ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში
ვისაც ჰსურვებია ოდესმე ნახვა ნამდვილ დარბაისელ ძველ ქართველის კაცისა,
რომელსაც გულში გამონასკული აქვს დარბაისლურადვე დიდი სურვილი და დიდი
გრძნობა, უნდა დასწრებიყო წარსულს კვირა დღეს, 12 აპრილს, ”სამშობლოს”
წარმოდგენას ჩვენს თეატრში. ჩვენ არას ვიტყვით სხვა მოთამაშეებზე, რომელნიც
უკვე ცნობილ არიან, ხოლო არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ ის ფრიად ჭკვიანური,
გრძნობიერი, უმეტნაკლებო აღსრულება როლისა, რომლის ცხადი მაგალითი
თვალწინ გაგვიტარა ბ-ნმა გამყრელიძემ, სვიმონ ლეონიძის წარმომდგენელმა.
ჯერ ერთი ისა, რომ ისე შესაფერად მორთული იყო, რომ პირველს
დანახვაზედვე ჰგრძნობდით, რომ ამრიგად უბრალოდ, სადად, მაგრამ ფაქიზად
ტანჩაცმული კაცი უსათუოდ შინაგანის ღირსებით უნდა იყოს მდიდარიო. ასეთიც
არის სწორედ სვიმონ ლეონიძე ”სამშობლოში”. მერე ყოველივე მიხრა-მოხრა ბ-ნ
გამყრელიძესი, ყოველივე მოძრაობა, ხელის თუ სახის ასე თუ ისე ხმარება ისე
ეშესაბამებოდა ძველს, დარბაისელს ქართველს და ამასთან დიდსულოვანს და
დიდგულოვანს კაცს, როგორც სვიმონ ლეონიძეა, რომ სწორედ აკვირვებდა
მაყურებელს. არც ჭიმვა, რომ აცა დიდსულოვანის კაცის როლსა ვთამაშობ და
გავიბღინძოო, არც გრეხა და პრანჭვა, არც გაჭაჭვა, რომ აცა გმირად გამოვჩნდეო, არც
ერთი ამისთანა უმგზავსობა არ მოსვლია ბ-ნ გამყრელიძეს სცენაზედ და იმოდენად
იხელოვნა, რომ ყოველ ამ უგემურ უფერუმარილოდ დაგვანახვა ნამდვილი გმირი
კაცი. არც ბუკი დაუკრავს ამისათვის, არც ნაღარა, და ჭეშმარიტი დიდსულოვანი
ძველი ქართველი დაწყნარებით, დიდის ხელოვნურ თავდაჭერით, გადუმეტებლივ
დაგვიხატა გაოცებულ თვალწინ. მისი თამაშობა ამ შემთხვევაში თვით ბუნება იყო,
არაფერი მეტი, არაფერი ნაკლები. თავიდამ ბოლომდე ერთნაირად, თანასწორად,
ფრთხილად და ცოდნით, ნამდვილ გმირის ბუნების შეუბღალავად გაატარა თავისი
როლი.
სიტყვა-პასუხის კილო მშვენიერი გამოიჩინა. მის ლაპარაკში თითქმის ყოველი
სიტყვა თავის ადგილას ისეთის შესაფერის კილოთი იყო თქმული, როგორც
ეკუთვნოდა, აუჩქარებლივ, დინჯად, მშვიდობიანად მოლაპარაკემ ისეთი
სიმხურვალე და მნიშვნელობა აძლია სიტყვას, რომ არა ერთს და ორს მოჰგვარა
ცრემლი და აუდუღა გული დიდის გრძნობის ცეცხლით. უკანასკნელს სცენაში, როცა
ლევან ხიმშიაშვილს ეთხოვება და სასიკვდილოდ მიდის, აქ ასეთი ბუნებით სავსე
კილო იხმარა ბ-ნმა გამყრელიძემ, რომ პირველხარისხოვან არტისტსაც ხშირად
გაუძნელდება. სვიმონ ლეონიძის დიდბუნებოვანობის ზარი მთელის თავის
ძალმომრეობით იგრძნო მთელმა კრებამ მაყურებლებისამ და იმოდენად გაინაბა
ყველამ სული, რომ ბ-ნ გამყრელიძესაგან თქმული: ”ლევან, აღთქმა, აღთქმა, არ
დაივიწყო აღთქმაო” – გასავალ კარებში ხმადაბლად, თითქმის ჩურჩულით თქმული,
მოეფინა მთელს დარბაზს თეატრისას თავიდამ ბოლომდე.
არც მაყურებელნი დარჩენ უიმისოდ, რომ თავისის მხრით პატივი არ ეცათ და
თავისი აღტაცება არ გამოეთქვათ არტისტისათვის. გარდა იმისა, რომ ბევრჯერ

გამოიწვიეს ტაშის კვრითა თამაშობის დროს, მერეც, როცა დასრულდა ”სამშობლოს”
წარმოდგენა და ბ-ნი გამყრელიძე, დიდი ხანი თავის როლს მორჩომილი, იჯდა
ლოჟაში, დიდის ძახილით ხელახლავ გამოიწვიეს და ერთიანის ტაშის გრიალმა
აჩვენა არტისტს, რომ ნიჭის დაფასება ჩვენცა გვცოდნია. ბევრს არტისტს არ
უმოქმედნია ასე ძლიერ და ხანგრძლივ მაყურებლებზედ, რომ ორ-სამ მოქმედების
შემდეგ, საცა მას აღარ უთამაშნია, მაყურებელი იძულებულ იქმნას წარსულის
აღტაცებისაგან ხელახლად გამოიწვიოს პატივსაცემად აღტაცების მიზეზი. ბ-ნი
გამყრელიძე კვირას, 12 აპრილს, სწორედ ღირსი იყო ამ სასახელო პატივისცემისა.
[1892 წ., 12 – 14 აპრილი.]

<სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ
ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე>
”თვითვეული ცემა გულის ძარღვისა გვჭრის და გვაწყლულებს ჩვენ და ჩვენი
სიცოცხლე ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა იქნებოდა, რომ ქვეყანაზე
პოეზია არ ყოფილიყო”, – სთქვა ერთმა ბრძენმა.
ღმერთი რომ ერს, ქვეყანას მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს
ხოლმე კაცს, პოეზიის მალით ცხებულსა, როცა ადამიანს ჰსურს შეიტყოს ღირსება და
დიდება ერისა, ყოვლთ უწინარეს ამას იკითხავს, – რამდენი მთქმელი და მწერალი
ჰყავსო. ღირსებას და სიდიადეს ერისას მარტო ამ საწყაოთი სწყავს ადამიანი. რაკი
ესეა, ეხლა ცხადი უნდა იყოს, რა ძვირფასი განძია ჩვენთვის იგი მტვერი, რომლის
წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს.
პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა, ღვთივ რჩეულთა.
მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, რადგანაც იგი მოვლენილია, რომ
ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს.
ამ მადლს, ამ ტვირთს დიდი ძალ-ღონე უნდა სულისა და ხორცისა და
ამიტომაც, როცა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად
ნიკოლოოზ ბარათაშვილი, უკურთხა ენა მეტყველებისათვის, თვალნი ხედვისათვის,
ყურნი სმენისათვის, გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის
გასათბობლად, და უბრძანა, – წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი
და სიტყვით გული აუნთეო.
კიდევ ვიტყვი, პოეზია მადლია, ნიჭია, მაგრამ ხომ ჰხედავთ, იგი დიდი
ტვირთიც არის. დიდ ტვირთადვე იცნო იგი ამ ჩვენმა სახელოვანმა კაცმა და მას
ყველაფერი ანაცვალა. ოღონდ ეგ ტვირთი დაუღალავად ვზიდო, ოღონდ ერთგულად
ვემსახურო და ყველაფერს შევსწირავ განწირულის სულისკვეთებამდეო. ამ
განწირულობამ, გარდაცვალების ერთის წლის წინად, ეს სიტყვები ამოაკვნესა,
რომლებიც წინასწარმეტყველებად გადაექცა ბოლოს:
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფლავებ შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის!..
შავი ყორანი გამითხრის საფლავს
მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა

ზარით, ღრიალით მიწას მომაყრის!..
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა, ოხერსა,
დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად
მივალალებენ სვავნი მყივარნი.

ეს მწვავი წინასწარმეტყველება გაუმართლდა: იგი არ დაიმარხა თავის
მამულში, მას არ დაედინა ცრემლი თავის ქვეყნის შვილისა. ეს ჯავრი თან ჩაიყოლია
ამ ჩვენმა განმადიდებელმა კაცმა, და დღეს ჩვენ, ჩვენდა სასახელოდ, მოვასვენეთ აქ
მისი მტვერი, მისი ნეშტი, რომ დღეის ამას იქით მისმა სამშობლო ცამ თვისი ნამი
ცრემლად ზედ ადინოს, მისმა სამშობლო დედამიწამ გული გადიხსნას და მისი
მტვერი მიიბაროს, მისდა განსასვენებლად და ჩვენდა სალოცავად.
მართალია, ეს მოგვიხდა ორმოცდაშვიდს წელიწადს შემდეგ, და იქნება სთქვან,
გვიან არისო, მაგრამ რა არის ორმოცდაშვიდი წელიწადი უკვდავებისათვის?
მხოლოდ ერთი წამია. ნიკოლოოზ ბარათაშვილი უკვდავია და უკვდავისათვის არც
რაიმე ქვეყნიერობაზე გვიანია, არც რაიმე ადრე. ეს დიდებული წამი, რომელმაც დღეს
აქ შეჰკრიბა წარმომადგენლობა მთელის საქართველოსი, მაგალითია იმისი, რომ
ჩვენი ერი აღმაღლებულა სულითა და გულითა, რადგანაც მარტო ჭკუაგახსნილმა და
გულგაწმენდილმა კაცმა იცის ესე ღირსეულად დაფასება და ესეთის პატივით ხსენება
დიდბუნებოვან კაცისა.
დიდბუნებოვანი იყო იგი, ვის სამარესაც გარს ვარტყივართ დღეს, და აკი
იწინასწარმეტყველა კიდეც:
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის
ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება...

და დარჩა კიდეც. ეგ გზა უვალი თვითვეულ ქართველის გულია, საცა მისმა მერანმა
ღრმად ჩააჭდია მისი ანდერძი, მისი ნათქვამი. ვაპირობთ აქ ძეგლის დადგმას, ხოლო
რა დასადარია ხელთქმნილი ძეგლი, თუნდ დიდფასიანი, იმ ხელთქუმნელ ძეგლთან,
რომელიც მისმა დიდბუნებოვანობამ ჩვენ გულში აღაგო.
მე არ ვეტყვი საუკუნოდ ხსენებას იმიტომ, რომ თვითვეულის ქართველის
გული მისი საუკუნოდ სახსენებელია.
”სატრფოს ცრემლის წილ დამეცემა ციურნი ცვარნი და ჩემთა ნათესავთ
გლოვისა
ნაცვლად
სვავნი
მყივარნი
მივალალებენო”.
აღსრულდა
ეს
წინასწართქმული მისი მაშინ და დღეს კი მის მტვერს, მის ნეშტს, მის კუბოს, მის
საფლავს დასტირიან მისნი ტრფიალნიცა, მისნი ნათესავნიცა. და ამათს ცრემლს ზედ
დასდის დიდებული ცრემლი მთელის საქართველოსი.
[1893 წ., 25 აპრილი.]

მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის
თავ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა

თავ. ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი დაიბადა 5-ს აპრილს 1812 წ. მამამისი
პოლკოვნიკი თავ. ვახტანგ ორბელიანი თავის შვილის დაბადების წელსავე
გადაიცვალა და შესაძლოა ამ მიზეზით ახალდაბადებულს შვილს მამის სახელი
უწოდეს. მამისაგან პირველ წელსვე დაობლებული თავ. ვახტანგ დარჩა მარტო თავის
სახელოვანის დედის მზრუნველობის ქვეშ.
დედამისი ბრძანდებოდა თეკლე ბატონიშვილი, უმცროსი ასული მეფის
ერეკლის მეორისა. პირველ ცამეტს წელს თავ. ვახტანგ იზდებოდა თავის მამის
ოჯახში, დედასთან. 1825 წელს კი იგი მიუბარებია დედას პაჟთა კორპუსში და
გაუსტუმრებია პეტერბურგს. იქ თავ. ვახტანგ დარჩენილა ხუთი წელიწადი, და
თუმცა კარგი გულისყური და ბეჯითობა გამოუჩენია, მაგრამ ცივი ჰავა
ჩრდილოეთისა ვერ აუტანია და შეშინებულს დედას თავისი შვილი დათხოვნით
წამოუყვანია პეტერბურგიდამ. როგორც ეტყობა, ვერც მერე გამოუმეტნია შვილი
საპეტერბურგოდ, ვაი თუ უფრო ავად გამიხდესო და თავისთან დაუტოვებია. მაშინ
თავ. ვახტანგი 18 წლისა იყო და, თუმცა კურსი არა ჰქონდა შესრულებული, მაგრამ,
რადგანაც კარგად უსწავლია, რაც ხანი ყოფილა კორპუსში, პირველი სამოქალაქო
ჩინი მიუღია.
ამ სახით 1830 – 1832 წლამდე თავ. ვახტანგი თავის ოჯახში ყოფილა. მისნი
ტოლ-ამხანაგნი ამბობენ, რომ თვრამეტის წლის ყმაწვილკაცს თავ. ვახტანგს, თუმცა
მხიარულება და საზოგადოებაში ყოფნა ჰყვარებია, მაგრამ ამაზე მეტად უფრო
ჰყვარებია წიგნების კითხვა, ნამეტნავად საფუძვლიან და გამოჩენილ წიგნებისაო.
ამას უნდა მივაწეროთ ის ამბავიც, რომ მის სწორ-ამხანაგთა სიტყვით, იგი
ყოველთვის ირჩეოდა თურმე მაშინდელ ყმაწვილკაცთა შორის თავის ცოდნით და
გონებაგახსნილობითაო. ეს სიყვარული წიგნთა კითხვისა არ მოჰკლებია
სიკვდილამდე. მისი ლექსი ”ძველს მეგობარს” ამას ცხადად გვიმტკიცებს. ამ ლექსში
”ძველ მეგობრად” იგულისხმება, თუ არა ვცდებით, სახელოვანი დ. ყიფიანი,
რომელიც დიდად განათლებული და გონებაგახსნილი კაცი იყო, კარგად მცოდნე
ქართულის, რუსულის, ფრანგულის და ინგლისურ ლიტერატურისა. ჩვენი პოეტი
განსვენებულს დ. ყიფიანს არაერთხელ იხსენიებს თავის მეგობრად თავის ლექსებში.
მოდიო, – იწვევს თავ. ვახტანგ თავის მეგობარს:
მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება,
იმის ფურჩქვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;
გეტე, შექსპირი, შილლერი კვლავ ერთად გადავიკითხოთ.

აი, რა გამოჩენილ ავტორებთან ჰქონია საქმე თავ. ვახტანგ ორბელიანსა და
წიგნების კითხვის წყურვილით რა ზღვას დასწაფებია. სჩანს, ხუთს წელიწადს პაჟთა
კორპუსში ამაოდ არ ჩაუვლია და მის გრძნობიერს გუნებასა და ბუნებას, გარდა
საშკოლო, ოფიციალურ ცოდნისა, სხვა უფრო უკეთესი ყვავილიც გამოუტანია
კორპუსიდამ, სხვა უფრო უდიდესი თვალთახედვა და სულთასწრაფვა.
განდიდებულ თვალთახედვით და სულთასწრაფვით გაძლიერებული სურვილი
გამოჩენილ წიგნთა კითხვისა, რა თქმა უნდა, სიკვდილამდე არ დადუმდებოდა
ცნობისმოყვარე კაცის გულში და ამიტომაც ადვილად მისახვედრია, რომ თავ.
ვახტანგს საფლავის კარამდე მიჰყოლია ეგ სიყვარული კითხვისა. ამ გზაზე ბევრსა
ჰშველოდა ზედმიწევნით ცოდნა ქართულისა, რომელსაც თავის ოჯახშივე თავის
დედის ხელმძღვანელობით შეიძენდა, და რუსულის და ფრანგულის ენისა, რომელიც
კორპუსში ესწავლა.

1832 წელს თავ. ვახტანგს მოეშალა სამშობლოში შვება და სიამოვნება. ეს
მაშინდელ ყმაწვილკაცობისათვის თავმოსაწონებელი, მაგრამ უბედური წელიწადი
ყველას მოეხსენება. ამა წლის შემთხვევათა გამო ჩვენი პოეტი, სხვებთან ერთად,
იძულებულ იყო თავის სამშობლო ქვეყანას გამოჰკლებოდა და 1833 წელსა თავისი
ბინა გადაეტანა კალუგაში. აქ 1836 წელს გუბერნატორის კანცელარიაში განწესდა.
კალუგაში დაჰყო ოთხი წელიწადი და მარტო 1837 წ. ნაპატივები და შენდობილი
დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
1-ს ივლისს 1838 წ. იგი მიღებულ იქმნა პროპორჩიკად ნიჟეგოროდის
დრაგუნის პოლკში. 1844 წელს ჯერ პორუჩიკი იყო, როცა ოცდათორმეტის წლისამ თ.
ვახტანგმა შეირთო მაშინდელს დროს გამოჩენილი თავის მშვენიერებით ასული
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის ილინსკის ეკატერინე. 1846 წ. გარდაეცვალა
სახელოვანი დედა თეკლე ბატონიშვილი.
1838 წლიდამ მიყოლებული 1881 წლამდე თ. ვახტანგს არ დაუნებებია თავი
სამხედრო სამსახურისათვის. ბევრი ომები და ლაშქრობა გამოუვლია. 1858 წ.
პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა, რომ დანიშნულ იქმნა ყუბანის მაზრის მმართველად. 30
აგვისტოს 1860 წელს ღენერალ-მაიორობა მიიღო და 1863 წ. დანიშნულ იქმნა
დროებით აღმასრულებლად თერგის მხრის უფროსის თანამდებობისა. 1864 წ.
შერიცხულ იქმნა კავკასიის არმიაში და თერგის მხარე დასტოვა. ბატონყმობის
გადავარდნის ჟამს, 1864 წელს, დაინიშნა ჯერ გლეხთა საკრებულოს წევრად და მერე
სხვადასხვა ადგილას ასრულებდა მიროვოი პოსრედნიკის თანამდებობას. ამ
თანამდებობაში გაიცვალა ტფილისში 1890 წელს. სექტემბრის 29-ს, სამხედრო
სამსახურიდამ გამოსული 1881 წლიდამ.
ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა არავითარი წყარო არა გვქონდა, რომ ცხოვრება თ.
ვახტანგისა იმოდენად აგვენიშნა, რამოდენადაც კერძო ცხოვრება და თავგადასავალი
პოეტისა ამხსნელია და გამომრკვეველი მისის პოეზიისა. ხოლო იმისთვის, რომ
ცოტად თუ ბევრად გამონათლდეს კაცის თვალწინ პოეტის სულიერი სახე, სათავე და
მიზეზი უპოვოს მის ჩანგის სიმთა ძვრას, სულთა სწრაფვას, გულთა ძგერას, ძარღვის
ცემას, მის ჭირსა და ლხინს, მის გზას და მიმართულებას, არანაკლებ სამსახურს
გაუწევს იგი პოეტის გარე ცხოვრების ავკარგიანობა, რომელთა შორის დიდი ადგილი
უჭირავს საზოგადო ყოფა-ცხოვრებას, ჟამთა ვითარებას, ჭირ-ბოროტს ქვეყნისას,
პოეტის ოჯახს, პოეტის მახლობლობას და ნაცნობობას.
თავ. ვახტანგ ორბელიანი დაიბადა და გაიზარდა იმისთანა დროს, როცა ჯერ
კიდევ ცხოვრებას ზედ ეჩნეოდა წყლულნი და დაკოდილებანი მეთვრამეტე
საუკუნისა, და მეცხრამეტე საუკუნის ქარს ვერ გაეფანტა მათ მიერ მოვლენილი
ნაღველი, მწუხარება და სასოწარკვეთილება. ჯერ კიდევ თითო-ოროლა ოჯახში
ცოცხალი იყო ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნისა, რომელმაც სული დალია 1795 წ. 11-ს
სექტემბერს სოღანლუღს, კრწანისის ბაღებთან, და წამების სახელოვანი გვირგვინი
დაადგა იმ ქვეყნისათვის თავგაწირულ მამულისშვილებს, რომელთაც ფიცი დასდეს:
თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვდევნეთ მტრის ძალი,
იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი! *

*

გ. ორბელიანი

და გაფიცებულთაგან ერთიც არ გამოსულა ომიდამ ცოცხალი. ტყუილად კი არ
ამბობს თავ. გრიგოლ ორბელიანი: ”ფიცი ვაჟკაცთა წმიდა არს”-ო... ჯერ კიდევ აქა-იქ
ანათებდა იმ დიდებულის მეფის შუქი, რომლის
...დღენი ემზგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს:
მის შუქი თუმცა გვინათებს, მაგრამ ვეღარ ვსჭვრეტთ მისს სახეს!..
მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს!..
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!.. **

რა თქმა უნდა, ამ ”ჩასვენებულს ბრწყინვით მზეს” და მასთან ”დამარხულს
დიდებას ივერიისას” თავის მთხრობელი, მახსენებელი და ჭირისუფალი
ეყოლებოდა, სხვათა შორის, ვახტანგ ორბელიანის ოჯახშიაც. ამისთანა ჭირისუფალი
იყო დედა მისი თეკლე ბატონიშვილი.
თეკლე ბატონიშვილი ზედმიწევნით მცოდნე ყოფილა მის დროინდელ
ქართულ მწერლობისა, სამღთო წერილისა, კარგად განათლებული მაშინდელ
კვალობაზე, ჭკუით, სიბრძნით და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე
და გამჭრიახი. ძველ კაცთაგან ამბად დარჩენილია და თ. გ. ი. ერისთავისაგან არა
ერთხელ ნაამბობი, რომ ერეკლე მეფეს თავის უმცროსი ასული თეკლე ბატონიშვილი
განსაკუთრებით ჰყვარებია და ხშირად უბრძანებია თურმე: ”ჩემს ვაჟიშვილებს ჩემის
თეკლეს სიკეთე რომ სჭირდეთ, ბედნიერი ვიქნებოდიო”.
საკვირველი არ არის ამის შემდეგ, რომ ჩვენი პოეტი თ. ვახტანგ ორბელიანი
ასეთი გულწრფელი ტრფიალია თავის სამშობლო ქვეყნისა, ასე გულმწუხარე
მგოდებელია მის წარსულის დიდებისა, ასე გულაყრილია აწმყოზე. ყოველი ამისი
სათავე უნდა ვეძიოთ იმ გარემოებაში, რომ თ. ვახტანგი იმისთანა ოჯახში გაიზარდა,
საცა ბრძანებლობდა საყვარელი ასული მეფის ერეკლისა, იმ დიდებულ მეფისა,
რომლის შუქი დღესაც კი გვინათებს, და მაშინ უფრო ხომ ცხოველი იქმნებოდა,
ნამეტნავად მის საყვარელ და ჭკვიან ასულისათვის. ამისთანა დედა, როგორიც იყო
თეკლე ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, ბევრს რასმე სანაღვლელს და სანატრელს
სახელოვანის წარსულისას ჩააგონებდა თავის შვილს და გაუთბობდა გულს
სამშობლო ქვეყნის სიყვარულითა და წარსულის ღრმა პატივისცემითა.
სული მიკვნესის, – ამბობს ერთგანა ჩვენი მგოსანი: –
გული ჩემი მწარედ ღონდება,
რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა.

აშკარაა, ჭკუიანის დედის მოთხრობებმა გამოუნასკვეს ჩვენს მგოსანს იგი
სიყვარული სამშობლოსი, იგი სიყვარული და ნაღველი წარსულთა დროთა მიმართ,
რომელიც დედაძარღვად შეექმნა თავ. ვახტანგ ორბელიანის პოეზიას და ბოლოს ასე
უხვად გაიშალა და გაიფურჩქნა მის ლექსებში. ამ სიყრმიდამ ჩანერგულ
სიყვარულით შევიდა იგი ცხოვრებაში იმ დროს, როცა უკეთესს ნაწილს მაშინდელ
საზოგადოებისას, მაშინდელ ყმაწვილკაცობას, უკვე განცხოველებული ჰქონდა იგივე
სიყვარული, და როცა აქედამ წამომდგარი ნაღვლიანი ფიქრი და გულმტკივნეული
ზრუნვა ქვეყნისათვის უკვე დაძრულიყო.
მართალია, მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველ წლების
წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავისთავის იმედიც კი
**

გ, ორბელიანი

დააკარგვინა და, რასაკვირველია, რომ როცა შემთხვევა მოეცა, ერმა თავი თითქო
მოსვენებას მისცა და თითქმის ხმაამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლენილ სვებედსა. მაგრამ ამ ილაჯგაწყვეტილის, ღონემიხდილის ერის ხმაამოუღებლობა ემჩნევა
მარტო ამ საუკუნის პირველ მეოთხედის წლებსა. მთელი ეს მეოთხედი საუკუნისა
ისე გავიდა, რომ თვითვეული ცალკე კაცი და მთელი საზოგადოება საერთოდ
თავბრუდასხმულსავით გარინდებული იყო და საქვეყნოდ არც ხალისი, არცა ღონე არ
გამოუჩენია არც უკან მიხედვისათვის, არც წინ დანახვისათვის, თითქო დიდი ნისლი
მიხვევიათ და ელიან, აცა გადიყაროსო, ან თავზარი დასცემიათ და გამოურკვეველ
ელდას შეუკრავსო.
ასეთი მდგომარეობა დიდხანს თავს ვერ დაიჭერდა და ამ ხანგრძლივ სვენაში
უნდა რამ გამონასკულიყო, იმიტომ რომ ძნელია ერის ცხოვრების მაჯისცემა ისე
შესწყდეს, რომ არა მოქმედებდეს რა ასე თუ ისე სახვალიოდ. ჯერ კიდევ იყო,
როგორც წინად ვსთქვით, თითო-ოროლა ოჯახი, თითო-ოროლა მამულისშვილი,
რომელთაც ასულდგმულებდა ჩვენის ძველის ცხოვრების ანდერძები, აქა-იქ შერჩათ
კიდევ ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნის თავგაწირულ გმირთა. გმირთა საქმენი მოხუცს
ცრემლს ადენდნენ და მხნეობით აღტაცებულ ჭაბუკს ხმლის ტარზე
უთრთოლებდნენ ხელს. თუმცა ყოველი ეს კარჩაკეტილი იყო, ხმაამოუღებელი,
დაქსაქსული, აქა-იქა ცალ-ცალკე ბჟუტავდა, მაგრამ არ შეიძლება თავისი საქმე კი არ
ეკეთებინა, თავისი ნასკვი არ გამოენასკვა და ადრე თუ გვიან არ წამოეყენებინა
ცხოვრებისათვის გამოსახსნელად.
დაიწყო მეორე მეოთხედი ამ საუკუნისა თუ არა, ეს ნასკვი შეიკრა ახლა კი
საქვეყნოდ და ბოლს გაიხსნა კიდეც: ცხოვრებამ თავისი უკეთესნი კაცნი, სამშობლოს
სიყვარულით თვალახილებულნი, აქედ-იქიდ მიახედ-მოახედა, ყოფილსაც თვალი
გადაავლებინა და არსებულსაც. მოიკითხეს – რა წაიღო ძველმა და რა მოიტანა
ახალმა. ამ მოკითხვამ შესძრა გონება და გული მაშინდელ ყმაწვილკაცობისა.
მოძრაობამ კიდევ შეჰკრა ის ბრწყინვალე წრე გონებაგახსნილ ყმაწვილკაცობისა,
საიდამაც გამოვიდნენ თ. გრ. ორბელიან, დ. ყიფიანი, ორნი გიორგი ერისთავნი,
ზაქარია ერისთავი, იოსებ და კონსტანტინე მამაცაშვილები, თ. ნ. ბარათაშვილი, ალ.
და დიმ. ორბელიანები, ძმები ჩვენის პოეტისა და ბევრნი სხვანი, რომელთაც
სახელოვნად იჩინეს თავი ზოგმა ლიტერატურაში, ზოგმა საზოგადო და სახელმწიფო
სარბიელზე. ამ წრის წმიდათაწმიდა იყო სამშობლოს სიყვარული, რომელმაც ბოლოს
თავდადებულ ტრფიალებამდე გაიწია მათდა სასახელოდ.
ამ მართლადა ბრწყინვალე წრეში ტრიალებდა სულითა და გულით თ. ვახტანგ
ორბელიანი და, რა თქმა უნდა, მის სიყრმიდამვე გამოყოლილს სიყვარულს
სამშობლო ქვეყნისას ამ წრეში უფრო აესხმოდა ფრთები, უფრო დიდი სიგრძე-სიგანე
მიეცემოდა.
რა ადგილი სჭერია ამ წრეში წარსულს, რა სასურველი ყოფილა მისი ცოდნა და
ხშირი ხსენება, ეს იქიდგანა სჩანს, რომ ჩვენი პოეტი უკეთეს დროს გასატარებლად
სთვლის წარსულის გამო საუბარს და წარსულის სახელით ასე იბარებს და იწვევს
თავისთან მეგობარს: ”მოდიო,
გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლო ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული.

სხვა, მეორე ლექსში მეგობარსვე ემუდარება:

მიამბე მე გულსაამო ზღაპრები...
და ძველ გმირთა საკვირველი ამბები...
...მიამბე მე აზათხანთან ომები.
ის ქართველთ ხმალთ დიდებული დროები,
იმ დროებზე ბევრი გამიგონია...

და მაინც კიდევ სწყურიან ამ ამბების გაგონება.
წარსული უყვარს იმიტომ, რომ დიდ არიან საქმენი წარსულისა; იმიტომ, რომ
იქ ბრწყინავენ დიდნი გმირნი, დიდნი მამულისშვილნი, დიდის ანდერძებით და
სურვილებით გულატკივნებულნი. უყვარს იმიტომ, რომ იქა მარხია მისი სახელოვანი
და დიდებული პაპა მეფე ერეკლე და მასთან დიდებაც; უყვარს იმიტომ, რომ
დღევანდელ
ნანგრევთა
შუაც
კი
ანათებს
ძველთა
მამულისშვილთა
დიდბუნებოვანობის ლამპარიო:
”და თუ აქამდის არ დაბნელდა ჩვენი გონება
და თუ სწავლისთვის, სამშობლოსთვის კვლავად ადგება,
და თუ აქამდის არ დავკარგეთ სითბო გულისა,
იგი მადლია იმ ნათლისა წმინდის ლამპრისა”, –

ამბობს თ. ვახტანგ ორბელიანი და გლოვობს, რომ რაც იყო, ის აღარ არისო, და რაკი
აღარ არის, დეე, მისი ხსოვნაც ნუღარ იქნება ჩემს სატანჯავადაო, იმოდენად
გულმტკივნეულია წარსულისათვის და გამწარებული აწმყოსაგან. იგი ასე სწუხს და
სწყრება დმანისის დიდებულ ნანგრევების წინაშე:
”ვდგევარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული,
ვდგევარ და ფიქრში მიახლდება, რაც არს წარსული;
მაგრამ რისთვისა და რად მინდა მის მოგონება,
რაც რომ ყოფილა, წარსულა და აღარ იქმნება,
რაც ფიქრს აწუხებს, გულს აკვნესებს და სულსა სტანჯავს,
რაც რომ მდიდარსა ფანტაზიას და ზღაპარსა ჰგავს?!..
განჰქრი, დმანისო და დაინთქე უფსკრულსა შინა,
ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!”

ჩვენს მგოსან უყვარს წარსულის დიდების ამბები, უყვარს, მაგრამ რაკი
ჰხედავს, რომ ის დიდება აღარ არის და მის სანაცვლოდ წარმომდგარა ახალი შენობა,
რომლის ”კირსა და ქვას, ვით სუსტს ასულს, არც ძალი და არც ღონე აქვს”,
გულამოსკვნით მოსთქვამს:
”მაგრამ რად გვინდა მის ამბავი, რაც არს აღარა,
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა”.

მართლაც რომ კმარა... თვალწინ ჩვენს ტკბილს და გრძნობიერს მგოსანს მუდამ
თვისი სამშობლო უდგა, იგი სამშობლო, რომელსაც ოდესღაც თავისი ჭერი ჰქონია,
თავისი პატრონი ჰყოლია და სახელით და დიდებით ჰყვავებულა. განა ეს მწვავი
სურათი საკმაო არ არის, კაცს ეს ამოაკვნესოს:
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა!

უმთავრესი ძარღვი თ. ვახტანგ ორბელიანის პოეზიისა ერთი გულსაკდომი,
მაგრამ გულწრფელი გოდებაა წარსულისათვის, თითო სიტყვა მის უკეთეს ლექსებისა

თითო ცალკე მარგალიტია ცრემლისა, ღრმად ნატკენ გულისაგან წარმოდინებული.
იგი დასტირის იმ წარსულის დამხობილს დიდებას, მაგრამ არც იმას გვიმალავს, რა
ჭირი და ვაგლახი გადახედია საქართველოს:
ჩვენი ივერი მშვენიერი არს სისხლის კალო,
გმირთა აკლდამა, გულსაკლავი და სავალალო. –

ამბობს იგი ერთს თავის სახელოვან ლექსში, რომელსაც ჰქვიან ”იმედი” და რომელიც
ერთი უწარჩინებულესი მარგალიტია ქართულ პოეზიაში. ხოლო ეს ჭირი და
ვაივაგლახი ყოფილისა, როგორც უკვე გარდასული ამბავი, ისე არა სწვავს ადამიანის
გულს, როგორც გარდასული ბედნიერება და დაკარგული დიდება. იმ იმედის
გარდასვლას და დაკარგვას იმ უმწვერვალეს ტკივილამდე მიჰყავს ჩვენი პოეტი, როცა
ყოველივე გრძნობა დუმდება, სასოებას ადგილი აღარა აქვს და საცა მარტო
სასოწარკვეთილებაღა ჰღაღადებს მთელის თავის საშინელის ზარითა:
გონება ჰხელობს, – იძახს გამწარებული პოეტი: –
გაშმაგებულს აზრი მერევა,
სარწმუნოებას გულის ჭმუნვის ძალა ერევა!..

და რისხვა-წყრომით ამღვრეული იკითხება, თუ ქვეყანაზედ ღმერთია, ”მაშ
საქართველო ასე მწარედ რისთვის დაემხო?”...
აქ სჩნას მთელი სიდიადე, მთელი ძალ-ღონე მამულისშვილურ სიყვარულისა,
რომლის რისხვამ თვით სარწმუნოებაც კი აგმობინა ღრმად მორწმუნე პოეტსა. რომ
იგი ღრმად მორწმუნე და ღვთისმოყვარე კაცი იყო, ამას, სხვათა შორის, გვიმტკიცებს
მისი ”ლოცვა” და მისი მოთქმა იმავ ”იმედში”, საცა თითქო თავისი წარმოთქმული
გმობა თვითონვე მთქმელმა შეიზარაო და ტკბილის სინანულით მიიხედა ისევ
ღვთისაკენ ვედრებით, მომიტევეო:
ღმერთო კეთილო, მომიტევე შენს დაბადებულს,
ნუ მკითხავ გმობას გაშმაგებულს, გულგადაგებულს!
რა ვქმნა ცოდვილმა? გულსა და სულს ცეცხლი მედება,
რა საქართველო დანგრეული მომაგონდება,
რა ფიქრს მომივა, თვით ნანგრევნიც იქმნება განქრნენ,
და მათ სახელნი, მათ ხსენება აღარსად დარჩნენ.

ვაითუ წარსულ დიდების იგი სახსოვარნი, იგი დიდებულნი ნაშთნი და
ნანგრევნი, ეგ უტყვნი და უტყუარნი მთხრობელნი წარსულისა, განქრნენ და მათი
სახელიც და ხსენებაც აღარ დარჩესო, – ამ ცეცხლმოსადებმა და ძალღონიერმა
ფიქრმა, ამ ელდაცემულმა შიშმა შეაჯახა ერთმანეთს პოეტის გულში დიდი
მამულისშვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება, ეს ორი უძლიერესი გრძნობა
ადამიანისა. დიდი გული უნდა, რომ კაცმა ეს ამისთანა ბრძოლა და ჭიდილი აიტანოს
და ომგადახდილმა თავის წადილში ისევ მოათავსოს ეს ორი ერთმანეთზე
ხმალამოწვდილი გრძნობა. დიდი წუთია ეს ამისთანა წუთი ადამიანის ცხოვრებაში,
და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა ეღირსებათ ხოლმე მადლი ამისთანა წუთების
განცდისა და გაძლებისა.
იმ იმედს, რომელიც ამ დიდს და განსაცდელიანს წუთს ჩვენს პოეტს
მოვლინებია ტურფა და მშვიდ ასულის სახით, დაუწყნარებია საშინელი დრამა
გულისა და ერთმანეთთან მოურიგებია რისხვით მგრგვინავნი მამულისშვილური

სიყვარული და მის მიერ გმობილი, მაგრამ მშვიდობიანი
მომიახლოვდაო, – მოგვითხრობს თ. ვახტანგ ორბელიანი:

სარწმუნოება.

...მაშინ ტურფა, მშვიდი ასული,
გრძნობითა სახე უბრწყინავდა, უძგერდა გული:
”გწამდესო, ღვაწლნი მამა-პაპათ არ განქრებიან,
გწამდეს, ეს შთენნი დიდებულად კვლავც აღსდგებიან:
მართლმადიდებელთ ჭეშმარიტი ღმერთი ძლიერი
მოგფენსთ თვისს სხივსა, თვისს სიუხვეს და თქვენი ერი,
ქრისტეს ჯვარისთვის წამებული, კვლავ გამრავლდება;
თქვენი სამშობლო დანგრეული კვლავ აყვავდება...”

ამ სახით ყოვლადმხსნელმა იმედმა დაუამა პოეტს ტკივილი გულის საშინელის
ჭიდილისა და ”ნათელი და სიცოცხლე სცა ჩემს მოკლულს გულსაო”...
ამ იმედით და ნუგეშით დაგვტოვა ჩვენ ჩვენმა პოეტმა და ამ იმედით და
ნუგეშით გადვიდა იმ მსოფლიოს, საცა სარწმუნოება საუკუნო ბინას და სადგურს
უქადის ყოველს ადამიანს.
მართალია, თ. გრიგოლ ორბელიანმა ჩვენს პოეტზე უწინ მიგვახედა წარსულს
და ამით ახალი საგანი გაუჩინა ჩვენს პოეზიას, მაგრამ ამ გზაზედ ისე გადუხვევლად,
ისე სისწვრივ ჩვენში არც ერთს პოეტს არ უვლია, როგორც თ. ვახტანგ ორბელიანს.
მან თითქმის მთელი თავისი პოეტური ძალ-ღონე სულ ამ საგანს ამსახურა და თვისი
უკეთესი ლექსები ამ საგანს უძღვნა და შესწირა. ამასთან თ. ვახტანგ ორბელიანს,
ვითარცა მამულის სიყვარულის მადლით მოსილს პოეტს, დიდი წილი უდევს, რომ
ამ გრძნობამ ჩვენში ფეხი მოიკიდა და ფრთა აისხა. დედა მის წარსულის
სიყვარულისა – მამულისშვილური სიყვარულია და პირველი გაზდილია მეორეს
ძუძუთი. იგი წარსული უყვარს, როგორც ფუძე ჩვენის მომავლისათვის: ”დიდს
წარსულს დიდი მომავალიც ექმნება” – ამბობს იგი.
დასასრულ, მეტი არ იქმნება აღვნიშნოთ ის, რომ თ. ვახტანგ ორბელიანი
ნამდვილი ლირიკოსია რომანტიულ სკოლისა, ეგრედ წოდებულ ”რომანტიზმს” იგი
ჰყავს ჩვენში თითქმის ერთადერთი წარმომადგენელი. ერთადერთს ვამბობთ იმიტომ,
რომ მისი პოეზია ამ მხრით თითქმის შეურეველია და აუჭრელებელი. ”რომანტიზმს”
ევროპის პოეზიაში იმ ხანებში დიდი ადგილი ეჭირა და მისი უდიდესი დედაბოძი
იყო ვიქტორ ჰიუგო, საფრანგეთის სახელოვანი პოეტი, რომლის თხზულებათა
კითხვა თ. ვახტანგ ორბელიანს, როგორც სჩანს მის ლექსებიდან, ხშირად ჰყვარებია.
[1894 წ., 28 მარტამდე]

<სიტყვა, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის
იუბილეზე>
ჩვენს სახელოვან მოხუც პოეტს შესანიშნავი ალაგი უჭირავს ქართულ
პოეზიაში. მისი ლექსები აღბეჭდილია ხალხური გრძნობით. ის ღრმად შეეხო ჩვენი
მუშა ხალხის ცხოვრებას და არის მომღერალი მის გულნადებისა. იმან შექმნა თავისი
საკუთარი შკოლა ხალხური პოეზიისა. მისი მიმდევარნი არიან ძმები
რაზიკაშვილები. ჩინებულად ასრულებს ამ გარემოებას ჩვენი პოეტის გალექსვით

მიწერ-მოწერა ერთ ხალხიდან გამოსულ პეოტთან, რომელმაც აი რა გრძნობით
გამოხატა ჩვენი მოხუცებული პოეტის გავლენა ახალშობილს პოეტზე:
”შენი ჭირიმე, მოხუცო,
ია გესროლე, მამაო!
ძილშიით გამომაღვიძა
შენმა ფანდურის ხმამავო:
შაერთო გრძნობის მორევსა,
ჩემ გულიც აიჩქამაო,
იქათ იორმა შაიტყო,
აქეთ ალაზნის წყალმაო.
ბუნებამ ჯერი მიიღო,
მთამ ქედი მოგიხარაო,
დუშმანი გათავებულა,
სამშობლომ გაიხარაო.
ბიწსა ჰძლო სათნოებამა,
სიცოცხლე გაუმწარაო,
საწყალმა ღამის მეხრემა
მადლობა დაგიბარაო...
ნება მიეცი, დაგდაფნოს
გამოუცდელმა ყმამაო.

ამ მშვენიერ წერილზე აი როგორ უპასუხა ჩვენმა სახელოვანმა მოხუცმა:
გადმახალისა, ძმობილო
შენგან ნასროლმა იამა,
შენი ფანდურის ჟღერაი
მოხუცს გულს მეტათ იამა!..
ყური დავუგდე სიმებსა:
დამიტკბეს ბერი სულია,
გადამახედეს ფშაველში,
მთლათ ამიჩქროლე გულია! –
მასმინა შენმა ფანდურმა
მთის ყვავილების ქებანი,
”ფშაური ქალის ტირილი”
და ”ტყვის სიმღერით” შვებანი...
ბაასი ბებერ მუხასთან
ალმასებრ ლექსით მსმენია,
დავღონებულვარ ბეჩავი,
ცრემლი ვერ დამითმენია!...
შენ დამანახვე ძმობილო,
”მგზავრის საღამო მთებშია”,
ფრთები დავუშვი მე დაბლა,
ვეღარ მოგყვები ფრთებშია.
შენ ყმაწვილი ხარ, მე – ბერი,
ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია! –
მაწაფე, მოძმევ ახალო,
ბერსა ახალი ჰანგია”.
[1895 წ., 22 ოქტომბერი]

<კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა>

ტფილისი, 7 თებერვალი

ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენის ქართულის ლიტერატურისა ის არის, რომ
ეგრედ წოდებული სალიტერატურო კრიტიკა სრულიად არ არსებობს ჩვენში. ბევრნი
იმდურებიან და სამართლიანადაც, რომ ეს ასეა, მაგრამ კრიტიკა ჩვენში მაინც ვერ
იშვა და ვერ. უკრიტიკოდ კი სვლა და წარმატება ლიტერატურისა, თუ არ რიცხვით,
ღირსებით მაინც ძალიან ძნელია და, რომ ვთქვათ, შეუძლებელია, არც ეს იქნება,
ვგონებთ, მეტი. ცხოველმყოფელობა ლიტერატურისა, მისი სიცოცხლე, მისი სული
და ხორცი თავს იჩენს არა მარტო მით, რაც იწერება, არამედ ნაწერების
განკითხვითაცა. რაც უფრო ბევრი ნაწერია და მაღალისა თუ დაბალის ხარისხისა,
მით უფრო საჭიროა კაცს ხელთ ეჭიროს იგი სანათური, რომელსაც კრიტიკა
წარმოადგენს. კრიტიკა სწორედ სანათურია ლიტერატურისა, იგი სწორედ სამტკიცია,
რომელიც ფქვილს არჩევს ქატოსაგან.
რამდენადაც ამ უწმიდაესს დანიშნულებაზე ახლოა კრიტიკა, იმდენად იგი
დიდს სამსახურს უწევს მკითხველს საზოგადოებას და თვით ავტორებს, რომელთ
შორის იგი მოციქულიც არის და ხელმძღვანელიც ერთსა და იმავე დროს. მრავალ
სალიტერატურო საგნებში გზის გაგნება, კარგისა და ავის გარჩევა, ღვარძლის
დაგლეჯვა, მარგვლა ხორბლის გაძლიერებისათვის, ადვილი საქმე არ არის. ამას
ნიჭიც უნდა და დიდი ცოდნაც და ამასთან მაღალზნეობაც, რომ მიდგომით,
თვალღებით მართალს არ უმტყუნოს და ტყუილს გზა არ მისცეს. საცა კაცი სჯის, იქ
შეცდომაც შესაძლებელია, მაგრამ ყოველის კაცის მართალი ის არის, რაც გულით
მიაჩნია მართლად და არა მიდგომით და თვალღებითა, ან იმ განზრახვით, რომ ამას
ვასიამოვნო, იმას ვაწყინოო და სასწორი განკითხვისა ერთ-ერთს ამისთანა უღირსს
სურვილს დააძლევინოს.
ხოლო კრიტიკამ რომ თავი იჩინოს, კრიტიკა რომ აღმოცენდეს და თავისი
სანატრელი ფრთა გაშალოს, ამისათვის საკმაო არ არის მარტო ერთი – სურვილი.
კრიტიკა ერთი დიდი საფეხურია ზეაღსვლისა კაცთა საზოგადოების წარმატების
გზაზედ. კრიტიკა საზოგადოების გონებისათვის ასაკის საქმეა. როგორც ბავშვს ვერ
მოეთხოვება წვერ-ულვაში ჰქონდეს, ისეც საზოგადოებას – კრიტიკა, თუ გონების
უასაკობით ხსენებულ ზეაღსავლის საფეხურამდე არ მიუღწევია. კრიტიკა ციდამ ვერ
ჩამოვარდება მანანასავით, რაც გინდა ხელები ბევრი ვიშვიროთ ცისკენ. მისი
მშობელი და გამჩენელი თვით საზოგადოებაა და იგივეა მისი მზრდელი და
ძუძუმწოებელი.
ამ შემთხვევაში პირველი ნიშანი საზოგადოების ასაკოვნებისა და
აღმატებულობისა, სხვათა მრავალთა შორის, ის არის, რომ საზოგადოება სხვისის
აზრის შეწყნარებამდე ტანში იყოს გამართული. შეწყნარება დაჯერებას კი არ
ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს,
თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას
ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ
თქვენს საკუთარს სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე
მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა
განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს,
ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და
სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.

საცა ჩვეულ არ არიან ასეთს პატივით მოექცნენ სხვის აზრს, ის კრიტიკა
მშვიდობიანი სამსახური კი არ არის საზოგადოების წინაშე, არამედ თავის
გამომეტებაა სალანძღავად, საქიშპოდ, ჭუჭყისა და ჩირქის მოსაცხობად და ამასთან
თვით ხმაც კრიტიკისა ღაღადებაა უდაბნოში. მართალია, კაი საქმისათვის,
მართალისათვის თავდადება, უშიშარობა, დეე მლანძღონ, ჭუჭყი, ჩირქი მაცხონ,
ჯვართ მაცვანო, ოღონდ რაც მართალი მგონია, იმას ფეხი მოვაკიდებინო
საზოგადოებაშიო, დიდი სასახელო რამ არის, მაგრამ დიდს ვაჟკაცობას, დიდს სულის
ღონესაც ჰთხოულობს და ყველა ეს დიდბუნებოვანის კაცის საქმეა. ხოლო სად არის
ამისთანა კაცი? ეს საჭიროება თავგამეტებისა, ეს ამაოება ღაღადებისა განა არ უნდა
უშლიდეს კრიტიკის მოვლენას, მხნეს გულს არ უნდა უტეხდეს და გულგატეხილს
გასამხნევებლად ღონეს არ უნდა უფრო უუძლურებდეს!..
ესეთი გარემოება ისე არსად ჰხუთავს სულს კრიტიკას, როგორც პატარა
ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა ყველანი თითქმის ერთს ვიწრო მოედანზე
ვტრიალებთ ურთიერთობისათვის. მართალია, არიან პატარა ქვეყნები, საცა კრიტიკა
ფრთაგაშლილია, მაგრამ იქ თუ შინაობაში შემწყნარებელი არა ჰყავს გამკითხველსა,
გარედ მაინც ჰშოულობს, რადგანაც ან ამ პაწია ქვეყნების ენა, ან იგი, რომლის
წყალობითაც კრიტიკა თავისას ამბობს, სხვაგანაც გავრცელებულია. ქართული ენა კი
ამას სრულიად მოკლებულია, ქართული მარტო საქართველოში იციან. მაშასადამე,
თუ არ შინ, გარედ ჩვენებურ კრიტიკოსს გამკითხავი არა ჰყავს.
შინ კი ყველანი თითქმის ერთმანეთს ვიცნობთ, თითქმის ყოველდღე
ერთმანეთსა ვხედავთ, ზოგს წინადვე დაკვებებულნი მაქებარნი ჰყავს, ზოგს –
მოწუნარნი, ზოგსა სწყინს, ჩემს საყვარელს კაცს რად რასმე უწუნებენო, ზოგი
ჰჯავრობს, ჩემს უსიამოვნო კაცს რად აქებენო, თუნდ ძაგება თუ ქება ისე ცხადი იყოს,
როგორც ორჯელ ორი ოთხია. ჩვენში თუ წუნი რამე დასდე ვისსამე ნაწერს, რაც გინდ
საბუთიანი და ცხადი წუნი იყოს, არიან იმისთანანი, რომ მტრობაში ჩამოგართმევენ
ისე უარარაოდ, უმიზეზოდ, საბუთების უჩხრეკელად. არიან იმისთანებიც, რომ თუ
აქებ ვისმე, მოუწონებ ნაწერს, რაც გინდ საბუთიანი ქება და მოწონება იყოს, მაინც
ნათელმირონობას, ფარისევლობას დაგწამებენ და ქებას თუ მოწონებას ახსნიან მით,
რომ სადილ-ვახშმებით მისყიდული ხარ. აქ ჩვენში განკითხვა გამკითხველისა კაცის
გუნებაზეა მიგდებული და არა გონებაზე, რომელმაც მარტო საბუთით უნდა ჰსაჯოს.
აქ ”მე ასე მინდა, ასე მიამება”, უფრო მეტად სჭრის, ვიდრე საბუთით გამოჩხრეკილი
და გულში გამონასკვილი მართალი.
საკვირველი იქნება, რომ თვითვეული ეს გარემოება ცალკე და ყოველი ერთად
პირში ბურთი არ იყოს კრიტიკისათვის, პირს წყლით არ უვსებდეს კრიტიკასა. იქ,
საცა კაცი კაცს ამართლებს იმით, რომ კაცია და გუნებაო, თქვენს კრიტიკას ისეთს
კუდს გამოაბამენ, თქვენ თვითონ ისეთს ჭუჭყში ამოგავლებენ, რომ თავი და ბედი
უნდა იწყევლოთ – ეს რა ღმერთი გამიწყრა და ხმა ამოვიღეო, რატომ ჩემთვის არ
ვიჯექიო.
რაც ბეჭდურ სიტყვით შეუძლებელია ჩირქი მოგვცხონ, იმას მითქმა-მოთქმითა
და ჭორებით მოგცხებენ, მითქმა-მოთქმა, ჭორი ჩვენში უფრო შორსა სწვდება, პატარა
ქვეყანაა, მალე შემოუვლის ხოლმე გარს, ვიდრე ბეჭდური სიტყვა, რომელიც დღემდე
ტაატით დადის. თუნდაც კარგი მარბენალიც იყოს, სრულიად უღონოა
კუდმოძუებულს ქურდულს მითქმა-მოთქმას და ჭორებსა უკან სდიოს და პირში
ლაგამი ამოსდოს. მითქმა-მოთქმა და ჭორი თაგვსავით ჩუმ-ჩუმად დაძვრება
სოროებში და მოდით და სდიეთ! ტყუილუბრალოდ გაგაუპატიურებენ, თავზე ლაფს
დაგასხამენ, თავს მოგჭრიან.

