და მეუფეთასა.
    53.     და მიმადლებულ მათა თჳსისა მისგან ძლიერებისა დაჰლეწვიდეს და დასთრგუნვიდეს ყოველთა ერთა წარმართთა და მჴდომთა.
    54.     წარმოვიღოთ მერმეცა ახალთა შჯულთაგან, რაჟამს მოციქულთა მათ განაწესნეს მსახურნი, რომელნი ზრდიდეს გლახაკთა და ქურივთა
    55.     და თჳთ თავთა თჳსთაცა შესწირვიდეს მსხუერპლად.
    56.     და დიდითა გულსმოდგინებითა მიეცა მათ ძალი კურნებათაჲ მადლთა მიერ ღმრთისათა.
    57.     რამეთუ იტყჳსცა ესრჱთ: აჰა ეგერა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დატკებნად გუელთა და ღრიაკალთა
    58.     და დათრგუნვად ძალისა მის მტერისაჲსა და თქუენდა ვერაჲ შემძლებელ იყოს ვნებად.
    59.     ნანდჳლვე დიდი ძლიერებაჲ აქუს თუალსა მას აკატსა, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ასჱრისი, რომლისაგან გამოისახა თხრობაჲ ძუელთა შჯულთაჲ
    60.     და სულიერითა მით სახითა განსავსჱ და განსრულებულ იქმნა ეკლესიაჲ ღმრთისაჲ.


22

     1.     თუალი ამეთჳსტონი
    2.     მეცხრჱ თუალი – ამეთჳსტონი.
    3.     და მესამესა მას განწესებულსა დაიწერა.
    4.     დასასრულსა ზედა დაიწერა სახ[ე]ლი იზაქარისი, რომელ არს შობითა შემდგომითი შემდგომად.
    5.     და იტყჳს ამას იაკობი კურთხევათა მათ შინა: „იზაქარ კეთილსა გულმან გჳთქუა; განისუენო შენ შორის ნაწილთა შენთა და ჰპოვებმცა განსუენებასა,
    6.     რამეთუ კეთილ არს და ქუეყანაჲ შენი, რამეთუ პოხილ არს.
    7.     მიუპყრნა ბეჭნი თჳსნი საქმესა და იქმნა ქუეყანის-მოქმედ“.
    8.     უკუეთუ ეგრე არს, გამოჩნდა იზაქარისგან ქუეყანის-მშრომელობაჲ, ვითარცა თუალისაჲ მის ამეთჳსტონისაჲ ფერი თჳსი, რაჟამს ჰხედავნ ვინ იქცევისსა ფერსა მისსა:
    9.     ცეცხლის ფერად აღატყდებინ ფერი მისი და სპეტაკის ფერადცა ჰხილავნ და მსგავსადცა ღჳნისა, რომელ არს წყლის ფერ.
    10.     ესრჱთ ყოვლადვე პირად-პირად არნ ხილვაჲ ფერისა მისისაჲ.
    11.     და მერმჱ არს მისგანი მრავალ-სახჱ, რომელი იპოვების მთათა შინა, ურწყულთა ადგილთა.
    12.     მსგავს არნ ფერი მისი იაკინთისა თუალისა, რომელი მოთეთრე არნ.
    13.     ხოლო რომელი-იგი ღელეთა იპოვების, მსგავს არნ ფერსა სისხლისასა.
    14.     ხოლო რომელი-იგი მახლობელად ზღჳს კიდესა იპოვების, ეგრევე უწმიდჱს არნ ვითარცა-იგი მთათა ზედა.
    15.     ხოლო რომელი-იგი იპოვების ადგილთა მათ სათოვლეთა, მომრუმჱ არნ.
    16.     და ძლიერ ესე არს.
    17.     რომელი ითქუა იზაქარის ზედა ვენაჴის-მოქმედებისათჳს.
    18.     საკჳრველ არს თუალი ესე და შუენიერ ხილვითა.
    19.     ეგრე-ცა იზაქარ იყო მღჳძარჱ და ყუდრო ქუეყანის-მოქმედებითა ისრაჱლსა შორის.
    20.     და არასადა დაყშობილ იყო მთრვალობითა, რაჲთა ნუუკუემცა განკიცხეს შჳლთა თჳსთა და წყევაჲ დაიმკჳდრეს.
    21.     და ნანდჳლვე არა გამოვიდეს ურაკპარაკად განცხრომათა უნდოთა მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, რომელნი ყრიედ თავსა თჳსთა და იტყჳედ:
    22.     „ჵ შენ ხარ, რომელი დაარღუევ ტაძარსა ამას და სამსა დღესა აღადგინებ“.
    23.     ხოლო ნაწილი მკჳდრობისა იზაქარისი: ჰხუედა ნაწილი გალილეაჲთ კერძო მახლობელად მთასა მას თაბორსა.
    24.     რომელსა აჴდა უფალი, სადა-იგი იყვნეს მის თანა მოსჱ და ელია და სხუათა მოციქულთაგანნი.
    25.     და დიდნი ხილვანი საღმრთონი იქმნებოდეს აქა.
    26.     ოდენ ითქუა თუალისა მისთჳს ამეთჳსტონისა, რომელსა ზედა დაიწერა სახელი იზაქარისი.
    27.     და მიეცა მას კურთხევით ნაწილი მკჳდრობისაჲ, შრომისა თჳსისაჲ, ქუეყანის-მოქმედებისაჲ.
    28.     მოვედით, ვიხილოთ აწ სულიერი მადლი ქრისტჱსი კურთხევათა მათ შინა, ვითარ აკურთხნა მოციქულნი იგი და წარავლინნა მოქმედებად ყოველთა ადგილთა
    29.     და მიეცა სული წმიდაჲ მადლთა მათგან ღმრთისა[თა], რამეთუ იტყჳს პავლჱ მოციქული ესრჱთ: „ღმრთისა აღშენებულნი ვართ, ღმრთისა თანა მშრომელნი ვართ“
    30.     და [არა] არს ჩუენდა უდებება და უგუნურება, არამედ – მარადის სიბრძნჱ და მღჳძარებაჲ სიმჴნით, რაჲთა დაუყდუნებელად საღმრთოჲთ კერძო სულიერადი შრომაჲ აღასრულონ.


23

     1.     თუალი ძოწეული
    2.     მეათჱ თუალი – ძოწეული.
    3.     თავ არს ესე მეოთხისა მის განწესებითა.
    4.     რომელთამე ჰრქუეს ამას ბივრილ.
    5.     არამედ უფროჲს ძოწეულის ფერ არს ბივრილისა.
    6.     და დაიწერა ამას ზედა სახელი ზაბილოვნისი, რომელ არს შემდგომ წესსა მას ძეთა იაკობისთა[სა] და ვითარ-სახედ მას ნაწილი მკჳდრობისაჲ ჰხუედა.
    7.     და მახლობელად ზღუასა საყოფელი მისი და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო სიმდიდრენი ზღჳსანი.
    8.     და იყო ჴელმწიფჱ ყოველთა ზედა მენავეთა, რომლისათჳსცა იტყჳს იაკობ კურთხევათა მათ შინა:
    9.     „ზაბილონ დაიმკჳდროს კიდესა ზღჳსასა და მან განაგოს მენავებაჲ თჳსი მახლობელად სიდონსა“.
    10.     ნანდჳლვე კეთილად განწესებულად დაიწერა თუალი ძოწეული, რამეთუ ყოველი სიმდიდრჱ და ძ(ღ)უენნი მიერ შეიწირვოდეს ტაძარსა მას ღმრთისასა,
    11.     რამეთუ მოაქუნდა ოქროჲ თარშით ნავებითა, რამეთუ მიავლინებნ სოლომონ და მოაქუნდა უშორესთაგანცა ადგილთა შუვათა პილოჲსათა, სირაქლემსა და ქიაებსა
    12.     და სხუასაცა თუალებსა პატიოსნებსა და თუალებსა, რომლისაჲ არნ ფერი მსგავს ოქროჲსა.
    13.     და მრავალ-სახედ იტყჳედ ამისსა: რომელთამე ჰრქჳან კარქიდონ, და სხუანი იტყჳედ აბიოთით და ნაბდეაჲთ, ატიკიაჲთ და არადიაჲთ, და რომელნიმე იტყჳან ჰრუდიაჲთ.
    14.     და კაცნი იტყჳან იონთანი: დიდისა ჰრომჱთ და სპანიაჲთ და ყოვლით ადგილით კერძო ზღჳთ მოაქუნ სარგებელი ურთიერთასი.
    15.     რამეთუ მათ ყოველთა იყო მონაწილჱ და თანაშემწჱ ზაბილონ.
    16.     მუნ იპოვებოდა თუალი ძოწეული და ერქუმის ძოწეულ, რამეთუ არს მბრწყინვალების გამომცემელ და ოქროჲს ფერ და ცეცხლისაგან არაჲ განირყუნის.
    17.     ამას სამკჳდრებელსა მახლობელ არს ნაზარეთი გალილეაჲსაჲ, რომელსა შინა შობასა და მიდგომილებასა მარიამისსა მიეხარა გაბრიელითა
    18.     და მოეცა ოქროჲ იგი ზესკნელი ქალწულისა მისგან წმიდისა ნაზარეთს, სადაცა-იგი მიდგომაჲ იქმნა.
    19.     ნაზარეთს მიეცა მიდგომაჲ იგი, და ბეთლემს შობაჲ, ვინაჲ-იგი იქმნა დასაბამ აღშენებათა.
    20.     და ითარგმანების ბეთლემ – „სახლ ნაყოფიერების“,
    21.     სადა იქმნა შობაჲ უფლისაჲ და სიონს დადვა საფუძველი თჳსი, რამეთუ ჯუარი იგი ითქუმის საფუძველად ეკლესიათა.
    22.     და რომელი იგიცა ჯუარს-ეცუა, იქმნა მჴსნელ, დასაბამ ყოველთა მორწმუნეთა და დადვა პირველ-საფუძველი სიმაღლესა მას ზედა ჯუარისასა.
    23.     და ლოდი იგი პატიოსანი დამარხულ სამარესა მას ადგილთა სიონისათა და იქმნა შენება ჴსნისა და აღდგომილ მკუდრეთით აღესრულა აღსაშენებელი იგი სულიერი,
    24.     რომელ გამოეცა ჯუარსა მას ზედა წყალი და სისხლი თავისაგან მის საფუძველისა, რომელ არს დასამტკიცებელად ორკერძოთაჲ მათ წყალი იგი ამისთჳს,
    25.     რამეთუ იქმნა განმბანელ ჴსნისა წიდისა ცოდვათა ჩუენთაჲსა, და სისხლი მოსხურებითა ჩუენდა მომართ განსამართლებელად და განსაწმედელად,
    26.     რომლითა ვიქმნენით ზიარ და თანამკჳდრ ქრისტჱსა.
    27.     და აღშენებულ ზედა საძირკუელსა მას საკიდურსა აღგუაწინა ჩუენ სიმაღლესა ცისასა,
    28.     რამეთუ იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქ˜ჱ საკიდურ კიდეთა და მტკიცე აღშენებულნი მას ზედა.
    29.     ოთხკერძოჲვე აღასრულა აღშენებაჲ ყოველთა ცის კიდეთაჲ: წინადაცუეთილებითა და წინადაუცუეთილებითა.
    30.     ერთობით სულიერად აღუშენებდით ყოველნი სახარებითა მით ჭეშმარიტებისაჲთა.
    31.     ესე არს თუალი იგი ძოწეული, რომელ არს ნათლის მსგავს ხილვითა და შუენიერ ოქროჲს ფერ.
