1

     1.     და იშვა იგი, ვითარცა-იგი თჳთ მან გჳთხრა, რვასა იანვარისასა, წელსა მეშჳდესა ჴელმწიფებასა და წელსა მეოთხესა მარკიანე მეფისა მორწმუნისა და ღმრთისმოშიშისასა.
    2.     და იყვნეს მშობელნი მისნი ქრისტეანე და სარწმუნოებითა და სიბრძნითა განსწავლეს იგი და ორნი იგი ძმანი მისნი მის თანა: ფარღამოს და ელია.
    3.     და იგინიცა განბრწყინდეს საქმითა მონაზონებისაჲთა.
    4.     და მცირედთა ჟამთა შეისუენეს მშობელთა მისთა.


2

     1.     ხოლო მათ განიყვეს ყოველი, რაჲცა იყო მშობელთა მათთაჲ და ამისა შემდგომად განვიდა კაცი ესე და მისცა თავი თჳსი ღმერთსა და აღაშჱნა ქალაქსა მას შოვრის ეკლესიაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისი და შეურაცხ-ყვნა ყოველნი საქმენი ამის სოფლისანი წელსა მეათრვამეტესა ჰასაკისა მისისასა და შეიწყნარნა მის თანა ათნი ძმანი, რომელნი ეძიებდეს ცხორებასა, და შექმნა იგი კრებულად და ყოველთა ჟამთა სიჭაბუკისა მისისათა ცხონდებოდა მრავლითა მოსწრაფებითა და აღჳრსხმითა მუცლისაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანებისაჲთა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ სავსებაჲ მუცლისაჲ და ამპარტავანებაჲ ვერ შემძლებელ არიან მღჳძარებად და არცა შემუსრვილებასა და სიწმიდესა, და ვერცა კუალად ამპარტავანებაჲ შემძლებელ არს დადუმებად და დაყუდებად.
    2.     და ვერ შემძლებელ იყო მონაზონებასა, გარნა სიწმიდითა და სიმდაბლითა და კრძალულებითა.
    3.     და ესრჱთ იღუწიდა სიჭაბუკესა თჳსსა.
    4.     და იმარხავნ გონებასაცა თჳსსა, რაჲთა არა მიმოქროდის.
    5.     და სიტყუაჲ მისი იყო შეზავებულ ზომით მარილითა მადლისაჲთა, ხოლო რომელნი-იგი ჴელსა მისსა ქუეშე იყვნეს, აზრახებნ მათ, რაჲთა ჰბაძვიდენ მონაზონებასა მისსა და განგებასა მისსა.
    6.     და არა დასდვის მათ ზედა უღელი მძიმჱ, რამეთუ ახალნერგ იყვნეს იგინი მონაზონებასა შინა, და არცა კუალად უტეობდა მათ უდებ-ყოფად ცხორებასა სულთა მათთასა, არამედ მცირედ-მცირედ მოიყვანებდა და ასუმიდა მათ წყალსა ღმრთეებისასა.
    7.     და ჰყოფდეს იგინი საქმეთა ღირსად წოდებისა მის.


3

    1.     აღსრულებასა ოდენ ოცდარვისა წლისა ჟამთა ჰასაკისა მისისათა განბრწყინდა მის ზედა მადლი ღმრთისაჲ.
    2.     და კაცნი კოლონიელნი ევედრნეს საბასტიელსა მიტროპოლიტსა, რაჲთა მიზეზით რაჲთმე მოუწოდოს წმიდასა ამას და ყოს იგი მთავარეპისკოპოს.
    3.     ხოლო მან მოუწოდა მოზეზით.
    4.     და ვითარ მოვიდა, მუნთქუესვე შეიპყრა იგი და იძულებით აკურთხა იგი ეპისკოპოსად თჳნიერ ნებისა მისისა, ქალაქისა მისთჳს პირველმოჴსენებულისა, რამეთუ ეპისკოპოსი მუნი აღსრულებულ იყო.


4

    1.     და ვითარ მიიღო მთავრობაჲ იგი თჳნიერ ნებისა მისისა, არა შეცვალა განგებაჲ მონაზონებისა თჳსისაჲ, არამედ დასდვა თავსა თჳსსა ეპისკოპოსებასა შინა იგივე მარხვაჲ, რომელსა შინა იყო მონასტერსა თჳსსა, და არასადა განშიშულდის და არცა იბანის სადა და ჰრცხუენინ ხილვად ვისამე იგი შიშუელი და არცა თჳსთა ჴორცთაჲ ჰნებავნ ხილვაჲ, რამეთუ ეჴსენა მას ურჩებაჲ და სიშიშულჱ ადამისი და იტყჳნ, ვითარმედ დიდთა საქმეთაგანი არს არა ბანაჲ კაცისაჲ.
    2.     და ყოველსა შინა საქმესა კეთილსა მოსწრაფე იყო ღმრთისა სათნო-ყოფად მარხვითა და ლოცვითა და სიწმიდითა ჴორცთაჲთა და უმანკოებითა გულისაჲთა.
    3.     და განიწმედდა გულისსიტყუასა თჳსსა ყოველსა ჟამსა და განაგდებდა ყოველსასიმაღლესა, რომელი ამაღლდების უფროჲს ღმრთის-მეცნიერებისა.
    4.     და ფარღამოსს, ძმასა მისსა, აქუნდა სადგური წინაშე მეფეთა ზჱნონისსა და ანასტასისა და მოიღო მათგან მთავრობაჲ და ჴელმწიფებაჲ.
    5.     და ბრწყინვალედ განგებითა მით ძმისა მისისაჲთა მასცა ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა სათნო-ყოფად ღმრთისა.
    6.     და კუალად თევდორე, დისწული მისი, მწიგნობარი, დაბერდა საქმითა კეთილითა.
    7.     და მოვიდა მისა ჴმაჲ, და ჴმასა მას თანა განბრწყინდა სული მისი, და ფრიად სათნო-ეყო იგი ღმერთსა და ყოველი სახლი მისი.
    8.     და ესე თევდორე იყო საყუარელ წინაშე ყოველთა ბერძენთა და წინაშე ისტჳნიანე მეფისა მორწმუნისა.
    9.     და ვითარცა დაყო ნეტარმან მან იოვანე ცხრაჲ წელი ეპისკოპოსობასა შინა, ჴელმწიფებაჲ მოიღო ფასნიკოცა, ქმარმან დისა მისისა მარიამისმან, და იქმნა იგი ერისთავ სომხითისა ქუეყანასა და ეშმაკისამიერითა აღძრვითა იწყო აღშფოთებად და განრყუნად ეკლესიათა ღმრთისათა.
    10.     და ესე უშჯულოჲ აყენებდა მნეთა ეკლესიისათა არა აღსრულებად საქმისა კეთილისა ეკლესიათა შინა.
    11.     და რომელნი აღასრულებდეს წესსა ეკლესიათასა, მათ შჯიდა და სტანჯვიდა.
    12.     მრავალგზის ევედრებიედ მას სიტყჳთა ღმრთისაჲთა, ხოლო იგო ბოროტადვე მიიქცევინ უფროჲსღა, ვინაჲთგან მოკუდა მარიამ,ცოლი მისი.
    13.     და ამის მიერ შევარდა წმიდაჲ იგი მწუხარებასა და სიმწარესა და აიძულა წარსლვად კოსტანტინეპოვლისა.
    14.     და ვითარ მიიწია მუნ, ითხოვა და მოიღო ყოველი, რაჲცა უნდა ეკლესიათათჳს განსრულებასა ზჱნონის მეფისასა.
    15.     და ევფემიოს, პატრეაქი კოსტანტინეპოვლელი, თანა-შემწე ეყო მას ეკლესიათათჳს.
    16.     და რაჟამს იქმნა ყოველი, რაჲცა უნდა, იზრახა ზრახვაჲ ღმრთისა სათნოჲ, რაჲთა წარვიდეს ქალაქად ღმრთისა წმიდად და განაშოროს თავი თჳსი საქმეთაგან ამის სოფლისათა.
    17.     ხოლო წიგნები იგი მეფისაჲ წარსცა მის თანა მოსრულთა მათ კაცთა ქუეყანად თჳსა.
    18.     და იგი მარტოჲ ივლტოდა მათგან და აღჴდა ნავსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაადგრა იგი სასნეულოსა მას, რომელი ეშჱნა ევდოკიას.
    19.     და იყო სასნეულოსა მას შინა მცირჱ ეკლესიაჲ წმიდისა გიორგისი.
    20.     და იყოფოდა მუნ შინა მრავალ ჟამ.
    21.     და ვითარ იხილა თავი თჳსი შფოთსა შინა კაცთაგან, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ ცრემლით, რაჲთა მიუძღუეს ადგილსა ყუდროსა, და ცხონდეს მას შინა.


