ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

განმზადებაჲ და წესი წმიდისა ზიარებისაჲ

უწყებაჲ ჯერ-არს, ვისცა ენებოს ზიარებაჲ ცხოვრებისმომცემელთა საიდუმლოთაჲ, მწუხრითგან ჯერ-არს თავისა თჳსისა დაცვაჲ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, ხოლო ღამე ყოვლითურთ გარდავლად კრძალულებით და მუჴლთდრეკით.

 

შემდგომად ცისკრისა გამოლოცვისა წარვიდეს სენაკად თჳსად471, ილოცოს ჟამნი სადილისა[ნი] და სრულ-ყოს ყოვლითურთ, მომიჴსენესა ზედა სამოსიქულოჲ ესე.

ფსალმუნი: რად აღიძრნეს წარმართნი...

დასდებელი: მთავარნი ერთანი შეკრბეს ერთად...

კორინთ.: ძმანო, მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა... ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ.

ალელუაჲ: მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი...

სახარებაჲ იოვანესი: ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ პური ცხოვრებისაჲ... რომელი ჭამდეს ამას პურსა,ცხოვნდეს უკუნისამდე.

შემდგომად სახარებისა: მომიჴსენენ ჩუენ, უფალო...

და სხუაჲ ყოველი ჟამნი დანარჩომი472 დაასრულოს473 სრულიად.

შემდგომად იწყოს ყოვლითა სულითა და კრძალულებითა და შიშითა ღმრთისაჲთა, არარაჲსა მგონებელი ქუეყანისათაჲ, არამედ გარნა თჳსთა ცოდვათაჲ, და იტყოდის ლმობიერად და წყნარად:

აკოლუთიაჲ წმიდისა ზიარებისაჲ474

თქუას მღდელმან: კურთხეულ არს...

და უკუეთუ მღდელი არა იყოს:

ლოცვითა წმიდათა [და] ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ...

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ.

აწ და.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა-იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ  მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს...

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

50-ე ფსალმუნი

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაჲსწარმეტყუელი, ოდეს-იგი შევიდა ბერსაბესა, ურიის ცოლისა

50.3 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

50.4 უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

50.5 რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

50.6 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა.

50.7 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

50.8 რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

50.9 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.

50.10 მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

50.11 გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჲჯულოებანი ჩემნი აჴოცენ.

50.12 გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

50.13 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

50.14 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.

50.15 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

50.16 მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.

50.17 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

50.18 რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

50.19 მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.

50.20 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი.

50.21 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდებაჲ

 

გალობანი ზიარებისანი თქუმულნი თეოქთისტე მონაზონისანი

უგალობდითსა, ჴმაჲ ბ

ძლისპირი

მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმანცა სასწაულითა ერი თჳსი იჴსნა ეგჳპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა475, რამეთუ დიდებულ არს.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

ტროპარი476

პურ ცხოვრებისა საუკუნომყოფელისა477 მექმენინ ჴორცი შენი წმიდაჲ, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, - და სენთა მრავალფერთა განსაკურნებლად.478

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სისხლსა მას შენსა, მეუფეო, ყოვლადპატიოსანსა და ჴორცსა შენსა ყოვლადწმიდასა ღირს-მყავ მე, არაღირსი, მოღებად479, ჭამად და სუმად სურვილით და სარწმუნოებით, ვითარცა მოწყალე ხარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შევიგინე მე საქმითა ბოროტითა, საწყალობელი, და უხრწნელისა ჴორცისა და საღმრთოჲსა სისხლისა შენისა  უღირსი ესე კუალად ზიარებასა,480 ღირს-მყავ, ვითარცა მოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ჰოჲ ქუეყანაო კეთილო, კურთხეულო481 სძალო ღმრთისაო482, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავწარსხმული ცხოვრებად სოფლისა, ღირს-მყავ მე ჭამად ამისგან, რაჲთა ვცხოვნდე483.

განძლიერდასა

ძლისპირი

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ჴმა-ვყო შენდა მომართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩუენისა.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

ტროპარი

ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რაჲთა წმიდითა სჳნიდისითა განწმედილი484 სარწმუნოებით მოვიდე შიშით, მეუფეო, ზიარებად  საღმრთოთა ძღუენთა485 შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმნენინ მე უხრწნელი ჴორცი შენი და საღმრთოჲ სისხლი შენი486, - სულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთმოყუარე, და - ვნებათა და ჭირთაგან487 გამომჴსნელ[ად].488

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ჴორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად და სისხლსა შენსა პატიოსანსა - განწმედად სულთა და ჴორცთა, და რაჲთა მექმნეს მე განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე489, ქრისტე, სახიერებათა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

პურისა ცხოვრებისა ტრაპეზო ყოვლადწმიდაო, მოწყალებათათჳს ზეცითგარდამოსრულისა და ახლისა ცხოვრებისა სოფლისა მომნიჭებელისა490, ღირს-მყავ მეცა აწ, უღირსი, შიშით ამისსა გემოჲსხილვად, და491 რაჲთა ვცხოვნდე.

 

წარდგომაჲ, დ გუერდი

ედემი...

ცეცხლ და ნათელ მექმენინ, მაცხოვარ, მოღებაჲ ყოვლადპატიოსანთა მათ ცხოვრებისმომცემელთა შენთა საიდუმლოთაჲ და დასაწუელად შეცოდებათა ნივთსა და განმანათლებელ ყოვლისა მიმართ ჭეშმარიტისა ღმრთისმეტყუელებისა, ხოლო არა განვსცემ სიწმიდესა მტერთა ზაკუვით, არამედ, ვითარცა მეძავი, შეგივრდები და, ვითარცა ავაზაკი, აღგიარებ, მეუფეო, და გიღაღადებ:

მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს კუალად მოხჳდე სუფევითა შენითა.

ნუმცავინ არს, ჰოჲ მორწმუნენო, საღმრთოჲსა სერობისა უღირს ყოვლადვე, ნუმცა იუდაჲსებრ ზაკუვით მოვალს ტრაპეზსა ამას, რამეთუ მან პური მიიღო და მსხუერპლისა მის წმიდისა მჴდომად აღდგა, სახით მოწაფე, ხოლო საქმით – თანამოსაგრე კაცისმკლველი, ჰურიათა თანა ერთგული და მოციქულთა თანა ერთგუნდი, და რომელსა-იგი სძულობდა, ამბორს-უყოფდა, და რომელსა-იგი ამბორს-უყოფდა, ჰყიდდა, - რომელმან მომიყიდნა წყევისაგან სჯულისა წყალობით, ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან და მაცხოვარმან სულთა ჩუენთამან.

დიდებაჲ.

აწ და492.

მჯდომარე...

ტარიგი, რომელი წინაჲსწარვე იხილა სულითა ესაია განათლებულმან, განისყიდების იგი493 ისკარიოტელისა მიერ და შეიკრვის, და დაჰჴსნის ადამის დასჯასა და, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგურების და ღჳნოჲ ცხოვრებისაჲ ძმარსა მიიღებს ჩუენთჳს და დაიკლვის, რაჲთა ექმნეს გამომზრდელ ემბაზისა შვილთა. დიდებაჲ, დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, და დიდებაჲ და მადლობაჲ აურაცხლსა შენსა სულგრძელებასა494

უფალო მესმასა

ძლისპირი

მოხუედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ  თჳთ უფალი განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდებაჲ ძალსა შენსა.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

ტროპარი

ინებე ჩუენთჳს ჴორცთშესხმულმან, მრავალმოწყალეო495, შეწირვად496, ვითარცა ცხოვარი, ცოდვათათჳს კაცთაჲსა. ამისთჳს-ხოლო გევედრები შენ ჩემთაცა განქარვებად შეცოდებათა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

განკურნენ497 სულისა ჩემისა წყლულებანი, უფალო, და სრულიად განმწმიდე498 და ღირს-მყავ, მეუფეო, ზიარებად საიდუმლოსა შენსა საღმრთოსა სერობასა499 - უბადრუკი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვდგეთ ყოველნი უკუე შიშით და ძრწოლით და მოწიწებით. თუალნი სულისანი ზეგუაქუნდენ და მაცხოვრისა მიმართ ვჴმობდეთ:

დაგუამტკიცენ და გულისჴმიერ-გუყვენ ჩუენ, ღმერთო მოწყალეო, შიშსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მოწყალე-ყავ ჩემზედა ნაწლევთაგანი500 შენი, დედოფალო, და დამიცევ მე შეუგინებელად და უბიწოდ, მონაჲ შენი, და უვნებელად, რაჲთა შევიწყნარო გონიერი მარგალიტი და წმიდა-ვიქმნე.

ღამითგანსა

ძლისპირი

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩუენ501, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

ტროპარი

ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმნეს აწ502 ჩემთანა, მდაბლისა ამის მონისა შენისა503, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ504, რამეთუ აჰა ესერა ვჭამ ჴორცსა შენსა საღმრთოსა და ვსუამ სისხლსა შენსა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სიტყუაო ღმრთისაო და ღმერთო, ნაკუერცხალ-მექმენინ მე505 ჴორცი შენი, განმანათლებელ ჩემ, დაბნელებულისა ამის, და განმწმედელ მწიკულევანებასა სულისა ჩემისასა სისხლი შენი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემწიკულებული სული და ბაგენი მქონან არაწმიდანი და აწ ვერ ძალ-მიც მიახლებად შენდა, ქრისტე, და მოღებად ჴორცსა შენსა, არამედ  შენ გამომაჩინე ღირსად.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მარიამ, დედაო ღმრთისაო, სურნელებისა შუენიერო სამკჳდრებელო, ლოცვითა შენითა ჭურად რჩეულად გამომაჩინე, რაჲთა ზიარ-ვიქმნე სიწმიდეთა საღმრთოთა ძისა შენისათა.

ღაღადყავსა

ძლისპირი

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და

მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი; აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

ტროპარი

გონებაჲ, სული და გული წმიდა-ყვენ, მაცხოვარ, და ჴორცნიცა ჩემნი, და ღირს-მყავ, მეუფეო, დაუსჯელად მიახლებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რაჲთა უცხო-ვიქმნე ვნებათაგან შენითა მადლითა და მაქუნდეს შემატებაჲ და ცხორებისაცა უცთომელობაჲ ზიარებისა მიერ წმიდათა შენთა, ქრისტე, საიდუმლოთა506.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შიშით და ძრწოლით მივეახლნეთ ყოველნი საღმრთოთა საიდუმლოთა მეუფისათა და წმიდაA Kორცი მისი მოვიღოთ [და] წმიდაჲ507 და ყოვლადპატიოსანი508 სისხლი მისი.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო და სიტყუაო ღმრთისაო წმიდაო, წმიდა-მყავ მე სრულიად აწ, მომავალი საღმრთოთა მიმართ შენთა საიდუმლოთა, წმიდისა დედისა შენისა ვედრებითა.

 

იბაკოჲ 509,

ჴმაჲ, ბ

ძლისპირი

ზენათა ძიებითა510

საღმრთოჲსა ჴორცისა და სისხლისა  მოღებაჲ, ქრისტე, განსაწმედელ მექმენინ, ნუ დასასჯელ ამით ზიარებაჲ და ნუ თანამდებ, არამედ  განსაწმედელ შეგინებისა სულისა და ჴორცთაჲსა და ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოჲსა და უკუდავებისა511.

 

იკოსი

პირველ საუფლოჲსა მის ვნებისა აღასრულა დღეს სერობაჲ ქრისტემან ღმერთმან მოწაფეთა თჳსთა თანა და ჴორცი და სისხლი თჳსი ყოვლადწმიდაჲ მისცა მათ საჭმლად და სასუმლად, განსაწმედელად ნაბრძჳლთა სულიერთა, და იზიარნა ვნებათა თჳსთა და მერმესა მას დიდებასა საუკუნოსა ღირს-ყვნა კაცთმოყუარემან.

მოვედით, განვიწმიდნეთ, მორწმუნენო, სულნი512 და ჴორცნი ჩუენნი და განუმზადნეთ უფალსა სავანედ შემკობილად გონებანი ჩუენნი, რაჲთა ჩუენშორისცა აღასრულოს სერობაჲ ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა თჳსთაჲ და ზიარ-მყვნეს ჩუენ დიდებასა საღმრთოსა მიუწდომელსა და თანააღმადგინნეს და ღმრთივბრწყინვალე გუყვნეს513.

კურთხეულარსსა ზ

ძლისპირი

ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისსა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაჲ მის და შეითხინეს საჴუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

ტროპარი

წყარო სახიერებისა  არს ზიარებაჲ, ქრისტე, უკუდავთა შენთა საიდუმლოთაჲ; აწ უკუე მექმენინ მე წყაროჲ სახიერებისაჲ ნათელ უვნებელობისა და სათნოებისა მიმართ უწმიდესობაჲ და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭებაჲ, მხოლოო სახიერო,514 რაჲთა გადიდებდე515.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რაჲთა განვერე ვნებათაგან და მტერთა,516 იწროებათა517 და ყოვლისაგან518 სალმობისა519, შიშით520 და სურვილით, კაცთმოყუარე, მოვივლტი აწ კრძალვითა521 შენისა მიმართ უკუდავისა და საღმრთოჲსა საიდუმლოჲსა და გიგალობ522 შენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოჲ523 სულო ჩემო524 უბადრუკო, სულო ვნებულო, შეძრწუნდი მხედველი საიდუმლოსა დიდებულსა, სულთქუმით ცრემლოოდე მკერდსა ცემით, ჴმობდი და იტყოდი:  ღმერთო, განმწმიდე მე525, ვითარცა526 მეძავი, ცოდვათა ჩემთაგან, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მაცხოვარი ქრისტე ჰშევ ზეშთა ცნობისა, ღმრთივმიმადლებულო; გევედრები აწ527 შენ, წმიდასა, ლმობიერად მონაჲ შენი არაწმიდაჲ, მნებებელი აწ ყოვლადწმიდათა მიმართ საიდუმლოთა მიახლებად: განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა  ჴორცთა და სულისა.

აკურთხევდითსა

ძლისპირი

საჴუმილად გარდამოსრულსა ყრმათა

ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან528 ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წმიდაჲ განმიახლე გუამსა ჩემსა.

ტროპარი

ზეციერთა და შესაძრწუნებელთა და წმიდათა საიდუმლოთა529 და საღმრთოჲსა სერობისა  საიდუმლოდ ზიარებასა ღირს-მყავ აწ სასოწარკუეთილი ესე, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოწყალებისა შენისა მომართ მოვივლტი, სახიერ, და ვჴმობ შიშით: ჩემთანა ეგე, მაცხოვარ, და მე – შენთანა, ვითარცა სთქუ530, რამეთუ531 ესერა მინდობითა წყალობათა532 შენთაჲთა ვჭამ ჴორცსა და ვსუამ სისხლსა შენსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვძრწი შეწყნარებად ცეცხლისა,  ნუუკუე შემწუას ვითარცა ცჳლი და ვითარცა თივაჲ; ჰოჲ საშინელი საიდუმლოჲ, ჰოჲ მოწყალებაჲ ღმრთისაჲ, თუ ვითარ საღმრთოსა ჴორცსა და სისხლსა მე, თიჴაჲ ესე, ვეზიარო და უხწნელ-ვიქმნე533.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

საღმრთოჲ პური ცხოვრებისაჲ საშოსა შენსა, ღმრთისა დედაო, ჭეშმარიტად შეიცხო და დაიცვა უვნებელად საშოჲ შენი534, უბიწოო. ამისთჳსცა, ვითარცა მზრდელსა ჩუენსა, გიგალობთ შენ ყოველნი უკუნისამდე.


ადიდებდითსა

ძლისპირი

დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოჩნდა ქალწულისაგან535 მჴსნელად ჩუენდა განKორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

ტროპარი

განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ536 არს უფალი, რამეთუ ჩუენთჳს მსგავს ჩუენდა ქმნილი მოვიდა537 და ერთგზის თავი თჳსი შესწირა, ვითარცა მსხუერპლი, თჳსისა მამისა, და მარადის დაიკლვის განწმედად მიმღებელთა მისთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სული538 ჴორცთა თანა განწმიდე, მეუფეო, და განანათლე და აცხოვნე539, რაჲთა იქმნეს სახლ შენდა და ზიარ-იქმნეს საიდუმლოთა შენთა სამღდელოთა540, თანაკჳდრად შენდა მქონებელი, თანა მამით და სულითურთ, კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო.541

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ცეცხლი, მექმენინ მე, და ვითარცა ნათელი, ჴორცი შენი და სისხლი შენი ყოვლადპატიოსანი542, მაცხოვარო ჩემო, შემწუველ ცოდვათა ნივთსა და დამწუველ ეკალსა ვნებათასა, და ყოვლითურთ განმანათლე მე თაყუანისცემად543 შენისა ღმრთეებისა.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ღმერთი განჴორციელდა წმიდათა სისხლთა შენთაგან, რომლისათჳსცა ყოველი ნათესავი გიგალობს შენ, დედოფალო, და სიმრავლენი გონებათანი544 გადიდებენ545, ვითარცა შენმიერ ბრწყინვალედ მხილველნი ყოველთა მეუფისა,546 კაცებრ არსქმნულისა547.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სამწმიდაო...

ყოვლადწმიდაო...

მამაო ჩუენო...