    32.     და იპოვების ესე ჯურღუმულსა მას, რომელსა ჰრქჳან კლდის პირ ბაბილოვნს აქემენიდოს.
    33.     და ნუვინ ჰგონებნ, ვითარმედ აქემენიდოს ცუდად რაჲმე სახელ-ედვა, ანუ რაჲ სარგებელ იყო სახელი მისი ზედა-დაძინებად ბაბილოვნსა,
    34.     ვხედავთ წიგნთა შინა მრავალჯერ თქუმულსა ამას, და სახელის-დებაჲ ერთითა მით სახითა მოსწავებად, რამეთუ იტყჳს ესრჱთ:
    35.     ისუ ნავესი და იისუ იოსედეკისმან და ისუ ზირაქისმან და იესუ უფალი ჩუენი: სახელის-მოდგამებისა მისთჳს გამორჩევა იქმნა ერთისა მის სახითა,
    36.     და არავინ თქჳს და არცა გამოეძიებნ მას, რომელი არა შეჰგავს ერთსა მას სახესა,
    37.     არამედ თჳთ თავისა თჳსისა სახესა გამოაჩინებს, რამეთუ ითქჳს აბრაამ და გამოიტყჳს თავით თავისასა.
    38.     და ჰრქჳან ისაკ და არა უჴმს სხუა სახელ სახელსა მისსა.
    39.     ეგრჱცა იაკობ თავით თავისა თჳსისასა გამოაჩინებს, ხოლო რომელთა ზედა სახელი ორი აც, თანა-აც, რაჲთა ერთი იგი ბუნებითისა გამოაჩინოს,
    40.     რამეთუ ერთსახელობაჲ იგი თავსა თჳსსა ხოლო გამოაჩინებნ.
    41.     აწ ერქუმის ბაბილოვნსა აქემენიდოს, რამეთუ არს სხუაჲცა ბაბილოვნი, ციხჱ ერთი და გოდოლი მახლობელად ეგჳპტისა.
    42.     აწ მეორისა მის სახელისა ზედა-დებითა გუასწავებს, თუ რომელი ბაბილოვნი არს.
    43.     ითქუა ვინმე ერთი, რომელსა სახელი ერქუა აქემენიდონ, რომელი იყო მამაჲ კჳროს მეფისაჲ, რომელმან მეორედ განაახლა ბაბილოვნი
    44.     და დასდვა მას სახელი მსგავსად სახელისა მამისა თჳსისა – ბაბილოვნ აქემენიდოსი, რომელსა იპოვების თუალი იგი ძოწეული.
    45.     და სამკურნალოდ არს სტომაქით სალმობიერთა და მუცლით სალმობიერთა, რაჟამს ნალესავი ვინმე სჳს.
    46.     წეს არს თქუმად ყოველთა ადგილთა სახელები, რაჲთა უწყითმცა, ვინაჲ გამოვალს თუალი იგი ძოწეული ანუ რაჲ სახჱ არს.
    47.     აწ ვიხილოთ ზაბილონი, რომელ დაიწერა ზედა თუალსა მას ძოწეულსა, ნაწილი მკჳდრობისაჲ იყო ზაბილოვნისა ნაზარეთი,
    48.     სადა-იგი მიემადლა ქალწულსა მას მიდგომაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, რომლისა მსგავს – თუალი იგი ძოწეული, რომელსა დაიწერა სახელი ზაბილონისი,
    49.     რომელსა აქუნდა სიმდიდრჱ მრავალი ზღჳსაგან.
    50.     ნანდჳლვე ყოველთა ცის კიდეთა ძღუენნი შეიწირვიან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომელ არს თავადი საკიდურ პატიოსან.
    51.     და განკურნნა ყოველნი წყლულებანი და სალმობანი არა თუ გამოჩინებულთანი, არამედ გამოუჩინებელთანიცა, რომელსა ვერ შემძლებელ არს კაცთაგანი ყოფად.
    52.     არამედ რამეთუ თჳთ მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ არს, ქმნნა ძალნი დიდ-დიდნი და მიჰმადლა მორწმუნეთა თჳსთა მოტევებაჲ ცოდვათაჲ.


24

     1.     თუალი ბჳვრილიონი
    2.     მეთერთმეტჱ თუალი ბივრილი, რომელი მომრუმედ ჩანნ, ნათლის მომცემელ არს, ზღჳს ფერ, ხილვითა – იაგუნდის მსგავს.
    3.     მიხუედა განწესებითა მით საკჳრველად: დაიწერა მის ზედა სახელი იოსეფისი, რამეთუ ესე იყო მეათერთმეტჱ შემდგომად ძმათა თჳსთა,
    4.     რომელი-იგი უსაკჳრველესად იდიდა შორის ძმათა თჳსთა მისა მიმართვე ღუწოლითა მით ღმრთისაჲთა.
    5.     და გარდააქცინა წყევანი იგი რუბენისნი კურთხევად და წყმედაჲ მისი გარდააქცია ცხოველებად, რამეთუ წარწყმიდა რუბენ ყოველივე პატივი პირმშოვებისა თჳსისაჲ,
    6.     რამეთუ წეს იყო რუბენისა პირმშოებაჲ იგი და მღდელობაჲ და მეუფებაჲ.
    7.     და მოუძლურებულ უთმინოვებითა გულის-თქუმისა თჳსისაჲთა იძლია გულის-თქუმითა ჴორცთა თჳსთაჲთა,
    8.     შეაგინა სარეცელი მამისა თჳსისაჲ, რომლისათჳსცა მართლმსაჯულ იქმნა იაკობი.
    9.     და შჯიდა უშჯულოვებათა მათ რუბენისთა და აღიღო მისგან მღდელობაჲ და მეფობაჲ.
    10.     აქუნდა პირმშოებაჲ იგი განწესებული შობითა, გარნა მღდელობაჲ იგი და მეფობაჲ აღიღო მისგან.
    11.     და შეწირვით წარადგინებდა ლევის მთავრად, ნათესავთა მათ ზედა მღდელობად.
    12.     და მოიძია მიერითგან და გამოირჩია ნათესავი იგი კეთილი მეუფედ.
    13.     მოასწავებს სულითა, რომლისა ნათესავისაგან შობად იყო ქ˜ჱ.
    14.     და იწყო იაკობ კურთხევათა მათ შინა იუდაჲს ზედა და თქუა: „იუდა, შენ გაქებდენ ძმანი შენნი.
    15.     ჴელნი შენნი ბეჭთა ზედა მტერთა შენთასა.
    16.     და თავყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.
    17.     ლეკუ ლომის იუდა“.
    18.     ჰხედავა, რამეთუ ყოველივე სამეუფოჲ და ჴელმწიფებისა პატივი მისცა მას, და მტერნი მისნი დასცნა ქუეშჱ ფერჴთა მისთა?
    19.     ლევი და იუდა იყვნეს, რომელთა მოიღეს პატივი მღდელობისაჲ და შარავანდედებისაჲ.
    20.     ლევის აქუნდა მღდელობაჲ ნათესავსა მას ზედა, რამეთუ აჩუენა შური თჳსი მძლავრობისაჲ ნათესავთა მათგან ცოლისათა,
    21.     რამეთუ ცოლი მიცემულ არს საცთურად და შემწედ და გამოსაცდელად სიმჴნისა, ძლევად და მოღებად გჳრგჳნისა სიმჴნითა, რამეთუ დედაკაცისაგან ყოველნი მოწყდებიან.
    22.     და ვითარცა იტყჳს ძჱ ზირაქისი, ვითარმედ: „ჴელითა დედაკაცისაჲთა ყოველნი მოვკუდებით და მერმჱ დედაკაცისა მიერ ყოველნი ცხოველ ვიქმნენით“.
    23.     ნანდჳლვე გამობრწყინებულ ნათელი იგი ქრისტჱსი მარიამისგან.
    24.     განაცხოველნა ყოველნი მორწმუნენი მისა მიმართ, რამეთუ მრავალთა დედათაგან სირცხჳლი, გინებაჲ და ცოდვაჲ დაიმკჳდრჱს.
    25.     დედაკაცისაგან მრავალნი მჴნდეს და გჳრგჳნოსან იქმნ[ნ]ეს.
    26.     რუბენ დედაკაცისაგან სირცხჳლი შეიმოსა, წარწყმიდა მღდელობაჲ და მეუფებაჲ.
    27.     იოსებ დათრგუნა განბორგებული იგი გულის-თქუმაჲ დედოფლისა მის თჳსისაჲ, მჴნდა და დაიპყრა მეუფებაჲ ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ.
    28.     და უფლებდა ზედა ძმათა თჳსთა.
    29.     ლევი მერმჱ შური აღიღო გინებისა მისთჳს დისა თჳსისა და სირცხჳლისაჲ იძია შური უშჯულოთა მათ სიკიმელთაგან.
    30.     და მიიწია ნათესავი მისი დიდსა მღდელობასა.
    31.     იუდა მერმე სინანულითა და მოთმინებითა სძლო გულის-თქუმათა.
    32.     დაღათუ ჟამ ერთ შედგა წარმდებებასა თამარის მიმართ, ძის ცოლისა თჳსისა, ხოლო იგიცა ზრახვისა მისთჳს კეთილისა მომასწავებელ იყო,
    33.     რომელმან ნათესავად მართლად შეჰრთო თამარ, რომელსა რიცხუსა შეჰრთავს სახარებასა მას თჳსსა მათჱ.
    34.     ხოლო იუდას ეგონა ესრჱთ.
    35.     ვითარმედ უთმინოვებასა გულის-თქუმისასა შევარდა თამარი სიძვითა, და უბრძანა ქვითა დაქოლვაჲ ძის ცოლისა თჳსისაჲ.
    36.     ხოლო ვითარ მიიწია ზედა საქმესა მას, თქუა: „განმართლებულ არს თამარი ჩემსა უფროჲს“.
    37.     და მიერითგან არღარა შეეხო იუდა დედაკაცსა, რამეთუ არასადა ვჰპოვებთ, ვითარმცა შემდგომად საქმისა მის თამარის მიმართ სხუაჲ ცოლიმცა ესუა.
    38.     და თამარიცა არავის შეეხო შემდგომად შობისა მის მართლისა ნათესავისა.
    39.     და ესრჱთ მოთმინებით აჩუენეს საქმჱ სიმჴნისა თჳსისაჲ.
    40.     და ესრეთ იუდა აღჳრ-ასხნა გულის-თქუმასა მას მღჳძარებითა და სიმჴნითა და ღირს-იქმნა წევნად მეუფებისა და საკჳრველად შობისა მის ქრისტჱსისა,
    41.     ვითარცა-იგი შეერთო რიცხუსა მას და ნათესავთა განწესებისა მათჱ მახარებელმან, დასწერს: „აბრაჰამითგან ვიდრე დავითისამდჱ ნათესავი ათოთხმეტ,
    42.     და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდჱ ბაბილოვნელთა – ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაჲთ ვიდრე ქრისტჱსამდჱ – ნათესავი ათოთხმეტ“.
    43.     მამათაჲ ხოლო სახელები გამოცხადებულად აღრაცხა, ხოლო დედათაჲ არასადა ვისი რაჲ შერთო რიცხუსა, გარნა ოთხთაჲ ხოლო
    44.     და მათგანნი რომელნიმე წარმართთაგანნი და რომელნიმე არამართლმავალნი.
    45.     და არასადა მოიჴსენებს მჴნეთა დედათა, რომელნი იყვნეს ბუნებისა მისგან ნათესავისა ნათესავთა რიცხუსა მას:
    46.     არცა სარრა, არცა რებეკა, არცა ლია, არცა საქელი, რომელ იყვნეს ჭეშმარიტნი პირველნი.
