აღაღე პირი ჩიმი და აღივს[ე]ნ იგი მადლითა, რათა აღმოვთქუა სიტყუაჲ, სიტყუაო მამისაო, მხოლოდ შობილო, ჯეროვანი და ღირსი, შესხმად საყდრისა შენისა და სუეტისა ცხოველისა!

შემოკერბით კრებულნო, სულიერნო მორწმუნეთა ერნო, და ქებით უგალობდეთ დღესასწაულსა ამას, ყოვლად წმიდისა საყდრისა მაღლისასა, და სუეტსა ყოვლად წმიდასა ვადიდებდეთ და თაყუანის-ვცემდეთ!

სუეტო ყოვლად წმიდაო, ნათელო და ბრწყინვალებაო, და მზეო დაუვალო, რომელი ჰნათობ სულსა და გონებასა შინა მორწმუნეთასა, რომელნი აღგიარებთ სასოდ და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ!

ცათა მობაძავსა საყდარსა, რომელსა საშუალ საშოსა სუეტი უპყრიეს ძუძუდ, და - უშურველად წარმოგჳცენებს მიჰრონსა წმიდასა სახედ სძისა, ამას უგალობდეთ და ვადიდებდეთ!

სუეტო ბრწყინვალეო და ნათელო, ნათლითა შენითა შეგუზღუდენ შვილნი შენნი, რომელნიცა გარემოდგომით უთხრობთ გალობასა და შესხმასა საღმრთოსა შუენიერებისასა!

ეჰა გოდოლი სანატრელი, რომელსა გარეშეუცავს ნათელი და ბრწყინვალებაჲ დაუფარავი ნივთთაგან სიბრძნით და ღმრთივ-შუენიერად ნამუშაკევი ძისა ღმრთისაჲ!

დედა იგი სანატრელი, რომელსა ქრისტემან ღმერთმან მიანიჭა მოციქულებაჲ და ღირს იქმნა უხილავსა სუეტისა ამაღლებასა საკჳრველსა და კუალად შთამოსლვასა!

ჵ სანატრელო სუეტო, უცხოდ ხილულო წმიდისა დედაკაცისაგან, ზეცისა ჰაერთა ამაღლებულო და კუალად ღმრთის მოწყალებითა მოწევნით ჩუენ თანა გებულო!

სუეტად ნათლისად ყოვლად ბრწყინვალედ ქადაგებულო და მოსწავებულო წმიდათა მამათა და წინაჲსწარმეტყუელთაგან დედოფალო წმიდაო, ღმრთისა დედაო, მეოხ გუეყავ ჩუენ!

შენ ხარ სუეტი ნათელი ნათლისაგანი, რომელი ელვებრ ჰკრთებოდა იორდანეს და თაბორს მწამებელად ძესა ღმრთისასა!

სახედ შენდა ნათლისა სუეტი გამოაჩინა, ნათლისა სუეტო ქალწულო, შენგან ტჳრთულმან ღმერთმან. ამის[თჳს] თაყუანის-გცემთ შენ მის თანა!

ძუელნი და მამულნი იგი სჯულნი და ბომონთა ნაგებნი შეგუეცვალნეს საკჳრველად და მათ წილ მოგაქუს წმიდაჲ საყდარი და მიჰრონი და სუეტი ცხოველი სასოდ ჩუენდა!

ეჰა საღმრთო შეცვალებაჲ ესე, საყდარი არმაზის წილ და მიჰრონი ნაგებთა წილ, ხოლო ბომონთა - სუეტი წმიდაჲ ცხოველი მოგუანიჭა ძემან ღმრთისამან!

ქუეყანით ზეცას მიწევნილო და ზეცას დამკჳდრებულო, ხოლო ჩუენ თანა მარადის მყოფო სუეტო ცხოველო, დედოფალო წმიდაო, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა!