ეგ კიდევ არაფერი: მითქმა-მოთქმას და ჭორებს როგორმე აიტანს და გაუძლებს
კაცი. კიდევ ვიტყვით, ჩვენი ქვეყანა პატარა ქვეყანაა, ყოველ ცისმარა დღეს
ერთმანეთს თვალში ვეჩხირებით, გინდა თუ არა, ერთმანეთსა ვხედავთ, მოდით და
იმისი გაბუტვა და თვალთა ბრიალი აიტანეთ, ვისაც ნაწერი დაუწუნეთ, თუნდ
ძალიან საბუთიანადაც. რომ გამკითხველს გაკითხული მტრად გადაეკიდება და
ეცდება სხვაც გადაჰკიდოს, ამას ეჭვი არა აქვს და ყოველს ამას უნდა თუ არა გაძლება?
განა ჯვართცმა არ არის ასეთი გარემოება კრიტიკოსისათვის!.. აი სწორედ ეს არის:
საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, და აკი გაცლილია კიდეც ჩვენში კრიტიკა.
კრიტიკოსიც ადამიანია, იმასაც უნდა ქვეყანაში ტკბილად, სიამოვნებით ცხოვრება
და განა უნდა გიკვირდეს, რომ ამ ტკბილისა და მშვიდობიანის ცხოვრების
წყურვილმა სძლიოს იმ ჯვართაცმას, რომელიც მოელის ჩვენში კრიტიკოსსა, იმ
საწამლავს, რომელიც დაშხამავს ყოველ წუთს მისის სიცოცხლისას.
ყოველი ეს არის ჩვენში იმიტომ, რომ სხვის აზრის შეწყნარებამდე ჯერ არ
აღვზრდილვართ. საბუთიანად განკითხვისა კი არ ეშინიან კრიტიკას, უსაბუთოდ
განკითხვას უფრთხის და ერიდება. უსაბუთოდ განკითხვა ლანძღვაა, გინებაა და
გონებადახშულის, გულწამხდარის კაცის საქმეა. შეწყნარება სხვისა აზრისა, ესე იგი,
საბუთიანი
განკითხვა
მართლმსაჯულებაა
და
გონებააღმატებულის,
გულგაწმენდილის, ჭეშმარიტად განათლებულის კაცის საქმეა. სხვისა აზრის
შეწყნარება რომ საზოგადოებაში იყოს, კრიტიკაც ხმას ამოიღებს, ფრთას გაშლის, თუ
ამასთან ყოველივე სხვა გარემოება მზაა საამისოდ. ეხლა კი, მინამ კაცი, თუნდ
კარგად მომზადებული, კრიტიკას ხელს მიჰყოფს, ჯერ თავზედ ხელი უნდა აიღოს,
ჯვარსაცმელად თავი დასდოს, სალაყბოდ და გასაუპატიურებლად გახდეს, ჭუჭყისა
და ჩირქის მოცხებას არ შეუშინდეს, ნაცნობები და მეგობრები გადაიკიდოს,
გამოესალმოს მშვიდობიანს ცხოვრებას, მოიწამლოს თავისის სიცოცხლის დღენი,
ერთი სასიამოვნო დღე არ ჰნახოს და ყოველ ამ უბედურების წინაშე არ შედრკეს.
ძნელია კაცმა ამოდენა დიდსულოვნობა და გულოვნობა იქონიოს, თუმცა კი დიდად
სანატრელი, მაგრამ ნატვრა და ახდენა ნატვრისა ერთი და იგივე არ არის.
კიდევ ვიტყვით, პატარა ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა და ამიტომაც ყოველივე
ხსენებული უბედურება აქ უფრო შესაძლებელია, ვიდრე სხვაგან, თუ სახეში
მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სხვის აზრის შეწყნარება ჩვენში ჯერ მოუწევარი
ხილია და მკვახე ხილი კი, როგორც მოგეხსენებათ, კბილსა სჭრის.
იტყვიან, მაშ დიდსულოვანი და გულოვანი ყოფილა იგი თითო-ოროლა კაცი,
რომელთაც ჩვენში ზოგიერთხელ კრიტიკის ხმა მორთესო. არა, ბატონებო, ჩვენებური
კრიტიკაც იმ საფეხურზეა, რაზედაც საზოგადოება, რომელსაც მარტო ერთადერთი
საწყაოდ ის ხელმძღვანელი აზრი აქვს, რომ ”კაცია და გუნებაო”. ყოველი მზგავსი
მზგავსსა ჰშობსო, ნათქვამია. თუ სადმე ეხლა კრიტიკის ხმა ისმის ჩვენში, ეს ხმა ისევ
იქიდამ გამოდის, საცა ”კაცია და გუნებაო” ჰბუდობს. ”მე ასე მინდა, ასე მიამება”
უფრო ჰლაპარაკობს ჩვენში, ვიდრე განკითხულის ნაწერის საქები თუ საწუნი.
ეხლანდელი ჩვენებური კრიტიკა ან ღვარძლის ნთხევაა იმის თავზე, ვინც
ნიშანშია ამოღებული, უარარაოდ, უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად, ან ქების ხმაა და
გუნდრუკთ კმევა ეგრევე უარარაოდ, უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად. ამისთანა
კრიტიკოსს რა აქვს, რომ იმის დაკარგვის შიშმა დააბრკოლოს? ამისთანას ჭორი და
მითქმა-მოთქმა რას ჩამოართმევს, რაც არა აბადია რა? რას გაუფრთხილდეს, რომ
ღმერთს გასაფრთხილებელი არა უღირსებია რა? კარს იგი ჰკეტავს, ვისაც
დასაკარგავი საუნჯე რამა აქვს. ვისაც არარა, იმისი ქოხი ფარღალალაა: თუ ღმერთმა

მიშველა და შემოვიდა ვინმე, იქნებ იმას დარჩეს რამე აქ, თორემ აქედამ რას წაიღებს,
რაც არ არისო. ეს გულოვნობა კი არ არის, პირდაპირი ანგარიშია.
სულ სხვაა, ვისაც გრძნობა ადამიანურ ღირსებისა გაღვიძებული აქვს. ამ
საუნჯეს კაცი ისე ადვილად ვერ გაიმეტებს სხვის მიერ სათელავად და
ჩირქმოსაცხობად, ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ლაფში სათრევად. მართალია,
ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და
ამიტომაც არიან წმიდათა შორის შერიცხულნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს
დიდებული უნარი სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებისანი იშვიათნი
არიან. შესწირე თავი მართალს, დეე, გლანძღონ და გათრიონ, დეე, მოგიწამლონ
სიცოცხლე, ჩაგიმწარონ წუთ-სოფლის დღენი, ადვილი სათქმელია და ძნელი
საქნელი.
[1898 წ., 7 თებერვალი]

<სიტყვა, წარმოთქმული ქართული
თეატრის 50 წლის იუბილეზე>
თითქმის იმ დღიდამ, როცა ჩვენი თეატრი დაიბადა, ფეხი აიდგა ჩვენმა
ჟურნალ-გაზეთობამაც. ამ მხრით ჩვენი თეატრი და ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა
თითქმის ტოლები არიან და ჩვენ შემთხვევა გვაქვს ტოლმა ტოლს მიულოცოს და
სადღესასწაულო სალამი ძმამ ძმას დაუყეფოს.
შექსპირმა თქვა: ”არარაისაგან არ იქმნების არარაიცაო”. ჩვენმა თეატრმა
ცხადად დაგვანახვა, რომ შესაძლოა არარაისაგანაც იქმნას რამ. ამ ორმოცდაათის
წლის წინად არარა იყო და ეხლა ვხედავთ, რომ ამ არარაისაგან იქმნა ჩვენი თეატრი.
მარტო ის, რომ იქმნა ჩვენი თეატრი, – ეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის. საქმე ის
არის, რომ იქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა და ორმოცდაათ წლოვან ასაკამდე მოიყარა.
რამ მოახდინა ეს თითქმის სასწაული? მხნეობამ და თავდადებულმა სიყვარულმა
მამულიშვილობისამ. დიახ, ამიტომ მხნეობას შეძლებია არამცთუ არარაისაგან რისამე
ქმნა, არამედ ქმნილის გაზდა და გაძლიერება. მე არას ვიტყვი თეატრის ღირსებამნიშვნელობაზე. დღეს აქ ბევრი რამ ითქვა ამ საგანზე უჩემოდაც. მე მოკლედ მოვჭრი
სიტყვას და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩვენმა თეატრმა, მისმა ზრდამ და
გაძლიერებამ ცხადი მაგალითი გვიჩვენა იმის, თუ რა შესძლებია მხნეობას,
საქმისათვის თავდადებულს. ტყუილად კი არ უთქვამთ ჩვენთა წინაპართა: მხნე იყავ
და გაძლიერდი!
მოგილოცავთ რა ამ ორმოცდაათი წლის დღეობას ჩვენის თეატრისას,
ვისურვებ ჩვენის თეატრის მოღვაწეთათვის ცალკე და ჩვენ ყველასათვის საერთოდ,
რომ თითოეულს ჩვენგანს გულში ანდერძად ჩაჭდეულ ჰქონდეს: ვიმხნეოთ და
გავძლიერდეთ.
[1900 წ., 2 იანვარი.]

დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები
მასალები ”ცისკრის” წარმოების

გასარჩევად
ცისკარი 1857 წლიდან – 1862 წლამდინა
[ნაწყვეტი პირველი]
ჩვენ ვიცით, რომ რა წამსაც ჩვენი მკითხველები ამ სტატიის სახელს თვალს
მოჰკრამენ, მაშინვე (ზოგიერთნი) გულმტკივნეულად წამოიძახებენ: ”აი, ბატონო,
კიდევ მოჰყვნენ ლანძღვასაო”. საკვირველი კაცია ქართველი!.. ძალიან თვალების აბმა
იცის, – სხვის თვალებისა კი არა, მაგოდენა არ შეუძლიან, თავის საკუთარის
თვალებისა. თუ მოინდომა, და თუნდაც არ მოინდომოს, ისე ხელობად დაჰსჩემებია,
რომ რაც უნდა კეთილსვინიდისიანი საქმე იყოს, ასეთს კუდს გამოაბამს, ასეთნაირად
წაშლის-წამოშლის, რომ შენი გაკეთებული საქმე შენვე ვერ იცნო, შენი ნათქვამი
სიტყვა შენვე ვეღარ გაიგო. რათ უყვარს ქართველს ამისთანა სულის კლაკვნა?
მრავალი რამ არის ამის მიზეზი, ჩემო მკითხველო, სხვათა შორის ისიცა, რომ სიკეთეს
ყველანი გადავჩვეულვართ, კეთილი არა გვწამს, სული და გული ამოგვშრობია. კაცმა
რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შეჰსწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს.
რატომ? იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას ავის თავსა დააყენებდა და
იტყოდა: მე უანგაროდ იმას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი ”არა” იქნებოდა,
რასაკვირველია... ”მაშ არც ის იქმოდა”, – დაასკვნის გონიერი ქართველი; და
გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგაწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა
ქართვლის თვალში. რისთვის? მარტო იმისთვის, რომ თითონ ქართველი იმის
ადგილას პატიოსნებისთვის თავს არ გაიწირავდა, თუ რომ სხვა დაბალი განძრახვა
გულში არა ჰქონდეს. მე ვიცნობ ერთს კაცს, რომელმაც სიმართლისათვის სამსახური
დაჰკარგა, მაგრამ არც ერთმა ქართველმა ეს არ დაიჯერა, და იგი, სიმართლისათვის
გამოგდებული სამსახურიდამ, საზოგადოობაში არამც თუ ნუგეშსა, შეურაცხყობას
პოულობდა. ქართველის შეუსყიდებელი გული ეხლა შეისყიდება ხოლმე. თითონ
რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანაც სიკეთე აღარა ჰსჯერა; აღარა ჰსჯერა, რომ იმ
დედამიწაზედ, საცა თითონა ჰსცხოვრობს და ათასი კიდევ სხვა მის მგზავსი, აღარა
სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს,
რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ უ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც
დაჰსდებს. ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც
ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია
წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და
წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ
ხოლმე, ყოველ კეთილშობილურს განძრახვას ლამით მოსვრიან, ყოველს
თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ
ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და
საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუაგზაზედა.
ჩვენი საზოგადოება სწორედ ჭრიანტელია, მერე რუსული ჭრიანტელი,
რომელსაც აკროშკას ეძახიან, და რომელშიაც კიტრიც არის, ისვრიმიც და უფრო
რუსული კვასი (რომლის ხმარება ჭრიანტელში თანდათან უფრო მოდაში შედის, ასე
რომ დღესა თუ ხვალე ჩვენი საკუთარი ისვრიმის სახელიც გაქრება, არამც თუ გემო),
ძმარიც, ხარდალიც, ყინულიც, ხორციც და თევზიც და ათასნაირი სხვა რაღაცაები,
მაგრამ არც ერთი მათგანი იმოდენა არ არის, რომ სხვაზედ ნამეტნავად გამოჩნდეს;
სუყველანი ხორცით თუ სულით, დაკეპილნი და დანამცეცებულნი არიან. როგორც

ჭრიანტელს თავისი მასალა, ისე ჩვენს საზოგადოებას თავისი მწევრნი ცოტად თუ
ბევრად თავის გემოს აძლევენ, და არ ითქმის, რომ ის გემო ერთობ გემრიელი იყოს.
მწარეა, როგორც ხარდალი, ჩემო მკითხველო, ცივია, როგორც ყინული, მჟავეა,
როგორც ძმარი, ფხიანია, როგორც თევზი და თევზსავით პირუტყვი, იმ ანდაზის
ძალით, რომლითაც თევზი პირუტყვობაში თავს იმართლებს: პირი წყლით არა
მქონდეს სავსეო, მეც ვილაპარაკებდიო. აი, ჩვენი საზოგადოება რამდენში ჰგავს
ჭრიანტელსა. ერთი მგზავსება კიდევ აქვს: ჩვენი საზოგადოება ისე ადვილად
შეიხვრიტება, როგორც ჭრიანტელი, მაგრამ ჭრიანტელი რომ ბევრი შეხვრიტოს, კუჭს
მოუშლის კაცსა და ჩვენს საზოგადოებას კი მაგოდენა შნოც არა აქვს. ჭრიანტელი
ერთი იმითი მაინც არის კარგი, რომ სიცხის პაპანაქებაში კაცს აგრილებს; ჩვენი
საზოგადოებაღა რისთვის არის? ამის ახსნა მეტად ძნელია. ჩვენმა საზოგადოობამ
რომ თითონვე იცოდეს ამის პასუხის გება, ხომ ჭრიანტელი აღარ იქნებოდა, არამედ
იქნებოდა გონიერი მწყობრი, რომელმაც იცის, რისთვის არის, ე. ი. ერთი აზრი აქვს
თვალწინ, ერთი საგანი, ერთი იდეალი, რომლის მისაწდომელად საზოგადოდ
იბრძვიან. ვაი იმ ხალხს, რომელმაც არ იცის, რისთვის ცხოვრობს, რომელიც ხავსს
იკიდებს ერთს დამპალს გუბეში და არ იცის, რომ გუბეს გარედ მინდვრებია
ამწვანებული და ჰაერი ცხოვრების მიმნიჭებელი; უფრო ვაი იმ საზოგადოებას,
რომელმაც არამც თუ ეს, ისიც არ იცის, რომ უნდა ცხოვრობდეს უთუოდ რისთვისამე!
რა ვქნათ? ავბედისანი ვართო, ვიტყვით ხოლმე. ”რეგვენი საქმეს წაახდენსო.
ფათერაკს დააბრალებსო”, ნათქვამია. ბედი რა არი? ბედს თითონ კაცი ჰქმნის და არა
ბედი კაცსა. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე ვართ, ამის ღვიარება ჩვენ გულს
გვიძმარებს და ამიტომაც ყველაფერს ბედს ვაბრალებთ. რა მიზეზია, რომ ჩვენ თავს
ჩვენვე ვმტრობთ? ათასია, ჩვენ საუბედუროდ, მაგრამ... ეს ხომ ვიცით, რომ მამაპაპით ეგ თავის მტრობა კაცს არ დაჰყვება ხოლმე. მაშასადამე, ჩვენის ბუნების
თვისებაში არა ყოფილა. ესეც გვეყოფა სათქმელად, რომ მიზეზს მივაგნოთ...
მრავალი წელიწადია, ჩვენო დავრდომილო ქვეყანავ, რაც შენს შვილს ერთი
ცოცხალი აზრი, ერთი პატიოსანი გრძნობა არ ჩავარდნია გულში. თუნდ რომ თავი
გამოედოს ვისმე და აზრი ად გრძნობა აღედგინოს, შენივე შვილები მიწასთან
გაასწორებდნენ. ”გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო”: ჩვენ
გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენის ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე
ჩვენთვის თავგამოდება. პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე,
ქართველისაგანვე არის გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ
მოგეჭრება. რათა ვართ ესე? იმიტომ, რომ ჩვენ აზრსაც, გრძნობასაც
გადავჩვეულვართ. მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური
გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი
ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში
გავსვრით, – იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში
დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც
სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა ჰსტკენს, და ამის გამო რაც
ნათელია, ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს. საწყალო ქვეყანავ! შენს
ღონიერს დედამიწაზედ იქნება ორიოდე კაცი იმისთანა დადიოდეს, რომელიც სადმე
მარტო ჩუმათა სტირის შენს მაგ ყოფაზედ, ჩუმათა ტირის იმიტომ, რომ შენ შვილებს
რომ თავისი ცრემლი დაანახოს, ის პატიოსანი, მდუღარე ცრემლი, შენი კეთილი
შვილები თითონვე დაჰსცინებენ და პატიოსანს ცრემლს უპატიოდ გაუხდიან. რა
გამოვა, რომ შენთვის მტირალთა ხმამ შენ შვილებამდინ მოახწიოს?..

[ნაწყვეტი მეორე]
...სჩანს თითონ ჟურნალსა არა ჰქონია იმოდენა ღონე და მიხვედრა, რომ
მიეგნო, რა უჭირს საზოგადოებასა, ცხოვრებასა, რომ იმას უშველოს; ან მიუგნია და
ვეღარ შეჰსძლებია შველა; ან კიდევ ცხოვრებას არ მოუთხოვნია და ის კი ადრეულად
გამოსულა ცხოვრების საშველად. ამას გარდა კიდევ არის სხვა მიზეზიც, რის გამოც
ჟურნალი არ მოეწონება ხოლმე ხალხსა. ეგ იმისთანა ჟურნალია, რომელიც
დაგვიანებულა და უკან დარჩომია ცხოვრებასა: ცხოვრება წინ წასულა და ის კი უკან
მოჰსჩანჩალებს, როგორც ფეხმოტეხილი ცხვარი თავის ფარასა. თავის ჩანჩალაში ის
კოჭლი ჟურნალი არამც თუ არჩევს და ხსნის, რაც თვალწინ უტრიალებს
საზოგადოობასა, არამედ თავმოწონებით ჰკრეფს. რაც თვით საზოგადოობას თავის
განვითარების გზაზედ გადუყრია, როგორც უვარგისი და გამოუსადეგი. აი, სწორედ
ამგვარ ჟურნალებს ეკუთვნის ჩვენი ფერმიხდილი, ჭლექი, მამულის-ერთა
”ცისკარიცა”.
ჩვენ ვეცდებით ეს წინად თქმული აზრი ”ცისკარზედა” თვით ”ცისკრითვე”
დავამტკიცოთ; მაშინ თვით მკითხველსაც შეეძლება შეამოწმოს ჩემი აზრის
სიმართლე თუ სიმტყუნე, იმ ფაკტებთან რომელსაც ჩვენ წარმოუდგენთ.
*
რაცა ვჰსთქვით ჟურნალის მნიშვნელობაზედ საზოგადოთ, გვგონია, სამყოფი
იყოს ”ცისკრის” სიკეთის გასაზომად, გვგონია, რომ სამყოფად ვიცით ეხლა, როგორ
და რის მიხედვით უნდა გაირჩიოს ”ცისკარი”. მაგრამ მინამ ჩვენ შევუდგებით
”ცისკრის” განხილვასა, მეტი არ იქნება ვჰსთქვათ რამე იმ ზოგიერთ პირზედ,
რომელსაც თავის უმეცრებით არ ესმის, რომ განხილვა რისამე შეიძლება არ
წარმოდგეს არც მტრობითა და არც შურითა. ჩვენ არ ვამტყუნებთ იმ პირთა, რომ ეგრე
არ ესმის საქმე: ჩვენმა ცხოვრებამ დააჩვია ქართველი კაცი შურსა და მტრობასა. მაგ
ორ დასაღუპავ თვისებათაგან ყოველ ქართვლის გული შეშინებულია ასე, რომ სიკეთე
რო გინდოდეს კაცისა, მაშინაც არ გენდობა, თითქო შიშობსო, რომ ეგ სიკეთე ჩემი
დასაღუპავი საფთხე არ იყოსო. ქართველს თითქმის ყოველი კაცი გველი ჰგონია,
რომელიც ჯერ გულში ჩაეკვრება, რომ ბოლოს დრო იხელთოს და დაშხამოს. ჩვენ არ
ვამტყუნებთ იმისთანა პირს, – ყველგან ჩვენ გარეშემო იგი ხედავს მხოლოდ მტრობას,
შურსა, ღალატობასა, მოდი აქ და ნუ შეგიშინდება გული; ჩვენ მხოლოდ გვებრალება
იგი, რომ ამაობაში ისე გაბეცებულა, რომ იქაცა შიშობს, სადაც შიში არ არის; იქა
ხედავს შურს და მტრობას, სადაც გულწრფელი შენიშვნა არის სიკეთისაც და
სიცუდისაც.
იმას არ ესმის, რომ ვინც შენიშნავს ნაკლულოვანებას კაცშია, შეიძლება რომ
იმასვე უნდოდეს იმისი გასწორება და სიკეთე; იმას არ ესმის, რომ რაც უფრო
მკაფიოდ და დაუნდობელად არის გამოთქმული ის ნაკლულოვანება, მით უფრო
ჰსჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი ცხარი წადილი
გასწორებისა. ბევრჯერ იყო გამოთქმული ”ცისკარშიც” და გარეშე პირთაგანაც
გაგვიგია, რომ განხილვა ხოლოდ შურია და მტრობაო. ამას ხოლოდ ის იტყვის, ვინც
თავის სიცოცხლეში მაგათთან ჩართული ყოფილა, მაგათი შხამიანი ძუძუ უწოვია,
ვინც თითონ შურიანია და მტერი. ვინც ლაფში გასვრილია, არ იქნება ისე შეეხოს
სხვას, რომ იმასაც არ მოაცხოს თავისი ლაფი. ჩვენ არ ვამტყუნებთ იმათ, მგზავსი
მგზავსსა შობს, ნათქვამია; ჩვენ ხოლოდ გვებრალებიან, რომ მთელი არსება

მოშხამული აქვთ შურის და მტრობის შხამითა. ჩვენ იმითი უფრო გვებრალებიან ეს
წამხდარი ხალხი, რომ ბევრი მათგანი ხარისხით თუ მდგომარეობით წინწასულები
არიან; ჩვენ ურჩევთ იმათ მედიდურობას და გლახა-ამპარტავნობას, რომ თუ თითონ
არ ესმით ეს, პატარა დაიხარონ თავიანთი მოუდრეკელი თავი და უბრალო გლეხკაცს
მაინც დაუგდონ ყური და მისგან ისწავლონ და აიხილონ დაბრმავებული თვალები.
”შვილი მტრულად გაზარდეო, რომ მოყვრულად გამოგადგესო”, ნათქვამია
გლეხთაგან. როგორც მტერშია დაუნდობელად შენიშნავ ნაკლულოვანებასა და
მკაცრადა ზდევ, ისე შვილშიაც უნდაო, რომ მოყვრულად გამოგადგესო, ამბობს
ხოლმე ჩვენი გლეხკაცის გაუნათლებელი ჭკვა, რომელიც უკეთესია ბევრ ცრუ
სხივით განათლებულ და ეპოლეტებიან ჭკვაზედა. ჰსჩანს, რომ შეიძლება კაცს
უყვარდეს კაცი და მტერსავით კი მოეკიდოს, როცა მასში სიცუდეს შენიშნავს.
ამას გარდა ჩვენ საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვჭირს –
ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამმდაბლებელი პირფერობა,
ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდამ თაფლის დენა, რომელსაც
ქართველი ”ზდილობას” ეძახის, – ესენი ერთად შტოები არიან დამპალ
ყიზილბაშობისა. ისე უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ
თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი
უზდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს
ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია,
რასაც იტყვის ესა და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის ხოლოდ ეძებს სიმართლეს და
ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია –
ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახის და
მათხოვარის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.
ჩვენც უშიშრად და დაუნდობელად შეუდგებით ”ცისკრის” განხილვასა. ჩვენ
არ დავიშურებთ მის ძაგებას – რაც საძაგელია, მის ქებას – რაც საქებია (ჩვენის აზრით,
რასაკვირველია), მტრულად მოვეკიდებით ”ცისკარს”, რომ, თუ გაჰსწორება უნდა,
გაჰსწორდეს და მოყვრულად გამოადგეს სასახელო საქმეს, რომელიც უტვირთვია.
ღმერთმა ქმნას და ეგრე მიიღოს ჩვენი განხილვა როგორც ”ცისკარმა”, ისე მის
წამკითხველმა!..

რო გავაადვილოთ ”ცისკრის” გარჩევა 1857 – 1862 წლამდინ, ჩვენ ვარჩიეთ
განვწილოდ ”ცისკარი” ორ დიდ ნაწილად; პირველი ნაწილი იქნება ლექსთთხზულება და მეორე – პროზა. ჩვენ გარჩევას დავიწყობთ ლექსებითგან და რაკი ამას
მოვრჩებით, გადავალთ პროზაშიაც.
რაკი ყურადღებით გადავიხილეთ მთელი ლექსები 1857 – 1862 წ., ჩვენ
შევნიშნეთ, უფრო მომეტებულნი მოლექსენი უკაცრაოდ არიან პოეზიაზედ. არამც
თუ პოეზია, ენა დამახინჯებული აქვთ, შეუბრალებლად წამხდარი.
1) ლირიკული მიმართულება ჩვენის პოეზიისა;
2) მიზეზი ამისთანა მოვლენისა – სისუსტე ტალანტებისა;
3) მოლექსეთა შორის მარტო რუსთაველის გენიამ შეიძლო შექმნა ეპოპეისა,
თუმცა იმის პოემაშიაც ურევია ბევრი ლირიკა; უნიჭობა ჩვენის მწერლებისა,
რომელთაც უნდოდათ რამ მის მსგავსი დაეწერათ რამე, მაგრამ მაინც ლირიკაზედ
გადადიოდნენ;
4) იდეა ძველის პოეზიისა და ფორმა გამოთქმისა: ა) ჩივილი, წუთის-სოფლის
მდურვა; კაცის ამაოება, აქაურ ცხოვრების ამაოება და ნუგეშით თვალ-შეჩერება ცისა,

სადაც მოელიან საუკუნო განსვენებას და მართლ-მსაჯულებას; ბ) სიყვარული უფრო
პლატონიკური, მუხთლობა სიყვარულისა და დაუდგრომელობა; თუ აქ არ შევხვდი
ერთმანეთს – ცაში და-ძმანი ვიქნებითო; გ) ქალი ან ანგელოზია და უფრო ხშირად –
დემონი, წამწყმედი კაცისა; დ) ბუნება წმინდა სანთელია იმათ ხელში, რასაც უნდა,
იმას გამოსახვენ; ბუნება თუ არის მშვენიერი, – იმათ გრძნობის მიხედვით; ის
როგორც ობიექტი, არ არსებობს იმათთვის;
5) ფორმა გამოთქმისა: ფიგურობა და ალეგორია სპარსულის ლიტერატურის
გავლენისა გამო.
დავით გურამიშვილი, რომელმაც ჰსცადა თითქმის პირველად, ზოგიერთგან
რასაკვირველია, ევროპეიზმის შემოტანა ქართულ ლექსის გამოთქმაში; ალექსანდრე
ჭავჭავაძე, რომელიც უფრო ხშირად ცდილობდა მაგ ევროპეიზმის განვრცელებასა,
მაგრამ მაგასაც აქვს ფიგურალი ლექსი; გრ. ორბელიანი, გამგრძელებელი
ევროპეიზმისა; ნ. ბარათაშვილი, ბრწყინვალე წარმომადგენელი ევროპეიზმისა;
ეხლანდელი მწერლები, რომელნიც ბაძვენ მაგ ევროპიულ გამოთქმასა, მაგრამ თავის
აზრების მიმართულებით, იდეებით, ძველებსა ჰგვანან. დამტკიცება ამისა ფაკტებით.

[ნაწყვეტი მესამე]
რო გავაადვილოთ ”ცისკრის” 1857 – 1862 წ. მექმეობის განხილვა, ჩვენ ვარჩიეთ
გავყოთ იგი ორ დიდ ნაწილად და ყოველი მათგანი ცალ-ცალკე გავარჩიოთ. პირველ
ნაწილში შემოვა ლექსთ-თხზულება, მეორეში – პროზა. ჩვენ ლექსებითგან ვიწყობთ
განხილვასა.
რაკი ყურადღებით გადავიხილეთ ექვსის წლის ნაწარმოები ლექსები, ჩვენ
შევნიშნეთ, რომ ”ცისკრის” ახალ მოლექსეებს, ზოგიერთ გარდა, დიდი კავშირი აქვსთ
ძველებზედა, კავშირი ისტორიულ განვითარებისა კი არა, მგზავსებისა. ეხლანდელი
მოლექსენი თითქოს იმას იმეორებენ, რაც უწინდელებს უთქვამთ, ისეთნაირად
ჰგვანან ამათი აზრები იმათ აზრებსა, ამათი მიმართულება – იმათ მიმართულებასა.
რომ თითონ მკითხველმაც დაინახოს ეს მგზავსება, ჩვენ ვეცდებით შეძლებისამებრ
წარმოვუდგინოთ მოკლე ისტორია ქართულ ლექსთ-თხზულებითის პოეზიისა
იმოდენად, რამოდენადაც ჩვენთვის ამჟამად საჭიროა. თუ ამ საქმეს გაგვიძნელებს,
უფრო ისა, რომ ჩვენი თხზულებაები, საუბედუროდ, სულ ერთიანად არ არიან
ცნობაში მოყვანილნი და დაბეჭდილნი. დაბეჭდილები რო იყვნენ, მაშინ უფრო
უშიშრად გამოვსთქვამდით ჩვენს აზრსა, რადგანაც როგორც მკითხველს, აგრეთვე
განმხილავსა ხელთ ექნებოდათ მრავალი ფაკტი, რომელთზედაც უფრო მტკიცედ
დაიმყარებოდა აზრი. ეხლა კი ვჰსთხოვთ მკითხველმა სახეში იქონიოს, რომ ჩვენ
თითონ ჩვენი აზრი იმოდენად მართალი გვგონია, რამოდენადაც შეგვხვედრია
ხელნაწერების შოვნა და წაკითხვა. ვინც იცის, ხელნაწერი, ნამეტნავად ძველ
დროებისა, რა ძნელი საშოვარია, ის, რასაკვირველია, გაგვამართლებს, თუ ვინიცობაა
ჩვენი მოკლე ისტორია არ იქნება შედგენილი არა სრულ ქართულ ლექსების
მიხედვითა.
ძველ დროთაგან დაწყობილი აქამომდე ჩვენ ლექსთ-თხზულებითს პოეზიაში
შევნიშნეთ განვითარება მხოლოდ ლირიკულ პოეზიისა, რომელიც არის ერთი გვარი
პოეზიისა და რომელსაც მუსიკის და პოეზიის შუა-ადგილი უჭირავს, ამისათვისაც
ამგვარი ლექსი სულმუდამ თითქმის უფრო სამღერალია; ასე გონია – მთელი არ
არისო, ასე გონია – რაღაც აკლიაო, როცა არ დაიმღერება; მუსიკა აქ თითქო ჰშველისო

პოეზიასა, პოეზია – მუსიკასა. საგანი ამგვარ პოეზიისა თითონ პოეტის სულის
მდგომარეობაა სხვადასხვა შემთხვევებში და გარემოებაში; წუთის გრძნობის, წუთის
აღბეჭდილების გამოთქმაა, ერთის სიტყვით, თითონ პოეტი აქ მხოლოდ თავის
გრძნობას ხატავს, თავის გულის მოძრაობას და აღბეჭდილებას. გარეგანი ბუნება
მისთვის არ არსებობს, და თუ არსებობს, იმის ხელში ის წმინდა სანთელსავით
ლბილია; გაათბობს თუ არა თავის გულის ცეცხლითა, იმას გამოსახავს ზედ, რაც
თითონ უგრძვნია და არა იმას, რაც თვით ბუნებაშია, როგორც აუცილებელი თვისება
მისი. ეს მიმართულება ისე გაუფლებულია ჩვენში, რომ არამც თუ ჩვენი სასიქადულო
და სახელოვანი პოეტები, არამედ ისიც, ვინც კი უნიჭოდ მოაწყობს ხოლმე ორ
რითმას, ისიც კი ამგვარ პოეზიის მიმდევარია. ჩვენ მოლექსეთა შორის მარტო
რუსთაველის გენიამ შეიძლო შექმნა ეპოპეისა, ასე რომ აქომამდე მის მეტი თითქმის
არავინა ჩანს. თუმცა არიან ზოგიერთნიც ჩვენ ლიტერატურაში, რომელთაც
მოინდომეს მიბაძვა რუსთაველისა, მაგრამ არც ერთს მათგანს არც ნიჭი ჰქონდა
იმდენი, რომ წარმატებით ევლოთ რუსთაველისაგან ნაჩვენებ გზაზედ, და არც
განათლება. იგინი ხშირად იწყებდნენ მოთხრობით და ბოლოს მაინც ლირიკისაკენ
გადუხვევდნენ ხოლმე...

[ნაწყვეტი მეოთხე]
ცისკრის ლექსთ-მთხზველები
(1857 წლიდან 1862 წლამდე)

ჩვენი საზოგადოება სწორედ ჭრიანტელია, მერე რუსული ჭრიანტელი,
რომელსაც აკროშკას ეძახიან და რომელშიაც კიტრიც არის, ისვრიმიც, რუსული
კვასიც (ამის ხმარება ჭრიანტელში თანდათან უფრო მოდაში შემოდის, ასე რომ
დღესა თუ ხვალე ჩვენი ქართული ისვრიმი თავის ადგილს დაუთმობს სრულიად),
ძმარიც, ხარდალიც, ხორციც, თევზიც, ყინულიცა და ათასნაირი სხვა რაღაცაები.
მაგრამ ერთი ამათგანი იმოდენა არ არის, რომ სხვაზედ ნამეტნავად გამოჩნდეს: სულ
ყველანი. ხორცით თუ სულით ერთნაირად დაკეპილნი და დანამცეცებულნი არიან.
როგორც ჭრიანტელს თავისი მასალა, ისე ჩვენს საზოგადოებას თავისი წევრნი ცოტად
თუ ბევრად ერთს საზოგადო გემოს აძლევენ და არ ითქმის, რომ ის გემო ერთობ
გემრიელი იყოს. მწარეა, როგორც ხარდალი, ცივია, როგორც ყინული, მჟავეა,
როგორც ძმარი, ფხიანია, როგორც თევზი და თევზსავით პირი წყლითა აქვს
გატენილი, თორემ ლაპარაკის შნო ექნებოდა. აი, ჩვენი საზოგადოება რამდენში ჰგავს
ჭრიანტელსა. ერთი მსგავსება კიდევ აქვს: ჩვენი საზოგადოება ისე ადვილად
შეიხვრიტება, როგორც ჭრიანტელი. მაგრამ ჭრიანტელი რომ ბევრი შეხვრიტოს, კუჭს
მოუშლის კაცს და ჩვენს საზოგადოებას კი მაგოდენა შნოც არა აქვს; – ერთობ
უწყინარია, ამიტომაც მადაზედ მოსული იმას არ ერიდება. ჭრიანტელს ერთი კაი
შნოცა აქვს: სიცხეში კაცს აგრილებს, ჩვენი საზოგადოება-ღა რისთვის არის? ამის
ახსნა მეტად ძნელია. ჩვენმა საზოგადოებამ რომ ამ კითხვის პასუხი მოახერხოს, ხომ
ჭრიანტელი აღარ იქნებოდა, არამედ იქნებოდა გონიერი მწყობრი, რომელმაც იცის
რისთვის არის, ე. ი. ერთი აზრი აქვს, ერთი საგანი, ერთი იდეალი, რომლის
მისაწდომად ყოველივე ერთად და ყოველივე ცალკე იბრძვის და ჯაფასა ჰსწევს. ვაი
იმ ხალხს, რომელმაც არ იცის რისთვისა ცხოვრობს! უფრო ვაი იმ საზოგადოებას,

რომელმაც არამც თუ ეს, ისიც არ იცის, რომ უნდა უთუოდ რისთვისამე
ჰსცხოვრებდეს.
ავბედისანი ვართო, ვიტყვით ხოლმე, რომ ჩვენვე ჩვენი თავი მოვატყუოთ.
”რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო”, ნათქვამია. ბედი რა არის? ბედს
თითონ კაცი ჰქმნის და არა ბედი კაცსა. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე უფრო
ვართ, ვიდრე სხვანი. ამის აღიარება ჩვენ სირცხვილად მიგვაჩნია და ამიტომაც
ყველაფერს ბრმა ბედს ვაბრალებთ. ჩვენა ვართ ცუდნი, მაგრამ ესეც კია, რომ სიცუდე
ბუნებით კაცს თან არ დაჰყვება ხოლმე. მაშასადამე, ჩვენის ბუნების თვისებაში
სიცუდე არა ყოფილა. ესეც გვეყოფა სათქმელად, რომ მიზეზს მივაგნოთ...
მრავალი წელიწადია, რაც ჩვენს საზოგადოებას ერთი ცოცხალი აზრი, ერთი
ფხიზელი გრძნობა არ ჩავარდნია გულში. ასეთნაირად დავნამცეცდით, რომ დიდი
სიტყვა ”მამულიც” გავანამცეცეთ. მამული ერთობ ჩვენ სამშობლო ქვეყანას კი არა
ნიშნავდა, არამედ თვითვეულის სოფლის საკუთრებასა. არ იქნება ხუთი წელიწადი,
რაც მაგ საოცარმა და საყვარელმა სიტყვამ, რომლის ხსენებაზედაც სხვა ბედნიერ
ქვეყნებში უღონოსაც ძალი მიეცემა ხოლმე და მტლად დაედება საყვარელს მამულს,
არ იქნება ოთხი-ხუთი წელიწადი, რაც მაგ სასწაულთმოქმედმა სიტყვამ თავისი
დაკარგული მნიშვნელობა ჩვენში ისევ დაიბრუნა. ღმერთმა უშველოს ”ცისკარს”. ეგ
იმისი მეოხება არის. სიტყვა აღვადგინეთ, ჩვენ-კი ვეღარ აღვდეგით, ვეღარ ავყევით
თანა.
თავდაპირველადვე ქართველი კაცი უბედური ყოფილა, დაჩაგრული.
უბედური და ყოველთვის ჩაგრული ყოველთვის ეჭვიანია და უნდო. ქართველს
კაცსაც ისე დაუშინდა გული სხვისაგან თუ თავის მოძმესაგან, რომ სიკეთეც რომ
გინდოდეს, აღარ გენდობა, თითქო შიშობსო, რომ ეგ სიკეთე ბოლოს ჩემ დასაღუპავ
მახედ არ დამეგოსო. მართლაც, ვისაც თავის დღეში სიკეთე არ უნახავს, არ შეუძლიან
პირველ ნახვაზედვე არ დაფთხეს. მრავალმა ბოროტებამ, მრავალმა ღალატმა, გმობამ,
მტრობამ და შურმა ქართველი იქამდინ დააშინა, რომ ყოველი კაცი მიაჩნივა გველად,
რომელიც ძნელად მოგეკარება და, თუ მოგეკარა, ჯერ გულში ჩაგიძვრება, რომ მერე
უფრო კარგად დაგშხამოს. ჩვენი ცხოვრება ათას მაგალითს აჩვენებდა. ჩვენ სიკეთე
აღარა გვწამს, იმიტომ რომ გადაჯერებულნი ვართ, რომ კაცმა კაცს სიკეთე უყოს;
იმიტომ გადავჯერდით, რომ ჩვენს გარეშემო სულ ერთი-ერთმანეთის მტრობასა
ვხედავთ. ამიტომაც ქართველსა საზოგადოების აზრი დაეკარგა, ყოველი ჩვენგანი
ცალკე გადგა, გული აიცრუა სხვაზედ, იმიტომ რომ სხვამაც ამაზედ გული აიცრუა,
გული აიგრილა; იშოვა პატარა მიწა, შემოღობა, განზედ გადგა და იმ შემოღობილს
დაარქვა სახელად: ”მამული”, – იმიტომ, რომ ის დიდი, საზოგადო, სამშობლო ქვეყანა
გაირღვა, პატარა მამულებად დაიყო და თვითვეულმა წილი ირგუნა. მაშინ ყოველი
ფიქრი, ყოველი აზრი იმ წილად-რგებულს მამულს ანაცვალა. ეგრე განამცეცდა
ქართველი და განამცეცდა მამულიცა...

[ნაწყვეტი მეხუთე]
ცისკარი 1857 – 1863 წლამდინ

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს,
რომ ხალხის ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აარ არის, რომ ის თანდათან
იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველფერისა. რაც ადრევ კაცს ჰგონებია

დაურღვეველ ჭეშმარიტებად, ხშირად მოხდება, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად
მიგვაჩნივა, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელ კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა
ცხადი სისულელე ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და
მხედველობა, რომ თეთრი და შავი გაერჩივა, თეთრისათვის თეთრი დაერქმია,
შავისათვის – შავი. ეს ასე მოხდება ხოლმე, განა იმისაგან – რომ ჩვენ
ადრინდელებზედ გონიერები ვართ, – სხვა სხვის ომში ბრძენიაო, რუსთაველი
ამბობს; ჩვენ რომ ამ თავმოწონებულ გონიერებითაც ვყოფილვიყავით და იმ
ადრინდელ კაცის დროების ვითარება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია,
ავცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით
დავჰსცინით. დიდი გენია უნდოდა და იმის მახვილ ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა,
რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა დავმდგარვიყავით, საზოგადო ცხოვრების
წრის გარეთ გავდგომილვიყავით და შეუმცდარად, წმინდა აზრითა, დაგვენახა საგანი
ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ჩვენზედ წინა ჰსთქვა, რომ მარტო
ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიანო. იმ დროების
გარემოების მოწყობილობა, ფიქრი, აზრი, გამსჯელობა, ერთობ ცხოვრების
მდინარეობა, ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცს ჩააყენებდა თავისს რუსხმულში და
წაიღებდა თან, რაც უნდა ძალიან ცდილიყო თავის შემაგრებასა. შორმხედველობა,
დროებაზედ ბატონობა და უფლება, მარტო გენიის საქმეა; ის თავის თამამ სიარულში
შემოიბღერტამს ხოლმე დროების შეცდომაებსა, გულუშიშრად და ცნობიერად
ყველაზედ წინ მიდის, და იმას მიზდევს დანარჩენი ხალხიც, როცა გაიგებს გენიის
თქმულსა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამით ვამბობდეთ, ვითომც გენია ციდამ
იყოს ჩამოსული და თავისი სწავლა და მეცნიერება იმას იქიდამ თან ჩამოჰყოლოდეს.
ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროების ვითარებისა, როგორც სხვანი, ხოლოდ ეს
ნაყოფი
სრულია,
დამწიფებულია,
შემოსულია
სათესლოდ
მომავალ
ცხოვრებისათვის. არც ერთი გენია ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის ხოლოდ გვიხსნის
მას, რაც თვითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობითა, რაც თავის
დაუდგრომელ დუღილშია მოუგდია ზედაპირზედა.
ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი არსება, იზდება, ყვავის, მოაქვს ნაყოფი
და მერე ჭკნება; მის ნაყოფის თესლზედ ამოდის სხვა, ახალი ცხოვრება, რომელიც
ისევ ისე მიდის თავის განვითარების გზაზედ, როგორც პირველი.
ცხოვრების ძალანი დაუღალავად და დაუყოვნებლად მოქმედობენ, მოძრაობენ
და ჰბადამენ მრავალ ფაკტებს, მრავალ ახალ საჭიროებას, მოაგუბებენ მრავალ
ნაყოფსა, რომელთაც შეგროვება უნდა, მოაჯგუფებენ მრავალ კითხვაებს, რომელთაც
პირდაპირი პასუხი და გადაწყვეტა უნდათ. ესე ყოველიფერი ერთიერთმანეთში
დარეულები, ცხოვრებისაგან კარზედ მოყენებულნი, ელიან მზრუნველსა ხელსა
გასარჩევათა, გამჭრიახ თვალსა – გასამხილებლად; მაგრამ ხალხს, მომეტებულ
ნაწილს, იმოდენა მოხერხება არა აქვს, რომ მოიყვანოს ცნობაში, გაიგოს ჟამთა
ვითარება. მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც მუდამდღე ზედ დაჰსტრიალებენ
ცხოვრებასა და მის მცირედსა ცვლილებასა ცნობიერად გარდმოიცემენ, იკისრებენ
ხოლმე ამა ყოველისფერის ახსნასა და ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესნი
წარმომადგენელი, ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მოხვდება ცხოვრების
ნაყოფის შემოსვლასა, ჰგრძნობს, რომ ამის შემდეგ უნდა მოვიდეს მახარობელიც ახალ
გაზაფხულისა, განახლებისა; ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა და
ჭკნება, მის დამწიფებულ ნაყოფთა მოგროვება, გარჩევა, განჩხრეკა უნდა და თესლის
გამოკრება ახალის ცხოვრებისათვის. ეს თავგაწირულნი, მოჭირნახულენი ცდილობენ
აღასრულონ დროების მოთხოვნილება, შეაგროვონ მოსავალი, რომ მეცნიერების და

ხელოვნების შემწეობით მოიყვანონ ცნობაში თვითვეული მარცვალი იმ მოსავლისა,
ყოველი მათგანი გაარჩიონ და დაუნიშნონ თავისი შესაფერი ადგილი, რათა თავის
დროზედ ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ახალი ნაყოფი, იმ ნაყოფმა – ახალი თესლი
სხვა ახალ ცხოვრებისათვის. მაგრამ ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ეგ
თავგაწირულნი მოჭირნახულენი ვერ ჰსძლევენ ცხოვრებისაგან მოყვანილ მოსავლის
სიმრავლესა, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ თვით მეცნიერება და ხელოვნება
უღონონი არიან ერთობ მოსავლის ცნობაში მოყვანისა; თუმცა ზოგიერთს ახსნიან,
ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო მომეტებულს ვერ დასდებენ ფასს, ვერ
დაუნიშვნენ შესაფერ ადგილსა. მაშინ გამოჩნდება გენია.
ჩვენ არ გვინდა ამით ვჰსთქვათ, რომ ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს
გენია. ის იქნება აქამდინაც იყო და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას
თავისთან გამოეცადა, შეეზარდა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე ასახსნელად,
თავის საჭიროებისვე დასაკმაყოფილებლად. თუ აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ,
რომ იმის ძლიერის სულის შესაფერი საქმე არსად იყო. გამოჩნდა თუ არა საქმე,
იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთები და გამობრწყინდა ცხოვრების
გასანათლებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის მკლავით გადაჰსწვდება
ხოლმე მთელ ცხოვრების მოსავალსა, შემოაგროვებს ერთად რაც ცხოვრებას
გამოუჩენია, თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრეტავს ამ
შემოგროვილსა, გაანათლებს თავის ჭკვის სხივებითა, ყოველ ცხოვრების კითხვას
მიჰსცემს თავის შესაფერ პასუხსა, ყოველ ფაკტსა – ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველ
საჭიროებას – კუთვნილ გზასა და ღონისძიებასა; ერთის სიტყვით, ახსნის და ცნობაში
მოიყვანს მას, რაც იმის მოსვლამდინ გაუგებარი და უცნობი იყო მეცნიერებისათვის
და ხელოვნებისათვის.
მეცნიერება და ხელოვნება – ეგ სახელოვანნი სალარონი კაცის გონიერებისა –
არიან კანონიერნი მემკვიდრენი გენიისაგან დაშთომილ საუნჯისა. იგინი მადლობით
მიიღებენ ხოლმე გენიის ახალ გამოკვლეულ ცნობაებს, ახალ აზრებსა, ახალ ახსნასა,
რომელზედაც დაწინაურებული თავობა ხალხისა დაამყარებს ხოლმე თავის შემდეგსა
გამოკვლევასა და ცნობიერების წინწაწევასა. მაგათგან, მაგ გამომკვლეველთაგან,
ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაკტები, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით
ცნობაში მოყვანილნი, გადადიან დანარჩენ ხალხშიაც, რომელიც თანდათან
მტკიცდება მათ სიმართლეზედ, ამის გამო აძლევს თავის ცხოვრებაში ადგილსა და
ამით ჰსცვლის თვით ცხოვრებასა. რამოდენათაც ეს ახალი აზრები, ცნობაები,
ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად იგინი განსდევნიან
უწინდელებსა, რომ თითონ დაიჭირონ ცხოვრებაში იმათი ადგილი და იწარმოვონ
შემდგომში. ეგრე ცხოვრებისვე მოღებულსა, გენიით გადაკეთებულ და ცნობაში
მოყვანილს, ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე თავის წარმატებისათვის. რასაკვირველია,
მინამ ეს ასე მოხდება და ხალხი, თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული ნაწილი
მაინც, მიიღებს განახლებასა, დიდი დრო გადის. ცხოვრება განახლებული ისევ
იზდება, ყვავის, ბერდება და მოამწიფებს ახალ სათესლე ნაყოფსა. ის არ მოუცდის
ხოლმე ხალხსა, ”აცა, ჯერ რაც ამას წინად მოვამზადეო, და რაც მეცნიერებამ და
ხელოვნებამ გენიის შემწეობით ცნობაში მოიყვანა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო,
დაისაკუთროსო”; არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ის დაუყოვნებლივ
გაჰსწევს თავის წარმატების და განვითარების გზაზედ, ასე რომ მინამ ხალხი მიიღებს
დიდიდამ პატარამდინ მის უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელახლად მოასწრობს
ხოლმე ახალ მოსავალის მოყვანასა, სხვა ახალ აკტების და საჭიროების შემუშავებას,
შემოჯგუფებას. კიდევ მოვა დრო განახლებისა, კიდევ დადგება ახალი პერიოდი,

კიდევ ამრიგად მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა,
ცნობაში მოიყვანს ”ახალსა” და ამათ შემწეობით ეს ”ახალი” გადადის ისევ
ცხოვრებაში. ამისთანა დამოკიდებულებააქვს ცნობიერებას ცხოვრებაზედა;
ცნობიერება
ხოლოდ
ცხოვრების
გამხილავი
და
გამომეტყველია.
ეს
დამოკიდებულება მშვენივრად და ცხოვლად არის გამოთქმული ერთ ჩვენ დროების
ფილოსოფოსის მოსწრობილ შედარებაში: ”ხე ცხოვრებისა, – ამბობს იგი, – და ხე
ცნობადისა ერთს ფესვზედ ამოდიან, ხოლოდ იმათი აღყვავება სხვადასხვა დროს
მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ჭკნება ყვავილი, მაშინ მწიფდება ნაყოფი ცნობადის
ხეზედ; ამ ნაყოფის თესლი ჰბადავს ახალ ყვავილებსა ცხოვრების ხეზედა”.
ჩვენ იქნება დაგვგმონ, რომ გაუკეთეთ ამისთანა შესავალი ამ სტატიასა. ჩვენ
გვინდოდა გვეჩვენებიან, რომ ცხოვრება არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ
რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ თითონვე გვაძლევს ხოლმე თესლს
მომავალ გადახალისებულ ცხოვრებისათვის; რომ მეცნიერება და ხელოვნება არ
არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის ვარჯიშობისაგან, რომ იგინი
იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ იგინი წინ მიდიან
ცხოვრების მეოხებით და მერე თითონ მიჰყავთ ცხოვრება წინა; რომ რაც მაგათგან
არის მოყვანილი ცნობაში, მხოლოდ ის გადადის ხალხში და ხოლოდ იგი ჰსცვლის
ხალხის მდგომარეობასა.
მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მეცნიერება და ხელოვნება, – ეგ უდიდესნი
სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე თავის გონიერების საუნჯესა, –
არ არიან ყველასათვის გაღებულნი. მაგ სალაროში შედიან ხოლმე ხოლოდ
აღმორჩეულნი პირნი, ხოლოდ ხალხის დაწინაურებულს თავობას აქვს იმათ კარის
გასაღები, ხოლოდ იგინი სარგებლობენ და ისაკუთრებენ იმათ საუნჯესა, მაშინ
როდესაც იმათი განმანათლებელი სხივები საჭირონი არიან ყველასათვის. სადაც,
რომელ ხალხშიაც ეგ არის, იქ მომეტებული ხალხი სიბნელეში დადის, მცირედი
ნაწილი კი ინათლებს თავის ცხოვრების გზასა. ხალხი ყოველთვის საჭიროებს, რომ
იხელთოს მეცნიერების და ხელოვნების საუნჯენი, მაგრამ ვერ მიჰსწვდომია. მაშინ
იბადება საჭიროება იმ საშუალობისა, იმ ღონისძიებისა, რომელმაც იმისთანა თვისება
უნდა იქონიოს, რომ მრავალთათვის მისაწდომი გახადოს ის, რაც მეცნიერებაში და
ხელოვნებაში დასაკუთრებული აქვს უმცირესსა ნაწილსა; იმ ღონისძიებამ,
საშუალობამ უნდა მოჰკრიფოს ნაყოფი მეცნიერების და ხელოვნების ხეზედ და
გადმოჰსცეს ხალხსა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, რომ თუ არ
სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შეიქმნას
შუამავლად მეცნიერების და ხელოვნების – ერთის მხრით, საზოგადოებისა და
ხალხისა – მეორის მხრით. მაგ ძნელ საქმეს არეულებს ყველგან სხვათა შორის
ლიტერატურა.
ლიტერატურა, ვრცლად რო გავსინჯოთ, ნიშნავს ყოველფერს, რაც კი რამ არის
დაწერილი. იგი განიყოფება ორ დიდ ნაწილად: 1) წმინდა ლიტერატურა, ანუ
ბელლეტრისტიკა, ანუ კიდევ როგორც ჩვენა ვბედავთ თარგმანსა, საუცხოვო
ლიტერატურა. ამ ნაწილს ეკუთვნიან წერილნი ხელოვნებისანი; 2) სამეცნიერო
ლიტერატურა; ამას ეკუთვნის ყოველი წერილი მეცნიერებისა. არის კიდევ ერთგვარი
ლიტერატურა, რომელიც უფრო ადვილად ასრულებს ზემოდთქმულს შუამავლობასა,
– მაგგვარ ლიტერატურას ჰქვიან ”ადვილი ლიტერატურა”, იმიტომ რომ იგი
დანიშნულია ხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენათაც შეიძლება, გააადვილოს
მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფა საყოველთავო მოსახმარებლად,
მეცნიერების და ხელოვნების ძნელი მისახვედრი ცნობაები გაამარტივოს,

გააადვილოს საყოველთავო გასაგებად, და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და
ცნობაები ხალხშია. ამგვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა...