    47.     და იუდა იწყებს, და იტყჳს: იუდა შვა ზარაჲ თამარისგან, რომელი-იგი შეურაცხ-უჩნდა.
    48.     ადიდოს და განცხადებულ-იყოს ყოველთა, ვითარმედ შერთო სახელი მისი ნათესავთა მათ, რიცხუთა მათ იუდაჲსთა.
    49.     და არა ხოლო თუ თამარს მოიჴსენებს.
    50.     არამედ სხუათაცა უცხოთა.
    51.     და შეჰრთო რიცხუსა ესრჱთ: „ფარეზ შვა ესრომი.
    52.     ესრომ შვა არამ.
    53.     არამ შვა ამინადაბ.
    54.     ამინადაბ შვა ნაასონ.
    55.     ნაასონ შვა სალმუნი.
    56.     სალმუნ შვა ბოოს რააბისგან“.
    57.     და რაჰაბივს იგი არს რაჰაბ მეძავი, და ნუვინ ჰგონებნ სახელისა ამის განმრავლებისათჳს, ვითარმცა სხუაჲ ვინმე ეგონა,
    58.     ვითარმედ ესე თავადი არს რაჰაბი, რააბ მეძავი, რამეთუ მრავალგზის ითქუმის ქებრონი.
    59.     და ერქუა მას სახელი [ქ]ებრონცა.
    60.     და მრავალი სახელი არს, რომელი ესრჱ შემატებით იცვალის.
    61.     მეძვისა მისგან იყო ბოოსი.
    62.     „ბოოს შვა იობედი რუთისგან“.
    63.     დედაკაცი ესე არარაჲთ მახლობელ იყო ნათესავსა მას ისრაჱლისასა.
    64.     არამედ იყო ესე ამონიტელ.
    65.     ამონ იყო მეორჱ ნაშობი ლოთისი ასულისა მისგან, რამეთუ იყო, მეორჱ ნაშობი ნათესავთა რიცხუსა შერთულ ლოთის ცოლისა მისგან სოდომით.
    66.     და ესე ყოველი, რომელი იქმნა, მისცემს ყოველთა ნუგეშინისცემასა მოლოდებად სასოვებასა, რამეთუ რომელსა უნდეს კეთილისა მიმართ წარმართებაჲ,
    67.     არა არს დაყოვნება.
    68.     ეგრეცა ბოროტისა მიმართ თჳსით ნებსით რბინ.
    69.     ამის სახისათჳს და დაწერითა მით რიცხუსა შერთავს წმიდაჲ მათჱ მახარებელი და იტყჳს: „ბოოზ შვა იობედი რუთისგან.
    70.     იობედ შვა იესჱ.
    71.     იესე შვა დავითი.
    72.     დავით შვა სოლომონ ცოლისა მისგან ურიაჲსისა“, რომელ არს თავადი ბერსაბჱ.
    73.     რამეთუ ყოვლადვე განცხადებულ იქმნნეს საქმენი იგი ბერსაბჱსნი, ვითარ იყვნეს ანუ ვითარ იყო ცოლ ურიაჲსა,
    74.     ამისთჳს არცაღა სახელი მისი მოიჴსენა, რამეთუ განცხადებულ იყო ყოველთა ურიაჲს სახელითა.
    75.     ხოლო სახელი რუთისი ვერვინაჲ არს გამოსათარგმანებელ, თჳნიერ სახელისა მის თქუმისა, ანუ თუ ქმრისაგან, გინა თუ წინანდელთა მათგანმცა თქუმულ იყო.
    76.     ეგრეცა – რაჰაბისი, მის სახისაებრ – თამარიცა.
    77.     ხოლო არა თუ უმჴნესთა მათ წინანდელთა დედათაგანნი ვინმე მოიჴსენნა, რომელ სახელოვან იყვნეს შორის ისრაჱლსა და წესითა ქორწინებულ,
    78.     არამედ მოიჴსენნა ოცხოთესლთაგანნი იგი დედანი, რომელნი არა წესიერებით იქორწინნეს.
    79.     ხოლო ესე ყოველი საცნაურ არს.
    80.     დაღათუ რომელნი არა იყვნეს ნათესავისაგან აბრაჰამისა და მოიჴსენნეს, მადლმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმან
    81.     მსგავსად ჴორციელად შობითა მით აჴოცნეს ცოდვანი მრავალთანი და შეერთნეს სიმართლესა.
    82.     არა თუ ვითარმცა ცოდვით ნუ იყოფინ! რამეთუ რომელნი ცოდვასა იქმედ, დაღათუმცა შინაგან იყვნეს, გან-ვე-მცა-ეშორნეს ქრისტესა,
    83.     არამედ განშოვრებულ ცოდვათაგან და მიახლებულ საქმეთა სიმართლისათა შეერთნიან ტომსა და გუნდსა მართალთასა, მოსავ-ყოფილ კეთილსა მას სასოვებასა ქრისტჱსსა,
    84.     რომელ მოვიდა და განკაცნა მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ.
    85.     და შეკრიბნა განბნეულნი შობითა მით ქალწულისა მისგან მხოლოჲსა, რომელი-იგი იყო ორთა მათ ნათესავთაგან: წინადაცუეთილებისაგან და წინადაუცუეთილებისაგან.
    86.     წყალობითა თჳსითა აცხოვნნა, რომელნი შჯულითა მის[გან] განშოვრებულ იქმნნეს, რამეთუ იყო თავადი თავ საკიდურთა
    87.     და ერთიცა, რამეთუ ზღუდჱ იგი თჳსად დაამტკიცა და შეზავნა ორნივე ურთიერთას თავისა თჳსისა და შეჰრთო სიმართლესა,
    88.     რაჲთა არავინ იქადოს წინადაცუეთილთაგანმან, ვითარმედ მათგან გამოჴდა ნაყოფი სიმართლისაჲ.
    89.     არამედ უწყოდეთ ისრაიტელთა, რომელთა ქრისტჱს მიმართ ჰრწმენა, ვითარმედ ჭეშმარიტი იგი კლდჱ, რომელ შეურაცხ-იქმნა მაშენებელთაგან,
    90.     ჩუენ ყოველთათჳს არს თუალ პატიოსან, რომელ მოვიდა უფალი ჩუენი იესუ ქ˜ჱ და შეეყო ორკერძოჲთვე იგი თავისა თჳსისა: რაჰაბი – უცხოთესლთაგან.
    91.     რომელმან-იგი განიშორნა ცოდვანი, და სოლომონ ისრაიტელი ნათესავისაგან იუდაჲსი; და მერმე თამარი ფილისტიმელთაგან
    92.     და იუდა ნათესავისაგან აბრაჰამისი კურთხეულისაჲ; რუთი ამონელთა და სოდომელთაგან, ბოოს – იუდაჲსგან და ნათესავისა, ...
    93.     და შური არს გესლ და მჴეც ბოროტ.
    94.     „მჴეცმან ბოროტმან შეჭამა და მჴეცმან ბოროტმან წარიტაცა“ ...
    95.     ნანდჳლვე მჴეც ბოროტ არს გარდარეული შურობაჲ.
    96.     და მუნვე შეერაცხა სახლსა მას იაკობისსა, ვითარმედ შვილი იგი მისი მომკუდარ არს.
    97.     ხოლო იოსები მეფედ დადგომილ იყო ეგჳპტეს.
    98.     და სისხლითა შებღალულ არა თუ იოსები იყო, არამედ სამოსელი იგი მისი.
    99.     ეგრეცა ისრაჱლმან მიყვნეს ჴელნი მათნი მჴსნელისა მის მიმართ.
    100.     ღმრთეებისა ჴელთ-დებად ვერ ეგებოდა, რამეთუ უვნებელ არს ღმრთეებისა ბუნებაჲ, ხოლო გამოსცემს სისხლსა ჴორცი იგი საუფლოჲ.
    101.     უვნებელ არს ქ˜ჱ და ივნოცა მერმჱ ქრისტემან.
    102.     ივნეს ჴორცთა მათ საუფლოთა.
    103.     არა თუ განშოვრებულ იყო ღმრთეებისა მის ბუნებისაგან, არამედ განუყენებელ იყო ღმრთეებისა მის ბუნებისაგან, რომელ ჴორცთა მათ შეერთებულ იყო.
    104.     ხოლო ღმრთეებისა ბუნებამან არა ივნო, არამედ თავ ნებით იყო კაცებასა მას თანა, რამეთუ თითოვეულთაჲ მათ განუყენებელი ბუნებაჲ იყო ქრისტჱს ვნებაჲ იგი ჩუენთჳს ჴორცითა.
    105.     რამეთუ არა თუ ვნებაჲ იგი განეშოვრა და არცა კაცებაჲ იგი განეყენა, რამეთუ განუშოვრებელ და განუყენებელ იყო ერთობაჲ ძისა მის ღმრთისაჲ.
    106.     და არს შეყოფვილ ერთობასა ღმრთეებისასა და კაცებასა ერთ უფალ, ერთ ქრისტე.
    107.     „უკუეთუმცა ეცნობა უფალი იგი დიდებისაჲ, არამცა ჯუარს-აცუეს.
    108.     უფალ დიდების ითქუმის და კაცებაჲ ესე ერთობით ღმრთეებასა მას.
    109.     და ვითარცა სამოსელი სისხლითა დასოლვებულ და შეღებული არნ სამოსელსა, ხოლო დასოვლებაჲ სისხლითა არა ჰგონიენ სამოსელსსა,
    110.     გარნა სამოსლისა მის ხოლო ქრისტჱსისა, სისხლითა მით სამოსლისაჲთა ითქუმის სიკუდილი მისა, რომელ ჰმოსიედ სამოსელი იგი.
    111.     დაღათუ იოსები არა მომკუდარ იყო, ითქუმოდა ჴორცთა მათ ზედა, რომელთა ემოსა სამოსელი იგი,
    112.     და ჴორცთაჲ მათ დაღებვაჲ იგი სისხლითა მისწუდებოდა, არამედ სამოსელი იგი იყო დაღებულ სისხლითა.
    113.     და არა ჰგონიენ დაღებვაჲ იგი სისხლითა სამოსელსა, არამედ მისა, რომელსა შეუმოსიეს იგი.
    114.     ეგრეცა ვნებანი იგი ვერ შესაძლებელ არიან ღმრთეებასა მას, არამედ შეერთებულ არს ღმრთეებასა მას, რაჲთა ღმრთისა მიერ იყოს ჩუენდა ჴსნაჲ.
    115.     და ნუ იყოფვინ ჩუენი სასოვებაჲ კაცისა მიმართ, არამედ – ღმრთისა მიმართ, რამეთუ წერილ არს,
    116.     ვითარმედ: „წყეულ იყავნ, რომელმან დადვას სასოვებაჲ კაცისა მიმართ“, რაჲთა ნუმცა ვინ იტყჳს, ვითარმედ ღმრთეებასა მას ევნო.
    117.     შეიმოსნა ვნებისანი და რომელ-იგი უვნებელ იყო ვნებისაგან, რეცა თუ უვნებელისა მის შერაცხილ არიან ვნებანი იგი,
    118.     რაჲთა ვნებისაჲთა მით ჩუენი განაქარვოს ვნებაჲ და სიკუდილი.
    119.     ესრეთცა სახლსა მას ისრაჱლისასა ვიდრე დღენდელად დღედმდჱ ითქუმის სახელი ქრისტჱსი.
    120.     და ქ˜ჱ მეუფჱ არს უფალი.