ზეშთა მბრძოლისა ჩემისათჳს და შემწისა უძლეველისა, სუეტისა წმიდისა და ღმრთივ-ბრწყინვალისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოილსა კუართსა ზედა და ელვრებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თჳსთა განაშუენებს და ცისკროის, და სიხარულთა მრჩობლთა მიანიჭებს რომელნი ქებასა შეასხმენ, გიხაროდენ სუეტო ცხოველო!

აჰა ესერა შემოკერბით დღესასწაულსა ამას წმიდასა საუფლოსა კიდენი ქუეყანისანი და ანგელოზნი კაცთა თანა, ყოველნი ერთბამად შეერთებითა სულისაჲთა, წინაჲსწარმეტყუელნი და მამათ-მთავარნი, მოციქულნი, მოწამენი და მღდელთ-მოძღუარნი, მამათა და ქალწულთა მწყობრნი, მოისწრაფეთ ყოველთა და მოიფრინვეთ, ძნობდით, ჴმობდით და ღაღადებდით, სცემდი ქნარსა წინაჲსაწარმეტყუელო და ყოველნო წმიდანო, წერილნი განჰჴსნენით ქებისა შესხმად სუეტისა ცხოველისა და იტყოდით: ”გიხაროდენ სუეტო წმიდაო და ცხოველო, რამეთუ კუართსა ზედა საღმრთოსა ჰცისკროი! გიხაროდენ სუეტო განმანათლებლო ცისკიდეთაო, რომელი ანაყოფებ სულთა უკუდავებითა! გიხაროდენ სუეტო სანატრელო, რომელი სამარადისოდ ბრწყინვალითა თუალითა უჭჳრობ წმიდასა კუართსა! გიხაროდენ, რომელი ჰკრთები ელვის სახედ, და წმიდა[სა] მიჰრონსა უწყაროებ მორწმუნეთა! გიხაროდენ სუეტო საღმრთოო მგემებელო სიტკბოებასა სულთასა! გიხაროდენ სუეტო თანამზრახველო და მესაიდუმლეო დიდისა ღმრთისმეტყუელისა მოსესო! გიხაროდენ წინამძღუარო და თანამოგზაურო ისრაელთაო! გიხაროდენ ახლისა სჯულისა მოსწავებაო, თაბორს და იორდანეს მსახურ ქმნილო ძისა ღმრთისაო! გიხაროდენ ნათელო ნათლისა მწამებელო ძედ საყუარელად! გიხაროდენ მამათა მოღუაწეთა უდაბნოჲსათა და წმიდათა მოწამეთა სასოებაო, ჟამად-ჟამად სახილავო ბრწყინვალეო! გიხაროდენ მზებრთა ოქროს სახეთა შუქთა გულსა მორწმუნეთასა ისრებრ მსროლელო! გიხაროდენ სიონს მოციქულთა ზედა ათორმეტ ნაწილად ენად ცეცხლისად გარდამოელვებულო! გიხაროდენ უფროჲსად ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მსახეებელო, ქუეყანით აღმოცენებულისა და ზეცას აღმწუერვალებულისა, რომელმან ღმერთსა შეგუაერთნა. გიხაროდენ სუეტო ცხოველო!

ანგელოზებრ ზეშთ ბრწყინვალედ და ზენათა მიერ ძალთა ქებით ძნობილად, ხოლო ყოვლისა მკჳდროანისა მამზებელად სასწაულთა მიერ მხილველნი და მეცნიერ ქმნილნი განკჳრვებით მდგომარენი ვღაღადებთ შენდამი, მეტყუელნი ესევითართთა: გიხაროდენ, რომლისა ბრწყინვალებითა ნათობს ცისქუეშე! გიხაროდენ, რომლისა საკჳრველებითა ელავს სოფელი! გიხაროდენ მზეო დაუვალო ყოვლად ბრწყინვალეო! გიხაროდენ ნათელო, ნათელთა მძლეო ელვარებითა! გიხაროდენ, რამეთუ წმიდასა ზედა და ნეტარსა ჰსცისკროი კუართსა! გიხაროდენ, რამეთუ ელვებრ აკრთობ საყდარსა ძისა ღმრთისასა! გიხაროდენ მოკლებულისა სარწმუნოებისა განახლებაო! გიხაროდენ, კერპთა ვიდრემე სიბოროტისა წარმწყმედელო, ხოლო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღმომაჩინებელო! გიხაროდენ, რომელმან ნათელშეცვულ ჰყვენ მკჳდროვანნი! გიხაროდენ, რომელმან მოსრენ ძენი აგარისნი უსჯულონი და აღადგინე რქაჲ მაცხოვარებისაჲ! გიხაროდენ, წინა-მბრძოლო უძლეველო ქრისტეანეთაო, ღმრთისა კაცთა დამაგებელო! გიხაროდენ, მომგებელო ერად საზეპუროდ ნათესავად წმიდად სამეუფოდ! გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანის-ცემენ დამბადებელსა! გიხაროდენ სუეტო ცხოველო!