[ნაწყვეტი მეექვსე] *
ჩვენი საზოგადოების ფიზიოლოგია
Нет, нет! нигде приюта нет!

მრავალი, მრავალი წელიწადია, ჩვენო დავრდომილო ქვეყანავ, რაც შენს შვილს
ერთი ცოცხალი აზრი, ერთი პატიოსნური გრძნობა არ ჩავარდნია გულში. შენ
გადაჩვეულხარ ერთსაც და მეორესაც, იმიტომ რომ სიპ ქვაზედაც რომ წვეთი მუდამ,
დაუყოვნებლივ სწვეთდეს, იმასაც გაარღვევს. მერე ასე გადაჩვეულხარ, რომ ნახო
კიდეც ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, ვერ იცნობ. ეს კიდევ არაფერი, რომ
ვერ იცნო, აიღებ და იმასაც ლაფში გასვრი, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს
ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს
იფარებს. რადგანაც სინათლე თვალებსა სტკენს, – იგი გადაჩვეულია, და რაც
ნათელია – იმას თვალებზედ ხელის აფარებით აბნელებს. შენს ღონიერ
დედამიწაზედ იქნება ხუთი და ექვსი კაცი იმისთანა დადიოდეს, რომელნიც სადმე
კუთხეში ტირიან შენს ყოფაზედ, მაგრამ იმათი ხმა შენამდინ როგორ მოახწევს. თუნდ
მოახწიოს, რა გამოვა? კეთილს რომ გადაჩვეულნი ვართ, იმათ ბოროტების კუდს
გამოვაბამთ; სიტყვას, რომელსაც იქნება გულიდამ სისხლიც ამოაყოლა,
წაუმურტლავთ, გრძნობას ფეხ-ქვეშ გაუსრესთ, იმედს სასაცილოდ აუგდებთ. რა ქნას
იმან? უნდა მოგვშორდეს ჩვენ, წავიდეს სადმე, დაიმალოს და იგლოვოს ის ხალხი,
რომელიც უყვარს, რადგანაც თვით იმ ხალხის შვილია, და რომელსაც ისე
გასწვრილებია, გასწბილებია გული და გონება, რომ სხვასაც არ ინდობს და, როგორც
შურიანი, მართალს სიტყვას, პატიოსნურს ქცევას ამურტლებს და ჰყრვნის. კარგია,
თუ ვინმე იმათგანი მისთანა თამამი გულისაა, რომ ხალხის სიყვარულისათვის ამ
საძაგლობას არ დაერიდება და ათას ჭირში და ვაი-ვაგლახში გააპობს მკერდით თავის
მოძმეთა ბოროტებასა; მაგრამ მაინც კიდევ ხომ სიკვდილია იმისათვის, როცა ხედავს,
რომ ვისთვისაც ჭირშია, ვისთვისაც იბძვის, ვისთვისაც იტანჯება, ის პირველი ესვრის
ქვასა სხვათა შორის. რაც უნდა თავგამოდებული იყოს, რაც ღონე და ამბედაობა
ქონდეს, მაინც და მაინც ღონეც და გამბედაობაც მოაკლდება, მუხლი მოეჭრება
ცოტად მაინცა და ხალისიც დააკლდება. თქვენ არ იცით რა ძალა აქვს საზოგადო
*

დასაწყისი ამ ტექსტისა წარმოადგენს ზემოთ დაბეჭდილი მეოთხე ნაწყვეტის განმეორებას. ამიტომ ეს
ნაწილი გამოვტოვეთ.
რ ე დ.

ხმას: როცა ის კაცს აქეზებს, კლდეს გაარღვევინებს, სუსტსა ახოვნებას აძლევს; და
როცა ისევ ის ხმა ბოროტობს, თვით ახილესსა ქონდრის-კაცად თუ არა ხდის,
დაასუსტებს მაინცა. ტყუილად კი არა აქვთ მუშა ხალხთა ჩვეულება, რომ როცა მძიმე
რასმესა სწევენ, ერთხმად დასძახებენ: ეს ხმა ბევრსა ჰშველის, სუსტს თავის
უღონობას ავიწყებს. ტყუილად კი არ იციან მეომართა კიჟინა, როცა უნდათ, რომ
მტრის რაზმი გაარღვივონ, – ამ კიჟინით მხდალი ლომადა ხდება.
მძიმე საცხოვრებელია ეს ჩვენი ქვეყანა გონიერი კაცისათვის, იმ კაცისათვის,
რომელიც თავის-თავად გარეითად, სხვაზედაც ფიქრობს, სხვაზედაცა სწუხს. ის
ჩვენში ფრთას ვერ გაშლის, სულს ვერ მოიბრუნებს. შევა დიდკაცის სახლში, თუ
თითონ დიდი კაცია – პატივი აქვს, ე. ი. კანონიერად გაუღიმებენ, კანონიერად ხელს
ჩამოართმევენ. თუ პატარა კაცია, მაშინ წელს გაუშინჯვენ, კარგად იგრიხება თუ არა;
თუ გაჭირდა, თავს ისე დაუკრავს, რომ შუბლი მიწას დაჰკრას თუ არა; თავი
მზეუჭვრიტისა აქვს თუ არა: როგორც მზეუჭვრიტე მზისკენ მიბრუნდება, ისე თავიც
იმისაკენ უნდა მიბრუნდეს, ვინც ორი თუ სამი სტრიქონით თავად-აზნაურობის
სიაში წინ არის მოხსენებული. ვინც ესე არ არის მოწყობილი და აგებული, ის იმათ
ხელს არ მისცემს. ის დიდკაცობა, როგორც სხვაგან, ისე ჩვენში, სწორედ კუბოა,
რომელიც გარედამ ხავერდით არის მოსილი და ბუზმენტებით გაბრწყინვებული,
მაგრამ ახსენით ის ბუზმენტები და ახადეთ თავი, შიგ ძვლების და სულის და ხორცის
გახრწნილების მეტს ვერას დაინახავთ. ისინი, მართალია, ცხოვრებენ და შურსა
მოჰგვრიან ხოლმე ღარიბსა, რომელიც ოფლით შოობს ლუკმასა, მზესთვის ვერ
შეუხედნია, იმიტომ რომ თუ თავის საქმეს თვალი მოარიდა, შიმშილით სული
ამოუვა. მაგრამ ნუ გშურს, ღარიბო! შენი ძონძები, შენი ცრემლში ამომბალი ლუკმა,
გამხმარი პური, ირჩიე იმათ ბრწყინვალებასა. შენს ოფლით ჩამწვარ თვალებზედ და
მზემოკიდებულ სახეზედ ის მაინცა ჩანს, რომ შენ მოცლა არა გქონია, რომ შენს
კაცობაზედ გეფიქრნა, გონება გაგეხსნა, გული გაგეთბო; იმათ ეგეც არა აქვთ. იმათ
მინის თვალებში ეტყობათ, რომ მოცალეობა...
[1862 წ.]

<ხელოვნება და მეცნიერება>
...სიტყვა შემოიტანა. ვსთქვათ მოიგონა შესაფერი სიტყვა, წმინდა ქართული, ან
ჰსთარგმნა, ან კიდევ უცხო ენის სიტყვა იხმარა, მაინცდამაინც არც ერთს შემთხვევაში
მწერალი დაჯერებული არ არის, რომ აზრი, რომელსაც მიანდობს იმ სიტყვას,
ადვილად გასაგები იქნება. რაც უნდა კარგად მოიგონო სიტყვა, თუნდა წმინდა
ქართულიც იყოს, რაკი იმ სიტყვას ახალს მნიშვნელობას მიჰსცემ, ისიც ისე გაუგებარი
იქნება ჯერხანად, როგორც უცხო ენის სიტყვა. ამ უკანასკნელ დროს რამდენი ახალი
სიტყვა შედგა წმინდა ქართული: შიგ-მდებარება (содержание), მიქცევ-მოქცევა
(отношение не в смысле математического отношения), წარლტოლვილი (отвлеченный),
მოთხოვნილება (требование), გავლენა (влияние), მიმართულება (направление),
მეცნიერება (наука), და თვით ”მამული” უწინ იხმარებოდა როგორც მარტო დედულმამულის სახელი, ეხლა ეგრეც იხმარება და ისეც, როგორც მთელი სამშობლო ქვეყნის
საზოგადო სახელი, მაგ. ჩემი მამული საქართველო. აი, ეს სიტყვები ხომ სულ წმინდა
ქართულია, მაგრამ მაინც კიდევ ადვილად გასაგებნი არ არიან, იმიტომ რომ ახლები
არიან, ე. ი. ახალის აზრით და მნიშვნელობით იხმარებიან. რასაკვირველია, ამ

სიტყვების აზრს შევეჩვევით თავის დროზედ, მაგრამ მინამ შევეჩვევით, იმ დრომდე
ეგენი ბნელნი იქნებიან და ძნელად გასაგონნი. რაც ხალხი უფრო ნაკლებ
განათლებულია, მით უფრო ცოტა სიტყვა აქვს თავის ენაშია. ანგლიაში ერთ პასტორს
გამოუკვლევია, რომ ანგლიის გლეხი – თუ ხსოვნამ არ მიღალატა – თავის გრძნობის,
საჭიროების,
აზრის
გამოსათქმელად
მარტო 3.000 სიტყვას ხმარობსო.
დარწმუნებული ვარ, რომ 3.000 აზრის მეტი იმის გონებაში არ არის, იმიტომ რომ
ყოველი სიტყვა აზრის წარმომადგენელია; თუ მეტია – მეტი აზრიც ექნებოდა.
ფილოსოფოსი ხმარობსო 10.000 სიტყვას; ჰსჩანს, რაც აზრი მეტია, სიტყვაც მეტია.
შექსპირი კიო, – ამბობს იგივე, – შექსპირი, რომლის მსგავსი მწერალი ჯერ არ
ყოფილა, ხმარობდაო 15.000 სიტყვასა. რაც ერთზედ ითქმის, ის მთელ ხალხეზდ
ითქმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობ ჩვენი ხალხი ანგლიის ხალხზე უფრო
ცოტა სიტყვით იოლად მიდის, იმიტომ რომ ისინი ჩვენზედ განათლებულები არიან:
მეტი საჭიროება, მეტი გრძნობა, ერთის სიტყვით – მეტი აზრი აქვსთ და,
რასაკვირველია, იმ აზრების გამომთქმელს მეტი სიტყვაც უნდა ჰქონდეს. თუ ხალხი
ცხოვრობს, განვითარებაში არის, ე. ი. აზრიანობა, გამსჯელობა ემატება, სიტყვაც
მოემატება, ენაც გაუმდიდრდება. ვინც იძახის, ნუ იხმარებთ ახალს სიტყვებსაო, იმან
არ იცის, რას ამბობს. ის ამით ამბობს, რომ აზრს ნუ გვმატებთო, გონებას
მხედველობას ნუ უვრცელებთო, წინ ფეხს ნუ გვადგმევინებთო, ერთი სიტყვით –
კაცნი კაცობას ნუ ჩემობთო.
თუ სტატია ძნელი გასაგები გამოვა, ცოტაოდენად მაინც წინადვე ბოდიში
მოვიხადეთ ამ წინასიტყვაობით ეხლა გულუშიშრად შევუდგებით ჩვენს საგანსა.
რა არის ხელოვნება? რა არის მეცნიერება? ხელოვნებიდამ დავიწყოთ. აი,
ვჰსთქვათ, მიდიხართ და ხედავთ ლუსკუმას (статуя), მარმარილოდამ გამოკვეთილს
ადამიანის სახეს და აგებულებას. თუ ის ლუსკუმა მართლა-და წმინდა ხელოვნებაა,
თანდათან უფრო მიგიზიდავთ, იმიტომ რომ იმ მარმარილოდამ თანდათან
გამოჰსჭვივის შიგ-მდებარე აზრი, რომელიც თან სულსავით ჩაუყოლებია
გამომკვეთსა. როგორ გამოჰსჭვივის და რაში? დააცქერდებით სახის ყოველს
ნაკვეთსა, იმიტომ რომ გამომკვეთსა, რაკი ეგ სახე შეუქმნია, ის ფიქრი ჰქონია, რომ
მაგ სახით მიგახვედროსთ შიგ-მდებარე აზრსა. ვჰსთქვათ, ის აზრი ვაჟკაცობის,
თავგამოდების, დიდებულების აზრია, რაკი აზრს მიხვდით, მაშინვე იმას ჰგრძნობთ,
რომ ამ მარმარილოს სახემ უსიტყვოდ, უთქმელად შეგატყობინათ გამომკვეთელის
აზრი. ის აზრი სახეზედ და სახის ნაკვეთებში იყო აღბეჭდილი, მერე ისე ცხადად,
რომ თქვენ მაშინვე იცანით. საკვირველია, ქვამ, ქვიდამ გამოკვეთილმა, ისე
ცნობიერად როგორ გითხრათ აზრი, რომელიც გამომკვეთსა ჰქონია და სახეზედ
აუბეჭდია? საკვირველია, ისე როგორ გამოუყვანია სახე, რომ მარტო ვაჟკაცობას,
თავგამოდებას, დიდებულებას ნიშნავს და სხვა არაფერს. საკვირველია და ამ
საკვირველებაშია მთელი საიდუმლოება ხელოვნებისაცა. ვჰსთქვათ, თქვენს
სიცოცხლეში გინახამთ ვაჟკაცი, დიდებული, თავგამოდებული ადამიანი. ვჰსთქვათ,
ამ ლუსკუმის ყურებაზედ მოგაგონდათ იმ ადამიანის სახეც და შეხედულობაცა. ახლა
გინდათ, რომ ეს ორი, ლუსკუმა და იმ ადამიანის სახე, ერთმანეთს შეადაროთ.
შეადარეთ, მაგრამ ნახამთ, რომ ეს ლუსკუმა ვაჟკაცობაში, დიდებულებაში,
თავგამოდებაში ჰგავს იმ თქვენს ნაცნობსა და სხვაში სრულიად არა, – ერთის
სიტყვით ეს მარმარილოს სახე იმ კაცის სახე არ არის; ახლა სხვა ვაჟკაცის,
დიდებულის, თავგამოდებულის კაცის სახე მოგაგონდათ, ახლა ისიც შეადარეთ, –
ხედავთ ისევ იმას, რომ ეს ლუსკუმა ვაჟკაცობაში, დიდებულებაში, თავგამოდებაში
ამასაც ჰგავს, მაგრამ რომ ჰსთქვათ, რომ ეს სახე იმის სახეა, რა არის იმის სახე; ახლა

მესამე, ახლა მეოთხე, მთელი ქვეყნის ვაჟკაცების, დიდებულების და
თავგამომდებლების სახეები ამ მარმარილო სახეს რომ შეადაროთ, არც ერთი არც
ეგვანება და ეგვანება კიდეც. გიკვირთ თქვენ, მაგრამ საკვირველი აქ არ არის რა. ჰგავს
იმიტომ, რომ რაც საზოგადო ნიშნები ჰქონიათ მთელ ქვეყნის ვაჟკაცებს,
დიდებულებს, თავგამომდებლებს, ისინი სულ არიან გამოკვეთილნი ამ მარმარილოს
სახეზედ და ამიტომ გვანან და ამიტომაც ადვილად მიუხვდით გამომკვეთელს აზრსა;
და რაც კი კერძოობითი ნიშნები ჰქონიათ, რაც კი ერთსა ჰქონია და მეორეს კი არა,
იმათთვის გული არ უთხოვებია გამომკვეთსა, ამიტომ არა ჰგავს. რაც საზოგადო
ჰქონიათ, ის მოუკრეფია გამომკვეთსა, და რაც კერძოობითი, მისთვის თავი
დაუნებებია, იმიტომაც ისინი ჰგვანან კიდეც და არცა ჰგვანან. ამ საზოგადო ნიშნების
ერთად, წყობილად შეკრეფითა იზომება სიბრძნე და გონიერება ხელოვანისა...
[1862 – 1863 წ.წ.]

”მამის მკვლელი”
1) დაწყებული არ არის ურიგო.
2) ბევრი მეტია შიგ ჩართული, მაგალითებრ, იხილე სალდათების საუბარი,
იაგოს გაქცევის საქმე (გვერდი 145 და შემდეგი. აგრეთვე დიამბეგის სიავის ამბები
ერთობ გადამეტებულია და ავტორს არც წესი სცოდნია).
3) კარგი აღწერის მაგალითი (გვ. 107, 155, 168, 190, 231)**.
4) მანერად კარგია, როცა ეპიზოდია აწერილი და ეპიზოდის ახსნას ავტორი
მკითხველს უთმობს. ყაზბეგს ამისი მაგალითები აქვს.
5) მეორე ნაწილიც არ გვიხსნის ნასკვს მოთხრობისას, ვინ არის მამის
მკვლელი და რად ჰქვიან ეს სახელი მოთხრობას.
6) მაგალითი კარგის ნათქვამისა 164, 165, 168, 198.
7) ლამაზი ეტნოგრაფიული სურათი 165.
8) გადახვევა 260, 274, 288, 318, 330 და შემდეგი.
9) გაუგებარი ადგილები. 226, 262, 316, 318, 322, 323, 326, 328, 331.
10) ენის უხერხობა 180, 182, 195, 208, 212, 216, 222, 229, 256, 257, 264, 272, 285,
288, 312, 314.
11) ჩორა ვინ არის 262, 281. მარტია? 292.
[1891 წ.]

ვარიანტები, კომენტარები, შენიშვნები
ტექსტისათვის
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის წინამდებარე ტომში თავმოყრილია
და ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი
მიძღვნილი ილიას სამოცდათორმეტი წერილი, რეცენზია, ფელეტონი, სიტყვა და
ჩანაწერი. აქედან ცალკეა გამოყოფილი მხოლოდ დაუმთავრებელი წერილები და
ნაწყვეტები, რომლებიც – ასევე ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, – ტომის ბოლოს
არის დაბეჭდილი.

ტომში შესული მასალების უმრავლესობა, როგორც ეს ტომის წინასიტყვაობაშიც
აღინიშნა, არაერთხელ გამოქვეყნებულა და მკითხველთათვის საყოველთაოდაა
ცნობილი, ხოლო საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე არ დაბეჭდილა ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა კრებულებში და სპეციალისტთა გარდა, ფაქტობრივად, სრულიად
უცნობია ჩვენი საზოგადოებისათვის; ზოგიერთი წერილისა თუ ფელეტონის
ილიასეულობა კი მხოლოდ უკანასკნელ ხანებში, წინამდებარე გამოცემაზე მუშაობის
პროცესში გაირკვა. კერძოდ, ტომის შემდგენლების მიერაა დადგენილი ილიასეულობა
ტომში დაბეჭდილი წერილებისა და ფელეტონებისა: ”წერილები გადაღმითგან”, ”პასუხი
ნიკო ნიკოლაძეს”, ”დრამატული საზოგადოების გასაჭირი”, ”ორნი არიან, ტოლნი არიან,
ანუ აგანგალა, განგალა, შავროვი და სანდალა”, ”წერილები სხვადასხვა რაგინდარაზე”,
”კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა”; ტომში იბეჭდება აგრეთვე ”სფირიდონის და
თადეოზის ბაასი” და ”წერილი მეგობართან”, რომელთა ავტორობის საკითხი დიდი ხნის
მანძილზე აზრთა სხვადასხვაობის საგანს წარმოადგენდა; ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
კრებულებში დღემდე არ ყოფილა შეტანილი ილიას სიტყვები, წარმოთქმული რაფიელ
ერისთავის იუბილეზე და ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე, ასევე – ”ივერიაში”
ხელმოუწერლად გამოქვეყნებული რიგი წერილებისა და თეატრალური რეცენზიებისა,
რომელთა ილიასეულობა ეჭვს არ იწვევს სპეციალისტთა შორის და რომელთა ნაწილი
სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულიც იყო ილიას შემოქმედების მკვლევართა მიერ. ესენია:
”საქართველოს მატიანე (შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი” ქართულ სცენაზე)”, ”ქართული
თეატრი (ჩვენი საზოგადოების გულგრილობა თეატრისადმი)”, ”თეატრის როლი ერის
ცხოვრებაში”, ”ქართული თეატრი (ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ სცენაზე)”,
”ქართული თეატრი და მაყურებელი”, ”ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა ”რას
ვეძებდი და რა ვპოვე”), ”ქართული თეატრი (”ცოლი-მეუღლე” ქართულ სცენაზე)”,
”ქართული თეატრი (”თამარ ცბიერი” და ”მეჯლისი იტალიელებით” ქართულ სცენაზე)”,
ისევ ”თამარ ცბიერის” დადგმის გამო”, ”ქართული თეატრი (”ჰამლეტი” შექსპირისა)”,
”იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები გრიგოლ ორბელიანზე”, ”დიმიტრი ბაქრაძის
გარდაცვალების გამო”, ”დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი”, ”კარგად წაკითხვა წასაკითხისა”,
”ერნესტო როსი მეფე ლირის როლში”, ”თ. დავით გიორგის ძე ერისთავი”, ”გრ. ელისეევი”,
”ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი”, ”თეატრის მატიანე (დავით ერისთავის ”სამშობლოს”
განახლებული დადგმა)8.
აღსანიშნავია, რომ არამარტო მითითებული მასალები, არამედ წინამდებარე
ტომში თავმოყრილი ილიას სხვა წერილების, რეცენზიებისა თუ ფელეტონების დიდი
უმეტესობაც გასული საუკუნის ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ხელმოუწერლად
ან, ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა ფსევდონიმებით ქვეყნდებოდა და,
ბუნებრივია, მათი ატრიბუცია გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
ილია
ჭავჭავაძის
ზოგიერთი
ხელმოუწერლად
გამოქვეყნებული
ლიტერატურულ-კრიტიკული
წერილის
ილიასეულობა
მკითხველი
საზოგადოებისათვის 1909 წელს გახდა ცნობილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის
8

მითითებული წერილებისა და რეცენზიების აბსოლუტური უმეტესობის ავტორად ილია ჭავჭავაძე
პირველად დასახელებული იყო თამარ მაჭავარიანის ”ქართული გაზეთების ანალიტიკურ
ბიბლიოგრაფიაში” (ტ. III, ნაკვ. II, თბილისი, 1964 წ.), შემდეგ – ამ ბიბლიოგრაფიაზე დაყრდნობით, –
თინათინ ნაკაშიძისა და ნინო კორძაიას წიგნში ”ილია ჭავჭავაძე. ბიბლიოგრაფია. 1837 – 1907” (თბ., 1966
წ.). განსხვავებული აზრი არასოდეს გამოთქმულა. ქვემოთ, შენიშვნებში, ეს ბიბლიოგრაფიები
დამოწმებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი მათში შეტანილი წერილებისა თუ რეცენზიების
ილიასეულობა ადრე არ იყო ცნობილი.

გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული ”ილია ჭავჭავაძის ნაწერების”
მომცრო კრებულიდან 9. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი კი ამ მხრივ ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 – 1929 და 1951 – 1961 წლების გამოცემებმა
შეასრულა 10, რომლებშიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებისადმი
მიძღვნილი, ილიას სამ ათეულამდე მანამდე უცნობი (ხელმოუწერლად ან
ფსევდონიმებით გამოქვეყნებული თუ არქივებში მოძიებული) კრიტიკული და
თეორიული წერილი, რეცენზია და ფელეტონია დაბეჭდილი. დასახელებულ
გამოცემებში, აღნიშნულ მასალათა ატრიბუციისას, მათი შინაარსისა და სტილის
თავისებურებებთან ერთად, გათვალისწინებულია როგორც ილიას თანამედროვე
ქართველ მოღვაწეთა – ნიკო ნიკოლაძის, გრიგოლ ყიფშიძის, არტემ ახნაზაროვის,
თედო სახოკიას, ილია ზურაბიშვილის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის, –
მოწოდებული ცნობები და გაზეთ ”ივერიის” რედაქციისეული კომპლექტები 1886 –
1889 წლების ”ივერიისა” (სადაც ილია ჭავჭავაძის ხელმოუწერელ წერილებს მწერლის
ინიციალები აქვს მიწერილი) 11 ასევე, – ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ
მითითებული მასალები ილიას სიცოცხლეშივე იყო შეტანილი მისი თხზულებების
ხელნაწერ
კრებულებში 12,
რომლებიც
ზემოდასახელებული
გამოცემების
რედაქტორებმა,
სრულიად
სამართლიანად,
თვით
ილიას
უშუალო
13
ხელმძღვანელობით შედგენილად მიიჩნიეს .
9

ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა № 97, ტფილისი,
1909 წ.
10
იხ. ი ლ ი ა
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაწერების სრული კრებული ცხრა ტომად, შედარებული
პირველწყაროებთან და შევსებული ახალი ტექსტებით, პავლე ინგოროყვას და ალ. აბაშელის
რედაქციით, – გამომცემლობა ”ქართული წიგნი”, ტფილისი, 1925 – 1929 წწ. (შენიშვნებში
მოვიხსენიებთ მოკლედ: ”1925 – 1929 წლების გამოცემა”, ან ”ნაწერების სრული კრებული”); ი ლ ი ა
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პავლე ინგოროყვას რედაქტორობით, –
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის
ისტორიის ინსტიტუტი, თბილისი, 1951 – 1961 წწ. (შენიშვნებში მოვიხსენიებთ მოკლედ: ” 1951 –
1961 წლების გამოცემა”, ან თხზულებათა ათტომეული”).
ქვემოთ, შენიშვნებში, როცა აღნიშნული გვექნება, რომ წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ესა თუ
ის წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის ნაწერების გამოცემებში პირველად შეიტანეს ამ
გამოცემათა რედაქტორებმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღარ განვმარტავთ, რომ ამ
წერილების ილიასეულობა დასაბუთებულია დასახელებული გამოცემებისათვის დართულ
სარედაქციო შენიშვნებში, რომლებიც პავლე ინგოროყვას ეკუთვნის.
11
გაზ. ”ივერიის” 1886 – 1889 წლების მითითებული კომპლექტები, რომლებიც თვით ”ივერიის”
რედაქციის მიერ იყო გადაცემული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების წიგნთსაცავისათვის, ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. (F1
– №№ 2241, 2242, 2243ა, 265ბ).
12
იგულისხმება ხელნაწერი კრებულები, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის ფონდში, –
№ 1052, № 217. დასახელებული ფონდი შენიშვნებში – ისევე როგორც ჩვენი გამოცემის წინა ტომებში,
– U ლიტერით აღინიშნება.
13

ეს შეხედულება, რომელმაც შემდგომში ფართო აღიარება პოვა, უკანასკნელ ხანებში
დოკუმენტურადაც დადასტურდა (იხ. ლ. ჭ რ ე ლ ა შ ვ ი ლ ი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
ატრიბუციისა და გამოცემის ისტორიის საკითხები, – ჟურნ. ”მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია”,
№ 2, 1981 წ.). ქვემოთ, შენიშვნებში, როცა მითითებული გვექნება, რომ წინამდებარე ტომში
დაბეჭდილი ესა თუ ის წერილი, რომელიც ადრე ხელმოუწერლად იყო გამოქვეყნებული, შეტანილია
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ხელნაწერ კრებულებში – U № 1052 და № 217, ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში აღარ განვმარტავთ, რომ ამ ფაქტს იმთავითვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ
წერილების ილიასეულობის დასადგენად. ასევე აღარ დავაზუსტებთ, თუ დასახელებულ

კვლევა-ძიება ილიას შემოქმედებითი მემკვიდრეობისა, საერთოდ, და
საკუთრივ ლიტერატურულ-ესთეტიკური ნაწერების გამოსავლენად, შემდგომ
წლებშიც გაგრძელდა და ილია ჭავჭავაძის ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული
წერილები და რეცენზიები ქართველმა მკვლევრებმა სწორედ ამ ბოლო ათეული
წლების განმავლობაში მოიძიეს.
როგორც წინამდებარე ტომის წინასიტყვაობაშია აღნიშნული, ტომში შესულია
ილიას ყველა წერილი, რეცენზია, ფელეტონი, სიტყვა თუ ჩანაწერი, რომლებიც
ლიტერატურის და ხელოვნების თეორიულ პრობლემებსა თუ კონკრეტულ ფაქტებს
და მოვლენებს, ან მწერლობისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების
წარმომადგენელთა შემოქმედებით მოღვაწეობასა და მხატვრულ მემკვიდრეობას
ეძღვნება. განმარტებისათვის დავძენთ, რომ ტომში არ არის შეტანილი ილია
ჭავჭავაძის ის წერილები თუ სიტყვები, რომლებიც, მართალია, ამა თუ იმ მწერლის ან
ხელოვნისადმია მიძღვნილი, მაგრამ რომლებიც არ ეხება ამ მწერალთა თუ
ხელოვანთა საკუთრივ მხატვრულ შემოქმედებასა და მოღვაწეობას და არ
განეკუთვნება ილიას ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევის სფეროს (ასეთია მაგ.,
ილიას წერილი ი. ს. აქსაკოვის შესახებ, – გაზ. ”ივერია”, 1886 წ., № 25; ასევე – ილიას
სიტყვები, წარმოთქმული არტურ ლაისტის, ერნესტო როსისა თუ ევგ. მარკოვის
პატივსაცემად გამართულ წვეულებებზე, – იხ. გაზ. ”დროება”, 1884 წ., № 119; გაზ.
”ივერია”, 1890 წ., № 129; გაზ. ”ივერია”, 1899 წ., № 949 და სხვ.).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინამდებარე ტომში დაბეჭდილია მხოლოდ და
მხოლოდ ის მასალები, რომელთა ილიასეულობა, ტომის შემდგენლების აზრით,
არავითარ დაეჭვებას არ იწვევს. ამიტომ ტომში არ არის შეტანილი ზოგიერთი
წერილი და რეცენზია, რომლებიც თუმცა ცალკეულ მკვლევართა შეხედულებით
ილიას მიეკუთვნება, მაგრამ ტომის შემდგენელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი
ილიასეულობა უთუოდ შემდგომ დასაბუთებას მოითხოვს.
თავის წერილებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე (ისევე, როგორც
პუბლიცისტურ წერილებსაც) ილია ჭავჭავაძე, მეტწილად, არა მხოლოდ
ხელმოუწერლად, არამედ, ამასთანავე, უსათაუროდ აქვეყნებდა. ამ წერილების
დასათაურება შემდგომში მოხდა, – ორიოდე შემთხვევაში ილიას თხზულებათა
ხელნაწერ კრებულებში მათი შეტანისას, ძირითადად კი მწერლის ნაწერების 1925 –
1929 და 1951 – 1961 წლების გამოცემებში გამოქვეყნების დროს. ილია ჭავჭავაძის
უსათაურო წერილების (კერძოდ, საგაზეთო მეთაურების) დასათაურებასთან
დაკავშირებით პავლე ინგოროყვა წერდა: ”ამ წერილების რიცხვი საკმაოდ დიდია, და
თუ ჩვენ მათ უსათაუროდ დავტოვებდით, ამით, რასაკვირველია, ძალზე
გაძნელდებოდა ციტაცია ამ ნაწერებიდან, მითითება ამა თუ იმ წერილზე მათი
განხილვის დროს და სხვა... სათაურების არჩევის დროს ჩვენ ვცდილობდით არ
დავშორებოდით წერილების საერთო ტონს, და თითქმის ყველა სათაური აღებული
გვაქვს თითონ წერილის ტექსტიდან” 14.
სათაურები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის დაუსათაურებელ წერილებს
ზემომითითებულ გამოცემებში მიეცათ, შემდგომში ილიას თხზულებათა უკლებლივ
ყველა გამოცემაში
განმეორდა და მტკიცედ დამკვიდრდა სამეცნიერო

გამოცემებში ილიას ხელმოუწერელი წერილების შეტანისას სახელდობრ რა შემთხვევებში
ემყარებოდნენ გამომცემლები ილიას თანამედროვეთა მიერ მოწოდებულ ცნობებს, ან გაზეთ
”ივერიის” რედაქციისეული კომპლექტების ზემოთ მოხსენიებულ მინაწერებს.
14
ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაწერების სრული კრებული,.. ტ. X, 1929 წ., გვ. 304 – 305.

ლიტერატურასა და მკითხველთა ცნობიერებაში. ეს სათაურები წინამდებარე ტომშიც
უცვლელადაა გადმოტანილი. ხოლო სათაურები ილიას მიერ დაუსათაურებელი იმ
წერილებისა და რეცენზიებისა, რომლებიც ილიას თხზულებათა კრებულში
პირველად იბეჭდება, უმეტესწილად ტომის შემდგენლებს ეკუთვნით (სათაურები
თუ ქვესათაურები, რომლებიც ილიასეული არაა, კუთხოვან ფრჩხილებშია ჩასმული).
ტომში შესული წერილების, რეცენზიებისა და ფელეტონების დიდი ნაწილი
თვით ილია ჭავჭავაძის მიერვეა დათარიღებული, ნაწილი – ილიას თხზულებათა
1925 – 1929 და 1951 – 1961 წლების გამოცემათა რედაქტორებისა და წინამდებარე
ტომის შემდგენლების მიერ (დათარიღებანი, რომლებიც ილიას ეკუთვნის, ცხადია,
უცვლელად არის დატოვებული, რომლებიც ილიასეული არაა, კვადრატულ
ფრჩხილებშია ჩასმული, ხოლო შენიშვნებში განმარტებულია, თუ სახელდობრ რას
ემყარება ესა თუ ის დათარიღება).
როგორც ტომის წინასიტყვაობაშიც არის აღნიშნული, ტომზე მუშაობის დროს
შემდგენლები იმ პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც წინამდებარე
გამოცემის პირველი ტომის სარედაქციო წერილშია ჩამოყალიბებული და წინა
ტომებშიც დაცულია: გამოსაცემად ტექსტის მომზადებისას გათვალისწინებული იყო
ილია ჭავჭავაძის ყველა დღემდე მოღწეული ავტოგრაფი და მწერლის
სიცოცხლისდროინდელი ყველა ხელნაწერი და ნაბეჭდი წყარო (ეს წყაროები
შენიშვნებშია დასახელებული); კალმისმიერი თუ კორექტურული შეცდომების,
პუნქტუაციისა და კომპოზიტების დაწერილობასთან ერთად, ტექსტში შესწორდა
აგრეთვე ზოგიერთი ორთოგრაფიული თუ გრამატიკული ფორმაც, – იმ ენობრივ
ნორმებზე დაყრდნობით, რომელთაც თვით ილია ჭავჭავაძე იცავდა (ყოველი ასეთი
სწორება შენიშვნებშია აღნუსხული); შენიშვნებში წარმოდგენილია როგორც
ბიბლიოგრაფიული
ხასიათის
ცნობები
ტომში
დაბეჭდილ
ტექსტებთან
დაკავშირებით, ასევე – სათანადო მასალების არსებობის შემთხვევაში, – ძირითადი
ტექსტის ვარიანტული ნაირწაკითხვები, განსხვავებული დათარიღებები და
ავტორისეული ხელმოწერები თუ ფსევდონიმები; შენიშვნებში მოცემულია, აგრეთვე,
განმარტებები ტექსტის ამა თუ იმ ადგილთან დაკავშირებით და სხვ.
(კომენტირებისას პირველი ციფრი აღნიშნავს წინამდებარე ტომის გვერდს, მეორე –
სტრიქონს).
შენიშვნებს ერთვის ანოტირებული საძიებლები ტექსტში მოხსენიებული
პიროვნებებისა, ნაწარმოებების და პერსონაჟებისა, წიგნების და პერიოდული
გამოცემებისა, დაბოლოს – გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
ტომში დაბეჭდილი ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს და შენიშვნები
დაურთეს: ეთერ შარაშენიძემ – 1860 – 1878 წლების წერილები, ”მოკლე ბიოგრაფია
ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურ-ორბელიანისა” (1894 წ.), ”სიტყვა,
წარმოთქმული რაფიელ ერისთავის იუბილეზე” (1895 წ.) და დაუმთავრებელი
წერილები და ნაწყვეტები; ლეილა სანაძემ – ”სხარტულა (”ივერიის” რედაქციას)”
(1879 წ.); ლამარა გვარამაძემ – 1882-1884 წლების წერილები და 1886 წლის ორი
წერილი – ”ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა” და ”დასავლეთის ეტიკეტი”;
ლამარა მეგრელიშვილმა – 1886 წლის წერილები, ”კრიტიკა სანათურია
ლიტერატურისა” (1898 წ.) და ”სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის
იუბილეზე” (1900 წ.), ცისანა ყიფშიძემ – წერილები 1837 წლიდან 1888 წლის მარტის
ჩათვლით; ლამარა შავგულიძემ – წერილები 1888 წლისა (აპრილიდან), ”ერნესტო
როსი მეფე ლირის როლში” (1890 წ.) და 1891 წლის წერილები; ლევან ჭრელაშვილმა –
1889-1890 წლების წერილები; იოსებ ლორთქიფანიძემ – 1892-1893 წლების წერილები.

ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის
ერისთავის კაზლოვიდგან ”შეშლილის”
თარგმანზედა (გვ. 11)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 217, გვ. 154 – 170; ასლი U 1052, გვ. 1 – 20.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”ცისკარი”, 1861, № 4, გვ. 557 – 594.
თ ა რ ი ღ ი: 1861 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: თ. ილ. ჭავჭავაძე.
წერილის ავტოგრაფი არ შემონახულა, ზემოთ მითითებული ორივე
ხელნაწერი თითქმის სიტყვასიტყვით არის გადაწერილი ჟურნ. ”ცისკრიდან”. № 217
ხელნაწერ კრებულში სათაურშია – ”კოზლოვითგან” და, საერთოდ, ”იდგან”-ის
მაგიერ ყველგან იკითხება ”ითგან”, აქვე პირველ გვერდზე არ არის სქოლიო. ხოლო №
1052 ხელნაწერში წერილის სათაურისეული ”თარგმნაზედა” შეცვლილია სიტყვით
”თარგმანზედა”.
ჟურნ. ”ცისკრის” 1861 წლის აპრილის ნომერში, სადაც ”ორიოდე სიტყვა”
პირველად დაიბეჭდა, წერილი, ცხადია შეცდომითაა დათარიღებული 1861 წლის 5
ნოემბრით (ნაცვლად 1860 წლის 5 ნოემბრისა). ჩვენ ეს კორექტურული შეცდომა
გავასწორეთ და ტექსტს ბოლოში მივუწერეთ ავტორისეული თარიღი: ”1860 წელსა,
ნოემბერის 5-სა დღესა” (ეს შეცდომა გასწორებულია ილია ჭავჭავაძის ნაწერების 1925
– 1929 წლების გამოცემაშიც, მაგრამ შემდეგ, ილიას თხზულებათა 1951 – 1961 წლების
გამოცემაში ”ორიოდე სიტყვა” კვლავ 1861 წლით არის დათარიღებული).
ცნობილია, რომ ეს წერილი ილია ჭავჭავაძემ სტუდენტობისას, პეტერბურგში
ყოფნის დროს დაწერა და იქიდან გამოუგზავნა ”ცისკრის” რედაქციას.
”ორიოდე სიტყვამ”, ილიას პირველმა კრიტიკულმა წერილმა, რომელმაც
თერგდალეულთა ლიტერატურული მანიფესტის როლი შეასრულა, ქართველ
მოღვაწეთა უფროსი თაობის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და სათავე
დაუდო ორი თაობის მძაფრ ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივ პოლემიკას – ე.
წ. ”მამათა” და ”შვილთა ბრძოლას”. ”ცისკრის” მომდევნო ნომერშივე (№ 5) ილიას
წინააღმდეგ სამი წერილი დაიბეჭდა: ბარბარე ჯორჯაძის ”თ. ილია ჭავჭავაძის
კრიტიკაზედ”, რევაზ ერისთავის ”პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა” და
გიორგი ბარათოვის (ბარათაშვილის) ”წერილი რედაკტორთან” (ამ წერილის ბეჭდვა
”ცისკრის” № 6-ში დასრულდა), რომლებშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ”ორიოდე
სიტყვაში” განვითარებული შეხედულებები.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში ”ორიოდე სიტყვა” პირველად 1909
წელს დაიბეჭდა. – იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის
გამავრც. საზოგ. გამოცემა № 97, ტფილისი, 1909.
მითითებულ გამოცემაში წერილის სათაური შეცდომით იყო დაბეჭდილი:
”ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის მიერ ”შეშლილის”
თარგმანზედა”. მას შემდეგ ეს შეცდომა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ყველა
გამოცემაში მეორდება (გასწორდა მხოლოდ ერთი სიტყვა: თარგმანზედა –
თარგმნაზედა) 15 და სამეცნიერო ლიტერატურაშიც, როგორც წესი, წერილი ამ მცდარი
15

აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომს (1927 წ.) დაერთვის ”ტექსტის
შესწორება”, სადაც ვკითხულობთ: ”მე-3 გვერდის მე-3 სტრიქონში დაბეჭდილია: ”კაზლოვის მიერ

სათაურით მოიხსენიება. წინამდებარე ტომში წერილის ილიასეული სათაურია
აღდგენილი.
ილია ჭავჭავაძის ენობრივი ნორმების გათვალისწინებით პირველნაბეჭდის
ტექსტში შევასწორეთ შემდეგი ფორმები:
11. 14 მონადირეების] მონადირების. 13. 25 ბუზად] ბუზათ, 34 ბრმადა]
ბრმათა. 14. 30 აშუღადა] აშუღათა. 15. 11 ფიქრადაც] ფიქრათაც. 16. 29 შევსდგებით]
შევზდგებით. 29 წავსდგამთ] წავზდგამთ. 17 3 გასაშინჯავად] გასაშინჯავათ;
გამოსაცდელად] გამოსაცდელათ. 8 კარგად] კარგათ. 11 სწორედ] სწორეთ. 13.
მივუბრუნდეთ] მიუბრუნდეთ. 15 შევუდგეთ] შეუდგეთ. 32 კარგად] კარგათ;
კარგადა] კარგათა. 18. 9 ჭკვიანად] ჭკვიანათ. 23 გავუკეთეთ] გაუკეთეთ. 33
მივუბრუნდეთ]
მიუბრუნდეთ.
19.
4
მივუგებთ]
მიუგებთ.
13
ვუწინასწარმეტყველებთ] უწინასაწარმეტყველებთ. 29 სიძულვილი] სიძულილი. 20.
23 გავუმართეთ] გაუმართეთ. 29 მოლექსეები] მოლექსები. 21. 9 გაუხეთქავს]
გაუხეთქამს. 19 ჭლექად] ჭლექათ. 25. 22 ძალადა] ძალათა. 23 დავუკარგოთ]
დაუკარგოთ. 29. 8 მეორედაც] მეორეთაც. 30. 15 დავსდვათ] დავზდვათ; ფიქრად]
ფიქრათ. 27 ვუყოთ] უყოთ. 29 ვუპატრონეთ] უპატრონეთ. 31 დავუთმობდით]
დაუთმობდით. 31. 9 ვუყოთ] უყოთ.
12. 16 ...კარამზინის სხოლის... – იგულისხმება რუსული სანტიმენტალიზმი,
რომლის მამამთავარიც იყო ნ. მ. კარამზინი (1766 – 1826 წწ.).
12. 21 ...გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ
ლექსები ანდრე შენიესი... – ილიას მხედველობაში აქვს ივ. კოზლოვის თხზულებათა
სრული, 1828 წ. გამოცემა.
15. 2 ...მისი თამარის ქება მთელი მოთხრობის ოდენაა... – იგულისხმება XII
საუკ. ქართველი პოეტის ჩახრუხაძის სახოტბო პოემა ”თამარიანი”.
22. 16 ...აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა...
– იგულისხმება ბერძნული მითოლოგიური გმირი აპოლონი, რომელმაც ტყავი
გააძრო მის მეტოქეს მუსიკაში – მარსიოსს (მარსიაზს).
26. 1 ...აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი
ოქტომბრის ”ცისკრის” ”ო... დარდები”; აბა ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ
ურითმო ლექსშია! – იგულისხმება გრ. ორბელიანის ლექსი ”დიმიტრი ონიკაშვილის
დარდები”, დაწერილი 1860 წ. (გამოქვეყნდა იმავე წელს ჟურნ. ”ცისკრის” ოქტომბრის
ნომერში, – № 10).

”შეშლილის” თარგმანზედა” (თანახმად წ. კ. საზოგადოების გამოცემისა, 1909 წლ.). ეს ადგილი უნდა
შესწორდეს შემდეგნაირად: ”კაზლოვიდგან” შეშლილის თარგმნაზედა” (ამრიგად იყო დაბეჭდილი
პირველად ”ცისკარში” 1861 წ. № 4)”.
მიუხედავად ამ ”შესწორებისა”, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა შემდეგ გამოცემებში ”ორიოდე
სიტყვა” ისევ ამ მცდარი სათაურითაა (”კაზლოვის მიერ ”შეშლილის...”) დაბეჭდილი.

