წიგნი პირველი ნეშტთაჲ, რომელსა ებრაელებ ეწოდების გიბრე ჰაიმ
1
1. ადამ, სეთ, ენოს.
2. კაინან, მალალელ, იარედ.
3. ენუქ, მათუსალა, ლამექ.
4. ნოე, ძენი ნოესნი: სემ, ქამ და იაფეთ.
5. ძენი იაფეთისნი: გამერ, მიაგოგ, მადაი, ოვიგან, ელისან, თობელ, მოსოქ და თირას.
6. ძენი გომერისნი: ასქანას და რიფატ და თერგამ.
7. ძენი იოვიგანისანი: ელისა და თარსის, კიტელნი(!) და როდინელნი(!)
8. ძენი ქამისნი: ქუშ და მესტრემ, ფუდ და ქანან.
9. ძენი ქუშისანი: საბა და ევილა, და საბათა, რეგამა და საბათაქა. ძენი რეგამისნი: საბა და დიედან.
10. და ქუშ შვა ნებროთ, ამან იწყო გმირ-ყოფა და მონადირებად ქუეყანასა ზედა.
11. და მესტრომ შვა ლუდიმელნი და ლობიმელნი და ზანაიმელნი და ნეფთალიმელნი.
12. და პატროსიმელნი. და ქალონიმელნი, რომლისაგან გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაბდორიმელნი.
13. და ქანან შვა სიდონ, პირმშო თჳსი, და ქანანელნი.
14. და იებოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი.
15. ეველნი და არეველნი და არსანელელნი.
16. და ასადელნი და სამარელნი და ამათელნი.
17. ძენი სემისნი: ელამ და ასსურ და არფაქსად და ლუდ და არამ. და ძენი არამისნი: ოვსესოლ და გათერ და მოსოქ.
18. და არფაქსატ შვა კაინან, და კაინან შვა სალა, და სალა შვა ებერ.
19. და ებერ შვნა ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფოლეგ, რამეთუ დღეთა მისთა განიყო ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან.
20. და იეკტან შვა ელმოდად და სალობ და ზარამათ.
21. და კედურამ, და ზეზელ, და დეკლან, და ზირა.
22. და კამაან, და ზაბიმეელ, და საბა.
23. და სუფირ, ზევი დ იორამ. და ყოველნი ესე ძენი იეკტანისნი.
24. და ძენი...
25. ებერ, ფალეგ, რაგავ.
26. სერუქ, ნაქორ, თარა.
27. აბრამ, ესე იგი არს, აბრაჰამ.
28. და ძენი აბრაჰამისნი: ისაკ და ისმაელ.
29. და ესე ნაშობნი არიან ისმაელისანი: ნაბეოთ და კედარ, ნაბდეელ და მაბსალ.
30. და მასმა, იდუმა და მასე, ქოდად და თემან.
31. ეგტურ და ნაფეს, და კედმა. ესენი არიან ძენი ისმაილისნი.
32. და ესე ძენი ქეტურისნი, ხარჭისა აბრაჰამისნი, რომელ უშვნა მას ზემბრამ, და იეკსან, და მადან, და მადიან, და იესბოკ, და სოვიე და ძენი იეკსანისნი: დედან და საბე და ძენი დედანისნი: ასურიმ და ლატუსიმ და ლოვმინ.
33. ძენი მადიამისნი: გეფარ და ენოქ და ოფერ და აბიდან და ელად. ესენი ყოველნი - ძენი ქეტურისნი.
34. და შვა აბრაჰამ ისაკი. და ძენი ისაკისნი: იაკობ და ესავ.
35. ძენი ესავისნი: ელიფაზ, და რაგუელ, და ეულ, და იეგლომ და კორე.
36. ძენი ელიფაზისნი: თემან და ომარ და სოფარ და გოოთამ და კენეზე; თამნა, ხარჭმან ელიფაზისმან, უშვა მას ამალეკი.
37. ძენი რაგუელისნი: ნაქედ, ზარე, სომე, და მოზე.
38. ძენი სეირისნი: ლოტან, სობალ, სებეგონ, ანა, დესონ და აკარ და რისონ.
39. ძენი ლოტანისნი: ბოროი და ემან, და დაჲ ლოტანისი - თამნა.
40. ძენი სუბალისნი: გოლამ, მანაქათ, და გებელ და სოფარ, და ონან და ძენი სებეგონისნი აია და ანა. ესე ძენი ანასნი: დესონ...
41. ხოლო ძენი დესონისნი: ამრან, ესებან, ითრან და ქერრან.
42. და ძენი ესერისნი: ბილან და ავალ და ააკან. და ძენი დესონისნი: ოვს და არან.
43. და ესე მეფენი მათნი, რომელნი მთავრობდენ ქუეყანასა ედომისასა, რომელნი პირველად ზედა ძეთა ისრაჱლთასა მეფობდენ, ბალაკ, ძე ბეორისი და სახელი ქალაქისა მათისა დენება.
44. და მოკუდა ბალაკა, მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.
45. და მოკუდა იობაბ, და მეფობდა მის წილ ასომ ქუეყანისაგან თემანელთასა.
46. და მოკუდა ასომ, და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.
47. და მოკუდა ადად, და მეფობდა მის წილ სამაა მასეკეთით.
48. და მოკუდა სამაა, და მეფობდა მის წილ საულ რობეთელი, რომელ არს მდინარესა თანა.
49. და მოკუდა საულ, და მეფობდა მისა შემდგომად ბალაენონ, ძე აქობორისი.
50. და მოკუდა ბალაენონ, ძე აქობორისი, და მეფობდა მისა შემდგომად ადად, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მისისა ამეტაბელ, ასული მატრადისი.
51. და მოკუდა ატად. და იყუნეს მთავარნი ედომს:
52. მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერ.
53. მთავარი ელისაკამას, მთავარი ელას, მთავარი ფინონ.
54. მთავარი კენოზ, მთავარი თემან, მთავარი იარასარ.
55. მთავარი მეგედიელ, მთავარი ზაფოინ. ესე მთავარნი მედომისნი.
2
1. და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ,
2. დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ.
3. ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი, უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან.
4. და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი ესე ძენი იუდასნი ხუთ.
5. ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ.
6. და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და დარა, ესე ყოველნი ხუთ.
7. და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა.
8. ძე ეთამისი: აზარია.
9. და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ, ქალებ და ჰარამ.
10. და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი.
11. და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს.
12. და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე.
13. და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე, საამა მესამე,
14. ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე,
15. ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე
16. და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ, სამნი ესე.
17. და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ, ისმაიტელი.
18. და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა.
19. და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას ორ.
20. და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ.
21. და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ.
22. და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ გალაადს.
23. და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა.
24. და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი.
25. და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ, ძმა მისი.
26. და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს დედა უონომისი.
27. და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და იაბინ და აკორ.
28. და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი სამაასნი: ნადაბ და აბისურ.
29. და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას ზაბარ და მოლიდა.
30. და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და არა ესუა მას შვილი.
31. და ძენი აფაიმისნი: იესსი. და ძენი იესესნი: სოსან და ძე სოსანისი - აალი.
32. და ძენი ელიასნი, ძმისა აქისამისნი: იეთერ და იონათან. და მოკუდა იეთერ, და არა ესუა მას შვილი.
33. და ძენი იონათანისნი: ფელეთ და ოზამ. ესენი იყუნეს ძენი რამელისნი.
34. და არა ესხნეს სოსანს ძენი, არამედ ასულნი. და სოსანისი იყო მონა მეგჳპტელი, და სახელი მისი იოქელ.
35. და მისცა სოსან ასული თჳსი იექეელს, მონასა თჳსსა, ცოლად და უშვა ეთთი.
36. და ეთთი შვა ნათან და ნათან შვა ზაბედ.
37. და ზაბედ შვა ოფლალ, და ოფლალ შვა ობედ.
38. და ობედ შვა იევუდ, და იევუდ შვა აზარია.
39. და აზარია შვა ქელეს, და ქელეს შვა ელეასა.
40. და ელეასა შვა სოსომე, და სოსომე შვა სალუმ.
41. და სალუმ შვა იექონია, და იექონია შვა ელისამან.
42. და ძენი ქალებისნი, ძმისა იერიმელისნი: მარსა, პირმშო მისი. ესე არს მამაჲ ზიფისა, და ძენი მარსასნი, მამისა ქებრონისნი.
43. და ძენი ქებრონისნი: კორეე და თაფ და როკომ და სემაა.
44. და სემაა შვა რემ, მამაჲ იერკანისი, და იერკან შვა სალამა.
45. და ძე მისი მეონ, მამა ბეთსურისი.
46. და გეფა, ხარჭმან ქალებისმან, შვა არრან და იოსან და გესუვი.
47. და ძენი იადანისნი: რეგემ და იოათამ და გერსომ და ფალეგ და გეფა და საგაფ.
48. და ხარჭმან ქალებისმან, მოქა, შვა სიბერ და თექნა.
49. და შვა საგაფ, მამაჲ მაგენისი, სულ, მამა მაქაებენასი და მამა ბალისი. და ასული ქალებისი - აქსაბ.
50. ესენი იყუნეს ძენი ქალებისნი: ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათასნი, სობალ, მამაჲ კარიათიარიმისი,
51. სალმონ, მამა ბეთელომისი, მამა ბეთლემონისი, არი, მამა ბეთეგოვრისი.
52. და ესხნეს ძენი სობალს, მამასა კარიათიმისსა, რომელი ხედვიდა ნაწილსა განსუენებისასა.
53. და ნათესავისაგან კარიათიმისა: ეთაილიმ, მეფითინ, სამათით, ემასარიმ, ამათგან გამოვიდეს სარათეველნი და ესთაულელნი.
54. ძენი სალომისნი: ბეთლემი და ნეტუფატი, ატაროთი, სახლისა იოაბისი და ზოგი მანაათისა - ესარა.
55. მამათა მწიგნობართა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს იაბესსა: აგათიმელნი და სუქმითელნი და სამათიმელნი. ესე არიან სახლნი, რომელნი მოვიდეს ემათით, მამისა სახლისა რექაბისნი.
3
1. და ესენი იყუნეს ძენი დავითისნი, რომელნი ესხნეს მას ქებრონს: პირმშო ამონ აქინამასაგან იეზრაიტელისა; მეორე - დალუა, აბიგეასგან კარმელისა.
2. მესამე - აბესალომ, ძე მოქასი, ასულისა თოლმისი, მეფისა გესურისა; მეოთხე - ადონია, ძე ანგითისი.
3. მეხუთე - საფატია აბიტალისგან; მეექუსე იეთრამ, აგალისგან, ცოლისა მისისა.
4. ესენი ესხნეს ქებრონს; და იმეფა მუნ შჳდ წელ და ექუს თთუე და ოცდაათცამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმსა.
5. და ესენი ესხნეს მას იერუსალჱმს: სამაა, სობაბ, ნათან და სოლომონ ბერსაბესგან, ასულისა ამელისა,
6. იებაარ, და ელისაუ.
7. და ელიფალეტ, და ნაგებ, და ნაფეკ, და ნაფია,
8. და ელისამა, და ელიათადა და სოქაინ,
9. ყოველნი ესე ძენი დავითისნი ცხრა გარეშე ძეთა ხარჭთა მისთასა,- და თამარ, დაჲ მათი.
10. და ძენი სოლომონისნი: რობოამ, აბია, ძე მისი, ასა, ძე მისი, იოსაფატ, ძე მისი,
11. იორამ, ძე მისი, ოზია, ძე მისი,
12. ამასია, ძე მისი, აზარია, ძე მისი, იოვას, ძე მისი, იოთამ, ძე მისი,
13. აქაზ, ძე მისი, ეზეკია, ძე მისი, მანასე, ძე მისი,
14. ამონ, ძე მისი, იოსია, ძე მისი,
15. და ძენი იოსიასი: პირმშო იოაქაზ, მეორე - იოაკიმ, მესამე - სედეკია, მეოთხე - სალუმ.
16. და ძენი იოვაკიმისანი: იექონია, ძე მისი, და სედეკია, ძე მისი.
17. და ძენი იოქონისნი: ასირ, სალათიელ, ძე მისი.
18. მელქირამ, და ფადია, და სენესარ, და იეკენია, და იოსამოთ და ნადაბია.
19. და ძენი სალათიელისნი: ზორობაბელ და სემეა. და ძენი ზორაბაბელისნი: მოსალამოს და ანანია და სალომითი, დაჲ მათი.
20. და ასება, და ოლ, და ბარაქია, და ასადია, და სობედ, - ხუთნი ესე.
21. და ძენი ანანიასნი: ფალატია და იესეი, ძე მისი, და რაფაია, ძე მისი, ორნა, ძე მისი, აბდია, ძე მისი, სექენია, ძე მისი.
22. და ძე სექენიასი: სამეა. და ძენი სამეასნი: ქატუს, და იოელ, და ბარია, და ნოადია და საფატ, ექუსნი ესე.
23. და ძენი ნოადიასნი: ელიონე, და ეზეკია და ეზრიკამ, სამნი.
24. და ძენი ელიეოასნი: ოდუია, და ელიასიბ, და ფალაგია, აკკუბ, და იონან, და დალეა, და ანანია, - შჳდნი.
4
1. და ძენი იუდასნი: ფარეზ, ესრომ, ქარიმ, და ორ და უბარ.
2. დარა, ძე მისი. და სუბე შვა იეთე. და იეთე შვა აქიმე და ლაად. ესე შობანი არიან სალათისნი.
3. და ესენი ძენი არიან ეტამისნი: და იეზრაელ, და იესმა და იაბეს, და სახელი დისა მათისა ესელელფონ.
4. და ფანელ, მამა გედირისა, და ეზელ, მამა სოსანისა. ესე ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათაისნი, მამისა ბეთლაემისა.
5. და საურ, მამისა თეკუესა, იყუნეს ორნი ცოლნი: აალა და ნოორა.
6. უშვა მას ნოორა: ოქსამ, და ეფად, და თემან და ასთერა. ყოველნი ესე ძენი ნორასნი.
7. და ძენი აალასნი: ასარეთი, და ასარა და ეთნან.
8. და კორე შვა ენონ და სობება. და ესე შობანი არიან ძმისა რექაბისნი, ძისა იარიმისნი:
9. და იყო იაგაბეს უდიდებულეს ძმათა თჳსთა, და დედამან მისმან უწოდა მას სახელი იაგბეს, და თქუა: ვშევ, ვითარცა იაგბეს.
10. და ხადა იაგბეს ღმერთსა ისრაჱლისასა და თქუა: უკუეთუ კურთხევით მაკურთხო მე და განამრავლნე საზღუარნი ჩემნი, და იყოს ჴელი შენი ჩემ თანა, და ჰყო საცნაური ჩემ თანა არა დამდაბლებად ჩემდა! და მოსცა მას ღმერთმან ყოველი, რაოდენიცა ითხოა.
11. და ქალებ, მამამან ასქანასისმან, შვა მაქირ, ესე - მამა ასათონისი.
12. და ასათონ შვა ფათრეფი, და ფესეე, და თანა და მამა ქალაქისა ნაას, ძმისა ასალონისი, კენეზიანი. ესე არიან კაცნი რეფესანი.
13. და ძენი კენეზისნი: გოთონიელ და სარაია. და ძე გოთოლიისი: - ათათ.
14. და მანათი შვა გეფორა, და სარაია შვა იობაბ, მამა გერსასიმისა, რამეთუ ხურონი იყუნეს.
15. და ძენი ქალებისა იეფონესნი: ერალა, და ნაამ. და ძე არამისი: -კენეეზ.
16. და ძენი იალელისნი: ზიფი, ზეფაა, და თირა და ეზერაელი.
17. და ძენი ეზარელისნი: ეთერი, მოლარი, და ფერ. და იაღონ შვა იეთერ, და მარო, და სემაი, და იესბა, მამა სესთემონისა.
18. და ცოლმან მისმან ადა უშვა მას იარედი, მამა გედორისა, და აბერი, მამა სოქოასა, და იეთიელ, მამა ზანოისი. და ესე არიან ძენი ბეთთასი, ასულისა ფარაოსი, რომელი მოიყვანა მორედ.
19. და ძენი ცოლისა ოვდიასი, დისა ნაქემისნი, და დალია, მამა კეილაისა. და საბეგონ, მამა იომანისა, და ძენი ნაემისნი მამისა კელაისანი ტარმიკეანისანი: ესთეო და მაქათი.
20. და ძენი სემიონისნი: ამნონ და რანო და ძე ანანისი - თილონ. და ძენი ესთესნი: ბენზჰეთ და ზოქათ. და ძენი ზოქათისნი
21. და ძენი სელონისნი, ძისა იოდასნი: ერ, მამა ლექადისა, და ლაადა, მამა მადესი, და შობანი მათნი ესთაად და აბუს, სახლსა ესობასა, და იოაკიმისა,
22. და კაცნი ქოზიბასანი და იოასისნი სალაფინელი, რომელნი დაეშენნეს მოაბს და კუალად მოაქცინა იგინი, აბედდერინ და ათუკიიმ.
