შენი ნახვა გულსა ჩემსა ახარებს და ლხინსა სცემს,

თვალთა მიჰსცემს სინათლესა, მზისა სხივთა უნათლესს.

ტრფიალო ლამაზო, მეტრფიალა ბაია შენი.

ვგონებ და არსად არი ესე ლხინთა არ სადარი,

გული იქმნა მოცამკვდარი, ლახვართათვის მიცამწვდარი.

ტრფიალო ლამაზო, მეტრფიალა ბაია შენი.

თვალთა ცრემლსა, ვითა მილსა ადენ და ჰსწვავ, ვითა ცვილსა,

არა ჰკურნე დაკოდილსა, სიყვარულსა შენგან ზრდილსა.

ტრფიალო ლამაზო...

შენ ხარ კეკლუცთ სინათლეო, რადა გროშავს სიმართლეო?..

ვით დამაგდე, ჩემო მზეო, განმინათლე სიბნელეო,

ტრფიალო ლამაზო...

რა ვიხილე, მასვე წამსა კაეშანი გარე წავსა,

სასმენელთაგან უხამსა, ბჭედ დახშულთა განუხვამსა.

ტრფიალო ლამაზო...