პასუხი (გვ. 32)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 217, გვ. 170 – 193; ასლი U № 1052, გვ. 21 – 47.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”ცისკარი”, 1861 წ., № 6, გვ. 181 – 251.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: თ. ილ. ჭავჭავაძე.
”პასუხი” ჟურნალ ”ცისკრის” მაისის ნომერში (№ 5) გამოქვეყნებული იმ
კრიტიკული წერილების საპასუხოდ დაიწერა, რომლებიც ილიას ”ორიოდე სიტყვის”
წინააღმდეგ იყო მიმართული (იხ. შენიშვნა წერილისა ”ორიოდე სიტყვა...”).
ჟურნალის რედაქციამ ”პასუხს” კრიტიკული შენიშვნები დაურთო, რომელშიც
მკაფიოდაა გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ახალგაზრდა ავტორის
პოზიციისადმი (მითითებული შენიშვნები აქვე იბეჭდება).
ილიას ზემოხსენებული წერილების გამო პოლემიკამ ჟურნ. ”ცისკრის”
ფურცლებზე უაღრესად მძაფრი ხასიათი მიიღო. ”ცისკრის” 1861 წლის № 6-ში ილიას
წინააღმდეგ იბეჭდება სარდიონ მესხიევის (ალექსი-მესხიშვილის) ”უსტარი
ანტიკრიტიკული”, № 9-ში – ბარბარე ჯორჯაძის ”პასუხის პასუხი”, ხოლო 1862 წლის
№ 2-ში, ”ზემოური იმერელი გორისელი წერეთელი ეფთვიმე”-ს ხელმოწერით, –
”უფალო რედაკტორო!”. ”ცისკრის” ფურცლებზევე იბეჭდება ილიას თანამოაზრეთა
წერილებიც: კირილე ლორთქიფანიძის (”თერგდალეულის” ფსევდონიმით) – ”წიგნი
მიწერილი რედაქტორთან ეფთვიმე წერეთლისა” (”ცისკარი”, 1862 წ., № 2); სამსონ
აბაშიძის (აგრეთვე ”თერგდალეულის” ფსევდონიმით) – ”რამდენიმე სიტყვა
ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ” (”ცისკარი”, 1862 წ., № 4), აკაკი
წერეთლის (”მესამე თერგდალეულის” ფსევდონიმით”), – ”ახირებული ფურცელი”
(”ცისკარი”, 1862 წ., № 5).
პირველნაბეჭდის ტექსტში შევიტანეთ შემდეგი სწორებები:
33. 7 ჩასაყლაპავად] ჩასაყლაპავათ. 32 დავუწყებთ] დაუწყობთ. 34. 16
ტყუილადა] ტყუილათა. 35. 10 ცხადად] ცხადათ. 36. 6 სწავლადა] სწავლათა; 7
კრიტიკად] კრიტიკათ. 37. 15 ვუყოთ] უყოთ; 18 კვეხნად] კვეხნათ. 38. 22
ცოტაოდენად] ცოტაოდენათ; 26 სდებს] ზდებს. 39. 3 გავუბედე] გაუბედე; 19
სამასხარაოდ] სამასხარაოთ. 40. 14 ნუგეშადა] ნუგეშათა; 23 დავუმატებ] დაუმატებ.
41. 28 გამოდგამენ] გამოზდგამენ. 42. 16 უთუოდ] უთუოთ; 23 მაგიერად] მაგიერათ;
31 კარგად] კარგათ. 43. 15 ცხადად] ცხადათ; 23 ხმადაო] ხმათაო; 29 მაგრად] მაგრათ.
44. 2 ერთადაა] ერთათაა; 5 გავუკეთე] გაუკეთე; 23 სხვადასხვანაირად]
სხვადასხვანაირათ; 31 ვხედავ] ვხედამ. 45. 15, 16 ტყუილად] ტყუილათ, 20 რატომ]
რამ. 46. 1 კარგად] კარგათ. 48. 10 აზრად] აზრათ; 14 უხერხოდ] უხერხოთ; 28 კარგად]
კარგათ; 35 საჭმელად] საჭმელათ. 49. 7 საკვირვლად] საკვირვლათ; 11, 13 კარგად]
კარგათ; 19 თავისთავად] თავისთავათ. 50. 3 უანგაროდა] უანგაროთა; 13 დასდებს]
დაზდებს; 22 გავურჩევდი] გაურჩევდი. 51. 3 უნიჭოდაც] უნიჭოთაც; 14 გაგგზავნით]
გაგზავნით; 33 მოწმად] მოწმათ. 52. 4 სახსოვრად] სახსოვრათ; 9 სამასხარაოდ]
სამასხარაოთ; 18 სალაპარაკოდა] სალაპარაკოთა; 22 ჩირქიანად] ჩირქიანათ. 53. 14
ცუდად] ცუდათ; 22 უთუოდ] უთუოთ; 23 სუნთქავს] სუნთქამს. 29 სხვარიგად]
სხვარიგათ (ორჯერ). 54. 14 ჭკვიანურად] ჭკვიანურათ; 15. რიგიანად] რიგიანათ; 22
უწყალოდ] უწყალოთ. 55. 9 საქვეყნოდ] საქვეყნოთ. 56. 16 გადაწყვეტილად]
გადაწყვეტილათ; 23 სდებს] ზდებს; 26 სიტყვებად] სიტყვებათ. 57. 18 უთუოდ]

უთუოთ; 24 უპატიოდ] უპატიოთ; 28 უბრალოდ] უბრალოთ; 29 ამაოდ] ამაოთ; 32, 34
კარგად] კარგათ. 58. 22 ვსინჯავდი] ვსინჯამდი (ორჯერ). 59. 13 უმაგისოდაც]
უმაგისოთაც.
32. 4, Из нашей литературы... комплиментами».
წერილის ეპიგრაფად წამძღვარებული ეს სიტყვა ამოღებულია ბ. ბელინსკის
სტატიიდან – «О критике и литературных мнениях «Московского наблюдателя».
32. 13 ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! – იგულისხმება 1861 წ. ჟურნ.
”ცისკრის” აპრილის ნომერში (№ 4) დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის წერილი –
”ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ”შეშლილის”
თარგმნაზედა”.
32. 19 სამი სტატია ერთს სტატიაზედ... – იგულისხმება ილიას წერილის –
”ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ”შეშლილის”
თარგმნაზედა” – წინააღმდეგ დაბეჭდილი წერილები: ბარბარე ჯორჯაძის – ”თ. ილია
ჭავჭავაძის კრიტიკაზედ”, გიორგი ბარათოვის (ბარათაშვილის) – ”წერილი
რედაქტორთან” და რევაზ ერისთავის – ”პასუხი თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა”.
36. 27

”მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?”

ციტატა ამოღებულია ილიას ლექსიდან ”გაზაფხული” (”ტყემ მოისხა
ფოთოლი...”), რომელიც დაიწერა 1861 წელს (28 I) და იმავე წლის ”ცისკრის” № 4-ში
დაიბეჭდა.
40. 3 ...აპრილის სტატია... – იგულისხმება ილიას ”ორიოდე სიტყვა...”,
რომელიც 1861 წლის ჟურნ. ”ცისკრის” აპრილის ნომერში (№ 4) დაიბეჭდა.
46. 7

”მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში შეჰფრინდება”.

ციტატა ამოღებულია ილიას ლექსიდან ”თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე”
(დაწერილია 1860 წ. 16 VII), რომელიც ჟურნ. ”ცისკრის” 1861 წლის № 4-ში დაიბეჭდა.
47. 30

”და ემდურის ყარიბ მღერით...
ან შენ გიჟმა რა იცოდა...”

ციტატა ამოღებულია ილიას უსათაურო ლექსიდან – ”გახსოვს, ტურფავ...”
(დაწერილია 1860 წ. 5/XI), რომელიც ”ცისკრის” 1861 წლის № 4-ში დაიბეჭდა.
53. 34.

«Гармонии стиха божественныя тайны
Не думай разгадать по книгам мудрецов».
А. Майков.

ციტატა მოყვანილია აპოლონ მაიკოვის ლექსიდან «Октава» (1841 წ.).
55. 29 ჩემს ”ჰაჯი-აბრეკზედ” ბძანებთ, როგორც ”შეშლილიო”, ისე თქვენი
”ჰაჯი-აბრეკიაო”... – იგულისხმება მ. ლერმონტოვის პოემის ”ჰაჯი-აბრეკის”

ილიასეული თარგმანი (1859 წ. 16 III), რომელიც ჟურნ. ”ცისკრის” 1860 წ. № 11-ში
დაიბეჭდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილიას ”პასუხი” ჟურნ. ”ცისკარში” სარედაქციო
შენიშვნების თანდართვით დაიბეჭდა. აი, ეს შენიშვნებიც: –
1. ეს ეპიგრაფი აქ უადგილოა: ეს მიეწერება იმ დროს, როდესაც ბელინსკისაგან
მოხსენებული ნაკლულევანებაები ზოგი ერთის ევროპიის საზოგადოების ზნეობაში
იყვნენ და ამ ზნეობეებითგან შემოვიდნენ მათ სიტყვიერებაში: პირველი მაგალითი
უჩვენა ფრანციამა, რომელსაც ჰბაძავდა თვით რუსეთიცა. ქართული სიტყვიერება
ჯერეთ არ დაფუძნებულა, ჯერეთ არა რაი ”მიმართულება” მას არ მიუღია,
მაშასადამე, თუ ჩვენის საზოგადოების ზნეობაში ის ნაკლულევანებანი არიან
შემოტანილნი, იმათ ჯერ ლიტერატურას ვერ მივაწერთ. მართალია, მარმონტელიც
იყო დაბეჭდილი, კაზლოვიცა და სხვანიცა, მაგრამ იმათი გავლენა არავისზედა
ჰქონიათ და არც ერთი ”ცისკრის” თანამშრომელი იმათ არა ჰბაძავს. ”ცისკრის”
რედაქცია, მართალია, მოიწვევს ქალებს საწერად, ვითომც ამ შემთხვევაში
დასაძრახისი რა არის? საქართველოს შვილნი – კაცნი და ქალნი არიან ნიჭიერნი და ამ
მოწვევაში მხოლოდ ის აზრი სძევს, რომ, თუნდა თავდაპირველად ცუდად სწერონ
”ცისკრის” თანამშრომელთა (ეს აუცილებელია), თავისს დროზედ ისწავლიან და
განვითარდებიან. ყოველს განათლებულს ქვეყანაში ასე დაფუძნებულან სიტყვიერება
და ჟურნალები, რედაქციისა და საზოგადოების მოვალეობა არის ამ გვარნი მწერალნი
განამხნევოს და დაფაროს დროებით ნაკლულევანებანი, რომელნიც უვნებელნი არიან
და თავისს თავათვე, აღმოიკვეთებიან. ისინი ჯერ სიტყვიერებაში ყრმანი არიან,
მაშასადამე დაყვავება მათი საჭიროა. უ. ჭავჭავაძე ივიწყებს რა გვარს
საზოგადოებისათვის ჰსწერს კრიტიკებსა. ქართველები ჯერ ევროპიისა და რუსეთის
განათლებაზედ არა დგანან. უ. ჭავჭავაძე ბელინსკის ჰბაძავს და ბელინსკობა ჩვენში
არ გამოდგება. თუმცა ბელინსკი საფუძვლიანი და უპირველესი კრიტიკი იყო
რუსეთში, მაგრამ, როგორათაც სნეული და ზაფრიანი კაცი, ყოველთვის
ილანძღებოდა და ამ მიზეზით იმისი ბაძვა არ არს მოსაწონი, და თვით რუსეთში
ეხლა ვინა ჰბაძავს იმასა?
2. ბელინსკის გავლენა ყოველს სიტყვაში ჰსჩანს. ”ბარაქალა, ჩემო სტატიავ,
ბარაქალა, ვისაც თავის დღეში... პასუხს ერთათ გავცემდი... ზომიერი ლუკმა
გამოვიდოდა...” ადამიანმა წერაში, თუ მოქმედებაში ზომიერება არ უნდა დაივიწყოს,
თორემ კარგი არა იქნება რა: ის თუ არ თავისს თავში, სხვაში ვერც ნიჭსა და ვერც სხვა
ღირსებას ვერ შენიშნავს. თუნდა რომ მთელი საზოგადოება ამხილებდეს, შენ არ
ვარგიხარ, შენ უსაფუძვლოდ ჰსწერ, ანუ მოქმედებ, ის ვერ დაიჯერებს, თქვენ
ყველანი სწორეს არ ამბობთო, თქვენ არაფერი გესმითო. მე ვარო რაცა ვარო. აი იმისი
აზრები. უ. ჭავჭავაძე, როგორც ეტყობა, ჯერეთ ყმაწვილია, გამოუცდელი, უნდა კი
თავისი ნიჭიერება გვიჩვენოს და მხოლოდ ამაყობს. იმ მწერალთა სტატიებში,
რომელნიც მას არ მოსწონს, უფრო კარგი აზრები სძევს, და უფრო საფუძვლიანად
არიან ისინი დაწერილნი. განსაკუთრებით კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ეს თვით მცოდნე
პირთაც შენიშნეს, მაგრამ უ. ჭავჭავაძე ამას ვერ ხედავს, არც ესმის, თუ საზოგადოების
აზრსა და მსჯელობას აქვს რამე მნიშვნელობა. არა, მე უნივერსიტეტის სტუდენტი
ვარო, მარტო სტუდენტებს შეუძლიანთ დაფასებაო, სხვას რა ესმითო. ასე გამოდის, ამ
აზრით მხოლოდ უნივერსიტეტის სწავლასა და ღირსს სტუდენტებს, ცუდად
შეასმენს მრავალთა ჩვენ მემამულეთა შორის. ეს სამწუხაროა.

3. აბა ვნახოთ რას იტყვის ჩვენი ამაყი კრიტიკი! სჩანს მარტო ლიტერატურას არ
მისდევს, ბუნების თვისებეებზედაც ჰყვარებია დაფიქრება და საუბარი.
4. ”ვისაც ძალა და ღონე აქვს – გაიქცევა მოედნიდამ და იმალება, ვისაც არა აქვს
ძალა, შეუპოვრად გამოვა”, – თუმცა ბევრი რამ გაგვიგონია ბუნებაზედა და
ყმაწვილობაში ჩვენც ბევრი რამ მიგვიწერია ბუნებისათვის, მაგრამ უკაცრაოდ –
უსწავლელნი და უმეცარნი ვართ – ამაზედ ჯერ ჩვენი აზრი არ მოგვსვლია. ერთმა
ევროპიელ წესსზედ აღზრდილმა კაცმა გვიანბო, უპირველესი ადამიანის ბუნების
მცოდნე ვიღაც შეგსპირი თურმე ყოფილა და ამ გვარი იმას არა უთქვამს რა. – მაგრამ,
რახან ”გონიერი კაცი მიხვდება, როგორც კრიტიკი ანბობს, თუ გონება დააკვირვა”,
მაშ აღარა გვეთქმის რა. იქნება იმ გონიერთ რიცხვში ბელინსკიც იყოს და იმას
უთქვამს, – ”სულელის უბედურება ის კი არ არისო, რომ სულელიაო, ის არისო, რომ
თავისს თავს ვერ იცნობსო და თავისი თავი დიდი რამ ჰგონიაო”! ოჰ! საკვირველება
საკვირველებათა!
5. ”ადამიანის წვრილმანობა და მსუნაგობა?” – იქნება ესეც ადამიანის ბუნების
თვისება იყოს, რომ რამდენიც ბუნება წვრილმანია, იმდენი მსუნაგი უნდა იყოს.
რამდენსამე კაცებს კი ვიცნობთ, წვრილმანება და მსუნაგობა არ იციან რა არის.
რამდენიმე მსუქნებს ვიცნობთ, რომელნიცა საკვირველნი მსუნაგნი არიან, მაგრამ
ესეც ჩვენი უმეცრება, – სჩანს, ამასაც ბელინსკი გვიმტკიცებს. უნდა დავიჯეროთ.
ბელინსკი უპირატესი ავტორიტეტი ყოფილა.
6. საკვირველია! კრიტიკი ანბობს, ხშირად გვესმისო, ჩვენ კი ამის მეტად არ
მოგვსმენია, ვითომც ვისაც არ ესმის მნიშვნელობა ლიტერატურისა, კრიტიკისა,
ხელოვნებისა, სიტყვიერების და სხვათა, ის კალამს ხელში არ აიღებს და თუ აიღებს,
მარტო მოკითხვის წიგნების მეტს არა რას დასწერს. რა ვქნათ, მივიღოთ ეს სიტყვები,
თუმცა კი ვერ დაგვიჯერებია ჩვენი თავი და თუმცა კი კ. ბარბარე ჯორჯაძისას,
რომელიცა მაგალითად მოჰყავს, და რომელსაც არ ვიცით ”თეორეტიკა, ანუ
ხელოვნებითი სიტყვიერება ესმის თუ არა და არც ის ვიცით (ეს ლიტერატურის
საქმეც არ არის იცოდეს) კეთილის გულისაა, თუ ბოროტისა, თუმცა კნ. ბარბარე
ჯორჯაძისას ცისკრის იმ თანამშრომელთა შორის ვრიცხავთ, რომელნიცა შენიშნა
ჩვენმა საზოგადოებამ და აღმოაჩინეს ლექსებში ნიჭი, როგორათაც მოაზრე პოეტათა,
მაგ. ”არაგვში” და პროზაშიაც აღმოაჩინეს ლოღიკური წერა, ზომიერება, კარგ ენის
ცოდნა და სხვანი ღირსებანი.
უკაცრავათ ნუ ვიქმნებით, მეცნიერო კრიტიკო, ერთს შენიშვნაზედ, ჩვენ არ
გვესმის, რას ნიშნავს ფრაზა: ”შინიდამ გამოუსვლელობა”. მრავალი ვიფიქრეთ და ვერ
მივხვდით, რატო არ შეიძლება ადამიანი შინ იჯდეს და თეორეტიკა კარგად ესმოდეს,
ესეც არ გვესმის რა დაკავშირებაა ამ სიტყვებში ”შინიდამ გამოუსვლელობა და
უნივერსიტეტის დაცინება, აქედამა სჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის და არც
სიტყვიერება”. თუ გამოუსვლელობით გინდათ სთქვათ, უნივერსიტეტში არა
ყოფილაო და ამისათვის არ ესმის კნ. ჯორჯაძისას ხელოვნება, ამაზედ კი ვერ
დაგთანხმდებით. განა არ იცით, ის მწერალი, ქალია, უნივერსიტეტში იმას მთავრობა
არ მიიღებდა. მაშ ქალებში გარეთ სულ არავინ გამოსულა და ჰსჩანს იმათში არავის
ესმის არც ხელოვნება, არც სიტყვიერება, მაშ ამასში შეთანასწორებას კი ნუ
დაინახავთ, მაშ ვინ არიან მადამ სტალი, ჟორჟ-სანდი, ბიჩერ-სტოუ, ავტორი ”ჯენიეირისა” და სხვანი მწერალნი ქალთაგან, რომელნია ევროპიისა და ამერიკის
სიტყვიერებაში ბრწყინავენ როგორც უპირველესნი პლანეტნი. თქვენი მაგალითი და
ავტორიტეტი ბელინსკი? თუმცა ფეხი შესდგა იმან მოსკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ
გამორიცხული იქმნა, აგრეთვე ბაირონიც გამოგდებული იყო უნივერსიტეტიდამა.

სჩანს, ისე უნივერსიტეტი არ აძლევს ადამიანს სწავლასა და ჭეშმარიტს მსჯელობასა,
როგორათაც ბუნებითი ნიჭი და მეცადინეობა, ანუ შრომა? და არა ჰსჩანს, რომ კნ.
ჯორჯაძისას ნიჭი არა ჰქონდეს და ან მეცადინეობა. ჩვენ წარმატებასაც ვხედავთ
იმისს თხზულებაებში, თქვენ რატომ არა ხედავთ ან ერთს, ან მეორეს. ეს არ გვესმის...
მეორე შენიშვნაც აი რა გახლავსთ. თქვენ ბძანებთ, ვითომც კნ. ჯორჯაძისა
უნივერსიტეტს დასცინოდეს. ჩვენ ბევრჯელ გადავიკითხეთ იმისი სტატია და
დაცინვა ვერსად ამოვიკითხეთ. ეს კი ჭეშმარიტია, – თქვენ გკიცხავთ, როგორათაც
უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც იქამდის უნივერსიტეტის მეცნიერების
მითვისებით და, რომელიც კრიტიკაში კი აღმოიჩენს კრიტიკულს ხელოვნების
უცოდინარობასა, ქართულის გრამმატიკის კანონთ შეურაცხებასა, აზრების
ულოღიკო დაწყებასა, ხან და ხან წინააღმდეგობასა თქვენისავე აზრისა და უშესაბამო
ფრაზების ხმარებასა. თქვენი კრიტიკა ასე მიიღეს არა თუ მხოლოდ კნ. ბარბარე
ჯორჯაძისამ, არამედ მრთელმა საზოგადოებამა. თუ გესმოდეთ კრიტიკის წერა რა
არის, თქვენ აი რას იქმოდით: ვსთქვათ კრიტიკა დასწერეთ და დააბეჭდინეთ,
ვსთქვათ, თქვენ, როგორათაც ყმაწვილი კაცი თქვენ თავში უპირველესს ნიჭსა
ხედავდით, რატომ ყური არ უგდეთ საზოგადო ხმასა. ევროპაში ყველგან ასე იწერება
კრიტიკები, რომ ავტორნი ჯერ შეიტყობენ, ხალხს როგორ ესმისთ ის საგანი,
რომელზედაც უნდათ წერა, ან ღირსებისას რას ანბობენ, ან ნაკლულევანებისასა და
შემდეგს ქაღალდს გარდასცემენ ლოღიკურის წესითა და თავიანთის აზრებითა,
თქვენ საზოგადოს აზრს არას დასდევთ, თქვენ, როგორათაც ანბობენ, ყველაზედ
დაცინებით ანბობთ, რამდენსამე ადგილს აი რა გავიგონეთ: ”საყვედურს გვეუბნებით,
რატომ ”ცისკარს” არ ვიწერთო, რათ დავიბაროთ და როგორ ვიკითხოთო, როდესაც
ლანძღვის მეტს ვერასა ვპოებთო, როგორათაც აი ჭავჭავაძის კრიტიკაშიაო”. ერთმა
შესანიშნავმა პირმა, რომელიც ქართულს სიტყვიერებას მისდევს, აი რა გვითხრა: ”თუ
ღმერთი გწამსო, ამისთანა უშვერს სტატიებს ნუ ბეჭდავთო”.
7. სცდებით ამაში. უსწავლელოთ ვერ მიხვდებით, სად რა ასო იხმარება.
მხოლოდ შეიძლება კი უგრამმატიკოდ მიიღოთ ამაში განვითარება, პრაკტიკით თუ
ყურადღებითის კითხვითა, რომელი რუსი გინახათ, კანონიერად სწერდეს თავისს
ენაზედა, თუ არ უსწავლია? ან აბა ფრანცუზმა, ანუ ანგლიჩანმა მიითვისონ თავიანთ
ენები ისე, რომ უსწავლელად კანონიერად სწერონ ხოლმე თვისს ენებზედა.
8. ძალიან სასტიკათ ანბობთ კნ. ბარბარე ჯორჯაძის უმეცრებასა და თქვენ
თვითან არა გცოდნიათ, რა არის ხელოვნება. არც გვესმის ეს სიტყვები: ”ხელოვნება
არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა...” როგორ თუ სახეში? ანუ, როგორ თუ
განხორციელება? სახე თქვენს აზრში მხატვრობას ხომ არ ნიშნავს? მაშ თუ ასეა, თქვენ
გინდათ სთქვათ: ხელოვნება არის განხორციელება, ანუ მხატვრობითი გამოთქმა
იდეისა, აზრისა... ეს ასე არ არის. ხელოვნება მარტო პოეზიასა, მუზიკასა და
მხატვრობას არ მიეწერება: ხელოვნებასა აქვს ვრცელი მნიშვნელობა: ხელოვნება
მიეწერება ყოველს საგანსა უსიტყვო, თუ სიტყვიერს ბუნებაშია, – საგანსა,
რომელშიაც შინაგანი ღირსება და თვით გარეგანი ღირსება ისე არიან
შეკავშირებულნი, რომ ადამიანში აღძრვენ აზრსა და გრძნობასა. თქვენის
განსაზღვრებით ყოველივე ლექსი, ყოველივე მუზიკა და ყოველივე მხატვრობა
ხელოვნება უნდა იყოს. თქვენ ანბობთ: ”სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიასა
ჰქვიანო”. თქვენ ეჭვში შეგყევართ, რადგანაც არ აგვიხსნით, როგორ გესმით პოეზია?
თუ პოეზიას მარტო ლექსებში ჰპოებთ, რაც უნდა მშვენიერად იყვნენ ის ლექსები
დაწერილი, დიდად სცდებით. მართალია, ასე ესმოდათ ეს უწინა, ახლა კი სწავლამ
სხვა აზრი დასდვა ამ საგანზედ, პოეზია პროზაშიაც არის, არა თუ არის, უფრო

ცხოველად გამომეტყველებს, რადგანაც რითმები შეავიწროებენ ადამიანის აზრსა,
ამისათვის შაირს ფასი აღარა სძევს. შაირებს განათლებულს ქვეყნებში იშვიათადღა
მისდევენ და ეს არის მიზეზი. რომ დიდი პოეტები მოლექსეები აღარსად არიან.
ისინი შეიცვალნენ პროზაიკებათა.
9. თეორეტიკა რათა გგონია სხოლასტიკის ნაშთათა? თეორეტიკა ანუ ტეორია
არის კანონები რომლისამე სწავლისა. არც ერთი სწავლა არ შეიძლება უტეორიოთა,
მატემატიკა, თუ პოეზია, თუ ისტორია, ან რა გახლავსთ სხოლასტიკა. შე
დალოცვილო, ყოველს გვერდზედ ივიწყებთ, რომ ქართველებთან გვაქვს საქმე და
არა ევროპის განათლებულ საზოგადოებასთანა.
10. სიცრუეს ანბობ მაშ? რათ გესმით ბრუნდეთ ჭეშმარიტება. კრიტიკების
მწერალს ეს არ მიეტევება.
11. ანბანის ცოდნაზედ კი არ გეუბნება კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, არამედ
ტეორიის ცოდნაზედა. რა ლოღიკით ურევთ ერთი ერთმანეთს ამ საგნებსა, რომელთ
შორისაც დაკავშირება არა არის რა.
12. არ გესმის ამ სიტყვებში რა აზრია. ან ეს რა ქართული ენაა. უფ. კრიტიკო?
13. კიდევ უბედურს თეორეტიკას მიუბრუნდა. ვითომ ამ გამეორებით ძალას
აძლევთ თქვენს სიტყვებსა. იქნება ამ გვარი წერა ბელინსკისაგან ისწავლეთ!
14. თქვენ არა დაგიკარგავსთ რა და გირჩევთ არაფერი ეძებოთ, ვერას იპოვით.
15. საკვირვლათ მჭევრ მეტყველობთ!
16. ეს მეოთხეთ თუ მეხუთეთ იმეორებს ჩვენი კრიტიკი თეორეტიკასა.
17. ეს მეექვსეთა!
18. [შენიშვნა სქოლიოში არაა].
19. უბრალო აზრი უბრალოდ გამოთქმული! საცა აქამდისინ ქართველნი
ხმარობდნენ – მარტივი აზრი მარტივად გამოთქმული, ახლა კრიტიკი ხმარობს
”უბრალო აზრი უბრალოდ გამოთქმული” (?)
20. მადლობა ღმერთსა! ძლივს აღმოვიკითხეთ კრიტიკის განსაზღვრება. იქნება
ის ევროპიელნი, მეთექვსმეტე საუკუნეში რომ მრავალი ჟამი ოკეანეში სცურავდნენ,
არ აღვსილან აგრეთის სიხარულითა, ოდეს ამერიკის ხმელეთი დაინახეს,
როგორათაც ჩვენ, რა კრიტიკის გამორკვევა შევნიშნეთ, აბა როგორ გამოგვირკვევს
მეცნიერი კრიტიკი თავისს საგანსა, სწორე მოგახსენოთ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი
იყო. ეს განსაზღვრება თეორეტიკას ეკუთვნის და კარგათ იცით თ. ილია ჭავჭავაძე რა
აზრისაა თეორეტიკაზედა...
”კრიტიკა არის – განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, და დაფასებაც”, რომელ
ლექსიკონითგან ამოუწერია ამ ერთისა და იმავე აზრის შემცველი სიტყვები. აქედამ
ვხედავთ, რომ ავტორს ფრაზები დიდად ჰყვარებია. საკმაო იყო ერთი რომელიმე
სიტყვა ეკმაყოფილა და შემდეგ განემარტა, ესე იგი, ეთქვა, რომ ეს სიტყვა ორ
ნაწილად განიყოფება ღირსებისა ნაკლულევანებისა ასაწონად. ”ჯერ ღირსება საგნისა
უნდა ითქვასო, მას უკან ნაკლულევანება”. არ გვესმის, რატო არ შეიძლება ჯერ
ნაკლულევანება ითქვას, შემდეგ ღირსება, ეს მწერალზედ არის დამოკიდებული.
უპირველესი კრიტიკი, ანგლიის ისტორიკი მაკოლეი, თვით თქვენი ავტორიტეტი
ბელინსკი და ყოველგან განვითარებულნი კრიტიკნი ასე სწერენ. არ იქნება
დაგვისახელოთ ის კრიტიკი, რომელიც ”განარჩევს რა ცუდსა და კარგს, სასწორს
დაუთმობს ხოლმე თვით მკითხველსა”. ამ სიტყვით ამტკიცებთ იმას, რომ თქვენ არ
გესმით რას ანბობთ. კრიტიკა მაშ რა არის, თუ არ დაფასება ანუ აწონა საგნისა. ამ
აზრს სადაურის ლოღიკით გამოსთქვავთ. უ. ბარათოვს სასაცილოდ იგდებთ
შენიშვნაში, მაგრამ იმას შეუძლიან თქვენზედვე გადმოიტანოს ეს სიტყვები და უფრო

ჭეშმარიტი იქნება. რას ნიშნავს ფრაზა ”კრიტიკის თანასწორე მნიშვნელობა არ არის
ქართულს ენაზედაო და არც ძალიან საჭიროა რომ იყოსო, თუმცა უკეთესი იქნებოდა,
რომ ყოფილიყო, რადგანაც ეს დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამაპაპანი მაგ აზრით
განვითარებულნი ყოფილანო”. შე დალოცვილო, თქვენვე განსაზღვრეთ კრიტიკა
ქართულის სიტყვებითა: განხილვა, თუ გარკვევა, თუ დაფასება, აი სამი სიტყვა,
რომელთაგანიც თვითეული კრიტიკის მნიშვნელობას შეიცავს. მრთელს ევროპაში
რისთვის შემოვიდა ეს სიტყვა, ეს სხვა არის: ევროპიელთ სიტყვიერებანი ერთი
მეორეზედ მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი და რასაკვირველია მრავალი
ტერმინებიც ანუ სწავლათ სიტყვანი ერთი და იგინივე განვრცელდნენ. ჩვენთვის ”არა
თუ დასაძრახისი არ არის”, როგორც თქვენ ანბობთ, ეს სიტყვები და სხვანიცა ჩვენმა
სიტყვიერებამ მიითვისოს, საჭიროც არის, მაგრამ ჯერ კი იმ გვარად ვერ ვიხმარებთ,
როგორც თქვენ ხმარობთ ფრაზებსა: კლასიკური სხოლასტიკა, პლასტიკა და სხვანი
ისე უნდა იხმაროთ, რომ ქართველი მკითხველი მაშინვე მიხვდეს იმათს
მნიშვნელობასა, თუ არა და ლექსიკონი სად ეძებოს უბედურმა სოფლელმა ჩვენმა
მემამულემ, კაცმა ანუ ქალმა. თუ კრიტიკოსათ გამოხვედით, ეს პირველი მოვალეობა
იყო თქვენი და ამაზედ კარგათ უნდა მოგეფიქრებინათ, ამას გიწერენ, კრ.
ჯორჯაძისაც, ბარათოვიცა და ერისთავიცა, ყველანიც ამასვე ანბობენ. ჰსჩანს, ვისაც
თქვენ სასაცილოდ იგდებთ, იმათ უფრო კარგათ ესმისთ.
21. ვისი ბრალია, რომ კნ. ჯორჯაძის კრიტიკაში თქვენ ვერასა პოულობდეთ.
22. მაშ რა არის თუ არა ლანძღვა! არ ვიცით ლანძღვა როგორ გესმით! ლანძღვა
თხზულებაში ის კი არ არის, რომ გინების სიტყვებს ხმარობდეთ, რომელსაც ნებას
თვით ცენზურა არ მოგცემთ და რომელსაც სხვა რამეც შეუდგება. ეს ის არის, რომ არა
თქვენი აზრი იმათ აზრს არ არღვევს, არამედ უშვერის სიტყვებით მიუბრუნდებით
როგორათაც პირი პირსა. სიტყვებში ანუ ლიტერატურაში ასე ესმით ლანძღვა. შე
დალოცვილო, აქაო და ბელინსკი ილანძღებაო, მაშ ლანძღვა აღარ უნდა იყოს.
23. ეს კი გაგვიგონია, რომ თვალებში ჭკუა გამომეტყველებდეს და ისკი არა,
თუ თვალებში ჰქონდეს ვისმე ჭკუა.
24. შე დალოცვილო, აქაო და სიტყვებს არას დავდეო, და მხოლოდ აზრებს
მივდეო, ეს ცუდათ გადმოწერილი გადაგეკითხათ ერთხელ მაინცა. მე ვიცი, რომ
თქვენ დაგიწერიათ მხედველობაში მყვანდნენო, და თქვენ სტატიის გადამწერს
უხმარია ხედვაში მყვანდნენო. გვეყოფა შენიშვნების წერა, არც დრო გვაქვს და აღარც
სურვილი. მოგვიტევეთ კი უ. კრიტიკო, რომ უზომოდ შევდეგით და ვერც ქართულ
ასოების ხმარებაზედ, ვერც ჩახრუხაძეს მნიშვნელობაზედ, ვერც ანტონი
კათალიკოზზედ და ვერც სხვათა, რომელთამე საგნებზედა ვერ მოგახსენეთ ჩვენი
აზრები, რომელნიც სრულებით ეწინააღმდეგებიან თქვენს აზრებსა. მაინც ზოგს
სხვების სტატიებიდგანა ჰსცნობთ.
(*) ვთხოვთ მკითხველს რედაქციას არ დააბრალოს ეს შეცდომა, უ. კრიტიკის
ნამდვილში ასე გახლავსთ, თორემ შემდეგ დაიბეჭდებოდა.
(**) ჩვენ ძალიან სამწუხაროდ მიგვაჩნია, რომ ასე ცილის დაწამება სცოდნია უ.
ჭავჭავაძეს, რომელსაცა ვთხოვ, მობრძანდნენ და შეამოწმონ ნამდვილთან, ასეა თავის
საკუთარი ხელით დაწერილი თუ არა? ”1861 წ. ნოემბრის 5-ს”, თუ სულ ასე მართლა
ლაპარაკობს, ნეტარება იმის სულს: განა არ ვნახეთ, რომ იმის ნამდვილში შეცდომა
იყო, მაგრამ, რადგანაც ნათქვამი გვქონდა, ნურცა თუ ერთს ასოს შეეხებით
გასასწორებლათაო, ამისთვის ვერ შევეხენით.

სფირიდონის და თადეოზის ბაასი (გვ. 60)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 64 – 116.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”საქართველოს მოამბე”, 1863 წ., № 5, გვ. 1 – 16; № 6, გვ. 33 – 45; №
7, გვ. 52 – 71; № 8, გვ. 77 – 83.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: სფირიდონ ჩიტორელიძე.
ხელნაწერი (U № 1052) წარმოადგენს ჟურნ. ”საქართველოს მოამბეში”
დაბეჭდილი ტექსტის ასლს.
საკითხზე, თუ ვის ეკუთვნოდა ფსევდონიმი ”სფირიდონ ჩიტორელიძე,
ათეული წლების განმავლობაში (თვით ილია ჭავჭავაძის თანამედროვეთა შორისაც
კი) განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. ერთნი ამ ფსევდონიმს ილიას
თანამოაზრეს – საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგსა და პუბლიცისტს, ”საქართველოს
მოამბისა” და ”ივერიის” თანამშრომელს, – მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს (1833 – 1891
წწ.) მიაკუთვნებდნენ, მეორენი – ილია ჭავჭავაძეს. კერძოდ, ანტონ ფურცელაძე, ილია
ხონელი (ბახტაძე) და ნიკოლოზ ყიფიანი ”სფირიდონ ჩიტორელიძეს” მიხეილ
ყიფიანის ფსევდონიმად მიიჩნევდნენ, ხოლო გიორგი თუმანიშვილი, ვალერიან
გუნია და თედო სახოკია – ილია ჭავჭავაძის ფსევდონიმად. გრიგოლ ყიფშიძემ ეს
ფსევდონიმი ადრე (1891 წ.) მიხეილ ყიფიანს მიაწერა, მერე კი (1914 წ.) ”სფირიდონ
ჩიტორელიძე” ილიას ფსევდონიმად მოიხსენია 16.
ფსევდონიმ ”სფირიდონ ჩიტორელიძის” ილიასეულობის შესახებ გრიგოლ
ყიფშიძის მიერ 1914 წელს მოწოდებული ზემომითითებული ცნობის საფუძველზე
და აგრეთვე ფელეტონის შინაარსისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი
შეტანილია ილიას ნაწარმოებთა ხელნაწერ კრებულში, რომელიც თვით ილიას
სიცოცხლეში დაუმზადებია გამოსაცემად ”ქარვთელთა საგამომცემლო ამხანაგობას”
(იგულისხმება ხელნაწერი კრებული U № 1052), ”სფირიდონისა და თადეოზის ბაასი”
– ისევე როგორც გაზ. ”ივერიის” 1890 წლის № 179-ში ”სფირიდონ ჩიტორელიძის”
ფსევდონიმით გამოქვეყნებული ”წერილი მეგობართან”, – ილია ჭავჭავაძისეულად
მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა 1925 – 1929 წლების გამოცემის IV ტომში
შეიტანეს პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელმა. მაგრამ ამავე გამოცემის V
ტომის სარედაქციო შენიშვნებში (დამატებითი შენიშვნა ფსევდონიმის ”სფირიდონ
ჩიტორელიძის” შესახებ”) აღნიშნული იყო, რომ ამ ნაწარმოებთა შეტანა ილიას
თხზულებათა კრებულში შეცდომას წარმოადგენდა და რომ ახალაღმოჩენილი
მასალები (იგულისხმება ნ. ყიფიანის ზემოთ მითითებული წერილი) და ”სფირიდონ
ჩიტორელიძის” ფსევდონიმით ჟურნალ ”საქართველოს მოამბესა” და გაზ. ”ივერიაში”
გამოქვეყნებული წერილებისა და ფელეტონების სტილის გულდასმით შესწავლა
გამორიცხავს მათ ავტორად ილია ჭავჭავაძის მიჩნევის შესაძლებლობას. ამავე დროს
16

იხ. ქ ე რ ე ლ ი ბ ე ქ ა [ა ნ ტ ო ნ ფ უ რ ც ე ლ ა ძ ე], ქართული ლიტერატურა, – ჟურნ. ”ცისკარი”,
1863 წ., № 7; И. Х о н е л и [ი ლ ი ა ბ ა ხ ტ ა ძ ე], Михаил Заалович Кипиани, – «Новое Обозрение»,
1891, № 2479. ნ. ყ ი ფ ი ა ნ ი, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი, გაზ. ”კვალი”, 1893 წ., № 15, Г. М.
Т у м а н о в, Характеристики и воспоминания, III, 1907, с. 178 – 179; [ვ ა ლ ე რ ი ა ნ გ უ ნ ი ა]
”ნიშადურის კრებული”, № 1, გვ. 8; თ ე დ ო ს ა ხ ო კ ი ა, ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფია,
ჟურნ. ”მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია)”, 1981 წ., № 2 (ლევან ჭრელაშვილის პუბლიკაციით).
”გ-გ [გ რ ი გ ო ლ ყ ი ფ შ ი ძ ე], მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი, გაზ. ”ივერია”, 1891 წ., № 48; გ რ.
ყ ი ფ შ ი ძ ე, ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907), – წიგნში: ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, მ.
გედევანიშვილის გამოცემა, ტ. I, ტფილისი, 1914 წ., გვ. X X X.

აქვე აღნიშნული იყო ისეც, რომ შეხედულება ფსევდონიმ ”სფირიდონ
ჩიტორელიძის” ილიასეულობის შესახებ და, კერძოდ, ”სფირიდონისა და თადეოზის
ბაასის” შეტანა ”ილიას ნაწარმოებთა ხელნაწერ კრებულში [U № 1052], რომელიც
”ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობას” დაუმზადებია გამოსაცემად”, როგორც
ჩანს, განპირობებული იყო იმით, რომ მითითებული ფელეტონი ”ილიამ
რედაქციულად გადაამუშავა, ვიდრე მას დაბეჭდავდა თავის ჟურნალში
”საქართველოს მოამბე”. ხოლო ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავდა ილიას რედაქციული
შესწორებანი: ხშირად იგი ახალი ნაწარმოების დაწერას უდრიდა” 17.
ფსევდონიმ ”სფირიდონ ჩიტორელიძის” საკითხს იოსებ გრიშაშვილიც შეეხო –
”ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში”, – და მიუთითა, რომ ”სფირიდონ
ჩიტორელიძე იყო ფსევდონიმი არა ილიასი... არამედ იმდროინდელი მოღვაწის
მიხეილ ზაალის ძე ყიფიანისაო” 18.
მას შემდეგ, ათეული წლების მანძილზე, აღნიშნული ფსევდონიმის საკითხს
საგანგებოდ აღარავინ შეხებია, მაგრამ საყურადღებოა, რომ შალვა გოზალიშვილის
წიგნში – ”ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები (აღწერილობა)”, რომელიც 1951 წელს
გამოიცა, ”სფირიდონის და თადეოზის ბაასი” ყოველგვარი კომენტარის გარეშე არის
მოხსენიებული, რაც, ვფიქრობთ, სავსებით ცხადყოფს წიგნის ავტორის შეხედულებას
აღნიშნული ფელეტონის ავტორობის საკითხზე.
სამოციანი წლების დასაწყისში ალექსანდრე კალანდაძემ კვლავ წამოჭრა ეს
მივიწყებული საკითხი და მრავალრიცხოვან არგუმენტებზე დაყრდნობით
დაასაბუთა (ჩვენი აზრით, – ეჭვმიუტანლად), რომ ”სფირიდონისა და თადეოზის
ბაასი”, რომელიც ”სფირიდონ ჩიტორელიძის” ფსევდონიმით გამოქვეყნდა ჟურნალ
”საქართველოს მოამბეში”, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებია 19. ალ. კალანდაძის
არგუმენტაციამ და დასკვნებმა იმთავითვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება (მ.
დუდუჩავა, ნ. ალანია, ი. ბოცვაძე, შ. რატიანი) და პოზიტიური შეფასება
დაიმსახურა 20. მაგრამ საკითხის კვლევა ამით არ დასრულებულა. 1977 წელს ალმანახ
”განთიადში” გამოქვეყნებულ წერილში – ”ილია ჭავჭავაძის ორი სადავო
ფსევდონიმის შესახებ” – დავით გამეზარდაშვილმა მკაცრად გაილაშქრა ალ.
კალანდაძის ზემოაღნიშნული დასკვნების წინააღმდეგ და კატეგორიულად უარყო
ფსევდონიმ ”სფირიდონ ჩიტორელიძის” ილიასეულობა, დ. გამეზარდაშვილის ამ
წერილმა კი პოლემიკური წერილების მთელი წყება გამოიწვია 21.
17

ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაწერების სრული კრებული, ტ. V, 1927 წ., გვ. 280 – 290.
ი. გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი, ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი, 1927 წ., გვ. 13
(სქოლიო); შდრ. ი. გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი, ფსევდონიმების ლექსიკონი (გამოკრიბა, გააწყო, შესავალი
წერილი დაურთო და რედაქცია გაუკეთა იოსებ ლორთქიფანიძემ), თბილისი, 1987 წ., გვ. 63.
19
იხ. ა ლ. კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ფსევდონიმები და თხზულებანი, ჟურნ.
”მნათობი”, 1962 წ., № 11; მ ი ს ი ვ ე, ”საქართველოს მოამბე”, თბილისი, 1963 წ., გვ. 40 – 49.
20
იხ. მ. დ უ დ უ ჩ ა ვ ა, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, ჟურნ. ”საქართველოს კომუნისტი”,
1964 წ., № 3, გვ. 86 – 87; ნ. ა ლ ა ნ ი ა, საყურადღებო მონოგრაფია, ჟურნ. ”სკოლა და ცხოვრება”, 1964
წ., გვ. 94 – 95. მ ი ს ი ვ ე, წიგნი ქართული პრესის ისტორიაზე, გაზ. ”ლიტერატურული
საქართველო”, 1965 წ., № 38, გვ. 3; ი. ბ ო ც ვ ა ძ ე, ”საქართველოს მოამბე”, ჟურნ. ”მნათობი”, 1966 წ.,
№ 11.
21
დ. გ ა მ ე ზ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი, ილია ჭავჭავაძის ორი სადავო ფსევდონიმის შესახებ, ჟურნ.
”განთიადი”, 1977 წ., № 3; ა ლ. კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე, გავუფრთხილდეთ ძვირფას მემკვიდრეობას, გაზ.
”ლიტერატურული საქართველო”, 1977 წ., № 35; ნ. ტ ა ბ ი ძ ე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები,
ალმ. ”კრიტიკა”, 1977 წ., № 3; დ. გ ა მ ე ზ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი, პასუხი თუ უსაფუძვლო თავის
მართლება?! – ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 4, 1978 წ., გვ. 477 – 526; ი.
ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე, ვის ეკუთვნის ფსევდონიმი ”სფირიდონ ჩიტორელიძე”, კრებ.
18

პოლემიკის პროცესში ფსევდონიმ ”სფირიდონ ჩიტორელიძისა” და
”სფირიდონის და თადეოზის ბაასის” ილიასეულობის დასადასტურებლად არაერთი
საყურადღებო არგუმენტი იქნა წამოყენებული. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი
აღმოჩნდა ლევან ჭრელაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება, რომელმაც ჩვენი
აზრით, საბოლოოდ ნათელყო, რომ ილია ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნის არა მარტო
”სფირიდონისა და თადეოზის ბაასი” (ადრე მკვლევართა ყურადღება ძირითადად
სწორედ ამ ფელეტონზე მახვილდებოდა), არამედ, ასევე, – გასული საუკუნის 80 – 90იან წლებში ”სფირიდონ ჩიტორელიძის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული უკლებლივ
ყველა წერილი.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფსევდონიმ ”სფირიდონ ჩიტორელიძისა”
საერთოდ, და კერძოდ, ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული ”სფირიდონის და
თადეოზის ბაასის” ილიასეულობა ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ აღიარებული:
ასე. მაგ., ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ხუთტომეულის მესამე ტომში, რომელიც
1986 წელს გამოაქვეყნა გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველომ”, ”სფირიდონისა და
თადეოზის ბაასს”, რომელიც მითითებულ ტომში შეტანილია განყოფილებაში –
”დამატებანი” დაუმთავრებელ წერილებთან და ნაწყვეტებთან ერთად), ტომის
შემდგენლების ასეთი შენიშვნა დაერთვის: ”...იქნებ სიმართლესთან ყველაზე ახლოა
პ. ინგოროყვას ვარაუდი, რომ ”სპირიდონისა და თადეოზის ბაასს” აშკარად ატყვია
ილიას მიერ გაკეთებული რედაქციის კვალი, რის გამო იგი აღნიშნული წერილების
თანაავტორადაც კი ჩაითვლება” 22.
წინამდებარე ტომის შემდგენლები უყოყმანოდ იზიარებენ თვალსაზრისს, რომ
”სფირიდონისა და თადეოზის ბაასი” ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებია. იმ
მრავალრიცხოვან არგუმენტებს შორის, რომლებიც ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ
არსებობს, ჩვენი აზრით, სავსებით საკმარისია ის ფაქტი, რომ ”სფირიდონისა და
თადეოზის ბაასი” შეტანილია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა ზემოთ მოხსენიებულ
ხელნაწერ კრებულში – U № 1052, რომელიც – როგორც ეს ამჟამად უკვე
ეჭვმიუტანლად არის დადგენილი, – თვით ილიას ხელმძღვანელობით იქნა
შედგენილი მისი თხზულებების გამოცემის მოსამზადებლად.
წინამდებარე ტომში, ”სფირიდონისა და თადეოზის ბაასის” პირველნაბეჭდთან
შედარებით, შევიტანეთ შემდეგი სწორებები:
77. 19 იყოს] იყო. 83. 27 სხვანი] სხვანნი. 98. 6 აიხსნება] აიღსნება.
”ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები”, VI, თბ., 1978 წ., გვ. 487 – 496; ა ლ.
კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე, ისევ ილია ჭავჭავაძის ფსევდონიმების გარშემო, ჟურნ. ”მაცნე”, ენისა და
ლიტერატურის სერია, 1979 წ., № 1, მ ი ს ი ვ ე, კრიტიკა, პოლემიკა, 1980 წ.; თ. მ ა ნ გ ო შ ვ ი ლ ი,
თანადროულობის ასახვა ილია ჭავჭავაძის ლირიკაში, ჟურნ. ”მაცნე”, ენისა და ლიტერატურის
სერია, 1979 წ., № 1; გ. შ ა რ ა ძ ე, ყოველი სასვენი ნიშანიც კი..., გაზ. ”ლიტერატურული
საქართველო”, 1980 წ., № 17, მ ი ს ი ვ ე, გაუგებრობის თავიდან ასაცლებლად, გაზ.
”ლიტერატურული საქართველო”, 1980 წ., 5 XII, ი. ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე, დროა წერტილი დაესვას!
წერილი რედაქციას, გაზ. ”კომუნისტი”, 1981 წ.. № 37; დ. ჭ რ ე ლ ა შ ვ ი ლ ი, ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის ისტორიის საკითხები, ”მაცნე” ენისა და ლიტერატურის
სერია, 1981 წ.. № 2, 3; მ ი ს ი ვ ე, ჟურნ. ”საქართველოს მოამბეში” და გაზ. ”ივერიაში” ”სფირიდონ
ჩიტორელიძის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხი, – კრებ.
”ქართული ჟურნალისტიკა”, 1981 წ., გვ. 39 – 95; ზ. მ ო ს ი ლ ე ლ ი, არალოგიკური დასკვნები, –
”ჟურნალისტიკის საკითხები”, 1981 წ., № 7 – 8; დ. გ ა მ ე ზ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი, განსაჯოს კაცმან
პირუთვნელმან, 1980 წ.; ა ლ. კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, III, 1985 წ., გვ.
55 – 69.
22
იხ. ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. III (ტომი შეადგინეს და
შენიშვნები დაურთეს სარგის ცაიშვილმა და გურამ გვერდწითელმა), თბილისი, 1986 წ., გვ. 495.

61. 15. ”ეს სოფელი სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა... მათგან ერთი
გვცემს და გვეტყვის: ახით ნაშნო, მოკვდით ვებით”.
ტექსტში ჩართულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი: – ”სხვადასხვისა
დროისათვის კაცისა”.
64. 3 ბაბილონის გოდოლის აშენება – ძველი ებრაული მითის თანახმად,
მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე
(მესოპოტამიაში) ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა; ადამიანის
თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა დედამიწაზე.
64. 21 ...ჩუბინოვის ლექსიკონი... – იგულისხმება ქართველი მეცნიერლექსიკოლოგის დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსულფრანგული ლექსიკონი, რომელიც პირველად გამოსცა პეტერბურგის მეცნიერებათა
აკადემიამ 1840 წ.
65. 5 ...ესრედ საბერძნეთი, როდესაც აიკლეს ოსმალებმა, ბერძნები მრავალი
რიცხვი გაიფანტნენ და გავიდნენ დასავლეთ ევროპაში... – იგულისხმება XIV
საუკუნის შუა წლები, როდესაც ოსმალები პირველად შევიდნენ ევროპაში მცირე
აზიიდან და 1355 წ. წაართვეს ბერძნებს ქ. ადრიანოპოლი.
76. 1 ეს ”რედაქტორთან” მინაწერი წიგნი გავშინჯოთ. ავტორი აცხადებს
საქვეყნოდ, რომა ძალა დაატანეს და ისე დააწერინეს სტატია. – იგულისხმება 1861 წ.
ჟურნ. ”ცისკრის” № 5-ში დაბეჭდილი გიორგი ბარათაშვილის ”წერილი
რედაქტორთან”, რომელიც ეხება ილია ჭავჭავაძის სტატიას – ”ორიოდე სიტყვა თავად
რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ”შეშლილის” თარგმნაზედა”.
79. 34 ...როგორცა სთქვა ბაქარ ქართლელმა. – ბაქარ ქართლელი – დიმიტრი
ყიფიანის ფსევდონიმია (იხ. სახელთა საძიებელში).
82. 14 ...არის სტატია კნ. ბ. ჯორჯაძისა ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზე... –
იგულისხმება 1861 წ. ჟურნ. ”ცისკრის” № 5-ში დაბეჭდილი ბარბარე ჯორჯაძის
წერილი სათაურით – ”თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ”, რომელიც ეხება ილია
ჭავჭავაძის ზემოხსენებულ სტატიას.
82. 18 ...სტატია ”ივანე კერელიძის მოგზაურობიდგანა”... – იგულისხმება 1861
წ. ჟურნ. ”ცისკრის” № 5-ში (გვ. 45 – 53) დაბეჭდილი სტატია ივ. კერესელიძისა
სათაურით – ”22-ს ოკტომბერს, 1860 წ. – დედოფლის წყარო (ივ. კერესელიძის
მოგზაურობიდგან)”.
98. 16 ბელინსკი ამბობს: ყველანი ლაპარაკობენ პოეზიაზე... ხელოვანთა
რიცხვი შეეფარდება მდაბიო ხალხსა, როგორათაც ერთი ერთ მილიონსა... – ეს
ვრცელი (4 გვერდიანი) ციტატა წარმოადგენს ბ. ბელინსკის სტატიის – ”მ.
ლერმონტოვის ლექსების” თარგმანს.
113. 11 ”...უცხოს კალმითა განგვინათლე მარტის ”ცისკარი”
...............................................
ნუ დაუტევებ შენთ სიტყვების ისართ სროლასა”.
გიორგი თუმანიშვილს, რომელსაც ძალიან მოწონებია ბარბარე ჯორჯაძის
უსათაურო ლექსი, დაბეჭდილი 1861 წ. ჟურნ. ”ცისკრის” № 3-ში, თვითონ მიუძღვნია
ლექსი ბარბარე ჯორჯაძისათვის და დაუბეჭდავს 1861 წ. ჟურნ ”ცისკრის” № 5-ში. ამ
ლექსის ნაწყვეტია ჩართული ”სფირიდონის და თადეოზის ბაასში” და
გაქილიკებულია ავტორის გემოვნება.

სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო (გვ. 114)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 161, გვ. 1 – 8.
ავტოგრაფი შავია, ხელმოუწერელი, უსათაურო და უთარიღო.
წერილი პასუხია სარდიონ ალექსიევ-მესხიევის (ალექსი-მესხიშვილის)
წერილზე – ”უსტარი ანტიკრიტიკული”, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. ”ცისკრის” 1861
წლის მე-8 ნომერში და მიმართული იყო ილია ჭავჭავაძის ”ორიოდე სიტყვის”
წინააღმდეგ.
1861 წლის ”ცისკრის” მე-10 ნომერში მოთავსებული სარედაქციო განცხადება
მკითხველს აუწყებდა: ”თ. ილია ჭავჭავაძისაგან მივიღეთ სტატია უფ. მესხიევის
ანტიკრიტიკული უსტარის პასუხად, რომლის დაბეჭდვა ვერ მოვახერხეთ ამ
ნომერში, – შემდეგ წიგნში უეჭველად დაიბეჭდება”. მაგრამ ილიას კრიტიკის
ობიექტი – სარდიონ ალექსი-მესხიშვილი საცენზურო კომიტეტში მუშაობდა და მას
შემდეგ, რაც ”ცისკრის” რედაქტორმა ივ. კერესელიძემ ილიას ეს წერილი დაბეჭდვის
”ნებართვის მისაღებად საცენზურო კომიტეტს წარუდგინა... გაკრიტიკებულს ისეთი
შენიშვნები დაერთო ილიას წერილისთვის, რომ მისი დაბეჭდვა შეუძლებელი
გახდა” 23... ”სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო” არათუ ”ცისკრის”, ”შემდეგ წიგნში”
არამედ ავტორის სიცოცხლეში საერთოდ არ გამოქვეყნებულა.
წერილის დედანი, რომელიც ილიამ ”ცისკრის” რედაქციას ჩააბარა,
დაკარგულია. ზემოთ მითითებული ავტოგრაფის ტექსტი პირველად გამოქვეყნდა
1927 წელს, ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, განყოფილებაში
– ”დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები” (აღნიშნული წერილის ბოლოდან
მეორე აბზაცის უკანასკნელი წინადადება – ”კარამზინზედ უფ. მესხიევის
მჭერმეტყველება თავის პასუხს იპოვის...” – აშკარაა, დაუმთავრებელი არ არის: აქ
ილიას, ჩანს, კარამზინისადმი მიძღვნილი რომელიღაც კრიტიკული ნაშრომის
სათაური უნდა ჩაეწერა). მაგრამ, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია ”სარდიონ
მესხიევის კრიტიკის გამო” დაუმთავრებელ წერილად მივიჩნიოთ.
წერილი დათარიღებული არ არის, მაგრამ რადგან სარდიონ ალექსიმესხიშვილის ”უსტარი ანტიკრიტიკული”, რომლის პასუხსაც წარმოადგენს იგი, 1861
წლის ”ცისკრის” ივნისის ნომერში გამოქვეყნდა (ცენზურის ნებართვა – 1861 წ., 20 V),
ხოლო ”ცისკრის” ზემოთ ციტირებული ოქტომბრის ნომრის დაბეჭდვის ნებართვა
ცენზურას იმავე წლის 20 სექტემბერს აქვს გაცემული, ”სარდიონ მესხიევის კრიტიკის
გამო”, ცხადია, ამ შუალედში (1861 წლის ივნისი – სექტემბერი) დაიწერებოდა.
ტექსტში შევიტანეთ რამდენიმე სწორება:
114. 5 წაკითხვადა] წაკითხვათა; 17 შაგირდად] შაგირდათ; 23 დამიკრავს]
დამიკრამს. 115. 8 მაგრიგადა] მაგრიგათა; 10 განყოფა] განყობა; 15 ჰყოფდნენ]
ჰყობდნენ; 23 ცხადად] ცხადათ. 116. 13 გაჰბედავს] გაჰბედამს. 117. 8 ცოდვად]
ცოდვათ.
114. 11 ...ამასა ბძანებს ჩემს აპრილის სტატიაზედ... – იგულისხმება ილიას
წერილი ”ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან

23

ა ლ. კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, II, თბ., 1984 წ., გვ. 355.

”შეშლილის” თარგმნაზედა”, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. ”ცისკრის” 1861 წლის
აპრილის ნომერში (№ 4).
117. 9 ...ჩემს ივნისის სტატიაში მოვიხსენიე... – იგულისხმება ილიას ”პასუხი”,
რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. ”ცისკრის” 1861 წლის ივნისის ნომერში (№ 6).
118. 15 ...ძალად ტიროდნენ, როგორც თქვენი მარმონტელი. – იგულისხმება
ფრანგი მწერლის ჟან ფრანსუა მარმონტელის თხზულება ”მეუდებნოენის” სარდიონ
ალექსი-მესხიშვილისეული თარგმანი (შესრულებული 1844 წ.), რომელიც 1857 წელს
ჟურნ. ”ცისკრის” № 2-ში დაიბეჭდა.
”საქართველოს მოამბეზედ” (გვ. 119)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 48 – 63.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”საქართველოს მოამბე”, 1863 წ., № 1, გვ. 111 – 126. (ცენზურის
ნებართვა: 1863 წ., 12 I).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: .....
სტატიის პირველი მონახაზები ჩანს ილიას დაუმთავრებელი ავტოგრაფის
ნაწყვეტში, რომელიც შემოუნახავს მწერლის არქივს, სათაურით – ”მასალები
”ცისკრის” წარმოების გასარჩევად (”ცისკარი” 1857 – 1862 წლამდინა)”, რომელიც
წინამდებარე ტომის დაუმთავრებელ თხზულებათა განყოფილებაში იბეჭდება.
მართალია
”საქართველოს
მოამბეზედ”
ხელმოუწერლად
დაიბეჭდა
(ხელმოწერის ნაცვლად – ასტრონიმით), მაგრამ თავისთავად იგულისხმებოდა, რომ
ეს წერილი, რომელშიც ჟურნალის (და საზოგადოდ ახალთაობის) ეროვნული და
ფილოსოფიურ-ესთეტიკური მრწამსი იყო ჩამოყალიბებული, ”საქართველოს
მოამბის” დამაარსებელსა და რედაქტორს – ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა.
ხელნაწერი (U № 1052) ჟურნალ ”საქართველოს მოამბიდან” არის გადაწერილი.
მითითებულ ხელნაწერში ილიას წერილს პირველი გვერდის ქვედა არშიაზე აქვს
ლურჯი ფანქრით განსხვავებული ხელით რუსული მინაწერი: «От публиц, с
народном журнале».
ილია ჭავჭავაძეს თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა
1927 წელს, – ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. აღნიშნულ გამოცემაში
”საქართველოს მოამბეზედ” 1862 – 1863 წლებით არის დათარიღებული, ხოლო ილიას
თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1957 წ.) – 1862 წლით. ეჭვგარეშეა, რომ 1863
წლისათვის წერილი ილიას ძირითადად უკვე მომზადებული ექნებოდა, მაგრამ
ვითვალისწინებთ რა ცენზურის ნებართვის თარიღს (1863 წ. 12 1), წერილს ფართო
თარიღს ვაძლევთ.
პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში მხოლოდ ორი შესწორებაა შეტანილი:
121. 29 მოსდევს] მოზდევს. 129. 11 გამომეტყველადაც] გამომეტყველათაც.
130. 17 ”აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”, ამბობს
ერთი ფილოსოფოსი...” – ”ერთ ფილოსოფოსში” – იგულისხმება გამოჩენილი
გერმანელი მოაზროვნე გოტფილდ ვილგელმ ლაიბნიცი (1646 – 1716). –
დაწვრილებით იხ. წინამდებარე გამოცემის I ტომი, გვ. 343.
133. 4 ჩემზედ ამბობენ: ”ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს...
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია”.
ციტატა მოყვანილია ილია ჭავჭავაძის უსათაურო ლექსიდან – * *

*
[”ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში”], რომელიც დაწერილია 1861
წელს (დაიბეჭდა 1863 წელს, ჟურნ. ”ცისკრის” № 1-ში).
134. 30 ”ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მიჰსცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად...”
ციტატა შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსნიდან” ილიას მიერ ვარიანტული
სხვაობით არის წარმოდგენილი. ”ვეფხისტყაოსნის” გამოცემებში ეს ადგილი
ამგვარად იკითხება:
”ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად...”
ილიამ მიერ გამოყენებული ფორმა არ დასტურდება ”ვეფხისტყაოსნის” არც
ერთ გამოცემასა და ხელნაწერში.
სხარტულა (გვ. 135)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 163, გვ. 1 – 10 (B); ასლი, U № 1052, გვ. 117 – 136 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”საქართველოს მოამბე”, 1863 წ., № 7, გვ. 72 – 96 (A). ცენზურის
ნებართვა: 1863 წ., 22 VIII.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: გ. ჩ. (A).
ტექსტის ბოლოს ფრჩხილებში მიწერილია: ”გათავდა” (AB).
№ 163 ხელნაწერი შავი მელნით ნაწერი და ნასწორები ადრინდელი
ავტოგრაფია, № 1052 ხელნაწერი კი გადაწერილია ჟურნ. ”საქართველოს მოამბიდან”
(წერილის პირველ გვერდზე ფანქრით მიწერილია: ”საქ. მ. № VII”).
ჟურნ. ”საქართველოს მოამბეში” დაბეჭდილ ტექსტსა და ზემოთ მითითებულ
პირვანდელ ავტოგრაფს ( № 163) შორის ენობრივ-სტილისტური ხასიათის სხვაობის
გარდა ზოგან არის მცირე შინაარსობრივი სხვაობაც, რაც საფუძველს გვაძლევს
ვივარაუდოთ, რომ ჟურ. ”საქართველოს მოამბეში” ილიამ თუმცა ეს ავტოგრაფი
წარადგინა (ავტოგრაფს ემჩნევა სტამბის ნიშნები, სტამბის საღებავი), მაგრამ
კორექტურის კითხვის დროს ზოგიერთი ადგილი შეასწორა. ამიტომ ტექსტს
ვბეჭდავთ ავტორის ბოლო ნების გათვალისწინებით, ე. ი. პირველნაბეჭდის
მიხედვით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ი. ჭავჭავაძის ნაწერების 1925 – 1929
წლების გამოცემისა და მომდევნო გამოცემათა მსგავსად, პირველ ნაბეჭდში
კორექტურული შეცდომის მიზეზით გამორჩენილ აბზაცს (გვ. 140, სტრ. 18 – 21),
ვბეჭდავთ ავტოგრაფის მიხედვით.
ფელეტონი მიმართულია ჟურნ. ”ცისკრის”, მისი რედაქტორის – ივანე
კერესელიძისა და უახლოესი თანამშრომლის, მწერალ ანტონ ფურცელაძის (”ქერელი
ბექას”) სტატიების წინააღმდეგ.
ფსევდოინიციალები ”გ. ჩ.”, რომლითაცაა ხელმოწერილი ”სხარტულა”, ილიამ
თავისი ავტორობის დასაფარავად აიღო (კრიპტონიმი ”გ. ჩ” ჟურნალ ”საქართველოს
მოამბის” თანამშრომელს გიორგი ჩიქოვანს ეკუთვნოდა).
”სხარტულა” ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IV ტომში (იმჟამად ილია ჭავჭავაძის ზემოთ მითითებული
ავტოგრაფი – UN 163-ჯერ კიდევ არ იყო მიკვლეული).
მითითებულ გამოცემაში – და, მასზე დაყრდნობით, ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა შემდგომ გამოცემებშიც, – ”სხარტულა” 1863 წლითაა დათარიღებული,

თუმც სარედაქციო შენიშვნებში პ. ინგოროყვა სამართლიანად აღნიშნავს, რომ ეს
ფელეტონი, აშკარაა, დაწერილია არა უადრეს 1863 წლის 9 ივლისისა და არა უგვიანეს
22 აგვისტოსი, რადგან მასში ”ილიას მოხსენებული აქვს ანტონ ფურცელაძის ის
წერილი, რომელიც ”თავხედის” ხელმოწერით დაიბეჭდა ჟურნ. ”ცისკარში” 1863 წლის
№ 6-ში, ხოლო ”ცისკრის” ამ ნომერს აქვს ცენზურის ვიზა – 9 ივლისი 1863 წელი.
მეორეს მხრივ, ”საქართველოს მოამბის” ის ნომერი, სადაც მოთავსებულია ილიას
”სხარტულა”, დათარიღებულია ცენზურის ვიზით: 22 აგვისტო, 1863 წ” (იხ. ი ლ ი ა
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაწერების სრული კრებული. ტ. IV, 1917 წ., გვ. 409).
წინამდებარე ტომში წარმოდგენილი დათარიღება – [1863 წ., 9 ივლისი – 22
აგვისტო] – ზემოთ დამოწმებულ არგუმენტაციას ემყარება.
ტექსტში შევიტანეთ შემდეგი შესწორებები:
136. 4 აქეთ] აქედ. 139. 15 გადაუსვამს] გადაუსვავს. 140. 7 სვამს] სვავს. 142. 13
გვასროლინებენ] გვასრონინებენ. 146. 25 აქეთ-იქით] აქედ-იქით. 149. 16 აქეთ] აქედ.
150. 20 დაგვფუძნებია] დაგფუძნებია. 159. 3 აქეთ] აქედ.
136. 3 ზოგი თითონ ქერელი ბექას უყურეთ, რა ყოფაშია მას აქეთ, რაც მარტის
სტატია დაწერა, დოინჯს აღარ იშორებს. – იგულისხმება 1863 წლის ჟურნ. ”ცისკრის”
მარტის ნომერში (№ 3) ”ქერელი ბექას” ხელმოწერით გამოქვეყნებული ანტონ
ფურცელაძის კრიტიკული წერილი, სათაურით – ”საქართველოს მოამბე” 1863 წელსა,
იანვრის და თებერვლის წიგნები”, რომელშიც ავტორი უარყოფით შეფასებას აძლევს
ჟურნ. ”საქართველოს მოამბეში” დაბეჭდილ ლექსებს, ამავე დროს დადებითად
აფასებს ”საქართველოს მოამბის” 1863 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ
”შინაურ მიმოხილვას” (რომელიც ვახტანგ თულაშვილის კალამს ეკუთვნის) და
რომანის ”საბრალონის” ჩიქოვანისეულ თარგმანს.
136. 30 ის ღვარძლიანი ბექა ივნისის სტატიაში, მგონი...” თავხედის” სახელითა,
რაღაც შურიანის სიხარულით ატყუებს თავის მკითხველებს, რომ ”მოამბე”
დაჭლექდაო. – იგულისხმება 1863 წლის ჟურნ. ”ცისკრის” ივნისის ნომერში (№ 6)
”თავხედის” ხელმოწერით დაბეჭდილი ანტონ ფურცელაძის შენიშვნა, სათაურით:
”საქართველოს მოამბის” რედაქციიდამ ახალი ცნობაები”, სადაც გაქილიკებულია
ჟურნ. ”საქართველოს მოამბე” და მასში დაბეჭდილი ზოგიერთი ცნობა.
139. 12 ...მანიფესტი სახელებთან... – იგულისხმება ჟურნ. ”ცისკრის”
რედაქტორის ივ. კერესელიძის მანიფესტი, რომელიც დაიბეჭდა 1860 წ. ჟურნ.
”ცისკრის” ნოემბრის ნომერში (№ 11).
143. 22 ...მკითხველებს ვახარეთო ერთხელ, რომ ”მოამბე” გამოდისო... –
იგულისხმება 1862 წელს ჟურნ. ”ცისკარში” (№ 10, გვ. 189) დაბეჭდილი ცნობა –
”რედაქციისაგან”, – იმის შესახებ, რომ მომავალი წლის იანვრიდან თბილისში
გამოიცემა ახალი ქართული ჟურნალი ”საქართველოს მოამბე” და რომ რედაქტორი
”საქართველოს მოამბისა” ილია ჭავჭავაძეა.
145. 15 თუ იგი მიმინოს შემთხვევა ფრანციცულმა ჟურნალმა Memorial
d’Amien“ ღირსსაცნობლად დაინახა და რუსულმა გაზეთმა (“Очерки») გადაჰბეჭდა,
ჰსჩანს მაგაში არის რამე... – იგულისხმება შემდეგი ამბავი: 1863 წლის ჟურნ.
”საქართველოს მოამბის” თებერვლის ნომერში (№ 2) ”სხვადასხვა ამბავის”
განყოფილებაში ამ განყოფილების რედაქტორმა დავით ყიფიანმა დაბეჭდა ცნობა,
რომ საფრანგეთში ერთი მიმინო მოუკლავთ, რომელსაც ყელზე ჩამოკიდებული
ჰქონია ფირფიტა წარწერით: აქ აღნიშნული ყოფილა მიმინოს დაბადების,
შეპყრობისა და შემდეგ გათავისუფლების თარიღები. ამ ცნობას დაცინვით
მოიხსენიებს ქერელი ბექა (ანტონ ფურცელაძე) კრიტიკულ წერილში –

”საქართველოს მოამბე”, 1863 წლის იანვრის და თებერვლის წიგნები”, რომელიც
ჟურნ. ”ცისკრის” 1863 წლის მარტის ნომერში (№ 3) დაიბეჭდა.
148. 12 1857 წ. მაისის ჟურნალში ის რაღაც ეშმაკად კუდიან ვარსკვლავზედ
დავიწყე წერა; აბა ვინ მე და ვინ ვარსკვლავთმრიცხველობა! მაგრამ არა, ბატონო,
თავის გამოჩენა მინდოდა, მე მეგონა, რომ კუდიანი ვარსკვლავი ქვეყნის დასასრულს
მოასწავებს მეთქი... – იგულისხმება 1857 წლის ჟურნ. ”ცისკრის” მაისის ნომერში (№ 5)
დაბეჭდილი ცნობა რუბრიკაში ”ახალი ამბავი”.
149. 23 ”თქვენივე სიტყვებით გაგამართლებთ თქვენ: იცით, რომ ყოველს
საგანს (თუ სულიერს) ღონისძიება უნდა”. – ციტატა მოყვანილია ჟურნ. ”ცისკარში”
1859 წლის ოქტომბრის ნომერში (№10) დაბეჭდილი ”განცხადებიდან”, სადაც
საუბარია მომავალი წლისთვის ”ცისკრის” უკეთესად გამოცემაზე.
150. 4 1861 წ., მგონი ივნისის ნომერში, მკითხველებს უმტკიცებდი, რომ
ამერიკა მეთექვსმეტე საუკუნეში გამოაჩინეს მეთქი. თურმე ნუ იტყვით – ეგ წყეული
ამბავი მეხუთმეტე საუკუნეში ყოფილა. – იგულისხმება ”ცისკრის” რედაქციის მე-20
შენიშვნა ილიას სტატიაზე ”პასუხი” (იხ. აქვე, შენიშვნები წერილისა ”პასუხი”).
153. 6 აი, ეგრე მიახწიეთ, ძლევამოსილო, თქვენდა წინადადებულს საგნამდი,
როგორცა თქვით 1858 წ. იანვრის თვის ნომერში. – იგულისხმება ივ. კერესელიძის
წერილი ”რედაქციისაგან”, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. ”ცისკრის” 1858 წლის იანვრის
ნომერში (№ 1).
153. 11 ...გამოგილანძღეთ ილ. ჭავჭავაძე – კაცის შებრალებაზედ რათა ჰსწერს
მეთქი... – იგულისხმება 1863 წ. ჟურნ. ”ცისკრის” მარტის ნომერში (№ 3) დაბეჭდილი
ქერელი ბექას (ანტონ ფურცელაძის) წერილი – ! ”საქართველოს მოამბე”, 1863 წლის
იანვრისა და თებერვლის წიგნები”, სადაც გაკრიტიკებულია ”საქართველოს მოამბის”
№ 1-ში გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის ლექსი ”მუშა” (დაწერილია 1860 წ.).
153. 14 მეორედაც გამოგილანძღე ილ. ჭავჭავაძე. ის რაღაცა რომ თქვა – კაცი
არავინ არისო, რომ ფიქრი ვანდოო, გრძნობა განუზიაროვო. – იგულისხმება ქერელი
ბექას ზემოხსენებულ სტატიაში გაკენწლილი ილიას უსათაურო ლექსი ”მას აქეთ,
რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული” (დაწერილი 1861 წ.), რომელიც 1863 წლის
”საქართველოს მოამბის” № 2-ში დაიბეჭდა.
154. 15 ...ის მტკვარი დაულევიათ, რომელიც თქვენ ისე მშვენიერად აღწერეთ,
როცა ჯერ კიდევ პოეტობაზედ ხელი არ აგეღოთ. – იგულისხმება ივ. კერესელიძის
ლექსი ”მტკვრისადმი”, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. ”ცისკრის” 1857 წლის № 2-ში.
155. 17 გრ. ბარათაშვილის სტატია არ წაგიკითხავს? იმ გრ. ბარათაშვილისა,
რომელმაც დაარღვია ფილოსოფიაც და პოეზიაც და ორივეს თავის სამძღვარი
დაუდო. – იგულისხმება ჟურნ. ”ცისკრის” თანამშრომლის, XIX საუკ. 50 – 60-იანი
წლების ქართველი მწერლის, მთარგმენლის და კრიტიკოსის გიორგი ბარათაშვილის
”წერილი რედაქტორთან” (დაბეჭდილი ჟურნ. ”ცისკრის” 1861 წლის № 5 – 6-ში, ”თ.
გიორგი ბარათოვი”-ს ხელმოწერით), რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული
ილია ჭავჭავაძის ”ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის
კაზლოვიდგან ”შეშლილის” თარგმნაზედა”.
ილიას ”სხარტულაში” ეს გიორგი ბარათაშვილია ნაგულისხმევი, მაგრამ მისი
სახელის ინიციალი ჟურნალში, შეცდომით, დაბეჭდილია ”გრ.” და არა ”გ”.
157. 7 ”ვაი ”ცისკრის” დრონი, ნაქებნი მტკბარად...
...მე ისევ ის ვარ მარად და მარად!”
პაროდიაში ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის ”ვაჰ, დრონი, დრონი”-ს
მიხედვით, ილია აკრიტიკებს ჟურნ. ”ცისკარს” და მის რედაქციას.

158. 24 ”ორი ყუმბარა ერთად ვესროლე, ერთი რომელიც ტრედიაკოვსკით იყო
გატენილი, დ. ყიფიანს შიგ გულის ფიცარში დაუნიშნე, მაგრამ ის წყეული უკან
დატრიალდა და მევე მამხვდა, მეორე სუმაროკოვით გატენილი, ილია ჭავჭავაძეს
შუბლში დაუნიშნე და ისიც უკანვე დატრიალდა, მეცა თავში დ ამას აქეთ ისე
დავრეტიანდი, რომ ”თავხედი” გავხდი. – იგულისხმება 1863 წლის ჟურნ. ”ცისკრის”
ივნისის ნომერში (№ 6) ”თავხედის” ხელმოწერით დაბეჭდილი ანტონ ფურცელაძის
ზემოხსენებული კრიტიკული წერილის ერთი ადგილი, სადაც დაცინვით დავით
ყიფიანი შედარებულია რუს მწერალ ვ. ტრედიაკოვსკისთან, ხოლო ილია ჭავჭავაძე –
რუს პოეტ ა. სუმაროკოვთან.

ზოგიერთი რამ (გვ. 161)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტორიზებული ასლი, U № 165, გვ. 1 – 6 (B); ასლი, U № 217, გვ. 602 –
611 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”დროება”, 1876 წ., 14 III, № 27, გვ. 1 – 2 (A).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: მ. ჯიმშერიძე B; ილ. ჭავჭავაძე A.
გაზ. ”დროებაში” წერილი დაიბეჭდა რუბრიკაში ”საქართველო”; B
ხელნაწერშიც სათაურის ზემოთ მიწერილია ”საქართველო”; C ხელნაწერს აქვს
მინაწერი: ”დროება” 1876 წელსა № 27.
სავარაუდოა, რომ B ხელნაწერი დაედო საფუძვლად გაზ. ”დროებაში”
დაბეჭდილ ტექსტს, ვინაიდან ხელნაწერს ცენზურის კვალი ამჩნევია, – ბოლოში აქვს
ცენზურის ნებართვის თარიღი და ცენზორის ხელმოწერა: ”Позвол. цензур. Тифл. 12
марта 1876. Цензор Дим. Бакрадзе; ამას გარდა, ხსენებულ ხელნაწერში გვხვდება
ცალკეული ჩასწორებები, რომლებიც გათვალისწინებულია გაზ. «დროებაში”
დაბეჭდილ ტექსტში.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა
1927 წელს, – ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, სათაურით – ”საქართველო
(ზოგიერთი რამ)”. ილიას თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1953 წ.) წერილი
დაიბეჭდა სათაურით: ”ზოგიერთი რამ”. შემდგომ პუბლიკაციებშიც ეს სათაური
დამკვიდრდა).
როგორც დასახელებული გამოცემების სარედაქციო შენიშვნებიდან ირკვევა,
გამომცემლები, ილიას ამ წერილის გამოქვეყნებისას, ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული
წყაროებიდან ემყარებოდნენ მხოლოდ A და B წყაროებს, მაგრამ ამავე დროს მათ,
ჩვენგან განსხვავებით, ხელთ ჰქონდათ ილიას წერილის კიდევ ორი წყარო,
რომლებიც ამჟამად, როგორც ჩანს, დაკარგულია: ილიას ავტოგრაფი, რომელიც
დაცული
ყოფილა
ქართველთა
შორის
წერა-კითხვის
გამავრცელებელი
საზოგადოების მუზეუმში (კრებული № 5029–S) და მეორე ავტოგრაფი, დაცული ი.
გრიშაშვილის არქივში. ამასთან პირველი ავტოგრაფი (№ 5029–S), როგორც პ.
ინგოროყვა გვაუწყებს ზემოხსენებულ სარედაქციო შენიშვნებში, წარმოადგენდა
ილიას აღნიშნული წერილის პირველ რედაქციას და საგრძნობლად განსხვავდებოდა
ამ წერილის უკანასკნელი რედაქციისაგან, რომელიც გაზ. ”დროებაში” დაიბეჭდა. ეს
პირველი რედაქცია (სათაურით – ”ტფილისი”), პ. ინგოროყვას ცნობით, იწყება ასეთი
შესავლით: ”ესეც გაზეთი. მოგვეცა, მადლობა ღმერთს, ხმის ამოღების უფლება მაინც,
რომ სხვა არა იყოს რა...”

ამ სიტყვებზე დაყრდნობით, პ. ინგოროყვა ასკვნის, რომ ”აქ იგულისხმება
გაზეთი ”დროება”, რომელმაც გამოსვლა დაიწყო 1866 წლის მარტიდან. ამის
მიხედვით ეს წერილი 1866 წელსაა დაწერილი, ”დროების” პირველი
ნომრებისათვის”. პ. ინგოროყვა იქვე განმარტავს, რომ გასული საუკუნის 60 – 70-იან
წლებში ქართული გაზეთი ორჯერ გამოვიდა: 1866 წელს – ”დროება”, ხოლო 1877
წელს – ”ივერია”, და ცხადია, რომ ილიას ”ამ წერილში არაა ნაგულისხმევი ”ივერია”,
რადგან თვით ეს წერილი – მისი უკანასკნელი რედაქცია, – ამაზე ადრე დაიბეჭდა,
1876 წელს”.
მართალია, აქ პ. ინგოროყვა არ მოიხსენიებს ამავე პერიოდში დაარსებულ
კიდევ ორ ქართულ გაზეთს: ”გუთნის დედას” (1861 – 1876 წწ.) და ”სასოფლო გაზეთს”
(1868 – 1880 წწ.), მაგრამ, ცხადია, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ილიას ეს წერილი
რომელიმე ამ სასოფლო-სამეურნეო გაზეთისათვის ყოფილიყო ნავარაუდები).
ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ილიას ”ზოგიერთი რამ” მხოლოდ 1876 წელს
გამოქვეყნდა, ამის ახსნა, როგორც სამართლიანად აღნიშნავს პ. ინგოროყვა,
”რასაკვირველია, იმდროინდელ საცენზურო პირობებში უნდა ვეძიოთ. ავტორის
ეროვნული რადიკალიზმი, რომელიც მოჩქეფს ამ წერილის თვითეული
სტრიქონიდან, ცხადია, უნდა იყოს იმისი მიზეზი, რომ წერილს 1866 წელში
დაბეჭდვა არ ეღირსა. და თუ 1876-ში, ათი წლით გვიან, ილიამ მაინც მოახერხა ამ
წერილის გამოქვეყნება, ეს, უნდ ვიფიქროთ, სხვათა შორის იმანაც გააადვილა, რომ
1876-ში ცენზურის სათავეში იდგა ქართველი მწერალი (დიმიტრი ბაქრაძე)”.
პ. ინგოროყვა აღნიშნავს აგრეთვე, რომ ”რაკი 1876-ში ილიას ხელმეორედ
განუზრახავს ამ წერილის დაბეჭდვა, ბუნებრივია, რომ ეს ძველი წერილი მას
ხელახლა გადაუხედავს, შეუსწორებია და შეუვსია” 24.
ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, ილია ჭავჭავაძის ნაწერების 1925 – 1929
წლების გამოცემებში ”ზოგიერთი რამ” 1876 წლით არის დათარიღებული, ხოლო 1951
– 1961 წლების გამოცემაში (ამ გამოცემაზე დაყრდნობით კი – ილიას თხზულებათა
შემდგომ გამოცემებშიც) – 1866 – 1876 წლებით.
მაგრამ ზემომითითებული წერილის დათარიღებისას ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა გამომცემლები, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებდნენ ერთ
დოკუმენტს, რომელიც, ჩვენი აზრით, ასეთი დათარიღების გადასინჯვის
აუცილებლობას განაპირობებს: ეს არის კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილი
ილიას ბარათი, რომელიც ყველა ნიშნით 1873 წლის თებერვლის პირველი ნახევრით
თარიღდება.
”...რედაქციას ჩემი სტატია ”ზოგიერთი რამ” უნდა ჰქონდეს, – წერს ილია, –
მაცნობე, ჰბეჭდავთ მაგ სტატიას, თუ არა. ოღონდ ეგ დაიბეჭდოს და შეიძლება
ცენზორს ბევრი დაუთმოთ”. (ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, თხზულებათა სრული
კრებული, ტ. X, 1961, გვ. 30).
ძნელია დაბეჯითებით ითქვას, თუ სახელდობრ რომელ რედაქციას
გულისხმობდა ილია, – გაზ. ”დროებისას” თუ ჟურნ. ”კრებულისას” (გარდა
”სასოფლო გაზეთისა” და ”გუთნის დედისა”, რომელიც ნაკლებ სავარაუდოა, 1873
წელს ქართულ ენაზე არსებული ორივე პერიოდული გამოცემის – გაზ. ”დროებისა”
24

პ. ინგოროყვა მიუთითებს ი. გრიშაშვილის არქივში ნანახ ხელნაწერსა და ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმში დაცულ ხელნაწერ კრებულზე – № 5297
(ამჟამინდელი – U № 165). – იხ. ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაწერების სრული კრებული, ტ. IV, 1927 წ.,
გვ. 412 – 414.

და ჟურნ. ”კრებულის” – რედაქციები იმჟამად ერთ შენობაში – სოლოლაკზე,
სოლომონ მირიმანოვის სახლში იყო მოთავსებული, ხოლო კირილე ლორთქიფანიძე
ამ ორივე რედაქციის აქტიური წევრი იყო, (1873 წლის დამლევიდან კი, ერთი წლით,
ორივე გამოცემის რედაქტორი). მაგრამ ზემოთ ციტირებული ბარათი, ჩვენი აზრით,
სავსებით ადასტურებს, რომ ამ ბარათის დაწერისას ილიას დასაბეჭდად უკვე
გადაცემული ჰქონდა 1866 წელს დაწერილი თავისი წერილის ახალი, გადაკეთებული
ვარიანტი, – რამდენადაც 1873 წელს, როცა საქართველოში არავითარი ახალი
გაზეთის გამოცემა არ განხორციელებულა, ილია თავის წერილს, თავისთავად
ცხადია, ვეღარ დაიწყებდა სიტყვებით: ”ესეც გაზეთი. მოგვეცა, მადლობა ღმერთს,
ხმის ამოღების უფლება მაინც, რომ სხვა არა იყოს რა...”.
ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, სრულ საფუძველს გვაძლევს, რათა
ილიას ამ წერილის დაწერის საბოლოო თარიღად არა უგვიანეს 1873 წლის დამდეგი
ვივარაუდოთ და ”ზოგიერთი რამ” ნაცვლად 1866 – 1876 წლებისა, ამ ვარაუდის
შესატყვისად დავათარიღოთ: [1866 წ. – 1873 წ. იანვარი].
ტექსტში შეტანილი გვაქვს შემდეგი სწორებები:
62. 26 რაოდენადაც] რაოდენათაც. 87. 13 მოსდევს] მოზდევს. 169. 1, 2
მივუყენებთ] მიუყენებთ. 170. 19 გადვუდექით] გადუდექით. 171. 15 აქეთ] აქედ.
161. 2 ”თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”.
თ. გრ. ორბელიანი.
წერილის ეპიგრაფად წამძღვარებული ეს ციტატა, გარკვეული ცვლილებით,
აღებულია გრ. ორბელიანის ლექსიდან ”იარალის”, – სახელდობრ, გრ. ორბელიანთან
ვკითხულობთ:
”მაგრამ მოთქმითა ნუგეშ ეცემის
და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა”.

”კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა
საკვირველია” (გვ. 172)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 217, გვ. 678 – 681; ასლი, U № 1052, გვ. 143 – 147.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: კვირეული გაზ. ”ივერია”, 1877 წ., 3 III, № 1, გვ. 13 – 15 (ცენზურის
ნებართვა: 1877 წ., 1 მარტი).
ამ ხელმოუწერელ ფელეტონს ილიას პირად არქივში დაცულ ორივე ხელნაწერ
კრებულში აქვს მინაწერი: ”ივერია”, 1877 წ., № 1”, რაც ცხადყოფს, რომ ხელნაწერები
გაზ. ”ივერიის” ტექსტიდანაა გადაწერილი.
ფელეტონი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IX ტომში. მითითებულ გამოცემაში და ილიას თხზულებათა
შემდგომ გამოცემებში ფელეტონი 1877 წლითაა დათარიღებული. წინამდებარე
ტომში წარმოდგენილ დათარიღებაში გათვალისწინებულია ცენზურის ნებართვის
თარიღიც.
პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში შეტანილია შემდეგი სწორებები:

172. 10 კარგად] კარგათ. 173. 8 მოციქულად] მოციქულათ. 174. 15 ვვალალებთ]
ვალალებთ. 175. 10 გადვურჩით] გადურჩით; 29 მოვუხრჩოლებთ] მოუხრჩოლებთ; 30
მოვუყეფავთ] მოუყეფამთ. 176. 14 თვისებად] თვისებათ; 24 უცილოდ] უცილოთ; 34
ვნახავთ] ვნახამთ.
სათაურად წარმოდგენილი ფრაზა ციტატია ”ვეფხისტყაოსნიდან”.
172. 3 აი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა. – იგულისხმება
ყოველკვირეული გაზეთი ”ივერია”, რომლის პირველი ნომერიც გამოვიდა 1877 წლის
3 მარტს.
176. 31 ”სულელთ თამაშაა ადამიანის ცხოვრებაო... გინდათ თუ არა უნდა
ჩავდგეთ და ვიტრიალოთ”. – ციტატა მოყვანილია შექსპირის ”მეფე ლირის” ილია
ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბელისეული თარგმანიდან.

ფიქრი და შენიშვნა (გვ. 178)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1878 წ., 16 II, № 7, გვ. 10 – 13 (ცენზურის ნებართვა: 1878 წ.,
15 II).
”ფიქრი და შენიშვნა” ხელმოუწერლად დაიბეჭდა, ავტორისეული შენიშვნით:
”შემდეგი იქნება”. მაგრამ წერილის გაგრძელების ნაცვლად, ”ივერიის” 1878 წლის მე-8
ნომერში გაზეთის რედაქციის ასეთი განცხადება გამოქვეყნდა: ”ადვილად გასაგები
მიზეზების გამო, ”ობზორის” შესახები წერილი არ დაიბეჭდება იმ გარემოების გამო,
რომელიც ჩვენ ხელთ არ არის”. გასაგებია, რომ წერილის გაგრძელების დაბეჭდვა
ცენზურას აუკრძალავს (წერილის ეს აკრძალული ნაწილი – ისევე, როგორც
დაბეჭდილის ავტოგრაფი, – შემონახულა).
“ფიქრი და შენიშვნის” ილიასეულობა დაადგინა და მწერლის თხზულებათა
კრებულში (ათტომეულის III ტომში) პირველად შეიტანა პავლე ინგოროყვამ,
რომელსაც მითითებული წერილის ატრიბუციის თაობაზე, როგორც თვითვე
აღნიშნავს, თამარ მაჭავარიანმა გაამახვილებინა ყურადღება.
ზემოხსენებული გამოცემის სარედაქციო შენიშვნებში ”ფიქრი და შენიშვნის”
დაწერის ისტორია დეტალურად არის მოთხრობილი:
სომხური გაზეთის ”მშაკის” რედაქტორი გრ. არწრუნი 1878 წელს ერთ-ერთ
წერილში მკითხველის ნაკლებობას უჩიოდა. ამ წერილს სარედაქციო მეთაური
(ხელმოუწერელი) წერილით – ”Туземная печать» – გამოეხმაურა რუსული გაზეთი
«ობზორი” (1878 წ., № 40, 11 II), გაზეთის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე იმ დროს ავად
ყოფილა, მაგრამ ზემოხსენებული სარედაქციო წერილი მისი მითითებით და გეგმით
გაზეთის თანამშრომელს ჟუკოვს დაუწერია.
წერილში გატარებული იყო აზრი, რომ ადგილობრივი პრესა (”Туземная
печать») უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მარტივი ხასიათის წერილების ბეჭდვით,
ნაკლებგანათლებული
მკითხველების
დასაკმაყოფილებლად,
რაც
შეეხება
ინტელიგენციას
(წერილში
სომეხ
ინტელიგენციაზე
იყო
ყურადღება
გამახვილებული), იგი რუსული და უცხოური პრესის საშუალებით იკმაყოფილებსო
თავის გონებრივ მოთხოვნილებებს.
”ობზორის” ამ სარედაქციო წერილს პასუხი გასცა არა მარტო სომხურმა
გაზეთმა ”მშაკმა”, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული ”ობზორის”

მითითებული წერილი, არამედ მის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ქართულმა
”დროებამაც” (კერძოდ, – გაზეთის რედაქტორმა სერგეი მესხმა, გაზეთის 1878 წლის
12 თებერვლის ნომერში ”სოლოლაკელის” ფსევდონიმით გამოქვეყნებულ
ფელეტონში და 19 თებერვლის ნომერში დაბეჭდილ ვრცელ მეთაურ წერილში –
”რუსულ ”ობზორს” და ქართველ ნიკოლაძეს”), რადგან ”ობზორის” წერილში
საერთოდ ადგილობრივი პრესის მნიშვნელობა იყო დამცირებული.
ილია ჭავჭავაძეს საჭიროდ მიუჩნევია ვრცელი და საფუძვლიანი პასუხი გაეცა
”ობზორისა” და მისი რედაქტორის ნ. ნიკოლაძისთვის. მაგრამ როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ილიამ, სამწუხაროდ, თავისი ”ფიქრი და შენიშვნის” მხოლოდ
დასაწყისის გამოქვეყნება შესძლო.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1953 წ.) “ფიქრი და
შენიშვნა” 1878 წლითაა დათარიღებული. წინამდებარე ტომში წარმოდგენილი
დათარიღება – [1878 წ., 11 – 15 თებერვალი] – ემყარება ერთის მხრივ, გაზ. ”ობზორში”
ზემოთ მითითებული წერილის გამოქვეყნების, ხოლო მეორე მხრივ, ”ივერიაზე”
ცენზურის ნებართვის თარიღებს.
ტექსტში შეტანილია ერთი სწორება: 184. 13 აქეთ] აქედ.

საქართველოს მატიანე. ტფილისი
<შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი” ქართულ
სცენაზე> (გვ. 185)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 217, გვ. 691 – 170; ასლი U 1052, გვ. 1 – 20.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1878 წ., № 14, გვ. 1 – 2 (ცენზურის ნებართვა: 1878 წ., 5 IV).
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, ხელმოუწერლად. მისი ილიასეულობა
დადგინა ნოდარ ტაბიძემ, რომელმაც ილიას ეს რეცენზია ალმანახ ”კრიტიკაში”
გამოაქვეყნა (იხ. ნ. ტ ა ბ ი ძ ე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები, – “კრიტიკა”, 1977
წ., № 3).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
რეცენზია დავათარიღეთ “ვენეციელი ვაჭრის” წარმოდგენისა და ცენზურის
ნებართვის თარიღებზე დაყრდნობით.

სხარტულა (გვ. 188)
(”ივერიის” რედაქციას)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 168, გვ. 102.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”ივერია”, 1879 წ., № 2, გვ. 173 (ცენზურის ნებართვა: 1879 წ., 7 II).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: თქვენი თანამშრომელი.
ფელეტონი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პავლე ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, – ილიას
ნაწერების სრული კრებულის IV ტომში.

რამდენადაც ჟურნ. ”ივერიის” იმ ნომრის (1879 წ., № 2) გამოქვეყნება,
რომელშიც ”სხარტულაა” მოთავსებული, ცენზურის მიერ 1879 წლის 7 თებერვალს
იქნა ნებადართული, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს ფელეტონი 7 თებერვლამდეა
დაწერილი, მაგრამ როგორც პ. ინგოროყვაც აღნიშნავდა ილიას თხზულებათა
ზემომითითებული
გამოცემის
სარედაქციო
შენიშვნებში,
”სხარტულაში”
მოხსენიებული სამი წერილი გაზ. ”დროების” კრიტიკოსისა, მიძღვნილი გიორგი
თუმანიშვილისეული ”ალმანახის” განხილვისადმი, დაბეჭდილი იყო ”დროების”
1879 წლის 27, 30 იანვრისა და 7 თებერვლის ნომერში (დაწვრილებით იხ. ქვემოთ) და,
ამდენად, ცხადია, რომ ”სხარტულა” ვერ დაიწერებოდა 1879 წლის 7 თებერვლამდე.
აქვე დავძენთ, რომ გარდა პ. ინგოროყვასი მიერ მოხსენიებული, გაზ. ”დროებაში”
დაბეჭდილი წერილებისა, ”სხარტულაში” ილია ეხება აგრეთვე, გაზ. ”კავკაზში”
გამოქვეყნებულ ერთ ხელმოუწერელ წერილსაც («Кавказ»-მა ქებით შეამკო იგივე
ალმანახი», წერს ილია), ეს წერილი კი გაზეთის 1879 წლის 18 თებერვლის ნომერში
დაიბეჭდა (დაწვრილებით იხ. ქვემოთ). ამრიგად აშკარაა, რომ სხარტულა 1879 წლის
18 თებერვლის – და, მაშასადამე, ცენზურის ზემოაღნიშნული ნებართვის –
შემდგომაა დაწერილი.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა წინა გამოცემებში “სხარტულა” 1879 წლითაა
დათარიღებული.
წინამდებარე
ტომში
წარმოდგენილი
დათარიღება
ზემომოხსენებულ ცნობებს ემყარება.
188. 3 ...ამ ნომერში დაბეჭდილს წერილს “ფიქრი და შენიშვნა”... –
იგულისხმება ჟურნ. “ივერიის” 1879 წლის № 2-ში დაბეჭდილი ნ. დავითაშვილის
(ნიკ. დავითის ძე ქანანოვი) “ფიქრი და შენიშვნა”, რომლის ქვესათაურია: “კიდევ
ჩვენი მწერლობის თაობაზედ. – უფ. თუმანიშვილი და მისი “ალმანახი”. ნ.
დავითაშვილი ამ წერილში აკრიტიკებს გიორგი თუმანიშვილის წერილს –
“ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება”, რომელიც დაბეჭდილია
მისმიერვე შედგენილი “ალმანახის” II წიგნში (1879 წ.).
აღნიშნულ წერილში გ. თუმანიშვილი წერდა, – უკანასკნელ ხანებში ჩვენს
ლიტერატურაში სურათი მკვეთრად შეიცვალა: თუ წინათ მწერლობას აინტერესებდა
“ახალი” იდეები – გლეხთა განთავისუფლება, განათლების საკითხი და სხვა, ახლა
გაზეთები წვრილ-წვრილმა ამბებმა აავსოო. ამ ფაქტის ნათელსაყოფად მას
მაგალითები მოაქვს ილიასა და აკაკის შემოქმედებიდან. გ. თუმანიშვილი ერთმანეთს
უპირისპირებს ამ მწერლების ადრინდელ და უკანასკნელ ხანებში დაწერილ
თხზულებებს: ილია ჭავჭავაძის ლექსებს “მუშა”, “პოეტი” და პოემას “დიმიტრი
თავდადებული”, აგრეთვე აკაკის ლექსს “მუშური” და პოემებს “ორი ქართველი” და
“სხვადასხვა ერი”. გ. თუმანიშვილი ასკვნის: ლექსებში “ახალი აზრი” იყო
გამოთქმული, პოემებში კი ახალი არაფერია – სამშობლოს სიყვარული ხომ “ძველი”
გრძნობა არისო. აქვე გ. თუმანიშვილი, ჟურნალ “ივერიისა” და გაზ. “დროების”
საპირისპიროდ, ქებით იხსენიებს იმდროინდელ რუსულ პრესას და გაზ. “Обзор»-ის
რედაქტორს ნიკო ნიკოლაძეს.
188. 29. 189. 1. ნ. ნიკოლაძემ “თავისი ძვირფასი ყურადღება მიაქცია გ.
თუმანიშვილის “ალმანახსა”.– აქ იგულისხმება ნ. ნიკოლაძის “საახალწლო
ფელეტონი”, დაბეჭდილი “Обзор»-ის 1879 წლის № 350-ში.
189. 2-3. ”დროების” კრიტიკოსმა სამი წერილი უძღვნა ამავე ”ალმანახსა”. –
იგულისხმება ალ. სარაჯიშვილის (1851 – 1914) რეცენზია გ. თუმანიშვილის
“ალმანახის” II წიგნზე, რომელიც “ა”-ს ხელმოწერით სამ ნაწილად დაიბეჭდა 1879
წლის გაზ. “დროების” №№ 21, 22 და 29-ში. ამ რეცენზიაში ალ. სარაჯიშვილი

დადებით შეფასებას აძლევს “ალმანახის” II წიგნში დაბეჭდილ გ. თუმანიშვილის
ზემოხსენებულ წერილს – “ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება”.
3-4 გაზეთმა “Кавказ”-მა ქებით შეამკო იგივე «ალმანახი”, – იგულისხმება 1879
წლის 18 თებერვლის გაზ. “Кавказ”- № 38-ში დაბეჭდილი ხელმოუწერელი წერილი,
რომელიც დადებით შეფასებას აძლევს ”ალმანახის” ამ II წიგნს მთლიანად და
კერძოდ მასში დაბეჭდილ გ. თუმანიშვილის წერილს – “ეხლანდელი ქართული
ჟურნალ-გაზეთების მდგომარეობა” (მცირე საყვედურს გამოთქვამს რეცენზენტი დ.
ერისთავის თარგმანის – “მშვენიერი ელენეს” ხარისხზე).
190. 15-16 ...გ. თუმანიშვილის ნათარგმნიდამ “ჟორჟ დანდენი” რომ ჰქვიან... –
მოლიერის ამ სამმოქმედებიანი კომედიის ქართული თარგმანი, მთარგმნელის
გვარის მითითების გარეშე, დაიბეჭდა გ. თუმანიშვილის “ალმანახის” I წიგნში, 1878
წელს. მაგრამ ერთი წლით ადრე (1877 წ.) კომედიი პირველი და მეორე მოქმედება
გაზ. ”დროებაში” იყო გამოქვეყნებული (№№ 30 – 34) როგორც გ. თუმანიშვილის
თარგმანი, რაც, თითქმის უდავოდ, ადასტურებს, რომ აღნიშნული კომედია თავიდან
ბოლომდე გ. თუმანიშვილის თარგმნილია.
194. 31-33 ნ. ნიკოლაძემაც ”...კი ისურვა გადაეყლაპა ქართული, მაგრამ
”დროებამ” ისეთი ძვალი გაუჩხირა ხახაში, რომ ვეღარ იკადრა”. – აქ იგულისხმება
შემდეგი: 1878 წლის 10 დეკემბერს გაზ. “დროების” № 253-ში დაიბეჭდა
სოლოლაკელის (სერგეი მესხის) “მასლაათი”, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს ნ.
ნიკოლაძეს. ნ. ნიკოლაძემ თვითონვე თარგმნა სოლოლაკელის ეს წერილი და
დაბეჭდა “Обзор»-ში (№242). აი ამ თარგმანის უზუსტობასა და ქართულიდან მის
არასწორ თარგმანს მიეძღვნა ”სოლოლაკელის” საპასუხო ფელეტონი, რომელიც
”დროების” № 265-ში დაიბეჭდა (1878 წლის 24 დეკემბერს). სოლოლაკელის სწორედ
ამ ფელეტონს გულისხმობს ილია, როცა წერს: ნ. ნიკოლაძეს ქართულის გადაყლაპვა
უნდოდა, მაგრამ ”დროებამ” ძვალი გაუჩხირა ხახაშიო.
195. 34, 196. 1-4 ნ. ნიკოლაძე ”ერთს დროს ლუი ბლანს დარიგებას აძლევდა...
ეს თვითონ ნიკოლაძემ გვაუწყა ”კრებულში”. – იგულისხმება 1837 წელს ჟურნ.
“კრებულში” (№ 4) დაბეჭდილი ნ. სკანდელის (ნ. ნიკოლაძის) მოგონება “სხვათა
შორის (ნაგრძნობი და განაგონი)”. ამ მოგონების XII თავში” – საუბარი ლუი ბლანთან”
– აღწერილია ნ. ნიკოლაძის შეხვედრა ლუი ბლანთან და გადმოცემულია მათი
შეხედულებანი საფრანგეთის საშინაო პოლიტიკის საკითხებზე.
196. 6-8 ...ამ იანვრის “Обзор»-ის რომელიღაც ნომერში ნიკოლაძემ აუწყა
ქვეყანას, რომ მინდოდეს სენატორის ჯამაგირს დღესვე მომცემენო. – იგულისხმება
1879 წლის “Обзор»-ის № 350-ში დაბეჭდილი ნ. ნიკოლაძის ”საახალწლო ფელეტონი”,
რომელშიაც ნ. ნიკოლაძეს აღნიშნული აზრი აქვს გამოთქმული, – ნახევრად
სერიოზულად.
197. 9 ...ჟურნალში შეუძლია უძღვნას თავისი ფურცლები მხოლოდ ძველს...
ამბებს. – აქ იგულისხმება ჟურნ. “ივერია”, რომელიც ადრე გაზეთის სახით
გამოდიოდა და ამის გამო საშუალება ჰქონდა მკითხველისათვის ყოველდღიური
ამბები მიეწოდებინაო, – წერს თუმანიშვილი.
204. 5 ...სამი ლექსი თ. მ. თუმანიშვილისა... – ეს ლექსებია: “ღამე”,** (მიბაძვა
პუშკინისადმი) და **(“როდის იქნება...”).
205. 16-18 ...კაცს ორი თუ სამი წელიწადი ადმინისტრატორობა ჰქონდა
«Тифлисский Вестник»-ისა. დ. ერისთავი ამ გაზეთის რედაქტორი იყო 1878 – 1880
წლებში.
პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში შეტანილია შემდეგი სწორებები:

189. 18 მოღვაწედ] მოღვაწეთ. 194. 6 შეასხამდაო] შეასხავდაო; 27 ტყუილად]
ტყუილათ; 30 ჰყლაპავ] ჰყლაპამ. 196. 20 ჭეშმარიტებად] ჭეშმარიტებათ. 197. 2
გულმოდგინედ] გულმოდგინეთ. 202. 10 აყვავებული] აჰყვავებული. 202. 26 ბაშვმა]
ბავშმა 25. 203. 1 იკითხავო] იკითხამო.