23. ესე მეკეცენი, რომელნი დაემკჳდრნეს ატალიმს და გადერს მეფისა თანა. და მეფობასა თანა მისსა განაძლიერეს იგი და დაემკჳდრნეს მუნ.
24. და ძენი სჳმეონისნი: ნამუელ და იამინ, იარიმ, ზარა, საულ,
25. და სალიმ, ძე მისი, მაბესან, ძე მისი, ასემან, ძე მისი, მაზბან, ძე მისი,
26. ამუელ, ძე მისი, საბუდ, ძე მისი, საქურ, ძე მისი, სემეეი, ძე მისი.
27. და სემეემისნი ძენი - ათექუსმეტ და ასულნი ექუს; და ძმათა მათთა არა ესხნეს ძენი მრავალ, და ყოველნი ნათესავნი მათნი არა განმრავლდეს, ვითარ-იგი ძენი იუდასნი.
28. და დაემკჳდრნეს ბერსაბეეს და სამაას, და მოლაადს, და სერასულას,
29. და ბალაას, და ასომს, და სთოლად,
30. ბათულს, და ერმას და სიკელაკს.
31. ბეთმაქაბოროს და კერძოსა სესომისისასა. და სახლი ბარუმისი -სეორიმი. ესე იყუნეს ქალაქნი მათნი ვიდრე დავითის მეფისამდე.
31. და საყოფელნი მათნი: ერამინი, და ერემონი, და თოკანი, და ესანი და თეკანი - ქალაქები ხუთი.
33. და ყოველი საყოფელები მათი გარემო ქალაქებსა ამას ვიდრე ბაალადმდე; ესე არს სამკჳდრებელი მათი და ნაწილად ხუედრებული მათი:
34. მოსობაბი, და ამალეკი და იოსია, ძე ამასიასი.
35. და იოელ და იესუ, ძე იოსაბიასი, და ძე სარაიასი, ძე ასიელისი.
36. და ელიონეი, და იეკებ, და იასოილ, და ასაიაი, და ედიელ, და ისმაელ და ბანეა.
37. და ზოზა, ძე სეფეისი, ძისა ალონისი, ძისა იედიასი, ძისა სამარიასი, ძისა სამეასი.
38. ესე არიან, რომელნი განვიდეს სახელებითა მთავართათა ნათესავთა შორის მათთა, და სახლთა შორის მამათა მათთა განმრავლდეს ფრიად სიმრავლედ.
39. და მიიწივნეს ვიდრე გერარად, ვიდრე აღმოსავალადმდე გაისა, ძიებად საძოვარისა საცხოვართა მათთჳს.
40. და პოეს საძოვარი კეთილი და პოხილი, და ქუეყანა ვრცელი წინაშე მათსა, მშჳდობა და მყუდროება, რამეთუ ძეთაგან ქამისთანი იყუნეს მუნ პირველ დამკჳდრებულ.
41. და მოვიდეს ესენი დაწერილნი სახელით დღეთა ეზეკია მეფისა ჰურიასტანისათა, და მოსრნეს მკჳდრნი მათნი და მინელნი იგი, რომელნი პოვნეს მუნ, და შეჩუენებულ-ყუნეს იგინი ვიდრე აქა დღედმდე და დაემკჳდრნეს მათ წილ, რამეთუ საძოვარი საცხოვართა მათთათჳს იყო მუნ.
42. და მათთაგანვე, ძეთა სჳმეონისთანი, წარვიდეს მთასა სეირსა კაცნი ხუთასნი: ფალეტია და ნოადია და რაფადია და ოზიელ, ძენი ესთისნი და მთავარნი მათნი.
43. და მოსრნეს დაშთომილნი იგი ნეშტნი ამალეკისანი და დაემკჳდრნეს მუნ ვიდრე აქა დღედმდე.
5
1. და ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაჱლისა, რამეთუ ესე იყო პირმშო, აღსვლისა მისთჳს საწოლსა მამისა თჳსისა მისცა კურთხევა მისი ძესა მისსა იოსებს, ძესა ისრაჱლისასა, და არა შეერაცხა ნათესავად პირმშოდ.
2. რამეთუ იუდა იყო ძლიერ ძალითა ძმათა შორის მისთა, და იყუნეს მთავრად მისგანნი. ხოლო კურთხევა იგი იყო იოსებისა.
3. და ძენი რუბესნი, პირმშოსა ისრაჱლისანი: ენოქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.
4. და ძენი იოელისნი: სემეი და ბანეა, ძე მისი, და ძენი გეგისნი.
5. ძისა სემეისნი, ძე მისი ბაალ.
6. ძე მისი ბაელ, რომელი წარტყუენა თაგლადფალნასარ, მეფემან ასურეთისამან. ესე მთავარი რუბენისი.
7. და ძმანი მისნი იყუნეს მამულსა მათსა და ნაწილსა მათსა ნათესავთაებრ მათთა: მთავარი იოელ და ზაქარია.
8. და ბალე, და ოზუზისი, ძე სამასა, ძე იოელისი. ესე დაემკჳდრა აროირს ნაბავით კერძო და ბელმასონით.
9. და მზისა აღმოსავლით დაეშენა, ვიდრე ამოსლვადმდე უდაბნოდ მდინარითგან ევფრატით, რამეთუ საცხოვარი მათი ფრიად იყო ქუეყანასა გალადისსა.
10. და დღეთა საულისთა ყვეს ბრძოლა მკჳდრთა მათ მიმართ მის ქუეყანისათა. და დასცნეს ჴელითა მათითა დამკჳდრებულნი იგი კარვებსა ყოველნივე აღმოსავლად კერძო გალადისსა.
11. და ძენი გადისნი წინაშე მათსა დაემკჳდრნეს ბასანს შინა ვიდრე ზელაქადმდე:
12. იოელ, პირმშო, და საფან, მეორე, და ანა მწიგნობარი, ბასანს.
13. და ძმანი მათნი და სახლად მამული მათი: მიქეელ, და მოსოლამ, და სობეე, და იორეე და იოაქამ და აზოვე და ობედ - შვიდნი.
14. ესე ძენი აბიქესნი, ძისა ურისნი, ძისა იედელისნი, ძისა მიქეელისნი, ძისა იესესესნი, ძისა გალადისნი, ძისა იედადისნი, ძისა ქიბულისნი.
15. ძისა აბდიელისნი, ძისა გუნდისნი- მთავარნი სახლისა მამულისანი.
16. და დაემკჳდრნეს გალაადს და ბასანსა შინა და დაბნებსა მათსა და ყოველსა გარემო სოფლებისა სარონისასა, ვიდრე განსლვადმდე
17. ყოველთა ნაწილად ხუედრებულისა დღეთა იოათამისთა, მეფისა იუდასათა, და დღეთა იორობოამისათა, მეფისა ისრაჱლისთა.
18. ძენი რუბენისნი და გადისნი და კერძოსა ტომისა მანასესი ძეთაგან ძლიერებისათა კაცნი, რომელნი აღიღებდეს საჭურველსა და მახჳლსა და მომრთხმელნი მშჳლდისანი და წურთილნი ბრძოლასა ორმეოცდაოთხნი ათასნი და შჳდას და სამეოცნი, რომელნი განვიდეს წყობად.
19. და ჰყოფდეს ბოროტსა აგარელთა თანა, და იტურელთა, და ნაფისელთა, და ნადაბელთა.
20. და განძლიერდეს მათ ზედა, და მოეცნეს ჴელთა მათთა აგარელნი იგი და ყოველი საყოფლები მათი, რამეთუ ღმრთისა მიმართ ღაღად-ყვეს ბრძოლასა შინა და ისმინა მათი ღმერთმან, რამეთუ ესვიდეს მას.
21. და წარმოტყუენეს ჭურჭელი მათი, აქლემი ხუთი ათასი, და ცხოვარი ორას და ერგასისი ათასი, ვირი ორი ათასი, და სულები მამათა ასი ათასი.
22. რამეთუ მრავალი წყლულებაჲ ყვეს და მოსრეს. რამეთუ უფლისა მიერ იყო ბრძოლა და დაემკჳდრნეს მათ წილ ვიდრე წარტყუენვადმდე მათისა.
23. და ზოგი ნათესავი მანასესი დაემკჳდრა ქუეყანასა ბასანითგან ვიდრე ბაალერმონადმდე, და სანირდ, და მთად აერმონისა და ლიბანესა, ესენი განმრავლდეს.
24. და ესენი იყუნეს მთავარნი და წინამძღუარნი სახლთა მამულთა მათთანი: ოფერ და იესსი, და ელიელ, და ეზრიელ, და იერმია, და ოდუი, და იედიელ, კაცნი ძლიერნი ძალითა და კაცნი სახელოვანნი, მთავარნი სახლთა მამათა მათთანი.
25. და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღჴოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა.
26. და აღუდგინა ღმერთმან ისრაჱლისამან სული ფალუქისი, მეფისა ასურეთისა, და სული თალგათფალსარისი, მეფისა ასუბისა, და წარტყუენეს რუბენ და გადი და ზოგი ნათესავი მანასესი, და წარიყუანნა ქალად და ქაბორად და მდინარესა მას ქუზასტანისასა ვიდრე აქა დღედმდე.
6
1. და ძენი ლევისნი: გესრომ, და კაათ, და მერარი.
2. და ძენი კათისნი: ამრამ და ისარ, და ქებრონ და ოზიელ.
3. და ძენი ამრამისნი: აარონ, და მოსე და მარიამ. და ძენი აარონისნი: ნაბად, და აბიუდ, და ელიაზარ და ითამარ.
4. ხოლო ელიაზარ შვა ფინეზ, და ფინეზ შვა აბისუე.
5. აბისუე შვა ბოკე, ბოკე შვა ოზი.
6. ოზი შვა ზარაია, ზარაია შვა მარეთ.
7. მარეთ შვა ამარეა, ამარია შვა აქიტობ.
8. აქიტობ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმას.
9. აქიმას შვა აზარია, აზარია შვა იოანა.
10. და იოანა შვა აზარია - ესე მღდელობდა სახლსა ღმრთისასა მას, რომელი აღაშენა სოლომან იერუსალჱმს.
11. და აზარია შვა ამარია და ამარია შვა აქიტობ.
12. და აქიტობ შვა სადუკ, და სადუკ შვა სელუმ.
13. და სალუმ შვა ქელკია, და ქელკია შვა აზარია.
14. და აზარია შვა სარეა, და სარეა შვა იოსედეკ.
15. და იოსედეკ წარვიდა ტყუედ იუდას თანა იერუსალჱმს ჴელითა ნაბუქოდონოსორისათა.
16. და ძენი ლევისნი: გაერსომ, და კაათ და მერარი.
17. და ესე არს სახელები ძეთა გერსონისთა: ლობენი და სემი.
18. და ძენი კაათისნი: ამრაამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ.
19. ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი. და ესე არს ტომი ლევისი მამად ნათესავისაებრ მათისა,
20. გერსაონისი და ლობენისი, ძისა მისისა; იეთ, ძე მისი,
21. იოაქ, ძე მისი; ადდი, ძე მისი; ზიმა, ძე მისი; ასტი, ძე მისი; იეთრი, ძე მისი.
22. ძენი კათრისნი: სარა, ძე მისი, კორე, ძე მისი, ასირი, ძე მისი,
23. ელკანა, ძე მისი; იაბი ასაფ, ძე მისი; ისირი, ძე მისი; ოზია, ძე მისი.
24. ტათი, ძე მისი; ურიელ, ძე მისი; და საულ, ძე მისი;
25. ძენი ელკანასი: ამასი და აქამოთ,
26. და ელკანა, ძე მისი, სუფი, ძე მისი, კანათ, ძე მისი;
27. ელიაბ, ძე მისი; იერომ, ძე მისი; ელკანა, ძე მისი;
28. და ძენი სამოელისნი: პირმშო მისი იოველ და მეორე აბია.
29. და ძენი მერარისნი: მოსოლი, ნაბარი და ლუბენი, ძე მისი, სემეი, ძე მისი, ოზია, ძე მისი.
30. საამა, ძე მისი, ანგა, ძე მისი, ასაია, ძე მისი.
31. ესე არიან, რომელნი დაადგინნა დავით ჴელსა მგალობელთასა, სახლსა უფლისა ღმრთისასა, დაცხრომასა მას კიდობნისასა.
32. და იყუნეს ესენი მსახურ წინაშე კარავსა მას სახლისა საწამებელისასა სტჳრითა და ებნითა ვიდრე შენებადმდე სოლომონისსა ტაძრისა მის უფლისა იერუსალიმს, და დადგეს სამართლისაებრ მათისა მსახურებასა მათსა.
33. და ესენი, რომელნი დგეს, და ძენი მათნი ძეთაგანნი კაათისთანი, ძისა? ემან მეფსალმუნე, ძისა იოელისნი, ძისა სამუელისნი,
34. ძისა ელკანისი, ძისა იერემელისი, ძისა ელიელისი, ძისა თოვესი, ძისა სუფისი, ძისა ელკანასი, ძისა მაათისი, ძისა ამასიასი,
36. ძისა ელკანასი, ძისა იოვდისი, ძისა აზარიასი, ძისა საფანისი.
37. ძისა თათისი, ძისა ასირისი, ძისა აბიასაფისი, ძისა კორესი,
38. ძისა ისაარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, ძისა ისრაჱლისი.
39. და ძმა მისი ასაფ, რომელი დგა მარჯვენით მისა, ასაფ, ძე ბარაქიასი, ძე სამაასი,
40. ძისა მიქეელისი, ძისა მაასიასი, ძისა მექიასი,
41. ძისა ათანისი, ძისა აზაარესი, ძისა ადაასი,
42. ძისა ურისი, ძისა ზამმასი, ძისა სემიისი,
43. ძისა იეთისი, ძისა გეთსონისი, ძისა ლევისი.
44. და ძენი მერარისნი, ძმანი მისნი, მარცხენით - ეთან, ძე კაინანისი, ძისა აბდისი, ძისა მალუქისი,
45. ძისა ასაბისი, ძისა ამესიასი, ძისა ქელკიასი,
46. ძისა ამასაისი, ძისა ბასანისი, ძისა სემერისი,
47. ძისა მოოლისი, ძისა ომოსისი, ძისა მერაარისი, ძისა ლევისნი,
48. და ძმანი მათნი სახლად და სახლად მამათა მათთა ლევიტელნი მიცემულ არიან ყოველსა საქმესა მსახურებისასა კარავისა სახლისა უფლისასა.
49. და აჰრონ და ძენი მისნი აკუმევდეს საკუმეველსა საკურთხეველსა მას ყოვლად დასაწველთასა და საკურთხეველსა მას საკუმეველთასა. და ყოველსა მას საქმარსა წმიდასა წმიდათასა და ლხინებად ისრაჱლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ამცნო მოსე, მონამან ღმრთისამან.
50. და ესე არიან ძენი აჰრონისნი: ელიეზერ, ძე მისი; ფინეზ, ძე მისი; აბისუ, ძე მისი;
51. ბოკე, ძე მისი; ოზი, ძე მისი; ზარა, ძე მისი;
52. მერაოთ, ძე მისი; ამარიათ, ძე მისი; აქიტომ, ძე მისი;
53. სადუკ, ძე მისი; აქიმაან, ძე მისი.
54. და ესე არს დამკჳდრება მათი დაბნებსა მათსა და საზღვართა მათთა ძეთა აჰრონისთა და ტომთა მისთა კათიანთა, რამეთუ იგი იქმნა მთავარი მძლავრი.
55. და მისცეს მათ ქებრონი ქუეყანასა იუდასსა და გარემო ნათესავი მისი.
56. და ველნი ქალაქისანი და დაბნები მისი მისცეს ქალებს, ძესა იეფონესასა.
57. და ძეთა აჰრონისთა მისცეს ქალაქები იგი შესავედრებელი მეოტთა: ქებრონი და ლობნა. და გარემო სათესავი მისი და ესთამონი და გარემო სათესავი მისი და დელონი და გარემო სათესავი მისი.
58. და იეთერი და გარემო სათესავი მისი, დაბირი და გარემო სათესავი მისი.
59. და ასან და გარემო სათესავი მისი და ბეთსამუსი და გარემო სათესავი მისი, და ბეთერ და სათესავი მისი.
60. და ტომისაგან ბენიამენისა - გაბე და გარემო სათესავი მისი, და გალემოთი და გარემო სათესავი მისი, და ლაბეე და გარემო სათესავი მისი, და ანათოთი და გარემო სათესავი მისი და ანქოსი, და გარემო სათესავი მისი, ყოველი ქალაქები მათი ათცამეტ ქალაქ ტომთაებრ მათთა,
61. და ძეთა კაათისთა, ნეშტთა ტომთაგან და ნათესავისაგანთა კერძოსა ნათესავისაგან მანასესისა ქალაქი ათ ნაწილად,
62. და ძეთა გეთსონისთა ტომთაებრ მათთა ტომისაგან ისაქარისა და ტომისაგან ასერისი და ტომისაგან ნეფთალიმისა და ტომისაგან მანასესა - ბასაანს შინა ქალაქები ათცამეტ,
63. და ძეთა მერარისათა ტომად-ტომადსა მათსა ნათესავისაგან რუბენისი, ნათესავისაგან გადისა, ნათესავისაგან ზაბულონისა - ნაწილად ქალაქები ათორმეტ.
