III
იზა მოედანზედ გამოდის
მეორეს დღეს საღამოზედ, შემდეგ მორისის დაჭერისა, დიდი ბრწყინვალე
წვეულება იყო ლამაზ სახლში ოტეილში, რომელიც მთელმა პარიზმა კარგად
იცოდა და რომელიც იყო ბულონის ტყის სიახლოვეს. ვარაყიანი ქუჩის მესერი
და უშველებელი ზვავი ყვავილებისა შიგ შუა ეზოში გაჩაღებული იყო
ჩირაღდნებითა და სხვადასხვაფერ სანათურებითა. შესავალ კარის ორივე
მხარეს უშველებელი ხომლები იდგა და თვითონ შესავალ კარზედ შეკრული
იყო კარავი ხავერდისა ოქრომკედის ფუნჯებითა. ფანჯრები სახლის ორივე
სართულისა, მაღლები და ვიწრონი, ბრწყინავდნენ სინათლითა; ბაღი სახლთ
უკან, განათებული სხვადასხვაფეროვან სანათურებითა, სხივოსანს დისკოს
ემსგავსებოდა.
ღამის თერთმეტს საათზედ უხვად მორთულს ოთახებში და ბაღის
ხეივნებში ბუზსავით ირევოდნენ სტუმრები, რომელთ შორის ნახავდით
ყოველ წოდების კაცსა, ხოლო ყველაზედ ბევრნი არტისტები იყვნენ. მრავალი
ხალხი გარს დასტრიალებდა პარიზში გამოჩენილს ლამაზს ქალებსა.
ამ ბრწყინვალე გუნდში ორი კაცი დინჯად ერთად დადიოდნენ და
დარბაისლობა მოსამართლეებისა ზედ სახეზედ ეწერათ. ერთი იქნებოდა
ორმოცდაათისა და მეორე ორმოცის წლისა, უკანასკნელი ძალიან ლამაზი
კაცი იყო.
- საყვარელო ამხანაგო, - უთხრა უხუცესმა, - როგორც ეტყობოდა, ამ
სახლის შინაური იყო, - მოდი, აი ბექზედ გადავდგეთ და მოვწიოთ, ისა
სჯობია. აქ მეტად ცხელა.
- არა, ჩემო პატივცემულო მწრთველო, ერთი კიდევ შემოვიაროთ ეს
ოთახები. მე მინდა ერთხელ კიდევ მაინც დავინახო ის ქალი.
- მაგისათვის რამოდენა ხალხში უნდა გავძვრეთ და გამოვძვრეთ, იცით?!
მოთმინება იქონიეთ-მეთქი. მე ამას წინად თქვენზედ მელაპარაკებოდა.
- ნეტა რა უნდა ეთქვა ჩემზედ? არც კი მიცნობს.
- თქვენ მეუბნებით, რომ არ მიცნობსო, მაგრამ კვალში კი ჩასდგომიხართ,
უკან დასდევთ, საცა კი მიდის, ანთებულს თვალს არ აშორებთ. როცა ისე
უნებლიედ შემოგხედავთ ხოლმე, სახეზე ალი-მული აგდით, წითლდებით
როგორც მორცხვი ბაშვი და თუ კაბის შრიალიც მოგესმათ, ჟრჟოლა
მოგივლით ხოლმე. თქვენ ამბობთ არ მიცნობსო, ბატონო, და იმას თქვენს
მეტი არავინ ახსოვს. ხომ ნახეთ, სასტუმროში რომ მიდიოდა, თვალით
ვიღაცას დაეძებდა.
- ახლა თქვენ გინდათ დამარწმუნოთ, რომ მე მეძებდა, რაღა?!
- მაგას ეჭვი არა აქვს... ამ სამის დღის წინად იუსტიციის მინისტრის
ბალში მკითხა თქვენი ვინაობა. მე ვუთხარი, ახალი გამომძიებელია-მეთქი,
პუატიედამ, ოსკარ ვერშემონი-მეთქი. მაშინ მკითხა: მგონი მაგას მიანდეს
საწყალ ლეა მედანის საქმეო. აი ხომ ხედავთ, ჩემო მეგობარო, სცოდნია, ვინცა
ხართ და თქვენზე თვალიც სჭერია კიდეც.
- ჩემზედ კი არა, უფრო საწყალს ლეა მედანზედ, რომელთანაც, ამბობენ,
მაგას დიდი მეგობრობა ჰქონია.
- არა მგონია.
- მაგას თავი დავანებოთ. ერთი მითხარით დასასრულ, ვინ არის ეგ ქალი?
მე არა ერთხელ მიკითხავს თქვენთვის ეგევე და თქვენ ყოველთვის ამას
მეუბნებით სიცილით: "ძალიან დიდი და გავლენიანი ქალიაო და ამაზედ
მეტი კიდევ ისაო, რომ მთელს პარიზში მაგას სილამაზით არავინ არა
სჯობიაო". მე აქედამ ვერა შევიტყე რა. თუ ღმერთი გწამთ, მითხარით, ვინ
არის?
- ძალიან კარგი, მე გეტყვით ყველაფერს, რაც კი მაგ ქალზედ ვიცი, მაგრამ,
ღვთის გულისათვის, აქედამ გავიდეთ, თორემ ლამის სიცხემ სული
ამომართოს. წავიდეთ, საცა სწევენ, იქ ცოტა ხალხია.
ჩვენმა მეგობრებმა გასწიეს და შევიდნენ ჩიბუხის მოსაწევ ოთახში,
რომელიც ბაღისაკენ იყო, და მოუკიდეს სიგარებს,
- მე გულახდილად გეტყვით ყველაფერს, - დაიწყო ვერშემონის
მოსაუბრემ, - რას აკეთებს ეგ დედაკაცი? არვინ ოცის. მისი ცხოვრება
ყველასათვის საიდუმლოა; ყოფაქცევა სამაგალითო და უჩირქო აქვს და
მეტად მდიდრულად სცხოვრობს. საიდამა აქვს მაგოდენა ფული? არავინ
იცის. იმპერატორის სასახლეში კაი თვალით უყურებენ და ხშირად დაიარება
გარეშე საქმეთა სამინისტროში. ხოლო აფიციალურად არსად არ არის
მიღებული. აი ნამდვილი. ახლა ჭორებს დაუგდეთ ყური: ამბობენ, რომ
გერმანელებისაგან გამოგზავნილი მზვერავიაო, მოლდავანის ქალიაო და არა
ჩვენებური და პრუსია ჯამაგირს აძლევსო. ზოგნი ამბობენ, რომ
ნაპოლეონისათვის ბევრს ფულებს შოულობდაო, სხვანი ამტკიცებენ, რომ
ნაპოლეონიხ ხასააო და მე კი მგონია, თუმცა ვერ დავამტკიცებ კი, რომ ეს
სულ
ტყუილი ჭორებია. სახელად ჰქვიან იზა-ჟორჟინა ზინსკა.
თავადისშვილის ოჯახისაა. საფრანგეთში მოსულა რამდენიმე წლის წინად.
აქ შეურთავს მდიდარი ფინანსისტი ფერნან სეგლენი. ამის გამო ეხლა ის
ქვრივი სეგლენია, მაგრამ ყველანი ეძახიან "ლამაზი იზა სეგლენ ზინსკაო".
ბანკირი სეგლენი, როგორც ყველა ბანკირები, რომელნიც თავადისშვილის
ქალს ირთავენ, გაკუტრდა. მერე მოკვდა კიდეც გიჟების სახლში და ქვრივმა
იზამ თავისი მზითევი უკანვე მიიღო. ეხლა ძალიან მდიდარია და ყველას
გულახდილად ეუბნება, რომ მინდა შევიყვარო ვინმეო და შერთვით კი
არავის შევირთავო. აი ყველაფერი, რაც იმაზედ ვიცოდი და ვიცი... ერთი ეს
მითხარით, რაზედ ჩაფიქრდით ეგრე ღრმად?
ყმაწვილმა კაცმა თვალი ბაღს გაუშტერა.
- აჰა, - განაგრძო პირველმა, - რა კარგი ვქენით, რომ აქ შემოვედით.
სასტუმრო ოთახებში არა მგონია მივეშვით ვისმე იმის სანახავად, აქ, - ვერა
ხედავთ? - თვითონ მოდის ჩვენსკენ, თითქო რაღაც ანდამატი იზიდავსო.
ყმაწვილი კაცი მარდად უკუიქცა ფანჯრიდან, თავი ჩაღუნა და გულზედ
ხელი წაივლო. თვალი თვალს შეახვედრეს ქალმა და ამან.
- დასწყევლოს ღმერთმა, და თქვენ აღარა ხუმრობთ, მართლა გიყვართ ეგ
ქალი. უნდა მივიღოთ რაიმე ზომიერება, თორემ შენი მტერი, - უთხრა
სიცილით მეგობარმა.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სიყვარულის ცეცხლი ჩაეგდო ვერშემონის
გულში,
სწორედ
ღირსი
იყო
სიყვარულისა.
ქალი
მოდიოდა
თაყვანისმცემლებით გარს მოხვეული და ბრწყინავდა თავის მომხიბლავის
სიტურფითა. თვალად ოცისა თუ ოცდახუთის წლისა იქნებოდა.
რაც უნდა ავწეროთ მისი სიტურფე, მაინც სიტყვით შეუძლებელია
გამოხატოს კაცმა მოხდენილობა, მიხვრა-მოხვრა და ყოველივე საგანგებო
ღირსება იმ მართლა-და საუცხოვო ქალისა.
ყოვლად მშვენიერი იზა სეგლენ-ზინსკა საგანგებოდ იყო მორთული. ეცვა
აბრეშუმის თეთრი, ვიწრო კაბა, ახდილი გულისპირი აჩენდა შუქფენილს
გულ-მკერდსა და ყარყატა ბროლის ყელსა და გძელი ხელთათმანი თითქმის
იდაყვამდის ფარავდა ხელებს, ისე პაწაწებს, თითქო ბაშვის ხელებიაო. მის
სიტურფეს ისეთი ზედმოქმედება ჰქონდა კაცზე, რომ დანახვის უმალ ყველა
კაცი აღტაცებით წამოიძახებდა:
- აჰ, რა ლამაზია!
მშვენიერმა იზამ თავისი თვალი ვერშემონის თვალს შეახვედრა. ჟრჟოლამ
დაუარა ტანში ვერშემონს, ვერ გაუძლო მის ცეცხლმოკიდებულს თვალს და
უნებლიედ ხელიდამ სიგარა გააბდო.
- აბა ეს შემთხვევა ხელიდამ არ გაუშვა, - უთხრა მისმა მეგობარმა, ხელი
მოჰკიდა და წაიყვანა იზასკენ, რომელსაც გარს ეხვია აუარებელი ხალხი.
ოსკარ ვერშემონი გაჰყვა ისე, რომ არც კი ესმოდა სად მიდის, ანუ უკეთ
ვსთქვათ, სად მიჰყავთ.
მეგობრები რამდენსამე საფეხურზდ ჩამოვიდნენ და გაემართნენ სახლის
პატრონისაკენ. ორი ბიჯი აღარ დარჩენოდა იზამდე, რომ ოსკარი უეცრად
შეჩერდა, თითქო გაქვავდაო.
- მშვენიერო მასპინძელო, - უთხრა ოსკარის მეგობარმა, - ნება მომეცით
მთელი ჩემი აღტაცება გამოვსთქვა. თქვენ უმშვენიერესი, უტურფესი რამა
ხართ ქალთა შორის, თქვენ ხართ მნათობი, რომლის გარეშემო ჩვენ ყველანი
ვტრიალებთ.
- თქვენც ყველაზე უფრო საყვარელი და სასიამოვნო ხართ მამაკაცთა
შორის.
- ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი ახალგაზრდა მეგობარი ოსკარ
ვერშემონი, ყველაზე უფრო გულმხურვალე თაყვანისმცემელი თქვენი.
- მე დიდად მოხარული ვიქნები, თუ ამ ჩემს უკეთესს მეგობარს და
მრჩეველს მატიე დიუტალთან ერთად გნახავდეთ ხოლმე ჩემს სახლში ჩემს
დანიშნულ საღამოებზედ.
ახალგაზრდა გამომძიებელს გულმა ფეთქა დაუწყო, როცა
იზას
მომხიბლავი ღიმილი დაინახა. ისე გაშტერდა, რომ არ იცოდა რა ეთქვა
პასუხად და ხმაამოუღებლივ ეჭირა თავის მთრთოლარე ხელში გამოწვდილი
მშვენიერი ხელი იზასი.
- მე მაგას უდიდეს... ბედნიერებად დავსახავ, - უთხრა ბოლოს როგორც
იყო, - მე არ ვიცი, სხვა მაგაზედ უმაღლესი ნეტარება იქნება რამე კიდევ...
მატიე ღიმილით შეჰყურებდა თავის მორცხვს მეგობარსა და თვალი უყო
იზას, თითქო ეუბნებაო: "რაო, განა არ გითხარით, რომ გაგიჟებით
უყვარხართ-მეთქი".
ამ დროს დარბაზიდამ მხიარულის ვალსის ხმა მოვიდა. მატიემ მიზეზად
ეს აიღო, რომ თავისი მეგობარი გამოეყვანა იმ ეხერხულ მდგომარეობიდამ,
რომელიც თითქმის სასაცილოდაც ჰხდიდა.
- გესმით, საყვარელო ოსკარ, ვალსს უკვრენ, - უთხრა მატიემ, - თქვენი
ახალი ნაცნობი ვერ ბედავს საცეკვაოდ გაგიწვიოთ, თუმცა თქვენთან ცეკვის
სურვილით კი იწვის.
- ბოდიშს ვიხდი; მე ისე გამაშტერა თქვენმა სიტურფემ, რომ მართლა-და
ვერ გამიბედნია გთხოვოთ ჩემთან ცეკვა.
- წამობძანდით, - უთხრა იზამ და მიაწოდა ხელი.
შევიდნენ საბალო დარბაზში. იზა სიამოვნებით ბრწყინავდა, ოსკარი კი,
უნდა ვსთქვათ, გაუბედავად მიდიოდა, მთელი ტანი თრთოდა, თითქო
მთვრალიაო, ანუ ციება აძაგძაგებსო. როცა კი დარბაზში მოხვია ხელი მის
ლელწამს ტანსა, თავის მხარზე მისი ხელი იგრძნო და თვალთა წინ დაინახა
მთელი სიუხვე მის თოვლივით თეთრ გულმკერდისა, გაფითრდა და კინაღამ
არ წაიქცა, მაგრამ ძალიან მალე დაიმორჩილა გულის ღელვა, მაგრა მიიკრა
გულზედ იზა, თვალი თვალში გაუყარა და სთქვა:
- ოჰ, ღმერთო, რა ბედნიერი ვარ!
-- რაო, რა სთქვით? - სწრაფად ჰკითხა იზამ.
- უკაცრაოდ... არაფერი.
და წავიდნენ ტრიალით იმ დიდს დარბაზში. ორივენი კარგი მოცეკვავენი
იყვნენ და ყველანი შურით უყურებდნენ ამ ვნებით აღვსილს ქალ-ვაჟსა,
რომელნიც ტრიალებდნენ მუსიკის
ხმაზე რაღაც ნეტარებით სავსე
აღტაცებითა.
ვალსის მერმედ, ოსკარს უნდოდა იზა წაეყვანა პატარა სასტუმრო ოთახში,
ეგონა დაიღალა და მოსვენება უნდაო. მაგრამ იზამ, ხელდანდობილმა მის
ხელზედ, უთხრა:
- არა, არ დავჯდები, თუ თქვენი ნებაც იქნება, ესე მოვიაროთ სულ ყველა
ოთახები.
- თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ... ყველანი
შურით
დამიწყებენ ცქერას.
- საშურველი რა არის აქ?
- განა საშურველი არ არის თქვენთან ხელიხელგაყრით სიარული? თქვენ
არ იცით, რამოდენა ხანია ვნატრობდი თქვენს გაცნობასა.
- დიდი ხანია?
- დიაღ, ძალიან დიდი ხანია.
- თქვენმა მეგობარმა მატიემ კი სულ ამ ორის თუ სამის დღის წინად
დამიწყო თქვენზედ ლაპარაკი და ნება მთხოვა თქვენის გაცნობისა. მე უწინ
არსად მინახვიხართ... მაგრამ მგონია თქვენ ეხლახან გადმოხვედით პარიზში.
- ოთხი წელიწადიც არის.
- ხოლო გამომძიებლად ეხლახან დაგნიშნეს?
- დიაღ, ნახევარი წელიწადი იქნება.
- გამომძიებელი... იმისი თანამდებობა ის არის, რომ დამნაშავენი
აღმოაჩინოს, განა?
- დიაღ, ბატონო.
- ეგ თანამდებობა მეტად მძიმე და უსიამოვნო უნდა იყოს, ჩემის ფიქრით.
- ზოგჯერ, მაგრამ კაცი მალე შეეჩვევა ხოლმე. უფრო ბევრი, რომელთ
წინააღმდეგაც ვაწარმოებთ ხოლმე საქმეს, სიბრალულის ღირსნი არიან.
- მე ძალიან მიყვარს გამოჩენილ საქმეების გარჩევაში დასწრება. ხშირად,
მატიეს წყალობით, დავსწრებივარ განსამართლების დროს და ყოველს, რაც იქ
მინახავს და მსმენია, დიდი ზედმოქმედება ჰქონია ჩემზედ.
ახალგაზრდა გამომძიებელმა ორიოდჯერ მოიწადინა ლაპარაკის საგანი
გამოეცვალა, მაგრამ ლამაზი ქალი მაინც თავისას ჰლაპარაკობდა სულ
სისხლის სამართლის საქმეებზედ. ეს ძალიან ეოცა ოსკარს, თუმცა წინად კი
შეტყობილი ჰქონდა, რომ იზა უცნაურის ხასიათის ქალია.
- ეხლა იმისთანა თვალსაჩინო მძიმე საქმე ხომ არა გაქვთ რა ხელში? ჰკითხა იზამ.
- რატომ, - ყოველთვის არის ხოლმე. უნდა კი მოგახსენოთ, რომ ეგ
ვერაფერი სიტყვის მასალაა თქვენისთანა მშვენიერისათვის.
- მე მიყვარს-მეთქი სასისხლო სამართლის საქმეები. თუ თქვენ კაი
ღირსსაცნობი საქმე რამ გექნებათ, ბილეთი მიშოვეთ, რომ გარჩევაში
დავესწრო. თუნდა მატიესა ჰკითხეთ: იმან იცის, რომ მე მაგისთანაები ძალიან
მიყვარს. თუ ღმერთი გწამთ, მიამბეთ რამე, იქნება ერთის დიდის
დანაშაულობის რამე საქმე იცოდეთ, ან თქვენ თვითონ გქონდეთ.
- დიაღ, მე მონდობილი მაქვს ერთი გამოძიება მეტად საიდუმლო
საქმისა... შემიტყვია კიდეც, ვითომც თქვენც იცნობდით მსხვერპლსა იმ
საშინელის ავკაცობისას.
- მე?
- დიაღ, ლეა მედანი, ის მშვენიერი ახალგაზრდა ქალი რომ მოკლეს, იმას
მოგახსენებთ.
- მე იმას სულაც არ ვიცნობდი. ერთხელ ბულონის ტყეში სეირნობის
დროსა ვნახე და ერთიც გაზეთებში წავიკითხე იმისი სიკვდილის ამბავი.
- მით უფრო კარგი, - შენიშნა ღიმილით გამომძიებელმა.
- ეხლა ეგ საქმე რაზეა შემდგარი? - ჰკითხა ცნობისმოყვარეობით იზამ.
- ერთი დამნაშავეთანი ვიპოვეთ.
- კარგია!
- მაინც კიდევ ეგ საქმე რაღაც გაუგებარი და საიდუმლოა.
- თუ დამნაშავე ხელში გყავთ, ყველაფერი მალე გამოცხადდება.
- აი, ბატონო, თუმცა ჩემი ხელობა ვერაფრად სასიამოვნოა, მაგრამ მაინც
გულმოდგინებით ვექცევი და ყოველს ჩემს გონიერებას, ლოღიკას ზედ
ვადებ. პოლიციელნი, ჩუმად-მაძიებელნი ძალიან მალე გაჰხვევენ ხოლმე კაცს
და ამტყუნებენ. მე იმათს მაგალითს არ მივდევ. მე ვერ ვენდობი ხოლმე
ბრმად გამოძიებულს საქმეს პოლიციისას. მაგალითები, ამ საქმეში
პირველდაწყებითი ძიება მე თითონ მოვახდინე და რადგანაც გადაწყვეტილი
ვერა შევიტყე რა, ახლის გამოძიებისათვის გადავდე საქმე.
- მაშ, - სთქვა იზამ რაღაც უცნაურ კილოთი, - თქვენ უბძანეთ ხელახლად
გამოიძიონ საქმე?
- დიაღ, და მე თვითონაც მონაწილეობას მივიღებ გამოძიებაში.
ორივე ჩაჩუმდნენ. რამდენსამე წუთს შემდეგ იზამ უთხრა გამომძიებელს,
რომ დრო არისო პატარა შევისვენოვო და სთხოვა, წამიყვანე იმ ოთახში, საცა
სათამაშო ქაღალდის მაგიდებია დადგმულიო. შევიდნენ და იმ ოთახში სულ
არავინ იყო. თვითონ იზა დაეშვა დივანზედ და ოსკარს ანიშნა სელი თავის
გვერდით.
- უკაცრაოდ კი, ბატონო ვერშემონო, - უთხრა იზამ და აათამაშა ხელში
მარაო, - მე მგონია, თავი მოგაწყინეთ ჩემის ცნობისმოყვარეობით. რა ვქნა,
ძალიან მიყვარს იმისთანა საქმეები, საცა სიყვარული და კაცისკვლაა
გარეული.
- მგონია, თქვენთვის საინტერესოა მაგგვარი საქმეები, როგორც
მელოდრამა? - ჰკითხა ოსკარმა სიცილით.
- სწორედ... მიამბეთ იმ ქალის მოკვლის ამბავი... რა იპოვეთ... რა ნახეთ...
რა გგონიათ... რას ჰფიქრობთ...
- ოჰ, ღმერთო ჩემო, აქამომდე ჯერ არაფერია ნამდვილად ცნობილი. ხომ
წაგიკითხავთ, რა ყოფით ვნახეთ მკვდარი?
- დიაღ, - უპასუხა იზამ ღიმილით და მიიფარა მარაო სახეზედ.
- ჯერ გვეგონა, რომ ქალი მოუკლავს საყვარელსა იმ აზრით, რომ
გაჰქურდოს, რადგანაც სახლში ვეღარც ფული ვნახეთ, ვეღარც ნივთები. ჩვენ
ვიპოვეთ ერთი ქარგალი, ისეთი ლამაზი, რომ მისი შეყვარება იმისთანა
ქალისაგან, როგორიც ლეა მედანი იყო, საკვირველი არ იქნებოდა. ამის მეტი
ჯერ არა არის რა. მე დაწვრილებით გამოვკითხე ქარგალს და მგონია, რომ ის
ამისთანა ავკაცობას ვერ იქმოდა. ამის გამო, თუმცა მრავალი გეშია და ნიშნები
იმ ყმაწვილკაცის წინააღმდეგ, მაგრამ მე ის დამნაშავედ ვერ მიცვნია და
ხელახლად ვეძებთ...
- გასასამართლებელი საბუთებიც რამ გექნებათ უსათუოდ.
- დიაღ, - უპასუხა ოსკარმა.
- დიაღო?! - წამოიძახა იზამ, ცოტად შეთრთოლდა და ბნელმა ღრუბელმა
გადურბინა შუბლზედ.
ოსკარმა თვალი მოჰკრა მაგ უნებლიეთს მოძრაობას ახალგაზრდა
ქალისას, ხოლო მიზეზად ის დასვა, რომ ქალს უყვარსო ამგვარი საქმეები,
როგორც აღმძვრელნი ძლიერის მგრძნობიერებისაო და ეხლა რაკი თვალწინ
წარმოუდგა, რომ სრულებით უბრალო კაცი ბრალეულთა სკამზე დაჯდებაო,
ამ წარმოდენამ, რასაკვირველია, თრთოლა მოჰგვარა გულჩჩვილს ქალსაო.
ოსკარი აშკარად ჰხედავდა, რომ იზას ძლიერ უნდა ამ საიდუმლო საქმის
შეტყობა და განაგრძო:
- ეს გამოძიება ჩემთვის მეტად დიდი რამ არის, ჯერ რომ პირველი საქმეა,
რომელიც მე მომანდეს, და მეორე - აქ პოლიტიკაც გარეულია.
- დიაღ, მეც მითხრეს ეგა.
- ქაღალდებია თურმე დაპარული, იმისთანა ქაღალდები, რომელნიც
ერთს ელჩს ვერაფრად ეჭაშნიკებაო. ფრიად საჭიროა ნამდვილი დამნაშავე
ვიპოვოთ. ის, ვინც ჩვენ ეხლა ხელში გვყავს, მისი თანაშემწე ყოფილა, ეს
ცხადად გამტკიცებულია, ხოლო მკვლელი კი ეგ არ არის.
- რა ძნელი უნდა იყოს მაგისთანა დაფარულს საქმეში რაიმეს პოვნა! უჰ,
რარიგად მინდა, რომ გამოძიებაში მეც დავესწრა!.. ახლა რაო, ყველგან
დაეძებთ, რაღა?
- სუყველგან.
- ახლა ხომ გეში უნდა რამე გქონდეთ.
- რაკი გეშია, თვითონ დამნაშავესაც მალე ვიპოვით ხოლმე. მაგრამ რა?
ათიოდე გეშიც გვქონდა, მაგრამ არა გამოდნა რა. მაინც და მაინც იმედს არა
ვკარგავ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება თუ ხვალე, ქალის
მკვლელს ხელში ჩავიგდებთ.
- ყმაწვილი კაცი რომ დაგიჭერიათ, უარზედ დგას?
- დიდს უარზედ, როგორც ყველა ბრალეული. ბრალი, რომელსაც მას
სწამებენ, ასეთი საშინელია და მისი წარსული ცხოვრება და ყოფაქცევა ისე
ცხადად ჰღაღადებს მის უბრალოებას, რომ პასუხსაც არ იძლევა. როცა
ვეუბნებით, რომ შენი ნაყიდიაო ის საგნები, რაც ქალის ოთახში ვნახეთო, ის
მხრებს იჭიმავს და ხმას კი არ იღებს. როცა ვკითხავთ, რას შვრებოდი იმ
უბედურების ღამესაო, ის მარტო ამას იძახის: მე სირცხვილად მიმაჩნია
ამისთანა სამარცხვინო ცილისწამებაში თავი ვიმართლოო.
- მაშ ჰფიცავს, რომ ლეა მედანს არ ვიცნობდიო?
- ამბობს, თავის დღეშიაც არ მინახავსო და თუმცა მის პირდაპირ ვიდეგი,
მაგრამ არც კი გამიგია, მოკლეს ვინმე თუ არაო.
- ახალ ძიებას რომ შევუდეგით, თქვენის სიტყვით, ახალი გეში იპოვეთ
რამე, თუ არა? მიამბეთ, რა აღმოაჩინეთ. თქვენ იქნება ჩემი
ცნობისმოყვარეობა გიკვირთ, მაგრამ როცა სასისხლო საქმის რომანებს
ვკითხულობ, ყველაზედ მეტად იპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას ჯაჭვი
საბუთებისა, რომლის რგოლებსაც ერთს მეორეზედ ჰკინძავს ჩუმადმაძიებელი პოლიციის მოხელე.
- ჯერ ერთი, რომ ჩვენ გვაქვს ნუმრები მოპარულის ბანკის ბილეთებისა,
რომლებზედაც ყადაღა დავადეთ კიდეც.
- მაგით მითამ რაო? კარგა ხანს არ გამოაჩენს და ისე შენახული ექნება.
- უეჭველია ეგრე მოიქცევა. ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ დაჭერილს
ყმაწვილკაცს გამოვათქმევინებთ, ვინ იყო მისი ამხანაგი. რადგანაც
საპოლიტიკო ქაღალდები, რომელიც მოიპარეს, მეტად საჭირონი არიან
ზოგიერთებისათვის, ამიტომაც ჩვენ თვალგაფაციცებით თვალ-ყურს
ავადევნებთ იმ ზოგიერთებს... ესეა თუ ისე, ქალის მკვლელის დაჭერა
ადვილია, ამას მარტო დრო უნდა.
- ვთქვათ, იმ უბედურს ქალს იმისთანა გეში ხომ არა დარჩენია რა, რომ
მკვლელის კვალში ჩაგაყენოთ?
- სრულიად არაფერი.
- და თქვენ მაინც დარწმუნებული ხართ, რომ სხვას იპოვით და
აღმოაჩენთ ნამდვილ მკვლელად?
- დიაღ.
- ბატონო ვერშემონ, გინდათ თუ არა ყველა ქალზედ უბედნიერესი მყოთ
ამ ქვეყანაზედ?
- მაგაზე განა ეჭვიც უნდა გქონდეთ?
- მე იმედი მაქვს, რომ ეხლა, როცა გაგიცანით, გაუწყვეტლად ივლით
ჩემთან ხუთშაბათობით.
- მე დიდის სიამოვნებით აღვასრულებ თქვენს გულკეთილს თხოვნას.
- მაშ ყოველთვის მაცნობეთ ხოლმე თქვენის გამოძიების მსვლელობა, რომ
გულში გამოვისახო, მართლმსაჯულება როგორ ასრულებს თავის მაღალს
მნიშვნელობას და როგორ ჰპოულობს ხოლმე ბოროტმომქმედს, რომელიც
მართლმსაჯულებას ემალება.
- ყოველს ხუთშაბათს ჩემი მოხსენება მოგერთმევათ ჩემგან.
- გმადლობთ. რა გზით იპოვეთ თქვენი პყრობილი?
- იმ ოთახში, საცა ქალი მოეკლათ, ორი შამპანურ ღვინის ბოთლი ვნახეთ
და შაქრის პურები... ჩუმად-მაძიებელნი დაფაცურდნენ მაშინვე, რომ
შეეტყოთ, სად და ვისგან იყო ესენი ნაყიდი, რადგანაც ვიცოდით, რომ ლეა
მედანი ქვევითად მოსულიყო შინ და თან არა მოეტანა რა... ბოლოს ვიპოვეთ
მედუქნეები, რომელთაც შამპანური ღვინო და შაქრის პურები გაეყიდნათ.
- იმათგან შეიტყეთ, რომ შამპანური ღვინო და შაქრის პურები იმ
ყმაწვილკაცს უყიდნია, რომელიც დაჭერილი გყავთ?
- დიაღ, ნიშნები გვითხრეს. იმათ აღიარეს, რომ შამპანური ღვინო და
შაქრის პურები მათგან არის გაყიდული და, როცა პირისპირ დავუყენეთ,
თვითონ ყმაწვილი კაციც იცნეს. თვითონაც კი იძულებულ იქმნა
გატეხილიყო, რომ სწორედ იმათგან ეყიდნა ღვინოცა და შაქრის პურიცა.
- რაო, მაშ თვითონვე გატყდა?
- ამაში თვითონვე.
- მაშ ეხლა რაღას ამბობს?
- პასუხს არ იძლევა. აი ხომ ხედავთ, რომ ეს დიდი საბუთია, მაგრამ მე
მაინც იმას ვამბობ, რომ ეგ მონაწილეა და არა მკვლელი.
- რაზე აფუძნებთ მაგ აზრს?
- ღმერთო ჩემო! თქვენ ვერაფერზედ უარს ვერ მოგახსენებთ და ეგ კი,
რასაც მკითხავთ, სათქმელად მეტად მეთაკილება.
- კარგი ერთი, - უპასუხა იზამ დაძმურად, - მე ისე მელაპარაკეთ, როგორც
ამხანაგს. გასათხოვარი ქალი ხომ არა ვარ... მე ქვრივი ვარ.
- ხომ გეხსომებათ, რა გარემოებაში აღმოჩნდა ეგ დანაშაულობა.
- ძალიან კარგად. ეგ ისტორია ასეთი უწმაწური ამბავია, რომ მაშინვე
ყურადღება მიიქცია ყველასი, ნამეტნავად ქალებისა. მე არა მჯეროდა, რომ
სხვის ხელით არის მკვდარი, მე მეგონა, რომ თითონ მოუკლავს თავი
იმედგადაწყვეტილ ვნებათღელვისაგან.
- ხომ გეხსომებათ, რომ ქალი წოლილა თავის საყვარელთან ქვეშაგებში.
წოლის ნიშნები აჩნდა ქვეშაგებს და ორს ბალიშს სხვადასხვა სურნელების
სუნი უდიოდა. ერთს ბალიშზედ, სახელდობრ იმაზდ, რომელზედაც კაცსა
სდებია თავი, ბოლოს რამდენიმე თმაც ვიპოვეთ.
იზა გულმოდგინებით ყურს უგდებდა და წყნარად განიმეორა:
- თმა იპოვეთ?. .. კარგია!..
- ის, ვინც ჩვენ დღეს ხელში გვყავს და ვისაც მკვლელობას ვწამებთ, მორის
ფერანი, ქერაა, - სთქვა გამომძიებელმა, - ის თმა კი, რომელიც ბალიშის
სადაფის ღილს მოეწყვიტა, ძალიან შავია. თვითონ ქალიც ქერაა.
- ააა!.. - წაიჩურჩულა იზამ და გაფითრდა.
- კიდევ ვიტყვი, დამწყვდეული ყმაწვილი კაცი მონაწილეა და ამას
უკისრნია ყველაფრის ყიდვა და საწამლავის მომზადება; ხოლო ის უბედური
ქალი კი სხვას მოუწამლავს. ჩვენ ვიპოვით მომწამვლელს, მორისს
ვათქმევინებთ იმის ვინაობას.
- სხვა არაფერი გეში არა გაქვთ იმ უცნობის ავაზაკისა?
- არაფერი, მაგრამ მორისს გავტეხთ.
- იმედი ვიქონიოთ, - თქვა იზამ და წამოდგა ისე აღელვებული, რომ
ოსკარმა ჰკითხა:
- რა დაგემართათ?
- არაფერი... აქ მეტად ცხელა, სული ვერ მომიბრუნებია და თქვენმა
ნაამბობმაც ამრია ცოტად. ხელი მომეცით, ბატონო ვერშემონ, და წავიდეთ
ბაღში.
- როგორც გენებოთ.
ორნივე ხელიხელგაყრილნი ჩავიდნენ კიბეზდ და შევიდნენ ხეივანში.
ოსკარი ჰგრძნობდა, რომ იზას ხელი უთრთოდა.
- "ყველა ქალი ერთისა და იმავე თვისებისანი არიან, - იფიქრა ოსკარმა, კაცისკვლის ამბავი ყველას აშინებს და გულს უხეთქს, მაგრამ მაინც კიდევ
ჰნატრულობენ ამგვარის ამბების გაგონებას".
IV
ტიუსსო ძალიან გახარებულია
ქალის მოკვლა ლაკუეს ქუჩაში თუმცა უცნაურის საიდუმლოებით
გარემოცული იყო, მაგრამ საზოგადოების ყურადღებას ძალიან არ იზიდავდა.
გაზეთებში თითქმის არასა სწერდნენ; ბევრმა, რომელთაც წაეკითხათ ამის
ამბავი, არც კი დაიჯერა ეს ამბავი და ამბობდნენ, ტყუილი იქნება,
მეგაზეთესაგან მოგონილიო, რომ რითიმე შეევსო გაზეთიო. გამოძიებას ისე
საიდუმლოდ აწარმოებდნენ, თითქო საქმეში იმისთანა გარემოება არისო, რომ
არ უნდათ გამოამჟღავნონ საქვეყნოდ, რადგანაც ზოგიერთ დიდკაცებისათვის
სათაკილოაო. როცა დაიჭირეს ქალის მკვლელობაში შეწამებული კაცი,
მხოლოდ ორიოდე გაზეთში გამოაცხადეს ეს ამბავი, ისიც გაკვრით და
მოკლედ. არც სახელი, არც ბინა შეწამებულისა არ იყო ნახსენები. აშკარაა,
მწერლებისათვის პირში ბურთი ჩაედოთ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" და
რადგანაც საზოგადოების ყურს ამ საქმისა აღარავისაგან არა ესმოდა რა, ეს
ამბავი ცოტ-ცოტად დავიწყებას მიეცა და თვით შეწამებულის დაჭერამაც ისე
უბრალოდ და უყურადღებოდ ჩაიარა, თითქმის მარეს უბანშიაც მორისის
ნაცნობებმა და მეგობრებმა არა იცოდნენ რა არც მორისის დაჭერის
თაობაზედ და არც იმ ბრალისა, რასაც მორისს სწამებდნენ.
ტიუსსოს სახლში სესილის ქორწინების დღის მერმედ საწყალი მორისი
არც კი ვისმეს უხსენებია. მაინც აქ არც არავინ იცოდა, რა მოხდა ლაკუეს
ქუჩაში, რადგანაც ეს ამბავი სწორედ სესილის წყალში ჩავარდნის დროს იყო
და აბა ტიუსსოს სახლში ვიღას ექნებოდა ხალისი სხვის საქმეების
გამოძიებისა და გამოკითხვისა. ამ სახით კლოდისა, ადელისა, გუდარისა და
სესილისათვის მორისი, ავადმყოფობისაგან განთავისუფლებული და
პარიზში დაბრუნებული, თითქო არც კი არსებობდა. მორისი სხვა უბანში
ჰმუშაობდა, წყევა-კრულვით იხსენიებდა და ცდილობდა სრულად
გულიდამაც ამოეღო ის, ვისაც ღალატობას სწამებდა.
თითქმის ყოველ დღეს სესილი დედის სანახავად მოდიოდა. იგი
უწინდელებრ მამის ანგარიშების წიგნებს აწარმოებდა. როცა ამას გაათავებდა,
დედა-შვილი მარტოკანი დაიწყობდნენ ხოლმე ლაპარაკსა. ადელი
ცდილობდა ნუგეში რამ ეცა შვილისათვის, რომელსაც ჰქენჯნიდა სინიდისის
გამხილება და ნუგეშსაც იმითი სცემდა, რომ მალე დაქვრივდებიო, გუდარის
სიკვდილზედ ისე გულდადინჯებით და გულგრილად ჰლაპარაკობდნენ,
თითქო ეს ამბავი ისეთი უბრალო რამ არის, რომ უეჭველად დღესა თუ ხვალე
თავის რიგზე და კვალობაზედ უნდა მოხდესო. თვითონ გუდარს კი არც კი
ახსენებდნენ და გუდარიც ძალიან ძვირად მოდიოდა ტიუსსოს სახლობის
სანახავად.
სამს დღეს შემდეგ ქორწინების მერმედ გუდარი მოვიდა ტიუსოსთან,
წაიყვანა კანტორაში, მოუჯდა გვერდით და უთხრა: - ეხლა ყველაფერი
გაგვითავდა, დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს საქმეებზედ. რამდენი ფულია
საჭირო, რომ ქარხანა ფეხზედ დააყენოთ?
- ღმერთო ჩემო! - დაიძახა ტიუსსომ, სირცხვილის გამო წამოწითლდა და
არ იცოდა სრული მართალი როგორ გაუბედოს სიძესა, - აი რა მინდა გთხოვო.
შენ ხომ გისესხებია ჩემთვის ხუთას თუმნამდე, ერთი ათასორასი თუმანიც
რომ მომაშველო, სწორედ ნახევარ წილში ჩამიდგები და მაშინ თთვე და თთვე
შენა და შენი ცოლი ორმოცს თუმანს შემოსავალს მიიღებთ ჩემგან
უდავიდარაბოდ.
ამას რომ ამბობდა, ტიუსსო პირდაპირ თვალებში შესცქეროდა თავის
სიძეს, უნდოდა მის თვალებში ამოეკითხნა, როგორ გასჭრა ჩემმა სიტყვამაო,
და ეშინოდა კიდეც, უარი არ მითხრასო. მაგრამ გუდარმა დინჯად უპასუხა:
- წინად რაც ფული მომიცია, იმას ნუღარ ახსენებ, ის წიგნებში ჩაწერილია
და ვიცით. ხოლო შენ ცარიელი დახლი უნდა რითიმე შეავსო, განა?
- რასაკვირველია.
- ბევრი ლაპარაკი რა საჭიროა, ცოტა სჯობს და რიგიანი. მე შენი სიძე ვარ,
შენ ერთადერთი ქალი გყავს, ქარხანა მე და შენია. შენს შემდეგ, აშკარაა,
მთელი ქარხანა ჩემს სახელზედ გადმოვა, რასაც გაძლევ ფულს, სულ ჩემად
დაინიშნება. საქმე ის არის, რომ ქარხანა კარგად და საფუძვლიანად
ვაწარმოვოთ. მე მაქვს ორი ათასი თუმნის ბანკის ბილეთები, რომელნიც
ასორმოცდაათს თუმანს სარგებელს მაძლევენ, ხოლო თუ ქარხანაში გავაბამ ამ
ფულებს, ერთი-ორად მომემატება სარგებელი.
- ერთი-ორადაო! - წამოიძახა ტიუსსომ გახარებულმა, რომ ამოდენა ფული
ხელში ჩაუვარდება, - ერთი-ორად კი არა, ერთი-ოთხად მოემატება.
- ძალიანაც ნუ გავაზვიადებთ. ათასორას თუმნით შეგიშლიან საქმე
რიგიანს გზაზე დააყენო?
- მაგის ნახევარიც სამყოფია. არ დაივიწყო, რომ ჩვენ ერთი გროშიც
აღარავისი გვმართებს. ვისიც რა გვემართა, ყველას დავურიგე იმ ფულიდამ,
რომელიც შენ მასესხე.
- სჯობს მეტი იყოს, ვიდრე ნაკლები.
- რასაკვირველია.
- ჩემი ბილეთები კაი ღირსებისა და სანდონიც არიან, არ მინდოდა გამეცა,
მაგრამ რასა იქ.
- თუ გაცემა არ გინდა, დავაგირაოთ, - დაასწრო ტიუსსომ.
- მეც მაგას ვფიქრობ. მაგრამ მე ბევრ სხვასავით ისეთი სულელი არა ვარ,
რომ მივიტანო ზარაფთან, ბილეთები მივცე გირაოდ, ორიოდე გროში
გამოვართვა და მერე ერთს მშვენიერს დილას შევიტყო, რომ ჩვენი ბატონი
ზარაფი სადღაც გაპარულაო.
- აბა მაგას რა თქმა უნდა, რომ დიდი სიბრიყვე იქნებოდა! - უპასუხა
ტიუსსომ სიცილით.
- აი რა უნდა ვქნათ: მე, როგორც გითხარი, ორი ათასის თუმნის
ბილეთები მაქვს. მე ვისესხებ ათას ხუთას თუმანს და ბილეთებს
დავუგირავებ და სარგებელსაც მივცემ, რასაკვირველია, იმ პირობით კი, რომ
ჩემი ბილეთები იმასა ჰქონდეს და კუპონებით კი თვითონ მე მივიღებ
კუთვნილს სარგებელს ბილეთებისას. ხომ იცი, ბევრს მოხელეებს ვიცნობ,
იმათ სულ მე ვუნახვივართ, რომ მე ვიღებდი კუპონების ფულს და არ მინდა
ეხლა ვაფიქრებინო, რომ მე ბილეთები გამიყიდნია, ანუ აღარა მაქვს. ამ სახით
ჩემი ქონება ისევ ისე ხელუხლებლად შემენახება, როგორც ჩემს საკუთარს
ხელში.
- ეგ ძალიან კარგად გიფიქრია. მაგრამ ჭირი ეს არის, რომ მაგგვარს საქმეს
მარტო მეგობართან თუ დაიჭერს კაცი, სხვა ვინ იყაბულებს?
- იქნება შენ იცოდე ვინმე იმისთანა.
ტიუსსო დაფიქრდა. გუდარი ხმაამოუღებლივ უყურებდა ტიუსსოს და
ულვაშს იგრეხდა.
- საქმე დამშია! - დაიძახა ტიუსსომ ბოლოს, - ერთი დედაკაცია ადელის
მეგობარი ანუ, უკედ ვთქვათ, ძველი მეგობარი დედიჩემისა; ზოგჯერ
გამიმართნია ხელი იმისაგან, ფული მისესხნია. იმას წარსულ კვირაში სახლი
გაუყიდნია. უნდა თურმე ბილეთები იყიდოს და უდავიდარაბოდ
სარგებლით იცხოვროს. შენც იცნობ, აი ბებერი პალიარის ქვრივი, შენს
ქორწილში რომ იყო უწინდებურ შალითა.
- მახსოვს.
- აი მას მიეც შენი ბილეთები ორი ათასის თუმნისა გირაოდ და ის
გასესხებს ათას ხუთას თუმანსა. ჩვენ ვაძლიოთ რვა სარგებელი იმ პირობით,
რომ კუპონებს ხელი არ ახლოს, მე თვითონ მოვჭრი, როცა დროა.
-- ძალიან კარგი.
- აბა, საყვარელო ანდრე, წადი, მოიტა ბილეთები და მე
ადელს
გავგზავნი, რომ მოილაპარაკოს.
- ბილეთები? თანა მაქვს.
ამ სიტყვაზედ გუდარმა ამოიღო ჯიბიდამ ერთი დიდი შეხვეული
ქაღალდი და მისცა ტიუსსოს.