ტროპარი დღისა ანუ დღესასწაულისაჲ,  ხოლო უკუეთუ არს ალელუაჲ, ესენი:

მიწყალენ ჩუენ, უფალო...

დიდებაჲ.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ...

აწ და.

 

ღმრთისმშობელისაჲ:

მოწყალებისა კარი განგჳღე...

უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ

და ლოცვაჲ ესე სერობისაჲ:

უბიწოო შეუგინებელო უხრწნელო... (სრული ტექსტი იხ. ზემოთ)

 

ხოლო ხვალისა, შემდგომად ჟამნისა, ჩუეულებისაებრსა მას ლოცვასა,  რომელიცა ინებებს ზიარებად, იტყჳს ესრეთ:

კურთხეულ არს...

მეუფეო ზეცათაო...

სამწმიდაო...

ყოვლადწმიდაო სამებაო...

მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო შეგჳწყალენ 12-ჯერ.

დიდებაჲ

და

აწ და.

მოვედით თაყუანის-ვსცეთ...3-გზის.

ფსალმუნი ესე 22-ე

ფსალმუნი დავითისი

22,1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს.

22,2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.

22,3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.

22,4 ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.

22,5 განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლაჲჴ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.

22,6 წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

 

ფსალმუნი, 23

ფსალმუნი დავითისი, ერთშაბათთაჲ

23,1 უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

23,2 რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.

23,3 ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?

23,4 უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა.

23,5 ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.

23,6 ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.

23,7 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ.

23,8 ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისაჲ? უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა?

23,9 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

23,10 ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისაჲ? უფალი ძალთაჲ თავადი არს მეუფჱ დიდებისაჲ.

დიდებაჲ

 

ფსალმუნი 115

ალელუაჲ

115,1 მრწმენა მე, რომელისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.

115,2 და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.

115,3 რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?

115,4 სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.

115,5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

115,6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

115,7 ჵ, უფალო, მე მონაჲ შენი, მე მონაჲ შენი და ძე მჴევლისა შენისაჲ; განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი,

115,8 შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაჲ და სახელსა უფლისასა ვხადო.

115,9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა

115,10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალმ!


დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ალელუაჲ 3-გზის.

მეტანიაჲ 3-გზის

და ტროპარნი ესე:

ტროპარი, ჴმაჲ

უსჯულოებანი ჩემნი უგულებელს-ყვენ, უფალო, ქალწულისაგან შობილო, და გული ჩემი განწმიდე და ტაძარ მყავ მე უხრწნელისა549 ჴორცისა და სისხლისა შენისა;  ნუ550 განმაგდებ მე პირისა შენისაგან, მხოლოო, რომელსა გაქუს დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზიარებად სიწმიდეთა შენთა ვითარ ვიკადრო არაღირსმან, ხოლო უკუეთუ ვიკადრო შენდა წარდგომად ღირსთა თანა, სამოსელი ჩემი მამხილებს, რამეთუ არა არს სერობისაჲ; დასჯილებაჲ და მხილებაჲ და შეგინებაჲ მრავალმცოდველისა სულისა ჩემისაჲ განწმიდე, უფალო, და მაცხოვნე მე, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი551, წმიდაო ღმრთისმშობელო; შენდა მოვივლტი, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა; ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა მოტევებად ურიცხუთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო.

ხოლო წმიდასა და დიდსა ხუთშაბათსა სთქუ ესე:

ჴმაჲ 7

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულოჲ იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა.

იხილეთ, ჰოჲ მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ,  რომელმან მისთჳს შიშთვილ-იბა, და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა,  რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა; არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა.

უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ

და მეტანიაჲ, რაოდენიცა გენებოს552.

 

ოდეს გენებოს ჴორცი სამეუფოჲ მიღებად, ჰოჲ კაცო, შიშით მიეახლე, რაჲთა არა დაიწუა, რამეთუ ცეცხლი არს. და რაჟამს გენებოს შესუმად სისხლი საღმრთოჲ და შერთვაჲ მისთანა, დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად საიდუმლოჲსა მის.

ლოცვაჲ ა წმიდისა მიმართ ზიარებისა, თქუმული წმიდისა დიდისა ბასილისი553

მეუფეო უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, წყაროო ცხოვრებისა554 და უკუდავებისაო555, ყოვლისა დაბადებულისა,  ხილულისა და უხილავისა, შემოქმედო556, დაუსაბამოჲსა მამისა თანასამარადისოო ძეო და თანადაუსაბამოო557, რომელმან მრავლისა სახიერებისათჳს უკუანაჲსკნელთა დღეთა ჴორცნი შეიმოსენ558 და ჯუარს-ეცუ და დაიკალ559 ჩუენ, უმადლოთა და ძჳრისმოქმედთათჳს, და თჳსითა სისხლითა განაახლე განხრწნილი ცოდვითა ბუნებაჲ ჩუენი, თჳთ უკუდავო მეუფეო560, შეიწირე ჩემიცა561, ცოდვილისა, სინანული და მოყავ ყური შენი ჩემდა და ისმინე სიტყუათა ჩემთაჲ, რამეთუ ვცოდე, უფალო, ვცოდე562 ცად მიმართ წინაშე შენსა563 და არა ვარ ღირს მიხედვად564 სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა,  რამეთუ განვარისხე სახიერებაჲ შენი და მცნებათა შენთა გარდავჰჴედ, და არა565 ვისმინე ბრძანებათა შენთაჲ, არამედ  შენ, უფალო566, ძჳრუჴსენებელ ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე; არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა567, მარადის მომლოდემან ჩემისა მოქცევისამან, რამეთუ შენ სთქუ, კაცთმოყუარეო568, წინაჲსწარმეტყუელისა შენისა მიერ, ვითარმედ569: "ნებსით არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხოვრებაჲ მისი", რამეთუ არა გნებავს, მეუფეო, ქმნილისა ჴელთა შენთაჲსა570 წარწყმედაჲ და არცა გთნავს571 წარწყმედაჲ კაცთაჲ, არამედ  გნებავს ყოველთა ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. ამისთჳსცა, დაღაცათუ მე572 არა ღირს ვარ ცასა და ქუეყანასა და ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა573, [რამეთუ] ყოვლითურთ თავი ჩემი დავამორჩილე ცოდვასა და გემოთა დავემონე და ხატი შენი უჴმარ-ვყავ, არამედ  ქმნული574 და დაბადებული შენი ვარ; არა უმეცარ ვარ თჳსსა575 ცხოვრებასა საწყალობელი, არამედ  აურაცხელისა მოწყალებისა შენისა მომართ კადნიერად576 მოვალ.

შემიწყნარე უკუე მეცა, კაცთმოყუარეო უფალო, ვითარცა მეძავი577, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა მეზუერე და ვითარცა უძღები578, და აღიღე ტჳრთი მძიმე579 ცოდვათა580 ჩემთაჲ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი და უძლურებანი კაცთანი განჰკურნენ და მაშურალთა და ტჳრთმძიმეთა შენდა მოუწოდე განსუენებად581, რომელი არა მოხუედ წოდებად მართალთა, არამედ  ცოდვილთა სინანულად, განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა და მასწავე მე სრულყოფად სიწმიდისა შიშსა შინა შენსა582, რაჲთა წმიდითა მოწამებითა სჳნიდისისა ჩემისაჲთა583 სიწმიდეთა შენთა ნაწილსა შემწყნარებელი შევერთო წმიდასა ჴორცსა შენსა და სისხლსა, და მაქუნდე შენ დამკჳდრებულად და ეგო ჩემშორის584 თანა მამით და სულით წმიდითურთ. ჰე უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, ნუ[ცა]585 დასასჯელ მექმნეს586 მე ზიარებაჲ587 უხრწნელთა588 და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთაჲ, ნუცა უძლურ ვიქმნე სულით და ჴორცით,  უღირსად [რაჲ] ვეზიარებ[ოდ]ი,589 არამედ  მომეც მე ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე ჩემდა590 დაუსჯელად მოღებაჲ ნაწილსა სიწმიდეთა შენთასა591, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზლად ცხოვრებისა საუკუნოჲსა592 და კეთილმითუალუ-ლ[ად] სიტყჳსსაგებელ[ად] წინაშე საშინელსა სამსჯავროსა593 შენსა, რაჲთა მეცა, ყოველთა რჩეულთა შენთა თანა, ზიარ-ვიქმნე უხრწნელთა შენთა კეთილთა,594 რომელი განუმზადე მოყუარეთა შენთა, უფალო, რომელ[თა შორის]595 დიდებულ ხარ უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ ბ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ

უფალო ღმერთო ჩემო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, არცა კმა596, რაჲთა597 სართულსა ქუეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხჳდე, ამისთჳს, რამეთუ სრულიად ოჴერ და დაცემულ არს და არა გაქუს ჩემშორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო, არამედ  ვითარცა მაღლით დაიმდაბლე თავი თჳსი ჩუენთჳს, და-აწცა598 მიითუალე სიმდაბლე ჩემი, და ვითარცა თავს-იდევ ქვაბსა შინა შობაჲ და ბაგასა პირუტყუთასა599 მიწუენაჲ, ეგრეთვე ღირს-იჩინე ბაგასა პირუტყუთა-მსგავსისა სულისა ჩემისასა600 და შეგინებულთა ჴორცთა ჩემთა შემოსლვად, და ვითარცა არა უღირს-იჩინე შესლვად და601 სერობად ცოდვილთა თანა სახლსა სიმონ კეთროვნისასა, ეგრეთვე-და602 სათნო-იყავ შემოსლვად სახლსა მდაბლისა603 სულისა ჩემისასა, კეთროვანსა და ცოდვილსა604, და605 ვითარცა არა განაგდე მსგავსად-ჩემსა მეძავი და ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენდა, ეგრეთვე შემიწყნარე მეცა, ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენი, და ვითარცა არა მოიძაგე მწიკულევანი იგი პირი მისი და არაწმიდაჲ ამბორისმყოფელი შენი, ნუცა ჩემსა მოიძაგებ უმწიკულევანესსა მისსა პირსა და უარაწმიდესსა, ნუცა საძაგელთა და უარაწმიდესთა ბაგეთა და შეგინებულსა და არაწმიდასა ენასა ჩემსა, არამედ  მეყავნ მე ნაკუერცხალი ყოვლადწმიდისა ჴორცისა და უხრწნელისა სისხლისა შენისაჲ განმწმედელ და განმანათლებელ და სიმრთელე მდაბლისა სულისა და ჴორცთაჲ და აღმასუბუქებელ სიმძიმესა მრავალთა ცოდვათა ჩემთასა და საცოდ ყოვლისა საეშმაკოჲსა მოქმედებისა,  საძლეველ და შესაბრკოლებელ ძჳრთა და ბოროტთა ჩუეულებათა ჩემთა, მომაკუდინებელ ვნებათა დაცვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოჲსა მადლისა შენისა და თჳსებად სუფევისა შენისა. არა ვითარცა შეურაცხისმყოფელი მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო, არამედ  ვითარცა კადნიერი გამოუთქუმელისა სახიერებისა შენისაჲ,  რაჲთა არა მრავალ-ჟამ განშორებული ზიარებისა შენისა  სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა;  ამისთჳს გევედრები შენ, რამეთუ მხოლოჲ ოდენ წმიდა ხარ, მეუფეო: განწმიდე სული ჩემი და ჴორცნი, გონებაჲ და გული, თირკუმელნი და ნაწლევნი, და ყოვლითურთ განმაახლე მე და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მექმენ შემწე და ჴელისაღმპყრობელ, წარმართე მშჳდობასა შინა ცხოვრებაჲ ჩემი და ღირს-მყავ მე მარჯუენით დგომად წმიდათა შენთა თანა ოხითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, უსხეულოთა მსახურთა და უხრწნელთა ძალთა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა, ამინ606.

 

ლოცვაჲ გ წმიდისა სჳმეონ მეტაფრასტისაჲ607

მხოლოო წმიდაო და უხრწნელო უფალო, რომელმან გამოუთქუმელითა წყალობითა კაცთმოყუარებისაჲთა ყოვლითურთ მიიღე თბე ჩუენი წმიდათა და608 ქალწულებრივთა სისხლთაგან და იშევ შენ ზეშთა ბუნებისა მოსლვითა საღმრთოჲსა სულისაჲთა და სათნოყოფითა სამარადისოჲსა მამისაჲთა609, ქრისტე იესუ, სიბრძნეო ღმრთისაო, მშჳდობაო და ძალო, რომელმან [მიღებულითა]610 შენითა ცხოველსმყოფელი და საცხოვრებელი ვნებაჲ შეიწყნარე, - ჯუარი, სამსჭუალნი, ლახუარი, და სიკუდილი, - მოაკუდინენ სულისაცა ჩემისა განმხრწნელნი ჴორცთა ვნებანი; რომელმან დაფლვითა შენითა ჯოჯოხეთისა მეუფებაჲ წარმოსტყუენე, დაფლენ კეთილისა გულისსიტყჳსა მიერ ჩემნიცა ბოროტნი გულისზრახვანი და ბოროტნი სულნი განაქარვენ; რომელმან მესამისა დღისა ცხოვრებაშემოსილითა აღდგომითა შენითა პირველი მამაჲ აღადგინე დაცემული, აღმადგინე მეცა, ცოდვისა მიერ შებრკოლებული სინანულისა სახისა დადებითა; რომელმან დიდებულითა ამაღლებითა შენითა განღმრთობილ[სა] ჴორც[სა], რომელ მიიღე, ამას მარჯუენით მამისა ჯდომითა პატივ-ეც, ღირს-მყავ მეცა ზიარებითა წმიდისა შენისა საიდუმლოჲსათა, მარჯუენით[სა] ნაწილსა ცხოვნებულთასა მიმთხუევად; რომელმან მოსლვითა ნუგეშინისმცემელისა სულისა შენისაჲთა ჭურჭელ პატიოსან შეჰმზადენ611 სამღდელონი მოწაფენი შენნი, მეცა მოსლვისა მისისა შემწყნარებელად612 გამომაჩინე; რომელსა გეგულვების კუალადმოსლვაჲ განკითხვად სოფლისა სიმართლით, სათნო-მიყავ მეცა, რაჲთა [წინა]მიგეგებო ღრუბლითა [შენ], შემოქმედსა  და მსაჯულსა ჩემსა, ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რაჲთა მოუკლებელად დიდების-გმეტყუელებდე და გიგალობდე შენ, თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

მისივე, დ

ვითარცა საშინელისა და პირუთნებელისა613 სამსჯავროჲსა შენისა წინაშე მდგომარე, ქრისტე ღმერთო, დასჯისასა მომღები და სიტყჳსგებად ბოროტთა საქმეთა ჩემთათჳს, ეგრეთ დღეს, პირველ მოწევნადმდე დღისა მის დასჯისა ჩემისასა, წმიდისა საკურთხეველისა მიმართ მდგომარე ვარ წინაშე შენსა და წინაშე საშინელთა და წმიდათა ანგელოზთა შენთა, დასჯილი თჳსისა სჳნიდისისაგან; მოვიხუამ ბოროტთა და უსჯულოებისა ჩემისა საქმეთა, განვაცხადებ მათ და განვაქიქებ; იხილე, უფალო, სიმდაბლე ჩემი და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. იხილე, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს თმათა თავისა ჩემისათა უსჯულოებანი ჩემნი; რომელი უკუე ბოროტი არა ვქმენ, რომელი ცოდვაჲ არა ვყავ, რომელი ძჳრი არა გამოვისახე სულსა შინა ჩემსა? ხოლო-და614 საქმითაცა ვქმენ სიძვაჲ, მრუშებაჲ, ამპარტავანებაჲ, ზუაობაჲ, ფიცი, გმობაჲ, უქმისმეტყუელებაჲ, სიცილი უჯეროჲ, მთრვალობაჲ, ნაყროვანებაჲ, უძღებებაჲ, სიძულილი, შური, ვეცხლისმოყუარებაჲ, საჴმართმოყუარებაჲ, ანგაჰრებაჲ, თავის ოყუარებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ, ტაცებაჲ, უსამართლოებაჲ, საძაგლისშეძინებაჲ, ჴდომაჲ, წყევაჲ, უსჯულოებაჲ. ყოველნი საცნობელნი ჩემნი და ყოველნი ასონი შევაგინენ, განვხრწენ, უჴმარ-ვყვენ და ყოვლითურთ საფარდულ ეშმაკთა ვიქმენ; და უწყი, უფალო, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა, არამედ  აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთაჲ და წყალობაგამოუთქუმელისა ძჳრუჴსენებელობისა შენისა სახიერებაჲ, და არა არს ცოდვაჲ მძლე კაცთმოყუარებისა შენისაჲ. ამისთჳსცა, ყოვლადსაკჳრველო მეუფეო, ძჳრუჴსენებელო უფალო, საკჳრველ-ყავ წყალობაჲ შენი ჩემ, ცოდვილსა ზედა, მიჩუენე ძალი სიტკბოებისა შენისაჲ და გამომიცხადე სიმტკიცე კეთილნაწლეობისა615 შენისაჲ და შემიწყნარე მე, ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი და მეძავი; შემიწყნარე მეცა, რომელმან უზომოდ ვცოდე შენდამი სიტყჳთ და საქმით და გულისთქუმითა უჯეროჲთა და გულისსიტყჳთა პირუტყულითა616. და ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მოსრულნი შეიწყნარენ, რომელთა ვერარაჲ ღირსი სასყიდლისაჲ იმოქმედეს, ეგრეთ შემიწყნარე მეცა, ცოდვილი, რამეთუ ფრიად ვცოდე და შევიგინე და შევაწუხე სული შენი წმიდაჲ და განვამწარენ კაცთმოყუარენი ნაწლევნი შენნი საქმით და სიტყჳთ და გონებით, ღამესა შინა და დღესა შინა, ცხადად და დაფარულად, ნებსით და უნებლიეთ, და უწყი, რამეთუ წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა ჩემ წინაშე ეგევითართა, რომელნი იქმნნეს ჩემ მიერ, და მიმKდი სიტყუასა მათთჳს, რომელნიცა მეცნიერებით ვცოდენ შეუნდობელად, არამედ,  უფალო, უფალო, რაჲთა არა მართლითა მსჯავრითა შენითა, არცა გულისწყრომითა შენითა მამხილო მე, მიწყალე მე, უფალო, რამეთუ არათუ მხოლოდ-ოდენ უძლურ ვარ, არამედ  დაბადებული შენი ვარ. შენ უკუე, უფალო, დაამტკიცე ჩემშორის შიში შენი, ხოლო მე ბოროტი შენ წინაშე ვყავ. შენ მხოლოსა შეგცოდე, არამედ  გევედრები, ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ უკუეთუ უსჯულოებათაებრ მომაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაგითმოს?