შინაური მიმოხილვა (გვ. 207)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 168, გვ. 260.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ჟურნ. ”ივერია”, 1882 წ., № 9, გვ. 140 - 144.
წერილი ხელმოწერილი არ არის, – ისევე როგორც საერთოდ ჟურნალ
“ივერიაში” 1879 – 1885 წლებში დაბეჭდილი სხვა “შინაური მიმოხილვები”, – მაგრამ
მისი ილიასეულობა (ისევე, როგორც “ივერიის” სხვა “შინაური მიმოხილვების” დიდი
უმეტესობისა) ეჭვმიუტანლად იქნა დასაბუთებული პ. ინგოროყვას მიერ, როცა ეს
წერილი, “ივერიის” სხვა “შინაურ მიმოხილვებთან” ერთად, გამომცემლებმა (პ.
ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა) პირველად შეიტანეს ილიას ნაწერების სრული
კრებულის VI ტომში, 1927 წელს (იხ., აგრეთვე დასახ. გამოცემის ტ. VII, 1928 წ. – პ.
ინგოროყვას სარედაქციო შენიშვნები (“ილიას ნაწარმოებთა ტექსტი და
ქრონოლოგია”).
207. 22 ვის არ ახსოვს გარიბალდის სადღესასწაულო მსვლელობა იტალიაში...
– იგულისხმება ჯუზეპე გარიბალდისა და მისი ლეგენდარული ”ათასეულის”
განმათავისუფლებელი ბრძოლები იტალიის 1859 – 1860 წლების რევოლუციის
პერიოდში: 1860 წლის 27 მაისს გარიბალდის ლაშქარმა პალერმო გაათავისუფლა
ესპანეთის ბურბონთა ბატონობისაგან, 10 ივლისს მესინა აიღო, ხოლო შემდეგ, 1860
წლის 7 სექტემბერს, ნეაპოლში შევიდა, რის შედეგადაც ნეაპოლის სამეფო იტალიის
გაერთიანებულ სამეფოს შეუერთდა.
როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამ პერიოდში პეტერბურგის
უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, გარიბალდის მოხალისეთა რაზმში აპირებდა
შესვლას; ცნობილია ისიც, რომ სწორედ ამ ხანებში (1860 წ., 29 VII) დაწერა ილიამ
გარიბალდისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსი – ”მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა” (იხ. წინამდებარე გამოცემა, ტ. I, 1987 წ., გვ. 388).
208. 2 საქვეყნო გლოვა იტალიისა, როცა იგი დიდებული გმირი იტალიისა
მიიცვალა. – ჯუზეპე გარიბალდი გარდაიცვალა 1882 წლის 2 ივნისს კუნძულ
კაპრერაზე, სადაც იგი დევნილობისას არაერთხელ ცხოვრობდა ხოლმე, და უდიდესი
პატივის მიგებით დაიკრძალა, როგორც ეროვნული გმირი.
208. 3 ...ვოლტერის სახსოვრად გამართული დღესასწაულობა საფრანგეთში. –
ალბათ იგულისხმება ვოლტერის ჩასვლა პარიზში 1778 წლის თებერვალში, როცა
საფრანგეთის საზოგადოებამ არნახული პატივი მიაგო მას.
208. 5 ვიქტორ ჰიუგოს ოთხმოცწლოვანობის იუბილეს... – იუბილე გაიმართა
პარიზში 1882 წელს.
25

ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები ცხადყოფს, რომ ილია წერის პროცესში ყოველთვის იყენებდა
ფორმას ”ბაშვი” და ხშირად ასეც ბეჭდავდა (”ბავშვის” პარალელურად), ამიტომ აქ ”ივერიაში”
დაბეჭდილი ”ბავში” (რასაც ილია არასოდეს არ ხმარობდა), ”ბაშვით” შევცვალეთ. ჩვენს
თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ”ივერიაში” აქვე, ქვემოთ, ეს სიტყვა დაბეჭდილია
ფორმით ”ბაშვი” (იხ. წინამდებარე გამოცემის გვ. 206, სტრ. 1).

208. 13 ინგლისში ცალკე სასაფლაოა, საცა ვერც სიმდიდრე, ვერც
გვარიშვილობა, ვერც დიდკაცობა ადგილს ვერ შოვობს... – იგულისხმება
ვესტმინსტერის სააბატო ლონდონში (გოთური სტილის, ლათინური ჯვრის ფორმის
დიდი და ბრწყინვალე ტაძარი, აშენებული 1245 – 1509 წწ.), რომელშიც
მოთავსებულია გამოჩენილ ინგლისელ მოღვაწეთა, მეცნიერთა და მწერალთა
აკლდამები. მთელი კუთხე აქვს დათმობილი უდიდეს ინგლისელ პოეტებს. ბევრი ამ
საფლავთაგანი მხოლოდ სიმბოლურია.
209. 14 – 15 ნეკრასოვის, დოსტოევსკის დასაფლავებაზედ მოსკოვმა და
პეტერბურგმა დიდი გულისტკივილი და მადლობა გამოაცხადეს. – ნეკრასოვის
დაკრძალვა შედგა 1877 წლის 30 დეკემბერს პეტერბურგში, ნოვოდევიჩის
სასაფლაოზე. მრავალრიცხოვან საზოგადოებაში იგრძნობოდა ახალგაზრდობის
დიდი იდეური აღმაფრენა. ეს იყო მეორე არაოფიციალური დაკრძალვა პეტერბურგში
მსახიობ მარტინოვის შემდეგ (1860 წ.). დოსტოევსკი და სხვა ცნობილი რუსი
მოღვაწენი, მათ შორის იმ დროს სტუდენტი პლეხანოვი, მგზნებარე სიტყვებით
გამოვიდნენ ამ დაკრძალვაზე.
დოსტოევსკი
გარდაიცვალა
1881
წლის
თებერვალში,
დაკრძალეს
პეტერბურგში, ტიხვინის სასაფლაოზე, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. ეს იყო
ჭეშმარიტად მანამდე არნახული სახალხო გლოვა და პატივის მიგება
209. 17 ...ახლაც ცოცხალი ტურგენევის იუბილეი საქვეყნოდ იდღესასწაულეს.
– თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ი. ს. ტურგენევი ჯერ 1879 წელს ჩამოვიდა
ბუჟევალიდან რუსეთში და მისი ჩამოსვლა გადაიქცა რუსი ინტელიგენციის
ჭეშმარიტ ზეიმად; ხოლო 1880 წელს, ”პუშკინის დღეებში” მისი ჩამოსვლა მოსკოვში
იყო გრანდიოზული დღესასწაული, გამოჩენილი რუსი რომანისტის პატივსაცემად
გამართული. ალბათ, ამ დღესასწაულს გულისხმობს ი. ჭავჭავაძე.
209. 20 პუშკინის სახსოვრად მადლობელმა რუსეთმა ძეგლი ამართა მოსკოვში.
– მოსკოვის ცენტრში, ტვერის ბულვარში 1880 წლის 6 ივნისს დაიდგა პუშკინის
ძეგლი (სკულპტორი ა. მ. ოპეკუშინი). ძეგლის გახსნა საყოველთაო დღესასწაულად
იქცა. ხარების რეკვა და ორკესტრის ხმები თან ახლდა პროცესისას, რომელიც
სტრასტნოი მონასტრიდან ტვერის ბულვარისაკენ მიემართებოდა.
210. 03 ...ბ-ნ აკაკი წერეთლის მოგზაურობა ამას წინათ გორში და ამ ბოლო ჟამს
კახეთში... – გორში აკაკი წერეთელმა იმოგზაურა 1882 წლის მარტში. 15 მარტს
გაიმართა
ლიტერატურული
საღამო,
აქ
მან
წაიკითხა
ორი
ლექცია
”ვეფხიტსტყაოსანზე” და ლექსები, 16 მარტს კი სიტყვა წარმოთქვა მის პატივსაცემად
გამართულ ვახშამზე. აკაკის ეს სიტყვა დაიბეჭდა გაზ. ”დროებაში” 1882 წლის 23
მარტს (№ 61).
აკაკის საპატივცემლო სადილი თელავში გაიმართა 1882 წლის 17 აგვისტოს.
სიტყვა, რომლითაც აკაკი წერეთელმა მიმართა თელავის საზოგადოებას, დაიბეჭდა
გაზ. ”დროებაში” 1882 წლის 2 სექტემბერს (№ 183).
<სიტყვა, წარმოთქმული გრიგოლ ორბელიანის
დასაფლავებაზე> (გვ. 213)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”დროება”, 1883 წ., 27/ III, № 65, გვ. 3; ”შრომა”, 1883 წ., 30/ III, 13, გვ.
1 – 2.
ს ა თ ა უ რ ი: თ. ილია ჭავჭავაძის სიტყვა.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში ეს სიტყვა პირველად შეტანილ
იქნა 1927 წელს, – ნაწერების სრული კრებულის IV ტომში (მითითებულ გამოცემაში –
და, მასზე დაყრდნობით, მწერლის თხზულებათა შემდგომ გამოცემებშიც, – ილიას
მიერ წარმოთქმული სიტყვა ქაშვეთის ეკლესიაში გრ. ორბელიანის დაკრძალვისას –
1883 წლის 26 მარტს, შეცდომით 25 მარტითაა დათარიღებული).
გრ. ორბელიანის დაკრძალვა გადაიქცა ჭეშმარიტ ეროვნულ გლოვად. ყველა
იმდროინდელი გაზეთი ფართოდ აქვეყნებდა პოეტისადმი მიძღვნილ წერილებს,
ნეკროლოგებს, სამგლოვიარო დეპეშებს. საგანგებო წერილში დაწვრილებით იყო
აღწერილი დაკრძალვის თადარიგი. გარდაცვალებულს წესი აუგეს ანჩისხატის
ეკლესიაში, დაკრძალეს ქაშვეთში. მთელი გზა სახლიდან ანჩისხატამდე და შემდეგ –
ქაშვეთის ეკლესიამდე გაჭედილი იყო ხალხით. ყველა საზოგადოებრივი ფენის
წარმომადგენლები გვიგვინებით ამკობდნენ გარდაცვალებულის კუბოს, სხვადასხვა
სასწავლებლების ყმაწვილ ქალთა და ვაჟთა გუნდები განუწყვეტლივ გალობდნენ.
ილია ჭავჭავაძის სიტყვა გამოხატულებაა ამ დიდი ეროვნული გლოვისა.
214. 3 ”სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ” – სტრიქონი
გრ. ორბელიანის ლექსისა ”ფსალმუნი”.
214. 10 ”დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობა”... – სტრიქონი გრ.
ორბელიანის ლექსისა ”იარალის” (”დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა”).
214. 13 ”იცოდეთ, რომ არიან ღარიბნიც...” – სტრიქონი გრ. ორბელიანის
ლექსისა ”მუშა ბოქულაძე” (”ჰსჩანს არ იცის, რომ არიან ღარიბნიც”).
214. 16 ”რომ ჩვენ განვახლდეთ”... – სტრიქონი გრ. ორ ლექსისა ”თამარ მეფის
სახე ბეთანიის ეკლესიაში” (”რომ განვიღვიძნეთ”...).
214. 28 ”სხვა საქართველო სად არის”... – სტრიქონი გრ. ორბელიანის პოემიდან
”სადღეგრძელო”.
”ვისრამიანის” დაბეჭდვის გამო (გვ. 216)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 174.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: “ვისრამიანი”, რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძისა, ალ. სარაჯიშვილისა და
პეტ. უმიკაშვილისა, ტფილისი, 1884.
“ვისრამიანის” მითითებულ 1884 წლის გამოცემას “ვისრამიანის” დაბეჭდვის
გამო” წინასიტყვაობის სახით აქვს წამძღვარებული. მას ხელს აწერს გამოცემის სამივე
რედაქტორი – ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და პეტრე უმიკაშვილი.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ბარამიძემ მიაკვლია აღნიშნული
წინასიტყვაობის ავტოგრაფს – U № 174-ს (იხ. ა ლ. ბ ა რ ა მ ი ძ ე, ილია ჭავჭავაძე და
ვისრამიანი”, – ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939 წ., გვ. 223 – 228), აშკარა
გახდა, რომ “ვისრამიანის” დაბეჭდვის გამო”, ფაქტობრივად, ილია ჭავჭავაძისა და
პეტრე უმიკაშვილის დაწერილია. კერძოდ, როგორც მითითებული ავტოგრაფი
ადასტურებს, ილიას ეკუთვნის ამ წინასიტყვაობის პირველი ნაწილი, – პირველი
შვიდი აბზაცი წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ტექსტისა (გამოცემის წინასიტყვაობა
თავდაპირველად პ. უმიკაშვილს დაუწერია და ილია ჭავჭავაძისათვის გადაუცია
განსახილველად.
ილია
არ
დუკმაყოფილებია
წინასიტყვაობის
პირველ,
განმაზოგადებელ ნაწილს, თვითონ დაუწერია იგი და პეტრე უმიკაშვილისათვის
გაუგზავნია, მინაწერით: “პეტრე! თუ მოგეწონოს, თავი ესე დავიწყოთ და ბოლო შენი

ნაწერი იყოს, საცა ნიშანია, იქიდამ” 26. და მართლაც, “ვისრამიანის” წინასიტყვაობა
სწორედ ისე დაიბეჭდა, როგორც ილიას მიაჩნდა მიზანშეწონილად.
ილია ჭავჭავაძის ზემოაღნიშნული ავტოგრაფისა და პირველნაბეჭდის
ტექსტებს შორის მცირეოდენი სხვაობაა (ჩანს, ბეჭდვის პროცესში, ილიასეულ
ტექსტში ცალკეული სწორებები იქნა შეტანილი).
წინამდებარე გამოცემაში “ვისრამიანის” დაბეჭდვის გამო” სრული სახით
იბეჭდება, ხოლო იმ მიზნით, რომ მკითხველმა დაუბრკოლებლად აღიქვას ილიას
მიერ დაწერილი პირველი ნაკვეთი ამ შესავალი წერილისა, შენიშვნების ბოლოს
ვათავსებთ ილიას ავტოგრაფის ტექსტს უცვლელად.
“ვისრამიანის” გამოცემას ნებართვა ცენზურას 1884 წლის 29 ივლისს აქვს
გაცემული. მაგრამ, როგორც ირკვევა, “ვისრამიანის” ტექსტი და, ასევე
ზემომითითებული წინასიტყვაობაც ილია ჭავჭავაძეს, პეტრე უმიკაშვილსა და
ალექსანდრე სარაჯიშვილს უკვე 1884 წლის დამდეგისათვის ჰქონიათ გამოსაცემად
მომზადებული: 1883 წლის 10 დეკემბერს გაზ. “დროება” (№ 429) ასეთ ცნობას
აქვეყნებს: “ვისრამიანის” გასასწორებლად დანიშნულ კომისიას შეუმოწმებია ერთად
რამდენიმე ხელნაწერი ამ ძველის წიგნისა და დასაბეჭდათაც მოუმზადებიათ.
ბეჭდვას ამ დღეებში შეუდგებიან”; ხოლო 1884 წლის 5 იანვრით დათარიღებულ
წერილში ილია ჭავჭავაძე ილია ოქრომჭედლიშვილს წერს: “ვისრამიანს” სამი კაცი
ვასწორებთ, ლექსიკონსაც ვუკეთებთ შენის აზრისამებრ და ამ ორ კვირაზედ
დაბეჭდვასაც შევუდგებით”; 1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელია მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად
პეტერბურგში ჩადის (რუსეთში ილიამ ორ თვემდე დაჰყო). ეჭვგარეშეა, რომ ამ
პერიოდისათვის “ვისრამიანზე” მუშაობა გამომცემლებს უკვე დასრულებული აქვთ
(1884 წლის 11 თებერვალს ილია პეტერბურგიდან ილია ოქრომჭედლიშვილს წერს:
“თუმცა მრცხვენიან, მაინც გამოგიცხადებ, რომ “ვისრამიანის” დაბეჭდვას
მოუთმენლად ველი” (იხ. შ. გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, “ილია ოქრომჭედლიშვილი”, თბ.,
1976 წ., გვ. 93).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიგვაჩნია
“ვისრამიანის” დაბეჭდვის გამო”, პირობითად, 1883 წლის დამლევითა და 1884 წლის
დამდეგით დავათარიღოთ.
216. 3 ...მხოლოდ ზოგიერთი კარი ბატ. ჩუბინოვის ქრესტომატიებშია
ჩართული. – დავით იესეს ძე ჩუბინაშვილმა (1814 – 1891 წწ.) 1846 წელს პეტერბურგში
გამოსცა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, ნაწ. I, რომელშიც მოათავსა 4 თავი
“ვისრამიანიდან”, ხოლო 1860 – 1863 წწ. გამოცემულ II ნაწილში ამ ქრსეტომათიისა
კიდევ სამი თავი თხზულებიდან (იხ. აგრეთვე, “ვისრამიანი”, აკად. გამოცემა, 1962 წ.,
გვ. 18).
218. 27 ტექსტის სინამდვილით დაბეჭდვისათვის რედაქციას მხოლოდ 4
ხელნაწერი ჰქონდა. – ძირითადი ხელნაწერი რომელიც საფუძვლად დაედო
“ვისრამიანის” 1884 წლის გამოცემას, დღესდღეობითაც ყველაზე სრულყოფილ
ხელნაწერად ითვლება და თვით აკადემიურ გამოცემას ამ თხზულებისას
(“ვისრამიანი”, 1962 წ. ალ, გვახარიას და მ. თოდუას რედ.) სწორედ ეს S-27 ხელნაწერი
დაედო საფუძვლად. დანარჩენი სამი ხელნაწერიც, რომლებიც ტექსტშია
მოხსენიებული (როგორც არასრულფასოვანი წყაროები), ისევე როგორც S-27
26

ილია ჭავჭავაძის მიერ მოხსენიებული ”ნიშანი” ავტოგრაფში მერვე აბზაცის (”საჭიროება
”ვისრამიანის” დაბეჭდვისა...”) წინ არის დასმული.

ხელნაწერი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული (№ 17 – S, № 96 –
S, № 102 – S).
219. 12 ...ამ ოთხს დედანს უნდა დასჯერებოდა რედაქცია, რადგან მეტი
ხელნაწერი ვერ მოიპოვა. – ამ ხარვეზის შესავსებად “ვისრამიანის” სარედაქციო
ჯგუფს პეტერბურგელი ორიენტალისტის – სალ. გრინისათვის მიუმართავს
თხოვნით – მიეწვდინა მათთვის ყველა ხელმისაწვდომი ცნობა “ვისრამიანის”
ტექსტთან დაკავშირებით და შეედგინა განმარტება-კომენტარები ტექსტობრივი თუ
ენათმეცნიერული ხასიათისა. ამ მიზნით მათ “ვისრამიანის” უკვე დაბეჭდილი
ტექსტი პეტერბურგში გაუგზავნიათ (იხ. ა ლ. ბ ა რ ა მ ი ძ ე, ილ. ჭავჭავაძე და
ვისრამიანი, – ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939 ., გვ. 223 – 225).
დასასრულ, გავეცნოთ წერილს ილიასეული ნაწილის ავტოგრაფის მიხედვით
(U № 174).
ვისრამიანის დაბეჭდვის გამო
ვისრამიანი, – ეს ყოველ მხრით შესანიშნავი განძი ქართულის ლიტერატურისა,
– არ ყოფილა დღევანდლამდე დაბეჭდილი სრულად. მხოლოდ ზოგიერთი ხანა ამ
მშვენიერის წიგნისა ბატ. ჩუბინოვის ქრისტომატიებშია ჩართული. არც მისი
ხელნაწერებია ისე ხშირი ჩვენში, როგორც თვით თხზულების ღირსება
სამართლიანად ითხოვს.
ეს თხზულება ეკუთვნის დიდებულს დროს თამარ მეფისას, ამას ჰმოწმობს
თვით ენის სიკეთე, სიცხოველე და კილო. დამწერად სარგის თმოგველს ამბობენ,
თუმცა მტკიცე საბუთი ამისი, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერას გზით ვერსად ვიპოვეთ. ეს
კი ცოტად თუ ბევრად საფიქრებლია, რომ ვისრამიანი ვეფხვის ტყაოსანზედ ადრეა
დაწერილი, იმიტომ რომ რუსთაველი რამდენსამე ადგილას თვისს პოემაში
იხსენიებს ვისრამიანის გმირთა: ვისსა და რამინსა; იმათი ერთმანერთის სიყვარული
და ტრფიალება მაგალითებსავით მოჰყავს. სჩანს, ამ თხზულებას დიდი ზემოქმედება
ჰქონია მაშინდელებზედაც, რადგან იმისთან დიდის პოეტის, როგორიც
რუსთაველია, ყურადღება მიუქცევია და სამაგალითოდ გახდომია, როგორც ამას
ქვემორეც შევნიშნავთ.
არ ვიცით, ვისრამიანი საკუთარი ქართული თხზულებაა თუ ნათარგმნია. ამ
საგანზედ ჩვენში სამგვარი აზრია გავრცელებული.
ზოგნი ამბობენ, რომ საკუთარი ქართული თხზულებააო და ამას ამყარებენ,
პირველ, იმაზედ, რომ მეტად თვალსაჩინო მაგალითებია წმინდა ქართულის
ჩვეულებისა შიგ მოყვანილიო; მაგალითებრ: ძიძის ავანჩავანობა, შუამავლობა
ტრფიალთა შორის და მისი მოქმედება საერთოდ და, მეორე, იმაზედ, რომ ენა მეტად
ფაქიზია, მკაფიო, სიტყვების გაწყობა ფრაზაში არცერთგან თითქმის არ ჰღალატობს
წმინდა ქართულს ენასაო და თუ თარგმანი იყოსო, რაც უნდა ნიჭიერი მთარგმნელი
ყოფილიყო ამის გადმომღებიო, არ შეიძლება, ბევრგან არ აჰყოლოდა უნებლიედ იმ
ენის წყობილება და თვისებას, რომლიდამაც სთარგმნიდაო.
ზოგნი ამბობენ, რომ თუმცა თვითონ ამბავი ვისისა და რამინისა სპარსულია,
მაგრამ ეს ამბავი ქართველს მწერალს მხოლოდ გაუგონია, თვითონ მხოლოდ
შინაარსი აუღია და თავისით დაუწერია, და არა გადმოუთარგმნია სპარსული
წიგნიდამაო. ამ აზრსაც ისევ ის ზემოხსენებულის აზრის საბუთები უდგება მოწმად
და ეს აზრი პირველზედ უფრო დასაჯერებელი უნდა იყოს, რადგანაც ნამდვილად
ცნობილია ევროპის მეცნიერთაგან, რომ ვისისა და რამინის ამბავი სპარსელებს

ეკუთვნისო, და შესაძლოა ჩვენს მწერალსა გაეგონოს და მერე თავისით ახალი
თხზულება დაეწეროს.
მესამე აზრი და უფრო საბუთიანი ის არის, რომ ვისრამიანი თარგმანია და არა
საკუთარი ქართული თხზულება. ამას ამტკიცებს თვითონ პირველი კარი ამ
თხზულებისა, საცა სწერია, რომ აქ მოსხენებული ამბავი ფაჰლაურიდამ სპარსულად
გადმოთარგმნილია. ამ გარემოებას მით უფრო მეტი ძალა ეძლევა, რომ დღესაც
სპარსულად დარჩენილა “ამბავი ვისისა და რამინისა”, ქილილა და დამანასავით
ლექსად და პროზად შერევით დაწერილი მეთერთმეტე საუკუნის პოეტის
фაჰრალდინ ასათისა. ამბობენ სპარსულითგან ეს თხზულება ნემენცურადაც
გადაუთარგმნიათ.
ეს სპარსული, ნემენცური და ქართული “ვისრამიანი” რომ ერთმანერთს
შეუფარდდეს, მაშინ საბუთი მოგვეცემოდა ან ერთს, ან მეორეს, ან მესამე აზრზედ
დამყარებულვიყავით. ჩვენდა სამწუხაროდ, ამისათვის მასალა ვერ მოვიპოვეთ, ვერც
სპარსული ვიშოვეთ და ვერც ნემეცური, რომ ენის მცოდნე კაცთათვის
გადაგვესინჯებინა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შემდეგში ამ შესანიშნავის
თხზულების სრული ვითარება გამოუძიებლად არ დარჩება, მით უფრო, რომ ეს
თხზულება ამისი ღირსია და, ჩვენის ფიქრით, სასახელოც იმ ერისათვის, რომელსაც
იგი პირველად შეუქმნია.
<ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა>
(გვ. 220)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 252 - 254.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 10 I, № 6, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს, დაასათაურეს და მწერლის თხზულებათა
გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას
ნაწერების სრული კრებულის IX ტომში.
220. 4 გუშინდელმა და დღევანდელმა ორმა ავტორმა ერთი და იგივე საგანი
დაგვიყენა თვალწინ... – იგულისხმება გაზ. “ივერიის” 1886 წ. № 5-ში (9 I) დაბეჭდილი
ფელეტონი – “ტფილისიდამ თეირანს (წერილი მეგობართან)”, მოლა ბაშირის (ნ.
ხიზანიშვილი) ხელმოწერით და № 6-ში (10 I) მოთავსებული – ალ. მირიანაშვილის
“რა მოეთხოვება ქართულს ლიტერატურას?”

<”დასავლეთის ეტიკეტი”> (გვ. 223)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 296 - 300.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 18 IV, № 83, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IX ტომში (სათაურით – “მეთაური. 17 აპრილს, 1886 წელს”).

ამჟამინდელი სათაურით წერილი პ. ინგოროყვამ შეიტანა ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა ათტომეულის VIII ტომში, 1957 წელს.
223. 3 გუშინდელს «Новое Обозрение»-ს ნომერში ბბ-ნი აკაკის და სოსლანის
გამო დაბეჭდილი იყო ერთი წერილი სახელ და გვარ მოუწერელი. – იგულისხმება
1886 წლის 16 აპრილს «Новое Обозрение»-ს № 796-ში დაბეჭდილი წერილი
“Последние слово г. Акакию” (გვ. 2). “პატ. რედაქტორს «Новое Обозрение»-სას – აქ
იგულისხმება გაზეთის რედაქტორი ა. ვ. სტეპანოვი.
226. 24 სოსლანმაო... დასწერაო რეცენზია “თამარ ცბიერზეო”. – იგულისხმება
1886 წლის 12 მარტს «Новое Обозрение»-ში (№ 765) დაბეჭდილი დ. სოსლანის
(დავით კეზელის) სტატია “Библиография” «Коварная Тамара» (четырехактная
драматическая поэма соч. Акакия).
<გოგოლის ”რევიზორის” საიუბილეოდ>
(გვ. 229)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 9 V, № 100, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია პ. ინგოროყვამ, რომელმაც პირველად შეიტანა იგი
ილი ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში (ათტომეულის III ტომში) 1953 წელს, –
ზემოაღნიშნული სათაურით.
230. 24 ...ჩვენმა პოეტმა აკაკიმ... ლექსიც წარმოსთქვა... – საიუბილეო
თარიღისადმი მიძღვნილ საღამოზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი “გოგოლის
შესახებ”, რომელიც დაიბეჭდა გაზ. “ივერიაში” 1886 წ., № 99, 8 V.
<პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ> (გვ. 232)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 430 - 433.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886, 29 VI, № 139, გვ. 1 - 2.
U-ში განსხვავებული ხელით სათაურად მიწერილია: “პოეზიისათვის
მომზადებაა საჭირო”.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად
შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, – ილიას ნაწერების სრული
კრებულის V ტომში ზემოაღნიშნული სათაურით.
ქართული თეატრი
< ჩვენი საზოგადოების გულგრილობა
თეატრისადმი> (გვ. 236)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886, 17 IX, № 200, გვ. 2 – 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ.,
16 IX).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა.

წერილი ილიასეულად მიიჩნია თამარ მაჭავარიანმა. – იხ. მისი “ქართული
გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია” (ტ. III, ნაკვ. II, თბ., 1964 წ.). წერილი
შეტანილია აგრეთვე თინათინ ნაკაშიძისა და ნინო კორძაიას წიგნში “ილია ჭავჭავაძე,
ბიობიბლიოგრაფია. 1857 – 1907” (თბ., 1966 წ.). წერილის ილიასეულობა დაასაბუთა
და გამოაქვეყნა ნადია შალუტაშვილმა, ნაშრომში – “ილია ჭავჭავაძის უცნობი
წერილები თეატრის შესახებ” (თბ., 1969 წ.).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღის მიხედვით.
236. 14 გუშინ, 15 სექტემბერს პირველად გაიღო ქართული თეატრის კარი,
რომელიც ოთხი თთვე იყო დაკეტილი – აქ ილია ჭავჭავაძე თეატრის ახალი სეზონის
გახსნას გულისხმობს.
<თეატრის როლი ერის ცხოვრებაში> (გვ. 241)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886, 3 X, № 212, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 2 X).
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
მისი ილიასეულობა დაადგინა ნ. შალუტაშვილმა, რომელმაც წერილი
გამოაქვეყნა თავის ნაშრომში – “ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის
შესახებ”, თბ., 1969 წ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება,
დასათაურება ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
241. 3 ჩვენს თეატრს მართლის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ, რაც მისი საქმე
თავს იდვა ჩვენმა დრამატულმა საზოგადოებამ. – ქართული დრამატული
საზოგადოება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თეატრალური
ხელოვნებისა და საერთოდ ქართული კულტურის ისტორიაში, დაარსდა 1879 წელს.
წესდება, რომელიც შეადგინეს დიმიტრი ყიფიანმა და ნიკო ნიკოლაძემ, 1881 წელს
დამტკიცდა. დრამატული საზოგადოება შედგებოდა 52 წევრისაგან. საზოგადოების
დამფუძნებელი წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი,
რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, ანტონ
ფურცელაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ბერიძე, იოსებ ბაქრაძე, ნიკო
ავალიშვილი. საზოგადოებამ თავმჯდომარედ აირჩია ილია ჭავჭავაძე, მოადგილედ –
აკაკი წერეთელი, ხაზინადარად – გიორგი თუმანიშვილი, მდივნად – კოტე ყიფიანი.
დრამატული საზოგადოება საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსდა, მას
მატერიალურ დახმარებას უწევდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი და
“შავი ქვის” მრეწველთა საბჭო.
1886 წლის იანვარში მოხდა დრამატული საზოგადოების გამგეობის მორიგი
გადარჩევა. წერილში სწორედ ეს გადარჩევნებია ნაგულისხმები. ახალი გამგეობის
თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი თუმანიშვილი მოადგილედ – დავით ერისთავი.
ახალმა გამგეობამ დასახა მთელი რიგი ღონისძიებები მუშაობის გარდაქმნისათვის.
პირველ რიგში თეატრის ახალი რეპერტუარისათვის დაიწყო ზრუნვა. წახალისების
მიზნით ახალი ორიგინალური პიესის დამწერს გამგეობა აძლევდა წარმოდგენის
შემოსავლის ათ პროცენტს ხოლო თარგმანსა და გადმოკეთებაში – ხუთ პროცენტს.
თეატრში შემოღებული იქნა შეღავათიანი აბონემენტები. გამგეობამ შეძლო თეატრის

გარშემო კვლავ შემოეკრიბა მსახიობთა ძლიერი კოლექტივი. თეატრის სასარგებლოდ
კვლავ დაწესდა საზოგადოების წევრთა საპაიო გადასახადი.
1886 წლის თეატრალური სეზონი დრამატული საზოგადოების ახლად
არჩეული გამგეობის ხელმძღვანელობით წარიმართა.

ქართული თეატრი
<ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ
სცენაზე> (გვ. 244)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 7 X, № 215, გვ. 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 6 X).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა, რუბრიკით – “ქართული თეატრი”. პლ.
კეშელავას ცნობაზე დაყრდნობით, წერილის ავტორად ილია ჭავჭავაძეა
დასახელებული
თ.
მაჭავარიანის
“ქართული
გაზეთების
ანალიტიკურ
ბიობიბლიოგრაფიაში” (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.) და თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას
წიგნში: “ილია ჭავჭავაძე, ბიობიბლიოგრაფია. 1857 – 1907” (1966 წ.).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ ტექსტის შინაარსისა და ცენზურის ნებართვის თარიღზე
დაყრდნობით.
244. 4 გუშინდელი დღე ვერაფერ ბედნიერ დღედ ჩაითვლება ჩვენის
თეატრისათვის. – იგულისხმება 1886 წლის 5 ოქტომბერი.

<ქართული თეატრი და მაყურებელი> (გვ. 250)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 18 X, № 225, გვ. 1 - 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია თ. მაჭავარიანმა, რომელმაც შეიტანა იგი
“ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში” (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.).
წერილი შეტანილია აგრეთვე თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში – “ილია ჭავჭავაძე.
ბიობიბლიოგრაფია. 1857 – 1907” (1966 წ.). წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და
გამოაქვეყნა ნ. შალუტაშვილმა. – იხ. მისი “ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები
თეატრის შესახებ”, 1969 წ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურება ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
250. 3 გუშინდელს “ივერიაში” მოყვანილია ცნობა, რომ ქართულს თეატრში
ხალხი ბევრი არ დადისო. – იგულისხმება 1886 წლის 17 ოქტომბრის გაზ. “ივერიაში”
(№ 224) გამოქვეყნებული ცნობა.

ქართული თეატრი
<ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას ვეძებდი და
რა ვპოვე”> (გვ. 255)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 22 X, № 228, გვ. 2 - 4 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 21
X).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. პლ. კეშელავას ცნობაზე დაყრდნობით,
რეცენზიის ავტორად ილია ჭავჭავაძეა მოხსენიებული თ. მაჭავარიანის “ქართული
გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში” (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.) და აგრეთვე თ.
ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში “ილია ჭავჭავაძე. ბიობიბლიოგრაფია. 1857 – 1907”
(1966 წ.). წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და გამოაქვეყნა ნ. შალუტაშვილმა. –
იხ. მისი “ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ”, 1969 წ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ ბ. ჯორჯაძის პიესის “რას ვეძებდი და რა ვპოვე”
წარმოდგენისა (19 X) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
256. 17 ...პიესისა: “რას ვეძებდი და რა ვპოვე”, რომელიც ამ კვირას ქართულ
სცენაზე ითამაშეს. – იგულისხმება 1886 წ., 19 ოქტომბერი.

ქართული თეატრი
<“ცოლი-მეუღლე” ქართულ სცენაზე>
(გვ. 262)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 24 X, № 229, გვ. 2 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 23
X).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის
შესახებ იხ. წინა წერილის შენიშვნა. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი
პირველად იბეჭდება. ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ სპექტაკლის “ცოლი-მეუღლეს” წარმოდგენისა (22
ოქტომბერი) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
22 X გაზ. “ივერიაში” გამოქვეყნდა ცნობა: დღეს წარმოდგენილი იქნება “ცოლიმეუღლე” დრამა 5 მოქმედებად ა. მოჩხუბარიძისა (აზრი რუსულიდამ).
ქართული თეატრი
<გაბრიელ სუნდუკიანცის “ხათაბალა”> (გვ. 268)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 5 XI, № 239, გვ. 1 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 4
XI).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ილიასეულობა დაასაბუთა ვახტანგ
კუპრავამ. – იხ. “ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები”, გაზ. “ლიტერატურა და
ხელოვნება”, 1952 წ., 18 VII, № 24/430.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ.
ინგოროყვამ 1953 წელს, – ათტომეულის III ტომში, სათაურით – “ქართული თეატრი.
წერილი პირველი”.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ “ხათაბალას” წარმოდგენისა (2 XI) და ცენზურის
ნებართვის თარიღების მიხედვით.
270. 8 ჩვენდა სასიამოვნოდ უნდა აღვიაროთ, რომ კვირას, როცა “ხათაბალას”
არდგენდა ჩვენი დრამატიული დასი – იგულისხმება 1886 წლის 2 ნოემბერი.

<ქართული ხალხური მუსიკა> (გვ. 275)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 492 - 498.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 18 XI, № 250, გვ. 1 – 2; 19 XI, № 251, გვ. 1 – 2.
წერილი
“ივერიის”
მეთაურებად
დაიბეჭდა,
უსათაუროდ
და
ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა
გამოცემაში შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის V ტომში, ზემოხსენებული სათაურით.

ქართული თეატრი
<ახალი პიესები ქართულ სცენაზე> (გვ. 282)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 19 XI, № 251, გვ. 1 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ.,
18 XI).
რეცენზია ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. მისი ატრიბუციის შესახებ იხ.
შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (გ. სუნდუკიანცის “ხათაბალა”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ.
ინგოროყვამ 1953 წელს, – ათტომეულის III ტომში, სათაურით: “ქართული თეატრი.
წერილი მეორე”.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ სპექტაკლის წარმოდგენის დღისა (16 XI) და ცენზურის
ნებართვის თარიღების მიხედვით.

ქართული თეატრი
<თეატრის რეცენზენტი> (გვ. 292)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 27 XI, № 257, გვ. 1 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ.,
26 XI).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
წერილის ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი”
(გაბრიელ სუნდუკიანცის “ხათაბალა”)”.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად შეიტანა პ.
ინგოროყვამ 1953 წელს, ათტომეულის III ტომში, სათაურით – “ქართული თეატრი.
წერილი მესამე”.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ “დავიდარაბას” წარმოდგენის დღისა (23/XI) და
ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
23 ნოემბერს გაზ. “ივერიამ” გამოაქვეყნა ცნობა: “დღეს, 23 გიორგობისთვეს
ბენეფისი მ. საფაროვა-აბაშიძისა ბანკის თეატრში. ქართულის დრამატიულის
საზოგადოების დასისაგან წარმოდგენილი იქნება: “დავიდარაბა”, კომედია სამ
მოქმედებად ფრანცუზ. გადმოკეთებული თ. დავ. ერისთავისაგან”.
წერილები გადაღმითგან (გვ. 300)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 504 – 518.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 2 XII, № 261.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: სფირიდონ ჩიტორელიძე.
(ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 1 XII).
წერილის პირველი ნაწილი (”წერილი პირველი”), რომელიც ამ სათაურითა და
ხელმოწერით დაიბეჭდა 1886 წლის გაზ. ”ივერიის” № 260-ში (30 XI) არ ეხება
ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს და ამიტომ არ არის დაბეჭდილი
წინამდებარე ტომში.
ფელეტონის ილიასეულობა დაადგინა ლ. ჭრელაშვილმა. – იხ. მისი ”ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის საკითხები” (ჟურნ. ”მაცნე”,
1981 წ., № 2); მისივე, ”ჟურნალ ”საქართველოს მოამბეში” და გაზეთ ”ივერიაში”
სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის
საკითხები” (კრებ. ”ქართული ჟურნალისტიკა”, 1981 წ.).
ფსევდონიმ სფირიდონ ჩიტორელიძის ილიასეულობის შესახებ იხ. აგრეთვე
შენიშვნა წერილისა ”სფირიდონისა და თადეოზის ბაასი”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.

ქართული თეატრი
<ქართული თეატრის ნაკლოვანებანი> (გვ. 316)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 4 XII, № 263, გვ. 1 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 3
XII).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მის ატრიბუციასთან დაკავშირებით იხ.
შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (გაბრიელ სუნდუკიანცის “ხათაბალა”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ.
ინგოროყვამ 1953 წ., – ათტომეულის III ტომში, სათაურით – “ქართული თეატრი.
წერილი მეოთხე”.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ პიესის “ალერსთა ბადეს” წარმოდგენის დღისა (30 XI) და
ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.

ქართული თეატრი
(”გავიყარნეთ” და “ხანუმა”) (გვ. 318)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1886 წ., 17 XII, № 273, გვ. 1 – 2; 19 XII, № 275, გვ. 1 – 2; 23 XII,
№ 278, გვ. 1 – 3 (ცენზურის ნებართვა: 16 XII, 18 XII, 22 XII, 1886 წ.).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მის ატრიბუციასთან დაკავშირებით იხ.
შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (გ. სუნდუკიანცის “ხათაბალა”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ.
ინგოროყვამ 1953 წ., – ათტომეულის III ტომში, სათაურით “ქართული თეატრი.
წერილი მეხუთე”.
წერილს ვათარიღებთ პიესის “გავიყარნეთ” წარმოდგენის დღისა (7/XII) და
ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
6 ნოემბერს გაზეთ “ივერიამ” გამოაქვეყნა ცნობა: კვირას, 7 ქრისტეშობისთვეს,
წარმოდგენილი იქნება პირველად “გავიყარნეთ”, კომედია 3 მოქმედებად,
გადმოკეთებული ვ. აბაშიძისაგან”.

ქართული თეატრი
(”თამარ ცბიერი” და “მეჯლისი იტალიელებით”
ქართულ სცენაზე) (გვ. 339)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 31 I, № 23, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ. 30 I).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის
შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას
ვეძებდი და რა ვპოვე”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით
წერილს ვათარიღებთ “თამარ ცბიერის” წარმოდგენის (28 I) და ცენზურის
ნებართვის თარიღების მიხედვით.
<რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს> (გვ. 341)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 632 – 636.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 8 II, № 29, გვ. 1; 9 II, № 30, გვ. 1 – 2.
U-ში, ტექსტის ზემოთ, ლურჯი ფანქრით, მიწერილია: “რა მიზეზია, რომ
კრიტიკა არა გვაქვს”.
დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად 1909 წ.
დაიბეჭდა, – ზემოაღნიშნული სათაურით (იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა,
– ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგ. გამოცემა, № 97, ტფილისი, 1909).
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.

<ისევ “თამარ ცბიერის” დადგმის გამო>
(გვ. 347)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 10 II, № 30, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 9 II).
წერილი უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა. წერილის ატრიბუციისა
და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (ბარბარე
ჯორჯაძის “რას ვეძებდი და რა ვპოვე”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
წერილს ვათარიღებთ “თამარ ცბიერის” წარმოდგენის დღისა (8 II) და
ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
347. 2 თუ ვისმე ოდესმე სწყურებია თვალით ნახვა მწერლობის აპოთეოზისა,
კვირას უნდა მოსულიყო ქართულ თეატრში... – იგულისხმება აკაკი წერეთლის
დრამატული პოემის “თამარ ცბიერის” დადგმა, რომელიც დიდი წარმატებით იქნა
განხორციელებული კვირას, 8 თებერვალს, ბანკის თეატრში.

ქართული თეატრი
(“ჰამლეტი” შექსპირისა) (გვ. 348)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 19 II, № 36, გვ. 2 – 3 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 11
II).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის
შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას
ვეძებდი და რა ვპოვე”).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ “ჰამლეტის” წარმოდგენის დღისა (11 II) და ცენზურის
ნებართვის თარიღების მიხედვით.
352. 1 “ჰამლეტის” წარმოდგენამ, რომელმაც აუარებელი ხალხი მოიწვია
თეატრში... – იგულისხმება შექსპირის დრამის “ჰამლეტის” დადგმა 1887 წლის 11
თებერვალს, რომელიც გაიმართა ლადო ალექსი-მესხიშვილის საბენეფისოდ ბანკის
თეატრში.
352. 4 პიესის მთარგმნელი რამდენჯერმე გამოიწვია საზოგადოებამ... –
იგულისხმება ცნობილი მწერალი და შექსპირის ნაწარმოებთა უბადლო მთარგმნელი
ივანე მაჩაბელი (1858 – 1898).

<იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო>
(გვ. 353)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 637 – 640.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 22 III, № 61, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა
1927 წელს, –
ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, ზემომითითებული
სათაურით. დასახელებული გამოცემის სარედაქციო შენიშვნებში, ისევე როგორც
ილიას თხზულებათა შემდგომ გამოცემებში, აღნიშნულია, რომ ამ წერილის
ილიასეულობას (და აგრეთვე ილიასეულობას წერილისა – “მოკლე ბიოგრაფია იოსებ
დავითაშვილისა”) “ადასტურებს მოწმობა ნ. მთვარელიშვილისა (რომელიც 80 – 90იან წლებში ილიასთან თანამშრომლობდა წ. კ. საზოგადოებაში). იოსებ
დავითაშვილის ნაწერების 1890 წლის გამოცემას დართული აქვს ბიოგრაფია
პოეტისა, დაწერილი ნ. მთვარელიშვილის მიერ, რომლის ბოლოს მოთავსებულ
ბიბლიოგრაფიაში ნ. მთვარელიშვილი აღნიშნავს: “მეთაური სტატია იოსების
გარდაცვალების გამო და მისივე მოკლე ბიოგრაფია” 1887 წ. “ივერიის” № 61-ში –
ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნისო” (იხ. ი. დავითაშვილის თხზულებანი, ქართ. ამხ.
გამოცემა № 2, 1890 წ., გვ. XXXIX).
წერილის ილიასეულობა აღნიშნული იყო უფრო ადრეც, კერძოდ 1887 წლის 24
მარტის გაზ. “ივერიაში” (№ 62, გვ. 2), სადაც ნათქვამია, რომ იოსებ დავითაშვილის
სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე კალოუბნის ეკლესიაში “ჩვენი გაზეთის
რედაქტორმა იოსებ დავითაშვილის მოღვაწეობასა და მნიშვნელობაზედ სიტყვა
წაიკითხა, რომელიც დაბეჭდილია “ივერიაში” 22 მარტსა”.
354. 13

სოფლელი გლეხის შვილი ვარ...
ვერ გამიღია პირია!

სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან “გლეხის პასუხი”,
რომელიც პოეტმა 1883 წელს დაწერა.
354. 31

თავზე დამეცეს ცა რისხვით...
თუ რამ ვინდომო სხვისა მე!

ეს სტროფიც “გლეხის პასუხიდანაა”.
355. 9

კაცი ხარ, კაცად შობილი...
კაცთა მოყვარესო.

სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის 1878 წ. დაწერილი ლექსიდან “მიბაძვა
(დავით გურამიშვილისა)”.
356. 17

გლეხებმა წიგნი ვისწავლოთ...
სწავლა ცხოვრების ხიდია.

სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან “სტვირი” (1880 წ.).
356. 28 – 357. 1 არ დაივიწყო, გახსოვდეს...
სხვა რამ ვსთქვა, იტყვია, ყბედია.
სტროფი აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან “დატვირთულ მუშას”.

357. 8

მეც მისწავლია რამე...
რომ ქვეყნისა ბარგი ვარ.

სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან “სიმღერა ჩუქურთმის
მჭრელისა” (1877 წ.)
357. 31 – 358, 1 სიცოცხლეს ჰკლევდი ტანჯვაში...
მრუდე ხის გასწორებასა.
ილიას ეს სტროფები აღებული აქვს გაზეთ “ივერიის” № 58-ში დაბეჭდილი
ლექსიდან “იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო”. ლექსს შემდეგი
სარედაქციო შენიშვნა ახლავს: “ეს ლექსი მოგვივიდა შემდეგს წერილთან ერთად: “ბნო რედაქტორო! გუშინდელს გაზეთს “ივერიაში” დაბეჭდილმა დეპეშამ, რომელიც
იყო
გამოგზავნილი
თელავიდამ
განსვენებულის
იოსებ
დავითაშვილის
სიკვდილზედ, მიგვცა ფრიად შემაძრწუნებელს მწუხარებას გორის საზოგადოების
მოყვასნი და მცნობნი გარდაცვალებულისა. ვწუხვართ სულითა და გულით და
ვგლოვობთ სახალხო კილოთი მწერალს, პოეტს და ყველა ხელოსანის კეთილს
დამრიგებელსა და სწორე გზაზედ დამაყენებელს კაცს. გთხოვთ მისცეთ ადგილი
თქვენს პატივცემულ გაზეთ “ივერიაში” ამ ჩვენს მწუხარებას შორიდგან
მიუწვდენელს ცრემლის მაგიერ”.
წერილიც და ლექსიც ხელმოუწერელია.