იმავ საღამოს საქმე გარიგებული იყო. ბებერი პალიარი ქვრივი სადილად
ეწვია ტიუსსოს და მოიტანა თან ათას ხუთასი თუმანი და სამაგიეროდ შინ
წაიღო ბილეთები გუდარისა, ქაღალდში შეკრული და ბეჭედდასმული
თვითონ გუდარისაგან, რომ დედაკაცმა ხელი არ ახლოს.
მიღებულ ფულიდამ გუდარმა სამასი თუმანი თვითონ აიღო და ათას
ორასი მისცა ტიუსსოს. ამ დღის შემდეგ რომ ვისმეს გაებედნა ამის სიძეზედ
ცუდი რამ ეთქვა, ტიუსსო სწორედ ზედ შეაკვდებოდა. ტიუსსოს ქარხანა
ფეხზედ დადგა და ძლიერ კარგად გაიმართა.
თვითონ ტიუსსოც სულ სხვა კაცად შეიცვალა. რა ნატვრაც ჰქონდა, ყველა
აუსრულდა. გაკოტრებული ქარხანა, რომელსაც ესტიბარი გატეხილი ჰქონდა,
ცარიელი დუქანი და უგემურად მიმავალი მუშაობა ერთბაშად
გამოცოცხლდა. სიმღერა მუშებისა, კვერის ცემის ხმა, ქლიბის ფხაკუნი და
სხვა იარაღების ხმაურობა ამხიარულებდა ქარხანას, რომელიც უშველებლის
სანათურით სწორედ გაჩაღებული იყო. თაროები დუქნისა ჭედით იყო
გატენილი ბრინჯაოს ნივთეულობითა და ყველა ეს ელოდა მუშტარსა.
ტიუსსო იჯდა თავის კანტორაში და ელაპარაკებოდა ვაჭრებს,
რომელთაგანაც ქარხნისათვის საჭირო მასალებს ყიდულობდა, იჯდა
მხიარული, კმაყოფილი და ბედნიერი. ყოველს შემთხვევაში ტიუსსოს
პირიდამ მარტო ეს ამოდიოდა:
- მე უნდა ნაკლებ ფასად მომცეთ, სულ ნაღდ ფულზედ ვყიდულობო.
როცა მუშტრები ეწვევოდნენ კანტორაში, იმათ თვალწინ გააღებდა დახლს
და თვლიდა ფულებს, ოქროს, ვერცხლს და ბილეთებსა.
იმოდენა საქმე აუჩნდა ტიუსსოს ქარხანას, რომ ბოლოს ტიუსსო
ჰთაკილობდა კიდეც, როცა წვრილმანს რასმეს შემოუკვეთდნენ.
- ამ წვრილმანმა საქმეებმა თავი წაიღეს, - ამბობდა ხოლმე ტიუსსო, მადლობა ღმერთს, მოვრჩი, ეხლა დიდს საქმეს რასმეს მაინც შევუდგებიო.
ამ სახით ტიუსსოს ესტიბარი ისევ ფეხზედ წამოდგა და მის მტრებს ენა
მუცელში ჩაუვარდათ. ისინიც კი, რომელნიც ტიუსსოს ჰკიცხავდნენ, ქალი
გუდარს როგორ მიათხოვაო, ისინიც კი ეხლა მოდიოდნენ და ულოცავდნენ
შვილის გათხოვებას.
ამასობაში გუდარს ვერ მოუხდა სესილისათვის ის სირცხვილი ეჭმევინა,
რომელსაც გულში ჰქადულობდა ქორწინების ღამეს; არ ვიცით, ურჩია ვინმემ
თუ თვითონ მოვიდა ჭკუაზედ, მეორედ კი ვეღარ გაბედა სესილის წყენა.
პირიქით, ყველას ეგონა, რომ ახლად ჯვარდაწერილები ძალიან ბედნიერად
ცხოვრობენო.
ყველას ეგონა, რომ სესილი დაემორჩილა თავის ბედსა და თავის ახალს
ყოფასაო; რომ იგი მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ტკბილად ჰცხოვრებს
ქმართანაო, რომელიც ისეთივე ახალგაზდაა ლამაზია და პატივისმცემელიო.
გუდარი ძვირად ეჩვენებოდა ხოლმე ხალხს თავის უბანში, ამიტომაც ვერავინ
ვერც კი შეიტყო, რომ ამ დროს განმავლობაში გუდარი ორჯელ წავიდა
სადღაც პარიზიდამ და ისევ დაბრუნდა. სესილმა კი თუმცა იცოდა, მაგრამ
არავის არა უთხრა რა.
მარტო სესილის დედამ იცოდა ამათი ცოლქმრობის ამბავი. საწყალი
სესილი დედის გულზედ ჰღვრიდა ხოლმე ცრემლს თავისის უბედურებისას
და დედის კალთაში ეძიებდა ნუგეშსა. როცა საბრალო სესილის
სასოწარკვეთილება და უიმედობა უბზარავდა გულს, ადელს ისე
ებრალებოდა თავისი ქალი, ისე ჰქენჯნიდა სინიდისი, რომ ეტყოდა ხოლმე:
გინდა, შვილო, მორისი და შენ ერთმანეთს განახვოთო, მაგრამ ახალგაზრდა
ქალი კდემამოსილ მედიდურობით უპასუხებდა ხოლმე:
- განა მე ვინა გგონივართ?
სესილი სიამოვნებით ჰლაპარაკობდა წარსულ დღეებზედ, მორისზედ,
მის დაზედ; შესაძლოდ ხადიდა გუდარის სიკვდილსაცა და მას შემდეგ
მორისის შერთვასა, ხოლო მინამ ქმარი ცოცხალი ჰყვანდა, უნდოდა
ჩირქმოუცხებელი
ყოფილიყო.
გულის
სიღრმეში
თავმოწონებულ
სიხარულით აღიარებდა, რომ თუმცა ქმარი ჰყავს, მაგრამ მაინც ერთგულია
საყვარლის კაცისა, რომელიც მაინც კიდევ ღალატობას სწამობდა.
მარტო ტიუსსოს ეგონა, რომ ამის ქალს ქმარი უყვარს, ქმარი კიდევ,
როგორც ღმერთას, ისე თაყვანს სცემს ამის ქალსა.
ერთხელ ტიუსსომ სესილთან სადილის ჭამა მოიწადინა, ამბობდა,
გუდარი დიდი ხანია არ მინახავსო. სესილმა დედას შეხედა. ადელი მიხვდა
და უთხრა ქმარს: მე არ წამოვალო.
სადილზედ სესილი ძალიან თავდაჭერილად და დინჯად იყო, როგორც
ყოველთვის, და მამას არც დაჰკვირვებია ეს ამბავი. გუდარი ძალიან
მხიარულად იყო და ლაპარაკის ქეიფზედა. ტიუსსოს სიხარულს ბოლო არა
ჰქონდა, შეჰხაროდა თავის შვალის ბედნიერებას და როცა სესილი უეცრად
გუნებნაქცევსავით ავგუნებად გახდა, ტიუსსომ ყურიც არ ათხოვა და დაიწყო
კილოიანი ოხუნჯობა თავის სიძეზედ. გუდარი გაბოროტებისაგან გამწვავდა
და სესილი კი ჩუმად და მწარედ იცინოდა, უყურებდა რა ქმარს. სადილს
უკან გუდარმა ჩამოაცილა კიბეზედ თავისი სიმამრი და ხელახლად მოისმინა
მისგან უგემური ოხუნჯობა.
შემობრუნდა ოთახში ძალიან გაჯავრებული, საშინლად იგინებოდა და
იწყევლებოდა. სესილმა ხმა არ გასცა და დააპირა თავის ოთახში წასვლა.
გუდარმა გზა გადაუჭრა და არ გაუშვა.
- კმარა, ეს ოხერი, კმარა ამისთანა ჯოჯოხეთური სიცოცხლე!
- უკაცრაოდ, ბატონო გუდარ, მაგ ჯოჯოხეთს ბოლო არ ექმნება.
- სულ ტყუილია! ერთხელ გათავება სჯობია. რაც გინდა ჰქნა, შენ ჩემი
ნამდვილი ცოლი იქმნები, - დაიძახა გუდარმა და მისწვდა სესილს.
უნდოდა სესილისათვის ხელი წაევლო, მაგრამ ქალი მარდად გამოეცალა
ხელადამ, მივარდა მაგიდას, წამოავლო დანა და გულდინჯად უთხრა:
- ერთი ფეხის წინ წამოდგმა და შენი სიკვდილი ერთი იქნება.
გუდარმა თვალებში შეატყო, რომ სესილი აასრულებს მუქარას, ერთი
საშინლად დაიწყევლა და გზა მისცა სესილს. სესილი შევიდა თავის ოთახში
და ჩაიკეტა კარი კლიტით.
- რა საძაგელი რამა ვარ, რომ ყოველთვის ვუთმობ ხოლმე! - წამოიძახა
გუდარმა გულაშფოთებით.
V
მორისს ვერა გაუგია რა
როცა მორისი დაიჭირეს სახლში, ამელი მივარდა პოლიციის მოხელეებს
წივილ-კივილითა:
- ვერა, ვერა, თქვენ ჩემს ძმას ვერ წაიყვანთ.
მორისმა აკოცა თავის დას, ნაზად ხელი შეახო და უკან მიაყენა.
- ნუ სცხარობ, ამელ. აქ რაღაც შეცდომა უნდა იყოს. არაფერში
დანაშაულობა არა მაქვს და რად დამიჭერენ? მე გავყვები ამ ბატონებს და ისევ
მალე დავბრუნდები შინ... საუზმე მომიმზადე.
მორისი თუმცა ჰცდილობდა არა შეიმჩნიოს რა, მაგრამ გულში მეტად
სწუხდა, ხმამ კანკალი დაუწყო.
- რასა სწამებთ? - ჰკითხა ცრემლმორეულმა ამელიმ პოლიციის კამისარსა.
- მე მარტო ბრძანებას ვასრულებ და არ ვიცი, რა მიზეზით იჭერენ თქვენს
ძმას, - უპასუხა კამისარმა, გულნატკენმა ახალგაზრდა ქალის ქვითინისაგან, თუ აქ შეცდომაა რამე, როგორც თქვენი ძმა მოგახსენებთ, პოლიციაში ორ
წუთში ყველაფერა გამოცხადდება, ნურას შიშობთ, გამოუშვით თქვენი ძმა.
- ნება მომეცით, მე თან გამოგყვეთ.
- არ შეიძლება. აი ესენი (დაანახვა ჩუმად-მაძიებელნი), რომელნიც
ჩვენთან აქ მოსულნი არიან, აქ უნდა დარჩნენ და მოსჩხრიკონ აქაურობა და,
რასაკვირველია, თქვენი აქ ყოფნა საჭირო იქნება ამათთვის.
- მოსაჩხრეკი რა არის აქ! - დაიძახა გაოცებულმა მორისმა.
- კმარა, ჩაიცვით ჩქარა, დროა წასვლისა, - უთხრა კამისარმა მკვახედ და
ბძანებლობითა.
ამ ამბისაგან ელდაცემული მორისი შევიდა თავის ოთახში და ორი
ჩუმად-მაძიებელნიც თან შეჰყვნენ. კამისარმა იხმო კიბედამ კიდევ სამი
პოლიციელი.
- აი ამისი და, - უთხრა მან.
ამოდენა ხალხის მნახველი ამელი სირცხვილით გაწითლდა, დააპირა
წასვლა. რომ ჩაეცვა რამე, მაგრამ ერთმა მოხელემ ხელი მოჰკიდა და არ
გაუშვა.
- საით? - ჰკითხა მან ბრიყვულად.
- ნება მომეცით ტანთ ჩავიცვა, - უპასუხა ამელიმ და გაოცებულმა
თვალები დააჭყიტა.
- მაგას მერეც მოესწრებით. ჯერ აქა ბრძანდებოდეთ.
მერე ჩუმად-მაძიებელმა ანიშნა ამხანაგებს და დაუმატა.
- წადით და სწრაფად მოჩხრიკეთ აქაურობა.
ამხანაგები დაემორჩილნენ და წავიდნენ. თვითონ კი დააპო რა
გამოკითხვა ამელისა, მაგრამ კამისარმა გააჩერა და უთხრა:
- ჯერ მოიცათ, როცა ჩვენ წავალთ, მერე.
ელდაცემული ამელი მიჯდა კუთხეში და ხმაამოუღებლივ ტიროდა
ცალკე სირცხვილისა და ცალკე შიშისაგან. მარტო ერთი იუბკის ანაბარას იყო
და ცდილობდა ხელთსახოცით მაინც დაეფარა შიშველი გულ-მკერდი.
რამდენსამე წუთს შემდეგ მორისი გამოვიდა თავის ოთახიდამ ტანჩაცმული,
ორი მოხელე თან მოსდევდა. და მივარდა ძმას და გადეხვია.
- შენი ჭირიმე, მალე მოდი, მალე, - დუდუნებდა საწყალი ამელი
ტირილითა და გადიხარა, რომ ყურში რაღაც წასჩურჩულოს, მაგრამ
კამისარმა პოლიციელებს ანიშნა და ერთმა მოაშორა და ძმას, მეორემ კიდევ
ხელი წაავლო მორისს და სწრაფად გაიყვანა გარედ.
საწყალი ყმაწვილი კაცი ძლივსღა მიდიოდა, მუხლთ ეკეცებოდა და
მთელი ტანი უთრთოდა. ეხლა და აქ არა ჰყვანდა და აღარ მალავდა თავის
მწუხარებას. ჩასვეს ეტლში და ისე წაიყვანეს. კამისარი გვერდთ ჩაუჯდა და
ორი ჩუმად-მაძიებელნი წინ სკამზედ ჩამოჯდნენ. მორისს რაღასიც თქმა
უნდოდა,
მაგრამ ენა ვეღარ გაანძრია. პოლიციელები, რომელნიც შინ
რბილად ექცეოდნენ, ეხლა წარბშეკრულნი იყვნენ და მკვახედ
გამოიყურებოდნენ. შეწუხებული მორისი აქეთ-იქით შტერსავით იყურებოდა
და მუშებს რომ დაინახავდა, ჰკითხავდა თავის თავსა: ამ ამბავს რომ
შეიტყობენ ჩემი ამხანაგები, რას იტყვიანო? ბოლოს ღონე მოიკრიბა და უთხრა
კამისარს:
- ჩემს დას მოერიდენით და არა სთქვით მიზეზი ჩემის დაჭერისა; ეხლაკი
გთხოვთ მიბძანოთ, რად დამიჭირეთ?
- მე რა უნდა გითხრათ, თქვენ თვითონაც კარგად იცით.
სამმავე პოლიციელმა ერთმანეთს შეხედეს, თითქო ამის თქმა უნდათო:
"თავს იკატუნებს, მითამ-და დამნაშავე არ არის. ვიცით ეგ ხერხიც, ვიცით".
- გეფიცებით, რომ არა ვიცი რა, - განაგრძო მორისმა, რაკი თვალი მოჰკრა,
რომ მოხელეები ერთმანეთს თვალს უშვრებოდნენ, - მე იმისთანა არა მიქნია
რა, რომ დაჭერის ღირსი ვიყო. მე უბრალო ქარგალი ვარ და ალალად ჩემის
ოფლით პურსა ვჭამ. ვალი რა არის, ვალიც კი არავისი მმართებს.
- ვალი არა გაქვს, სჩანს მოგიშორებია, - უპასუხა რაც უცნაურის ხმით
კამისარმა.
- თავის დღეშიაც არა მქონია.
- ვნახავთ მაგასაც.
- მე არავისათვის არა მიწყენინებია რა და პოლიტიკაში სრულებით არ
ვერევი და არც გავრეულვარ.
- თქვენ კარგად იცით, რომ თქვენს საქმეში პოლიტიკის ჩუჩუნიც არ არის.
კარგი ერთი, დაანებეთ თავი მაგ კამედიას. ჩვენ არაფერსა გკითხავთ. ის
გირჩევნიათ, პასუხები მოიფიქროთ. აი, საცაა მიგიყვანთ და იქ გამოგკითხვენ
ყველაფერს. თქვენ ყველანი სულ ერთს ყალიბზედ ხართ მოჭრილი.
- ერთს ყალიბზედაო! - გაიმეორა უნებურად მორისმა, საწყალი ამელი! რა
საშინელს ყოფაში იქნება ეხლა! მერე მას შემდეგ, რომ იმოდენა ჯაფა გასწია,
როცა მე ავადმყოფს მივლიდა.
- ეე, თქვენ განა ავადაც იყავით? - ჰკითხა კამისარმა და თვალი გადაავლო
ამხანაგებს.
- მთელი ორი თვე.
- ჰოო, მაშ თქვენც თვითონაც ცოტა გადაგიყლაპავთ. ეგ ჩვენ ადრევაც
ვიცოდით.
ამ სიტყვებზედ მორისს თითქო უჩხვლიტეს რამეო, შეკრთა და
ელდაცემულმა გადახედა პოლიციის მოხელეებს, რომელნიც გაფაციცებით
შემოსცქეროდნენ. ეხლა კი ყველაფერს მიხვდა - მითამ ეგონა, პოლიციას
შეუტყვია, რომ თავს ვიკლავდიო და ამისთვის დამიჭირესო.
მაშ თქვენ ეგ ამბავი გცოდნიათ, - უთხრა მორისმა და ჩაღუნა
მორცხვობით თავი.
- დიაღ, ვიცით, - უპასუხა კამისარმა, - ამას იქით ხომ აღარ იკითხავთ,
რად დამიჭირეთო.
მორისმა თავი მაღლა აიღო და თვალი გაუშტერა მოხელეებს. ხელახლად
გონებაში ყველაფერი აერია. კამისარმა ხომ სულ გზა და კვალი დაუბნია.
- თქვენს დას მეორეს დღეს წამალი მოეტანა თქვენთვის, უთხრა
კომისარმა, - თქვენი და ნიშნეულობით ვიცანით.
ეხლა მორისის ფიქრით ეჭვი აღარ იყო, რომ მიზეზი ამის დაჭერისა ის
არის, რომ თავს იკლავდა. მარტო ამას კი ჰკითხავდა თავის თავს: აქ ვის რა
დავა აქვსო? განა ეს დანაშაულობა არისო? მაინც და მაინც ხომ გამომკითხავენ
20-ს ივნისის ღამის ამბავს და როგორ რა ვსთქვა, რომ პირობა მაქვს
მიცემული, არაფერი არ გამოვამჟღავნოვო. ეხლა მესმის სესილის
მოწერილიო. სესილს შეუტყვია, რომ ამაზედ გამოძიებაა დანიშნული და
ამიტომაც წინადვე შემატყობინა და ფიცით აღთქმა დამადებინა, რომ არავის
არა ვუთხრა რა.
პოლიციის მოხელეებს კი ძალიან უხაროდათ. მორისი თავჩაღუნული
იჯდა და ხმას არ იღებდა. მორისმა შეიტყო ეხლა რაც ამბავი არის და
დაიფიცა, რომ, რაც უნდა დამემართოს, ხმას არასფერზედ არ ამოვიღებო.
მაგრამ მაინც თავს იხეთქდა, აქ მე რა შუაში ვარ და რა საბუთით მიჭერენო.
სესილი ცოცხალი იყო და თუ რამ ცუდი მოუხდა ვისმეს, ხომ კიდევ მარტო
თვითონ მე მომიხდა და არავის სხვასაო. ყოველმავე ცდამ ამაების
გამოცნობისათვის ამაოდ ჩაუარა და ცრემლი წამოსქდა თვალთაგან.
ბოლოს ეტლი მივიდა და გაჩერდა კონსიერჟერის ბნელ კედლების წინ;
დიდი ალაყაფის კარები ხრიალით გაიღო და საწყალ მორისს სისხლი გაუშრა
ძარღვებში. პირდაპირ შეიყვანეს კანტორაში. კამისარმა დატუსაღების ბძანება
მისცა რეგისტრატორს. რეგისტრატორმა გადაშალა ერთი უშველებელი წიგნი
და საჭირო ცნობები მოსთხოვა მორისს შიგ ჩასაწერმა.
- თქვენი სახელი?
- მორის ფერანი.
- წლოვანება?
- ოცის წლისა ვარ.
- ხელობა?
- ბრინჯაოს ხელოსანი ვარ.
- სადა დგეხართ?
- მორეს ქუჩაში.
- კარგი.
რეგისტრატორმა ხელი მოაწერა, მოაწერინა ხელი კამისარსაც და უბძანა
ერთს დარაჯსა:
- წაიყვანე მეექვსე ნუმერში.
ყარაულმა ბრიყულად წაავლო ხელი მორისს და მკვახევ უთხრა:
- აბა, წამოდი.
საწყალმა მორისმა ყური მოჰკრა, რეგისტრატორმა რომ უთხრა კამისარს:
- მაგის მნახველი არ დაიჯერებს, რომ ავაზაკია. ასეთი მშვიდობიანი სახის
მეტყველება აქვს, რომ ღვდელიც კი ისე აზიარებდა, რომ აღსარებასაც არ
ათქმევინებდა.
- არა მგონია, - უპასუხა კამისარმა, - მე ვფიქრობ, ძალიან ხერხიანი
არამზადა რამ უნდა იყოს.
მორისს, როგორც მთვრალს, ისე მიათრევდა ყარაული, თვალთ
დაუბნელდა საწყალს და მთელს ტანში ჟრჟოლამ დაურბინა, როცა
სატუსაღოში შეაგდეს და გარედამ კარი კლიტით დაუკეტეს.
ციხის ოთხ კედელ-შუა მარტო დაგდებულს საწყალს ყმაწვილ კაცს
ამოუჯდა გული და დაიწყო მწარედ ტირილი. ბევრი იგონა, ბევრი სჩხრიკა
თავისი სინიდისი, მაგრამ არც ერთი სათაკილო საქმე ვერა ჰნახა ვერც თავის
უწინდელ ცხოვრებაში, ვერც ეხლანდელში. დიდს ბრალს კი მწამებენო
უსათუოდ, ფიქრობდა თავისთავად, თორემ ესე არ მომექცეოდნენ მოხელეები
და არც მარტო დამამწყვდევდნენო.
- ჩანს, მტერი ვინმე მყოლია, თუმცა არავისთვის არა მიწყენინებაა რაო, ამბობდა თავისთავად იმედგადაწყვეტილი და გაბოროტებული.
მთელი დღე, რომელიც მეტად გძლად ეჩვენა, კაცი თვალით არ
დაჰნახვებია. საღამოზედ საჭმელი მოუტანა ყარაულმა და იმას ჰკითხა
დაჭერის მიზეზი. მაგრამ პასუხად არაფერი მიიღო. საჭმელს ხელიც არ ახლო,
დაეცა ქვეშაგებზედ და უნდოდა როგორმე დაეძინა. მაგრამ ძილი არ მიეკარა
მის თვალებს. როცა დაბნელდა, მის სენაკში ორი პოლიციის მოხელე
შემოვიდა და ხელმეორედ ყველაფერი დაუჩხრიკეს. მორისმა უთხრა, რომ
ამას წინადაც გამჩხრიკეს და ვერა იპოვეს რაო. მათ ხმა არ გასცეს და ისე
გავიდნენ გარედ. გარედ კლიტით დაკეტეს კარი და ურდულიც გაუკეთეს.
მთელი ღამე არა სძინებია მორისს. ყველაზე მეტად დის ყოფა აწუხებდა.
მოაგონდა რარიგად უმართებულოდ მოექცნენ მოხელეები. მოაგონდა
კომისარის სიტყვებიც, რომ წამალი შენმა დამ მოგიტანაო, და შიშობდა: ვაი
თუ ისიც დაიჭირონ და საქმეში გააბანო. თავისი და მთელი ღამე გონებიდან
არ მოშორებია. ბოლოს ირიჟრაჟა კიდეც და მხოლოდ მაშინღა ჩაეძინა
მორისსა.
მზე კარგა მაღლა იყო, როცა გამოეღვიძა. გუშინდელი მოტანილი საჭმელი
დაინახა და მისწვდა, რომ დანაყრებულიყო, მაგრამ ვერა სჭამა რა. ათს
საათზედ ყარაული შემოვიდა და უბძანა, თან გამომყეო. მორისს ეს ამბავი
ძალიან იამა, ძლივს ერთი გამომკითხავენ და გამიშვებენო. შეიყვანეს ერთს
დიდს
და დაბალს ოთახში. ორს სხვადასხვა მაგიდასთან ისხდნენ
გამომძიებელი და მისი მდივანი.
- აბა ახლო მოდით, ფერან, - უთხრა გამომძიებელმა ოსარ ვერშემონმა, როცა დაგიჭირეს, კითხულობდით. რაზე მიჭერთო, მითამ არ იცოდით,
რაზედაც.
ჩვენ
ბევრი
გეში
გვაქვს
თქვენს
გასამტყუნებლად.
ტყუილუბრალოდ ნუ შეიწუხებთ
თავს და გულწრფელად აღიარეთ
ყველაფერი.
მორისმა შეხედა გამომძიებელს, თვალები დააჭყიტა და პირი ღია დარჩა
განცვიფრებისაგან. ენა დაება და ხმა ვეღარ ამოიღო.
- თქვენს გულწრფელობაზედ არის დამოკიდებული თქვენი ბედი, -
განაგრძო ვერშემონმა, - ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ამ საქმეში მარტო არა ხართ.
გვითხარით, ვისა ჰშველოდით?
- მე სრულებით არ მესმის, რას ჰთხოულობთ ჩემგან? - უთხრა ბოლოს
მორისმა, როგორც იყო, ძალდატანებით.
- გახსოვდეთ, ფერან, რომ გამოძიება ერთს თთვეზედ მეტია რაც
სწარმოებს. ჩვენ ყველაფერი ვიცით და თქვენი ტყუილი პასუხები უფრო
დაგიმძიმებს ჯეროვანს სასჯელსა.
- ფიცს გაძლევთ, რომ გულწრფელად გეტყვით ყველასფერს, რასაც
მკითხავთ. მე თქვენზე უფრო მეტად მინდა, რომ საქმე მალე გამოაშკარავდეს,
მაგრამ პატიოსანს სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენი მუქარა არ მესმის.
ისეთი ალალი სახის მეტყველება ჰქონდა ამ დროს მორისსა, რომ
გამომძიებელმა თვალი ზედ შეაჩერა; ყმაწვილმა კაცმაც გაუსწორა თვალი
თამამად და თვალდაუხამხამებლად გაუძლო გამომძიებელის ყურებასა.
- თქვენ დიდი ხანია, რაც ლეა მედანს იცნობთ?
- არც კი ვიცი, ვინ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მსხვერპლი ვარ
რაღაც შეცდომისა.
- პასუხი მითხარით: იცნობდით ლეა მედანს და ხშირად ინახულებდით
ხოლმე?
- კიდევ მოგახსენებთ, რომ მე არავის ლეა მედანს არ ვიცნობდი.
- მაშ თქვენ უარჰყოფთ იმის ცნობას! კარგი, ეხლავ გაგტეხთ
გამომძიებელმა ანიშნა მდივანს და იმან კიდობნიდამ გადმოიღო ორი
ცარიელი შამპანური ღვინის ბოთლი. მორისი შეწუხებით თვალს ადევნებდა
მდივანს.
- უარს იტყვით ამაზე, რომ თქვენ 20-ს ივნისს საღამოს რვა საათზე ეს ორი
ბოთლი შამპანური ღვინო იყიდეთ ბერარისაგან. ღვინოებს რომ ჰყიდის
ლიონის ქუჩაში, რკინიგზის ახლო?
- არა, - უპასუხა მორისმა და წამოწითლდა, - მართალია, ორი ბოთლი
შამპანური ღვინო ჩემი ნაყიდია, - ძალიან კარგი. არც ამას უარყოფთ, რომ
იმავე დროს სენტ-ანტუანის ქუჩაში მეშაქრისპურისაგან იყიდეთ შაქრის
პურები, აი ამის მზგავსი?
- უარს არა ვყოფთ, მართალია.
- სხვამ გაყიდვინათ?
- არა.
- მაშ აღიარებთ, რომ შამპანური ღვინო და შაქრის პურიც თქვენთვის
იყიდეთ?
- დიაღ.
- რისთვის იყიდეთ?
- ჩემ სასმელად და საჭმელად.
- ხომ იცით, რომ ერთს ბოთლში წმინდა ღვინო არ იყო.
- დიაღ, ერთში საწამლავი ერია.
- ეჰ!.. ძლივს არ გატყდით! რაში ახმარეთ ის საწამლავი?
- მე მინდოდა თავი მომეწამლა და ამისათვის საწამლავი ავურივე.
- ფერან, - უთხრა გამომძიებელმა და მხრები აიჭიმა. - თქვენი ეგრე
განზრახული გამართლება არაფერის გამოსაფენია. თქვენს სიტყვა-პასუხს
მანძილი არა აქვს. რასაც ამბობთ, სულელობაა, თქვენ ეგ ორი ბოთლი და
შაქრის პურები 20-ს ივნისს გიყიდნიათ, მერე შინ დაბრუნდით ლაკუეს
ქუჩაში?
- დიაღ.
- შინ აურიეთ საწამლავი? სად იშოვეთ?
- წინადღით ვიშოვე ლომბარის ქუჩაში, რადგანაც აფთექში არ
მომცემდნენ. რადგანაც მინდოდა თავი უტანჯველად მომეკლა, ამისათვის მე
შევადგინე საწამლავი ისე, როგორც, ჩემს მაგიდაზედ რომ წიგნია, იმაში ეწერა
და იმგვარი საწამლავი, კლოდ ბერნარის სიტყვით, მოაჩვენებს ხოლმე კაცს
საამო და გულისთქმათა ამშლელს სიზმრებსა.
- საწამლავი რომ შეამზადეთ და ღვინოში აურიეთ, გამოხვედით შინიდამ
და ბასტილიის მოედანზედ წახვედით.
- დიაღ.
- იქ უცდიდით თერთმეტ საათამდე, მინამ ლეა მედანი მოვიდოდა
თქვენთან შესაყრელად.
- მოგახსენებთ-მეთქი, რომ არავის ლეა მედანს მე არ ვიცნობ, - უპასუხა
მორისმა და უფრო წამოწითლდა.
- ვსთქვათ, არ იცნობთ. იქ თქვენთან მოვიდა ერთი ქალი და თქვენ იმას
ხელი მიეცით...
მორისმა თავი ჩაღუნა. რა უნდა ეთქვა? ფიცი ჰქონდა მიცემული, რომ იმ
უბედურის ღამის საიდუმლო ამბავს არავის ეტყვის.
- რატომ პასუხს არ მაძლევთ? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- არა, - აიღო მორისმა მაღლა თავი და უთხრა გამომძიებელს, - მე
ბასტილიის მოედანზე არავინ მინახავს.
- მაშ კარგი, მაგას უარჰყოფთ, - უთხრა ვერშემონმა გაცინებით, - ძალიან
კარგი. ხოლო ვიდრე სხვა რასმეს გკითხავთ, მე უნდა ერთხელ კიდევ
გითხრათ, ფერან, რომ ჩვენ ყველაფერი, რაც გიმოქმედნიათ, დაწვრილებით
ვიცით და ეარზედ დგომა სულ ამაოა.
- ყოველივე თქვენი ბიჯი თერთმეტ საათიდამ მოყოლებული ღამის
პირველ საათამდე, ესე იგი იმ დრომდე, როცა დაბრუნდით შინ თქვენა და
თქვენი მსხვერპლი...
- ჩემი მსხვერპლიო?! - გაიმეორა მორისმა და გაოცებისაგან არ იცოდა რა
ექნა.
რას მოასწავებდა ეს სიტყვები? ნუთუ იმიტომ დამიჭირეს, რომ სესილის
დედ-მამას თუ ქმარს ჩემზედ უჩივლიათო? ნუთუ იქამდინ მიიყვანეს
სესილი, რომ ყველაფერი უნდა ეთქვა და რადგანაც სახელის გატეხას
მოჰრიდებია, უთქვამს, რომ 20-ს ივნისს შემიტყუეს და მახე დამიგესო? ნუთუ
ჩემი თანამოაზრე საყვარელი ჩემს მსხვერპლად გახადესო? ნუთუ უასაკო
ქალის შეცდენის ბრალსა მდებენო? ყოველივე ესენი თავში მოსდიოდა
მორისსა და ყურს აღარ უგდებდა გამომძიებელს, რომელიც ჰცდილობდა
როგორმე გამოეტეხნა. ეხლა კი ყველაფერი ცხადი იყო მორისისთვის. რა
თქმა უნდა, რომ სესილს არაფერში ამტყუნებდა და ყველაფერს მის დედმამას აბრალებდა. უსათუოდ ქმარს ყველაფერი შეუტყვია და დამუქრებია:
ცოლს გავეყრებიო. მაშინ დედ-მამას გაუკეთებია, რომ სესილი მსხვერალია
საზარელის ავკაცობისაო; რომ ცარიელზედ დარჩომილს არშიყს მოტყუებით
წაუყვანია სახლში, რაღაც ბანგი დაულევინებია და ძალა უხმარიაო. სესილი
ჩვიდმეტის წლისა იყო და უასაკო ქალის შეცდენისათვის მორისი შეეძლოთ
სამუდამოდ ხაროს სათხრელად გაეგზავნათ. ცივმა ოფლმა დაასხა მორისს. რა
უნდა ექმნა? უნდა დაჩუმებულიყო. სესილი შეევედრა, ნუ გამცემო და
თვითონაც ფიცი ჰქონდა მიცემული. სხვა გზა არ იყო: თავისი ფიცი უნდა
შეენახა და მოეცადა. ბოლო რა იქმნება.
ეხლა მარტო სიფრთხილეღა იყო საჭირო და ხმის ამოუღებლობა.
მინამ ეს ამოდენა ფიქრები თავში უტრიალებდა მორისს, სულ ჩუმად იყო.
გამომძიებელს ვერ გაეგო, რა მიზეზია, რომ ხმა აღარ ამოიღოო.
- თქვენ გამტყუნებთ თქვენივე აშფოთება, - უთხრა მესამედ
გამომძიებელმა, - მაინც არა გსურთ პასუხი მომიგოთ?
- რაზე? - უპასუხა მორისმა, თითქო ეხლა გამიღვიძაო.
- ვინ იყო ის ქალი, რომელიც მოგყვანდათ 20-ს ივნისს ღამის თორმეტის
ნახევარზედ კონტრესკარპის ბულვარზედ? ამ ნიშნით, რომ უთხარით კიდეც,
"მე ვიტანჯები, უშენოდ ყოფნა აღარ შემიშლიანო" და ქალმაც გიპასუხათ: "მე
შენ მიყვარხარ, ნეტავი შენთან მოვკვდეო”.
- მე ვერას გეტყვით.
თქვენა გგონიათ, მაგაებით თავი გადირჩინოთ? ხომ უარს არა ჰყოფთ, რომ
საწამლავი იყიდეთ და თქვენის ხელით მოამზადეთ. როცა გკითხავენ, რად
გინდოდათ საწამლავიო, თქვენ გვეუბნებით, "მე თვითონ მინდოდა თავი
მომეწამლაო"... მართალია, ჩვენ ვიცით, რომ საწამლავი მიგიღიათ, ისე
უნებლიედ, და მერე იმოდენა, რომ დიდი ვნება არ შეეძლო. ამასაც ამბობო,
რომ "შაქრის პურებიც მე ვიყიდეო", ვინ იცის, იქნება იმ აზრითაც, რომ
ცარიელის მუცლით არ მომკვდარიყავით. ძალიან კარგი, მაგისთანა
თადარიგი ყოველთვის საქებია. ხოლო ერთი მითხარით: რა აკეთეთ 20-ს
ივნისს მას შემდეგ, როცა შამპანური ღვინო იყიდეთ და საწამლავი
მოამზადეთ?
- მე ვერას გეტყვით, - განუმეორა მორისმა და სულ მოიშალა, რაკი
შეიტყო, რომ არამც თუ უნახავთ სესილთან ერთად, არამედ გაუგონიათ
კიდეც ერთმანეთისთვის რა უთქვამთ.
- მაშ სულ უარზედ დგეხართ?
- აბა რა ვთქვა, რომ არაფერს მიჯერებენ.
- გაფთხილდით, თქვენი აღშფოთება და ის, რომ ვერ აგიხსნიათ, რა
აკეთეთ დანაშაულობის ღამეს. თქვენი გამამტყუნებელი საბუთია.
- დანაშაულობის ღამესაო! - განიმეორა მორისმა და ელდა ეცა.
- უკანასკნელადღა გკითხავთ, მორის ფერანიო, გსურთ, რომ პასუხი
მომცეთ თუ არა?
- არა, არა! არ შემიძლიან, არ შემიძლიან, - ძლივს წარმოსთქვა
სულშეგუბებულმა მორისმა, - მე კაცის მკვლელი უნდა ვიყო? მე?.. ვაიმე,
ვაიმე!..
ხელები გაიწვდინა საცოდავმა, თითქო უნდა რასმე მოეჭიდოსო,
დაბარბაცდა, საზარელის ხმით ამოიკვნესა და გულშემოყრილი დაეცა
დედამიწაზედ.
VI
რა კაცი იყო ჩუმად-მაძიებელი
ბოიე
თუ მკითხველს ახსოვს, მორისს რომ ციხეში სვამდნენ, მოხელეს,
რომელმაც მორისის სახელი და გვარი დავთარში ჩასწერა, ეოცა მორისის
ავკაცობა, რა ჰნახა ამ ყმაწვილის პატიოსანი და მშვიდობიანი სახე. მაშინ იქ
ერთი პოლიციელი იყო, რომელმაც უთხრა: თქვენ ეგრე გგონიათ? დიდი
არამზადა უნდა იყოსო. ის პოლიციელი ჩუმად-მაძიებელი ბოიე იყო.
ბოიე პატიოსანი კაცი იყო თუ არა? არ იყო. დედამისი იყო ერთი
ფარისეველი ღვთისმოყვარე დედაკაცი და მამა კი არავინ იცოდა, ვინ იყო.
გაიზარდა იეზუიტების ხელში და პატარაობითვე შეეჩვია ჩუმად-მაძიებელის
ხელობას. იეზუიტებმა ჩაუნერგეს გულში ადამიანის არაფრად ჩაგდება და
ყოველისავე სათნოების
უარყოფა. ამის გამო, შედგა თუ არა ფეხი
ცხოვრებაში, ახალგაზრდა ბოიემ ბევრი უსიამოვნება ჰნახა და რადგანაც მისს
ზნეობურ კანონებს არავითარი სიმტკიცე არა ჰქონდა, ჯერ პატარა იყო, რომ
ყრმათა სამწყვდეულოში ჩააგდეს და მერე ხომ ციხეშიაც ამოაყოფინეს თავი.
იქ ლაქუცობით და პირფერობით, რომელიც იეზუიტებისაგან ესწავლა,
მოინადირა ციხის უფროსების გული და ტყუილის ღვთისმოყვარეობით
კიდევ - აბატის გული. ეს საკმარისი იყო, რომ დანაშაული ეპატიებინათ და
რადგანაც შეამცნიეს, რომ დიდი მეთვალყურეა და ენატანიაობაც ძალიან
უყვარს, იფიქრეს, ეს კაცი გამოგვადგებაო და ჩუმად-მაძიებელ პოლიციაში
ადგილი მისცეს. ამისთანა სამსახური სწორედ ასლი იყო იეზუიტებისაგან
გაწურთვნილ შაგირდისათვის. სხვა რაც უმოქმედნია და ჩაუდენია ბოიეს,
სჯობია რომ არა ვსთქვათ.
ციხიდამ ბოიე პირდაპირ გამომძიებელთან წავიდა და უამბო ყველაფერი
მორისის დაჭერის შესახებ. როცა ვერშემონმა უთხრა, რომ მე მგონია, ეს
ამხანაგია და არა თვითონ მკვლელიო, ბოიე დაეთანხმა.
- მე მაგისათვის გიახელით, - უთხრა ბოიემ, - ეხლა რას მიბძანებთ, რა
საქმეს დავადგე?
- ჩვენ ვიპოვეთ ზარაფი, რომლისაგანაც საცოდავს ლეა მედანს ბანკის
ბილეთები უყიდნია ამ ბოლოს დროს. ბილეთების ნუმრებიც ხელში გვაქვს.
თქვენი ძიება ეხლა ამ საგანზე უნდა იყოს მიქცეული.
- ყადაღა უნდა დაედოს ამ ბილეთებს.
- მაგის განკარგულება მოვახდინეთ კიდეც რამდენისამე დღის წინად და
ზომიერებაც მიღებულია, რომ იმ ბილეთების გამომჩენელი დაიჭირონ.
ძვირფასი ნივთები, რომელიც ლეა მედანისათვის მოეპარათ, გაუყიდნიათ
ლონდონში მესამე დღესვე ლეა მედანის მოკვლის შემდეგ, ასე რომ ჩვენს
მიწერილობას ვერ მიუსწვრია. ნიშნები ნივთების გამსყიდველისა სულ სხვაა
და დაჭერილ ყმაწვილკაცს არაფერი უგავს. ამ ნიშნების სიას და ბილეთების
ნომრებს გადმოგცემთ ჩემი მდივანი.
- სხვა არაფერი ცნობა არა გაქვსთ?
- არაფერი. მე გამოვკითხავ ფერანს, იქნება გამოვათქმევინო ერთი რამ
იმისთანა სიტყვა, რომელიც კვალში ჩაგვაყენებს.
- ძალიან ძნელია იმას გამოათქმევინოთ რამე. თვალად ისეთი მორჩილი,
წყნარი და უმანკოა. ოჰ, ძალიან ხერხიანი არამზადაა.
- რას ბძანებთ! სულ ყმაწვილია და გამოუცდელი. რაც კი ვიცით და
გაგვიგონია იმის უწინდელ ცხოვრების თაობაზედ, სულ ყოველი მისი
სასარგებლოა.
- ეგ მართალია, მაგრამ გარეგნობით ძნელი არ არის კაცი მოტყუვდეს.
ნახევარი ხალხი, რომელიც ბედოვლათად ჩანან, ჭკუიანი და საქმიანი კაცები
არიან. მე თავის დღეში მაგისთანებში ჩანგალს არ მოვხვდები ხოლმე. ერთი ეს
არის ღირსსაცნობი: ღვთისმოყვარეა თუ არა? თუ არ არის, ეგ კი ნამდვილი
საბუთია, რომ ცუდი კაცი ყოფილა.
- მე მაგას შევიტყობ, - უპასუხა ვერშემონმა და რომ ლაპარაკი
გააწყვეტინოს, გაუმეორა, - გამოართვით მდივანს ნივთების გამსყიდველის
ნიშნების სია და ბილეთების ნუმრები.
ბოიემ პატივისცემით თავი დაუკრა და გამოვიდა ოოახიდამ.
კანცელარიაში მიიღო ჯეროვანი საჩუქარი დამნაშავეს დაჭერისათვის და
წამოვიდა შინ დასაძინებლად. რადგანაც მთელი დღე ფეხზე იდგა და
მოიღალა. მიუსკის ქუჩაში იდგა. შეაღო კარი თუ არა, მეკარემ შეაჩერა.
- ბატონო ბოიევ! - უთხრა მეკარემ, - ეს-ეს არის თქვენს დეიდას პალიარის
ქვრივს თქვენთან კაცი გამოეგზავნა, ავად არის თურმე და გთხოვთ ეხლავ
წახვიდეთ სანახავად.
- კარგი, ეხლავ წავალ, - უპასუხა ბოიემ.
ამისი დეიდა პალიარის ქვრივი სენ-პოლის ქუჩაში იდგა. ამ ქუჩაში
მივიდა თუ არა ბოიე, შეიტყო, რომ ბებერს პალიარის ქვრივს იმ დილით
წვეთი მოსვლია და ეხლა კი ცოტა უკედ არისო. შენთან გამოგზავნაო ქვრივმა
კაცი, ამიტომ რომ მისი შვილი ამჟამად პარიზში არ იმყოფებაო. ბოიე მარდად
ავიდა კიბეზედ მესამე სართულში და შეშინებული, გაფითრებული შევარდა
ქვრივის ოთახში.
- რა დაგმართვია, დეიდავ? - დაიძახა მან თვალცრემლიანმა, - ავადა ხარ?
ვაი შენ, ჩემო თავო! ვაი ამ დღის მნახველს!.. რა წამსაც ეს ამბავი შევატყე,
თავი დავანებე კანცელარიაში ჩემს სამსახურს და აქეთ გამოვიქეცი. ეს რა
მოგსვლია?
არაფერი, არაფერი, შვილო, ეხლა უკედა ვარ, - უპასუხა ბებერმა,
რომელსაც ძლიერ იამა, რომ დისწულმა ასეთი გულმტკივნეულობა
აღმოუჩინა და დაუმატა თითქმის ტირილითა: - ახ, ჩემი შვილი რატომ შენ
არა გგავს?
- მაგაზე ლაპარაკი ეხლა რა დროსია, ჯერ ყმაწვილი კაცია, გონზე თავის
დროზე მოვა. გულს ნუ იშფოთებ, მე აქა ვარ, მე მოგივლი.
- ჰო, ჰო, ჩემო კარგო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თავს არ დამანებებ. შენ
ჩემი მეორე შვილი ხარ... და პირველზედ უფრო უკეთესი.
- მიბძანეთ, რაც გნებავს, დეიდა! მე თავისუფალი ვარ და თქვენთან
ვიქნები. მე მარტო პატარა ბარათს მივწერ კანცელარიის დირექტორს.