64. და მისცეს ძეთა ისრაჱლისთა ლევიტელთა მათ ქალაქები ესე და გარემო სათესავი მათი.
65. და მისცეს ტომისაგან ძეთა იუდასა, ტომისაგან ძეთა სემიონისთა და ტომისაგან ძეთა ბენიამენისათა ქალაქები ესე, რომელთა ეწოდა სახელებითა.
66. ნათესავისაგან ძეთაგან კაათისთა და იყუნეს ქალაქნი საზღვართა მათთანი ტომისაგან ეფრემისა.
67. და მისცეს მას ქალაქნი შესავედრებელნი მეოტთანი: სჳქემი და გარემო სათესავი მისი საზღვართა ეფრემისთა, და გაზირი და გარემო სათესავი მისი.
68. და იკნამი და გარემო სათესავი მისი, და ბეთორონი და გარემო სათესავი მისი.
69. და ეგლომი და გარემო სათესავი მისი.
70. და გეთრემონი და გარემო სათესავი მისი, და ზოგისაგან ნათესავისა მანასესა - ენარი და გარემო სათესავი მისი, და იბლანმი და გარემო სათესავი მისი, ტომად-ტომად ძეთა კაათისთა ნეშტთა.
71. და ძეთა გეთსონისთა: ტომად და ტომად კერძოსაგან ნათესავისა მანასესა - გავლონი ბასანით კერძო და გარემო სათესავი მისი, და რამუთი და გარემო სათესავი მისი,
72. და ტომისაგან ისაქარისა - კედესი და გარემო სათესავი მისი, და გადირი და გარემო სათესავი მისი,
73. და რამოთი და გარემო სათესავი მისი, და ანამ და გარემო სათესავი მისი,
74. და ნათესავისაგან ასერისა მასალი და გარემო სათესავი მისი და ოდონი და გარემო სათესავი მისი,
75. და იკაკი და გარემო სათესავი მისი, და როობი და გარემო სათესავი მისი,
76. და ტომისაგან ნეფთალიმისა - კედესენი გალილეას და გარემო სათესავი მისი და ქარმონი და გარემო სათესავი მისი და კარიათემი და გარემო სათვსავი მისი,
77. და ძეთა მერარისთა, ნეშტთა ნათესავისაგან ზაბულონისა - იეკომ და გარემო სათესავი მისი, და კადესი და გარემო სათესავი მისი, და რემონი და გარემო სათესავი მისი, და თობორა და გარემო სათესავი მისი,
78. და წიაღ იორდანესა და იერიქო, დასავლით იორდანესა, ნათესავისაგან რუბენისა - ბოსორი უდაბნოს და გარემო სათესავი მისი, და იასაა და გარემო სათესავი მისი,
79. და კადემოთი და გარემო სათესავი მისი, და მოფათი და გარემო სათესავი მისი,
80. და ნათესავისაგან გადისა - რამოთი გაალადისა და გარემო სათესავი მისი, და მანაიმი და გარემო სათესავი მისი,
81. და ესებონი და გარემო სათესავი მისი, და იაზერი და გარემო სათესავი მისი.
7
1. და ესენი არიან ძენი ისაქარისნი: თოლა, და ფუა, და იასუფ და სამბრამ, ოთხნი ესე,
2. და ძენი თოლასნი: ოზი და რაფე და იერიელ და იემუ და იებასან და სამუელ, თავადნი სახლად ტომთა მათთა თოლასნი, ძლიერნი ძალითა ნათესავებისაებრ მათისა. და რიცხჳ მათი დღეთა დავითისათა ოცდაორ ათას და ექუსას,
3. და ძენი ოზისნი: იეზრაია; და ძენი იეზრაასანი: მიქაელ და ობდია და იოელ და იესია, ხუთნი, მთავარნი ყოველნი,
4. და მათ თანა ნათესავთაებრ მათთა სახლად ტომთა მათთა ძლიერნი წყობასა ბრძოლისასა ოცდაათექუსმეტ ათას, რამეთუ განიმრავლეს ცოლები და ძეები.
5. და ძენი მათნი ყოველთა მიმართ ტომთა ისაქარისათა ძლიერნი ძალითა, ოთხმეოცდაშჳდ ათას იყო რიცხჳ მათ ყოველთა.
6. და ძენი ბენიამენისნი: ბალე და ქობორ და იადიელ, სამნი.
7. ძენი ბალესნი: ეასებონ, და ოზი, და ოზიელ და იარიმუთ და ური, ხუთნი ესე მთავარნი სახლთა მამულთანი ძლიერნი ძალითა და რიცხჳ მათი ოცდაორ ათას და ოცდათორმეტ.
8. და ძენი ბოქოქრისნი: ზამრია, და იოას, და ელიეზერ, და ელიოენი, და ნადავ და ამარია, და იერიმოთ, და აბიუდ, და ანათოთ და ელმეთემ, ესე ყოველნი ძენი ბოქორისნი.
9. მთავარნი სახლისა მამულისა მათისანი ძლიერნი ძალითა ოც ათას და ორას.
10. და ძენი ადიელისნი: ბაალან. და ძენი ბაალანისნი: იაიოს, და ბენიამენ, და იაოთ, და ქაანა, და იეთან, და თარსის და აქისაარ.
11. ესე ყოველნი ძენი ადიელისნი, მთავარნი ტომთანი, ძლიერნი ძალითა; ათჩჳდმეტ ათას და ორას, რომელნი გამოვიდოდეს ძლიერებით ბრძოლად:
12. და საფი და აფიმ და ძე ოვრასი. ასობ, ძე მისი - ათერ.
13. და ძენი ლეფთალიმისნი: ასელ, და გუვინი, და ისაარ, და სელუმ, ძე ბალასი.
14. და ძენი მანასესნი: ასიელ, რომელი უშვა ხარჭმან მისმან ასურმან; შვა მაქირ, მამა გაალადისი.
15. და მაქირ მოიყვანა ცოლი აფინ და სეფიმ. და სახელი დისა მისისა მოოქა, და სახელი მეორისა სალფაად, და ესხნეს სალფაადს ასულნი.
16. და შვა მოოქა, ცოლმან მაქირისმან, ძე და უწოდა სახელი მისი ფარეს; და სახელი ძმისა მისისა სოროს და ძენი ამისი - ულამ და რეკემ.
17. და ძე ულამისა: ბადან. ესენი არიან ძენი გაალადისნი, ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი.
18. დამან მისმან მალექეთ უშვა ისუდ და აბიეზერ და მაოლა.
19. და იყუნეს ძენი სემირასნი: აინ, და სჳქემ, და ლაკეი და ანანიამ.
20. და ძენი ეფრემისნი: სოთოლა და ბარად, ძე მისი, ათათ, ძე მისი, ელეა, და ძე მისი, ნომეე, ძე მისი, ნაბედ, ძე მისი,
21. სოთოლე, ძე მისი, იეზერ, ძე მისი, ელდად, ძე მისი. და მოსრნეს იგინი კაცთა გესელთა, ნაშობთა მის ქუეყანისათა, რამეთუ გარდასულ იყუნეს იგინი ტაცებად საცხოვარისა მათისა.
22. და ეგლოვდა მათ ეფრემ, მამა მათი, დღეთა მრავალთა და მოვიდეს ძმანი მისნი ნუგეშინის-ცემად მისა.
23. და შევიდა ცოლისა თჳსისა, და მუცლად-იღო, და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი ბარია, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ბოროტსა ჟამსა მეშვა, იქმნა ბოროტი სახლსა ჩემსა.
24. და ასული მისი სარრა, და სხუათა მათ ნეშტთათჳს აღაშენა ბეთორონი ქვემო კერძო და ზემო. და ძენი ოზანისნი: სეერა,
25. და რაფე, ძე მისი, და რასეფ, და თალე, ძე მისი, და ლაადან, ძე მისი, ნაათაან, ძე მისი,
26. ამელ, ძე მისი, ელისამა, ძე მისი,
27. ნუნე, ძე მისი, იესუე, ძე მისი,
28. და სამკჳდრებელი მათი და საყოფლები მათი: ბეთელი და დაბნები მისი, მზისა აღმოსავალით, და აზერი და დაბნები მისი, და სჳქემი და დაბნები მისი ვიდრე გაზადმდე და სოფლები მისი.
29. და ვიდრე ზღუარადმდე ძეთა მანასესა და დაბნები მათი, ბეთსანი და დაბნები მისი, თანაქი და დაბნები მისი, გეგალაადი და დაბნები მისი, მეგედონი და დაბნები მისი, დორი და დაბნები მისი. ამათ შინა დაემკჳდრნეს ძენი იოსებისნი, ძისა ისრაჱლისნი.
30. და ძენი ასერისნი: იორმინა და ესულ და იესუი და ბარია, და სარია - და მათი.
31. და ძენი ბარიასნი: ქაბელ, მელქიელ, ესე არს მამა ბერზეთისი.
32. და ქაბერ შვა იაფალეტი, და სომერ, და ქოთამი და სოლა, დაჲ მათი.
33. და ძენი იაფალეტისნი: ფესექი, და ნაბელი და ასითი: ესე ძენი იაფალეტისნი.
34. და ძენი სომერისნი: აქურ და ობა, და ოგა და არამ.
35. და ძენი სელამისნი, ძმისა სოფორისა: იმანა და სელეს, და ამალ.
36. და ძენი სოფასნი: სუე, არნაფარ, და სუალ, და ბარი, და იემრა,
37. და ბასარ, და ოდ, და სამა, და სალისა, და იეთერა და აბერა.
38. და ძენი იეთერისნი: იეფინა და ფასფე და არიან.
39. ძენი ოლისნი: ორექ, ანიელ და რასია.
40. ესე ყოველნი ძენი ასერისნი: ყოველნივე მთავარნი ტომთანი რჩეულნი, ძლიერნი ძალითა, მთავარნი და წინამძღუარნი: წყობასა ბრძოლისასა კაცნი რიცხჳთ ოცდაექუს ათასნი.
8
1. და ბენიამინ შვა ბალე, პირმშო მისი, და იასბელ, მეორე, და ზარა, მესამე,
2. და იოვა, მეოთხე, და რაფე, მეხუთე.
3. და იყუნეს ძენი ბალესნი: იარედ, და გერა, და აბიუდ,
4. და აბისუე და ნამან, და გერა,
5. და სოფან, და აქირამ და ოიმ.
6. ესე ძენი ადოდისნი, ესე არიან მთავარნი ტომთანი მკჳდრთა გაბესანი. და მიიყვანნა იგინი მანაქადით:
7. ნოომა, და აქია, და გერა, ესე არს ეგლაამ, და შვა მან აზა და იაბიქად.
8. და სარაიმ შვა მოაბ შემდგომად განვლინებისა მისისა ოზიმისსა და ბაარასი.
9. და ადა, ცოლისაგან მისისა, შვა იოაბ, და სები, და მოსა, და მელქან,
10. და იეუს, და სებია, და მარმა. ესენი იყუნეს მთავარნი ტომთანი იოსიმისა.
11. და შვა მოსიმ აქიტობი და ალფადი.
12. და ძენი ალფადისნი: ოედ და მისაალ და სეამერ. ამან აღაშენა ონაა და ლოოდი და დაბნები მისი.
13. და ბარიგა და საამა - ესე მთავარნი ტომთანი მკჳდრთა აილამისათა, და ამათ განასხნეს დამკჳდრებულნი გედისანი.
14. და ძმანი მისნი: მოსექ, და არიმუთ,
15. და აზაბადია, და მარედიმ და ადერ,
16. და მიქაელ და იესფაგ, და იოაქა, და იეზია - ძენი ბარიადისა.
17. და ზაბადია, და მოქოლამ, და აზაკი, და აბარ,
18. და იესამარი, და იეზრია და იობაბ. ესე იყუნეს ძენი ელფაასნი.
19. და იაკიმ, და ზექრი, და ზაბდი.
20. და იელიოენე და სალთი და ელიელი,
21. და ალაია, და ბერიგია, და ბარეა და სამარათ - ძენი სამაითისნი.
22. და იესფან, და ობედ, და ელელ,
23. აბდონ, და მექრი, და ანან,
24. და ანანაია, და ამბრი, და ელამ, და ანათოთია,
25. და ათინ, და იეფადია და ფანუელ - ძენი სოსეკისნი,
26. და სამარია, და სარაია, და გოთოლია,
27. და იარასია, და ელია და ზექრი - ძენი ქერომისნი.
28. ესე მთავარნი ტომთანი მსგავსად ნათესავისა მათისა, მთავარნი და წინამძღუარნი დაემკჳდრნეს იერუსალჱმს.
29. და გაბონს შინა დაემკჳდრა მამა გაბოანისი, და სახელი ცოლისა მისისა - მააქა
30. და ძე მისი - პირმშო აბდონ, და ისურ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნადაბ,
31. და გედურ და ძმანი მისნი: ზაქურ და მალალოთ,
32. რომელ შვა სემაა. და ამათ წინაშე ძმათა მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თჳსთა შორის.
33. და ნერ შვა კისი, და კისი შვა საულ, და საულ შვა იონათან, და მელქისუე, და ამინადაბ და ისბალ.
34. და იონათან შვა მემფიბაალ და მემფიბაალ შვა მიქა.
35. და ძენი მიქასნი: ფითონ, და მალქოთ, და თარე და აქაზ.
36. და აქაზ შვა ოვიდა, და ოვიდა შვა გალემათ, და აზმოთ და აზამბრი, და აზამბრი შვა მესა.
37. და მესა შვა ბაანა. რაფაეა, ძე მისი, ელეასა, ძე მისი, ესეელ, ძე მისი.
38. ესეელს ესხნეს ძენი ექუს, და ესე არს სახელები მათი: ასრიკამ, პირმშო მისი, და ისმაელ, და სარია, და აბდია, და ანან: ესე ყოველნი ძენი ესეელისნი.
39. და ძენი ესეელისნი ძმისაგან მისისა: ულამ, პირმშო მისი, და აეას, მეორე, და ელიფალეტ, მესამე.
40. და იყუნეს ძენი ელიკამისნი ძლიერნი კაცნი ძალითა და მომრთხმელ მშჳლდისა და მრავალ ძეებ ესხა და შჳლისშჳლ, ძისწულებ, ასერგასის იყუნეს ყოველნი ესე, ყოველნი ძეთაგან ბენიამენისთანი.
9
1. და ყოველი ისრაჱლი და განყოფანი მათნი, და ესენი არიან დაწერილი წიგნსა მეფეთა ისრაჱლისათა იუდასთა წარტყუენილთა მათ თანა ბაბილონად უსჯულობითა მათითა,
2. რომელნი მკჳდრ იყუნეს პირველ სამკჳდრებელთა მათთა და ქალაქთა მათ ისრაჱლისთა მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი-იგი განჩემებულ იყუნეს.
3. და იერუსალჱმს შინა მკჳდრ იყუნეს იუდას ძეთაგანნი და ბენიამენის ძეთაგანნი, და ეფრემის ძეთაგანნი და ძენი მანასესნი:
4. გოთი, ძე ამიუდისი, ძისა ამისისი, ძისა ამეკისა, ძისა ბანესი, ძეთა მათ ფარესისთანი, ძისა იუდასნი.
5. და სელონისგან: ასაია, პირმშო მისი, და ძენი მისნი.
6. და ძეთაგან ზარასთა: იეიელ და ძმანი მათნი ექუსასოთხმეოცდაათ.
7. და ძეთაგან ბენიამენისთანი: სალონ, ძე მოსოლამისი, ძისა ოდუიასი, ძისა ასანუასი.
8. და იემნან, ძე იერემუასი, და ელ, ძე ოზიასი, ძისა მოქორესი, და მასალამ, ძე საფატიასი, ძისა რაგუელისი, ძისა იბანიისი.
9. და ძმანი მათნი ნათესავად-ნათესავადი მათი - ცხრაასერგასისექუსი, და ყოველნი კაცნი მთავარნი ტომთანი სახლად და სახლად მამათა მათთა
10. და მღდელთაგანი: იუდაე, და იოიარებ, და იაქიმ,
11. და აზარია, ძე ქელკიასი, ძისა მოსოლამისი, ძისა სადუკისი, ძისა მარიოთისი, ძისა აქიტობისი, წინამძღვარი სახლისა მისი ღმრთისაჲ
12. და ადაია, ძე იერაამისი, ძისა პასქორისი, ძისა მალაქიასი, და ამასია, ძე ადიელისი, ძისა მოსოლამისი, ძისა მოთოლამოთისი, ძისა ეზარიასი, ძისა ემერისი,
13. და ძმანი მათნი სახლისა მამულთანი ათასშჳდას და ოთხმეოცდაათი, ძლიერნი ძალითა საქმესა მსახურებისასა სახლსა შინა ღმრთისასა
14. და ლევიტელთაგანნი: სამაია, ძე ასობისა, ძისა ეზრიკამისი, ძისა ასაბისი, ძისა ძეთა მარარისთა,
15. და ბაკბაკარ, და არეს, და გოელ, და მათთანაიას, ძე მიქასი, ძისა ზექრისი, ძისა ასაფისი,
16. და ობდია, ძე ოსსასი, ძისა ელკანასი, რომელი მკჳდრ იყო დაბნებსა მას ნეტოფატიასსა,
17. და ბჭეთმცველნი: სალიომ, და აკობ, და გელმან, და ემან, და ძმანი მათნი, და სალომ იყო მთავარი მათ ზედა.