რამეთუ მე ვარ უფსკრული ცოდვათაჲ და არა ვარ ღირს, არცა კმა აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, რამეთუ ყოველი ბოროტისმეტყუელებაჲ და ჴელოვნებაჲ საეშმაკოჲ და განმხრწნელობაჲ, ჴდომა, ჩუკენობაჲ, წულთმხრწნელობაჲ, ძჳრისჴსენებაჲ, წურთაჲ ცოდვისა მიმართ, ფუცებაჲ617 და სხუანი, რიცხჳთ ბევრნი ვნებანი, არა მოაკლდეს ჩემგან, რამეთუ რომლითა ცოდვითა არა განვიხრწენ, რომლითა ბოროტითა არა შევიპყარ? ყოველი ცოდვაჲ ვქმენ, ყოველი არაწმიდებაჲ დავისახენ სულსა შინა ჩემსა, უKმარ-ვიქმენ შენ, ღმრთისა ჩემისა, და კაცთა. ვინ აღმადგინოს მე ესევითართა ბოროტთაგან, ესევითარად დაცემული შეცოდებითა?უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ; უკუეთუ არსღა ჩემდა სასოებაჲ ცხოვრებისაჲ, სძლოს კაცთმოყუარებამან შენმან სიმრავლესა უსჯულოებათა ჩემთასა. მეყავნ მე მაცხოვარ და ჴელისაღმპყრობელ618 მოწყალებისაებრ შენისა და წყალობისა შენისა. მილხინე, მომიტევე, შემინდვე მე ყოველი, რაოდენი გცოდე შენ, რამეთუ მრავლითა ბოროტითა აღივსო სული ჩემი და არა არს ჩემშორის სასოებაჲ ცხოვრებისაჲ. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და ნუ მომიძაგებ მე საქმეთაებრ ჩემთა და ნუ დამსჯი მე მოქმედებათაებრ ჩემთა, არამედ  მომაქციე, შემეწიე და იჴსენ სული ჩემი შემთხუევათაგან მათთა ბოროტთა და ძჳრთა ცთომათაგან. მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, რაჲთა სადაცა განმრავლდეს ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატოს მადლი შენი და გაქებდე და გადიდებდე შენ ყოვლადვე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ და მაცხოვარი შეცოდებულთაჲ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე დამასკელისაჲ,  ე

მეუფეო უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელსა მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ კაცთა ცოდვათა მოტევებისაჲ,  ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან, უგულებელს-ყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, მეცნიერებით[ნი] და უმეცრებითნი, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად საღმრთოთა და დიდებულთა და უხრწნელთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუ სიმძიმედ, ნუცა სატანჯველად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ  სალხინებელად და წმიდამყოფელად და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა და ზღუდედ და შემწედ და საძლეველ წინააღმდგომთა და აღსაჴოცელ მრავალთა შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყუარებისაჲ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ დიდისა ბასილისი, ვ

უწყი, უფალო, რამეთუ უღირსად მოვიღებ უხრწნელსა ჴორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა და თანამდებ ვარ და619 დასასჯელად თავისა ჩემისა  ვჭამ და ვსუამ, ვერგანმკითხველი ჴორცისა და სისხლისა შენ ქრისტჱსა და ღმრთისა ჩემისაჲსა, არამედ  წყალობისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ, შენდა, მეტყუელისა: "რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემშორის ჰგიეს და მე - მისშორის". მოწყალე-იქმენ უკუე, უფალო, და ნუ მამხილებ მე, ცოდვილსა, არამედ  ყავ ჩემთანა წყალობისაებრ შენისა, და მეყავნ620 მე წმიდაჲ ესე საკურნებელ და განმწმედელ და განმანათლებელ და მცველად და მაცხოვრად და წმიდამყოფელად სულისა და ჴორცთა, [მართლუკუნსაქცეველად]621 ყოვლისა საოცრებისა და ბოროტისა საქმისა და საეშმაკოჲსა მოქმედებისა622, საცნაურად ასოთა შინა ჩემთა მოქმედებულისა,  კადნიერებად და სიყუარულად შენდა, წარსამართებელად ცხოვრებისა623 და უცთომელობად624, აღმატებად სათნოებისა და სისრულისა625, აღსრულებად მცნებათა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზლად ცხოვრებისა საუკუნოჲსა [და] სიტყჳსსაგებელ[ად] კეთილმითუალულ[ად] საშინელსა საყდარსა შენსა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად.

სხუაჲ ლოცვაჲ საღმრთოთაგან თქუმულთა წმიდისა ზიარებისაჲ, სჳმეონ ახლისა  ღმრთისმეტყუელისაჲ, ზ

შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა,  არაწმიდისაგან ენისა,  სულისაგან შემწიკულებულისა  შეიწირე ვედრებაჲ ჩემი, ქრისტე ჩემო, და ნუ უგულებელს-ყოფ ნუცა სიტყუათა, ნუცა სახეთა, ნუცა ურცხჳნოებასა626. მომეც კადნიერებით სიტყუად, რომელიცა მნებავს, ქრისტე ჩემო; უფროჲსღა მასწავე მე, რაჲ ჯერ-არს ჩემდა ქმნად და სიტყუად. ვცოდე უფროჲს მეძვისა, რომელმანცა ისწავა რაჲ, სადა იყოფვი, მიჰრონისა მსყიდველი მოვიდა კადნიერებით ცხებად ფერჴთა შენთა627, ქრისტეს ჩემისა,  მეუფისა და ღმრთისა. ვითარცა იგი არა განსდევნე, მოსრული გულითა, ნუცა მე მომიძაგებ, სიტყუაო.

ფერჴნი შენნი მომცენ დაპყრობად[ცა] და ამბორისყოფად[ცა] [და] მდინარითა ცრემლითა, ვითარცა მრავალსასყიდლითა მიჰრონითა, ამათდა628 კადნიერებით გცხო. განმბანე მე ცრემლითა ჩემითა. განმწმიდე მე ამით, სიტყუაო.

მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი და მომმადლე მე შენდობაჲ.

უწყი ბოროტთა სიმრავლე და უწყნი წყლულებანი ჩემნი და სენთა ჩემთა ჰხედავ, არამედ  სარწმუნოებჲცა629 უწყი. და მნებებლობასა ჰხედავ და სულთქუმათა ისმენ.

არა დაგეფარვის შენ, ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მჴსნელო ჩემო, არცა ცუარი ცრემლთაჲ, არცა ცუარისა ნაწილი რაჲმე630.

რომელნი არა მექმნნეს მე, ცნეს631 თუალთა შენთა, ხოლო წიგნსა შენსა არღა-ქმნულნიცა  შთაწერილად ჰგიეს შენდა632. იხილე სიმდაბლე ჩემი, იხილე შრომაჲ ჩემი – რაოდენ, და ცოდვანი ყოველნი მომიტევენ მე, ღმერთო ყოველთაო633, რაჲთა განწმედილითა გულითა, მძრწოლარითა გონებითა და სულითა შემუსრვილითა უხრწნელთა და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა ვეზიარო, რომლითა განღმრთდების და განცხოველდების ყოველი მჭამელი და მსუმელი შენი634 გულითა წმიდითა, რამეთუ შენ სთქუ, მეუფეო ჩემო: "ყოველი მჭამელი ჴორცისა ჩემისაჲ და მსუმელი სისხლისა ჩემისაჲ ჩემთანა ჰგიეს და მე მისთანა". ჭეშმარიტად არს ყოვლადვე სიტყუაჲ მეუფისა და ღმრთისა ჩემისაჲ, რამეთუ635 საღმრთოთა და ღმერთმყოფელთა636 მადლთა მიმთხუეული არა თავით თჳსით არს637, არამედ -  შენთანა638, ქრისტე ჩემო, - ნათელო სამმზისაო, განმანათლებელო სოფლისაო639, რაჲთა არა უკუე640 მარტოდ641 ვიყო, თჳნიერ შენსა, ცხოვრების-მომცემელისა, სულთქუმისა ჩემისა,  ცხოვრებისა ჩემისა, სიხარულისა ჩემისა,642 სოფლისმაცხოვრისა.  ამისთჳს შენდა მოსრულ ვარ, ვითარცა ჰხედავ, ცრემლითა და სულითა შემუსრვილითა. დაჴსნასა შეცოდებათასა ვითხოვ მოღებად ჩემდა და  შენთა ცხოვრებისმომცემელთა და უბიწოთა საიდუმლოთა დაუსჯელად ზიარებად, რაჲთა დაადგრე, ვითარცა თქუ, ჩემთანა, სამგზის საწყალობელისა,  რაჲთა არა თჳნიერ მადლისა შენისა  მპოვოს მე მზაკუვარმან მან და წარმიტაცოს მე ზაკუვით, მაცთუნოს და განმაშოროს ღმერთმყოფელთა643 სიტყუათა შენთა. ამისთჳს შეგივრდები და მჴურვალედ გიჴმობ შენ: ვითარცა უძღები შეიწყნარე და – მეძავი, მოსრული შენდა, ეგრეთ შემიწყნარე მეცა, მეძავი და უძღები, მოწყალეო, სულითა შემუსრვილითა აწ მომავალი შენდა. უწყი, მაცხოვარო, რამეთუ სხუამან არავინ შეგცოდა, ვითარცა644 მე, არცა ქმნა საქმე, რომელ მე ვქმენ, არამედ ესე კუალად645 უწყი, ვითარმედ არა სიდიდე შეცოდებათაჲ, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღმრთისა ჩემისა  მრავალსა სულგრძელებასა და უმწუერვალესსა646 კაცთმოყუარებასა, არამედ  ზეთითა თანალმობისაჲთა647 მKურვალედშემნანებელთა განსწმედ და განანათლებ და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა.

ზიარად ღმრთეებისა შენისა იქმ მათ უშურველად648 და, უცხოდ ანგელოზთა, და კაცთა ცნობისა, თანაეზრახვი649 მათ მრავალ-გზის, ვითარცა მოყუასთა შენთა საკუთართა. ესენი კადნიერ-მყოფენ მე, ესენი ფრთოვან-მყოფენ650, ქრისტე ჩემო, და მინდობილი651 სიმდიდრესა ქველისმოქმედებისა შენისასა ჩემდა მომართ, მოხარული და შეძრწუნებული ერთბამად, ცეცხლსა ვეზიარები, თივაჲ ესე, - და უცხოჲ საკჳრველი! - შევიცურევი გამოუთქუმელად652, ვითარცა უკუე მაყუალი ძუელად, შეუწუველად მგზებარე. აწ მადლობისა ცნობით, მადლობისა გულით, მადლობისა ასოთა მიერ ჩემთა სულისა და ჴორცისა ჩემისათა653 თაყუანის-გცემ და დიდებულ-გყოფ და გადიდებ654 და დიდების-გმეტყუელებ, ღმერთო ჩემო, რამეთუ კურთხეულ ხარ აწ და უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ ოქროპირისაჲ, ჱ

ღმერთო, მილხინე, მომიტევე, შემინდვენ მე შეცოდებანი ჩემნი, რაოდენიცა გცოდე შენ655 საქმით, ანუ სიტყჳთ, ანუ გონებით, ნებსით, ანუ უნებლიეთ, ცნობით656 ანუ უმეცრებით. ყოველივე შემინდვე მე657, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან658, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისაჲთა და659 გონიერთა შენთა მსახურთა და წმიდათა ძალთაჲთა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა660. დაუსჯელად სათნო-მიყავ მე შეწყნარებად წმიდასა და უხრწნელსა ჴორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა საკურნებელად სულისა და ჴორცთა და661 აღსაKოცელად ბოროტთა გულისსიტყუათა ჩემთა662, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

მისივე, თ

არა ვარ კმა, მეუფეო უფალო, რაჲთა შემოხჳდე სართულსა ქუეშე სულისა ჩემისასა, არამედ  ვინაჲთგან გნებავს663 შენ, ვითარცა კაცთმოყუარესა664, დამკჳდრებად ჩემშორის, კადნიერებით მოვალ; ბრძანე, განვახუნე კარნი, რომელნი  შენ მხოლომან დაჰბადენ665, და შემოხჳდე, კაცთმოყუარებით, ვითარცა ჩუეულ ხარ666, შემოხჳდე და განანათლო667 დაბნელებული გონებაჲ ჩემი. მრწამს, ვითარმედ ესე ჰყო, რამეთუ მეძავი, ცრემლითა მოსრული შენდა668, არა განსდევნე, არცა მეზურე მონანული განაგდე, არცა ავაზაკი განსდევნე669, რომელმან იცნა მეუფებაჲ შენი, არცა, რომელი მდევარ იყო, დაუტევე, შეინანა რაჲ, არამედ  სინანულით მოსრულნი670 ყოველნი გუნდსა მოყუარეთა შენთასა დაიწესენ, რომელი მხოლოჲ კურთხეულ ხარ ყოვლადვე აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ671.

მისივე, ი

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, მილხინე, მომიტევე, შემიწყალე672 და შემინდვე მე, ცოდვილსა და უჴმარსა და უღირსსა673 მონასა შენსა, შეცოდებანი და ცოდვანი და ცოდვითდაცემანი674 ჩემნი, რაოდენნიცა სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედ და ჟამადმდე გცოდენ675, უკუეთუ ცნობით, ანუ უმეცრებით, უკუეთუ სიტყჳთ და საქმით, ანუ გონებით, ანუ მოგონებით676 და დაწყებით677 და ყოვლით საცნობელით678 ჩემით; მეოხებითა უთესლოდმშობელისა შენისა  ყოვლადუხრწნელისა679 და მარადისქალწულისა მარიამ, დედისა შენისაჲთა, მხოლოჲსა ურცხუენელისა680 სასოებისა და შუვამდგომელობისა და მაცხოვრებისა ჩუენისაჲთა681, ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა682, უკუდავთა, ცხოველსმყოფელთა და საშინელთა საიდუმლოთა შენთა მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, განსაწმედელად, განმანათლებელად683, სიმტკიცედ, საკურნებელად და სიმრთელედ684 სულისა685 და ჴორცთა და აღსაჴოცელად და სრულიად უჩინომყოფელად686 ბოროტთა გულისსიტყუათა და მოგონებათა687 ჩემთა და ცრურწმენათა688, და ღამითთა689 საოცრებათა690, ბნელთა და ბოროტთა სულთა, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ691, თანა მამით და სულით692 წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

სხუაჲ ლოცვაჲ იოვანე დამასკელისაჲ,  ია

წინაშე კართა ტაძრისა შენისათა693 წარმოდგომილ ვარ და694 ბოროტთა გულისსიტყუათაგან არა განვეშორები, არამედ  შენ, ქრისტე ღმერთო, მეზუერე განამართლე, ქანანელი შეიწყალე და ავაზაკსა სამოთხისა ბჭენი695 განუხუენ; განმიხუენ მეცა ნაწლევნი კაცთმოყუარებისა შენისანი696; შემიწყნარე697 მეცა, მოსრული და შემხებელი შენი698, ვითარცა მეძავი და სისხლმდინარე, რამეთუ ერთმან მან, რომელი699 ფესუსა სამოსლისა შენისასა შეეხო, ადვილად700 კურნებაჲ მიიღო, ხოლო რომელმან უხრწნელნი ფერჴნი შენი შეიპყრნა701, განჴსნაჲ ცოდვათაჲ702 წარიღო, ხოლო მე, უბადრუკი703, ყოველსა ჴორცსა704 შენსა ვიკადრებ შეწყნარებად705; ნუმცა დავიწუები706, არამედ შემიწყნარე707 მე, ვითარცა იგინი, და განანათლენ სულისა ჩემისა საცნობელნი,708 დაწუენ ჩემნი ცოდვისა ბრალნი709 მეოხებითა უთესლოდმშობელისა შენისა და ზეცისა ძალთაჲთა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ თქუმული წმიდისა დიდისა ბასილისი, იბ

გმადლობ შენ, უფალო, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო. გიგალობთ შენ, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განჰკაცენ ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა. გადიდებ შენ, მეუფეო ცათაო, სულო წმიდაო ცხოველსმყოფელო, განმწმედელო სულთა და ჴორცთა ჩუენთაო, ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო,  სამებაო სრულო, მოუკლებელო, მიუწდომელო, გამოუთქუმელო, დაუსაბამოო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს-მყავ მე, უღირსი ესე, წარდგომად წმიდასა საკურთხეველსა შენსა ჟამსა ამას საშინელსა წმიდისა ამის და შესაძრწუნებელისა მსხუერპლისა შენისა შეწირვისასა. გევედრები, უფალო კაცთმოყუარეო, ღირს-მყავ მე, გლახაკი ესე და ყოვლადუღირსი და710 ცოდვილი მონაჲ შენი, ღირსებით და სიწმიდით ზიარებად უხრწნელთა მათ და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა, ნუ სატანჯველად და დასასჯელად ჩემდა, ნუცა დასართველად ცოდვათა ჩემთა, არამედ  განსაწმედელად სულისა და ჴორცთა, წინდად საუკუნოჲსა სასუფეველისა შენისა, აღსაჴოცელად ჩემთა ცოდვათა, ზღუდედ ჩემდა და გარემისაქცეველად ყოველთა წინააღმდგომთა უხილავთა მტერთა ჩემთა. მომხედენ მე, უფალო, მაღლით წმიდით შენით და აკურთხენ და წმიდა-ყვენ ყოველნი ასონი სულთა და ჴორცთა ჩემთანი ძალითა შენითა წმიდითა. ვიცი, უფალო, ვიცი და არა უარ-ვჰყოფ, ვითარმედ ფრიად შეგცოდე და განგარისხე და არა ღირს ვარ ყოვლადვე ზე აღხილვად ზეცად მიმართ, ანუთუ მიხედვად წმიდასა დიდებულსა საკურთხეველსა შენსა.