მოკლე ბიოგრაფია ი. დავითაშვილისა (გვ. 359)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ”ივერია”, 1887 წ., 22 III, № 61, გვ. 1 – 2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 22 III).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
წერილის ავტორად ილია ჭავჭავაძე მოხსენიებული იყო უკვე 1890 წელს, მ.
მთვარელიშვილის მიერ (იხ. შენიშვნა წინა წერილისა – “იოსებ დავითაშვილის
გარდაცვალების გამო”).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა
1927 წელს, – ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, ზემოხსენებული სათაურით.
პირობითად ვათარიღებთ წერილის გამოქვეყნების წინა დღით.
<აკაკი წერეთელი და “ვეფხვის-ტყაოსანი”> (გვ. 261)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 643 – 654.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 18 IV, № 75, გვ. 1 – 2; 19 IV, № 76, გვ. 1 – 2; 21 IV,
№ 77, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 17 IV; 18 IV; 20 IV.
მითითებულ ხელნაწერში ტექსტის თავზე ფანქრითაა მიწერილი სათაური:
“აკაკი წერეთელი და “ვეფხვის-ტყაოსანი”.
დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილის ილიასეულობა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო ცნობილი, რასაც
ცხადყოფს აკაკის წერილი – “რამდენიმე სიტყვა ბ-ნ ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ
“ვეფხვის-ტყაოსნის” გამო”, რომელიც 1887 წელს ცალკე ბროშურად გამოიცა (1898
წელს იგივე წერილი დაიბეჭდა “აკაკის თვიური კრებულის № 5-ში).
აკაკი წერეთლის “საჯარო ლექცია რუსულად “ვეფხვის-ტყაოსნის” თაობაზედ”
რომელსაც ილიას წერილი ეხება, წაკითხულ იქნა 1887 წლის 26 და 29 მარტს. 31
მარტის “ივერიაში” (№ 67), რუბრიკაში “ახალი ამბავი” ნათქვამია: აკაკი დაგვპირდა,
რომ მესამე (უკანასკნელ) ლექციაში დაწვრილებით გაარჩევს პოემის გმირთა
ხასიათებსო. მაგრამ მესამე ლექციის ჩატარების შესახებ ცნობას პრესაში ვერ
მივაკვლიეთ. აკაკის ლექციების ტექსტი გამოქვეყნდა 1898 წელს, “აკაკის თვიური
კრებულის” № 5 – 6-ში, სათაურით – “სამი ლექცია “ვეფხვის-ტყაოსანზე”).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად შეტანილ იქნა
1909 წელს (იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, – ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც.
საზოგ. გამოცემა № 97, ტფილისი, 1909), ზემომითითებული სათაურით.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
362. 14 ...ბ-ნმა აკაკი წერეთელმა იგივე ლექცია ქართულად წაიკითხა ამ
რამდენიმე წლის წინათ... – აკაკი წერეთელმა ლექციები “ვეფხისტყაოსანზე”
წაიკითხა 1881 წელს, – ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ხოლო 1882 წელს – გორში.
362. 22 ...რამდენიმე ამბავი ახალია ეხლანდელს რუსულში, მაგალითებრ, ის
საოცარი საბუთი, როგორც კამბეჩის ცემის ამბავია... – ილია აქ გულისხმობს აკაკის
ლექციის იმ ადგილს, სადაც ქართლელის დასახასიათებლად პოეტს ასეთი მაგალითი
მოჰყავდა: ერთი გლეხის კამეჩი შესულიყო სხვის ბოსტანში. ბოსტნის პატრონს ეწყინა
და გლეხი სცემა. გლეხმა ხელი არ შეუბრუნა, მაგრამ, როდესაც ბოსტნის პატრონმა
წკეპლა გადაჰკრა კამეჩს, მაშინ კი გლეხი ვეფხვივით მივარდა ბოსტნის პატრონს,
ფეხქვეშ ამოიდო და უწყალოდ დაუწყო ცემა. როდესაც ჰკითხეს, რატომ შენი თავი
ვერ დაიფარეო, გლეხმა უპასუხა: კამეჩს რა დანაშაული ჰქონდაო. თურმე ის, რომ
თავის საქონელს ყური ვერ უგდო, თავის დანაშაულად მიაჩნდა და ცემაც ამიტომ
აიტანა, მაგრამ უსამართლოდ კი პირუტყვიც არავის დააჩაგვრინა.
აკაკის ლექციების ტექსტში, რომელიც 1898 წელს დაიბეჭდა (“აკაკის თვიური
კრებული”, № 5 – 6), ეს ადგილი არ არის, მაგრამ იგი გამოქვეყნებულია აკაკის
წერილში “რამდენიმე სიტყვა ბ-ნ ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ “ვეფხვის-ტყაოსნის”
გამო”.
365. 33 “ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან”. “ვეფხვის-ტყაოსნის”
345-ე სტროფი 27.
366. 14 “რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, – ნუ სდევ წადილთა ნებასა” –
“ვეფხისტყაოსნის” 374-ე სტროფი მცირე ცვლილებით.
366. 22 “თუ ბრძენი... კაცი ჭირსა” – “ვეფხისტყაოსნის” 369-ე სტროფი მცირე
ორთოგრაფიული ცვლილებით.
366. 31 “ბრძენი?!... თუცაღა ვიყო ცნობასა...” – “ვეფხისტყაოსნის” 380-ე
სტროფი.
367. 11 “ამიგდო ქალმა... ვერას გითხრობს...” – “ვეფხისტყაოსნის” 391-ე და 392ე სტროფები მცირე ორთოგრაფიული ცვლილებებით.
27

ილიას მიერ ”ვეფხისტყაოსნის” დამოწმებული ციტატები შედარებულია 1860 წლის გამოცემასთან
(იხ. შ ო თ ა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი, ”ვეფხვის-ტყაოსანი”, დავით ჩუბინაშვილის განმარტებითურთ, 1860
წ., სანკტ-პეტერბურღი).

369. 7 “მოჰყავს რა ეს ადგილი ჰომიროსის... დაანთხევინესო” – ციტატა ილიას
აღებული აქვს ლესინგის ნაშრომიდან “ლაოკოონი ანუ მხატვრობისა და პოეზიის
საზღვრების შესახებ” (XXI თავის დასაწყისი).
372. 32 სვიმონ მესვეტე – ანტიოქიელი განდეგილი (დაახლ. 390 – 459 წწ.),
რომელმაც 36 წლის ასაკში, განდეგილობის ათი წლის შემდეგ, ააგო სვეტი და ამ
სვეტზე ცხოვრობდა სიკვდილამდე.

<პასუხი ნიკო ნიკოლაძეს> (გვ. 375)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 11 X, № 211, გვ. 1 – 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
მისი ილიასეულობა, ჩვენის აზრით, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
375. 16 “რად მაქებ, ავი რა წამკიდებია?” – ციტატა “ქილილა და დამანადან”.
375. 18 ...გუშინაც ბ-მა ნიკოლაძემ შემოგვაწია... საკუთარი ნაკვესი –
იგულისხმება ნ. ნიკოლაძის წერილი «Критика. Из Грузинской литературы», რომელიც
დაიბეჭდა გაზეთ «Новое Обозрение»-ში 1887 წლის 9 ოქტომბერს (№ 1312). აღნიშნულ
წერილში ნ. ნიკოლაძე აკრიტიკებს 1887 წ. “ივერიის” რედაქციის მიერ გამოცემულ
პატარა წიგნს სათაურით “ნაკვესნი ანუ მოსწრებული სიტყვანი ძველთა და ახალთა
ქართველთანი”.
376. 20 “ზოგჯერ... დავალდებიან” – ციტატა “ვეფხისტყაოსნიდან”. პირველი
სტრიქონი – “მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან” საგრძნობლადაა
შეცვლილი.
377. 28 По-грузински нужно сказать... с точки зрения Антония Католикоса –
ციტატა მოტანილია ნ. ნიკოლაძის «Новое Обозрение»-ში დაბეჭდილი სტატიიდან.

<ბულვარის აკადემია> (გვ. 382)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 752 - 755.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 14 X, № 213, გვ. 1 - 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
ხელნაწერ კრებულში წერილის ზემოთ ლურჯი ფანქრით მიწერილია:
Спор о старой и новой литературах.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
383. 26

ბევრ ჭიქას კენჭიც ეყოფა,
უგუნურს – დრამის წონანი.

ციტატა ვახტანგ VI-ის ლექსიდან “სატრფიალონი” (იხ. ბ. დარჩია “ვახტანგVIის პოეტური სამყარო”, თბილისი, 1988 წ., გვ. 140.
386. 8

ბებერსა, სასძლოდ მორთულსა,
უფრთხილდი, მოერიდეო.

ციტატა “ქილილა და დამანადან”.

<ყალბი და ნამდვილი> (გვ. 387)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 755 - 759.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 18 X, № 217, გვ. 1 - 2.
ხელნაწერ კრებულში წერილის ზემოთ, ლურჯი ფანქრით მიწერილია: “Илья в
роли моралиста».
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია პ. ინგოროყვამ, რომელმაც პირველად შეიტანა იგი
ილიას თხზულებათა გამოცემაში (ათტომეულის VIII ტომში) 1957 წელს,
ზემოაღნიშნული სათაურით.

<დიმიტრი ყიფიანი> (გვ. 393)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 763 - 771.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1887 წ., 30 X, № 227, გვ. 1; 4 XI, № 230, გვ. 1; 8 XI, № 234,
გვ. 1 – 2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 30 X, 4 XI, 7 XI).
დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად
შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების სრული
კრებულის VII ტომში, ზემომითითებული სათაურით.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
394. 3 “უნებურს გემოს სჯობია ნებითა უგემებანი” – ციტატა “ქილილა და
დამანადან”.
394. 7

“ჩემი ნავი ნაღვლის ზღვასა...
ამოვიღებ, ვიგდებ ხელად”.

ციტატა “ქილილა და დამანადან”.
394. 14

“ბრძენი არც იშვებს ფრიადა”,
არც დია შეწუხდებისა.

ციტატა არჩილის პოეზიიდან.

394. 18

“სჯობს სიგლახაკე სიმართლით,
ცრუს დიდსა გამდიდრებასა”.

ციტატა არჩილის პოეზიიდან.
394. 22 “სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო” –
ციტატა დ. გურამიშვილის “დავითიანიდან”.
395. 21

“ფეხი მთებრ ედგა ქვეყანად,
ტინურად გამტკიცებული”.

ციტატა “ქილილა და დამანადან” მცირე ცვლილებით: “ედგას” ნაცვლად
დედანშია “დასდგას”.
<კრიტიკული აზრის უქონლობა> (გვ. 403)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 786 - 788.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 9 I, № 5, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია პ. ინგოროყვამ, რომელმაც პირველად შეიტანა
იგი მწერლის თხზულებათა გამოცემაში (ათტომეულის VIII ტომში) 1957 წელს,
ზემოაღნიშნული სათაურით.

<დრამატული საზოგადოების გასაჭირი> (გვ. 407)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 31 I, № 23, გვ. 1 - 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
მისი ილიასეულობა, ვფიქრობთ, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
407. 3 გუშინწინ ჩვენს გაზეთში ერთმა ჩვენის სცენის მოყვარემ გვაუწყა... – 29
იანვარს “ივერიის” № 21-ში, რუბრიკით “ქართული თეატრი”, დაბეჭდილია წერილი
დრამატული საზოგადოების გასაჭირის შესახებ. სტატიის ავტორი გვაუწყებს, რომ
საზოგადოების მმართველობამ გადაწყვიტა დასის სრულიად დათხოვნა და დაშლა.
ავტორი ამ უკანასკნელი ღონისძიების გატარების წინააღმდეგია. წერილს ხელს აწერს
“ქართული სცენის მოყვარე”.
407. 4 ...დრამატიულის საზოგადოების გამგეობა... – იხ. შენიშვნა წერილისა
“თეატრის როლი ერის ცხოვრებაში”.

<იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები
გრიგოლ ორბელიანზე> (გვ. 411)

ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 24 III, № 63, გვ. 1 - 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
პლ. კეშელავას ცნობაზე დაყრდნობით, წერილი ილიასეულად მიიჩნია სოლომონ
ცაიშვილმა და გამოქვეყნდა წიგნში: ი ო ნ ა მ ე უ ნ ა რ გ ი ა, ქართველი მწერლები, I,
სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, წინასიტყვითა და შენიშვნებით, თბ., 1954 წ.
(სარედაქციო შენიშვნები, გვ. 437 – 439).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
415. 3 ამბობენ პარასკევს იქნება პირველი ლექცია სათავადაზნაურო ბანკის
თეატრში – პარასკევს, 25 მარტს იონა მეუნარგიას ლექცია გრ. ორბელიანზე არ
შემდგარა. გაზეთ “ივერიის” № 64-ში რუბრიკაში “ახალი ამბავი” გაზეთის პირველ
გვერდზე დაიბეჭდა შემდეგი შინაარსის ცნობა: “დღევანდელს ჩვენს გაზეთში
დაბეჭდილია წერილი რედაქციის მიმართ ბ-ნ იონა მეუნარგიასი. პატივცემული
ბიოგრაფი თ. გრ. ორბელიანისა გვაუწყებს რომ ლექციებს ზემოხსენებულს
სახელმწიფო კაცზე და საქართველოს პოეტზე ვეღარ წავიკითხავ, თუმცა სურვილი
დიდი მქონდაო. ბ-ნ მეუნარგიას განზრახვა აქვს თავისი ხელნაწერი ცალკე წიგნად
დაბეჭდოს, რომ ამ სახით მაინც აცოდინოს ქართველ საზოგადოებას გრ. ორბელიანის
ბიოგრაფიის შინაარსი”. “ივერიის” მომდევნო № 65-ში კი რუბრიკაში “ახალი ამბავი”
წერია, რომ ის დაბრკოლებანი, რომლებიც შეხვდა ი. მეუნარგიას, უკვე აცილებულია
და ამ მოკლე ხანში შეუდგება ლექციების კითხვას გრ. ორბელიანზეო. მართლაც, ი.
მეუნარგიამ პირველი ლექცია წაიკითხა 4 აპრილს, მეორე – 6 აპრილს (თუმცა 6
აპრილს, “ივერიის” № 73-ის “ახალ ამბავში” დაბეჭდილი ცნობა იუწყებოდა, რომ ი.
მეუნარგიამ პირველი ლექცია წაიკითხა და კიდევ სამი ლექცია იქნებაო).
“ცხოვრება და ღვაწლი თ. გრიგოლ ორბელიანისა” ავტორმა პირველად 1904 წ.
ჟურნ. “მოამბის” “№№ 3, 4, 5, 7, 8, 10, 12 და 1905 წ., № 2 – 3 გამოაქვეყნა. იმავე 1905 წ.
იგი “მოამბიდან” ცალკე წიგნად დაიბეჭდა. ჟურნ. “მოამბეში” ამ ვრცელი ნაშრომის
მხოლოდ 21 თავია დასტამბული. დანარჩენი თავების ბეჭდვა ცენზორის მიერ იქნა
შეჩერებული. ნაშრომის ეს ნაწილი დაიკარგა. შემდეგში სოლ. ცაიშვილმა მიაგნო ამ
ხელნაწერს, რომელიც 1940 წ. “ლიტ. მატიანეში” გამოაქვეყნა, მაგრამ ისიც ნაკლულია.
1954 წ. მკვლევარმა გამოსცა იონა მეუნარგიას “ქართველი მწერლების” პირველი
წიგნი, სადაც “მოამბეში” დაბეჭდილს დაუმატა “ლიტ. მატიანეში” დაბეჭდილი
ტექსტი.

<”თერგდალეულნი” და ახალი თაობა> (გვ. 416)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 834 - 844.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 17 V, № 101, გვ. 1 – 2. 18 V, № 102, გვ. 1; 20 V, №
104, გვ. 1 - 2; 21 V, № 105, გვ. 1 - 2 (ცენზურის ნებართვა: 1888 წ., 16 V, 17 V, 19
V, 20 V).
დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად
შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების სრული
კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.

416. 3 “ივერიის” წარსულს №-ში დაბეჭდილი იყო ბ-ნ ნ. გ-ლის წერილი... –
გაზეთ “ივერიის” 1888 წ., № 100-ში დაიბეჭდა წერილი “ფიქრი და შენიშვნა
გარეთყოფილისა”, რომელსაც ხელს აწერდა “გ-ლი ნ.” – გარეჯელი ნინია (ივანე
ჯაბადარი).
418. 8 – 9 ...”საყვარელსა უჩვენა საქმენი საგმირონია...” – “სჯობს საყვარელსა
უჩვენნე საქმენი საგმირონია” – სტრიქონი მოტანილია “ვეფხისტყაოსნიდან”.
419. 4 – 5 “რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა”... –
სტრიქონი აღებულია “ვეფხისტყაოსნიდან”.

ორნი არიან, ტოლნი არიან ანუ აგანგალა განგალა,
შავროვი და სანდალა (გვ. 428)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 13 IX, № 191, გვ. 1 – 2. 14 IX, № 192, გვ. 1 – 2; 16 IX,
№ 193, გვ. 1 – 3 (ცენზურის ნებართვა: 1888 წ., 12 X, 13 X, 15 X).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა, მაგრამ მისი ილიასეულობა, ჩვენი
აზრით, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს. აღსანიშნავია, რომ ზაქარია ჭიჭინაძის
წიგნზე – “წერილები ქართულს მწერლობაზე” (რომელიც სანდალას ფსევდონიმით
გამოიცა 1888 წელს და რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს წერილი),
კერძოდ, წიგნის თავფურცელზე, იოსებ გრიშაშვილს – ქართული მწერლობისა და
პრესის ისტორიის შესანიშნავ მცოდნეს – მიუწერია: “ზ. ჭიჭინაძისაა. ილიას
დაუწერია “ჰა განგალა, განგალა, შავროვი და სანდალა”. მეთაურიც არის ბოლო
ფელეტონის ბეჭდვის დროს” (იხ. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის
კატალოგი, ტ. I, ნაკვ. II, 1979 წ., გვ. 122).
ილიას ეკუთვნის ზ. ჭიჭინაძის დასახელებული წიგნის საწინააღმდეგოდ
მიმართული მეორე წერილიც – “სანდალას წიგნის გამო” (იხ. ქვემოთ), რომელიც 1888
წლის 16 სექტემბერს “ივერიის” მეთაურად დაიბეჭდა, – გაზეთის იმავე ნომერში (№
193), რომელშიც დასრულდა წინამდებარე წერილის (“ორნი არიან, ტოლნი არიან...”)
ბეჭდვა. ი. გრიშაშვილის ზემოციტირებული სიტყვები – “მეთაურიც არის ბოლო
ფელეტონის ბეჭდვის დროს”, – გაზ. “ივერიის” სწორედ ამ მეთაურ წერილს
გულისხმობს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
431. 29 – 30 “ფოთის ნავთსადგურის ძირს ვერ ჩასწვდა... – იგულისხმება, რომ
შავროვი – მამა 1863 – 1873 წწ. აწარმოებდა კვლევას და მონაწილეობდა ფოთის
პორტის პროექტის შედგენაში. 1875 წ. იგი პორტის მშენებლობის უფროსი იყო, ხოლო
იმავე წელს თავი დაანება სამსახურს და თავის ძმასთან ერთად დააარსა გაზეთები:
«Биржа» და «Наш век».

<სანდალას წიგნის გამო> (გვ. 446)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 16 IX, № 193, გვ. 1 – 2.

დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
446. 3 დღეს დასრულდა ფელეტონი... – იგულისხმება გაზეთ “ივერიის” 1888
წლის № 191 – 193-ში ხელმოუწერლად დაბეჭდილი ილიას ფელეტონი “ორნი არიან,
ტოლნი არიან ანუ აგანგალა, განგალა, შავროვი და სანდალა” (იხ. ზემოთ).
446. 3 ...სანდალას წიგნის თაობაზედ... – იგულისხმება სანდალას (ზ.
ჭიჭინაძის) წიგნი “წერილები ქართულს მწერლობაზე” (1888 წ.).

<უარმყოფელობა ჩვენში> (გვ. 451)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052, გვ. 852 - 858.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1888 წ., 11 XII, № 261, გვ. 1 – 2, 14 XII, № 263, გვ. 1
(ცენზურის ნებართვა: 1888 წ., 10 XII; 13 XII).
დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
457, 20 – 22 ...უარჰყოფენ... რეფორმებს, რომლებიც მოახდინა განსვენებულმა
იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ... – ყირიმის ომში (1853 – 1856 წ.) დამარცხების
შემდეგ, რევოლუციური სიტუაციის გამო, რუსეთის მთავრობამ გააუქმა ბატონყმობა
(1861 წ.) და გაატარა მთელი რიგი ბურჟუაზიული რეფორმები (სასამართლო,
სამხედრო და სხვ.).

<გაბრიელ სუნდუკიანცის “პეპო” და სომხის
ლიტერატორები> (გვ. 459)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1889 წ., 5 II, № 27, გვ. 1 – 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის IX ტომში, უსათაუროდ (განყოფილებაში – “სომხური პრესა”).
წერილი წემოაღნიშნული სათაურით დაბეჭდა პ. ინგოროყვამ ილიას თხზულებათა
ათტომეულის III ტომში (1953 წ.).

<დედათა საქმის გამო> (გვ. 466)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1889, 16 III, № 57, გვ. 1 – 2.

დაიბეჭდა “ივერიის” მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, – ილიას ნაწერების
სრული კრებულის VIII ტომში, სათაურით “დედათა საქმე (წერილი მესამე)”.
სათაურით – “დედათა საქმის გამო” წერილი პ. ინგოროყვამ დაბეჭდა ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულის VIII ტომში (1957 წ.), სადაც მითითებული
წერილი გაერთიანებულია 1889 წლის 7 მარტის “ივერიის” მეთაურ წერილთან
(აღსანიშნავია, რომ ილიას თხზულებათა ათტომეულში ეს წერილი მეორედაც არის
დაბეჭდილი, – IV ტომში, სათაურით: “დედათა საქმე და ქალთა განათლება”).

წერილები სხვადასხვა რაგინდა-რაზე (გვ. 472)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ასლი, U № 1052.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1889 წ., 28 IV, № 88, გვ. 1 – 2 (ცენზურის ნებართვა: 1889 წ.,
27 IV).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: სფირიდონ ჩიტორელიძე.
ამ სათაურით ილიამ ორი წერილი გამოაქვეყნა, – ორივე სფირიდონ
ჩიტორელიძის ფსევდონიმით. პირველი წერილი (დათარიღებული 4 აპრილით),
რომელიც არ ეხება ხელოვნებისა და ლიტერატურის საკითხებს 1889 წლის 25
აპრილის ნომერში დაიბეჭდა (№ 85).
“წერილები...” შეტანილია თედო სახოკიას მიერ 1917 – 1920 წლებში შედგენილ
“ილია ჭავჭავაძის ბიბლიოგრაფიაში” (იხ. ჟურნ. “მაცნე”, 1981 წ., № 2, – ლ.
ჭრელაშვილის პუბლიკაციით).
წერილის ილიასეულობა დაადგინა ლ. ჭრელაშვილმა. ფსევდონიმ სფირიდონ
ჩიტორელიძის ილიასეულობის თაობაზე იხ. შენიშვნა წერილისა “წერილები
გადაღმითგან”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
ერთი ყური დავუგდოთ იაკობ სვიმონიძეს (№ 51 “ივერიის” 1889 წ.)
მუსიკალურს კრიტიკას... – იგულისხმება იაკობ გოგებაშვილის წერილი
“ტარტაკოვის კონცერტი”, რომელიც “ივერიის” 1889 წლის 9 მარტის
ზემომითითებულ ნომერში დაიბეჭდა.
476. 15 – 27 ...მოდი და ნუ დაიჯერებ ნარ-დონისა და ჯანაშვილის ნაამბობს.
ესენი დაწვრილებით გვიამბობენ, ჩემო თადეოზ, ფარნაოზ მეფის ამბავს... ჯანაშვილი
ამას დაუმატებს იმ ამბავს, როგორ ერთხელ ფარნაოზ მეფეს მიუტანეს დაწერილი
წიგნი (ალბათ ვექსილები იქნებოდა), რომელშიაც მხედრული და უშნო ხუცური
ასოები იყვნენ ერთმანეთში შერეულნი. ძალიან განრისხდა და გასცა ბრძანება, რომ ამ
მშვენიერს მხედრულს ასოებში, ხუცური არ აერიათ... – ილიას მხედველობაში აქვს
ივანე ჯაბადარის მიერ პეტერბურგის ჟურნალი “სევერნი ვესტნიკის” თებერვალმარტი ნომრებში (№№ 9, 10) “Н. Д.”-ს ფსევდონიმით დაბეჭდილი ნაშრომი «Письма о
Грузии» და მოსე ჯანაშვილის მიერ 1887 წელს ილია ოქრომჭედლიშვილის
წინააღმდეგ დაწერილი წერილების სერია (გაზ. “ივერია”. №№ 115 – 119, 121 – 123, 127
– 128) – “რა დროს და საიდგან შემოიღეს ქართული ანბანი”.
წინამდებარე წერილი დათარიღებული არ არის, მაგრამ რადგან ჩვენ მიერ
ზემოთ მოხსენიებულ – 1889 წლის გაზ. “ივერიის” № 85-ში ამავე სათაურით

დაბეჭდილ ილიას წერილს, როგორც აღვნიშნეთ, თარიღად 4 აპრილი უზის, წერილი.
ცენზურის ნებართვის ზემომითითებული თარიღის გათვალისწინებით, 1889 წლის 4
– 27 აპრილით დავათარიღეთ.
<დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო>
(გვ. 478)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 13 II, № 32, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია თ. მაჭავარიანმა, რომელმაც შეიტანა იგი “ქართული
გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში” (ტ. III, ნაკვ. I, 1964 წ.), წერილი
შეტანილია აგრეთვე თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში – “ილია ჭავჭავაძე.
ბიობიბლიოგრაფია. 1857 – 1907”. წერილის დასათაურება დასახელებული
წიგნიდანაა აღებული).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.

<დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი> (გვ. 481)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 14 II, № 33, გვ. 1.
წერილის ატრიბუციისა და დასათაურების შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა
“დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.

<კარგად წაკითხვა წასაკითხისა> (გვ. 482)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 18 II, № 37, გვ. 1 - 2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად,
წერილი შეტანილია თედო სახოკიას “ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფიაში”
(იხ. ჟურნ. “მაცნე”, 1981 წ., № 2) წერილი ილიასეულად არის მიჩნეული აგრეთვე თ.
მაჭავარიანის “ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში” (ტ. III, ნაკვ. II,
1964 წ.) და თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში “ილია ჭავჭავაძე,
ბიობიბლიოგრაფია. 1857 – 1907” (1966 წ.).
წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და გამოაქვეყნა ნ. შალუტაშვილმა 1969
წელს. – იხ. მისი “ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
<ერნესტო როსი მეფე ლირის როლში> (გვ. 486)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 29 V, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ. 28 V).

რეცენზია უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და
პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის
პიესა “რას ვეძებდი და რა ვპოვე”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
წერილს ვათარიღებთ “მეფე ლირის” წარმოდგენისა და ცენზურის ნებართვის
თარიღების მიხედვით.

წერილი მეგობართან (გვ. 489)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 21 VIII, № 179, გვ. 1- 2 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ.
20 VIII).
ამ სათაურით ილიამ ორი წერილი გამოაქვეყნა (ორივე – სფირიდონ
ჩიტორელიძის ფსევდონიმით). პირველი წერილი, რომელიც გაზ. “ივერიის” 1890
წლის 20 აგვისტოს ნომერში (№ 178) გამოქვეყნდა, არ ეხება ლიტერატურისა და
ხელოვნების საკითხებს და ამიტომ არ არის დაბეჭდილი წინამდებარე ტომში.
“წერილი მეგობართან” შეტანილია თედო სახოკიას მიერ 1917 – 1920 წლებში
შედგენილ “ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფიაში” (იხ. ჟურნ. “მაცნე (ენისა და
ლიტერატურის სერია)”, № 2, – ლ. ჭრელაშვილის პუბლიკაცია). წერილის
ატრიბუციასთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე შენიშვნა წერილისა “წერილები
გადაღმითგან”.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა კრებულში
პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, ილიას ნაწერების
სრული კრებულის IV ტომში, თუმც შემდგომში ამ წერილის ავტორად ილიას
მიჩნევა (ისევე, როგორც წერილისა “სფირიდონისა და თადეოზის ბაასი”) შეცდომად
ჩათვალეს (იხ. შენიშვნა წერილისა “სფირიდონისა და თადეოზის ბაასი”).
ილია ჭავჭავაძის რჩეული ნაწარმოებების ხუთტომეულის III ტომში, რომელიც
1986 წელს გამოსცა გამომც. “საბჭოთა საქართველომ” (ტომი შეადგინეს და შენიშვნები
დაურთეს ს. ცაიშვილმა და გ. გვერდწითელმა), “წერილი მეგობართან”, მსგავსად
“სფირიდონისა და თადეოზის ბაასისა”, დამატებათა განყოფილებაშია დაბეჭდილი
(როგორც ნაწარმოები, რომლის ავტორის ვინაობა, შენიშვნების ავტორთა აზრით,
დღესაც სადავოდ ითვლება).
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღის მიხედვით.
489. 2 28 თიბათვეს შევესწარი რატილის ქართულ ხოროს გალობას უწინ რომ
ნემეცების კოლონია იყო იქაურ ბაღში. – “ნემეცების კოლონია” დასახლებული იყო
ახლანდელი დავით აღმაშენებელის პროსპექტის გასწვრივ. აღნიშნული ბაღი გაზ.
“ივერიაში” მოხსენებულია “სემენის” სახელით (1890 წ. 28 ივნისი). ამჟამად იგი არის
დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, № 105, სადაც მოთავსებულია ქალაქის
განათლების სამმართველოს მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის სახლი.
თ. დავით გიორგის ძე ერისთავი (ნეკროლოგი)
(გვ. 495)

ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 14 X, № 219, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ., 13 X).
ნეკროლოგის ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა
“ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას ვეძებდი და რა ვპოვე”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ დ. ერისთავის გარდაცვალებისა და ცენზურის
ნებართვის თარიღების მიხედვით.

ახალი დრამების გამო (გვ. 497)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 16 XII, № 268, გვ. 1 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ.
15 XII).
“ახალი დრამების გამო” ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა
1909 წელს – იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც.
საზ. გამოც. № 97, 1909 წ.
წერილს ვათარიღებთ ნ. გაბუნიას ბენეფისისა (9 XII) და ცენზურის ნებართვის
თარიღების მიხედვით.

გრ. ელისეევი (გვ. 507)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1891 წ., 23 III, № 64, გვ. 3 (ცენზურის ნებართვა: 1891 წ., 22
III).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა
წერილისა “ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას ვეძებდი და რა ვპოვე”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ გრ. ელისეევის გარდაცვალების (1891 წ., 11 III) და
ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.

ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი (გვ. 512)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1891 წ., 27 IV, № 88, გვ. 2 - 3 (ცენზურის ნებართვა: 1891 წ., 26
IV).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა განყოფილებაში – “რუსეთი”. მისი
ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა “ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის
პიესა “რას ვეძებდი და რა ვპოვე”)”; იხ. აგრეთვე შ. გოზალიშვილის “ილია ჭავჭავაძე და
რუსი პუბლიცისტი ნ. ვ. შელგუნოვი”, – გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1957 წ., 21 IX,
№ 114.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.

წერილს ვათარიღებთ ნ. შელგუნოვის
ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.

გარდაცვალების (1891 წ., 12 IV) და

თეატრის მატიანე
< დავით ერისთავის “სამშობლოს” განახლებული
დადგმა> (გვ. 517)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1891 წ., 13 XII, № 265, გვ. 2.
თეატრის მატიანე ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
რეცენზიის ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა
“ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას ვეძებდი და რა ვპოვე”)”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
517. 12 – 13 ...პიესა “სამშობლო” რომელიც კარგა ხანი მიზეზის გამო სხვისა და
სხვისა... აღარ გვინახავს... – რეაქციულმა ძალებმა საქართველოსა და რუსეთში,
როგორც ჩანს, გავლენა მოახდინეს ხელისუფლების სათანადო ორგანოებზე,
რომლებმაც საიდუმლო მიწერილობით აკრძალეს “სამშობლოს” სცენაზე დადგმა
(“სამშობლო” პირველად დაიდგა 1882 წლის 21 იანვარს). პიესა კარგა ხანს აღარ
იდგმებოდა, მაგრამ შემდეგ, 1891 წელს, ბაბო ავალიშვილმა (1851 – 1900) კავკასიის
მთავარმართებლობისაგან გამოითხოვა თავის საბენეფისოდ ამ პიესის დადგმის
უფლება.

<წერილები ქართულ ლიტერატურაზე> (გვ. 521)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 183.
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1892 წ., 21 II, № 39, გვ. 1 – 2; 15 IV, № 77, გვ. 1 – 3 (ცენზურის
ნებართვა: 1892 წ., 20 II, 14 IV).
თ ა რ ი ღ ი: 1861 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: * * *
გაზ. ”ივერიის” № 39-ში მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და
ხელმოუწერლად, გამოქვეყნდა ”წერილების” I თავი, № 77-ში კი (ხელმოწერის
ნაცვლად ასტრონომით – სამი ვარსკვლავით) – IV თავი სათაურით: ”ნიკოლოოზ
ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული)”. დანარჩენ
წერილებს (II, III, IV თავები) ილიას ხელნაწერებში მიაკვლია პ. ინგოროყვამ,
რომელმაც აღნიშნული წერილები გააერთიანა და დაასათაურა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში ”წერილები” პირველად შეიტანეს
პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, – ილიას ნაწერების სრული კრებულის IV
ტომში. მანამდე ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში ”წერილებიდან”
დაბეჭდილი იყო მხოლოდ ზემომითითებული ეტიუდი ნ. ბარათაშვილზე. (იხ. ილია
ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, – ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა № 97,
ტფილისი, 1909).

ავტოგრაფი ნაწერია შავი მელნით, თაბახის ფურცელზე (ნახევარზე), რომლის
ჭვირნიშანი იკითხება: “Литяковскаго товарищества № 18» საინვენტარო აღწერით
შეიცავს 1 – 28 გვერდს, სინამდვილეში ტექსტს უკავია მხოლოდ გვ. 1 – 24, გვ. 12, 25, 26,
27 წარმოადგენს შესაბამისი გვერდების (21 – 24) განმეორებას, რედაქციულ ცვლილებას.
გვ. 28-ზე განმეორებულია მთელი აბზაცი მე-17 გვერდიდან (ჩვენი გამოცემის გვ. 544, 12
– 17 ჩვენ... ადვილად და 18 – 26 საჯერი... მივიჩნიოთ); გარდა ამ აბზაცისა მასზე
ამოწერილია ადგილები რაფ. ერისთავის ლექსებიდან: “მთხოვნელი მსაჯულისადმი”,
“მათხოვარი”, “ბუზები”, “ყადის ჯოხი” და “იავ-ნანა” (ჩანს, რომ ავტორს ეს მასალა
საილუსტრაციოდ უნდოდა, ნაწილი გამოიყენა, ნაწილი არა). ამიტომ, 12, 25, 26, 27 და 28
გვერდებს ტექსტის დასადგენად მნიშვნელობა არა აქვს.
ყველა ფურცელს თავში მიწერილი აქვს “მ ე თ ა უ რ ი”, რაც იმაზე მეტყველებს,
რომ ილიას განზრახული ჰქონდა თავისი ეს ჩანაფიქრი “ივერიაში” მეთაური
წერილების სახით გამოექვეყნებინა, ისე როგორც ამ ჩანაფიქრის ერთი ნაწილი,
რომელიც ხელმოუწერელი მეთაური წერილის სახით დასტამბა თავისი გაზეთის
1892 წლის 39-ე ნომერში. ილიას დაუნომრავს კიდევაც სავარაუდოდ ეს წერილები:
გვ. 1 და 5-ის verso-ზე მიწერილია ”№ 1”, გვ. 6, 9 და 16-ის verso-ზე კი – “მეთაური №
2”.
ავტოგრაფს გააჩნია ავტორისეულივე პაგინაცია 1-დან 24-მდე და 1-დან 5-მდე
(გვ. 25 – 28), მასში მრავალი ადგილი გადახაზული და გადაკეთებულია, რაც
ადასტურებს იმას, რომ ის პირველადი ხელნაწერია, რომელიც კარგად ასახავს
ავტორის შემოქმედებით პროცესს.
“ივერიის” 1891 წლის № 20-ში, როგორც ამაზე ილია ჭავჭავაძე მიუთითებს,
გამოქვეყნდა დ. ხ.-ს (დიმიტრი ხოშტარიას – დუტუ მეგრელის) წერილი “ხმა შორიდამ
(ჩვენთა მწერალთა საყურადღებოდ)”, რომელშიც დ. ხ. არ ეთანხმება “ივერიაში” (1891, №
225) დაბეჭდილი წერილის – “ჩვენ მწერლობაზე” – ავტორს “პ”-ს (პოლიევქტ
კარბელაშვილს), რომელიც ამ და “ივერიაში” ადრე გამოქვეყნებულ წერილებში
აღნიშნავდა: “ნუთუ ეს ახალი ხანა მომასწავებელია, რომ ქართული მწერლობა ხელს
იღებს საზოგადოების ხელმძღვანელობაზეო?” და “ზარ-ზეიმით” ილაშქრებდა ახალი
თაობის წინააღმდეგ, ბრალს სდებდა მათ უმოქმედობაში, ძველი თაობისაგან
მაგალითის აუღებლობაში. დიმიტრი ხოშტარია თავის ვრცელ წერილში უმთავრეს
ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებს და გამოთქვამს სურვილს, რომ “საერთო
სიჩუმეს ბოლო მოღებოდეს... თუ ეხლანდელი თაობა არა, მომავალი თაობა მაინც
მომზადებული და გამხნევებული გამოსულიყოს ცხოვრების ასპარეზზედ” – (დ. ხ.-ს
წერილი დაწერილია 1891 წლის 14 დეკემბერს, “ივერიამ” დასტამბა 1892 წლის 28
იანვარს, № 20). აღძრულმა საკითხმა საზოგადოებაში სათანადო რეაქცია გამოიწვია და
“ივერიამ” იმავე წლის № 39-ში დაბეჭდა ხელმოუწერელი მეთაური წერილი –
“ტფილისი, 19 თებერვალი”, რომელიც შეიცავს საკმაოდ დამაჯერებელ პასუხს
მითითებულ წერილებზე, რომ ამ მეთაურის ავტორი ილია ჭავჭავაძეა, დასტურდება
ხელნაწერის სათანადო ადგილით, სადაც ავტორი წერს: “ჩვენ ჩვენი წინანდელი
მეთაური წერილი [“ივერია”, № 39] იმით გავათავეთ, რომ ვირჩიეთ გამოვარკვიოთ:
გუშინ რას ვდევდით ახალნიცა და ძველნიცა”, და რეზიუმეს უკეთებს, თუ რაზე
ჰქონდა საუბარი წინა მეთაურ წერილში და აგრძელებს მსჯელობას მასზე. ჩვენი
გამოცემის გვ. 521 – 524, თავი I, ხ ე ლ ნ ა წ ე რ შ ი ა რ ი კ ი თ ხ ე ბ ა , ი მ ი ს
ნაწილი
შემონახული
არ
ა რ ი ს, მისი ტექსტი გადმობეჭდილია
“ივერიიდან”. ილიას ხელნაწერი თავებად არა აქვს დაყოფილი (როგორც აღვნიშნეთ,
ისინი დანომრილი აქვს ავტორს: № 1, № 2, მაგრამ ეს ნუმერაცია ეკუთვნის უკვე

ხელნაწერში შემავალ ტექსტს და მას ვერ მივაკუთვნებთ “ივერიის” № 39-ში
გამოქვეყნებულ მეთაურ წერილს, რომელიც ამ წერილის ორგანული ნაწილია).
ავტორმა ხელნაწერი ტექსტიდან გამოაქვეყნა მხოლოდ ე რ თ ი ნ ა წ ი ლ ი –
“ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთი წერილიდამ ამოღებული)”, “ივერია”,
№ 77, 1892 წ.15 აპრილი, რომელიც ხელმოწერილია ილიას ცნობილი ასტრონომით –
სამი ვარსკვლავით. დადგენა იმისა, თუ რა იყო მიზეზი ამ წერილის დაუმთავრებლობაგამოუქვეყნელობისა, ჭირს, რამდენადაც მას ხელის შემშლელი მიზეზები (ცენზურული
თუ სხვა) წინ არ დახვედრია, ავტორმა ყველაზე უკეთ იცოდა, რომ წერილი
დაუმთავრებელი ჰქონდა, წერილში იგი ისწრაფვოდა მოეცა ახალი ქართული
ლიტერატურის, უ ფ რ ო
ს წ ო რ ა დ, ქ ა რ თ უ ლ ი
საზოგადოებრივი
აზრის
განვითარების
მეცნიერული
ა ნ ა ლ ი ზ ი (რასაც მან
ბრწყინვალედ მიაღწია 60-იანი წლების დასაწყისამდე, მაგრამ, რამდენადაც მუშაობა
წერილზე საბოლოოდ არ ჰქონდა დამთავრებული. დაკმაყოფილდა ორი ნაწილის
გამოქვეყნებით “ე რ თ ი ს წ ე რ ი ლ ი დ ა მ”. ხელნაწერი უსათაუროა. სათაური
(“წერილები ქართულ ლიტერატურაზე”) მას მიეცა 1937 წელს, ილიას ნაწერების სრული
კრებულის IV ტომში. როგორც აღინიშნა, ამ “წერილების” წერა ილიამ დაიწყო არა
უადრეს 1892 წლის 28 იანვრისა (როცა გაზ. “ივერიაში” გამოქვეყნდა დუტუ
მეგრელის ზემოთ მოხსენიებული წერილი – “ხმა შორიდამ”). “წერილებზე” მუშაობის
დასრულების თარიღად კი უნდა ჩაითვალოს 1892 წლის 14 აპრილი, – რა რიცხვითაც
არის გაცემული ცენზურის მიერ “წერილების” IV თავის (“ნიკოლოოზ ბარათაშვილი”)
გამოქვეყნების ნებართვა.
აქვე ვუჩვენებთ ამ ნარკვევზე ავტორის შემოქმედებით მუშაობის პროცესის
ამსახველ ყველა ნიუანსს:
525. 10 “აზრს” შემდეგ გადახაზულია: “რასმე უსაქმიდან”, “უსაქმიას”-ს შემდეგ
გადახაზულია: “უვლია განვითარების გზაზე”; 10 “წინ”-ის შემდეგ გადახაზულია:
“მტერი არ დახვედრია”; 12 “გაუფართოებია”-ს შემდეგ გადახაზულია: “თორემ. თო.
ფეხი”; 15 “მოდენილა”-ს შემდეგ გადახაზულია: “დღევანდლამდე”; 17 “ამ”-ის შემდეგ
გადახაზულია: “დიდმა”; 29 “გვაქვს” შემდეგ გადახაზულია: “მარტო”; 31 “თორემ”-ის
შემდეგ გადახაზულია: “ჰო”, 33 “ძალმომრეობამ” შემდეგ გადახაზულია: “იძულებულ
გვყო”, “წინდაუხედავად” შემდეგ გადახაზულია: “და მისია”.
526. 1 “ბრძოლა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ჩვენს ჰოდა”, “და”-ს შემდეგ “ჩვენს
ც”, “ცხოვრებისათვის” შემდეგ გადახაზულია: “თავზე”; 3 “კი”-ს შემდეგ მიწერილია:
“(ნახე მეორე გვერდზე)” და ტექსტი გრძელდება I-ლი გვერდის verso-ზე, “ამ
ბრძოლის” წინ იკითხებოდა: “ამ სახით არამც თუ მოსაქმე ცხოვრება ყურმოჭრილ
ყმასავით დაემორჩილა ახალ ვითარებას, არამედ”; 9 “მით რომ” შემდეგ
გადახაზულია: “თითქო ჰსურთო არამც თუ მოსაქმე ცხოვრებით, არამედ მოაზრეთიც
ყოველი ჩვენი დაგვკარგოდა და ავყოლოდით სხვებს როგორც საქმით, ისე აზრითაც”;
13 “სხვისას” შემდეგ გადახაზულია: “როგორც ხორცით, ისეც სულით და როგორც
საქმითა, ისეც აზრითა”; 15 “დაგვტყობოდა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ერთის
სიტყვით, როგორც საქმით, ისეც აზრითა” და მის მაგიერ მიწერილია: “ერთის
სიტყვით”; 17 “ბრძოლის შემდეგ გადახაზულია: “მოვლენა”; 21 “გულამდე თვალი” –
იყო “თვალი გულამდე”; 22 “გაუბნიოთ”-ის შემდეგ გადახაზულია: “გულამდე”, “იგი”-ს
შემდეგ გადახაზულია: “ერთი განუწყვეტელი გრეხილია”.
527. 4 “უცხოვრია”-ს შემდეგ გადახაზულია: “მშვიდობიანად უვლია”; 9 “აბა”-ს წინ
იკითხებოდა: “ეს უღელი უწევია, იმიტომ, რომ აქ ყოველი გზა რომში იყო
მისასვლელი”; 12 “მიეცა”-ს შემდეგ გადახაზულია: “თავის”; 13 “მისცა”-ს შემდეგ

გადახაზულია: “გავ”; “და”-ს შემდეგ გადახაზულია: “ხმ”; 24 “შუქი”-ს შემდეგ
გადახაზულია: “წარსულისა, როგორც”; 27 “მოიყარეს” შემდეგ გადახაზულია: “ერთად”.
33 “მიმართულება”-ს შემდეგ გადახაზულია: “მაგრამ რა”.
528. 5 “ხნულში” შემდეგ გადახაზულია: “ხელახლად განაღვიძებდა და
აღმოცენდებოდა, ჩვენ ვწუხვართ, რომ მიზეზისაგან სხვისა და სხვისა უფრო”; 6 “თუ”-ს
შემდეგ გადახაზულია: “რომ”; 8 “ცხოვრებას” შემდეგ გადახაზულია: “არა”; 14 “შუა”-ს
შემდეგ გადახაზულია: “ჩასაწყ.”; “ხიდი”-ს შემდეგ გადახაზულია: “გაირღვა, ორ შუა
დედამიწა”, “ორად დედამი”; 15 “დასაბამი”-ს შემდეგ გადახაზულია: “ხელიდამ
გამოეცალა”; 16 “რომ”-ის შემდეგ გადახაზულია: “ორგვარი ორპირი ანუ უკეთ ვსთქვათ,
ორკეცი დენა ცხო ჩვეული”; 17 “გაჩერდა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ვეღარც მოაზრე
მხარემ ცხოვრებისამ ღა იმოქმედა. ვერც მოსაქმე ცხოვრებამ”; 19 “ისე”-ს შემდეგ
გადახაზულია: “სწარმოებენ, რომ ხან ერთია მეორისაგან”; 21 “პირველისაგან” შემდეგ
გადახაზულია: “იმიტომ, რომ აზრიც არის ჯერ განსახორციელებელი საქმე და საქმე
უკვე განხორციელებული აზრია, საქმეა, ხოლო ჯერ განსახორციელებელი და საქმე
კიდევ აზრია უკვე განხორციელებული”; 23 “და”-ს შემდეგ გადახაზულია: “თვით”;
“საქმეც” შემდეგ “სხვა არ არის გარდა იმისა, რომ”; 24 “ამიტომაც” წინ გადახაზულია:
“აზრი არაკი”, “ამ ორსავ სფეროში”; 25 “მოსწყდა”– იყო “დადგა”, გადახაზულია:
“გაიყინაო”.
529. 1 “ადგილის” შემდეგ გადახაზულია: “გაიყინაო”; 6 “გზადაკარგული”-ს
ნაცვლად იყო “თავბრუდამსხმელი”, გადახაზულია; 5 “ნაპირს” ნაცვლად იყო “ნაპირ
კიდეც”, გადახაზულია; 9 “მოსაქმე ცხოვრებისათვის” გადახაზულია და მერე კვლავ
აღდგენილია; 18 “უსაქმობამ”-ის შემდეგ გადახაზულია: “აქაც უკადრობა გამოიღო
ნაყოფად”; 15 “მოგვიტანსო”-ს ნაცვლად იყო “გვეტყვისო”, გადახაზულია; 21 “რაკი...
როგორც” ამის ნაცვლად იკითხებოდა: “მოხარულნი არიან, რომ მისთვის”,
გადახაზულია; 22 “რომ”-ის შემდეგ გადახაზულია “მის”; 25 “ოცდაათიანი წლების” – იყო
“პირველ წლებში”, გადახაზულია; 31 “ჰრიგდებოდნენ”-ის შემდეგ გადახაზულია: “რანი
არიან და რანი ვართ სიმწვავით ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აზრი უნდა
დაძრულის (....) აზრი”; 32 “უნდა”-ს შემდეგ გადახაზულია: “მთელის თავის სიმწვავით”;
33 – 34 “მოედანზე”-ს შემდეგ გადახაზულია “ხოლო საკითხი ეს არის”.
530. 5 “ამასთან” შემდეგ გადახაზულია: “ჟამთა ვითარებამ”; 11 “რომელმაც”
შემდეგ გადახაზულია: “თავი იჩინა ამ საუკუნეში”; 13 “ცხოვრებისა”-ს შემდეგ
გადახაზულია: “და როგორ იარა ამ ხანამ და რა აზრთა სვლა და მიმართულება
გაგვიჩნდა, ამის შემდეგ ვიტყვით”; 24 “რადგანაც” შემდეგ გადახაზულია: “იმიტომ რომ
ისევე”; 26 “სათქმელი”-ს ნაცვლად იყო “საგანი”, გადახაზულია; 27 “საყოველთაო”-ს
შემდეგ გადახაზულია: “რომ საყოველთაოდ მიიეც”.
531. 21 “თორემ”-ის შემდეგ გადახაზულია: “გზადაგზა”; 22 “მთქმელსაც” შემდეგ
გადახაზულია: “წა..სც შეჰქმნა ორმა გულით, თუმც იშვიათად კი”; 31 “აქ
პირველდაწყებითად”-ს ნაცვლად იყო “პირველ დაწყებით”, გადახაზულია.
532. 2 “ხვეჭით” შემდეგ გადახაზულია: “თუმცა ესეაო, მაგრამ მაინც გულს არ
იტეხს და ასეთს იმედს იძლევა:
რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას
და სთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას,
მოელოდეთ მათთან თანასწორებას!
არ მარდის იშვათ
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით, ხვეჭით”

6 “სურათია”-ს ნაცვლად იკითხებოდა: “სურათი იყო”; 15 “რომ”-ის შემდეგ
გადახაზულია: “დიდს”; 8 “იქნებოდაო”-ს შემდეგ გადახაზულია: “და აფრთხილებს
იმას”; 23 “პოეზიაა”-ს შემდეგ გადახაზულია: “თუ ეს ს”; 25 “ვნახოთ” შემდეგ
გადახაზულია: “ამისთანა გულისტკივილს სად ჰქონია სათავე, სად”; 27 “როგორ”-ის
შემდეგ გადახაზულია: “შეიქმნა მოზრდილ მდინარედ”;
533. 8 “წარსულსა”-ს შემდეგ გადახაზულია ოთხი სტრიქონი გრ. ორბელიანის
ლექსისა:
როს ერთგულება, სარწმუნოება
ივერთ დიდებას.........
ოდესცა ბრძოლა და მამაცობა
მათსა სახელსა განადიდებდნენ
14 “უფესვ-უშტოა”-იყო მკვდარია”, გადახაზულია: 15 “უშვილო”-ს შემდეგ
გადახაზულია: “ამ სახით გრ. ორბელიანმაც ერთი ნაკადული კიდევ ჩაურთა ჩვენს
პოეზიის მდინარებას და ამით ცოტათ თუ ბევრად განადიდა იგი და შეავსო”; 18
“წარიღეს” შემდეგ გადახაზულია: “გულს წუხილისას რა განადიდებს”; 20
“ქართველის” შემდეგ გადახაზულია: “გულს წუხილისას რა განადიდებს, დღენი
წარსულის ნეტარებისა”; 21 “ჰპოულობდა”-ს შემდეგ გადახაზულია: “და ამ ყოვლის
კეთილის წამღებ წარსულს”; 23 “ვეღარ... ამბობს” ნაცვლად იყო: “და გულდამწვარი
ამბობს”, გადახაზულია.
534. 18 “ბუნებითად”-ს შემდეგ გადახაზულია: “ფართო საწყ. თვალ
გაუწვდენელი”; “საწყლე”-ს შემდეგ გადახაზულია: “ჰო. ჩვ”; “ორბელიანმა”-ს შემდეგ
გადახაზულია: “ეს ერთი”; 21 “იმის” შემდეგ გადახაზულია: “აზრი არ”. მე-9 გვერდის
verso-ზე მიწერილია “მეთაური № 2”. 33 “ხოლო”-ს შემდეგ გადახაზულია “ამაშიაც ამა
ამ აქ”.
535. 2 “ამიტომაც”– იყო “რადგანაც”, გადახაზულია. 14 “გრძნობანი”-ი შემდეგ
გადახაზულია “უფრო საყოველთაოკაცობრიონი არის, ვიდრე”; 15 “ვიდრე”– იყო “მის”,
გადახაზულია: 16 “მარტო”-ს შემდეგ გადახაზულია: “მისნი კუთვნილებანი”, “მის”
შემდეგ გადახაზულია: “გულისანი”, “გულისანი”-ს შემდეგ გადახაზულია: “რასაც ხელს
ჰკიდებს, ყოველგან საყოველთაო პასუხს ითხოვს, მისი ლირიკა დასტრიალებს უფრო
იმისთან საგნებს”; 29 “განგებას ციურს” შემდეგ გადახაზულია: “უდიდესნი კაცნიც
კაცობრიობისაც იქითა ეძიებენ სადგურს, ზენაართ სამყოფთ, მაგრამ არა ერთს
მათგანში”. 30 “აქ” შემდეგ გადახაზულია: “უღონო”; 31 “უღონობა” – იყო “უიმედობა”,
გადახაზულია.
536. 5 “პასუხსაც” შემდეგ გადახაზულია: “ჰლამობდა”, “ეძებდა”-ს შემდეგ
გადახაზულია: “შინ და გარედ”; 11 “ისი იკმაროს” შემდეგ გადახაზულია: “ჰხედავს
მტკვარს და იმასაც საყოველთაო საკითხის პასუხსა სთხოვს:
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ,
ვისთვის რას იტყვი!”
12 “ერთობ” – იყო “სხვის”, გადახაზულია; 14 “ჩივილი”-ს შემდეგ მიწერილია: “ნახე
მეორე გვერდი” (ტექსტის ეს ადგილი გრძელდება გვ. 1-ს verso-ზე); 18 “და”-ს შემდეგ
გადახაზულია: “შენ არას მეუბნები, მტკვარიც არას მეუბნება”; 22 “ფიქრმა”-ს შემდეგ

გადახაზულია: “ამაოებისამ”; 23 “გულში”-ს შემდეგ გადახაზულია: “მას აქეთ რაც”, “და”ს შემდეგ გადახაზულია: “რაღაც ხმა იდუმალი თანა სდევს მისთა ზრახვათა და
საწადელად”; 26 “ხარ” შემდეგ გადახაზულია: “ჩემო”; 27 “იდუმალი”-ს შემდეგ
გადახაზულია: “აუშლის მოსვენებას, როცა ამ ხმას ვეღარსად გაექცევა და თვით ხმაც
გაუძალიერდა, გაუძალიანდა”.
537. 3 “არამედ” – იყო “რომ იგი”, გადახაზულია: 4 “სარწმუნოება”-ს შემდეგ
გადახაზულია: “ამ ვნების გზას ადგია ყოველი ადამიანი”; 10 “შეიტყოს” შემდეგ
გადახაზულია: “ყველა ადამიანისათვის მუდამ შესატყობარი”; 11 “ამბობს” –
გადახაზულია და ისევ აღდგენილია; 19 “ზოგადკაცობრიობის” შემდეგ გადახაზულია:
“რა არის იმედგაშიშვლებულ საშ (...)
538. 5 “ეგულებოდა”-ს შემდეგ გადახაზულია: “განა არა, საცა გონებ.” 10
“განსვენებასაო”-ს შემდეგ გადახაზულია: “წრფელითა ზრახვით”; 18 “წყურვილისა”-ს
შემდეგ მიწერილია: “ნახე მეორე გვერდი” (ტექსტის გაგრძელება verso-ზე იკითხება); 21
“ღმერთს” შემდეგ გადახაზულია: “მასვი ცხოვრების წყაროვ, მასვი წმინდათა
წყალთაგან შენთა, ნუთუ”; 22 “შვილიო”-ს შემდეგ გადახაზულია: “მამაო, მაგრამ აქ
განისვენა, ვერც აქ მოასვენა თავისი კვეთება სულისა”.
539. 1 “რომლის” შემდეგ გადახაზულია: “სამზღვარი”; 16 “რადგანაც” შემდეგ
გადახაზულია: “გონება ვერ მისწვდება”; 17 “გონებისათვის” შემდეგ გადახაზულია:
“მიუწვდენელია ღმერთი”; 19 “მიწვდი”-ს შემდეგ გადახაზულია: “შენ მაინც გასწიო
ეუბნება, შენ მაინც გასწიო და ბედის სამზღვარი გადამალახვინეო. არ თუ
დავემორჩილები ბედს, არ გავექელვინები”; 22 “სიგრძე-სიგანე” – იყო “სივრცე”,
გადახაზულია: 24 “გაარღვიოს” – იყო “გადაიაროს”, გადახაზულია: 25 “სივრცე” – იყო
“სიგრძე-სიგანე”; 26 “მოიაროს” – იყო “შემოატაროს”; “შემოიაროს”, გადახაზულია: 30
“რომელსაც” შემდეგ გადახაზულია: “მის გონებისათვის”; 31 “დაუდვია”-ს შემდეგ
გადახაზულია: “ცას იქით სადგურს ვერ მიმწვდარა”.
540. 16 ”შუბის” შემდეგ გადახაზულია: “პირისთავი”; 18 “გაბნეულს” შემდეგ
გადახაზულია: “ჩვეულებრივი მყუდროებისგან შეზარულს ლტოლვას”. 25 “ცდამ”
შემდეგ გადახაზულია: “მერე ამ მხრით იმედოვნებულმა მიჰმართა ღმერთს და
სთხოვდა, მინამ ჯერ კიდევ სათნოება მისი მოეკლა ეჭვსა, გულს შერჩენილი ჰქონდა და
არ მოეხარა ეჭვსა:
ბოროტ ღელვილი!
არა დაჰქროლოს ჩემსა ქართ ვნებისა
არამედ მომეც სადგური მყუდროებისაო.
26 “რომ” – იყო “რომელიც”, გადახაზულია: “დაინახე”-ს შემდეგ გადახაზულია: “კაცმა”;
27 “დაინახავ”-ს შემდეგ გადახაზულია: “ცას და ცას იქით საგნის დანახვას სწორედ
რწმენა უნდა და ჩვენს პოეტს კი ეს რწმენა დაკარგული ჰქონდა, როგორც მისი “სულო
ბოროტო” გვიმტკიცებს და აქ არის მიზეზი, რომ მას ცასა და ცას იქით სადგური ვერ
უპოვა ბედმა”.
541. 1 “მიერ” შემდეგ გადახაზულია: “ძებნილს სადგურს”; 2 “სიყვარულში” – იყო
“სარწმუნოებაში”, გადახაზულია; 15 “გამოუქროლდეს” შემდეგ გადახაზულია: “ამ
სამშვიდობო ადგილ-სადგურის ძებნა, ეს აშფოთებული სულის სათუთი
განსასვენებელი ბინა, ეს გაფეთებულ თავმომწონე და გაფეთებულ დაუძინებელ
მაძიებელ გონებისათვის დასაწყნარებელი ნავთსადგური”.