18. და არს ვიდრე აქამომდე ბჭე მეფისა მის აღმოსავლით. ესე არიან ბჭენი ბანაკთა მათ ლევიტელთანი:
19. და საჰალომ, ძე ქორებისი, ძისა აბისაფისი, ძისა კორესი, და ძმანი მისნი სახლსა მამისა მისისასა, და ძენი კორესნი ზედა საქმესა მას მსახურებისასა, რომელნი სცვიდეს საცავსა მას კარვისასა, და მამანი მათნი ბანაკსა ზედა უფლისასა სცვიდეს შესავალსა ბჭეთასა.
20. და ფინეზ იყო მთავარ მათ ზედა, ძე ელეაზარისი, პირველად და ესენი იყუნეს მის თანა,
21. ზაქარია, ძე მოსოლამისი, მეკარე ბჭეთა ზედა კარვისა საწამებელისათა,
22. და ყოველნი რჩეულნი ბჭეებისანი, ბჭეთა ზედა კაცნი ორას და თორმეტ: ესენი იყუნეს ეზოთა მათ ზედა ნაწილად ხუედრებულთა მათთა: ესენი დაადგინნეს დავით და სამუელ მხილველმან სარწმუნოებისათა მათთა.
23. ესენი და ძენი ამათნი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, და სახლსა მას კარავისა უფლისასა ცვად.
24. ოთხთა მათ კერძოთა ცისათა იყუნეს ბჭენი იგი მზისა აღმოსავალითა, ზღჳთ, და ჩრდილოთ და სამხრით,
25. და ძმანი მათნი ეზოთა მათთა, რათა შევიდოდიან შჳდ-შჳდ დღით ჟამითი ჟამად ამათ თანა,
26. რამეთუ სარწმუნოებით იყუნეს ძლიერნი იგი ბჭეთანი. და ლევიტელნი იგი იყუნეს ტაძრებსა ზედა და საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისა ღმრთისათა.
27. და გარემო დაიბანაკიან, რამეთუ მათ ზედა რწმუნებულ იყო ცვა იგი. და ესენივე იყუნეს კლიტეებსა ზედა განთიად და განთიად გაღებად კარებსა მას ტაძრისასა.
28. და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სამსახურებელსა, რამეთუ რიცხჳთ მოიღებდიან და რიცხჳთ მიიღებდიან.
29. და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სიწმიდისასა, სამინდოსა, და ღჳნოსა, და ზეთსა, და გუნდრუკოვანსა და სულნელთა საცხებელთა.
30. და ძეთაგანნი მღდელთანი იყუნეს ნელსაცხებელის-მგებელნი, ნელსაცხებელის სულნელისა.
31. და მატტათია ლევიტელთაგანი, ესე იყო პირმშო სელომისი, კორეანი, სარწმუნოებით საქმესა ზედა მსხუერპლთა ტაბაკისასა დიდისა მღდლისათა.
32. და ბანეა კათეანი ძმათაგან მათთა იყო პურთა ზედა შესაწირავთა, რათა მზა-ყოს შაბათი შაბათად.
33. ესენი იყუნეს მგალობელნი მთავარნი ტომთა ლევიტელთანი დაწესებულნი მსახურებასა დღეთასა, რამეთუ დღე და ღამე იყუნეს მსახურებასა შინა.
34. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთა ნათესავთა მათთა. მთავარნი ესე დაემკჳდრნეს იერუსალჱმს და გაბონს.
35. დაემკჳდრა მამა გაბონისი იეიელ, და სახელი ცოლისა მისისა მოოქა.
36. და ძე მისი პირმშო აბდონ, და ისირ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნაბად.
37. და გუდურ, და ძმანი ზაქურისნი: აიონ, და ზექრი, და მაკელოთი.
38. და მაკელოთ შვა საამა. და ამათ ძმათა შორის მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თანა თჳსთა.
39. და ნერ შვა კის, და კის შვა საულ, და საულ შვა იონათან, პირმშო, და მელქისუე, და ამინადაბ, და ბაალ,
40. და ძე იონათანისი - მემფიბალ, და მემფიბალ შვა მიქა.
41. და ძენი მიქასნი: ფიონ, და მალოქ, და თარა.
42. და ქააზ შვა იოდა, და იოდა შვა გალემათ, და აზმოთ, და აზმბრი. და აზმბრი შვა მესა.
43. და მესა შვა ბაანა და რაფია, ძე მისი; ელეასა, ძე მისი; ესაელ, ძე მისი.
44. ესაელს ესხნეს ექუს ძე და ესე არს სახელები მათი: ეზრიკამ, პირმშო მისი, ისმაელ და სარაია, და აბდია, და ამარია და ანან. ესე ძენი ესაილისნი.
10
1. და უცხოთესლნი ებრძოდეს ისრაელსა, და ივლტოდეს პირისაგან უცხოთესლთასა, და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.
2. და სდევდეს უცხოთესლნი იგი შემდგომად საულისა და შემდგომად ძეთა მისთა, და მოსრნეს უცხოთესლთა იონათან, და ამინადაბ და მელქისუე, ძენი საულისნი.
3. დამძიმდა ბრძოლა იგი საულის ზედა, და პოვეს იგი მეისართა კაცთა და მშჳლდოსანთა და წყლეს; და შეელმა ისართა მათგან.
4. და არქუა (!) საულ ნიჯოგარსა მას თჳსსა, რომელსა-იგი აქუნდა საჭურველი მისი: იჴადე მახჳლი შენი და განმგუმირე მე! ნუუკუე მოვიდენ წინადაუცვეთელნი იგი და მეკიცხევდენ მე. და არა ინება ნიჯოგარმან, რამეთუ შეეშინა მოკლვად მისა. და მოიღო საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა
5. და ვითარცა იხილა ნიჯოგარმან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, და დაეცვა მახჳლისა თჳსსა იგიცა და მოკუდა.
6. და მოკუდა საულ და სამნივე ძენი მისნი მას დღესა შინა, და ყოველი სახლი მისი ერთბაშად მოსწყჳდეს.
7. და ვითარცა იხილა ყოველმან კაცმან ისრაჱლისმან, რომელი იყუნეს ღელვასა მას, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაემკჳდრნეს მათ შინა.
8. და იყო ხვალისაგან, და მოვიდეს უცხოთესლნი იგი ტყუენვად და განცრცვად წყლულთა მათ და პოეს საულ და ძენი მისნი დაცემულნი მთასა ზედა გელბუესა.
9. და განძარცვეს იგი და წარიღეს თავი მისი და საჭურველი მისი და მიუძღუანეს იგი გარემო ყოველსა ქუეყანასა უცხოთესლთასა და კერპებთა მათთა და ერთა.
10. და დასდვეს საჭურველი მისი სახლსა შინა ღმრთისა მათისასა და თავი მისი დადვეს სახლსა დაგონის.
11. და ესმა ყოველთა მკჳდრთა გალაადისთა ყოველი, რაჲ-იგი უყვეს უცხოთესლთა საულს და ისრაელსა.
12. და აღდგეს გალადით ყოველნი კაცნი ძლიერებისანი და წარიღეს გუამი საულისი და გუამნი ძეთა მისთანი, და მიიხუნეს იგინი იაბინად და დაფლეს ძუალნი მათნი ქუეშე მუხასა მას იაბინისასა და იმარხვიდეს შჳდ დღე.
13. და მოკუდა საულ უსჯულოებითა თჳსითა, რომლითა შესცოდა ღმერთსა სიტყჳსა მისებრ უფლისა, რამეთუ არა დაიმარხა, არამედ იკითხა მუცლითმზღაპრელთა გამოძიებად, და უთხრა მას სამუელ წინაწარმეტყუელმან.
14. და არა გამოიძია უფალი, და მოკლა იგი, და მოაქცია მეფობაჲ იგი დავითისა, ძისა იესესი.
11
1. და მოვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა დავითისა ქებრონად და არქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ ძუალნი შენნი და ჴორცნი შენნი ვართ.
2. და გუშინ და ძოღან ვიდრე იგი იყოღა საულ მეფე, და შენვე იყავ შემომყვანებელ და გამომყვანებელ ისრაჱლისა. და გრქუა შენ უფალმან ღმერთმან შენმან: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი, და შენ იყო წინამძღუარი ისრაჱლსა ზედა.
3. და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი დავითის მეფისა ქებრონად, და აღუთქუა აღთქმა დავით მეფემან წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა სამუელ წინაწარმეტყუელისათა.
4. და წარვიდა დავით მეფე და კაცნი ისრაჱლისანი იერუსალჱმდ, ესე იგი არს იებუსი, და მუნ იებუსელნი მკჳდრობდეს ქუეყანასა.
5. და არქუეს მკჳდრთა მათ იებუსელისათა დავითს: არა შემოხჳდე აქა! და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი სიონისა, ესე არს ქალაქი დავითისი.
6. და თქუა დავით: ყოველმან, რომელმან სცეს პირველად იებუსელსა, იყოს იგი მთავრად და ერისთავად. და აღჴდა პირველად იოაბ, ძე სარუიასი, და იქმნა იგი მთავარ.
7. და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი. ამისთჳს უწოდა მას ქალაქი დავითისი.
8. და აღაშენა ქალაქი იგი გარემოს, და ბრძოდა და დაიპყრა ქალაქი იგი.
9. და ვიდოდა დავით და განდიდნებოდა. და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.
10. ესენი იყუნეს მთავარნი და ძლიერნი დავითისნი, რომელნი განძლიერდებოდეს მის თანა მეფობასა მისსა ყოვლისა თანა ისრაელისა, რომელნი ამეფებდეს მას სიტყჳსა მისებრ უფლისა ისრაჱლსა ზედა.
11. და ესე არს რიცხჳ ძალთა მათ დავითისთა: ისბაამ, ძე აქიმანისი, უმთავრესი მათ სამთა. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ერთგზის სამასთა ზედა წყლვად ერთსა შინა ჟამსა და მოსწყჳდნა იგინი.
12. და მის თანა ელეაზარ, ძე გოდასი, აქოქელი, ესე იყო სამთა მათ შორის ძლიერთა დავითისათა.
13. და ესევე იყო დავითის თანა ფასოდომინს, და უცხოთესლნი შეკრბეს მუნ ბრძოლად, და იყო მუნ ნაწილი აგარაკისა სავსე ქრთილითა, და ერი იგი ივლტოდა პირისაგან უცხოთესლთასა.
14. და დადგა შორის ნაწილსა მას და განარინნა იგინი და მოსრნა უცხოთესლნი იგი. და ყო უფალმან მის მიერ მაცხოვარება დიდი.
15. და შთავიდეს სამნი მათ ოცდაათთა მთავართაგანნი კლდესა მას დავითისსა ქუაბსა ოდოლამისასა და ბანაკი იგი უცხოთესლთა დაბანაკებულ იყო ღელესა მას გმირთასა.
16. და დავით იყო მაშინ გარემოცულსა მას, და ძალი იგი უცხოთესლთა დგა მაშინ ბეთლემს.
17. და შეეწყურვა დავითს და თქუა: ვინმცა მასუა მე წყალი ჯურღმულისა მისგან ბეთლემისა, რომელ არს ბჭეთა ბჭეთასა?
18. და განაპეს სამთა მათ ბანაკი იგი უცხოთესლთა და ივსეს წყალი ჯურღმულისა მისგან, რომელი იყო ბეთლემს ბჭეთა ზედა, წარიღეს და მოვიდეს დავითისა, და არა ინება დავით სუმად იგი, არამედ შეწირა იგი უფალსა.
19. და თქუა: ლხინება იყავნ ჩემდა ღმერთო, ყოფად სიტყუაჲ ესე! უკუეთუ სისხლი კაცთა ამათ ვსუა სულთა მათთა? რამეთუ სულითა მათითა მოიღეს იგი. და არა ინება სუმად წყალი იგი. ესე ყვეს სამთა მათ ძლიერთა.
20. და აბესა, ძმა იოაბისი, ესე იყო მთავარ სამთა მათ. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ზედა ექუსასთა მათ წყლვად, და მოსწყჳდნა იგინი ერთსა ჟამსა შინა. და ესე იყო სახელოვან სამთა მათ შორის
21. და სამთა მათგან უფროს, ორთა მათ დიდებულ, და იყო მათ ზედა მთავარ, და სამთამდე არა მოვიდა.
22. და ბანეა, ძე იოდაესი, ძე კაცისა ძლიერისა, და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი უფროს კაბესაბელისა: მან მოსწყჳდნა ორნი ძენი არიელბანისა და ესე შთაუჴდა ჯურღმულსა და მოკლა ლომი დღეთა ზამთრისათა.
23. და ამან მოკლა კაცი იგი მეგჳპტელი, კაცი სახილველი ხუთ წყრთა სიგრძითა, და ჴელსა მის ეგჳპტელისასა აქუნდა ლახვარი, ვითარცა ლვილი ქსელთა. და მიუჴდა მას ბანეა კუერთხითა და მოუღო ჴელისგან მის ეგჳპტელისა ლახვარი. და მოკლა იგი ლახურითავე მისითა.
24. ესე ქმნა ბანეა ძემან იოდაესმან, და იყო მისი სახელი სამთა მათ შორის ძლიერთა
25. უფროს მათ სამთა, და უდიდებულეს იყო ესე და სამთა მათ არა მოვიდა. და დაადგინა იგი დავით მამულსა მისსა ზედა.
26. და ძლიერნი ძლიერთანი: ასაელ, ძმა იოაბისი; ელეანანი, ძე გოვდიასი, ბეთლემელი;
27. სამოთ არევდელი; აგქელეს ფალონისი;
28. ორია, ძე თეკუჱლისა; აბიეზერ ანათოთელი;
29. სობოქე ასოთელი; ელეე აქონელი;
30. ნოორე ნეტოფატელი; ელტა, ძე ბანაასი, ნეთოფათინელი;
31. ეთაი, ძე რიფასი, ბორცჳსა ბენიამენისი; ბანიას ფარათონელი;
32. ური ინექალესისა; აბიელ სარაბეთელი;
33. აზამოთ ბარსომელი; ელიაბ ასანოღაბელი.
34. ძენი ასამისნი გოვინიმით: იონათან, ძე მაგესი, არორიმელი;
35. აქამ, ძე აქარისი, არარეველისა; ელიფაალი, ძე ორაისი.
36. ფერომე ქორათელი; აქია ოფელონელი;
37. ასრაი კარმენელი; ნოორანი, ძე აზაბისი;
38. იოელ, ძმა ნათანისი; მაბარ, ძე აგარაისი;
39. სელეკ ამმონელი; ნაარაი ბერეთელი, რომელსა აქუნ საჭურველი იოაბისი, ძისა სარუიასი;
40. ირას ურეფელი, გაბეთ იერეთელი;
41. ურია ქეტელი; ზაბად, ძე საულისა;
42. ადინა, ძე სელქასი, რუბენისი, მთავარი ოცდაათთა ზე;
43. და ანან, ძე მაქასი; იოსაფატ მათთანელი;
44. ოზია ასტაროთელი; სამაა და იეელ - ძენი კოთაბელისნი, არარელნი;
45. ედიელ, ძე ასამარიასი; და იოვზაე, ძმა მისი, ოთოსაელნი;
46. იელიელ მაოინელი, აირაბ და ოსოია, ძენი მისნი, ელნამელნი; და იეთემა მოაბელი; ალიელ, და ობედ და იესიელ მოასათელნი.
12
1. და ესენი მოვიდეს დავითისა სეკელაკად, ვიდრე შე-ღა-წყუდეულ იყო საულის მიერ, ძისა კისისა, და ესენი ძლიერთა მათ თანა შეეწეოდეს ბრძოლასა,
2. მშჳლდითა მარჯვენითა და მარცხენითა, და მეშურდულენი ქვითა და შჳლდითა - ძმათაგან საულისთანი და ბენიამენისგანნი:
3. მთავარნი აქიეზერ და იოას - ძენი სამეასნი, გაბაათელნი; იაზელ და ფალეტ, ძენი ამოთისნი: ბარაქია და იეულ, ანათოთელნი,
4. და საბეა, გაბაონელი, ძლიერი ოცდაათთა შორის და ოცდაათთა თანა; იერემია, და იეზეკიელ და იონან, და იოზაბად, გათეროთელნი,
5. ელიოზი, და არიმუთ, და ბაალია, და სამარია, და საფატია, არიფელნი,
6. ელკანა, ესია, ელიელ, ოზორა, იესაბამ აკორელნი,
7. იოველ და ზაბათია, ძენი ჰეროამისნი, გედურელისნი.