ბოიე ყველას არწმუნებდა, რომ საპრეფეკტოში მსახურებს და ამიტომაც
პატივი ჰქონდა. ამისი ავანჩავანობა დეიდის სახლში ორიოდე სიტყვით
გამოიხატება: ამ ბებერ დედაკაცის შვილი, მეტად პატიოსანი ყმაწვილი კაცი,
ცოტა ხელგაშლილი და ადვილად ამყოლი იყო. იგი გაება რაღაც სავაჭრო
საქმეებში, დაეღუპა ამ საქმეებში ფული, რაც მამისაგან დარჩენოდა, და ეხლა
დღედაღამ იბრძოდა, რომ ხელმეორედ თავისი საქმეები გაესწორებინა.
დედას ძალიან უყვარდა იგი, მაგრამ ის კი აწუხებდა, რომ შვილი მეტად
თავისნების კაცია და ამას გარდა ლაპარაკში ისე უპატიურად იხსენიებდა
მღვდლებს და სამღვდელოებს, რომ მოხუცებულს დედას ელდა ეცემოდა
ხოლმე. უი პალიარი - ასე ერქვა დედაბრის შვილს - არც ერთს შემთხვევას არ
დაჰკარგავდა, რომ დედისთვის ან არ წაეკითხნა, ან არ ეამბნა, თუ სადმე
მღვდელს ზნეობის წინააღმდეგი საქმე ჩაედინა. დედაბერი თითქმის
გააფთრდებოდა ხოლმე, სწამებდა უღვთოობას და ეტყოდა: აი შენს
დეიდაშვილს ბოიეს მაინც მიჰბაძე, ღვთის მოყვარების მაგალითიაო. მაშინ
ლუიც ხუმრობაგაშვებით ამას ძალიან იწყენდა ხოლმე.
- თავის დღეში ნუ მეტყვით ნურას იმ ფარისეველზედ, იმ უსირცხვილო
ენამტანიაზედ, - ეუბნებოდა ხოლმე შვილი,- სჯობს ის აქ არ მოდიოდეს,
როცა მე აქა ვარ, თორემ მე ვიცი...
ბოიემ იცოდა, რაც ამბავია დეიდას ოჯახში და ცეცხლზედ ზეთს ასხამდა,
რაც შეეძლო. ბოლოს იმდენი იხერხა, რომ დედა შვილს წასჩხუბა. ხანდისხან
კი დედა-შვილი ერთმანეთს ინახულებდნენ ხოლმე, მაგრამ ძალიან ძვირად.
ბოიე ჰცდილობდა. რომ შვილის ფეხი დაიჭიროს დეიდას სახლში, რადგანაც
იმედოვნებდა. რომ დეიდა თავის ქონებას, თუ სულ არა, ნაწილს მაინც ამას
უანდერძებდა. ამიტომაც, როგორც მშიერი მგელი, ისე ელოდდა თავის
დეიდის სიკვდილსა.
დიახ, დეიდა! - განაგრძო ბოიემ, - სიფთხილეს თავი არ ასტკივა, ვინ იცის
რა მოხდეს? ყველაფერი ღვთის ნებაა. სჯობია, რომ მთელი დღე შენთან ვიყო.
- მადლობელი ვარ, შვილო! დილას ძალიან შემეშინდა, მეგონა ჩემი
აღსასრული მოვიდა-მეთქი. ვეღარასა ვხედავდი, ვეღარა მესმოღა-რა.
- მოძღვარი მაინც მოიწვიეთ, თუ არა?
- არა, ჩემო კარგო, მინდა კი, რომ მღვდელი მომიყვანო. აბა ერთი წადი;
მაგითი ხომ სიკვდილი არ მოისწრაფება, მაგრამ გულზედ კი როგორღაც
მოეშვება ხოლმე კაცს.
ამ სიტყვებზედ ბოიემ თვალი დააკვირვა დედაბერს. ძალიან ცუდად
უნდა ეგრძნო თავისი თავი დედაბერს, რაკი ახე გაბედა ლაპარაკიო. ამის
შემდეგმა ლაპარაკმა უფრო დაარწმუნა, რომ დედაბრის საქმე წასულია.
- ლუისაც დეპეშა გაუგზავნე, შენ გეთაყვა, იმისი ნახვა მინდა. ნუ მისწერ
კი, რომ მღვდელი დავიბარე.
“სწორედ წასულია დეიდაჩემის საქმეო, - იფიქრა ბოიემ რაღაც ბოროტის
სიხარულითა, - ჩემს თავს უნდა ვუპატრონო, თორემ ლუკმა ხელიდამ
წამივაო”.
ჯერ ყველაზედ უწინარეს დედაბერს ნუგეში სცა, ეფიცებოდა, რომ თქვენ
სამაგისო არა გიჭირთ რაო; მერე ადგა და წავიდა, რომ ჩვეული ექიმი
მოჰგვაროს და თავისი საკუთარი მეგობარი მღვდელი მოიყვანოს.
- ჩემო სულიერო მამაო, - უთხრა ბოიემ მღვდელს ტირილითა, - მე
საშინელი უბედურება მეწვია, - დეიდა, რომელმაც გამზარდა როგორც
ღვიძლმა დედამა, მიკვდება. ერთი ეგღა მყვანდა მთელს ქვეყანაზედ, მარტო
ეგღა მიყვარდა და ეხლა ვშიშობ, რომ მაგასაც ღმერთი წამართმევს.
- თუ ნება ღვთისა ეგეთია, შვილო ჩემო, შენ უნდა მოწიწებით
დაემორჩილო. უკეთესს ქვეყანაში გადიყვანს უფალი, ხოლო უნდა ეცადოთ,
რომ გარდაცვალება მისი ქრისტიანულის წესით იქმნას.
- მამაო, მეც ვიცი, რომ უნდა მოწიწებით დავემორჩილო ღვთის ნებას,
მაგრამ მწუხარება ძნელი რამ არის. თვითონ დეიდასაც სურს ქრისტიანულად
აღსრულდეს და თქვენს წასაყვანად გიახელით. მე არ ვიცი, საკუთარი
მოძღვარი ჰყავს თუ არა დეიდაჩემს, ეხლა კი უფრო ის ირჩია, რომ უცნობს
ღვთის მსახურს გაენდოს.
- მე ეხლავ ავუსრულებ სურვილსა, ჩემო შვილო!
- დეიდაჩემი სწორედ წმინდანებშია შესარიცხი, - განაგრძო ბოიემ, მინამ
მღვდელი მზადებაში იყო წასასვლელად, - შვილი კი საძაგელი რამა ჰყავს,
არა სწამს რა, არც სინიდისი აქვს, არც პატიოსნება; სიცოცხლეს ის უმწარებს
დეიდაჩემს. მამამისი და ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, იმ არამზადამ სულ
გაფლანგა მამის მონაგარი და ეხლა დეიდაჩემს არ უნდა მემკვიდრეობა იმას
დაუგდოს, რადგანაც ეშინია, რომ გააფუჭებსო. თუნდ ეგ არ იყოს, მე უფრო
მახლობელი შვილი ვარ, ვიდრე ლუი, თუ სახეში ვიქონიებთ ჩემს გულითად
სიყვარულს დეიდაჩემის მიმართ. თუმცა დეიდაჩემი ძალიან მდიდარი არ
არის, მაინც კარგა ფული აქვს და მე ძალიან მადლობელი ვიქნებოდი თქვენი,
მამაო, თუ დაუშლით, რომ თავისი ქონება მთლად არ დაუგდოს იმ კაცს,
რომელიც მარტო სახელით არის შვილი და არა საქმით. თქვენ მე კარგად
მიცნობთ, მამაო, და მიმიხვდებით, რომ მარტო ჩემის თავის სარგებლობაზედ
არ ვლაპარაკობ. ბევრი
ღარიბი კაცია, რომელსაც დეიდაჩემი ხელს
უმართავდა და, თუ დეიდა მოინდომებს, მის მაგივრობას გავუწევ იმ
უბედურებს,
ღმერთმანი ცოდვაა, თუ იმ უბედურებს უპატრონოდ
დასტოვებს, მერე ვის გულისათვის?
- მე თქვენ მეტად კარგად გიცნობთ, შვილო ჩემო, და ვერაფერს ცუდს ვერ
შეგწამებთ. მე თქვენს ნათესავს მოვაგონებ მას, რაც, ჩემის აზრით, მისი ვალია
და დავითანხმებ, რომ აღასრულოს თავისი უკანასკნელი მოვალეობა.
ბოიემ დიდის მოწიწებით მიიყვანა მღვდელი დედაბერთან. დედაბერმა
იცოდა, რაც ამბავია მის თავს, ტყუილ იმედებით არ ჰნუგეშობდა და
ამიტომაც ძალიან იამა მღვდლის მოსვლა.
- მადლობელი ვარ, შვილო, - უთხრა დედაბერმა ბოიეს, - ჩემი მოძღვარი
უსათუოდ ვერ გიპოვნია და სხვა მღვდელი მოგიყვანია. კარგად გიქმნია, მე
ვგრძნობ, რომ ცუდადა ვარ.
ბოიე ოთახიდამ გავიდა, გაიხურა კარები და ყური კლიტის ჯუჯრუტანას
მიაკრა, აგება გავიგონო რამეო.
საწყალი დედაბერი გაენდო, აღიარა რაღაც ცოდვები და უფრო ყველაზე
მეტად იმას ჰნანობდა, რომ შვილს მეტად სასტიკად ვექცეოდიო. მღვდელმა
ბოიეს ჰანგზედ გაუბა ლაპარაკი, მაგრამ დედაბერმა გააწყვეტინა სიტყვა.
- არა, მამაო, ლუი პატიოსანი კაცია, - სთქვა დედაბერმა, - მართალია,
მამის მონაგარი შემოეხარჯა, მაგრამ ბედოვლათობაში არა გაუფუჭებია რა,
დღედაღამ საქმეში იყო და ბედი არ დაეხმარა. კარგი შვილია და მეტად
კეთილშობილი კაცია. რჯულის წინააღმდეგი არ არის, მხოლოდ გარეგანს
წესს არ ასრულებს. ის ჩემზედ უფრო მომეტებულად შეეწევა ღარიბებს ჩემს
შემდეგ და აი რის გამო არ მინდა, რომ ანდერძი სხვის სახელზედ შევადგინო.
ყოველი, რაც კი მაბადია, ჩემის შვილის კუთვნილებაა და, როცა მოვკვდები,
პირდაპირ იმას ჩაჰბარდება, როგორც ჩემს მხოლოდშობილს შვილს.
კაცი ყოველთვის სამართლიანად უნდა იქცეოდეს. იქნება
სხვა
ნათესავებიცა გყვანდეთ, რომელთაც თქვენ უყვარხართ შვილზედ არა ნაკლებ
და რომელთაც ისე უყურებდით, როგორც ღვიძლს შვილებს.
- თქვენ იქნება ბოიეზედ ჰლაპარაკობთ. კაი ბიჭია, მაგრამ კარგი
თანამდებობა აქვს და ბედნიერად ცხოვრობს. თვითონვე ხშირად უთქვამს
ჩემთვის, მე ჩემთვის კარგადა ვარ და არაფერო ვსაჭიროებო. თუნდ ეგ არ
იყოს, თუ რამ გაუჭირდა, თვითონ ლუი უპატრონოდ არ დააგდებს.
მღვდელმა გააბა ლაპარაკი ეკკლესიაზედ, ღარიბებზედ, რომელიც
დავიწყებას არ უნდა მისცეთ ამისთანა დროსაო, მაგრამ ამაოდ.
ბოიემ ყური მოაშორა ამათ ლაპარაკს. ტანში გაიმართა, წარბი ჩამოუშვა
და ტუჩების კვნეტით წაიდუდუნა:
- მაშ კარგი ყველაფერს იმას აძლევ განა... მე კი არაფერს?.. მაგასაც
ვნახავთ, არა მიანდერძე რა განა? დამაცა!.
როცა მღვდელმა კარი გამოაღო, ბოიემ მაშინვე მწუხარების სახე გაიკეთა
და ნაღვლიანად ჰკითხა:
- რაო, მამაო, დეიდა ძალიან ცუდად არის განა?
- ღირსეული, წმინდა დედაკაცი ყოფილა, - უთხრა მღვდელმა, რადგანაც
პირდაპირის პასუხის თქმას მოერიდა, შვილს შეატყობინეთო?
- დიაღ, დეპეშა გავუგზავნე.
- მეორეც გაუგზავნეთ. საჭიროა, რომ მოასწროს. შეუთვალეთ, რომ აღარ
დაიგვიანოს. მშვიდობით, ჩემო მეგობარო, ილოცეთ დეიდათქვენისათვის.
წავიდა მღვდელი თუ არა, ექიმიც მოვიდა. შეხედა თუ არა დედაბერს,
მაშინვე მიხვდა, რა დღეშიაც არის. წამალი დაუწერა, ორიოდე სანუგეშო
სიტყვა უთხრა და როცა კიბეზე გამოვიდნენ ისა და ბოიე, უთხრა ბოიეს:
- დეიდათქვენი უკანასკნელ დღეშია; დიდი ამბავი იქნება რომ ხვალამდე
გაახწიოს. ეს მეოთხედ დაეცა წვეთი, დამბლა მოუვიდა. ერთს საათს უკან
ენაც დაბმის... ეხლავე უნდა შეატყობინოთ ლუის, მისწერეთ, რაც შეიძლება
ჩქარა წამოვიდეს. თავის დღეში სანანურად გაუხდება, თუ ცოცხალს არ
მოუსწრო.
- მე დეპეშა დიდი ხანია გავუგზავნე.
- მიკვირს, აქამდე რად დაიგვიანა. აქ ხომ სულ ერთის საათის სავალია
რკინისგზით. მეორე დეპეშა გაუგზავნეთ; საქმე ძლიერ საშურია.
- მე ეხლავ გავიქცევი სატელეგრაფოში, - უთხრა ბოიემ.
- კარგი, თქვენ წადით და მალე კი დაბრუნდით, მე ავადმყოფთან ვიქნები.
მარტოდ დაგდება არ შეიძლება.
ბოიემ მოატყუა მღვდელიც და ექიმიც: დეპეშა არ გაეგზავნა თავის
დეიდაშვილისათვის. ეხლა კი, როცა ექიმმა დაარწმუნა, რომ ერთს საათს
შემდეგ ენა დაებმისო, გული დაუწყნარდა, გაიქცა დეპეშის გასაგზავნად და
გზადაგზა მიდუდუნებდა: მინამ ის მოვა, მე ჩემს საქმეს გავარიგებო.
ექიმი მომაკვდავ დედაბერთან შევიდა.
- ჩვენო კეთილო მარიანა, - უთხრა ექიმმა დედაბერს, - ნუ გეშინიათ, ეგ
იმისთანავე ავადმყოფობაა, რომლისაგანაც მე ამას წინად მოგარჩინეთ. თქვენ
მალე უკედ შეიქმნებით, მაგრამ სიფთხილეს მაინც თავი არ ასტკივა; არ
იქნება ურიგო, რომ თქვენი საქმეები ცნობაში მოიყვანოთ. მაგით ხომ
სიკვდილი არ მოგიჩქარდებათ. თქვენი შვილი ლუი ეხლა გონებაშია
ჩავარდნილი, შესაძლოა ავადმყოფობა გაგიძლიერდეს და ლუისათვის
საჭირო იქნება იცოდეს, რა მდგომარეობაშია თქვენი საქმეები.
- ბატონო ექიმო, - უპასუხა დედაბერმა დასუსტებულის ხმით, - მეც ეგრე
მსურს. ყოველისფერი მე მინდა იმას ჩავაბარო და ჩემთან ვამყოფო.
- მაგაზედ უკეთესს ვერას იზამთ.
- მე ბანკის ბილეთები მაქვს, რომელნიც მე არ მეკუთვნიან; გირაოდ მაქვს.
ეს მინდოდა შემეტყობინებინა ჩემის შვილისთვის. სხვა ყოველი
ნოტარიუსთანა მაქვს. ლუი ყველაფერს ნოტარიუსისაგან მიიღებს.
- მინამდე ხომ არ გნებავთ მე მომანდოთ რამე?
- არა, არა. ჩემს საქმეებს მარტო ჩემს შვილს შევატყობინებ.
- გვარები მაინც მიბძანეთ, ვისაც თქვენგან ფული უსესხნია.
- ვერ გეტყვით, ვერ! მაგას მარტო ჩემს შვილს ვეტყვი.
ექიმი ორ ცეცხლ შუა იყო. ვერც ეთქვა პირდაპირ, რომ უკანასკნელ
დღეში იყო, რადგანაც შიში გულს უფრო გაუხეთქდა და იმის ჯავრიც
ჰქონდა, რომ ვაი თუ ლუიმ ვეღარ მოუსწროსო. ექიმი დიდი ხნის მეგობარი
იყო ამ ოჯახისა და ძალიან ეჯავრებოდა ბოიე. იცოდა, რომ ქვეშ-ქვეშა კაცია,
მაბეზღარი, ენამტანია და, რასაკვირველია, ექიმი თავის დღეში არ
ურჩევდამომაკავდავს დედაბერს, რომ შენი საქმეები შვილის მოსვლამდინ
ბოიეს ჩააბარეო.
ბოიე რომ მოვიდა სატელეგრაფოდამ, დეპეშის გაგზავნის ბარათი აჩვენა
ექიმს. ექიმი გამოეთხოვა დედაბერს ღა შინ წავიდა, უთხრა კი ბოიეს, რომ თუ
ვინიცობაა ლუი გვიან მოვიდეს და დედაბერს ენა წაერთვას, შემატყობინეთო.
ბოიე მარტო დარჩა მომაკვდავ დედაბერთან. საწყალს დედაბერს ყური
კიბისაკენ ეჭირა და ხმაურობა რამ რომ მოესმოდა, ეტყოდა ხოლმე ბოიეს
უფრო და უფრო სუსტის ხმითა:
- აბა ჰვნახე, ლუი ხომ არ არის...
ბოიე ცოტა ხანს იჯდა დედაბერთან და მერე სამზარეულოში გავიდა, რომ
რაღაც სასმელი მოუმზადოს სნეულსა და, როცა უკან დაბრუნდა, ელდა ეცა.
დედაბერს უაზროდ გაშტერებოდა მინად ქცეული თვალები და ენა
ჩავარდნოდა. სიკვდილის მომასწავებელი ზარი უცემდა გულში. ბოიეს
ელდამ მალე გადუარა; სახეზედ დაეტყო რაღაც ღვარძლით სავსე სიხარული,
თავმოწონებით თავი მაღლა აიღო და სთქვა:
- ძლივს აქაურობის პატრონი მე არ გავხდი! - მერე მიუბრუნდა
დედაბერს, რომლის ჩამქრალი თვალი გაშტერებით შეაჩერდა ამას და
ბოროტმა ბოროტის ღიმილით წამოიძახა: - არ გინდოდა განა ჩემთვისაც
დაგეგდო რამე! მაშ კარგი, რასაც ვნახავ, მე თვითონ ავიღებ. ჩემს თავს
ცარიელს არ გავუშვებ ქედამ.
მომაკვდავს თვალები ისე აუბრიალდა, თითქო ცეცხლი წაეკიდაო, მაგრამ
ღონე აღარა ჰქონდა ან დაძრულიყო, ან ხმა ამოეღო, ისე უნუგეშოდ,
უღონოდ, უმწეოდ დარჩომილი თვალს ადევნებდა ყოველს მოძრაობას ამ
ნამუსდაკარგულ ქურდისას.
- არ გინდოდა განა ჩემთვისაც მოგეცა რამე, - განაგრძო ბოიემ, - მაშ
ჩაძაღლდი შე ქოფაკო, და მინამ შენი ლუი მოვა, მე ჩემთვის კაი ლუკმას
გადვიგდებ...
ხელახლად მოჰყვა მხეცურად ხარხარს, დაავლო ხელი გასაღებებს, ბებრის
ზანდუკს შეურჩია ერთი მათგანი, გააღო და მოჰყვა ქაღალდების ქოთებას.
ოთახში დუმილი იყო, მარტო კედლის საათის რაკარუკი ისმოდა და გულის
ფეთქა მომაკვდავისა.
დედაბერი უძრავად იწვა ლოგინზე სრულებით უმწეოდ, თუმცა სრულ
გონებაზედ კი იყო. ყველაფერს ჰხედავდა, ყველაფერი ესმოდა. ჰგრძნობდა
საწყალი, რომ სიკვდილი თანდათან ეპარება. ჰცდილობდა დაეძახა, მაგრამ
ამით უფრო თავს ისუსტებდა. უნდოდა ეთქვა, რომ ბანკის ბილეთები,
რომელნიც ზანდუკში იპოვა ბოიემ, სხვისაა და მხოლოდ გირაოდა მაქვსო,
მაგრამ ენა ვეღარ დასძრა. ის საძაგელი უნამუსო კაცი, რომელსაც ერთს დროს
შვილს ამჯობინებდა, ქურდი იყო და სხვა არა რა და ეხლა სულთა ბრძოლის
დროს სძარცვავდა უმწეო დედაბერს, სტაცებდა სხვის საქონელს და ამით
სამუდამოდ ჩირქს აცხობდა დედაბრის პატიოსანს სახელსა.
თვალთ დაუბნელდა კიდეც დედაბერს, როცა ბოიემ დაბეჭდილ
ქაღალდში შეხვეული ბანკის ბილეთები იპოვა, გახსნა და სიხარულით
დაიკივლა, როცა ნახა იმოდენა - უსახელო ბილეთები და გულდინჯად
გადათვალა და იანგარიშა რამდენია.
- ბებერს არ უთქვამს არასოდეს, რომ ამოდენა ფული ჰქონიყო, - სთქვა
გახარებულსა ბოიემ, - ამოდენა ფულს ქონებას ეძახიან. ეხლა კი, ჩემო დეიდა
მარიანა, ჩემი წილი მივიღე და შენ აღარ გემდურები. ეხლა შეგიძლიან
მშვიდობიანად მოჰკვდე... სხვა არა იყოს რა, შენი ქონება სამართლიანად
გავიბავით. მე ეს მერგო და ლუიმ კიდევ ის ირგუნოს, რაც ნოტარიუსთან
არის.
ბოიე მოვიდა მომაკვდავ დედაბერთან და დააკვირვა თვალი.
- მიბრძანდება! ბევრი აღარ დარჩომია, - წაიდუდუნა თავის თავად, მაინც კარგა ხანს გასტანა. მთელი ოთხი საათია სულთ ებრძვის და არ იქნა,
ვერ მოკვდა.
მერე ისევ ზანდუკს მოუბრუნდა, როგორც იყო, ისევ ისე ჩაალაგა
ქაღალდები, და ბანკის ბილეთები კი ჯიბეს იკრა. ბოლოს ისევ დაკეტა
ზანდუკი, გამოვიდა ოთახიდამ, ჩამოვიდა კიბეზედ და თვალთაგან ცრემლი
სდიოდა, მითამ-და სწუხს.
- დეიდათქვენი როგორა ბრძანდება - ჰკითხა მეკარემ.
- კვდება ჩემი საწყალი დეიდა მარიანა, ჩემი მეორე დედა! - უპასუხა
გულამოჯდომით ბოიემ, - ვაიმე უბედურს, ვაიმე!
- გული დაიმშვიდეთ, ბატონო ბოიევ! რაზედ სტირით ეგრე, რა ვუყოთ
თქვენი დეიდა იმ ხანში იყო, რომ დღეს არა, ხვალე ეგ უბედურება უნდა
შემთხვეოდა. რა ვუყოთ ყველა კაცი სიკვდილის კერძია.
- მართალია, მაგრამ მძიმე რამ არის კაცმა თავის თვალით ნახოს
უკანასკნელი წუთი საყვარელის ადამიანისა. ლუიც არ მოვიდა... ის მაინც
მოსულიყო, საწყალი დეიდა მშვიდობიანად მაინც დახუჭავდა თვალს.
- მაშ იმედი აღარ არის?
- არა ამ ერთის საათის წინ სულთაბრძოლა მოუვიდა... ვეღარავის სცნობს.
მე მღვდელთან მივდივარ, რომ აღსასრულის ლოცვა შევუკვეთო.
- ღმერთმა აცხონოს! - წარმოსთქვა მეკარემ, მოწიწებით პირჯვარი
გადაწერა და გაიფიქრა: "საწყალი ყმაწვილი კაცი მებრალება! დედასავით
ჰყვარებია”.
ბოიე მღვდელთან წავიდა, შეუკვეთა ლოცვა და მერე შინისკენ გაიქცა.
მაგრამ მანამ კარებში შევიდოდა, მწუხარის და ნამტირალევის სახე გაიკეთა.
- რა დაგმართვიათ! - ჰკითხა ახლა აქაურმა მეკარემ, რაკი ბოიე
ნამტირალევი ჰნახა, - დეიდათქვენს ხომ არა ასტეხია რამ?
- გადაიცვალა! - უპასუხა ბოიემ და ხმამაღლა მოჰყვა ქვითინს.
- მებრალებით, ბატონო ბოიევ! მარტო ეგ იყო თქვენი კეთილისმყოფელი
ნათესავი.
- ეგ იყო, ეგ! ეხლა, რაკი ღმერთმა დეიდა მარიანა წამართვა, აქ პარიზში
რაღა უნდა გავაკეთო, აქ აღარ დავდგები, უნდა წავიდე აქედამ.
- რას ბძანებთ! მწუხარებამ ეგრე როგორ უნდა დაგიმორჩილოთ.
სამსახურს რაღას უზამთ?
- გამოვალ სამსახურიდამ და სადმე პარიზს გარედ ბინას მოვიკიდებ. ჩემი
მცირე ქონება საცხოვრებლად მეყოფა.
თუმცა ქონების ხსენება ბოიესაგან პირველი იყო, მაგრამ მეკარეს არ ეოცა,
სამსახურის კაცია და ერთი-ორიოდ გროშს როგორ ვერ მიაგდებდაო.
- თუ რაიმე მე თქვენთვის საჭირო ვარ, მიბძანეთ, არაფერში
დაგზარდებით, - უთხრა მეკარემ.
- მადლობელი ვარ. მე იმის შვილს ველი. თუ ისურვებს, მე მოვუდგები
მთელი ღამე მიცვალებულს. აქ იმისთვის მოვირბინე, რომ პატარა ჯვარცმა
წავიღო და მიცვალებულს გულზედ დავუსვენო.
ამის თქმაზედ ბოიე მოშორდა და სწრაფად ავიდა თავის სადგომში.
- აი მართებული კაცი! გაიფიქრა მეკარემ, - ნეტა ბედი რატომ არა
სწყალობს ამისთანა კაი კაცებს.
თავის ოთახში რომ შევიდა, ბოიემ ფთხილად დაკეტა კარები, ჩამოუშვა
ფარდები ფანჯრებზედ, მერე საიდუმლო ყუთში ჩააწყო ბანკის ბილეთები,
რომელიც დეიდა მარიანას მოჰპარა. ქაღალდი, რომელშიაც გახვეული იყო ეს
ბილეთები, დასწვა და ბილეთების ნუმერები ცალკე გადმოსწერა. აქ უეცრად
მოაგონდა, რომ დაავიწყდა და არ გამოართვა მდივანს იმ ბანკის ბილეთების
ნუმერები, რომელიც ლეა მედანს მოჰპარეს, თუმცა გამომძიებელმა უბძანა,
რომ გამოართვიო.
- უფრო კარგიო, - იფიქრა ბოიემ, - მე იმ საქმეზედ ეხლა ხელში არაფერი
ქაღალდები მაქვს, დღეს მორის ფერანის დაჭერისათვისაც ხომ ფული მივიღე;
ეხლა სწორედ ასლია ქაღალდი მივცე და სამსახურიდამ გამოვიდე, წავალ და
ჩემთვის ვიცხოვრებ. მადლობა ღმერთს, ფულიანი კაცი ვარ ეხლა,
დაჯდა მაშინვე და დაწერა:
“მოწყალეო ხელმწიფევ!
“მე დიდი უბედურება შემემთხვა. შინ რომ მოვედი, მითხრეს, რომ
დეიდაჩემი, რომელიც ჩემი მეორე დედა იყო, ძალიან ავად არისო. მე მაშინვე
გავიქეცი. საწყალი მოხუცებული ჩემს ხელში გარდაიცვალა. სიკვდილის
წინად აღთქმა ჩამომართვა, რომ სამსახურს თავი დაანებეო. მეც აღთქმა
დავუდე. ერთი-ორიოდ გროში მქონდა გადადებული შავის დღისათვის და,
თუმცა ძალიან ცოტაა, მაგრამ მგონია მაგ ნამცეცებით როგორმე ვიცხოვრებ
სადმე, პარიზ გარედ, ერთს რომელსამე პატარა ქალაქში.
“გთხოვთ, მოწყალეო ხელმწიფევ, სამხახურიდამ დამითხოვოთ. მე
მგონია, რომ ყოველთვის გულმოდგინედ ვასრულებდი ჩემს თანამდებობას
და ჩემიმცირედი ქონება არ გასწვდება ჩემს ღარიბს ცხოვრებასა, მაშინა
გთხოვთ მიშუამდგომელოთდა თანამდებობა მომაცემინოთ იქ, საცა ბინას
მოვიკიდებ.
"იმპერატორის მთავრობის ერთგული, მე ყოველს ღონისძიებას ვიხმარებ,
რომ ღირსეულად ვიმსახურო სხვა თანამდებობაშიაც. თუმცა ჩუმადმაძიებელის თანამდებობას ვეღარ ვიკისრებ, მაგრამ საპოლიტიკო აგენტად კი
შემიძლიან სასარგებლო ვიყო იქ, საცა მე არავინ მიცნობს”.
დააწერა ადრესი და კმაყოფილებით წარმოსთქვა:
- კარგად მოვიგონე. მე ეხლა გულდადინჯებით შემიძლიან ვიცხოვრო
შორს სადმე, იმისთანა ადგილას, საცა ვერ მომწვდება შურიანი თვალი
ნაცნობისა, რომელსაც ჩემი უეცარი გამდიდრება ეჭვს რასმეს მოჰგვრიდა.
გამოვიდა შინიდამ, ფოშტის ყუთში ჩააგდო თავისი არზა და გაქანდა
დეიდა პალიარის სახლისაკენ. საწყალი ჯერ არ გარდაცვლილიყო, მაგრამ
უკანასკნელ წამშიღა იყო.
- "ეხლავ გათავდებაო, - იფიქრა ბოიემ, მივიდა, დახედა მომაკვდავს, მერე
თახჩიდამ გადმოიღო ღვინო, ერთი ჭიქა სავსე დაასხა და გადაყლაპა
უსვენებლივ, - ეჰ, რა რიგად ცხელა, დავიღალე, - სთქვა მან ბოლოს.
უნდოდა საჭმელი რამ ეპოვნა ოთახში, მაგრამ ამ დროს კარიც
დაურაკუნეს. ტუჩები მოიწმინდა და თვალცრემლიანი წავიდა კარის
გასაღებად.
საწყალს დედაბერს ხრიალმა უეცრად უკლო და თითქო გულზე მოეშვაო,
ჩამქრალი თვალები ისევ გამობრწყინდნენ და კარებს შეაჩერდნენ. კაცს ისე
ეგონებოდა, თითქო დაიჩურჩულა: "ჩემი შვილიაო”.
კარი გაიღო და შემოვიდა ყმაწვილი კაცი. არც კი შეხედა ბოიეს, მაშინვე
მივარდა მომაკვდავს დედაბერსა და ხმამაღლა ჩასძახა:
- დედი, დედი! მე ვარ, მე!
ამ ძახილმა, ამ ხმამ შეურყია მთელი აგებულება მოხუცებულსა. საწყალმა
წამოიწია, თითი გაიშვირა ზანდუკისაკენ და ძლივს-ძლივს გამოსთქვა:
- ლუი... იქ... წაიღ...
თქვა ეს თუ არა და სულიც დალია შვილის ხელზედ. შვილს ეგონა, გულს
შემოეყარაო და ფთხილად მიასვენა ბალიშზედ.
- ოჰ, ღმერთო, ღმერთო ჩემო გულს შემოეყარა . სთქვა ლუიმ, - დედი, შენი
ჭირიმე, დედი! აბა შემომხედე, მე ვარ, მე, შენი ლუი.
მხოლოდ ეხლა, როცა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა გულაშფოთებულმა
და იმედგადაწყვეტილმა, შენიშნა, რომ ბოიე იქ არის. ბოიე იდგა კუთხეში
გაფითრებული და მთელის ტანით კანკალებდა. საშინელი წამი გამოიარა,
როცა მომაკვდავმა თითი გაიშვირა ზანდუკისაკენ და უკანასკნელი სიტყვები
წარმოსთქვა. ყურში უბზუოდა მთლად ეს სიტყვები, რომელიც დედაბერს
უნდოდა ეთქვა და ვერა სთქვა:
- ლუი, მაგან იქიდამ წაიღო ფულიო.
- შენა ხარ? - უთხრა ლუიმ ბოიეს, - შენ ყვავსავით ყოველთვის იქა ხარ
ხოლმე, საცა უბედურებაა. რას უდგეხარ, განა ვერა ჰხედავ, რომ გული
შემოეყარა?
- ეგ გულშემოყრა არ არის, ლუი. ექიმმა წინადვე გამიმჟღავნა, უბედურება
გვეწია.
- რას ამბობ! - დაიძახა ყმაწვილმა კაცმა, მივარდა დედახ, გადაეხვია,
დაეცა მუხლებზედ და საცოდავად დაიწყო ქვითინი.
- მე ექიმთან გავიქცევი. - სთქვა ბოიემ და გავიდა ოთახიდამ.
როცა ექიმი მოვიდა, ლუი ისევ ისე დაჩოქილი იყო მიცვალებულის წინ
და, როგორც ბაშვი, ისე სტიროდა.
- გათავდა ყველა მე აღარა მყავს დედა, - სთქვა ლუიმ და მიაწოდა ხელი
ექიმს.
- მე წინადვე ვიცოდი. რად დაიგვიანე? - ჰკითხა ექიმმა.
- მე მაშინვე წამოველ, რა წამსაც დეპეშა მივიღე, - უპასუხა ლუიმ.
- ორი დეპეშა უნდა მოგსვლოდა.
- არა, ერთი მივიღე ორს საათზედ. აი რა წერია: "თუ დრო გქონდეს,
წამოდი, დედაშენი ავად არის”, ხომ გესმის, რომ ამ უბედურებას ვერც კი
ვიფიქრებდი. ერთი ათი წუთიც რომ დამეგვიანა, ვეღარც კი მოვუსწრებდი.
ექიმმა მოიხედა, რომ შეხედოს ბოიეს, რომელიც თან მოჰყვა, მაგრამ ბოიეს
ჭკუა ეხმარა და გაპარულიყო, არა მკითხონ რაო.
- ეს სულ მაგ ფარისევლის ეშმაკობაა, - სთქვა ექიმმა.
VII
ბოიეს წასვლა
ლუი პალიარმა გადუხადა დედას თავისი უკანასკნელი ვალი. როცა
ყოველივე, რაც რიგია, აუსრულა, ნოტარიუსი ჰნახა. ნოტარიუსს ძალიან
ეოცა, როცა ლუიმ უთხრა, რომ მაგის მეტი, რაც თქვენა გაქვთ, დედაჩემს არა
დარჩენია რაო. მით უფრო უკვირდა, რომ დედაბერს ეხლახან გაეყიდნა
თავისი სახლები. ლუიმ ყური არ ათხოვა ამ ამბავს, იფიქრა, რომ იქნება
დედაჩემმა ეკლესიას ან სამადლო საქმეს რასმეს შესწირა ფული, რადგანაც ამ
ბოლოს დროს მოხუცებული სულ ამისთანებზე იყო გადაგებულიო. თუ
უსესხებია ვისთვისმე, ეს ხომ არ დაიმალება, გამოჩნდებაო. უფრო იმიტომ
აღარა დასდია რა ნოტარიუსის გაოცებას, რომ თვითონ უამისოდაც კარგა
ფული დარჩა.
როგორც პატივმცემელი შვილი, კეთილად მახსენებელი დედისა, ლუი
ისევ იმ სახლებში დარჩა, საცა ბოლოს დროს მისი დედა იყო და წინად მამაც
სცხოვრობდა და ყოვლის ფერი შეუცვლელად დააგდო, როგორც
მოხუცებულის დროს იყო. რადგანაც მარტო იყო და მომხმარებელი არავინა
ჰყვანდა, თვითონ მოამზადა ყველაფერი, თავის ხელით დაწერა ბარათები და
მიიწვია ნაცნობები. ბევრისა არ იცოდა, ვინ იყო ნაცნობი დედისა, ამიტომაც
დედის სიკვდილი ვერ შეატყობინა ტიუსსოს, რომელსაც ამის გამო გაგებული
არა ჰქონდა სიკვდილი დედაკაცისა, რომლისაგანაც ფული ჰქონდა ნასესხი
და რომელსაც ამ ფულში ბანკის ბილეთები დაუგირავა.
ბოიე მარტო მაშინ გამოცხადდა, როცა ყველა სამზადისი გათავებული
იყო და ნაცნობები მოდიოდნენ, რომ უკანასკნელი პატივი მისცენ
მიცვალებულს. ექიმმა დროებით თავისთან გადიყვანა ლუი, რომ ამ ტყუილს
გულის-კვნესას და გაზეპირებულ სიტყვებს სამძიმრებისას მოაშოროს. ბოიე
კი არ მოშორდა მიცვალებულს. ამის ფარისევლობისათვის ასლი მოედანი იქ
იყო იმჟამად. ყველანი, ნამეტნავად მოხუცებული დედაკაცები, აღტაცებაში
მოდიოდნენ და ამბობდნენ: რა ღვთის მოშიში კაცია რარიგად ჰყვარებია
თავისი დეიდა!.. ბოიე დაჩოქილი იდგა თითქმის მთელი დღე კუბოს წინ.
ჰლოცულობდა, სტიროდა, ოხრავდა და გულში ხელს იცემდა, თითქო
მწუხარებისაგან აღარა ესმის რაო. ვინც კი ჰნახა, ყველა ამბობდა, რომ
დისწული ასე სწუხსო და ღვიძლი შვილი კი მოვიდა, დახედა, მკვდარს თავი
დაანება და კისერზედ მოახვია დეიდაშვილს, რომელსაც მიცვალებულისაგან
ხელსახოციც არ დარჩენია, რომ ცრემლი მოიწმინდოსო.
მხოლოდ სასაფლაოზედ მოიგო ლუიმ გული მეზობლებისა. როცა დედის
კუბო ჩაასვენეს საფლავში, მართალის გულით მწუხარეს ლუის გულშემოეყარა და ძლივს მოაბრუნეს. მაგრამ აქაც კი ბოიემ თავის ნამტირალევის
თვალებით მიიზიდა ყველას ყურადღება.
როცა ყველაფერი გათავდა და ლუი, ექიმის მკლავზე დაყრდნობილი,
შინისაკენ წამოვიდა, ბოიემ ხელი გაუწოდა გამოსათხოვებლად და უთხრა,
რომ პარიზს გარედ თანამდებობა მივიღე და პარიზიდამ ეხლავ ვაპირებ
წასვლასაო.
- ლუი, - დაუმატა ბოიემ. - მე ბოლომდინ ჩემი ვალი გადავუხადე
დეიდას: თვითონ იცი, რარიგადაც მიყვარდა… შენ ერთს დროს გწყინდა
კიდეც, რომ მე უფრო კაი თვალით მიყურებდა ცხონებული.
ლუიმ ხმა არ გასცა და ექიმს შეხედა.
- დეიდა, - განაგრძო ბოიემ, - ჩემი მეორე დედა იყო და
მე ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ იმის სახსოვრად ერთს უბრალო რასმეს
მომცემ.
თუმცა ამისთანა მწუხარების დროს სიცილი უადგილო იყო. მაგრამ
ექიმმა თავი ვერ დაიჭირა და სიცილი წასქდა.
- განა არა, ურიგო არ იქნება ერთი ბანკის ბილეთი განა? - სთქვა ექიმმა და
თვალი უყო ლუის.
ამ სიტყვებზედ და თვალის ქნევაზედ ბოიეს ფერი ეცვალა. რას
მოასწავებს ეს სიტყვებიო? - იფიქრა.
- წასვლის წინად შემოდი ჩემთან და აირჩიე რაც გინდოდეს, - უთხრა
ლუიმ გაუჯავრებლად, რომ როგორმე თავიდამ მოიშოროს, - მე მარტო ესა
მწყინს, რომ შენ საჭიროდ არ დაინახე პატარა ადრე გეცნობებინა ჩემთვის, რა
უბედურებაც მომელოდდა.
- მე ორი დეპეშა გამოგიგზავნე და ის, რომელიც შენ გვაჩვენე, პირველია,
მეორეში კი ყველაფერი მოგწერე, რადგანაც მაშინ ექიმმა მითხრა, რომ იმედი
აღარ არისო.
- მე უფრო ჩემს ბედს ვემდური, ვიდრე შენ. დავანებოთ თავი ამ ლაპარაკს,
სამდურავი ეხლა აღარას მიშველის.
ლუი გამოეთხოვა დეიდაშვილს და ექიმთან ერთად შინ წავიდა.
ბოიე დარჭმულ პალოსავით უძრავად დარჩა ცალკე გაოცებისაგან, ცალკე
ჯავრისაგან. რატომ ლუიმ არ მიმიწვია თავისთან, ხომ მახლობელი ნათესავი
მე ვარო? რა მიზეზია, რომ აგრე აშკარად ვძულვარო მართალია, ერთმანეთი
თავის დღეში არ გვყვარებიაო, მაგრამ ამისთანა დროს კაცმა ყველაფერი უნდა
დაივიწყოსო. ვაი თუ ლუიმ იცის, ან ეჭვი აიღო, რომ ბანკის ბილეთები
ნოვიპარეო! ექიმის სიტყვები აქამომდე ყურში მიბზუისო. უეჭველია, ექიმმა
განგებ ახსენა ბანკის ბილეთები. იქნება იცის, რომ დეიდა მარიანას ბანკის
ბილეთები ჰქონდა და ჩემზედ ეჭვი მოიტანაო? ამის მეტად ესე არ შეჰშინებია
გული ამ კაცს, რომელიც აქამომდე სხვას აშინებდა; მალე კი გადაყარა
გულიდამ შიში, გაიმართა წელში და თავმოწონებით წამოვიდა შინისაკენ.
გზადაგზა მოისაზრა თავისი ყოფა-ცხოვრება, მოისაზრა, რა გზას უნდა
დაადგეს და როგორ უნდა მოიქცეს. ცოტა ავჩქარდი კიაო, - ამბობდა
თავისთავად, - სამსახურიდამ ჯერ არ უნდა გამოვსულიყავი. მაგრამ არა
უშავს რა, ვიტყვი, რომ ლუი პალიართან მტრობა მაქვს და იმასთან ერთსა და
იმავე ქალაქში ცხოვრებას მოვერიდე; რაც შეეხება ბანკის ბილეთებს, ჯერ
ერთი ისა, რომ არავინ იცის, ჰქონდა თუ არა ბებერს ის ბილეთები, და მერე,
თუნდ იცოდნენ კიდეცა, ვიტყვი, რომ სიკვდილის წინად თვითონ მაჩუქა;
ამისთანა საჩუქარი ძალიან ადვილად დასაჯერია, რადგანაც ყველამ იცის,
რომ დეიდაჩემს ძალიან ვუყვარდი. ამ სახით სისხლის სამართლისა მე ფიქრი
არა მაქვს და, თუ ლუი პალიარი ისე დამიწყებს დავასა, ამასაც საშველი აქვს:
წავალ და ამისთანა ალაგს მივაბარებ, რომ ვერასგზით ვერ იპოვონო.
შინ რომ მივიდა, ისევ სახე მოიღრუბლა, მითამა სწუხს და ისე მძიმედ
ადიოდა კიბეზედ, რომ უნდოდა მეკარეს როგორმე დაენახა და დაეყენებინა.
რაც უნდოდა, აუსრულდა კიდეც.
- დასაფლავებაზედ ბრძანდებოდით განა, ბატონო ბოიევ! - ჰკითხა
მეკარემ, - მე მიცვალებული მარტო ეკკლესიამდე მივაცილე. სწორედ უნდა
მოგახსენოთ, დიდის პატივით დამარხეს. თქვენ კმაყოფილი უნდა იყოთ.
- მე სულ მოვწყდი ცალკე მწუხარებისაგან და ცალკე ამდენის ჯაფისაგან.
ეხლა წავალ, პატარას მივიძინებ და ხვალ კი ქალაქგარედ საითმე წავალ.
- შესაბრალისიაო, - იფიქრა მეკარემ.
ბოიე სწრაფად ავიდა თავის ოთახში და კარი ჩაიკეტა შიგნიდამ. იქამდინ
იეშმაკა, რომ მეკარეს დაენახა და ამასთანაც დაარწმუნა, რომ დასაძინებლად
წავიდა თავის ოთახში. თუ საქმე გამოძიებამდე მივიდოდა, მეკარე ამას
აჩვენებდა. ბოიემ მაშინვე გამოიცვალა ტანისამოსი, ფერის, უმარილის და
სხვა ამისთანა საგლესის შემწეობით სულ სხვა სახე გაიკეთა. ეხლა ვერავინ
იცნობდა. თმა გაითეთრა, წვერი არა ჰქონდა, წვერი გაიკეთა, წარბები
თეთრად შეიღება, ცხვირი გაიწითლა ლოთისამებრ.