5

     1.     და ოდეს იყო სასნეულოსა მას შინა, ესე ნეტარი მამაჲ იოვანე მყოვარ ჟამ ევედრებოდა ღმერთსა.
    2.     და ღამესა ერთსა გამოვიდა შოვრის მას ეზოსა სასნეულოჲსასა და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და იხილა ვარსკულავი ბრწყინვალჱ.
    3.     და იყო ვარსკულავსა მას შოვრის სახჱ ჯუარისაჲ.
    4.     და მოვიდა მისა და ესმა ჴმაჲ ბრწყინვალებისა მისგან, რომელი ეტყოდა: უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ, შეუდეგ ნათელსა ამას.
    5.     და მყის სარწმუნოებით გამოვიდა და შეუდგა ნათელსა მას.
    6.     და მოუძღუა მას ნათელი იგი, ვიდრემდის მოიყვანა ლავრასა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა განსრულებასა ოცდათრვამეტისა წლისა ჟამთა ჰასაკისა მისისათა და ჟამთა ოდენ სალოსტის პატრიაქისათა იერუსალჱმს.
    7.     და მას წელსა განაახლეს ეკლესიაჲ იგი ლავრისაჲ ღმრთივ-შჱნებული.
    8.     და შემდგომად სიკუდილისა ზჱნონისა ანასტასი მოიღო მეფობაჲ, ვითარ-იგი მან თჳთ გჳთხრა პირითა თჳსითა.


6

     1.     და ვითარ მოვიდა ლავრად, პოვა მამაჲ ჩუენი საბა, შეეკრიბა რაჲ ასერგასისი მონაზონი და უძღოდა მათ სიგლახაკითა და ჭორითა ჴორცთაჲთა, ხოლო მდიდარ იყვნეს იგინი სულითა და მადლითა.
    2.     და შეიწყნარა წმიდამან საბა ესე ნეტარი და მისცა იგი ვიკონომოსსა ლავრისასა, ვითარცა ერთი ახალთაგანი, რაჲთა ყოს მსახურებაჲ, რამეთუ არა უწყოდა საფასჱ იგი, რომელი იყო მის თანა.
    3.     და ნუვის უკჳრნ ესე, რამეთუ ღმერთმან დაფარა ნეტარისა საბაჲსგან საფასჱ იგი იოვანე სრულისაჲ.
    4.     არამედ განიზრახენ ესრჱთ, რამეთუ ოდეს ჰნებავნ ღმერთსა გამოცხადებად წმიდათა მისთაჲ, წინაწარმეტყუელ არიედ იგინი, და ოდეს დაფარის მათგან, ვერას ზრახვედ, არამედ სწორ კაცთა იქმნიან.
    5.     და მოწამე არს სიტყუასა ამას ელისე წინაწარმეტყუელი, რომელმან თქუა სომანიტელისა მისთჳს, ვითარმედ: სული მისი მწუხარე არს, და უფალმან დაფარა ესე ჩემგან.
    6.     და ესე წმიდაჲ მამაჲ იოვანე ყოვლითა მოსწრაფებითა ერჩდა ვიკონომოსსა, და სხუათა მამათა ჰმსახურებდა იგი სიმდაბლით და გულისსიტყჳთა კეთილითა.
    7.     და ივსებნ იგი წყალსა ჴევით და წუენსა უქმნ ქვით-ხუროთა მათ და კუალად მისცემნ ქვასა და ყოველსა შესაწევნელსა მათსა.
    8.     და მას ჟამსა აღეშჱნა ქსენადოქი ლავრისაჲ, და შემდგომად მეორისა წლისა მოსლვისა მისისა ლავრად განწმიდნა კასტელი ეშმაკთაგან, ვითარცა წერილ არს ცხორებასა წმიდისა საბაჲსსა, და ფრიად დაშურა მუნ წმიდისა მის თანა და იქმოდა მუნ, და სხუანიცა – მის თანა.
    9.     და ვითარ-იგი მან მითხრა, ამბა მარკიანეს რაჟამს გამოეცხადა ღმრთისა მიერ მირთუმად საზრდელი.


7

     1.     და ვითარ განსრულდა მსახურებაჲ მისი პირველსა წელსა და დადგა სხუაჲ ვიკონომოსი, კუალად დაადგინა წმიდაჲ ესე ქსენადოქარად და მეწუნედ.
    2.     ხოლო მან შეიწყნარა სიხარულით მსახურებაჲ იგი გულითა ჰამოჲთა და განუსუენებდა იგი მამათა ყოველსა შინა საჴმარსა მათსა, და ჰმსახურებნ იგი თითუეულსა მათსა სიმდაბლით და მრავლითა მოსწრაფებითა.
    3.     და მას წელიწადსა აღჱშჱნა კჳნობი ლავრისაჲ, რომელ არს ჩრდილოჲთ კერძო ლავრასა, რაჲთა იყოფოდიან მას შინა პირველ მომავალნი მონაზონებად, რაჲთა ისწაონ წესი და მოქალაქობაჲ მონაზონებისაჲ პირველად და ამისა შემდგომად შევიდენ და იყოფოდიან ლავრასა შინა.
    4.     და შემდგომად სწავლისა მათისა კანონთა კრებულისათა, ვითარცა თქუა ნეტარმან საბა, რამეთუ, ვითარცა ყუავილი პირველად გამოვიდის ნაყოფისა, ესრჱთ იყვნენ, რომელნი კრებულსა შინა არიან, რამეთუ დასაბამი არს იგი მონაზონებისაჲ.
    5.     და რაჟამს ესე კჳნობი ეშჱნებოდა, ესე ნეტარი კაცი აიძულებდა თავსა თჳსსა და უქმოდა წუენსა ხუროთა.
    6.     და აღიკიდის წუენი და სხუაჲ საჴმარი მათი ორგზის დღესა შინა და მიართჳს მოქმედთა.
    7.     და იყო შორს ადგილი იგი ქსენადოქისაგან ათ უტევან.


8

     1.     და ვითარცა აღასრულა მსახურებაჲ იგი მის წელიწადისაჲ, ყოველთა მამათა სარგებელ ეყო სიკეთითა მისითა და სიწმიდისაგან და გულისხმისყოფისაგან, მაშინ მისცა მას მამამან ჩუენმან საბა სენაკი, რომელსა შინა დაეყუდოს.
    2.     და ვითარ შეიპყრა იოვანე სენაკი და მოიღო ბრძანებაჲ დაყუდებისაჲ, დაყო სამი წელი სენაკსა შინა ესრე სახედ: ხუთთა მათ დღეთა კჳრიაკესა შინა არა გამოვიდის, არცა ვინ იხილის და არცა ჭამის რაჲ.
    3.     ხოლო შაბათსა და კჳრიაესა იგი შევიდის უწინარჱს ყოველთასა ეკლესიად და ყოველთა უკუანაჲთ გამოვიდის სიხარულით.
    4.     და შიშით დგან ჟამსა ფსალმონებისასა და ცისკრისასა, ვითარცა წერილ არს: ჰმონებდით უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
    5.     ესე ცნობაჲ აქუნდა ჟამისწირვისა ჟამსა უბიწოდ და ვერ შემძლებელ იყო თავისა თჳსისა დაჭირვად ცრემლთაგან.
    6.     ხოლო მამანი რაჲ ჰხედვედ, უკჳრნ და ადიდებედ ღმერთსა, მომცემელსა კეთილისასა.