ეჰა საღმრთოჲ სიხარული! ეჰა დღესასწაული უფროჲ[ს] სადიდებელი! ჵ რაბამი სიტკბოებაჲ, სულისა უკუდავ მყოფელი, რამეთუ სამებისა წმიდისა გამომხატველთა საყდარსა ღმრთისასა, სუეტსა ნათლისასა, და კუართსა წმიდასა საუფლოსა, ერი მორწმუნეთა უგალობს და ქებასა შეასხამს, რომელსა ანგელოზნიცა ძნობით უპირობენ! გიხაროდენ, საყდარო ღმრთისა მაღლისაო! გიხაროდენ კუართო, ნათლისა შემცველო! გიხაროდენ სუეტო ცხოველო!

საჴმილსა შინა ჯოჯოხეთისასა პირველ მიმავალნი ღმრთისა მოწყალებათაგან გამოჴსნილნი ვღაღადებდეთ და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ უფალო!

არმაზისა ბომონსა პირველ ყრმანი დაიკლოდეს და ტიროდეს, ხოლო აწ სუეტსა წინაშე, ემბაზსა შინა, ნათელ იღებენ და ღაღადებენ, კურთხეულ ხარ [შენ უფალო]!

გიხაროდენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო უბიწოო! სუეტო, სიმტკიცეო ჩუენო! ელვის სახედ განმანათლებელო და განმაბრწყინვებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩუენისა!

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო! გაქებთ და გადიდებთ, რომელმან ღირს გ[უ]ყვენ ამის წმიდასა დღესასწაულსა მოწევნად და მხიარულ ყოფად სულთა და გონებათა ჩუენთა!

გიხაროდენ სუეტო, რამეთუ ჴორცთა სცავ განსაცდელთაგან, ხოლო სულსა ნათელსა საცნაურ ჰყოფ ემბაზისა და მიჰრონისა მიერ, და ჩუენ დაუცხრომელად თაყუანის-გცემთ!

გიხაროდენ სუეტო, რამეთუ ელვებრ ჰბრწყინავ შორის ცისა და ქუყანისა, და სიყუარულისა მიერ შეგიკრვან და შეგიერთებიან ზეცისა და ქუეყანისანი!

ლოდი ნათლისაჲ, უჴელოდ დამოკიდებული ჰაერთა, უხილავად მდგომარე არს და ანგელოზნი კაცთა თანა უგალობენ დაუდუმებელად: დიდებაჲ სუეტსა სასოსა ჩუენსა!

საყოფელო სახლო წმიდაო დიდებისა ღმრთისაო, ეჰა დიდად შუენიერებასა სიწმიდისა შენისასა, რამეთუ სუეტი შენითურთ გუახარებს შვილთა თჳსთა და გუფარავს!

სუეტო ჩუენო და ნათელო, დედაო ძისა ღმრთისაო! რომელმან ძუძუთა თჳსთა მიერ იესუ ღმერთი აგემე, ეგრე სახედვე სუეტისა მიერ მიჰრონსა ჩუენცა გუაგემე შენ!