8. და გადისაგანნი შეუდგეს დავითს უდაბნოს, ძლიერნი ძალითა კაცნი, წყობასა ბრძოლისასა, რომელნი აღიღებდეს ფარსა და ლახვარსა; ვითარცა პირი ლომისა - პირები მათი და მალენი ფერჴთა მათთა ზედა, ვითარცა ქურციკნი სიმალითა.
9. იეზერ მთავარი, აბდია შემდგომი, ელიაბ მესამე,
10. მასამან მეოთხე, იერემიელ მეხუთე,
11. უთთი მეექუსე, ელიელ მეშჳდე,
12. იოანან მერვე, ელაზაბ მეცხრე,
13. იერმია მეათე, მიქაბან მეათერთმეტე.
14. ესე ძეთაგანნი გადისთანი მთავარნი ერისანი: ერთი ასთა მიმართ მცირე და დიდ ათასთა.
15. ესენი, რომელნი წიაღმოჴდეს იორდანესა თვესა მას პირველსა, და ესენი დაემკჳდრნეს ყოველსა ნადინებსა მისსა, და ამათგან დევნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ღელესა მას, მზისა აღმოსავლითგან ვიდრე მზისა დასავლადმდე.
16. და მოვიდეს ძეთაგან იუდასთა და ბენიამენისნი შემწედ დავითისა.
17. და დავით განვიდა მიგებებად მათა, და არქუა მათ: უკუეთუ მშჳდობით მოსულ ხართ ჩემდა, იყავნ გული ჩემი მარტოდ თქუენ ზედა; უკუეთუ მიცემად მოხუედით მტერთა ჩუენთა არა ჭეშმარიტითა ჴელითა, იხილოს ღმერთმან მამათა თქუენთამან და გამხილენ თქუენ.
18. და სულმან უფლისამან განაძლიერა ამასია, მთავარი იგი ოცდაათთა, და თქუა: ვიდოდე, დავით, ძეო იესესო, მშჳდობა შენდა და მშჳდობაჲ შემწეთა შენთა! რამეთუ შეგეწია შენ ღმერთი შენი. და შეიერთნა იგინი დავით მის თანა და დაადგინნა იგინი მთავრად ძლიერებისა.
19. და მანასესგანნი მოადგეს დავითს, მოსლვასა მას უცხოთესლთასა საულის ზედა ბრძოლად და არა შეეწივნეს მათ, რამეთუ ზრახვა ესრეთ იყო ერისთავთა მათგან უცხოთესლთასა, რამეთუ თქუეს: თავებითა მათ კაცთათა მივიქცეთ უფლისა ჩუენისა საულისა.
20. მისულასა მას მისსა სეკელაკად მოადგეს მას მანასესგანი: იდანა, და იოზაბად, და იედიელ, და მიქაელ და იოზაბედ, და ელიუ, და სელათი, მთავარნი ათასეულთანი მანასესნი.
21. და ესენი ბრძოდეს დავითის თანა გედდურს, ისწრაფეს, რამეთნუ ძლიერ იყუნეს ყოველნი ძალითა და იყუნეს წინამძღუარ ერსა მას ზედა ძალითა.
22. რამეთუ დღითი დღედ მოვიდოდეს დავითისა ძალად დიდად, ვითარცა ძალი ღმრთისაჲ.
23. და ესე არს სახელები მთავართა მათ ერისათა, რომელნი მოვიდეს დავითისა ქებრონად, მოქცევად მეფობაჲ საულისა მისა, სიტყჳსა მისებრ უფლისა:
24. ძენი იუდასნი, ფაროსანნი და ლახუროსანნი ექუს ათას და რვაასნი, ძლიერნი ძალითა წყობასა;
25. ძენი სჳმიონისნი, ძლიერნი ძალითა წყობასა შჳდ ათას და ას;
26. ძენი ლევისნი - ოთხ ათას და ექუსას;
27. და იუდა, მთავარი აჰრონისი, ძეთა მისთა თანა სამ ათას და შჳდასნი;
28. და სადუკ, ჭაბუკი ძლიერი ძალითა, და მამულისაგან მისისა მთავარნი ოცდაორი;
29. და ძეთაგან ბენიამენისთა, ძმათა საულისთა, რიცხჳ სამ ათას; - და მერმე სხუანი უმრავლესნი მათგანნი ხედვიდესღა საცოსა სახლისა საულისასა.
30. და სახლისაგან ეფრემისი ოცი ათასი და რვაასი, ძლიერნი ძალითა კაცნი სახელოვანნი სახლად მამათა მათთა;
31. და კერძოსაგან ნათესავისა მანასესისა ათურამეტი ათასი, რომელთა სახელ-ედვა მათ სახელით მეფე-ყოფა დავითისა;
32. და ძეთაგან ისაქარისთა, რომელთა იცოდეს გულისხმის-ყოფა ჟამთა და უწყოდეს, რაჲ-იგი ყოფად ღირს არს ისრაჱლთა სამთავროსა თჳსსა ორასნი, და ყოველნი ძმანი მათნი მათ თანა;
33. და ზაბულონისგანნი, რომელნი გამოვიდოდეს წყობასა ბრძოლისასა ყოვლითა საჭურველითა და საბრძოლითა ერგასის ათას, შეწევნად დავითისა არა ჴელითა ცალიერითა.
34. და ნეფთალემისგანნი მთავარნი - ათას და მათ თანა ფაროსანნი და ლახუროსანნი ოცდაათჩჳდმეტ ათას;
35. დანის ნათესავისაგანნი განწყობილნი ბრძოლასა ოცდარვა ათას და ექუსას;
36. ასერის ტომისაგანნი, გამომავალნი შემწედ ბრძოლასა ორმოცი ათასი;
37. და წიაღ იორდანისა, რუბენის ტომისა და გადისი და კერძოსა ნათესავისა მანასესი, ყოვლითა ჭურითა და საბრძოლითა ას და ოც ათას.
38. ყოველნი ესე კაცნი მბრძოლნი, რომელნი ეწყვებოდეს წყობასა სულითა მშჳდობისათა და მოვიდეს ქებრონად მეფობად დავითისა ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და ნეშტი იგი ისრაჱლისა გულითა ერთითა იყუნეს მეფობად დავითისა.
39. და იყუნეს მუნ სამ დღე. ჭამდეს და სუმიდეს, რამეთუ მოუმზადეს მათ ძმათა მათთა
40. და მომძღურეთა მათთა, ვიდრე ისაქარითგან და ზაბულონით და ნეფთალემით მოართმიდეს მათ აქლემებითა და ჯორებითა და ვირებითა და აზავრებითა საზრდელსა: ფქჳლსა და ლეღჳსკუერსა, სკიჭსა და ღჳნოსა, ზეთსა, ჴბოსა და ცხოვარსა მრავლად, რამეთუ სიხარული იყო ისრაჱლსა.
13
1. და ზრახვა-ყო დავით ათასისთავთა თანა და ასისთავთა თანა და ყოვლისა თანა, რომელსა სათნო-უჩნდა.
2. და არქუა დავით ყოველსა მას კრებულსა ისრაჱლისასა: უკუეთუ ესე თქუენდა სათნო არს, და უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიერ წარემართოს, მივავლინოთ ძმათაცა ჩუენთა ნეშტთა ყოველთა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მათ თანა მღდელნი იგი და ლევიტელნი ქალაქთაგან სამკჳდრებელთა მათთა შემოკრბედ ჩუენდა
3. და მოვიღოთ კიდობანი იგი ღმრთისა ჩუენისა ჩუენდა, რამეთუ არა ეძია იგი დღითგან საულისით.
4. და თქუა ყოველმან მან კრებულმან ყოფად ეგრეთ, რამეთუ სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე თუალთა ყოვლისა ამის ერისათა.
5. და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი საზღუარითგან ეგჳპტისთა ვიდრე შესლვადმდე ემათისა, შემოღებად კიდობნისა მის ღმრთისა ქალაქით იარიმით.
6. და აღმოიღო იგი დავით. და ყოველი ისრაჱლი აღმოვიდოდა ქალაქად დავითისა, რომელი იყო იუდასი, აღმოღებად მიერ კიდობანი იგი ღმრთისაჲ, მჯდომარე ქერობინსა ზედა, სადა-იგი წოდებულ იყო სახელი მისი.
7. და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა ზედა ახალსა, სახლისაგან ამინადაბისა. და ოზიას და ძმათა მისთა მოჰყვანდა ურემი იგი.
8. და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა ყოვლითა ძალითა, გალობითა, და ქნარითა, ებნითა, ბობღნითა, და წინწილითა და ნესტჳთა.
9. და მოვიდეს ვიდრე კალოდმდე ქელონისა და განყო ოზია ჴელი თჳსი დაპყრობად კიდობნისა, რამეთუ გარეშეაქცია იგი ზუარაკმან.
10. და გულისწყრომით განრისხნა უფალი ოზიას ზედა და მოკლა იგი მუნ განყოფისა მისთჳს ჴელისა მისისა კიდობანსა ზედა. და მოკუდა იგი მუნ წინაშე ღმრთისა.
11. და შეწუხნა დავით, რამეთუ განკუეთა უფალმან, განკუეთა იგი ოზიას ზედა და ჰრქჳან ადგილსა მას ,,განკუეთა ოზიასი`` ვიდრე აქა დღედმდე.
12. და შეიშინა დავით მას დღესა შინა ღმრთისა და თქუა: ვითარ შევიღო კიდობანი ესე ღმრთისაჲ ჩემდა.
13. და არა შეიღო დავით კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქალაქად დავითისა. და მისცა იგი სახიდ აბედასა ქეტელისა.
14. და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ სახლსა აბედადარისასა სამ თვე. და აკურთხა ღმერთმან აბედადარისი და ყოველივე მისი.
14
1. და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.
2. და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.
3. მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.
4. და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,
5. და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,
6. ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,
7. ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.
8. და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.
9. და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
10. და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.
11. და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.
12. და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.
13. და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
14. და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.
15. და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.
16. და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.
17. და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.
15
1. და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი.
2. მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ.
3. და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს.
4. და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი,
5. ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი,
6. და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი ორასერგასისნი,
7. და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცდაათნი,
8. და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი ორასნი,
9. ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი ოთხმეოცნი,
10. ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი,
11. და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას, და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს,
12. და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი, განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას.
13. ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა?
14. და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ.
15. და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა მით მჴრითა მათითა.
16. და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა, და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა.
17. და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან მისთა- ეთან, ძე კისესი,
18. და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია, მეკარენი.
19. და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა რვალისათა სასმენელ-ყოფად,
20. და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად,
21. და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით ებნითა განძლიერებად,
22. და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ გულისხმის-მყოფელ იყო,
23. და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა,
24. და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია, და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა.
25. და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან აბედადარისა სიხარულით.
26. და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და შჳდსა ვერძსა.
27. და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი.
28. და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა, ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა.
29. და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი გულსა თჳსსა.
16
1. და შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და დადგეს იგი შორს კარავსა მას, რომელი-იგი აღმართა დავით. და შეწირეს ყოვლად დასაწველები ცხორებისა წინაშე ღმრთისა.
2. და დაასრულა დავით შეწირვად ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა და აკურთხა ერი იგი სახელითა უფლისაჲთა.
3. და განუყო ყოველსა კაცსა ისრაჱლისასა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე კაცსა პური ერთი პურისმოქმედთაგან ლელანგო.
4. და დაუწესნა წინაშე კიდობნისა შჯულისა უფლისა ლევიტელთაგანნი მსახურად გალობად, და აღსარებად და ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
5. ასაფ, წინამძღუარი, შემდგომი მისა ზაქარია, და იეიელ, და სემარიმოთ, და აიელ, მატათია, და ელიაბ, და ბანეა, და აბდედომ და იესიელ ქნარითა, ებნითა და სტჳრითა, და ასაფ წინწილითა ჴმითა,
6. და ბანეა და ოზიელ, მღდელნი ნესტჳთა დავითის წინაშე კიდობნისა მის სჯულისა ღმრთისა მის.
7. დღესა შინა მაშინ პირველად განაწესა დავით ქებად უფლისა ჴელითა ასაფისთა ძმათა მისთა თანა.
8. გალობაჲ ესე: აუარებდით უფალსა და ხადოდეთ მას, სახელითა მისითა აუწყეთ ერთა შორის სლვანი მისნი.
9. აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა ერთა შორის საკჳრველებათა მისთა, რომელი ქმნა უფალმან.
10. აქებდით სახელითა მისითა წმიდითა, იხარებდეს გული, რომელი ეძიებს სათნოებასა მისსა.
11. ეძიებდით უფალსა და განძლიერდით. და ეძიებდით პირსა მისსა მარადის,
12. მოიჴსენენით საკჳრველებანი მისნი, რომელ ქმნა, ნიშები და მსჯავრნი პირისა მისისანი,
13. და ნათესავნი ისრაჱლისანი, მონანი მისნი, ძენი იაკობისნი, რჩეულნი მისნი.
14. ესე არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.
15. მოიჴსენებს საუკუნოდ აღთქმათა მისთა სიტყუაჲ მისი, რომელი ამცნო ათასამდე ნათესავად,
16. რომელი აღუთქუა აბრაჰამს, და ფიცი მისი ისაკს.
17. და აღუდგინა იგი იაკობს ბრძანებად ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ
18. და ჰრქუა: თქუენ მიგცე ქუეყანა ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა,
19. რამეთუ იყუნნეს იგინი რიცხჳთ მცირე, ვიდრე შემცირდეს და მწირ იქმნნეს მას ზედა.
20. და წარვიდეს ნათესავითი ნათესავად და სამეუფოთ სხუად ერად.
21. არა უტევა კაცსა მძლავრობად მათა. და ამხილა მათთჳს მეფეთა.
22. და ამცნო: ნუ შეეხებით ცხებულთა ჩემთა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა ნუ ბოროტსა უყოფთ.
23. უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა; მიუთხრობდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.
24. მიუთხრენით წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა საკჳრველებაჲ მისი.
25. რამეთუ დიდ არს უფალი ქებულ ფრიად. და საშინელ არს ყოველთა ზედა ღმერთთა.
26. რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან. და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნნა.
27. დიდებაჲ და ქებაჲ წინაშე პირსა მისსა, ძალი და სიქადული ადგილსა მისსა
28. მიეცით უფალსა ტომთა წარმართთა, მიეცით უფალსა დიდებაჲ და ძალი,
29. მიეცით უფალსა დიდებაჲ სახელსა მისსა. მოიღეთ ძღუენი და შეიღეთ წინაშე პირსა მისსა და თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა.
30. ეშინოდენ პირისა მისისაგან ყოველსა ქუეყანასა, განემართენ ქუეყანა და ნუ შეიძრვინ.
31. იხარებდინ ცაჲ და მხიარულ იყავნ ქუეყანა. და თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი მეუფებს.
32. ოხრიდეს ზღუაჲ სავსებითურთ და ხე ველისა და ყოველი, რომელი არს მას შინა.
33. მაშინ იხარებდეს ხე მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვიდა განკითხვად ქუეყანისა.
34. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი
35. და თქუთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო ცხორებისა ჩუენისაო, და განმარინენ ჩუენ წარმართთაგან ქებად სახელსა წმიდასა შენსა და სიქადულად ქებათა შენთა.
36. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა საუკუნეთა მიმართ ვიდრე საუკუნოდმდე. და თქუას ყოველმან ერმან ამინ და აქებდეს უფალსა.
37. დაუტევეს მუნ წინაშე კიდობნისა უფლისასა ასაფ და ძმანი მისნი მსახურებად წინაშე კიდობნისა მის ყოველსა ჟამსა დღითი დღე.
38. და აბდედომ და ძმანი მისნი სამეოცდარვანი, და აბდედომ, ძე იდითუმისი, და ოსე მეკარედ.
39. და სადუკ მღდელი და ძმანი მისნი მღდელნი წინაშე კარვისა უფლისა ბამას, რომელ არს გაბაონს.
40. შეწირვად მრგულიად დასაწველთა უფლისათა საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა მარადის განთიად და მწუხრი ყოვლისა მისებრ წერილისა სჯულსა უფლისასა, რაოდენი ამცნო უფალმან ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მოსესითა, მსახურისა უფლისათა.
41. და მის თანა ემან და იდითუმ და სხუანი, რომელნი გამორჩეულ იყუნეს სახელით ქებად უფლისა, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი.
42. და მათ თანა საყჳრები და წინწილები ჴმობდა გალობასა და სტჳრები გალობათა ღმრთისათა და ძენი იდითუმისნი ბჭეთა ზედა.
43. და წარვიდა კაცად-კაცადი ყოველი ერი სახლად თჳსა. და მოიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსსა.
17
1. და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და ჰრქუა დავით ნათანს, წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე დამკჳდრებულ ვარ სახლსა შინა ნაძჳსასა და კიდობანი შჯულისა ღმრთისაჲ ქუეშე კარავთა.
2. და რქუა ნათან დავითს: ყოველი, რაჲცა არს გულსა შენსა, იქმოდი, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს.