ფთხილად ჩაიდო უბის ჯიბეში ბანკის ბილეთები, ფეხაკრებით, ფეხის
თითებზედ გამოვიდა ოთახიდამ წყნარად, ჩაკეტა კარები და ნელა დაეშვა
კიბეზედ. მეკარემ თვალი შეასწრო შორიდამ და იფიქრა, უსათუოდ უცხო
ვინმე ყოფილა სტუმრად რომელსამე მდგმურთან და ის მიდის შინაო.
ნახევარ საათს შემდეგ ბოიე რკინისგზით წავიდა რეიმსისაკენ და
საღამოზედ იქ ამოჰყო თავი. პირდაპირ თავის ნაცნობ ნოტარიუსთან მივიდა
და უთხრა, მამული მინდა ვიყიდო ამ ახლომახლოსაო, უთხრა, რა ფასისაც
უნდოდა, ჩააბარა ბანკის ბილეთები სყიდვის წინდად და ჩამოართვა ბარათი.
იმავ ღამეს უკანვე პარიზში მობრუნდა და მეკარეს ისე შეეპარა, რომ ვერა
გააგებინა რა.
მეორე დღეს თორმეტს საათზე მეკარემ კარი დაურაკუნა, შეშინებულმა,
რომ რა დაემართა, აქამდინ სძინავსო. ბოიემ კარი გაუღო პერანგამ და
სთხოვა, ოთახი დამიგავე, მინამ ტანთ ჩავიცვამდეო.
- თქვენ რომ არ მოსულიყავით, დიდხანს მეძინებოდა კიდევ, - უთხრა
ბოიემ, - მე ძალიან დავიქანცე გუშინ და მთელი ღამე სულ ჩემი საწყალი
დეიდა მელანდებოდა. მე თითქმის თვალი არ მომიხუჭნია, ავად ვიყავ, სიცხე
მქონდა.
- რატომ არ დამიძახეთ, ექიმს მოგგვრიდით.
- ისეც გადამიარა. მე ეხლა ჩემს ბიძაშვილთან წავალ, მერე კი გავალ სადმე
ქალაქგარედ. ჩემთვის საჭიროა, პატარა გული გავართვა და შევისვენო.
- რასაკვირველია, ძალიან დაღალული იქნებით, ხუმრობაა დღედაღამ
მიცვალებულს არ მოშორდეს კაცი და სამარხის თადარიგში იყოს.
- მართალია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მას შემდეგ მე მთელი თვრამეტი
საათი ლოგინში გავატარე.
- ვიცი. მოხვედით თუ არა, მაშინვე ქვეშაგებში ჩაწექით.
- მაშ რა მექნა, ფეხზედ დგომის არაქათი არა მქონდა.
ბოიეს დაწყობილობა აუსრულდა ისე, რომ უკეთესი აღარ იქნებოდა.
მეკარე დარწმუნებული იყო, რომ გუშინ-მთელი დღე და მთელი ღამე შინ
იყო, მაშასადამე, პარიზიდამ სადმე წასვლას ვერავინ დაუმტკიცებდა. ამ
სახით, გულდადინჯებული მოელოდა გამოძიებას და სახლის გაჩხრეკასა.
სახლში ხომ ვერაფერს უპოვიდნენ და იქ, საცა იმან მოპარული ფული
გააბარა, ვის მოუვიდოდა თავში, რომ გაეჩხრიკათ.
ბოიემ ტანთ ჩაიცვა და წავიდა ლუი პალიართან, რომელსაც ამის
დანახვაზედ სწორედ ზიზღი მოსდიოდა.
- შენა მთხოვე რომ დედისჩემის სახსოვრად მომეცა რამე, - უთხრა ლუიმ, აი დედიჩემის ბეჭედი მოგიმზადე. შენი პარიზიდამ წასვლა მითხარი, ძალიან
მიხარიან. შენი აქ ყოფნა სისხლს მიმღვრევს. რაც გინდა სთქვა, მე თავის
დღეში არ დამავიწყდება, რომ მე და დედაჩემი წაგვჩხუბე და ისე მომიხდინე
საქმე, რომ სიკვდილის წინად დედას ვერ მოვეპატრონე. შენ მომპარე
უკანასკნელი წუთნი დედიჩემისა.
უეცარი წასვლა ბოიესი პარიზიდამ სრულებით არ გაჰკვირვებია ლუის,
რადგანაც იცოდა, რა ხელობის პატრონიც არის თავისი დეიდაშვილი. იმ
ხანებში ყოველთვის, როცა კი იმპერატორის მართებლობას მოუნდებოდა ან
ახალი კანონი
გაეყვანა კანონმდებელთ პალატაში, ან თავისი მომხრე
ამოერჩევინებინა ხალხისათვის კანონმდებელთ პალატის წევრად, მაშინვე
თვითონ მართებლობა ათასნაირის ცბიერობით მოახერხებდა ხოლმე
შეთქმულობას მითამდა იმპერატორის წინააღმდეგ, რომ მით შეეშინებინა
მშვიდობისმოყვარე ხალხი. რასაკვირველია, ბოიესთანა კაცებს მოჰფანტავდა
ხოლმე ყველგან პარიზს გარედ სოფლებში და სხვა ქალაქებში, რომ ამგვარის
შეთქმულობისათვის ხალხი გაებრიყვებინათ. ლუი პალიარმაც იფიქრა, რომ
უსათუოდ ბოიეს ისტუმრებენ სადმე, რომ ხალხი გააბრიყვოსო და ამიტომ
ყური არ ათხოვა ბოიეს პარიზიდამ წასვლას.
- მინამ დედაჩემი ცოცხალი იყო, - უთხრა ლუიმ ბოიეს გამოთხოვების
დროს, - მე ვერ დაგიშლიდი ჩვენთან სიარულს და ამის გამო ხანდისხან
ერთმანეთს შევხვდებოდით ხოლმე. ეხლა კი ორივესათვის სამჯობინარია
თავის დღეში ერთმანეთს არ დავენახვოთ.
- მე მაგისთანა უმადურობის მომლოდინე ვიყავ შენგან, - უპასუხა ბოიემ, მაგრამ მე ეგ არა მწყინს. ღმერთი და ჩემი სარწმუნოება ღონეს მომცემს, რომ
მაგგვარს უპატიურებას მოთმინებით ვძლიო და შეგინდო კიდეც შეცოდება
ჩემს წინაშე. ამასაც გეტყვი: რაც უნდა სთქვა და იფიქრო ჩემზედ, რაც უნდა
ბოროტი საქმე შემამთხვიო, მე მაინც ყოველთვის მზად ვიქნები სიყვარული
გაგიწიო, თუ რაშიმე შენთვის გამოსადეგი ვიქნები და რაშიმე დაგჭირდები.
ბოიე გამოვიდა ოთახიდამ იმ სახით, თითქო არა ჰჯავრობს და მარტო
გულნაკლულიაო. ხოლო რა წამსაც მარტო ჰნახა თავის თავი კიბეზე, პირი
მოიბრუნა კარებისაკენ, მუშტი მიუღერა და ხმამაღლა სთქვა:
- სულელო, დამაცა, მე გაჩვენებ, რა საშინელება არის, თუ მე კაცი
გულიდამ ამოვიღე. შენ ჰნახავ, რარიგად გადაგიხდი! ჩვენ შორის ეხლა
დაუძინებელი მტრობა დაითესა. ამას იქით ან მე უნდა ვიყო და ან შენ...
გესმის?.. ან მე და ან შენ!
ამ დროს ვიღაცამ ხელი მხარზედ დაადო, ბოიე შეკრთა და მოესმა ხმა
ექიმისა, რომელიც სიცილით ეუბნებოდა:
- ჰო, სწორედ ეგრე, სწორედ.
VIII
საზარელი დილა
გამოძიება ლეა მედანის საქმის თაობაზედ წინ ვერ მიდიოდა და ოსკარ
ვერშემონი ჯავრით აღარ იყო. ჩუმად-მაძიებელი ბოიე, რომელმაც
თავდაპირველად ეგრე მედგრად წაიყვანა საქმე, სამსახურს დაეთხოვა და
საქმეც შედგა სწორედ მაშინ, როცა იმედი იყო, რომ სახელოვანად
გათავდებოდა.
როცა საწყალი მორისი გულშემოყრილი გამოიყვანეს გამომძიებლის
ოთახიდამ და კონსიერჟერის ციხის საავადმყოფოში დააწვინეს, ვერშემონი
ძალიან დააფიქრა ამ ამბავმა. მისი აზრი და რწმენა მორისის
დანაშაულობაზედ ძლიერ შეირყა. მთელი დღე სულ ამას ამბობდა, ტყუილს
კვალში ხომ არ ჩამაყენესო, ხოლო მორისის წინააღმდეგ იმდენი საბუთები
იყო და ისე მძიმენი, რომ ისევ პირვანდელ აზრზე დადგა და დაასკვნა, რომ
თუმცა მორისი მეტად ყმაწვილია და გამოუცდელი, მაგრამ ძალიან
მოხერხებული და ოსტატი ავაზაკიაო.
როცა მორისი გონზედ მოვიდა, ისევ ციხეში წაიყვანეს და ტუსაღის
სენაკში დაამწყვდიეს. რომელს ბრალსაც სედებდნენ, იმან ასეთი თავზარი
დასცა საწყალსა, რომ გაბრუებულსავით სულ ამას იძახოდა:
- მე კაცის მკვლელი უნდა ვიყო? მე, მე და კაცის მკვლელი?
მთელი დღე თითქო საოფლეშიაო, ისე ამღვრეული დადიოდა წინ და
უკან თავის პატარა სენაკში. ღამემ უფრო მოუწყლა გული; მთელი ღამე გულს
აწიწკნიდნენ საშინელი ფიქრები. მოაგონდა, რომ სამართალი ბევრჯელ
შესცდება ხოლმე, მოაგობდა მრავალი მაგალითი, რომ სრულებით მართალი
კაცი დაესაჯოთ. წარმოუდგა თვალწინ თვითონ სამართალიცა თავისის
მსაჯულებით, მოეჩვენა ვითომ სამართლის წინა დგას და ასამართლებენ.
როგორც ჭკუიდამ შეშლილი, ისე ჰტოკავდა ლოგინზე და როგორც თონეში,
ისე იწვოდა, როცა მოაგონდებოდა, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ
ჩირქმოცხებული იქნებაო. "მე უნდა კაცის მკვლელი მერქვას! - იძახოდა
სასოდაკარგული მორისი, - ნუთუ ჩემი ხანმოკლე, მაგრამ პატიოსანი ჯაფის
ცხოვრება არ მიმოწმებს, რომ მე კაცის მკვლელი არ უნდა ვიყოვო”.
იმ უკანასკნელ დღეებში აღარავინ არ აწუხებდა მორისს, ტუსაღების
ზედამხედველნი უფრო უკედ, კაცთმოყვარეობით ექცეოდნენ. საწყალს
ნუგეში მოეცა, იქნება გამოძიებამ იმისთანა რამ აღმოაჩინა, რომ მე
მამართლებსო და გული დაუწყნარდა იმედი მოეცა, აი დღეს, აი ხვალ
გამანთავისეფლებენო. მაგრამ ამაოდ ჩაუარა ამ იმედმა. ერთს დილას
გამოიყვანეს სატუსაღოდამ, ჩასვეს ეტლში, ორი პოლიციელი გვერდით
მოუჯდა და წავიდნენ. როცა ეზოში გამოდიოდა, მორისმა თვალი მოჰკრა
მეორე ეტლსაც, რომელშიაც ოსკარ ვერშემონი და მისი მდივანი ჩასხდნენ.
მორისი განცვიფრებით ჰკითხავდა თავის თავს, ეს სად მივყევართო.
გაატარეს ბასტილიის მოედანი, შეუხვიეს ლაროკეტის ქუჩას. მორისს ელდა
ეცა, ლაროკეტის ციხეში ხომ არ გიდავყევართო. მაგრამ ეტლი ლაროკეტის
ციხეს გასცილდა. მორისმა ვეღარა გაიგო რა, თუმცა ცდილობდა გამოეცნო,
სად მივყევართო. ბოლოს გამოჩნდა მამა-ლაშეზის სასაფლაო. ორივე ეტლი
ალაყაფის კარებში შევიდა. ამისთანა სისხამ დალაზედ სასაფლაოს კარი სხვა
უცხოსათვის დაკეტილი იყო ხოლმე. პოლიციელებმა მორისი გადმოიყვანეს
ეტლიდამ, გამომძიებელიც მოვიდა მორისთან. ყმაწვილმა კაცმა მწუხარებით
დაუცო ყურება გამომძიებელს.
- ფერან, - უთხრა ოსკარ ვერშემონმა, - დრო მოგეცით, რომ გონებაში
ჩავარდნილიყავით. კიდევ უჯიათობთ და არ გინდათ გამოგვიტყდეთ?
- რაც მითქვამს, იმაზედ მეტი არა მაქვს რა სათქმელი. რა გნებავთ ჩემგან?
აქ რისთვის მომიყვანეთ?
- ეხლავ შეიტყობთ, - უპასუხა გამომძიებელმა და მერე მიუბრუნა
პოლიციელებს და დაუმატა, - თან გამოგვყევით და ფრთხილად იყავით, არა
გამოგეპაროთ რა.
გაიარეს ნიში და შედგნენ. მორისმა ჰნახა ახლად ნაშალი მიწა სამარისა და
იქავ გძელი კუბო. ამ მოულოდნელმა სანახავმა გული შეუღონა მორისსა და
უნებლიედ ჟრჟოლა მოუვიდა მთელს ტანში. ეს შეუნიშნავად არ დარჩათ
ოსკარ ვერშემონს და მის მდივანს.
- სიმართლევ, სადა ხარ, სად! - დაიძახა საწყალმა კაცმა, ფერი ეცვალა და
ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზედ.
საცოდავი სანახავი იყო იმ წამს მორისი, პირი მოიბრუნა და მთელმა
ტანმა კანკალი დაუწყო. პოლიციელებმა ხელი მოავლეს და ისევ კუბოსთან
მიიყვანეს ძალად. გამომძიებელმა ანიშნა და კუბოს თავი ახადეს. ერთმა
მათგანმა მცხედარს გადახადა ჩაყვითლებული სუდარა და გამოაჩინა
გალურჯებული პირისახე მშვენიერის ლეასი, ყბები და თვალები
ჩასცვივნოდა და კბილებზედ ტუჩები შესჭკნობოდა.
- ფერან, - უთხრა ხელახლად გამომძიებელმა, - არც ეხლა გატყდებით,
რომ თქვენ მოჰკალით ეს უბედური?
მორისმა ხმა არ ამოიღო. მუხლი მოეჭრა და თრთოდა, როგორც პირში
გატეხილი ავაზაკი.
- ვერა ხედავთ? თქვენ ბოროტო, - უთხრა ვერშემონმა, თქვენში არც
კაცობრივი გრძნობა ყოფილა და არც ნაპერწკალი შენანებისა, რომ თრთით,
ეგეც მარტო შიშისაგან მოგდით და სხვა არაფრისაგან.
მორისი გაბრუებულის თვალით იყურებოდა აქეთ-იქით, ხან ერთს იქ
მდგომს შეჰხედავდა, ხან მეორეს. უცბად მტკივნეულად ამოიკვნესა, აიღო
მაღლა თავი, ხელი ჰკრა პოლიციელებს, რომელთაც ეჭირათ, კინაღამ
თხრილში არ ჩაყარა, მერე მივიდა ახდილ კუბოსთან და თამამად დააცქერდა
მკვდარს ლეა მედანს.
- ეხლა კი! - წასჩურჩულა გამომძიებელმა თავის მდივანს.
- მე ამ მცხედარის წინ ხელახლად ვაღიარებ, - სთქვა რიხიანის ხმით
მორისმა, - მას, რაც წინად მითქვამს: მე ამისი მკვლელი არა ვარ. მე არავინ არ
მომიწამლავს. მე თავის დღეში არ მინახავს ეს ქალი. სხვა რა გინდათ ჩემგან?
გამომძიებელი სახტად დარჩა. ისე გადახედა მდივანს, თითქოს ჰკითხავს,
ეს რა ამბავიაო?
- ღვთისა წინაშე და წინაშე ამ საწყლის უსიცოცხლო გვამისა, - განაგრძო
მორისმა, - ვფიცავ, რომ ჩემს დღეში მე ეს თვალით არ მინახავს, მაშასადამე,
ვერც მოვწამლავდი. ეხლა რაც გინდათ, ის მიყავიია; ეს არის და ეს, ამას იქით
თავს აღარ ვიმართლებ.
გულწრფელად ამოთქმულმა სიტყვამ ყმაწვილკაცისამ ხელახლად
იმოქმედა
ვერშემონზედ
და
მან
უფრო
ფორმისათვის,
ვიდრე
გასამტყუნებლად, წარმოსთქვა:
- მაშ, წინაშე ამ უბედურის მსხვერპლის გვამისა თქვენ ამტკიცებთ, რომ
თავის დღეში არ გინახავთ ეს ქალი და თქვენ არ მოგიკლავთო?
- ვამტკიცებ.
- ჩაწერეთ, - უბძანა გამომძიებელმა მდივანს.
მდივანმა ამოიღო ჯიბიდამ ქაღალდი, საწერელი და კალამი, მიეყუდა
იქავ რაღაცას და, რაც რიგი იყო, ჩაწერა. მორისმა და გამომძიებელმა ხელი
მოაწერეს ოქმს. მერე ისევ იმრიგად ჩასხდნენ ეტლში და წამოვიდნენ, უბძანეს
კი, რომ კუბო ისევ უწინდებურად დახურონ და დამარხონ. ვერშემონმა
პოლიციელებს უბძანა, რომ სასამართლოს სადგომში მოიყვანეთ მორისიო და
თვითონაც თავის მდივნით იქ წავიდა.
- ამ ამბავმა ძალიან შემაბრალა ყმაწვილი კაცი, - უთხრა გზაზედ მდივანს,
- აგეთს ჭაბუკს არ შეუძლიან მაგდენი ხერხი. მე ვშიშობ, ხომ არა
ვსტყუვდებით და იქნება ძალიანაც. ხელმეორედ უნდა დავიწყოთ გამოძიება
და სხვა ჩუმად-მაძიებელსა უნდა მივანდოთ საქმე, რადგანაც ბოიე აღარ არის.
ვნახოთ, ახალი ძიება ისევ მანდ მოგვიყვანს, თუ არა.
- სახლების გაჩხრეკის ოქმები მოგერთოთ? - ჰკითხა მდივანმა.
- დიაღ, მაგრამ ოქმებში იმისთანა არა არის რა.
- მაშ, რაკი აღარაფრის კვალი ჩანს, ვეღარც გამოძიებას განვაგრძობთ.
ხელში რა გვაქვს, რომ იმას დავეფუძნოთ?
- ერთი მძიმე საბუთი გვაქვს.
- რომელი?
- სახლების გაჩხრეკამ არა გამოამჟღავნა რა, მაგრამ მე საბუთი მქონდა
მეფიქრა, თანახმად ჩუმად-მაძიებელთა მოხსენებისა, რომ მორისის დაც
ურევია ამ საქმეში. ხომ იცით, რომ დილით ის წასულა აფთექში წამლის
სასყიდლად. ამის გამო მე დავიბარე მორისის და ამ ოთხის დღის წინად და
თქვენის თანაშემწის დასწრებითა ჩვენება ჩამოვართვი. ძალიან ყმაწვილი
ქალია და მარილიანი. ჯერ, რასაკვირველია, შეშინდა, მერე კი მოჰყვა და
გულახდილად ყველაფერი მიამბო. ვერ მიხვდა, რომ მისი ჩვენება თუმცა
დიდი რამ არ იყო, მაგრამ მაინც ამტყუნებდა ძმას, რომლის უბრალოებაზედ
იგი ბეჯითად დარწმუნებულია. დილით ლეა მედანის სიკვდილის შემდეგ,
დაი ჩვეულებისამებრ შესულა ძმასთან, რომ ოთახი აულაგოს და უნახავს,
რომ სიკვდილამდეა მიხწეული. მაშინვე მიშველებია, უკითხავს ძმისთვის რა დაგმართვიაო, და იმას მიზეზის თქმა არ სდომებია, მორისის დამ
ვერაფერი ცნობა ვერ მომცა ლეა მედანის თაობაზე, ეს კი მითხრა, რომ ჩემს
ძმას ძალიან უყვარდა ერთი ყმაწვილი ქალი, რომლის შერთვა უნდოდა და არ
აძლევდნენ, სხვა ქალთან კი ჩემი ძმა არავითარს დაახლოვებას არ
იკადრებდაო. შემომფიცა, ჩემი ძმა პატიოსანი და კეთილშობილი კაციაო. მე
ნება მივეცი შინ წასვლისა და დამპირდა მეზობლებში ვეცდები შევიტყო რამე
და მოგახსენებო. ქალი ამბობდა, რომ ჩემის ძმის ავადმყოფობა იქიდამ
წარმოსდგა, რომ თავი მოიწამლა ჯავრით, რადგანაც საყვარელს ქალს
სხვაზედ ათხოებდნენო. მეზობლებისაგან შევიტყეთ, რომ გარეთ კარი
სახლისა, საცა მორისი დგას, დილის სამს თუ ოთხს საათზედ გაიღო და
მაშინვე ისევ დაიხურა, მაგრამ არ იციან კია, ან ვინ შევიდა, ან ვინ გამოვიდაო.
ეს იმ ღამის დილა ყოფილა, რა ღამესაც ლეა მედანი მოჰკლეს. ყველაფერი ამ
საიდუმლო გარემოებაზედ არის დამოკიდებული და ჩვენ ჯერ ფერანს ვერას
დავუჯერებთ, მინამ ამ გარემოების ახსნაში არ დაგვეხმარება.
- როგორ უნდა დაგვეხმაროს?
- არ გენიშნებათ მოწმეებს უნახავთ, რომ ფერანი ღამის თერთმეტს თუ
თორმეტს საათზე ვიღასაც ელოდდა ბასტილიის მოედანზედ. მერე ენახათ,
რომ მკლავი გაუყარა თურმე ქალს, რომლის ნიშნები ძალიან ჰგავს საწყალი
ლეა მედანის ნიშნებს. მოეხვია და წამოიყვანა იმ სახლში, საცა ლეა მედანი
მოჰკლეს. ამ საათიდამ კვალი გვეკარგება. თვითონ ფერასი ჰფიცავს, შინ
წავედიო. თუ ეგ მართალია, ქალი რაღა იქნა?
- იქნება ნამუსგატეხილი ქალი იყო ვინმე და თავი გაანება, როცა საცეკვაო
სახლს გვერდით აუარეს.
- მე გეუბნებით, რომ ქალი მთლად ლეა მედანის ნიშნებისა ყოფილა.
ახალგაზრდა ყოფილა, მართებული და ლაზათიანი მიხვრა-მოხვრა ჰქონია.
ბოლოს ისიც ვიცით, რა დროსაც მისულა შინ მორისი, იმიტომ რომ დილის
სამს თუ ოთხს საათზედ ქვემო მდგმურს გაუგია, რომ გარეთი კარი გაღებულა
და ისევ მალე დახურულა.
- ეგ დიდად შესანიშნავია, მაგრამ იმ მდგმურს უცვნია თუ არა ფერანი?
- ვერა. თვითონ ფერანმა უნდა აგვიხსნას ეგ საიდუმლო და ახსნაც
ადვილია, ოღონდ კი გვითხრას, რა უკეთებია თორმეტ საათიდამ ოთხ
საათამდე და წარმოგვიდგინოს ის ქალი, რომელთანაც ერთად უნახავთ.
- მართალია, ერთი იმისი სიტყვა სამყოფია, რომ ჩვენი შეცდომა
დაგვიმტკიცოს.
- თქვენც იმ აზრისა ხართ, რისაც მე. ყველაფერი ამართლებს მორისს:
იმისი წარსული ცხოვრება, იმისი აწმყო, იმისი შრომისმოყვარეობა, ქცევა,
სახის მეტყველება, ნათესაობა. გაგიტყდებით და გეტყვით, რომ ყველა ეს
მარწმუნებს, რომ მორისს აქ ბრალი არა აქვს რა.
ამ დროს ეტლიც გაჩერდა. ოსკარ ვერშემონი პირდაპირ თავის ოთახში
შევიდა, მოითხოვა ლეა მედანის საქმე და ხელახლად გულმოდგინედ
დაუწყო ჩხრეკა.
ცოტა ხანს შემდეგ მორისიც მოიყვანეს.
დაღონებული, შეწუხებული იმ ამბით, რაც სასაფლაოზედ მოხდა,
საწყალი ყმაწვილი კაცი გულმოკლული იყო და იმედი მოჰკვეთოდა
სრულიად, რაკი ხედავდა, რომ რაღაც უხილავს ბადეშია ყოველმხრივ
გაბმული. ჰნახა რა თავის თავი ისევ გამომძიებლის წინა, მძიმედ ამოიოხრა.
ვერშემონმა თავი მაღლა აიღო და თვალი დააკვირვა მორისს. მორისი არ
შეკრთა და თვალი გაუსწორა.
- ფერან, - უთხრა გამომძიებელმა, - დღევანდელს სიტევაპასუხზეა
დამოკიდებული თქვენი ბედი. თქვენ ამტკიცებთ, რომ ლეა მედანს არ
იცნობდით. კარგი, დაგიჯერებთ მაგას, ხოლო უნდა კი აგვიხსნათ ის, რაც
თქვენ თვითონ აღიარეო,
მორისმა შეატყო, რომ გამომძიებელს აზრი ცოტაოდნად შესცვლია ამის
სასარგებლოდ და გულმა გაუღიმა. ისევ იმედი მოეცა.
- მიბძანეთ, - უპასუხა მან აჩქარებით, - მე პასუხისათვის მზადა ვარ.
- 2-ს ივნისს ღამის თერთმეტს თუ თორმეტს საათზე ბასტილიის მოედნის
ყურეში ქალს ელოდით. ის ქალი მოვიდა, თქვენ მკლავი-მკლავს გაუყარეთ
და ლაკუეს ქუჩისაკენ წამოხვედით. ის ქალი ვინ იყო?
მორისმა პირველ სიტყვებზედვე იგრძნო განსაცდელი და მოემზადა, რომ
სესილის აღთქმას არ უღალატოს.
- მაგას ვერ გეტყვით, არ შემიძლიან, - უპასუხა მორისმა რიხით და
მტკიცედ.
- კარგად მოიფიქრეთ, ფერან, თქვენს პასუხზედ არის დამოკიდებული
თქვენი თავისუფლება, თქვენი სიცოცხლე.
- მოგახსენებთ, რომ მაგას ვერ ვიტყვი-მეთქი.
- ჩანს, ის ქალი ლეა მედანი ყოფილა, ის უბედური, რომელიც წუთის
წინად კუბოში მკვდარი ჰნახეთ.
- არა, გეფიცებით, რობ ის ქალი ლეა მედანი არ იყო.
- მაშ ეხლა ცოცხალია?
- ცოცხალია.
- მაშ გვითხარით ვინ არის და ეხლავ თავს დაიხსნით. გახსოვდეთ, ფერან,
რომ თქვენი ბედი თქვენს ხელთ არის, ერთი თქვენი სიტყვა და გამოძიება
თქვენზე მოსპობილ იქმნება.
- მე არ შემიძლიან მაგის თქმა.
- კმარა, ეგ ხომ სულელობაა. უეჭველია, ლეა მედანი იყო, და თქვენ
სახლში შეგიტყუებიათ, რომ მოგეკლათ და გაგეძარცვათ.
მორისს თავბრუ დაესხა, რომ კვლავ გაახსენდა, კაცისკვლას მწამებენო,
აიფარა პირისახეზედ ხელები და ტირილი წასქდაა ამხანად კი ვერშემონი
მოთმინებიდამ გამოვიდა და კვლავ დაერწმუნა, რომ მორისია დამნაშავე,
რადგანაც ქალის სახელს არ მეუბნებაო; ხმა გამოიცვალა და შეუტია:
- ფერან, თქვენ უნახვიხართ თორმეტს საათზედ ლეა მედანთან ერთად;
ოთხს საათზედ შინ დაბრუნებულხართ, თქვენის მეზობლის სიტყვით. რას
აკეთებდით ოთხ საათამდე?
მორისი ხმას არ იღებდა და სტიროდა თავჩაქინდრული.
- სთქვით და!.. - დაუმატა გამომძიებელმა გულგაფიცხებით.
- მე ვერას ვიტყვი.
- ესე იგი თქმა არ გინდათ. თორმეტს საათზედ ლეა მედანის ოთახში
იყავით, იქ გარყვნილების ამოვნების შორის დრო იხელთეთ, საწამლავი
მოამზადეთ და მოსწამლეთ. მერე თქვენ ამ შეცდომით აგიღიათ მოწამლული
ჭიქა, ან თვითონ განგებ დაგილევიათ მოწამლული ღვინო, რომ ეჭვი არ აერთვა
უბედურსა. ამ სახით მოგიკლავთ, მოგიტაცნიათ რაც კი ყოფილა და შინ
წასულხართ. აი რა გიკეთებიათ იმ ოთხს საათს. აბა დაამტკიცეთ, რომ მე
ვცდები!
- ვაი ჩემი ბრალი! ოხ, ღმერთო რა ჯოჯოხეთში ჩავვარდი! და მაინც არ
შემიძლიან თქმა. რაც გენებოთ, ის იფიქრეთ, მე ვერას დაგიმტკიცებთ.
ოსკარმა მხრები იჭიმა, თითქო ამას ამბობსო: "მე მეგონა მაგარი და
ხერხიანი კაცია და მარტო ჩერჩეტა კი ყოფილა”.
- ხვალისათვის მოწმეები დაიბარეთ, - უთხრა ვერშემონმა მდივანს,
რომელმაც ფერანის სიტყვები ჩაწერა, - დროა ბოლო მოეღოს ამ საქმეს. ეხლა
ჩვენთვის ყველაფერი ცხადია. ხვალ დილით ლეა მედანის სახლის სანახავად
წავალთ. ფერან, აღარაფერი გაქვთ სათქმელი?
- არაფერი, კიდევ ვიტყვი, რომ უბრალო ვარ.
ვერშემონს გული ყელში მოებჯინა და საწყალი ყმაწვილა კაცი ისევ
ციხეში წააყვანინა.
რა წამსაც მორისი გაიყვანეს, გამომძიებელს მოახსენეს, რომ ერთს
ყმაწვილ ქალს თქვენი ნახვა უნდაო. სახელი აკითხვინა და, რომ მოახსენეს,
მორისის და ამელი არისო, უბძანა შემოიყვანეთო.
ამელი შემოვიდა. ძალიან კი გამოცვლილიყო: წითური ლოყები
გამფითრებოდა, თვალები ჩასცვივნოდა და ტუჩები გალურჯებოდა. საწყალს
ქალს ის ერთი დღე, ციხეში გატარებული, რამდენსამე წელიწადად დაუჯდა.
- რას მეტყვით, ჩემო პატარავ, - უთხრა ვერშემონმა ალერსითა და
გვერდით მოისვა.
- ამ სამის დღის წინად ციხიდამ რომ გამომიშვით, თქვენ შემომიკვეთეთ,
რომ გვიშველეო, მართალი რამ შევიტყოთო. მე მეგონა, დრო არ მექნებოდა,
რომ ყველგან დამევლო, საცა მირჩიეთ, მაგრამ ჩემს სამუშაოზედ ქარხანაში
რომ მივედი, ჩემმა ამხანაგებმა ასეთის ცუდის თვალით დამიწყეს ყურება,
როგორც ქურდბაცაცასა. მეტი გზა არ იყო, უნდა მოვცლოდი, გამოვართვი
რაც ქარხანიდამ მერგებოდა და წამოვედი. ამ სახით დრო ვიხელთე და
შევუდებ ჩემის ძმის საქმეს.
- ძალიან კარგი. გახდით რასმეს თუ არა?
- ეხლავ მოგახსენებთ. გავუბი ლაპარაკი მეზობლებს ჩემის ძმის საქმეზედ,
მაგრამ არავის იმის დაჭერის ამბავიც არ შეტყო და ჰგონებიათ, რომ გამოძიება
მოსპობილი არის კიდეცაო.
- ეგრე ჰგონიათ? რა მიზეზს ამბობენ გამოძიების მოსპოხისას?
- ამბობენ, რომ ქალი მოუკლავთ ვიღაცა დიდკაცებსა და არ უნდათ იმათი
გამოჩენაო, ამასთან ამ საქმეში პოლიტიკაც ურევიაო.
- მაგისთანა ჭორებს რაზედ აფუძნებენ?
- ამბობენ, იმ ქალს ხშირად მოჰყვანდა ხოლმე ლაკუეს ქუჩაში თავისი
მეგობრები, კაცი თუ ქალი, და ყველაზე ხშირად ჩოჰყვანდა ახალგაზრდა
კაცი, ლამაზი, შავთმიანი, მართებული, რომელიც დიდკაცსა ჰგვანდაო.
- დიდკაცსაო?
- დიაღ. ერთხელ იმის კარწინ მდგარა მთელი ერთი საათი მშვენიერი
ეტლი შავად და ყვითლად შეღებილი და კარებზედ ღერბები ჰქონია.
- ვინ მისულა ეტლით, კაცი თუ ქალი?
- ვერ მითხრეს, ვერ ენახათ. მე მარტო იმას მოგახსენებო, რაც ამ ორ დღეში
შევიტვე მეზობლებისაგან, ესეც ამტკიცებს, რომ ჩემი ძმა უბრალოა.
მაგისთანა საზოგადოებაში ჩემს ძმას მინ გარევდა?
გამომძიებელმა ანიშნა მდივანს, ჩაწერეო ქალის ნაამბობი.
- ჩემო კარგო, - უთხრა გამომძიებელმა ქალს, - თქვენი ძმა მალე
დაიხსნიდა თავს, რომ გვიამბოს, რა აკეთა ღამე ოცს ივნისს.
- მე ვკითხე ადრევე და სულ ამას მეუბნებოდა, შინ რომ მოვედი,
საწამლავი დავლიე ჯავრისაგან, რადგანაც მეორეს დღეს ჩემი საყვარელი
ქალი სხვაზედ ჯვარს იწერდაო.
- აბა რა დასაჯერია! მაგრამ განაგრძეთ, სხვა რა შეიტყეთ?
- მე მითხრეს, რომ იმ მოკვლის ღამეს დილის ოთხს საათზედ ერთს მუშა
კაცს უნახავს, რომ ერთი ყმაწვილი კაცი გამოვიდა ლაკუეს ქუჩის სახლიდამ
და გაიქცა კონტრესკარპის ბულვარისაკენ, იქ საკუთარი ეტლი უცდიდაო.
- ვინ გითხრათ ეგ? - ჰკითხა მაშინვე გამომძიებელმა.
- მრეცხავმა დედაკაცმა, აუსტერლიცის ხიდის პირდაპირა დგას, დენიზა
ჰქვიან სახელადა.
- ეგ დიდად შესანიშნავია. აბა განმიმეორეთ იმისი ნათქვამი.
- როცა იმ უბანში ვიდექით მე და ჩემი ძმა, დენიზა სარეცხს გვირეცხავდა.
მე ეხლახან შეველ იმასთან, ყავა მითავაზა და როცა ვკითხე: მკვლელი იპოვეს
მეთქი თუ არა, მითხრა, რომ იმას თავის დღეშიაც ვერ იპოვნიან და იტყვიან,
საწყალს თვითონ მოუწამლავს თავიო, ეგ ხომ დიდი კაცების ოინებიაო და აბა
ვინ გამოაჩენსო. ხშირად უნახავთო, რომ მღვდელსაც უვლია იმ ქალთანაო.
- ჰოო! ეგრე გითხრათ უნახავს კი თვალით მღვდელი?
- არ ვიცი.
- მერე?
- მერე ისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ღამის ქეიფის შემდეგ მოწამლეს
ქალი იმისთანა დიდკაცებმა, რომელთაც ვერას გაუბედვენო. ამასთანავე
ერთი დენიზას მუშტარი ბეჯითად ამტკიცებდა, რომ მოკვლის ღამესა იმ
სახლიდამ გამოვიდა ვიღაც კაციო, ძალიან კარგად ჩაცმული, გაფითრებული
და იღლიის ქვეშ პორტფელი ეჭირაო. ის აჩქარებული მირბოდა
კონტრესკარპის ბულვარისაკენ, იქ საკუთარი ეტლი უცდიდა.ჩაჯდა და
მაშინვე წავიდაო. ამის მთხრობელი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის იყო
ქალის მკვლელი.
- ჩემო კარგო, თქვენ იმ დედაკაცის ბინა მიგვასწავლეთ და, თუ მართალი
გამოდგა ყველაფერი, რაც სთქვით, ძმას დაიხსნით.
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმა თავს დაიხსნის, თუ არა და
ქვეყანაზედ სიმართლე აღარ ყოფილა.
- დენიზამ გითხრა თავის მუშტარის სახელი?
- არ უთქვამს, - უპასუხა ქალმა და დაანიშვნინა მდივანს დენიზას ბინის
ადგილი.
- სხვა არა შეგიტყვიათ რა? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- სხვა არაფერი. მე კიდევ გამოვიკითხავ და მოგახსენებთ.
ვერშემონი ადგა და გააცილა ამელი კარებამდინა. როცა ამელი წავიდა,
უბძანა მდივანს, რომ დენიზა დაიბარეო მოწმად. ვერშემონს საშინლად
უნდოდა მალე გაეგო საიდუმლო ამ საოცარის საქმისა, რომელსაც პირველში
გულმოდგინედ მოეკიდა და ეხლა კი მოთმინებიდან გამოჰყვანდა, რადგანაც
ყველაფერი, რაც აქამომდე შეეტყო, სულ მგონიაობაზედ იყო დაფუძნებული
და არა მტკიცე საბუთზედ. მთელი ძალა ბრალისდებისა იმაში იყო, რომ
მორისი ურჩობდა და არ ნდომულობდა ეთქვა, როგორ გაატარა ღამე ოცს
ივნისს. ყოველდღე - დილით, საღამოთი, - ჰკითხავდნენ ხოლმე, გზა და
კვალს უბნევდნენ, აწვალებდნენ, მაგრამ ამის მეტი ვეღარა ათქმევინეს რა:
- ვერას გეტყვით, ვერასაო.
IX
ახალი გეში
ახალგაზდა მრეცხავი დენიზა დაიბარეს და ყველაფერი, რაც ამელის
ეთქვა, დაამტკიცა. ესეც დაუმატა, რომ, რაც მე ამ საქმეზედ ვიცი, სულ ერთმა
მუშაკაცმა მითხრა, სახელად არისტოდ ლებლანმაო.
- გჯერათ კი, რომ ის კაცი ტყუილს არ გეტყოდათ? - ჰკითხა
გამომძიებელმა.
- რას ბძანებთ! არისტიდი თავის დღეში ტყუილს არ იტყვის.
- თქვენ იმას დაახლოვებით იცნობთ?
დენიზა ლამაზი ქალი იყო, ესე ოცდახუთის წლისა, ლამაზად მოყვანილი
და მოხდენილი. ცოტა წამოწითლდა, მაგრამ არ შერცხვა კი და მარდად
უთხრა:
- დიაღ, ძალიან დაახლოვებით...
- ჰო, მესმის... თქვენი...
საყვარელი გახლავსთ, დიაღ, ბატონო, ჩემი საყვარელია, უთხრა თამამად
ახალგაზდა ქალმა და დაასრულა სიიყვა ვერშემონისა, რომელსაც
ეთაკილებოდა ამის თქმა.
- ხშირად ხედავთ ხოლმე?
- აბა რა კითხი უნდა. მე, მადლობა ღმერთს, თავისუფალი ვარ და ისიც
სულ ჩემთანა ზის ხოლმე, როცა არა მუშაობს და ან ნავით არ დაიარება.
ეხლაც თან გამომყვა და აქ არის, დერეფანში მელის.
გამომძიებელმა ზარი დააწკარუნა და უბძანა, არისტიდ ლებლანი მანდ
დერეფანშია და დამიძახეთო. დენიზას გაუკვირდა ეს ამბავი.
- რად გინდათ, რომ ეძახით? - ჰკითხა შეწუხებულის სახით ქალმა, - იმას
ცუდი არ უქმნია რა.
- ნუ გეშინიათ, იმას არას ვერჩით, - უპასუხა ღიმილით გამომძიებელმა.
კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა ჩვენი ძველი მეგობარი შადია.
გაწითლებულიყო როგორც ჭარხალი და წუხილით აქეთ-იქით იყურებოდა,
ნეტა გამომძიებელთან რად მიმიბვაეს, რომ უწყება არ მიმიღია დაბარებისაო.
დენიზას სიცილმაც არ დაუწყნარა გული.
- არისტიდ ლებანო, - უთხრა ვერშემონმა, - მინამ კითხვაზედ მივარდება
საქმე, ხელი მაღლა აიღეთ და დაიფიცეთ, რომ თქვენ რასაც მეტყვით,
მართალს მეტყვით, მარტო მართალს და სხვა არაფერს.
შადიმ ხელი მაღლა აიღო, მაგრამ ხმა კი ჩაუწყდა, ენა ვერ დასძრა. ისე
იყო, თითქო უეცრად ცივი წყალი დაასხეს თავიდამ ფეხებამდინაო.
- რა დაგემართა? - შეჰყვირა დენიზამ, - ხომ არ შეგჭამენ; გამომძიებელს
უნდა გკითხოს, მართლა შენის თვალით ნახე, რომ სისხამს დილაზე ლაკუეს
ქუჩის სახლიდამ, საცა ის ლამაზი ქალი იდგა, ვიღაც კაცი გამოვიდაო?
- ეჰ, მარტო ეგ არის? - სთქვა არისტიდმა, გაიწოდა ხელი და ჩვეულებრივი
ფიცი წარმოსთქვა.
- თქვენ მართლა იყავით დილით ოცს ივნისს ლაკუეს ქუჩაში?
- დიაღ, წყალზედ მივდიოდი ნავის გასარეცხად. ნავი სწორედ, საცა
ვდგევარ, იმის პირდაპირ მიბია, გავრის საწყლისპიროზედ.
- აბა როგორ მოხვდებოდით ლაკუეს ქუჩას, წყლის იქით პირს, თუ ნავი,
თქვენის
სიტყვით,
თქვენის
სახლის
პირდაპირ
იყო
გავრის
საწყლისპიროზედ?
შადიმ პირი დააღო და სირცხვილით ხან დენიზას დაუწყო ყურები და ხან
ვერშემონსა.
- ნუღარ უმალავ ბატონს გამომძიებელს, - უთხრა დენიზამ, ცოტად
აწითლებულმა, - მე ყველაფერი ვუამბე. მაახსენე, დასამალი რა გვაქვს!
- აი, ბატონო, - უპასუხა შადიმ, - მე წინა ღამეს დენიზასთან შეველ,
მინდოდა მეთქვა, რომ ორის დღით მე და ჩემი ამახანაგები ნავით მივდივართ
სასეირნოდ, და რადგანაც გვიან იყო, დენიზასთან დავრჩი იმ ღამეს. ამიტომაც
მეორე დილას მე უნდა გამომეარა ლაკუეს ქუჩაზე, დენიზა ამ ქუჩაში დგას.
- კარგი, სჩანს თქვენ წამოსულხარ საწყლისპიროს სისწვრივ, - უთხრა
გამომძიებელმა სიცილით.
- დიაღ, ბატონო. მშვენიერი დღე იყო, მიხაროდა, რომ თუ ამისთანა დღე
დაგვიდგებოდა, კვირასაც კარგად ვისიამოვნებდით. ამ დროს ვიღაცა
დამეტაკა, ტანად მაღალი კაცი იყო, კარგად ჩაცმული და იღლიის ქვეშ
უშველებელი პორტფელი ეჭირა. მირბოდა საწყლისპიროსკენ, ასე რომ
ბოდიშიც არ მოაზადა. ბრიყვი ყოფილხარ-მეთქი, მივაძახე და გამოვუდექი.
თქვენ იქნება არ იცოდეთ, რომ მე ვერაფრად მეჭაშნიკება ხოლმე, როცა
მუჯლუგუნსა მკვრენ. იმ ბატონმა შეუხვია კონტრესკარპის ბულვარისაკენ, იქ
საკუთარი ეტლი ელოდდა, ჩაჯდა და გააქანა ეტლი. მე თან მივაყოლე
ორიოდე მკვახე სიტყვა, სჯობს არ მათქმევინოთ, რაც შევუკურთხე. აი ეს იყო
და ეს.
- თქვენა გგონიათ, რომ სწორედ იმ სახლიდამ გამოვიდა, საცა ქალის-კვლა
მოხდა?
- დიაღ, იმ ლამაზ ქალის სახლიდამ.
- ლამაზ ქალის სახლიდამაო? - გაიმეორა გამომძიებელმა.
- სწორედ. ეგრე ეძახდნენ იმ ქალს იმ უბანში.
- თქვენ თითონ ჰნახეთ, რომ იმ სახლის კარებიდამ გამოვიდა
- არა. მაგრამ ეხლავ მიხვდებით, რომ ის სხვა სახლიდამ ვერ გამოვიდოდა.
დენიზა ორს სახლს იქიდამა ჰცხოკრობს და, როცა მე გამოვედი დენიზას
სახლიდან, ქუჩაში არავინ იყო. ორიოდე ბიჯიც არ გადამედგა, რომ ის
ბატონი უკან მომექცა. სხვა არავის სახლიდამ ვერ გამოვიდოდა, თუ არ იმ
ლამაზის ქალის სახლიდამა.