მიKსენ მე, ძეო ღმრთისაო, მიჴსენ და ნუ მრისხავ; უსასყიდლოდ შემიწყალე და ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა, რამეთუ ბოროტ არიან, და ნუ აღრაცხავ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მრავალ და ურიცხუ711 არიან, და ნუ განიკითხავ გულისსიტყუათა ჩემთა, რამეთუ არაწმიდა არიან, და ნუ იხილავ განზრახვათა ჩემთა, რამეთუ შესუარულ არიან.მე ამათ ვიტყჳ და აღვიარებ და დავსწერ; შენ შემინდვე, მომიტევენ და აღჴოცენ712. მიჴსენ მე, უფალო, მიჴსენ მე, რამეთუ ყოვლადვე შეგივრდები; დაღაცათუ მრავალ არიან შეცოდებანი ჩემნი შენდამი, მეუფეო, არამედ  უფროჲს და უმრავლეს - წყალობანი შენნი ჩემდა მომართ, სახიერო, რამეთუ შენ მარადის მწყალობ და მე განგარისხებ, შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ-გექმნები, შენ სიწმიდით ცხოვრებასა მიბრძანებ და მე მცნებათა შენთა გარდავალ, შენ მხადი და მე გევლტი; ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრებაჲ ჩემი.

ჰოჲ უფალო კაცთმოყუარეო, რომელმან სისხლი შენი პატიოსანი მიეც საჴსრად მონათა შენთათჳს, მიKსენ მე უსჯულოებათა ჩემთაგან. რომელმან განსწმიდე წიდოვანი იგი, განწმიდე მწიკულევანებაჲცა ვნებათა ჩემთაჲ და ურიცხუთა მათ ცოდვათა ჩემთა სიმრავლე უგულებელს-ყავ; რომელმან შეიწყალე ქანანელი იგი, შემიწყალე მეცა, ძეო ღმრთისაო, რამეთუ არათუ ასული ჩემი, არამედ  სული ჩემი საწყალობელი იგუემების ეშმაკთაგან ბოროტთა. განწმიდე სული713 ჩემი გულისსიტყუათაგან შეგინებულთა და გუამი ჩემი საქმეთაგან ბოროტთა714. ყოვლადვე განმწმიდე მე, უფალო, რამეთუ სრულიად შეგინებულ ვიქმენ.

უფალო, რომელმან ბაბილოვნისა მძაფრი იგი საჴუმილი დაშრიტე, დაშრიტე მჴურვალებაჲცა ესე გულისა ჩემისაჲ და მდუღარებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ.

უწყი, რამეთუ კაცი მდაბალი და უძლური ვარ, კაცი გლახაკი და უდები ვარ მე715.

ჰე უფალო, ნუმცა წარვწყმდები ბოროტად და ურვეულად. უწყი, უფალო, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა და თიჴაჲ თჳთ განწმედად ვერ შემძლებელ არს.

ამისთჳს, ვითარცა უწყი და ვითარცა გნებავს, განმწმიდე და მაცხოვნე მე, რაჲთა არა იქადოს მტერმან ჩემმან ჩემზედა. ნუ სძლევნ, უფალო, ცოდვაჲ ჩემი წყალობასა შენსა, არამედ  წყალობით შემიწყალე მე და პირველ სიკუდილისა მომმადლე ნაკადული და წყაროჲ ცრემლთაჲ, რამეთუ შეგინებულ არიან თუალნი ჩემნი716 და უნაყოფო არს სული ჩემი. ნუ მომწყუედ717, მეუფეო, უნანელად.

უფალო, უფალო, შემინდვე, უფალო შემიწყალე, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, უფალო მიKსენ და განმარინე მე და ყოველნი მოყუარენი ჩემნი და მტერნი ჩემნი, რამეთუ ჩუენ, ვითარცა კაცთა, შეგცოდეთ, ხოლო შენ, ვითარცა ღმერთ ხარ, შეგჳნდვე და განგუწმიდენ ჩუენ ყოვლისაგან ძჳრისჴსენებისა.

უფალო, შენ უწყი, ვითარცა გულთმეცნიერმან, რამეთუ არა-ვითარცა შეურაცხებით მოუKდები წმიდათა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა, დაღაცათუ უღირს ვარ მოღებად მათდა, არამედ  სარწმუნოებითა მჴურვალითა, შიშით და ძრწოლით ვიკადრებ, რამეთუ უკუეთუ სრულიად განვეშორო მათგან, სრულიადცა წარვწყმდე, მდაბალი ესე და გლახაკი, და თუ მპოვოს მტერმან ჩემმან შიშუელი, შორს უფლისა ჩემისაგან, სრულიად შთანმთქას და წარმწყმიდოს მე. მიჴსენ მე, უფალო, მწარისა მისგან გუელისა,  გარემიაქციენ ისარნი მისნი და განდევნენ ჩემგან ბოროტნი გულისსიტყუანი, მსწრაფლგანმრყუნელნი და დამაბნელებელნი ლოცვათა ჩემთანი. დამიფარე718, უფალო, ყოვლისაგან ბოროტისა. დამიცევ მე, უფალო, ყოვლისაგან ცთომისა; მიჴსენ მე, უფალო719, ყოვლისაგან წვალებისა და ღირს-მყავ, უფალო, მართლმადიდებლობისა სიტყჳთა წარდგომად წინაშე შენსა დღესა მას სიტყჳსგებისა ჩემისასა, ოდეს-იგი მიაგებდე თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. მოიჴსენენ, უფალო, ყოველნი მამანი და ძმანი ჩუენნი, სულიერნი და ჴორციელნი, რომელნი ჭირსა შინა და იწროებასა და ტანჯვასა შინა არიან. გევედრები, უფალო, განუსუენე პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩუენთა, სულიერთა და ჴორციელთა. რომელნი ტყუეობასა შინა არიან, უფალო720, გამოიჴსნენ, და რომელნი სულთაგან არაწმიდათა იტანჯებიან, განათავისუფლენ, რომელთაჲ პირველი მე ვარ.

უცხონი, უფალო, დაიცვენ; შეცოდებულთა, უფალო, სინანული მოჰმადლე; სნეულნი, უფალო, განკურნენ და ჩუენ ყოველნი, უფალო, შეგჳწყალენ და შეგჳნდვენ, და მარჯუენით შენსა მდგომარეთა თანა ღირს-მყვენ მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და უმეტესადკურთხეულისა721 დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისითა, ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისაჲთა, ვედრებითა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და722 დიდებულთა ქერუბიმთა და სერაფიმთაჲსა, მეოხებითა წმიდისა და დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა და წინამორბედისა შენისა იოვანესითა და იოვანე ქალწულ-მახარებლისაჲთა, მეოხებითა წმიდათა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა - პეტრესითა და პავლესითა, და სხუათა წმიდათა მოციქულთაჲთა, მეოხებითა წმიდისა სტეფანე პირველდიაკონისა და723 პირველმოწამისაჲთა,724 და სხუათა მათ წმიდათა მოწამეთა შენთაჲთა და725 მეოხებითა726 წმიდათა მთავარმოწამეთა - გიორგი, თეოდორე, დიმიტრი, მერკჳრი727, პროკოპი, პანტელეჲმონ,728 კჳრიკე და არტემისითა729, მეოხებითა ერთობით ყოველთა წმიდათა შენთა - მოციქულთა, წინაჲსწარმეტყუელთა, მღდელთმთავართა730, მახარებელთა, მოწამეთა, მამათა, მოღუაწეთა და731 რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ732, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ733, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ იოვანე ოქროპირისაჲ

მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე734, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.

კუალად735 მრწამს, რამეთუ ესე736 არს თჳთ უხრწნელი737 ჴორცი შენი და ესე არს738 თჳთ პატიოსანი სისხლი შენი.

შენ უკუე გევედრები: შემიწყალე მე, შემინდვენ739 შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, ცნობითნი და უმეცრებითნი740, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა741 საიდუმლოთა შენთა მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

 

ხოლო მი-რაჲ-ხჳდე ზიარებად, სთქუ742 მუჴლნი743 ესე744 სჳმეონ745 მეტაფრასტისანი746

ესერა მივეახლები საღმრთოსა ზიარებასა, შემოქმედო,747 ნუ დამწუავ მე748 ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ749, უღირსთა შემწუველი, არამედ  უკუე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკულისა.750

ხოლო შემდგომად ტროპარი751:

სერობასა მას საიდუმლოსა შენსა752 დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე753, რამეთუ754 არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლოჲ შენი, არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ, ვითარცა ავაზაკი755, აღგიარებ შენ756: მომიჴსენე მე, უფალო757, სასუფეველსა შენსა758.

კუალად მუჴლნიცა ესე759:

ღმერთმყოფელისა760 სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო761, ჰხედვიდე რაჲ, რამეთუ ნაკუერცხალი არს762, უღირსთა შემწუველი.

ჴორცი ღმრთისაჲ განმაღმრთობს მე და მზრდის, განაღმრთობს763 სულსა და ზრდის გონებასა უცხოდ764.

შემდგომად ტროპარნი ესე765:

დამატკბე766 სურვილითა767, ქრისტე, და შემცვალე საღმრთოჲთა ტრფიალებითა768 შენითა.. არამედ769 დასწუენ ცეცხლითა უნივთოჲთა ცოდვანი ჩემნი და შენმიერითა საშუებელითა აღვსებასა ღირს-მყავ770, რაჲთა ხლდომით771 ვადიდებდე, სახიერ, ორსა772 მოსლვასა შენსა.

ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა ვითარ შევიდე არაღირსი, რამეთუ უკუეთუ773 ვიკადრო თანაშესლვად774 სასძლოსა, სამოსელი775 ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, და შეკრული განვიგდები776 ანგელოზთა მიერ. განწმიდე, უფალო777, მწიკული სულისა ჩემისაჲ და მაცხოვნე, ვითარცა კაცთმოყუარემან778.

მერმე ლოცვაჲ ესე779:

მეუფეო კაცთმოყუარეო, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩემო780, ნუმცა დასასჯელად მექმნების მე სიწმიდენი ესე უღირსებისათჳს ჩემისა,  არამედ -  განსაწმედელად და წმიდამყოფელად სულისა და ჴორცისა და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა781.

ხოლო782 ჩემდა783 მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს, და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისაჲ.

და784 კუალად:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა...(იხ. სრულად ზემოთ).

------------------------------------------------------------------------------

ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი

471 - + და E

472 - P

473 - E

474 - აკოლუთიაჲ წმიდისა ზიარებისაჲ  (GM) – DEP. ზემორე ტექსტი ("განმზადებაჲ და წესი წმიდისა ზიარებისაჲ") მოტანილი გვაქვს EP ნუსხათა მიხედვით

475 - სტილური ხარვეზის გამო მკითხველისთვის გაუგებარი რჩება სიტყვები: "ძლევისა გალობითა". უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ წინმსწრები ფრაზა ("რომელმანცა სასწაულითა ერი თჳსი იჴსნა ეგჳპტით მონებისაგან") სინტაქსურად არის ჩართული და რომ ზემორე სინტაგმა ("ძლევისა გალობითა") უკავშირდება დასდებლის დასაწყის ნაწილს: "მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა", ანუ მთელი კონტექსტი ამგვარია: "მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა..., - ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს".

476 - აღნიშნული საგალობლის დასდებელთა აღმნიშვნელად E-ში აშიაზე ნაცვლად ტროპარისა ანუ "დასდებლისა" მრავალგზის მიწერილია "მუჴლი"

477 - საუკუნოჲსა DEM (ბერძნულში გვაქვს არა უბრალოდ "საუკუნოჲსა", არამედ - "საუკუნომყოფელისა". შდრ. αιωνιζουσης)

478 - + ვითარცა მოწყალე ხარ DEM (- G)

479 - + ხოლო D

480 - აქ "უღირსი" გულისხმობს არა "უხრწნელისა ჴორცისა და საღმრთოჲსა სისხლისა  უღირსს", არამედ – "უხრწნელისა ჴორცისა და საღმრთოჲსა სისხლისა კუალად ზიარებისა  უღირსს". ამიტომ, მძიმე დაისმის სიტყვასთან  "ზიარებაჲ"

481 - + ღმრთისმშობელო DE

482 - DE

483 - + და გადიდებდე DEM ( - G)

484 - განწმედილი (E)]განათლებული DM (E=G: κεκαθαρμενος)

485 - საღმრთოთა ძღუენთა (G: τῶν θειων Δωρων Σημερον)]საიდუმლოთა

486 - უხრწნელი ჴორცი შენი და საღმრთოჲ სისხლი (M)]უხრწნელი და წმიდაჲ ჴორცი და სისხლი შენი DE;

487 - ჭირთაგან (DM)]ჭირთაცა DE

488 - + და მაცხოვარ DEM

489 - ვაქებდე E

490 - მომნიჭებელად DEM (ორიგინალის მიხედვით უთუოდ უნდა იყოს ნათესაობითი)

491 - M

492 - E

493 - E

494 - აქ წარმოდგენილი "წარდგომაჲ" მთელი თავისი ტექსტით, რაც დაცულია EP-ში (და სხვა ნუსხებში), აკლია M-ს.

495 - + უფალო DM (E=G)

496 - ინებე ჩუენთჳს ჴორცთშესხმულმან, მრავალმოწყალეო, შეწირვად (G)]ინებე რაჲ ჩუენთჳს ჴორცთშესხმაჲ, მრავალმოწყალეო უფალო, შეიწირე DEM

497 - + ჰოჲ იესუ ჩემო E); ჰოჲ იესუ D;  - M

498 - ყოვლითურთ განმანათლე DE

499 - ჴორცსა და სისხლსა E; სისხლსა და ჴორცსა D; სერობასა M

500 - ნაწლევთაგანი (G: τον εκ σπλαγχνων)]სახიერი ძე DEM

501 - E

502 - იქმნეს აწ (G: γενεσθω δη)]მოვედ DE იქმენ აწ M

503 - მონისა შენისა (M = G) - DE

504 - ვითარცა აღმითქუ – DE; + რომელი ჰგიე მამისა თანა DE

505 - + წმიდაჲ DEM ( - G)

506 - რაჲთა უცხო-ვიქმნე ვნებათაგან შენითა მადლითა და მაქუნდეს შემატებაჲ და ცხორებისაცა უცთომელობაჲ ზიარებისა მიერ წმიდათა შენთა, ქრისტე, საიდუმლოთა (G)]რაჲთა უცხო-ვიქმნე ვნებათაგან შენითა მადლითა და ღირს-ვიქმნე ქონებად, მოგებად ცხორებისა (DE; გონებისა M) სიმტკიცესა ზიარებისათჳს წმიდათა შენთა საიდუმლოთა DEM

507 - D-ში თავზე აქვს დაეჭვების ნიშანი: "

508 - პატიოსანი DE

509 - იბაკოჲ (DE)]კონდაკი M

510 - ზენათა ძიებითა... - DE

511 - და უკუდავებისა  - DE (ეს ტროპარი ბერძნულისგან დიდადაა დაცილებული. მოვიტანთ ორიგინალის სიტყვა-სიტყვით თარგმანს: "პურისა, ქრისტე, მიღებაჲ არა გარეწარმჴადო მე, - ჴორცისა შენისა და საღმრთოჲსა სულისა შენისა, - უხრწნელთა და საშინელთა , მეუფეო, საიდუმლოთა შენთა აწ ზიარებაჲ უბადრუკისა ამისდა, არა დასასჯელად მექმნეს მე, არამედ მექმნეს მე ცხოვრებად საუკუნოდ და უკუდავად")

512 - სულნი (P)]სული E (თავზე აქვს დაეჭვების ნიშანი)

513 - აღნიშნული იკოსი, რაც იბეჭდება EP-ის მიხედვით, აკლია DM-ს

514 - + და E

515 - ეს ტროპარიც ბერძნულისგან დიდადაა დაცილებული. მოვიტანთ ორიგინალის სიტყვა-სიტყვით თარგმანს: "წყაროჲ სახიერებისაჲ, - ზიარებაჲ, ქრისტე, უკუდავთა შენთა საიდუმლოთაჲ, -  აწ მექმენინ მე ნათელ და ცხოვრება და უვნებელობა და უსაღმრთოესისა სათნოებისა მიმართ წარმართებისა და აღმატებისა მომნიჭებელ, მხოლოო სახიერო, რაჲთა გადიდებდე შენ".