9

     1.     და შემდგომად ამის სამისა წლისა იქმნა იგი ვიკონომოს ლავრისა, და ღმერთი შეეწეოდა მას ყოველსა შინა საქმესა.
    2.     და განმრავლდა კრებული ლავრისაჲ ჴელითა მისითა, და განმრავლდეს მამანიცა.
    3.     და ვითარ აღასრულა მსახურებაჲ თჳსი, გულსა მოუჴდა მამასა საბას, რაჲთამცა აკურთხა იგი ხუცად, ვითარცა მონაზონი ღირსი და სრული ყოვლითავე, და თანა-წარიყვანა იგი.
    4.     და აღვიდა იგი იერუსალჱმდ და მივიდა ელია პატრეაქისა და უთხრნა მას ყოველნი იგი კეთილნი საქმენი მისნი და ევედრა, რაჲთამცა უკურთხა იგი ხუცად.
    5.     ხოლო ვითარცა ესმა პატრეაქსა სათნოებათა მისთაჲ, აღვიდა იგი წმიდასა თხემისა ადგილსა, რაჲთამცა თჳსითა ჴელითა აკურთხა იგი ხუცად.
    6.     და ვითარ იხილა წმიდამან თავი თჳსი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს სივლტოლად, სიმდაბლით ჰრქუა პატრეაქსა: მამაო პატიოსანო, მნებავს რაჲმე სიტყუაჲ შენდა საიდუმლოჲ, რამეთუ მაქუს ცოდვაჲ და მინებს იგი თხრობად სიწმიდესა შენსა.
    7.     და უკუეთუ ღირს ვიყო, თავს-ვიდვა ჴელთა-დასხმაჲ ესე.
    8.     და გან-რე-იდგინა იგი თჳსისაგან აღსავალსა მას თხემისა ადგილისასა და ჰრქუა მას: ვევედრები შენსა სიწმიდესა, შემიწყალე მე და ნუვის უთხრობ საიდუმლოსა ჩემსა, რაჲთა არა წარვიდე ამიერ ქუეყანით.
    9.     და არწმუნა მას პატრეაქმან, ვითარმედ არავის უთხრას.
    10.     მაშინ ჰრქუა მას: მე, მამაო, ეპისკოპოსი ვიყავ მას ქალაქსა და სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩემთაჲსა განვეშორე და ვივლტოდე და შთავედ უდაბნოდ და მოველი ბრძანებასა ღმრთისასა და განვიზრახე თავით ჩემით, ვითარმედ ჯერ-არს ჩემდა მსახურებაჲ მამათაჲ, ვიდრე აქუსღა ძალი ჴორცთა ამათ, რაჲთა რაჟამს დავბერდე და მოუძლურდე, არა დავისაჯო სხუათა მსახურებისაგან.
    11.     და ვითარ ესმა ესე პატრეაქსა, დაუკჳრდა და მოუწოდა წმიდასა საბას და ჰრქუა მას, ვითარმედ: საქმჱ გამომიცხადა, რომლითა ვერ შემძლებელ არს მიღებად ჴელთა-დასხმასა, არამედ ამიერითგან უტევე ეგე, რაჲთა დაეყუდოს, და ნუმცა ვინ აწყინებს მას და ნუცა აშფოთებს რას.
    12.     და ვითარ ესე ჰრქუა მას, განუტევნა მშჳდობით.


10

    1.     მაშინ ნეტარი საბა შეწუხნა გულსა შინა თჳსსა და წარვიდა იგი ქუაბსა დასავალით კერძო კასტელსა, რომელი ჰშორავს ლავრასა ოცდაათ უტევან, რომელი ამისა შემდგომად კჳნობად აღჱშენა, და დააგდო თავი თჳსი წინაშე ღმრთისა და იტყოდა ცრემლით: რაჲსათჳს, უფალო, შეურაცხ-მყავ და არა მაუწყე საქმჱ მამისა იოვანეჲსი, რამეთუ ვაქე იგი და მეგონა გულსა ჩემსა, ვითარმედ ღირს არს იგი მღდელობასა.
    2.     და აწ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, მაუწყე მე საქმჱ მისი, რამეთუ მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე.
    3.     უკუეთუ აწ ესე, რომელსა-იგი ვჰგონებდ რჩეულად და წმიდად და სათნოდ და ღირსად სიწმიდისა, და აწ იქმნა შეურაცხ და არაღირს მსახურებად წინაშე დიდისა დიდებისა შენისა.
    4.     ამას და მსგავსსა ამისსა სიტყუასა იტყოდა ღამე ყოველ ცრემლით ნეტარი საბა.
    5.     და ეჩუენა მას ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მამაჲ იოვანე არა შეურაცხი არს და არცა თუ არაღირს არს, არამედ ჭური არს რჩეული და აქუს ჴელთა-დასხმაჲ ეპისკოპოსობისაჲ.
    6.     და არა ჯერ-არს, რაჲთამცა იყო იგი ხუცეს.
    7.     ხოლო მამასა ჩუენსა წმიდასა საბას ჩუეულებაჲ აქუნდა, რაჟამს იხილის ხილვაჲ ღმრთეებრი გინათუ ხილვაჲ ანგელოზებრი, არა შეძრწუნდის, არამედ მხიარულ არნ.
    8.     და მოვიდა იგი სენაკად მამისა იოვანჱსა და შეიტყბო იგი და ჰრქუა: შენ დაჰფარე იგი ჩემგან, ნიჭი, რომელი მოგიღებიეს ღმრთისაგან, ხოლო აწ ღმერთმან გამომიცხადა მე იგი.
    9.     ჰრქუა მას წმიდამან: სული ჩემი მწუხარე არს, მამაო, ვიდრე სიკუდილდმდე, რამეთუ არავისი მინდა ცნობად საიდუმლოჲ ესე.
    10.     და ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვარ ყოფად ქუეყანასა ამას.
    11.     ხოლო აღუთქუა მას საბა ფიცით, რაჲთა არავის უთხრას საიდუმლოჲ მისი.


11

    1.     და მიერითგან დაეყუდა იგი სენაკსა თჳსსა და არღარა გამოვიდოდა ეკლესიად და არცაღა ვის ზრახვიდა, გარნა მსახურსა თჳსსა ოთხსა წელსა.
    2.     ხოლო განვიდა იგი, რაჟამს აკურთხევდეს ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა მარადის ქალწულისა მარიამისსა, რამეთუ ელია პატრეაქი იერუსალჱმით შთამოვიდა და აკურთხა ესე ეკლესიაჲ, რომელ ვთქუთ.
    3.     მას დღესა აიძულა, და გამოვიდა ესე წმიდაჲ, და მოიკითხა იგი პატრეაქმან და ვითარ ეზრახა მას პატრეაქი, ფრიად სარგებელ ეყო მას გულისხმისყოფისა მისისაგან და წესიერებისა და სიტყუატკბილობისა მისისაგან.
    4.     და მიერ დღითგან პატიოსან იქმნა იგი წინაშე პატრეაქისა.