- ეგ ჭკუას ახლოა. აბა ეხლა მითხარით: რა სახის კაცი იყო?
- არ უნდა იყოს ხნიერი, ძალიან მკვირცხლი იყო, კარგად მოსული,
შავთმიანი, კარგა ზორბა ტანისა, მშვენივრად ჩაცმული და მაღალის
შლიაპითა, პირისახე კი არ დამინახავს.
- ეტლი ნაქირავები იყო, თუ საკუთარი?
- ეგ ნამდვილად არ ვიცი. ეტლისა მე არა გამეგება რა, ნავი იყოს, კიდევ
ჰო, შევატყობდი. მე მარტო ეს დავინახე, რომ შავად და ყვითლად იყო
შეღებილი და ძალიან ლამაზი იყო. ჩემს თვალში საკუთარი უნდა ყოფილიყო.
- ეტლში რომ ჯდებოდა, ხომ არა უთხრა რა მეეტლეს?
- არა, კარი ღია იყო, გაფეთებით შევარდა და კარის მიხურვაც ვერ
მოასწრო, რომ ეტლი მაშინვე გაქანდა.
- საით, ბასტილიის მოედნისკენ?
- დიაღ.
- რომ გაჩვენოთ, იცნობთ იმ კაცს?
- ვერა, უკანიდამ ყველანი ერთმანეთსა ჰგვანან, კუზიანების გარდა.
- ხომ სხვა არა გახსოვთ რა? ყოველივე წვრილმანი ცნობა, შესაძლოა,
გამოგვადგეს რაიშიმე.
- სხვა არა ვიცი რა, რაც მოგახსენეთ, იმის მეტი. ყოველს ჩემს ნათქვამს
შეგიძლიათ ისე მიენდოთ, როგორც თქვენს საკუთარს. ის დღე ძლიერა მაქვს
გონებაში ჩარჩენილი.
- რა მიზეზით? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- იმ დღეს ერთი ახალგაზრდა ქალი წყლიდამ გამოვიყვანე და მოვარჩინე.
- ახალგაზდა ქალიო - გაიმეორა ვერშემონმა.
შადიმ მოკლედ უამბო სესილის ამბავი.
- რად გადავარდნილიყო წყალში?
- მად, რომ არ სდომებიყო შერთვა იმ კაცისა, რომელიც მშობლებს
სდომიყოთ... იქნება ცივ წცალში ბანებამ გონებაში ჩააგდო; ეხლა ის ქალი
ქმრიანია.
- ჩასწერეთ თუ არა ეს ჩვენება? - ჰკითხა გახარებულმა გამომძიებელმა
მდივანს და მერე მიუბრუნდა ისევ შადის და ჰკითხა, - რა ჰქვიან იმ ქალს?
- უწინ სესილ ტიუსსოს ეძახდნენ, ეხლა კი გუდარის ცოლია.
ვერშემონმა გამოჰკითხა, ტიუსსოს და გუდარის ბინა სად იყო, ჩასწერა და
მერე დაითხოვა დენიზაც და შადიაც, უთხრა კი, რომ ისევ მალე
დაგიბარებთო.
- უცნაური ამბავია ეს ამბავი! რაღა სწორედ იმავე დროს მოხდა! - სთქვა
გამომძიებელმა, როცა ისა და მდივანი მარტოკანი დარჩნენ, - ამ საქმის ოქმები
წააკითხეთ ახალ ჩუმად მაძიებელს და უთხარით გამოიძიოს, ამ ქალის
დარჩობის ამბავს ხომ რაიმე კავშირი არა აქვს ჩვენს საქმესთან.
- დღეს აღარ ინებებთ მოწმების გამოკითხვას?
- არა, სადღეისოდ ესეც კმარა, - უპასუხა გამომძიებელმა და მინამ
მდივანი ქაღალდებს აგროვებდა, გამომძიებელი ღრმა ფიქრს მიეცა, ასე რომ
ვერც კი გაიგო მდივნის წასვლა.
რაზედ ჩაფიქრდა ლეა მედანის მოკვლის თაობაზედ თუ? არა მგონია, იგი
ისე მწუხარედ ოხრავდა, ხელებს ისეთის მტკივნეულობით იფშვნეტდა, რომ
ცხადი იყო, რაღაც მძიმე სევდა მოსწოლიყო გულზედ.
- ეჰ საყვარელო ოსკარ, რა ამბავში ხაროთ? - ვიღაცამ უეცრად ზედ
ყურთან წამოაძახა.
მაშინვე ფეხზედ წამოხტა, თითქო უკბინა რამემო და დაინახა თავისი
ძველი მეგობარი მატიე-დიუტალი, რომელიც უჩუმრად შამოსულიყო
ოთახში.
- ნუთუ ეგრე ძალიან შეუპყრიხართ მაგ საიდუმლო საქმეს? - ჰკითხა
მოხუცებულმა მატიე-დიუტალმა.
- არა. გამოძიება კარგად მიდის და მალეც გათავდება. ჩემი ნაღველი ეგ არ
არის. თქვენ ხომ იცით, რა მკლავს, რა მტანჯავს და რა მილევს გონებას დღე
და ღამ.
- რაო, აქამდი კიდევ შეყვარებული ხარობ?
- ჩემს საუბედუროდ.
- ეხლა ხომ დაახლოებული ხართ და ერთმანეთს ესიამოვნებით. იმან
მითხრა, თითქმის დღე არ გავა, რომ ერთმანეთი არ ვინახულოთო.
- მართალია, და ის წუთნი, რომელთაც იმასთან ვატარებ, ჩემთვის მეტად
ტკბილია და ამასთანავე მეტად მწარეცა.
- მწარე რაღადაო?
- ქალმა იცის, რომ მე სულით და გულით იმისი ვარ, იმისაგან კი ცარიელ
ღიმილის მეტს არასა ვხედავ. თითქმის გამიტყდა კიდეც, რომ მეც ვუყვარვარ,
მაგრამაო... გულ-დინჯად მეტყვის ხოლმე: მაგაზე მეტს ჩემგან სხვას ნურას
მოელოდებითო.
- რადა?! იმ ქალზედ რაღაცა ხმები დადის უფრო სუბუქის თვისებისა და...
- ეგ სულ ცილია და ჭორი, სულ ტყუილია. მეტად უცნაური და
სანდომიანი რამ არის. თვით ის საიდუმლოება, რომლითაც მისი ცხოვრება
გარემოცულია, რაღაც მშვენიერებას უმატებს. ყოველდღე, როცა იმის
სახლიდამ გამოვდივარ, გული მარწმუნებს, რომ ხვალ გაბედნიერდებიო,
მაგრამ ის ხვალე არ მოდის და არა.
- მაშ თქვენ აღარა ჰხუმრობთ, როგორც გატყობთ.
- ხუმრობა რას მიქვიან, მე იმის გამო ლამის ჭკუიდამ შევიშალო, ლამის
თავი მოვიკლა-მეთქი. რაც უნდა სთქვან იმაზე, მე არას დავიჯერებ. ის ქალი
სიწმინდის, უმანკოების მაგალითია ყველასათვის. მე გაგიჟებით მიყვარს...
ერთის სიტყვით, მიყვარს და, რაც უნდა დამემართოს, ჩემი უნდა იყოს. იქნება
არ დამიჯეროთ და მე კი, ღმერთმანი, თავს მოვიკლავ, თუ ვერას გავხდი.
- ეჰ, კარგი ერთი. მართლა რომ ჭკუიდამ შეშლილხართ. თქვენ, ჩემო
მეგობარო, ბაშვი ხომ არა ხართ, რომ მაგ სულელურს გულისთქმას
აჰყოლიხართ. მაგრამ ამას კი გეტყვით, ტყუილად დაგიკარგავთ ეგრე მალე
იმედი.
- ახლა უნდა იცოდეთ, რა ტანჯვაში ვარ. მე თითქმის ყოველ დღე
იმასთანა ვარ, მაგრამ...
- თვითონ მიგიწვევთ ხოლმე?
- დიაღ, მეუბნება, რომ თქვენთან დროს გატარება მეტად სასიამოვნოა
ჩემთვის, ჩემი უმცროსი ძმა თქვენა ხართო. როცა მივალ მე, მოვყვებით ჯერ
ცუდ-უბრალო
ტიტინს,
მერე
კი
გული
ამიდუღდება
ხოლმე.
ტრფიალებისაგან ცეცხლმოდებული აშფოთებულის გულის ღელვით
მოვუყვები და ვუამბობ მხურვალეს სიტყვით ჩემის გულის ვითარებას და
ისიც ყურს მიგდებს ხოლმე. ხოლო როცა ამაზედ მეტს გავბედავ რასმეს,
მაშინვე წამოხტება და გოგოს ეძახის: "ეხლა კი მშვიდობით, ოსკარ,
ხვალამდინაო”. მეტყვის ხოლმე იმისთანა ღიმილით, თითქო მეუბნება, იმედს
ნუ დაკარგავო. წამოვალ ხოლმე გონებაარეული, როგორც მთვრალი, ანუ
ჭკუიდამ შეშლილი და რამდენსამე საათს შევაჩერდები იმის ფანჯრებს და
ვდგევარ ისე გიჟსაყით: შინ რომ მოვალ, ამივარდება ერთი საშინელი თავის
ტკივილი და მეორე დღეს მოვალ ხოლმე აქ მთლად გამოსულელებული,
გამოტუტუცებული.
მატიე-დიუტალმა ყურადღებით მოისმინა თავის ახალგაზრდა მეგობრის
აღსარება, დაუწყო ყურება დაკვირვებით და უთხრა ღიმილითა:
- მე როგორც ვხედავ, თქვენი საქმე ისე ცუდად არ მიდის, როგორც მე
მეგონა. ცოტა პრანჭია ქალი ყოფილა, მაგას პატარა მოცდა უნდა, მინამ დროს
ჩაიგდებდეთ, სხვა არა უნდა რა მაგას.
- აბა როგორ ჩავიგდებ დროსა?
- მაგას კი მე ნუ მკითხავთ. ეგ მე, როგორც მოსამართლეს, კანონებში არ
მიწერია.
- ეჰ, თქვენ იცინით და მე კი არა მკითხავთ! მკვდარი ვარ, მკვდარი, მის
გამო.
ოთხმა დღემ გაიარა. ოსკარი იჯდა თავის ოთახში და ახალი ჩუმადმაძიებელი გიურე თავის ძიების ამბავს უამბობდა. ძალიან დაღონებული იყო,
რაღაც ფიქრში წასული. ბოლოს კი უეცრად თავი მაღლა აიღო. გიურემ
მოახსენა, რომ შადის ჩვენების წყალობით, იმ ეტლის კვალი ვიპოვე, შავად და
ყვითლად შეღებილი რომ ყოფილაო.
- იპოვეთ? - ჰკითხა გამოცოცხლებულმა გამომძიებელმა.
- დიაღ, ნაქირავები ყოფილა და იმ საღამოს ვიღაც ქალს უქირავნია. ქალის
სახელი ვერ შევიტყე. ლეა მედანის სახელით კი მისულან და უქირავიათ,
უწინაც თურმე ლეა მედანი ქირაობდაო მაგ ეტლსა.
- საოცარი ამბავია.
- ქალის მოკვლის შემდეგ ეტლის მატარებელი კაცი სხვას დასდგომია
მოჯამაგირედ. დიდხანს ვეძებე და ბოლოს ვიპოვე. იმას ძალიან კარგად
ახსოვს, რომ იმ ღამეს ერთი ქალი და ერთი კაცი კონტრესკარპის ბულვარის
ბოლოში მიუყვანია.
- ქალი და კაციო? ეგ ამბავი არღვევს ყველას მას, რაც აქამდინ
აღმოგვიჩენია.
- უეჭველად. ეს კია, ბატონო გამომძიებელო, რომ მე ამით არ მინდა
სახელი წავუხდინო ჩემს წინად მაძიებელს, ხოლო ამას კი ვიტყვი, რომ
ძალიან სუბუქად მოუკიდია ხელი ამ საქმისათვის და სუბუქად მოქცეულა.
- თქვენა გგონიათ, რომ მორის ფერანი უბრალოა?
- მე მაგას ვერ ვიტყვი. მის წინააღმდეგ ერთი მძიმე საბუთია. იგი
გამოტყდა, რომ შამპანური ღვინოები მე ვიყიდე და მე მოვწამლე ღვინოვო.
- მერე სხვა რა იცით.
- ეტლის მატარებლისათვის შეუთვლიათ, რომ ღამის ათს საათზე,
ელისეის მინდვრებზედ რომ სამუსიკო სახლია, იქ მოდიო. მისულა და
დანიშნულს დროს გამოსულა ქალი, რომლის ნიშნები ძალიან ჰგავს ლეა
მედანის ნიშნებს. მკლავი გაეყარა თურმე ერთის კაცისათვის და ისე
მოდიოდაო. ის კაცი, როგორც ამიწერეს, სრულებით არაფერში არა ჰგავს
მორის ფერანსა. ქალს უბძანებია ეტლის მატარებელისათვის, კონტრესკარპის
ბულვარის ბოლოს მიგვიყვანეო. რომ მისულან ერთს ყავახანასთან,
დაუყენებიათ ეტლი, კაცი გამოსულა ეტლიდამ და წასულა; მცირეს ხანს უკან
ისევ დაბრუნებულა და კალათით რაღაცა მოუტანია.
- ის ყავახანა ნახეთ?
- დიაღ, იქ ბუნდად ახსოვთ, რომ ამ ოთხის თუ ხუთის თთვის წინად
ერთი კაცი შემოვიდა, ძალიან კარგად ჩაცმული, რაღაც დალია, კალათა
მოგვაბარა და მერე, რამდენსამე საათს შემდეგ, შემოიარა და კალათა წაიღოო.
არავინ არ იცის, ის კაცი ვინ იყო, ან რა ერქვა.
- სხვა, ეტლის მატარებელმა რა გითხრათ?
- კონტრესკარპის ბულვარის ბოლოს რომ მივედით, ქალმა ეტლი
დამაყენებინა და მინამ კაცი კალათას გადმოიღებდა, ქალმა მიბძანა, ამავ
ადგილას მოდი ღამის სამს საათზედაო. მე მოვედი და ერთი რუბი საათისა არ
გასულა, ის კაცი, რომელიც ქალთან ერთად მოვიყვანე, შემოხტა ეტლში და
დამიძახა: "რულის უბანში წადი, რაც შეგეძლოს ჩქარაო”. მე გავაქანე ეტლი.
ბულვარის მოსახვევში დამაყენებინა ეტლი, გამოვიდა ეტლიდამ, ხუთი
მანეთი მაჩუქა და დამითხოვა. მინამ მე თვალიდამ არ მოვეფარე, იქიდამ
ფეხი არ მოუცვლიაო.
- სულ ეგ არის?
- სულ. ეტლის მატარებელი მოგახსენებთ, თუ რასმეს კიდევ საჭიროდ
დაინახავთ, ჰკითხოთ. ეგ მოწამეა და თქვენ უფრო უკედ გამოიყენებთ.
დაიბარეთ
ეტლის
მატარებელიც
და
ეტლის
პატრონიცა
ხვალზევითისათვის, - უთხრა გამომძიებელმა მდივანს, - ეგ ძალიან კარგი
ამბები შეგიტყვიათ, უფალო გიურევ! მაგ კვალს ნუ დაჰკარგავთ და
განაგრძეთ თქვენი ძიება.
- კიდევა მაქვს მოსახსენებელი.
- აბა რა გაქვთ?
- მე ვიცი, რომ სახლები ყველგან მოსჩხრიკეს. მაგრამ იქ კი არა, საიდამაც
უნდა დაეწყოთ თავდაპირველად. მე პირდაპირ ქარხანაში წაველ, საცა
ფერანი ჰმუშაობდა და იქაურობა მოვჩხრიკე, თუმცა ქარხანას პატრონი
ძალიან გამიძალიანდა.
- იპოვეთ რამევ?
- წერილი ვიპოვე, მაგრამ უნდა კი მოგახსენოთ, მე ამისი ვერა გავიგე რა.
აქ გიურემ ამოიღო წერილი. ის წერილი იყო, რომელიც, როგორც ჩვენ
ვიცით, სესილმა მორისს მისწერა.
დიდის ბეჯითობით და ყურადღებით ჩაიკითხა ის წერილი
გამომძიებელმა. ჯერ პირველში ვერ გაიგო კარგად, რა ეწერა. მერე კი, როცა
უფრო და უფრო მოისაზრა საქმის გარემოება, მიხვდა, რომ ამ წერილს
შეუძლიან აუხსნას, როგორ გაატარა მორისმა ღამე ოცს ივნისს და რა მიზეზი
იყო, რომ თავს იწამლავდა. როცა ჩავიდა იმ ადგილამდე, საცა სესილი
ემუდარებოდა - ფიცს ქვეშ აჩვენე, რომ ღამე ოცსს ივნისს მე შენთან არა
ვყოფილვარო, გამომძიებელმა უნებლიედ წამოიძახა:
- აა! ძლივს არ ვიპოვეთ საიდუმლოს გასაღებიო.
გიურემ და მდივანმა შეხედეს გამომძიებელს, ნეტა რა მოხდაო. ვერშემონს
ისე უხაროდა ეს ამბავი, რომ იმათ აღარ გაუზიარა თავისი სიხარული.
თვითონ უნდოდა დაეჩემნა სახელი, რომ საიდუმლო მე გამოვაჩინეო და
გადასწყვიტა, რომ ამას იქით თვითონ საკუთრივ აწარმოოს გამოძიება. ამის
გამო გულდადინჯებით და ცივად სთქვა:
- რაცა ვსთქვი, ამ წერილს არ შეეხება. ზოგიერთი რამ, რაც მარტო აზრადა
მქონდა აღებული, ის მგონია გამართლდეს და ამიტომა ვთქვი, რაცა ვთქვი.
ისევ წერილს დაუწყო კითხვა. ბოლოში რომ ჩავიდა, ღრმა ფიქრს მიეცა.
ეხლა აშკარად ჰხედავდა, რომ მორის ფერანი არაფერში იყო დამნაშავე და
მთელი გამოძიება ტყუილს კვალში იყო ჩამდგარი. აშკარა იყო, რომ საწყალი
მორისი აღთქმისა გამო იმეტებდა თავს და ამის საქმეს არავითარი კავშირი
არა ჰქონდა ლეა მედანის საქმესთან. ვერშემონმა დააპირა, რომ საწყალი
მორისი ხვალვე გაათავისუფლოს. დაწერა კიდეც წერილი ციხის
ზედამხედველთან და სთხოვა, მორისს ისე ცუდად ნუღარ მოეპყრობითო.
ხოლო წერილი სესილისა კი არ გადასცა მდივანს საქმეში ჩასაკერებლად,
თვითონ ჩაიდო თავის პორტფელში, ვინ იცის, იქნება იმისათვისაც, რომ
მორისს ჩააბაროს.
- უფალო გიურევ! - უთხრა მან ჩუმად-მაძიებელს, - ამ წერილს
საქმისათვის არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მართალს კვალში კი
ჩამდგარხართ. გულმოდგინედ მოეკიდეთ ამ საქმეს შემდეგშიაც.
- მე ერთი სიტყვა კიდევ მაქვს სათქმელი. დღეს საღამოზედ ან ხვალ მე
შეგატყობინებთ ზოგიერთს რასმეს იმ კაცზედ, რომელიც ხშირად დადიოდა
თურმე იმ სახლში, საცა ქალი მოკლეს. მე საბუთი მაქვს, რომ ერთი
მკვლელთაგანო ან მათა ამხანაგი ის კაცი უნდა იყოს. თუ უწყებას
გაუგზავნით, დაიმალება და გადიკარგება სადმე. ბძანება მიბოძეთ, რომ თუ
საჭირო იქნება, დავიჭირო.
- ძალიან კარგი. მე მთლად მოვენდობი თქვენს სიფრთხილეს, - უპასუხა
გამომძიებელმა და მერე უბძანა მდივანს, - დაწერეთ ბძანება. მაგრამ რა
ჰქვიან, არ იცით?
- ჯერ არ ვიცი. უბძანეთ დაწეროს დაჭერა იმ კაცისა, რომელიც ლეა
მედანის მოკვლაში ურევია-თქო.
- ბატონი ხართ. აბა როდის შემატყობინებდა, რასაც გაიგებთ, - უთხრა
გამომძიებელმა, როცა ბძანებაზედ ხელსაწერდა.
- იმედი მაქვს, ხვალვე, - უპასუხა გიურემ და გამოვიდა ოთახიდამ.
- ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელის დღისა, - ამბობდა გახარებული
ვერშემონი და სიხარულით ხელებს იფშვნეტდა, - საწყალი ბალღი! აბა იმას
გაუხარდება, აი!
X
ღამეებს სად ატარებდა გუდარი
ლამაზი იზა, სეგლენის ქვრივი, ფრინდლანდის ბულვარზედ იდგა და
ორი სართული ეჭირა ერთს მაღალს და ახალს სახლში. სხვა მდგმურების
შესავალი ალაყაფის კარი იყო და იზას სადგომს კი საკუთარი კარი ჰქონდა
ზედ ქუჩაზედ.
აბა ერთი ოთხი საფეხური ავიდეთ კიბეზე, მკითხველო, და შევიდეთ
იზას სადგომში. წამოსასხამების მოსახდელი დიდი ოთახი შეღებილია
მუხისა და მარმარილოსფრად, პარკეთიანს იატაკზე ძუის ხალიჩა შლია.
ერთი კარი მარცხენა პატარა ხვეულს კიბეზედ გადის და კიბე კიდევ ადის
საშინაო ოთახებში; მეორე კარი უშველებელ სასადილო ოთახის კარია,
მესაძე შუა კარი მარმარილოს კიბეზედ გადის და კიბის ბოლოს დგას
ბრინჯაოს ლუსკუმა ავრორასი, რომელსაც ხელში მძიმე ხვამლი უპყრია.
ზემოდ პირდაპირ კიბიდამ შესავალია პატარა სასტუმრო ოთახში, ალჟირის
ფარჩით მორთულში. ეს ჩიბუხის საწევი ოთახი იყო. აქ იზა მიიღებდა ხოლმე
გარეშე მცნობთა და უცნობთა; ახლოდ ნაცნობებს კი დიდს სასტუმრო
ოთახში მიიწვევდა. ჩიბუხის საწევ ოთახიდამ დიდი გალერეა მისდევდა,
ყვავილებით და სურათებით მორთული. ამ გალერეას იქით დიდი სასტუმრო
ოთახია, ახალის გემოვნებით მოწყობილი. მისი თეთრი კედლები, ოქროთ
დაფერილი ბრინჯაოები, ოქროსვარაყიანი ავეჯი, ალისფერის ატლასით
გადაკრული, თეთრი ორხუა, რომლის შუაგულზედ უშველებელი თაიგულია
ქარგაზე ნაკერი და ჭერი ხომ, სულ წითელის ყვავილებით მოხატული,
მთლად უჭრელებდა ადამიანს თვალს. იქავ გვერდით მოსართავი ოთახია.
მისი კედლები და ავეჯი აბრეშუმის პატარა-ყვავილებიან ფარჩით იყო
გაკრული. მძიმე ფარდა რომ აგეხადნათ, გახვიდოდით დიდს და მშვენიერს
საწოლს ოთახში. მთელი ოთახი გაკრული იყო ოქროსფერ აბრეშუმის
ფარჩითა, რომელსაც ოდნავ ალისფერიც გაჰკრავდა. უშველებელი
ოთხკუთხიანი საწოლი ტახტი, ზემოდამ ფარჩის კარავწამოდგმული, უკანა
კედელთან იდგა და ტახტს ასასვლელად სამი საფეხური ჰქონდა; იმის
პირდაპირ კი უზარმაზარი სარკე იყო ჩამოკიდებული. იზას, მოახლის
სიტყვით, მეტად უყვარდა თურმე თმაგაშლილი წოლილიყო ტახტზე და
თავისის მშვენიერებისათვის ეყურებინა სარკეში. მორთულობა ამ ოთახისა
ოთხი სელი იყო, ერთი მაგიდა, ერთი სანებიერო პატარა ტახტი და ერთი
ძველებურად გამოხარატებული შკაფი, სულ ყოველივე შავის ხისა. ბუხრის
თავზედ იდგა ოქროთ დაფერილი ბრინჯაო ლიუდოვიკ მეთოთხმეტეს
დროებისა, მაღლა ისევ იმავ ოქროსფერ ფარჩით გაკრულ ჭერზედ ეკიდა
ფლამანდიის ხვამლი; ფანჯრებს ჩამოფარებული ჰქონდა იმავე ფარჩის მძიმე
ფარდები. მზიან დღეში მზის შუქი ფარდების ნაკეცებშუა რომ
გამოიმჭვირვალებდა, კაცს ეგონებოდა ოთახში ოქროსფერი წვიმა არისო.
ამბობდნენ, რომ ზოგჯერ იზა კარს ჩაიკეტავდა თურმე მარტო, ჩაიცვამდა
ბოშის ტანისამოსს, მდიდრულს კი არა, ჭუჭყიანს, ძონძებიანს. რაკი
მკითხველი იზას სადგომში შევიყვანეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეგ
საქვეყნოდ გამოჩენილი ლამაზი ქალი, ბანკირის სეგლენის ქვრივი, პარიზში
თავდაპირველად ვიღაც ქუჩის ჯამბაზს მოჰყვა თან და უკან სდევდა. ამ
ყოვლად წარმწყმედელ ქეიფით ცხოვრებაში იზა მაინც კიდევ ჰნატრულობდა
უწინდელს მხეცურს ყოფა-ცხოვრებასა. იმისთანა დრო ყოფილა, როცა
ვარდის წყალი, რომელსაც ტანზე ისხამდა ხოლმე, ტანზე ცეცხლს უკიდებდა,
ის წმინდა ბატისტის პერანგი სჩხვლეტავდა და მაშინ ჟინი მოუვიდოდა,
დღისით ძონძებში გახვეულიყო და ღამით ძაღლსავით სადმე მიგდებულიყო.
ამისთანა დროს იმას დედაკაცობა აღარ ეტყობოდა, რაღაც გარყვნილების
ვეშაპად გადიქცევოდა ხოლმე და გარედ, ქუჩისაკენ მიუწევდა გული ამ
მდიდარ და უხვად მორთულ სადგურიდამ. გული აღარ უდგებოდა მშვენიერ
სასადილო ოთახში, ძვირფას საჭმელებისაგან გულის ზიდილი მოსდიოდა,
ბრწყინვალე საწოლს ოთახში სული უგუბდებოდა. მოსწყურდებოდა ხოლმე
გარედ ყოფნა, მტვერი, ტალახი. მაშინ იმის გულს იამებოდა ხოლმე მარტო
მყრალი ჰაერი ბაზრებისა, გაგიჟებით ჰნატრულობდა ხოლმე დამპალს ძეხვსა
და მყრალს ყველსა. სული უგუბდებოდა მდიდარს ტანისამოსში და არ
გაიხსნიდა კი, სულ შემოიფხრეწდა ხოლმე, რომ გადეღეღა და გამოეჩინა
თავისი მართლა-და მშვენირი გულ-მკერდი. უწინდელი ბოშის ცხოვრება
წარმოუდგებოდა თვალწინ და აიტაცებდა ხოლმე.
ამისთანა დროს გადიცვამდა თავის ძველს ბოშის ჯუბას, გახუნებულს,
ყალბ-ბუზმენტიანს, ჩაიცვამდა დაგლეჯილს შალვარს, ყვითელ წუღებს;
ყელზე, ყურებზე, ხელებზე აისხამდა ზიზილ-პიპილებს და ეგრე
გულგახურებული, სანდომიანის ღიმილით გავარდებოდა და წავიდოდა
პარიზის ახლო-მახლო ადგილებში, საცა დაბალი ხალიხი თავს იყრიდა
ხოლმე სალოთავად და საქეიფოდ და გაერეოდა მთვრალ ხალხში. ყველას
აკვირვებდა თავისის სიტურფით და დაგლეჯილის ტანისამოსით. რამდენს
საძაგელს ხუმრობას ეუბნებოდნენ და რამდენს თვითონაც უპასუხებდა
ხოლმე და მაცდურად თვალს უშვრებოდა. მაშინ სწორედ გამოქნილი ბოშა
ქალი იყო, განადირებული, გულმხურვალე და თავაღებული.
ერთხელ, როცა ამისთანა ბნედა მოუვიდა, - ექიმი ბნედას ეძახდა
ამისთანა ჟინს ამ დიდკაცებში გამოჩენილ ლამაზ ქალისას, ერთი ვიღაც კაცი
აედევნა უზდელი, გარყვნილი, ურცხვი, ყველაფრის გამბედავი და სიტყვაპასუხით უწმაწური. იზა გამოექცა, ის უკან გამოუდგა, წამოეწია, როცა კარგა
მოშორებით იყვნენ საქეიფო ადგილისა, დაუწყო შეშინება, მუქარა, კინაღამ
არა სცემა, კინაღამ ძალა არ იხმარა. ამ მხეცურმა ტრფიალებამ დაიმორჩილა
იზა და ამ წუთში გაჩნდა მათ შორის სიყვარული. ეს კაცი გახდა იზას
იდუმალ საყვარელად.
აი, იზამ ესე გაიცნო ანდრე გუდარი, რომელსაც ჯაგლაგს ეძახდნენ.
იმ ღამეს ერთად გაატარეს დრო ერთს უწმაწურს დუქანში. დილით რომ
გაიღვიძა იზამ ამ ჭუჭყიან და მყრალს ჯურღმულში, ერთბაშად გონზედ
მოვიდა და მორჩა თავის უგუნურ ჟინისაგან. შერცხვა და ისე შეეზარა თავისი
ყოფაქცევა, რომ მეტი აღარ იქნება. თვალები დაიხუჭა და აზრით გადავიდა
თავის მდიდარს საწოლს ოთახში; ეს ტლანქი ძონძები ეხლა ცეცხლს
უკიდებდნენ წმინდა სამოსლის ჩვეულს ტანზედა. ადგა, ჩაიხედა
ობმოდებულ სარკის ნატეხში და ჰნახა, რომ ისე ლამაზი არ არის, როგორც
ყოველთვის ყოფილა, სწორედ გული აერია, თავისი ყოფა რომ დაინახა.
ჩაიცვა ტანთ, სწრაფად გამოვიდა დუქნიდამ და დილის ოთხი თუ ხუთი
საათი იყო, იქირავა ეტლი და შინ წამოვიდა.
თავის მდიდარ სადგომში რომ ჰნახა თავისი თავი, მაშინვე გაიძრო
ძონძები, ვერცხლის ტაშტში ვარდის წყლით დაიბანა ტანი და მიწვა თავის
შავ ხავერდის დოშაკზედა. სიამოვნებთო შეხაროდა თავის სიტურფეს
სარკეში და ამასობაში ჩაეძინა. მეორე დღეს აღარა ახსოვდა რა.
გაიარა რამდენმამე დღემ, იზა ბულონის ტყეში იყო სასეირნოდ და შინ
დაბრუნდა სადილის საჭმელად, ჩაფიქრებული და დაღონებული. დილით
ვიღაც სტუმრები ჰყოლოდა, დიდხანს ელაპარაკათ, რაღაც ეწყენინებინათ და
ავგუნებად შექმნილიყო, ასე რომ სეირნობითაც გულიდამ ჯავრი ვერ
გადეყარა. ჯერ ტანთ არ გამოეცვალა, რომ მოსვლის უმალვე ზარი
დაუწკარუნეს და მოახლემ მოახსენა, ვიღაც კაცია, სახელად ანდრე, და
თქვენი ნახვა უნდაო.
- ანდრეო! - გაიმეორა იზამ, - ვინ ანდრე?
- რა მოგახსენოთ, ამის მეტი არა უთქვამს რა.
- ვისგან არის? დილას რომ იყვნენ, იმათგან ხომ არა?
- არა მგონია. იმათობას არა მიუგავს რა. ვიღაც ღარიბს სამსახურის კაცსა
ჰგავს.
- მაშ არ უთქვამს, რა უნდა?
- არა, მარწმუნებდა კი, რომ უსათუოდ უნდა ვნახო ქალბატონი, საჭირო
საქმეაო.
- მიიღე ჩიბუხის საწევარს ოთახში, მეც მოვალ.
მოახლე წავიდა. ცოტა ხანს უკან იზა შევიდა პატარა სასტუმრო ოთახში
და დაინახა ვიღაცა კაცი, ფანჯარასთან მდგომარე. ზურგშემოქცეული იყო და
ფანჯარიდამ ბაღს გადაჰყურებდა. როგორც ეტყობოდა, კაცს გული ხელთ არა
ჰქონდა.
- თქვენ გენებათ ჩემი ნახვა? - უთხრა იზამ, - აი აქა ვარ, რა გნებავთ?
კაცი მოტრიალდა. იზას ხუნდად ეცნო ეს კაცი და ცდილობდა მოეგონა,
სად ენახა.
- თქვენ დიდს კადნიერებაში ჩამომართმევთ, - უპასუხა კაცმა გაუბედავად
და ხელში უგემურად ატრიალებდა შლიაპას, - მე თავის დღეში ვერ
ვიფიქრებდი, რომ თქვენ... იქნება ვერა მცნობთ. ტყუილად გინებებიათ,
თავის დღეში არ უნდა დაივიწყოთ ხოლმე თავგადასავალი. მერე დიდი ხანი
არ არის, რაც ნელში საქეიფოდ ბრძანდებოდით.
- ჰო! - დაიძახა იზამ, წამოწითლდა და შუბლი შეიკრა. მაგრამ ორი წუთიც
არ გასტანა ამისთანა ყოფამ, მაშინვე შუბლი გაიხსნა, გაიღიმა და გაბედვით
და პირდაპირ უთხრა;
- შენა ხარ? - როგორ მიპოვე?
- ამ ერთის კვირის წინად ელისეის მინდვრებზედ ეტლში მჯდომარე
გნახე; მას აქეთია სულ შენს კვალს ვეძებდი.
იზამ თვალი დააკვირვა. "ეს იქნება იმისთანა კაცი გამოდგეს, როგორიც
საჭიროა ჩვენის საქმისათვის. მშვენიერი თვალადიც არის... პატარა რომ
გავბანოთ, გავქლიბოთ...” გაიფიქრა გულში იზამ და მერე ხმამაღლა უთხრა:
- კარგი ჰქენი, რომ მოხვედი და, რომ დაგარწმუნო, რომ შენი ნახვა მიამა,
სადილად ჩემთან დარჩები.
- ბატონი ხარ, - უთხრა არხეინად ანდრემ და დაუმატა: - რაო, აქ განა
კოცნა მიღებული არ არის?
- რატომ, - უპასუხა იზამ და მიუშვირა თავისი მშვენიერი ტუჩები, სახელად ნეტა რა გქვიან?
- ანდრე.
- გვარის?
- გუდარი.
- აბა, ჩემო თვალის სინათლე ანდრე, ეხლა კი სადილი ვჭამოთ, - უთხრა
იზამ, ჩაავლო ხელი და ჩაიყვანა ძირს სასადილო ოთახში.
მოსამსახურემ ორი კარი ერთბაშად გააღო იზას წინ.
- ჟან, - უბძანა იზამ მსახურს, - ერთის კაცის თეფშები და დანა-ჩანგალი
კიდევ დააწყე და საჭმელი რომ მოიტანო, გადი. ჩვენ თვითონ იოლად
წავალთ უშენოდაც. თუ ვინმე მოვიდეს, მე შინ არა ვარ არავისთვის.
გუდარს ყველა ეს სიმდიდრე მეტად ეხამა, ეუცხოვა. არ იცოდა, როგორ
მოიქცეს, თავისს ბალანგაცვივნულს შლიაპას რა უყოს, როგორ გადადგას
ფეხი; სულელურად დაეღრიჯა პირი და იცინოდა. იზამ შლიაპა ჩამოართვა,
წინა ოთახში გაიტანა და იქ ჩამოჰკიდა ჩანგალზედ, მერე ხელი ჰკრა გუდარს,
რომელიც კარებში გაშტერებით გაჩერებულიყო და კასკასით უთხრა:
- ნუ გეშინიან, თამამად გადადგი ფეხი. ჩვენ მარტონი ვიქნებით და
სადილზედ გულახდილად ვისაუბრებთ.
სუფრაზე ერთმანეთის პირდაპირ დასხდნენ. მოსამსახურემ საჭმელები
მოართვა და მაშინვე გავიდა. თვითონ იზა ემსახურებოდა თავის სტუმარს.
თუმცა გუდარი პირისპირ მარტო უჯდა იზას, მაგრამ ლაპარაკს ისე ვერ
უბედავდა, როგორც ნელში. სიტყვა პირში უშრებოდა. გარემოცული
სიმდიდრე ეხამებოდა. ლამაზი იზა ხომ თავბრუს ასხამდა. ერთის სიტყვით,
ეხლა გუდარი მორცხობდა და იზა კი თამამობდა. ცოტას ჰლაპარაკობდნენ
და ისე შეექცეოდნენ სადილს.
- მე დიდხანს ვერა ვბედავდი ზარის დაწკარუნებას, - უთხრა ბოლოს
გუდარმა.
- რათა?
- მე მეშინოდა, ვაი თუ აქ სხვა იდგეს ვინმე-მეთქი.
- მერე როგორ შეიტყე ჩემი ვინაობას?
- აქ მეზობლებში ვიკითხე რა გქვიან და საოცარი ამბები მიამბეს შენზედ.
- ნეტა რა გიამბეს? - იკითხა იზამ მხიარულად, გაიცინა და გამოაჩინა
თეთრი მარგალიტივით კბილები.
- მიამბეს, რომ სხვა ქვეყნის ქალი ხარ; რომ ხანდისხან რაღაც უგუნურება
მოგივლის ხოლმე; რომ პოლიცია უსათუოდ უნდა ხელს გაფარებდეს, თორემ
ნებას არ მოგცემდნენ ბოშის ქალად ჩაცმისას და ქალაქგარეთ საქეიფოდ
თრევისას. თვითონაც გაიგებ, ეს რომ მითხრეს, მაშინვე ვიფიქრებდი: ის არის
მეთქი.
- სხვა რა გითხრეს?
- ესეც მითხრეს, რომ თუ ვაჭარი კაცი ხარ და იმის ვითარებას
ჰტყობულობ, ნისიად ნურას ანდობო. ბოლოს ისიც მითხრეს, რომ არავინ
იცის, საყვარელი ჰყავს თუ არა, ეს კია, რომ სულ დიდი კაცები დაიარებიან
იმასთანაო. ერთის სიტვით, შენზედ ამბობენ, მდიდარი უცხოს ქვეყნის
ქალიაო, მაგრამ უჭკუო რამ კიაო.
- შენ იმათზედ კარგად იცი, რაცა ვარ, - უთხრა იზამ სიცილით, - მე
თავისუფალი ქალი ვარ, არავის ზედ დამოკიდებული; რაც მინდა, იმას
ვერავინ ვერ დამიშლის. შენ რაღა საქმეში ხარ?
- მე ეხლა უადგილოდა ვარ.
- წინად რაღა გიკეთებია?
- მე ერთს კაცს დახლიდრად ვედექი და ეხლა ადგილს ვეძებ. სიტყვაგაშვებით და, ჩვენ აქ იმისათვის ხომ არ ვართ, რომ საქმიანი ლაპარაკი
გავჭიმოთ.
- რატომ მითამაო? - საქმეზედაც ვილაპარაკოთ; შენ ძალიან კარგი
მოგივიდა, რომ ჩემთან მოხვედი.
- მე კი მეგონა გამაგდებდი.
- რომ გამეგდე, რას იზამდი?
- არაფერს. მე ძალიან მინდოდა შენი პირისახე დამენახა, როცა მე
გამოგეცნაურებოდი. სწორედ გითხრა, თავის დღეში არ მოველოდდი, რომ
ასე კარგად მიმიღებდი.
- რატომ არ მიგიღებდი კარგად? მე კეთილი დედაკაცი ვარ. თუ ნელში
გაგიცანი, ეგ იმიტომ, რომ მომეწონე და ლამაზი სახისა ხარ. მეორე დილას
იმიტომ გამოგექეც, რომ ჩვენ სულ სხვადასხვა წრეში ვტრიალებთ და მეგონა,
რომ ჩვენ შორის კავშირი ვერ მოხერხდება-მეთქი.
- მეც ეგრე მეგონა: შენ მდიდარი და მშვენიერი ხარ, მე ღარიბი.
- მაგრამ ლამაზი ხარ, საკვირველი ლამაზი. თუ გინდა, ადგილს გიშოვნი.
- მართლა?
- მაგრამ რასაც კი გაკისრებ, სუბუქი საქმე არ იქნება.
- არა უშავს რა, მითხარი, შენის გულისათვის ყველაფერზედ მზადა ვარ.
- ჩემის გულისათვის არა; მე არაფერი მიჭირს, - უპასუხა იზამ და
გაუწოდა ღიმილით ხელი, - ჩემთვის მარტო ეს არის, საჭირო, რომ ხანდისხან
გნახო ხოლმე. ამისათვის მე მსურს, რომ შენ ხალხში გამოგიყვანო.
- რა ადგილს მიშოვნი?
- სწორედ გითხრა, ადგილიც არ არის, რასაც მე გეუბნები. მე ნაცნობები
მყავს, უცხო-ქვეყნელები... იმათ მითხრეს, რომ ჩვენთვის საჭიროა ერთი მხნე,
გამბედავი კაციო, იმისთანაო, რომ არაფრის წინ არ შედგესო, როცა საქმეს
შევუკვეთავთო.
- მაგისთანა ხელობის კაცს შორს წასწევენ.
- ვინ იცის, იქნება ეგ არის იმათთვის საჭირო.
- აჰაა!..
ლაპარაკი ამაზე შესწყვიტეს ცოტას ხანს. მერე იზამ ღვინო დაუსხა
გუდარს, კილო გამოიცვალა და უთხრია:
- კმარა მაგაეებზედ ლაპარაკი. აქ მო ჩემთან, ჩემო სულისავ, სხვა დროსაც
მოვილაპარაკებთ შენს თაობაზე.
ანდრემ დალია ღვინო, ადგა, მაგიდას მოუარა და გვერდთ, მოუჯდა იზას,
იზამ გაბედვით და ურცხვად დაუწყო ყურება.
- მე ცუდი გემოვნება არა მქონია, როგორც ვატყობ ჩემ თავს, - უთხრა
იზამ, - ძალიან ლამაზი რამა ხარ.
გუდარმა ეს ქება ისე მიიღო, რომ არ წამოწითლებულა. უამისოდაც
ხშირად უთქვამთ, რომ ლამაზი ხარო. ერთმანეთი დაჰკოცნეს და გააბეს
უწმაწური ლაპარაკი ურცხვის არშიყობისა. მაგრამ არც ერთი და არც მეორე
ვერა ჰბედავდა ის ეთქვათ, რაც გულში უტრიალებდათ. ბოლოს იზამ სთხოვა,
დაწვრილებით მიამბე შენი ყოფა-ცხოვრების ამბავი: გყვარებია ვინმე,
იჭვიანი ხარ თუ არა? თვითონ მე კი უწინ ძალიაბ იჭვიანი ვიყავი, მაგრამ
თავი მოვირჩინე ამ სენისაგან, რაკი ვნახე, რა საშინელებაც მოსდევს
ეჭვიანობას. ანდრემაც უამბო, რომ მეც იჭვის გამო ერთი კაცი შემომაკვდა და
მას აქეთ უკუღმა დატრიალდა ჩემი ბედიო.
- კაცი შემოგკვდომია! - დაიძახა იზამ, თუმცა აუშფოთებლად კი.
- ჰო, ესე იგი დუელში დავჭერ მძიმედ. მე მოკვლა არ მინდოდა; როცა
ვიგერებდი, მაშინ შემომაკვდა.
- სამართალში ჩაგაგდეს?
- არა. სამართალს დავემალე და არც უდევნიათ ჩემთვის, სწორედ რომ
გითხრა...
- მერე სინიდისი არ გტანჯავს?
გუდარმა მხრები აიჭიმა და გაიხარხარა.
- მაშ არაფერი არ დაგაბრკოლებს?
- არაფერი.
- მე დარწმუნებული ვარ: იმათ, ვინც მე გითხარ, რომ იცოდნენ, შენზედ
უკეთესს კაცს აღარ მონახავდნენ.
- ყური მიგდე, იზავ! გინდა სიკეთე მიყო? უთხარი ჩემზედ და, თუ არ
გამოვდგები, ისინი თავისთვის და მე ჩემთვის.
- ლაპარაკი ბევრი არ დამჭირდება, რომ მოგენდონ. რაკი მე წარგადგენ,
საქმე გათავებული იქნება.
- იცი მაინც, რა საქმეში მომიხმარებენ?
- ყველაფერი ვიცი, - უპასუხა იზამ და თვალი თვალში გაუყარა.
- მაშ კარგი, მე მზადა ვარ, წარმადგინე, - უთხრა გუდარმა და ყელი
მოიღერა.
- შენისთანა ლამაზს კაცს ძალიან უნდა ეთაკილებოდეს ღარიბად ყოფნა.
- მაშ არა?
- შენ ძალიან დაჩაგრული უნდა იყო ბედისაგან.