516 - და მტერთა (G)]მტერისათა DEM

517 - იწროებისა DE

518 - ყოველთაგან M (DE = G)

519 - სალმობათა DEM

520 - + სიყუარულით DM (E = G)

521 - DEM

522 - გიგალობთ D

523 - EM

524 - D

525 - E

526 - ვითარცა-ხოლო E

527 - DEM

528 - რომელსა (?) E

529 - ზეციერთა და შესაძრწუნებელთა და წმიდათა საიდუმლოთა (G)]წმიდისა ზეციერისა და შესაძრწუნებელისა საიდუმლოჲსა DEM

530 - ვსთქუ  M

531 - რაჲთა M (DE = G)

532 - მოწყალებათა D

533 - უხწნელ-ვიქმნე (G)]უუკუდავ-ვიქმნე DEM

534 - საშოჲ შენი - DM

535 - აქ გამოთქმა: "დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ" ერთი ტერმინია, ძის აღმნიშვნელი. უმჯობესი იქნებოდა მთარგმნელს ასეთი შესატყვისი მოეცა: "დაუსაბამოჲსა მამისაგანი ძე ღმრთისაჲ", ისევე როგორც არსებობს ძის მიმართ ტერმინი: "ერთი სამებისაგანი". ასე რომ, ისევე როგორც შესაძლებელია თქმა: "ქალწულმან შვა ერთი სამებისაგანი ძე ღმრთისაჲ", ამგვარადვე სავსებით მიზანშეწონილია ითქვას: "ქალწულმან შვა დაუსაბამოჲსა მამისაგანი ძე ღმრთისაჲ (ე. ი ქალწულმა შვა ძე ღვთისა, რომელიც დაუსაბამო მამისგანაა მარადშობილი").

536 - საყურადღებოა M-ის ვარიანტი, სადაც გვაქვს არა "ტკბილ არს უფალი", არამედ: "ქრისტე არს უფალი". საქმე ისაა, რომ ბერძნულში სახეზეა ტერმინი "ხრესტოს" (χρηστος), რაც ძველ ქართულად, ჩვეულებრივ, ითარგმნებოდა როგორც "ტკბილი". აშკარაა, რომ M-ის რედაქტორმა  ხსენებული ბერძნული სიტყვა ("ხრესტოს") აღიქვა, როგორც "ხრისტოს", რადგან მის ეპოქაში, და გაცილებით ადრეც, ბერძნული "ეტა" "ი"-დ გამოითქმოდა. სწორედ ამიტომ გადმოიტანა მან ორიგინალის χρηστος ქრისტედ

537 - აქ M-ში ემატება: "და კუალად მომავალ არს" (- G)

538 - + ჩემი DEM

539 - და აცხოვნე  (G)]შენ საღმრთოდ DEM

540 - სამღდელოთა (G)]სიწმიდით DEM

541 - თანაკჳდრად შენდა მქონებელი, თანა მამით და სულითურთ (G)]ერთარსად მამისა თანა და სულისა შენისა თანა მცნობელი DEM

542 - პატიოსანი DEM

543 - თაყუანისმცემელი DEM

544 - სიმრავლენი გონებათანი (G: νοων τα πληθη)]სიმრავლე გონიერთაჲ DEM ("გონებანი" ეწოდება ზეციურ ძალებს, ანგელოზებს)

545 - გადიდებს DEM;  + შენ DE

546 - მეუფისა (EM)]შ~ს (=შორის) D

547 - კაცებრ არსქმნულისა  (G: ουσιωθεντα το ανθρωπινον)] ბუნებითა კაცთაჲთა DEM

548 - "ღირსარსის" შემდეგ DE-ში არის მხოლოდ "წმიდაო ღმერთო..." და "მამაო ჩუენო...", ე.ი. ამ ნუსხებში არ გვაქვს "ყოვლადწმიდაო სამებაო..." (შესაძლოა იგი "სამწმიდაო"-სთან ერთად იგულისხმება, რადგან "სამწმიდაოს", როგორც ცნობილია, სწორედ "ყოვლადწმიდაო სამებაო..." მოსდევს"). ამ ლოცვას უთითებს M.

549 - ტროპარი დღისა (M)]ოხითაჲ მის დღისაჲ DE.

550 - პატიოსნისა E

551 - ჩემთა E

552 - აღნიშნული "აკოლუთიაჲ წმიდისა ზიარებისაჲ" EP-ში ასეა წარმოდგენილი: "თქუას მღდელმან: კურთხეულ არს...; და უკუეთუ მღდელი არა იყოს: ლოცვითა წმიდათა [და] ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ...; მეუფეო ზეცათაო... სრულიად; წმიდაო ღმერთო...; მამაო ჩუენო...; კჳრიელეისონი იბ; მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...გ; ფსალმუნი კა: ღმერთო, ღმერთო ჩემო...; ფსალმუნი კბ: უფალმან მმწყსოს...; ფსალმუნი კგ: უფლისაჲ არს...; ფსალმუნი რიე: მრწმენა...; დიდებაჲ.; აწ და.; ალელუაჲ გ; კჳრიელეისონი თქუას მღდელმან: კურთხეულ არს...; და უკუეთუ მღდელი არა იყოს: ლოცვითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ...; მეუფეო ზეცათაო...; წმიდაო ღმერთო...; მამაო ჩუენო...; კჳრიელეისონ იბ; მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...გ; ფსალმუნი კა: ღმერთო, ღმერთო ჩემო...; ფსალმუნი კბ: უფალმან მმწყსოს...; ფსალმუნი კგ: უფლისაჲ არს...; ფსალმუნი რიე: მრწმენა...; დიდებაჲ.; აწ და.; ალელუაჲ გ; კჳრიელეისონ გ; დიდებაჲ.; აწ და.; ლიტანიაჲ, ჴმაჲ ბ: უსჯულოებანი ჩემნი...; დიდებაჲ.; ზიარებად სიწმიდეთა შენთა...; აწ და.; აურაცხელ...; მიწყალე სრულიად. გალობანი ზიარებისანი თქუმულნი თეოქთისტე მონაზონისანი”...; ღირს არს და (?) ჭეშმარიტად... სრულიად; წმიდაო ღმერთო...; მამაო ჩუენო...; ლიტანიისაჲ, დ  გუერდი: რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას  სერობისასა განათლდებოდეს...; კჳრიელეისონი მ; მუჴლთდრეკაჲ იბ, ანუ ძალისაებრ. ამისა შემდგომად აღსაარებაჲ უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესსა. ლოცვაჲ ა წმიდისა მიმართ ზიარებისა, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისი: მეუფეო უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო... (როგორც ვხედავთ, ძველი განგებით თეოკტისტე მონაზონის "გალობანი", რაც სხვათაშორის ბერძნულ კონდაკში არ არის,  თავისი "შედეგითურთ", მოსდევდა კბ და რიე ფსალმუნებს და ცნობილ ტროპარებს: "უსჯულოებანი ჩემნი..." და "აურაცხელ...". ვფიქრობთ ეს ტრადიცია აღსადგენია). "ზიარების გალობათა" შემდგომი განგება  იმ მსახურებისა, რასაც D-ში ეწოდება "წესი და განგებაჲ წმიდისა ზიარების ლოცვისაჲ" (იწყება ასე: "ოდეს გენებოს შეწირვაჲ უსისხლოჲსა მსხუერპლისაჲ, წინა დღე "მცირე სერობისაჲ" ილოცე..."), შემდეგ სურათს გვიჩვენებს: "ხოლო შემდგომად გალობის დასრულებისა "ღირსარსი", "წმიდაო ღმერთო" – გ,  "მამაო ჩუენო", "ოხითაჲ" მის დღისაჲ, ხოლო უკუეთუ "ალელუაჲ" იყოს, ვიტყჳთ ამას: "მიწყალენ ჩუენ, უფალო, შ...", "დიდებაჲ", "უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ...", "აწ და", "მოწყალებისა კარი განგჳღ...", "კჳრიელეისონი", "მი[წყალე]", "რომელი ყოველსა დღესა..." და "უბიწოო, შე...", და ჩამაილოცოს (საყურადღებოა დიალექტური "ჩამაილოცოს").

553 - Tit. ლოცვაჲ ა წმიდისა მიმართ ზიარებისა, თქუმული წმიდისა დიდისა (მამისა ჩუენისა P) ბასილისი (EP)]ლოცვაჲ წმიდისა დიდისა ბასილისი M; თქუმული მამისა ჩუენისა ბასილისი D

554 - სახიერებისა DE ( მართებულია M-ის "ცხოვრებისა", რადგან ბერძნულში გვაქვს: ζωῆς)

555 - + და DE (- MG)

556 - შემოქმედო (E)]შემოქმედისა DM (მცდარია DM, რადგან ბერძნულის მიხედვით "შემოქმედი" მიემართება საკუთრივ ძე ღმერთს: 'Ιησοῦ Χριστε, ο Θεος ημῶν... δημιουργος.

557 - თანასამარადისოო ძეო და თანადაუსაბამოო (M)]თანადაუსაბამოო ძეო და თანასამარადისოო D; დაუსაბამოო ძეო და თანასამარადისოო E

558 - რომელმან მრავლისა სახიერებისათჳს უკუანაჲსკნელთა დღეთა ჴორცნი შეიმოსენ (M)]რომელი აურაცხელისათჳს სახიერებისა უკუანაჲსკნელთა დღეთა ჴორცნი შეისხენ DE (მართებულია M).

559 - დაიკალ (M)]დაეფალ DE (მართებულია M. შდრ.: τυθεις).

560 - თჳთ უკუდავო მეუფეო (M)]შენ უკუდავო თავადო მეუფეო კაცთმოყუარეო DE

561 - ჩემიცა (DE)]ჩემ M 9მართებულია Dე.შდრ. καμοῦ)

562 - უფალო, ვცოდე (M)]- E

563 - უფალო, ვცოდე (E) – M (მართებულია E. შდრ. καὶ ενωπιον σου)

564 - მიხედვად (E)]ახილვად  (მართებულია E შდრ. ατενισαι)

565 - და არა (E)]არცა M (მართებულია E შდრ. καὶ μη)

566 - + უფალო E

567 - არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა (M)]არა მიმეც მე თანაწარწყმედად უსჯულოებათა შინა ჩემთა E

568 - E (M=G)

569 - E

570 - ქმნილისა ჴელთა შენთაჲსა (E)]ჴელთა შენთა დაბადებულისა M  (უფრო მართებულია E შდრ. το πλασμα τῶν σῶν... χειρῶν)

571 - სათნო-გიჩნს

572 - დაღაცათუ მე (E)]დაღაცათუ M ((მართებულია E შდრ. καγω)

573 - ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა (M)]ამისცა საწუთროჲსა ცხოვრებისა E

574 - + შენი E

575 - ჩემსა (E)]თჳსსა M   (უფრო მართებულია E შდრ. εμαυτοῦ)

576 - მონდობილი E (შდრ. θαρρησας, რაც ორივე მონაცემს თანხვდება)

577 - E

578 - უძღები (M)]წარწყმედილი ძე E

579 - ტჳრთი მძიმე (M; შდრ. το βαρυ φ ορτιον)]სიმძიმე E

580 - ცოდვათა (M=G)]უშჯულოებათა E

581 - E (M=G)

582 - სრულყოფად სიწმიდისა (სიწმიდითა M) შიშსა შინა შენსა (M; შდრ. επιτελεῖν αγιωσυνην εν φοβω σου)]სრულყოფად შიშსა შენსა სიწმიდით E

583 - წმიდითა მოწამებითა სჳნიდისისა ჩემისაჲთა (M=G)]სიწმიდით თანამოწმობითა სჳნიდისისა ჩემისაჲთა

584 - მაქუნდე შენ დამკჳდრებულად და ეგო ჩემშორის (M=G)]მაქუნდე შენ ჩემშორის დამკჳდრებულად E

585 - რაჲთა არა M (E.G: καὶ μη)

586 - მექმნების E; მეყოს M

587 - წმიდათა E (?)

588 - უხრწნელთა (E; შდრ. αχραντων)]ყოვლადწმიდათა M

589 - უღირსად [რაჲ] ვეზიარებ[ოდ]ი]რომელთაცა უღირსად ვეზიარები DEM და სხვ. (შდრ. ბერძნ. εκ τοῦ αναξιως αυτῶν μεταλαμβανειν, სადაც εκ του ნიშნავს: "გამომდინარე იქიდან, რომ", "ვინაიდან", "შესაბამისად იმისა, რომ"; შდრ. ინგლ. through my partaking of them unworthily)

590 - ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე ჩემდა]ვიდრე უკუანაჲსკნელ აღმოფშჳნვად ჩემდამდე M; ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე E

591 - მოღებაჲ ნაწილსა სიწმიდეთა შენთასა (E)] მოღებად ნაწილი სიწმიდეთა შენთაჲ M

592 - საგზლად (შდრ. εις εφοδιον. ინგლ. as a provision) ცხოვრებისა საუკუნოჲსა]საგზალ ცხოვრებისა საუკუნოჲსა M; მიმთხუევად ცხოვრებისა საუკუნოჲსა E

593 - სამსჯავროსა (M; შდრ. βηματος)]განკითხვასა E

594 - შენთა კეთილთა (E; შდრ. ...σου αγαθῶν)]კეთილთა შენთა M

595 - რომელთა შორის (შდრ. εν οἷς. ინგლ. in whom)]რომელი მათთანა M; რამეთუ მათთანა E

596 - არცა კმა (M; შდრ. οὐδὲ ἱκανός) -DE

597 - რაჲთამცა DE

598 - "და-აწცა" – ესაა ბერძნულის კალკირების ნიმუში (შდრ. καὶ νῦν) და ნიშნავს: "ახლაც", "ასევე ამჟამადაც" (შდრ. ინგლ. so now)

599 - პირუტყუთასა (DE; შდრ. ინგლ. of dumb beasts)] უსიტყუთასა M (აშკარაა, რომ ამჯერადაც, ისევე  როგორც მრავალ სხვა ადგილას, საქმე გვაქვს DE- ში დაცული თავდაპირველი ტექსტის გვიანდელ შესწორება-რედაქტირებასთან ორიგინალის საფუძველზე, რასაც ასახავს M. მართლაც,  შესაბამისი ბერძნული ἄλογος კალკირებულად გადმოიცემა როგორც "უსიტყჳ", რასაც უიგივდება გაცილებით უფრო დამკვიდრებული და ბუნებრივი "პირუტყჳ"; ამიტომ, რადგან ლოცვა მრევლის ყოველი წევრისთვისაა განკუთვნილი და არა მხოლოდ ტერმინოლოგიურად განსწავლული პირებისთვის, ამ შემთხვევაში, და ზოგჯერ სხვაგანაც, სადაც შესაძლებელია, ვამჯობინებთ ნაკლებკალკირებულ ფორმებს, თუმცა, ცხადია, კალკირებული მონაცემებიც ყოვლითურთ მართებულია და, ამასთან, მეცნიერული ასპექტით დიდად საინტერესო)

600 - ბაგასა პირუტყუთა-მსგავსისა (შდრ. αλογου) სულისა ჩემისასა (D)]ბაგასა პირუტყუთასა სულისა ჩემისასა E; ბაგასა უსიტყჳსა სულისა ჩემისასა M (კვლავ აშკარაა ის, რაც წინა სქოლიოშიც აღვნიშნეთ, რომ M ასახავს DE-ში დაცული თავდაპირველი თარგმანის გვიანდელი რედაქტირების შედეგს. შეიძლებოდა გარკვეული ეტაპობრიობა დაგვენახა D და E ნუსხათა ტექსტებს შორისაც, კერძოდ, უფრო ადრეულ ვარიანტად მიგვეჩნია E-ს ტექსტი: "ბაგასა პირუტყუთასა სულისა ჩემისასა", რაც შინაარსობრივად მთლად ზუსტი არ არის, და მის შესწორებად გვეგულვა D-ში წარმოდგენილი მონაცემი: "ბაგასა პირუტყუთა-მსგავსისა სულისა ჩემისასა". ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შინაარსობრივადაც და მკითხველისგან გაგებადობის კუთხითაც სანიმუშოა, რის გამოც ამჯერადაც მას ვანიჭებთ უპირატესობას არა მხოლოდ E-ს, არამედ თვით M-ის ტექსტთან შედარებითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ M-ის ტექსტი,  ტერმინოლოგიური კალკირების ნიშნით, უფრო ადეკვატურია ორიგინალისა. მართლაც, საკამათო არაა, რომ მკითხველისათვის გაცილებით გასაგები იქნება D-ს "პირუტყუთა-მსგავსისა სულისა ჩემისასა", ვიდრე M-ის "უსიტყჳსა სულისა ჩემისასა"; შდრ. ინგლ. of my unspiritual soul)