    121.     ვითარცა აქუნდა სამოსელი იგი იოსებისი ძეთა მათ იაკობისთა და მიუთხრობდეს მამასა თჳსსა სიკუდილსა მას იოსებისსა და იოსები მეფობდა მეგჳპტელთა ზედა,
    122.     ესრჱ-სახედ აქუნდეს ჰურიათა მათ, მსგავსად სამოსლისა მის იოსებისა, ჴორცნი იგი ჯუარ-ცუმულისანი
    123.     და კრძალვით დადვეს იგი სამარესა მას და დაჰბეჭდეს განკრძალვით საფლავი იგი.
    124.     და ევედრებოდეს პილატეს, რაჲთა უბრძანოს ერის კაცთა მათ დაცვად საფლავისა მის კრძალვით.
    125.     და ვითარცა სახლსა მას იაკობისსა აქუნდა სამოსელი იგი იოსეფისი და იოსები მეუფებდა ეგჳპტეს, ესრჱთცა ქრისტე მეუფჱ ყოველთაჲ – შთასრულ ჯოჯოხეთა.
    126.     და განჴსნნა კრულებანი ადამისნი, რომელ შეკრულ იყვნეს ბოროტისა მის მძლავრისაგან.
    127.     დიდმან მეუფემან ქრისტემან და მძლავრ შეკრა და მოკლა მძლავრებაჲ იგი ეშმაკისაჲ, რომელ არს სიკუდილი, და იავარ-ყო სახლი მისი,
    128.     რომელ არიან უფსკრულნი ჯოჯოხეთისანი, და წარმოტყუენა წარტყუენულნი იგი სიკუდილითა და სულნი ყოველთანი განარინნა ძლიერებისაგან უცებებისაჲთა
    129.     და ცოდვილთა შეცოდებისაგან და მწარისა რისხვისაგან.
    130.     ამას ყოველსა იქმოდა ძლიერებითა თჳსითა მეუფჱ დიდი ქ˜ჱ იესუ.
    131.     და ამას ნუვინ ჰგონებნ, ვითარმცა ესე ხოლო იყო, ვითარმედ რომელნი ცოდვასა ქუეშჱ იყვნეს, იგი[ნი] ხოლო იჴსნნა.
    132.     არამედ გულისხმა-ყავნ სახისა ამისგან, რამეთუ იგივე ცოდვაჲცა აჴოცა და ჴელმწიფებაჲ ცოდვისაჲ – სიკუდილი მოკლა.
    133.     და განათავისუფლნა ყოველნი ცოდვისა და სიკუდილისაგან და აჴოცა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ, რომელ არს ესე მძლავრობაჲ მისი.
    134.     ხოლო რომელი ამიერითგან თავისა თჳსისა გამოშობდეს ზრახვასა ზაკულებისასა და ცოდვასა, თჳსსა თავსა აბრალენ შეცოდებათათჳს ...
    135.     ხოლო აღდგომისა ვერ ჴელმწიფჱ არს დაყენებად, რამეთუ განქარდა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ.
    136.     ხოლო არა თუ რომელნი-იგი ცოდვენ და არა შეინანონ შეცოდებაჲ იგი, არა არს, ვითარმცა არა დაისაჯნეს.
    137.     რამეთუ იტყჳს ესრჱ, რომელმან გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა მითურთით, რომელთა განამწარეს და რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სამარებსა.
    138.     და არა ხოლო თუ განმამწარებელთასა იტყჳს, და რომელნი განმწარდეს და რომელთაცა განამწარიან.
    139.     რამეთუ აღდგომასა მას ქრისტჱსსა მრავალნი მკუდარნი აღდგეს, რომელნი დამარხულ იყვნეს სამარებსა, რამეთუ იტყჳს:
    140.     „მრავალნი წმიდათაგანნი აღდგეს და შევიდეს მის თანა წმიდასა მას ქალაქსა იერუსალჱმსა“.
    141.     და იყო აღდგომაჲ მათი საკჳრველ დიდ, რომელსა წამებულ იყო აღდგომისა მის უფლისა.
    142.     რამეთუ რომელნი-იგი აღდგეს, იყვნეს კაცნი განმწჳსებულ და განსრულებულნი დღითა, რომელთა იცოდეს მიგებაჲ სიტყჳსაჲ და მოსაგებელი სიტყჳსაჲ სმენად და გულისხმის-ყოფად.
    143.     რომელნი იყვნეს ვითარ ოცდაათის წლის ოდენ და რომელნიმე ოც წლის, რომელნი შემძლებელ იყვნეს ცნობად ძმაჲ ძმისა და მამაჲ შვილისა და შვილი მამისა.
    144.     და ჰკითხვიდეს მათ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს, თითოვეულად ნათესავთა და მეცნიერთა, ვითარმედ: შენ ესე სახელი იგი ხარ? და მათ მიუგიან, ვითარმედ: ეგე სახელი ჩემი არს.
    145.     და თქჳან, ვითარმედ: ამის ადგილისა სამარისაგან აღდგომილი მოსრულ ვარ და თქუენ ესე სახელი გრქჳან.
    146.     და ჰკითხვედ, ვითარმედ: ვინაჲ მოხუალთ? მათ მიუგიან: აღვდეგით და მოვედით.
    147.     და მიუგიან უ[რ]თიერთას – შვილმან მამასა და მამამან შვილსა: რაჲ იყო ანუ ვითარ აღსდეგით?
    148.     მიუგეს და ჰრქუეს აღდგომილთა მათ: წინა სამისა დღისა რაჲ საქმჱ იქმნა თქუენ შორის? და იყო ნათესავი იგი ისრაჱლისაჲ დაჴსნილ და მოვიწყე.
    149.     მიუგეს და ჰრქუეს, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს: რომელსა საქმესა იტყჳთ, აქა არარაჲ ქმნულ არს.
    150.     მიუგეს აღდგომილთა მათ: არა უწყით, რამეთუ ქუეყანაჲ შეიძრა და უფსკრულნი აღიძრნეს და ქუესკნელნი ჯოჯოხეთისანი დაემჴუნეს?
    151.     და თქუენ მას დღესა რასა იქმოდეთ ანუ რაჲ იყო საქმჱ იგი? ხოლო მათ მოიჴსენეს და თქუეს: ერთი ვინმე მაცთური, რომელსა ერქუა იესუ, შევიპყართ და ჯუარს-ვაცჳთ.
    152.     ხოლო აღდგომილთა მათ აღიმაღლეს ჴმაჲ და იტყოდეს: ვაჲ თქუენდა!
    153.     იგი იყო, რომელი მოვიდა ჩუენდა და ზღუდენი ჯოჯოხეთისანი დაამჴუნა
    154.     და განჭრნა საკრველნი სიკუდილისანი ძლიერებითა თჳსითა და აღგუადგინნა ჩუენ სამარეთაგან ჩუენთა.
    155.     და აღესრულა თქუმული იგი, რომელსა იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი და აღემართნენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა“.
    156.     და აჩუენოს უფალმან ცხორებისამან გაჭრილ საკრველნი სულთანი ძალითა თჳსითა, რომელნი შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს შთასლვითა მისითა ჯოჯოხეთა,
    157.     რაჲთამცა არავინ თქუა, ვითარმედ სულნი ხოლო აღმოიყვანნა ჯოჯოხეთით.
    158.     ამისთჳს მრავალნი ჴორცნი წმიდათანი აღადგინნა მიცემითა მათა სულნი იგი.
    159.     მოვიდეს და შემოჴდეს ქალაქსა ამას იერუსალჱმსა და რომელნი განმწარებულ და შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს სულნი და ჴორცნი მათნი სამარებსა
    160.     და აღდგომილნი სულითა და ჴორცითა შევიდეს ქალაქად
    161.     და განეცხადნეს მრავალთა და მოაჴსენებდეს, რომელთა განამწარეს უფალი, და რომელთა შეიპყრეს უფალი თჳსი და ჰგუემდეს.
    162.     ესე იყვნეს მოწამჱ აღდგომისა მისისა.
    163.     კეთილად განწესებულ არს თუალი ბჳვრილი, რომელ არს მომრუმჱ, სისხლის ფერ და მობერმჱ, რომელი მსგავს არს სისხლითა დაღებულსა მას სამოსელსა იოსებისსა,
    164.     რომელი შეალტვეს სისხლითა ძმათა მათ და მიუძღუანეს მამასა თჳსსა იაკობს.
    165.     კეთილად მერმეცა დაიწერნეს ფერნი თუალისა მის ბჳვრილისანი, მოასწავებენ ყუდროვებასა და სიმშჳდესა და სიწმიდესა იოსებისსა,
    166.     რომელი სიბრძნითა მიიწია ფლობილებასა და ჴელმწიფებასა და საყუარელ-ყოფასა ფარაოჲსსა და მეგჳპტელთა მათ და ყოველსა სოფელსა,
    167.     ვითარცა-სახედ თუალი ბჳვრილი განედგმის გჳრგჳნსა შარავანდედთასა და ედგმის გჳრგჳნსა და სამკაულსა დედათა აზნაურთასა
    168.     და შთაისუმის ბეჭედსაცა ჴელმწიფეთასა და დიდ-დიდთასა.
    169.     და შეამკობს ყოველთა თუალი ბჳვრილი, რომელ პატივ არს ყოველთა.
    170.     ესე ყოველი გონება სახილველ არს თუალსა მას ბჳვრილსა.
    171.     ვიწყო აწ გამოთქუმად მეათორმეტისა მის თუალისა,
    172.     რამეთუ არს შეკრებაჲ და აღსრულებაჲ თუალთა მათ ყოველთაჲ, რომელნი განდგმულ არიან ზედა სიტყჳერსა და საშჯელისა მას ფიცარსა.


25

 1.     თუალი ფრცხილი
    2.     მეათორმეტჱ თუალი – ფრცხილი.
    3.     და არს დიდად მწითურ ფერი მისი.
    4.     და სათნო არს ესე ასულთა შარავანდედთასა და მდიდართა და ჴელმწიფეთა.
    5.     და გამოქმნიან სასუმლად და არა განიშოვრიან.
    6.     არს სხუაჲცა თუალი ფრცხილი მსგავს ამისა, რომლისა ფერი თჳსი სპეტაკის ფერ, მსგავს ფერწმიდისა მანისა და მსგავს მარმარინოჲსა.
    7.     და არს მას შინა მრავალი ფერი განფენილ მსგავსად მეწამულისა.
    8.     და არს შუენიერ ხილვაჲ მისი და არს სიმწჳსით, რაოდენცა ვინ ქმნა სასუმლად.
    9.     ხოლო ადგილსა მას არასადა ვჰპოვებთ, რომლისაგან გამოვალს.
    10.     ხოლო გუასმიეს ესრე, ვითარმედ ქუეყანასა მას ჰინდოეთისასა იპოვების, ეთიოპიას და თებაიდით კერძო და სხუათაცა ადგილთა მრავალთა.
    11.     საკჳრველ არს თუალი ესე, რომელსა ზედა გამოიქანდაკა და გამოიხატა და დაიწერა სახელი ბენიამენისი შემდგომითი შემდგომად ძეთა მათ იჱლი˜სათჲ.
    12.     რამეთუ ესე არს უმრწემეს ძეთა მათ იაკობისთა, ეგრეცა თუალი ესე არს შემდგომ და დასასრულ სიტყჳერსა მას ფიცარსა.