3. და იყო მას ღამესა სიტყუაჲ უფლისა ნათანისა
4. და თქუა: მივედ და არქუ დავით მონასა ჩემსა: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი სამკჳდრებელად ჩემდა მას შინა,
5. რამეთუ არა დავიმკჳდრე სახლსა შინა, ვინათ დღითგან გამოვიყვანე ისრაჱლი ეგჳპტით ვიდრე აქა დღედმდე, და ვიყოფოდე კარავსა და სადგურთა
6. ყოველთასა შინა, რომელთა ვიქცეოდე. ყოველსა შინა, სადა იქცეოდენ ძენი ისრაჱლისა, უკუეთუ სიტყუათაღა ვეტყოდე ერთსა ოდენ ტომსა ისრაჱლისასა და მსაჯულთა მისთა, რომელთა ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა და ვარქუ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ნაძჳსა?
7. და აწ ესრეთ არქუ მონასა ჩემსა დავითს: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაჲსაგან სამწყსოთა, რათა იყო შენ წინამძღუარი ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
8. და ვიყავ მე შენ თანა ყოველსა შინა, ვიდრეცა ხჳდოდე, და მოვსრენ ყოველი მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და გყავ შენ სახელოვან სახელისაებრ დიდისასა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა.
9. და მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა და დავნერგო იგი დასაბამსა, დაიმკჳდროს თჳსაგან და არღარა ზრუნვიდეს მერმე, და არღარა შესძინოს სიცრუემან დამდაბლებად მისა, ვითარცა-იგი დასაბამსა.
10. და ვინათ დღითგან განვაწესენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და დავამდაბლენ ყოველნი მტერნი შენნი და აღგაორძინე შენ და აღგაშენე შენ მე უფალმან.
11. და იყოს, რაჟამს აღივსნეს დღენი შენნი და დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა, და განუმზადო მეფობაჲ მისი.
12. მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ
13. და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. და მე შევიწყნარო იგი და წყალობაჲ ჩემი არა განვაყენო მისგან, ვითარცა-იგი განვაყენე მათგან, რომელნი-იგი იყუნეს უწინარეს შენსა.
14. და სარწმუნო-ვყო იგი სახლსა ჩემსა და მეფობასა მისსა ზედა ვიდრე საუკუნოდ. და საყდარი მისი იყოს აღმართულ ვიდრე საუკუნოდ.
15. მსგავსად ყოველთა მათ სიტყუათა და ხილვისა ამისებრ ყოვლისა. ესრეთ ეტყოდა ნათან დავითს.
16. მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ,
17. დამცირებული ესე შენ წინაშე, ღმერთო, რამეთუ იტყოდე სახლისათჳს მონისა შენისა პირველითგან და მომხედე მე, ვითარცა ხილვა კაცისა და აღმამაღლე მე, უფალო ღმერთო!
18. რაღა შესძინოს მერმე დავით დიდებად შენდა? და შენ მონა შენი იცი!
19. და გულისაებრ შენისა ჰყავ ყოველივე დიდებულებაჲ, უფალო!
20. არავინ არს მსგავს შენდა. და არავინ არს შენსა გარეშე ყოვლისა მისებრ, რომელი ისმინეს ყურთა ჩუენთა.
21. და არავინ არს, ვითარ ერი შენი ისრაჱლი, სხუაჲ ნათესავი ქუეყანასა ზედა, ვითარ-იგი უძღოდე მას ღმერთი ჴსნად თავისა თჳსისა ერად და დადებად თავისა თჳსისა სახელი დიდი და გამოჩინებული განსხმად პირისაგან ერისა შენისა, რომელ იჴსნენ და გამოიყვანნე ეგჳპტით ნათესავნი
22. და მოეც ერსა შენსა ისრაჱლსა ყოფად თავისა შენისა ერად საუკუნედ. და შენ ხარ უფალი მათი ღმერთად.
23. და აწ, უფალო, სიტყუასა, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და ნათესავისა სახლისა მისისა, სარწმუნო იყავნ ვიდრე საუკუნედმდე,
24. რომელ იტყოდი, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო ისრაჱლისო, და სახლი დავითისი, მონისა შენისა, იყავნ აღმართებულ წინაშე შენსა.
25. რამეთუ შენ, უფალო, განახუენ სასმენელნი მონისა შენისანი შენდა წინაშე პირსა შენსა შენებად სახლისა. ამისთჳს პოვა მონამან შენმან ლოცვად პირსა შენსა.
26. და აწ, უფალო, შენ ხარ თავადი უფალი ღმერთი და იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილსა ამას.
27. და აწ გიწყიეს კურთხევად სახლისა მონისა შენისა, რათა იყოს შენ წინაშე უკუნისამდე, რამეთუ შენ, უფალო, აკურთხე და აკურთხე ვიდრე საუკუნედმდე.
18
1. და იყო ამისა შემდგომად და მოსრნა დავით უცხოთესლნი და იოტნა იგინი და დაიპყრა გეთი და დაბნები მისი ჴელისაგან უცხოთესლთასა.
2. და მოსრა მოაბი, და იყუნეს მოაბელნი მონა დავითისი და მოართმიდეს ძღუენსა.
3. და მოსრა დავით ადრაზარისი, ერი მეფისა სუბასი, რიომელი არს ემათისა მი-რა-ვიდოდა იგი დადგმად ჴელისა ევფრატსა ზედა მდინარესა.
4. და პირველად დაიპყრა დავით ათასი ეტლები მათი და შჳდ ათასი ცხენები და შჳდ ათასი კაცი მკჳრცხლი. და დაჴსნა დავით ყოველი იგი ეტლები და დაუტევა მათგანი ასი ეტლი.
5. და მოვიდა ასური იგი დამასკელი შემწედ ადრაზარისა, მეფისა მის სუბასა, და მოსრა დავით ასურისა მის ოცდაორი ათასი კაცი.
6. და მოადგა დავით ზღუდე ასურეთს დამასკეთ კერძო და დაიპყრა იგი. და იყუნეს დავითის მონა და მოართმიდეს ძღუენსა და ხარკსა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.
7. და მოიღო დავით მანიაკები იგი ოქროსა, რომელნი იყუნეს მონათა ადრაზარისთა, და მოიღო იგი იერუსალიმად.
8. და მატეფაით და რჩეულთაგან ქალაქთა ადრაზარისათა მოიღო დავით რვალი ფრიად მრავალი. და მისგან ქმნა სოლომონ ზღუაჲ იგი რვალისა, და სვეტნი და ჭურჭელნი იგი რვალისა.
9. და ესმა თოლაას, მეფესა ემათისასა, რამეთუ მოსრა დავით ყოველი ძალი ადრაზარისა, მეფისა მის სუბასი.
10. და მოავლინა თოა ადურამ, ძე მისი, მეფისა დავითისა, მოკითხვად მისა მშჳდობით და კითხვად მისა ამისთჳს, რამეთუ ებრძოდა ადრაზარს და მოსრა იგი, რამეთუ კაცი მტერ იყო თოეს ადრაზარ, და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ოქროსა მოუძღუანა მას.
11. და ესე განწმიდა დავით უფლისად ვეცხლისა მის თანა და ოქროსა, რომელი მოიღო ყოველთა მათგან ნათესავთა იდუმიათ და მოაბით, და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთაგან და ამალეკით.
12. და აბესა, ძემან სარუიასმან, შემუსრა იდუმია ღელესა ალონისასა, ათურამეტი ათასი.
13. და დადვა ღელესა მას სიმაგრე და იყუნეს ყოველნი ედომელნი მონად დავითისა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.
14. და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იქმოდა მსჯავრსა და სიმართლესა ყოვლისა მიმართ ერისა მისისა.
15. და იოაბ, ძე სარუასი, იყო ერსა ზედა და იოსაფატ, ძე აქილუდისი, მოსახსენებელთმწერალ.
16. და სადუკ, ძე აქიტობისი, და აბიმელიქ, ძე აბიათარისი, მღდელნი და სუსა მწიგნობარი.
17. და ბანეა, ძე იუდაესი, ქერეთსა ზედა და ფელეთსა. და ძენი დავითისნი პირველნი მსახურნი მეფისა.
19
1. და იყო, ამისა შემდგომად მოკუდა ნაას, მეფე ძეთა ამონისათა. და მეფობდა ანან, ძე მისი, მის წილ.
2. და თქუა დავით: ვყო წყალობაჲ ანანის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა ყო მამამან მისმან ჩუენ თანა წყალობაჲ. და მიავლინნა მოციქულნი დავით, რათა ნუგეშინის-სცეს მას მამისა მისისათჳს. და მივიდეს მონანი იგი დავითისნი ქუეყანად ძეთა ამონისთა, ნუგეშინის-ცემად მისა.
3. და ჰრქუეს მთავართა ამონისთა ანანს: ნუუკუე დიდებად მამისა შენისა დავით წინაშე შენსა მონანი მისნი მოავლინნა ნუგეშინის-ცემად შენდა? არამედ რათა გამოიკულიონ ქალაქი და განიმსტრონ ესე ქუეყანა, ამისთჳს მოავლინნა შენდა?
4. და მოიყვანნა ანან მონანი იგი დავითისნი და დაჰყჳნა მათ წუერი, და მოკუეთა სამოსლისა მათისა ზოგი ვიდრე სარტყლამდე და განუტევნა იგინი.
5. და მოვიდეს და უთხრეს დავითს კაცთა მათთჳს. და წარავლინნა მიგებებად მათდა, რამეთუ იყუნეს გინებულ ფრიად და ჰრქუა მათ მეფემან: დასხედით იერიქოდ ვიდრე აღმოგესხას თმა და წუერი თქუენი, და მაშინღა აღმოვედით.
6. და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ჰრცხვენა მონათა დავითისთა. და წარავლინნა ანან და ძეთა ამონისთა და მიუძღუანეს ათასი ტალანტი ვეცხლისა, რათა მოინადონ ასურეთით შუამდინარისით ერი. და მოინადეს ასურეთით, და მააქათ და რასუბათ ეტლები და მჴედრები.
7. და დაიდგინეს ვეცხლითა თავისა მათისა ოცდაათორმეტი ათასი ეტლები, და მეფე იგი მოაბ და ერი მისი მოვიდეს და დაიბანაკეს წინაშე მედაბასი და ძენი ამონისნი შეკრბეს ქალაქებისაგან მათისა და მოვიდეს ბრძოლად.
8. და ესმა დავითს და მიავლინა იოაბ და ყოველი ერი ძლიერთა.
9. და გამოვიდა ძენი ამონისნი და განეწყუნეს ბრძოლად ბჭეთა თანა ქალაქისთა. და მეფენი იგი, რომელნი მოსულ იყუნეს, განეწყუნეს თჳსაგან ველსა გარე.
10. და იხილა იოაბ, რამეთუ იყუნეს იგინი წინაშე პირისპირ ბრძოლად მისა წინა და უკანა კერძო. და გამოირჩია ყოველთაგან ჭაბუკთა ისრაჱლისათა და ეწყო წინაშე ასურისა მის.
11. და ნეშტი იგი ერი მისცა ჴელსა აბესასა, ძმისა მისისასა. და განეწყო ძეთა ამონისთა.
12. და ჰრქუა: უკუეთუ განძლიერდეს ასური იგი უფროს ჩემსა, მეყავ მე შემწე, და უკეთუ განძლიერდენ ძენი ამონისნი უფროს შენსა, მე მოვიდე შემწედ შენდა.
13. და მჴნე განძლიერდი ერისათჳს ჩუენისა და ქალაქისათჳს ღმრთისა ჩუენისა, და უფალმან ყავნ კეთილი წინაშე თუალთა მისთა.
14. და განეწყო იოაბ და ერი იგი მის თანა წინაშე ასურთა მათ ბრძოლად და ივლტოდეს მისგან ასურნი იგი.
15. და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ივლტიან ასურნი იგი და ივლტოდეს იგინიცა პირისაგან იოაბისა და პირისაგან აბესასა, ძმისა მისისა, და შევიდეს ქალაქად. და მოვიდა იოაბ იერუსალჱმდ.
16. და იხილა ასურმან, რამეთუ იოტა იგი ისრაჱლმან. და მიავლინეს მოციქულნი და მოიყვანნეს ასურნი იგი წიაღ მდინარით და სობოქა ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისა წინაშე მათსა.
17. და უთხრეს დავითს. და შეიკრიბა ყოველი ისრაჱლი წიაღ იორდანესა და მოვიდა მათ ზედა და ეწყო მათ. და განეწყო დავით წინაშე ასურთა მათ და ჰბრძოდა მათ.
18. და ივლტოდეს ასურნი იგი პირისაგან დავითისა და მოსრა დავით ასურთა მათგანი შჳდ ათასი ეტლი და ორმეოცი ათასი კაცი და სოფაქ, ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისი, მოკლა.
19. და იხილეს მონათა მათ ადრააზარისათა, რამეთუ იძლინეს წინაშე პირისაგან ისრაჱლისა. და აღუთქუეს აღთქმა დავითის თანა და ჰმონებდეს მას. და აღარა ინებეს ასურთა მათ მერმე შეწევნად ძეთა ამონისთა.
20
1. და იყო მოწევნასა მას მეორისა წელიწადისასა განსლვასა ოდეს მეფეთასა, და მოიყვანა იოაბ ყოველი ძლიერისა. და განრყუნეს ყოველი სოფელი ძეთა ამონისთა, და მოვიდეს და გარემოადგეს არაბათსა. და დავით იყოფოდა იერუსალჱმს. და მოსრა იოაბ არაბათი და დაარღჳა იგი.
2. და მოიღო დავით გჳრგჳნი მოლქომისა, მეფისა მათისა, თავისაგან მისისა. და იყო სასწორი მისი ტალანტი ოქროსა. და მას შინა იყო ანთრაკი პატიოსანი და დაიდგა იგი თავსა დავით და ნატყუენავი იგი ქალაქისა გამოიღო მრავალი ფრიად.
3. და ერი იგი მას შინა გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა რკინისათა. ესრეთ უყო დავით ყოველთა ძეთა ამონისთა. და მოიქცა დავით და ყოველი ერი მისი იერუსალჱმდ.
4. და იყო ამისა შემდგომად ბრძოლა გაზერს შინა უცხოთესლთა თანა. მაშინ მოკლა სობოქე უსთელმან სეფი ძეთაგან გმირთა და დასცა იგი.
5. და მერმე კუალად იყო ბრძოლა უცხოთესლთა თანა და მოკლა ელენან, ძემან იათისმან, ლეიმი, ძმა გოლიადი გეთელისა და ტარი ლახურისა მისისა, ვითარცა ლვილი ქსელთა.
6. და იყო მერმე ბრძოლა გეთსა, და იყო კაცი უფროსად მწვისე და ესხა თითები ჴელთა და ფერჴთა მისთა ექუს-ექუს - ოცდაოთხი. იგი იყო ძე გმირთა.
7. და აყუედრა ისრაჱლსა და მოკლა იგი იონათან, ძემან სამაასმან, ძმისწულმან დავითისამან. ესენი ესხნეს რაფას გეთსა შინა. ყოველნი ესე იყუნეს კაცნი გმირნი. დაეცნეს ესენი ჴელითა დავითისათა და ჴელითა მონათა მისთათა.
21
1. და აღდგა შემასმენელი ეშმაკი ისრაჱლსა ზედა და აღძრა დავით აღრაცხად ისრაჱლისა.
2. და ჰრქუა მეფემან დავით იოაბს და მთავართა მათ ძლიერებისათა: წარვედით და აღრაცხეთ ისრაჱლი ბერსაბეთგან ვიდრე დანადმდე, და მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხჳ მათი.
3. და ჰრქუა იოაბ მეფესა: შესძინენ უფალმან ერსა თჳსსა, რაოდენ არიან აწ ასიღა წილი, თუალნიმცა უფლისა ჩემისა, მონანი. და რასათჳს უფალი ჩემი ეძიებს ამას, რათა არა იყოს ესე ცოდვა ერისა ისრაჱლისა.
4. ხოლო სიტყუაჲ იგი მეფისა განძლიერდა უფროს იოაბის მიმართ. და განვიდა იოაბ და განავლინა ყოველნი საზღუარნი ისრაჱლისანი და მოვიდა იერუსალჱმად.
5. და მისცა იოაბ მეფესა რიცხჳ ახილვისა მის ერისა. და იყო ისრაჱლი ათას ათასეულ და ას ათას კაცთა მახჳლოსანთა, და იუდა ოთხასორმეოცდა ათას მახჳლოსანი კაცი.
6. და ლევი და ბენიამინ არა აღრაცხნა მათ შორის, რამეთუ განძლიერდა სიტყუა მეფისა იოაბისა მიმართ.
7. და ბოროტი უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმისა ამისთჳს, და მოსრა ისრაჱლი.
8. და ჰრქუა დავით ღმერთსა: ვცოდე ფრიად, რამეთუ ვყავ საქმე ესე. და აწ აღიღე ჩემგან ბოროტი ესე მონისა შენისა, რამეთუ ამაო ვქმენ ფრიად.
9. და ეტყოდა უფალი გადსა მხილველსა: მივედ დავითისა და ეტყოდე მას.