12

    1.     და რაჟამს განსრულდა ესე მეოთხჱ წელი, განვიდა მამაჲ ჩუენი საბა ლავრით და წარვიდა სკჳთოპოვლისით კერძო შფოთისა მისთჳს, რომელნი უკუანაჲსკნელ იყოფოდეს ნეა-ლავრას.
    2.     და ესე პატიოსანი მამაჲ იოვანე მეოტ იქმნა მათგან და წარვიდა უდაბნოსა რუბაჲსასა მეერგასესა წელსა ჟამთა ჰასაკისა მისისათა და დაადგრა მუნ ქუაბსა შინა ექუს წელ და განაშორა თავი თჳსი ყოვლისაგან თანა-ქცევისა კაცთაჲსა.
    3.     და უნდა მას, რაჲთა ჰზრახვიდეს ღმერთსა დაყუდებასა შინა და განიწმიდოს გონებაჲ თჳსი ლოცვასა მყოვარ ჟამ დადგრომითა, რაჲთა ჰხედვიდეს დიდებასა ღმრთისასა განმარტებულითა პირითა.


13

    1.     და ისწრაფდა იგი აღსლვად ძალითი-ძალად და გული-უთქუმიდა სათნოებათა მიმართ.
    2.     და მეორესა გინა მესამესა დღესა მისცის ბუნებასა ჴორცთასა საჴმარი თჳსი და გამოვიდის იგი ქუაბით თჳსით და მიმოვალნ უდაბნოსა და კრებნ იგი მელაღრიასა, რომელ არს თაფლი ველისაჲ, საჭმელი მეუდაბნოეთაჲ.
    3.     ხოლო დღესა ერთსა, მი-რაჲ ოდენ-სრულ იყო მუნ ვიდრე შესწავლადმდე უდაბნოჲსა მის, განვიდა კრებად მდელოჲსა მის და შესცთა გზასა და შევარდა იგი ადგილთა ძნელუვანთა და ფიცხელთა.
    4.     და ვითარ ვერ შემძლებელ იყო იგი სლვად და მიქცევად ქუაბსა, სულმოკლე იქმნა და დაეცა ქუეყანასა ზედა.
    5.     და მყის მოხედნა მას ღმერთმან და მიიტაცა იგი ქუაბად თჳსა, ვითარცა ამბაკუმ ჟამსა მას.
    6.     და რაჟამს შეისწავლა უდაბნოჲ იგი და იცნა ადგილი იგი, ვინაჲ-იგი აღიტაცა, გულისხმა-ყო, რამეთუ ეშორა იგი ქუაბსა მას ხუთ მილიონ.


14

    1.     ერთი ვინმე ძმათაგანი მოუჴდა მას რუბას და დაყო მის თანა მცირედი ჟამი და ცხონდებოდა მის თანა განგებითა მეუდაბნოეთაჲთა.
    2.     და ვითარ მოეწყინა ძმასა მას დაყუდებაჲ თჳსი, ჰრქუა ბერსა: აჰა ესერა აღვსებაჲ მუახლებულ არს.
    3.     გუალე, მამაო, და აღვიდეთ ლავრად და ვყოთ დღესასწაული ესე მამათა თანა, რამეთუ არარაჲ გუაქუს აქა ჭამადი, გარნა ესე მწუანვილი, თაფლი ველისაჲ.
    4.     და არა ინება მამამან იოვანე აღსლვაჲ, რამეთუ მამაჲ ჩუენი საბა არღა მოქცეულ იყო ლავრად.
    5.     ხოლო ძმაჲ იგი ეგზნებოდა აღსლვისათჳს ლავრად, და ბერი ასწავებდა და გულისხმა-უყოფდა და ეტყოდა: ვსხდეთ, ძმაო, და გურწმენეს: რომელმან-იგი უდაბნოსა გამოზარდა ექუსასი ათასი ორმეოცსა წელსა, მანვე აწ მოგუცეს ჩუენ არა თუ საჴმარი ოდენ ჩუენი, არამედ უმეტჱსი განგჳმზადოს ჩუენ, რამეთუ მან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.
    6.     და სახარებასა იტყჳს: ნუ ჰზრუნავთ, გინათუ რაჲ ვჭამოთ, გინათუ რაჲ ვსუათ, გინათუ რაჲ შევიმოსოთ, რამეთუ მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, იცის, რაჲ-იგი გიჴმს ამის ყოვლისაგანი.
    7.     არამედ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ცათასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
    8.     იხილე აწ, შვილო ჩემო, და შეიკრძალე იწროჲ გზაჲ უფროჲს ფართოჲსა, რამეთუ განსუენებაჲ ამის სოფლისაჲ შობს სატანჯველთა მერმესა მას სოფელსა, და აქაჲ შიმშილი მუნ განჰმზადებს განძღომასა კეთილთა მათგან.
    9.     და ამით ყოვლითა სიტყჳთა არავე ისმინა ძმამან მან ბერისაჲ, არამედ აღდგა და წარემართა გზასა თჳსსა, რომელი აღვიდოდა ლავრად.
    10.     და ვითარ იგი წარ-ოდენ-ვიდა, მოვიდა ვინმე ბერისა კაცი ყოვლადვე უცნაური და თანა-ჰყვანდა მას კაჰრაული, რომელსა ეკიდა ყოველი კეთილი.
    11.     და იყო ტჳრთსა მას შინა პური წმიდაჲ და ტფილი და ღჳნოჲ და ზეთი და ხაჭოჲ ნედლი და კუერცხი და ჭურჭლითა თაფლი.
    12.     და მოჰჴადა ტჳრთი იგი წინაშე ბერისა და წარვიდა.
    13.     ხოლო წმიდამან მამამან ჩუენმან იოვანე განიხარა სულითა, რაჟამს მოხედნა მას ღმერთმან.
    14.     ხოლო ძმაჲ იგი, რომელი წარვიდა, შესცთა გზასა და ფრიად დაშურა და მესამესა დღესა მიიქცა ბერისავე მშიერი და მოუძლურებული, და განმაძღარ იყო იგი ნაყოფთაგან ურჩებისათა.
    15.     და ვითარ მივიდა, პოვა ქუაბსა მას შინა ყოველივე იგი კეთილი.
    16.     მაშინ იხილა და გულისხმა-ყო სიბოროტჱ იგი სარწმუნოებისა თჳსისაჲ და ურჩებაჲ შეინანა და დაეცა სირცხჳლეული წინაშე ბერისა და ითხოვა მისგან შენდობაჲ.
    17.     და გულისხმა-ყო ბერმან უძლურებაჲ კაცობრივი და შეეწყალა ძმაჲ იგი.
    18.     აღადგინა იგი და გულისხმა-უყო და ჰრქუა: ჭეშმარიტად უწყოდე, შვილო ჩემო, ვითარმედ ღმერთი შემძლებელ არს განმზადებად ტაბლისა უდაბნოსაცა ზედა.