    13.     უმრწემეს იყო ბენიამენი და ყოვლისა წინა მეფობდა იგი ისრაჱლსა ზედა, რამეთუ საულ, ძჱ კისისი, ბენიამენის ნათესავისაგან იყო,
    14.     რომელი პირველ მეფობდა ძეთა მათ ზედა ისრაჱლისათა და მსაჯულნი დადგებოდეს ამის ნათესავისაგან, რომელნი შჯიდეს ისრაჱლსა, ვითარცა მეფენი.
    15.     და სხუანიცა ჴელმწიფენი და ძლიერნი აღდგებოდეს ამის ნათესავისაგან, რომელთაგანცა იქმნა საულ მეფჱ ვიდრე მეფობადმდჱ დავითისა, რომელი იყო ნათესავისაგან იუდაჲსი.
    16.     და შემდგომად ტყუენვისა მის ბაბილოვნელთაჲსა მრავალნი აღდგეს ნათესავისა მისგანნი, რომელთა იჴსნეს ისრაჱლი.
    17.     ნათესავისა ბენიამენისი იყო ესთერ, ასული ამინადაბისი, მარდუქეს მამის ძმისაჲ.
    18.     ამის ნათესავისაგან იყო მარდუქჱცა, ძჱ იაერისი, რომელ იყვნეს დიდნი და წინამძღუარნი და მასწავლელნი ისრაჱლისანი.
    19.     ბენიამენის ნათესავისაგან პირველ გამოჩნდა საულ მეფედ, რომელმან იჴსნა ისრაჱლი მტერთაგან.
    20.     და შემდგომად წარტყუენვისა მის ბაბილოვნისა ბენიამენის ნათესავისაგან იყო ესთერ, რომლისა გამო იჴსნნეს წარტყუენულნი იგი.
    21.     ნანდჳლვე საკჳრველ არს ხილვაჲ თუალისა მის ფრცხილისაჲ.
    22.     ითქუმის ესე მერმჱ შჯულსა საკუმეველად სულნელად, რაჟამს ნელსაცხებელთა სულთა შესზავებედ (!)
    23.     და საკუმეველთა უკუმევედ და თქჳან: ესე არს საკუმეველი ფრცხილი, შტახში და ქალბანაჲ და ფრცხილი.
    24.     არს მერმე სხუაჲცა ფრცხილი, რაჟამს სულნელთა ნელსაცხებელთა ვინმე შესზავებნ (!) და შეზავებულსა მას განჰმზადებნ ნიჟარსა თუალისა ფრცხილისასა.
    25.     და შთასხმულ მას შეიზავნიან საცხებელნი იგი სულნელნი.
    26.     და აწ რაჲთა არა განვაგრძვოთ თქუმად ყოველი ბუნებაჲ დაყოვნებითა მრავალ ჟამთაჲ თქუმად ფრცხილისა მისთჳს და საკუმეველთა და ნელსაცხებ(ელთა) მათთჳს,
    27.     აწ დუმილით თანა-წარვჰჴდე ამას ადგილსა და ვიწყო სხუათა მათ გამოთქუმად შემდგომითი შემდგომად.
    28.     კეთილად დაიწერა სახელი ბენიამენისი ზედა თუალსა მას ფრცხილსა, რამეთუ არს ფრცხილი საყუარელ შარავანდედთა;
    29.     და სძალთა დიდად საყუარელ იყო ნანდჳლვე ყუდროვებისა და სიმშჳდისა მისისათჳს, რამეთუ იყო ზურგ და მცველ მისა და ძმისა თჳსისა იოსებისა.
    30.     ნანდჳლვე მართლად უყუარდა იოსებს ბენიამენი და მისცემდა უმეტჱს ძმათასა ხუთსა ნაწილსა.
    31.     საყუარელ იყო ბენიამენი მამისა თჳსისა და ძმათა თჳსთა, რამეთუ იყო იგი თავადი და ნათესავი მისი მოისარ და მბრძოლ და მრავალთა ადგილთა განარინებდეს ისრაჱლსა.
    32.     ს[აყ]უარელ იყო ღმრთისაცა ბენიამენ, რამეთუ ჰხუედა იერუსალჱმი ნაწილად მკჳდრობისა და სადა-იგი ტაძარი
    33.     და საკურთხეველი აღიშენა და სადა-იგი შეიწირვოდეს მსხუერპლნი შეწყნარებისანი ღმრთისა მიმართ.
    34.     ესე იქმნა პირველ დადგომილ მეუფედ.
    35.     და მიუტევებდა ჴელმწიფებასა მას იუდას.
    36.     და შემდგომად ტყუენვისა მის მჴსნელნი გამოჩინებად იყვნეს ნათესავისაგან ლევისი ნათესავსა მას ზედა ისრაჱლისასა.
    37.     ნანდჳლვე შემდგომად ყოველთა მოციქულთასა გამოჩნდა რჩეულად პავლჱ მოციქული ნათესავისაგან ბენიამენისი.
    38.     ვითარცა ბენიამენი შემდგომ იყო ყოველთა ძმათა, ეგრეცა ესე – გამორჩეულ შემდგომად, და ვითარცა ბენიამენი – საყუარელ ყოველთა, მსგავსად თუალისა ფრცხილისა,
    39.     ეგრეცა პავლე მოციქული შუენიერ და საყუარელ იყო ეკლესიათა და ყოველთა მორწმუნეთა „ჭურ რჩეულ“.
    40.     და ვითარცა საყუარელ არს მეფეთა და სძალთა თუალი ფრცხილი და სასუმლად თჳსა განჰმზადიან მისგანი,
    41.     ნანდჳლვე მოციქულად გამოჩინებულ ღმრთისა მიერ პავლე წმიდისა სძლისა ქრისტჱსა, რომელ არს ეკლესიაჲ, მიუპყრობს სასუმელსა მას სულიერსა, რომელი მოემადლა მას ღმრთისა მიერ.
    42.     და იკითხევდ წიგნსა მოციქულისასა და სამოციქულოთა მათთა ერთსა ჟამსა წელიწადსა შინა,
    43.     ხოლო წიგნი პავლჱსი ყოველთა დღეთა და ჟამთა სულიერითა მით სასუმლითა მოჰრწყვენ და განაძღებენ ეკლესიასა ღმრთისასა.
    44.     ესე იგი არს ნაწილი ბენიამენისი უმეტჱს ხუთ წილ ძმათა თჳსთა.
    45.     და მერმჱ ბარძიმი იგი იოსებისი იპოვა ძაძასა შინა ბენიამენისსა, რომელი შთა-ვისმე-ედვა.
    46.     ამას ეტყოდა სამოველ წინაჲსწარმეტყუელი საულ მეფესა, რომელი იყო ნათესავისაგან ბენიამენისი: შენდა არიან კეთილნი ისრაჱლისანი და სახლისა მამისა შენისა[ნი].
    47.     რაჲ-მე რაჲ არიან კეთილნი იგი ისრაჱლისანი? ესე არიან წმიდანი ზრახვანი, რომელ გამოჩნდეს პავლჱს მოციქულისა მიერ.
    48.     შეიწირვოდეს ნანდჳლცა საულის მეფისა მის ისრაჱლისა ძღუენნი და საფასენი და ყოველნივე კეთილნი სახლისა ისრაჱლისა[ნი].
    49.     არამედ უფროჲს და უმეტჱს პავლე თავისა თჳსისა გამოაჩინებს ამას: ისრაიტელ თუ არიან? მეცა.
    50.     ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა“.
    51.     და მერმე იტყჳს: „ჰებრაელი ებრაელთაგან, ნათესავით აბრაჰამისი, გუნდისა მისგან ბენიამენისი, შჯულითა ფარისეველ.
    52.     და ვიქმენ შჯულისა მისგან მამათაჲსა შურის-მეძიებელ“.
    53.     და სხუაჲცა იგი, რომელსა იტყჳს შემდგომითი შემდგომად და ამისთჳს დაწერილ არს მისთჳს.
    54.     და ას და მეათექუსმეტესა ფსალმუნსა იტყჳს: „მრწმენა მე რასაცა ვიტყოდე“.
    55.     იქმნა თანა-მგალობლად დავითისა.
    56.     იტყჳს წიგნთა მათ შინავე თჳსთა პავლე მოციქული: „და ჩუენცა გურწმენა, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ“.
    57.     აქა დავითს უთქუამს ამის სახისათჳს და აღესრულა სულიერად პავლჱს ზედა, რამეთუ თქუა „მეცა მრწამს, რომლისათჳს-ესე ვიტყჳ, რომლისაჲ გურწამს“.
    58.     რაჟამს მივიდოდა დამასკედ და უფალი გამოეცხადა მას ზეცით და ჰრქუა: საულ, საულ, რაჲსა შედგომილ ხარ დევნად ჩემდა?
    59.     და ჰრქუა საულ: ვინ ხარ შენ, უფალო? ჰრქუა ქრისტემან: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი.
    60.     და ამისა შემდგომად ჰრქუა: შევედ ქალაქად და მუნ გეთხრას, რაჲ-იგი ღირდეს საქმედ შენდა.
    61.     და მერმე იტყჳს: აღდგა და ვერ ხედვიდა, მიპყრეს ჴელი და შევედ ქალაქად“.
    62.     ამას იტყჳს შემდგომად საფსალმუნჱ იგი: „და მე დავმდაბლდი ფრიად“, რამეთუ პირველ იტყჳს: აღსრულ ეტლთა და დიდითა განლაღებითა თავის-მოთნებით წარმოვემართე.
    63.     და ვითარცა მთხოველი ჴელ-პყრობით შევჰყავ, რამეთუ პირველ დაბნელებულ იყვნეს გონებანი ჩემნი, რამეთუ ვიყავ ღმრთის მბრძოლ.
    64.     ხოლო აწ ღმერთმან დააბნელნა თუალნი ჩემნი, რაჲთა განმსწავლოს მე და რაჲთა აღეხუნენ თუალნი გულისა ჩემისანი და მოვიდე ღმრთისა ცნობასა.
    65.     ნანდჳლვე ესე არს, რომელსა იტყჳს დავითი: „და მე დავმდაბლდი ფრიად“, განმსწავლა მე ღმერთმან, განმაშოვრნა ჩემგან წარმდებებანი
    66.     და დამამდაბლა მე და გამოაცხადა ჩემ ზედა საშინელებაჲ თჳსი.
    67.     დაკჳრვებულ ვარ და ვიცი და აწ ჴელ-პყრობით შევალ დამასკედ, რომლისათჳსცა იტყჳს: „მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, ვითარმედ ყოველი კაცი ცრუ არს“.
    68.     ნანდჳლვე განსაკჳრვებელ არს, რამეთუ პირველ ეტლთა შინა და აწ ვითარცა მთხოველი ჴელპყრობით მივჰყავ, მაშინ სავლე და აწ – პავლჱ.
    69.     პირველ – მდევარ, და აწ – მოციქულ.
    70.     ნანდჳლვე სიტყუად ჯერ-არს ჩემდა.
    71.     მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ ყოველი კაცი ცრუ არს, რამეთუ ყოველი, რომელი მესმოდა იერუსალჱმს, ნაცილ იყო.
    72.     წარმოვიღე წიგნები მათგან, რაჲთამცა შე-რაჲმე-ვეწიე მღდელთმოძღუართა მათ, რამეთუ ტყუვიედ სამჱ და იტყჳედ, ვითარმედ წარიპარეს მოწაფეთა მათ აღდგომილი იგი,
    73.     და უფალსა მას კაცად იტყოდეს, და მომაქცეველსა მას შეცთომილთასა მაცთურით ჰხადოდეს.