10. წარვედ და არქუ დავითს: ესრე იტყჳს უფალი: სამი ესე მოვჴადო შენ ზედა. და გამოირჩიე თავისა შენისა ერთი მათგანი და გიყო შენ.
11. და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: გამოირჩიე თავისა შენისა:
12. გინა სამ წელ სიყმილი, ანუ სამ თვე სივლტოლა შენი წინაშე მტერთა შენთა, მახჳლი მტერთა მოსრვად შენდა, ანუ სამ დღე მახჳლი უფლისაჲ და სიკუდილი ქუეყანასა ზედა, და ანგელოზი უფლისაჲ მოსრვად ყოველსა შორის სამკჳდრებელსა ისრაჱლისასა. და აწ იხილე და ცან, რაჲ სიტყუაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა
13. და ჰრქუა დავით გაადსა: იწრო არს ჩემდა ყოველგნით კერძოვე სამივე ესე ყოფად: შევვარდე ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არიან მოწყალებანი მისნი ფრიად, და ჴელთა კაცთასა არა შევვარდე.
14. და მოსცა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა და დაეცნეს ისრაჱლისგანნი სამეოცდაათი ათასნი კაცნი.
15. და მოავლინა უფალმან ანგელოზი იგი იერუსალჱმდ მოსრვად მათა და ვითარ-იგი მოსრვიდა, იხილა უფალმან და შეინანა ბოროტისა მისთჳს, და ჰრქუა ანგელოზსა მას მომსრველსა: კმა იყავნ შენდა, დააცადე ჴელი შენი და ანგელოზი უფლისაჲ დგა კალოსა ზედა ურნიასა იებუსელისასა.
16. და აღიხილნა დავით თუალნი თჳსნი და იხილა ანგელოზი უფლისაჲ მდგომარე შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მახჳლი მისი ჴდილი ჴელსა მისსა, განმრთხმელი ისრაჱლსა ზედა. და დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა
17. და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო
18. და ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა გაადს, რათა უთხრას დავითს, რათა აღვიდეს და დადგას საკურთხეველი უფლისაჲ კალოსა მას ურნიას იებუსელისასა.
19. და აღვიდა დავით სიტყჳსა მისებრ გადისა, რომელსა იტყოდა სახელითა უფლისაჲთა.
20. და მოიქცა ურნია და იხილა მეფე და ოთხნი ძენი მისნი მის თანა დაბურვილი და ურნია ლეწვიდა კალოსა ზედა იფქლსა.
21. და მოვიდა დავით ურნიასა და ურნია გამოვიდა კალოსა მისგან, და თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა.
22. და ჰრქუა დავით ურნიას: მომეც მე ადგილი ესე კალოსა სყიდვით ვეცხლითა, რასა ღირდეს, და ვაშენო მას ზედა საკურთხეველი უფლისაჲ რათა დასცხრეს ტანჯვა ესე ერისა ამისგან.
23. და ჰრქუა ორნა დავითს: მიიღე ეგე შენდად. და ყავნ უფალმან ჩემმან მეფემან კეთილი, ვითარცა სათნო-უჩნდეს წინაშე მისსა. აჰა, ესერა, მიმიცემიან ზროხანი მსხუერპლად და საჴნველი, და ურემნი შეშად და იფქლი შესაწირავად. ყოველივე ეგრეთ მიგცე და ყავ, ვითარცა გნებავს
24. და ჰრქუა მეფემან დავით ურნიას: არა, არამედ სყიდვით მოვიყიდო ეგე ვეცხლითა, რაცა ღირდეს, რამეთუ არა მოვიღო ეგრეთ, რაჲ არს შენი უფლისად შეწირვად მსხუერპლი უსასყიდლოდ.
25. და მისცა დავით ურნიას ადგილისა მისთჳს ოქრო სიკლისა სასწორი ექუსასი.
26. და უშენა მუნ დავით საკურთხეველი უფალსა, და შეიწირა მუნ ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა, და ღაღად-ყო დავით უფლისა მიმართ, და შეისმინა მისი ზედა ზეცით ცეცხლითა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად დასაწველთასა. და აღლია ყოვლად დასაწველი იგი.
27. და ჰრქუა უფალმან ანგელოზსა მას, და მიაქცია მახჳლი იგი ქარქაშსავე თჳსსა.
28. მას ჟამსა, ვითარცა იხილა დავით, რამეთუ შეისმინა მისი უფალმან, კალოსა მას ურნიასა იებუსელისასა ზედა, შეწირა მუნ.
29. და კარავი იგი უფლისაჲ, რომელი ქმნა მოსე უდაბნოსა ზედა, და საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა მას ჟამსა შინა ბამასა შინა რომელი არს გაბაონს.
30. და ვერ ჴელ-ეწიფა დავითს წარსლვად წინაშე მისსა და გამოძიებად ღმრთისაგან, რამეთუ ისწრაფოდა პირსა წინაშე მახჳლისა მის ანგელოზისა უფლისა.
22
1. და ჰრქუა დავითს: ესე არს სახლი უფლისა ღმრთისა და ესე საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა ისრაჱლისა.
2. და უბრძანა დავით შეკრებაჲ ყოველთა მწირთა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ისრაჱლისასა და დაადგინნა ქვისმკუეთელნი და ქვის თლილისა შენებად სახლსა უფლისასა.
3. და რკინა ფრიად სამჭუალად კარებისა და ბჭეთა და კურტიმლები მომზადა დავით, და რვალი ფრიად, რომელსა არა იყო სასწორი.
4. და ძელი ნაძჳსა, რომლისა არა იყო რიცხჳ, რომელსა მოიღებდეს სიდონელნი და ტჳროსელნი ძელსა ნაძჳსასა მრავალსა დავითისსა.
5. და თქუა დავით: სოლომონ, ძე ჩემი, ყრმა არს ჩჩჳლ. და სახლისა შენებად უფლისა სიდიდედ და სიმაღლედ სახელად და დიდებად ყოვლისა ქუეყანისა მოუმზადო მას და მოამზადა დავით სიმრავლედ უწინარეს აღსრულებისა მისისა.
6. და მოუწოდა სოლომონს, ძესა თჳსსა, და ამცნო მას შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
7. და ჰრქუა დავით სოლომონს: შვილო, გულსა ჩემსა იყო შენებად სახლისა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა.
8. და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა: სისხლი ფრიად დასთხიე და ბრძოლანი დიდნი ჰყვენ, არა მიშენო მე სახლი სახელისათჳს ჩემისა, რამეთუ სისხლი მრავალი დასთხიე წინაშე ჩემსა ქუეყანასა ზედა.
9. და, აჰა, ეგერა, ძე გეშვების შენ, ესე იყოს კაცი განსვენებისა. და განუსუენო მას მტერთაგან გარემო, რამეთუ სოლომონ იყოს სახელი მისი, მშჳდობაჲ, და დაყუდებაჲ მოსცეს ისრაჱლსა დღეთა მისთა.
10. მაშინ მიშენოს სახლი სახელისათჳს ჩემისა. და იგი იყოს ჩემდა ძე და მე მისად მამა. და აღუმართო საყდარი სუფევისა მისისა ისრაჱლსა ზედა ვიდრე საუკუნომდე.
11. და აწ, შვილო, იყოს უფალი შენ თანა. და წარგიმართოს შენ და უშენო სახლი უფალსა ღმერთსა შენსა, ვითარცა-იგი იტყოდა შენთჳს.
12. არამედ მოგეცინ შენ უფალმან სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, და განძლიერდი ისრაჱლსა ზედა დამარხვად და ყოფად სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა.
13. და მაშინ წარგიმართოს, უკუეთუ დაიმარხნე ყოფად ბრძანებანი და სამართალნი, რომელი ამცნო მოსეს უფალმან ისრაჱლისა მიმართ: მჴნე იყავ და განძლიერდი, ნუ გეშინინ და ნუცა შეძრწუნდები.
14. აჰა, ესერა, მე სიმკოდოვნობისაებრ ჩემისა განუმზადე სახლისათჳს უფლისა ტალანტი ასი ათასი და ვეცხლი ტალანტი ათასი ათასეული და რვალი და რკინა, რომლისა არა არს სასწორი, რამეთუ მრავალ არს, ძელი და ქვა მოუმზადე. და ამას ზედა შენ შესძინე.
15. და შენ თანაშერთე სიმრავლედ მოქმედთათჳს საქმისათა, ხურონი და მაშენებელნი ქვისანი. და მოქმედნი ძელისანი და ყოველი ბრძენი ყოველსა საქმესა.
16. ოქროთა, ვეცხლითა, რვალითა და რკინითა, რომლისა არა არს რიცხჳ. აღდეგ და იმოქმედე და უფალი შენ თანა.
17. და ამცნო დავით ყოველთა მთავართა ისრაჱლისთა, რათა შეეწეოდიან სოლომონს, ძესა მისსა.
18. და ჰრქუა მათ: ანუ არა უფალი თქუენ თანა არს? და განგისუენა თქუენ გარემოთგან, რამეთუ მოგცნა ჴელთა თქუენთა მკჳდრნი ქვეყანისანი და დამორჩილებულ არს ქუეყანა წინაშე უფლისა, წინაშე ერისა მისისა.
19. და აწ მოსცენით გულნი თქუენნი და სულნი თქვენნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა თქუენისა. აღდეგით და აშენებდით სიწმიდესა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა შეღებად მუნ კიდობანი შჯულისა უფლისაჲ და ჭურჭელი იგი წმიდაჲ ღმრთისაჲ სახლსა მას, რომელი იშენოს სახელისათჳს უფლისა.
23
1. დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის წილ ისრაჱლსა ზედა.
2. და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და ლევიტელნი.
3. და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას.
4. ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი,
5. და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა.
6. და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის,
7. და გერსონს და ელიადა და სემის,
8. ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს;
9. ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს მთავარნი ტომთანი ელიადანისა.
10. და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი სემეისნი ოთხნი.
11. და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია. არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად.
12. და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.
13. და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე საუკუნოდ საუკუნედმდე;
14. და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად ლევისა.
15. ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ;
16. ძენი გერსამისნი: სუბელ.
17. და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ;
18. და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი.
19. და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი, იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე;
20. ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი;
21. ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი: ელეაზარ და კის.
22. და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა;
23. ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.
24. ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი.
25. და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ.
26. და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი ჭურჭელი სამსახურებელად მისა;
27. რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი.
28. რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და მსახურებასა სახლისა ღმრთისასა,
29. პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა საწყაულსა,
30. და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და ეგრეცა მწუხრი
31. ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა, შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა.
32. და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა.
24
1. და ძეთა აჰრონისთა განყოფად: ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ
2. და მოსწყდეს ნადაბ და აბიუდ წინაშე მამისა მათისა და შვილნი არა ესხნეს მათ და მღდელობდეს ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.
3. და განყუნა იგინი დავით - სადუკ. ძეთაგან ელიეზარისათა, და აქიმელექ, ძეთა ითამარისთა, ახილვისაებრ მათისა და მსახურებად სახლად და სახლად მამულთა მათთა.
4. და იპოვნეს ძენი ელიეზერისნი უმრავლეს მთავრად ძლიერთა და უფროს ძეთა ითამარისათა და განყუნა იგინი, და ძენი ელიეზერისნი დაადგინა მთავრად სახლთა მამულთა მათთა ათექუსმეტ და ძეთა ითამარისთა სახლად მამათა რვა.
5. და განყუნა იგინი წილითი ესენი ამათ მიმართ, რამეთუ იყუნეს ესენი მთავარნი წმიდათანი და მთავარნი უფლისანი ძეთა შორის ელიეზერისათა და ძეთა შორის ითამარისათა.
6. და აღწერნა იგინი სემაია, ძემან ნათანელისამან, მწიგნობარმან ლევისგანმან, წინაშე მეფისა და მთავართა, და სადუკის მღდელსა და აქიმელიქისასა. ძისა აბიათარისასა, მთავართა მამადმამათა მღდელთასა და ლევიტელთა, სახლისა მამულისათა, ერთ-ერთი ძეთაგან ელიეზარისა და ერთ-ერთი ძეთაგან ითამარისა
7. და გამოუჴდა წილი პირველი არიმას, მეორე ანინას, მესამე ქალებს, მეოთხე სეორიმს,
9. მეხუთე მელქიას, მეექვსე მერარს,
10. მეშჳდე აკოსსა, მერვე აბიათს,
11. მეცხრე ისუს, მეათე ისქანიას,
12. მეათერთმეტე ელისიბას, მეათორმეტე სალაკიმს,
13. მეათცამეტე ოფას,
14. მეათოთხმეტე იზბაალს, მეათხუთმეტე ქელგას, მეათექუსმეტე ემერს,
15. მეათჩჳდმეტე იელირას, მჴეათრვამეტე აფესეს,
16. მეათცხრამეტე ოფეთიას, მეოცე იეზეკიელს,
17. მეოცდაერთე იექენს, ოცდამეორე გამუელს,
18. ოცდამესამე გალიას, მეოცდაოთხე მოზიას,
19. ესე არს ახილვა მათი მსახურებისაებრ მათისა შესლვად სახლსა უფლისასა, სამართლისაებრ მათისა, ჴელითა აჰრონის, მამისა მათისათა, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა.
20. და ძეთა ლევისთა, ნეშტთა ძეთა აბრამისთა: სუბაელ, იადაია, არადია.
21. ძე რააბიასი: მთავარი იესია.
22. და ძეთაგან იესარაისთა: ალმოთ და ძეთაგან სალომომისათა: ანოთ.
23. და ძეთაგან ქებრონისთა: იედუთისა პირმშო, ამასია მეორე, იაზიელ მესამე, იეკემია მეოთხე.
24. და ძეთაგან ოზიელისთა: მიქა პირმშო და უსა მეორე. ძე მიქასი: სამერ.
25. ძმა მიქასი ესია, ძე ესიასი - ზაქარია.
26. ძეთაგან მერარისთა: მოოლი და მუსი, ოზიანის ძეთაგან ბონი.
27. ძენი მისნი: ზაკქუ და ობდია.
28. მოოლის ელეზარ და კის, ძე მისი.
29. ძე კისისი: ისმაელ.
30. და ძეთაგან მუსისთა: მოოლი, და ედერ, და იერმოთაეს. ესენი ძენი ლევიტელთანი სახლად და სახლად მამულთა მათთა.
31. და განიგდეს მათცა წილი ვითარცა ძმათა მათთა და ძეთა არონისთა წინაშე მეფისა, და სადუკისსა და აქიმელიქისასა და მთავართა ტომთასა მღდელთასა და ლევიტელთასა, ტომნი პირველნი, ვითარცა ძმანი მისნი უმრწემესნი.
25
1. და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.
2. ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი ასაფისნი, მახლობელად მეფისა.
3. და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა.
4. და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ,
5. ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი ათხუთმეტნი და სამნი ასულნი,
6. ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ და ემან.
7. და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა. ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა.
8. და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა.
9. და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ,
10. მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
11. მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
12. და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.
13. მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.
14. მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.
15. მერვედ იოსია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
16. მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
17. მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
18. მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
19. მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
20. მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
21. მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
22. მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
23. მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
24. მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
25. მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
26. მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
27. მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
28. ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
29. ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
30. ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ.
31. ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
26
1. განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა.
2. და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ
3. მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე.
4. და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე,
5. ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან.
6. და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს.
7. ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ.
8. ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს.
9. და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ.
10. და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ.
11. ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ.
12. ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა.
13. განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა.
14. და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ,
15. აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა.
16. მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით.
17. ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით,
18. დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით,
19. ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა.
20. და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა,
21. ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ,
22. და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა,
23. ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ,
24. და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა,
25. და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი,
26. ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა,
27. რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა,
28. და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა,
29. ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად,
30. ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა,
31. ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა.
32. და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა.
27
1. ძენი ისრაჱლისნი რიცხჳსაებრ მათისა, მთავარნი ტომებისანი, ათასისთავები და ასისთავები, მწიგნობარნი, რომელნი მსახურებდეს ერსა და ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა განყოფისა მისებრ ყოვლისა სიტყჳსა, შემავალისა და გამომავალისა თთჳთ თთუედ, ყოველთა თუეთა წელიწდისათა განყოფა
2. განყოფასა მას პირველსა პირველისა მის თთჳსასა აესბალა და ბაზელ და განყოფასა მას მისსა ოცდაოთხი ათასი,
3. ძეთაგან ფარესისთა მთავარი ყოველთა მთავართა ძლიერებისათა თთჳსა მის პირველისა,
4. და განყოფასა მას თთჳსა მეორისასა დოდი და დაქოთი და მაგალოთ, წინამძღუარნი მათნი, განყოფასა მას მისსა ზედა ოცდაოთხი ათასთა,
5. მთავარნი ძლიერებისნი: მესამე, თთუესა მესამესა ბანეა, იოვა მღდელი მთავარი, ნაწილსა მას მისსა ოცდაოთხი ათასი.