- ძალიან. მე ყველას ვეზიზღები და მეც ყველანი მძულან, გული კი
ნატვრით სავსე მაქვს...
- მე შენ მიყვარხარ და გაგაბედნიერებ კიდეც. ეხლა კი დროა, შინ წადი.
- როგორ, სახლიდამ მაგდებ?
- ჰო, ეგ საჭიროა. ხვალ ისევ მოხვალ. მე დღეს საღამოზედვე შენს საქმეს
შევუდგები.
- ეხლა კი ესე... ავდგე... და წავიდე რაღა? - იკითხა გუდარმა სულელურის
ღიმილითა.
- სულელი ნუ ხარ, ეხლა ხომ იცი ჩემი ბინა, ჩემი ნახვა ყოველთვის
შეგიძლიან. ხვალ ყველაფერს მიიღებ და საღამოზედ კი შემოდი ჩემთან.
მოსამსახურეებისა მაინც აღარ შემრცხვება, რომ მიგიღებ.
ამ საწყენმა გულახდილობამ წამოაწითლა გუდარი და მაშინვე დაიხედა
თავის ღარიბულ ტანისამოსზედ.
- მე ვეტყვი, - უთხრა იზამ, - რომ ის კაცი, რომელსაც მე გეუბნებითმეთქი, იმისთანა კაცია, რომ ყველაფერს იკადრებს, არაფრის წინ უკან არ
დაიხევს და მხოლოდ ის უნდა-მეთქი, რომ კარგად აძლიოთ.
- მაშ, მაშ, ეგ არის, რაც არის.
- მე ვეტყვი, საყვარელზედ რომ იჭვი აიღოს, კაცის მოკვლასაც არ
მოერიდება, იმისთანა კაცია მეთქი.
- შენც კი გამიფრთხილდი, ძალიან იჭვიანი ვარ.
- კარგი ერთი! ნუ სულელობ.
ამ ლაპარაკში გუდარმა ზედიზედ დაუწყო ღვინოს სმა, თითქო უნდა
ნაღველი რამ მოიკლასო.
- სადა დგეხარ? - ჰკითხა იზამ და ხელი ჩაავლო.
- ვილეტის ბულვარზედ, № 44.
- შენს სახელითა დგეხარ?
- ჰო.
- თუ საქმე გაგირიგე, ხვალ ბარათს მოგწერ და შიგაც ფული იქნება.
მაშინვე გამოიცვალე სახლი და საღამოზედ ჩემთან მოდი.
- კარგი, მაგრამ ნუთუ ეხლა ესე უნდა წავიდე? - უთხრა გუდარმა და
ანთებულის თვალით დააცქერდა.
- ჰო, დღეს ეგრეა საჭირო.
იზა წამოდგა და თვითონ გაიყვანა გარედ ოთახში.
- ერთი მაკოცნინე მაინც, - უთხრა გუდარმა.
ქალმა აჩქარებით აკოცნინა, გააღო კარი და თითქმის ძალად გააგდო
კარში. ეს კი უთხრა:
- ხვალამდისაო.
იზას ძალიან ეშინოდა მთვრალის კაცისა; შეეშინდა, რომ გუდარმა ბევრი
ღვინო სვა, და მალე გამოაბძანა. სასადილო ოთახში რომ დაბრუნდა, სთქვა
თავისთავად:
- სწორედ ამისთანა კაცია ჩემთვის საჭირო.
მეორე დილას გუდარს მოუვიდა ბარათი და შიგ ფული. წაროიდგინეთ
რიგად იამებოდა ყმაწვილკაცს, როცა ბარათი გახსნა და შიგ
ხუთმეტთუმნიანი ბანკის ბილეთი ჰნახა და ამისთანა ბარათი:
“კარგად მოირთე და საღამოზედ მოდი. - იზა”.
გუდარი სიხარულისაგან კინაღამ არ გაგიჟდა. თავის დღეში არა მქონია
ხელში ამოდენა ფული. ძლივს ნატვრა აუსრულდა, ღონისძიება მიეცა,
კარგად ჩაიცვას და გულდაგულ შეებრძოლოს საზოგადოებას, რომელიც მას
ახლოს არ იკარებდა.
ანდრე გუდარი გაიზარდა იეზუიტების ხელში. სკოლიდამ რომ
გამოვიდა, კარგმა თვალადმა, წყნარმა, მაგრამ ზარმაცმა ჭაბუკმა ადგილი
იშოვნა
ჯამაგირით
ერთს
სოვდაგართან.
მაგრამ
უთვალყურო
თავგანებებული ყმაწვილი გაბედოვლათდა და ადგილიდამ მალე
დაითხოვეს. მერე ხან აქ დადგებოდა, ხან იქ და ყველგან ცუდი სახელი
დაიგდო. ქეიფის მწყურვალედ მოყვარე ერთს სალხინოს არ გაუშვებდა, რომ
არ დასწრებოდა. დაეთრეოდა ყველგან, საცა კი ქეიფი, ლოთობა და მრუშობა
იყო. რადგანაც ლამაზის სახისა იყო, თვალად თუ ტანად, ურცხვად
ეარშიყებოდა ქალებს.
როცა ალალბედად იზას შეხვდა, მაშინ ამისთანა ყოფა-ცხოვრება
მოწყენილი ჰქონდა და უნდოდა როგორმე თავიდამ აეცილებინა. რაც უნდა
შემემთხვასო, ამბობდა თავის გულში, ამ უწმაწურის ცხოვრებიდან უნდა
გამოვიდე, სიმდიდრე უნდა შევიძინო და ხალხში გავერიოო. დიდხანს
ეძებდა ამისთანა შემთხვევას და გაბოროტებული კბილების კრაჭუნით
ეტყოდა ხოლმე თავის თავს:
- რასმეს უნდა მოვკიდო ხელი! მაგრამ აბა რასაო?
ბოლოს ხომ იზა შეხვდა. ჩვენ ვიცით კიდეც, ამ უცნაურმა გაცნობამ სად
მიიყვანა გუდარი.
მიიღო ფული თუ არა, გუდარი მაშინვე წავიდა, საცა მზად შეკერილს
ტანისამოსს ჰყიდიან, თავიდამ ფეხამდე მოირთო და გადავიდა უფრო
რიგიანად მოწყობილ სახლში მხარეს უბანში. ერთის კვირის უკან კაცი ვეღარ
იცნობდა, ისე გამოიცვალა ყველაფრით.
ხუთმეტი თუმანი მარტო ბე იყო. ორის კვირის განმავლობაში ყოველს
საღამოს იზასთან მიდიოდა და რას აკეთებდა იქ, ეგ საიდუმლოდ დარჩა. ეს
კი იცოდნენ, რომ იქიდამ მოსულს ჯიბეები სავსე ჰქონდა ფულითა, ტამპლის
ქუჩაში ყავახანაში შედიოდა და იქ ქაღალდს ჰთამაშობდა-ხოლმე. აქ გაიცნო
თავდაპირველად ტიუსსო, რომელმაც შეამცნია თუ არა, რომ ეს ყმაწვილი
კაცი წინდაუხედავად ფულებს აბნევს, დაუახლოვდა.
შემდეგი ისტორია გუდარისა სათქმელი აღარ არას. მკითხველმა იცის,
რომ თანდათან დაუახლოვდა და დაუმეგობრდა გულკეთილ ტიუსსოს
ოჯახსა, ფულის სესხებით ხელი გაუმართა და კუტრობას მოარჩინა, თუმცა
ცოლი გაუუპატიურა და მერე ხომ ქალიც შეირთო. ჩვენ ისიც ვიცით, რა
ამბები მოხდა ამ შერთვის გამო და რა მტრულად მოეწყვნენ ერთმანეთში
ახალი ცოლ-ქმარნი.
დროთა მიმავალობამ მათს ცხოვრებაში არაფერი არ შესცვალა. სესილი
მარტო ხანდახან დილაობით ხედავდა ქმარს. ყოველს საღამოს გუდარი
გადიოდა შინიდამ და ძალიან გვიან ღამით დაბრუნდებოდა ხოლმე;
სესილისათვის კი სულ ერთი იყო, საცა უნდა თრეულიყო მისი ქმარი.
გუდარი ხშირად დადიოდა იზასთან. მაგრამ ბოლოს იქაც ისე გაუხდა
საქმე, რომ უწინდებულად ვეღარ ჰფარფარობდა და ჰთამამობდა; პირიქით,
ენა დაიმოკლა და მორცხვობდა კიდეც. ტრფიალების და არშიყობის დრომ
გადუარათ, გუდარი ეხლა საყვარელი კი არ იყო, მეგობარი იყო იზასი. იზა
ეხლა უწინდებულად აღარ ექცეოდა, ბევრს უკადრისს აკადრებდა ხოლმე, ასე
რომ მოახლეების წინაშეც არაფერს ჰრიდებდა. გუდარსაც სრულებით გაუქრა
სიყვარული იზასი და თვითონ იზაც უწყენელად და არხეინად
ელაპარაკებოდა ხოლმე ახალს საყვარლებზედ და მის ახალგაზრდა ცოლზედ,
რომლის გაცნობაც იზას ძალიან უნდოდა.
ერთხელ საღამოს იზამ გუდარი გულზე მოიყვანა ცოლის ამბების
გამოკითხვითა. მართლა-და სულელური მდგომარეობა იყო გუდარისა;
ქმარიც იყო და არც იყო ქმარი და ამას როცა მოაგონებდნენ, სულ აიმღვრეოდა
ხოლმე. ის აზრი, რომ სესილი ჯერ სხვას დაეკუთვნა, შეითვისა როგორც იყო
და ჰნუგეშობდა იმით, რომ ეგ ჯვარისწერის წინ მოხდაო, სახელდობრ, მაშინ,
როცა სესილი თავისუფალი იყო და მაშასადამე სესილისაგან კი არა ვარ
გაცრუებული, არამედ ჩემის საკუთარის თავისაგანაო. არც იმან შეაძულა
სესილი, რომ გუნებნაქცევად იყო, იმიტომ რომ გუნებნაქცეობაში სესილი
მეტად დაშვენდა და ამან უფრო წაუკიდა ცეცხლი მის მხეცურ ჟინსა.
იმ ღამეს შინ რომ დაბრუნდა, გუდარი ძალიან გაჯავრებული იყო. სესილს
გაეხადნა ტანისამოსი და საღამურ კაბით იჯდა პატარა სასტუმრო ოთახში,
რომელიც მის საწოლის გვერდით იყო. მოესმა რა, რომ კარი უეცრად გაეღო,
გაოცებით შეხედა კარებს და, დაინახა თუ არა გუდარი, შეჰკივლა და გაიქცა
საწოლის ოთახისკენ. გუდარმა შეაყენა.
- ნუ მიდიხარ, - უთხრა ტკბილად, - მე სალაპარაკო მაქვს შენთან.
- ეხლავე მოვალ.
- არ იქნება, დარჩი აქ.
სესილი დარჩა და რა შეიკრა სისწრაფით კაბა, ჰკითხა:
- რა გნებავთ?
- დაჯეგ!
სესილი დაჯდა და თვალი გაუშტერა გუდარს.
- კარგო სესილ! - სთქვა გუდარმა, - მე მინდა ერთი კარგად და
საფუძვლიანად მოგელაპარაკო.
- ყურს გიგდებთ.
- ძალიან კარგი, მაგრამ გთხოვ, სიტყვა არ გამაწყვეტინო. აი რამდენიმე
თთვე არის, რაც ჯვარი დაგვიწერია და შენც იცი, რომ შენთვის ლაპარაკით
თავი არ მომიბეზრებია. ეხლა კი არ შეიძლება არ გითხრა. ქალი თუ კაცი
ერთმანეთს ირთვენ ერთის დღისათვის კი არა, არამედ სამუდამოდ, მინამ
ცოცხლები არიან, ამიტომაც მე მინდა ერთხელ და უკანასკნელად
მოგელაპარაკო ამ საგანზედ. რაც ყოფილა, ყოფილა და წასულა, - და თუ
საყვარელი გყოლია, რა ვუყოთ შენ მაშინ თავისუფალი იყავი. შენ მალე
დედადაც შეიქმნები და მე მივიღებ კისრად შენის შვილის მამობას; ჩემგან
არც სამდურავს გაიგონებ, არც ყვედრებას. მითამ ახალგაზდა გასათხოვარი
ქალი არ შემირთავს და შემირთავს მხოლოდ ახალგაზრდა ქვრივი, მორჩა და
გათავდა. რაკი ეს ჩემი გულისპასუხი გითხარი, მე გკითხავ, ნუ თუ
სამუდამოდ ესე განცალკევებით უნდა ვიცხოვროთ?
- მაგაზედ გსურდათ ჩემთან მოგელაპარაკნათ?
- ჰო, და შენც თვითონ ხედავ, რა თავაზითაც გელაპარაკები, - უთხრა
გუდარმა, გაკვირვებულმა, რომ სესილმა ასე მკვახედ უპასუხა.
- თქვენ შემცდარი ხართ, მე თქვენი ცოლი არა ვარ. ბედმა იძულებული
მყო ვიცხოვრო თქვენთან ერთს ჭერს ქვეშ, მაგრამ თავის დღეში კი მე თქვენ
არ გეკუთნებით. თქვენ გინდოდათ დაგეჭირათ ადგილი, რომელიც სხვისგან
იყო დაჭერილი, ეგ თქვენი საქმეა, ხოლო მე ვეკუთვნი სხვას და თავის დღეში
არ ვუღალატებ. თქვენს შესახებ ამას ვიტყვი, რომ ჩემის გულისთვის კი არა,
თქვენის საკუთარის პატივისათვის უნდა საიდუმლოდ შეინახოთ ის, რაც
ჩვენ შორის ლაპარაკია. თუ ამას არა იქმთ, სამასხაროდ გაიხდით თავსა.
- მეცა ვხედავ მაგას და ამიტომ მინდა ამ ჩემს სულელურს ყოფას ბოლოც
მოვუღო, - სთქვა გუდარმა და შუბლი შეიკრა.
- მაგითი რის თქმა გინდათ?
- იმის თქმა, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და იქნები კიდეც ნებით თუ
უნებლიედ.
- ჭკუიდამ შეშლილხართ! - დაიძახა სესილმა და ეცა თავის საწოლის
კარებს.
მაგრამ გუდარმა გზა გადაუჭრა და თითქმის ცხვირწინ მიურახუნა
კარები.
- ვიშ უნამუსოვ! ისევ უწინდელს უნამუსობას მაჰყავით ხელი! - უთხრა
სესილმა.
- ჰო, ვიცი, შენი რევოლვერი გინდა აგეღო, განა? უკაცრაოდ. კმარა ამდენი
კამედიები, - უპასუხა გუდარმა, - ბატონო გუდარის მეუღლევ, მე ამაღამ
თქვენთან მსურს ყოფნა.
- არასოდეს! მე ჯერ თავს მოვიკლავ.
ამას რომ ამბობდა, უნდოდა ხელიდამ გამოსხლეტოდა გუდარს,
რომელმაც ხელი ჩასჭიდა კიდეც. რომ ვერა ქნა რა, მივარდა ყელში გუდარს
და კინაღამ არ დაახრჩო. გუდარმა ძლივს გადირჩინა თავი და ძიძგილაობაში
კაბა ჩამოახია. კდემამ და გაბოროტებამ ერთი ორად გაამხნევეს ეს უბედური
ქალი; როგორც იყო ხელადამ გამოეცალა და გაიქცა კარებისაკენ, მაგრამ
გუდარი დაეწია, ფეხი გამოსდო და საწყალი ქალი ძირს დაეცა ხალიჩაზედ.
- მიშველეთ, მიშველეთ! ყელსა მჭრიან - ყვიროდა სესილი, რაკი ხედავდა,
რომ გაძალიანება ამას იქით ვეღარას უშველიდა.
სწორედ ამ დროს გარეთა კარი ვიღაცამ დაარაკუნა. სესილი თითქმის
ნახევრად შიშველი, თმააწეწილი ეგდო იატაკზედ და, რომ გაიგონა კარის
რაკუნის ხმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შემოიკრიბა და ხელი ჰკრა გუდარსა.
გუდარმა კარის რაკუნის ხმა ვერ გაიგო, საზარლად ხარხარებდა და იძახდა:
- ბატონო გუდარის მეუღლევ, ჩემი იქმნები, ჩემი.
უეცრად ხელადამ გააგდო სესილი, წამოხტა გაფითრებული და მთელმა
ტანმა კანკალი დაუწყო. კარებს იქიდამ ვიღაცამ ხმამაღლად დაიძახა;
- კანონის სახელით, გააღეთ კარი!
ამ სიტყვებმა თვალის დახამხამების უმალ სრულად შესცვალა გუდარი.
მისი სახე, წუთის წინად თამამად მაყურებელი, ეხლა აჩენდა სულდაბალს
ქალაჩუნობას და ლაჩრობას. სესილი კი, რაკი ჰნახა, რომ გუდარმა თავი
დაანება, წამოხტა ფეხზედ, მიიმალა კუთხეში და ჰცდილობდა ხელებით
როგორმე დაეფარა ნახევრად შიშველი ტანი.
ამასობაში მოახლეს, რაკი გაეგონა კარის რაკუნი, გაეღო კარი და
რამდენიმე პოლიციელი შემოცვივდნენ და პირდაპირ წამოვიდნენ პატარა
სასტუმროსაკენ, რადგანაც აქედამაც ხმაურობა მოესმათ. ძნელი არ არის
წარმოიდგინოს კაცმა იმათი გაოცება, როცა შემოვიდნენ ოთახში და ჰნახეს
თითქმის შიშველი ქალი, რომელიც იმათ შემოსვლაზედ მივარდა ფანჯარის
ფარდას და ფარდის უკან დაიმალა. ჩუმად-მაძიებელმა გიურემ წარბი შეიკრა
და მკვირცხლად მოატარა თვალი ოთახში. მორთულობა ოთახისა
აქოთებული იყო, ზალიჩაზედ ეყარა კაბისა და თეთრეულის ნახევები,
გუდარის თითებზე შავი თმის ბეწვები იყო, რომელნიც ძიძგილაობაში
ბეჭდებს ზედ აჰყოლოდნენ.
- ანდრე გუდარი რომელია? - იკითხა გიურემ და იგრძნო რომ აქ რაღაც
ამბავი ყოფილა, რომლის გამოკვლევაც საჭიროა.
- მე ვარ, - უპასუხა გუდარმა.
- კანონის სახელით, მე თქვენ გიჭერთ, - უთხრა გიურემ. ჰკრა ხელი და
მიაგდო პოლიციელებისაკენ, რომელნიც კარებთან იდგნენ. - ეს ქალი ვინღაა - დაუმატა მან და ანიშნა სესილი.
- ჩემი ცოლია, - უპასუხა გუდარმა, ცოტად თავის დონეზედ მოსულმა,
- თქვენი მოვალეობაა მე დამიჭიროთ, ხოლო არავითარი ნება არა გაქვთ ჩემს
შინაურს საქმეში გაერიოთ. ჯერ ისიც უმართებულო საქმეა თქვენის მხრით,
რომ აქ შემოხვედით. წაბრძანდით და მეც მოვდივარ.
- ჩვენ აქ არ შემოვიდოდით, რომ თვითონ გაგეღოთ კარები, - უპასუხა
გიურემ და, რადგანაც იგრძნო, რომ გუდარმა მართალი უთხრა, დაუმატა: კარგი, წამობძანდით.
პოლიციელებმა გუდარი წაიყვანეს, გიურე კი კარებში შედგა და უთხრა
სესილს:
- ბოდიშს ვიხდი თქვენთან, ქალბატონო.
კარები გაიხურეს და გავიდნენ. სესილი მაშინათვე შევარდა თავის
ოთახში, ხელდახელ გადიცვა კაბა და ისევ სასტუმრო ოთახში შემოვიდა.
ცოტად გააღო კარი და ყური დაუგდო ქმრის და პოლიციელების ლაპარაკსა,
მაგრამ ვერა გაიგო რა. მარტო ამას კი მოჰკრა ყური, რომ გიურემ გუდას
უთხრა:
- ხომ არა გსურთ თქვენს ცოლს გამოეთხოვოთ?
- რა საჭიროა, - უპასუხა გუდარმა, - მე დარწმუნებული ვარ, რომ
შეცდომით მიჭერთ. ეს შეცდომა ეხლავ გამომჟღავნდება და ისე მალე
დავბრუნდები შინ, რომ ჩემი ცოლი ვერც კი გაიგებს, ვიყავ სადმე თუ არა.
ამის შემდეგ გარეთი კარი მოარახუნეს, გავიდნენ პოლიციელები და
გუდარი თან წაიყვანეს. მოახლე კი შემინებულას სახით შემოვიდა სასტუმრო
ოთახში, მითამ ჰკითხოს ქალბატონს, ხომ არა გნებავთ რაო, და გულში კი ისა
ჰქონდა, შეეტყო, ბატონი რად დაიჭირესო. სესილმა არა უთხრა რა მასზე, რაც
მოხდა და უბძანა, - წადი, დაიძინეო.
მარტო რომ დარჩა სესილი, დაეცა ტახტზე დათენთილი და დაქანცული.
საზარელი ამბავი ურცხვის ძალადობისა, რომელსაც ასეთის სასწაულით
გადურჩა, ხელახლად წარმოუდგა თვალწინ. თუმცა ამისთანა საზარო
ფათერაკში ჩავარდნილი იყო, მაგრამ ზეცამ შეიბრალა და დაიხსნა სწორედ იმ
წამს, როცა ყოველივე ღონე მიხდილი ჰქონდა და უნამუსო ძალადობის
მსხვერპლად უნდა გამხდარიყო. ზეცამ დაიხსნა იგი ამა სირცხვილისაგან. ამ
ფიქრმა შეიპყრა სესილი მთლად და აზრადაც არ მოსდიოდა ქმრის დაჭერის
ამბავი. იგი არა კითხულობდა, რად დაიჭირეს ჩემი ქმარი ამ შუაღამისასო;
იგი, ჰხედავდა რა თავის თავს თავისუფლად და ბედნიერად, ჰლოცავდა
თავის ბედსა.
მერე კი, ცოტა ხანი რომ გავიდა, ფიქრად მოუვიდა, ვაი თუ გუდარი ისევ
მალე დაბრუნდესო. რომ მიდიოდა, თვითონვე სთქვა, მალე დავბრუნდებიო.
აქამომდე უძალიანდებოდა ქმარს, დღესაც რაღაც სასწაულმა დაიხსნა, მერე
რაღა უშველიდა? აშკარა იყო, რომ გუდარი თავისას არ დაიშლიდა. სესილს
ეშინოდა, შინ მოვა და ისევ მე მომვარდება უფრო მომეტებულის
გააფთრებით და მაშინ აღარაფერი არ დამიხსნისო. ამის გამო იფიქრა, რომ
ერთბაშად უნდა მოვსპო მასთან ყოველივე კავშირი; ქვეყანა ეხლა ვერასფერს
ცუდს ვერ იტყვის, ქმრის დაჭერა ასლი მიზეზია, რომ ამ სახლს მოვშორდეო.
ზარი დააწკარუნა.
- ჩემო კარგო ჟულიეტავ, - უთხრა მოახლეს, როცა ზარის ხმაზედ
შემოვიდა, - ჩაიცვით. მე აქ დარჩენა აღარ მემიძლიან, მეშინია მარტო ყოფნა,
დედ-მამასთან გადავალ. ბოხჩაში შეახვიეთ ჩემი თეთრეული და ხვალ
დანარჩენსაც გადავიტანთ.
- უი, ქალბატონო, რა კარგად გინებებიათ, - უპასუხა მოახლემ, - მეც შიშმა
ამიტანა და ძილი არ მომეკარა. რომ გენახათ, რა უზდელობით მოექცნენ
პოლიციელები ბატონს! უსათუოდ რაღაც ძალიან ცუდი საქმე მოუხდენია.
სესილმა არა უპასუხა რა; სესილმა და ჟულიეტამ ჩააწყეს, რაც საჭირო
იყო, ბოხჩაში, მერე წამოისხა სესილმა წამოსასხამი, მოახლე გამოიყოლა და
გამოვიდა სახლიდამ. მალე მივიდნენ ტიუსსოს სახლთან და დაურაკუნეს
კარი.
- ვინა ხართ? - ჰკითხა ტიუსსომ, წამოხტა რა ქვეშაგებიდამ და ფანჯრიდან
გადიხედა.
- მე ვარ, მამა, გამიღეთ, - უპასუხა სესილმა.
- შენა ხარ? ეხლავ.
დაიწყო ტიუსსომ თავის ჩუსტების ძებნა და ელდაცემული ადელი კი
იძახოდა:
- ღმერთო ჩემო! ნეტა რა მომხდარა?
- მე მგონია, ქმარს გამოჰქცევია, - უპასუხა ტიუსსომ და სანთელი აანთო, დიახ, გამოჰქცევია და ჰგონია, რომ მე ხელს შევუწყობ. როგორ არა!
დამაცადოს, მე ვუჩვენებ!
- იქნება უბედურება რამ შეემთხვა?
იმის შიშით, რომ იქნება ძალიან ცუდი რამ მოხდაო, ადელმა სწრაფად
გადიცვა კაბა და ძირს ჩამოჰყვა ქმარს.
- ასე გვიან რად მოსულხარ? - ჰკითხა ტიურსსომ ცოტა წყრომით, როცა
სესილი სასადილო ოთახში შემოვიდა.
- დასაძინებლად მოვედი.
- რაო რა მოხდა განა? - ჰკითხა ტიუსსომ, შეიკრა წარბი და თვალები
დააჭყიტა.
- ჩემი ქმარი დაიჭირეს, - უპასუხა გულდადინჯებით სესილმა.
- ახა, ღმერთო ჩემო! რის გულისათვის? - იკითხა მამამ გაფითრებით,
დედა კი შეკრთა, რადგანაც იცოდა გუდარის ამბავი, რომ ხელიდამ ყველა ავი
გამოუვიდოდა.
- მე რა ვიცი, - უპასუხა ქალმა, მოიხადა წამოსასხამი და შუბლზედ
მოყრილი თმა გაისწორა.
- რაზედ გიტკენია, - ჰკითხა ადელმა და ანიშნა ხელი, რომელიც ძალიან
დალურჯებული ჰქონდა სესილსა.
- ეს ქმრის სახსოვარია, - უპასუხა ქალმა და მწარედ ჩაიღიმილა.
- ნუთუ გცემს ხოლმე? - ერთხმად ჰკითხეს დედამ და მამამ.
- დღეს დაიწყო.
- და მაგისათვის დაიჭირეს? - იკითხა ტიუსსომ.
- არა, არა... ერთი მომასვენეთ ჯერ. მე ჩემს ოთახში წავალ და დავიძინებ.
ხვალ ყველაფერს გიამბობთ.
სესილი ასეთს ცუდს ფერზე იყო, ისე აჟრჟოლებდა, რომ დედ-მამამ
წაიყვანეს თავის უწინდელს ოთახში და ლაპარაკი სახვალიოდ გადასდეს.
სესილი, როცა მარტო დარჩა თავის პატარა ოთახში, სადაც თავისი
მშვიდობიანი
ყმაწვილობა
გაეტარებინა,
დაეცა
მუხლებზედ
და
ხელთაპყრობით წარმოსთქვა:
- ჰოი, ღმერთო ჩემო ნუ განმიტევებ! მე ამდენი ტანჯვა და წვალება
გამომივლია!
ნაწილი მესამე
ქრთამი
I
ტიუსსო და კამპანია
ქალის სიტყვებით აშფოთებული და დარწმუნებული, რომ ყველაფერში
ქალია დამნაშავე, ტიუსსო ძალიან ცუდს გუნებაზედ შემობრუნდა თავის
ოთახში. დააპირა, ხვალ დილით შევიტყობ ყველაფერს სიძის დაჭერის
თაობაზედაო. ჰფიქრობდა, უსათუოდ გუდარი შეცდომით როგორმე
დაიჭირეს, ან იქნება სესილის ყვირილზედ პოლიციელები შეუცვივდნენ
სახლში და ამის გამო მოხდა ყველაფერიო. ეს უკანასკნელი გარემოება კი
უფრო ნაკლებ სჯეროდა. ყველაზედ მეტად გულს უსიებდა
ადელი,
რომელიც ნუგეშის მაგიერ სწყევლიდა გუდარს და აყვედრიდა ქმარს, შენ
გამიუბედურე შვილიო. ტიუსსო ჩაწვა ქვეშაგებში, მაგრამ ძილი არ მიეკარა.
გუდარის ავკაცობა როგორ მოუვიდოდა ფიქრად: იგი ტიუსსოს თვალში
ისეთი პატიოსანი, ისეთი გულკეთილი, ისეთი მდიდარი იყო ხან რა იფიქრა,
ხან რა და ბოლოს, რომ ვერას გახდა რა, წამოჯდა ქვეშაგებზედ და დაიძახა:
- ოჰ, ღმერთო!
- რა დაგემართათ? - ჰკითხა შეშინებულმა ადელმა.
- მე სანაძლეოს დავდებ, რომ აქ პოლიტიკაა გარეული. გაზეთებშიაც
რაღაცებსაც სწერდნენ.
თუმცა სულელობაშია ჩამოსართმევი ამისთანა სიტყვები, მაგრამ დროთა
ვითარებას შეეფერებიან. ნაპოლეონ III ხელმწიფობამ შემოიტანა ჩვენს
საზოგადო ცხოვრებაში კაცის დევნა რაღაც პოლიტიკის მიზეზებით და თუ
ჩვენი ნაცნობი ვინმე დიდის ხნით მიგვეფარებოდა თვალთაგან, მაშინვე ეს
აზრი მოგვივოდოდა თავში: უსათუოდ პოლიტიკაში გარეულაო. ამიტომაც ამ
აზრმა რომ გაურბინა გულში ტიუსსოს, საკვირველი არ არის, მაგრამ ადელმა
კი მხრები აიჭიმა.
- ახ, ნეტავი არ იქნება, ეგრე იყოს! ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და
თვითონ იმისთვისაც, - შენიშნა ადელმა.
გათენდა თუ არა, ტიუსსო თავის სიძის სახლში წავიდა, რომ შეიტყოს
რამე და ცოლი კი ადგა და თავის ქალთან შევიდა. სესილმა ძალიან ცუდად
გაატარა ღამე, სრულებით დათენთილი იყო და იგრძნობდა დიდს სისუსტეს
ტანისას და ძარღვებისას. ჩვენ ვიცით, რარიგადაც უყვარდა დედა და
ამიტომაც მაშინვე უამბო ყველაფერი. მერე ორივემ დაიწყეს გამოცნობა მისა,
თუ რა მიზეზით დაიჭირეს გუდარი. ადელმა სთქვა, რომ უსათუოდ
სამარცხვინო ამბავს რასმეს ჩაიდენდაო, ან ქალწულს ქალს შეაცდენდა, ან
ქმრიანზედ ძალას მოიხმარებდაო. ამაში შეუძლებელი არა იყო რა, რადგანაც
გუდარი თითქმის სულ მუდამ გარედ დაეთრეოდა ხოლმე.
- ჩემთვის სულ ერთია, რა მიზეზითაც უნდა იყოს დაჭერილი, - ამბობდა
სესილი, - მე ყოველ შემთხვევაში მისგან თავი დავიხსენი.
- თუ შეცდომით დაუჭერიათ, ხომ მალე დაბრუნდება ისევ შინა.
- მე რა მენაღვლება. მამაჩემმა რაც უნდა სთქვას, მე გუდართან საქმე
გამითავებია. მაგისთანა სიცოცხლეს მე ვერ ავიტან, არ შემიშლიან.
- ვაი ჩემს თავს! ქვეყნის ყბად გავხდებით.
- რაო?! შენ ყველაფერი იცი და მაინც გინდა, რომ მე იმასთან დავრჩე
მარტო იმისთვის, რომ ქვეყანამ ყბად არ აგვიღოსო რას ამბობ! სიკვდილი
სჯობს იმ კაცთან სიცოცხლეს. ცემას მომიყვა ეხლა და ამას იქით რაღა
დააყენებს... იმის მეტი კი არა უნდა რა, რომ ვუჩივლო, მცემს-მეთქი. ტანზე
ცხადი ნიშნები მაქვს ნაცემობისა და რა გზით იმართლებს თავს მეორე
მიზეზი ცოლქმრობის გაუქმებისა ჩვენ შორის ის არის, რომ ჩვენი ხასიათები
ერთმანეთთან ვერ მოდიან.
- მამაშენი მოკვდება და მაგას არა იქს.
- როცა საქმე მამაჩემის დახსნაზედ იყო მიმდგარი, მე დავემორჩილე, ეხლა
კი არაფერი არ შეარყევს მის ქარხანასაა ჩვენი გაყრა არაფერს არ შესცვლის,
ქვეყნის თვალში გუდარი მამაა ჩემის შვილისა, მაშასადამე, მეცა და ჩემს
შვილსაც მის ქონებაზედ უფლება გვაქვს კანონითა.
- ყოველივე ეგ მაშინებს მე.
- აქ საშიშარი არა არის რა. მე უბედობამ ბევრი მწუხარება გამომატარა,
ჩემი ქმარი ციხეში ზის და რად უნდა გიკვირდეს, რომ ამ ყოფაში მე მინდა
ჩემს ქმარს სრულებით მოვშორდე.
- მამაშენსაც დაეკითხე.
- აბა რა უნდა დავეკითხო საწყალს მამას, - უპასუხა სესილმა, - მამაჩემმა
ის უნდა იყაბულოს, რაც მე მსურს.
ამ დროს ქარხანიდამ ხმა მოისმა და ადელი მაშინვე ძირს ჩამოვიდა,
ტიუსსო კი ძალიან გაჯავრებული შინ მოსულიყო. ვერაფერი ვერა შეეტყო რა
და თავის სიძის დაჭერის ამბავი სულელობით თვითონვე ეამბნა
მეკარისათვის, რომელიც გუდარის სახლს ედგა. თვითონ მეკარეს კი არა
სცოდნოდა რა და არც რაიმე შეეტყო. გუდარიო, ეთქვა მეკარეს, ისე ხშირად
გადიოდა სახლიდამ და მოდიოდა ღამე გვიან, რომ იმის წასვლა-მოსვლას
ყურსაც არ ვადევნებდიო. მართალია, გუშინღამ კი სამი კაცი მოვიდა და
იკითხეს - გუდარი სადა დგასო, მაგრამ მე გუდარის ამხანაგები მეგონა.
ერთის სიტყვით, ისე ჩუმად დაეჭირათ გუდარი, რომ სახლში ვერც კი
ვერავის გაეგო.
- აი ხომ ხედავ, ამ ამბავს პოლიტიკის სუნი უდის, - უთხრა ტიუსსომ
თავის ცოლს.
ამ სიტყვებმა მოთმინებიდამ გამოიყვანეს ადელი. გაჯავრებულმა უამბო
ქმარს, რომ საწყალს სესილს ყოველდღე უსიამოვნება ჰქონდა ქმართან; რომ
ქმარი სცემდა; რომ გუშინ გუდარი არ დაეჭირათ, მოსტეხდა რასმეს და
დააშავებდა, თუ არა გჯერა, წადი და დალურჯებული ტანი უნახეო.
ტიუსსოს ელდა ეცა, ეს რომ გაიგონა. როგორ? გუდარი, ამისი მეგობარი,
იმისთანა კეთილი და პატიოსანი კაცი, ცოლსა სცემდა განა? ვინ იფიქრებდაო
მაგრამ მოდი და ნუ დაიჯერებ, როცა თვალითა ჰხედავ! ტიუსსოს თავისი
შვილი, თავის მამის-ერთა ქალი ძალიან უყვარდა და დიდად შეწუხდა, როცა
გაიგო, რა დღეშიაც ჰყვანდა ჩავარდნილი. უსათუოდ აქ რაღაც უცნაური
საქმეა დაფარული, - ჰფიქრობდა ტიუსსო, - ერთი მე თვითონ გამოვკითხავ
ჩემს ქალსა და რასაც შევიტყობ, იმის მიხედვით შევუდგები საქმესაო.
- მაინც ის ეხლა ჩემთვის საჭირო აღარ არის, - სთქვა ბოლოს თავისთავად
ტიუსსომ და მით გამოაჩინა სწორედ ვაჭრული უმადურობა.
პატივსაცემს ბრინჯაოს მკეთებელს ის უმღვრევდა გულოს, რომ მე მამა
ვიყავიო და ხელს არ და ვაწებდი ხოლმე ჩემს ქალსაო და ჩემმა მეგობარმა კი,
რომელსაც მივათხოვე ჩემი ქალი, ცემაც დაუწყო! რაც უნდა დამნაშავე
ყოფილიყო, ცემა როგორ გაუბედა განა საკადრისია კაცისათვის, რომ ქალსა
სცემოსო?
ტიუსსო ისე ჰცხარობდა, რომ ადელს უხაროდა, იქნება ღმერთმა
მიშველოს და თვითონვე მოაშოროს თავისი ქალი იმ საძაგელს ქმარსაო.
ადელი გაიქცა, რომ ეს სასიხარულო ამბავი თავის ქალს შეატყობინოს,
ტიუსსო კი დარჩა მარტო, დაეყუდა დაზგას, აიფარა სახეზედ ხელები და
ღრმად ჩაფიქრდა.
- “მართლა რომ ვსთქვათ, - ამბობდა გულში ტიუსსო, გუდარი რის
მაქნისია ჩემთვის? ქარხანა ეხლა უიმისოდაც კარგად წავა. ტვინი წაიღო
ყვედრებით, მე რომ არა თყოფილიყავ, დაიღუპებოდიო. ერთი რაღაც
სულელი ბედოვლათია; მე რომ არ შევსწრებოდი და იმისი ფული ქარხანაში
არ გამება, დღეს ლუკმა-პურის ნატრული იქნებოდა. ფულს ქარხანაში
ვამუშავებ და დიდს სარგებელსაც ვაძლევ. ჩემისთანა სულელი კაცი თუ,
თორემ სხვა უჩუმო ვინ გაუყოფდა მოგებას სანახევროდ, მაშინ როდესაც
არაფერს ის არ აკეთებს და სულ მე ვარ; მართალია, ჩემი სიძეა და ჩემის
ქალის გულისათვის გავიამხანაგე და, თუ როგორც რიგია ჩემს ქალს ისე არ
ექცევა, რიღასთვის უნდა მივეფეროთ მე დარწმუნებული ვარ, რომ
გუშინდელი ამბავი იმიტომ მოუხდათ, რომ ცოლსაც ჰღალატობს. უნდა
ახსოვდეს, რომ მისი ცოლი ჩემი ქალია; რომ ჩემი ქალი ჩვიდმეტის წლისაა და
თვითონ ორმოცისა! მე სანაძლეოს დავსდებ, რომ საწყალი სესილი ეჭვს
მიიტანდა... და იმას კი ცემაც უკადრებია. უკაცრაოდ, ამას იქით კი აღარას
გაგაბედვინებთ. მე თვითონ ვურჩევ ჩემს ქალს, რომ სამართალს მიმართოს...
ამას იქით ფულის სარგებელი ჩემს ქალს უნდა ვაძლიო ხოლმეო”.
ამ დროს მოახლემ გაზეთი შემოუტანა. ტიუსსოს მაშინვე მოაგონდა
გუდარი და მისი დაჭერის საქმე პოლიტიკის მიზეზითა. მაშინვე გაშალა
გაზეთი და დააკვირვა თვალი იმ ადგილს, საცა საყოველდღეო ამბებსა სწერენ
ხოლმე.
- ეს რა ამბავია! - დაიძახა წაკითხვის შემდეგ და გაიქცა სასადილო
ოთახისაკენ, საცა ადელი და სესილი ასხდნენ, - ეს კი მეტის-მეტია!
- რა ამბავია? - ჰკითხა სესილმა.
- აი, წაიკითხე! - უთხრა ტიუსსომ და მიაწოდა გაზეთი.
სესილმა ჩამოართო გაზეთი და დაიწყო კითხვა. იმ კითხვაში თანდათან
ფერი მისდიოდა და ბოლოს ერთი ხმამაღლა დაიკივლა და გულშემოყრილი
წაბარბაცდა დასაცემად, მაგრამ დედა მიეშველა და გულზე მოისვენა.
- ვაიმე, ვაიმე! - დაიძახა ტიუსსომ, - მე მოვკალ ჩემი მვილი!
აი რა ეწერა გაზეთში:
“ეს-ეს არის შევიტყეთ, რომ მარეს უბანში კაცი დაუჭერიათ. ძლივს იპოვეს
ერთი იმათგანი, რომელთაც ქალი მოჰკლეს ლაკუეს ქუჩაში. ჩვენს
მკითხველებს, რახსკკირველია, ეხსომებათ ეს ამბავი; ის არის ქარგალი,
ბრინჯაოს მკეთებელი, სახელად მორის ფერანი. ჯერ ბევრში გამოტყდა, მერე
კი ყველაფერი უაჰრყო. გამოძიება საწყალ ლეა მედანის თაობაზედ დიდის
ოსტატობით მიჰყავს გამომძიებელს ოსკარ ვერშემონს. რაკი ხმა გავარდა, რომ
ამ საქმეს გაარჩევენ ამ ახლო ხანში, მაშინვე აუარებელი თხოვნა მიუვიდა
სასამართლოს თავმჯდომარეს უფ. მატიე დიუტალს სასამართლოში შესვლის
ბილეთების გამო. ამ საქმის გარჩევაში დასწრება ისე ძნელი იქნება, როგორც
ახალის ოპერის წარმოდგენაში. მკითხველებს ეხსომებათ, რა ყოფით იყო
მოკლული საწყალი ქალი და რა სახით შიშველი იპოვეს მკვდარი.
ბრალდებული ძალიან ახალგაზრდაა, იქნება ოცის წლისა. იგი ერთი ლამაზ
ყმაწვალკაცთაგანია, რომელთაც გარს ეფუფუნებიან ხოლმე ქეიფის მოყვარე
ქალები, მისი ურცხობა წრეს გარდამეტებულია. გატყდა, რომ ღვინო მევიყიდეო, საწამლავი მე მოვამზადეო და ამტკიცებს, რომ საწამლავი თვითონ
მე ვიხმარეო და, როცა პირში წაუდგებიან, ამბობს: "აბა დამიმტკიცეთო”.
რასაკვირველია, იმასაც ამბობს, რომ ლეა მედანს თავის დღეში არ
ვიცნობდიო. ჩვენ ვეცდებით მკითხველებს ვაუწყოთ სულ ყოველი ფერი,
რასაც გამოძიება აღმოაჩენს ამ საქმეში, რომელიც, როგორც ეტყობა,
გამოჩენილთ საქმეთა შორის უნდა ჩაირიცხოს”.
რა თქმა უნდა, რომ ქმრის ამბავმა გული არ შემოჰყარა სესილს. მისი ქმარი
რომ ქურდი გამომდგარიყო, ავაზაკი თუ კაცისმკვლელი, იმაზე მეტად,
როგორც ეზიზღებოდა, ვეღარ შეიზიზღებდა. ან რა დარდი უნდა ჰქონოდა იმ
კაცისა, რომლის სახელი დაირქვა მარტო მისთვის, რომ უფრო კარგად იძიოს
შური. სესილს თავზარი დასცა მორის ფერანის დაჭერის ამბავმა და იმ
საზარელმა ბრალმა, რომელსაც მორისს სწამებდნენ. უსათუოდ შეცდომით
მომხდარაო, იფიქრა, მორისის ავაზაკობა შეუძლებელი საქმეაო. ამასთანაც
ლაკუეს ქუჩის სახელი, ღვინისა და საწამლავის ყიდვის ამბავი განა აშკარად
არ ამტკიცებს, რომ ჩვენს თავის მოკვლის განზრახვას პოლიცია შეუცდენიაო.
ყოველმა ამან ისე ააშფოთა საწყალი სესილი, რომ ხმა ვეღარ ამოიღო და
ელდისაგან გულს შემოეყარა.
- სესილ, ჩემო კარგო სესილ, - ეუბნებოდა ალერსით დედა, რომელმაც
მიიყვანა, სელზდ დასვა გულშემოყრილი ქალი და ძმარს ასუნებდა, - გონზედ
მოდი, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, თვალი აახილე! ვაი, ხმას არ იღებს,
მოკვდება და ჩვენი ბრალი იქნება, რომ იმ საძაგელს მივეცით.
- არა, მარტო მე ვარ დამნაშავე, მე! - უპასუხა ტიუსსომ, - ამისი ფიქრი
სულ მორისი იყო და მე კი იმის დაჭერის ამბავი ხელში მივაჩეჩე. მე მეგონა,
რომ სულ ამის წინააღმდეგად იმოქმედებდა ეს ამბავი, ის კი არა, თუ ლამის
შვილი ხელიდამ გამოგვეცალოს. მე მინდოდა მეთქვა: "ეხლა ჰხედავ, რა
კარგად მოგვივიდა მეთქი, რომ იმ ქალაბიჭას არ მიგათხოვეთ, აი რა კაცი
ყოფილა...”
II
ორი მძიმე საქმე
გამომძიებელი ოსკარ ვერშემონი თავის კაბინეთში იჯდა და დიდის
ყურადღებით უსმენდა ჩუმად-მაძიებელს გიურეს, რომელიც გამოძიებაში
ძალიან შველოდა ვერშემონსა და რომელსაც ამხანად ბევრი ახალი ამბავი
მოეტანა.
- მაშ, ბატონო გიურევ, - სთქვა ვერშემონმა, - თქვენის აზრით, ეხლა
ნამდვილს გზაზედა ვართ დამდგარა, აღარ მოვსტყუვდებით?