    74.     ნანდჳლვე დაცემასა მას ჩემსა და დაბრმობასა [ვთქუ]: ც[რ]უ არიან ყოველნივე კაცნი, რამეთუ რომელი-იგი მოკუდა და დაეფლა და მიიპარა მოწაფეთა მათ მიერ,
    75.     აწ ვითარ ჩემდამო ზეცით იტყოდა და თქუა, თუ, ვითარმედ სიტყუაჲ ხოლო იყო.
    76.     თუალთაჲ ესე დაბრმობაჲ შეატყუებს და განანათლებს გონებათა დაბრმობილთა.
    77.     და ამისა შემდგომად, ვითარ შევიდა დამასკედ და განათლდეს თუალნი მისნი, ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იტყოდა და ქადაგებდა გზასა ჭეშმარიტებისასა.
    78.     და შემდგომად ამის ყოვლისა მოიღო უფლისაგან ნაცვალად უკეთურებათა მათთჳს, განშიშულებულ კეთილთა შინა სამართალთა,
    79.     ჰმადლობდა და იტყოდა: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომცა მე?“ მდევარ ვიყავ – ღირს-მყო მოციქულებად,
    80.     მგმობარ ვიყავ – ღირს-მყო მე საღმრთოთა მათ სახილავთა ზეცისათა, უმეცრებით შეცთომილებასა შინა ვიქცევოდე – გამომიცხადნა მე ზრახვანი დიდნი და საშინელნი.
    81.     და იტყჳს:,რაჲ მივაგო უფალსა ამის ყოვლისათჳს, რომელი ესე მომცა მე“.
    82.     რაჲ-მე შეჰგავს მისაგებელი სიკუდილისა მისთჳს ძისა ღმრთისა, გარნა სასუმელი იგი ხოლო, რომელ შესუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან?
    83.     აწ იგი, სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“.
    84.     ესე არს, რომელსა-ესე იტყჳს: სიკუდილი იგი ქრისტჱსი თავსა ჩემსა შევიმთხჳო, რომლისათჳსცა ეტყოდა უფალი თჳსთა მათ მოწაფეთა,
    85.     ვითარმედ: „სასუმელი იგი, რომელ ჩემდა შესუმად არს, შეუძლოთ სამე სუმად?“.
    86.     და ამისა წადიერად პავლჱ იტყოდა: „სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“.
    87.     და იტყჳს: „დაღათუ სიკუდილდმდე.
    88.     დაღათუ ურვანი მოიწინენ სახელისათჳს უფლისა, მე არა უვარ-ვყო, არცა ფართოვებასა და არცა იწროვებასა, არცა დაუტევო და არცა განვეშორო სახელსა მას მაღლისასა“.
    89.     და რამეთუ ესე ესრჱთ არს, გამოაცხადებს შემდგომი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“
    90.     და სხუაჲ იგი, რომელსა იტყჳს შემდგომითი შემდგომად.
    91.     ნანდჳლვე კეთილ და შუენიერ არს ფრთხილთა თუალთაგან სასუმელი, რომელ მიეპყრა სძალსა მას, რომელ არს ეკლესიაჲ.
    92.     რომელი მოჴდა და წარმოაჩინა ბენიამენ ნათესავისაგან თჳსისა, პავლე, რომელმან ასუა სასუმელი ღმრთის მეცნიერებისაჲ და სიხარულისაჲ ყოველთა ცის-კიდეთა.
    93.     და მიეგო ხუთ წილად ნაწილი შრომისა მისისაჲ, ვითარცა ბენიამენს, რამეთუ იტყჳს ესრჱ: „ხუთ გზის და ვივნე“.
    94.     ჩას, რამეთუ ერთისა ხუთ წილად ნაშრომსა მოღებად რბიოდა, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველთა უმეტჱს ვშუერ“.
    95.     და რაჲთა არა თავსა თჳსსა ქებაჲ მისცეს, იტყჳს: „არა თუ მე, არამედ მადლი იგი, რომელ მომეცა“.
    96.     ნანდჳლვე „მგელ მტაცებელ – ბენიამენ, რომელი განთიად ჭამადსა თჳსსა ჭამდა და მიმწუხრი განუმზადებდა“ და დაჰკრებდა.
    97.     განახლებული განჭაბუკნებოდა ბენიამენ ჴელითა პავლესითა, რამეთუ სიჭაბუკესა თჳსსა მგელის-სახჱდ პავლე იტაცებდა და დაჰგლიდა ძუალთა და ჴორცთა მრავალთასა.
    98.     ესე არს, რომელსა იტყჳს, ვითარმედ ჭამადი განთიადისაჲ ჭამოს და მიმწუხრი იგივე.
    99.     რაჟამს მიიწია სისრულესა, მოიღო საჭმელი იგი სულიერი და მიჰფინა ყოველთა საღმრთოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ.
    100.     რომელი-იგი სადამე მოსრვიდა და მოსწყუდიდა (!), რომელ ქრისტჱს მიმართ მორწმუნენი იყვნეს.
    101.     ხოლო მერმე თავსა თჳსსა ასხურებდა და ზრდიდა, ვითარცა-იგი იტყჳს, ვითარმედ: გა-მცა-უფენ და მივსცემ.
    102.     და მერმე იტყჳს მუნ ბენიამენ, ჭაპუკი საკჳრველი, ვითარ იტყჳან საღმრთონი წიგნნი.
    103.     და არა იტყჳს ბენიამენი ხოლო მუნ, არა ხოლო ბენიამენი, არამედ იტყჳს მუნ ჭაპუკისაცა.
    104.     და ვინ არს, რომელი ამას იტყჳს? რომელ არს უმრწემეს ძმათა თჳსთა.
    105.     არამედ ნათესავისა მის ბენიამენისა – პავლე ჴდომით განჭაპუკნებოდა.
    106.     და შემდგომად იქმნა მოციქულ რჩეულ.
    107.     და არა თუ მუნვე იერუსალჱმს გამოეცხადა ამას საღმრთოჲთ კერძოჲ იგი სასწაული, არამედ მისლვასა მას მისსა დამასკედ,
    108.     რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ ბენიამენ სიჭაპუკესა თჳსსა საკჳრველ.
    109.     ეგრეცა პავლე შეძრწუნებული და დაკჳრვებული იტყოდა, „შენ ვინ ხარ, უფალო?“.
    110.     ჴმაჲ იყო პავლჱსა და თქუა: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი“.
    111.     და იქმნა დაკჳრვებულ სწავლითა დიდითა.
    112.     განიშოვრა უგუნურებაჲ და თავ-ჴედებაჲ და მოიღო მადლი სიბრძნისაჲ სულისაგან წმიდისა.
    113.     იქმნა ჭურ რჩეულ და მოძღუარ ეკლესიათა.
    114.     ესე არს, რომელსა იტყჳს: მუნ ბენიამენი ჭაპუკი გასაკჳრვებელი.
    115.     მოვედით და იხილეთ პირად-პირადი ესე საკჳრველებაჲ, ვითარ შუენიერად სახილველ არს ხოირად მოქმნული იგი სასძლოჲ – ეკლესიაჲ,
    116.     რომელ არს მადლთა მათგან სულისა საღმრთოჲსათა, ვითარცა-იგი იტყჳს ქებასა ქებათასა, რომელ არს ესე კურთხევასა კურთხევათასა:
    117.     „ქედი შენი, ვითარცა საშუვალი რკინისაჲ სასანთლისაჲ და ვითარცა მეწამული მსგავს პილოჲს ძუალისა“.
    118.     „ვითარცა თხზულ ბაგენი შენნი, მწუერვალნი თითთა შენთანი, ვითარცა მწუერვალნი ხეთა მათ ლიბანისათანი, რომელი ჰხედავს პირისპირ ადგილთა დამასკისათა“.
    119.     აწ შეტყუებულ ურთიერთას გამოითარგმანებიან სიტყუანი ესე ესრჱთ: გამოაჩინა თავად ქ˜ჱ და ბაგედ-მოციქულნი და თუალნი ორნი შჯულნი.
    120.     საყნოსელ ესე არს, რომელ მიიღეს სული სულნელებისაჲ წმიდათა მათ მოციქულთა და მიმოსდვეს ყოველსა სოფელსა და იტყოდეს,
    121.     ვითარმედ: „სულ სულნელების ვართ ჩუენ ქრისტჱსა, რომელთათჳსმე ცხორებითი ცხორებად და რომელთათჳსმე სიკუდილითი სიკუდილად“;
    122.     და სხუაჲ იგიცა, რომელსა იტყჳს შემდგომითი შემდგომად: „მწუერვალნი თითთა შენთანი, ვითარცა მწუერვალნი ლიბანისანი“.
    123.     რამეთუ მახლობელ არს ლიბანე დამასკესა.
    124.     ჩას, რამეთუ არა თქუმულ არს ესე სიკეთისათჳს დედათაჲსა.
    125.     რამეთუ სიორძილი მწუერვალთა ფრცხილისა[თა]ჲ, ვითარცა მწუერვალთა ხეთა მათთაჲსა, დიდად უშუერება არს.
    126.     რამეთუ ითქუმის ესე ეკლესიასა ზედა და მოციქულთა მიმართ, რამეთუ მიიღო პავლჱ წიგნები მღდელთმოძღუართა მათგან
    127.     და მივიდოდა დამასკედ მახლობელად ძირსა ლიბანისასა.
    128.     და მოეცა ზეცით სწავლაჲ და სული სულნელებისაჲ და ესმა სახელი უფლისაჲ იესუჲსი.
    129.     ესე არს, რომელსა იტყჳს: საცხებელ სულნელების განფენილ არს სახელი შენი.
    130.     და მოემადლა პავლჱს სახელისა მიერ ქრისტჱსისა მადლი სულნელებისაჲ მიჰფინა და აღავსო მოძღურებითა სულნელებისაჲთა ყოველნი ცისკიდენი.
    131.     დიდითა შუენიერებითა განგუამხიარულნა ჩუენ თუალმან ფრცხილმან, რომელსა ზედა დაიწერა სახელი ბენიამენისი,
    132.     რამეთუ იყო დასასრულ და შემკრებელ ოთხგან განდგმულთა თუალთა, რომელი გამოქმნულ და შთალესულ და განდგმულ ზედა ფიცარსა მას საშჯელისასა.
    133.     რაოდენ შემძლებელ ვიყავ, გამოვთქუ პოვნაჲ და სახჱ თუალთა ამათ პატიოსანთაჲ, ვ~ მიითხოვა პატიოსნებამან მაგან შენმან.
    134.     დაღათუ დიდად და უზეშთაეს ჩემსა იყვნეს ჩემდამო ბრძანებანი ესე, მე სიყუარული და მორჩილებაჲ წ~ე შენსა დავდევი.
    135.     აწ სიმჴნემან მაგან შენმან მიიღენ და შეიწყნარენ შიშნეულებაჲ ესე გონებისა ჩემისაჲ.
    136.     და თუ დაშთომილ და დაკლებულ რაჲმე იყოს, აღივსენ იგი ყოვლად მოყუარისა და უხუად სიბრძნისა მაგის შენისა, რამეთუ სიყუარულმან ყოველივე დაითმინის.
    137.     „ყოვლითა ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ სიყუარულსა.
    138.     არა თავი სთნავნ.
    139.     სიყუარული არა ამპარტავანებნ.
    140.     სიყუარულსა არა ჰრცხუენინ, არამედ სიყუარული ყოვლითავე ყოველსა შინა არნ“ ამისთჳს, რამეთუ აქუს საღმრთოჲთ კერძო ძლიერებაჲ.
    141.     ხოლო აწ დიდებაჲ ღმერთსა ყოვლით კერძო.