6. ესე ბანეა უძლიერეს იყო ოცდაათთა მათ ზედა და ოცდაათთა ნაწილთა რჩეულთა მას მისსა,
7. მეოთხედ, თთუესა მეოთხესა ასაელ, ძმა იოაბისი, და აბდია, ძე მისი, და ძმანი მისნი და განყოფასა მისსა ოცდაოთხ ათასი,
8. მეხუთედ, თთუესა მეხუთესა მთავარი სათიოდ, იზა, განყოფილსა მისსა ზედა ოცდაოთხი ათასი,
9. მეექუსედ, თთუესა მეექუსესა იებას, ძე ეკესი, თეკონელი, და ნაწილად განყოფილი მისი ოცდაოთხი ათასი,
10. მეშჳდედ, თთუესა მეშჳდესა ქელელეს ფალლუსით, ძეთაგანი ეფრემისთა, და განყოფილსა მას მისსა ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,
11. მერვედ, თთუესა მას მერვესა უსაქ იეკესთელთა ზარიასი, და განყოფასა მას ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,
12. მეცხრედ, თთუესა მას მეცხრესა აბიეზერ ანათოთელი, ქუეყანისაგან ბენიამენისა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
13. მეათედ, თთუესა მეათესა მარინოს ტოფატელი ზარაისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
14. მეთერთმეტედ, თთუესა მას მეთერთმეტესა ბანეა ფარათონელი, ძეთაგან ეფრემისთა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
15. მეთორმეტედ, თთუესა მეთორმეტესა ქოდაი ნეტოფადით, ძე გოთონიელისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი:
16. და ტომთა ზედა ისრაჱლისათა: რუბენის მთავარი - ელიეზერ, ძე ზექრისი; სჳმეონისი - საფატია, ძე მექასი,
17. ლევისი - ასაბია; ძე კამოელისი, არონისი - სადუკ,
18. იუდასი - ელიაბ, ძმათაგან დავითისთა, ისაქარისი - ამბრი, ძე მისაელისი;
19. ზაბულონისი - სამიას, ძე აბდიმიასი, და ნეფთალიმისი - არიმოთ, ძე ოზიელისი,
20. ეფრემისი - ოსე, ძე ოზიასი, და კერძოსა ნათესავისა მანასესი იოელ, ძე ფადალისი;
21. და ერთისა კერძოსა ნათესავისა მანასესი გალადს - ილადაი, ძე ზაბდისი, და ძეთა ბენიამენისთა - ასერ, ძე აბენერისი,
22. და დანის - აეზრიელ, ძე იორამისი. ესე ტომთა მთავარნი ისრაჱლისნი.
23. და არა მოიღო დავით რიცხჳ მათი ოცით წლითგან და ქვემო კერძოთა, რამეთუ უფალმან თქუა განმრავლებაჲ ისრაჱლისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.
24. და იოაბ, ძემან სარუსმან, იწყო აღრაცხვად ერისა, ვერა სრულად აღრაცხა. და იყო ამისთჳს რისხვა ისრაჱლსა ზედა და არა დაიწერა რიცხჳ წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა დავითის მეფისათა.
25. და იყო საუნჯეთა ზედა მეფისათა ასმოთ, ძე მოდიელისი, და საუნჯეთა ზედა მერცხლისათა და დაბნებისათა და აგარაკებისათა და გოდლებსა ზედა იონათან, ძე ოზიასი;
26. ხოლო ქუეყანისა საქმისა მოქმედთა ზედა ეზრაი, ძე ქელაბისი.
27. და ყანებსა ზედა-სემეი, რომელი იყო რამათით საუნჯეთა ზედა დაბნებისა ღჳნისასა და ზაბდი, ძე საფინისი;
28. და ზეთისხილოვანსა ზედა, და ლეღოვანთა ზედა ველისა - ბალანას; ძე გედურისი; ხოლო საუნჯეთა ზედა ზეთისათა - იოას;
29. და ზროხათა ზედა, რომელნი იყუნეს ღელეთა, - სოფატ, ძე ადაისი;
30. და აქლემებსა ზედა - იუბია ისმაელატელი; ხოლო ვირებსა ზედა აიდია მარათონელი
31. და ცხოვარსა ზედა - იაზისა აგარეელი. ესე ყოველნი ზედამდგომელნი ნაყოფთა დავითის მეფისანი;
32. და იონათან, მამისძმა დავითისი, - თანამზრახვალ, რამეთუ იყო კაცი იგი გულისხმის-მყოფელ და მწიგნობარ. ეიეელი, ძე აქამინისი, - ძეთა თანა მეფისათა;
33. და აქიტობელ - თანამზრახვალ მეფისა და ქუსი - პირველი მეგობარი მეფისა;
34. და ამისა შემდგომად აქიტობელ, მახლობელი იოდაესა, ძისა ბანეასა და აბიათარ და იოაბ - ერის წინამძღუარი მეფისა;
28
1. და შეკრიბნა დავით ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, და მთავარნი მსაჯულთანი და ყოველნი მთავარნი მდღევართმსახურთანი, და გარემოსმცველნი მეფისანი, და მთავარნი ათასეულთანი, ასეულთანი, და საფასეთმცველნი, და რაოდენნი იყუნეს მონაგებთა მისთა ზედა, და ყოველნი ძლიერნი მისნი, და მოღუაწენი ერისანი, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს
2. და აღდგა დავით მეფე შორის კრებულისა მის და თქუა: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და ერო ჩემო! გულსა ჩემსა იყო ზრახვა - შენებად სახლი განსასუენებელი კიდობნისა შჯულისა უფლისა, დასადგმელი ფერჴთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა. და მოუმზადე მე საქმისა მისთჳს, საჴმარი: ოქრო, ვეცხლი, პილენძი, რვალი, რკინა და ძელნი მრავალნი
3. და თქუა ღმერთმან: არა მიშენო მე შენ სახლი, სახელის-დებად ჩემდა, რამეთუ კაცი მბრძოლი ხარ შენ და სისხლი მრავალი დასთხიე!
4. და გამომირჩია მე უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან ყოვლისაგან სახლისა მამისა ჩემისა ყოფად მეფედ ისრაჱლსა ზედა უკუე და სათნო იყო სახლი იუდასი და სახლისაგან იუდასისა სახლი მამისა ჩემისა და ძეთაგან მამისა ჩემისათა ჩემდა ინება, რათა ვიყო მე მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა
5. და ყოველთაგან ძეთა ჩემთა, რამეთუ მრავალნი ძენი მომცნა მე ღმერთმან, გამოირჩია ძე ჩემი სოლომონ დაჯდომად იგი საყდართა ზედა სუფევისა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.
6. და მრქუა მე ღმერთმან: სოლომონ, ძემან შენმან, აღაშენოს სახლი ჩემი და ეზო ჩემი, რამეთუ სათნო-ვიყავ იგი, რათა იყოს იგი ძედ ჩემდა და მე ვიყო მისა მამა.
7. და წარმოუმართო მეფობა მისი ვიდრე საუკუნოდ, უკუეთუ უძლოს დაცვად მცნებათა ჩემთა და სამართალთა ჩემთა, ვითარცა-ესე დღეს.
8. და აწ წინაშე ყოვლისა კრებულისა უფლისა და სასმენელთა მიმართ ღმრთისა ჩუენისათა დაიმარხნოთ ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანა ესე კეთილი და დაუმკჳდრეთ ძეთა თქუენთა შემდგომად თქუენსა უკუნისამდე.
9. და აწ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან ღმერთი მამათა შენთა და ჰმონებდ მას სრულითა გულითა და სულისა ნებითა შენითა, რამეთუ ყოველთა გულთა განმკითხველი არს ღმერთი და ყოველნი გულისზრახვანი იცნის. უკეთუ ეძიებდე მას, გეპოოს შენ იგი და უკუეთუ დაუტეო იგი, დაგიტეოს შენცა მან სრულიად
10. და, აჰა, ესერა, სათნო-გიყო შენ უფალმან შენებად მისა სახლი სიწმიდისა, განძლიერდი და იქმოდე.
11. და მისცა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა, და ქორებისა მის ზაკქოსა მისისა და ქორთა მათ, და საუნჯეთა მათ შინაგანთა და სახლისა სალხინებელისა
12. და სახე, რომელი აქუნდა გონებასა შინა თჳსსა ეზოთა მათ სახლისა უფლისათა და ყოვლისა მის სენაკებისა გარემო საუნჯეთა მათ წმიდათა.
13. და საყოფელთა მათ მღდელთა და სამსახურებელთა მათ მღდელთა და ლევიტელთა და ყოველსა მას საქმესა მსახურებისასა სახლისა უფლისასა,
14. და სასწორითა მით ოქროსათა და ვეცხლისათა,
15. და სასანთლეთა აღწონილი მისცა მას ეგრევე მსგავსად,
16. სასწორი ტაბლებისა შესაწირავთასა, თჳთოეულისა ტაბლისა ოქროსასა და ეგრეთვე ვეცხლისათა,
17. და ფუცხუებისა, და შესაწირავად ღჳნისათა, და ფიალებისა მის ოქროსათა და ვეცხლისათა, პარაფსიტებისა თჳთვეულისა სასწორისა,
18. და საკურთხეველისა მის საკუმეველთასა ოქროსაგან გამოცდილისა სასწორი უჩუენა მას, და ხატი იგი ეტლისა მის ქერობინთასა, განმარტებულ ფრთენი მათნი, რათა აგრილობდენ კიდობანსა მას სჯულისა უფლისასა.
19. ყოველივე წიგნითა ჴელითა უფლისათა მისცა დავით სოლომონს, მსგავსად მოცემულისა მის მისა გულისხმის-ყოფისა საქმარისა მის სახისაებრ.
20. და ჰრქუა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი შენ თანა არს. არა დაგაგდოს შენ და არცა დაგიტეოს შენ, ვიდრემდე აღასრულო შენ ყოველივე საქმარი სამსახურებისა მის სახლისა მისისა უფლისა. და, აჰა, ესერა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა და ზაკქო და ქორებისა და საუნჯეთა მათ შინაგანთა, და სახლისა მის სალხინებელისა და სახე სახლისა უფლისაჲ
21. და, აჰა, ესერა, მღდევრითმსახურნი მღდელნი და ლევიტელნი, ყოველსა მას მსახურებასა სახლისა უფლისა ღმრთისასა, და შენ თანა არიან ყოველსა საქმესა, ყოველნი გულსმოდგინენი სიბრძნითა ყოველსა მას ხუროებსა, და მთავარნი და ყოველი ერი ყოველთა სიტყუათა შენთა არიან მორჩილ
29
1. და ჰრქუა მეფემან დავით ყოველსა მას კრებულსა: სოლომონ, ძე ჩემი, რომელი სათნო-იყო უფალმან, ყრმა არს და ჩჩჳლ და საქმე დიდ არს, რამეთუ არა კაცთა შენება არს, არამედ უფლისა ღმრთისა.
2. და აჰა, ესერა, ყოვლისაებრ ძალისა ჩემისა მოუმზადე სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა ოქრო და ვეცხლი, პილენძი და რკინა, ძელი და ქვა, და სოომი და აღსრულებისა ქვები მრავალი და პატიოსანი და თჳთოფერი. და ყოველი ქვა პატიოსანი და მარმარილო მოღებულ არს ფრიად.
3. და მერმეცა სათნო-ყოფისათჳს ჩემდა სახლსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა არს ჩემი, რომელი მომიგიეს მე, ოქრო და ვეცხლი. და, აჰა, ეგერა, მივეც სახლისათჳს ღმრთისა ჩემისა სიმაღლედ თჳნიერ მისა, რომელი მოუმზადე სახელისათჳს წმიდათასა,
4. სამ ათასი ტალანტი ვეცხლისა გამოცდილისა დამორჩუნვად მით კედელნი ტაძრისანი ჴელითა ხუროთაჲთა,
5. და ვინ არს გულსმოდგინე აღვსებად ჴელი მისი დღესა უფლისა?
6. და გულსმოდგინე იქმნნეს მთავარნი ტომთანი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათა ათასისთავნი და ასისთავნი, და ზედმდგომელნი საქმისანი და მნენი მეფისანი.
7. და მოსცეს საქმესა მას სახლისა უფლისასა ოქრო ტალანტი ხუთი ათასი და ბევრი დრაკანი და ვეცხლის ტალანტი ათი ათასი და პილენძი ტალანტი ბევრი და რვა ათასი, და რკინის ტალანტი ასი ათასი.
8. და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ანთრაკი, მოსცეს საუნჯესა უფლისასა ჴელითა ერიელისითა, ძისა ესრომისითა.
9. განიხარა ერმან გულსმოდგინებისათჳს, რამეთუ გულითა სავსითა გულსმოდგინე იქმნნეს უფლისა მიმართ, და დავითცა მეფემან განიხარა ფრიად.
10. და აკურთხევდა დავით მეფე ღმერთს წინაშე კრებულისა მის და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, მამათა ჩუენთაო, საუკუნითგან და ვიდრე საუკუნეთამდე.
11. შენდა, უფალო, დიდებაჲ, ძალი და სიქადული, ძლიერებაჲ და სიმტკიცე, რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათა, და პირისა შენისაგან ძრწიან ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და თესლები.
12. შენ მიერ დიდებაჲ და სიმდიდრე! შენ ყოველთა ჰმოს, მთავრობათა უფალო და მთავარო ყოვლისა მთავრობისაო; და ჴელსა შენსა არს ყოვლისა შეწევნა და სიდიდე განდიდებად და განძლიერებად ყოველთა.
13. და აწ, უფალო, აღგიარებთ შენ და ვაქებთ სახელსა სიქადულისა შენისასა.
14. ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.
15. რამეთუ მწირ ვართ ჩუენ შენს წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი, ვითარცა აჩრდილნი არიან დღენი ჩუენნი შენს წინაშე და არა არს დადგომა,
16. უფალო, ღმერთო ჩუენო, და ყოვლისა ამისთჳს სიმრავლისა მოუმზადე შენებად სახლი სახლისათჳს წმიდისა შენისა, და ჴელისაგან შენისა არს, და შენგან არს ყოველი.
17. და ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ განმკითხველი გულისა და სიმართლე გიყუარს. და განმარტებულითა გულითა გულს-ვიდგინე მე ესე ყოველი. და აწ, უფალო, ერი ესე შენი, რომელი იპოვა აქა, ვიხილე, რამეთუ სიხარულით გულსმოდგინე არს შენდა მიმართ.
18. და აწ, უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკ და ისრაჱლისო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, დაუმარხე ესე გონებასა გულისა ერისა შენისასა უკუნისამდე და წარმართე გულსა მათსა შენდამი.
19. და სოლომონ ძესა ჩემსა, მოეც გული კეთილი ყოვლად მცნებათა შენთა, და წამებათა შენთა და ბრძანებათა შენთა, და სრულიად აღსრულებად საქმე სახლისა შენისა.
20. და ჰრქუა დავით ყოველსა მას კრებულსა: აკურთხეთ უფალი, ღმერთი ჩუენი! და აკურთხა ყოველმან მან ერმან უფალი, ღმერთი მამათა მათთა, და მოიდრიკნეს მუჴლნი და თაყუანი-სცეს უფალსა მეუფესა მათსა.
21. და შეწირა დავით მსხუერპლები და მოართვა ყოვლად დასაწველები ღმერთსა ხვალისაგან პირველსა დღესა ზვარაკი: ათასი ვერძი, ათასი კრავი, ათასი ღჳნო, შესაწირავი სიმრავლედ მოართვა ყოველსა მას ერსა.
22. ჭამეს და სუეს წინაშე უფლისა სიხარულით მას დღესა შინა და მეფედ ყვეს მეორედ სოლომონ, ძე დავითისი, და სცხეს მას წინაშე მეფედ და სადუკს მღდლად.
23. დაჯდა სოლომონ საყდარსა დავითის, მამისა თჳსისა, და წარემართა მეფობა მისი და ერჩდა მას ყოველი ისრაჱლი.
24. და მთავარნი ძლიერნი და ყოველნი ძენი დავითის მეფისანი, მამისა მისისანი, დაემორჩილნეს მას.
25. და განადიდა უფალმან სოლომონ ზემო კერძო წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა და მოსცა მას დიდებაჲ მეფობისა, რომლისა თანა არა იყო ყოვლისა მეფობისა უწინარესისა მისისა.
26. და დავით, ძე იესესი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორმეოც წელ;
27. და ქებრონს - შჳდ წელ, იერუსალჱმს - ოცდაცამეტ წელ.
28. და აღესრულა დავით მეფე სიბერითა კეთილითა სავსე დღითა სიმდიდრითა და დიდებითა. და მეფობდა სოლომონ, ძე მისი, მის წილ.
29. ხოლო სხუანი დავითის მეფისანი, პირველნი და უკუანასკნელნი წერილ არიან სიტყუათა შინა სამოელ წინაწარმეტყუელისათა, სიტყუათა შინა ნათანის წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა შინა გადისთა მხილველისათა.
30. ყოვლისათჳს მეფობისა მისისა და ყოვლისა ძლიერებისა მისისა და ჟამნი, რომელნი იყუნეს მას შინა და ისრაჱლსა ზედა. და ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა. დაესრულა ნეშტთა თავი.