- ერთს ბეწოსაც, ეტლის მატარებელმა იცნო. ერთხელ უწინაც მიუყვანია
ის ლაკუეს ქუჩაში, ის არის მკვლელი თუ არა, ამასაც შევიტეობთ; ეს კი
ნამდვილია, რომ იმ უბედურების ღამეს, თორმეტს საათზედ ის კაცი ყოფილა
ლეა მედანთან და გამოსულა იქიდამ სამსა თუ ოთხს საათზედ დილით.
- რა ჰქვიან?
- ანდრე გუდარი. ცოლი ეხლახანს შეურთავს, მაგრამ გამოჩენილი მრუში
კაცია თურმე და ცოლს ძალიან ცუდად ეპყრობა. მე მოგახსენეთ ხომ, რომ
დავიჭირე-მეთქი. მინამ ჯვარს დაიწერდა, ყველას არწმუნებდა, რომ ჩემის
ფულის სარგებლითა ვცხოვრობო და მერე კი ამხანაგად გაუხდა სიმამრს.
ვისაც კი გამოვკითხე იმისი ამბავი, ყველანი ცუდად იხსენებენ, რაც კი მაღალ
ფარდების ფეხჩჩვილი ქალია, ყველასთან შინაურია; პირველიდამ დაუწყია
და უკანასკნელამდე ჩასულა. მე მგონია, რომ წყარო ცხოვრებისა კარგა ხანს
მარტო აქედამა ჰქონია.
- თვითონ რაღას ამბობს?
- გამოტყდა, რომ ლეა მედანთან ყოფილა, მაგრამ დიდხანს არა
ვყოფილვარ, მალე წამოვედი, მეშურებოდა, რადგანაც მეორეს დღეს ჯვარი
უნდა დამეწერაო. მე რომ წამოვედი, ლეა მედანი ქვეშაგებში მწოლარე
დავაგდეო. მოწამლულის ღვინის ბოთლების შესახებ სთქვა, რომ არა ვიცი რა,
უსათუოდ ჩემს შემდეგ მიუტანიათო. აი ამიტომაც შეუძლებელია ფერანის
განთავისუფლება, მით უფრო, რომ არ გვეუბნება, როგორ გაუტარებია ის
ღამე, თუმცა კი გამოგვიტყდა, რომ შამპანური ღვინო მე ვიყიდე და
საწამლავიც მე გავურიეო. ამასთანაც თვითონ მედუქნეებმაც იცნეს ფერანი,
- მართალი ზართ.
- გუდარის შესახებ კიდევ ამას ვიტყვი, რომ მის ცოლმა თავი დაანება
სახლ-კარს და მაშინვე, დავიჭირე თუ არა გუდარი, სხვაგან გადვიდა, ასე რომ
სახლის გასაჩხრეკად მჭედელი უნდა მიგვეყვანა და იმისთვის
გაგვეტეხინებინა დაკეტილი კარები.
- იპოვეთ კი რამე?
- მაგდონი არაფერი. ხოლო ვიპოვეთ ბევრი ძველი თამასუქები,
რომლებშიაც მოხსენებული ვალი გადუხდია იმ დღის შემდეგ, როცა ლეა
მედანი მოეკლათ. ამას გარდა გუდარს შეუტანია სიმამრთან საამხანაგოდ
კარგა ბლომა ფული.
- ბლობა ფულიო?
- დიაღ, ორმოცდაათი ათასი ფრანკი.
- მაგ საგანზე გამოჰკითხეთ რამე?
- დიაღ, ვალების მოშორების თაობაზდ მითხრა, რომ ცოლს ვირთავდი და
მინდოდა ჩემი საქმეები გამეწმინდა, მინამ ჯვარს დავიწერდიო. იმ დიდ
ფულის თაობაზედ კი სთქვა, რომ ბირჟაზედ მოვიგეო და დაგვისახელა
მაკლერი, რომელმაც უმოწმა, რომ გუდარმა ჯერ ლეა მედანის სიკვდილამდე
ჯერ ფული მოიგო, მაგრამ ბევრით იმ ფულზედ ნაკლებიო.
- თქვენი აზრი როგორიღაა დანაშაულობის შესახებ?
- თუ გუდარს თვითონ არ მოუკლავს, მაგ საქმის დამწყობი ხომ ყოფილა
და ყოფილა. ვინ იცის, იქნება ის ყმაწვილი კაციც შეცდენით გაუამხანაგებია.
ხოლო დღეს ერთი ახალი და უცნაური ამბავიც მოხდა. მე შევიტეე, რომ
გუშინწინ პოლიციაში გამოუცხადებიათ, რომ ვიღაც მარიანა პალიარს
დაჰკარგვია მასთან გირაოდ ყოფილი ბანკის ბილეთები სწორედ იმ
ნომრებისა, რომელიც ლეა მედანისთვის მოუპარავთ.
- იქნება მანდ შეცდომაა რამე.
- არა, ბატონო. მე ვნახე ის ყმაწვილი კაცი, რომელსა ეგ ამბავი
გამოუცხადებია პოლიციაში. გულწრფელად მიამბო, რომ არა ვიცოდი რა მაგ
გირაოებზედა, რადგანაც დედაჩემი ანაზდეულად გადაიცვალა და ძალიან
გამიკვირდა, როცა მოვიდა ჩემთან ერთი კაცი, რომელსაც ის ბილეთები
დედაჩემთან დაეგირავებინა და 60. 000 ფრანკი ესესხნაო. იმ კაცმა მაჩვენა
დედისჩემის ხელწერილი, რომელშიაც ბილეთების ნომრები ჩამოთვლილი
იყოვო.
- საკვირველი ამბავია.
- უფრო საკვირველი ის არის, რომ დამგირავებელი იმ ბილეთებისა არის
პატივცემული ბრინჯაოს მექარხნე, რომელსაც ტიუსსო ჰქვიან და რომელსაც
აბრუგაუტეხელი სახლი აქვს... ასე რომ მე მერიდება კიდეც, რომ იმის სახლში
გამოძიება მოვახდინო.
- მართალი ხართ. იქნება ის ბილეთები წინად უყიდნია, მინამ ჩვენ
გამოვაცხადებდით გაყიდვის ყადაღას.
- მაშ რა ვქნათ?
- იმასა ვიქმ, რომ ჩემთან დავიბარებ იმ ბილეთების თაობაზედ
გამოსაკითხავად, ავუხსნი რაშია საქმე და ამასობაში გამოვათქმევინებ
ყველაფერს, რაც ჩვენთვის საჭიროა.
მიუბრუნდა ვერშემონი მდივანს და უბძანა ტიუსსოს დაბარება.
- აბა, გიურევ, - დაუმატა გამომძიებელმა, - მე მგონია გამოძიებას მალე
გავათავებთ, ეხლა საქმე კარგად მიდის.
გიურე გამოვიდა. ვერშემონი დაებჯინა მაგიდას და ღრმად ჩაფიქრდა.
უსათუოდ მისი ფიქრი სულ ეს საქმე იყო, რომლის გამოძიებაც მისთვის
მიენდოთ; უსათუოდ ახლად შეტყობილი ცნობები და უწინდელი ერთმანეთს
წინ დაუყენა და ცდილობდა, რომ ლოღიკისა და სიმართლის შუქით
გაანათოს ეს ბნელი და საიდუმლო დრამა. რასაკვირველია, დიდი
სიფთხილეც უნდა ეხმარა, რადგანაც ამაზედ იყო დამოკიდებულო თუ არ
სიცოცხლე, კაიკაცობის სახელი მაინც შეწამებულისა. წინასწარი დატუსაღება
კაცისა, თუ შეცდომით არის მომხდარი, ხშირად ათახსირებს სამუდამოდ,
ხშირად სამარცხვინო დაღსა სდებს ხოლმე მართალს კაცს. რა თქმა უნდა, რომ
მაგის გულის ტკივილი ექმნებოდა ამჟამად გამომძიებელს და ამიტომაც ასე
ბეჯითად ჩაუფიქრდა ყოველს წვრილმანს გარემოებას ამ საიდუმლო საქმისა.
აი, აიღო ხელში კალამიცა; უეჭველია, იმისთვის აიღო, რომ ზოგიერთი აზრი
და შენიშვნები დასწეროს დასახსომებლად. მაგრამ უკაცრაოდ, ქაღალდზე
დასწერა სხვილის ასოებით “იზას” და მერე სამი ხანა სამიჯნურო ლექსი ზედ
მოაყოლა.
ამისთანა დიდსა და მძიმე საქმეში გართულმა ვერშემონმა ვერ გაიგო, რომ
კარი დაურაკუნეს. მდივანმა მოახსენა, ვიღაცა არისო.
- მობძანდეს, - თქვა გამომძიებელმა მოუთმენლობით. შემოვიდა
ყარაული.
- რად მოხვედით, მე თქვენ არ დამიძახნიხაროთ - უთხრა წყრომით
ვერშემონმა.
- მაპატივეთ, ტელეგრამა გახლავთ.
- მაჩვენეთ.
ვერშემონმა წაიკითხა შემდეგი:
“გავრი!
“დღეს ერთმა კაცმა დასახურდავებლად მოუტანა ზარაფს ბანკის
ბილეთები, რომლის ნუმრებიც თქვენ გამოგიცხადებიათ. მომტანი
დავიჭირეთ ბილეთებით ხელში. რას გვიბძანებთ?
- მისწერეთ, - უთხრა გამომძიებელმა მდივანს, - ის კაცი აქ გამოგზავნონ.
და ხელახლად მიუბრუნდა თავის ლექსების გალამაზებიხ საქმეს.
მდივანმა მისწერა პასუხი და გაგზავნა; ჯერ ცოტა მოითმინა, რომ არ
შეუშალოს ამისთანა მძიმე საქმეზედ ფიქრი და მერე კი გაუბედა და მოაგონა,
რომ დღეს დაბარებულია საკითხავად ახლად დაჭერილი გიურესაგან
ტუსაღიო. ვერშემონს ძალიან ეწყინა ეს ამბავი, მაგრამ რას იქმოდა
დაემორჩილა სამსახურის ვალდებულებას და უბძანა - მოაყვანინეთო.
ანდრე გუდარს დატუსაღების შემდეგ გადაეწყვიტა, რომ რაც უნდა
მკითხონ, პასუხს არ ვეტყვიო. რასაც კი გიურე ჰკითზავდა, ყველაფერზედ
უარს ამბობდა, თითქო შიშობს, არა წამცდეს რაო. ეს კი იყო, რომ გამოტყდა,
ლეა მედანს ვიცნობდი და ძალიან დაახლოვებულიც ვიყავიო.
თუმცა კონსიერჟერის ციხეში გამომძიებლის ოთახის შორიახლო იყო
ანდრე გუდარი დატუსაღებული, რომ მის წაყვანწამოყვანაში დრო ტყუილად
არ დაიკარგოს, მაგრამ მთელი სამი დღე იჯდა ისე, რომ არავის ჩვენება არ
ჩამოურთმევია. მხოლოდ დატუსაღების მეორე დღეს გამოიყვანეს და
პირისპირ დაუყენეს ეტლის მატარებელს, რომელსაც იგი მიეყვანა ოც ივნისის
ღამეს კონტრესკარპის ბულვარზედ. გუდარმა თვალა მოჰკრა თუ არა ეტლის
მატარებელს, ფერი ეცვალა.
- ეს კაცი გეცნობათ, თუ არა? - ჰკითხა გიურემ.
- არა, უპასუხა გუდარმა, სახე კი მეცნობა და არ ვიცი სად მინახავს.
- აბა გაიხსენეთ, რომ ოცს ივნისს ლამაზი ეტლი იქირავეთ, ღამის ათ
საათზედ, კონცერტიდამ რომ გამოხვედით, და უბძანეთ კონტრესკარპის
ბულვარზედ წამიცვანეო.
- მე ეგ კარგად მახსოვს.
- მაშ იმ ეტლის მატარებელს ვერა სცნობთ?
- ვერა, მე მაშინ არც კი შემიხედნია ეტლის მატარებლისათვის. იქ ნება ეს
კაციც იყოს, რა ვიცი.
- თქვენ კი გეცნობათ ეს ბატონი? - ჰკითხა ეტლის მატარებელს გიურემ.
- თავიდამ ფეხამდე.
- ძალიან კარგი, ეგეც სამყოფია. შეგიძლიანთ წახვიდეთ, გამომძიებელი
დაგიბარებთ.
გუდარი ისევ თავის სენაკში ჩასვეს. ორმა დღემ და ორმა ღამემ კიდევ
გაიარა. მეტად მძიმედ მიდიოდა დრო გუდარისათვის, ნამეტნავად ღამით,
როცა ეგდო ხოლმე თავის ხმელს საწოლზედ და მარტო გათენებისას თუ
მოუვიდოდა ძილი. ყველაზე მეტად ის ფიქრი აწუხებდა თუ - რა ამბავია
ეხლა ჩემს სახლშიო. ეშინოდა, ცოლმა ტიუსსო არ გადამამტეროს და ეს
უკანასკნელი, რაკი მე ტუსაღადა ვარ, არ წავიდეს დედაკაცთან, რომელსაც
ჩემი ბილეთები აქვს გირაოდ, კუპონები არ მოსჭრას და არ წარადგინოს
ფულის მისაღებადაო. გუდარმა ნება ითხოვა. შინიდამ დავიბარო ვინმეო,
მაგრამ უთხრეს, მინამ გამომძიებელი არა გკითხავს, შენთან კაცს არ
მოვუშვებთ და, თუ გინდა, ბარათი მისწერეო. იცოდა რა, რომ ამ სახით
ტუსაღებს მახეში გააბმენ ხოლმე, რადგანაც ტუსაღის ბარათებს
პოლიციელები კითხულობენ, გუდარმა მეტად ოსტატური ბარათი დასწერა
ცოლთან და სთხოვდა, ნუ გაამხელ ჩემის დატუსაღების ამბავს, ნამეტნავად
ეცადე, არ შეატყობინო ეგ ამბავი შენს დედ-მამასაო და ჰპირდებოდა, მეც
მალე დავბრუნდები შინ, რადგანაც ჩემი სიმართლე, რა თქმა უნდა, აშკარად
მტკიცდებაო. ამასთან დაუმატა, რა ცუდ-უბრალოდ იჭერენ ხოლმე ციხეში
სრულიად მართალს კაცსა და რამდენჯერ მოტყუებულა და შემცდარა ხოლმე
თვითონ სამართალიცაო.
ამას გარდა იდუმლად დაწერა ერთი სხვა, ძალიან მოკლე ბარათიცა, ზედ
დააწერა: “ფრიად საჭირო. სეგლენიხ ქვრივს, ფრიდლანდის ბულვარი”,
გაირღვია სერთუკის კალთა და მაუდის და სარჩულის შუა დამალა.
მესამე დღეს დილით შემოვიდა ამის სენაკში ვიღაცა კაცი სენაკის
დასაგველად და დასაწმენდად. ძალიან ჰგვანდა დიდის ხნის ნატუსაღევსა და
ცბიერი სახე ჰქონდა. ამან უთხრა, თუ გნებავს ან ბარათის სადმე გაგზავნა, ან
სიტყვის დაბარება, ჩემზედ მოაგდეო. ჯერ პირველად გუდარს ძალიან
გაუხარდა ეს ამბავი და კინაღამ ის საიდუმლო ბარათი არ მისცა, მერე კი ეჭვი
აიღო, ვაი თუ განგებ მოგზავნილი კაცია, რომ გამომათქმევინოს რამეო, და
ამიტომაც აიღო და მისცა ბარათი ტიუსსოსთან, რომელსაცა სთხოვდა, ყველას
ასე უთხარით, რომ მე პარიზიდამ სხვაგანა ვარ წასული სავაჭრო საქმეების
გამო და ჩვენი ამხანაგობის პირობა შეინახე, მეც ხვალ გამოვალ ციხიდამაო.
ჯერ თითქმის არც კი ჩაებარებინა ბარათი, რომ ორი ყარაული შემოვიდა
და გამომძიებელთან წაიყვანეს.
ძლივს მოუვიდა დრო თავი ემართლებინა. ამიტომაც, რა თქმა უნდა,
ძალიან გაუხარდა, რომ გამომძიებელთან წაიყვანეს, მინამ გამომძიებელთან
მიიყვანდნენ, კარგა მანძილი უნდა გაევლო სასამართლოების ეზოში.
ანაზდეულად ერთმა ფიქრმა გაურბინა გულში. აქეთ-იქით მიიხედა და
ჩუმად დააგდო ტროტუარზედ იზასთან მიწერილი ბარათი, რის იმედიც
ჰქონდა, აუსრულდა. თავი შეჰყო დერეფანში თუ არა, დაიხარა რომ ვიღაცა
კაცი დასწვდა ბარათს, აიღო, წაიკითხა, ვის სახელზედ იყო, და იქავ ფოსტის
ყუთში ჩააგდო.
გუდარი შევიდა რა გამომძიებლის ოთახში, მიიღო ისეთი სახე, თითქო
არაფერში ურევივარ და არაფერი აინუნშიაც არ მომდისო. ვერშემონმა
მოაშორა რა თვალი ქაღალდს, რომელზედაც დაწერილი ჰქონდა იზასთან
ლექსი, შეხედა გუდარს და რა ჰნახა კაცი ლამაზად ჩაცმული, მართებულად
მქცევი და სანდომიანის სახისა, გაოცდა. მაგრამ მალე გაიმართა ისევ და
ჰკითხა რა გუდარს ვინაობა, განაგრძო;
- რასაკვირველია, გეცოდინებათ, რომ თქვენ გედებათ მეტად მძიმე
ბრალი.
- ასეთი საშიშარი და მძიმეა მართლადაც, რომ არც კი მჯერა და სწორედ
მოგახსენოთ ძალიან მიკვირს, რომ ამდონს ხანს ჩვენებაც არ ჩამომართვით.
ჩემი ერთი სიტყვაა სამყოფი დარწმუნდეთ, რომ პოლიცია ჩემ შესახებ
სტყუვდება.
- ლეა მედანს იცნობდით?
- დიახ, ჩემი საყვარელი იყო.
- დიდხანს?
- ორ თთვეზედ მეტი.
- სად ინახულებდით ხოლმე?
- ლაკუეს ქუჩაში დროებით სახლი ეჭირა და იქ.
- მეორე სახლში, საცა მუდამი ბინა ჰქონდა, არ დადიოდით?
- თავის დღეშიაც.
- თუ იმ ქალის საყვარელი იყავით, მაშ რა მიზეზია, რომ თუ არა
დროებით სახლში, თავისთან არ გინახულებდათ ხოლმე?
- ღმერთო ჩემო, იმიტომ რომ მე ერთი მრავალთაგანი ვიყავ. თქვენც იცით,
რა ქალიც იყო მედანი. მე ლეა მედანისათვის ის ვიყავ, რასაც იმისთანა
ქალბატონები კაპრიზს ეძახიან.
- უცნაური ხელობა გჭერიათ.
- მე მაშინ უცოლო ვიყავ, თავისუფალი. ჯერ მაშინ მე იმოდენა შეძლება
არა მქონდა, რომ იმისთანა ქალები, როგორც ლეა, ხასად დამესო და თუმცა
იმაზე კარგა ფული გავაფუჭე, მაგრამ მე იმითიც მადლიერი ვიყავ, რომ თავის
კაპრიზად გამიხადა.
- მაშ იმის გულითადი მიჯნური ყოფილხართ.
- ეგ ერთი და იგივე არ გახლავთ. მე მოგახსენებთ, იმის კაპრიზი ვიყავ
მეთქი. მე ორი თთვე მეტი ვიცნობდი, მაგრამ მარტო ოთხჯერ კი მინახავს.
- უკანასკნელად სიკვდილის ღამეს ჰნახეთ?
- დიაღ.
- როცა შეიტყეთ იმისი სიკვდილის ამბავი, რატომ მართლმსაჯულებას არ
დაეხმარეთ, ავაზაკები როგორმე ხელში ჩაგვეგდო? იმას მაინც
შეგვატყობინებდით, რა დროს გამოხვედით ლეა მედანის სახლიდამ.
- იმიტომ, რომ მეორეს დღეს ჯვარი უნდა დამეწერა, მაგრამ ჩემი ჯვარის
წერა უცებ ჩაიშალა. მწუხარებისა და ალიაქოთის გამო აღარ მომგონებია ჩემი
ყოფილი საყვარელი და ამასთანაც იმ დღეებში გაზეთი ხელშიაც არ ამიღია.
ერთი თთვეც გავიდა, რომ მერე შევიტყე ლეას სიკვდილი. ჩემის აზრით,
საცოდავი ლამაზი ქალი კაცისაგან კი არ არის, ფათერაკით არის მკვდარი.
- როგორ თუ ფათერაკით?
- ასე, რომ ის უცხოქვეყნელი იყო, მგონია, ბოშა იყო. მოგეხსენებათ, რომ
ბოშის ქალები ხმარობენ ხოლმე რაღაც ბალახ-ბულახებსა. იმასაც ჰქონდა ეგ
ჩვეულებად. გთხოვთ მომიტევოთ, ყველაფერი უნდა დაწვრილებით
გითხრათ, თუმცა ვშიშობ, ვაი თუ იფიქროთ, ვითომ საცოდავის ქალის
მოთხრა მინდოდეს, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა ყველაფერი მართალი
მოგახსენოთ, რომ მოცხობილი ჩირქი ჩამოვირეცხო. ლეას ერთი საოცარი,
ღრმად წამხდარი ბუნება ჰქონდა. ვნებათ-მხურვალება რომ მოუვიდოდა,
მიიღებდა ხოლმე რაღაც დამათრობელს სასმელსა, რომელსაც თვითონ
აკეთებდა და შამანურ ღვინოში ურევდა. ამ სასმელის ზედმოქმედებით
ჩაიძინებდა და სიზმრად მოელანდებოდა ათასფერი მეძავ-მრუშობის
სურათები, რომელთა გამოც სწორედ დაოსდებოდა ხოლმე. რამდენს
ვურჩევდი, მაგრამ ვერ დავაშლევინე ეს წამბილწველი გარყვნილება და იმის
სიკვდილს იმას ვაწერ, რომ წყეული სასმელი გარდამეტებით მიუღია. ეს მით
უფრო დასაჯერია, თუ გაიხსენებთ, რა ყოფით იყო მწოლარე საწყალი, როცა
თქვენ მკვდარი ნახეთ.
ვერშემონი დიდის ყურადღებით ადევნებდა თვალ-ყურს გუდარსა,
რომელიც ჰლაპარაკობა თავისუფლად, გულდინჯად, არხეინად, როგორც
კაცი, რომელიც დარწმუნებულია თავის სიტყვების სიმართლეზედ. ყოველი
ეს გამომძიებელს გზა-კვალს ურევდა.
- მაშ თქვენა გგონიათ, რომ იმისი სიკვდილი ფათერაკის საქმეა?
- სწორედ.
- მაშ აბა ერთი მიამბეთ, როგორ გაატარეთ თქვენ საღამო ოცს ივნისს სად
შეხვდით ლეა მედანს?
- ერთის კვირის წინად ათს თუ თორმეტს ივნისს მე და ის ერთად ვიყავით
არმენონვილის პავილიონში საუზმის საჭმელადა, რადგანაც ეთაკილებოდა
იქ ცალკე ოთახში დარჩენა და არც უნდოდა თავისთან წავეყვანე, ლეამ...
- რატომ არ უნდოდა თავისთან წაეყვანეთ?
- აკი მოგახსენეთ, რომ არ უნდოდა ვენახე მე იმის კუროს და გულითადს
მიჯნურსა.
- მოგწონდათ კი მაგისთანა მარქაფა მიჯნურობა? - ჰკითხა კიცხვით
ვერშემონმა.
- მე მაგის მეტი არა მდომებია რა, - უპასუხა ანდრემ აჩქარებით, რაკი
ჰნახა რომ ამისი ნათქვამი არ მოეწონა გამომძიებელს, - მე შემხვდა ლამაზი
ქალი, რომელიც სხვას უჯდა ხასად. მე ვუთხარი, თუ გინდა, დროებით
გაგიმიჯნურდები და მერე თუნდა დავიწყებასაც მიმეც-მეთქი, ის თანახმა
გამიხდა. მე ფიქრად სულაც არ მქონია, რომ გულითად მიჯნურად გავეხადე.
თუ სწორე თქმა გინდათ, იმან თავის საყვარელს უღალატა და მე ამაში
მონაწილეობა მივიღე. სხვა არაფერი.
ამისთანა გულჩირქიანობა მეტად ეზიზღა გამომძიებელს და უთხრა:
- განაგრძეთ.
- ლეამ შემომიკვეთა, ოცს ივნისს ღამის ცხრა საათზედ მოდი ჩემთან
კონცერტში და იქიდამ ერთად წავიდეთ ჩემს საიდუმლო სახლში ლაკუეს
ქუჩაშიო.
- ეგ სახლი უწინაც გენახათ?
- დიაღ, ერთხელ წინადაც ვყოფილვარ.
- უთხარით კი, რომ მეორეს დღეს ჯვარს იწერდით?
- ვუთხარი და სწორედ ამის გამო შემეხვეწა, რომ უკანასკნელი
თავისუფალი ღამე იმასთან გამეტარებინა.
- მერე?
გამომძიებელი დაეყუდა მაგიდაზედ, მოჰყვა ფჩხილების კვნეტას და
ბეჯითად თვალს ადევნებდა ყოველს ცვლილებას გუდარის სახისას. გუდარი
კი იდგა გულდინჯად და არხეინად და მართებულად, თითქო ვერა ჰგრძნობს
ვერშემონის თვალის გამჭვრეტაობასაო.
- მე დანიშნულს ადგილს მივედი, - განაგრძო გუდარმა, - ვნახე ლეა და
მოინდომა მაშინვე წამოსვლა.
- მარტო იყო?
- მარტო.
- იმ კონცერტში, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ, მარტო ქალებს
უკავალეროდ არ უშვებენ.
გუდარი აირია.
- იქნება თან მიჰყვა ვინმე და, მე რომ დამინახა, დაიმალა.
- ჩვენ შეტყობილი გვაქვს, რომ ლეა მედანი შესულა კონცერტში ხელიხელ გაყრილი ვიღაც თქვენის ტანის კაცთან და ისე ქეიფიანად ყოფილა, რომ
კინაღამ უკან არ გამოუბრუნებიათ.
- სხვა იქნებოდა, მე არა ვყოფილვარ,- უთხრა სისწრაფით შემკრთალმა
გუდარმა.
- მერე?
- ჩვენ მაშინვე წამოვედით. ეტლი გარედ ელოდდა ლეა მედანს. სწორედ
ის ეტლის მატარებელი იქნებოდა, რომელიც მე პირში წამიყენეს, იმიტომ რომ
მიცნო. მე თვითონ კი არ ვიცოდი, თუ ეტლი ნაქირავებია, მე ლეას საკუთარი
მეგონა. ლეამ უბძანა ეტლის მატარებელს, მე და შენ რომ ვიცით, იქ
წაგვიმვანეო; ეტლის მატარებელს, რასაკვირველია, ეცოდინებოდა ის საქეიფო
სახლი ლაკუეს ქუჩაში, რადგანაც ჩემს გარდა ბევრიც სხვა მიუყვანია. ჩვენ
ძალიან მალე მივედით. ეტლიდამ რომ გამოვედი, ლეას მოვაგონე, რომ ხვალ
ადრე მინდა ადგომა და ამიტომაც ეტლის მატარებელს შევუკვეთე, სამს
საათზედ მოდი მეთქი.
- მერე რა ჰქენით?
- შევედით ლეას სადგომში, რაცა საჭმელ-სასმელი ლეას ყოველთვიხ
მზადა ჰქონდა ხოლმე; სახელდობრ, შაქრის პურები და ორი თუ სამი ბოთლი
შამპანური ღვინო.
- სად იყო ყოველივე ეგ შენახული?
- სასადილო ოთახის განჯინაში. ლეამ მითხრა რომ გოგოს, რომელიც ამ
სახლს უყურებს, ნაბძანები აქვს ჩემგან, რომ შაქრის პურები და შამპანური
ღვინო მზად იყოს ხოლმე და თავ-თავის ადგილას იდგესო.
- ძალიან კარგი, მერე?
- ლეამ ქვეშაგებთან მოდგა პატარა მაგიდა და სინი ზედ დასვა. ჩვენ
ქვეშაგებში მწოლარენი ვჭამდით და ვსვამდით.
- რამდენი ბოთლთ ღვინო გქონდათ?
- ერთი. მე ვიცი, რომ თქვენ ორი ბოთლი გიპოვიათ იქ და ერთში
საწამლავი ყოფილა. სწორედ ეგ გარემოება ამტკიცებს ჩემის ნათქვამის
სიმართლეს. უეჭველია, ჩემის წამოსვლის შემდეგ გაუხსნია მეორე ბოთლიც,
ჩაუსხამხ თავისი გრძნეული სასმელი... გაუფთხილებლობით მეტი
დაულევია და...
- მაშ ღვინო, თქვენის აზრით, თვითონ ჰქონია ლეა მედანს?
- დიაღ.
- ეგ გარემოება დიდად საყურადღებოა.
- მე ვამტკიცებ, რომ ის ორი ბოთლი შამპანური ღვინო განჯინაში მქონდა.
- მაშ იმ პატარა კალათაში რაღა იყო, რომელიც თქვენ ხელში გჭერიათ,
როცა ლეა მედანთან ერთად მიდენილხართ ბულვარზედ?
გუდარი ხელახლად აირია.
- არ მახსოვს.
- აბა გაიხსენეთ როგორმე, -უთხრა გამომძიებელმა უცნაურის ღიმილით.
- მოგახსენებთ, არ ვიცი-მეთქი.
ეს რომ სთქვა, გუდარი ძალიან არეული იყო. იგრძნო, რომ გაება მახეში,
წამოსცდა რა აშკარა ტყუილი, რომელზედაც დგომა ეხლა შეუძლებელიღა
იყო. ეს მაშინვე გამოჩნდა.
- მაშ თქვენ, - განაგრძო გამომძიებელმა, - უარყოფთ, რომ ეტლის
მატარებელი დააყენეთ ბულვარზედ, ყავახანაში შეხვედით, გამოართვით
გაფთხილებით
შეკრული
კალათა,
რომელიც
იქ
მიგებარებინათ
მოსამსახურისათვის, მოხვედით, ისევ ჩაუჯექით ლეა მედანს ეტლში და
წახვედით კალათით თან.
- ღმერთო ჩემო, მე მაგას პირდაპირ უარს არა ვყოფ, მაგრამ ვამბობ, არ
მაგონდება-მეთქი ეგ წვრილმანი ამბავი, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა
არა აქვს.
- თქვენ გგონიათ, რომ მნიშვნელობა არა აქვს; მე კი შესაძლოა ვიფიქრო,
რომ იმ კალათაში შაქრის პურები იყო და შამპანური ღვინო, რომელიც თქვენს
ვახშამს შეადგენდა.
- მე თვითონ თავის დღეში მაგისთანა მცირე ვახშამს არ მივიტანდი.
- მაშ კარგი, პირისპირ დაგიყენებთ ყავახანის მოსამსახურეს, რომელსაც
კალათა თქვენგან ჰქონია მიბარებული. ეხლა კი ისევ თქვენს ამბავს
დავუბრუნდეთ. თქვენა და ლეა მედანმა შაქრის პური სჭამეთ და ერთი
ბოთლი შამპანური ღვინო დალიეთ?
- დიაღ.
- რამდენს საათზედ წახვედით შინ?
- გათენებისას, სამს თუ ოთხს საათზედ.
- ქალს ეძინა?
- ეძინა კი არა, ძლივს-ძლივს გამოვეცალე ხელიდამ, არ მიშვებდა;
მეხვეწებოდა პატარა გვიან წადი, უკანასკნელი ღამეა ერთად ყოფნისაო.
- თავის მოკვლაზედ ხომ არა გაუხსენებია რა?
- არა, აკი მოგახსენეთ, რომ არა მგონია-მეთქი წინადგანზრახვით მოეკლას
თავი. როცა მე წამოვედი, ისეთს ყოფაში იყო, რომ ვერც კი გამიბედნია თქმა..
სულ მთლად გააფთრდა, რომ მე არა ვრჩებოდი.
- თქვენა გგონიათ, რომ მარტო დარჩა მითამ თქვენს შემდეგ სხვა არავინ
მივიდოდა?
- მე მგონია, არავინ.
- ერთის სიტყვით, თქვენა გგონიათ, რომ ის უბედური ქალი მეტისმეტის
მხურვალებით იყო სნეული და ამისათვის ხმარობდა გრძნეულს სასმელებს,
რომელიც ამჟამად მეტი მოსვლია და ამიტომ მომკვდარა.
- სწორედ.
ვერშემონმა ჯერ პირველად რომ ჰნახა გუდარი ეგრე მართებულად მქცევი
და მოლაპარაკე, ეგონა, მართალი კაცია და ტყუილად დავიჭირეთო, მაგრამ
ბოლოს კი რამდენსაც ელაპარაკებოდა, უფრო და უფრო სჯეროდა, რომ
დამნაშავე უნდა იყოსო.
- მე კი მგონია, რომ საქმე ასე მომხდარა, - უთხრა გამომძიებელმა
მშვიდობიანად, - თქვენ დაგითვრიათ საცოდავი ქალა და გინახავთ რა, რომ
იმას გონება აღარა აქვს, მოწამლული შამპანური ღვინო შეგიპარებიათ.
- მეო? მითამ მე მოვწამლე? ღმერთო ჩემო! ეგ რა ბძანეთ? - დაიძახა
გუდარმა.
გამომძიებელს ღიმილი მოუვიდა, რომ ისე ოსტატურად იქცევოდა
გუდარი, მაგრამ მაინც არ მოტყუვდა.
- მაშ მე გიამბობთ ყველაფერს დაწვრილებით, რაც იყო, - უთხრა
გამომძიებელმა, - თქვენა და ლეა მედანმა ერთად ჭამეთ სადილი
არმენონვილის პავილიონში ოცს ივნისს და არა ათის დღის წინად, და
დაათვერით ქალი, რადგანაც იცოდით, რომ საწყალს ღვინის სმა უყვარდა.
წამოხვედით იქიდამ და მთვრალი ქალი თქვენ მოგყვანდათ; კინაღამ ბაღში
არ წაქცეულიყო, ასე რომ იქაურ მოსამსახურეებს სიცილი ასტეხოდათ. მაშინ
თქვენ ეტლი მოგიყვანინებია და წასულხართ კონცერტში. კონცერტში
შექეიფიანებული ლეა მედანი ხმამაღლა თურმე ჰლაპარაკობდა და
ჰხარხარებდა. ზედამხედველს შეემჩნია ეს და თქვენ გერჩიათ ლეა
მედანისათვის, წყნარად მოიქეციო. ათს საათამდე იქა ჰყოფილხართ,
მოგსვლიათ ეტლი და იქიდამ წამოსულხართ ბულვარებისაკენ. მონმარტის
ბულვარზედ დაგიყენებიათ ეტლი ყავახანასთან, საცა თქვენ ოთხის საათის
წინად მადერა დაგილევიათ. გამოგირთმევიათ იქ მოსამსახურისათვის
მიბარებული კალათა, ჩამჯდარხართ ეტლში და მოსულხართ კონტრესკარპის
ბულვარამდე... გაქვთ რამე სათქმელი ყოველს ამაზე, რაცა ვსთქვი?
- მე ისევ იმას მოგახსენებთ, - უპასუხა გუდარმა, რომელსაც იმოდენად
უფრო ემატებოდა გულის სიმტკიცე, რამოდენადაც ბრალი თანდათან
ჰცხადდებოდა, - რომ ლეა მედანი ვნახე-მეთქი კონცერტში ათს საათზედ,
რადგანაც თვითონ დამინიშნა იქ ნახვა. მთვრალი არ იყო, მაგრამ მეტად
აფორიაქებული იყო
მეძავ-მრუშობის მხურვალებითა. ჩვენ იქიდამ
წამოვედით ბულვარებზედ და იქნება ყავახანაშიც შევედი, ზოგჯერ
შევდიოდი ხოლმე, მაგრამ კალათი იმ დღეს არც მიმიბარებია და არც
წამომიღია, ეგ რამდენისამე დღის წინად იყო.
- ეტლის მატარებელს უნახვიხართ, რომ ყავახანიდამ კალათა
გამოგიტანიათ.
- სწორედ დღეები არევია. ერთხელ წინადაც წავუყვანივართ მე და ლეა
მედანი ათს საათზე ლაკუეს ქუჩაში. მაშინ კი, მართალია, ყავახანიდამ
წამოვიღე კალათით ზღვის ლოკოკინა, რომელიც იმ საღამოს ვიყიდე და იქ
მივაბარე. იმ დღეს მე და ლეა მედანს ერთად უნდა გვეჭამა ვახშამი იმის
სახლში.
- კეთილი, თქვენი ჩვენება ჩაწერილია; პირში წაგიყენებთ ეტლის
მატარებელსაც და ყავახანის მოსამსახურებსაც, ახლა ისევ ჩემსას გეტყვით:
რომ მისულხართ ლეა მედანთან ლაკუერ ქუჩაში, თქვენ ამოგიღიათ ორი
ბოთლი შამპანური ღვინო და შაქრის პურები. ჯერ ერთი ბოთლი გაგიხსნიათ
და დაგილევიათ. უბედური რაკი დამთვრალა, თავი ვეღარ დაუჭერია:
გაშიშვლებულა მთლად და თქვენ კიდევ მაინც გისმევიათ ღვინო და, როცა
მიხდია ცნობა სრულად, მაშინ მეორე ბოთლიც გაგიხსნიათ მოწამლულის
ღვინითა. გონებამიხდილს ცალკე ღვინით და ცალკე ვნებათ-მხურვალებით
იმ უბედურს, სრულიად თქვენზე მონდობილს, დაულევია საწამლავი,
რომელიც, მეცნიერთა გამოკვლევით, გამომდგარა იმისთანა საწამლავად, რომ
ერთსა და იმავე დროს კაცსა ჰკლავს და სიტკბოებითაც ავსებს. საცოდავს
თქვენთან მწოლარეს ხრიალი დაუწყია, თქვენ საწოლიდამ გადმოგიგდიათ
და საცოდავი ისე დაგდებულა თავდაყირა დათვის ტყავზედ, საცა ჩვენა
ვნხეთ პირზედ მხიარულ ღიმილით, თითქოს სძინავსო. თქვენ კი
ამდგარხართ, მალე ჩაგიცვამთ, გადმოგიქოთებიათ იქაურობა და
მოგიპარავთ...
- აჰა, ახლა ქურდიცა ვყოფილვარ!
- თქვენ მოგიპარავთ ბანკის ბილეთები და საგარეო საქმეთა მიწერმოწერის ქაღალდები; მერე დანარჩენი საწამლავი შეგისხამთ ბუხარში და
წამოსულხართ. მეოთხე საათის ნახევარი ყოფილა და კონტრესკარპის
ბულვარზედ ეტლი გდგომიათ. ქუჩა სირბილით გაგირბენიათ და სირბილში
დასჯახებიხართ ერთს მუშა კაცს, რომელსაც სწყენია და უკან გამოგდგომიათ.
აი, ეს ამბავი როგორ ყოფილა, ბატონო ანდრე გუდარო.
გუდარმა სახეზედ ერთი წარბიც არ შეანძრია, სრულებით არა შეიმჩნია
რა. ხოლო საფეთქლებზე ძარღვი სისხლით აევსო და ძლიერ დაუწყო ცემა.
- ღმერთო ჩემო! - თქვა მან წყნარად, - მე რაღა მეთქმის. თქვენმა
ატაცებულმა გამოხატულობამ საოცარი ამბავი გამოსახა. რაც ლაკუეს ქუჩაში
მოხდა, იმის მოწმად მარტო ერთი სულიერი იყო და ის სულიერი მე ვარ.
მართალი გითხარით. მე არ მიჯერებთ და თქვენი გამოხატულება ჯერ კაცის
მკვლელად მხდით მე და მერე ქურდად. აბა რა უნდა გითხრათ მაგაზედ? მე
ქურდი ვარ, მე მოვიპარე ბანკის ბილეთები... სახლი ხომ გამისინჯეთ... აბა
მიპოვეთ რამე კი? სად ჯანაბაში წავიღებდი? ეგ თქვენგან მოგონილი ზღაპარი
კიდევ იქნებოდა რამე, რომ ერთი მცირედი, სულ უბრალო გეში რამ მაინც
გეპოვნათ ჩემში,
- მერე ვინ გითხრათ, რომ არ გვიპოვნია?
გუდარმა წარბი დაუშო.
- თქვენ ამ მოკლე ხანში პირში წაგიყენებთ კაცს, რომელსაც თქვენგან
მინდობილი ჰქონდა ის ბილეთები.
ამხანად
კი
გუდარმა
თავი
ვეღარ
დაიჭირა,
აიმღვრა
და
თვალგაფაციცებით დააცქერდა გამომძიებელს, ერთი შევიტყო, მართალს
ამბობს, თუ მცდისო. რის ფიქრიც და შიშიც ჰქონდა დაჭერის დღის აქეთ,
ეხლა სულ წარმოუდგა თვალწინ, უსათუოდ ბებერმა პალიარის ქვრივმა,
ტიუსსოს თხოვნით, მოსჭრა კუპონები გირაოდ მიცემულს ბანკის ბილეთებს,
გაგზავნა ბანკში დასახურდავებლად და კუპონები და თვითონ მიმტანიც
ხელში ჩაიგდესო. ხოლო ეს შიში ისევ მალე მოიშორა თავიდამ, ისევ მალე
გაიმაგრა გული და გამოტეხის მაგიერ, რომელსაც ვერშემონი ელოდდა, რადგანაც იმის ფიქრით, გუდარი მომწყვდეული იყო და მეტი ილაჯი აღარ
ჰქონდა, - გუდარმა კიცხვის ღიმილით უთხრა:
- თქვენ ნომრები გქონიათ ბანკის ბილეთებისა, რომელიც მოუპარავთ ლეა
მედანისათვის. ეგ ჩემთვის მეტად სასიხარულო ამბავია. თუ მართლა
დაგიჭერიათ კაცი, რომელსაც ეგ ბილეთები გაუყიდნია, მაშ ხელში გყოლიათ
ქურდი და დამნაშავე იმ საქმისა, რომელსაც მე მაბრალებთ. ხოლო მე კი
სრულად დარწმუნებული ვარ, რომ აქ არაფერი დანაშაულობა არ მომხდარა
და, თუ ლეა მედანს ბანკის ბილეთები ან თამასუქები რამ ჰქონია, ის მაგაებს
არ შეინახავდა თავის დროებითს ბინაზედ ლაკუეს ქუჩაში და ამიტომაც
ძნელი იქნება იპოვოთ ქურდი არ-მომხდარის ქურდობისა.
ვერშემონი მოთმინებიდან გამოჰყვანდა გუდარის არხეინობას და
ურცხვობას. გუდარს ისე ეჭირა თავი, თითქო ამ ლაპარაკმა გამომძიებელისამ
უფრო თავი მოაბეზრა, ვიდრე შეაშინაო; თითქო დარწმუნებული იყო, რომ
ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრიან, თუნდა ყველაფერი დამიმტკიცონ კიდეცაო.
- ანდრე გუდარ, - უთხრა ვერშემონმა, - კიდევ გეუბნებით, თქვენ
წარმოგიდგენენ ბანკის ბილეთებს და იმ კაცს, ვისაც თქვენგან ჰქონია
ბილეთები მინდობილი. ეხლა ეს მითხარით, პორტფელით რომ ქაღალდები
წაიღეთ, რა უყავით?
- რა ქაღალდები?
- ერთი უშველებელი საგარეო საქმეთა შესახები მიწერ-მოწერა.
- მე აკი მოგახსენეთ, რომ საწყალ ლეას სახლიდამ დილით ადრიან
გამოვედი და შინ წავედი-მეთქი.
- მაშ კარგი, ეტლის მატარებელი პირში წაგიდგებათ და გვიმოწმებს, რომ
თქვენ ჩაჯექით ეტლში დილის ოთხის საათის ნახევარზედ.
- მე მაგას უარს არა ვყოფ.
- ის გვიმოწმებს, რომ თქვენ უბძანეთ გარეთუბანს რულს წამიყვანეო,
მაშინ როდესაც თქვენი სახლი კი რივოლის ქუჩაში იყო. ჩანს, ლეას სახლიდამ
პირდაპირ შინ არ წასულხართ.
- მე ბულონის ტყეში წავედი, რადგანაც ძალიან ცხელოდა და იმ
ახირებულ ღამის შემდეგ მინდოდა ცოტა რამ წმინდა ჰაერზედ ვყოფილიყავი.
გარეთუბანს რულს რომ მივედი, ეტლი დავითხოვე და შინ ფეხით წამოვედი,
ელისეის მინდვრებზედ გამოვიარე; ეტლის მატარებელი მიმოწმებს, რომ
ეტლიდამ გამოვედი, ხელში მარტო პატარა ჯოხი მეჭირა და იღლიის ქვეშ
არარაიმე პორტფელი არა მქონია.
- იქნება პალტოს ქვეშ დამალული გქონდათ. ერთის სიტყვით, თქვენ არ
გინდათ გვითხრათ, ის ქაღალდები რა უყავით?
- მე არ მესმის, რა ქაღალდებს ბძანებთ.