15

    1.     მას ჟამსა ოდენ დაეგო მუნდირ, მეფჱ სარკინოზთაჲ, მეფესა სპარსთასა და მოსცა მას ჴელმწიფებაჲ ჰურიასტანსა ზედა.
    2.     და გამოვიდა მის თანა სიმრავლჱ სარკინოზთაჲ, ვიდრემდის მოიწია არაბიად და პალესტინედ გულისწყრომითა დიდითა და მძლე ექმნა ბევრეულსა ბერძენთასა და განდიდნა მათ ზედა და მრავალი ძჳრი ქმნა ესე შემდგომად წარტყუენვისა ემიდელთა ქალაქისა.
    3.     და სიმრავლჱ იგი სარკინოზთაჲ, რომელი იყო მის თანა, განიბნივნეს ყოველთა მათ ადგილთა.
    4.     და მიუვლინა მთავარმცველმან მან ბერძენთამან, რომელი სცვიდა უდაბნოთა, მოციქული ყოველთა მონასტერთა და აუწყა მოსლვაჲ ბარბაროზთაჲ და უბრძანა, რაჲთა ეკრძალნენ მათგან.
    5.     და წარავლინეს მამათა დიდისა ლავრისათა ამის ნეტარისა მამისა ჩუენისა და ჰრქუეს, რაჲთა არღარა იყოფოდის რუბას, არამედ აღმოვიდეს ლავრად და თჳსსავე სენაკსა დაეყუდოს.
    6.     ხოლო ამას წმიდასა მამასა იოვანეს გემოჲ ეხილვა საღმრთოჲსა სიტკბოებისაჲ დაყუდებასა შინა თჳსსა და არა უნდა დატევებაჲ ადგილისა თჳსისაჲ.
    7.     და განიზრახა გულსა თჳსსა და იტყოდა: უკუეთუ არა ღმერთი ზრუნვიდეს ჩემთჳს, ვითარ შემძლებელ ვარ ცხორებად?
    8.     და ესრჱთ ყო ღმერთმან მისთჳს შესავედრებელი, და დაადგრა იგი უშიშად, რამეთუ ღმერთი არს, რომელი ყოველსა ჟამსა ჰფარავს მონათა მისთა და ამცნებს ანგელოზთა მისთა, ვითარცა წერილ არს, რაჲთა ჰფარვიდენ მოშიშთა მისთა.
    9.     ხოლო რაჟამს შეშინდა იგი მცირედ, უნდა ღმერთსა ნუგეშინისცემის და მოავლინა მისა ლომი ფრიად დიდი და საშინელი, რაჲთა სცვიდეს მას დღით და ღამით შიშისაგან ბარბაროზთაჲსა.
    10.     და პირველსა ოდენ ღამესა, რომელსა იხილა ლომი იგი მწოლარჱ კართა მის ქუაბისათა, შეეშინა მცირედ, ვითარ-იგი მან თჳთ მითხრა.
    11.     და ვითარ მყოვარ ჟამ იხილა ლომი იგი დღით და ღამით, და რამეთუ შიშისაგან მისისა ვერ მიეახლებოდეს სარკინოზნი, ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან არა დაუტევის კუერთხი ცოდვილისაჲ ნაწილსა ზედა მართალთასა.


16

     1.     და ვითარ მოვიდა მამაჲ ჩუენი საბა ევმაოზით, და აღაშჱნა ნეა-ლავრაჲ და მოვიდა, რაჲთამცა აღაშჱნა კჳნობი იგი ქუაბისაჲ, ვითარ-იგი მეორესა მას სიტყუასა ვთქუ, და მოეჴსენა სახილავი იგი, რომელი იხილა მუნ მამისა იოვანჱსთჳს, წარვიდა მისა რუბად და ჰრქუა მას: ღმერთმან დაგიცვა შენ სიბოროტისაგან ბარბაროზთაჲსა და მოგივლინა შენ კეთილი მცველი.
    2.     და აწ აღდეგ და ყავ კაცთაებრ და ივლტოდე, ვითარცა სხუანი მამანი, რაჲთა არა ამის გამო აჰმაღლდე.
    3.     და სხუაჲცა მრავალი ჰრქუა მას.
    4.     და ესრჱთ აღმოიყვანა იგი დიდად ლავრად და შეაყენა სენაკსა ორმეოცდაათექუსმეტისა წლისაჲ.
    5.     და არავინ მონაზონთაგანმან უწყოდა, ვითარმედ ეპისკოპოსი არს იგი.


17

    1.     და ვითარ მცირედნი დღენი გარდაჴდეს, ინება ღმერთმან გამოცხადებად საფასჱ იგი დაფარული იოვანეჲსი.
    2.     კაცი ერთი ასიელი და სახელი მისი აითარიოს, ეპისკოპოსი, რომელი კეთილად ცხონდებოდა, მოვიდა იერუსალჱმდ და თაყუანისცა წმიდათა ადგილთა და ძელსა პატიოსნისა ჯუარისასა და მრავალი საფასჱ განუყო გლახაკთა და მონასტერთა.
    3.     და ვითარ განვიდა იგი ქალაქით წმიდით და უნდა წარსლვაჲ თჳსა ქუეყანად, აღვიდა ნავსა.
    4.     და ვითარ მცირედ ვლო ზღუასა შინა, აღდგა მის ზედა ქარი სასტიკი.
    5.     და კუალადვე უკუნიქცა იგი მრავლითა ჭირითა, და გამოაგდო იგი ასკალონს.
    6.     და ვითარ განიზრახვიდა, რაჲთამცა კუალად აღვიდა ნავსა შემდგომად ორისა დღისა, ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ ძილსა შინა და ჰრქუა მას, ვითარმედ: ვერ შემძლებელ ხარ წარსლვად, ვიდრემდის არა კუალად უკუნიქცე იერუსალჱმდ და მიხჳდე ლავრასა ამბა საბაჲსსა და მოიღო ლოცვაჲ ამბა იოვანჱსი დაყუდებულისაჲ, კაცისა მართლმადიდებელისაჲ.
    7.     იყო იგი ეპისკოპოს და შიშისათჳს ღმრთისა და სიყუარულისა ყოველი შეურაცხ-ყო და შეუდგა სიგლახაკესა და სიმდაბლესა კეთილსა.
    8.     და რაჟამს აღდგა აითარიოს ძილისა მისგან და გულისხმა-ყო ჩუენებაჲ იგი, გამოვიდა და იწყო კითხვად, ვიდრემდის მოვიდა ლავრასა წმიდისა ამბა საბაისსა და წარმოუთხრა ესე ყოველი მამათა ჩუენებაჲ იგი, რომელი იხილა.
    9.     და მიიყვანეს იგი მამათა სენაკად მამისა იოვანჱსა, და დაადგრა მის თანა ორ დღე.
    10.     და განგრძობილად იყო სიტყუაჲ მათ შოვრის, და აფუცა მან მამაჲ იოვანე, რაჲთა არარაჲ დაუფაროს საქმეთა მისთაგანი.
    11.     ხოლო მან იძულებით წარმოუთხრა მას, ვინაჲ იყო, და მშობელთა მისთათჳს და ეპისკოპოსებისა მისისათჳს.
    12.     და რაჟამს ცნა აითარიოს საქმჱ მისი, თქუა: ჭეშმარიტად აწცა გორვენ ქვანი პატიოსანნი ქუეყანასა ზედა.
    13.     და ამისა შემდგომად მოიღო ლოცვაჲ წმიდისაჲ მის და მივიდა მამისა საბაჲსა და უთხრა მას და ყოველთა მამათა განგებაჲ იგი მამისა იოვანჱსი.
    14.     და მიერითგან განითქუა ეპისკოპოსებისა მისისათჳს და ნათესავთა მისთათჳს.