542. 2 “ავსებს” შემდეგ გადახაზულია: “ხო”; 10 “ბინას” შემდეგ გადახაზულია:
“სულისას”; 11 “თაღიც” შემდეგ გადახაზულია “შენობისა”; 19 “მერანი” – იყო “საზღვარ”,
გადახაზულია. 29 “დიდი განი” – იყო “უფრო მეტი”, გადახაზულია.
543.
1 “მარტონი” – იყო “თვითოები”, გადახაზულია; “არიან” შემდეგ
გადახაზულია: “ხოლმე”; 2 “ტვირთი”-ს შემდეგ გადახაზულია: “მათს შემ.”; 6 – 8 “ეს...
მკაფიოდ და” ხელნაწერში არ იკითხება; 12 “საცა ღაღადებაა” – იყო: “და სხვა კვეთება
ადამიანის სულისა”, გადახაზულია; “ყოველგვარ” – იყო: “ყოველ სხვა”,
გადაკეთებულია: “ყოველგვარ”; 14 “ამიტომა” შემდეგ გადახაზულია: “მართალია,
როცა თავის “მერანს” უბრძანებს გზა უვალი”; 15 “რომ”-ის შემდეგ გადახაზულია:
“ჩვენში ეგეთი”; 16 “გადაათელინა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ნავლის დასარჩენად”,
“ნავლიც” შემდეგ გადახაზულია: დასტოვა”; 19 “არც” – იყო; “წარსულის”,
გადახაზულია; 20 “მამულისა” შემდეგ გადახაზულია: “გულში დარდად ჰქონდა”; 21 – 22
“სად... ესმის” ხელნაწერში არ იკითხება.
23 “არა ნაკლებ” – იყო: “უფრო”, გადახაზულია: 32 “აღტაცებული მაშინდელ” –
იყო: “აღტაცებული იძახის”.
544. 1 “უშენებს” იყო “უგებს”; გადახაზულია “ღირსეულ დედამ
ქართველებისამ”; 7 “თუმცა ბოლოს” – იყო, “ბოლოს კი” გადახაზულია; “თვისი
მამული” – იყო: “ქართლი”, გადახაზულია; 10 “მისი ნათქვამია” – იყო: “სთქვა”,
გადახაზულია; 12 “დატყვევებული”– ემატება კიდევ ორი სტრიქონი:
სად სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის.
23 “მის” შემდეგ გადახაზულია: “კვლა”; 25 “არის” შემდეგ გადახაზულია:
“ბარათაშვილის ვრცელი სარბიელი”; 29 “სიმაღლითა” შემდეგ გადახაზულია: “დაჰ”; 31
“მოედანზე” შემდეგ გადახაზულია: “იყვნენ ისინი, ვინც წინა ამ”.
545. 1 “ორბელიანის” შემდეგ გადახაზულია: “ამას მოეშველნენ”; 3 “ორი” იყო
“ერთი” გადაკეთებულია “ორი”; 5 “და”-ს შემდეგ გადახაზულია: “აზრის”,
“მწყურვალისათვის” შემდეგ გადახაზულია: “წყარო დასაწაფებლად”, “ესმია”-ს შემდეგ
გადახაზულია: “მეორე მან შეჰქმნა თეატრი”; 10 ,”ისე” იყო “გარდა იმედისა”
გადახაზულია; 12 “არსებობდა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ეგრედ წოდებულს
ჟურნალობაში გვაჩვევდა”; 17 “დაიჭირა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ვაივაგლახითა”; 18
“ყმაწვილ” იყო “ახალგაზრდა” შემდეგ “მოხუც და ყმაწვილ” ორივე გადახაზულია; 19
“წლებში” შემდეგ გადახაზულია: “დიდი სვე გაიტანეს”; 20 “დენასა” შემდეგ
გადახაზულია: “რომ უწინდელმა”.
31 “სარბიელს” შემდეგ გადახაზულია: “გაუფართოვა”; 34 “არ”-ას შემდეგ
გადახაზულია: “არ არ”.
546. 2 “ჩაუმატა” იყო “ხელთ მისცა” გადახაზულია: “ეკალი”-ს შემდეგ
გადახაზულია: “რომელსაც “სატირას” (იუმორს) ეძახიან და რომელიც მერე
გამოსაკეთებლად სჩხვლეტს ხუთჯერ ხოლმე მას ვისაც კი დაესობა და ეძგერება, მისი
“შეშლილი” მის მიერ სასაცილოდ აგდება (....)”; 7. “ზემოთქმულის” იყო “ამისი”; 11 “და”ს შემდეგ გადახაზულია: “ამ”; 12 “მერმე”-ს შემდეგ გადახაზულია: “ერთი საგან”.
22 “პოეტისამ” შემდეგ გადახაზულია: “დაინახა უსამართლობა პირველ ყ”; 25
“ძალიო”-ს შემდეგ გადახაზულია: “ეს პირველი ხმა იყო ჩვენში: და ამ რაფ. ერისთავამდე
და არც კარგა ხანს მის მერე ეს მწვავე ჩივილი ყმობით დაჩაგრული ღმრთის ძის
ადამიანისა არავის გაუთვალისწინებია, არავის უკითხავს”; 26 “სამწედ”-ს შემდეგ

გადახაზულია: “ჩაგრულს”; 30 “ამითა”-ს შემდეგ გადახაზულია: “აქ საწყლის გულში
ბოროტი კი არა ჰტრიალებს, რომ მე ასე ვარ რომელიც კაცს ხელს გამოაღებინებს ხოლმე
სხვების ძარცვა-გლეჯად, არამედ”.
547. 10 “ატრიალებს” შემდეგ გადახაზულია “მას მაინც”; 21 “საქოლვად” შემდეგ
გადახაზულია: “არა”; 22 “მთხოვარს” შემდეგ გადახაზულია: “არ მაინც”; 23 “არის და”-ს
შემდეგ გადახაზულია: “ამ იმედით შეპყრობილი კი არ იწყევლება, შებრალებას ითხოვს
კაპიკისთვის გამვლელ-გამომვლელს, ქრისტიანს “შემიბრალეთ შიმშილმა გამამწარაო”;
27 “მოხრა”-ს შემდეგ გადახაზულია: “უნდა”; 28 “ბედისა” შემდეგ გადახაზულია:
“მაგრამ”, “მაგრამ”-ის შემდეგ გადახაზულია: “ჩვენს პოეტს ჩვენზე უკეთესად სცოდნია
გული ქართველის კაცისა, რომელიც ჩვენებურ გლეხკაცის”.
548. 28 “ჩვენ” შემდეგ გადახაზულია: “რამდენადაც გვიჭირდა გონების თვალით”;
549. 2 “კიდეთ” შემდეგ გადახაზულია: “თუნდ ეგეც არ იყოს ჩვენ საგნად არც კი,
ჩვენ ის თუ”; 3 “წლებში” შემდეგ გადახაზულია: “ჩვენში”; 6 “ჰქონდა”-ს შემდეგ
გადახაზულია: “თუ არა ჰქონდა”; 7 “გზას დაადგნენ” იყო “გზაზე დავიდა”
გადაკეთებულია “გზაზე დაადგნენ”; 7 – 8 “ქართველს” შემდეგ გადახაზულია:
“მამული”; 12 “და”-ს შემდეგ გადახაზულია: “რომლის”; 14 “ქართველთა” იყო
“ადამიანის”.
28 “მწერლობა”-ს შემდეგ გადახაზულია: “ჩაავლო”; 31 “ამ”-ის შემდეგ
გადახაზულია “წარსულის საკითხს”.
550. 20 “რომელიც” შემდეგ გადახაზულია: “იყო”, 21 “ელოდაო”-ს შემდეგ
გადახაზულია: “რომ პირველი”.
551. 14 – 15 “ასე ჰშველის” – იყო: “დასდის”, გადაკეთებულია; 19 “რომ”-ის
შემდეგ გადახაზულია: “გრ. ორ”; 23 “გულით” შემდეგ გადახაზულია: “მიიზიდა”; 24
“ახლებთან” იყო “სხვებთან” გადახაზულია, “ორი”-ს შემდეგ გადახაზულია: “ლექსი”; 30
“მამულისშვილობის” შემდეგ გადახაზულია: “მოწმინნ”.
552. 7 “ვითარებისაგან” შემდეგ გადახაზულია: “საქართველო”, “დაცემულს” იყო
“დაცემული”. 17 “შვილისავით შემდეგ გადახაზულია: “ეჭვიანი და ძილით”; 18
“მამულიშვილურ”-ის შემდეგ გადახაზულია: “ნატვრით მოსთქვამს”; 19 “მოსთქვამს”
შემდეგ გადახაზულია: “რომ”; 23 – 24 “რომელზედაც” შემდეგ გადახაზულია: “სთქვა,
სხვა საქართველო”. 553, 12 “ზღვაა”-ს შემდეგ გადახაზულია: “რომლის”.
21 “იგი”-ის შემდეგ გადახაზულია: “ამ მდ.”, “ერთის” შემდეგ გადახაზულია: “ამ
მდაბიოს”. 554. 2 “არც აქ იმტყუვნა” იყო “აქაც მიაგნო”, გადახაზულია; “აქამომდე” იყო
“წყეულ დამა”, “იუცხოვა და” გადახაზულია; 3 “სატკივარისას” შემდეგ გადახაზულია:
“თავისებური შუქი მოჰფინა მან”; 4 “წლებში” შემდეგ გადახაზულია: “გამოქვეყნებულს”,
“თავისებური” იყო “თავისი” გადახაზულია: 5 “რომ”-ის შემდეგ გადახაზულია:
“სამოციან წ.”; 10 “ისე”-ს შემდეგ გადახაზულია: “სამოციან წლებში”.
21 “გარდა” იყო “მართალი”; 23 “პირველი”-ს შემდეგ გადახაზულია “მაგალითი”;
26 “საჭირო”-ს შემდეგ გადახაზულია: “ხმოვან”; 27 “მან ამით” იყო “მაშასადამე”. 555, 4
“მოყვარეც” შემდეგ გადახაზულია: “საჭიროა”; 5 “იწყება...სადაც” იყო “დასაბამი
წარსულის დავიწყებაა”; 10 “და”-ს შემდეგ გადახაზულია: “ამ სავ.”; 11 “რომელსაც”
შემდეგ გადახაზულია: “რომლის უდიდესი წარმომადგენელი”.
გვ. 25, 26, 12, 27 არის 532 – 535 გვერდების გადაწერილი ცალი, ის ასე იკითხება:

მეთაური
თუ ჩვენი პოეტი სწუხს რაზედმე, იმაზე კი არა, კაი დრო აღარ მოვაო,
პირიქით, იგი ამბობს:
რადგან იქნება სულგრძელება, იხმაროთ რად არ!
ნუთუ კვლავ ღმერთმან გკურნოსთ ერთმან...
არამედ იმაზე სტირის:
ვაჰ, თუ ვესწარ ვერ,
თვარღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავაც იქნების.
ხოლო ამისთანა საზოგადო ყოფისაგან ამოკვნესილი სიტყვა და ნუგეშისმცემელი
იმედი უმთავრესი ძარღვი არ არის ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში, რომელიც უფრო
(გადახაზულია: “სიყვარულის და ლხინის პოეზია” სიყვარულის (გადახაზულია:
პოეზიაა ტრფიალების ჭირი და ლხინია (გადახაზულია:
პოეზიაა), მაშასადამე
სიყვარულის და ტრფიალების (გადახაზულია: ჭირი და ლხინია) პოეზიაა.
პირველ ხანებში თ. ალ. ჭავჭავაძის გზას დაადგა თ. გრ. ორბელიანიცა. ხოლო
მერე და მერე პირველმან ამან მაღალ გრძნობიერების სიტყვით მიგვახედა ჩვენ მიერ
დავიწყებულს წარსულს (გადახაზულია: თითქო იგრძნო, რომ უამისოდ).
თუ ვით ივერნი
ლომ-გულნი გმირნი
ჰბრძოდნენ, სცხოვრობდნენ წარსულსა დროსა.
თითქო იგრძნო, რომ აწმყო უფესვო ნერგია, თავგაუტენელი, ფეხმოუკიდებელი
მართლაც არის (გადახაზულია: უწარსულო) აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც
მომავალი აქვს, იმიტომ, რომ ერთის მეცნიერისა არ იყოს, მხოლოდ “აწმყო, შობილი
წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”. უწარსულოდ იგი მკვდარია იმიტომ რომ
ერთის მხრით უდედმამოა (გადახაზულია: და უშვილო) და მეორეს მხრით უშვილო.
ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს
სად სცხოვრობდნენ ძველნი გმირნი?
დრომ შემუსრა, აღგავა
მიწით მათნიცა საფლავნი,
მაგრამ ცოცხალა ჯერათაც
დიდების მათ მოედანი,
მათი სახელი, მათ ხმალი
საქმენი სახელოვანნი.
ძმანო, მივმართოთ თვალნი
წარსულთა ძველთა საუკუნეთა,
მათში სახელნი სჩანან ნათელნი
გმირთა, მამულის განმადიდეთა.
იცოდა მაღალგონიერმა თ. გრ. ორბელიანმა, რომ:

მათთა საქმეთა მოთხრობით
მოხუცს ცრემლთ მოედინება,
მხნეობით აღტაცებული
ჭაბუკი ხმალსა მისწვდება.
თ. გრ. ორბელიანმა პირველმან მოჰბერა ჩვენს ხელახლად ფეხადგმულს პოეზიას
ეს ახალი სიო განახლებისა, განცოცხლებისა და მან პირველმა ჩაუდგა ქვაკუთხელი
(გადახაზულია: მით განადიდა იგი, საწყლე დენა) იმ ხიდს, რომელიც ჩასტყდა
წარსულსა და აწმყოს შუა და რომლის ხელახლად გადებას სცდილობს დღევანდელი
დღე, როგორც შემდეგ ვნახავთ.....
მისი “სადღეგრძელო”, “იარალისადმი”, “თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში”
ამისი ცოცხალი მაგალითებია. პირველმან ამან საჯაროდ იგრძნო, რომ დროთა
გარემოებამ ძირს დასცა საქართველო და სწუხს (ამის ნაცვლად პირველად იკითხებოდა:
“საქართველოს შვილი სწუხს”, გადახაზულია), რომ ვეღარ ვსცნობო:
დამცირებულსა,
ხმა-მოღებულსა
ბედდაკარგულის ივერის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსახოდ ქმნილსა,
გულუიმედოს, გაუხარებელს!..
ეგრედ გათახსირებულს შვილს სხვა რაღა მამული უნდა ჰქონოდა, თუ არ შვილისა
სულით დაცემული და ამიტომ პოეტი ამბობს კვნესითა, მინდაო:
რომ აღარ ვგრძნობდე
ჩემი მამულის სულით დაცემას!
და მარტო იმის მწყურვალი იყო, რომ კვლავ:
ივერი
აღსდგეს ძლიერი
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის
წმინდის საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული,
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით
სამშობლოს მიწის სიყვარულითა!
სწორედ ამ სიყვარულმა მამულისამ, სამშობლო მიწისამ მიიზიდა პოეზია თ. გრ.
ორბელიანისა და ამ სიყვარულის გასაღვიძებლად არა ერთი და ორი უთქვამს თავის
მშვენიერის ლექსითა. ეგრედ წოდებულს მამულიშვილობას, პატრიოტობას, დროთა
ვითარებისაგან მიძინებულს, პირველი თ. გრ. ორბელიანმა შთაბერა იგი ღონიერი

სული, რომელმაც ბოლო ხანებში ჩვენს პოეზიას ერთ დროს განსაკუთრებული
მიმართულება მისცა. ესე შეჰღაღადებდა დავიწყებულს მამულს ჩვენი პოეტი:
ჰე, მამულო სასურველო,
ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის
აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროთა საშიშს,
არ დასთხიოს თვისი სისხლი,
არა დაჰკლას თავი თვისი
შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!
ჩვენ ვხედავთ, რომ თ. გრ. ორბელიანს ის ეგრედ წოდებული “მოქალაქური
(გადახაზულია: მამულიშვილური) გულისტკივილი” უფრო გამორკვეულად (იყო
“უფრო მეტის ფერადით შეტანილი” – ი. ლ.), უფრო ბეჯითად შეტანილი აქვს თავის
პოეზიაში, ვიდრე სხვას ვისმე მის დრომდე.
მარტო ყოველ ამით არ განადიდა საწყლე ჩვენის პოეზიისა თ. გრ. ორბელიანმა.
მისმა მწერლობამ შესანიშნავის სახით კიდევ გაამდიდრა (ამის შემდე გადახაზულია:
“მის დრომდე”) ვიწროდ დენილი ჩვენი პოეზია. მის დრომდე თ. ალ. ჭავჭავაძიდამ
დაწყებული ჩვენი პოეზია დაჰფუთფუთებდა მარტო ჩვენის დიდკაცობის
გულთათქმას, თითქო უკადრისობსო ამით რაიმე საგანი უპოვოს პოეზიას. თ. გრ.
ორბელიანმა პირველმან შეასწრო თვალი, რომ მდაბიოთა ცხოვრებაშიაც არის
ადამიანური გულთაძვრა, რომ ამ მდაბიოთა გული იგივ ზღვაა, საცა თუ არ მეტი,
ნაკლები მარგალიტები არ არის წუხილისა და სიხარულისა, ჭირისა და ლხინისა,
ძულებისა და სიყვარულისა, რომ ამ მდაბიოთაც აქვთ თავისი იდეალები, თავისი
სანატრელები, ოღონდ კი კაცს მადლი ჰქონდეს ამეების დანახვისა და სხივოსან
სიტყვით გამოხატვისა. მისი “ო-ს დარდები”, “ლოპიანა”, “მუშა ბოქულაძე”, აი რა
მწვავე სიტყვებს ათქმევინებს ერთს ამისთანა მდაბიოს:
რად მიყურებ ეგრე გაკვირვებითა?
ნუთუ მართლა კაცი არა გგონივარ?
რადგანცა ვარ სიღარიბის სამოსლით,
არა მქონდეს კეთილისა გრძნობაცა?
....
ღრმადა ვმალავ გულში სიმწარის ოხვრას,
მალვით ვიწმენდ თვალში მორეულ ცრემლსა,
ეჰ, ვის ესმის, თუ სადღა მუშა ჰკვნესის!
მართალია (ამის შემდეგ გადახაზულია: “თ. გრ. ო.”) “ვის ესმოდა, თუ სადღაც მუშა
ჰკვნესის! მარტო ალღომ პოეტისამ მიაგნო ამ ღრმად გულში დამალულს სიმწრის
ოხვრას, ამ მალვით მოწმენდილ თვალში მორეულ ცრემლსა, მარტო მისმა ყურმა ისმინა,
სადა ჰკვნესის მუშა:
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,

ფერით რკინა, კისერ-ჩაჟანგებული,
კაცი, გულით დაჩაგრული ბედითა,
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია,
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა პურისა.
ამ სახით გრ. ორბელიანი გამგრძობია ალ. ჭავჭავაძის პოეზიისა და მხოლო ის
სამსახური მიუძღვის პირველ ხანებში, რომ თითქმის ერთგვარი დენა მწერლობისა
ცოტათ თუ ბევრად გაამრავალგვარა, წინ წასწია და გააფართოვა მოედანი ჩვენი
პოეზიისა როგორც შინაარსით, ისე ფორმითაც, რადგანაც ამან სრულიად განდევნა
სპარსული კილო და მითოლოგიურ სახელებით აჭრელება სიტყვიერებისა, რომელშიაც
ცოტა არ იყოს წილი უდევს ალ. ჭავჭავაძეს (ამის შემდეგ გადახაზულია: “გარდა ყოველი
ამისა, ამან დაგვანახვა საუცხოო და შეუდარებელი მაგალითი ურითმო ლექსისა,
ქართული ურითმო ლექსისა, არა იამბიკოს მსგავსისა და მით დაგვიმტკიცა, რომ
ქართულადაც შესაძლოა ურითმო ლექსი, ეგრედ წოდებული “თეთრი ლექსთწყობა”,
ხმოვანებით და მუსიკით არა ნაკლები რითმიან ლექსისა. მისი “მუშა ბოქულაძე” ამ
მშვენიერი ლექსთწყობის შეუდარებელი მაგალითია”).
521. “ჩ ვ ე ნ ს გ ა ზ ე თ შ ი . . . “ხ მ ა შ ო რ ი დ ა მ – იგულისხმება დ. ხ.-ს
(დიმიტრი ხოშტარიას – დუტუ მეგრელის) წერილი, რომელიც დაიბეჭდა “ივერიაში”
1882 წლის 28 იანვარს (№ 20).
525. “ჩ ვ ე ნ ი წ ი ნ ა ნ დ ე ლ ი მ ე თ ა უ რ ი წ ე რ ი ლ ი” – იგულისხმება
წინამდებარე წერილის პირველი ნაწილი, რომელიც მეთაურ წერილად,
ხელმოუწერლად გამოქვეყნდა “ივერიაში” 1892 წლის 20 თებერვალს (№ 39).

ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში
(გვ. 556)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1892 წ., 15 IV, № 77, გვ. 2 – 3 (ცენზურის ნებართვა: 1892 წ.,
14 IV).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
ის ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად
შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, – ილიას ნაწერების სრული
კრებულის V ტომში.
ილიას ამ წერილთან დაკავშირებით არსებობს მსახიობ ვიქტორ გამყრელიძის
მოგონება (იხ. ”თეატრალური მოამბე”, 1969 წ., № 2, გვ. 7), აგრეთვე მოგონება ილია
ზურაბიშვილისა (ელეფთერიძისა), – იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
ათტომეული, ტ. III, 1953 წ., გვ. 492.
წერილს ვათარიღებთ ”სამშობლოს” წარმოდგენისა (12 IV) და ცენზურის
ნებართვის თარიღების მიხედვით.

<სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოზ ბარათაშვილის
ნეშტის გადმოსვენებაზე> (გვ. 559)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1893 წ., 27 IV, № 88, გვ. 2; გაზ. ”კვალი”, 1893, № 18, გვ. 4.
ს ა თ ა უ რ ი: სიტყვა, თქმული ილ. ჭავჭავაძის მიერ ნ. ბარათაშვილის ნეშტის
დიდუბეში დასაფლავებაზე (”ივერია”); სიტყვა ილია ჭავჭავაძისა (”კვალი”).
ილია ჭავჭავაძის თხზულებებში ეს სიტყვა პირველად დაიბეჭდა 1927 წელს, –
ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, ზემოხსენებული სათაურით.

მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის
თავ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა (გვ. 562)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 178, 4 ფ. (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი: ლექსები: ვახტანგ ორბელიანისა (სრული გამოცემა მისი ასულის მარიამ
ორბელიანისა), ტფ., 1894 წ., . № 4, გვ. V – XX (A).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა: ილია ჭავჭავაძე A.
B
შავი ავტოგრაფია, ნაწერი და ნასწორებია შავი მელნით თაბახის 4
ფურცლის 7 გვერდზე (ფურცლები სიგრძეზეა გაკეცილი, მარცხენა მხარე გაბმული
ტექსტისათვის არის გამოყენებული, მარჯვენა მხარე კი –
სწორებისა და
ჩამატებისათვის). სათაური, თარიღი და ხელმოწერა არა აქვს. ავტოგრაფი იმდენად
ნასწორებია (ესა თუ ის ადგილი გადახაზულია, ზოგი კვლავ აღდგენილია, ისევ
გადახაზულია, ჩამატებულია, ეს ჩამატება კვლავ გადახაზულია ან სხვაგვარად არის
გადაკეთებული და ა. შ.), რომ მისი ჩვენება ვარიანტებში საჭიროდ არ ვცანით,
ვინაიდან იგი პირველი შავი მონახაზია. ა აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ პ. ინგოროყვას
ამ შავი ავტოგრაფიდან დაუბეჭდავს ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”ორი შენობა”,
რომელიც თვით ილიას დასაბეჭდად გამზადებულ ტექსტში ეტყობა აღარ შეუტანია.
აი, ის ციტატაც:
”...ძველი წინაპართ სადგურის შთენი,
სავსე ღონით და ღონით სავსით ხელით ნაშენი,
კოშკნი მაღალნი, ვრცელი, წმინდა ტაძარი,
დიდი პალატი, დიდი არე, როსმე მდიდარი,
დღეს კი უჭერო, უპატრონო, აოხრებული...”
ვინაიდან ჩვენთვის ამოსავალია ტექსტი (ე. ი. ვ. ორბელიანის ლექსების 1894 წ.
გამოცემა), სადაც ზემოთ მოყვანილი ციტატა არ არის დაბეჭდილი, ჩვენც
სტრიქონები არ შევიტანეთ ძირითად ტექსტში.
ილია ჭავჭავაძის თხზულება ”მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ.
ჯამბაკურ-ორბელიანისა” ზემოხსენებული გამოცემის შემდეგ პირველად პ.
ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედაქციით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა
IV ტომში დაიბეჭდა 1927 წელს.

564. 3 ”1832 წელს თავ. ვახტანგს მოეშალა სამშობლოში შვება და სიამოვნება. ეს
მაშინდელ ყმაწვილ-კაცობისათვის თავმოსაწონებელი, მაგრამ უბედური წელიწადი
ყველას მოეხსენება” – იგულისხმება ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ
1832 წელს ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულება, რომელიც შეთქმულთა ერთმა
მონაწილემ ღალატით გასცა და ვახტანგ ორბელიანი, როგორც შეთქმულების ერთერთი თაოსანი, სხვებთან ერთად მკაცრად დაისაჯა.
565. 14 ”ჯერ კიდევ თითო-ოროლა ოჯახში ცოცხალი იყო ხსოვნა მეთვრამეტე
საუკუნისა, რომელმაც სული დალია 1795 წ. 11-ს სექტემბერს სოღანლუღს, კრწანისის
ბაღებთან და წამების სახელოვანი გვირგვინი დაადგა იმ ქვეყნისათვის
თავგანწირულ მამულის-შვილებს...” – იგულისხმება ირანის განმგებლის აღა-მაჰმადხანის შემოსევა საქართველოში 1795 წელს და ქართველების თავგანწირვა
უთანასწორო ბრძოლაში.
565. 20 ”თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვდევნეთ მტრის ძალა,
იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი”.
ციტატა გრ. ორბელიანის ლექსიდან ”სადღეგრძელო” (1827 – 1870 წ.)
565. 26 ”...დღენი ემზგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს...
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!”...
ციტატა გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან ”სადღეგრძელო”.
566. 28 ”სული მიკვნესის...
რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა”.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”იმედი” (1859 – 1879 წ.).
567. 9 ”...მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველ წლების
წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა” – იგულისხმება 1795 წ. ირანის
განმგებლის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში, ქართველების დამარცხება
კრწანისის ბრძოლაში, 1798 წ. მეფე ერეკლე II-ის გარდაცვალება, მისი შვილის,
გიორგის XII-ს მეფობის დროს ერთი მხრივ ტახტის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა
ერეკლესა და გიორგის მრავალრიცხოვან შვილებსა და შვილიშვილებს შორის, მეორე
მხრივ ფეოდალთა დაჯგუფებები საგარეო ორიენტაციის საკითხზე (ზოგი რუსეთის
მფარველობაში საქართველოს შესვლის მომხრე იყო, ზოგი – ამის მოწინააღმდეგე),
1800 წ. გიორგი XII-ს გარდაცვალება, 1801 წ. პეტერბურგში გამოქვეყნებული
მანიფესტების თანახმად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და მისი რუსეთთან
შეერთების დამტკიცება.
568. 30 ”გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლო ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული”.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”ძველს მეგობარს” (1883 წ.),
569. 1 ”მიამბე მე გულსაამო ზღაპრები...

იმ დროებზე ბევრი გამიგონია...”
ციტატა ვ. ლექსიდან ”ქარიშხალი ჰბერავს” (1887 წ.).
569. 15 ”და თუ აქამდის არ დაბნელდა ჩვენი გონება...
იგი მადლია იმ ნათლისა წმინდის ლამპრისა”.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”ნანგრევთა შუა ლამპარი” (1885 წ.).
569. 24 ”ვდგავარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული...
ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!”
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”ძველი დმანისი” (1866 წ.).
570. 4 ”მაგრამ რად გვინდა მის ამბავი, რაც არს აღარა,
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა”.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”ჯვარი ვაზისა” (1880 წ.).
570. 19 ”ჩვენი ივერი მშვენიერი არს სისხლის კალო,
გმირთა აკლდამა, გულსაკლავი და სავალალო”
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”იმედი” (1859 – 1879 წ.).
571. 1 ”გონება ჰხელობს...
სარწმუნოებას გულის ჭმუნვის ძალა ერევა!...”
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”იმედი” (1859 – 1879 წ.).
571. 14 ”ღმერთო კეთილო, მომიტევე შენს დაბადებულს...
და მათ სახელნი, მათ ხსენება აღარსად დარჩნენ”.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”იმედი” (1859 – 1879 წ.).
572. 6 მომიახლოვდაო ”...მაშინ ტურფა, მშვიდი ასული...”
თქვენი სამშობლო დანგრეული კვლავ აყვავდება...”
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან ”იმედი” (1859 – 1879 წ.).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად დაიბეჭდა
1927 წელს, – ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში.
ვახტანგ ორბელიანის ლექსების 1894 წლის გამოცემას ცენზურის ნებართვა
1892 წ. 27 აპრილს მიუღია, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც სურვილი
გამოუთქვამს ამ კრებულისათვის წაემძღვარებინა ვახტანგ ორბელიანის ბიოგრაფია
და შემოქმედების განხილვა, მოუცლელობის გამო 1894 წლამდე ვერ მოუხერხებია
ჩანაფიქრის განხორციელება და წიგნიც მხოლოდ 1894 წელს გამოცემულა.

დათარიღება – [1894 წ., 29 მარტამდე] – ემყარება ნ. კილანავას წერილს –
”ილია ჭავჭავაძის ”ვახტანგ ორბელიანის ბიოგრაფიის” დათარიღებისათვის” (იხ.
”ტექსტოლოგიის საკითხები”, II თბ., 1971).

<სიტყვა, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის
იუბილეზე> (გვ. 574)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: წიგნი – “საერო დღესასწაული თ. რაფიელ ერისთავის იუბილეს გამო
(1895 წ., 22 ღვინობისთვეს)”, თბ., 1899 წ., გვ. 112 - 113.
ს ა თ ა უ რ ი: ილიას სიტყვა თ. რაფიელ ერისთავის იუბილეს გამო.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში ეს სიტყვა პირველად იბეჭდება.
574. 8 ...ძმები რაზიკაშვილები – იგულისხმებიან ვაჟა-ფშაველა და ბაჩანა.
574. 8 ჩინებულად ასრულებს ამ გარემოებას ჩვენი პოეტის გალექსვით მიწერმოწერა ერთ ხალხიდან გამოსულ პოეტთან, რომელმაც აი რა გრძნობით გამოხატა
ჩვენი მოხუცებული პოეტის გავლენა ახალშობილს პოეტზე... – აქ იგულისხმება
ბაჩანა (ნიკო პავლეს ძე რაზიკაშვილი, 1866 – 1928 წწ.), რომელმაც სიტყვაში
მოყვანილი ლექსი უძღვნა რაფიელ ერისთავს. ლექსი დაიბეჭდა გა. ”ივერიაში” (1886
წ., № 168). სათაურით: ”რაფიელ ერისთავს”, ხოლო რაფიელ ერისთავის საპასუხო
ლექსი, სათაურით: ”ბაჩანას პასუხად”, დაიბეჭდა გაზ. ”ივერიის” 1886 წლის 211-ე
ნომერში.
<კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა> (გვ. 576)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1898 წ., 8 II, № 29, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1898 წ., 7 II).
დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ დ ხელმოუწერლად. ცნობა
წერილის ილიასეულობის თაობაზე ეკუთვნის თ. სახოკიას (იხ. მისი ”ილია
ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფია”, ლ. ჭრელაშვილის პუბლიკაციით, – ჟურნ.
”მაცნე”, 1981 წ., № 2).
1984 წელს ეს წერილი დაიბეჭდა ალმანახ ”კრიტიკაში” (№ 2) ლ. სანაძის
პუბლიკაციით, – სათაურით: ”ილია ჭავჭავაძის წერილი ლიტერატურულ
კრიტიკაზე”.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
დასათაურება ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
< სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის
50 წლის იუბილეზე> (გვ. 582)
ნ ა ბ ე ჭ დ ი: გაზ. ”ივერია”, 1900 წ., 6 I, № 4, გვ. 2 – 3.
ილიას სიტყვა ”ივერიაში” დაბეჭდილია დრამატული საზოგადოების
გამგეობის საანგარიშო მოხსენების შემდეგ: ”ამას უნდა ადვძინოთ, – ვკითხულობთ
გაზეთში, – რომ როცა თ. ილია ჭავჭავაძემ გაათავა წაკითხვა წერა-კითხვის
საზოგადოების მილოცვის წერილისა ჩვენი თეატრის ორმოცდაათი წლის დღეობის

გამო, დასძინა შემდეგი სიტყვა, როგორც ”ივერიის” რედაქტორმა”, და იქვე
დაბეჭდილია ზემოაღნიშნული სიტყვა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში ილიას ეს სიტყვა პირველად
იბეჭდება. იგი არც ერთ ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ არის.

მასალები ”ცისკრის” წარმოების გასარჩევად (გვ. 587)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფები, U კრებული (რვეულის დაშლილი ფურცლები) № 158,
გვ. 1 – 38 (A; U, № 187/B).
ს ა თ ა უ რ ი: ”მასალები ”ცისკრის” წარმოების გასარჩევად” (თავფურცელზე),
”ცისკარი” 1857 – 1862 წლამდინა”, ”ცისკარი” 1857 – 1863 წლამდინა”,
”ცისკარი”, ლექსთმთხზველები 1857 – 1862 წლამდინა” (ცალკეული
ნაწყვეტების სათაურები) A; ”ჩვენი საზოგადოების ფიზიოლოგია” B.
პირველად დაიბეჭდა პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედაქციით
გამოცემული ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომში 1927 წელს
სათაურით ”ცისკარი”, 1857 წლიდან 1862 წლამდინა”.
№ 158 ხელნაწერ კრებულში სხვადასხვა ფერის მელნით (აქა-იქ ფანქრით)
ნაწერი და ნასწორები ავტოგრაფების ნაწყვეტებია (ამათგან ზოგი შიდა და ბოლო
გვერდები დაუწერელია). აქ არის 1857 – 1862 წლების ”ცისკრის” მასალების
შესწავლისას წამოჭრილი მოსაზრებების ფრაგმენტები. წერილის წერა ილიას
რამდენიმეჯერ დაუწყია თითქმის ერთი და იგივე სათაურით, მაგრამ არც ერთი
დასრულებული არ არის. ამათგან მეხუთე ნაწყვეტის დასაწყისი და ზოგიერთი
დებულება ილიას შემდეგ გამოუყენებია თავის სტატიაში ”დ”. ასევე მეოთხე
ნაწყვეტიდან დებულებები ილიას უფრო გვიან გამოუყენებია წერილში – ”ზოგიერთი
რამ”, ხოლო მესამე ნაწყვეტიდან ”წერილებში ქართულ ლიტერატურაზე”.
რვეულს ბოლოში ერთვის ილიას შედგენილი კონსპექტი, სადაც ამოწერილია
განსახილველი მასალა – ჟურნ. ”ცისკრის” ფურცლებზე 1857 – 1863.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის მითითებულ გამოცემაში
პავლე ინგოროყვას ეს ნაწყვეტები დაულაგებია; ერთი საკითხის შესახებ
რამდენიმეჯერ განმეორებული მსჯელობიდან ძირითადი ამოურჩევია და
დაუნომრავს: – ნაწყვეტი პირველი, ნაწყვეტი მეორე, ნაწყვეტი მესამე და ა. შ. სულ
ექვსი ნაწყვეტია, აქედან პირველი ხუთი ნაწყვეტი № 158 ავტოგრაფშია
მოთავსებული, ბოლო – მეექვსე ნაწყვეტი კი – № 187 ავტოგრაფში (ეს უკანასკნელი
შავი მელნით არის ნაწერი და ნასწორები).
პ. ინგოროყვას ცნობით ბოლო ნაწყვეტის ავტოგრაფი (ალბათ მისი ვარიანტი)
ი. გრიშაშვილის არქივში ყოფილა დაცული (ფონდის ან ავტოგრაფის ნომერი
მითითებული არ არის). ჩვენ ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ხსენებულ ავტოგრაფს ი.
გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის არქივში ვერ მივაკვლიეთ.
მეხუთე ნაწყვეტს პირველად სათაური ჰქონია ”ჟურნალის მნიშვნელობა”.
შემდეგ ეს სათაური ავტორს წაუშლია და მის ნაცვლად დაუწერია ”ცისკარი” 1857 –
1863 წლამდინ”.
წინამდებარე ტომში ტექსტი იბეჭდება იმ თანამიმდევრობით, როგორც იგი
ილიას ნაწერების ზემომითითებულ გამოცემაში (და მასზე დაყრდნობით – შემდგომ
გამოცემებში) გამოქვეყნდა.

როგორც პ. ინგოროყვა აღნიშნავს, ”ილიას ეს წერილი თავდაპირველად, ჩანს,
ფართოდ ჰქონდა განზრახული. იგი ფიქრობდა მოეცა ამ წერილში საფუძვლიანი
კრიტიკული ანალიზი თანამედროვე ქართული ლიტერატურისა, რომელიც ამ დროს
წარმოდგენილი იყო ჟურნალ ”ცისკრის” სახით, და მასთან დაკავშირებით დაესახა
ქართული მწერლობის განვითარების მომავალი გზები. თუ რამდენად ფართო
მოცულობით უნდა ყოფილიყო ეს წერილი, ამას სხვათა შორის გვიჩვენებს ილიას
მიერ შედგენილი კონსპექტი, რომელიც შენახულია ამ წერილის ესკიზებთან ერთად”.
ილიას თხზულებათა 1925 – 1929 და 1951 – 1961 წლების გამოცემებში ამ
კონსპექტიდან მხოლოდ რამდენიმე ადგილია დაბეჭდილი. ჩვენს გამოცემაში ეს
კონსპექტი მთლიანად დაიბეჭდება ილიას სხვა ჩანაწერებთან ერთად, რომელთა
შეტანაც ნავარაუდევია XIX ტომში.
<ხელოვნება და მეცნიერება> (გვ. 608)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 162, გვ. 1 – 2.
ავტოგრაფი უსათაუროა, ხელმოუწერელი და უთარიღო. იგი, ჩანს, რაღაც
წერილის ნაწყვეტს წარმოადგენს. სათაური – ”ხელოვნება და მეცნიერება”, –
გვიანდელი მინაწერია, უცნობი ხელით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში ნაწყვეტი პირველად შეიტანეს პ.
ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, ამავე სათაურით, ილია ჭავჭავაძის
ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. აღნიშნულ გამოცემაში ”ხელოვნება და
მეცნიერება” 1862 – 1863 წლებით იქნა დათარიღებული, რადგან ამ ნაწყვეტსა და
მითითებულ პერიოდში დაწერილ ილიას სხვა წერილებს შორის აშკარა მსგავსება
შეინიშნება. ასეთი დათარიღება სარწმუნოდ მიგვაჩნია.

“მამის მკვლელი”
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი: ავტოგრაფი, U № 182.
ავტოგრაფში პირველი ხუთი შენიშვნა შავი მელნით არის ნაწერი, მომდევნო
ნაწილი კი – ფანქრით. ფანქრითვეა შეტანილი ერთი სწორება მე-5 საკითხის
შენიშვნის მეორე სიტყვაში (”ნაწილიც”), რომლის ნაცვლად თავდაპირველად
(მელნით) ილიას დაუწერია ”მოქმედებაც”. ფანქრითაა ჩაწერილი მესამე შენიშვნის
უკანასკნელი სამი ციფრი (168, 190, 231), ხოლო მეცხრეში გვერდების მინიშნების
დასაწყისში გადახაზულია – ”177” – და იქვე, შესაბამის ადგილზე, – ”329”.
ავტოგრაფი პირველად გამოაქვეყნა პ. ინგოროყვამ, – ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა სრული კრებულის III ტომში, 1953 წელს.
როგორც პ. ინგოროყვაც აღნიშნავს, ილიას ჩანაწერში, “მამის მკვლელის” ესა
თუ ის გვერდი ალ. ყაზბეგის თხზულებათა 1891 წლის გამოცემის მიხედვითაა
მითითებული, – იხ. თხზულებანი ა. ყაზბეგისა (ა. მოჩხუბარიძის) ტ. II, თბილისი,
“ქართველთა ამხანაგობის” გამოცემა № 6, 1891, – ამიტომ ჩანაწერი, პირობითად, 1891
წლით დავათარიღეთ.
შინაარსი

რედაქციისაგან (გ. აბაშიძე);
წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე
ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ”შეშლილის”
თარგმნაზედა;
პასუხი;
სფირიდონისა და თადეოზის ბაასი;
სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო;
”საქართველოს მოამბეზედ”;
სხარტულა;
ზოგიერთი რამ;
”კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”;
ფიქრი და შენიშვნა;
საქართველოს მატიანე, ტფილისი <შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი” ქართულ
სცენაზე>;
სხარტულა (”ივერიის” რედაქციას);
შინაური მიმოხილვა;
<სიტყვა, წარმოთქმული გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე>;
ვისრამიანის დაბეჭდვის გამო;
<ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა>;
<დასავლეთის ეტიკეტი>;
<გოგოლის ”რევიზორის” საიუბილეოდ>;
<პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ>;
ქართული თეატრი <ჩვენი საზოგადოების გულგრილობა თეატრისადმი>;
<თეატრის როლი ერის ცხოვრებაში>;
ქართული თეატრი <ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ სცენაზე>;
<ქართული თეატრი და მაყურებელი>;
ქართული თეატრი <ბარბარე ჯორჯაძის პიესა ”რას ვეძებდი და რა ვპოვე”>;
ქართული თეატრი <”ცოლი-მეუღლე” ქართულ სცენაზე>;
ქართული თეატრი <გაბრიელ სუნდუკიანცის ”ხათაბალა”>;
<ქართული ხალხური მუსიკა>;
ქართული თეატრი <ახალი პიესები ქართულ სცენაზე>;
ქართული თეატრი <თეატრის რეცენზენტი>;
წერილები გადაღმითგან;
ქართული თეატრი <ქართული თეატრის ნაკლოვანებანი>;
ქართული თეატრი (”გავიყარნეთ” და ”ხანუმა”);
ქართული თეატრი <”თამარ ცბიერი” და ”მეჯლისი იტალიელებით” ქართულ
სცენაზე>;
<რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს>;
<ისევ ”თამარ ცბიერის” დადგმის გამო>;
ქართული თეატრი (”ჰამლეტი” შექსპირისა);
<იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო>;
მოკლე ბიოგრაფია ი. დავითაშვილისა;
<აკაკი წერეთელი და ვეფხვის-ტყაოსანი>;
<პასუხი ნიკო ნიკოლაძეს>;

<ბულვარის აკადემია>;
<ყალბი და ნამდვილი>;
<დიმიტრი ყიფიანი>;
<კრიტიკული აზრის უქონლობა>;
<დრამატული საზოგადოების გასაჭირი>;
<იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები გრიგოლ ორბელიანზე>;
<”თერგდალეულნი” და ახალი თაობა>;
ორნი არიან, ტოლნი არიან ანუ აგანგალა-განგალა, შავროვი და სანდალა;
<სანდალას წიგნის გამო>;
<უარმყოფელობა ჩვენში>;
<გაბრიელ სუნდუკიანცის ”პეპო” და სომხის ლიტერატორები>;
<დედათა საქმის გამო>;
წერილები სხვადასხვა რაგინდარაზე;
<დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო>;
<დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი>;
<კარგად წაკითხვა წასაკითხისა>;
<ერნესტო როსი მეფე ლირის როლში>;
წერილი მეგობართან;
<თ. დავით გიორგის ძე ერისთავი>;
ახალი დრამების გამო;
გრ. ელისეევი;
ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი;
თეატრის მატიანე <დავით ერისთავის ”სამშობლოს” განახლებული დადგმა>;
<წერილები ქართულ ლიტერატურაზე>;
ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში;
<სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე>;
მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგი ძის თავ. ჯამბაკურ-ორბელიანისა;
<სიტყვა, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის იუბილეზე>;
<კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა>;
<სიტყვა,> წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე>.
დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები
მასალები ”ცისკრის” წარმოების გასარჩევად;
<ხელოვნება და მეცნიერება>;
”მამის მკვლელი”.
ვ ა რ ი ა ნ ტ ე ბ ი, კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი, შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი
ტექსტისათვის
საძიებლები