    142.     დაღათუ იყო ნაკლულ გულისხმის-საყოფელი ესე სიბრძნჱ ჩუენი, უმეტჱს ბრძანებათა მაგათ შენთა მიერ განბრძნდეს გონებანი ესე ჩუენნი.
    143.     დაღათუ ვიყვენით უმეცარ ბრძანებათა მაგათ შენთა ათორმეტთა მათ თუალთათჳს, ნათელი მეცნიერებისაჲ მოეფინა ჩუენ ზედა.
    144.     უკუეთუ ფრომინთა ენისაგან ბერძენთა ენად სიტყჳსა თარგმანებად დიდისა სიბრძნისა საჴმარება არს, რაოდენ არა უფროჲს ჩემდა,
    145.     რომელ მოიწია ჩემდა შენისა მაგის სიყუარულისათჳს გამოთქუმად, რომელ დაფარულ იყვნეს შჯულსა შინა ზრახვანი ღმრთისანი.
    146.     ნანდჳლვე უმეტჱს ჩემისა შეძლებისა ჴელის-შეყოფად ჰბრძანე.
    147.     დაღათუ უმეტჱს გარდარეული იყო, უფროჲს გონებისა ჩემისა მომადლებულ უფლისა ღმრთისა მიერ და შენითა მაგით ლოცვის-ყოფითა სარგებელ ჩუენდა და მრავალთა.
    148.     პატიოსნებაჲ სიყუარულისა შენისაჲ იქმნა ჩუენდა სახედ.
    149.     აწ ყოვლითა პირითა იდიდენ მამაჲ ძისა მიერ და ძჱ მამისა მიერ ერთობითა სულისა წმიდისაჲთა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე ამენ.


26

     1.     მეათერთმეტჱ განწესებაჲ რიცხჳსაჲ და განყოფაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, ვითარცა უბრძანა მოსჱ ათორმეტთა მათ ნათესავთა დგომად:
    2.     ექუსისა მის ნათესავისა მთასა მას ზედა გარიზინსა, და ექუსთაჲ მათ – მთასა მას გებალსა, ვითარცა წერილ არს მეორესა მას შჯულსა.
    3.     და არს განყოფაჲ ნათესავთაჲ მათ ესრჱ, რამეთუ იტყჳს ესრე; განადგინენ ექუსნი მთასა მას გარიზინსა.
    4.     რომელნი არიან ესე, რომელნი იტყჳან კურთხევათა მათ, და იტყოდეს: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ, ბენიამენ,
    5.     და მთასა მას გებალსა, რომელნი იტყოდეს წყევასა მას: რუბენ, გად, ასერ, ზაბილონ, დან, ნეფთალემ.
    6.     არა განწესებულად ითქუა ესე დაწერად განწესებულთა მათ თუალთასა, რომელი იყო ზედა სიტყჳერსა მას ფიცარსა.
    7.     არამედ მოვიჴსენეთ გონებასა მეათერთმეტჱ იგი განწესებული რიცხუთა მათ, რომელ განიწილა ორგან: ექუსნი ერთსა მას მთასა და ექუსნი ერთსა მას.
    8.     ესე ვპოვეთ, რომელ იყვნეს განდგმულ ორთა მათ თუალთა ზმურთა მათ ზედა.
    9.     მჴართა ამათ ზედა დაწერილ სახელები ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, რამეთუ ათორმეტი იგი სახელები ვერმცა დაიწერა ერთი ერთსა თუალსა ზმურსა მას,
    10.     არამედ განყოფილ: ექუსი იგი ნათესავი ერთსა და ექუსი ერთსა დაწერილ.
    11.     ექუსი იგი კურთხევად გარიზინსა ზედა თუალსა მას, რომელი იყო ზედა მარჯუენესა მჴარსა,
    12.     და ექუსი იგი ნათესავი წყევად გებალსა ზედა დაწერილ, თუალსა, რომელი იყო ზედა, მარცხენასა მჴარსა.
    13.     ესე მთანი არიან პირისპირ იერიქოსა აღმოსავალით კერძო მახლობელად გალგალსა.
    14.     ამას გჳთხრობენ წიგნნი, სადა-იგი იკურთხნეს ძენი ისრაჱლისანი
    15.     და იყვნეს მთასა მას გარიზინსა, რომელნი იტყოდეს კურთხევათა მათ: სჳმეონ, ლევი, იუდა და სხუანი იგი სამნი მათ თანა.
    16.     იტყოდეს ესრჱთ: „კურთხეულ, რომელმან ყოს ნებაჲ უფლისაჲ“.
    17.     და ჴმაჲ ოხრისაჲ სასმენელ იქმნებოდა ველთა მათ, სადა დგა ერი იგი.
    18.     და იტყოდეს: იყავნ! იყავნ!
    19.     და მერმე რუბენ, გად, ასერ და ზაბილონ, დან და ნეფთალემ მთასა მას გებალსა და იტყოდეს ესრჱთ:
    20.     წყეულ იყავნ ყოველი, რომელმან არა ყოს დაწერილი წიგნთაჲ ამათ შჯულისათაჲ! და იტყჳნ ყოველი იგი ერი: იყავნ! იყავნ! და გამოითარგმანების ამენ: იყავნ.
    21.     რამეთუ ჴმაჲ ორთა მათ მთათაგან და ოხრაჲ ორთა მათ დასთაჲ სასმენელ იქმნებოდა ერისაჲ მის, რომელნი დგეს ველსა მას შორის ორთა მათ მთათა,
    22.     და გამოთარგმანებით ითქუმის მთაჲ იგი გარიზინი – მთაჲ ჴსნისაჲ, და მთაჲ გებალი – შეგინებულ და შებილწებულ.
    23.     ხოლო რომელნიმე ჰგონებდეს ესრჱთ, რომელთა არა გულისხმის-ყოფით წარიკითხნეს საღმრთონი წიგნნი, უფროჲსღა ნათესავმან სამარიტელთამან:
    24.     მთაჲ იგი გარიზინი სხუად სახედ თქჳს: მთაჲ იგი მაღალი, რომელსა ზედა აქუს სიკიმასა, რომელ არს სჳქემი, რომელ არს პირსპირ სჳქემსა ქალაქი სამარიტელთაჲ,
    25.     რომელსა შევიდა უფალი, რომლისაგან გამოვიდა დედაკაცი იგი სამარიტელი და იხილა უფალი, რამეთუ ჯდა ზედა ჯურღუმულსა მას.
    26.     და აწ ერქუმის სჳქემსა ნეაპოლის, ქალაქი პოხილი და სავსჱ, რომელ არს ქუეყანასა მას პალესტინელთასა, რომელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას ჟამსა სამარიტელნი და ჰურიანი.
    27.     და სამარიტელ ითქუმის, რამეთუ მთაჲ იგი, რომელ მახლობელად ქალაქსა მას არს, მთაჲ სომერაჲს ერქუმოდა, და ესუა მას ძჱ და უწოდა სახელი მას სომერონ.
    28.     ეწოდა სახელი მთასა მასცა სომერ.
    29.     ამის გამო სახელ-ედვა ნათესავსა მას სამარიტელთასა.
    30.     და იყო ნათესავი იგი სამარიტელთაჲ ქუეყანისა მისგან ბაბილოვნელთაჲსა და ასურასტანელთაჲსა.
    31.     და ნაბუქოდონოსორს მოეყვანნეს და დაეშენნეს ქუეყანასა მას გალილეველთასა და პალესტინელთასა.
    32.     რაჟამს წარტყუენნა ნაბუქოდონოსორ ძენი ისრაჱლისანი, შევიდეს წინაშე ნაბუქოდონოსორ მეფისა მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.
    33.     და იყვნეს კაცნი იგი, რომელ შევიდეს წინაშე ნაბუქოდონოსორ მეფისა ეზრა და სხუანი მღდელთა მათგანნი და მოხუცებულნი ძეთა მათ ისრაჱლისათანი.
    34.     და ევედრნეს ნაბუქოდონოსორს, რაჲთამცა მიავლინნა კაცნი მცველად ქუეყანისა მის მათისა, რაჲთა არა ქუეყანაჲ იგი მაღნარად, გარდაიქცეს და განირყუნეს.
    35.     და ისმინა ნაბუქოდონოსორ ვედრებაჲ იგი მათი და გამოარჩინა ოთხთა მათ ნათესავთაგან მონანი თჳსნი, წარავლინნა მცველად ქუეყანისა მის მათისა.
    36.     და იყო სახელები ნათესავთაჲ მათ ესე: კუდიელნი და კჳთელნი და სეფუელნი და ანაგონელნი, რომელნი მივიდეს დაშენებად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.
    37.     და თითოვეულად ნათესავთა მათ ჰქონდეს კერპნი მათნი, რომელთა თავყუანის-სცემდეს და ღმრთით ჰხადოდეს.
    38.     მოვიდეს და დაეშენენნეს მახლობელად მთასა მას სომერასა.
    39.     და სახელად მთისა მის და თჳსთა მათ საქმეთაგან სამარიტელ იწოდნეს, რამეთუ მცველობასა სომერი მტერ ერქუმის,
    40.     რამეთუ ესენი იყვნეს მცველ ქუეყანისა მის და მათ ჟამთა მცველთა მათ ზედა სამარიაჲსათა ლომნი და ვეფხნი და დათუნი განმრავლებულ იყვნეს მათ ზედა,
    41.     მოსრვიდეს და ეგოდენ განმრავლებულ იყვნეს მჴეცნი იგი, დღითი-დღჱდ მოასრულებდეს ნათესავთა მათ სამარიაჲსათა.
    42.     და მათ წარავლინეს ღაღადის-გდებად ნაბუქოდონოსორ მეფისა, რაჲთა განეშოროს იგი ქუეყანისა მისგან გალილეველთაჲსა
    43.     და მიიქცენ იგინი მუნვე ქუეყანად თჳსა, რაჲთა არა ყოველივე აღიჴოცოს ნათესავი იგი სიმრავლისა მისგან მჴეცთაჲსა.
    44.     და დაკჳრვებულ იყო ნაბუქოდონოსორ და ეტყოდა: ვითარ-მე დამკჳდრებელ იყვნეს ნათესავნი იგი ისრაჱლისანი? მოუწოდა მოხუცებულთა ძეთა მათ იჱლისათაჲ
    45.     და ჰკითხვიდა: ვითარ შემძლებელ იყვენით დამკჳდრებად ქუეყანასა მას?
    46.     და მათ მიუგეს ჭეშმარიტი და მართალი მისაგებელი, ჰრქუეს ნაბუქოდონოსორს: ვერვინ შემძლებელ არს ნათესავთაგანი დამკჳდრებად მუნ,
    47.     არა თუ შჯული უფლისა ღმრთისაჲ ვისმე აქუნდეს და თუ არა ვიდოდის შემსგავსებულად შჯულსა და ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა.
    48.     და მოითხოვა ნაბუქოდონოსორ შჯული იგი მოხუცებულთა მათგან და მათ აღწერეს მსგავსად შჯულისა მის თჳსისა და მისცეს.
    49.     და ნაბუქოდონოსორ უბრძანა მიძღუანებაჲ შჯულისაჲ მის სამარიტელთა მათ ჴელითა ეზრა მღდელისაჲთა.
    50.     არა იგი ეზრა არს ესე, რომელი-იგი სალათიელისი ძისა ზორობაბელისი, არამედ სხუაჲ ეზრა არს, სახელით-მოდგამ მისა არს.
    51.     და ესე ეზრა მღდელ-ყოფილ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.
    52.     მისცა სამარიტელთა მათ ხუთი იგი ხოლო თავი დაბადებისაჲ, დაწერილ წერილითა მით პირველი[თა] მსგავსად სახისა მის, რომელ მოსცა უფალმან მთასა მას სინასა.