18

    1.     და წელსა ოცდამეოთხესა დაყუდებითგან მისით, ხოლო ჟამთა ჰასაკისა მისისათა ოთხმეოცდამეცხრესა წელსა შეისუენა მამამან ჩუენმან საბა და მშჳდობით მას ზედა დაიძინა ხუთსა დეკენბერისასა.
    2.     და არა აუწყეს მას მამათა სიკუდილი მამისა ჩუენისაჲ.
    3.     და შეწუხნა მამაჲ იოვანე, რამეთუ არა დაჰხუდა იგი დამარხვასა წმიდისა საბაჲსსა.
    4.     და ვითარ იგი ამას მწუხარებასა შინა იყო განშორებისა მისთჳს, ეჩუენა მას ძილსა შინა მამაჲ ჩუენი საბა და ჰრქუა: ნუ მწუხარე ხარ, ამბა იოვანე, სიკუდილისა ჩემისათჳს, დაღაცათუ განგეშორე შენ ჴორცითა, არამედ სულითა შენ თანა ვარ.
    5.     მიუგო მას იოვანე: ევედრე ღმერთსა, რაჲთა მეცა წარმიყვანოს შენ თანა.
    6.     მაშინ ჰრქუა მას წმიდამან საბა: ესე საქმჱ ვერ შესაძლებელ არს აწ ყოფად, რამეთუ მომავალ არს ლავრასა ზედა ფრიადი მწუხარებაჲ, და უნდა ღმერთსა შენი ჴორცითა დაშთომაჲ, რაჲთა ნუგეშინის-სცემდე და განაძლიერებდე, რომელნი იღუწიდენ და ჰბრძოდიან სარწმუნოებისათჳს.
    7.     და ვითარ ესმა და იხილა ესე მამამან იოვანე, მხიარულ იქმნა მწუხარებისა მისგან, რომელი შესრულ იყო, და განიზრახვიდა იგი და იურვოდა მწუხარებისა მისთჳს მომავალისა.


19

    1.     დღესა ერთსა გულმან-უთქუა ხილვად, ვითარძი გამოვალს სული ჴორცთაგან.
    2.     და ვითარ იგი ევედრებოდა ღმერთსა ამისთჳს, მიიტაცა იგი გონებითა თჳსითა და ჰხედვიდა იგი, ვითარმცა იყო წმიდასა ბეთლემს.
    3.     და იხილა სტოვასა წმიდისა ეკლესიისასა კაცი ვინმე წმიდაჲ, უცხოჲ, მწოლარჱ, რომელი მოკუდებოდა, და ანგელოზსა წარჰყვანდა სული მისი ფსალმონითა და სულითა სულნელებისაჲთა და აჰყვანდა იგი ზეცად.
    4.     და უნდა მას თუალითა თჳსითა ხილვაჲ, უკუეთუ ნანდჳლვე ჭეშმარიტ არს საქმჱ იგი.
    5.     და მყის აღდგა და წარემართა ბეთლემს და პოვა კაცი იგი.
    6.     მას ჟამსა ოდენ შეევედრა სული თჳსი ღმრთისა.
    7.     და იკურთხა იგი წმიდათა მათგან ჴორცთა მისთა და დადვა იგი საფლავსა წმიდათასა და მოიქცა იგი სენაკადვე თჳსა.


20

     1.     მოწაფეთა ამის წმიდისათა თევდორე და იოვანე გჳთხრეს, ვითარმედ: შემდგომად სიკუდილისა საბაჲსსა წარგუავლინნა ჩუენ ბერმან საჴმრისათჳს ჰრამაჲთ კერძო, და ვითარ განვლეთ იორდანჱ, შე-ვინმე-გუემთხჳვნეს კაცნი და გურქუეს: ეკრძალენით, რამეთუ ლომი წინაკერძო თქუენსა არს.
    2.     და განვიზრახეთ და ვთქჳთ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი დაცვად ჩუენდა ლოცვითა მამისა ჩუენისაჲთა, რამეთუ არა ნებსით თჳსით გამოსრულ ვართ, არამედ ბრძანებითა ბერისაჲთა.
    3.     და ვითარ ამას განვიზრახევდით სლვასა შინა, აჰა ესერა ლომი იგი მოვიდოდა ჩუენდა, და ფრიად შეგუეშინა.
    4.     და წარვიდა ძალი ჩუენი, და მყის იპოვა ბერი, მდგომარჱ ჩუენ შოვრის და განდევნა შიში ჩუენგან და გურქუა: განძლიერდით!
    5.     მაშინ ლომი იგი, ვითარცა ცემული, ივლტოდა და განგუეშორა ჩუენგან.
    6.     და ჩუენ განვერენით და არაჲ გუევნო.
    7.     და ვითარ მოვიქეცით ბერისა, მოგჳგო და გურქუა: იხილეთა, ვითარ-იგი ვიყავ თქუენ თანა ჟამსა ჭირისა თქუენისასა, რამეთუ აქა რაჲ ვიყავ, ვევედრებოდე ღმერთსა თქუენთჳს, და ყო თქუენ თანა წყალობაჲ.


21

     1.     გჳთხრობდა ჩუენ თევდორე, მოწაფჱ მისი, და თქუა, რამეთუ მრავალი ჟამი დაყო ბერმან და არას ჭამდა იგი, გარნა როფიმსა ხოლო, და პირველად ურთის მას ნაცარი საცეცხურთაჲ და მერმე შეჭამის იგი.
    2.     ხოლო დღესა ერთსა მივეწიფე, ამას რაჲ ჰყოფდა, რამეთუ დაავიწყდა დაჴშვად კარი სარკუმლისაჲ, და მინდა მიცემად მისა წყალი ტფილი.
    3.     და ვითარ დავსდევ ჴელი ჩემი, განეღო კარი იგი სარკუმლისაჲ და ვპოვე იგი, რამეთუ შთაასხმიდა ნაცარსა საცეცხურთასა პინაკსა თჳსსა.
    4.     და ფრიად შეწუხნა, ვიხილე რაჲ იგი.
    5.     ხოლო მე მინდა, რაჲთამცა განუქარვე მწუხარებაჲ მისი, და ვარქჳ მას: არა შენ ოდენ ჰყოფ ამას.
    6.     მამაო, არამედ უმრავლჱსნი ლავრისა მყოფნი ესრჱთვე ჰყოფენ და ამით აღასრულებენ სიტყუასა მას წიგნისასა: ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე.
    7.     და ესევითარითა სიტყჳთა ძნიად შეუძლე განქარვებად მწუხარებაჲ იგი მისი.