601 - DE

602 - ეგრეთვე-და (DE) – M (ამ შემთხვევაში M-ის ტექსტი ამარტივებს DE-ს კალკს "ეგრეთვე-და", რასაც ვტოვებთ, რადგან შინაარსობრივად უფრო ზუსტია. შდრ. ბერძნ. οὕτω... καὶ. ინგლ. so also)

603 - მდაბლისა (M; შდრ. ταπεινῆς) - DE

604 - ცოდვილსა (M; შდრ. αμαρτολοῦ)]მკუდარსა DE

605 - აქედან მოკიდებული რამდენიმე ლოცვის ჩათვლით DE-ს ტექსტსა და M-ის ტექსტს შორის იმდენი სხვაობა იჩენს თავს, რომ მათი სქოლიოში აღნუსხვა შეუძლებელი ხდება. ფაქტობრივად, DE-ს ტექსტი მეცნიერულად ცალკე შესასწავლი რედაქციაა, უფრო ადრე თარგმნილი, რომლის ბერძნულთან შემდგომი შედარების შედეგად, როგორც აღვნიშნავდით,  მიღებულია "ზიარების ლოცვათა" ის, რედაქცია, რასაც ასახავს M.  ამიტომ, რადგან ბერძნულთან თანხვდენილობის და, შესაბამისად, ლიტურგიკული თვალსაზრისით გაცილებით ზედმიწევნითია  M-ის ტექსტი,  წინამდებარე პუბლიკაციაში სწორედ მას ვანიჭებთ უპირატესობას)

606 - წინა სქოლიოში ნათქვამის დასტურად და DE-ს ტექსტის M-ისგან რედაქციული სხვაობის ნათელსაყოფად ამ ნუსხებიდან ნიმუშის სახით დავიმოწმებთ აღნიშნული ლოცვის ნაწილს სიტყვებიდან (M-ის მიხედვით): "და ვითარცა არა განაგდე მსგავსად-ჩემსა მეძავი..." ბოლომდე: "რომელმან შეიწყნარენ მსგავსად-ჩემსა მეძავნი და ცოდვილნი (ცოდვილნი და მეძავნი D), მოსრულნი შენდა და შეხებულნი (შემახებელნი D), და ვითარცა არა მოიძაგე მისი იგი შესულებული და შეგინებული პირი, ამბორისმყოფელი შენი, ნუცა ჩემსა მოიძაგებ უშეგინებულესსა მისსა ( - D) და უარაწმიდესსა, ნუცა ზრქელთა და არაწმიდათა ბაგეთა და ცოდვილსა ენასა ჩემსა ( - E), არამედ მექმენინ მე ნაკუერცხალი წმიდისა Kორცისა და სისხლისა შენისაჲ ( - D)  აღმასუბუქებელ სიმძიმესა ცოდვათა ჩემთასა და საცოდ ყოვლისა საეშმაკოჲსა მოქმედებისა და საძლეველ და შესაბრკოლებელ  (+ და E) ძჳრთა და ბოროტთა ჩუეულებათა ჩემთა და მომაკუდინებელ ვნებათა და მომნიჭებელ საღმრთოჲსა მადლისა (+ შენისა D), რამეთუ არა ვითარცა შეურაცხისმყოფელი, მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, არამედ ვითარცა მოსავი შენისა გამოუთქუმელისა სახიერებისაჲ, რაჲთა არა განყენებული წმიდისა ზიარებისა შენისაგან ( + რაჲთა E) არა სანადირო-ვიქმნე გონიერისა მის მგელისა, ამისთჳს გევედრები შენ, უფალო ( - D), ვითარცა მხოლო ოდენ წმიდასა (მხოლოჲ ოდენ წმიდა ხარ D), მეუფეო, განწმიდე სულიცა და ჴორცნი (ჴორცნიცა D) ჩემნი, გონებაჲ და გული, თირკუმელნი და ნაწლევნი ჩემნი, და სრულიად განმაახლე მე და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მეყავნ მე მაცხოვარ და ჴელისამპყრობელ, და ღირს-მყავ მე მარჯუენით დადგომად შენდა (შენთა D) წმიდათა შენთა თანა ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა, სათნოყოფილთა შენთაჲთა. ამინ.

607 - მეტაფრასტისაჲ (G: Μεταφραστοῦ) - DEMP

608 - M (შდრ. DE: "უბიწოთა და ქალწულებრივთა"; შდრ. αγνῶν καὶ παρθενικῶν)

609 - მადლისაჲთა D

610 - მიღებულითა]სიმდაბლითა DEM. აღვნიშნავთ, რომ ნუსხებში და გამოცემებში დადასტურებული "სიმდაბლითა" ტერმინოლოგიურად არაზუსტია, რადგან ბერძნულში გვაქვს: προσλημματι, რაც ნიშნავს არა "სიმდაბლეს", არამედ – "შენაძენს", "მინაღებს", "მიღებულს" და გულისხმობს "მაცხოვრისგან მიღებულ ადამიანურ ბუნებას", რითაც მან ჩვენს გამო ვნება დაითმინა. ორიგინალის προσλημμα არსენ იყალთოელისა და ეფრემ მცირის მიერ, სწორედ მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით, ტერმინოლოგიურად ითარგმნება როგორც "მიღებული". მაგალითად: "... განმაღმრთობელსა მიღებულისასა" – θεοῦντα το προσλεμμα, იხ. გარდამოცემა, თბ. 2000, გვ.178; "ჩუენმიერ მიღებულითა ("ჩუენებრითა არსებითა" – არსენი) მით ურჩებაჲ ჩუენი განკურნა" - εξ ἡμῶν προσλήμματι τὴν ἡμετέραν παρακοὴν ἰώμενος, იქვე, გვ.150. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ცხადია, რომ ტერმინი "სიმდაბლითა" ვერ იტევს ორიგინალის საღვთისმეტყველო სიღრმეს, რის გამოც ვცვლით მას ადეკვატური შესატყვისით: "მიღებულითა", რაც აღნიშნავს უფლისგან მიღებულ ადამიანურ ბუნებას. შდრ. ინგლ. Thy assumption of our nature)

611 - შეჰმზადენ (DE)]ჰყვენ M (DE-ს მონაცემი უფრო გამართლებულია. შდრ. εργασαμενος)

612 - მოსლვისა მისისა შემწყნარებელად] მადლისა მათისა შემწყნარებელად და ზიარად M (სიტყვები "მადლისა მათისა ზიარად" არ არის ბერძნულში. ისინი M-ის რედაქციაში გაჩნდა DE ნუსხათა რედაქციიდან, სადაც ბერძნული δοχεῖον τῆς αυτοῦ επελευσεως გადმოტანილია სწორედ როგორც "ზიარ მათისა მადლისა". ორიგინალისგან დაცილება ორივე ქართულ რედაქციაში არსებითია, იმდენად რამდენადაც ბერძნულში უფალს ვევედრებით არა "მათ" ანუ მოციქულთა "მადლთან" ზიარებას, არამედ - სულიწმინდის მოსვლის დამტევნელ ანუ "შემწყნარებელ" ჭურჭლად ჩვენს გარდაქმნას. ამიტომ, არსებულ ქართულ  ტექსტს სათანადო შესწორებას ვუქვემდებარებთ. შდრ. ინგლ. make me also a recipient of His coming)

613 - თუალუხუავისა DE

614 - ნიშნავს: "ამასთან, კიდევ"

615 - ნიშნავს: "კეთილმოწყალებისა", "თანალმობისა"

616 - პირუტყულითა (DE)]უსიტყურითა M

617 - ფუცებაჲ (DE)]უსიტყუებაჲ M

618 - M

619 - და (DE) – M (აქ "და" აუცილებელია, როგორც გვაქვს ეს DE-ში. შდრ. ბერძნ. καὶ)

620 - და მეყავნ (DE)]რაჲთა მექმნეს M (მართებულია DE. შდრ. γενεσθω μοι. ინგლ. and let ... be)

621 - საძლეველ DEM. ბერძნულში გვაქვს εις αποτροπην, რაც ნიშნავს: "უკან მისაბრუნებლად" ანუ, ძველი ქართულით "მართლუკუნსაქცეველად". მაგალითად: ""მიჰსცენ იგინი მართლუკუნსაქცეველად (ბერძნ. εν τῶ αποτροπιαζεσθαι) შენდა მათ" (ეზეკ. 16.21, ოშკური). შესაბამისად, ზოგადი "საძლეველ"-ის ნაცვლად უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხსენებული "მართლუკუნსაქცეველად" (შდრ. ინგლ. for the turning away)

622 - ბოროტისა საქმისა და საეშმაკოჲსა მოქმედებისა]ბოროტისმოქმედებისა და საქმისა საეშმაკოAსა M; საქმისა საეშმაკოჲსა DE (შესაბამისი ბერძნული ტექსტი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც: "ბოროტისა საქმისა და საეშმაკოჲსა მოქმედებისა". შდრ. πονηρᾶς πραξεως καὶ ενεργειας διαβολοκης. შდრ. ინგლ. all evil practice and diabolical activity)

623 - + ცხოვრებისა DEM (არ არის ბერძნულში; შდრ. ინგლ.

624 - უცთომელად DEM (ქართულ ნუსხებში "უცთომელად" განსაზღვრავს მომდევნო სიტყვას "აღმატებად", რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბარია "უცთომელი აღმატების" შესახებ, მაშინ როცა ბერძნულშია "კადნიერებად ... სიყუარულად ... წარსამართებელად ... უცთომელობად ... აღმატებად ... აღსრულებად". ამ ჩამონათვალში გვაქვს არა ზესართავი "უცთომელი", რომელიც თითქოს მომდევნო "აღმატებას" მიერთვის, არამედ - ორი არსებითი სახელი: "უცთომელობაჲ" და "აღმატებაჲ", რომლებიც მძიმით უნდა გაიმიჯნონ. შდრ. ბერძნ. εις... ασφαλειαν, εις αὔξεσιν. ინგლ. for... security, for an increase)

625 - სისრულედ DEM (ქართული ნუსხების ვითარებითი ბრუნვა მცდარია, რადგან ასეთ შემთხვევაში "სისრულე" ცალკე ერთეულად უნდა შევიდეს ჩამონათვალში, მაშინ როცა, ბერძნულის კვალობაზე, ეს სიტყვა დანამატია წინამორბედი "სათნოებისა" და მის მსგავსად უთუოდ ნათესაობითში უნდა იდგეს, რადგან საუბარია არა, ცალკე აღებული, "სისრულეზე", არამედ - "სათნოებაში და სისრულეში აღმატებაზე". შდრ. εις αὔξησιν αρετῆς καὶ τελειοτητος. ინგლ. for an increase of virtue and perfection

626 - ურცხჳნოებასა]ურცხჳნოებათა M; კადნიერებათა DE

627 - რომელმანცა ისწავა რაჲ, სადა იყოფვი, მიჰრონისა მსყიდველი მოვიდა კადნიერებით ცხებად ფერჴთა შენთა]და მაუწყე, სადა იყოფვი. მიჰრონისა მსყიდველი მოვიდე კადნიერებით ცხებად ფერKთა შენთა M; ვითარ გულისჴმა-ვყო, სადა იყოფვი. მიჰრონისა მსყიდველი მოვიდე კადნიერებით ცხებად ფერჴთა შენთა DE (ქართულ ნუსხებში და პუბლიკაციებში, როგორც ვხედავთ, მეძავის მოქმედება თვით მლოცველზეა გადატანილი, რომელიც ამ მეძავის სახეს განიკუთვნებს, რაც თავისთავად საყურადღებო გააზრებაა ორიგინალისა, თუმცა კი, ტექსტობრივი ასპექტით, აშკარად მცდარი, რადგან ბერძნულში საუბარია მესამე პირში და მდედრობით სქესში საკუთრივ სახარებისეულ მეძავზე და არა მის მსგავს მლოცველზე. ამასვე ცხადყოფს წარსული დროც: "გაიგო... მოვიდა....". ქართულ თარგმანში შეტანილი შესწორებანი ამჯერადაც ადეკვატურია ორიგინალისა. შდრ. ἥ, μαθοῦσα ποθ' καταγεις, μυρον εξωνησαμενη, ἧλθε τολμηρῶς αλεῖψαι σοῦ τους ποδας. ინგლ. the harlot Who, on learning where Thou ast lodging, Bought myrrh, And dared to come and anoint Thy feet)

628 - "ამათდა" ე. ი. "ფერKთა ზედა" (M-ში არსებული "ესე" გაუგებარს ხდის კონტექსტს. შდრ. ბერძნ. τουτους... αλεῖψαι. ინგლ. to anoint them)

629 - სარწმუნოებჲცა] სარწმუნოებით DEM (ნუსხათა მონაცემი "სარწმუნოებით უწყი" მეტად მცდარია, რადგან იგი მიემართება უფალს და გამოდის, რომ უფალს სცოდნია "სარწმუნოებით" ანუ "რწმენით". ბერძნულის მიხედვით აუცილებელია სახელობითი "სარწმუნოებაჲ", რადგან საუბარია იმაზე, რომ უფალმა იცის მვედრებელის როგორც ცოდვები, ასევე მისი სარწმუნოებაც და ცხონებისკენ მსწრაფველობაც. შდრ. καὶ τὴν πίστιν οἷδας καὶ τὴν προθυμίαν. ინგლ. But also Thou knowest my faith, And Thou beholdest my willingness)

630 - არცა ცუარისა ნაწილი რაჲმე]არცა ცუარნი ნაწილთა რომელთამე DEM  (ნუსხებში და პუბლიკაციებში დადასტურებული "არცა ცუარნი ნაწილთა რომელთამე" სრულიად გაუგებარია. შდრ. ουδε σταλαγμοῦ τι μερος. ინგლ. Nor part of a drop)

631 - იხილეს DEM (შდრ. ბერძნ. ἔγνωσαν. ინგლ. know)

632 - ხოლო წიგნსა შენსა არღა-ქმნულნიცა  შთაწერილად ჰგიეს შენდა]და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნეს M; და წიგნსა შენსა დააიწერნეს D; და წიგნსა შენსა შთაიწერნეს E (ქართული რედაქციები ნაკლულევანია. ძირითად ტექსტში წარმოვადგენთ ორიგინალის ზუსტ თარგმანს. შდრ. επι το βιβλιον δε σου καὶ τα μηπω πεπραγμενα γεγραμμενα σοι τυγχανει. ინგლ. And in Thy book Things not yet done Are written by Thee. დამაბოლოებელი by Thee არ არის ორიგინალის ადეკვატური. უნდა ყოფილიყო to You)

633 - ღმერთო ყოველთაო]ღმერთო, ყოველივე M; - DE (ბერძნულში "ყოველივე" უკავშირდება არა "ცოდვებს", როგორც ეს ქართულ რედაქციებშია, არამედ – "ღმერთს". ე, ი. ორიგინალშია არა "ცოდვანი ყოველნი, მომიტევე მე, ღმერთო, ყოველივე", რაც თავისთავადაც მეტად გაუმართავია, არამედ: "მომიტევენ ყოველნი ცოდვანი, ღმერთო ყოველთაო", როგორადაც შესწორდა კიდეც ტექსტი. შდრ. τας αμαρτιας πασας ἄφες μοι, Θεε τῶν ὅλων. ინგლ. all my sins Take from me, O God of all)

634 - შენი (G) - DEM

635 - ხოლო DEM (აქ უეჭველად "რამეთუ" უნდა, როგორც ამას ადასტურებს ორიგინალი: γαρ. შდრ. ინგლ. For)

636 - ღმერთმყოფელთა (DE)]ღმრთითმყოფელთა// ღმრთივმყოფელთა M (და მისი მიმდგომნი). აღვნიშნავთ, რომ M-ის "ღმრთითმყოფელთა// ღმრთივმყოფელთა" ძალიან მცდარია, რადგან კომპოზიტის პირველი ნაწილი "ღმრთით//ღმრთივ" ნიშნავს: "ღვთისგან", მაშინ როცა შესაბამისი ბერძნული კომპოზიტი θεοποιος გულისხმობს არა "ღმრთივ" ანუ "ღვთისგან", არამედ მადლით "ღმერთად გახდომას" მორწმუნისას ანუ მის მადლისმიერ "განღმრთობას". ხსენებულ კომპოზიტში "ღმერთი" გულისხმობს არა უფალს, ბუნებით ღმერთს, არამედ მორწმუნეს, რომელსაც ზიარების საიდუმლო მადლით "ღმერთად ხდის" ანუ "ღმერთყოფს", "განაღმრთობს" მას. მითითებულ ტერმინს ერთადერთი მართებული ტერმინოლოგიური შესატყვისი აქვს ძველ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში: "ღმერთმყოფელი", რაც ნიშნავს "განმაღმრთობელს", "ღმერთად გამხდომს" და არა "ღვთისგან გამხდომს")

637 - ვარ DEM (ორიგინელში მესამე პირია. შდრ. ἔστι. ინგლ. is not alone)

638 - შენ მიერ M; უფრო ზუსტია DE: შენდამი (ორიგინალის მიხედვით უთუოდ უნდა იყოს "შენთანა". შდრ. μετα σοῦ. ინგლ. with Thee

639 - ნათელო სამმზისაო, განმანათლებელო სოფლისაო]ნათლითა სამბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო DEM (ნუსხებში და პუბლიკაციებში დადასტურებული "ნათლითა სამბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო" არაზუსტია, რადგან ორიგინალში "ნათელი სამბრწყინვალე" ან, უფრო ზუსტად, "ნათელი სამმზისაჲ" მაცხოვრის ეპითეტია, ისევე როგორც "განმანათლებელი სოფლისაჲ" და ისინი მძიმით უნდა გაიმიჯნოს. შდრ. ... τοῦ φοτὸς τοῦ τρισηλίου, τοῦ φωτίζοντος τὸν κόσμον. ინგლ. ... Light of the Triune Sun Which illumines the world.