    53.     და სახესა წერილისასა მას ძენი ებრაელთანი სახელ-სდებენ დიესინონ, რომელ გამოითარგმანების „განდგმულ ფიცართა მათ“.
    54.     ხოლო აწ რომელ აქუს ებრაელთა მათ სახჱ წერილისაჲ, არა მსგავს არს წინანდელისა მის დაწერილისა, რომელ ფიცართა მათ წერილ იყო.
    55.     არამედ აწ რომელი აქუს ჰურიათა, სახელი ჰრქჳან სომორონოს.
    56.     რამეთუ სამარიტელთა დესინონ ჰრქჳან, რომელ მათ ჟამთა გამოთლილთა მათ ფიცართა შინა წერილ იყო.
    57.     და წარვიდა ეზრა მღდელი ბაბილოვნით.
    58.     უნდა ნათესავი იგი ისრაიტელთაჲ სამარიტელთა მათგან განშოვრებად, რაჲთა ნუუკუე სამარიტელნი იგი აღერინენ ნათესავსა მას აბრაჰამისსა, რამეთუ ეპყრა შჯული იგი მოსჱსი.
    59.     არა ცვალა წინაჲსწარმეტყუელთაჲ მათ წიგნთაჲ აღწერილი დესინონ, გარნა მარტოდ დაბადებისაჲ ხოლო იგი, რომელ მოეღო სამარიტელთა მათ ბუნებითი იგი შჯული,
    60.     რაჲთა ამით განაშოვროს ურთიერთას ნათესავი იგი აბრაჰამისი და ნათესავი იგი სამარიტელთაჲ.
    61.     აწ თხრობაჲ ამის ყოვლისაჲ განვაგრძვე და დავყოვნე და გამოვიძიე, ვინაჲ არიან სამარიტელნი
    62.     ანუ რომელთა ნათესავთაგან და ვითარ სახელი დაედვა სახელად მთისა მის და ძისა სომერაჲსა, რომელ იყო ნათესავისა მისგან ქანანელთაჲსა და ფერეზელთაჲსა,
    63.     ანუ ვითარ-მე სახელი სამარიტელთაჲ გამოითარგმანების მცველ, რამეთუ იყვნეს იგინი მცველ ქუეყანისა მის.
    64.     ვიწყო თქუმად მერმჱ სხუად სახედ და გამოცხადებულად გამოვაჩინნე იგინი, ვითარმედ ვითარ იყვნეს მცველ შჯულისა მის და ჰმსახურებდეს კერპთა.
    65.     რამეთუ წერილ არს ესრჱ სამარიტელთათჳს, ვითარმედ იწუართებოდეს და ისწავლებოდეს და აქუნდა მათ შჯული უფლისა ღმრთისაჲ და თავყუანის-სცემდეს კერპთა თჳსთა.
    66.     ხოლო შჯულსა უფლისასა წერილ არს, ვითარმედ: კერპთა შენ ნუ თაყუანის-სცემ.
    67.     და თუ რომელმან კერპთა თავყუანის-სცეს, ვითარ-მე შჯულისა აღმასრულებელ იპოვოს?
    68.     არამედ იქმოდეს ზაკულებით ოთხნი იგი ბილწნი ნათესავნი სამარიტელთანი, რაჟამს ესმა, ვითარმედ მოვალს ეზრა განრყუნად და დამუსრვად კერპთა მათ,
    69.     ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსჱსსა, რამეთუ უბრძანა ღმერთმან, ვითარმედ ყოველი, რომელი თავყუანის-სცემდეს კერპთა, ქვითა დაიქოლენ.
    70.     ესე ვითარ ესმა ნათესავსა მას სამარიტელთასა, იწრაფეს და აღიხუნეს კერპნი იგი სიმაღლისაგან ბაგინთა მათ ტაძრისათა
    71.     და წარიხუნეს და დამალნეს მთასა მას გარიზინსა კერპნი თჳსნი, ვითარცა წერილ არს შემდგომითი შემდგომად თხრობათა.
    72.     ვითარ იტყჳს: კაცთა ბაბილოვნელთა კერპნი თჳსნი, სოქოთი და ბენეთი, და კაცთა ქოთიელთა კერპნი თჳსნი, რომელთა სახელ-ედვა ნერიგელ,
    73.     და კაცთა ემათელთა კერპნი იგი ასიმა, და ეველთა – კერპნი იგი: ნებას, თართაქ და კერპნი იგი სეფარუიმ.
    74.     და შეცთომილებითა მით იქცენეს გულნი სამარიტელთა მათ თაყუანისცემად გარიზინ მთასა, სადა დაეფარნეს და დაემალნეს კერპნი იგი და ყოვლით კერძო,
    75.     სადაცა არიედ, თაყუანის-სციან მთასა მას, ჩრდილოჲთ და სამხრით, ყოვლით კერძო, სადაჲთცა არიედ კერპნი იგი, თაყუანის-სცემედ,
    76.     რამეთუ იყვნეს გარიზინსა ზედა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ დაწერილისაჲ მის, რომელსა იტყჳს,
    77.     ვითარმედ დგეს და მოელოდეს სამარიტელნი იგი შჯულსა მას უფლისასა.
    78.     ხოლო თავყუანის-სცემედ კერპთა მათ თჳსთა, რამეთუ რომელ აწ სამარიტელნი არიან, უმეცარ არიან, სადა დაფარულ არიან კერპნი იგი
    79.     და იტყჳან, ვითარმედ მამანი ჩუენნი თავყუანის-სცემდეს მთასა ამას და თავთა თჳსთა ნაშობ იოსების ითხრობენ.
    80.     და ესე ყოველი იყო, რაჲთა არა ნაცილ იყოს სიტყუაჲ წერილისაჲ მის უფროჲ[ს]ღა.
    81.     რამეთუ მსგავსად საქმეთა თჳსთათჳს საღმრთონი წიგნნი იტყჳან დამარხვისათჳს შჯულისა უფლისაჲსა და თავყუანის-ცემად კერპთა თჳსთა.
    82.     და ესე ყოველი თხრობაჲ იქმნა ათორმეტთა მათთჳს ნათესავთა, რომელნი განიწილნეს მთასა მას გარიზინს და გებალს.
    83.     და გამოვაჩინეთ, რამეთუ არა ესე არს გარიზინი, რომელსა თავყუანის-სცემენ სამარიტელნი.
    84.     და იგინი შეტყუვილითა შესცთეს, რამეთუ არა მეცნიერ არიან ყოველთა საღმრთოთა წიგნთა,
    85.     არამედ მეცნიერ არიან დაბადებისა წიგნთა ხოლო და სხუათა წიგნთა არა აღმოიკითხვენ.
    86.     და ჰგონებენ, ვითარმედ იგი მთაჲ, რომელი მახლობელ არს ნიაპოლისსა, რამეთუ მთაჲ იგი გარიზინი დიდ და მაღალ არს.
    87.     და ერთი იგი მთაჲ, რომელ პირისპირ მისა არს, რომლისათჳს შეცთომილებით იტყჳან, ვითარმედ ესე არს გებალი,
    88.     რამეთუ სჳქემი და ადგილი იგი, რომელსა დადებულ არს იოსები შორის ორთა მათ მთათა, საშუვალ ღელესა მას და იმიერ და ამიერ მთანი იგი.
    89.     და ერთ კერძო მთისა მის გარიზინს დაკიბულად ქმნულ არს ვიდრე თავადმდჱ მთისა მის სამარიტელთაჲსა.
    90.     რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს ქალაქსა მას ნეაპოლისს.
    91.     და ზედა თავსა მას მთისასა, უქმნეს შჱნებაჲ და თავყუანის-სცემენ მთასა მას გარიზინსა, ვითარცა წინაჲსწარ ვთქუთ შეცთომილებისა მათისათჳს და არა სიბრძნისა.
    92.     რამეთუ წერილნი შეატყუებენ და თხრობანი ყოველნი, რომელნი ჭეშმარიტ არიან, რამეთუ მაღალ არს თავი მთისაჲ მის.
    93.     და თუ ვინმე ღაღად-ყოს თავსა ზედა მთისა მის, არა არს ვითარმცა ზეშთამო სასმენელ იქმნა ველთა მათ ჴმაჲ იგი
    94.     და რაჟამს ექუსნი იგი ნახპეტნი ღაღადებდეს და ეტყოდეს კურთხევათა მათ ერსა მას, რომელსა არა ესმინ ჴმაჲ იგი სიმაღლითა მით მთისაჲთა,
    95.     ვითარმცა თქუეს „ამენ“, რომელ არს თარგმანებით „იყავნ“? რამეთუ მილიონ ერთ უმაღლეს არს სიმაღლჱ მისი; რამეთუ მრავალ დაკიბულ არს თავადმდჱ.
    96.     ვითარ იტყჳან, ათას ხუთას და უმეტეს არს დაკიბული იგი.
    97.     და ქუემო ძირსა მთისასა არს ადგილი, რომელ არა დაკიბულ არს.
    98.     და ეგოდენისა სიმაღლისაგან ვითარ-მე-მცა ისმა ჴმაჲ მათა, რომელნიმცა დგეს ძირსა მის მთისასა, ანუ ზეშთა მათ – ჴმაჲ ქუემოთაჲ მათ მდგომარეთაჲ?
    99.     ამით ყოვლითა შეტყუებულ არს შეცთომილებაჲ სამარიტელთაჲ მათ, რამეთუ არა ესე მთანი არიან, რომელთა იტყოდეს ძენი ისრაჱლისანი.
    100.     კურთხევათა და წყევათა აწ გჳჩუენებენ ჩუენ წიგნნი იგი ისუ ნავესნი, რომელნი-იგი დაწერილ არიან შემდგომად დაბადებისა წიგნთაჲსა,
    101.     ვითარმედ აღმოსავალით კერძო პირსპირ იერიქოსა დგანან ორნი იგი მთანი: გებალი და გარიზინი.
    102.     და მახლობელად ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გალგალა, სადა-იგი დასხნეს ათორმეტნი იგი ქვანი, სადაცა-იგი ყო ზატიკი ისუ ძემან ნავჱსმან და ჭამეს პური ქუეყანისაჲ მის,
    103.     სადა-იგი მოაკლდა მანანაჲ მათგან, ამას ადგილსა წინა-დაიცჳთეს ძეთა ისრაჱლისათა ცისნატეხისა ქვისა მახჳლითა.
    104.     ესე იგი ადგილი არს „გალგალი, რომელი დგას აღმოსავალით კერძო იერიქოსა“.
    105.     ამისა მახლობელად დგანან მთანი იგი, რომელ არიან მცირენი ბორცუნი – გარიზინი და გებალი, რომელთა ზედა იტყოდეს წყევათა და კურთხევათა.
    106.     ხოლო მთაჲ იგი დიდი გარიზინი, რომელ არს სიკიმაჲ, სამხრით კერძო დგანან, იერიქოსა მახლობელად,
    107.     მზის აღმოასავალით კერძო და შორავს იერიქოსა ორმეოც და ათორმეტ მილიონ.
    108.     ხოლო ესე მთანი არიან გებალი და გარიზინი მახლობელად იერიქოსა ვითარ ორით მილიონით აღმოსავალით მიახლებულად სამხრით კერძოსა მას.
    109.     აწ გამოვაცხადნეთ მთანი ესე ყოვლითა ჭეშმარიტებითა.
    110.     აქა ოდენ კმა იყავნ თქუმად და გულისხმის-ყოფად ამის ყოვლისათჳს.