- მაშ თქვენ არა სტყდებით და ამტკიცებთ, რომ ლეა მედანი თქვენ არ
მოგიკლავთ და არც არაფერი მოგიპარავთ იმის სახლიდამ; გვარწმუნებთ, რომ
სიკვდილი ფათერაკად შეემთხვა, რადგანაც საწამლავი მეტობით მიეღო და
სახლიდამაც მითამ არა დაკარგულა რა?
- დიაღ.
- კეთილი, სადღეისოდ ესეც სამყოფია. ხვალ პირში წაგიყენებთ ყველას,
ვისაც კი უნახივხართ.
და მიუბრუნდა რა მდივანს, უბძანა:
- დასწერეთ ბძანება, რომ ბრალდებული მაზასში გადიყვანონ.
- თქვენ არც ერთი მცირედი გეშიც არა გაქვთ ხელში ჩემს
გასამტყუნებლად, - უთხრა გუდარმა და კისერი მოიღერა, - თქვენ ერთი
მცირედი საბუთიც არა გაქვთ იმისთანა, რომლის ძალითაც ჩემი დატუსაღება
შესაძლო იყოს. მე ვითხოვ ეხლავე განმათავისუფლოთ და პირობას გაძლევთ,
მაშინვე გამოვცხადდე, როცა კი თქვენი ნება იქნება.
გამომძიებელმა მხრები მაღლა აიწია და ხელით ანიშნა ყარაულებს, რომ
ტუსაღი გაეყვანათ.
- ეს უსამართლობაა, - განაგრძო გუდარმა, - თქვენ თქვენს უფლებას
ბოროტად ამოქმედებთ. მე მართალი ვარ. პასუხს გასცემთ... გაფთხილდით...
- წაიყვანეთ, უბრძანა ვერშემონმა ცივად.
გუდარი წაიყვანეს. ჯავრისაგან არ იცოდა რა ექნა. უწინდელ ციხეში
მიიყვანეს და იქიდამ გაიყვანეს მაზასში. სატუსაღო ეტლში რომ იჯდა, სულ
თითებს იკვნეტდა გაბოროტებისაგან.
მარტო რომ დარჩა, გამომძიებელმა განკარგულება მოახდინა, რომ საქმე
ააჩქაროს და სრულად დარწმუნებულმა გუდარის ბრალეულობაზედ უბძანა,
რომ სახვალიოდ ყველა მოწმეები დაიბარონ. მეორე ტელეგრამმაც მოვიდა
გავრიდამ და იწერებოდნენ, რომ გამოვისტუმრეთ პარიზს კაცი, რომელსაც
ზარაფთან მიეტანა ბანკის ბილეთებიო; ყველა ბილეთი კი ვერ ვიპოვეთ,
მაგრამ ბარათი ვუპოვეთ ყუთში და იქიდამ ყველაფერი სცნა პოლიციამაო.
რაცა ვკითხეთ, არ ისურვა პასუხის მოცემა, მხოლოდ ეს კი გვაუწყა, რომ
ეხლახან ერთი ბებერი ნათესავი ქალი მომიკვდა პარიზში და სიკვდილის წინ
თავის ხელით გადმომცა ბანკის ბილეთებიო; ქაღალდებიდამა სჩანს, რომ ამ
კაცის სახელი ბოიე არისო.
- ეს რა ამბავია? - დაიძახა ვერშემონმა, - აბა, რა საფიქრებელია, რომ ბოიე
იყოს!
- შეუძლებელია! - შენიშნა მდივანმა, - უსათუოდ პოლიციას კარგად ვერ
გაუგია საქმე. მაგრამ დღეს საღამოს იმ კაცსაც მოიყვანენ და ყველაფერს
გავიგებთ.
ამ დროს შემოვიდა ჩუმად-მაძიებელი გიურე.
- აბა რას გვეტყვით? - ჰკითხა ვერშემონმა.
- ბევრს ახალს და კარგს ამბავს. კაცი, რომელსაც გამოუცხადებია ბანკის
ბილეთების დაკარგვა, ტიუსსოა, გუდარის სიმამრი.
- ოჰო!
- გუდარს იმ უბანში საშინელი სახელი აქვს გავარდნილი; ჯერ დედის
არშიყი ყოფილა, მერე ქალი შეურთავს. თავის სიმამრს ამხანაგად გახდომია,
შეუტანია საამხანაგოდ ის ბანკის ბილეთები, რომელნიც მერე დაუგირავებია
პალიარის ქვრივთან და გამოურთმევია სამოცი ათასი ფრანკი ძალიან დიდ
სარგებლით, იმ პირობით კი, რომ ბილეთები დაბეჭდილ ქაღალდში
ყოფილიყო შენახული და მარტო გუდარი მისულიყო ხოლმე კუპონების
მოსაჭრელად.
- ძალიან გაფრთხილებულა წინადვე.
- გუდარის სახლობამ არა იცის რა. ყველანი, ვინც კი არიან მის
სახლობაში, პატიოსანი ხალხია და ამ არამზადას მოუტყუებია. ყველაზე
უფრო შესაწუხარი ის არის, რომ გუდარის ცოლი ორსულია.
- საცოდავები! ხომ არა გითქვამთ რა?
- არაფერი. მე მხოლოდ ტიუსსოს გამოვკითხე ბილეთების ამბავი. ქმრის
დაჭერას, როგორც ეტყობა, ძალიან არ შეუწუხებია საწყალი ცოლი და სიმამრს
კი ჰგონია, რომ გუდარი რაღაც საპოლიტიკო საქმეშია გარეული. მე ისე
მებრალებოდნენ, რომ კარგადაც ვერ გამოვკითხე. მგონია, საჭირო იყოს,
ხვალვე ყველანი დაიბაროთ.
- რასაკვირველია. დაწერეთ ბძანება, რომ ფერანი განათავისუფლონ, უბძანა ვერშემონმა მდივანს.
- უკაცრავად კი, - შენიშნა გიურემ, - ერთი დღე, წინ იყოს თუ უკან,
არაფერია. ფერანი საჭირო იქნება ხვალ, როცა გუდარს მოწმეებს პირში
წაუყენებთ.
- ფერანი ეხლა აქ რა შუაშია?
სთქვა ეს გამომძიებელმა და წავიდა საუზმის საჭმელად; როცა ისევ
დაბრუნდა, მოსამსახურემ მოართვა ბარათი. ვერშემონმა გამოართვა და რომ
ხელი იცნა, გაწითლდა და სირცხვილისაგან ფანჯრისაკენ გასწია, გახსნა
ბარათი და წაიკითხა შემდეგი:
“საყვარელო
მეგობარო!
თქვენ
თითქმის
დამივიწყეთ.
იქნება
მიჯავრდებით რაზედმე? მე მინდა უსათუოდ გნახოო დღეს საღამოს და
კარგად ჩაგკოცნოთ.
იზა.”
- მოვალ-თქო,- უბძანა მოსამსახურეს.
მოსამსახურე რომ გავიდა, მიუჯდა მაგიდას და მოჰყვა საქმის ჩხრეკას.
მაგრამ ყოველივე ღონე იხმარა და ვერაფერი ვერა გააკეთა რა. ხელები
უთრთოდა, ვერა დაეწერა რა და ყოველ წუთს ამოიღებდა ჯიბიდამ
სასურველს ბარათს და სიხარბით გადიკითხავდა ხოლმე.
III
მასზედ, თუ ბოიე როგორ გამოდიოდა წყლიდამ
დაუსველებელი
მას დღეს აქეთ, რაც ტიუსსომ შეიტყო დაკარგვა ბანკის ბილეთებისა,
რომელნიც პალიარის ქვრივს ებარა, საშინლად შეწუხდა. სახლობაში არავის
რა უთხრა ამ საგანზედ, მაგრამ ძალიან კი ეძნელებოდა ამისთანა ამბის
საიდუმლოდ შენახვა.
მთელი ღამეები არ ეძინა ხოლმე; ბილეთების
დაკარგვას თან დაჰყვა გუდარის დაჭერაცა და ეს ამბავი მოსვენებას არ
აძლევდა. გათენებისას ადგებოდა და მაშინვე წავიდოდა ხოლმე, რომ შეეტყო
რამე. ჩვენ წინადაც ვსთქვით, რომ გუდარის დაჭერის მიზეზი რაღაც
საპოლიტიკო საქმე ეგონა. მერე კი ეჭვი შეუვიდა, ეს ბანკის ბილეთები ამ
საქმეში ხომ არაფერს მოასწავებსო. გუდარის ბარათმა ხომ სულ არია ტიუსსო,
იმიტომ რომ გუდარი უთვლიდა, ფთხილად იყავი და არა წაგცდეს რა მაგ
ბილეთების თაობაზედაო.
ერთს საღამოს უწყებაც მოუვიდა. გამომძიებელი იბარებდა. ამან უფრო
დააფიქრა და მთელი ღამე გაატარა მოუსვენრად, ესიზმრა, ვითომ თვითონაც
დაატუსაღეს და ამის ელდით დილით ადგა და ყველაფერი უამბო ცოლსა.
ცოლმა ძალიან იოცა პალიარის ქვრივის სიკვდილი და ბილეთების დაკარგვა,
ხოლო ქმარს კი ნუგეში სცა, შენ აქ რა შუაში ხარო. დაიმშვიდა რა გული
ცალკე მით, რომ გულწრფელად გაენდო ცოლსა და ცალკე ცოლის ნუგეშინის
ცემითა, ტიუსსო ადგა და წავიდა გამომძიებელთან.
წავიდა თუ არა ქმარი, ადელი ადგა და შევიდა სესილთან. ახალგაზდა
ქალი ჯერ კიდევ უქეიფოდ იყო ქმრის დატუსაღების დღის აქეთ და ამიტომაც
ადვილად დაეთანხმა მორისის დას ამელის, რომ არ წასულიყო
გამომძიებელთან, როგორც პირველად უნდოდა, და არ გაემჟღავნებინა
საიდუმლო, რომელიც, სესილის ფიქრით, დაიხსნიდა მორისსა, და მოეცადნა
- იქნება გამომძიებელის დაპირებისამებრ უიმისოდაც გაეთავისუფლებინათ.
ორსავე ქალს ეშინოდა, რომ სხვაფრივ საქმე გაჭიანურდება და საქმის
გაჭიანურება უფრო ავნებს, ვიდრე უშველის რასმეს მორისსაო.
სესილმა შეიტყო თუ არა დედისაგან, რომ ტიუსსო გამომძიებელს
დაუბარებია და დაკარგულა ბანკის ბილეთები, რომელიც გუდარს პალიარის
ქვრივისთვის მიებარებინა, სთქვა გულში: ეს საქმე სახუმარო აღარ არისო.
- მამას არაფრის ფიქრი არ უნდა ჰქონდეს, - უთხრა დედას სესილმა, გუდარისაგან კი დასაჯერია, რომ ის ფული მოეპაროს.
- რას ამბობ? ხომ არ გაგიჟებულხარ? - დაიძახა დედამ.
- კი არ გავგიჟებულვარ და ის კაცი არც ერთს ბოროტს არ მოერიდება.
მამა რომ დაბრუნდა შინ რამდენსამე საათს შემდეგ, ასეთი ამბავი
მოუტანა, რომ რასაც ელოდნენ, იმაზე მეტი იყო.
ტიუსსო მოვიდა სასამართლოდამ ფერმიხდილი, სახე სულ დაღმეჭოდა;
ძლივსღა იდგა ფეხზედ, თითქო მთვრალიაო, და ღონემიხდილი დაეცა
სკამზედ. თვალებს გიჟსავით აქეთ-იქით ატრიალებდა, მკლავები ჩამოეყარა,
თითქო მათრახები ჰკიდიაო.
ადელმა და სესილმა ერთხმად დაიკივლეს:
- ოჰ, ღმერთო! რა მომხდარა სამაგისო?
მისცვივდნენ ორნი, ხელთსახოცით მოსწმინდეს შუბლზედ ცივი ოფლი.
- ერთი სთქვი, რა მოხდა? - ჰკითხა ცოლმა.
- მამი, გვითხარით, ნუ გვაწვალებთ, - დაუმატა ქალმა,
- ოჰ, ნუღარ მკითხავთ, ნუ! - ძლივ-ძლივ წარმოსთქვა ბოლოს ტიუსსომ.
- რისთვის დაუჭერიათ? - ჰკითხა მოუთმენლობით სესილმა, - ქურდია
თუ? იმას მოუპარავს ის ბილეთები?
- ჰო, ჰო, ქურდია, - ჰდუდუნებდა ტიუსსო და თავს იქნევდა.
- ღმერთო, დაგვიფარე! - დაიძახა ტიუსსოს ცოლმა, - საუკუნოდ მოგვეჭრა
თავი.
- ჰო, ქურდია, ქურდი... მაგრამ ეგ კიდევ არაფერი.
- განა სხვაც რამეა?
- კაცის მკვლელიც ყოფილა! - სთქვა ტიუსსომ და თავში ხელი შემოიკრა.
ორმავე ქალმა ერთხმად დაიკივლეს ელდისაგან და თვალებზედ ხელი
აიფარეს, თითქო თვალწინ ედგათ კაცის მკვლელი. თუმცა გუდარი ძალიან
ცუდ კაცად მიაჩნდათ, მაგრამ თავის დღეში ფიქრადაც არ მოუვიდოდათ,
რომ კაცის მკვლელიც იქნებოდა. უნდოდათ ერთ მძიმე დანაშაულობაში
რასმეში გაბმულიყო, რომ მიზეზი ჰქონოდათ ცოლქმრობა გაეუქმებინათ და
აი სურვილი გარდამეტებით აუსრულდათ კიდეც. საჭირო იყო თავის
მდგომარეობაზედ ეფიქრათ რამე და გადეწყკიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ.
სესილი უფრო გულმშვიდად იყო; დიდი ხანია სესილი თავის ქმარს
ზიზღითა და მძულვარებით უყურებდა, რასაც აქამომდე წინადჰგრძნობდა
და რაზედაც ეჭვი ჰქონდა, ყველაფერი აუხდა ეხლა. სამუდამოდ
განთავისუფლდება იმ კაცის ხელადამ; თუმცა ქვეყნის სალაპარაკოდ კი
გახდება, გაგრამ არავინ არ გაჰკიცხავს, ყველანი შეიბრალებენ და
პატივისცემას არ მოაკლებენ. მართალია, სასამართლოში ასტეხენ ლაპარაკს
სესილის თაობაზედ, რადგანაც ეგ საჭირო იქნება საქმისათვის. მაგრამ
იტყვის, რომ გუდარი მძულდა და ოღონდ იმას კი არ შევერთე, თავის მოკვლა
განვიძრახეო. თუ გუდარი ჩვეულებრივ ურცხვობაზედ თავს დასდებს და
მოინდომებს ჯავრის ამოყრას მით, რომ გაამჟღავნებს - მე მაგას თავის დღეში
ქმრად არა ვყოლივარ და მშობიარეც ჩემგან არ არისო, მაშინ მე თვითონ
ვიტყვი ყველაფერსა, სთქვა გულში სესილმა. მაშინ მთელს საზოგადოებას
ზურგს შევუბრუნებ და აშკარად ვიცხოვრებ ჩემის შვილის მამასთანაო.
ამასთან თავში გაურბინა იმ ფიქრმაც, რომ იქნება გუდარი სიკვდილით
დასაჯონო და ამ ფიქრმა წარბიც არ შეუხარა სესილს, მისგან შეყვარებულმა
კაცმა იცოდა, რა ქალიც არის, და სიხარულით შეირთავდა და ჩამორეცხდა
ჩირქს, რომელიც ანდრე გუდართან ჯვარისწერამ მის სახელს მოაცხო.
ადელს კი სწორედ მკვდრის სახე ედო. ის მარტო იმაზედ სწუხდა, ქვეყანა
რას იტყვისო. ყველანი, ვინც შურით უყურებდნენ ჩვენის ქარხანის ფეხზედ
დადგომას, ეხლა მოგვესევიან მშიერ მგლებივითაო. რას იტყვიან ჩემსა და
გუდარის დაახლოვებაზედა? გამოძიება რამდენს რასმეს გამოამჟღავნებს?
სირცხვილის სიწითლე მოეფინა სახეზედ. ეს ავაზაკი, რაკი ჰნახავს, რომ ხსნა
არა აქვს, არავის დაზოგავს და ჩვენის სახლობის ჯავრის ამოსაყრელად
საქვეყნოდ უამბობს ყველაფერსა და თავზედ ლაფს დამასხამს. ამ საშინელის
ფიქრის გამო სცხვენოდა ქმრისათვის პირში შეეხედნა.
ტიუსსო დამჯდარი კაცი იყო. ძალიან უნდოდა, რომ სიძე გაბმულიყო,
რადგანაც ამით თავიდამ მოიშორებდა. ძალიან უნდოდა, სიძის ყვედრებას
გადარჩენოდა, რადგანაც იმან დაიხსნა კუტრობისაგან და ეხლა
სასიამოვნოდაც მიაჩნდა, რომ მიზეზი მიეცა ცუდად ეხსენებინა თავისი სიძე.
ერთი რამ კი უმძიმებდა გულს. კაცისმკვლელობა სამარცხვინოდ ჰხდიდა არა
მარტო გუდარს, არამედ იმათაც, ვინც ანგარების გამო ქალი მისცეს ავაზაკსა.
რას იტყოდნენ სოვდაგრები იმ კაცზე, რომელსაც ერთადერთი ქალი ჰყვანდა
და ისიც კი ჩაუგდო ხელში ერთს ვიღაც არამზადას, რომელსაც არც რაიმე
თვალსაჩინო ხელობა ჰქონდა და არც ღონისძიება, დაემტკიცებინა, საიდამა
აქვს შეძენილი ქონება. როცა ტიუსსოს ფული უჭირდა, ამ გარემოებას ყურიც
არ ათხოვა.
მაშინ ამბობდა ტიუსსო: “კაცს თუ ფული აქვს, პატიოსანი კაცია”. მისთვის
ესეც სამყოფი იყო, რომ გუდარს დაჰმეგობრებოდა და სიძედ გაეხადნა. ხოლო
ფული, რომელმაც ფეხზედ დაუყენა ქარხანა, სისხლში იყო მოსვრილი,
ავკაცობით იყო მოპოვებული. მართალია, გამომძიებელმა უთხრა, რომ
დაკარგული ფული ვიპოვნეთო, მაგრამ ის ფული ხომ იმათ უნდა
დაუბრუნდეს, ვისთვისაც მოუპარავთ, ესე იგი საცოდავის მსხვერპლის
მემკვიდრეებს, და მაშინ ხომ ტუსსო ხელახლად ჩავარადება სიღარიბეში,
ქარხანა დაეღუპება. ტიუსსო აშკარად ჰხედავდა, რომ რისაც ეშინოდა, მაინც
ის დაემართა და ზედაც შეეკეცა ის გარემოებაც, რომ ძალაუნებურად
მფარველად გახდა ნაქურდალისა და ქალიც ისევ შინ დაუბრუნდა
კაცისმკვლელის შვილითა. ხედავდა, რომ დაიღუპა, ქვეყანაში შეირცხვინა
თავი და ვერ გაებედნა შეეჩივლა ვისთვისმე. მთელის თავის სახლობის
წინააღმდეგ, თვითონ მოინდომა ქალის მითხოვება და ეხლა სირცხვილით
ცოლისათვის პირზედაც ვერ შეეხედნა. ამ განწირულების ჟამს ტიუსსო
ჰფიქრობდა - თავი უნდა მოვიკლაო.
ამ დროს დაარაკუნეს კარი და ოთახში შემოვიდა ვიღაც ადელის უცნობი
კაცი. ადელმა ხელი მოჰკიდა სესილს და გადიოდა რა კარებში, სთქვა:
- კლოდ, შენთან ვიღაც არის.
ტიუსსომ მძიმედ ამოიოხრა და აიღო მაღლა თავი. მის წინ იდგა ლუი
პალიარი. ტიუსსოს ძალიან მერცხვა, ეს ყმაწვილი კაცი რომ ნახა. მაგრამ ლუი
პალიარი მიუახლოვდა, ჩამოართვა ხელი და უთხრა:
- ბატონო ტიუსსო, მე ვერ გაგიბედეთ დამეყენებინეთ, როცა
გამობრძანდით გამომძიებლის ოთახიდამ, თქვენ მაშინ ძალიან შეწუხებული
ბძანდებოდით. ეხლა კი, უკაცრავოდ, გიახელით, საჭირო საქმე მაქვს.
- ჩემი საბელი ყელისა თქვენს ხელთ არის, - უპასუხა ტიუსსომ მწუხარის
ხმითა, - მაგრამ გეფიცებით, მე აქ არაფრის ბრალი არა მაქვს, მე შემაცდინეს...
- მე მაგაში დარწუნებული ვარ და სწორედ ამიტომაც გიახელით
თქვენთან. მე ყველაფერი შევიტყე და ვიცი. თქვენ ისეთს განწირულებში
ხართ, რომ მე წყლულზედ წყლულს არ მოგიმატებთ.
- მადლობელი ვარ, - უპასუხა ტიუსსომ და მაგრად მოუჭირა ხელი.
- დედაჩემს უსესხებია თქვენთვის სამოცი ათასი ფრანკი და გირაოდ
გამოურთმევია ბანკის ბილეთები, რომელიც იმ ავაზაკს თქვენთვის
გადმოუცია. ის ბილეთები ნაქურდალია და მაშასადამე თქვენ არ
დაგაკუთნებენ. ჩვენ დავხიოთ თქვენი პირობის
წერილი, რომელიც
დედაჩემისათვის მიგიციათ და დავწეროთ ახალი თამასუქი მასზედ, რომ
თქვენ ისესხეთ ჩემგან ის ფული კანონიერის სარგებლითა და ვადად,
რამდენი ხანიც გნებავდეთ, ის დანიშნეთ, თანახმა ხართ?
- ოჰ, ბატონო პალიარ, თქვენ მიხსნით მე ჭირისაგან. თანახმა ხარო?
როგორ არა ვარ თანახმა; მაგით სირცხვილისაგან ვიხსნი თავს და ამას იქით
ეგ ფული ვალად მემართება თქვენგან და არა იმ ავაზაკისაგან.
ეს რომ უთხრა, ტიუსსომ მხურვალე მადლობით ჩამოართვა ყმაწვილს
კაცს ორივე ხელი და მაგრად მოუჭირა. რაც გულზედ სევდა აწვა და
ჰქენჯნიდა, ეხლა ანაზდეულად მოეხსნა და განებნივა. ეხლა რაღას
ინაღვლის. ეს პატიოსანი კაცია, მისი სიძე კი კაცის მკვლელია. ეხლა
სრულებით უარჰყო იგი. ეხლა კი ტიუსსო ბედნიერი კაცი იყო. ეხლა მარტო
თვითონ იყო პატრონი თავისის ქარხნისა. მოცილე აღარა ჰყვანდა. პატიოსან
კაცისაგანა ჰქონდა ნასესხი სამოცი ათასი ფრანკი მცირე სარგებლით,
უგირაოდ, ეხლა ყველას უამბობს, რა ფლიდი, არამზადა და ავაზაკი იყო
ამისი სიძე, რომელიც ჰბედავდა და ქალს უცემდა. პირველი მოწამე და
მთხრობელი მე ვიქნები სასამართლოში და თუ სასამართლო გაამართლებს,
მაშინ ქვეყანაზედ სამართალი აღარ ყოფილაო. თვალწინ მოელანდა კიდეც
გილიოტინა. ჩემს სიძეს თავს მოსჭრიან, ჩემი ქალი დაქვრივდება და მერე
ძალიან კარგს საქმროს ავუჩენო. ისიც კი უთხრა პალიარს, როცა შევიტყე
გუდარის დაჭერა, მაშინვე ფიქრად მომივიდა, სასამართლოში წარმედგინა
ბანკის ბილეთები და ამიტომაც დედათქვენთან წავედიო.
ამავე დროს და ამავე ბანკის ბილეთების თაობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი
პოლიციაში ჩუმად-მაძიებელთა უფროსს და ბოიეს, რომელიც უწინ ჩუმადმაძიებელი იყო.
- ეგ რა დაგმართვიათ, ბოიევ! - უთხრა გაოცებით მისმა უწინდელმა
უფროსმა, ნახა რა ბოიე ტუსაღის ტანისამოსითა, - თქვენ, ეგრე დიდად
ქებული პატივცემულთა ღვთისმოშიშ გვამთაგან, და ამ ყოფაში გხედავთ!
თვითონ თქვენც ისეთი ღვთისმოშიში კაცი იყავით. მე არა მჯეროდა, რომ
თქვენ მართლა დაგიჭირეს; მეგონა, აქ შეცდომაა რამე-მეთქი. მე თქვენი საქმე
მიკვირს და მეოცება, თქვენ თვითნ იძიებდით საქმეს თქვენ თვითონ
იცოდით, რომ ბანკის ბილეთებია დაკარგული და მერე ის ბილეთები თქვენს
ხელშივე ჩნდება. გაგიჟდით, თუ რა მოგივიდათ? ხომ იცოდით, რომ მაგ
ბილეთებზედ ყადაღა იყო დადებული?
- მე გთხოვთ ყველაზედ უწინარეს ეგ გარემოება მიიღოთ ჩემის
სიმართლის საბუთად, - უპასუხა ბოიემ მშვიდობიანად, - მართლა გიჟი უნდა
ვყოფილიყავ, ან სულელი, რომ ეგ ბილეთები მომეპარა, მაშინ როდესაც
ვიცოდი, რომ ყადაღაა დადებული. მე მარტო გავრში შევიტყე პოლიციის
კამისარისაგან, რომ ეგ ბილეთები ნაქურდალია, მოუპარავთ მაშინ, როცა
ქალი მოუკლავთ ლაკუეს ქუჩაში.
- როცა დაუჭერიხართ, მაშინ გითქვამთ, რომ ეგ ბილეთები მოუცია
თქვენთვის სამკვიდროდ გარდაცვალებულს დეიდათქვენს სამსახურიდამ
გასვლის წინა დღეებში. მართალია?
- სწორედ. ეხლაც ვამტკიცებ მაგას და გთხოვთ ნება მომცეთ,
დაწვრილებით მოგახსენოთ მაგის ამბავი. თქვენ მე კარგა ხანია მიცნობთ და
არა მგონია ბოროტის-მოქმედად მიცნობდეთ.
- თქვენ ისეთი ღვთისმოშიში კაცი ხართ, რომ არ შემიძლიან თქვენზედ
ცუდი რამ ფიქრად გავიტარო. - მე დეიდა მყვანდა, რომელიც ჩემთვის დედის
მაგიერი იყო. როცა დედა მომიკვდა, იმან მიმაბარა მე წმინდა მამათა
სასწავლებელში. ჩემმა სინიდისიანმა ცხოვრებამ, ყოველთვის სამაგალითომ,
და ზნეობითმა ყოფაქცევამ შეაყვარა ჩემი თავი დეიდაჩემს, ასე რომ მე უფრო
ვუყვარდი, ვიდრე თავისი ღვიძლი შვილი, ერთი საძაგელი რამ, ქურდბაცაცა,
რომელმაც ჩაამწარა სიცოცხლის დღენი საცოდავს დედაკაცსა. უკანასკნელს
სულის დალევამდე მე გვერდთ ვყვანდი. დეიდაჩემს ერქვა მარიანა პალიარ
და იდგა წმ. პავლეს ქუჩაში № 40. რაკი ვნახე რომ უკანასკნელ დღეშია, შვილს
დეპეშით ვაცნობე. დროზედ, რასაკვირველია, არ მოვიდა. მერე მოვიდა, ისიც
მარტო იმისთვის, რომ დედის ქონებას დაჰპატრონებოდა. აი რა კაცი იყო ჩემი
დეიდაშვილი, ლუი პალიარი. თუნდა შვილი ერთი საძაგელი რამ იყოს,
სალახანა, გარყვნილი, არამზადა, ქურდი, ურჯულო, მაინც დედას კანონი
ნებას არ აძლევს, რომ შვილი გამოაკლოს მემკვიდრეობას და თვისი ქონება
სხვას უფრო ღირსეულს ნათესავს დაუგდოს. ამასთანაც ჩემმა პატივცემულმა
დეიდამ ძლივს იცოდა წერა-კითხვა. ანდერძი არ დაეწერა და, როცა
აღსასრული მოუახლოვდა, მე მიბძანა აკანკალებულის ხმით - ვაი შენს
დამკარგავსა, საცოდავო მოხუცო - (აქ ბოიემ ცრემლი მოიწმინდა
ხელსახოცით): “შვილო ჩემო, მე არ მინდა რომ უმადურმა, უღირსმა შვილმა
ჩემმა წაგართვას ის, რის მოცემაც მე მსურს შენთვის. კანონი ნებას არ მაძლევს
ეს ფული შენ გიანდერძო და აჰა, ჩემის ხელით მომიცია შენთვის და ვერავინ
ვეღარ გამოგართმევს”. ჯერ მე დიდს უარზედ დავუდეგი, მაგრამ ბევრი
მემუდარა და ბოლოს თანახმა გავუხდი და მაშინვე აღთქმა დავდე, რომ
ნაწილს მოვახმარებ-მეთქი ღვთის სასურველს საქმეზედა. რაკი თანახმა
გავუხდი, მოხუცებულმა მიბძანა, ყუთი გააღე და ამოიღეო დაბეჭდილი
კონვერტი. კონვერტი ამოვიღე. წითელის ლაქით იყო დაბეჭდილი და
ბეჭედზედ ორი ასო იჯდა: კ. დ. შიგ ეწყო ბანკის ბილეთები. რომ მივართვი,
მიბძანა: აჰა, შენთვის მიჩუქებია დაანებე თავი სამსახურს და შენი ცხოვრება
ღვთის სამსახურს შესწირეო. მერე გამგზავნა, მღვდელი მომიყვანეო. მე
მინდოდა იმისი საკუთარი მოძღვარი მომეყვანა, მაგრამ თვითონ არ ინება და
მე წავედი და ვინც პირველი შემხვდა, ის მოვუყვანე. ერთს წმინდა კაცს
შევხვდი, აბატს დიუტილიელს, რომელსაც იმ ცოტას ხანში გაემართა
სათნოების სახლი უპატრონო ყმაწვილების ბინის ასაჩენად და მოსავლელად.
თქვენ, რასაკვირველია, შეტყობილი გექნებათ ამბავი ამ მართლადა ღვთის
სასიამოვნო საქმისა, რომლისათვისაც მე მინდოდა შემეწირა უფრო ბევრი
წილი დეიდისაგან ნაჩუქარ ფულებისა. ღირსეულმა მამამ დიუტილიელმა
გაანდო დეიდაჩემი და დეიდაჩემს თვითონ ეთქვა, რომ ის ფულები მე მაჩუქა,
თვითონ მოძღვარმა მითხრა მე ეს ამბავი რამდენსამე დღის შემდეგ, ესე იგი
მაშინ, როცა მე მივედი იმასთან, რომ დეიდისაგან ნაბოძებ ფულიდამ ნაწილი
რამ შემეწირა იმ ღვთის საამურ საქმისთვის. ის ღირსეული კაცი, რომლის
სიტყვას არ შეიძლება ადამიანი არ ენდოს, დაამტკიცებს ჩემს ნათქვამსა და ამ
მძიმე საქმისათვის დაარღვევს აღსარების
საიდუმლოებასა, თუმცა კი
ნაჩუქარ ფულების ამბავი დეიდაჩემს ეთქვა აღსარების დროს კი არა, იმის
წინად ლაპარაკში.
- აბბატი ყოველს მაგას გიმოწმებთ?
- უეჭველად. მე ამასაც დავუმატებ და ვიმოწმებ გავრის პოლიციის
კამისარს, რომ რა წამსაც შევიტყე, ის ფულები ნაქურდალია, მაშინვე სულ
დავუბრუნე ხუთის ბილეთის გარდა, რომელნიც შევწირე სათნოების სახლს,
უპატრონო ყმაწვილთათვის გამართულსა. მე მდიდარი მეგონა ჩემი თავი და
ეხლა, როგორცა სჩანს, მოვსტყუვდი. მე არ ვნანობ, მე ისევ უწინდელებრ
შრომით მოვიპოვებ ჩემს ლუკმა პურსა. ნება მომეცით გთხოვოთ, ვითარცა
ჩემს უწინდელს უფროსსა, გამოიკითხოთ ეს ამბავი აბატ დიუტილიელისაგან
და ხელახლად მიმიღოთ სამსახურში.
ყოველივე ეს ასეთის გულწრფელობით იყო ნათქვამი, რომ კაცი ეჭვს ვერ
შეიტანდა იმის სიტყვების სიმართლეზედ. უფროსი ჩუმად-მაძიებელის
პოლიციისა დარწმუნებული იყო, რომ ბოიე უდანაშაულოა.
- მოხუცებულმა ქვრივმა პალიარმა იცოდა თუ არა საიდამ იყო ეგ
ფულები? - მაინც ჰკითხა მან მეტის სიფხიზლისა გამო.
- არა; დეიდაჩემი აღებ-მიცემობდა, ასესხებდა ხოლმე ფულებს,
ყიდულობდა ბილეთებსა და სხვ. უსათუოდ, არა სცოდნია და ისე უყიდნია
ის ბილეთები იმ ავაზაკისაგან, რომელსაც მოუპარავს.
- ყველგან შეიძლებოდა იმათი დახურდავება?
- ყოველგან. ეს საქმე ასე იქნებოდა: უსათუოდ მაგ ბილეთებს გირაოდ
მიიღებდა, და რადგანაც პატრონს არ გამოუხსნია, საკუთრებად დაჰრჩენია.
აბა ქურდი, რასაკვირველია, გამოსახსნელად არ მოვიდოდა.
- მართალია, ბოიევ. პარიზიდამ ნურსად ნუ წახვალთ, უწინდელს
სახლშივე დადექით და ყოველდღე აქ გვეჩვენეთ ხოლმე. ამ პირობით
განთავისუფლებთ.
- თუ მიბძანებთ, აბატს დიუტილიელს მოგიყვანთ.
- საჭირო არ არის. მე თქვენც გიჯერებთ.
ბოიეს გულიდამ ლოდი აეხსნა, როცა პოლიციისდამ გამოვიდა
თავისუფალი. პირდაპირ გასწია ადას ქუჩისაკენ და გაჩერდა ერთ პატარა
სახლის წინ, რომელიც მღვდლის სადგურსა ჰგვანდა. მარმარილოს ქვაზედ
ალაყაფის კარის თავში ეწერა: “სათნო სახლი უპატრონო ყრმათა
მოსავლელად”. დაურაკუნა კარი, კარი გაუღეს და ბოიე შევიდა. დახვდა წინ
ერთი ჩასუქებული ჭაბუკი, თურაშაულ ვაშლივით წითური, გძელის თმითა
და გძელის ანაფორას მსგავსის სერთუკითა და ჰკითხა:
- რა გნებავთ?
- აბატ დიუტილიელი მინდა.
- მობრძანდით.
ჭაბუკმა აიყვანა ბოიე მეორე სართულში. ერთს კარებზედ ეწერა:
“საზოგადო კრება”, მეორეზედ: “დირექტორის კაბინეთი”. ამ უკანასკნელ
ოთახში შევიდნენ ჭაბუკი და ბოიე, ამათ დახვდათ ოთახში ერთი ორმოცის
წლის კაცი კარგად ჩასუქებულ სახით, მკვირცხლის და ცბიერის თვალებითა,
დახუჭუჭებულ თმითა; ბოიე რომ იცნა, სასიამოვნოდ გაუღიმა, ჩამოართვა
ხელი და მაგრა მოუჭირა.
- თქვენა ბძანდებით, შვილო ჩემო? - უთხრა აბბატმა, - მობრძანდით, მე
თქვენთან სალაპარაკო მაქვს, თქვენ კი, გუსტავ, შეგიძლიანთ წახვიდეთ.
ჭაბუკი რომ გავიდა, აბატმა განაგრძო:
- საყვარელო შვილო, თქვენი წიგნი მარტო დღეს მივიღე. ძალიან
დამაფიქრა, მაგრამ მივხვდი, რაც გინდოდათ და სწორედ ისეც მოვიქცევოდი,
როგორც ვთხოულობდით. ჩვენ ერთმანეთს უნდა პირი მივცეთ და სარჩლი
გავუწიოთ. მე მხოლოდ იმან გამაკვირვა, რომ თქვენი წიგნი პროვინციიდან
იყო და ფოსტით კი არ მომივიდა.
- მე დაჭერილი ვიყავ და ძალიანაც მიფრთხილდებოდნენ. ჩემი ამბავი
ხომ იცით, ათასნაირი ოსტატობა შემიძლიან. ციხეში რომ ვიყავ, დრო
ვიხელთე, წიგნი მოგწერეთ და ჯიბეში შევინახე. მერე, როცა რკინიგზით
წამომიყვანეს, მეორე კლასის ვაგონში ჩამსვეს. იქ თვალი მოვკარ ერთს
ქურდს, რომელიც ერთს დროს მე დაჭერილი მყვანდა; იმანაც მიცნო და რა
მნახა, ორ ჟანდარმშუა ვზივარ, გაიფიქრა, ჩემის ჯურის კაციაო. თვალი ვუყავ
და წიგნი დავდე სკამზედ და ერთი ოქროც ზედ დავადე ისე უჩუმრად, რომ
ჟანდარმებმა ვერ გამიგეს, იმან მარდად სტაცა ხელი წიგნსა და საქმე დამში
იყო.
- როდის მოხვედით?
- წუხელ ღამით.
- მე კი წიგნი დღეს დილაზედ მივიღე. აბა ეხლა თქვენს საქმეს შევუდგეთ.
აბბატი დიუტილიელი ვერ იყო კარგად არქიეპისკოპოსთან. რამდენჯერმე
ანაფორის ტარების ნება ჩამოართვეს, მაგრამ ის კი მაინც იცვამდა სხვის
დაუკითხავად. ორჯერ თუ სამჯერ რაღაც სასულიერო საზოგადოება
შეადგინა და სამართალმა გაუუქმა. მაგრამ მაინც იმედს არა ჰკარგავდა.
ახალი საზიაგადოება, რომელიც ხელახლად შეედგინა, რაღაც უცნაური რამ
იყო. შეკრებდა ხოლმე ყოველ საღამოს უპატრონო ყმაწვილებსა და
უქადაგებდა ზნეობასა და კარგ ყოფაქცევასა და ამ სახით მართალთა გზაზედ
აყენებდა უპატრონო და გარყვნილ ყმაწვალებსა. ბევრი შემწე ამოუჩნდა ამ
საზოგადოებას დიდკაცთაგანაც, რომელნიც ხანდისხან კადრულობდნენ და
ამ კრებებზედ დაიარებოდნენ. ამ ღვთის საამურ საქმეზედ ბოიემ შესწირა
დეიდისაგან ნაჩუქების ფულიდამ ნაწილი, როგორც თვითონ ამბობდა. ეს
საზოგადოება დიდს გამორჩომას მოასწავებდა, წევრნი დიდს ფულს
სწირავდნენ. აქამდის შინიდამ მოარულნი ყმაწვილები იყვნენ, ეხლა კი
ფიქრობდნენ, რომ ბინაც და საჭმელ-სასმელიც აეჩინათ. რაცა ვსთქვით,
იქიდამ მკითხველი მიხვდება, რა წითელი კოჭიც ბძანდებოდა აბატი,
რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ. მაგრამ უფრო უკედ გაიცნობდით, რომ
შესაძლო იყოს ჩამოგითვალოთ, რამდენჯერ ყოფილა სამართავს ქვეშ და
რამდენს და რაგვარს დანაშაულობაში ყოფილა შეწამებული ეს ღვთის მოშიში
დირექტორი სათნო სახლისა.
-მოვილაპარაკოთ, - უთხრა აბბატმა.
- ხომ გესმით, - უთხრა ბოიემ, - როცა დეიდაჩემი მარიანა უკანასკნელ
დღეში ჩავარდა, მე მოვგვარე მახლობელ ეკკლესიის მღვდელი, რადგანაც არ
მინდოდა მომეყვანა იმის საკუთარი მოძღვარი.
- მე რატომ არ შემატყობინეთ?
ბოიემ ისე დაიგრიხა პირისახე, რომ ცხადად გამოხატა: “მე შენ, ჩემო
საყვარელო, ვერ გენდობოდიო”.
- საქმე საშური იყო, - განაგრძო ბოიემ, - და თუნდა ეგეც არ ყოფილიყო,
განა სულ ერთი არ არის, ვისთვისაც უნდა ეთქვა აღსარება? მღვდელი
მივიყვანე, წაუკითხა შესანდობარი ლოცვები და წავიდა. მას აქეთია თვალით
აღარ მინახავს. როცა მკითხეს, ეს ამბავი დავმალე და ვუთხარი, რომ ვითომ
თქვენა მყვანდით დეიდაჩემის მოძღვრად.
- ძალიან კარგი.
ბოიემ უამბო ყველაფერი, რაც ელაპარაკა პოლიციაში შესახეს
მოხუცებულის პალიარისა და დაარიგა ამა და ამ სახით უნდა მიმოწმოო.
- კარგი, მაგას ყველაფერს დავიხსომებ, - უპასეხა აბბატმა, - მაგრამ ერთი
ეს მითხარით: ეგ როგორ მოხდა, რომ დაჭერილი არა ხართ?
ბოიემ უამბო და აბატმა, რაკი პასუხი მიიღო, განაგრძო:
- მაშ ესე უნდა ვიცოდეთ, რომ ფული, თქვენგან აქ შემოტანილი,
ეკუთვნის ჩვენს წმინდა საქმეს. თუმცა მოუტყუებიხართ, მაგრამ თქვენ რა
იცოდით, ეგ ფული საიდამ არის, აიღეთ და გულწრფელად შემოგვწირეთ
ჩვენ. ჩვენ ვუპატრონებთ მაგ ფულებს.
- ეგ თქვენ იცით.
- ნუ გეშინიათ. მე მაგ ფულებს ვერავინ გამომართმევს და თქვენ ჩვენთან
ერთად დიდს მოგებას მიიღებთ.
- მე თქვენი იმედი მაქვს.
- სხვა დანარჩენი კი უნდა დაგებრუნებინათ. ახლა როგორ გგონიათ, მე
გამომძიებელთან დამიბარებენ თუ არა?
- უფროსმა მგონი გული დააჯერა ჩემის სიტყვების სიმართლეზედ.
მაგრამ ვინ იცის, იქნება საქმისათვის საჭიროდ დაინახონ თქვენი ჩვენებაცა.
- ნუ გეშინიათ, თქვენი საქმე ჩემზედ მოაგდეთ.
- ჩემი ბარათი თქვენა გაქვსთ?
- აი, - უთხრა აბბატმა და ამოიღო ჯიბიდამ ბარათი.
- ისევ მე მომეცით.
- სიამოვნებით. მითამ რის შიში გაქვთ? - ჰკითხა აბბატმა, როცა ჰნახა, რომ
ბოიემ მოუკიდა სანთელს და ბარათი ფერფლად აქცია.
- დღეს ესეა, ხვალ რა მოხდება, არ ვიცით. პოლიცია სახლებსა ჩხრეკს და
არ ვარგა, რომ ამისთანა ხელჩასაკიდებელი ბარათები ხელში ჩაუვარდეს
ვისმე.
- მართალი ხართ, შვილო ჩემო, მეც გავფრთხილდები, რაკი მაგრეა, უპასუხა აბბატმა, რომელიც, ეტყობოდა, ჩვეული იყო, რომ ამისთანა
სათნოების სახლშიაც მოურიდებლად შემოვა პოლიცია მოსაჩხრეკად.
ბატონო აბბატო, - ჰსთქვა ბოიემ და წამოდგა ფეხზედ, - რამდენსამე დღეს
ვერ გეჩვენებით. ვინ იცის, იქნება თვალი გვადევნონ. მე ამასაცა გთხოვთ, რომ
უბძანოთ, თუ ვინიცობაა იკითხონ, ყველამ აქაურმა სთქვას, რომ მე და თქვენ
ერთმანეთი არ გვინახავს დეიდაჩემის სიკვდილის დღის აქეთ.
- კეთილი.
- თუ ახალი რამ მოხდეს, მაცნობეთ.
- მოსვენებული იყავით, შვილო ჩემო, - სთქვა აბბატმა და გააცილა
კარებამდის.
ბოიე შინ დაბრუნდა მოსვენებული და გახარებული. ხოლო მეკარის
სიტყვებმა გააოცეს.
- მე ვიცოდი, რომ დღეს შინ დაბრუნდებით, - უთხრა მეკარემ.
- საიდამ იცოდით?
- კამისიონერმა დღეს ბარათი მოიტანა აქ თქვენს სახელზედა.
- კამისიონერმაო! ეს რას ნიშნავს?
გახსნა ბარათი და წაიკითხა:
“მოწყალეო ხელმწიფევ, ერთს სულიერს ძალიან უჭირს თქვენი დახმარება
და დღესვე საღამოს სურს თქვენი ნახვა. ექვს საათზედ მობძანდით
თანხმობის მოედანზედ, ლილის ლუსკუმასთან. თუ დღეს არ შეგიძლიანთ,
სხვა დრო დანიშნეო, მოიწერეთ და ბარათზედ ასე დააწერეთ: “მინამ
მოითხოვდნენ”. - კ. ტ.
- ვა! იგივე ასოებია, რაც ბანკის ბილეთების კონვერტის ბეჭედზედ იჯდა.
უსათუოდ წავალ.