640 - უკუე (DE = G: γοῦν) -M

641 - მხოლოდ EM (D = G: μονος μενω)

642 - სიხარულისა ჩემისა ( DE = G) - M

643 - ღმერთმყოფელთა]ღმრთივქმნულთა DEM ( ტერმინი "ღმრთივქმნულთა" უაღრესად მცდარია. უპირველესი ცთომილება კვლავაც არის კომპოზიტის პირველი ნაწილი "ღმრთივ", რადგან იგი, როგორც მივუთითებდით, ნიშნავს: "ღვთისგან", მაშინ როცა შესაბამისი ბერძნული კომპოზიტი θεοποιος გულისხმობს არა "ღმრთივ" ანუ "ღვთისგან" , არამედ: "ღმერთად". ასევე, მეორე ნაწილი ბერძნული კომპოზიტისა უნდა გადმოიცეს არა ვნებითის მიმღეობით "ქმნული", არამედ – მოქმედებითისა: "მქმნელი" ანუ, ძველ ქართულად, "მყოფელი". მთლიანობაში, მითითებულ ტერმინს, როგორც უკვე ვთქვით, ერთადერთი მართებული ტერმინოლოგიური შესატყვისი აქვს ძველ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში; "ღმერთმყოფელი", რაც მრავალგზის დასტურდება და ნიშნავს "განმაღმრთობელს". შდრ. ინგლ. დეიფყინგ)

644 - ვითარცა-ხოლო E

645 - კუალად (DE = G:  παλιν. ინგლ. again) - M

646 - უმწუერვალესსა (G: ἄκραν. extreme) - DEM

647 - ზეთითა თანალმობისაჲთა (G)]წყალობითა და თანალმობითა M; წყალობითა მოწყალებისაჲთა DE (შდრ. ελαιω συμπαθειας. ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში საკმაოდ ხშირია ორი ფონეტიკურად მსგავსი ტერმინის, ἔλαιον-ისა და ἔλεος-ის აღრევა, რომელთაგან პირველი "ზეთს" ნიშნავს, ხოლო მეორე – "წყალობას". DE რედაქციის ავტორი აცნობიერებს, რომ ზემორე ლოცვაში ελαιω συμπαθειας მსაზღვრელ-საზღვრულს წარმოადგენს და, გრამატიკული ნიშნით, მართებულად უსადაგებს მითითებულ ბერძნულ სინტაგმას ასევე მსაზღვრელ-საზღვრულს "წყალობითა მოწყალებისაჲთა", თუმცა მცდარად აღიქვამს რა სინტაგმის პირველ წევრს "წყალობად", ნაცვლად "ზეთისა", შედეგად იღებს ნონსენსუალურ შესიტყვებას: "წყალობითა მოწყალებისაჲთა". M-ის რედაქციის ავტორი როგორც ჩანს, გრძნობს არსებულ ხარვეზს და ორიგინალთან გრამატიკული თანხვდენილობის დარღვევით თავს აღწევს შინაარსობრივ უხერხულობას, თუმცა ორიგინალთან დაცილება მაინც მკვეთრია, რადგან მის მიერაც ἔλαιον "მოწყალებად" არის გაგებული და არა "ზეთად". შდრ. with the oil of compassion)

648 - უშურველად (DE)]უხრწნელად M (მართებულია DE: αφθονως. ინგლ. generously) თანაექცევი

649 - თანაეზრახვი (G)]თანაექცევი DEM (ბერძნული ομιλεῖς, რაც მოცემულ კონტექსტში "საუბარს" ნიშნავს, ძველ ქართულად ითარგმნებოდა ტერმინით "ზრახვა"; იხ. მაგ. იგავ.5.19, 15.12, 23.30 და მრავალი სხვა. შესაბამისად, მოტანილ ადგილას გაცილებით მიზანშეწონილია "თანაეზრახვი". შდრ. ინგლ. Thou tellest to them)

650 - ფრთოვან-მყოფენ (G: πτεροῖ. ინგლ. give me wings)]შემიწყნარებენ DEM შეუწუველად

651 - მინდობილი (G: θαρρῶν)]ვეესავ DEM

652 - გამოუთქუმელად (G: αφραστως. ინგლ. ineffably)]შეუწუველად DEM

653 - მადლობისა ასოთა მიერ ჩემთა სულისა და ჴორცისა ჩემისათა (G: ευχαριστοις μελεσι μου τῆς ψυχῆς καὶ τῆς σαρκος μου)]მადლობისა ასოჲთ და ჴორცით ჩემით M; მადლობისა ასოჲთ და სულით და ჴორცით ჩემით DE (შდრ. ინგლ. And with thankfulness in all the members Of my soul and body)

654 - თაყუანის-გცემ და დიდებულ-გყოფ და გადიდებ (G: προσκυνῶ καὶ μεγαλυνω καὶ δοξαζω)]თაყუანის-გცემ და გადიდებ და დიდების-გმეტყუელებ M ; თაყუანის-გცემ, გადიდებ და გაქებ D; თაყუანის-გცემ, გაქებ და გადიდებ E (შდრ. ინგლ. I worship and magnify And glorify Thee)

655 - გცოდე შენ  (M)]ვცოდე შენდა DE

656 - ცნობით (M)]მეცნიერებით DE

657 - M

658 - სახიერმან და კაცთმოყუარემან (M)]სახიერ ხარ და კაცთმოყუარე DE

659 - M

660 - საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა (M)]რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ DE

661 - DE

662 - გულისსიტყუათა ჩემთა (M)]ჩემთა გულისსიტყუათა DE

663 - ვინაჲთგან გნებავს (G: επειδη βουλει. ინგლ. since Thou... dost will) ] უფროჲსღა ინებე M

664 - კაცთმოყუარემან M

665 - ბრძანე, განვახუნე კარნი, რომელნი  შენ მხოლომან დაჰბადენ (G: κελευεις, αναπετασω τας πυλας. άς συ μονος εδημιουργησας)]ბრძანე, რაჲთა განმეღოს კარი, რომელი მხოლოჲ დამბადებელი ხარ M (M-ის ტექსტი ძალიან მცდარია, რადგან, ერთი მხრივ, მოქმედებითი გვარის αναπετασω გადმოტანილია ვნებითით, მეორე მხრივ კი, ნაცვლად "რომელთა" გამოყენებულია "რომელი", რაც მთლიანად უცვლის აზრს კონტექსტს. ბერძნულში საუბარია იმის შესახებ, რომ უფლის ბრძანებით მორწმუნემ უნდა გახსნას კარნი თავისი სულისა, უფლისგანვე ქმნილნი, რომ შიგ შემოვიდეს მაცხოვარი. ქართული ტექსტის მიხედვით თვით მორწმუნეს "განეღება" კარი, რაც გაუგებარს ხდის, თუ რა კარის შესახებ არის  მსჯელობა. შდრ. ინგლ. Thou commandest: I will open wide the doors which Thou alone didst create)

666 - შემოხჳდე, კაცთმოყუარებით, ვითარცა ჩუეულ ხარ (G: εισερχη μετα φιλανθρωπιας, ως πεφυκας)]შემოხჳდე, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ M (ინგლ. Thou mayest enter with love as is Thy nature)

667 - შემოხჳდე და განანათლო (G: εισερχη καὶ φωτιζεις)]შემოვედ უკუე და განანათლე M

668 - M

669 - განსდევნე (G: απεδιωξας)]განარე M

670 - + შენდა M

671 - ამ ლოცვის განსხვავებული რედაქცია გვაქვს D-ში. მოვიტანთ ტექსტს: "არა ღირს ვარ, მეუფეო უფალო, რაჲთამცა სახლსა სულისა ჩემისასა შემოხჳდე, არამედ მრავლითა კაცთმოყუარებითა შენითა შემოვედ სართულსა და ნუ დამიჴშავ კარსა მოწყალებისასა სასოებით შენდა მომავალსა, რომელმან მხოლომან ყოველივე დაბადენ, კაცთმოყუარეო. გევედრები, სახიერო, განმინათლენ დაბნელებულნი თუალნი გულისა ჩემისანი; ვითარცა მეძავი, ცრემლით მოქენე, არა განაგდე და მეზუერე არა განსდევნე და  ავაზაკი, რომელმან აღიარა მეუფებაჲ შენი, არა უგლებელს-ჰყავ და დიდადმდევნელი პავლე არა ...ულ-ჰყავ სუფევისა შენისა, სინანულით მვედრებელნი შენნი შეაერთენ გუნდთა წმიდათა შენთასა; მეცა ნუ უგულებელს-მყოფ მრავლისა სახიერებისა შენისათჳს, რომელი კურთხეულ ხარ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ."

672 - შემიწყალე (M)]მოწყალე-მექმენ DE

673 - არაღირსსა DE

674 - შეცოდებანი და ცოდვანი (+ ჩემნი M) და ცოდვითდაცემანი (M)]ცოდვითდაცემანი და შეგინებანი და შეცოდებანი ჩემნი DE

675 - გცოდე M; ვცოდენ DE

676 - გონებით, ანუ მოგონებით (DE = G: ενθυμημασιν, ἢ διανοημασιν. შდრ. ინგლ. intentions or thoughts)]გულისთქუმით და გონებით M

677 - დაწყებით (EM; E-ში თავზე აქვს დაეჭვების ნიშანი)]დავიწყებით D (მართებულია "დაწყებით", რაც აქ ნიშნავს: "საქმიანობით", "საქმის შედგომით". შდრ. ბერძნ. επιτηδευμασι. ამ ტერმინს წმ. გიორგი მთაწმინდელი, ჩვეულებრივ, თარგმნის როგორც "საქმეს"; იხ. ფს. 9.12, 27.4, 76.13, 80.13, 98.8 და მისთ. ინგლისურ თარგმანში ზემორე ბერძნული ტერმინი თავისი მეორე მნიშვნელობითაა გადატანილი: "ჩვევა". შდრ. by habit)

678 - საცნობელით (M = G: αισθησεσι)]სასმენელით DE

679 - ყოვლადუხრწნელისა (M = G)]ყოვლადწმიდისა DE

680 - ურცხუენელისა {M = G: ακαταισχυντου)]უხრწნელისა DE

681 - შუვამდგომელობისა და მაცხოვრებისა ჩუენისაჲთა (G: προστασιας καὶ σωτηριας μου)]შუვამდგომელისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა M; შუვამდგომელისა და მაცხოვრისაჲთა DE ( ბერძნულში გვაქვს არა "მაცხოვარი", არამედ "მაცხოვარება" ანუ σωτηρια, რაც აუქმებს ღვთისმშობლის "მაცხოვრად" წოდების უხერხულობას. შდრ. ინგლ. ever virgin Mary Thy Mother, my only sure hope and protection and salvation)

682 - უხრწნელთა (G: αχραντων)]ყოვლადწმიდათა MDE

683 - განმანათლებელად (DE = G: εις... φωτισμον. ინგლ. for ... enlightenment) “ M

684 - სიმრთელედ (M = G: εις ... υγειαν. ინგლ. for ... health) ] სალხინებელად DE

685 - +  ხოლო M. მართალია, ბერძნულში გვაქვს τε, რომლის გადმომცემადაც ჩანს "ხოლო", მაგრამ ქართული შესატყვისი ვერ იტევს ბერძნული τε-ს მნიშვნელობას (რაც იგივეობრივია "და" კავშირის მნიშვნელობისა) და მხოლოდ აბუნდოვნებს კონტექსტს. ამიტომ, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ DE-ს, სადაც ზემორე "ხოლო" გამოტოვებულია

686 - სრულიად უჩინომყოფელად (M = G) - DE

687 - მოგონებათა (DE)]გულისთქუმათა M ( შდრ. ბერძნ. ενθυμησεων. ინგლ. intentions)

688 - და ცრურწმენათა (G)]პირველითგანვე მოღებულთა M; - DE (აშკარაა, რომ M-ის ტექსტის ავტორს არ ესმის ბერძნული προληψεων-ის შინაარსი და კალკირებულად გადმოსცემს მას, რაც ორიგინალის შინაარსს, ცხადია, ვერ იტევს. შდრ. ინგლ. and prejudices)

689 - ღამითთა (DE = G: νυκτερινῶν. ინგლ. nocturnal) ] ღამის M

690 - ოცნებათა DE

691 - და პატივი და თაყუანისცემაჲ – M (DE = G)

692 - + შენით M (DE = G)

693 - ართა ტაძრისა შენისათა (G)]კარსა ტაძრისა შენისასა DEM

694 - წარმოდგომილ ვარ და]წარდგომილ ვარ და M; წარმოდგომილი DE

695 - კარნი D; კარი E

696 - განმიხუენ მეცა ნაწლევნი (σπλαγχνα) კაცთმოყუარებისა შენისანი (M = G)]განმიხუენ მეცა წიაღნი კაცთმოყუარებისანი D; განმიღენ მეცა წიაღნი კაცთმოყუარებისანი E

697 - შემიწყნარე (M = G: δεξαι)]შ~ე (=შემიწყალე) DE

698 - შენდა DE

699 - ერთმან მან, რომელი (G)]ერთი იგი, რომელი M; იგი DE

700 - ადვილად (G: ευχερῶς. ინგლ. easily)]სენთა DEM

701 - უხრწნელნი ფერჴნი შენი შეიპყრნა (G)]უხრწნელი ფერჴი შენი შეიპყრა M; ყოვლადწმიდათა ფერჴთა შენთა მოეხჳა DE

702 - განჴსნაჲ ცოდვათაჲ (ცოდვისაჲ M)  (M = G: την λυσιν τῶν αμαρτηματων. ინგლ. release from ... sins)]მიტევებაჲ ცოდვათაჲ DE

703 - საწყალობელი DE

704 - ყოველსა ჴორცსა (G: ὅλον το σῶμα)]ყოვლითურთ მრთელსა ჴორცსა DEM (სიტყვა "მრთელსა" სრულიად აბუნდოვნებს კონტექსტს. თუ რატომ ჩაურთეს იგი, ძნელი სათქმელია. შდრ. ინგლ. whole Body)

705 - მოღებად DE (ბერძნული δεξασθαι ორივეგვარად შეიძლება ითარგმნოს)

706 - ნუმცა დავიწუები (G: μη καταφλεχθειην. ინგლ. Let me not be burnt) ] რაჲთა არა დავიწუა DEM (ქართული რედაქციების ტექსტი  მეტად არაზუსტია, რადგან მაქვემდებარებელი კავშირი "რაჲთა" მხოლოდ იმ შინაარსს ანიჭებს წინადადებას, რომ მორწმუნე იღებს მაცხოვრის ხორცს, რათა არ დაიწვას. ამგვარი გააზრება სრულიად შეუსაბამოა. პირიქით, ჭეშმარიტი აზრით, მორწმუნე ევედრება მაცხოვარს, რომ მიუხედავად საუფლო ხორცთან ანუ ყოვლისდამწველ ცეცხლთან მისი ზიარებისა, ნუ მოხდება ისე, რომ დაიწვას იგი)

707 - შ~ე DE (ეს ქარაგმა, ჩვეულებრივ, იხსნება როგორც: "შემიწყალე")

708 - სასმენელნი DE (M – G: αισθητηρια)

709 - ჩემნი ცოდვისა ბრალნი (G)]ჩემნი ცოდვისა მიმართ მიდრეკილებანი DEM. ქართული რედაქციების "მიდრეკილებანი" მცდარია, რადგან ორიგინალში გვაქვს τα εγκληματα, რაც ნიშნავს "ბრალს", "დანაშაულს" (შდრ. ინგლ. the stains). შეცდომა გამოწვეულია იმით, რომ ხსენებული τα εγκληματα გააზრებულ იქნა როგორც τα εγκλιματα, ხოლო το ἔγκλιμα ნიშნავს სწორედ "მიდრეკილებას" (შდრ. ლიდლ-სკოტის განმარტება: το ἔγκλιμα – inclination)

710 - D (E = M)

711 - ურიცხ E

712 - მე ამათ ვიტყჳ და აღვიარებ და დავსწერ; შენ შემინდვენ, მომიტევენ და აღჴოცენ ნ(M)]მე ამათ ვიტყჳ, - შენ ნუ იტყჳ; მე ამათ აღვიარებ, - შენ მომიტევე; მე ამათ დავსწერ, -შენ აღჴოცენ DE