22

     1.     და რაჟამს მიიწია ბერი ოთხმეოცდაათისა წლისა ჟამთა, თუესა ნოენბერსა გამოვედ სკჳთოპოვლისით, ქალაქით ჩუენით, ვითარცა ვთქუ „ცხორებასა წმიდისა ევთჳმისსა“, და ბრძანებაჲ მოვიღე დედისა ჩემისაგან, მჴევლისა ქრისტჱსისა, რაჲთა არაჲ ვყო, თჳნიერ ზრახებისა წმიდისა მამისა იოვანჱსა, რაჲთა არა შეუდგე შეცთომილებასა ევარგენჱსსა და განვვარდე ჭეშმარიტებისაგან სარწმუნოებისა.
    2.     და რაჟამს მოვედ იერუსალჱმდ და აღვასრულე დღესასწაული ნეაჲსა ეკლესიისა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, წარვედ ლავრად წმიდისა საბაჲსა და მივედ ამის წმოდისა ბერისა და წარმოუთხარ ყოველი საქმჱ ჩემი და ვევედრე მას, რაჲთა მაზრახოს ნებისაებრ ღმრთისა.
    3.     და მრქუა მე: უკუეთუ გნებავს ცხორების, წარვედ და იყოფოდე კჳნობსა წმიდისა ევთჳმისსა.
    4.     ხოლო მე, ვითარცა ჭაბუკმან და უგუნურმან, შეურაცხ-ვყავ ზრახებაჲ მისი და წარვედ იორდანით კერძო, რაჲთა ვიყოფოდი ერთსა კჳნობთაგანსა.
    5.     და არა თუ ადგილი ოდენ არა ვპოვე, არამედ დავსნეულდიცა სნეულებითა ფიცხლითა კალამონისა მონასტერსა ექუსსა თუესა, და დამერთო მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა უცხოებისა ჩემისაგან და სალმობისა.
    6.     და რამეთუ არა ვიყავ უღელსა ქუეშე მასწავლელისასა და მეჩუენა მე ესე ბერი ძილსა შინა და მრქუა: კეთილად განისწავლე, ამისთჳს რამეთუ გარდაჰჴედ მცნებათა ჩემთა.
    7.     და აწ აღდეგ და შევედ იერიქოდ და ჰპოვო მუნ კაცი მონაზონი, რომელსა ჰრქჳან ჯერანტიოს, ქსენადოქსა წმიდისა ევთჳმისსა.
    8.     მას შეუდეგ და მივედ მონასტრად და სცხონდე.
    9.     და აღვდეგ ძილისაგან ჩემისა და მყის განვძლიერდი და ვეზიარე წმიდასა საიდუმლოსა და მოვიღე მცირედ საზრდელი და ესრჱთ სლვით შევედ იერიქოდ.
    10.     და დაუკჳრდა კაცთა მსწრაფლ განკურნებაჲ ჩემი, და მერმე აღვედ მონასტრად წმიდასა ევთჳმისსა და მუნ დავადგერ თუესა ივნისსა.
    11.     და მიერ დღითგან ვიწყე მისლვად ბერისა და უთხრნი მას გულისსიტყუანი ჩემნი, რამეთუ ქალაქითვე ჩემით ვიცნოდე მოწაფენი მისნი, რამეთუ მოვიდიან იგინი სახიდ ჩუენდა, ვითარცა თჳსსა სახლსა, და წარიღიან ევლოგიაჲ მშობელთა ჩემთაგან მონასტრისათჳს და წმიდასა მის მოძღურისა მათისათჳს, რამეთუ დიდი სარწმუნოებაჲ აქუნდა მისა მიმართ და ყოველთა მიმართ მამათა ლავრისათა მიერ დღითგან, ვინაჲთგან ღირს ვიქმნენით შემოსლვასა წმიდისა საბაჲსა სახედ ჩუენდა.
    12.     დედასაცა ჩემსა ემცნო მცნებაჲ იგი, რომელი პირველ ვთქუ, და ამის გამო მივიდი მისა კადნიერად და ვიხარებდი სწავლისა მისისაგან და ლოცვისა უფროჲსღა.
    13.     აწ ვინაჲთგან ესე მიბრძანა დატევებაჲ ნია-ლავრისაჲ და ყოფაჲ დიდსა ლავრასა და განმიმზადა მე ღმერთმან და აღმისრულა.


23

     1.     დღესა ერთსა მაურვებდა გულისსიტყუაჲ საეშმაკოჲ, და მივედ წმიდისა ამის და განუცხადე გულისსიტყუაჲ ჩემი.
    2.     და ლოცვა-ყო ჩემთჳს, და მუნთქუესვე განვისუენე.
    3.     და ვითარ-იგი ვჯედღა სარკუმელსა მისსა თანა და სარგებელ ვიყოფდ საღმრთოჲსა მის სწავლისა მისისაგან, მოვიდა მისა კაცი მდაბიოჲ და ჰყვანდა მის თანა ძჱ მისი ეშმაკეული.
    4.     და დააგდო იგი წინაშე სარკუმელსა მისსა და წარვიდა.
    5.     ხოლო ყრმაჲ იგი ტიროდა.
    6.     და გულისხმა-ყო ბერმან, რამეთუ სული არაწმიდაჲ არს მის თანა, შეეწყალა და ულოცა და სცხო ზეთი ჯუარისა პატიოსნისაჲ.
    7.     და მყის განვიდა სული იგი უკეთური, და განცოცხლდა ყრმაჲ იგი.


24

     1.     მამაჲ ესტადი, მამასახლისი ქუაბისაჲ, რომელი არს მამისა ჩუენისა საბაჲსი, მითხრობდა და თქუა, ვითარმედ: მბრძოდა ოდესმე ეშმაკი გმობისაჲ ფიცხლითა ბრძოლითა, და მივედ მამისა იოვანჱსა შეყენებულისა და გამოუცხადე მას, რაჲთამცა ლოცვა-ყო ჩემთჳს.
    2.     და აღდგა ბერი და ყო ჩემთჳს ლოცვაჲ და მერმე თქუა.
    3.     კურთხეულ არს ღმერთი, შვილო ჩემო, რამეთუ არღარა მოგეახლოს შენ ეშმაკი გმობისაჲ ამიერ დღითგან.
    4.     და ესრჱთცა იქმნა სიტყჳსაებრ წმიდისა მის ბერისა.


25

     1.     დედაკაცი ვინმე კაბადუკიელი, სახელით ბასილია, დედათა-დიაკონი კოსტანტინე პოლისისა ეკლესიაჲსაჲ, ესე მოვიდა იერუსალჱმდ და თანა-ჰყვანდა კაცი, ნათესავი მისი.
    2.     და კაცი იგი იყო ყოვლითავე შემკულ.
    3.     არამედ იყო იგი იაკობი.
    4.     ხოლო დედაკაცი იგი მოსწრაფე იყო მოქცევად მისა მართალსა სარწმუნოებასა.
    5.     და ევედრებინ იგი ყოველთა წმიდათა და მართალთა ლოცვისა ყოფად მისთჳს.
    6.     და ვითარ ესმა წმიდისა მამისა იოვანჱსთჳს და მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომელი იყო მის ზედა, გულმან-უთქუა განსლვად მისა და მოღებად ლოცვასა მისსა.
    7.     და ვითარ ესმა მას, ვითარმედ არა შევალს დედაკაცი ლავრად, მიუვლინა თევდორეს, მოწაფესა მის წმიდისასა, და ევედრა, რაჲთა მიიყვანოს ნათესავი იგი მისი ბერისა.
    8.     და ჰრწმენა დედაკაცსა მას, ვითარმედ ღმერთმან ლოცვითა მისითა მოაქციოს ფიცხელი გული მისი მართალსა სარწმუნოებასა.
    9.     და წარიყვანა იგი თევდორე და მიიყვანა იგი ბერისა და ჰრეკა სარკუმელსა მისსა ჩუეულებისაებრ.
    10.     და ვითარ განაღო ბერმან, დაცჳვეს ორნივე იგი თაყუანისცემით.
    11.     და თქუა მოწაფემან: გუაკურთხენ ჩუენ, მამაო.
    12.     ხოლო ბერმან ჰრქუა მას: შენ ხოლო გაკურთხო მარტოჲ, რამეთუ ესე არა ღირს არს კურთხევასა.
    13.     და თქუა მოწაფემან: ნუ, მამაო.
    14.     ხოლო ბერმან ჰრქუა მას: მართლიად გეტყჳ, ვითარმედ არა ვაკურთხო ეგე, ვიდრემდის არა განეშოროს ზრახვისა მისგან მწვალებელთაჲსა და აღუთქუას შეწყნარებად მართლისა სარწმუნოებისა.
    15.     და რაჟამს ესმა ესე კაცსა მას, განუკჳრდა და განკჳრვებამან შეიპყრა იგი წინაჲსწარ ცნობისა მისისათჳს, და მუნთქუესვე მოიქცა ზრახვისა მისგან და აღუთქუა ჭეშმარიტებით შესლვაჲ ეკლესიასა ღმრთისასა.
    16.     მაშონ ბერმან აკურთხა იგი და განწმიდა გული მისი ყოვლისაგან იჭჳსა და აზიარა ჴელითა თჳსითა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა.


26

     1.     და ვითარ ცნა ბასილია, რაჲ-იგი ყო ბერმან ნათესავისა მისისა თანა, უფროჲსღა შესძინა სურვილით ხილვაჲ ბერისაჲ და განიზრახვიდა, რაჲთამცა შეიმოსა სამოსელი სამამაკაცოჲ და მივიდა მისა.
    2.     და ცნა წმიდამან სულითა ზრახვაჲ იგი მისი და მიავლინა მისა და ჰრქუა: უწყებულ იყავნ შენდა, რამეთუ დაღაცათუ მოხჳდე, ვერ იხილო პირი ჩემი და ნუ მოჰშურები, არამედ დაადგერ ადგილსა თჳსსა, და მე გეჩუენო შენ ძილსა შინა და ვისმინო ზრახვაჲ შენი, და ყოველი, რაჲცა მაუწყოს ღმერთმან, გითხრა შენ.
    3.     და შეიწყნარა ბასილია სიტყუაჲ მისი სარწმუნოებით.
    4.     და ეჩუენა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და თქუა: ღმერთმან მომავლინა მე შენდა, და აწ თქუ, რაჲცა გნებავს.
    5.     და ბასილია უთხრა ყოველი საქმჱ მისი, და მან უთხრა მას ყოველი, რაჲცა აუწყა უფალმან.
    6.     და რაჟამს მოვიდა ბასილიაჲსა მოწაფჱ ბერისაჲ მის, უთხრა მას, რაჲ-იგი იყო, და სახჱ ბერისაჲ და ხატი.
    7.     და ესე ყოველი პირითა თჳსითა მითხრა ბასილია.


27

     1.     ადგილსა, რომელსა წმიდაჲ იგი ბერი შეყენებულ იყო, აქუს ერთკერძო მისა კლდჱ წამოკიდებული და არს იგი ვითარცა ზდუდჱ სენაკისათჳს, და სართული სენაკისაჲ მას ზედა ძეს.
    2.     და კლდჱ იგი არს ჴმელ ფრიად, და არა არს მას შინა სინოტიჱ ზამთრის და არცა ზაფხულის.
    3.     და დღესა ერთსა მოიღო ბერმან თესლი ლეღჳსაჲ და შეჰკრა ფიცხელსა მას კლდესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა თევდორეს და იოვანეს: ისმინეთ, შვილნო, უკუეთუ წყალობამან ღმრთისამან მუანიჭოს თესლსა ამას ნაყოფისა გამოღებაჲ კლდესა ამას ზედა, უწყოდეთ, რამეთუ ღმერთმან მომანიჭოს მე სასუფეველი ცათაჲ უსასყიდლოდ, რამეთუ რომელმან ბრძანა კუერთხისა მის აჰრონისი განჴმელისა განედლებაჲ და ნაყოფისა გამოღებაჲ, მანვე უბრძანოს კლდესა ამას განჴმელსა ნაყოფისა გამოღებაჲ, რაჲთა უჩუენოს ნათესავსა მომავალსა მადლი, რომელი მუანიჭა მონასა თჳსსა.
    4.     და რაჟამს იხილა ბერმან აღმოცენებაჲ ლეღჳსაჲ მის, ტიროდა და ჰმადლობდა ღმერთსა.
    5.     ხოლო ხეთა მაცი შესძინეს ამაღლებაჲ, ვიდრემდის მიიწია სიმაღლჱ მათი სართულსა სენაკისასა და განჴურიტა სართული იგი და გამოიხუნა სამნი ლეღუნი.
    6.     და მოიხუნა იგინი ბერმან და ამბორს-უყო მათ და ცრემლნი გარდამოსთხივნა და ჭამა მათგანი და სცა მოწაფეთა თჳსთა.
    7.     და ვინაჲთგან ჭამა წმიდამან ბერმან ლეღჳსა მისგანი, განემზადა განსლვად ამიერ სოფლით და მისლვად უფლისა თჳსისა.
    8.     და ხენი იგი დგანან და წამებენ სათნოებათა მისთათჳს.


28

     1.     და რაჟამს ფრიად დაბერდა წმიდაჲ ესე და მოუძლურდა, განაღეს მოწაფეთა მისთა შესაყენებელი იგი მისი, რაჲთა ჰმსახურებდენ.
    2.     და მე შევედ მისა და ვიხილენ ძირნი მის ხისანი და განვიცადენ, თუ ვითარ აღმოსცენდეს, და არა ვპოვე კლდესა მას ჴურელი, არცა განახეთქი და დამიკჳრდა.
    3.     და ვადიდებდი ღმერთსა სიღრმისა მის სიმდიდრისა მისისათჳს და სიბრძნისა მისისათჳს და ძალისა, რამეთუ გამოუთქუმელ არიან ბრძანებანი მისნი და მიუწდომელ გზანი მისნი.


29

     1.     და ესე მცირედი შევკრიბე საკჳრველებათაგან ბერისათაჲ და აღვწერე და დაუტევე ჴსენებად, რაჲ-იგი ღუაწლი შეემთხჳა სარწმუნოებისათჳს.
    2.     და ესრჱთ ვჰგონებ, ვითარმედ შემდგომად სიკუდილისა ბერისა აღწერონ სხუათა, რომელი-იგი მე დაუტევე მისთა საკჳრველებათაგანი, რამეთუ საქმენი მისნი საჩინო არიან და სიწმიდჱ მისი საცნაურ ყოველსა სამეფოსა ბერძენთასა.


30

     1.     და ვითარ-იგი მესმა მისგან, რამეთუ ოცდარვისაჲ წლისაჲ ეპისკოპოს იქმნა და ეპისკოპოსებასა შინა დაყო ათი წელი და ლავრას დაყო პირველ ათორმეტი წელი: ექუსი მსახურებასა შინა და ექუსი დაყუდებით, და რუბას დაყო ექუსი წელი, და შესაყენებელსა შინა აქუს ვიდრე დღესამომდე ორმეოცდაშჳდი წელი.
    2.     და მიწევნულ არს იგი ას და მეოთხესა.
    3.     წელსა და მოხუცებულ ფრიად და პირითა ბრწყინვალე არს და სულითა ძლიერ და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა.
    4.     და ჩუენ, გლახაკნი, ვითხოვთ ღმრთისაგან, რაჲთა განაძლიეროს იგი და მშჳდობით აღასრულოს სრბაჲ მისი.
    5.     და ყოველთა დღეთა მოელოდა იგი ჟამსა განსლვისა მისისასა და გული-უთქუმიდა მოღებად გჳრგვნსა სიმართლისასა, რომელი განმზადებულ იყო მისთჳს, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
    6.     და ვითარ მოეახლა სიკუდილი მისი, მიუვლინა პატრიაქმან და მოიყვანა ამბა კონონ მამასახლისი, კაცი ღმრთისმოყუარჱ და სავსჱ განკითხვითა და სრული სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და წარავლინა იგი ასკალონდ, და თანა-ჰყვანდა მოწაფჱ წმიდისა მის ბერისაჲ.
    7.     და ვითარ მოიწია ჟამი სიკუდილისა მისისაჲ, მირბიოდეს მამანი და ჰგონებდეს, ვითარმედ აღსრულებულ არს იგი.
    8.     ხოლო იყო დღჱ კჳრიაკჱ, და სულთა ოდენ ჰბრძოდა.
    9.     და გამოიღეს იგი სენაკით.
    10.     და ჰრქუა მან მამათა: გევედრები თქუენ, მამანო ჩემნო, ნუ მწუხარე ხართ, რამეთუ ნებითა ღმრთისაჲთა ძმანი ჩუენნი, რომელნი უცხოებასა არიან, მოვიდენ დღესა ოთხშაბათსა, და შემდგომად სამისა დღისა შეჰკრბეთ, და ნებაჲ ღმრთისაჲ აღესრულოს ჩემ ზედა.
    11.     და ესრჱთცა იყო.
    12.     უკმოიქცეს, რომელნი-იგი უცხოებასა იყვნეს ოთხშაბათსა შოვა-სამხრის, და მივიდეს ყოველნი და ლოცვაჲ მისი მოიღეს.
    13.     და მუნთქუესვე შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა რვასა იანვარისასა.
    14.     და აწ წმიდისა მისთჳს და თავთა ჩუენთათჳს მივსცეთ პატივი და დიდებაჲ და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.