713 - გული M

714 - განწმიდე სული ჩემი გულისსიტყუათაგან შეგინებულთა და გუამი ჩემი საქმეთაგან ბოროტთა (DM) - E

715 - მე (DM) - E

716 - ჩემნი (DM) - E

717 - მომწყუედ (DE)]მოჰსწყუედ M

718 - + მე E

719 - E

720 - E

721 - უმეტეს E

722 - E

723 - პირველდიაკონისა და - E

724 - + მეოხებითა წმიდათა დიდთა მღდელთმოძღუართა: პეტრე ალექსანდრიელისაჲთა, წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისაჲთა, მეოხებითა წმიდისა გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაჲთა, მეოხებითა წმიდისა დიდისა ბასილისითა, მეოხებითა წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲთა, მეოხებითა წმიდ[ათა] გრიგოლი და ეპიფანესითა, მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმოძღურისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიაჲს მთავარეპისკოპოსისა საკჳრველთმოქმედისაჲთა, ზაქარია და კჳრილესითა, მეოხებითა წმიდისა იოვანე მოციქულისაჲთა E ( – DM; სავსებით შესაძლებელია, რომ აღნიშნული ჩამონათვალი E-ში კერძოობითი შენამატი იყოს)

725 - და სხუათა მათ წმიდათა მოწამეთა შენთაჲთა და (DM) - E

726 - DM

727 - E

728 - + მერკჳრი E

729 - კჳრიკე და არტემისითა (DM)]და ევსტათისითა, მეოხებითა ორმეოცთა სევასტიელთა მოწამეთაჲთა და მოწამეთა კვირიკე და ივლიტაჲსითა, მეოხებითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: საბა, ანტონი, პახუმუ,ეფთჳმი,მაკარი, თეოდოსი, თეოქთისტესითა და წმიდისა მამისა ჩუენისა ონოფრესითა, გიორგი, იოანე და ეფთჳმისითა, მოძღუართა და განმანათლებელთა ჩუენთაჲთა, მეოხებითა წმიდათა ქალწულმოწამეთა: ირინა, მარინა, ბარბარა, თეკლა, ეკატირინა, ნისიმე, ფებრონა,ანასტასია,რიფსიმე დაგაიანესითა, წმიდისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისაჲთა, და მეოხებითა

730 - მღდელთმთავართა (M)]მღდელთმოძღუართა D

731 - მეოხებითა ერთობით ყოველთა წმიდათა შენთა - მოციქულთა, წინაჲსწარმეტყუელთა, მღდელთმთავართა, მახარებელთა, მოწამეთა, მამათა, მოღუაწეთა და (DM)]მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთაჲთა E

732 - E

733 - პატივი და თაყუანისცემაჲ (DM) - E

734 - ჭეშმარიტად ქრისტე – DE (M = G)

735 - DE (M – G)

736 - ესე (M)]რომელ მოვიღებ DE (M = G)

737 - ყოვლადპატიოსანი DE (M = G)

738 - ესე არს - DE (M = G)

739 - შენ უკუე გევედრები: შემიწყალე მე, შემინდვენ (M = G)]ამისთჳსცა გევედრები: შემიწყალე (შემიწყალენ D) მე, შემინდევ მე, მილხინე და მომიტევე (მომიტევენ D) DE

740 - სიტყჳთნი და საქმითნი, ცნობითნი და უმეცრებითნი (G)]სიტყჳთ და საქმით, ცნობით და უმეცრებით M; ომელ ვქმენ სიტყჳთ ანუ საქმით, ხილვით ანუ უხილავად, ცნობით და გულისსიტყჳთ DE

741 - უხრწნელთა (M = G)]ყოვლადწმიდათა DE

742 - + თავსა შორის თჳსსა M

743 - მუჴლნი (G: στιχους)

744 - ხოლო მი-რაჲ-ხჳდე ზიარებად, სთქუ მუჴლნი ესე]ეგრეთვე ამასცა იტყოდი (იტყოდე D), მიეახლო რაჲ საღმრთოთა საიდუმლოთა DEP

745 - სჳმეონ (G: Συμεων) - DEMP

746 - მეტაფრასტისანი (G: Μεταφραστοῦ)]მეტაფრასისანი M; - DEP

747 - + და DEP (- GM)

748 - მე (DEP = G: με) -M

749 - რამეთუ ცეცხლი ხარ (M)]ცეცხლი ხოლო  ხარ DEP

750 - + ესე ლოცვაჲცა: "ჰოჲ უფალო, შენ უწყი ცოდვაჲ ჩემი და არაწმიდებაჲ, და ვარ მე დღეს შენ წინაშე, ვითარცა დედაკაცი იგი ცოდვილი და წიდოვანი, რომელი შეხებითა ფესჳსა შენისაჲთა განიკურნა, ხოლო მე, საწყალობელი ურიცხუთა ცოდვათაგან, მოღებითა პატიოსნისა ჴორცისა და უხრწნელისა სისხლისა შენისაჲთა განმკურნე წყლულებათა და არაწმიდებათა ჩემთაგან, რაჲთა შენმიერ განათლებული და განწმედილი შენდა დიდებასა შევსწირვიდე, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და [მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ"] EP

751 - ხოლო შემდგომად ტროპარი (G: Εἶτα το Τροπαριον)]ხოლო შემდგომად სთქუ M; ეგრეთვე ესეცა EP; - D

752 - სერობასა მას საიდუმლოსა შენსა (D = G)]სერობასა საიდუმლოჲსა შენისასა EMP (და სხვ.) ქართულ ნუსხებში და პუბლიკაციებში დამკვიდრებული "სერობასა საიდუმლოჲსა შენისასა" უკიდურესად მცდარია, რადგან ეს ფრაზა მხოლოდ შემდეგს ნიშნავს: "შენი საიდუმლოს სერობაზე", ანუ, გამოდის, არსებობს უფლის საიდუმლო, საიდუმლოება (тайнство), რომლის სერობაც (ე. ი. რომლის ვახშამიც) იმართება. ამგვარი რამ, ცხადია, ნონსენსია. სინამდვილეში, მეტაფრასტის ტროპარში სიტყვა "საიდუმლოჲ" არის არა არსებითი სახელი (არა  "საიდუმლოება", არა тайнство), არამედ - ზედსართავი  და ნიშნავს "საიდუმლოებითს", "მისტიკურს" (тайный). ამრიგად, რადგან სრულიად უმართებულოა "სერობაჲ საიდუმლოჲსაჲ" (вечерье тайнства) ანუ "საიდუმლოს სერობა" და სწორია "სერობაჲ საიდუმლოჲ" (Тайное вечерье), შესაბამისად, მიცემით ბრუნვაში აღნიშნული შესიტყვება მხოლოდ ამ სახისა უნდა იყოს; "სერობასა საიდუმლოსა შენსა", რაც ახალი ქართულით ნიშნავს: "შენს საიდუმლო სერობაზე", "შენს საიდუმლო ვახშამზე". შდრ. ბერძნ. τοῦ Δειπνοῦ σου μυστικοῦ. ინგლ. Of Thy Mystical Supper. სწორედ ეს მართებული ტექსტია D ნუსხაში

753 - შ~ე ( = შემიწყალე ) E

754 - რამეთუ (G: γαρ)]რაჲთა EMP (ქართულ ნუსხებში და პუბლიკაციებში დამკვიდრებული "რაჲთა" უკიდურესად მცდარია, რადგან იგი მიზნის გამომხატველი მაქვემდებარებელი კავშირია და მის კვალობაზე მხოლოდ ის აზრი გამოდის, რომ თითქოს მორწმუნე უფალს სთხოვს საზიარებლად დაუშვას იგი, რათა (იმ მიზნით, რომ) მან მტრებს არ უთხრას უფლის საიდუმლო, რათა (იმ მიზნით, რომ) იუდასებრ არ ეამბოროს უფალს, რათა (იმ მიზნით, რომ) ავაზაკისებრ აღიაროს მისდამი. ახალ ქართულად ზემორე (მცდარი) ტექსტი ასეთი სახისა იქნება: "დღეს შენი საიდუმლო სერობის საზიარებლად მიმიღე, ღვთის ძეო, რათა მტრებს არ ვუთხრა შენი საიდუმლო...". სინამდვილეში აღნიშნული ტროპარით მორწმუნე უფალს უდასტურებს თავის ურყევობას, რომ არ გასცემს მიღებულ სიწმინდეს და რადგან იგი უკვე გარკვეულწილად მომზადებულია, სწორედ ამიტომ კადნიერდება და სთხოვს უფალს, რომ აზიაროს. მართებული ტექსტი აუცილებლად მოითხოვს არა მიზნის მაქვემდებარებელ კავშირს "რაჲთა", არამედ – მიზეზისას "რამეთუ" ( = "რადგან"), ანუ ხსენებული ტექსტი მართებული სახით ახალ ქართულად ასეთი იქნება: "დღეს შენი საიდუმლო სერობის საზიარებლად მიმიღე, ღვთის ძეო, რადგან მტრებს არ ვეტყვი შენს საიდუმლოს...". შდრ. ინგლ. Of Thy Mystical Supper, O Son of God, accept me today as a communicant; for I will not speak of the Mystery to Thy enemies)

755 - ავაზაკი (MG)]მორწმუნე ავაზაკი EP

756 - აღგიარებ შენ (MG)]აღგიარებ და გიღაღადებ EP

757 - მე, უფალო (MG)]მჴსნელო EP

758 - ამ ტროპარის მხოლოდ დასაწყისია მითითებული D-ში: "სერობასა მას საიდუმლოსა შ. – სრულიად"

759 - კუალად მუჴლნიცა ესე (G: Εἶτα τους παροντας Στιχους)]კუალად მუჴლიცა ესე EP; კუალად სხუანი ესე M

760 - ტერმინ "ღმერთმყოფელის" ბერძნული შესატყვისი, როგორც ზემოთაც ვნახეთ, ჩვეულებრივ არის θεοποιος, მოცემულ ადგილას კი გვაქვს θεουργος, რომლის ადეკვატური θεουργικος წმ. ეფრემ მცირის მიერ ითარგმნება ტერმინით: "ღმერთმოქმედებითი". შესაბამისად, ტერმინოლოგიურად უფრო მართებული იქნებოდა ასეთი თარგმანი: "ღმერთმოქმედისა სისხლისაგან შეძრწუნდი ..."

761 - კაცო (DM = G)] ჰოჲ კაცო E

762 - რამეთუ ნაკუერცხალი არს (G)]რამეთუ ცეცხლი არს M (და სხვ.); ცეცხლი ხოლო არს DEP. სიტყვა "ცეცხლი" ტერმინოლოგიურად არაზუსტია, რადგან ორიგინალში გვაქვს არა το πῦρ, რაც "ცეცხლად" ითარგმნება (იხ. თუნდაც ზემოთ, მატაფრასტის პირველი ტროპარი), არამედ νθραξ, რომლის უცვლელი შესატყვისია "ნაკუერცხალი" (შდრ. ინგლ. coal). წმინდა ზიარებას ἄνθραξ-ს უწოდებს წმ. იოანე დამასკელი (ისევე, როგორც ყველა სხვა მოძღვარი), რასაც ქართულ თარგმანებში სწორედ "ნაკუერცხალი" შეესაბამება. დავიმოწმებთ, მაგალითად, წმ. არსენის თარგმანს: "შევიწყნარებდეთ ჴორცსა ჯუარცუმულისასა და ... საღმრთოსა ნაკუერცხალსა ვეზიარებოდეთ" (გარდამოცემა, თ. 86, თბ. 2000, გვ.250; შდრ. ბერძნ. τοῦ ἐσταυρωμένου τὸ σῶμα ὑποδεξώμεθα καὶ... τοῦ θείου ἄνθρακος μεταλάβωμεν

763 - განმაღმრთობს (განმამღრთობს EP) მე და მზრდის, განაღმრთობს]განმაღმრთობს D (?)

764 - განაღმრთობს სულსა და ზრდის გონებასა უცხოდ (M = G: θεοῖ το πνεῦμα, τον δε νοῦν τρεφει ξενως. შდრ. ინგლ. It deifies the spirit and wondrously nourishes the mind.)]განაღმრთობს სულსა და გონებასა, ხოლო მზრდის უცხოდ და საკჳრველად EP (D-შიც თითქმის იგივე ტექსტია პირველი სიტყვის გარეშე: "სულსა და გონებასა, ხოლო ზრდის უცხოდ და საკჳრველად")

765 - შემდგომად ტროპარნი (ტროპარი M) ესე (MG) - DE

766 - ამ სიტყვით დაწყებული ტროპარი აკლია DEP-ს

767 - სურვილითა (G)]სიყუარულითა M (შესაბამისი ბერძნული ποθος ითარგმნება როგორც "სურვილი". შდრ. ინგლ. longing)

768 - ტრფიალებითა (G)]სურვილითა M (შესაბამისი ბერძნული ἔρως ტერმინოლოგიურად ითარგმნება როგორც "ტრფიალებაჲ". ინგლისური love  ვერ იტევს ორიგინალის ტერმინოლოგიურ სემანტიკას)

769 - არამედ (G: αλλα) - M

770 - შენმიერითა საშუებელითა აღვსებასა ღირს-მყავ (G: εμπλησθῆναι τῆς εν σοι τρυφῆς καταξιωσον. შდრ. ინგლ. make me worthy to be filled with delight in Thee) ] აღმავსე საშუებელითა შენითა და ღირს-მყავ M

771 - ხლდომით (G; შდრ. ინგლ. ლეაპ)]სიხარულით M. შესაბამისი ბერძნული σκιρτῶν არის მიმღეობა ზმნისა σκιρταω, რაც ნიშნავს "ხტომას", "ხტუნვას" ანუ, ძველი ქართულით, "ხლდომას". მაგალითად: "ხლდომაჲ საცხოვართაჲ უხილავი"  (17.18, ოშკური; შდრ. ბაქარისეული: "მხლტომარეთა ცხოველთა სრბა უხილავი") - σκιρτώντων ζῴων δρόμος

772 - ორსა (G)]მრჩობლსა (ქართულ ნუსხებში და პუბლიკაციებში დამკვიდრებული "მრჩობლსა" მცდარია, რადგან ეს სიტყვა ნიშნავს "ორმაგს" და გულისხმობს არა მარტივად ორს, არამედ აუცილებლად ისეთ ორს, ერთდროულად რომ თანაარსებობს. "მრჩობლის" ბერძნული შესატყვისია διπλοοῦς და იგი ეწოდება, ვთქვათ, ნათლისღებას, რადგან ერთდროულად გრძნობადადაც ხდება იგი, დაგვესხმის რა წყალი, და – სულიერადაც, ვიღებთ რა ცოდვათა მიტევებას. ასევე, მრჩობლი ეწოდება მაცხოვარს, რადგან ერთდროულად ორი ბუნების მქონეა იგი, მრჩობლი მოქმედების მქონედ ითქმის ცეცხლი, რადგან ერთდროულად წვავს კიდეც იგი და ანათებს კიდეც, და ა. შ., მაგრამ მაცხოვრის ორი მოსვლა ერთდროული და თანაარსებული, ცხადია, არ არის. ამიტომაა, რომ ხსენებული ტროპარის ბერძნულ ტექსტში გვაქვს არა "მრჩობლის" ეკვივალენტი διπλοοῦς, არამედ δου, რაც მხოლოდ "ორს" ნიშნავს და არა "ორმაგს" ანუმრ "ჩობლს". ასევეა ინგლისურშიც: two comings

773 - რამეთუ უკუეთუ (M)]უკუეთუ-ხოლო DEP

774 - თანაშესლვად (G: συνεισελθεῖν)]შესლვად DEMP (ბერძნულ ტერმინს ახლავს წინდებული συν, რაც ნიშნავს "თანა". მისი გადმოტანა საჭიროდ მიგვაჩნია, რადგან იგი უფრო გამომსახველად წარმოგვიჩენს მორწმუნის შიშს  სხვებთან ერთად სიწმინდეში თანაშესვლისა)

775 - ბერძნულშია χιτων, რაც შეიძლებოდა "კუართადაც" თარგმნილიყო

776 - განვიგდები (M)]განდევნილ-ვიქმნები D; განდევნილ-ვიქმნე EP

777 - DEP

778 - კაცთმოყუარემან (M = G)]კაცთმოყუარე ხარ DEP; EP-ში მოსდევს ბოლო ნაწილი მომდევნო ლოცვისა

779 - მერმე ლოცვაჲ ესე (M = G) - DEM

780 - ჩემო M = G)]ჩუენო D

781 - ნუმცა დასასჯელად (დასასჯელ M) მექმნების მე სიწმიდენი (სიწმიდე M) ესე უღირსებისათჳს ჩემისა,  არამედ -  განსაწმედელად და წმიდამყოფელად სულისა და ჴორცისა და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა (M = G)]ნუმცა მექმნების მე სიწმიდე ესე დასასჯელად უღირსებისა ჩემისათჳს,  არამედ -  განსაწმედელად სულისა და ჴორცთაა და წინდად საუკუნოჲსა ცხოვრებისა D; - E; + კუალად: სერობასა მას ს. D

782 - DEP (EP-ში აქედან იწყება აღნიშნული ლოცვა)

783 - ჩემდა (DEP = G: εμοι. ინგლ. for me) ] ჩემი M

784 - და (M = G)]შემდგომად ზიარებისა EP (?); - D

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი,